შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო სამუშაო (ნაწილი1)


4-10-2019, 22:30
ავტორი mashomariami
ნანახია 1 143

07:00
3 ივნისი
სხარტად ავდექი. ჩავიცვი, წიგნები გადავქექე, რვეული ავიღე, გადავიმეორე, კალამი ჯიბეში ჩავიდე, სამჯერ პირჯვარი გადავისახე და გავედი.
სკოლის კარებს ვუახლოვდები. წესით გული უნდა მწყდებოდეს, რადგან მეთორმეტე კლასელი ვარ, მაგრამ ახლა ეს კედლები ციხის საკნად მელანდება.
ღმერთო შენ მიშველე.

19:00
ოთახში ვარ, ლოგინზე წამოკოტრიალებული. საკუთარ თავზე ვფიქრობ. ვფიქრობ ნათესავების ნათქვამზე. დედაჩემის გრძნობებსა და მის სიამაყეზე. ყველა ფიქრობს, რომ ჭკვიანი, ნიჭიერი და საამაყო ბავშვი ვარ. კარგი ხო. აქაც ამას როგორ ვწერ ხო? საქმე იმაშია, რომ ამას მე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ არც ნიჭიერი და არც ჭკვიანი ვარ. უბრალოდ ჩვეულებრივი ბავშვი ვარ დიდი შრომისმოყვარეობით.
ბენდუქიძის უნივერსიტეტში იურიდიულის ფაკულტეტზე 100%-იანი გრანტით მოვხვდი.
თუმცა მგონია, რომ რაღაც მაკლია.
რაღაც გონებისდამკარგველი, გასაოცებელი და საჩემო.
იმედია ახლა დებილი არ გგონივარ. გგონივარ? ამ პასუხისთვის ძალიან ამაყი და თამამი ჩანხარ. უბრალოდ კითხვა განაგრძე, მე დამიკიდე.
ჩემი სასწავლებელი გარედან ზედმეტად იდეალური ჩანს. ყველას გონია, რომ ის არის ნამდვილი ადგილი საუკეთესო განათლების მისაღებად, მაგრამ... რა თქმა უნდა ასე არ არის...
სწავლის მესამე დღეს აღმოვაჩინე ერთი აუდიტორია, უფროსწორად სარდაფი ან მიტოვებუი ოთახი, ან მოსასვენებელი, ან უბრალოდ დაკეტილი ოთახი, ანდაც საერთოდ სტუდენტების სურვილების დამაკმაყოფილებელი, ხმაგაუმტარი, მყუდრო და შესაფერისი ადგილი.
მოკლედ ჯერ კიდევ ვერ ვიყავი გარკვეული აუდიტორიებში და ამიტომ ყველა სართული ზედიზედ შემოვიარე. ბოლო სართულზე, დერეფნის ბოლოს კი ერთი ოთახი აღმოვაჩინე, უფროსწორად მან ღმომაჩინა მე. ისეთი ხმები ისმოდა და მაგონებდა, რომ დავინტერესდი. ახლოს მივედი, კარს ყური მივადე და უცბად უკან შევხტი. ალბათ მიხვდით რა ხმებიც იყო. სასწრაფოდ მოვშორდი იმ ადგილს. ალბათ შემეშინდა ან გამიკვირდა, ან შემეზიზღა. უბრალოდ ბოლო სართულზე აღარ ავსულვარ.
მოგვიანებით კი ჩემმა მეორე მემ მძლია და ოთახისკენ მივაშურე. ამჯერად ცარიელი იყო. შევედი. დათვალიერება დავუწყე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სამედიცინო ხელთათმანები მეკეთა. ერთი ტახტი იდგა, ცალ გვერდ მომტვრეული. ალბათ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო. მის ქვეშ შევიხედე და ბიუსჰალტერი დავინახე. ფუ, რა ამაზრზენია.
საშინელი აურა ტრიალებდა. კედლები შევამოწმე და სწორედ მაშინ დავრწმუნდი მის ხმაგაუმტარობაში. ალბათ ამიტომ აირჩიეს ბიჭებმა ეს ადგილი.
ასე იყო ჩემი და იმ ოთახის გაცნობის ისტორია.
ეს ოთახი ხო, მაგრამ მისი ვიზიტორები ნამდვილად საინტერესოა. ამას წინათ ისეთი ბიჭი დავინახე იქ, თვალები კი არ გამიფართოვდა, გადამიტრიალდა. მასზე სულ სხვა წარმოდგენები მქონდა. ახლა კი ატანა არ მაქვს.
უნივერსიტეტში ვარ, ჩემს დაქალთან ერთად. თეთე - ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. მას ჩემზე უარესად აინტერესებს სასწავლებლის ინტრიგები, რადგან მის გაზეთში მუშაობს. ოღონდ მართლლა არავინ არ იცის მისი იქ მუშაობის შესახებ. უბრალოდ გონით, რომ ერთი ცნობისმოყვარე და თამამი გოგოა გაზეთის სათავეში.
თეთე ყველაფერს წერს. განსაკუთრებით სწერვა გოგოებსა და მათ საიდუმლოებებს. მოკლედ: მე დეტექტივის როლს ვირგებ, ვქექავ მათ საიდუმლოებებს და თეთე წერს. კარგით ხო, მასეთი დამპლებიც არ ვართ. ასეთ რამეს მხოლოდ მათ ვუკეთებთ, ვინც მართლა იმსახურებს.
-ეგ ოთახი ვიცოდით, კარგი მაგრამ, შიგნით ვინ არიან. - მეუბნება თეთე.
-მაგას გავარკვევთ. ჯერ მხოლოდ ერთი ვიცი. - ვეუბნები სრული თავდაჯერებით.
-მაგ ბიჭისგან არც გამიკვირდა, ეტყობოდა, რომ ეგეთი იყო.
-გაზეთში რა ხდება. რამე ისეთი ხომ არ მომხდარა...
-არაფერია. ჯერ ახლა დაიწყო სწავლა.
-ხოო, კარგი.
მაშინ, როცა ერთმანეთს დავშორდით და თეთე თავის გზით წავიდა, მე კი ჩემით, თეთემ სტადიონს ჩაუარა გვერდით. ბიჭები თამაშობდნენ, უფროსწორად ღრიალებდნენ. ერთ-ერთს ბურთი გადმოუვარდა.
-ჰეი, პატარა გოგო შეგიძლია ბურთი გადმომიგდო? - დაუყვირა ერთმა ბიჭმა.
-ბატონო? - გაუკვირდა თეთეს.
-ბურთი გადმომიგდე. - ნელა გაუმეორა.
-მოდი და აიღე. - უთხრა და გზა განაგრძო.
ის ბიჭი გამოვიდა ბურთის ასაღებად, წინ მდგომ გოგოს შეხედა, რომელიც ზურგით იყო და მიდიოდა. წამიერად არაკაცურმა ლტოლვამ შეუტია და ეს ბურთი თავში გაუქანა. თეთე წაბორძიკდა, არ უნდოდა წაქცეულიყო, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და დაეცა.
-ასე მიიღებ, როცა შემეწინააღმდეგები. - ჩაისისინა. თეთე კი იყო ასე, გაუძრევლად, მუხლმოდრეკილი. ფეხი არ მოუცლია, არც იმ დროს როცა ბიჭები სიცილით სკდებოდნენ. ახლა ისინი სულ ფეხებზე ეკიდა.
ადგა, შემობრუნდა, ბიჭს თვალებში ჩახედა და გაიქცა.
იმ ღამე სახლში დაძინებისას ფიქრობდა. ფიქრობდა იმ ბიჭის სახეზე. იმაზე, თუ როგორ გადაეხადა სამაგიერო, უფრო იგივე რაც გაუკეთა მან.



№1  offline წევრი Yavisfertvala

ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს ხშირად დადებ ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent