შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთაწმინდის მთვარე {2}


23-11-2019, 08:04
ავტორი painter1
ნანახია 8 288

იმდენი საქმე ჰქონდა ფიქრისთვის ვეღარ იცლიდა, მხოლოდ სახლში მისული შეეჩეხებოდა ევას ნახატს, ჩაიღიმებდა და დაღლილი პირდაპირ აბაზანაში ინაცვლებდა, იქიდან კი რბილ საწოლში.

იმდენი საქმე ჰქონდა ფიქრისთვის ვეღარ იცლიდა, მხოლოდ სახლში მისული შეეჩეხებოდა ევას ნახატს, ჩაიღიმებდა და დაღლილი პირდაპირ აბაზანაში ინაცვლებდა, იქიდან კი რბილ საწოლში.
-გაიღვიძე! - თავზე წამომდგარი გიორგაძე ძლიერად ანჯღრევდა გათიშულ ძმაკაცს.
-ჰო რა იყო. - უცებ წამოიწია საწოლიდან, თვალები მოიფშვნიტა და ფანჯარას გახედა. - რომელი საათია? ან როგორ შემოხვედი?
-ორი საათია! შეხვედრა გამოტოვე, ჯერ ერთი საათი გელოდნენ და მერე წავიდნენ.
-ერთი მაგათ დედაც მოვ.ყან… გადავიწვი და ვეღარ ავწიე ტრა.კი ხომ ხედავ. - ბალიშს მოხვია ხელები და თვალები ისევ დახუჭა.
-ადექი რაღაც მოგიტანე.
-რა? - უცებ გაახილა თვალები და სავარძელში ჩაშვებულ ძმაკაცს შეხედა.
-იმფორმაცია ევა აბაშიძეზე. - საქაღალდე აუფრია ცხვირწინ.
-ნახე?
-არა, გავალ და თუ ნახვა გინდა გამოდი.
-ატრა.კებ უკვე.
-მალე. - სწრაფად გავარდა ოთახიდან, გუგაც უცებ წამოდგა, სპორტული ამოიცვა და ისე გავიდა მისაღებში. ხელიდან ააცალა საქაღალდე, მაშინვე გახსნა საავარძელში ჩამჯდარმა. ყველაფერი რომ გადაიკითხა მერე თავი სავარძლის საზურგეს ჩამოადო და თვალები დახუჭა.
-ჯანდაბა.
-ნიკოს შვილია?
-ამის დედაც! - წამოზრდილი თმაზე გადაისვა ხელი, შემდეგ ჩაწითლებული თვალები გაუსწორა ძმაკაცს. - ნიკოს შვილია.
-ტრა.კში ხარ.
-კაი დაიკ.იდე ეგ… შენ ის მითხარი რა ხდება ნიკოს საქმეზე.
-ჯერ ვერაფერი.
-ცოტა კიდევ მჭირდება მოხოდვა და მერე გამომივა ალბათ რამე. - აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და სწრაფად უპასუხა მდივნის ზარს.
-მთელი დღეა გირეკავ, ხომ კარგად ხარ? - კომპანიაში ზედმეტად მოშინაურებული ანა გუგასაც კი შენობით ელაპარაკებოდა, ერეოდა ყველაფერში და ბურდულს უკვე ნერვებს უშლიდა.
-კარგად ვარ ანა, რატომ რეკავ? - თვალები აატრიალა, შემდეგ კი ათ წუთიან მონოლოგს უსმენდა. ტვინი რომ აუდუღდა უცებ გააჩუმა და მოხარხარე ლუკს თვალები დაუბრიალა. - საბოლოოდ რისი თქმა გინდა ანა?
-დღეს წვეულებაა სადაც ყველა ხელოვანი იქნება სხვადასხვა განხრით, ამ წვეულებას ჩვენ ვაფინანსებთ და ვალდებული ხარ საღამოს იქ იყო! მისამართს გამოგიგზავნი და მოდი!
-ეს ქალი ჩემს ნერვებზე უკრავს. - როგორც კი გათიშა მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
-სამაგიეროდ თავის საქმეს ასრულებს შესანიშნავად… დაუმუღამებ ცოტახანში.
-წამოხვალ?
-მეზარება.
-ძმობას გაფიცებ მარტო არ გამიშვა… ჯერ ისევ ვერ შევეჩვიე ხალხმრავლობას და ასეთ ადგილებს.
-კარგი ხო.. წავედი და საღამოს გამოგივლი თორნიკესთან ერთად.
-მიდი.
ლუკას წასვლის შემდეგ მალე მოემზადა და ძმასთან წავიდა. ბავშვი ჯერ კიდევ არ ყავდა წესიერად ნანახი, უნდოდ აუფრი მეტი ყურადღება გამოეჩინა და პატარა კაცს არ სწყენოდა. სირბილით ავიდა მერვე სართულზე, შემდეგ კარზე დააკაკუნა და მალე უცნობი ქალის სახეც გამოჩნდა.
-გამარჯობა. - სერიოზული სახით მდგომი შესცქეროდა დაბნეულ ქალს, შემდეგ დაუკითხავად შევიდა სახლში და მისაღების ძებნას შეუდგა.
-უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? ან ასე შემოჭრა ვის გაუგია? - ხელი მოკიდა მკლავზე და თავისკენ შეატრიალა. წარბაწეულმა დახედა მკლავზე მოხვეულ თითებს ბურდულმა, სწრაფად გაინთავისუფლა ხელი და ქალისკენ მთლიანი ტანით შებრუნდა. რაღაცის თქმას აპირებდა ალექსანდრე რომ გამოვარდა მისაღებიდან ძიას ყვირილით და ბურდულს ფეხებზე მოეხვია.
-ძიას კაციი. - უცებ ააფრიალა ხელში და ლოყაზე აკოცა. - როგორ ხარ ძიი?
-კალგად.
-რა გქვია? - ადგილზე გაშეშებულ ძიძას შეხედა, შემდეგ ისევ აკოცა ბავშვს ლოყაზე.
-მარი.
-ბავშვს წავიყვან ციტახნით.
-ვერ გაგატანთ.
-ოო მე ძიასთან მინდა! - კისერზე მოხვია ხელები ალექსანდრემ და საფეთქელი ლოყაზე მიადო.
-თქვენ ვინ ხართ?
-გუგა ბურდული. - ხელი გაუწოდა და ქალსაც სახე აუწითლდა.
-თავიდანვე ასე გეთქვათ.
-შეიძლება ახლა წავიყვანო?
-დიახ, მაგრამ მალე მოიყვანეთ.
-აუცილებლად… ჩააცვი.
-ახლავე. - უცებ გამოსტაცა ხელიდან ბავშვი, სწრაფად მოამზადა და ბურდულს გაუყვანა.
მთელი ორი საათი ძმისშვილთან ერთად ერთობოდა, ყველაფერს ავიწყებდა ეს ბავშვი ისეთი ენერგიული და გიჟი იყო. გუგაც კი ააცანცარა, აქეთ-იქით დარბოდა სიცივეში და საერთოდ არაფერი ადარდება საქანელების გარდა. მეორეთ შეახსენა თავი ანამ, გააფრთხილა არ დაგავიწყდესო და ბურდულიც იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო.
-ხო კიდე წამომიყვან?
-კი ძი, წამოგიყვან როცა დრო მექნება.
-კაი. - ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე ჩამოადო. სწრაფად ჩასვა უკანა სავარძელში, ღვედი შეუკრა და სახლის გზას დაადგა.

შარვალ კოსტუმში გამოწყობილი დადიოდა მისაღებში, ჰალტუხი უცნაურად აეხლართა ერთმანეთში და ნერვები ეშლებოდა ასეთ სიტუაციაში რომ უწევდა ყოფნა.
-რას შვრები აბა? მზად ხარ? - კარები შეაღო ლუკამ, თორნიკეც უკან მიჰყვა და ძმაკაცის დანახვაზე ორივეს ხარხარი აუტყდა. - ეს რა არის შე ჩემა?
-ჯინსის შარვლით რომ წამოვიდე არ შეიძლება?
-არა.
-აუ ჩემი… ირაკლის დავცინოდი მთელი ცხოვრება.
-შეკვრა არ იცი? - ვერ ჩერდებოდა თორნიკე, თან ჰალსტუხს უკრავდა ძმაკაცს.
-იუთუბში ვნახე, მაგრამ ვერაფერი გავუგე.
-მოგიწევს მიჩვევა ძმაო. - მხარზე დაარტყა ხელი ლუკამ.
-ვერასდროს მივეჩვევი… გეყოფა შე ჩემა დავიხრჩე.
-აუ ასე მგონია ქორწილისთვის გამზადებ ტო. - ლოყაზე მოჩქმიტა თორნიკემ, გუგას აქნეულ ხელზე ჩაიცინა და სწრაფად მოშორდა. - წავედით?
-ჰო. - სახლიდან გასულმა კარი სწრაფად დაკეტა და ბიჭებთან ერთად ჩავიდა ლიფტით პირველ სართულზე. სწრაფად კვეთდა გზას შავი ბეემვეს მარკის მანქანა, თან სალონში გაჟღერებულ სიმღერას ლუკაც ყვებოდა და ძმაკაცების გაცინებასაც ახერხებდა. ისევ გიორგაძე თუ გამოუსწორებდა ხასიათს.

უზარმაზარ ოთახს სკულპტურული ნამუშევრები და კელებზე მოთავსებული იდეალური ნახატები ამშვენებდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, უამრავ ხელოვან ადამიანს მოეყარა ერთ ჭერქვეშ თავი, სხვანაირი აურა ტრიალებდა გარშემო. თითქმის ყველას ბუნებრივი ღიმილი აჰკროდა სახეზე, ღვინის, ან შამპანიურის ჭიქები ეჭირათ ხელში და გაუჩერებლად საუბრობდნენ.
-ბატანო გუგა, მიხარია რომ მობრძანდით. - ხელი ჩამოართვა მომღიმარმა ქალმა ბურდულს.
-ეკატერინე… მეც მიხარია. არაჩვეულებრივად მოგიწყიათ ყველაფერი. - ხელზე ეამბორა ბურდული.
-თქვენი გვერდში დგომით… - ყურებამდე გაუღიმა და ბურდულს რომ არ გაეშვა ხელი სიამოვნებით იდგებოდა კიდევ დიდი ხანი იგივე პოზაში.
-სასმელს ხომ არ შემომთავაზებდით?
-რატომაც არა… აქეთ მობრძანდით. - ხელით ანიშნა და ბურდულიც უკან აედევნა.
ხვდებოდა რომ უკვე ნიღბებს ირგებდა, არასდროს არაფერს მალავდა, ყოველთვის თავის აზრზე იდგა და თავის ქცევასაც გასაგებად ხსნიდა, ახლა კი სრულიად უცხო ხალხში იდგა, ესაუბრებოდა ქალს, რომელზეც ანამ დეტალები მოუყვა, მაგრამ იქიდან მხოლოდ ქალის სახელი დაამახსოვრდა.
ყელში უჭერდა ის ყელზე მობმული ჰალსტუხი მის დახრჩობას რომ ცდილობდა. ამდენი ხალხი ერთად სრულ ალიაქოთს იწვევდა გონებაში და აზრებიც ნელ-ნელა ეფანტებოდა. გულის რევის შეგრძნება ყელში აწვებოდა თავისი ქცევის გამო და უკვე იქ გაჩერებაც უჭირდა. ესაუბრებოდა ხალხს, იღებდა უამრავ მადლობას, თან სასმელს აგემოვნებდა. შემდეგ შავ კაბაში გამოწყობილ ქალს მოჰკრა თვალი, ისე ლამაზად ედგა ტანზე ბურდულს სუნთქვა ეკვროდა. ვერ იგებდა როგორ ან სად შოულობდა ზუსტად მის შესაფერის კაბებს, შეიძლება სპეციალურად იკერავდა, რადგან მსგავსი არასდროს არაფერი ენახა. თვეზე მეტი იყო გასული ბოლო ნახვიდან და ახლა ხვდებოდა რომ ეს ქალი აკლდა. არ უყვარდა, ვერაფერს გრძნობდა იმ ვნების გარდა რომელიც მთლიანად მის სხეულს ითხოვდა. ეგოისტურად სურდა ეს უემოციო ქალი სიყვარულით გაგიჟებული ენახა. არ იცოდა რატომ, უბრალოდ სურდა მთელი თავისი ცხოვრებით. სისხლი გაეყინა უცებ რომ მოხვია წელზე ხელი ვიღაც კაცმა, ლოყაზე აკოცა და სხეულზე მჭიდროდ მიიკრა. არც ევა შეწინააღმდეგებია, პირიქით, ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები სახე გაბრწყინებულმა, თან რაღაც უთხრა სიცილით. ვერც მიხვდა როგორ დაიძრა აბაშიძისკენ, ირგვლივ ვეღარაფერს ხედავდა მის გარდა და უნდოდა იმ კაცის ხელებიდან გამოეგლიჯა.
-სასიამოვნო დამთხვევაა ქალბატონო ევა. - მოულოდნელად გამოჩენილმა ქალის მტევანი მოიქცია თითებში და ხელის ზურგზე აკოცა. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჭრუანტელმა, გაეღიმა, შემდეგ მის მწვანე თვალებს გაუსწორა მზერა.
-გუგა… ბატონო გუგა. - ჩაახველა ხმა ჩამწყდარმა, კაცის ჭინკებ ათამაშებულ თვალებზე კი უარესად დაიბნა. - არ მეგონა აქ თუ გნახავდით.
-მე ვაფინანსებ ამ წვეულებას. - გაიღიმა, თან შეუნჩნევლად ანიშნა გაჰყოლოდა. - სასიამოვნო საღამოს გისუსრვებთ. - ისევ ეს ყალბი ღიმილი, რომელსაც ევა მშვენივრად ამჩნევდა.
-თქვენც ასევე. - თვალი გააყოლა ბურდულს, დაინახა საით წავიდა და შემდეგ გვერდზე მდგომ ბიჭს ახედა.
-საიდან იცნობ მაგ ტიპს. - თვალები დააწვრილა ლურჯთვალება ბიჭმა.
-ჩემი ნახატი იყოდა ჩემს პირველ გამოფენაზე.
-ანუ ეგ არის ის შავთვალება კაცი?
-ოო დაჩი კარგი რა. - ხელი მიარტყა სახე აწითლებულმა.
-ჭკვიანად იყავი თორემ მოგცხებ მაგ მკვრივ უკანალზე. - საფეთქელზე მიაკრო ტუჩები.
-ჭკვიანად ვარ ისედაც… საპირფარეშოში გავალ და მოვალ.
-მიდი. - თვალი გააყოლა დაეჭვებუმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, საუბარი განაგრძო ხელოვან ადამიანებთან.
დაჩი გელაშვილი ევას ბავშვობის მეგობარი გახლდათ. ერთად იზრდებოდნენ ასაკის განსხვავების მიუხედავად. ორმა დედის ერთამ ერთმანეთი იპოვა და ერთმანეთზე მეტად ალბათ არავინ უყვარდათ, არც არავინ ჰყავდათ. კარგად ახსოვს ნიკოლოზ აბაშიძის სიტყვები ბოლო ნახვისას რომ უთხრა, “ჩემს გოგოს გაუფრთხილდი როგორც შენს ყველაზე ძვირფას ადამიანს, შენ გაბარებ და იცოდე იმედები არ გამიცრუო.”-ო. იმის შემდეგ უფრო ყურადღებიანი გახდა გელაშვილი, ყოველთვის ევასთან იყო რაც არ უნდა მომხდარიყო, მისი ერთი ზარი და ყველა საქმეს ტოვებდა. ოცდახუთი წლის ქალს ვეღარაფერს უკრძალავდა, მაგრამ შეპარვით ყოველთვის ცდილობდა თავისკენ გადაებირა.

მკრთალად განათებულ კოლიდორს მიუყვებოდა თვალების ცეცებით, შემდეგ ვიღაცამ ჩაავლო მკლავში ხელი და წამსვე ჩაბნელებულ ოთახში ამოყო თავი კედელზე ზურგით აკრულმა. სიბნელეში მხოლოდ მის ანთებულ თვალებს ხედავდა, გუგას გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა სახეზე და თვალები ენაბებოდა. ხელი გასწია კარის გვერდზე და ოთახიც წამსვე გაანათა. ახლა უკეთ ხედავდნენ ერთმანეთის სახეებს და სურვილიც უმძაფრდებოდათ.
-ვინ იყო ის ტიპი? - ევას თავის გასწვრივ კარზე მიებჯინა გაშლილი ხელისგული, მეორე კი წვრილ წელზე მოეხვია და ტანზე იკრავდა.
-არ მგონია ეგ შენი საქმე იყოს. - ქვედა ტუჩზე იკბინა გამომწვევად და მაშინვე მაღალ ყელზე მოხვია თითები გუგამ.
-ვინ არის? - სახე უფრო მიუახლოვა და ანთებული თვალებით ჩახედა მწვანეებში.
-დაჩი. - იღიმოდა, ის მწვანეები უბრწყინავდა, თან გაუაზრებლად ენით გამშრალ ტუჩებს ისველებდა.
-ძალით მიშლი ნერვებს ხო? - კაბის ქვეშ შემძვრალმა მტკივნეულად მოუჭირა თითები უკანალზე, თან ყბის ძვალზე აკოცა.
-როგორი გაღიზიანებული და აღრზნებული ხარ. - ისევ განაგრძობდა ბურდულის ნერვებზე დაკვრას, მაგრამ ისეთი სექსუალური, ლამაზი და სასურველი იყო მისი შეგრძნების გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა ბურდული.
-სხვას რომ მისცე შეხების უფლება, იმას ხელებს დავამტვრევ, შენ კიდე ამ ლამაზ ყელს გამოგჭრი. - თავი უკან გადააწევინა და მფეთქავ არტერიაზე ისე მიაკრო ტუჩები ევამ კვნესა ვერ შეიკავა.
-მომწონს რომ ეჭვიანობ. - გამაგიჟებლად გაიცინა, გუგამ კი საცვალში ჩაუცურა თითები და ევას შეკრულ სუნთქვაზე გაეცინა.
-ჯანდაბა პატარა… როგორ გინდივარ. - ტუჩზე იკბინა და თვალებ მინაბულს ზევიდან დახედა. გრძნობდა როგორ აცლიდა ქალს ძალას, ეს კი საოცრად სიამოვნებდა.
-სად იყავი აქამდე. - წელზე შემოხვია ფეხები ბურდულს და თავი საკოცნელად მისწია გუგას სახესთან, მაგრამ ბურდულმა წამსვე უკან გასწია თავი.
-არ მეცალა… - სწრაფად შეიხსნა ქამრის შესაკრავი, ყელში აკოცა და პირველი ბიძგისგან გამოწვეულმა კვნესამაც მიაღწია ბურდულის ყურებამდე. მოშიშვლებულ მკერდზე კბენდა, სულ ართმევდა ფიქრის საშვალებას, სწრაფად მოძრაობდა და ევაც რომ ჰყვებოდა სულ ხელდებოდა. თვითონ ვეღარ მოითმინა, ქალის მონატრებულ ტუჩებს დაეტაკა. ამდენი სიამოვნებისგან ცოტაც და სულს განუტევებდა აბაშიძე. - გამახარე პატარავ. - ყურთან უჩურჩულა, ბიბილოზე გამოსდო კბილები, ტემპსაც მოუმატა და საბოლოო ამოძახილი ტუჩებით ჩაუხშო. - კარგი გოგო ხარ. - მოწყვეტით აკოცა და ძირს დასვა.
-ჩემი ბავშვობის მეგობარია დაჩი. - კარებს მიკრული ღრმად სუნთქავდა, თან უყურებდა როგორ ისწორებდა შარვალს ბურდული.
-გოგოს და ბიჭის მეგობრიბის არ მჯერა. - იქვე სავარძელში ჩაეშვა, მუხზლე ხელის დარტყმით კი ევას ანიშნა კალთაში ჩაჯდომოდა.
-არ გყოლია ალბათ და მაგიტომ. - ოთახი მოათვალიერა, თან ბურდულის მუხლებზე მოკალათდა.
-მყავდა, ორი, მაგრამ ორივეს შევუყვარდი. - წელზე მოხვია ერთი ხელი, მეორე კი ბარძაყზე აასრიალა.
-მერე რა მოხდა?
-როგორც ჩემს პატარა დას ორივეს ისე ვექცეოდი, არ მოუხდენია რიაგირება ჩემზე მაგ ამბავს, პროსტა გამიტყდა, მერე თვითონ ჩამომშორდნენ ნელ-ნელა, მეც აღარ ვეფერებოდი იმდენს რამდენსაც ამ აბის გაგებამდე, იმპტონტში რომ რამე არ ეფიქრათ. - ჩაიცინა, შემდეგ ტუჩები ნაზად მიაკრო ყბის ძვალზე.
-ეგ როდის იყო?
-მეთორმეტე კლასში…
-მაგის მერე არავინ გაგიცვნია?
-დრო არ მქონდა.
-არ მესმის.
-ალბათ სხვა დროს მოგიყვები. - ყელში დაუტოვა სველი კოცნა და მის დაბურძგლულ კანზე კმაყოფილს გაეღიმა.
-უნდა წავიდე. -ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ გუგამ უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე.
-ცოტახანი დარჩი.
-კარგად ხარ?
-არა… - ხელები ჩამოისვა სახეზე და არეული თვალებით ახედა ქალს. - მღლის ეს ყველაფერი. ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე აქაურობას.
-სად იყავი? - თმაზე გადაუსვა ხელი, თან მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
-რუსეთში ექვსი წლით. - ყურს უკან გადაუწია წინ ჩამოშლილი თმა, შემდეგ მთლიანად გაუსწორა არეული ხვეულები.
-აქ არ ჯობია? - ბურდულის ხელის გულში უკეთ მოათავსა ლოყა, მერე კი ხელის გულზე აკოცა.
-იმ ადგილს ყველგან ყოფნა ჯობია პატარა… უბრალოდ არასდრის მომირგია ნიღაბი, ახლა ვგრძნობ როგორ ვპირფერობ ხალხთან და ჩემ თავს ვკარგავ. - მწვანეებში უყურებდა, უცნაურად ნელა ახამხამებდა წამწამებს, თითქოს განზრახ აკეთებდა ასე რომ ბურდული გამოეშტერებინა. წვრილი თითები ჰქონდა, ნაზი, გრძელი თითები. მის მტევანს რომ ეჭიდებოდა ეგონა ძლიერად რომ მოეჭირა შემოატყდებოდა. სიფრიფანა, დახვეწილი ქალი იყო, ულამაზესი სახის ნაკვთებით, მაგრამ არც მკერდის და უკანალის ზომას არ უჩიოდა. თითქოს სპეციალურად აეწყოთ, ყველა დეტალი ერთმანეთში ჯდებოდა და ბუნებრივ იდეალურობას ჰქმნიდა. - ძალიან ლამაზი ხარ. - ღაწვზე მიეფერა, შემდეგ კისერზე მოკიდა ხელი და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. - გავიდეთ. - უცებ წამოდგა ფეხზე ევასთან ერთად და გასასვლელისკენ დაიძრა. პირველი აბაშიძე გაატარა, ცოტახანში კი თვითონაც უკან გაჰყვა. იქ ვეღარ გაჩერდა, მალევე დაემშვიდობა ყველას და ბიჭებთან ერთად იქაურობა დატოვა.
***
ერთი კვირის შემდეგ ლომიძემ ორივე ბურდულის სახლში შეკრიბა, სასმელი თვითონ აიტანა და ბედნიერი სახით ჩაეშვა სავარძელში.
-აბა? იტყვი რა ხდება თუ ჩვენით გამოვიცნოთ? - უკვე ნერვები ეშლებოდა ძმაკაცის სიჩუმით, რომელიც გემრიელად აგემოვნებდა ლუდს და გაწელილი საუბრით ცდილობდა დროის გაყვანას.
-ცოლი მომყავს. - გახარებულმა შემოსცხო ხელები ერთმანეთს. ლუკას მაშინვე ლუდი გადასცდა, ბურდული კი ეჭვის თვალით შესცქეროდა ძმაკაცს.
-რა ცოლი ბიჭო? ვინ მოგყავს? ვინმე გყავდა და არ გვითხარი? - მაშინვე მიაყარა გიორგაძემ, თორნიკე კი უფრი გახალისდა.
-არავინ არ მყოლია, მარიამი ჰქვია და მაგრად მევასება.
-გიყვარს? - ხვდებოდა რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, ცოტა დაიძაბა კიდეც.
-ძალიან. - სახე გაებადრა ლომიძეს, ლუკამ კი მაშინვე ხარხარი მორთო.
-იმას?
-არა, მაგრამ შევუყვარდები.
-შიგ ხომ არ გაქ ბიჭო? არ უყვარხარ გოგოს და ცოლად როგორ მოგყავს?
-მოვიტაცებ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-შენ ხოარ უბერავ? - ლუკაც წამსვე დასერიოზულდა. - რას მოიტაცებ ბიჭო, რომელი საუკუნეა?
-აუ რას მიტ.რაკებთ ტო, მიყვარს, მინდა ჩემი ცოლი იყოს და ვსო. - თვალები აატრიალა ლომიძემ და საზურგეს მიეყრდნო.
-ტეხავს შე ჩემა, შეაყვარე თავი და მერე მოიყვანე ცოლად.
-არა! ვიღაც გამოს.ირებული ევასება მგონი და სანამ იმან რამე მიქარა და სახე გავაცალე ჯობია მე მოვიყვანო.
-თოკა… დაფიქრდი რეებს ბაზრობ. - მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და მოპირდაპირედ მჯდომი ძმაკაცისკენ ოდნავ გადაიხარა. - თუ სხვა უყვარს ცოლად რატომ მოგყავს? ბაზარიარაა შენთან ვართ ნებისმიერ დროს, მაგრამ იმ გოგოს ცხოვრებას უნგრევ ვერ ხვდები? იცნობ საერთოდ? ან სად გაიცანი?
-კესოს დაბადების დღეზე. მაგის დაქალია.
-ჩვენი კესოსი? შენი მამიდაშვილის?
-ხო! სამი თვის წინ გავიცანი, მაგარი არანორმალურია, მაგრამ მართლა მაგრად შემიყვარდა ტო… იცი რა ლამაზი და საყვარელია? ნუ ჩემთან არა, მე რომ მხედავს ეგრევე როჟებს კერავს, მარა მართლა ძაან საყვარელია.
-არ გამოვა მოტაცება, დაგიჭერენ შე ჩემა. - ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, შემდეგ სერიოზული სახით მჯდომ ბურდულს გახედა.
-მშობლებთან რა ხდება?
-ერთი ლოთი მამა ყავს რომელსაც ფეხებზე კი.დია. დედამისი ბო.ზია… ეგ ერთი შვილი ყავთ და მარიამიც თავისით ცდილობს სწავლას. კესომ მითხრა ჩემთან რჩება ხოლმე რომ ისწავლოს, სახლში ვერ ახერხებსო.
-რამდენი წლისაა?
-20, კესოს კურსელია.
-და ის ტიპი რომ ევასება ვინ არის?
-ვიღაც ზურა ნადირაძე.
-მერე?
-22 წლის ბიჭია, სამედიცინოზე ჩააბარა, ჯერ კიდევ სწავლობს და დედამისთან ერთად ცხოვრობს ვარკეთილში.
-იქიდან აქ საიდან გაიჩითა? - მაინც გაეცინა გიორგაძეს. - რას მიყურებთ?
-ვარკეთილს რას უწუნებ.
-ხოარ ღადაობ? მილიონი რომ მომცენ იქ ჩამსვლელი მე არ ვარ. ჯერ ვაბშე სადღაც ტრა*კშია ტო, არ გახსოვთ პირველად რომ გამოხვედი მაშინ ვიყავით.
-ნუ მაგას რა მნიშვნელობააქვს… - ხელი აიქნია ბურდულმა და ისევ მომლოდინე სახით მჯდომ ლომიძეს გახედა.
-აუ ძმურად გუგლიკ რა, რამდენჯერ გითხრა რომ მაგრად მიყვარს ტო, ვაბშე ვშტერდები რომ ვუყურებ, პირველად შემიყვარდა და მაგის გარდა ვაბშე არავინ არ მინდა ტო. - გუგლიკ ო რომ დაუძახა მაშინვე შეცბა. მხოლოდ ალეკო ეძახდა ასე ბავშვობიდან როცა რაღაც ძალიან ჭირდებოდა, ახლა კი ზუსტად ისე უყურებდა თორნიკე როგორც ალემ იცოდა ხოლმე და ვეღარ ეწინააღმდეგებოდა.
-დარწმუნებული ხარ?
-სტო პრაცენტა! - წამსვე აენთო თვალები სიხარულისგან და გუგამაც თავი გააქნია სიცილით.
-სერიოზულად ბიჭო? - გაოცებულმა გადახედა ლუკამ ბურდულს.
-უყვარს და რას ვიზავთ. - მხრების ჩეჩვით წამოდგა ფეხზე.
-აუ ძმა ხარ! შენ ძმობას ვფიცავარ მაგრად გამისწორე! - უცებ მოეხვია გახარებული თორნიკე და ლოყაზე აკოცა.
-როდის მოგვყავს რძალი?
-დღესვე არ შეიძლება? - უკვე ადგლზე ცქმუტავდა ლომიძე, ლუკას კი გაბრაზების ნაცვლად ეცინებოდა. არასდროს ენახათ ასეთი თორნიკე, მთელი სახე უნათოდა ბედნიერებისგან.
-სად არის ახლა?
-კესოსთან, სთორი დადო წეღან ჩემმა საყვარელმა მამიდაშვილმა.
-კაროჩე დავადგეთ კესარიას, ჩემთან მთაწმინდაზე ადით ჩემ სახლში, სამი დღე იქ გაჩერდით თუ მარიამმა თავზე არ დაგამხო ყველაფერი, მერე ჩამოდით, აქ კიდე ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს.
-მიყვარხარ. - გაბადრული უსმენდა ლომიძე, იმდენ ემოციას გრძნობდა ერთად აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-წავედით, საჭესთან შენ დაჯექი მამიდაშენის სახლიდან რომ გამოვალთ.
-კაი. - სწრაფად გავარდა ბინიდან.
-ბიჭო… აზრზე ხარ რას ვაკეთებთ ახლა? - ჩუმათ უთხრა ბურდულს და წინ წასულ ძმაკაცს გახედა ლამის ცეკვავეკვით რომ მიდიოდა.
-ასეთი გინახავს? მე არა. ამ ექვს წელში თუ ნახე კიდე არ ვიცი.
-არც მე მინდახავს, მაგრამ… ცოდოა ის გოგო ტო, ვინმემ სესილია რომ მოიტაცოს რას იზავ?
-სესილიას მე ვყავარ და ვერავინ მოიტაცებს.
-მერე ის რადგან უპატრონოა…
-გეყოფა რა. - საუბარი გააწყვეტინა გიორგაძეს, თან მომღიმარი შესცქეროდა თორნიკეს.
-მგონი ცოდვას ვიკიდებთ ზურგზე ტო.
-ცოდვა… ერთით მეტი თუ დამაწვება არაუშავს. მთავარია ეს იყოს ბედნიერი. უყვარს და არაფერს დაუშავებს, თუ ვერაფერი ქნა კიდე გაუშვებს და ეგ იქნება, ვიღაც შენ.რეული ხო არაა ტო.
-კარგი ხო. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და მანქანაში უკან დაჯდა.
-ჩემს შვილს შენ განათლინებ. -უკან მჯდომმა მხარზე დაარტყა ხელი საჭესთან მოთავსებულ ბურდულს.
-რა ყველა ამას ანათლინებთ ტო, მე? - წარბშეკრულმა გადახედა თირნიკეს.
-შენ ხომ მონათლე გიო. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ჭკვიანად მოიქეცი იცოდე, თორემ პირველი ჩემგან აირტყავ. - სარკიდან გადახედა ბურდულმა
-რას მეუბნები ტო, მე ვიყო ტრა.კი თუ რამე ზედმეტი გავაკეთო სანამ თვითონ არ მოუნდება.

მალე მივიდნენ ლალიაშვილების სახლში, კარები კესარიამ გაუღო და გუგას დანახვისას სულ გადაავიწყდა ყვეაფერი.
-ვაიმეე! არარსებობს!
-კესოო რამხელა ხარ ტოო. - უცებ ააფრიალა ხელში, მერე ლოყები დაუკოცნა. თოთხმეტი წლის იყო ბოლოს რომ ნახა, ახლა კი ისეთი ლამაზი და ქალური იყო თვალებს ვერ უჯერებდა.
-გავიზარდე ძმაო, აბა ისევ პატარა კესუნა ხომ არ დაგხვდებოდი… შემოდით. - უცებ გადაკოცნა ლუკა და თორნიკე, შემდეგ კი მისაღებისკენ გაუძღვა.
-ეს ვინ მოსულა! - გახარებული მოეხვია ქალის სხეული და თვითონაც სიხარულით აივსო.
-ირა მამიდაა! - ლოყაზე მაგრად აკოცა ორი თავით დაბალ ქალს და გულში ჩაიკრა. გიორგის კლასელი იყო ირინა, საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ვახტანგიც გიორგისგან გაიცნო.
-როგორ დაკაცებულხარ ჩემო ბიჭო!
-ეგრე იცის ციხეში ჯდომამ. - ყურში ჩასჩურჩულა და სავარძელში უხერხულდ მჯომ პატარა სხეულსაც მოჰკრა თვალი.
-არანორმალურო! - თითებში მოქცეული ჩაის ტილო მიარტყა მხარზე დაბღვერილმა. - ისწავლე ჭკუა?
-აბა რა ვქენი… ეს პატარა საყვარელი გოგო ვინ არის? არ მახსოვს მესამე შვილი გყავდეს.
-გაიცანი ჩემი დაქალი მარიამი. -წელზე მოხვია ხელი გუგას და მარიამიც წარუდგინა. - ეს გუგა ბურდულია მარ, თოკას ბავშვობის ძმაკაცი, ეს კიდე ლუკა.
-სასიამოვნოა. - მკრთალად გაიღიმა და ორივეს ხელი ჩამოართვა.
-ჩვენთვისაც.
-აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ?
-ძლივს მოვიცალე ტო, ვიფიქრე კესუნას ვნახავთქო და წამოვაგდე სკამიდან ფურცლებში ჩაფლული შენი ბიძაშვილი. - ლოყაზე უჩქმიტა, მერე საფეთქელზე აკოცა.
-რა მოგიტანოთ ბიჭებო?
-არაფერი ირა, უნდა წავიდეთ მალე.
-რას მეუბნები, ექვსი წლის მერე პირველად გხედავ, არსადაც არ გაგიშვებ!
-სხვა დროს შემოგივლი გპირდები, დღეს კესოს წაყვანას ვაპირებდი, მაგრამ არ ყოფილა მარტო.
-სად უნდა წაგეყვანე?
-რავი სადმე, სანამ რუსეთში წავიდოდი ხომ დაგპირდი რომ ჩამოვალ სადაც გინდა წაგიყვანთქო.
-ეგ აღარც მახსოვდა.
-წადით არაა პრობლემა. - ფეხზე წამოდგა მარიამი და ბურდულმაც წამსვე მას გახედა.
-არა ტო, ტეხავს.
-არ ტეხავს. - გაეცინა და კიდევ ერთხელ დააიგნორა ლომიძის მზერა. შემოსვლის წამიდან გრძნობდა როგორ უყურებდა თორნიკე და ყველაფერი ეწვოდა.
-წამოდი შენც, მარტო კესო ხომ არ გვეყოლება.
-არ მინდა მართლა.
-მაშინ კესუნაც დარჩება სახლში და სხვა დროს შემოვუვლი.
-ოო კარგი რა… წავიდეთ რა მარიამ.
-ხვალ დილით მაქვს ლექცია.
-ჩემ თავს გაფიცებ. - ყელი გამოიღადრა ლამის, მარიამმაც სიცილით გააქნია თავი.
-კარგი ხო, მაგრამ მალე დავბრუნდეთ რა.
-როცა მოგინდებათ… წვედით ირა ჩვენ.
-ჭკვიანად იყავით.
-როგორც გვეტყვი. - ლოყაზე აკოცა თორნიკემ. - ჩემი საოცარი მამიდუ ხარ შენ.
-ჩემო სიყვარულო! შენ მაინც მოიყვანე ცოლი.
-რა გინდა მამიდ, ხომ გყავს შვილიშვილები პირველი შვილისგან.
-შენი მინდა ვნახო!
-მოვიყვან მოვიყვან. - სიცილით წავიდა გასასვლელისკენ. პირველი მარიამი გაატარა და თვითონაც უკან გაჰყვა.

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ვიცი ‘რაები’ არის სწორი ფორმა, მაგრამ ვწერ ‘რეებს’ რადგან “რაები‘ მთელი ცხოვრებაა ყურში ცუდად მხვდება და ვერაფრით შევეჩვიე. აუცილებლად დავწერ სწორ ფორმაში როდესაც გამოცდაზე გავალ, მაგრამ აქ ნუ შემისწორებთ ძალიან გთხოვთ. ასევე ‘არანორმალურს’ და ‘არა ნორმალურს’.
მადლობა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ამ დროს შეეყვეტა იქნებოდა, არ მომწონს თორნიკეს საქციელი, არც ბურდულის განმარტება სესილოა სმე ვყავარო, მართლა რადგან არავინ ჰყავს ამ გოგოს ამიტომ ასე უნდა აიღონ და წაიღონ? რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეთ , გაუმართლები საქციელია. მიხარია ძალიან რომ დაგვიბრუნდი, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი painter1

ablabudaa
ამ დროს შეეყვეტა იქნებოდა, არ მომწონს თორნიკეს საქციელი, არც ბურდულის განმარტება სესილოა სმე ვყავარო, მართლა რადგან არავინ ჰყავს ამ გოგოს ამიტომ ასე უნდა აიღონ და წაიღონ? რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეთ , გაუმართლები საქციელია. მიხარია ძალიან რომ დაგვიბრუნდი, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

მიხარია შენც რომ გამოჩნდი ❤️ თორნიკეს საქციელი არც მე მომწონს, მაგრამ დაწერილი მაქვს უკვე და ვერ შევცვლი. ამიტომ ვნახოთ შემდეგ თავში რა მოხდება. ❤️

 


№3  offline წევრი დარინა

ლუკა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, მიყვარს უბრალოდ ეს პერსონჟიი, აუ თორნიკე და მარიამიიი მე რატომღაც მომწონს, გუგაზე კი ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობ.

 


№4  offline მოდერი painter1

დარინა
ლუკა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, მიყვარს უბრალოდ ეს პერსონჟიი, აუ თორნიკე და მარიამიიი მე რატომღაც მომწონს, გუგაზე კი ჯერჯერობით ვერაფერს ვამბობ.

ამ ბოლო დროს მთავარ პერსონაჟებს მიჩაგრავ :დ მაგრამ არაუშავს ლუკა ხომ გვყავს. :დ რავიცი ვნახოთ აბა რას იზავს თორნიკე <3

 


№5 სტუმარი რრრ

დღეს დაიდება??

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუუუ ძაან მომწონს მალე დადე???

 


№7  offline წევრი Takk.22

როდის დადებ შ3მდეგს

 


№8 სტუმარი ,,,,,,,,

როდის დადებ? ძაან მაინტერესებს გაგრძელება თან რა მომენტში შეწყვიტე

 


№9  offline მოდერი painter1

Takk.22
როდის დადებ შ3მდეგს

,,,,,,,,
როდის დადებ? ძაან მაინტერესებს გაგრძელება თან რა მომენტში შეწყვიტე

ხვალ დავდებ, დღეს საიტზე შემოსვლაც კი ვერ მოვახერხე. ❤️

 


№10  offline წევრი sofo_sofia 13

აუროდის დადეებ

 


№11  offline წევრი TamoTi

ძალიან მომწონს.დღეს დავიწყე და კარგია❤️ასე განაგრძე❤️❤️

 


№12  offline მოდერი painter1

Tamuna Gogaladze
ძალიან მომწონს.დღეს დავიწყე და კარგია❤️ასე განაგრძე❤️❤️

მადლობა ❤️

 


№13  offline წევრი sofi_sofiaa13

ღმეერთოო რასაოცრებაა
--------------------
ფეფო

 


№14  offline წევრი sofi_sofiaa13

ძაან შოკში ვარ
--------------------
ფეფო

 


№15  offline წევრი sofi_sofiaa13

იმენა საზეპირო მაქვსს დდ
--------------------
ფეფო

 


№16  offline წევრი ლილილი

"სხვას რომ მისცე შეხების უფლება, იმას ხელებს დავამტვრევ, შენ კიდე ამ ლამაზ ყელს გამოგჭრი. - თავი უკან გადააწევინა და მფეთქავ არტერიაზე ისე მიაკრო ტუჩები ევამ კვნესა ვერ შეიკავა."- არ ვიცი ასეთი ბიჭები მოგწონს თუ რა თემაა,მაგრამ სულ ასეთები როგორ გყავს ერთი მაინც ყველა ისტორიაში? ამაზრზენია გუგა და ეს გოგო მოდებილო. რისთვის შექმენი ასეთი მაინტერესებს,ტიპაჟი მოგწონს თუ მკითხველს უნდა დაანახო რომ არ ღირს? მეორე აშკარად არა,რადგან დასასრულით ნათელია რომ ესეთი "კაიბიჭი" იდიოტები გაარომანტიზე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent