შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების ხარჯზე... (თავი 6)


9-10-2019, 14:47
ავტორი naattii
ნანახია 7 783

შუადღე უკვე გადასულიყო და მზეც ვეღარ ანათებდა ისე მწველად, გრილი ნიავი უბერავდა და თმებს ურევდა ღია ფანჯარასთან მჯდომ სოფიას. სამი სკოლის მოსწავლე ეჯდა წინ და ახალ მასალას უხსნიდა. ახსნის დამთავრებისას სავარჯიშოების წიგნი გადაუშალა და ახსნილი მასალის განმტკიცებას შეუდგა, სამივე თავდახრილი კითხულობდა დავალებებს და მონდომებით წერდნენ. პასიურ მდგომარეობაში ყოფნამ მაშინვე ფიქრები მოახვია თავს და წამში ამოუტივტივდა გონებაში ახალი ცხოვრების დეტალები, გიორგი და ორი უცნობი ადამიანი. ახსენდებოდა გიორგის ნათქვამი სიტყვები ის ორი საშიშები რომ იყვნენ, მაგრამ რატომღაც საშიშროებას ვერ გრძნობდა. თუნდაც არ შეშინებოდა ვერ წარმოედგინა მათნაირი წრის ადამიანებთან როგორ უნდა ქონოდა ურთიერთობა, ახლაც ახსოვს როგორ აშკარად ეტყობოდა იმ უცხო ბიჭს ნარკოტიკის კვალი. ბევრისთვის შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სოფიოსთვის, პედაგოგიურის მაგისტრატურამდე ყოველ წელს სწავლოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, თანაც ყველა ასაკისთვის ცალცალკე და არ იყო რთული გამოსაცნობი. წარმოდგენა არ ქონდა რა მოხდებოდა მომავალში მის ცხოვრებში და ამ აზრს ჭკუიდან გადაყავდა, მას ხომ ყველაფერი გეგმის სახით ჰქონდა აწყობილი. მომავალზე ფიქრები კარზე ბრახუნმა შეაწყვეტინა და ისიც წარბშეკრული წავიდა კარისკენ.
მალევე გამოაღო და ცალი წარბი დატოვა ჰაერში გამწარებული უკვე ნაცნობი ბიჭის დანახვისას.
-წესიერი დაკაკუნება მაინც არ გასწავლეს?
-ახლავე მომყვები_მკლავში სტაცა ხელი ღრმა სუნთქვით ბიჭმა და სადარბაზოში გათრევა სცადა.
-ახლა არ მცალია მოსწავლეები მყავს სხვა დროს გამომიარე_ირონიულად გაუღიმა გაოცებულ ბიჭს და წამიერად მოდუნებულს უცებ გამოაცალა მკლავი. იქნებ კარის მიხურვაც მოვასწრო სანამ ასე გაოგნებული მიყურებსო, თუმცა არ დასცალდა, მალევე დაუდო ფეხი აზრზე მოსულმა სანდრომ და სულ იოლად შევიდა სახლში.


მეორე განყოფილების ერთ-ერთ კაბინეტში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, თავიანთ მაგიდებს მიჯდომოდა ძმები გამომძიებლები და საქმეს ვინ მოთვლის მერამდენედ კითხულობდნენ. ორივე სიჩუმეში მუშაობდა და მუდმივად აცერცეტებული იოანეც კი არ იღებდა ხმას. ზედმეტად მძიმე საქმე აღმოჩნდა, 17 გარდაცვლილი, არცერთის ასაკი არ აღემატებოდა ოც წელს და არც ერთი ეჭვმიტანილი.
-იცი რას დავაკვირდი_ფურცლები გადაალაგა გაბრიელმა და უნცროს ტყუპს გახედა, -17 გარდაცვლილიდან 15 ბიჭია, მხოლოდ ორია გოგო და ისინიც საკმაოდ საეჭვოდ ჩაცმულები.
-ანუ?_მაინც ვერ მიხვდა ტყუპი
-ვფიქრობ მეძავები არიან, ორი ერთად გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭებთან კი უკვე მაეჭვებს.
-გგონია ყველა მასეა გარდაცვლილი?
-კი, უბრალოდ იმათ დოზა არ შეშლიათ, მახსოვს ადრე დაჩი ამბობდა, რომ მაგ წრეში მოტრიალე ნაცნობი ყავს, მგონი ცუდი იდეა არ იქნება გაიკითხოს და დროა ნაცნობები სხვადასხვა წრეში ჩვენც გვყავდეს, თორემ ყველაფერზე დაჩისთან დავრბივართ.
-მე სხვა რამე ვიფიქრე_შუბლი მოიქექა იოანემ, -დავითი საკმაოდ საეჭვოდ ჩანს, არაფერი სამსახურით რამდენიმე თვეში აიშენა სასახლე, დაცვა დაიქირავა და ანგარიშზეც კარგი თანხა უდევს, ვფიქრობ მისი მობულურის გაშიფვრა და ჯიპიესზე თვალყურის დევნება ბევრს ინფორმაციას მოგვცემს.
-მაგრამ მაგისთვის ბრძანება გვჭირდება პროკურატურიდან, რასაც უბრალოდ გამდიდრების ხარჯზე არ მოგვცემენ, სერიოზული ბრალდება გვჭირდება, დავითი კი სანდროს ეჭვმიტანილია, სანდროს სიტყვა კი ჩვენთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს რადგან საქმისთვის თვითნ სანდროა ეჭვმიტანილი_სიცილი აუტყდა გაბრიელს.
-კაროჩე რააა_ფურცლები გაყარა იოანემაც სიცილით და წამში დასერიოზულდა -თვალთვალი ხომ შეგვიძლია?_წარბების თამაშით გადახედა ტყუპს და მის გაღიმებულ სახეზე მიხვდა რომ ძმა თანახმა იყო.


გარემოს თვალიერებით მიაბიჯებდა გიორგი ქუჩაში და პაკეტს მთელი ძალით ბღუჯავდა, მისი დაკარგვა სიკვდილის განაჩენზე ხელის მოწერას ნიშნავდა. თანაც ახლა ორმაგად ფრთხილად უნდა ყოფილიყო სანამ სანდროს საკითხს არ მოუგვარებდა დავითი. ამოისუნთქა ნაცნობ სახლს რომ მიადგა და ზარი დარეკა, მალევე გაუღო შავებში ჩაცმულმა კაცმა და გიორგის დანახვისას კარი გამოაღო, სახლისკენ შეუძღვა და ხელით შესვლა ანიშნა. კორიდორში გამოჩენილმა კაცმა უსიტყვოდ გამოართვა გზავნილი და უკან შებრუნდა, კურიერიც ხმის ამოუღებლად გამობრუნდა უკან და ისე დატოვა სახლი ერთი სიტყვაც არ ამოსვლია პირიდან. ეს ერთ-ერთი წესი იყო, საჭირო არ იყო კურიერს ჭორაობა გაება მყიდველთან, მას მხოლოდ ტავარის ჩაბარება ევალებოდა და მორჩა. საათზე რომ დაიხედა მიხვდა ადრე მორჩენილიყო საქმეებს და სოფიას ნახვა გადაწყვიტა გონბაში. თუმცა ბოლო ნახვისას მისი გაბრაზებული სახე რომ გაიხსენა გადაწყვიტა რამდენიმე დღე ეცლია და როცა გოგოს წყენა გადაუვლიდა მერე ენახა. ღრმად ამოისუნთქა და სახლისკენ მიმავალ მარშუტს დაუქნია ხელი, როდის ეღირსება საკუთარი მანქანა.



-შენ ნორმალური ხაარ?_გაცოფებულმა დახედა სოფიამ მკლავზე მარწუხებივით შემოხვეულ ბიჭის ხელებს.
-მე კი და შენ ნამდვილად არა_არც სანდრომ დააკლო, თუმცა მოხუცის ხმაზე მაშინვე უშვა ხელები.
-ბებო ხომ მშვიდობაა?_ოთახიდან გამოყო თავი ნაზიმ.
-კი, კი ბე, არ ინერვიულო.
-აბა რა ხმაურია?_ხელი გაასრიალა კედელზე და ისე წამოვიდა ხმის მიმართულებით, რაზეც მაშინვე მიხვდა სანდრო ქალის უსინათლობას და უფრო შერცხვნილი დაიწია ერთი ნაბიჯით უკან.
-ახალი მოსწავლეა ბე, რომელსაც დროებს ვერ ვუწყობ და მიღება არ მინდა, მაგრამ ვერ შევასმინე და მაინდამაინც ჩემთან უნდა მოემზადოს_ჯიქურ ჩააშტერდა ბიჭს თვალებში და ყველაზე მეტად იქ სინანულის დანახვამ გააკვირვა.
-ცუდია ბებო, კარგი იქნებოდა კიდევ ერთი მოსწავლე, მაგრამ ვინც ახლა გიზის მათთან სირცხვილია ამხელა ხმაზე საუბარი, შენ ხომ მასწავლებელი ხარ_მიახლოებულ გოგოს ნაზად გადაუსვა თავზე ხელი და სამზარეულოსკენ გააგრძელა დაზეპირებული გზა.
-ნახევარ საათში ქვემოთ გელოდები და აბა გაბედო და არ ჩამოხვიდე_თითი დაუქნია უკვე დამშვიდებულმა და ოთახიდან აორთქლდა, როცა გადაწყვეტდა ამ გოგოს თავის ჭკუაზე მოყვანას, მაშინვე გამოხტებოდა რაღაც ისეთი ამბავი რაც უკან ახევინებდა და ბრაზს ავიწყებდა, ამჯერად ეს უსინათლო ბებო რაღას ნიშნავდა? ნუთუ მეტი არავინ ყავს?
არეული ფიქრებით დაუბრუნდა მანქანას და ლოდინი დაიწყო, რატომღაც დარწმუნებული იყო გოგო მალე გავიდოდა.

ათ წუთში მართლაც ჩაიარეს მოსწავლეებმა, კიდევ რამდენიმე წუთში კი თავად სოფიოც გამოჩნდა, მოსაცმელს ისწორებდა ბეჭეებზე და რამდენიმე წამში სანდროსაც აესვეტა წინ.
-ახლა მაინც დამდებ პატივს და გამაგებინებ ჩემგან რა გინდა? მე საერთოდ რა შუაში ვარ?
-ჩაჯექი_მოკლედ უპასუხა ბიჭმა და თავად პირველი მოთავსდა მანქანაში.
-გაუთლელი ხეპრე_მოესმა უკნიდან სოფიას ჩურჩლი მაგრამ არ შიმჩნია და გაღიმებაც ძლივს შეიკავა გოგოს ბურდღუნით ჩაჯდომაზე.
-საით უფროსო?_კონსტანტინემ გადმოიხედა წინიდან.
-ოჰ, შეგეშინდა პატარა ბიჭო და უფროსი მომიგზავნე?_სანდრომდე სოფიას დამცინავმა ხმამ გაკვეთა ჰაერი.
პირდაღებულ კონსტანტინეს პასუხის გასაცემად რომ ემზადებოდა სანდრომ დაასწრო:-სახლში წავიდეთ.
-იმ სახლში?_წარბები აეწია ბიჭს.
-სხვა სახლი მააქვს?
-მეგონა არავის უნდა ცოდნოდა_გაკვირვებული იხედებოდა ბიჭი.
-არამგონია შუაღამით სოფია შემომივარდეს და პასტით დამჭრას_სიცილ შეკავებული ხმით ამოილაპარაკა სანდრომ და მოფრუტუნე გოგოს გადახედა.

-ახლა კარგად მომისმინე, წესიერად მომიყევი გიორგიზე რაც იცი და რომ გეახლა რა გითხრა.
-იცი როგორ დამღალეთ? არ შეიძლება ისევ ძველებურად ვიცხოვრო?
-არა, მითხარი სადაა ის იდიოტი.
-და ამ იოტური საუბრის გამო გადამატანინე მოსწავლეები და ორი გამაცდენინე?შენ ნორმალური ხარ?_ხმას აუწია სოფიამ
-ხმის ტემბრი აკონტროლე და რომ გეკითხები მიპასუხე_თვალებ ჩაწითლებულმა დაარტყა მუშტი მაგიდას და ნამდვილად შეახტუნა სოფიაც. აქამდე დიდი გულით იჯდა, რატომღაც დარწმუნებული იყო არაფერი დაუშავდებოდა, მაგრამ ბიის გაბრაზებამ შეაშინა, იცოდა წამალზე დამოკიდებულებს როგორი გაბრაზება ახასიათებდათ, განსაკუთრებით მაშინ თუ დოზა დიდი ხნის მიღებული ქონდათ.
-არაფერი ვიცი, როგორც კი დავინახე ვეჩხუბე და გავაგდე, რაც ამ ისტორიაში ჩამრია და ცხოვრება ამირია მასთან გაგრძელებას არ ვაპირებ.
-დიდი ხანია ერთად ხართ?
-ერთად ყოფნა რას ნიშნავს? რამდენჯერ აგიხსნა მოსწავლეა უბრალოდთქო?
-შენ რა დამცინი? თუ ამდენად დებილი გგონივარ? გიორგისნაირ ფულიანს და ტვინიკოსას ისე გაუჭირდა სწავლა, რომ თითქმის მის ტოლთან ემზადება? იცი რომ მოსწონხარ და დგახარ აქ ტყუილებს ჭიკჭიკებ. ან იტყვი რაც ხდება სინამდვილეში ან ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ_ამჯერად სასმელის ჭიქა შეეჯახა კედელს და უკვე გააფთრებულმა გადადგა სოფიასკენ ნაბიჯი.
-რას ნიშნავს მოვწონვარ, მითხრა გერმანიაში მივდიარ და სალაპარაკო მასწავლეო, უნივერსიტეტშიც მიჭირსო. გეფიცები, ბებოს გეფიცები არაფერი ვიცი რაც შეიძლება თქვენს საქმეს ეხებოდეს, ყოველთვის შორს ვიჭერდი ყველაფრისგან თავს_გაფართოებული თვალებით ამოხედა ბიჭს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია მათ შორის მანძილი რომ გაეზარდა. გონება არეული მიჩერებოდა ბიჭი და ფიქრობდა შემდეგ როგორ მოქცეულიყო სოფიას თვალებში ცრემლის კვალს რომ შეხედა. წამიერად დაფიქრდა როგორ უნდა შეეშინებინა ასეთი გოგო, რომ აცრემლებამდე მიეყვანა. წამიერად მოვიდა გონს და თავად დაიხია უკან. ჩაწითლებულ თვალებს თავისი ფერი დაუბრუნა და შემოსასვლელში მდგომ კონსტანტინეს ჩუმად გასძახა.
-სახლში წაიყვანე_ზურგი შეაქცია მისი სახე რომ არ დაენახა წასვლისას და მხოლოდ მაშინ მოეშვა კარის მიკეტვის ხმა რომ გაიგონა. ფანჯარასთან მისული ზემოდან აკვირდებოდა როგორ აკანკალებული ფეხებით ჩჯდა გოგო მანქანაში და შემდეგი ფიქრი იმაზე იყო როგორ ეზიზღებოდა იმ მომენტში საკუთარი თავი.

-------------------------
დიდი მადლობა თქვენ ასე თბილი შეფასებისთვის, იმედია ხშირად გადმომცემთ ხოლმე თქვენს აზრს ისტორიაზე <3



№1 სტუმარი სტუმარი ციკო

ველი მოველი ახალ თავს,ისეთივე კარგს როგორიც იყო წინა თავები:-) :-) :-)

 


თაბაგარის ხსენებამ გული ამიჩქარა smiley
ეს გოგო სერიოზულ გადატრიალებას მოახდენს სანდროს ცხოვრებაში და ამაზე წარმოდგენა არც ერთს არ აქვს. ხოდა მორჩეს ბატონი სანდრიკ სოფიოსთან "ბლატავს" ყველანაირად უძლურია მასთან smiley
გიორგი კიდევ მართლა იდიოტია და ერთი სული მაქვს სახეს როდის აახევს სანდრო smiley
ველოდები შემდეგ თავს kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვახ ჩემი საყვარელი ტყუპებიი დაბრუნებულაან ,ყველა თავი ერთად წავიკითხე სასწაუულ :)) ველოდები ახაალ თავს :))

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სოფიო ძალიან ძალიან მომწონს, სანდრინიო როგორი ტიპია ვითომ ცუდი ბიჭი :დდდ

 


№5  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა, რომ ასე შეიყვარეთ ახალი გმირებიც ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია ასე მგონია ეს ორი ერთად იქნებიან და რად აშინებს ამ საცოდავ გოგოს,მომეწონა

ძალიან მომეწონა ეს ორი ერთად იგინებიან და მაგ საცოდავ გოგონას რას აშინებს,მომეწონა მადლობა კარგად წერთ????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent