შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევით შეყვარებული ^9^


6-10-2019, 21:35
ავტორი წერო:)
ნანახია 1 844

ანანო,ნუცა,ლიკა,ნიკა და ლუკა ზღვაში იყვნენ შესულები მხიარულად ატარებდნენ დროს.ნუცა ტალღებზე ხტოდა რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა თავი დიდი მოცურავე ეგონა ამას რომ აკეთებდა არადა ნახევარი მეტრი სიღრმის აუზში რომ ჩაგეშვათ დახრჩობას იქაც მოახერხებდა.
_ნუცა ნუ აკეთებ ეგრე გაგიტაცებს!_აფრთხილებდა ლუკა რომელსაც უკვე მოსვენება დაეკარგა ნუცას გადამკიდე
_არ გამიტაცებს ვაკონტროლებ__გაეკრიჭა ნუცა და დასამტკიცებლად კიდევ ერთ წამოსულ ტალღაზე ახტა თუმცა თავადაც ძლიერად მოუვიდა და ტალღაც დიდი იყო. წყალმა ნუცა ბოლომდე დაფარა და მოფართხალე შეშინებულ გოგონას თავისი სიღრმისკენ მიაქანებდა ნუცა ფეხქვეშ ფსკერს ვერ ეხებოდა და ის იყო პანიკური შეტევა უნდა დასწყებოდა როცა წელზე ძლიერად შემოჭდობილი ხელები იგრძნო და წყლის ზედაპირიკენ წავიდა.ნუცამ ხელები ღრმად ჩაისუნთქა და წყალი ამოახველა მარტო პირში კი არა კისერშიც საშინელ გემოს გრძნობდა.
_კარგად ხარ?_ჰკითხა შეშფოთებულმა ლუკამ და ნუცამ გაიაზრა ბიჭს მთელი სხეულით რომ იყო მიკრული
_კი...
_ხომ გეუბნებოდი გაგიტაცებსთქო რატომ არ მიჯერებდი?!_წელზე ხელები კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ლუკამ
_მაშინ არ მიტაცებდა_თვალები დახარა ნუცამ_მადლობა და გამიშვი ახლა ვეღარ ვსუნთქავ
_რატომ ვერ სუნთქავ ნუციკო?_ყურებამდე გაიღიმა ლუკამ.ნუცა გაწითლდა ბიჭის ხელებიდან თავი გაითავისუფლა და მეგობრებისკენ გასწია
_არა რა ნუცა ერთი წუთი თვალს ვერ მოგაშორებს ადამიანი_მაშინვე დატუქსა ანანომ_გამომივიდა აქ ცურვის ჩემპიონი
_ოო დაწყნარდით ახლა_ხელი აიქნია ნუცამ და ამ თემაზე მართლაც აღარ გაუგრძელებიათ ლაპარაკი.ზღვაში რომ იყვნენ მართლაც კარგად გაერთნენ ნუცას ინცინდეტს თუ არ ჩათვლიდით.ნიკა ანანოს გვერდიდან არ შორდებოდა და მის ყველა ხუმრობაზე იცინოდა. ნუცა კი ლუკასკენ აპარებდა მზერას.ანანო ამას ამჩნევდა და გულში ხითხითებდა. ბოლო დროს ხედავდა ლუკას და ნუცას ერთმანეთი რომ მოსწონდათ და არაფერს ამბობდნენ.ამიტომ გადაწყვიტა რომ მოქმედების დრო დამდგარიყო
_ ეე ლუკა ის გოგო შენ არ მოგჩერებია? _ დაუძახა ლუკას ანანომ_პროსტა ვიქტორია სეკრეტს საითკენაააქ თვალები ნახე რა ვიდზეა! _ არარსებული გოგოსკენ მიათითა ანანომ და თან მზერა ნუცასკენ გააპარა რომელსაც სახე ალეწვოდა და დიდი ინტერესით აკვირდებოდა ლუკას რა რეაქცია ექნებოდა.ნუცასთვის რომ შეგეხედათ მაშინვე მოწიკწიკე ბომბი გაგახსენდებოდათ
_ სად? _ თვალებს აცეცებდა ლუკა ანანო კი გულში ხარხარებდა მიაღწია იმას რაც უნდოდა უკვე ზუსტად გაარკვია მეგობრის გრძნობები
_ ოოო გატრიალდა და წავიდა უკვე დროზე უნდა გამოიხედო მაგ მწვანე თვალებში აცაბაცა რომ იხედები_მიაყარა გოგომ და თან ნუცას გახედა რომელიც სულ გაწითლებულიყო
_ შენ მექალთანეობას როდის უნდა შეეშვა? _ ვითომ ირონიით კითხა ნუცამ ლუკას
_ არ ვიცი. _ გაიღიმა ლუკამ_მოსაწყენი საქმიანობა არ ჩანს_ნუცამ ტუჩები მოკუმა
_რაიყო ადამიანო ამ ქვეყნიერების მოსაშენებლად მოევლინე აქაურობას?_ნუცამ ძლივს შეინარჩუნა ირონიული ტონი
_შეიძლება_ლუკას კიდევ უფრო გაეღიმა ნუცას სახეზე.
_ჰმ.._ესღა თქვა ნუცამ და გაჩერდა.
ზღვიდან რომ წამოვიდნენ და მოწესრიგდნენ ანანომ გადაწყვიტა ნუცასთვის კლუბის ღამეს მომხდარის შესახებ ეამბო.ნუცა თვალებდაქაჩული უსმენდა და ვერ იჯერებდა რაც მომხდარიყო საშინლად გაბრაზდა უცნობ ბიჭზე და ალბათ სცემდა კიდეც ახლოს რომ ყოლოდა.მერე ნიკას თემაზე გადაერთო და თავისი ბიძაშვილი აქო და ადიდა ეს რა ბიჭი გამიზრდიაო.ქაქანს რომ მორჩა ანანოს ეშმაკური მზერით გახედა
_შემთხვევით ჩემი ბიძაშვილი ხომ არ ჩაგივარდა გულში დაო?_წარბები აუთამაშა
_კი..არა!უფროსწორად არ ვიცი_მოულოდნელ კითხვაზე უცბად დაიბნა ანანო
_ოჰოჰოოოო დიდუუ ამას რას მოვესწარიიი!_ისევ აქაქანდა ნუცა ამჯერად სიხარულით_რაღა მომკლავს აწი!მომესწრო გოგო!ბიჭიიც!_იცინოდა ნუცა_ამას რას მოვესწარი რძალოო!_ანანომ ბალიში გაუქანა
_რძალი არა იხვის ტოლმა!რა მინდოდა საერთოდ რომ გიყვებოდი
_არ მომიყვებოდი და განახებდი სეირს მერე ჩემით რომ გავიგებდი!_თითი დაუქნია ნუცამ
_შენ ჩემს პირად ცხოვრებახზე ლაპარაკს გირჩევნია ლუკას მიხედო თვალების ჟუჟუნის და ეჭვიანობის მეტს რომ ვერაფერს აკეთებ_ნიშნისმოგებით გახედა ანანომ ნუცას
_რ..რა?_უცბად ჩამოერეცხა სახე გოგოს
_ჰე იბჟუალე ახლა დებილობები.ყურებამდე ხარ შეყვარებული აღიარე!
_მემგონი ყურებსაც ავცდი_ამოილაპარაკა დანებებულმა ნუცამ.ანანოს გაეღიმა
_ეს რა დღეში მყოლია ჩემი გოგო_მივიდა და მეგობარს ჩაეხუტა _,ერე რატომ არაფერს აკეთებ?
_არ ვიცი რა ვქნა..თან სხვა გოგოებს დასდევს..._სევდიანად ლაპარაკობდა უცა_დებილი ვარ საერთოდ რომ შემიყვარდა რა მინდოდა...ხომ ვიცი რომ დასავით მიყურებს და მეტი არაფერი...მეშიმია ესეც არ გავაფუჭო_ლამის ამოიტირა ნუცამ
_ნუ სულელობ!თუ არ ცდი ვერასოდეს გაიგებ!_გადაჭრით უთხრა ანამომდა ნუცას კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
დაქალები რას წარმოიდგენდნენ კართან თუ ლუკა იყო ატუზული და ყველაფერს გასხივოსნებული უსმენდა!მეცხრე კი არა მეცხრამეტე ცაზე იყო ნუცას სიტყვები რომ მოისმინა.ნუცა ხომ ბავშვობიდან უყვარდა თუმცა ამას გატაცებად თვლიდა და ცსილონდა მხოლოდ დასავით შეეხედა არ გამოსდიოდა.რამდენჯერ სცადა სხვა შეეყვარებინა მაგრამ ნუცა უყვარდა და მეტი არავინ.ნუცასთან შეეძლო მხოლოდ წარმოედგინა მთელი თავისი ცხოვრება და მეტთან არავისთან.ლუკამ კარი შეაღო და გოგონების ოთახში შევიდა.მაშინვე შენიშნა ნუცას დაძაბული მზერა რომელიც ცდილობდა გაეგო რამე გაიგონა თუ არა ლუკამ
_ერთმა ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ ვიღაცას ვუყვარვარ და ამის თქმის ეშინია .ამ ჩიტს კი ახლავე უნდა გადავცე იმ გოგოს ნუ ეშინია და რადგან მეც მეც ზუსტად იგივე მაქვს სათქმელი_ღიმილით და სიყვარულით უყურებდა ლუკა ნუცას აწყლიანებულ ცისფერ თვალებში.ნუცას სახეზე დაძაბული გამომეტყველება შვებითა და სიხარულით სავსემ შეცვალა.გოგონა ფეხზე წამოხტა ბიჭთან მიირბინა და ისე ძლიეეად ჩაეხუტა ლუკამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა წონასწორობის შესანარჩუნებლად.
_მიყვარხარ ნუცა _თავზე ეფერებოდა ლუკა_მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა მიყვარხარ!_ხმადაბლა თბილად ესაუბრებოდა ლუკა.ნუცა კი ეკვროდა და თავი ბიჭის მკერდზე ედო
_მეც მიყვარხარ!_ამოიჩურჩულა ნუცამ და ლუკას სიყვარულით ახედა.
_მე გავალ_ხმადაბლა თქვა გახარებულმა ანანომ და გავიდა.მეორე ოთახში დივანზე ჩამოჯდა ნიკა სავარაუდოდ სამზარეულოში იყო გასული.ლუკაზე და ნუცაზე ფიქრობდა და ეღიმებოდა.ბედნიერი იყო თავადაც მათი ბედნიერებით.თავიდაუნებურად ნიკაზე და თავის თავზე გაიფიქრა და თავი მაშინვე გააქნია ფიქრების განსადევნად.იმოქმედათქო ვერ ვიტყვი.ანანომ გონების სხვა თემაზე გადასართავად ტელეფონი აიღო და გადწყვიტა ბებიასთვის დაერეკა.თან შეხედა როგორ გავიდნენ გარეთ ლუკა და ნუცა.ლუკას გოგოსთვის ხელი გადაეხვია და ისე მიდიოდნენ.ბებიამ ყურმილი მალე აიღო
_შენი ერთადერთი და განუმეორებელი შვილიშვილი მოგესალმები ბებია!როგორ ხარ?
_გენაცვალოს ბებია!_უპასუხა გახარებულმა ნანა ბებიამ_კარგად ვარ ანანო ბე შენ როგორ ხარ?
_კარგად ვარ ბებია რას ვიზამ ზღვაზე ვარ მეგობრებთან ერთად
_ერთობი ბებია?კაია მასე უნდა აბა!მერე დრო სადღა გექნება!
_კიდევ უფრო ამაღლდი ჩემს თვალში მაგ სიტყვების გამო!ბაბუა და ჩარლი როგორ არიან?
_კარგადაა ბაბუა_ბოლომდე არ უპასუხა ბებიამ
_მმ კაია და ჩარლი?
_იცი..._ბებია ჭოჭმანობდა რა ეთქვა შვილშვილისთვის ვერ გადაეწყვიტა
_რა მოუვიდა ჩემს ძაღლს?_დასერიოზულებული ტონით მკაცრად იკითხა ანანომ
_იცი ანანო ჩარლი დაბერებული იყო უკვე და მოკლედ ბოლო სამი დღე არ იყო კარგად და ...მეც ძალიან დამწყდა გული_სევდიანად უთხრა ბებიამ
_მერე გადმოვრეკავ ბებია რა_აკანკალებული ხმით უთხრა ანანომ ნანას და ტელეფონი გათიშა.თვალები აეცრემლა და ატირდა ხმაღლა სლუკუნებდა ჩარლი ყველა ძაღლზე მეტად უყვარდა მასთან ერთად გაზრდილი იყო.სადაც არ უნდა წასულიყო ანანო ყველგან მიყვებოდა .გოგო ღამით რომ დაწვებოდა სანამ არ გაიღვიძებდა ჩარლი კართან უცდიდა.სოფელში რომ ჩავიდოდნენ ჩარლი სულ ჭიშკართან ეგებებოდა და ზედ ახტებოდა სიხარულისგან.ანანო რომ ჩარლის უყურებდა სულელი ეგონა ყველა ადამიანი ვინც ამბობდა ცხოველებს გრძნობები არ გააჩნიათო.
_ჩა..აარრ..ლიიი_ამოისლუკუნა ანანომ და ტელეფონში სურათს ჩახედა სადაც ჩარლისთან ერთად ჰქონდა ფოტო გადაღებული.კიდევ უფრო ატირდა ჩარლის რომშეხედა.ოთახში ნიკა შეშფოთებული სახით შემოვიდა და ანანო რომ დაინახა ტიროდა მაშინვე მასთან მივიდა და მხრებზე ხელები დაადო
_რა გჭირს ანანო?რა მოხდა?_თბილად უთხრა ნიკამ და თავზე ხელი გადაუსვა
_ჩარლიიი...ჩემი ძაღლი_სლუკუნებდა გოგო_მოკვდაა..._ბოლო სიტყვაზე კიდევ უფრო ატირდა.ნიკას გაეღიმა და ანანოს თბილად ჩაეხუტა
_კარგი ანანო...არაუშავს..ყველა ძაღლი კვდება...და არც ჩვენ ვართ უკვდავები_ზურზე ხელს უსმევდა გოგონას _მიდი რა დაწყნარდი_ნიკაპის ქვეშ თითებ ამოსდო ნიკამ და თავი ააწევინა გოგომ ცრემლიანი ,გაწითლებული თვალებით ახედა და თან ქსუტუნებდა
_არ შემიძლია...ვერ დავწყნარდები_ნიკამ ისევ გაუღიმა და ცრემლები მოსწმინდა.სახსზე მიკრული თმები გადაუწია ლოყაზე აკოცა და კიდევ ჩაეხუტა
_შეგიძლია ანანო შეგიძლია_ჩაიცინა ნიკამ.ანანოს კი ნიკას ქცევებზე გააჟრიალა და თავისდაუნებურად გაჩუმდა.საშინლად გაუხურდა ლოყები როცა ნიკა შეეხო და ლამის პარალიზდა.ვერ გაიგო რამდენ რამეს გრძნობდა ერთად და ემოციებისგან ლამის გამსკდარიყო.ნიკა გოგონას მოშორდა
_დაწყნარდი?_ანანომ თავი დაუქნია და ნიკამაც გაიღიმა
_კარგი მაშინ მოემზადე "ახალი ჩარლი" ვიყიდოთ!

მომენატრეეთ... აბა როგორ მოგწონთ ისე ჩარლიზე რაც მიწერია მარტო სახელი აქვს შეცვლილი თორემ ჩემს ძაღლზე მიწერიადდ მე ერთი კვირა მიმალავდნენ როცა მოკვდა იცოდნენ რომ გავგიჟდებოდი



№1  offline წევრი წერო:)

მიდით რა გამოხატეთ თქვენი აზრი relaxed გულისფანცქალით გელით bowtie

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

აუ რაკარგი თავი იყოო :)
ველოდები შემდეგსს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent