მე შენამდე . დასასრულის დასაწყისი
დიახ ეს მე ვარ . რამოდენიმე თვის წინ ჩემი ისტორიის წერა დავიწყე და მთელი არსებით გადმოვცემდი იმას, რასაც განვიცდიდი . ალბათ გახსოვართ .გერმანიაში ჩასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მგზავრობის დრო უსასრულოდ მეწელებოდა მეგონა 1 კვირა ჰაერში ვიყავი გამოკიდებული. დრო ისე ნელა გადიოდა... თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას დაეშვა , ბარგის ლოდინი , უსასრულო რიგი . ვგრძნობდი იქვე წავიქცეოდი ნერვიულობისგან. სახეზე ფერი აღარ მედო. სულ უფრო და უფრო მიჩქარდებოდა გული და ამ სიტუაციას ვერ ვერეოდი, თავს ხელში ვერ ვიყვანდი. ერთი სული მქონდა ჩემს მწვანეთვალებას ჩავხუტებოდი , იმ ადამიანს , რომელსაც თურმე მთელი ცხოვრება ვეძებდი . ასეთი დარწმუნებული ჩემს თავში არასდროს ვყოფილვარ.! დიახ! ის ნამდვილად ის იყო! ვინც მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გვერდით მყოლოდა და აღარასდროს დამეკარგა. ბედნიერებისგან გული ალბათ საგულედან ამომივარდებოდა. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ეს გრძნობა . თუ ერთხელ მაინც განგიცდია ეს, მკითხველო! მიხვდები როგორ მდგომარეობაშიც ვიყავი. გახსენებისას ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის... მოკლედ, სამშვიდობოს გავაღწიე, ერთიანად აკანკალებულს გიორგის ძებნა დიდ ხანს არ დამიწყია . როგორც კი ხალხი დავინახე, მათ შორის გიორგის თვალები წამში ამოვიცანი! აი მაშინ კი მივხვდი , რომ შარში ვიყავი! უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და გულში ვფიქრობდი “ აქ არ დავარდე, ცოტაც მოითმინე “ . მის მზერაში იმხელა სიყვარული ვიგრძენი , მთელი ცხოვრება რომ არასდროს დამავიწყდება . ხალხის რიგში გავაჭერი და ნაბიჯებს მოვუმატე , მალე მთელი აეროპორტი მომაშტერდა , როგორ მივრბოდი ჩემი ბიჭის ჩასახუტებლად ! არც გიორგიმ დააყოვნა , და აი როგორც იქნა . მას ისე ძლიერ, ისე ძლიერ მივეკარი.. მთელი სხეული მიცახცახებდა, თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა , პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი . რამოდენიმე წუთით ასე , გაუნძრევლად , ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიდექით და ნერვიულობისგან ვერც ერთი ხმას ვერ ვიღებდით . ბოლოს, როგორც იქნა გამოვიწიე და მის ღრმა თვალებში ჩავიძირე . მისი მწვანე თვალები სიხარულისკან აბრიალებულიყო . ვუყურებდი და თავი სიზმარში მეგონა . სახეზე ღიმილმა გადაგვკრა ორივეს .... -ეს სიზმარია ? ვუთხარი და გამეცინა -იცი რამდენი წელი ველოდი ამ მომენტს? -ვიცი, 3 წელი. საერთოდ არ შეცვლილხარ, რანაირი ხარ , ისევ ისეთი , სიმპათიური, მომხიბვლელი და უზომოდ საყვარელი .. ნერვიულობისგან რას ვბოდავდი, აღარც მახსოვს .. მთელი ძალით ჩავეხუტე და კვლავ ტირილი ამიტყდა. ვერ ვიჯერებდი! რომ ეს მართლა ჩემს თავს ხდებოდა, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს წინ ის იდგა! ვინც სიგიჟემდე მენატრებოდა და სიზმრებში მყავდა! ვინც ჩემი ცხოვრება სასიამოვნოდ თავდაყირა დააყენა. და მე ბედნიერი ვიყავი! აეროპორტიდან გიორგის სახლში წავედით ! მთელი გზა მის მხარზე მედო თავი და მის სუნს ვგრძნობდი!- სურნელს, რომელიც 3 წელი მენატრებოდა და ვერ ვივიწყებდი . -შენ ვერც წარმოიდგენ, როგორ მენატრებოდი, სიტყვებით ძნელია გადმოსცე, თან ხოიცი რა ტიპი ვარ . ესე არასდროს ვყოფილვარ , პირველად წამომივიდა ცრემლები და ქალაჩუნასავით ერთ ადგილზე გავქვავდი . არვიცი რა დამემართა, ჩვენი შეხვედრის ყველანაირი ვარიანტი მქონდა განხილული, მაგრამ ესეთი არა . გაეცინა -გიორგი -გისმენ. -ძალიან მიყვარხარ -მე უფრო მეტად მიყვარხარ! და გპირდები -რას? -რომ სულ შენს გვერდით ვიქნები. სამი წელი კი არა , სამი წამით არ დაგტოვებ მარტოს . სულ ყველგან მე გეყოლები, სიზმარში , ცხადში, აქაც,იქაც. სულ, ყოველთვის და ყველგან. მაპატიე ლიკა’! მაპატიე რომ გული გატკინე. სამი წელი ნერვიულობაში და ტირილში გაგატარებინე . მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო! კიდევ იმას გპირდები, რომ ყველა დარდს დაგავიწყებ. ყველა ცრემლს სიხარულის ცრემლად გადაგიქცევ. და მე მეყვარები, სიცოცხლის ბოლომდე . ამას გპირდები! ეს ის სიტყვები იყო, რომლის გაგონებაზეც ყელა გოგო ოცნებობს! მინდა თითოეული ადამიანი, ისეთი ბედნიერი იყოს, როგორიც იმ დროს მე ვიყავი. მე ძალიან ბევრი გამოვიარე , ბევრი დარდი და ნერვიულობა გადავიტანე , დეპრესიაც მქონდა, ზეც ვფიქრობდი, ალბათ გახსოვთ . მაგრამ თუ შენ ახლა ამას კითხულობ. დამიჯერე! რომ ყველა განსაცდელი წავა, და ბედნიერება მოვა . პ.ს დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვართ. რამოდენიმე კვირის წინ დასრულდა ჩემი არდადეგები და საქართველოში დავბრუნდი , გიორგი საქმეების მოსაგვარებლად დარჩა . თუმცა მალე ჩამოვა და ისევ გვერდით მეყოლება , ჩემი მწვანეთვალება პ.ს.ს ძალიან დიდი ბოდიში , უფრო ადრე ვერ მოვახერხე ჩემი ისტორიის დაწერა. გამიხარდება, თუ ვინმეს გახსოვთ და წაიკითხავთ. მადლობა გულშემატკივრობისთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.