შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლება! (სრულად)


8-11-2019, 23:39
ავტორი Mariami 1408
ნანახია 4 785

თეთრი ოთახი იყო, ძალიან თეთრი. ამ სიქათქათის სუნიც კი იგრძნობოდა.
ვგრძნობდი როგორ მიჯდებოდა ტანში ოთხ კედელში ყოფნა, შეჩვევა. მწარედ ვსუნთქავდი, თან წყალს ვსვადი იმისთვის რომ გული არ წამსვლოდა. არ ვნერვიულობდი, უბრლოდ ბავშვობიდან თანდაყოლილად მაქვს კლაოსტროფობია.
ოთახში ქალი შემოვიდა, მუქი შავი თმა ჰქონდა. მდარე ტანსაცმელი ეცვა, მდარეში უგემოვნოს ვგულისხმობ. შავი მუქი თვალები ჰქონდა და ოდნავ გრძელი ცხვირი. ნაკლებით გამოურჩეოდა, მაგრამ ისეთი ლამაზი ხელები ჰქონდა, ისეთი გრძელი, დახვეწილი რომ ყველა მის ყველა დაგავიწყებდათ.
ჩემს წინ დაჯდა და პირდაპირ თვალებში შემომხედა, მე კი მის “ფაიფურის” ხელებს დავაცქერდი.
პირველი თხუთმეტი წუთი ჩუმად იჯდა, მხოლოდ და მხოლოდ მაკვირდებიდა. შემდეგ კი დაიწყო
-მძიმე ბრალდებაა-
გამეღიმა.
-რამე სასაცილოს ხედავთ?
-შეიძლება.-ვუთხარი მას და მზერა ახლა მის თვალებს მივაპყარი.
-მაგალითად რას?
-ამ უბადრუკ განყოფილებას, უბადრუკი ხალხით. არათავისუფლების შეგრძნება კანში გაქვთ გამჯდარი.
-და თქვენ თვლით რომ თავისუფალი ხართ?
-სრულებით!
ქალმა კვლავ ჩემი თვალიერება დაიწყო, მაგრამ ახლა უფრო ღრმად.
-თეა მქვია-თქვა ბოლოს.
-ვიცი.
-შენ საქმეს მე გავუძღვები წინ.
-ეგეც ვიცი.
-ჭკვიანი გოგო ყოფილხარ.
-არც ვუარყოფ.
-ხვდები რომ შენს სიჭკვიანეს აი ახლა ამ წამს, გამოჩენის უფლება არ მიეცი? ძალით რომ დაიღუპე თავი ხვდები?
-თავი დავიღუპე? თქვენ იცით რა არის გზა გადახვეული ადამიანი? უი, სულ დამავიწყდა თვენ ხომ დეტექტივი ხართ, ასეთი ბევრი საქმე გქონიათ-მწარედ გამეცინა.
-ეგ ირონი არ გიშველის.-ფეხზე წამოდგა და ქურთუკი გაიხადა. კამერის დამონტაჟებასაც შეუდგა. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგენი რომ ოკეანეზე ვიწექი. ჩემი სხეული წყალზე მინარნარებდა. ყურში ტალღების ხმა მესმოდა, წყლის წვეყები ჯერ კიდევ დასრიალებდნენ ჩემს სხეულზე. ვგრძნობდი როგორ აღწევდა მარილიანი წყლის სიველურე და თავისუფლება, შთაგონება და აღმაფრენა, აღმოჩენა და სიდიადე ჩემ კანქვეშ.
თითქოს გული მიძახოდა.
ნენე...
ნენე...
თავისუფალი ხარ...
ნენე...
როგორც იქნა!
-გამოგხიზლდი-დამიყვირა თეამ და უეცრად გავახილე თვალები.-აბა ამიღწერე რაზე ჩაფიქრდი ასე ღრმად.
-ვთვლი რომ ეს ჩემი პირადი სივრვეა-ვთქვი და წყალი მოვსვი.
-მე ახლა რამდენიმე კითხვას დაგისვამ და ყველაზე მიპასუხებ მიყოლებით.
თანხმობის ნიშნად გავუღიმე.
-სახელი?
-ნენე.
-გვარი?
-ჩარკვიანი.
გამომძიებელს ჩაეღიმა ჩემი გვარის მოსმენისას.
-მშობლები?
-არ არიან.
-რას ნიშნავს არ არიან?
-ასე უბრალოდ გაქრნენ.
-აბა როგორ გაჩნდი?-სიცილით იკითხა თეამ.
-არაფრისგან გავჩნდი.
ქალი დაიბნადა ოდნავ შეეშინდა.
-რისი გეშინია?
-დახურული სივრცის, კლოუნების და მწერების.
-შენი ყველაზე დიდი ნაკლი?
-საშინლად მიყვარს თავისუფლება.
-ყველაზე დიდი პლიუსი?
-თავისუფლებისკენ მივისრაფი.
-ოცნება?
-თავისუფლება.
-მგონი გადაღლილი ხარ-თქვა ქალმა დაეჭვებით-ჯობია ცოტახნით თავი დაგანებო.
ადგა და კარი გაიხურა.
***
ზუსტად სამ საათში დაბრუნდა უკან.
არაფერი უთქვამს, კვლავ მის ადგილს დაუვრუნდა და დიალოგი განაგრძო.
-შენი აზრით რისთვის უნდა იცოცხლოს ადამიანმა?
-ჩემი აზრით ადამიანი საერთოდ არ უნდა არსებობდეს.
ქალს ხმა მაღლა აღმოხდა.
-როგორ ადამიანებს ვერ იტან?
-ვერ ვიტან ჭკვიანს ადამიანებს. ვგულისხმობ რომ საკუთარი თავის ქება უყვართ. დაუშვად რაღაც კონკურში მიიღე მომაწილეობა და გაიმარჯვე, ვერ ვიტან როდესაც ეს ადამიანი საკუთარ თავს ადდიდებს. მძაგს როდესაც ყველასთან მიდის და ეუბნება, “გამარჯობა მე კონკურსი მოვიგე”. თავის ჭკუაში რომ არიან საშინლად დარწმუნებულები და რომ გონიათ მათზე გონიერი არ მოსულა არავინ დედამიწაზე. არადა რეალურად ერთი უბადრუკი ადამიანევი არიან. იცით? შემიძლია მაგალითიც მოგიყვანოთ. ერთი ჩემი ახლობელი იყო ზუსტად ეგეთი. დაგეყრდნობოდა ხელზე და დაიწყებდა მისი დიოტური, არაფრის მომცემი სტანდარტების გარჩევას. არადა რეალურად სტანდარტები რა იყო ისიც არ იცოდა.
-რა გინდა რომ ასეთ ადამიანს გაუკეთო?
-მინდა ისინი ყველა, ერთ ოთახში გამოვკეტო და სიკვდილამდე ვაწამო. ოღონდ არა ჩუმად, არამედ ისე რომ მათი კივილი კედლებს აზანზარებდეს.
-და შენ ეს ყველაფერი სიამოვნებას მოგიტანს?
-მე ვთვლი რომ ქედმაღალ ადამიანებს სიცოცხლე არ უნდა ჰქონდეთ!
დეტექტივი ათი წუთი გაჩუმდა. ღრმად ჩაფიქრდა ეტყობოდა.
-ნენე, სად არის მსხვერპლი?
-რომელი მსხვერპლი?-გამცინა ჩემებურად.
-ქალი რომელიც გაიტაცე.
-მე არავინ გამიტაცებია.
-ტყუი!
-აგენტო, გინდათ კარგი ისტორია მოგითხროთ?
როდესაც ბავშვი ვიყავი დედაჩემი გარდაიცვალა. მე ასე სამი ითხი წლისა ვიქნებოდი და მამაჩემის ხელში დავრჩი. ასე 6 წლის რომ გავხდი მამამ ლოთობა დაიწყო, თუმცა ის შემდეგ მის დიდ სიყვარულს შეხვდა და ცოლად მოიყვანა. უზარმაზარი ქორწილი გადაიხადეს, ბევრი ხალხი დაპატიჟეს. დედაჩემის სახინებელიც კი გადააკეთეს რადგან იმ ქალბატონს ასე უნდოდა. თავიდან იგი ზმრუნველი იყო, ძალიან მზრუნველი. სანამ მამაჩემი მუშაობას დაიწყებდა. აბა თუ გამოიცნობთ რას მიშვებოდა როცა მამა სახლში არ იყო?
აგენტმა თავი ნელა გააქნია.
-სარდაფში ჩავყავდი. ჯაჭვით მაბავდა. მწარედ მირტყამდა, ძალიან მწარედ. ახლაც მახსოვს ჩემი დალურჯებული ხელები, ფეხები. სიმწრისგან რომ ვტიროდი და ვემუდარებოდი გავეშვი. დედაჩემს ვეხვეწებოდი რომ ჩამოსულიყოდა გავეთავისუფლებინე ან მასთან წავეყვანე. მუხლებზე დაჩოქილი ვლოცულობდი რომ მალე მომკვდარიყავი. არაფერი იცვლებოდა. ერთხელ თითი მომაჭრა შემდეგ კი თვითოვნე მიმაკერა. ერთხელ ვიღაც კაცი მოიყვანა, ჩემი თავი გააუპატიურებია და აცემინა. გაუპატიურებაში სექსუალურ კავშირს არ ვგულისხმობ, ის კაცი მის ბინძურ ხელებს მისმევდა ჩემს სხეულზე. რაღაც საშინელებებს მიკეთებდა და მე ბავშვი, სულ რაღაც შვიდი წლისა ვიქნებოდი, ვნატრობდი რომ მომკვდარიყავი. ვნატრობდი რომ არ დავბადებულიყავი, ვნატრობდი რომ ისისნი მომკვდარიყვნენ. და ჩემი დედინაცვალი წამებით მომკვდარიყო.
ფრაზა მაქვს განაგონი
“ცოცხალ დედინაცვალს, მკვადრი დედაჩემი მირჩევნიაო”
და ეს ფრაზა ნაწილობრივ ალბათ მე მეკუთვნის.
ზუსტად ორი წელი ასე მიდიოდა ჩემი ცხოვრება. ტანჯვა წამება გარს მეხვია, არავინ იყო ჩემი მშველელი.
ერთხელ როდესაც ჩვეულებრივ მაწამებდა მამაჩემმა მოგვისწრო. იმ დღეს პირველად, პირვლად გავიღიმწ. მამაჩემი გიჟდებოდა ჩემზე და ვიცოდი ნებისმიერს მოკლავდა ჩემს გამო.
გამწარდა. ალბათ ასეთი რამ მაშინაც არ უგრძვნია დედა მომაკვდავი რომ დაინახა. მომმვარდა და ხელები გამიხსნა. ფერება დამიწყო მითხრა რომ ჩემთან იყო და ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა.
შემდეგ კი იმ ქლს მიუბრუნდა. იკამათეს იჩხუბეს, ყველაფერი დალეწეს, ბოლოს კი იმ ნახირალამ რა ქნა იცით? მამაჩემს დანა დაარტყა. ჩემს თვალწინ მოკლა ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. ადამიანი რომლის იქითაც ჩემი ცხოვრება არ მიდიოდა. მოკლად ადამიანი რომლისთვის მთელ ცხოვრებას დავთმობდი.
მომკლა მე...
დეტექტივი მიყურებდა და ცრემლები სდიოდა. ხელები მაგრად ჰქონდა შეკრული და თითქოს ჩემს ამბავს თავადვე განიცდიდა.
-გაინტერესებთ ვინ იყო ის ქალი? თქვენი მსხვერპლი.
წლები ვიცდდიდი თავშესაფარში ამ დღისთვის. და მე ეს გავაკეთე ეს შევძელი!
გავჩუმდი... დეტექტივსბზურგი ვაქციე.
სიჩუმე ხმაურობდა საზარლად.
***
ორი საათი გასულიყო. ოთახში რიგითი პოლიციელი შემოვიდა.
-გარდაცვლილი ვიპოვეთ!
თეამ მე შემომხედა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა და მწარედ ამოიგმინა.
ცოტა ხანი ჩაფიქრდა.
-ის იმსახურებდა ამას!-თქვა უეცრად.-შენ შეიძლება გარეთაც გახვიდე. შენი ბოლო სიტყვა კანერაში და საკანში გადაგიყვანენ.
თვალები დავხუჭე კვლავ.
ისევ ზღვა.
ძახილი.
ნენე....
თავისუფლება!
დედა!
-მე თავისუფალი ვარ!-ვთქვი და ფეხსაცმლიდან დანა ამოვიღე-თავისუფალი ვარ, დედა!
დანა ყელზე გავისვი...
ზღვა.
ძახილი.
სიბნელე.
თავისუფლება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent