შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება ( 5 თავი)


26-10-2019, 00:17
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 10 311

ორი კვირა გავიდა მამას გარდაცვალებიდან, თორნიკე დაჟინებით მთხოვდა, რომ ცოტა ხნით განსატვირთად სადმე წავსულიყავი, სადაც მარტო ვიქნებოდი და ბოლო დროინდელი მომხდარი ამბების გაანალიზებას შევძლებდი, ანდროს თავად მიხედავდა, რა თქმა უნდა მას ვენდობოდი და არ შემეშინდებოდა ანდროს მასთან დატოვების, მაგრამ იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ ვიქნებოდი სრულიად მარტო ჩემს ფიქრებთან, ყოყმანის შემდეგ, როცა დავრწმუნდი, რომ ეს განტვირთვა ჩემთვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა, ყველას დავემშვიდობე და ფშავის გზას დავადექი, იქ მივდიოდი სადაც ჩემთვის ყოფნა ყოველთვის დიდი სიამოვნების მომგვარი იყო,მიყვარდა ჟინვალი,მისი ყურება და იმ გორებით ტკბობა, რომელიც ამ გარემოს მთისთვის დამახასიათებელ ამაყ ელფერს სძენდა.

ჩავედი, შემოდგომა იწურებოდა, ამ დროს წესით აქ უკვე თოვლი არის ხოლმე, მაგრამ ახლა იმდენად ლამაზი იყო, რომ ალბათ, ნახევარი საათი ჩამოცვენილი და გაყვითლებული, თითქმის გაფანტული ფოთლების ტკბობაში გავატარე, მანქანიდან ყველა საჭირო პროდუქტი გადმოვალაგე, ჩაკეტილი ჭიშკარი გავაღე და ეზოში შევედი, ზედმეტად მოუწესრიგებელი იყო ყველაფერი, გამიხარდა, რომ ჯერ მხოლოდ 1 საათი იყო და წინ მთელი დღე მქონდა ყველაფრის მოსაწესრიგებლად, ხის ორ სართულიან საახლში შევედი, რომელსაც მეორე სართულზე ფართო, ასევე ხის აივანი ჰქონდა, საიდანაც ჟინვალი მოჩანდა, ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეში წყლის ხმა მელოდიასავით ისმოდა, მისი სილურჯე კი ირგვლივ ამაღლებულ გაყვითლებულ და ნახევრად დაცარიელებულ მთებს საოცარ ელფერს სძენდა. პირველი, რაც გავაკეთე ეს სახლის შემოწმება იყო და როდესაც, მის მთლიანობაში დავრწმუნდი, გამოვიცვალე, სპორტული შარვალი და ცოტა თბილი ზედა ჩავიცვი, ყველაფერს ძალიან ბევრი მტვერი ედო, ფანჯრები წვალების მიუხედავად, მაინც გამოვაღე, და ოთახში სასიამოვნოდ გრილი ჰაერი შემოვუშვი, მადლობა ღმერთს ეზოში კრანზე წყალი მოდიოდა, სახლის დალაგებას შევუდექი, თან ყველა ნივთს სიამოვნებით ვათვალიერებდი და მოგონებებიც იღვიძებდა ჩემში, წიგნი, რომელიც ჩემს ჩანთაში იდო ამოვიღე, და აივანზე მდგომ სავარძელში ჩავჯექი

‘’რამდენიმე დღით ვესტუმრეთ ჟინვალს და მის საოცარ ბუნებას, ლუკა აღტაცებული იყო მისი სილამაზით, სახლში აღარ ჩერდებოდა, იმდენად შეუყვარდა აქაურობა, იმასაც კი შემპირდა, რომ ქორწილს აქ გადავიხდიდით რამდენიმე წელში, მე კი მისი არსებობით ბედნიერიმა კისერზე ხელები მოვხვიე და გონებაში უცებ გადავითვალე: ‘’ალბათ, 1-2 წელში და მეც სიამოვნებით დავთანმხდები მის ცოლობას, ის კი ჩემი ქმარი იქნება’’, ახლაც, ამ წიგნის წერის დროს წარმომიდგენია როგორი ბედნიერი ვიქნებოდი ახლა ჩემს გვერდით, რომ ყოფილიყო და ჩვენ ალბათ უკვე ის შვილი გვეყოლებოდა, რომელიც მარტო მე კი არა ლუკასაც ეყვარებოდა, ის შვილი, რომელზეც ჩემთან ერთად ლუკაც იზრუნებდა და ა.შ, მაგრამ ვერაფერს შეცვლი, ვერც დროს დააბრუნებ ვერასოდეს,ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია, სამაგიეროდ, შენ ერთადერთი შანსი გაქვს, შანსი, რომელსაც ‘’იბედნიერე, ყოველი ამოსუნთქვით’’ ჰქვია და ჯანდაბაა, იყავი შენც ბედნიერი რა, რატომ აჭიანურებ ყველაფერს, რატომ დგახარ ერთ ადგილზე და რატომ ელოდები დროს, რომელიც ვითომ რაღაც კარგს მოგიტანს? დატკბი იმით რაც გაქვს და ვინც გყავს, რადგან იმის გარდა, რომ შეიძლება მაგაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, იფიქრე, იმაზეც, რომ შეიძლება ეს ყველაფერიც არ გქონოდა’’.

-ჯანდაბა ანნა -წიგნი დავხურე და თავი ხელებში ჩავმალე -ყოველი წამით უნდა იბედნიერო -თავად ავტორმა ჩემი სიტყვები ჩემს თავს ვუთხარი -მაგრამ მგონი მართლა აღარ შემიძლია, მაგრამ არა შეძლებ, შეძლებ, შეძლებ, ამაზე უარესი გადაიტანე, რისი წყალობითაც ახლა შენ აქ ხარ და შენ უბრალოდ არ არსებობ, შენ ვიღაც ხარ და რაღაცას წარმოადგენ, ეს ტკივილი იმასთან არაფერია, ერთხელ გადატანილს მეორედ უფრო მარტივად გადაიტან -ჩემი თავი გავამხნევე, წიგნი გვერდით მდგარ მაგიდაზე დავდე და ოთახში საქმის დასასრულებლად შევედი...
საღამოს 8 საათზე მთელი სახლი დალაგებული მქონდა, კმაყოფილმა თვალი ყველაფერს მოვავლე, მთელი დღის მშიერი სამზარეულოში შევედი, კვერცხი შევიწვი და შემდეგ, წყლით სავსე ჩაიდანი პატარა გაზის ბალონზე დავდგი, ჩაით სავსე ჭიქით აივანზე თბილად ჩაცმული და დამატებით პლედ შემოხვეული გავედი, სახლში ფეჩი ძლივს ავანთე და ახლა სანამ კარგად გაცხელდებოდა, მე აქ ჩაით გავთბებოდი, ეზოში სინათლე მქონდა კიდევ კარგი,თორემ სრულიად სიბნელეში მე ვერ დავრჩებოდი ღამე, ან საერთოდ როგორ დავიძინებ არ ვიცი, მეზობლებიც აქედან მოშორებით არიან, მანქანის გასაღებს მთელი დღის განმავლობაში გვერდიდან არ ვიცილებ თუ რამე მოხდა, მზად ვარ ყველაფერი დავტოვო და პირდაპირ გავვარდე, ჩემს უაზრო ფიქრებზე გამეცინა და აამ გაღიმებას საშიში ფილები მოყვა, რომელსაც ლუკასთან ერთად ვუყურებდი, როდესაც ასეთი ფილმების ნახევარს ხელის აფარებით ან თვალების დახუჭვით ვტოვებდი, ის კი ბავშვივით მეჩხუბებოდა, ახლა ასეთი რაღაცეების მოსმენა ჩემთვის შეიძლება ბანალური იყოს, მაგრამ იმ დროს, იმ მომენტში ჩვენ ხომ ძალიან ბედნიერები ვიყავით, გვაბედნიერებდა ერთმანეთზე მიხუტებულებს ფილმების ყურება, ანდა, რომელ თინეიჯერ გოგოს არ ესიამოვნებოდა მისი შეყვარებულისგან ზრუნვა, რომელიც ზრდასრულ ასაკში შეიძლება ჩვენთვის თავისმომაბეზრებელიც კი იყოს.
კიდევ ბევრი რამ იყო, ძალიან ბევრი რამ, რაც ლუკასთან მაკავშირებდა.
ტელეფონის ხმა გავიგე, თორნიკე მირეკავდა
-ანნა, როგორც იქნა დაგიკავშირდი, როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, მთელი დღეა ვცდილობ შენთან დაკავშირებას
-ხომ იცი, რომ აქ არ იჭერს ხანდახან
-ხო ვიცი,ვიცი როგორ გრძნობ თავს? ზედმეტად ბევრს ხომ არ ფიქრობ? -გაეცინა
-აღარ ვიცი თორნიკე რაზე ვიფიქრო, ბევრი რამ მახსენდება,ბევრს არ ვიხსენებ და არ ვიცი რა ვქნა
-მთავარია ის იმედი არ დაკარგო, რომლითაც დღემდე მოხვედი და ანნა, რას გრძნობ ლუკას მიმართ?დაბრუნდა, გვერდშიც კი გედგა, ანდროს შესახებაც კი იცის
-არვიცი თოკო, არაფერი ვიცი, რამდენიმე დღე აქ ვიქნები, იქნებ რამემ გამიკვალოს გზას
-შენი გრძნობაა მთავარი ხომ იცი არა?
-ვიცი თორნიკე, ვფიქრობ, აქ ყოფნა მაგ გრძნობის გარკვევაში დამეხმარება, ანდრო როგორ არის?
-სძინავს უკვე, ცოტა იწუწუნა დედა მომენატრაო, მაგრამ რაღაცეებს დავპირდი და რომ ჩამოხვალ უნდა შეუსრულო და როგორც ჩანს, შენ მანდ დიდ ხანს დარჩები, ამიტომ ფურცელზე ჩამოვწერ დანაპირებებს რამე რომ არ გამომრჩეს - გაგვეცინა
-თორნიკე ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და მართლა ძალიან გაფასებ?
-ვიცი ჩემო გოგო, მეც უზომოდ მიყვარხარ და იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გააკეთო მე არ გაგამტყუნებ, ‘’შენი არჩევანი შენი არჩევანია, მოიქეცი ისე, როგორც იმ წამს ყველაზე სწორი მიგაჩნია, თუნდაც ეს ყველაზე არასწორი ნაბიჯი იყოს’’ - ბოლო სიტყვები ჩემი წიგნიდან მოიყვანა და მაბედნიერებდა ასე კარგად რომ მიცნობდა, მაბედნიერებდა მისი, ანდროსი და დედაჩემის არსებობა, ‘’და ლუკა?’’ ჩამძახა ქვეცნობიერმა, ლუკა? არ ვიცი,მართლა არ ვიცი ვინ არის და რა უნდა, ვერ ვხვდები, ძალიან დაბნეული ვარ.. -ანნა - მომესმა თორნიკეს ხმა
-გისმენ
-რაზე ჩაფიქრდი?
-არაფერზე - ვთქვი და იატაკზე ერთ წერტილს მივაშტერდი
-ხო, ეგ შენი არაფერი, ვიცი რაც არის
-თორნიკე კარგი რა, გთხოვ ანდროს უთხარი, რომ ძალიან მალე ვნახავ და დედას ძალიან უყვარს
-კარგი ანნა, ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ მანდ განსატვირთად ხარ, კომპანიაზე და ჩვენზე არინერვიულო, თუ ისეთი საქმე გამოჩნდა რომელიც შენს გარეშე ვერ მოგვარდება აუცილებლად დაგიკავშირდები
-თორნიკე მიყვარხარ
-მეც ჩემო პატარაა და გთხოვ არ ინერვიულო
-კარგი, გკოცნით ძალიან ბევრს და ძილინებისა
-ძილინებისა
ტელეფონი გავთიშე,ჩაის ჭიქა ავიღე და სახლში შევედი, ფეჩს, ძალიან კარგად დაეთბო იქაურობა, საწოლზე ჩამოვჯექი, რომელიც მე ვაქციე ძალიან კომფორტულად. თვალი ცეცხლს გავუსწორე და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვუყურებდი, შემდეგ თბილ საწოლში შევწექი ტანსამცლითვე და მეგონა, რომ ყველაზე კარგად ახლა ვიყავი.
მეორე და მესამე დღე ძალიან ჩვეულებრივ გავატარე, სრულიად მარტომ. საღამოს ოდნავ შებინდებულზე, აივანზე ვიჯექი,როცა შორიდან მანქანის ხმა გავიგე, ყურადღება მივაქციე რა თქმა უნდა, რადგან მანქანა აქ საერთოდ არ გამოჩენილა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, სკამზე ოდნავ წინ წამოვიწიე, მანქანა ჩემს ჭიშკართან ახლოს შეჩერდა, იქიდან შავ მანტოში გამოწყობილი უცხო სილუეტი გადმოვიდა და საბარგულიდან რამდენიმე პარკი გადმოიღო, არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სახლი ჩემი იყო და არა ამ მამაკაცის, რომელიც ჩემს მსგავსად მოიწევდა სახლისკენ, ჭიშკარი შემოაღო და მე უკვე დანის ასაღებად გაქცეული მისმა დანახვამ და თან დართულმა ჩემმი სახელის თქმამ შემაჩერა
-ანნა -ლუკას ხმა იყო, მის ხმას ათასსში გამოვარჩევდი, აივანზე მოაჯირთან ახლოს მდგომი მალევე შემნიშნა და კართან ისე მოვიდა არაფერი უკითხავს
-ლუკა?
-პირველ სართულზე დავეშვი და კარში ახლახანს შემოსულ ლუკას შევეფეთე
-ანნა, გთხოვ ესენი გამომართვი, საშინლად ცივა და მალე გადაუღებელად წვიმას დაიწყებს, მგონი მოვასწარი - თქვა მაშინ, როდესაც ორივემ გარეთ თავსხმა წვიმის ხმა გავიგეთ
-აქ რას აკეთებ? -გაკვირვებულმა როგორც იქნა ხმა ამოვიღე
-მესამე დღეა რაც ვერ გიკავშირდები, თორნიკეც და დედაშენიც არაფერს ამბობენ ამიტომ გიპოვე და ჩამოგაკითხე
-ჩემს სივრცეში შემოიჭერი - პატარა ბავშვივით ვუსაყვედურე
-კარგი, მაშინ წავალ -პარკები უკან გამომართვა და კარისკენ წავიდა
-მოიცადე, ამ წვიმაში ვერსად წახვალ, შეიძლება ასეთი წვიმის გამო გზაც გაფუჭდეს და ვერ გახვიდე თბილისამდე, დარჩი და ხვალ წადი დღისით - ჩუმად ვუთხარი და მივხვდი, რომ ესიამოვნა ჩემი სიტყვები
-კარგი დავრჩები - მანტო გაიხადა და კართან მდგომ საკიდზე ჩამოკიდა, შემდეგ პარკები გამომართვა - სამზარეულო სად არის?
-ზემოთ - ხელით მეორე სართულზე ვანიშნე, და მე ჯერ კიდევ დაბნეული უკან მივყევი, სამზარეულოში შევიდა და პროდუქტების ამოლაგება დაიწყო -არ ვიცი რა წამოვიღე, ძალიან ვჩქარობდი და რაც კიმომხვდა ხელში ყველაფერი ვიყიდე.
-მადლობა - ჩაიდანი გაზზე დავდგი -ჩაის დალევ?
-კი ოღონდ ასეთი დაბნეული ნუ მიყურებ რა
-კარგი - ვთქვი და თავი მოვატრიალე
-მე ვთქვი, რომ ასე დაბნეული ნუ მიყურებ, ის კი არ მითქვამს საერთოდ არ მიყუროთქო
-კარგი თქო -ვუთხარი მეც და ჩემი ნიკაპიდან ხელი ჩამოვაღებინე
-ისე მართლა, აქ რატომ წამოხვედი?
-დასვენება მინდოდა
-ვისგან
-ზოგადად ყველაფრისგან - ჭიქები გადმოვიღე და შაქრის ჩაყრა დავიწყე, როცა ლუკამ მითხრა - 1 კოვზი
-მახსოვს - თქვი ჩუმად და ისედაც მოღუშული, უარესად მოვიღუშე, ლუკას ზედმეტად სიმხიარულე და თავისუფლება მაოცებდა
ჭიქები ოთახში გავიტანე, იმ ოთახში, სადაც ჩემი ღუნღულა საწოლი და ფეჩი მელოდა
-ეს ყველაფერი შენ მოაწყვე?
-კი, პირველივე დღეს
-ძალიან მყუდრო გარემოა
-კი ასეა
ჩაის ჭიქები იქვე მდგარ მაგიდაზე დავალაგე, ლუკამ სამზარეულოდან ცოტაოდენი ტკბილეულობა გამოიტანა, ვნერვიულობდი, რადგან არ ვიცოდი რა უნდოდა, რა უნდა მეთქვა , რაუნდა გამეკეთებინა, უკან ასეთ წვიმაში მართლა ვერ გავუშვებდი, ჩემი ნერვიულობის დასაფარად, ჩაის ჭიქა ხელებში მოვიქციე და საწოლის კიდეზე ფეხებმოკეცილი დავჯექი, ლუკა კი ფეჩთან ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა, მე ისევ ფეჩის ჭრილში შეშის წვას ვუყურებდი, ლუკას მზერას ვგრძნობდი,მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი
-როცა ვფიქრობ, რომ ძალიან შეცვლილი ხარ, სინამდვილეში ასე არაა
-მე შევიცვალე ლუკა, ის ბავშვი აღარ ვარ
-რა თქმა უნდა ანნა, მაგრამ მაინც შენ ისევ ის ხარ, იგივე გრძნობებით და სიყვარულით
-შეიძლება
ისევ სიჩუმე იყო, შეშის ტკაცა-ტკუცი ისმოდა, ლუკა სკამიდან ადგა და ჩემს გვერდით საწოლზე გადმოჯდა
-მინდა ოდესმე ის ყველაფერი გიამბო, რამაც შენი მიტოვება მაიძულა
-შეიძლება, ოღონდ ახლა არა ლუკა
-როცა გინდა ანნა,მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიქნები - თითები ერთმანეთში გადახლართა -რას გრძნობ?
-არ ვიცი, აქ სწორედ მაგიტომ ჩამოვედი
-ხელი შეგიშალე? მართლა მინდა გაერკვე, რადგან ასე ჩაფიქრებულს და თავგზაარეულს ვეღარ გიყურებ, მგონი არ უნდა ჩამოვსულიყავი
-ლუკა - წასასვლელად მომზადებული ხელით გავაჩერე -დარჩი -თვალებში შევხედე და იმას ვამბობდი, რაც ახლა ყველაზე მეტად მსურდა -არ დამტოვო -ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა
-კარგი, არ დაგტოვებ - დავინახე, როგორ გადაურბინა სახეზე ღიმილმა
-მე დავიძინებ -ხელი გავინთავისუფლე და საწოლის თავში ავცურდი
-კარგი და მე სად დავიძინო? - ახლა გამახსენდა, რომ მხოლოდ ეს საწოლი მოვაწესრიგე, რადგან მეტი არ მჭირდებოდა და არც იმაზე მიფიქრია, რომ ვინმე ასე მოულოდნელად ჩამოვიდოდა
-არ ვიცი - ჩემს საწოლს შევხედე, საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მასთან ერთად ძილი ერთ საწოლში, დისკომფორტს მიქმნიდა, იმ მხრივ, რომ ცუდი მოგონებები მახსენდებოდა, მეორე მხრივ, სასიამოვნოც კი იყო. თორნიკეს სიტყვები გამახსენდა: ‘’გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ კარგად იყო და თუ კი შესაძლებლობა გექნება ნუ გაიხსენებ მაინც და მაინც ცუდს და ნუ იმოქმედებ მისით, რადგან ეს კარგის მომტანი ვერ იქნება’’. -შეგიძლია აქ დაწვე -ხელით საწოლზე ვანიშნე და მხრები ავიჩეჩე
-კარგი -სინათლე გამორთო და 2 წუთში ვიგრძენი, რომ ლუკა ჩემს გვერდით საწოლში იწვა, მისგაან ზურგით მწოლიარე ნერვიულობისგან ვცახცახებდი, მის ღრმა სუნთქვას ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ ეღვიძა, მაგრამ არც არაფრის თქმას აპირებდა, საბანში კიდევ უფრო მეტად გავეხვიე, აქაური ჰაერი ჩემზე მოქმედებდა და საშინლად მეძინებოდა, სითბომ და დაღლილობამ ერთიანად მომთენთა, ჩაძინებულმა ხელების მოხვევა ვიგრძენი წელზე და კიდევ უფრო ნასიამოვნები გავიტრუნე და დავიძინე...

ნოემბრის 30 იყო, გარეთ საშინლად ციოდა, ჟინვალსაც ეტყობოდა ზამთრის მოახლოება, მეორე კვირა იწურებოდა, რაც აქ ვიყავი, ლუკა რამდენიმე დღით თბილისში იყო წასული, ანთებულ ფეჩზე წყალი გასაცხელებლად დავდგი, რადგან ყავა დამელია, მანამდე კი, თორნიკეს დავურეკე
-ანნა, როგორ მომენატრე, როგორ ხარ?
-მეც მომენატრეე, შენ როგორ ხარ თოკო?
-კომპანიაში ვარ ჩემო პატარა, რაღაც უმნიშვნელო საქმეებია და იმას ვაგვარებ
-თუ გინდა ჩამოვალ, 2 კვირაა უკვე გასული
-არა, მად იქამდე დარჩები სანამ არ დაისვენებ სულიერად
-ხომ მაგრამ, ჩემი მანდ ყოფნა იქნებ აუცილებელია? 2 კვირაა თქვენს გარდა არავისთან გავსულვარ კონტაქტზე
-თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე იყო, აუცილებლად დაგიკავშირდები ხომ იცი არა? ხო მართლა, ლუკამ გიკითხა, არ გვითქვამს არავის შენი მანდ ყოფნის ამბავი, არ ვიცოდი აქამდე მეთქვა თუ არა ეს
-ვიცი თოკო, მესამე დღეს მომძებნა და ჩამოვიდა
-ჩამოვიდა? ანნა, კარგად ხარ?
-ჩვეულებრივად ვარ, ლუკა არაფერში მიშლის ხელს, ზოგჯერ დღეს ისე გადის, რომ შეიძლება საერთოდ არც კი დავილაპარაკოთ, უბრალოდ აქ არის დაცვასავით და მეტი არაფერი
-ანნა, შენს ყველანაირ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და დაგეხმარები კიდევაც და გვერდში დაგიდგები, მაგრამ რა ვქნა, ლუკა მაინც და მაინც არ მეხატება გულზე, იმიტომ, რო ვიცი რაც გაგიკეთა და როგორც გტკიოდა მის გამო, მე ხომ სწორედ ამ დროს გაგიცანი
-ვიცი თორნიკე, მაგრამ არაფერს ვგრძნობს მის მიმართ, იმდენად დიდ ხანს და ძლიერად მტკიოდა, რომ მართლა ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ, ის ადამიანი ვარ, რომელიც არასოდეს მინდოდა რომ ვყოფილიყავი, მგონია,რომ ვერაფერი ვეღარ შეძლებს ლუკას მიმართ ჩემი ამ გრძნობების გალღობას, თითქოს უემოციოც ვარ, აქ რომ ჩამოვედი, მაშინ ყველაფერზე ვფიქრობდი, ბევრჯერ ამეტირა, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია
-ანნა, შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ჩემს ცხოვრებაში, რომელთანაც ყველაზე დიდი სიყვარული მაკავშირებს და ანალოგიურს ვგრძნობ შენი მხრიდანაც, შენ უემოციო და ცივი ადამიანი ვერასოდეს გახდები და დაიმახსოვრე, ეს ერთადერთი რამაა, რასაც ვერასოდეს შეძლებ.
-მადლობა თორნიკე, უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჯერ მზად არაფრისთვის არ ვარ, ამ 4წლის განმავლობაში ეს ერთადერთი დროა, როდესაც მინდა, რომ ცოტახნით გავჩერდე
-მერე გაჩერდი ანნა, ეს ნორმალური რამაა ადამიანის ცხოვრებაში, შენ შეგიძლია გაჩერდე ანნა სულ ცოტახნით მაინც და უბრალოდ შორიდან უყურო ყველაფერს
-მადლობა თორნიკე
ტელეფონი გავთიშე, არ ვიცოდი თორნიკე დღეს დაბრუნდებოდა თუ არა,თბილად ჩავიცვი და სახლიდან გავედი, ჟინვალის ნაპირზე მივსეირნობდი, გარშემორტყმულ მთებს ვუყურებდი და ვტკბებოდი, ანდრო ძალიან მენატრებოდა და ზუსტად ვიცი მასაც ვენატრებოდი, ძალიან ცუდი დედასავით ვიქცეოდი ეს მეც ვიცოდი, მაგრამ მერწმუნეთ ახლა ყველაზე მეტად აქ სიმშვიდე მჭირდებოდა, ხანდახსან ასეთი მომენტები მშობლებსაც გვჭირდებოდა, ანდრო ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი იყო, ჩემი პატარა, ახლაც მახსოვს ის დღე, როცა დაიბადა, ხელში პირველად, რომ ავიყვანე ისეთი პატარა იყო, ისე მეშინოდა რაიმე არ სტკენოდა, მუდმივად ვცდილობდი ჩემთან მყოლოდა, დედაჩემმა, როცა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი საშინლად მომექცა, აბორტის გაკეთებას მთხოვდა, რადგან ჯერ მხოლოდ 19 წლის ვიყავი და თანაც, უკვე მარტოხელა დედა, მაგრა, ვერაფერმა შემიშალა ხელი, შემდეგ უბრალოდ მოვიდა ერთ დღეს და პატიება მთხოვა, არ ვიცი რატომ და ვფიქრობ, რომ ეს კახას დამსახურებაა, ელენეს - დედაჩემის დარწმუნებაში, რომ ახლა ის მჭირდებოდა ყველაზე მეტად. კახა დედაჩემის მეორე ქმარია და ძალიან კარგი ადამიანი, საკუთარ მამაზე მეტად ის მედგა გვერდში და მხარს მიჭერდა, შენიშვნების მოცემასაც არ ერიდებოდა, მაგრამ ტყუილად არასოდეს უსაყვედურია ჩემთვის და მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისი რჩევები გამეთვალისწინებინა, კახა ის ერთ-ერთი მთავარი ადამიანია, რომელსაც ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ჟინვალის ნაპირთან მიწაზე დავჯექი, მამაჩემი გამახსენდა, ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა მაინც არ გამოდიოდა, მაინც მენატრებოდა, იმის მიუხედავად, რომ მასთან ვცხოვრობდი სახლში და თითქმის უმეტესად მეჩხუბებოდა ან უკმყოფილო იყო, ახლა მაინც მაკლდა, მისგან თითქმის არასოდეს მიგვრძნია სითბო, ვფიქრობდი, რომ მისი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიყავი და ის ერთადერთი რამ, რომელიც არ აბედნიერებდა, მეგონა, რომ ანდროს მსგავსს სიტუაციაში დავიბადე და ამის გამო, მამაჩემს არ ვუყვარდი, იმასაც კი ვფიქრობდი, რომ მისთვის ტვირთი ვიყავი. 24 წლის ვარ და ეს ვითომ ბავშვური აზრები ვერ გავფანტე, რადგან ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მშობლებისგან მიღებული ტკივილი ყველა ასაკში ტკივილია.
მობილური ჯიბიდან ამოვიღე და მამაჩემთან ერთად გადაღებულ ერთადერთ ფოტოს დავხედე
-ერთხელ მაინც, რომ გეგრძნობინებინა სიყვარული, რომელსაც მამები შვილებს აგრძნობინებენ ხოლმე, იქნებ მეც აღარ შემრცხვენოდა შენთან ჩასახუტებლად მოსვლა და იქნებ, შეგყვარებოდი კიდევაც, იქნებ აღარ ვყოფილიყავი შენთვის ტვირთი და არ გეფიქრა,რომ შემთვის იმედის გამცრუებელი ვიყავი, მინდოდა ჩემით გეამაყა, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ან დავასრულე, ან, როცა ჩემი ბიზნესი დავიწყე და წარმატებას მივაღწიე, თითოეული წარმატების შემდეგ, სახლში ბედნიერი მოვდიოდი, რადგან მინდოდა სიამაყით შემოგეხედა, მოგელოცა და ჩამხუტებოდი, მაგრამ არასოდეს... ის ვარ, ვისიც ყოლა არასოდეს გინდოდა, ლუკას, რომ არ მივეტოვებინე შენნაირი გახდებოდა ანდროს მიმართებაში? -ვკითხე ჩემს თავს ხმამაღლა და თვალი ჟინვალს გავუსწორე - ხანდახან, როგორ ძალიან გვინდა, რომ კარგად ვიყოთ და როგორ არ გამოგვდის - ცრემლი მოვიწმინდე - თორნიკე მართალია, როგორი ცივ ადამიანადაც არ უნდა მოვაჩვენო ირგვლივ ადამიანებს თავი, ჩემს თავთან მარტო დარჩენილი ამას ვერ შევძლებ.
ფეხზე წამოვდექი და სახლისკენ დავიძარი, სახლთან მისულს ლუკას მანქანა დამხვდა
-ლუკა, ჩემგან ახლა რა გინდა ნეტავ ეგ მაინც ვიცოდე, ან აქ საერთოდ რატომ ხარ, ამ რატომ გამოჩდი? -ვკითხე ჩემს თავს, თმახელით უკან გადავიწიე და სახლში შევედი
-ანნა მოხვედი? ცხელი ჩაი გინდა? - მეორე სართულზე ასულს მკითხა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, დღეს საკმაოდ მოწყენილი ჩანდა
-მადლობა - ვუთხარი ჩაისთვის -კარგად ხარ?
-კი,ნორმალურად
-რამე მოხდა?
-რაღაცას გეტყვი, ოღონდ გთხოვ არ მეჩხუბო
-გისმენ
-ანდროსთან ვიყავი დღეს, მართალია, თორნიკე არ მაძლევდა უფლებას,მაგრამ მაინც შევძელი მისი ნახვა - ხელში რაღაც გამეჩხირა, ლუკა ანდროსთან იყი, ანდრო მამამისს შეხვდა
-რა უთხარი? -მეშინოდა, რომ ანდრო მამამისის შესახებ გაიგებდა
-უბრალოდ დაველაპარაკე
-იმედია არ გითქვამს ვინც ხარ
-არა ანნა, მინდა ეს შენგან გაიგოს - წამით წარმოვიდგინე,ანდროს როგორ ძალიან ეტკინებოდა, როდესაც მამამისის შესახებ ახლა გაიგებდა
-არა ლუკა, არავითარ შემთხვევაში, ანდროს ამას არ ვეტყვი
-მაშინ მე ვეტყვი
-არა, იცოდე არ გაბედო
-ანნა, ის ჩემი შვილიცაა
-ლუკაა გითხარი არ გაბედოთქო, იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ - ჩემს თავზე კონტროლს ვკარგავდი -ის შენი შვილიცაა, მართალია, მაგრამ შენ მისთვის მკვდარი ხარ
-ანნა, ჩემს შვილს ვერ დამაშორებ იცოდე - ხმას აუწია
-შენ მას თავად დაშორდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი არსებობის შესახებ გაიგე და როცა მიატოვე
-ანნა - ხელი მაგიდას დაარტყა, ეტყობოდა, რომ ამის მოსმენა არ სიამოვნებდა - ამას ნუ მეუბნები ყოველ წუთს
-მაშინ,ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო, რომლის გამოც მე ამის გამეორება დამჭირდება, შენ ჩვენ მიგვატოვე ლუკა, ჩვენზე უარი თქვი, უკვე 2 კვირაა თითქმის ყოველ დღე გხვდები, შენთან ერთად ერთ საწოლში მძინავს, მაგრამ იცოდე ეს არაფერს ნიშნავს, მე უბრალოდ ბრძოლის თავი აღარ მაქვს გესმის? დავიღალეე,წახვედი, მიგვატოვე, დამტანჯე, 4 წელი ამას ვებრძოდი, მერე გამოჩნდი და ახლა ხანდახან ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არაფერს ვამბობ და იცი რატომ? იმიტომ, რომ ვერაფერს ვგრძნობ, გავიყინე გესმის? ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ როცა საქმე ანდროს ეხება მანდ უკვე ცხოველს ვემსაგვსები, რომელსაც თავისი შვილის დაცვა უნდა
-დაცვა ვისგან? მამამისისგან
-კიი ლუკა,მამამისისგანაც, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენი რამ გადავიტანე იმის გამო, რომ ანდროს სიცოცხლე შემენარჩუნებინა, მეგონა, ყველაფერი მაშინ გაიგე, როდესაც საავადმყოფოში მოხვედი, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი, ხოდა ახლა მომისმინე, ამ წლების განმავლობაში ნორმალურად ერთი ღამეც კი არ მძინებია, იმის შიშით, რომ ვინმეს რამე არ დაეშავებინა დაიცი რატომ?იმიტომ, რომ არავის უნდოდა მისი ამ ქვეყანაზე მოვლენა, არავის უნდოდაა, საერთოდ არავის, რამდენჯერ მცემა მამაჩემმა,ან როგორ მიმატოვა დედაჩემმა წარმოდგენა მაინც გაქვს? ყველას და ყველაფერს ვებრძოდი და ახლა შენ ასე მოდიხარ და მეუბნები, რომ ანდრო ნახე და თან გინდა, რომ მას შენს შესახებ მოუყვე? იცოდე ამის უფლებას არ მოგცემ, არ მოგცემ უფლებას, რომ ჩემს ცხოვრებაში ისე შემოხვიდე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა და რაც მთავარია, არ მოგცემ უფლებას ანდროს გული ატკინო - გამწარებულმა საწოლზე დადებული ქურთუკი და მანქანის გასაღები ავიღე და ეზოში გავედი,მანქანაში ჩავჯექი და დავძარი,აღარ შემეძლო აქ ყოფნა, მაინც არ მაცდიდა დასვენებას, დავინახე ლუკა, როგორ გამორბოდა, მაგრამ დააგვიანა, ისევ დააგვიანა. საათნახევარში თბილისში ვიყავი,მაშინვე თორნიკესთან მივედი, უკვე ღამის 11 საათი იყო, კარი გამიღო თუ არა, გაკვირვებულ თორნიკესთან მივედი და მთელი ძალით შემოვეხვიე
-გთხოვ,მითხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ჩემი და ანდროს გვერდით იქნები - ტირილი დავიწყე და ვტიროდი, თორნიკე ხელს არ მიშლიდა, დრო და დრო თმაზე მეფერებოდა, ამით მანიშნებდა, რომ ჩემს გვერდით იყო, ანდროს გვერდით ოთახში ეძინა, კარზე ზარის ხმა იყო, ცრემლები შევიმშრალე და ანდროსთან შესვლას ვაპირებდი, როდესაც ჩხუბის ხმა მომესმა, შემდეგ ქარბორბალასავით ოთახში შემოვარდნილ ლუკას და მის უკან მოყოლილ თორნიკეს შევხედე
-დღეს გაიგებ ყველაფერს, გაიგებ მეც როგორ მტკიოდა, არ მაინტერესებს ახლა გინდა თუ არა ამის მოსმენა, დღეს სიმართლე გაირკვევა, რადგან ეს 4 წლის ტანჯვა მეც ყელში ამომივიდა უკვე....


ესეც მე5 თავიი, ძალიან ვნერვიულობ, არ მინდა თქვენი წინა ძალიან სასიამოვნო და სტიმულის მომცემი კომენტარების იმედები არ გაგიცრუთ... გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ...
პ.ს თავი გავზარდეე და მალრც დაცდე წინა თავებთან შედარებით.
მადლობაა ასეთი გამხნევებისთვის თუ სტიმულისათვიის ყველას ♥♥



№1  offline წევრი Soposofi

Vaime vaime vaime ai dzalian momwons dzalin d avelodwbi gagrdzelebas maleee <3

 


№2  offline წევრი Gimilis gogo

Soposofi
Vaime vaime vaime ai dzalian momwons dzalin d avelodwbi gagrdzelebas maleee <3

ვაიმე ვაიმე, როგორ გამახარეე, აუცილებლად იქნება შემდეგი თავიი და მაქსინალურად ვეცდები რომ მალე დავდოო

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

ეს გოგო ცოტა არაადეკვატურია. მგონი თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა. ამდენი დღე ლუკა გვერდით ყავს და თურმე მიზეზის თქმის და ახსნის დრო ჯერ არ არისო, არაფერს ვგრძნობო და ასე შემდეგ. თან გასაშვებად არ ემეტება.
ეს ბიჭიც კიდე, ამხელა გზაზე ჩამოვიდა, ეძება და არმოსული უკან ბრუნდება, აბა რას მოდიოდა.ცოტა გაერკვნენ საკუთარ თავში, ჯობია.

 


№4  offline წევრი Gimilis gogo

სტუმარი ლიკა
ეს გოგო ცოტა არაადეკვატურია. მგონი თვითონ ვერ გაურკვევია რა უნდა. ამდენი დღე ლუკა გვერდით ყავს და თურმე მიზეზის თქმის და ახსნის დრო ჯერ არ არისო, არაფერს ვგრძნობო და ასე შემდეგ. თან გასაშვებად არ ემეტება.
ეს ბიჭიც კიდე, ამხელა გზაზე ჩამოვიდა, ეძება და არმოსული უკან ბრუნდება, აბა რას მოდიოდა.ცოტა გაერკვნენ საკუთარ თავში, ჯობია.

გამიხარდა თქვენი აზრი, რომ მოვისმინე, სწორედ ამიტომ გთხოვდით თქვენი აზრის დაფისქირებას

 


№5 სტუმარი Ta.taaa

Rodis iqneba shemdegi taviii, vkvdebi interesiit sad gawyvite haa??!!

 


№6  offline წევრი Gimilis gogo

Ta.taaa
Rodis iqneba shemdegi taviii, vkvdebi interesiit sad gawyvite haa??!!

დღეს დაიდება ცოტა მოგვიანებით, აუცილებლად ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent