შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების გზები (5-6-7-8 თავი)


27-09-2019, 00:18
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 2 227

5
   მოულოდნელმა, მწვავე ტკივილმა გამოაღვიძა და დაიკვნესა. რაღაც პატარა ოთახში იყვნენ ის და ის გოგო, სადაც მხოლოდ ერთი სავარძელი, ტელევიზორი, საწოლი, მაგიდა და ორი სკამი იდგა. ელენე ფანჯარაში იყურებოდა, ჩაფიქრებული ჩანდა. კაცი დაკვირვებით უყურებდა მის ნახევრად განათებულ სახეს, თხელი და ოდნავ აპრეხილი ცხვირი, წითელი ტუჩები და თოვლისფერი სახე ზღაპრიდან გადმოსულის იერს სძენდა. მხოლოდ სახე კი არა მისი სიმაღლე, ტანადობა და კანის ფერი ოლივერ კენინგს აფიქრებინებდა, რომ ეს სიზმარი იყო და არა ცხადი. ტკივილისგან ისევ წამოიკვნესა და ამით ელენე ფიქრებიდან გამოარკვია.
   -  როგორ ხართ? - საწოლთან მდგომ სავარძელში ჩაჯდა და ერთდროს მომაკვდავ მამაკაცს ჭრილობაზე დააშტერდა.
   - მტკივა, - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, - მწყურია, შეგიძლიათ ცოტა წყალი დამალევინოთ? - გოგონამ ჭიქაში წყალი დაუსხა და პირთან მიუტანა, თავი ოდნავ წამოუწია დაუძლურებულს დალევა რომ გაადვილებოდა. მამაკაცმა ძლიერად ჩაავლო მაჯაში ხელი, ჭიქა გააგდებინა და თავისკენ მიიზიდა, - ჩემს დასაჭერად პოლიციაში თუ დარეკავ, გეფიცები მათ მოსვლამდე მოგკლავ.
   გოგონას პატარა მაჯას ხელს უფრო ძლიერად უჭერდა, ელენეს კი ტკივილისა და შიშისგან ცრემლები წასკდა გიშრისფერი თვალებიდან. ისე, როგორც შეშინებული ცხოველი ცდილობს მონადირისგან გაქცევას, ისევე ცდილობდა ელენე ოლივერ კენინგის ძლიერი ხელებისგან დაღწევას. მისმა ცრემლებმა და თავის გათავისუფლების მცდელობებმა თითქოს  გამოაფხიზლა მამაკაცი, ხელი უშვა დამფრთხალ არსებას და ბალიშზე უსიცოცხლოდ მიესვენა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია ელენეს დასაჭერად, ენერგიის ნაკლებობას მაინც განიცდიდა, გამოფიტული და დაუძლურებული იყო, სიცხემაც უმატა.
   - მითხარი პოლიციაში დარეკე? - ჯერ კიდევ შეშინებულმა ცივი საფენი ხელის კანკალით დაადო შუბლზე და სავარძელი მისგან შორს გასწია,- არ მეტყვი? - ისევ ჩუმად იყო, ლალისფერი ბაგე ოდნავადაც კი არ გაუხსნია, - ჩუმად ნუ ხარ, გთხოოვ... ჭრილობა დაგიმუშავებია, - მიხვდა, რომ პასუხს არ გასცემდა და თემის შეცვლა სცადა, თუმცა ამანაც ვერ გაჭრა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადასვლა ამჯობინა, - რატომ გადამარჩინე?!
   ახლა კი შეხედა ოლივერს ტოპაზიფერ თვალებში. მისი თვალები თითქმის ჩამქრალიყო ავადმყოფობის გამო, მაგრამ აქა - იქ უსიცოცხლოდ მაინც ციმციმებდნენ მწვანე ლაქები, მარცხენა თვალთან მქონე ორი პატარა ხალი კი მეტ ხიბლს სძენდა მამაკაცს. საკმაოდ სიმპათიური იყო ოლივერი, ღია წაბლისფერი თმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ პატრონი კარგად უვლიდა, ამჟამად ასჩეჩვოდა, მაგრამ გვარიანად გაზრდილ და მოვლილ წვერთან ერთად  უფრო მეტ ხიბლს სძენდა თავის პატრონს.
   - როცა ვიფიქრე, რომ გამიტაცეთ, ტელეფონზე ჩემი ნაცნობის ნომერი მქონდა მონიშნული დახმარება რომ მეთხოვა, სისხლი რომ დავინახე მობილური გვერდზე გადავდე და თქვენს დარწმუნებას შევეცადე, რომ მანქანა გაგეჩერებინათ და სასწრაფო დახმარება ჩაგეტარებინათ უახლოეს კლინიკაში, მაგრამ პირდაპირ მომახალეთ, რომ მკვლელი იყავით და პოლიცია გეძებდათ, - ფეხზე წამოდგა და ახალი წყლის ასავსებად გავიდა, - ჭრილობა უნდა გაგიწმინდოთ კიდევ ერთხელ. საბედნიეროდ ტყვიამ ღრმად არ გაიარა თქვენს სხეულში, ძალიან გაგიმართლათ მისტერ კენინგ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ შევძლებდი თქვენს დახმარებას.
   - მადლობა ღმერთს. შენ ექიმი ხაარ?
   - მადლობა ღმერთს კი არა, მე უნდა გადამიხადო. არა, ექიმი არ ვარ, მაგრამ დედაჩემი იყო ექიმი და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ნუ იღელვებთ, ჭრილობის დამუშავება კარგად ვიცი.
   - ისღა დამრჩენია, დაგიჯერო და გენდო.
   - ხოო, სხვა გზა მაინც არ გაქვთ. ცოტა გეტკინებათ, - გააფრთხილა და სამედიცინო ხსნარით ჭრილობა გაუწმინდა, მამაკაცმა ტკივილისგან ყრუდ დაიყვირა.
   - ეს არის ცოტა??
   - ამაზე მანამდე გეფიქრათ, სანამ პოლიციას გაექცეოდი.
   - ახლა ჭკუის დარიგება უნდა დამიწყო?!... მოყოლა არ დაგისრულებია, რატომ გადამარჩინე...
   - როცა მითხარით, რომ მკვლელობისთვის გეძებდნენ, შემეშინდა, რომ ჩემი სიცოცხლეც სულ მალე დასრულდებოდა, - განაგრძო მოყოლა ელენემ, - წვნიანი ვიყიდე და სანამ ცხელია უნდა ჭამოთ, ძალები უნდა აღიდგინოთ, - თანხმობის ნიშნად ოლივერმა თავი დაუქნია, ელენეს დახმარებით ბალიშზე ცოტა წამოიწია და მისკენ გაწვდილ კოვზს ღია პირი დაუხვედრა, - ამიტომ ისევ ტელეფონს დავწვდი რომ დამერეკა და ზუსტად ამ დროს სინდისმა გაიღვიძა ჩემში, - ისევ განაგრძო, - ვერ დავუშვებდი თქვენს სიკვდილს, მითუმეტეს მაშინ, როცა, ზუსტად ვიცი, თქვენი დახმარება შემეძლო. მივხვდი, რომ გონებას კარგავდით და თქვენ თვითონ მანქანას ვერ გააჩერებდით და ისღა დამრჩენოდა როგორმე თავად გამეკეთებინა ეეს და გავაკეთე კიდეც, ხოდა აი ახლა აქ ხართ.
   - და ახლა აღარ გეშინია? არ ფიქრობ რომ მკვლელი ვაარ?
   - რა თქმა უნდა მეშინია, მაგრამ გამბედაობას ვიჩენ და თქვენთან ვრჩები, მაგრამ თუ რამის დაშავებას შეეცდებით, გეფიცებით ამ კოვზით მოგკლავთ, - მოქარის ნიშნად კოვზი აუქნია ცხვირწინ ოლივერს და მისი გაღიმებაც მოახერხა, - წასასვლელი გააქვთ სადმე? ადგილი, რომელიც არავინ იცის და ცოტახნით დაიმალებით.
   - კი მაქვს, მაგრამ დახმარების გარეშე ვერ შევძლებ წასვლას, ჩემთან ერთად წამოხვალ?
   - იმას ვერ დაგპირდებით, რაც შეიძლება ვერ შევასრულო, მაგრამ იმას გპირდებით, რომ მალე შეძლებთ მარტო წასვლას.
   - ერთი რამ უნდა გთხოვო ჩემო გადამრჩენელო, თქვენობით ნუ მომმართავ, თავი ძალიან ასაკოვანი მგონია.
   - კარგი.

6
   - რას ქვია გაიტაცეს ნიკოლას, ვინ გაიტაცა? შენ სად იყავი? გეძინა? ჩემი საწყალი გოგო, - კარებთან ბავშვივით ატუზულ ნიკოლასს თავი დაბლა დაეხარა და ახსნას ვერ უძებნიდა მომხდარს, უფროსმა ერთბაშად იმდენი კითხვა მიაყარა დაიბნა, რომლისთვის ეპასუხა აღარ იცოდა.
   - თქვენი საბრალო გოგო? - მოულოდნელად გაახსენდა შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა და თავის ბატონს გამომცდელად ახედა, - როდის მერე გახდა თქვენი გოგო ქალბატონი ელენე?
   - ენას ნუ მიტრიალებ და კითხვაზე მიპასუხე, როგორ მოხდა ყველაფერი?!
   - ბოდიში ბატონო. ნორმალურად ვერც მე გავიაზრე მომხდარი, წყლის ყიდვა მთხოვა და მარკეტში შევედი ამისთვის, მანქანის ბორბლების ღრჭიალის ხმა რომ გავიგე, მაშინვე გარეთ გამოვვარდი, მაგრამ ისე გაუჩინარდა, თვალიც ვერ მოვკარი საით წავიდა.
   - ღმერთო შენ მიშველე, ოხ ნიკოლას, ახლა რა უნდა გიყო მითხარი?! ახლა რა ვქნათ? სად ვეძებოთ ის გოგო?! მოსამართლე მოგკლავს, შენც მოგკლავს და მეც ზედ მომაყოლებს.
   - მე მგონი სჯობს პოლიციაში განვაცხადოთ ქალბატონი ელენეს დაკარგვა. ისინი უფრო ადვილად შეძლებენ მის პოვნას, ვიდრე ჩვენ.
   - ყოჩაღ ნიკოლას, ნეტავ მე რატომ არ მომაფიქრდა ეგ აზრად? პირველ რიგში მთავარია საქართველოს საელჩოს გავაგებინოთ, რომ მისი მოქალაქე გაიტაცეს. სასწრაფოდ მოსამართლესთან დამაკავშირე, ის დაგვეხმარება ყველაფერში, შემდეგ კი ვილოცოთ ნიკოლას, ვილოცოთ რომ გოგო ვიპოვოთ.

7
   - დეიდა ანა შეიძლება შემოვიდე? - ზღურბლთან ელენეს ბავშვობის მეგობარი, მარიამი იდგა.
   - მარიამ შვილო შემოდი, რა თქმა უნდა, შეიძლება. ელენესგან რამე ხომ არ გსმენი?
   - არა დეიდა ანა, საერთოდ არაფერი, მეც მაგის საკითხავად მოვედი თქვენთან. ტელეფონი გათიშული აქვს და არც სოციალურ ქსელში შემოსულა დიდი ხანია. ვფიქრობ, იქნებ რამე...
   - არა, მარიამ, შვილო ეგ არ თქვა საერთოდ, ენამ არ გიყივლოს. ალბათ ძალიან ბევრი საქმე აქვს ჩემს გოგოს და ამიტომაც ვერ მოახერხა დარეკვა. დარწმუნებული ვარ კარგადაა ჩემი ვარდი.

8

   დრო ისე მალე გადიოდა, როგორც წამის ისრები საათში. ოლივერმა მალევე შეძლო ერთი კედლიდან მეორე კედელთან, და პირიქით, მისულიყო, ძლივს - ძლივობით, მაგრამ მაინც. გოგონას ეუბნებოდა, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და საერთოდ აღარ სტკიოდა, სინამდვილეში კი ნატყვიარი აუტანელ ტკივილს აყენებდა.
   - ეს უნდა ჩაიცვა, ქუდი დაიფარო და სათვალეები გაიკეთო, რომ ვერავინ გიცნოს, - წინა დღისით ნაყიდი ტანსაცმელი მიაწოდა მამაკაცს, შემდეგ კი თმის სამაგრი მოიძრო და ბორკილების გახსნას შეუდგა.
   - ამის გაკეთება თუ იცოდი მანამდე რატომ არ გამიხსენი? - ერთდროულად გაოცდა და გაუხარდა კიდეც, რომ ხელებიდან ეს ცივი ლითონი მოიშორა.
   - მანამდე არ გენდობოდი.
   - და ახლა მენდობი?
   - არა, - მოხსნა დაამთავრა ელენემ.
   - და მაშინ ეს რატომ გააკეთე?
   - ვცდილობ გენდო და იმედია ნდობას გამიმართლებ.
   მისი ასეთი ქცევები, ასეთი სინაზე და სითბო ამ მამაკაცის მიმართ, მხოლოდ იმას არ ნიშნავდა, რომ სიბრალულს განიცდიდა, აშკარაა, რომ მის მიმართ რაღაც სხვაც ამოძრავებდა. მისი ეს გამოხატული სითბო და მზრუნველობა მაგნიტივით იზიდავდა მამაკაცს და მასში ვნებებს აღძრავდა, ვნებებს, რომლებიც გოგონას დაუფლებას აიძულებდა.
   გრძნობებთან გამკლავება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა მისთვის, არ შეეძლო ტვინისთვის გაჩერება ებრძანებინა, როცა გული არ ჩერდებოდა. გოგონას თვალს არ აშორებდა და მისი ბაგეთა სიმხურვალეს ისე გრძნობდა, თითქოს სულ რაღაც ერთი სანტიმეტრი აშორებდათ ერთმანეთს. ასეთი რამ არასოდეს დამართნოდა, ახლა კი ვნების ალი უწვავდა მთელ სხეულს. მისკენ გაიწია, მისი პატარა სახე ხელებში ძლიერად მოიქცია და ლალისფერ, მწველ ტუჩებს დაეწაფა, ისე, როგორც მწყურვალე ბედუინი წყალს, საჰარას უდაბნოში. დამფრთხალი ჩიტივით ფართხალებდა ელენე, მამაკაცის ძლიერი მკლავებიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ის კი უფრო ძლიერად იკრავდა სხეულზე. ჰაერი სილის გარტყმის ხმამ გაჰკვეთა და კედლებს შეელეწა, გოგონამ ოდნავ უკან დაიხია და ტუჩები მოიწმინდა, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა მამაკაცი, ელენეს ხელი ჰკრა, საწოლზე დააგდო, თვითონ კი პერანგის ღილების გახსნა დაიწყო.
   - გაფრთხილებ არ მომეკარო. იცოდე ვიყვირებ, არ მომეკარო.
   - ჩემთვის ხელები არ უნდა გაგეხსნა.
   წელს ზემოთ შიშველმა გოგონა ფეხებით დაიჭირა და თავისკენ მიიზიდა. განწირული ხმით ყვიროდა ელენე, მაგრამ მისი არავის ესმოდა, თითქოს ყველას სპეციალურად ჰქონდა ყურები დახშული ან ეს სახლი იყო სადღაც უღრან ტყეში, სადაც ოლივერის ნაირი მტაცებლების მეტი არაფერი ბინადრობდა. გოგონა მამაკაცის სხეულ ქვეშ იკლაკნებოდა, ყვიროდა და შველას ითხოვდა, სხეულზე მისი ხელების და ტუჩების საზიზღარ შეხებას გრძნობდა და აკანკალებდა, განწირული იყო ამ დღეს ელენე.



№1  offline წევრი Rania

Imedia gaunatdeba goneba da shecyvets qmedebas oliveriii. Daexmare axla asetss

Zalian sainteresoaa. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Rania
Imedia gaunatdeba goneba da shecyvets qmedebas oliveriii. Daexmare axla asetss

Zalian sainteresoaa. Yochagg

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent