შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რწმენა


10-10-2019, 02:07
ავტორი Mariami25
ნანახია 9 524

ირგვლივ ყველაფერი ერთფეროვანი გახდა.თითქოს ბუნებამ მიიძინა, მზეც გარდაიცვალა, ცამ ფერი შეიცვალა, გაზაფხულზე ყვავილებიც კი აღარ ჩანს, ადამიანებს გული ამოვარდნიათ. მაშ, რაღა დარჩა ამ ცხოვრებაში? არის რამე, რამაც შეიძლება ადამიანს სურვილი გაუჩინოს, რომ იცხოვროს? არის რამე, რაც მას ბედნიერად აქცევს? ადამიანებმა ტანისამოსი შეიცვალეს, ნიღბები გაიკეთეს სახეზე, მათთვის სულ ერთი გახდა სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, განათლება და გაუნათლებლობა, ჭირი და ლხინი, ბედნიერება და უბედურება. ასეთ უღირს, გაუმაძღარ და უძირო დედამიწაზე გვიწევს ცხოვრება.
მეგობრობა?! რა არის იგი? ერთ სულში ორი სხეული...გყოლიათ მეგობრები? ალბათ ძალიან ბევრი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ნეტავ რაოდენობას? ალბათ არც არაფერი. მეგობრობა, ეს ხომ ღმერთისგან ნაბოძები დიდი საჩუქარია, რომელსაც ადამიანები აუფასურებენ, არაფრად აგდებენ, ფულზე ცვლიან და აყალბებენ. მეგობრობამ არ იცის რაოდენობა, არ იცის ქრთამი, არ იცის სიცრუე და ორპირობა, ორგულობა. ნამდვილი მეგობრის პოვნას წლები სჭირდება,ხშირად საუკუნეებიც კი.
ხშირად იტყვით მეგობრის შეძენას რა უნდაო, მარტივიაო. როდესაც ვინმეს გაიცნობ გაუღიმებ, გაგიღიმებს და დამეგობრდებით, დაუახლოვდებით ერთმანეთს. მაგრამ რა ხდება ბოლოს? დიდხანს გასტანს ასეთი ვითარება? ნუთუ ყველა მეგობრობა მეგობრობაა? არის რაიმე რაც ძალუძს მის შენარჩუნებას? მეგობარი- ეს არის ადამიანი, რომლის სულიერ ტკივილსა და სიხარულს იზიარებ, ეჩხუბები, რჩევებს აძლევ,მაგრამ გულით. თქვენს შორის არ არის არანაირი აფერისტობის ნატამალი, უყურებთ თვალებში ერთამენთს და გესმით ერთმანეთის. როცა მეგობრობაა, მათ შორის სიყვარული იღვიძებს. როდესაც გიჭირს და სწორედ მაშინ გაჩნდება შენთან, აი ესაა მეგობრობა. როდესაც გტკივა და ყველამ მიგატოვა, შენს გვერდითაა ადამიანი, რომელსაც მეგობარი ჰქვია. მისი მიტოვება და ღალატი არ არსებობს. ისევე, როგორც სიყვარული, მეგობრობაც ენით აღუწერელი გრძნობაა.ნამდვილ მეგობრებს არ ჰყოფნით სიტყვები იმის გადმოსაცემად, თუ რამდენს ნიშვნავენ ისინი ერთამენთისთვის. იგი სულის მკურნალია. მისმა თბილმა სიტყვებმა, ერთმა ჩახუტებამ, ერთმა მოფერებამ, ერთმა კოცნამ შეიძლება ყველაფერი დაგავიწყოს. სხვა სამყაროში გადაგიყვანოს.ის არის ხიდი შენსა და სამყაროს შორის. ყველაფერი კი ამ ხიდზეა გადებული: იმედი და სიყვარული, რწმენა და სასოება.
შეიძლება მეგობრებს შორის უდიდესი მანილი იყოს, მაგრამ თუ ეს ნამდვილი და სულიერი სიყვარულია, მანძილი და დრო ვერაფერს აკლებს. პირიქით ისინი უფრო გაძლებინებთ, უფრო აძლიერებს ერთმანეთში სიყვარულის გრძნობას. ხშირად ვამბობთ, რომ მეგობრებს ვადა გაუვიდათო. ნუთუ ეს ჭეშმარიტი სიმართლეა? ალბათ არა. ნამდვილ მეგობრობას არასდროს გასდის ვადა. უნდა იყო დარწმუნებული მის სულში, რომ სულიერად არ გიღალატებს, გულიდან არ ამოგშლის. შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს მას შენში, მაგრამ სხვასთან წავა და იტყვის, რომ სამყაროში, ვინც კი შეხვედრია, ყველაზე ღირსეული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი და ყველაზე ტკბილი არსება ხარ მისთვის. მაშ ასე, მეგობრობა- ეს არის ჭეშმარიტი სიყვარული და თუ ეს ნამდვილია, ვერც მანძილი, ვერც დრო და ვერცერთი ადამიანის შური ვერ დაანგრევს მას.
სიყვარული?! ნეტავ რა არის იგი? რატომ შექმნა ღმერთმა იგი, თუ გული გეტკინება? თუ სულიერად დაეცემი? ყველაფრის იმედი გადაგეწურება? სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც ზეციური სხივი აცისკროვნებს. გრძნობა, რომელიც ადამიანს ამქვეყნად აამაღლებს. სიყვარული კი ცხოვრებაში ერთხელ მოდის. როცა ეს გრძნობა იბადება გულში, მთელ შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს. მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს. ნამდვილი სიყვარული კი მარადიულია, ის არასოდეს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც კი ტოვებს სულში. მაშინ რატომ გვტკენენ ადამიანები გულს, თუ ვუყვარვართ? ხშირად სიყვარული ერთგვარი ილუზიაა. ილუზია, რომელიც საბოლოოდ ქრება და რჩება ადამიანი. როგორი ადამიანი? სულით ობოლი, სულით ღარიბი, რომელსაც ძალა გამოეცალა, აღარ ძალუძს იბრძოლოს სიყვარულისთვის, რადგან არ გაუმართლა. ვინ არის დამნაშავე რომ გვტოვებენ? ჩვენ თუ ისინი, ვისაც ვუყვარდით? ალბათ ორივე. ადამიანები არ ვიბრძვით იმისთვის, რომ სიყვარული ავამაღლოთ. არ ვომობთ იმისთვის, რომ გრძნობა გავაძლიეროთ, ერთ დიდ მუშტად შევკრათ და შევქმნათ ბედნიერი მომავალი. როგორია უსიყვარულო საზოგადოება? მათ დაკარგეს ერთმანეთის ნდობა, ვეღარ უზიარებენ სულიერ ტკივილს. რატომ სულიერს და არა ფიზიკურს? ფიზიკური ხომ ისედაც ჩანს, სულიერი კი ადამიანის სულშია, მას ვერ დაინახავ-მას იგრძნობ. განა ყველა გრძნობს ადამიანის სულიერ ტკივილს? გრძნობენ ისინი, ვისაც გული აქვთ. ვისაც უკვე ეტკინათ და გული მოუკვდათ. სიყვარული კი ეს ვალდებულებაა არ გაუშვა ადამიანის გული, არ ჰკრა ხელი. სიყვარულია, როდესაც ხელს ჰკიდებ და გრძნობ, რომ მისი გული მხოლოდ შენ გეკუთვნის და ხვდები, რომ შენთვის ყოფილა შექმნილი იგი. როდესაც ეხუტები და მისი გულის ფეთქვა გესმის. მხოლოდ მისი სუნი რომ გიყვარს და ის სურნელი რომ გაძლიერებს და გაძლებინებს მეორე დილამდე. ადამიანს ვარდიფერი სათვალეები მოხსნილი აქვს. სამყაროში უსიყვარულოდ დარჩენილ საზოგადოებას სიყვარულის ეშინიათ. ეშინიათ, რომ მიატოვებენ, მოატყუებენ. ასეთია ცხოვრება. ერთ დღეს ადამიანი ხარ, მეორე დღეს არაადამიანი.
იცვლებიან ადამიანები. ბუნებრივმა ფაქტორებმა, საზოგადოებამ, გრძნობებმა ადამიანების აზროვნება შეცვალა. წარმოგიდგენიათ ერთმა უბრალო გულისტკენამ როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი?! შეიძლება ვეღარც იცნო კიდევ...ასე რომ ვთქვათ ცხოვრება ამინდივითაა. დღეს მზეა, ხვალ ქარია. არ იცი როდი განათდება და როდის ჩავა მზე,როდის გამოჩნდება ცაზე შავი ღრუბელი,როდის გადაჰკრავს ბურუსს, ან კიდევ როდის ამოვა მზე და გაანათებს მთელ სამყაროს,მზის სხივები მოეფინება დედამიწას, გაათბობს არემარეს. მზის სხივები სინათლის,სიცოცხლის, სიკაშკაშის,იმედის ნიშანია. მზე სამოთხეა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვანათებთ. ქარი კი მეორე ჯოჯოხეთი_ადგილი,სადაც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, უიმედობის ჟამს ვეღარ ძლებენ და მიდიან. იქ მიდიან,სადაც ბედნიერება და სიყვარულია. იქ კარგია,რადგან ყალბ ადამიანებს იშორებ, უფალთან რჩები და სულიერად მშვიდდები, სულიერ ტკივილს იხსნი და ბედნიერებას ანიჭებ საკუთარ თავს!!!!
მაგრამ.... მაგრამ რა? ის, რომ ადამიანები მაინც ცხოვრობენ მხოლოდ იმისთვის, რომ აქვთ იმედი. იმედი იმისა, რომ საზოგადოება გამოცოცხლდება,გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ცხოვრებაში უნდა დააფასონ ადამიანები, რომლებიც მათ გვერდით არიან.ისინი, ვინც მათ სიყვარულსა და სითბოს აგრძნობინებენ.ცხოვრება მრავალფეროვანია. ცხოვრება ომია. ზოგჯერ დამარცხდები, ზოგჯერ მოიგებ. ხშირად ეს დამარცხება უფრო მომგებიანია, რადგან უშვებ შეცდომებს და ეს შეცდომები მიგანიშნებს უკვე მომავალ, უკეთეს და გაუმჯობესებულ ნაბიჯზე. ვერ ვიტყვით ცხოვრება კარგია ან ცუდი. ვერც მაშინ იტყვი, როდესაც დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებ, რადგან ერთს გამოასწორებ და მერე ახალი შეცდომა იბადება. რატომ მოგვდის შეცდომები?განა იმიტომ,რომ არ ვუკვირდებით რას ვაკეთებთ? განა არ ვართ ჭკვიანები? არა, უბრალოდ ცხოვრებაა დაუნდობელი. სიცოცხლეში გვყავს ორი შინაგანი ძალა. ერთია ღმერთი,მეორე კი ეშმაკი. ეშმაკს შეუძლია ნებისმიერ წამს ისე გიბიძგოს, რომ ღმერთსაც კი ვერ შეეძლოს დახმარება. მაგრამ არსებობს უფალიც, რომლისთვისაც უნდა ვირწმუნოთ. გვჯეროდეს მისი, რომ ორმოდან ამოგვიყვანს და მწვერვალზე აგვიყვანს. ეს არის მთავარი. ამ პრინციპით ადამიანი მუდამ გამარჯვებული იქნება. უფალი რომ არა , არც სიყვარული იარსებებდა სამყაროში, არც მეგობრობა,არც სიკეთე და არც ბოროტება, არც განათლება და არც გაუნათლებლობა. საერთოდ არაფერი. სიცარიელე იქნებოდა. უფალი არის სიცოცხლე, ხოლო ეშმაკი არის სიცოცხლის ნაკლებობა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. როცა ადამიანს უფლის რწმენა აქვს, იგი ცოცხალია და ანათებს. როცა იგი სულით მოკვდა და უიმედობის ჟამია მასში, აი უკვე აქ იწყება ეშმაკის არსებობა. ეშმაკი მას უბიძგებს უწმინდური საქმეებისკენ, აბნევს ადამიანს და დილემის წინაშე აყენებს. რთულია ცხოვრება, ნამდვილად რთულია. ადამიანმა ეშმაკს დაუჯეროს თუ ღმერთს? თუ ღმერთის რწმენა აქვს და მის სულში ჩამწვდარია, ვერ ხედავს, მაგრამ სჯერა, რომ ის მასთანაა, ნებისმიერ შემთხვევაშიც კი, აი, მაშინ უკვე აღარ ფიქრობს, თუ ვის მიემხროს. ღმერთი, უფალი, არის ადამიანების შინაგანი ხმა, რომელიც მათთან ერთად დადის და მათთან ერთად ფიქრობს. დაე, განიწმინდოს ადამიანთა სული და ირწმუნონ უფალი, რათა ეწვიონ ჭეშმარიტ და განუზომელ სიყვარულს!!!
სიმშვიდე და სიცარიელე, მწვანე ბალახის სუნი და პატარა მყუდრო ქოხი. ირგვლივ არაფერი იყო, გარდა ამ პატარა თითქმის დანგრეული ქოხისა. ცარიელი ადგილი ცარიელი გულივითაა, აღარავის უნდა შიგ შესვლა და არავის აღარ მოსწონს ის. დაფლეთილი გულივით გამოიყურებოდა, თითქოს იმდენად ეწყინა ადამიანების დაკარგვა და მათი წასვლა ამ პატარა ადგილიდან, რომ აღარ აქვს იმედი ვინმეს სტუმრობის და როგორც ჩანს, აღარც უნდა.
ამ ადგილას მხოლოდ ერთი გოგონა ცხოვრობდა, სახელად ნენე. არავინ იცოდა არც ამ გოგონას და არც ამ ადგილის ისტორია. არც არავინ ცხოვრობდა მახლობლად, რომ ვინმე დაინტერესებულიყო. უდაბნოს ჰგავდა აქაურობა, უბრალოდ აქ ქვიშა არ იყო და არ ცხელოდა. ხმაურს ვერავინ გაიგებდა, ისეთი მიუვალი ადგილი იყო. ალბათ ნენეც ძალიან წყნარი და მშვიდი იქნებოდა. თუმცა საინტერესოა, აქ რატომ მოვიდა, თანაც მარტოდ.
ერთ საღამოს ვიღაცის ფეხის ხმა გაისმა. იმდენად სიწყნარე იყო, ვინმეს რომ დაეჩურჩულებინა, მაშინვე გაიგებდი. გოგონამ კარი გამოაღო და ცალი თვალი გარეთ დატოვა. შორიდან ვიღაც გამოჩნდა, მაგრამ რთული მისახვედრი იყო, თუ ვინ იქნებოდა. დიდხანს უყურებდა . დიდი შუქი გამოჩნდა, მაგრამ ადამიანი არსად იყო. თითქოს შეშინდა, მაგრამ დიდი ინტერესი კლავდა. ფეხის ხმა უფრო მეტად გაძლიერდა.
გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი. ნენე შეფიქრიანდა. შუა ღამისას ვინ მოდიოდა ან რატომ მოდიოდა, ძალიან საკვირველი იყო. ხელში ხის ჯოხები და ცოტა მოგრძო ფიცარი ეჭირა. ბიჭმა გოგონა ძლივსძლივობით შეამჩნია სიბნელეში.
-გამარჯობა.
დიდხანს უყურა ნენემ ბიჭს, არ მოელოდა აქ ვინმეს გამოჩენას, მაგრამ ზრდილობის მიზნით უთხრა:
-გამარჯობა.
დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ძველი ნაცნობები იყვნენ და გახსენებას ცდილობდნენო. ბიჭმა ხის ტოტები დაალაგა, გაასწორა და პატარა სახლის აგებას ცდილობდა. გოგონამ ეს შეამჩნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. აკვირდებოდა რას აკეთებდა, შემდეგ შენიშნა, რომ რაღაცას ეძებდა, თუმცა ხმა არ ამოუღია. ეშინოდა, უცხო ადამიანი იყო. მალევე სახლში შევიდა. უცნაურად ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. ასეთ მიუვალ ადგილას მოვიდა ადამიანი, თანაც როგორი ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ 30 წლისაც კი არ იქნებოდა. ღამით ძალიან ციოდა, ქარბუქი ამოვარდა, წვიმდა კოკისპირულად. ნენეს თითქოს ეცოდებოდა გარეთ მყოფი ადამიანი, მაგრამ თან ეშინოდა, მანიაკი არ ყოფილიყო. იმ ღამეს არ ეძინა ინტერესისგან და ოდნავ შიშისგანაც. კვლავ წვიმიანი დილა გათენდა, საშინლად ციოდა გარეთ. დასალევი წყალიც კი არსად იყო. მოშორებით, ტყეში, ჩამოდიოდა პატარა წყარო და სულ იქ მიდიოდა ასავსებად. ჩაიცვა საწვიმარი, თბილი ფეხსაცმელები და აიღო დიდი დოქი. გარეთ გამოიხედა, მაგრამ ბიჭი არსად ჩანდა. მხოლოდ ფიცრებისგან აგებული პატარა ქოხი შენიშნა. თითქოს ეუცნაურა ეს ყველაფერი. გზას გაუყვა და ბიჭზე ფიქრები არ შორდებოდა. ტყეში კვლავ ფეხის ხმა გაისმა. ვერ გაეგო ახლა ცხოველი იყო თუ ადამიანი. ოდნავ წინ მივიდა და ადამიანის თავი გამოჩნდა. თითქოს დაწყნარდა, მაგრამ ახლა დიდი ინტერესი კლავდა ამ ადამიანისა.
წყაროს მიუახლოვდა და დაინახა ბიჭი, რომელმაც გუშინ ღამით მის სახლთან პატარა ქოხი ააგო. იფიქრა, რომ ალბათ ესეც წყლის ასავსებად არის მოსულიო, მაგრამ ხელში არაფერი ეჭირა. შეხედეს ერთმანეთს, მაგრამ ხმა არცერთს არ ამოუღია. წუთიერი დუმილის განმავლობაში მხოლოდ თვალებში შესცქეროდნენ ისინი ერთმანეთს, თითქოს რაღაცის თქმა უნდათ ორივეს, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნითო. შეიძლება ასეც ყოფილიყო, ვინ იცის. ნენემ დაარღვია ეს დუმილი და წყლის ავსება დაიწყო. ბიჭი ადგილიდან არ მოშორებულა, უბრალოდ გოგონას პატარა თითებს მისჩერებოდა.
ნენე წამოდგა და წამოსვლა დააპირა.
-თუ გნებავთ დოქს წამოგაღებინებთ, საკმაოდ დიდია და მძიმე იქნება.
-მადლობთ, ნუ შეწუხდებით.
- არ შევწუხდები, მაგრამ როგორც გნებავთ.
-ჩვენ მგონი მეზობლები ვართ ამიერიდან.
-დიახ, ასეა.
- უკეთესი იქნება, თუ გავიცნობთ ერთმანეთს. მე ირაკლი მქვია.
ხელი გაუწოდა გოგონას.
- მე ნენე.
მანაც ჩამოვართვა ხელი, მაგრამ ეს მხოლოდ გაცნობის და მისალმების ხელების შეხება არ იყო. თითქოს მათ შორის ნაპერწკალი გაჩნდა და გაღვივებას უცდიანო.
მათი ფიქრები იმ წამს ერთმანეთში ირეოდა. არცერთს არ შეეძლო ხელის გაშვება და არც თვალების მოშორება. იდგნენ დიდხანს ასე და თითქოს ახლა ისინი კი არა, მათი თვალები ლაპარაკობენო. ის წამები იყო დაუვიწყარი, აღმარფრთოვანებელი, შთამაგონებ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent