შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (13 თავი)


20-11-2019, 10:25
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 714

მთელი ღამე ტირილში გავათენე, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, წასასვლელი არსად მქონდა, არვიცოდი რა გამეკეთებინა, მხოლოდ ის ვიცოდი რომ სახლში აღარ უნდა დავბეუნებულიყავი და სანდროს სახლიდანაც რაც შეიძლება მალე უნდა წავსულიყავი, ხაფანგში მომწყვდეული თაგვივით ვგრძნობდი თავს და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა, დილით ისეთი დასიებული მქონდა თვალები ვერ ვიყურებოდი, დახუჭვაზეც მეწვოდა და ისევ ტირილი ამივარდა, ასეთი უსუსური და უმწეო რომ ვარ, ტირილის მეტი არაფერი რომარ შემიძლია, საკუთარ თავზე ატირებული ზარის ხმამ გონს მომიყვანა, კარი გავაღე და სანროს შევხედე რომელიც დაღვრემილი იდგა
-შემოდი-ვუთხარი სლუკუნით და კართან დავტოვე, მე მისაღებში შევედი და სავარძელშიბჩავეშვი
-ლუკამ ტელეფონი ამიფეთქა
-ველაპარაკე
-მწერს გიჩივლებო
-არიცი რა იდიოტია?
-მამაჩემს მიუვარდა მარიამი გაიტაცა შენმა ბიჭმაო
-ღმერთო რა დარტყმულია ავუხსენი რაც მოხდა და მაინც გიჟდება
-მე არ ვპასუხობ, არმაქ მაგის თავი და მაგიტო გაგიჟდა ეტყობა, არც მისამართი იცის, იქაც მისულა სიცხიანი რო მყავდი
-დავურეკკავ ვეტყვი მომაკითხოს
-არგინდა
-სანდრო ის ჩემი ძმაა, ერთადერთი ადამიანია ოჯახში ვისაც ვუყვარვარ
-მარიამ ჯერ დააწყნარე და მერე მოვიდეს არმინდა თავი მაცემინოს
-არც გაბედო მაგაზე ფიქრი
-მაშინ ჯერ დააშოშმინე
-კარგი- ტელეფონი ჩავრთე და ლუკას დავურეკე
-მარიამ სად აგდიხარ გოგო?-ისეთი მიღრიალა რომ ტელეფონი გავწიე
-ნუ ღრიალებ, ხომ გითხარი სანდროს სახლში ვართქო
-მერე რა გესაქმება მაგ სირ. სახლში?
-უბრალოდ დამტოვა და წავიდა თვითონ
-მარიამ ნუ მაგიჟებ ეხლა, რას დასდევ მაგ სირ. ? ჰა? მე ვინ ვარ? გკიდია ყველა, მეც გკიდივარ მაგარი!-მიყვირა ისევ
-ვინ ხარ და იდიოტი!-არცმე დავაკელი ყვირილი -შენი რა იმედი უნდა მქონდეს ან სვავ ან კაზინოში აგდიხარ ან საავადმყოფოში-ვუკივლე და ტელეფონი მოვისროლე, ცრემლები მომაწვა და გადმომცვივდა კიდეც გაბრაზებულს
-მარიამ ნუ ტირი რა გთხოვ!-სანდრო ჩემს წინ ჩაიმუხლა -ხოიცი ვერ ვიტან რომ
ტირი-მითხრა ძალიან მშვიდად და ცრემლები მომაშორა სახიდან, მე თვალებში ჩავაცქერდი და გამაჟრიალა მისი სიახლოვით გამოწვეული მღელვარებისგან, ხელები დამიჭირა და თავის ცივ უხეშ ხელებში მოიქცია -მარიამ არ შემიძლია ასეთს გიყურო -მითხრა ჩუმი ხმით და ხელზე მაკოცა -მე ყველა მის მოძრაობას დაძაბული ვადევნებდი თვალს, მინდოდა ხელი გამომეგლიჯა მაგრამ ვერ შევძელი ასეთი უხეშობა რადგან ის ძალიან დიდი სითბოთი და სინაზით მეპყრობოდა, მაგრამ ალბათ იგრძნო ჩემი შიში და დაძაბულობა, ამიტომაც წამოდგა და აღელვებულმა სიგარეტის კოლოფი მოიძია, ერთი ღერი ამოიღო და კოლოფი მაგიდაზე მიაგდო მე შემომხედა და ისე მოუკიდა -რას აპირებ? -ისე მკითხა თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მე ისევ მისი სიახლოვით გამოწვეული მღელვარებისა და გაბრუების რეჟიმში ვიყავი და დაბნეულამ თვალი გავუშტერე -მარიამ?-ის
ღიმილით მომაჩერდა, მე თითქოს ახლა მოვესი გონს თავი დავხარე და მხრები ავიჩეჩე -შენი ძმა მირეკავ უპასუხე კაი?-ტელეფონი გამომიწოდა, მე ვუპასუხე
-მარიამი ვარ
-ანუ ერთად ხართ უკვე
-ლუკა რა გინდა? შემეშვი რა, რაში მადანაშაულებ?
-მარიამ-თორნიკეს ხმამ გამაშეშა და როცა გონს მოვედი ინსტიქტურად სანდროს ავხედე -მაგ ნაბიჭვ. თან როგორ ხარ? მასთან ერთად როგორ წახვედი? მე ვინ ვარ? უკვე მისმა ფულმა გადამწონა?
-რას ბოდავ?- ამოვიხრიალე ინსტიქტურად
-მასთან წევხარ უკვე? არმეგონა ასე თუ დაეცემოდი -ბოლო სიტყვები სანდრომაც გაიგონა რადგან ჩემს დაბნეულობაზე მომიახლოვდა და ლაპარაკის მოსმენა დაიწყო, ამ სიტყვებზე ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა სანდრომ
-ყველა შენნაირი ზნედაცემული გგონია შე ნაბიჭ. -უღრიალა ისე რომ ფეხზე წამოვვარდი ინსტიქტურად
-სად ხართ?-თორნიკეს ხმა გავიგე
-ჩემს სახლში პლეხანოვზე მოდი გელოდები
-მოვალ მოვალ-ისე მშვიდად უთხრა თორნიკემ რომ გავოგნდი, სანდრომ ტელეფონი დაახეთქა იატაკზე და ისე ძლიერად რონ ნაწილებად დაიშალა
-სანდრო გთხოვ-ამოვიტირე
-რას მთხოვ?-მიყვირა ჯერისევ ემოციებს აყოლილმა
-წავიდეთ აქედან
-გავიქცე? დავიმალო?-ყვიროდა აქეთ-იქით მოსიარულე
-მე დაველაპარაკები ლუკას, ისკი იმ იდიოტს
-მარიამ მან ხვდები რა დონის შეურაწყოფა მოგაყენა?-ჩემს წინ დადგა და თვალებში ჩამაცქერდა -გგონია ამას ვინმეს ვაპატიებ? მითუმეტეს მაგ ნაბიჭ. -მე ცრემლები მომაწვა ისევ
-გთხოვ ასე ნუ გიჟდები, არ მაინტერესებს საერთოდ ის რას ფიქრობს
-ახლა გინდა უბრალოდ ეს სიტვაცია დააშოშმინო თორემ ვიცი მისი ერთი შებრუნებული სიტყვა გულს გიკლავს, მეკი მაგრად გკიდივარ- მითხრა ხმამაღალი ტონით
-სანდრო გეყოფა-ამოვიტირე და ჩემ ჩანთას დავავლე ხელი
-მარიამ იცოდე რომ ძვლების ტკივილამდე მიყვარხარ- კართან მისული მისმა სიტყვებმა გამაჩერა და იმდენად მოულოდნელი რამ მითხრა რომ ძალა სულ გამომეცალა და ჩანთა გამივარდა ხელიდან, ვიდექი და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მივეცი გადმომედინა ღვარად, მაგრამ მაინც არ მინელდებოდა ის ტკივილი რაც სანდროს სიტყვებმა მომაყენა, არვიცი ასე რატომ მეტკინა გული, ასე რატომ გამაწამა ამ ფრაზამ, ასე ღრმად სულში როგორ შეიჭრა, მაგრამ ვიცი ერთი რომ რაღაც შეიცვალა... -მარიამ იცოდე რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მეყვარები, მკვდარსაც მხოლოდ შენ მეყვარები, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ!-მითხრა რაღაც სევდიანი ხმით მე ვეღარ გავუძელი და მივტრიალდი, დავინახე მისი სევდა, შიში, ტკივილი, იმედგაცრუება, ზიზღი, და დიდი სიყვარული, ყველაფერი ამოვიკითხე მის თვალებში, ცრემლშეპარულ ცისფერ თვალებში, არვიცი როგორ შევძელი მისი დატოვება მაგრამ წამოვედი, მოვრბოდი, არცკი ვიცი ვის ან რატომ გავურბოდი, ვისი ან რისი მეშინოდა ასე, მაგრამ როგორ არ ვიცოდი ჩემი თავის მეშინოდა ასე და ჩემს თავს გავურბოდი ასე, მეშინოდა იმაზე ფიქრის რომ შეიძლება დამეშვა სანდრო ჩემს გულში. გამვლელს ვთხოვე და ლუკასთან დავრეკე ვუთხარი თორნიკეს თუ უფლება სმისცემდა სანდროსთან მისულიყო თავს მოვიკლავდი, იმდენად ვიყავი გაგიჟებული რომ დამიჯერა და პირობა მომცა თორნიკეს შევჩერებო. სკვერში დავჯექი და თვალები დავხუჭე, მინდოდა ყველაფრის თავიდან ამოგდება და დამშვიდება რომ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი. ჩანთაში მხოლოდ ოთხმოცდაათი ლარი მედო, სანდროს მოცემული ფული, ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე ისეთ ოფისში წავეყვანე სადაც ბინებს აქირავებდნენ, რამდენიმეში მივედი და ძლივს მაპოვნინეს ჩემთვის შესაბამისი ბინა, მაქსიმალურად დაბალ ფასად, ავეჯით და წინასწარი გადახდის გარეშე, მოკლედ გლდანში მაპოვნინეს სამას ლარად ავეჯით, ვიღაც ბებო აქირავებდა, ტელეფონზე ხვეწნით და თხოვნით დამთანხმდა ქირა თვის ბოლოს მიმეცა, ორმოცდაათი ლარი იმ ოფისში დამატოვინეს და ოცდაათი ლარის იმედად წავედი იმ სახლში, უკვე ღამე იყო რომ მივედი ადგილზე
-ბებო ძალიან დააგვიანე
-მაპატიეთ ქალბატონო ლიზა, საცობში მოვყევი
-კარგი კარგი არაუშავს-ხელი ამიქნია და სახლაი შემიძღვა, შესასვლელი ძალიან პატარა, პირდაპირ მისაღები-საძინებელი იყო ხოლო შესასვლელიდან ხელ მარჯვნივ ძალიან პატარა აბაზანა და სამზარეულო,მე რათქმაუნდა მაინც მიხაროდა რომ ეს მაინც შევძელი -მისმინე ახლა ჩაგირთავ გაზს წყალს დენს ტელევიზორს მარა იცოდე რომ მიეწერება ქირას,
-კარგით კარგით-ვუთხარი მიმავალს აჩქარებით ერთი სული მქონდა გასულიყო სახლიდან.
სანდრო დიდხანს ელოდა თორნიკეს მაგრამ არავინ გამოჩენილა ამიტომაც გახსნა ვისკის ბოთლი და მოიყუდა, იქამდე არ მოეშვა სასმელს სანამ უგონოდ მთვრალს დივანზე არ დაეძინა, შუაღამეს უსიამო შეგრძნებამ გააღვიძა, აზრზე ძლივს მოვიდა, გაბრუებული ადგა და დარჩენილი სასმლი დალია მერე აივანზე გავიდა ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი სიგარეტს მიუკიდა, მთელი სხეული ტკიოდა, თუმცა იცოდა რომ სხეულში მარიამი ტკიოდა, მარიამის გახსენებამ სული აუმღვრია და სახლში შევარდა მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და სახლის კარი არც დაუკეტია ისე დაეშვა კიბეზე, პირდაპირ მარიამის კორპუსთან მივიდა და მესამე სართულზე ავარდა ღია კარში შევიდა და ლუკამ რომ დაინახა გააფთრებული წამოვარდა სავარძლიდან
-აქ მოსვლას როგორ ბედავ?-საყელოში წვდა სანდროს
-მარიამს ნახვა მინდა-სანდრო არ შეწინააღმდეგებია მის გააფთრებას
-მარიამის ნახვა გინდა?-ჩაეკითხა ლუკა -ეგ მეც მინდა და შენ უნდა გკითხო სადა აჩემი და?-ლუკამ ტონს აუწია
- მარიამი წავიდა, მეგონა აქ მოვიდოდა
-არ მოსულა-დაუღრინა ლუკამ
-გაიგე სად წავიდა-უთხრა ძალიან მშვიდი ტონით სანდრომ
-გავიგებ მაგრამ შენს გარეშე-ისევ იღრინებოდა ლუკა
-თუ გაინტერესებს გეტყვი რომ ერთად არ ვყოფილვარ, და არაფერი მომხდარა ჩვენს შორის და არც მოხდება სანამ მას არ ენდომება ჩემი მიღება-სანდროს გაუჭირდა ამის თქმა მაგრამ მაიც ამოღერღა
-მე მჯერა მისი, მაგრამ შენი არა-მაინც არ შოშმინდებოდა ლუკა
-მიდი მოძებნე, არც ტელეფოონი აქ არც ფული
-ჯანდაბა-ლუკა გარეთ გავარდა, სანდროც მას მიყვა
-ჩემს მანქანაში ჩავსხდეთ-შესთავაზა სანდრომ, ლუკამ იყოყმანა მაგრამ მაინც დასთანხმდა
-მამიდაჩემებთან ეგ არ მოვიდოდა, არც დეიდასთან დაბრუნდებოდა, დედაჩემის ძმასთანაც არ წავიდოდა, ბიცოლა ვერ გვიტანს, მეორე ბიძა სასტუმროშია-ზმამაღლა მსჯელობდა ლუკა, თან ნომრებს ათვალიერებდა - ლიკა გამოირიცხა, შენც, თორნიკე საერთოდ, ბებიჩემთან შანსი არაა ვერც ეგ გვიტანს,
-ჯანდაბა ლუკა გონება დაძაბე, ნუთუ ერთი ნათესავიც არ გყავთ ვისთანაც წავიდოდა?
-შენ წარმოიდგინე და არა-დაიღრინა ლუკამ და ფიქრი განაგრძო ბოლოს გადაწყვიტა რომ არსად არ იქნება -ჯობია არსად დავრეკო ამ სუაღამისას, მერე ატეხავენ ერთ მითქმა მოთქმას, მარიამი იდიოტი არაა
-კარგი მართალი ხარ, თორნიკესთანა დამპლები მის ღირსებას შელახავენ
-თუ გამოჩნდა გაგაგებინებ-უთხრა ლუკამ და გადავიდა მანქანიდან.
-რა უნდოდა იმ მკვლელის შვილს? -თათია დაუხვდა ლუკას კართან
-შენი საქმე არაა
-შენი და სად გდია? მაგას დასდევს არა? ეხლა მოიხიბლა მისი ფულით, ჩვენ რო ვეჩიჩინებოდით ცხვირს იბზუებდა
-მართლა გაიჟებულხარ-ლუკამ გბერდის ავლა დააპირა მაგრამ თათიამ მკლავში ხელი წაავლო
-ლუკა შვილო ასე რატომ მექცევი
-წავიდე თუ შემეშვები და დავრჩე
-კარგი შეგეშვები, შენ მაინც ეგდე აქ, მარიამზე მგესლავს ყველა ისედაც
-შენ აიძულე წაავლა
-მე გავაგდე?!- შეიცხადა თათიამ
-აიძულე წასულიყო -თათიამ ხელი აიქნია და ოთახში შეიკეტა.
სანდრომ მარიამის კვალს ვერ მიაგნო და დაკრძალვის დღეს სასაფლაოზე წავიდა იმის იმედით რომ მამის დასაფლავებაზე მოვიდოდა, მართსლიც აღმოჩნდა მარიამი სასაფლაოზე მივიდა პირდაპირ და იქ ელოდა შავებში ჩაცმული ამ მძიმე პროცესიას, სანდრომ მისვლს გადაწყვიტა მაგრამ გადაიფიქრა მალევე და შორიდან ადევნებდა მარიამს თვალ რომელიც მოთქმით ტოროდა ამოთხრილ მიწასთან. მეტად მძიმე აღმოჩნდა მარიამისთვის მამასთან განშორება და მიწისთვის დათმობა, მისი მოთქმა და კივილი გულს უკაწრავდა ყველას მაგრამ არავინ გაეკარა, ერთმა ადამიანმაც არ ანუგეშა, ერთმა ადამიანმაც კიარ დაადი ხელი მხარზე, სანდრო მიუახლოვდა მარიამს ფეხზე ააყენა და გულში ძლიერად ჩაიკრა იქაურობას გამოარიდა ფერდაკარგული გოგონა, თათიას ყველა თავს დაფოფინებდა ყველა ამხნევებდა და ანუგეშებდა, ლუკა კი იდგა გაუნძრევლად დაშეშებული შორს და თვაკს ადევნებდა ამ ყველაფერს.
-სანდრო-ამოვისლუკუნე, მან არაფერი მიპასუხა და ისევ ჩამიხუტა, მე ძალიან ცუდად ვიყავი, მამას ვერ ვიმეტებდი ამ ცივი მიწისთვის... ლუკას გულგრილობა მაგიჟებდა, დედას ტირილი მაწამებდა, როცა ხალხი წავიდა დედა მომიახლოვდა და სახეში გამსრტყა, ესე დავიბენი რომ ვერაფერი გავაკეთე
-ამ მკვლელს როგორ...
-მომისმინე ქალბატონო თათია-აყვირდა სანდრო-მამაჩენს შენ უყვარდი, სტუდენტობისას, შენ სულ ამცირებდი, სათვალიან ობოლ ბიჭს გახსოვს? გახსოვს ყვავილები რომ მიაყარე სახეში? აი ი კაცის შვილი ვარ მე!აი ის კაცი ახლა რომ ცხოვრებას გიშხამავთ თქვენს გამო იქცევა ასე და არ ჩვენს გამო! თქვენ და თქვენმა ამპარტავნებამ გააბოროტა მამა
-წაეთრიეთ აქედან-გვიკივლა დედამ
-არ მიკვირს-ლუკა მოგვიახლოვდა
-მიკეტე-უღრიალა დედამ
-შენ მოკალი მამა, თურმე და არამარიამმა
-მოკეტე ლუკა
-რა ძნელია არა ამხელა ტვირთის ზიდვა?-
ზიზღით შეხედა დედას -რა ძნელია იყო დამნაშავე არა დედა?
-ლუკა მორჩი-დედა ისე აილეწა მეგონა რამე დაემართებოდა
-რადგან საიდუმლო გამჟღავნდა ერთსაც გეტყვით, მე ამკაცის შვილი არ ვარ -ხელი ახლად მიწამიყრილ მამას საფლავისკენ გაიშვირა-მე ადგილზე გავიყინე, უბრალოდ სისხლი გამიჩერდა ძარღვებში



№1 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ძაან მაგარია მომწონს.მალე დადე რა ახალი თავი .ესე რატო აგვიანებ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Momwons da male dade shedzlebisdagvarad, velodebi xolme☺️

 


№3 სტუმარი ელეე

ანუ ლუკა სხვისი შვილია? ვიცოდი რომ მსგავსი რამ იყო მაგრამ მარიამი უფრო მეგონა ნაშვილები ვიდრე ლუკა : o

 


№4  offline წევრი Soposofi

Vaime vaime vaime dzavidzabe mec mariamisi ar iyos ra ambebi daatrialee :)) velodebi shemdeg tavs da sandro vabshe ara cudi bichi exla upro gamochda vis uyvars namdvilad mariami tornikes siyvaruli aris ფუჭი roca sandros ase uyvars

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლიკუნა
ძაან მაგარია მომწონს.მალე დადე რა ახალი თავი .ესე რატო აგვიანებ❤

მიხარია რომ მოგწონთ, ვერ ვახერხებ სამწუხაროდ რომ უფრო ხშირად ავტვირთო

სტუმარი Mariamimari
Momwons da male dade shedzlebisdagvarad, velodebi xolme☺️

სხვაგვარად არ მიხერხდება სამწუხაროდ

ელეე
ანუ ლუკა სხვისი შვილია? ვიცოდი რომ მსგავსი რამ იყო მაგრამ მარიამი უფრო მეგონა ნაშვილები ვიდრე ლუკა : o

ბევრი ბავშვია რომელიც ნამდვილი შვილია მაგრამ მშობლისგან სითბო და სიყვარული ძალიან აკლია

Soposofi
Vaime vaime vaime dzavidzabe mec mariamisi ar iyos ra ambebi daatrialee :)) velodebi shemdeg tavs da sandro vabshe ara cudi bichi exla upro gamochda vis uyvars namdvilad mariami tornikes siyvaruli aris ფუჭი roca sandros ase uyvars

გეთანხმებით თორნიკე არ ენდობა მარიამს და სწორეთ ამიტომ დაინგრა მათი ურთიერთობა, სანდროს კი უყვარს და მზადაა ყველაფერი მას შესწიროს

 


№6  offline წევრი khatia khatia

Aბა ვისია ლუკიტო ? Vაიმე აქ რეები მოხდება joy bowtie
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

Აააჰ.. მარიამი მეგონა სხვისი შვილი და თურმე ლუკა ყოფილა სიყვარულის ნაყოფი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent