მაფიოზობანა (თავი 2)
ქორწილის დღე სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ოთახში იდგა სოფია და თეთრ კაბაზე მიჰყინვოდა მზერა. თვალები ნელ-ნელა ევსებოდა ცრემლით. გონება განგაშის ზარს რეკდა,თითქოს ახლა გაიაზრა რა ხდებოდა. კარზე დაკაკუნების შემდეგ ოთახში მამამისიც გამოჩნდა. -სოფი,ცოტა ხანს გაუძელი კარგი? გპირდები.... -ნურაფერს მპირდები! ნუ წარმოსთქვამ მაგ სიტყვას! შენ მე ცხოვრება დამინგრიე! -შვილო... -ნუ მეძახი შვილოს. შენი ბრალია,რომ დედაჩემი დარდისგან მოკვდა! შენი ბრალია,რომ ჩემი და არასდროს მინახავს,შენი ბრალია,რომ სიყვარული არასდროს მიგრძვნია,შენი ბრალია,რომ ოჯახი არ მყოლია! შენი ბრალია,გაიგე? ყველაფერი შენი ბრალია! ახლაც,ესეც შენი ბრალია! დღე,რომელიც მეგონა,რომ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში,დღე,რომელიც მეგონა,რომ ყველაფერს დამავიწყებდა ჩემი ჯოჯოხეთის დასაწყისია! ამ ჯოჯოხეთამდე კი შენ მიმიყვანე მამა....რატომ? რატომ წამომიყვანე დედაჩემისგან? რატომ მაიძულე შენ ამერჩიე? რატომ ჩამითრიე ამ ჭაობში? მიპასუხე,რატომ?-გულზე ხელებს უშენდა,თან ყვიროდა და ცრემლად იღვრებოდა.მერე სახე დაუწყნარდა,ცრემლები შეიმშრალა და მამამისს თვალებში ჩააშტერდა-ამას არ გაპატიებ! -სოფ... -გადი,უნდა ჩავიცვა!-ზურგი აქცია,კაბას ხელი დასტაცა და მამამისის გასვლას დაელოდა. გიორგიც გაცილებით უფრო დამწუხრებული და განადგურებული გავიდა ოთახიდან. გზად ნიკოლოზს შეეჩეხა,რომელსაც ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -აბა,გამოემშვიდობე ქალიშვილს? -კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე,ჩემს შვილს,ჩემს გოგოს,რომ რამე დაემართოს პასუხს მოგთხოვ! გეფიცები,ჩემი ხელით დაგსჯი! -მაშინ აქედანვე დაგეგმე როგორ აპირებ ჩემს განადგურებას,იმიტომ,რომ შენი ქალიშვილიც იმ გზას გაივლის რაც მარიამმა გაიარა,ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს.-თვალი ჩაუკრა და წასასვლელად მოემზადა,როცა გიორგის ხმამ ისევ გააჩერა. -მაგას არ გააკეთებ! მითხარი,რომ სოფიას ამას არ გაუკეთებ...ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა! -და მარიამი? მარიამი არ იყო ახალგაზრდა? ისიც ისევე უდანაშაულო იყო,როგორც შენი შვილია.მითხარი,რა დაგიშავა მარიამმა? რას ერჩოდი? იცი მის გამო რა დღეში ვიყავი? იცი,რამხელა გზა გავიარე აქამდე,რომ მოვსულიყავი? ყოველ დღე,ყოველ წამს ის ფიქრი არ მშორდებოდა თავიდან,რომ ჩემს გამო მოხდა,რომ მისი დაცვა ვერ შევძელი! ახლა კი იმდენად ხარ ჩაფლული ამ ნეხ*ში,რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია,წინ ვერ მეღობები და ხელს ვერ მიშლი. იგივეს გამოცდი! შენც დაკარგავ საყვარელ ადამიანს,შენც დაკარგავ საკუთარ ნაწილს,შენც პირდაპირ გულში დაგჭრის მისი ზიზღით სავსე მზერა,პასუხს მოგთხოვს იმისთვის,რომ ვერ დაიცავი! გაგანადგურებ გესმის? ჰო,მართლა...გილოცავ დღევანდელ დღეს.მარიამის დაბადების დღეს და დღეს,რომლიდანაც შენი ამტვერება იწყება. სასწრაფოდ მოშორდა და მომავალი ცოლის ოთახში დაუკაკუნებლად შეაჭრა. სოფია სარკის წინ იდგა, სახე ცრემლებით ჰქონდა დანამული და ამაოდ ცდილობდა კაბის შესაკრავის შეკვრას. ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა,მერე კი ყურადღების მისაქცევად ჩაახველა და გოგოს მზერაც მიიპყრო. -დაგეხმარო? -სიმართლე გითხრა ძალიან არ მინდა,მაგრამ მჭირდება. -შეგეძლო უბრალოდ თავი დაგექნია და ხმა არ ამოგეღო.-კაბის ელვა-შესაკრავი ფრთხილად შეუკრა,უნდოდა სოფიას სხეულზე დავლილი ჟრუანტელი შეენიშნა,მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. -დროს ტყუილად ნუღარ წელავ,ყველა შენ გელოდება. -ჩადი და ჩამოვალ. -არა,ჩემთან ერთად წამოხვალ.-ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან მასთან ერთად გავიდა. კიბეებთან ჯერ კიდევ გაშეშებული იდგა გიორგი. წყვილის დანახვაზე მაშინვე გამოფხიზლდა და სოფიას სახეს მოავლო თვალი.უნდოდა რამე ემოცია ამოეკითხა,მაგრამ მას სახე გაჰყინვოდა. მამამისისთვის ზედაც არ შეუხედავს ისე გაჰყვა ნიკოლოზს. -ზედმეტი ცრემლების გარეშე,თავს ისე მოაჩბენებ ვითომ ბედნიერი ხარ!-თან სოფიას ეჩურჩულებოდა და თან ხალხს უღიმოდა. -ამდენი ხალხი აქ რას აკეთებს? -ჩვენს ბედნიერებას იზიარებს. -არ გინდა ეს უაზრო სარკაზმი,შენც კარგად იცი,რომ... -რომ? -არაფერი. -მეგობრულ რჩევას მოგცემ...ჯერ კარგად დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი იმიტომ,რომ მერე შეიძლება ინანო. -ფიქრი ყოველთვის საჭირო არაა.მაგალითად ახლა რომ მკითხავენ თანახმა ვარ თუ არა,რომ ცოლად გამოგყვე,დავფიქრდები და მივხვდები,რომ სიკვდილი მირჩევნია და უარს განვაცხადებ. -მაგ უარით საკუთარ სიცოცხლეს კი არა შენი საყვარელი ადამიანებისას შეაგდებ სასწორზე. -თუ გგონია,რომ მამაჩემის მოკვლით შემაშინებ ცდები,იმიტომ,რომ მეც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი ამაში. -და დედაშენსა და შენს დაზე რას მეტყვი?-ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და გოგოს რეაქციით კმაყოფილების უზარმაზარი დოზა იგრძნო. -შენ....მათ შესახებ საიდან იცი? -შენს შესახებ,მამაშენის შესახებ იმაზე მეტი ვიცი,ვიდრე შენ გგონია.დროა საკუთარი ადგილები დავიკავოთ,ყველა ჩვენ გველოდება. -მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები შენს ცოლობას,თუ დამპირდები,რომ მათ შემახვედრებ. -კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ,ქალბატონო სოფო? -სოფია მქვია! -ჩემთვის ის ხარ,ვინც მე მინდა. თუ მომინდენა მაკრინეც გახდები. -საერთოდ არ მიცნობ,იცი? ნუ გგონია,რომ ჩემს გათელვას შეძლებ. -რით დამიმტკიცებ,რომ არ შემიძლია? -ინანებ,მწარედ ინანებ,რომ შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი! -ჯერ ჩემი ცოლი გახდი. ****** ხელის მოწერის შემდეგ,ტრადიციულად საცეკვაო მუსიკა ჩაირთო. შეკრებილთაგან რამდენიმე წყვილი ფეხზე წამოდგა და მუსიკას აჰყვნენ. სოფია კი თავისთვის განკუთვნილ სკამზე იჯდა და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა აქედან. -მე მგონი,შენმა ცოლმა მოიწყინა.-ირონიულად ჩაიცინა ჟღალწვერამ. -მოდი,ჩემი ცოლის განწყობაზე შენ ნუ იდარდებ. -ასეთი თავხედობა ჩემთან რომ არ გაგივა,ხომ კარგად იცი? -და რას მიზამ? -შენთან ახალი მოთხოვნა მაქვს...მას უნდა შეუყვარდე,ფიქტიური ქორწინება რეალურად უნდა გადაიქცეს,მან შენი მაბი*ვარი უნდა გააჩინოს! -მხოლოდ იმიტომ არ გაგიგდებ წიხლქვეშ,რომ ქორწილი მაქვს და არ მინდა ჩემს ცოლს განწყობა გავუფუჭო,ისედაც ნერვიულობს. აი შენ კი გაფრთხილებ,გუშინდელი ღლაპი ნუ გეგონები და სანამ რამეს მეტყვი დაფიქრდი,თორემ ისე გაგასხმევინებ ტვინს,რომ ხელიც არ ამიკანკალდება. -მაგრამ ჯერ სოფია დააორსულე.-თავისი საფირმო,საზიზღრული ღიმილით გაუღიმა და ბიჭს გაეცალა. ნიკოლოზს კი სიმშვიდე კბილებით ეჭირა,ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდებას შეეცადა,რომ რამე საშინელება არ ჩაედინა. -წამოდი ვიცეკვოთ.-ხელი გაუწოდა გოგოს. -ნიკოლოზ,მისმინე,ისედაც საშინლად ვგრძნობ თავს და საერთოდ არ მინდა შენთან ერთად ცეკვა.-დაღლილი ხმით ჩამოარაკრაკა გოგომ და ისევ აარიდა თვალი. -არ მიკითხავს რა გინდა მეთქი!-ხელი ჩაავლო და სკამიდან წამოაყენა. საცეკვაო მოედანზე გავიდნენ.ნიკოლოზმა წელზე შემოჰხვია ხელი,რომ უფრო ახლოს მიეზიდა.სოფიას ხელიბი კი მხრებზე დაიწყო და ფრთხილად დაიწყო რხევა. -გამოგიტყდები და არ მინდა შენზე რამის დაშავება.-ყურში ჩასჩურჩულა გოგოს. -აპირებ,რომ რამე დამიშავო? -არ ვიცი,მგონი მომიწევს. -მიყვარს გულახდილობა.-ჩაიცინა. -თუ დამიჯერებ,თუ ზედმეტ პრობლემებს არ შემიქმნი შეიძლება სხვა გზა გამოვნახო. -გზა? რის გზას ეძებ ბატონო ნიკოლოზ? -ზედმეტი კითხვები,უკვე პრობლემას ქმნის. -ჩემგან რა გინდა? -შენგან მხოლოდ შენი თავი მინდა. სოფია ოდნავ მოშორდა აწ უკვე ქმრის სხეულს და სახეზე დააკვირდა.თვალებში ცეცხლი უგიზგიზებდა,ის ცეცხლი,რომელიც აქამდე მხოლოდ ფილმებში ენახა....საშინელ ბოროტმოქმედებზე. -რა....რას ნიშნავს ეგ?-შიშსგან და დაბნეულობისგან,ძლივს ამოილუღლუღა. -სახლში ვისაუბროთ მაგაზე.-თვალი ჩაუკრა და ისევ სხეულზე აიკრა ცოლი.სოფია კი შიშმა კიდევ უფრო შეიპყრო,ნელ-ნელა კანკალმა აიტანა. -რა გჭირს,გცივა?-გაკვირვებულმა დახედა. -ნურაფერს დამიშავებ გთხოვ!მომკალი,მაგრამ... -ღმერთო ჩემო,ოღონდ ამ გოგოს იუმორის შესახებ რამე მოუყევი და გპირდები აღარავის მოვკლავ!-თვალები აატრიალა და ისევ სოფიას გაუსწორა მზერა,რომელიც გამოშტერებული იყურებოდა. რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ნიკოლოზმა გააჩუმა. -სახლში წავიდეთ!-თავით ანიშნა მანქანისკენ. სოფიაც დიდი სიხარლით დასთანხმდა და უკან აედევნა. -ყოველთვის მინდოდა საკუთარი ქორწილიდან გავპარულიყავი.-თან მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს იხდიდა,თან იცინოდა. -მადლობა სხვა დროს გადამიხადე. მანქანაში მოთავსდნენ და ისე მივიდნენ სახლამდე,რომ ხმა არცერთს ამოუღია. სოფიას მღელვარებამ პიკს მიაღწია,როცა ნიკოლოზმა საკეტი გადაატრიალა და სახლში შეუძღვა. -შენი ოთახი ეს იქნება.-ერთ-ერთ უზარმაზარ ოთახზე ანიშნა. -და შენი?-დაძაბულობა ნელ-ნელა ეხსნებოდა. -ჩემი ოთახის გზა შენთვის ჩაკეტილია!-ცივად მიუგდო და ოთახიდან გავიდა. -იდიოტი!-ჩაილაპარაკა თავისთვის და ოთახი მოათვალიერა.მერე დაღლილობამ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი და დასაძინებლად მოემზადა. °°°°°° -ქალბატონო სოფია,ბოდიშს გიხდით,რომ გაღვიძებთ,მაგრამ ბატონმა ნიკოლოზმა მიბრძანა თქვენი გაღვიძება.-მორიდებით ელაპარაკებოდა ქალი. -კარგი,ცოტა ხანში ავდგები. -ლალი,შენ შეგიძლია გახვიდე,მე გავაღვიძებ ჩემს ცოლს.-პირდაპირ შეაჭრა ოთახში და სოფიას თავზე წამოადგა.-ადგომას არ იკადრებ? -ძილის რეჟიმიც შენ უნდა შემიდგინო?-ამოიზმუვლა გოგომ და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ნიკოლოზმა წარბები შეკრა,მაშინვე გადააძრო საბანი და ნანახი იმდენად მოულოდნელი იყო,რომ თვალები ოდნავ გაუფართოვდა,ნერწყვი ძლივს გადააგორა და გოგოს აწითლებულ სახეს მიაშტერდა. -შიშველს გძინავს? -შიშველს არ მძინავს,იდიოტო,მაგრამ არც შენ გაქვს უფლება ასე დამესხა თავს! -ფუ,შიშველს სძინავს!-უკმაყოფილო ბავშვივით,სასაცილოდ გაწელა სიტყვა და ოთახიდან გავარდა. -ეს რა ჯანდაბა იყო?-გამოშტერებული წამოჯდა საწოლზე,მერე კი სიცილი აუტყდა.-ესე იგი,ფუ არა?! გახალისებული წამოხტა საწოლიდან,ფარდები რომ გადასწია ჯერ კიდევ არ იყო წესიერად გათენებული. საათს რომ დახედა შვიდს უჩვენებდა და მაშინვე სახე მოეღრიცა. -მამალია ეს რეგვენი?!-თან ბუზღუნებდა თან კბილის ჯაგრისს უსვამდა პასტას. -არც მამალი ვარ და მითუმეტეს,არც რეგვენი!-მოულოდნელად ამოუდგა უკან და სოფიას შეშინებაც მოახერხა. -მართლა რეგვენი ხარ! შეიძლება ასე ჩუმად შეიპარო სააბაზანოში?-მხოლოდ მაშინ მოახერხა ალაპარაკება,როცა პირი კბილის პასტისგან გაინთავისუფლა. -შეგეძლო კარები ჩაგეკეტა.-უდარდელად აიჩეჩა მხრები და კარადას ზურგით მიეყრდნო. -კიდევ კარგი არ ვიცვლიდი თორემ...ფუ არა?!-სიცილი ატეხა სოფიამ და მისკენ შეტრიალდა. -საშინლად არ გიხდება კბილის პასტა ულვაშებზე.-წარბშეკრული უყურებდა სოფიას და როცა გოგოს სიცილი სახეზე შეეყინა ახლა თვითონ ჩაეცინა. -დროზე მოემზადე,ფრენაზე. არ უნდა დავაგვიანოთ!-ისევ დაისერიოზულა ტონი და სააბაზანო დატოვა. ქვემოთ ჩასულს ნიკოლოზი ორი ჩემოდნით და უკმაყოფილო სახით დახვდა. -ამდენი ხანი სად ხარ? -ვემზადებობი.ეგ რა ჩემოდნებია? -სამოგზაუროდ მივდივართ.-ვითომც არაფერიო,ისე უდარდელად აიჩეჩა მხრები. -უკაცრავად?! მე რატომ არაფერი ვიცოდი?ჩემთვის არ უნდა გეკითხა?-თვალები დააკვესა სოფიამ. -დიდი ხანია აზრს არავის ვეკითხები. -კარგად დაიმახსოვრე,როცა რაღაც მე მეხება აზრს აუცილებლად მკითხავ! -და რომ არა?-წარბები აწკიპა ნიკოლოზმა. -მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.ჩემი რომელია?-ჩემოდნებს გადახედა სოფიამ. -არც ერთი. -რა?მე არაფერი მჭირდება? -ტონს დაუწიე,თუ გინდოდა ჩაგელაგებინა. -მე რა ვიცოდი,რომ თაფლობის თვის გასატარებლად მივდიოდი?! -კარგი,თავი ამატკიე! ორვიეში ორივეს ნივთებია.-უკმაყოფილოდ შეჭმუხნა სახე,სოფიას ანიშნა წამოდიო და სახლი დატოვა. -სად მივდივართ? -მილანში.. -რამდენი ხნით? -არ ვიცი. -ნორმალურად ლაპარაკი შეგიძლია საერთოდ?-ნერვებმოშლილმა წამოიყვირა,მაგრამ ნიკოლოზმა ისეთი სახით გახედა დაწყნარება გადაწყვიტა. -ნორმალურად ლაპარაკს დამსახურება უნდა. -და მე რამე დავაშავე? -მამაშენის შვილი,რომ ხარ,უკვე დანაშაულია.-ზიზღით ამოილაპარაკა. -მამაჩემს რატომ ვერ იტან? -უკვე ვთქვი,რომ ზედმეტი კითხვები პრობლემას ქმნის,ჩვენ კი პრობლემები არ გვჭირდება! -საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ,გინდა?-წყენა შეერია ხმაში. -გამახარებ.-ისე უთხრა,რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია. მართლაც ისე მივიდნენ აეროპორტში და ისე ჩასხდმენ თვითმფრინავში,რომ სოფიას ხმა არ ამოუღია. არც ნიკოლოზს ქონდა ლაპარაკის სურვილი,ამიტომ თავს კომფორტულად გრძნობდა. მილანში ჩასვლამდე რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება,მაგრამ როცა მიხვდა,რომ სოფია ხმის ამოღებას არ აპირებდა,წარბები შეკრა და მილანში ჩასვლამდე არ გაუხსნია. სასტუმროში მისულებს ღიმილით შეეგებნენ თანამშრომლები. -ნომრებს ერთად აიღებთ თუ ცალ-ცალკე?-ამოოხედა წყვილს ახალგაზრდა ბიჭმა,მათი სახეების დანახვაზე დაიბნა და ცოტა ხანს ჩუმად მიაჩერდა. -ერთად!-როგორც იქნა ნიკოლოზმა გადაწყვიტა ხმის ამოღება.ბიჭმაც თავი დაუკრა და კომპიუტერში საჭირო პროცედურები მოაგვარა,შემდეგ კი წყვილს გასაღები გაუწოდა და შემდეგ სტუმარს მიაჩერდა ისეთივე ღიმილით. -ჯერ შენ შეხვალ სააბაზანოში თუ მე შევიდე? სოფია ისევ არ აპირებდა ხმის ამოღებას.ნერვებმოშლილმა ამოიხვნეშა და გოგოს ხელში სტაცა ხელი. -მე მგონი კითხვა დაგისვი,დამუნჯდი?-თვალებიდან ცეცხლს ისროდა ნიკოლოზი. -შენც ხომ ეგ გინდოდა? -ღმერთო,მიშველე!-სახეზე ხელები ჩამოისვა და ისევ სოფიას დახედა.-შედი შენ,მე საქმე მაქვს! -წადი.-მხრები აიჩეჩა და ერთ-ერთი ჩემოდანი გახსნა,საჭირო ნივთები აიღო და სააბაზანოში წყლის ჭავლის ქვეშ გაიტრუნა. ნიკოლოზი კი გაბრაზებული გავარდა ნომრიდან.კარი ისე გაიჯახუნა,ლამის ჩამოვარდა. მანქანაში ჩაჯდა და ვიღაცის ნომერზე გადარეკა. -უთხარი,რომ შევხვდები. -.... -ახლა. -.... -კარგი,ათ წუთში ვიქნები. -..... -რა თქმა უნდა ჩაცმული! ტელეფონი გვერდით მოისროლა და თვალებში ეშმაკური სხივი გაუკრთა. მანქანა თეთრი სახლის წინ გააჩერა,შავი შოკოლადი რა თქმა უნდა არ დავიწყებია,მანქანიდან გადავიდა და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. სახლის კარი შავგვრემანმა ქალმა გაუღო და მამაკაცის დანახვაზე სახე ღიმილმა გაუპო.თავით ანიშნა შემოდიო და ნიკოლოზიც კმაყოფილი ღიმილით შევიდა სახლში. -დალევ რამეს? -შავ ღვინოს. -ეგ ეშმაკური ღიმილი რას მივაწეროთ ნიკოლ?-ტუჩი მოიკვნიტა ქალმა და იმ თაროსკენ გაეშურა,სადაც სხვადასხვა დასახელების ღვინის ბოთლები ეწყო -რა ვიცი-მხრები აიჩეჩა ნიკოლოზმა და იგივენაირი ღიმილით ქალს ნელა მიუახლოვდა. -იცი,რომ მასე მაგიჟებ და შენ ეს მოგწონს,არა?-პირდაპირ თვალებში უყურებდა. -რატომაც არა...-წელზე შემოჰხვია ხელი,თმა მხრებიდან გადაუყარა და მის კისერში ჩარგო ცხვირი.-კარგი სუნი გაქვს. -მე მგონი,ღვინო საჭირო აღარ არის.-ვნებამორეული ხმით ამოიჩურჩულა ქალმა. -გეთანხმები.-წელზე მეორე ხელიც შეუცურა,ხელში აიტაცა და კარგად ნაცნობი ოთახისკენ აიღო გეზი. °°°°° -მიზეზს არ მეტყვი,აქ რატომ ხარ?-ბიჭის გულზე ედო თავი და თან ფრჩხილებზე იყურებოდა. -მინდა,რომ შენი დიზაინით მოაწყო სახლი. -ეს სახლი?-გაკვირვებულმა თავი წამოჰყო,ნიკოლოზის სახის დანახვაზე კი მიხვდა,რომ სისულელე თქვა და ისევ ძველ ადგილას დააბრუნა თავი. -არა რა თქმა უნდა! -აბა,რომელი სახლი? -არ ვიცი,იპოვე რამე დიდი სახლი,მინდა რომ გარეუბანში იყოს,შედარებით წყნარ ადგილას. -როდისთვის გინდა? -დრო ძალიან ბევრი გაქვს. -რისთვის გინდა?-ეჭვით ახედა ქალმა. -შენთვის ნამდვილად არა.-თვალი ჩაუკრა და საწოლიდან წამოდგა. ტანსაცმელი ჩაიცვა,სარკეში შეისწორა და ქალის სახლი დატოვა. °°° -სად იყავი?-ისე ჰკითხა,რომ ტელეფონიდან თავი არ მოუწევია. -არ აქვს მნიშვნელობა. -კარგი.-მხრები აიჩეჩა და თავისი საქმე განაგრძო. ნიკოლოზი ჩემოდნებისკენ დაიძრა,რომ ტანსაცმელი მოეძებნა,მაგრამ ორივე ცარიელი დახვდა. -ტანსაცმელი სად არის? -სადაც ტანსაცმლის ადგილია. უკმაყოფილო სახით მიაჩერდა ცოლს,მაგრამ როცა მიხვდა,რომ ქალბატონი ტელეფონის გარდა ვერაფერს ხედავდა,ამოიხვნეშა და კარადისკენ დაიძრა. ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შეიკეტა. -იდიოტი!-როცა დარწმუნდა,რომ ოთახში არ იყო,სააბაზანოს კარებს მიაშტერდა წარბშეკრული.-რა შეიძლება გავაფუჭო?-თვალები ოდნავ მოჭუტა და გონება დაძაბა. მერე ერთ-ერთი იდეა აარჩია და მომსახურე პერსონალს ზეთი მოსთხოვა. ბედნიერი სახით გამოართვა ბიჭს ზეთის ბოთლი და სააბაზანოს კართან ჩამოცალა. როცა წყლის ხმა შეწყდა მაშინვე თავისი ადგილი დაიკავა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი. მალე კარებიც გაიღო და ნიკოლოზიც გამოჩნდა ოთახში. მის დანახვაზე წინასწარვე აუტყდა სიცილი,თუმცა თავის შეკავება შეძლო.ცოტა ხანში ნიკოლოზის წაქცევის ხმაც გაისმა და კედლებიც შეზანზარდა. -რა ჯანდაბაა?!-დაიღრიალა დაჟეჟილმა ნიკოლოზმა. სოფიამ კი სიცილისგან თავი ვეღარ შეიკავა და მაშინვე ხარხარი ატეხა.-შენ გააკეთე არა?-თვალებიდან ლავას ღვრიდა ნიკოლოზი. -ამის შემდეგ კარგად გეცოდინებათ,რომ ცოლთან ერთად სხვა ქალი ვერ გეყოლებათ,ეს ჩემს თავმოყვარეობას ლახავს!-ირონიული ღიმილით წამოდგა და ნიკოლოზს დააცქერდა. მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება ბიჭს,ფეხზე წამოდგა და წარბებაწკეპილი აესვეტა წინ. -მაშინ ვნახოთ აქ რა გვაქვს!-ცალყბად გაუღიმა დაბნეულ გოგოს და ერთი ხელის მოსმით გადააძრო კაბა.მისი სიმრგვალეების და გამჭირვალე თეთრეულის დანახვაზე წამით სუნთქვა შეეკრა,მაგრამ სახეზე კვლავ ირონიული ღიმილი აიკრა და აწითლებულ სოფიას ახედა-ჯობია სხვა დეიდებთან ვიარო,არაფერი გაქვს განსაკუთრებული.-თვალი ჩაუკრა და ერთ ადგილას გაშეშებული დატოვა ცოლი. -თუ ჩაიცვამ,შეგვიძლია გავისეირნოთ.-მისმა ხმამ გამიაფხიზლა გაშტერებული გოგო,მანაც უმალვე გადაიცვა კაბა და წინ დაუდგა. -მსგავსი სისულელე მეორედ არ გააკეთო,თორემ... -თორემ? -მე თვითონ მოგტეხავ მაგ ხელებს! -მუქარა მამაშენმა გასწავლა?-ირონიული ღიმილით აათვალიერა. -ყოველ წამს მამაჩემზე რატომ ლაპარაკობ? თუ ასე ძალიან გინდოდა,შეგეძლო ის მოგეყვანა ცოლად. -მოდიხარ თუ არა? -შეგიძლია შენს ძუ*ნებთან ერთად გაისეირნო,მე არსად წასვლას არ ვაპირებ!-გადაჭრით უთხრა და საწოლზე მოკალათდა. -ზუსტად მაგას ვაპირებ,წამოდი!-გამყინავი ხმით უბრძანა. -ვერ გავიგე? შენ რა,მართლა შენი საკუთრება გგონივარ? გგონია ასე უბრალოდ დავჯდები და მოვითმენ შენს იდიოტურ გამოხტომებს? გგონია შენი მზერით ადგილზე გავშეშდები ან ხმას ჩავიკმინდავ? თუ გგონია,რომ შენი გესლით მომშხამავ ან რამეს დამიშავებ,თუ გგონია,რომ შენი თითოეული ხმამაღალი სიტყვის გამო ცრემლებს გადმოვყრი და დასჯილი ბავშვივით აგედევნები უკან,ძალიან,ძალიან ცდები ბატონო ნიკოლოზ! -ნერვები დაიწყნარე და ჩამოდი,ქვემოთ გელოდები. -დიდხანს მოგიწევს ლოდინი,იმიტომ,რომ გარკვევით ვთქვი,არსად წასვლას არ მინდა! -გელოდები,თუ არ ჩამოხვალ მერე მართლა მოგიწევს ცხარე ცრემლით ტირილი! -და ამით რას დაამტკიცებ? კაცობას?-დამცინავი ღიმილით მიაშტერდა გაცოფებულ კაცს. -მომისმინე! მე მგონი გასარკვევად აგიხსენი თავიდან ყველაფერი. გითხარი,რომ თუ ჭკვიანად იქნებოდი სხვა გზას გამოვნახავდი,თუ ზედმეტ კითხვებს არ დასვამდი და პრობლემებს არ შექმნიდი არაფერს დაგიშავებდი და რატომ? რატომ მაიძულებ რომ რაღაც საშინელება გაგიკეთო? ხომ შეგიძლია ერთხელ ხმა არ ამოიღო,შენი პრეტენზიები შენთვის შეინახო და უბრალოდ დამემორჩილო? -არ შემიძლია! -რატომ?ასეთი შეუძლებელია? რა არ მოგწონს მითხარი? ვხვდები,ვიცი,რომ ეს ქორწინება არ არის ისეთი,როგორზეც ოცნებობდი და არც არასდროს გახდება ისეთი როგორიც გინდა,მაგრამ აუცილებელია,რომ სანამ ყველაფერს დავამთავრებთ ერთმანეთს ბოლო მოვუღოთ? მინდოდა,რომ ქალაქი მეჩვენებინა,მინდოდა,რომ ეგ სტრესი ცოტა ხნით მაინც მოგეხსნა და ამოგესუნთქა. რამე შეუძლებელი მოგთხოვე? -რატომ?რატომ გინდა,რომ ...რატომ ფიქრობ ჩემზე,ჩემს სტრესზე...შენ ხომ თქვი,რომ არასდროს გვექნებოდა ნორმალური ურთიერთობა,არ გაგვიჩნდებოდა გრძნობები და ასე შემდეგ.თუ ასეა,რატომ გინდა,რომ ჩემთან ერთად გაისეირნო და მილანი დაათვალიერო?რატომ გინდა,რომ კარგად მომექცე? -იმიტომ,რომ მამაშენივით ნაბი*ვარი არ ვარ,იმიტომ,რომ ....არ აქვს მნიშვნელობა,შენ უკეთ იცი,ამის შემდეგ სხვანაირად ვიფიქრებ. -ჩემი არ გესმით! საერთოდ არ გესმით! მიუხედავად იმისა,რომ ტვინში ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებს,რომელიც ჭკუიდან მშლის,როცა ეჭვები მღრღნის,როცა წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება,მიუხედავად ამ ყველაფრისა ისტერიკებს არ ვაწყობ და შეძლებისდაგვარად სიმშვიდეს ვინარჩუნებ,რა არ მოგწონს? მეც მინდა შენგან თავის დაცვა,არ მინდა როდესმე აღმოვაჩინო,რომ შემიყვარდი. არ მინდა,რომ ამ ყველაფრის დასრულება არ მინდოდეს. იმიტომ,რომ ვიცი,ერთ დღეს ყველაფერი მორჩება. ახლა ზუსტად მაგის იმედით ვჩერდები შენთან,მაგრამ თუ კი ჩემზე ზრუნვას დაიწყებ,თუ კი ჩემზე იფიქრებ,მომიფრთხილდები,ჩემს მიმართ ყურადღებას და ინტერესს გამოხატავ,მე რით შემეძლება შენს მიმართ გაჩენილი გრძნობებისგან თავის დაცვა? არ მინდა,რომ შემიყვარდე გაიგე?არ ვიცი,შეიძლება ახლა ყველაფერი შეუძლებელი ჩანს,მაგრამ...არ ვიცი! გონებაში ყველაფერი ამერია,ვეღარ ვფიქრობ! რა დააშავა მამაჩემმა ასეთი,ასეთი უძლური როგორ გახდა,რომ ჩემს ასე გათხოვებას ხელი ვერ შეუშალა? ან შენ რატომ მომიყვანე ცოლად? არ მაქვს ამის ცოდნის უფლება? -შენთვისვე აჯობებს,რომ არ იცოდე. -რომ ვიცოდე,რა მოხდება? -გითხარი,არ უნდა იცოდე მეთქი და მორჩა.-ბოლოს ისევ გაუცივდა ხმა,სასტუმრო დატოვა და მანქანაში ჩაჯდა. ცოტა ხანი თვალებდახუჭული იჯდა,უნდოდა ეფიქრა,რომ აზრები დაელაგებინა,მაგრამ ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა. მერე ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.ნომრის დანახვაზე წარბები შეკრა და ზიზღნარევი ხმით უპასუხა. -რა გინდა? -დაიწყე ბავშვზე მუშაობა? -მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი და დაივიწყე ეგ აზრი! -რატომ? ვერ ხვდები,რომ მაგით გიორგის ბოლოს მოუღებ? -გიორგის ისედაც მოვუღებ ბოლოს,არ არის საჭირო,ზედმეტი ადამიანების გამოჩენა! -ბავშვი არ გინდა თუ უბრალოდ სოფიას ბედი გაღელვებს? -გულახდილად გეტყვი,სოფიას ბედი ფეხებზე . -რაღაც მეეჭვება...ჯერ იყო და აბო ლამის მოკალი,როცა სოფიას მოსატაცებლად მიდიოდა.მერე ექვსასი ათასი ლარი გადაიხადე,იმიტომ,რომ სოფია შენთან ყოფილიყო,მის აჩრდილად გადაიქეცი,ქორწილის დღეს არავინ მიუშვი მის სიახლოვეს,ახლა კი...ნუთუ შენი გეგმა ის არ იყო,რომ მისთვისაც ის უნდა გაგეკეთებინა,რაც გიორგიმ მარიამს გაუკეთა? რამე შეიცვალა? -ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი მოხუცო,ჩემს გეგმებზე ფიქრს ჯობია,ანდერძზე ოფიქრო. მე რას დავაპირებ და რას შევცვლი,ეს არავის საქმე არ არის,მათ შორის არც შენი! -მე მგონი ძალიან ბევრჯერ გითხარი,რომ ჩემთან ასეთი ტონი არ გაგივა... -რაც შენს ცხოვრებაში გამოვჩნდი,სულ ასეთი ტონით გესაუბრები და ჯერ არაფერი მომსვლია.რამის გაკეთება თუ შეგეძლო,აქამდეც გააკეთებდი. -ჯერ შენს სუსტ წერტილს ვეძებ ნიკოლოზ და როცა ვიპოვი,ზუსტად იმ წერტილში დაგაჭერ ფეხს,ეჭვიც არ შეგეპაროს! -იმედი მაქვს,სიკვდილამდე მოახერხებ მის პოვნას.კარგი,შენთვის აღარ მცალია. ტელეფონი გაუთიშა და რომას ზარს უპასუხა. -აბა,რა ხდება ტონი?-როგორც ყოველთვის მხიარულ ტალღაზე იყო ბიჭი. -რა ვიცი,არაფერი.-დაღლილმა ამოიხვნეშა. -მომიყვები? გოგო როგორაა? -მოსაყოლი არაფერია და მგონი კარგად. -იმედი მაქვს...-მორიდებით დაიწყო ლაპარაკი. -უკვე ვთქვი,რომ მამამისს არ ვგავარ...მასზე გაცილებით უარესი ვარ! -რას აპირებ?...ნიკოლოზ, ჩემი აზრით არასწორი იქნება სოფიას,რომ რამე დაუშავო. არ გაქვთ უფლება გოგო ამისთვოს გაწიროთ,ისიც გეყოფათ,რომ თავისი ცხოვრება წაართვით! ნიკოლოზ,შენ პრობლემა მამამისთან გაქვს და რომც მოკლა არაფერს ვიტყვი,მაგრამ გოგოს ასე ნუ მოექცევი. -მარიამსაც ჰქონდა მისი ცხოვრება,მაგრამ იმ ნაბი*ვარმა ერთ საათში გაუქრო სიცოცხლის სურვილი,ერთ საათში დაუმახინჯდა მთელი თავისი ცხოვრება. ეს რომ მახსენდება არ შემიძლია,რომ მას არაფერი ვავნო. -და როცა სიბრაზე გადაგივლის? რა იქნება,თუ კი სოფიაც მარიამის გზას გაივლის? ხედავ გზას,რომელიც შურისძიების შემდეგ უნდა განაგრძო? თუ კი სოფიაც თავს მოიკლავს,ამით შენი სული დამშვიდდება? შეძლებ,რომ ბედნიერი იყო? -მაგას მხოლოდ მაშინ გავიგებ,როცა ყველაფერი დასრულდება. -და შეგიძლია ამის გაკეთება? შეგიძლია,რომ... კარგი,როგორც გინდა ისე მოიქეცი,მაგრამ გაფრთხილებ,თუ კი იმ გეგმით იმოქმედებ,რომელიც ახლა გაქვს,ჩემი სახელი დაივიწყე! -კარგი. მიუხედავად იმისა,რომ გონება ისევ არეული ჰქონდა,მიხვდა,რომ ასე კიდევ დიდხანს მოუწევდა ყოფნა,ამიტომ ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა. ოთახიდან სოფიას ხმა გამოდიოდა,როგორც ჩანს კართან ახლოს იდგა. ფეხაკრეფით მიუახლოვდა და ჩუმად მოსმენა გადაწყვიტა. -რას მეუბნები საერთოდ ხვდები? იმისთვის დამირეკე,რომ ნიკოლოზის მოკვლის გეგმა გამაცნო? გგონია მეც შენსავით სისხლში გავისვრი ხელებს? -... -მე ვთქვი არა და მორჩა! ვიცი,რომ ვერაფერს დამიშავებს და თუ დამიშავებს,მაგასაც ავიტან,მაგრამ ჩემს ხელებს სხვისი სისხლი რომ მიეცხოს,ამას ვერ გავუძლებ...აღარ დამირეკო! -ვერც ახლა ისვენებ შე ნაბი*ვარო!-კბილებს შორის გამოსცრა და ბრაზისგან ძარღვები დაებერა. მერე დასამშვიდებლად თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. კარებს ბარათი მიადო და ნომერში შევიდა. სოფიასთვის ყურადღება არ მიუქცევია,პირდაპირ აივანზე გააჭრა. -ზედმეტი მომივიდა?-გვერდით ამოუდგა ქმარს და მდუმარეს მიაჩერდა. -დიდხანს უნდა მათვალიერო?-სიგარეტის კვამლში გახვეულმა,მოჭუტული თვალებით გახედა. -არა,თითქმის მოვრჩი.-გაეკრიჭა გოგო.-ეს შრამი საიდან გაქვს? -ავარიაში მოვყევი. -მეგონა იტყოდი,რომ დაგჭრეს. -საფეთქელთან როგორ უნდა დამჭრან?-ხმამაღლა გაეცინა. -რა ვიცი,ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სხვათა შორის,სიცილიც გიხდება. -უჩემოდ დალიე?-გაკვირვებული უყურებდა ზედმეტად გულახდილ გოგოს. -არ მჭირდება სიმთვრალე იმის სათქმელად,რომ სიმპატიური ხარ. -მე მგონი,უკვე მოგწონვარ. -ფიზიკურად კი ბატონო. -სოფია,კარგად ხარ? -გავისეირნოთ?-ბავშვური ღიმილით გაუღიმა და აციმციმებული თვალები მიანათა. -რა ჯანდაბაა?! -შეიცხადა ნიკოლოზმა-დარწმუნებული ხარ,რომ კარგად ხარ? -სტრესის ქვეშ ვარ ნიკოლოზ,პასუხს ნუ მომთხოვ!-საწყალი ხმით ამოილაპარაკა და ახლა ღიმილი ეშმაკური გაუხდა. -ნწ,ისევ ისეთი ხარ.-გაეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. -მაშინ მე მზად ვარ. ხომ მიხდება ეს კაბა?-მის წინ რამდენჯერმე დატრიალდა. -სოფია,მე მგონი ზედმეტები მოგდის. -თუ კი გკითხავ,კაბა მიხდება თუ არა მეთქი,ესეიგი მიყვარხარ?-მობეზრებულმა აატრიალა თვალები და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა. -არ გიხდება,მაგრამ ახლა ლოდინს არ ვაპირებ.-თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა. -იდიოტი! °°°° -გშია?-რესტორნის წინ გაჩერდა და დაღლილობისგან შეწუხებულ გოგოს სიცილით მიაჩერდა. -მშია? რას მეკითხები,რა თქმა უნდა მშია!-მაშინვე გაუბრწყინდა თვალები და რესტორნის კარები ბედნიერმა შეხსნა. როცა ადგილები დაიკავეს და შეკვეთა მისცეს ნიკოლოზმა ისევ სიცილით უთხრა. -მე მგონი საერთოდ არ დაღლილხარ და იმიტომ გქონდა ეგეთი საცოდავი სახე,რომ აქ შემომეყვანე! -ასეთი გამჭრიახი გონება საიდან? -მემკვიდრეობით. -ნიკოლოზ! -რა? -რაც გარეთ გამოვედით,მას შემდეგ პირი ვერ დაგახურინე და რა ხდება? რატომ იკრიჭები? -შენ არ მითხარი გიხდებაო? -მე გითხარი სიცილი გიხდება მეთქი,შრეკის ვირს დაემსგავსე თქო კი არ მითქვამს. -ღმერთო,რა დამამცირებელია!-ვითომ შეურაცხყოფილმა შეიცხადა ნიკოლოზმა და ცოლი კიდევ უფრო გაამხიარულა. -რაღაცას გკითხავ,მაგრამ არ გაბრაზდე! -უკვე ვხვდები,რომ რაღაც საშინელი უნდა მკითხო,მაგრამ კარგი. -რანაირი ხარ? -რა? -რანაირი ხარ? ანუ...ვერ ვხვდები. რეალურად როგორი ხარ,ასეთი,როგორიც ახლა ხარ თუ ისეთი,როგორიც გუშინ იყავი? -ხან ასეთი,ხან ისეთი,გააჩნია სიტუაციას. -კარგი რა,მე გკითხე რეალურად როგორი ხარ თქო! -დიდი ხანია,საკუთარი თავი დავივიწყე,ასე რომ,მეც არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა და მათკენ მომავალ ოფიციანტს გაუღიმა. გოგონამ თეფშები წინ დაულაგა,თან ნიკოლოზს არ აშორებდა თვალს.მერე როგორღაც წასვლა შეძლო. -და ყველას ასე ეკურკურები?-წარბშეკრულმა გააყოლა თვალი მიმავალ ქერას. -მხოლოდ ლამაზებს.-თვალი ჩაუკრა და ჩანგალი მოიმარჯვა. -და ტანადებს.-დაამატა სოფიამ და ნიკოლოზის გაკვირვებული მზერაც დაიმსახურა.-რას მიყურებ? ჭამე თუ ჭამ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.