შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღამეები - დასასრული +18


21-10-2019, 17:34
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 5 676

კარავიდან ვხტები, ელვას ვხსნი და სუფთა ჰაერზე გავდივარ, თვალს ვავლებ ცეცხლისფრად აელვარებულ მთებს და სუნთქვა მიჭირს, სახეზე ხელს ვიფარებ, მუხლებზე ვდგები და ვყვირი, ჩემ თავს ვერ ვცნო, სხეულზე ხელს ისტერიულად ვისვამ და ადებულ მდინარეს ვუყურებ, მგონია რომ სულს სხვაგან ვიყავი და სულ სხვაგან დავბრუნდი, რა მოხდა, სად გაქრა, რატომ გაქრა სიმურთან ერთად, სად წავიდა, რატომ დამტოვა, ერთი საათი ვერ ვმოძრაობ, ფეხზე რომ ვდგები, ფეხები მტივა, კარავის დაშლა არ მინდა, მიჭირს, მგონია რომ ეს კარავი იყო გზა იმ თავგადასავლებში სადაც მოვხვდი, რა გავაკეთო, რატომ შევიყვარე ის ბნელი ადგილი სადაც ამდენი ხანი ვიყავი, სადაც ამდენი ტკივილი და შიში განვიცადე, მან მითხრა რომ როგორც არ უნდა მომენდომებინა ვუკან ახლა ვეღარ დავბრუნდებოდი, კარავი დავშალე და ჩანთაში ჩავდე, ატრირებული, დასჯილი ბავშვივით გავუყევი ყვითელი ფოთლებით სავსე გზას და გული მეწურება, ვეღარც ჩანთების სიმძიმეს ვგრძნობ, უკან ვიხედები და სრული სიცარიელეა, მხოლოდ ფერადი მთები და ყველაფერი ისეთი რეალურია რომ აღქმა მიჭირს, რამდენჯერმე დავეცი, ისევ მქონდა შეგრძნება რომ მეხებოდა, ხელს ყელზე ვისვამ და მგონია რომ ამით მის შეხებას დავიმახსოვრებ, დღეები გახდა საკმარისი, არამიწიერად ლამაზი ადამიანის შესაყვარებლად, სად იყო ახლა, რა გაუკეთა წყლის მცველმა, შატილის ზემოთ ტაძარში შევდივარ და მუხლებზე ვეცემი, პირჯვარს ვიწერ და ლოცვას ვიწყებ, მშვიდდები, პატარა სტიქაროსნები მიყურებენ და ცოცხით ხელში ელოდებიან როდის დავამთავრებ ლოცვას რომ საქმე გააგრძელონ, მანქანის ხმა მესმის, შარილის მიკროავტობუსი ჩამოდგა და ნაცნობი მძრღოლიც გამოჩნდა. შეშინებულმა შემომხედა, ჩანთები მოვიხსენი და იქვე დავაგდე.
-დამეხმარებით?
-კარგად ხარ შვილო?
-არა.
-რა გჭირს?
-არაფერი, არ ჩადოთ ჯერ საფულე მაქვს შიგნით.
ტურისტების გაბმულ დიალოგს ვუსმენ და ნერვები მეშლება, ფეხებს ვკეც და მუხლებზე ნიკაპს ვდებ, ისტერიულად ვკანკალებ და უზარმაზარ მთებს ვუყურებ, რომელიც ისედაც ფერადია, მაგრამ ცეცხლისფერი მზე ისევ აფერადებს. მუხლებს კბილებს ვაჭერ და მსიამოვნებს რომ საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებ, თავს ვაქნევ და გამოფხიზლება არ მინდა, არ მომწონს, მზე არ მომწონს რომ ყველაფერი ნათელია. არ მინდა, არ მინდა რომ წავიდე, ჩავდივარ, ძირს ვჯდები და არ ვიცი საიდან მაქვს ძალა რომ ამდენი ვიტირო, ტურისტები გაოცებულები მიყურებენ, მაგრამ არავის, არავის შეუძლია რომ დამამშვიდოს.
ტელეფონზე წარმოუდგენელი რაოდენობის შეტყობინება მომდის, „რას შვრები?“ „აბა რა ხდება?“ ერთ ტექსტს ვაკოპირებ და ყველასთან იგივეს ვგზავნი.
დაიძრა, ჩემი ადგილი დავიკავე და გამოვემშვიდობე მთებს და იმაზე მეტი ვნახე, ვიდრე ოდესმე ვინმე სხვამ ამ მთებში, ცივილიზაციასთან დაბრუნება ყველაზე რთული აღმოჩნდა, საქმეს რობოტივით ვაკეთებ, ყველგან ხევსურეთის ფოტოებით ავაჭრელე ყველაფერი, ტელეფონი, სოციალური ქსელები, მეტიც ჩუმად ხევსურული ფორმაც კი ვიყიდე, ოღონდ კაცის, არ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც მას ეცვა, მაგრამ რაღაც იმ დანაკლის მივსებდა, საშინელებაა, საშინელება, ვერც მიწერ, არა და ამ დროში ყველაფერს ხომ სოციალური ქსელებით ვაკეთებ. ცივი ზამთარი იყო, მთელი ეს დრო იმის დაგეგვმას მოვანდომე როგორ და როდის წავსულიყავი უკან, ზაფხულის პირველი თვე დადგა, ჩვენთან რომ დაცხა პირველივე მიკროავტობუსს წავყევი შატილში, პირველივე ჩავედი, არაფერისთვის, საერთოდ არაფრისთვის შემიხედავს, პირდაპირ იმ ადგილებისკენ წავედი, ისევ გავშალე კარავი, ისევ დაღამდა, გული ყელთან ინაცვლებს. ვერ ვიძინებ, ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ, იმედი მაქვს, არ ვიცი არ ვიცი რა გავაკეთო, არ მაქვს იმედი რომ პირველივე ცდაზე გამოჩნდება, თუმცა რომ თენდება გული მწყდება, ერთი კვირა დავრჩი ისევ ისევ არაფერი, ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი და მოღრუბლული ცა რომ დავინახე გული სიხარულით ამევსო, ისევ გავშალე კარავი და ამ დროსი განმავლობაში ყველა გავაფრთხილე რომ არ მოეწერათ და არ დაერეკათ, დაღამდა, წვიმდა, ისევ ბჟუტავდა სინათლე, მაგრამ არაფერი, საერთოდ, გული კი გამალებით მიცემს, დაღლილობისგან მეძინება და შუაღამით ქარი მაღვიძებს. კარავის თავზე სინათლე ქანაობს, ქარის ხმებში უჩვეულო ხმებს ვეძებ, მაგრამ არარეალური არაფერია, არაფერი, მერე ისევ ხმები ერთვის წვიმას, ჩურჩული, სიცილი, მამლის ყივილი და კარავის ელვას ვუყურებ, არაფერი ხდება, არაფერი, ხელებს ძლიერად ვმუშტავ, სხეული მიშეშდება, კბილს კბილზე ვაჭერ და ვკანკალებ, მერე პირში საშინელ სიმშრალეს და ენის დაბუჟებას ვგრძობ, ხელემი მტკივა და მეშიმება, გამოძრავებაც კი მიჭირს, უცნაური ხმები მესმის, თითქოს ვიღაც ჩურჩულებს, მინდა ხახბოს სახელი ვთქვა მაგრამ არ გამომდის, ფანარი ციმციმებს, მიდნა ხელით შევეხო, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, ხელებს ვერ ვამოძრავებ, მხოლოდ კარვის შემოსასვლელ ელვას ვუყურებ, გულისცემა, წვიმა და წვიმის ხმა ძლიერდება, ელვაშესაკრავი ზემოთ ადის, ის არის, ის მოვიდა, მინდა ვიყვირო, მაგრამ არ გამომდის, ხმას ვერ ვიღებ, ფეხებს ვიქნევ, ელვაშესაკრავი ბოლომდე ისხსნება და ქარი კარავში იჭრება, წვიმის წვეთები სახეზე მეცემა, შემოსასვლელი, სიბნელე, ხმები, ენას ვერ ვამოძრავებ, პირს ვაღებ, რღმას ვსუნთქვა, ხელებს ვერ ვგრძნობ, სიბნელეში კი წითელი თვლები და ორნამენტები, ჯერ თლილი თითები ჩნდება და მერე მაცდური შავი თვალები რომელსაც სანახევროდ ფარავს ფაფახი, ჩემსკენ მოდის, ოთხზე ხელს ფეზე მავლებს და თავისკენ მქაჩავს, მიდა ვიყვირო, ხელები მოხვდიო და ჩავეხუტო, მინდა დავუძახო რომ მენატრება, მაგრამ არ გამოდის. ყელში ხელს მავლებს, თავს მაწევინებს და ანთებული თვალებით მომტერებია. ველოდები ჩემი თვალების შეფასებას, მაგრამ არაფერს ამბობს, მხოლდო ჩუმად ოხრავს, მინდა ტუჩებს მივწვდე, მაგრამ არ შემიძლია, ხელს მკიდებს და ხელში ავყავარ, სიბნელეში მივდივართ, ვკანკალებ, წვიმს, ზურგზე ტომარასავით მიკიდებს და რაღაცას ბურტყუნებს. მერე ვსწორდები, მის სახესთან ჩემი სახე მიმაქვს და მის სუნთქვას ვგრძობ, შავ წვერში თეთრმა კბილებმა გაიელვა, მესმის ის რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა ამ დროის განმავლობაში.
-რაი?



№1 სტუმარი მაო მაო

საუკეთესო ხარ მალე დაბრუნდი

 


№2  offline წევრი Rania

Raiiii? Dasrulda ese ambavi. Vita sizmari gamisaa? Gmerto chemo. Arvici sxvas ras velodi an raunda momxdariyoo kidev. Magram ase male arvelodi mainc finalsssssss. Uzalian magresi iyo. Es axali sityvaa qartul enashi????????????????????male dagvibrundiii
--------------------
Q.qimucadze

 


№3 სტუმარი სტუმარი Nine

მიაფუჩეჩე, როგორც ყოველთვის.

 


№4 სტუმარი ია

ასე ვთამაშობდი მე ჭადრაკს,საათობით ყველა სვლაზე ვფიქრობდი,კარგად მივდიოდი წინ,მერე მბეზრდებოდა და უცებ ვაგებდი

 


№5 სტუმარი Natshkina

ორიანი! დაჯექი ????

 


№6 სტუმარი Drogon

მოკლედ , ესეთი ვერსია მაქვს: აქ დებ შენი მოთხრობების სატესტო ვერსიებს, ასე ვთქვათ , შავ ნამუშევარს :)) მერე, აკვირდები გამოხმაურებებს და შემდეგ ამის მიხედვით საზღვრავ ღირს თუ არა გამომცემელთან გაგზავნა , მასზე სერიოზულა მუშაობა და ა.შ. ანუ, როგორც წინა თავის კომენტარებში დაგიწერეს , საექსპერიმენტო ბაზა გაქვს:)))) მაგრამ ეს ყველაფერი კრიტიკად არ მიიღო და ფანებო, ხმლები ქარქაშებში ჩააბრუნეთ :))
რადგან რაციონალური გონებით რომ მივუდგეთ, ვერ გაგამტყუვნებ: რატომ უნდა მოახმარო უბრალო გასართობ საიტს ის დრო და ენერგია რომელიც უფრო სერიოზული საქმისთვის გჭირდება?:)) მითუმეტეს ვერ მექნება პრეტენზიები, როცა შენი "დაბალი ხარისხი" აქაურ მაღალ ხარისხებს ათი თავით აღემატება:))) წარმატებები, გეგი და მალე დაბრუნდი!

 


№7 სტუმარი ლილი

არანაირად არ ვეთანხმები კომენტარებს. მძულს უაზროდ გაწელილი ისტორიები, შენ ისტორიებში კი სწორედ ეს მიყვარს სწრაფი მოქმედება და არანაირი გაწელვა... მიყვარხარ და გთხოვ ასე აღარ დაგვეკარგო

 


№8 სტუმარი სტუმარი Nita

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო , შენზეა ზედგამოჭრილი

 


№9  offline მოდერი GEGI გეგი

მაო მაო
საუკეთესო ხარ მალე დაბრუნდი

heart_eyes heart_eyes

Rania
Raiiii? Dasrulda ese ambavi. Vita sizmari gamisaa? Gmerto chemo. Arvici sxvas ras velodi an raunda momxdariyoo kidev. Magram ase male arvelodi mainc finalsssssss. Uzalian magresi iyo. Es axali sityvaa qartul enashi????????????????????male dagvibrundiii

heart_eyes heart_eyes

Drogon
მოკლედ , ესეთი ვერსია მაქვს: აქ დებ შენი მოთხრობების სატესტო ვერსიებს, ასე ვთქვათ , შავ ნამუშევარს :)) მერე, აკვირდები გამოხმაურებებს და შემდეგ ამის მიხედვით საზღვრავ ღირს თუ არა გამომცემელთან გაგზავნა , მასზე სერიოზულა მუშაობა და ა.შ. ანუ, როგორც წინა თავის კომენტარებში დაგიწერეს , საექსპერიმენტო ბაზა გაქვს:)))) მაგრამ ეს ყველაფერი კრიტიკად არ მიიღო და ფანებო, ხმლები ქარქაშებში ჩააბრუნეთ :))
რადგან რაციონალური გონებით რომ მივუდგეთ, ვერ გაგამტყუვნებ: რატომ უნდა მოახმარო უბრალო გასართობ საიტს ის დრო და ენერგია რომელიც უფრო სერიოზული საქმისთვის გჭირდება?:)) მითუმეტეს ვერ მექნება პრეტენზიები, როცა შენი "დაბალი ხარისხი" აქაურ მაღალ ხარისხებს ათი თავით აღემატება:))) წარმატებები, გეგი და მალე დაბრუნდი!

heart_eyes მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ მიყვარს ჭკვიანი ქალები.

ლილი
არანაირად არ ვეთანხმები კომენტარებს. მძულს უაზროდ გაწელილი ისტორიები, შენ ისტორიებში კი სწორედ ეს მიყვარს სწრაფი მოქმედება და არანაირი გაწელვა... მიყვარხარ და გთხოვ ასე აღარ დაგვეკარგო

heart_eyes heart_eyes

რა გავაკეთო რომ მოგეწონოთ რამე? გავწელოთ სიყვარულის სცენებით? გენაცვალე, ჩემო ოცნება, სიყვარულის უკიდეგანო წერტილო თუ ხახბო გავამკაცროთ და გინება დავაწყებინოთ? თუ შვილები გავუჩინოთ, ან იქნებ ქალაქში წამოვიყვანოთ ხახბო და ქალაქი ვანახოთ, თუ კიდევ ვიაროთ მთებში ალქაჯებთან? ჩემო მშვენიერებო, ისტორია გიტოვებთ სრულ თავისუფლებას, რაც გინდათ ის წარმოიდგინეთ, ამას რა ჯობს? მეტი მისტიკა, მეტი სიყვარული რაღა გინდათ, კიდევ სექსის სცენები ხომ არ იქნება?

 


№10 სტუმარი Drogon

აი, შენ რა ხარ პროსტა, ოხერი და გაიძვერა კაცი:)))) მაგრამ მე რომ მიყვარს ისეთი :))) ვაიმე, რაებს წერ იმ გაწევ-გამოწევის მერე ორი თავი მქონდეს თითქოს:)))

 


№11  offline მოდერი GEGI გეგი

Drogon
აი, შენ რა ხარ პროსტა, ოხერი და გაიძვერა კაცი:)))) მაგრამ მე რომ მიყვარს ისეთი :))) ვაიმე, რაებს წერ იმ გაწევ-გამოწევის მერე ორი თავი მქონდეს თითქოს:)))

რას გულისხმობ?

 


№12  offline წევრი Tkemali

საერთოდ ვერ ვხდები კრიტიკის საფუძველს. კი მაგრამ, იმას ვერ აცნობიერებთ რომ სტილი აქვს მწერალს ასეთი ? დინამიურად ავითარებს მოვლენებს და ზუსტად იქ ასრულებს, სადაც საჭიროა! მეტიც ,ამაზე იდეალური დასასრული ვერც წარმომიდგენია ,რადგან საერთოდ არ ტოვებს დასასრულის განცდას. ეს ამბავი არ დასრულებულა, კიდევ გრძელდება ,თუნდაც მარტო ჩვენს გონებაში, გუნდაც ,სადღაც რეალობაში. ავტორმა გადმოგვცა გმირების ცხოვრების მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული მონაკვეთი , მათი ცხოვრება კი ისევ გრძელდება ფურცლებს მიღმა! აი, ასეთი განცდა დამიტოვა, პირადად მე, ფინალმა. შწნ კი, გეგი, შეუდარებელი ხარ! ბევრ ლაი-ლაის აღარ დავიწყებ, მხოლოდ გეტყვი იმასაც რომ ამ მოკლე დროში საოცრად შემაყვარე თავი, იუმორი გაქვს რაღაც უნიკალური , მე კი მხიარული და იუმორის მქონე ხალხი ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარს. მიყვარხარ შენც და მალე დაბრუნდი ახალი ბრწყინვალე ისტორიით!

 


№13  offline მოდერი GEGI გეგი

Tkemali
საერთოდ ვერ ვხდები კრიტიკის საფუძველს, იმას ვერ ხვდებით რომ სტილი აქვს მწერალს ასეთი ? დინამიურად ავითარებს მოვლენებს და ზუსტად იქ ასრულებს, სადაც საჭიროა! მეტიც ,ამაზე იდეალური დასასრული ვერც წარმომიდგენია ,რადგან საერთოდ არ ტოვებს დასასრულის განცდას. ეს ამბავი არ დასრულებულა, კიდევ გრძელდება ,თუნდაც მარტო ჩვენს გონებაში, გუნდაც ,სადღაც რეალობაში. ავტორმა გადმოგვცა გმირების ცხოვრების მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული მონაკვეთი , მათი ცხოვრება კი ისევ გრძელდება ფურცლებს მიღმა! შეუდარებელი ხარ გეგი, ბევრ ლაი-ლაის აღარ დავიწყებ, მხოლოდ გეტყვი იმასაც რომ ამ მოკლე დროში საოცრად შემაყვარე თავი, იუმორი გაქვს რაღაც უნუკალური , მე კი მხიარული და იუმორის მქონე ხალხი ამ ქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარს. მიყვარხარ შენც და მალე დაბრუნდი ახალი ბრწყინვალე ისტორიით!

heart_eyes heart_eyes სიყვარული და პატივისცემა ჩემგან.

 


№14 სტუმარი სტუმარი ირინკა

მეტი რაღა უნდა ყოფილიყო ხალხო? ყველაფერი იყო საკმარისი დოზით, არაფერი ზედმეტი, ზუსტად იქ დასრულდა სადაც უნდა დასრულებულიყო. ბრავო გეგი!

ველოდებოდი დასასრულს, ეხლა წავიკითხავ და შემდეგ მოგახსენებ აზრს.

[quote=სტუმარი Nine]მიაფუჩეჩე, როგორც ყოველთვის.

 


№15 სტუმარი Keska

სიტის არსებობის და მგონი ქართული ფენტეზის იტორიაში, თუ გვაქვს ფენტეზი საუკეთესო ისტორია დაიდო, ნუ ჭინკობისთვის მერე. ცოლობაზე შეთავაზება ძალაშია არ მაინტერესებს რას ამბობენ.

 


№16 სტუმარი სტუმარი Dada

Dzalian kargi iyo gegi araferi mifuchehebuli ar iyo... saocari xar da icode geli axali istoriit

 


№17 სტუმარი სტუმარი თინანო

არაფერი არ იყო აქ მიფუჩეჩებული. დაიკიდე გეგი ჩასაფრებულების აზრი და ესე გააგრძელე, საუკეთესო ხარ და წერისთვის ხარ დაბადებული.

 


№18  offline წევრი ზინიკო

მშვენიერი დასასრული იყო.. და ნამდვილად კარგი საშუალებაა ეს საიტი გაიგო ღირს თუ არა სერიოზულ ნაშრომად გადაქცევა ისტორიების.. :) აღფრთოვანებული ვარ, 24 წლის ასაკში ასეთი წერა მართლაც რომ დიდი ნიჭია.. ასევე, დასაფასებელი ის, რომ მოგზაურობ,ახლოს ეცნობი ამა თუ იმ ხალხს,მათ ტრადიციებს,მითოლოგიას,დიალექტს.. ბევრი ხევსური მყავს გარშემო,ოჯახშიც და მინდა გითხრა რომ ასე ლაპარაკობენ ზუსტად :) ძველი ხევსურული ბარში თითქმის აღარ არის შემორჩენილი.. :) ბრავო შენ კიდევ ერთხელ!!

 


№19 სტუმარი სტუმარი თიკო

ჯანდაბაი გეგი ეხლა რა წავიკითხო??!! მიყვარხარ გიჟო ბიჭო და თავ არ მოგვანატრო???❤❤❤

 


№20 სტუმარი barbarra.m

რატომ? აი ვისგან ვისგან და შენგან არ ველოდი ასეთ სულელურ დასასრულს. დრო ტყუილად დამიკარგავს))

რატომ? აი ვისგან ვისგან და შენგან არ ველოდი ასეთ სულელურ დასასრულს. დრო ტყუილად დამიკარგავს))


martalia marc sxvebi momewona

 


№21 სტუმარი ლიამი

ფაქტობრივად ლაბორატორიის ვირთხებად გამოგვიყვანე, მაგრამ ისეთი მაგარი ხარ ,პირადად გთხოვ რომ გააგრძელო შენი ექსერიმენტები და არც არასდროს შეწყვიტო .

 


№22 სტუმარი სტუმარი ლინდა

მშვენიერი დასასრული იყო თუმცა ჩემი ნება რომ იყოს არასოდეს დავასრულებდი და დაუსრულებლად ვიკითხავდი ისე შემიყვარდა ეს ისტორია...

 


№23 სტუმარი სტუმარი თათია

იქ დასრულდა სადაც უნდა დასრულებულიყო მაგრამ არ დაგიმალავ გული დამწყდა "რაი" წავიკითხო ეხლა აღარ ვიცი იმედია მალე დაგვიბრუნდებიი???

 


№24  offline წევრი ნანა73

ფაქტი ერთია: ძალიან ნიჭიერი ხარ, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით! მიუხედავად უკმაყოფილო და კმაყოფილი მკითხველისა, ასევე მათი სურვილებისა, ზუსტად ისე იქცევი როგორც შენ გსურს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია ჩემთვის ემოციები უნდა გავთიშო შენი წაკითხვისას blush ❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი Irma

გუშინ დავიწყე კითხვა და კაკრაზ დასასრულმაც მომისწრო..მხოლოდ ერთს გეტყვი: უნიჭიერესი ხარ და უკვე მოუთმენლად ველი შემდეგ იატორიას!!

 


№26  offline მოდერი GEGI გეგი

[quote=სტუმარი ირინკა]მეტი რაღა უნდა ყოფილიყო ხალხო? ყველაფერი იყო საკმარისი დოზით, არაფერი ზედმეტი, ზუსტად იქ დასრულდა სადაც უნდა დასრულებულიყო. ბრავო გეგი!

ველოდებოდი დასასრულს, ეხლა წავიკითხავ და შემდეგ მოგახსენებ აზრს.

[quote=სტუმარი Nine]მიაფუჩეჩე, როგორც ყოველთვის.[/quote]
heart_eyes heart_eyes

სტუმარი Irma
გუშინ დავიწყე კითხვა და კაკრაზ დასასრულმაც მომისწრო..მხოლოდ ერთს გეტყვი: უნიჭიერესი ხარ და უკვე მოუთმენლად ველი შემდეგ იატორიას!!

heart_eyes heart_eyes

ნანა73
ფაქტი ერთია: ძალიან ნიჭიერი ხარ, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით! მიუხედავად უკმაყოფილო და კმაყოფილი მკითხველისა, ასევე მათი სურვილებისა, ზუსტად ისე იქცევი როგორც შენ გსურს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ერთი რამ ნათელია ჩემთვის ემოციები უნდა გავთიშო შენი წაკითხვისას blush ❤️

heart_eyes heart_eyes

ზინიკო
მშვენიერი დასასრული იყო.. და ნამდვილად კარგი საშუალებაა ეს საიტი გაიგო ღირს თუ არა სერიოზულ ნაშრომად გადაქცევა ისტორიების.. :) აღფრთოვანებული ვარ, 24 წლის ასაკში ასეთი წერა მართლაც რომ დიდი ნიჭია.. ასევე, დასაფასებელი ის, რომ მოგზაურობ,ახლოს ეცნობი ამა თუ იმ ხალხს,მათ ტრადიციებს,მითოლოგიას,დიალექტს.. ბევრი ხევსური მყავს გარშემო,ოჯახშიც და მინდა გითხრა რომ ასე ლაპარაკობენ ზუსტად :) ძველი ხევსურული ბარში თითქმის აღარ არის შემორჩენილი.. :) ბრავო შენ კიდევ ერთხელ!!

heart_eyes heart_eyes

 


№27  offline მოდერი Anye-Any

დაგვაგიჟებს და ფაფუ ???? გეგი ყოჩაღ! ისე წერს როგორც გაუსწორდება, ისე და იქ ამთავრებს როგორც მოესურვება, ისტორია თავისია ვის რა გეკითხებათ აბა ? გამოდით :D. P.S გეგის ფანი არ ვარ, მისი შემოქმედების მკითხველი გახლავართ.

 


№28 სტუმარი სტუმარი Inga

მიყვარხარ გეგი!

 


№29 სტუმარი niako

ახლა ვკითხულობ შენ შემიტყუე საწოლშის, ეს მოვრჩი, მაგრამ იმან ისე ჩამითრია, რა გავაკეთო მართლა გადავირევი. საოცრება ხარ და იმას ეტყობა მუშაობა და ეს სად მიგვატოვე ჰა?

 


№30  offline მოდერი GEGI გეგი

Anye-Any
დაგვაგიჟებს და ფაფუ ???? გეგი ყოჩაღ! ისე წერს როგორც გაუსწორდება, ისე და იქ ამთავრებს როგორც მოესურვება, ისტორია თავისია ვის რა გეკითხებათ აბა ? გამოდით :D. P.S გეგის ფანი არ ვარ, მისი შემოქმედების მკითხველი გახლავართ.

რა ვქნა ახლა? smile smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent