შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თმენის ვალდებულება - II


27-09-2019, 12:13
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 4 301

-ეს იყოს?- მეკითხება ღიმილით გოგო და ხელთათმანებიანი ხელით, დიდი უზარმაზარი მახინჯი ბეჭედი აქმოაქვს.
-დიდია, მაგრამ მახინჯი.- ვანდობ ჩემ ფიქრებს- ნუ ცდილობთ ძვირადღირებული ნივთი შემომტენოთ თქვენი ბონუსების გამო. მომყიდეთ თუნდაც ძვირადღირებული, მაგრამ ლამაზი იქნებ მე გიმატებთ იმ ბონუსების ფულს.
-თქვენ გადახედეთ და მე ლიმიტირებული კოლექციის მრჩეველს დაუძახებ.- ყალბი ღიმილით მშორდება.
ლიმიტირებული კოლექციის მრჩეველი, ლიმიტირებული ქალების სერიიდანაა, მკაცრი, დაყენებული, მაგრამ მობუნებრივო ღიმილით მიყურებს და მთხოვს გავყვე. ვერ ვერკვევი საკმაკულებში და აქსესუარებში, ეს ასეა, მაგრამ რადგან ქალები არიან იმედი მაქვს სწორ გადაყვეტილებას მიმაღებინებენ.
-აი ხელი რომ გთხოვოთ, რომელი ბეჭედი მოგეწონებათ ან რომელი წარმოგიდგენიათ თქვენ ხელზე?
-მე ეს მომწონს- მიღიმის ქერა და ვიტრინიდან ლამაზი, სადა ბეჭედი გამოაქვს.
-ავიღებ, მადლობა.- უკვე ნერვები მეშლება.
ბარათით ვიხდი, სანამ თანხა მოიხსნება შეფუთვას იწყებს.
-კლასიკური წითელი არ მინდა, არ მომწონს, უბრალო შავი ყუთი იყოს, თუ არ შეწუხდებით.- ვცდილობ თავაზიანო ვიყო.
მაღაზიას რომ ვტოვებ ლუკას აბრიალებულ თვალებს ვხვდები.
-შენ გამოჭედე თუ სად იყავი აქამდე, შენი მძღოლი კი არ ვარ.
-რა გაყვირებს, ყოველდღე ხომ არ მომყავს ცოლი?
-მაგის ხელში არამგონია დიდხანს გაძლო.
-რა ლაპარაკია?
-ეს ხუთი წელია, ერთმანეთი ჩახოცეთ ლამის, ახლა ცოლად მოგყავს იმის გამო რომ გგონია აღარავის გაეკარება, თუ სულში აქვს ეს ასეც იქნება.
-შენ რა მის პატიოსნებაში ეჭვი შეგაქვს?
-არა, მაგრამ ვინმე სხვასთან რომ დაგინახოს კიდევ დაგიდგამს სპექტაკლს და მერე რას იზამ სახლში დააბამ?
-მგონი ჩემთან ძმაკაცობის ნაცვლად ბოროტი სიდედრივით მელაპარაკები.
-სიმართლეს ვამბობ, მეგობარი ხარ და იმიტომ, დაბრძანდით ბატონო სიძევ.
-დარეკე რესტორანში?
-კი.
-მერე?
-ვერ დაგიხურავთო, თან დახურვა ძვირი გიჯდება.
-მერე რა?
-ამ ერთი ბეჭედის გამო ნახევარი თვის შემოსავალი რატომ უნდა დაუტოვო იმათ?
-ხომ იცი, გიჟდება ასეთ სისულელეებზე, კარგი ადგილებია?
-კი, ვერანდას ვხსნით ერთ კვირაშიო.
-მერე?
-გვეჩქარებათქო.
-კარგი გიქნია.
-ვახ, რა გეშველებათ.- უკმაყოფილოდ აქნევს თავს და მანქანას ძრავს, მსიამოვნებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ლუკა მემსახურება და თან მისი გაბრაზებით მე ვხარობ.
-რამე ორიგინალური გაქვს მოფიქრებული თუ ბრუნო მარსის სიმღერა ჩართონ, ვუთხრა?- იცინის ლუკა
-არაფერი ორიგინალური, სად მაქვს მაგის ნერვები.
-ყველაფერი აქამდე ასე იყო და რაღა ამ დღეს უნდა იყო კლასიკური?
-ჯერ ერთი შენ თქვი რომ რესტორანი არ დახუროო.
-თუ კაცი ხარ, დახურო არა ის კიდე, გუშინ ხო დაახურე თავზე და დღეს სხვა რამე მოიფიქრე.
-მოფიქრებული მაქვს, ისე შევშლი ჭკუიდან როგორც მე შემშალა.
-ერთი ნორმალური ადამიანი იყოს ჩემს გარშემო რა მოხდება.- ოხრავს ლუკა და სახლისკენ უხვევს
-ხომ იქნები ჩემ გვერდით?
-დაქალივით გვერძე გაზეთით მოგიჯდე თუ რას მთხოვ?
-მე რავიცი, ვიდეო გადაიღე მაინც, ხომ იცი მერე სოციალურ ქსელში ატვირთავს და ხომ ხვდები?- არც მე ვიცი რა მინდა
-ჩამოყალიბდი რას აკეთებ.
-გითხარი უკვე თავიდან ვანერვიულებ და მერე ხელს ვთხოვ.
-ათი წლის რომ იყო შენ ქმედებას კიდევ ექნებოდა გამართლება, უკვე დიდი კაცი ხარ საბა.
ლუკას საუბარში აღარ ვყვები, სამაგიეროს სამოსის შესაძენად მიმყავს.
-რას დამათრევ ბიჭო წინ და უკან, ბარემ საპირფარეშოშიც ერთად შევიდეთ ხელჩაკიდებულები.
-ჩემი ძმაკაცი ხარ, მითხარი რა და როგორ, ხომ იცი გავნიცდი, ცოლი მომყავს.
-რა გინდა მერე ჩემთან, ქორწილში ვიდეოსთვის შეგიკრავ ჰალსტუხს და ახლა რა გინდა ჩაიცვა რამე და მკითხო გიხდება თუ არა?
-ხო, რა მოხდა?
-ბარემ მე წამომაცვი ეგ ბეჭედი თითზე.
-საკმარისია, მორჩა, დამღალე უკვე, რა ჩავიცვა?
-სახლში არაფერი არ გგქონდა დავიჯერო, არაპრაქტიკული კაცი ხარ, ის რომ დაგემატება ფულს არ გასესხებ ხოლმე, არამგონია იარლიყი ამოგიტრიალოს რა ბრენდი გაცვია და შავი პიჯაკი კიდევ შავი პიჯაკია.
-შენ რა წუწუნა და წუწურაქი ყოფილხარ.- ისე გავრითმე ჩემი თავი გულში შევაქე
ყველაფერი რომ ვიყიდე და ბარათიდან ფული მოვხსენი ამოიოხრა და ყველას თანდასწრებით ის სიტყვა მითხრა რაც აქ არითქმის, არ შევიმჩნიე.
მოსაღამოვდა, საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, ქალბატონს დავურეკე
-რა გინდა?
-შენი კარგად ყოფნა- ვუთხარი სიცილით- მართლა, დღეს სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ, უნდა შემხვდე.
-რაზე?
-მერე გეტყვი.-ვსერიოზულდები
-რამე მოხდა და არ მეუბნები?- ხმაში შიში უკრთება და მიხარია
-ხო და თუ ნებას მომცემ დღეს გნახავ და დავილაპარაკოთ
-მაშინებ, ანუ არ გამოვიპრანჭო?
-ხომ იცი რომ მაინც გამოპრანჭული მოხვალ და რატომ მეკითხები?
-თუ რამე ისეთი უნდა მითხრა რამაც გული უნდა მატკინოს, უფრო მეტად გამოვიპრანჭები რომ შენ შენი სიტყვების შეგრცხვეს.

ქალბატონო დანიშნულების ადგილზე ნახევარი საათის დაგვიანებით მოდის, ერთხელ გამოვიჭირე ბარის ეზოში კუთხეში იდგა და ტელეფონში იქნექებოდა, მე დამაგვიანდა, ის თვლის რომ ქალმა უნდა დაიგვიანოს და არა კაცმა, არ არის გამორიცხული ამ ხნის განმავლობაში თუ მიყურებდა, ამიტომ ის დრო რაც რესტორანში ვარ სევდიანი მამაკაცის იმიჯს ვირგებ და მასაც რომ ვუყურებ ლამის თეფში ირეკლება სახეში. შემონარნარდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წელშიგამოყვანილი კაბა აცვია, მკერდის დიდებულებას ხაზი გაუსვა და თმა აუწევია, კისერი კი ისე მოხდენილად აქვს მოღერებული, შემეშინდა ნეფერტიტი პირამიდიდან არ წამოხტეს ქალური შურის გამოთქო.
-გისმენ- მეუბნება და მაგიდას ეყრდნობა, ყელზე ხელს ისვამს, იცის რომ ეს მაგიჟებს, მაგრამ სიგიჟეს გულში ვტოვებ
-შეუკვეთავ რამეს?
-თუ მძიმე საუბარი გვექნება სასმელს, თუ არა და მშია.
-ღამე არ ჭამ.
-აღარავის ვეპრანჭები.
-მშინ რას შეჭამ?-მეღიმება
-ცეზარი და თეთრი ღვინო, რამე მსუბუქი მინდა.
-როდის უნდა გააცნობიერო რომ ცეზარი დაბალი კლასის საკვებია და ასეთი კლასის რესტორნებში ის არ აქვთ.
-როდის უნდა მიხვდე რომ ამპარტავანი, ურცხვი და სნობი ხარ?- მეუბნება უკმაყოფილო სახით- რაც გინდა ის შეუკვეთე ახლა, მე მადა დამეკრაგა.
-სერიოზულად გეკითხები.
-სერიოზულად გპასუხობ თქვენო უმაღლესკლასოესობავ
-რა ენაზე საუბრობ?
-საქმეზე გადადი.
-რადგან არ გშია სასმელი იყოს.
-შეუკვეთე მიდი
-ერთი ბოთლი ალფა შირაზი მოგვიტანეთ თუ შეიძლება- ვეძახი მომსახურე პერსონალს და ისიც თავს მიქნევს.
-ადესა არ გეკადრება?
-ადესა დაბალი კლასის ყურძენია, საჭმელად გემრიელია, მაგრამ შაქრის გამო მისგან ხარისხიანი ღვინო არ დგება და ვერც დადგება.
-მადლობა განათლებისთვის ახლა გსიმენ, რატომ მომათრიე ეს მდაბიო, ამ მაღალი კლასის ცათამბჯენში, შემეფერება?
-მგონი აზვიადებ, რასაც ვამბობ შენთვის ვამბობ?
-ნათიასთან რას ჭამ ხოლმე, მოხარშული ორაგულის ბურთულებს, ქაფსეიდონის რატუთი და ჰელადორის სოუსით?
-ნათიასთან არაფერს არ ვჭამ
-ხო, ეგ იმდენს ჭამს სელაპივით მთელი დღე ყოფნის ალბათ თავის ქონი და ცხიმები?
-რა გადაეკიდე ამ ნათიას?
-საქმეზე გადადითქო.
-მოკლედ- ვამბობ თუ არა ღვინის ბოთლს წინ მიდგამენ, უხალისოდ ვიღიმი, ანა თავს უკრავს ბიჭს და ვოხრავ.
-მოკლედ, არის რაღაცები, რასაც აქვს დასასრულიც და დასაწყისიც, ან შესაბამისი გაგრძელებაც, რაც შეეხება გუშინდელ ამბავს ბევრ რამეს მივხვდი.
-რისი თქმა გინდა?- მკაცრად მაწყვეყინებს
-დავასრულებ, მაქვს ამის უფლება?
-ასეთი ტონით ნუ მეპალარაკები, რის თქმასაც არ უნდა აპირებდე, იმ წლებს მაინც ეცი პატივი.
-მე შენ ყოველთვის გცემდი პატივს და ასეც იქნება ალბათ მომავალშიც.
-რას ნიშნავს ალბათ?
-შეიძლება დავასრულო?
-მშორდები, აქ მაგისთვის ამომათრიე?
-რა ლაპარაკია ანა?
-შენ რას ლაპარაკობ?
-არაფრისმომცემი ხუთწლიანი ურთიერთობა გვქონდა, უამრავი ეჭვიანობის სცენით და ჩხუბით
-რას ბოდავ?
-სიმართლეს ვამბობ, არ მინდა სხვისგან გაიგო ის რასაც მე ვგეგმავ, უნდა შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება და ამ ურთიერთობას სხვა სახელი დაერქვა
-რა?
-დავასრულებ
-ხო და დაასრულე, მშორდები ჩვენ ურთიერთობას ასე ასრულებ?
-ამ ურთიერთობას რაც ახლა გვაქვს, ხო- ვიქნევ თავს და ვოხრავ
-მაპატიე, გუშინ სისულელეები გავაკეთე, მაგრამ- თვალებს აფახურებს და ისეთი საყვარელია, რომ მინდა მაშინვე ვუთხრა ყველაფერი, მაგრამ ჩემი მისდამი სიყვარულით ვტკბები- მე მართლა ჩემი მთელი არსით მიყვარხარ, არ ვარ შენსავით მაღალი წრდიდან, მაგრამ რაც მაქვს უანგაროდ ვაპირებდი შენთვის განაწილებას, არასოდეს მიფიქრია რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა, ჩემი ეჭვიანობის სცენებს კი საბაბი ჰქონდა, მე- თავს ხელებში რგავს და მძიმედ სუნთქავს- მე, სულ მეგონა რომ შენი შესაფერისი არ ვიყავი, სულ ამაში ვარწმუნებდი ჩემ თავს, მე არ შემიძლია, გავალ ცოტახნით- დგება ფეხზე და ჩანთას იღებს
-სად მიდიხარ?
-ჰაერზე ან წყალი უნდა შევისხა.
-მაპატიე
-არაუშავს- აქნევს თავს- ასეთი პოპეზური დაშირება იმ ურთიერთობის მერა, რაც გვქონდა, ალბათ ლოგიკურია- თვალები ცრემლებით ევსება
-მაპატიე, მაგრამ ეს ურთიერთობა რაც ახლა გვაქვს დღეს დასრულდება და სხვა ეტაპზე გადავა.
-მეგობრებად დავრჩებითო არ მითხრა, შენი მეგობარი არასოდეს ვიქნები, მაგას მირჩევნია საერთოდ არასდროს გნახო.
-მეგობრობას არ გთხოვ
-აბა რას მთხოვ, არც მეგობრები ვიქნებით?
-გადი და მოდი
ანა სწრაფი ნაბიჯებით გადის და მარტო, საკუთარ თავთან ვრჩები, ვწრმუნდები მის სიყვარულშიც და უბრალოებაშიც. წუთები გადის, მერე დრო კიდევ გადის და ფეხზე ვდგები, გასასვლელისკენ გავდივარ რომ ქალების საპირფარეშოსთან მივიდე, მაგრამ ვიღაც მეჯახება
-დაუძახე მენეჯერს?- ყვირის მომსახურე პერსონალი
-რა გაყვირებს ლიკა, სტუმრები გვყავს- მოიძურწება მენეჯერი
გოგოს სახეზე ფერი არ ადევს
-კარი დაკეტილი არ იყო
-რა კარი?
-დროზე წამოდით
ამათი უაზრო საუბრის მოსმენა აღარ მინდა, ამიტომ საპირფარეშოსთან მივდივარ, ვიღაც ქალი გამოდის და გაოცებული სახით მიყურებს
-ანა, გამოდი- ვცდილობ ჩუმად გამომივიდეს
-ეს როგორ მოგივიდათ?- კივის ვიღაც
მუსიკა ჩერდება, რადგან ვიღაც ითხოვს ამას
-ანა- ვიმეორებ მის სახელს- ნუ შემომიყვან ახლა მანდ
პასუხს არ მცემს
-გადავარდა?- მესმის ხმა
-ანა
-ვინ?- ღრიალებს ქალი
-ღმერთო, შენ უშველე
საპირფარეშოს ვშორდები და ვერანდაზე გასასვლელ კართან მთელი ჯგუფი დგას, დაცვით და წუთებში პოლიციაც შემოდის
-ანა- ვყვირი და ვიძაბები
-რა მოუვიდა?
-რა გადაარჩენდა- იფარებს ახლგაზრდა გოგო სახეზე ხელს- ვაიმე, საწყალი, დამბურძლა გეფიცები
-დაუძახე იმ ნაბიჭვარს დროზე- ღრიალებს მენეჯერი
-რას მიეყრდნო?
-მოაჯირს ალბათ, მინები არ ჰქონდა ჯერ ჩასმული- ამბობს მომსახურე პერსონალი პოლიციასთან
ლუკა მირეკავს?
-სად წამომათრიე აქ?- ვეკითხები ბრაზით
-რა არ მოგეწონა?
-რაღაც მოხდა, ეს კიდევ ჩაიკეტა და არ გამოდის?
-მე მოსალოცად მოვდიოდი უკვე ბიჭებთან ერთად მალე ვიქნები მან და დააჩქარე
-უნიტაზზე ხომ არ ვთხოვ ხელს?
-რაღაც მართლა მომხდარა- ამბობს დამარცვლით
-რა მოხდა უკაცრავად?- მესმის მისი ხმა ტელეფინში ამ მომენტით ვსარგებლობ და საპირფარეშოს კართან ვღიალებ
-ანა გამოდი დავიღალე
-გადმოვარდა?
-ანა
-ცოცხალია?
-რა გადაარჩენდა?
-მოშორდით ადგილს თუ შეიძლება, ხელს გვიშლით, დაუჩქარეთ მოძრაობას
ვერანდასთან შეკრებილ ჯგუფთან მივდივარ
-რა მოხდა?
-გოგო გადავარდა.
-რა?- ტანში მივლის ჟრუანტელი
-შეგიძლიათ ქალების საპირფარეშოში შეხვიდეთ, ჩემი შეყვარებული გავიდა- პირი მიშრება- არ გამოსულა
-კარგი- მიქნევს ქერა თავს და უკან მივყვები
დრო იწელება
-ყველა თავისუფალია, აქნევს თავს, სადმე გავიდოდა.
-ხელი უნდა მეთხოვა- მძიმედ ვსუნთქავ
-დაუკრეკეთ.
-მენეკეჯერი წამოვიდეს და დაცალეთ რესტორანი- ამბობს პოლიციელი
ანას ნომერს ვკრებ და გათიშულია, უკვე ვნერვიულობ, მერე ლუკას ვურეკავ არც ის მპასუხობს, რამდენიმე ზარის მერე ლუკა ყურმილს იღებს
-რატო არ მპასუხობ?
-დაგირეკავ მერე- ამბობს და მაშინვე მითიშავს
ხელი მიბუჟდება და მინასთან მივდივარ, უზარმაზარი ჯგუფი მოციმციმე წითელი და ლურჯი ფერები ამ სიმაღლიდაც კი მჭრის თვალს, ლუკას მანქანას ვამჩნევ, მხოლოდ მის მანქანას, უაზროდ ჰყავს გაჩრებული, პარკინგზე რატომ არ გააჩერა, ხალხს ვერ ვცნობ, მინას ვეყრდნობი და მერე არაფერი მახსოვს.



№1 სტუმარი სტუმარი salomea

რას გვიშვები გეგი, რა მოხდა გამაგებინე? შემდეგს როდის დადებ?

 


№2  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი salomea
რას გვიშვები გეგი, რა მოხდა გამაგებინე? შემდეგს როდის დადებ?

ალბათ ხვალ.

 


№3 სტუმარი Sh

სად წავიდა ვერ გავიგე, თავდაყირა დააყენე ისტორია, ვაიმეეე გადავირევი ხვალამდე.

 


№4  offline მოდერი GEGI გეგი

Sh
სად წავიდა ვერ გავიგე, თავდაყირა დააყენე ისტორია, ვაიმეეე გადავირევი ხვალამდე.

მალე გაიგებთ.

 


№5  offline წევრი Niniko11

ანაა გადავაარდააააა? აუუ არ მოკლა თორე ავბუნტდებიით
ველი ახაალ თავს მოუთმენლაად♡
წარმატებები♡♡♡

 


№6  offline მოდერი GEGI გეგი

Niniko11
ანაა გადავაარდააააა? აუუ არ მოკლა თორე ავბუნტდებიით
ველი ახაალ თავს მოუთმენლაად♡
წარმატებები♡♡♡

ვნახოთ.

 


№7 სტუმარი ina

მე მგონი ანამაც გაუჩალიჩა საბას, თუ არადა მართლა შტერი ყოფილა თავი თუ მოიკლა smile

 


№8  offline მოდერი GEGI გეგი

ina
მე მგონი ანამაც გაუჩალიჩა საბას, თუ არადა მართლა შტერი ყოფილა თავი თუ მოიკლა smile

flushed

 


№9 სტუმარი სტუმარი თეკო

ესე როგორ შეიძლება რა გაძლებს მომფევნო თავის დადებამდე მალე დადე რააა

 


№10  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი თეკო
ესე როგორ შეიძლება რა გაძლებს მომფევნო თავის დადებამდე მალე დადე რააა

ვეცდები.

 


№11 სტუმარი sann

საუკეთესო ხარ, გუშინ დავამთავრე შემიტყუე საწოლშს მეორე და გავიგუდე სიცილით და ტირილით, ენითაუღწერელი ისტორიაა, საუკეთესო რაც შეიძლება დღეს თანამედროვე იყოს, ვაფშე სხვა განზომილებაა, ამ ისტორიის მჯერა და მათაც ისე შევიყვარებ, როგორც ნიკოლოზს, ნინის და კატოს. ვგიჟდები შენზე, სუპერ სუპერ ბიჭ ხარ, სასწაული იუმორით, ის ცარ კაცს აუცილებლად ჭირდება, წავედი ახლა.

 


№12  offline მოდერი GEGI გეგი

sann
საუკეთესო ხარ, გუშინ დავამთავრე შემიტყუე საწოლშს მეორე და გავიგუდე სიცილით და ტირილით, ენითაუღწერელი ისტორიაა, საუკეთესო რაც შეიძლება დღეს თანამედროვე იყოს, ვაფშე სხვა განზომილებაა, ამ ისტორიის მჯერა და მათაც ისე შევიყვარებ, როგორც ნიკოლოზს, ნინის და კატოს. ვგიჟდები შენზე, სუპერ სუპერ ბიჭ ხარ, სასწაული იუმორით, ის ცარ კაცს აუცილებლად ჭირდება, წავედი ახლა.

შემრცხვება ახლა relaxed

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

კი მინდა წაკითხვა, მაგრამ ჯერ არც ერთი ისტორია არ დაგისრულებია.

 


№14  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი ქეთი
კი მინდა წაკითხვა, მაგრამ ჯერ არც ერთი ისტორია არ დაგისრულებია.

მეთქი დღე ისე ჩამთავრდა არავის დაუწერიათქო, რომელ ისტორიას გულისხმოთ, რომლის დასასრული ვერ ნახეთ?

 


№15 სტუმარი სტუმარი nancho

გეგი ძლივს არ გამოჩნდი❓როგორ ველპდი იმ ისტორიას შემიტყუე საწოლში,მგონი სხვა სათაური აქვს ხო❓აბა როგორ ვნახო❓თან გაგრძელებაც უნდა ყოფილიყო,აი ციცინათელაც მგონი ვერ წავიკითხე ბოლომდე,თქვენ საოცრად კარგად მიგყავთ თხრობა,მიყვარს თქვენი ისტორიები

 


№16  offline წევრი anamaria♡

რაღაცნაირი ისტორიაა თავისებურად კარგია და საინტერესოც.
P.Sმართალია ამ ისტორიას არ ეხება მაგრამ მაინც მაინტერესებს შემიტყუე საწოლში მხოლოდ საბაზე გიდევთ? ან არაპირებთ რო აქაც ატვირთოთ მეორე ნაწილი?

 


№17  offline მოდერი GEGI გეგი

სტუმარი nancho
გეგი ძლივს არ გამოჩნდი❓როგორ ველპდი იმ ისტორიას შემიტყუე საწოლში,მგონი სხვა სათაური აქვს ხო❓აბა როგორ ვნახო❓თან გაგრძელებაც უნდა ყოფილიყო,აი ციცინათელაც მგონი ვერ წავიკითხე ბოლომდე,თქვენ საოცრად კარგად მიგყავთ თხრობა,მიყვარს თქვენი ისტორიები

იგივე სათაური აქვს.

anamaria♡
რაღაცნაირი ისტორიაა თავისებურად კარგია და საინტერესოც.
P.Sმართალია ამ ისტორიას არ ეხება მაგრამ მაინც მაინტერესებს შემიტყუე საწოლში მხოლოდ საბაზე გიდევთ? ან არაპირებთ რო აქაც ატვირთოთ მეორე ნაწილი?

დიახ, მხოლოდ იქ არის, აქ ატვირთვის უფლება აღარ გვაქვს.

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

ანა გადავარდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent