შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი დღე


8-12-2019, 03:26
ავტორი gabi du
ნანახია 3 501

წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ, როგორც იქნა დაინიშნნენ. ერთ თვეში ქორწილსაც გადაიხდიდნენ და მათზე ბედნიერი წყვილი მთელს ქალაქში არ ივლიდა. ნიშნობის ცერემონია ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გაიმართა ლეოს მშობლების დაჟინებული მოთხოვნით. როგორც იქნა მათი შვილი სწორ გზას დაადგებოდა ამდენწლიანი ,,ქუჩის ბიჭური'' ცხოვრების შემდეგ. ეს კი, მეტწილად ცაროს დამსახურება იყო. ლამაზი, შავთვალა და შავგრემანი გოგოსი, რომელზეც ლამის მთელი თბილისი ნერწყვებს ყლაპავდა. მან კი არჩევანი ლეოზე შეაჩერა და ბედნიერი სახით უყურებდა საღამოს დასასრულს ცაში გაშვებულ ფეიერვერკს.
- ძალიან ბედნიერი ვარ. - ემოციებს ვერ მალავდა გოგო.
- მეც ძალიან. როგორც იქნა ერთად ვიქნებით. - ხელი გადახვია საცოლეს და კიდევ უნდოდა რაღაც ეტქვა, მაგრამ იქვე მანქანამ დაამუხრუჭა და მათი ყურადღებაც მიიპყრო. მინა ჩამოიწია და ვიღაცამ გადმოსძახა ძალიან ბოხი ხმით.
- ლეო. სანდრო გელოდება. 15 წუთში ფრენა აქვს და ამიტომაც სასწრაფოდ უნადა წამოგვყვე. - ლეოს დაძაბულობა შეეტყო სახეზე მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა.
- ცარო, ძალიან გთხოვ შინ ტაქსით წადი. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და რომ არ წავიდე არ შეიძლება.
- კარგი. ოღონდ ფრთხილად იყვი ხო? - მიაძხა უკვე მანქანაში მჯდომს.
***
- ბედნიერი საქმროც მოსულა. საუკეთესო რესტორანში კი გრიალებ. ჩვენთვისაც გექნება რამე სიახლე. ასე არაა? - ირონიით სავსე მზერით უყურებდა თავიდან ბოლომდე შავებში ჩაცმული მაღალი, გამხდარი და ამავდროულად მხარ-ბეჭიანი დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცი.
- ეს მთლიანად ჩემი მშობლების იდეით და დაფინანსებით მოხდა. გთხოვთ ცოტა დრო მომცეთ.
- დრო? ნუ მაცინებ. დრო საკმარისზე მეტი გქონდა. შენ რა გგონია ღორჯო ვარ და გადამაგდებ?
- მხოლოდ 3 დღეს გთხოვ. გპირდები ამჯერად სიტყვას არ გადავალ. - შიშს აეტანა ლეო ძნელაძე და ეშმაკსაც მიჰყიდიდა სულს ოღონდაც სანდრო ნაკაშიძისთვის თავი დაეღწია. შიშის საფუძველი კი ნამდვილად ჰქონდა. ყელამდე იყო ბინძურ საქმეებში ჩაფლული. ყოფილ ბარიგასა და ნარკომანს უამრავი ვალი ჰქონდა დაგროვილი. მათ შორის ყველაზე ბევრი სწორედ სანდრო ნაკაშიძის ემართა, რომელსაც საშინლად არ უყვარდა ჯერ ერთი ნარკომანები, მითუმეტეს ბარიგა და ყველაფერთან ერთად მატყუარა და თაღლითი ადამიანები.
- 3 დღეს მთხოვ არა? 5 დღეს გაძლევ. მეექვსე დღეს მოდიხარ ფულით ან შენი ლამაზი საცოლე მოგყავს ჩვენთან. სამი დღით დაგვიტოვებ ჩემი ბიჭების გასართობად. სულ რვანი არიან ნუ ღელავ. ჰოდა ჩვენც გავსწორდებით. ან...
- ან?
- შენ თავად გაართობ მათ შენი უკანალით.
- ფულს ვიშოვი. ცაროს თავი დაანებეთ. - ხმა გაებზარა ძნელაძეს.
- ისე მოიქეცი, რომ მასთან არაფერი გვესაქმებოდეს.
მეხუთე დღე იწურებოდა ლეომ კი საჭირო თანხის ნახევარსაც ვერ მოუყარა თავი. იცოდა სანდროს ხუმრობა არ სჩვეოდა და ნამდვილად შეუსრულებდა დანაპირებს. საღამო ხანი იყო, რომ დაურეკა.
- რა ქენი ლეო იშოვე ფული?
- მხოლოდ მეოთხედი. - ცივმა ოფლმა დაასხა ლეოს.
- მე ანკი არ მაქვს ძმაო სესხი გავცე და შემდეგ განვადებით დამიფარო. ახლა ორი არჩევანი გაქვს დილით 10 საათზე ან შენ მარტო მოხვალ და ჩემი რვავე ,,ულაყი'' გიხ*არს სიკვდილის წინ ან გოგოს მოიყვან. ოღონდ თავადვე გაარკვევ სიტუაციაში აქ მისი წიკვინის ნერვები არავის არა აქვს. - პასუხს არც დაელოდა ისე გათიშა.
- ამის დედა მოვ**ან. - იყვირა ლეომ და წიხლები დაუშინა მანქანის საბურავებს. თავს ვერ მოიკლავდა. საამისოდ საკმაოდ მშიშარა იყო, ლაჩარი უფრო. თვითონ არ იზამდა და სანდროს ხალხი მაინც მოკლავდა თან წამებით. დიდხანს ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა ცაროსთვის ეთხოვა ,,დახმარება''. რა სასაცილოა საცოლისთვის უნდა ეთხოვა სხვასთან დაწოლა. თან 8 კაცთან ერთად. დათანხმდებოდა? რა თქმა უნდა არა. მაგრამ რომ დათანხმდებოდა ამდენი კაცის ხელში გავლილი ცოლად როგორ დაესვა? იმდენად უტიფარი იყო ისევ და ისევ საკუთარ თავზე ფიქრობდა. უყვარდა? რა თქმა უნდა უყვარდა გოგო მაგრამ საკუთარ თავზე მეტად არა.

***
- რა მოხდა ლეო, ხომ მშვიდობაა? ასე გვიან აქ რატომ მომიყვანე?
- არ არის მშვიდობა. - მძიმედ ამოიოხრა და სახეზე ხელები აიფარა.
- რა მოხდა? ნუ მაშინებ...
- ხვალ, ამ დროს უკვე ცოცხალი აღარ ვიქნები.
- რას ნიშნავს ცოცხალი აღარ იქნები? - სიმწრით ჩაეღიმა გოგოს.
- მომკლავენ. დილით 10 საათზე. მაგრამ...
- ვინ მოგკლავს ლეო ამიხსენი რა ხდება თუ ღმერთი გწამს.
- ერთი ადამიანი. მასთან ვალში ვარ. ძალიან დიდ ვალში. მთელი გვარის ქონება რომ გავყიდო არ მეყოფა. თან მარტო ფულიც არ მმართებს. ახლა ყველაფერს ვერ მოგიყვები, თუმცა სხვა დროც აღარ გვექნება.
- ნუთუ გამოსავალი არ არსებობს? - ამოიხავლა გოგომ.
- არსებობს მაგრამ...
- რა მაგრამ? - ხავსს მოეჭიდა ცარო.
- უნდა, რომ სამი დღე მასთან იცხოვრო. - პირდაპირ უთხრა და თავი დახარა. ის კი დაუმალა, რომ 8 მამაკაცის საჯიჯგნად უშვებდა.
- მეე? - თვალები გაუფართოვდა ცაროს.
- ჰო. მისი პირობა ასეთია მისი უნდა გახდე და სამი დღე მასთან იცხოვრო. ან მე მომკლავენ.
- რას ნიშნავს მისი უნდა გავხდე. ლეო ხვდები რას მთხოვ? მე ჯერ შენიც არ გავმხდარვარ და გინდა უცხო კაცს დავუწვე? გამორიცხულია. - ცოფებს ყრიდა ცარო.
- ასეც ვიცოდი. - დანანებით ამოთქვა ლეომ. - მეგონა გიყვარდი, თორემ არ გეტყოდი. - ამის მოსმენამ ადგილზე გააქვავა გოგო.
- ლეო, შენ გინდა, რომ იმ ვიღაცა უტიფარს დავუწვე? ამას მთხოვ? სწორად გავიგე?
- ჰო. - ყოყმანის შემდეგ უპასუხა ბიჭმა. - ჩემი გულისათვის. ჩვენი სიყვარულის ხათრით. არ მინდა სიკვდილი. მინდა შენთან ერთად დავბერდე ცარო. ამ საშინელ სამ დღეს კი სამუდამოდ ამოვშლით ჩვენი ცხოვრებიდან. - ცარო ახარხარდა. ლეო გაფართოებული თვალებით უყურებდა მას. ხვდებოდა ჭკუიდან იშლებოდა მაგრამ უკან დახევაც აღარ შეეძლო. არ უნდოდა სიკვდილი. მხოლოდ ეს იცოდა დანამდვილებით.
- კარგი. მზად ვარ შენი გულისთვის ამ მსხვერპლზე წავიდე. შემდეგ გამაცანი გეგმა როგორ აპირებ ჩემი ცხოვრებიდან ამ სამი დღის გაქრობას.
- მადლობა. არც კი ვიცი როგორ და რანაირად გადაგიხადო ამხელა მსხვერპლისთვის. - აშკარად ვერ მალავდა სიხარულს ლეო. ცაროს ამის შემხედვარე გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, მაგრამ ვერ დაუშვებდა მოეკლათ. ამიტომაც საკუთარი თავმოყვარეობა და სიამაყე განზე გადადო.
***
ათის ნახევარი იყო სანდროს დაცვამ რომ უთხრა ძნელაძე მოვიდა გოგოსთან ერთადო. ნაკაშიძემ ანიშნა შემოიყვანე ორთავეო. მაგრამ გაოცებას ვერაფრით მალავდა.
- სერიოზულად ტო? - თვალები შუბლზე აუვიდა, როდესაც საკუთარი თვალით ნახა ოთახში შემოსული ლეო და მისი საცოლე. - ეს ის არის რაც მგონია? -ისევ იკითხა რომ როგორღაც დაეჯერებინა რაც ხდებოდა.
- ცარო მოვიდა და დარჩება სამ დღეს. - გაუბედავად ჩაილაპარაკა ლეომ.
- ვხედავ რომ მოვიდა... პატრონი არ გყავს? - ცაროს მიუბრუნდა ნაკაშიძე. - იცი მაინც რა გელოდება?
- ვიცი. - ჩუმად თქვა და თავი დახარა.
- როგორ თუ იცი? ამის დედას შევ**ი. იცი და მაინც მოხვედი, რომ 8 კაცმა გაგ**მოს? ვის გამო ამის გამო? - წიხლი ჩააზილა ნაკაშიძემ ძნელაძეს.
- უკაცრავად, რა თქვით? - შიშისგან ხმა ჩაუწყდა ცაროს. ეგონა მოესმა 8 კაციო.
- ამაშიც კი მოატყუე? - ირონიას ვერ მალავდა. - დიახ სწორად გაიგე შენმა ქმარმა თუ საქმრომ აქ იმისთვის მოგიყვანა, რომ 8 კაცმა სამი დღის განმავლობაში გი**აროს. რიგ-რიგობით თუ ერთად ამას მერე გადაწყვეტენ. - ცაროს ერჩივნა მიწა გასკდომოდა. ერთ წამში დაპატარავდა მისი საყვარელი ადამიანი მის თვალში. თან ისე დაპატარავდა, რომ ვერასოდეს მის თვალსაწიერში ლეოს ვერასოდეს შეამჩნევდა.
- ეს წინადადება იმიტომ, შემოგთავაზე მაინტერესებდა სანამდე დაეცემოდი. სამი გამოსავლიდან ამას თუ აირჩევდი არ მეგონა. მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის და შენი დამპალი არსებობისთვის. - ზიზღით გადახედა სტუმრებს. მერე დაცვას დაუძახა და დაავალა სოფლის სახლის სარდაფში დაემწყვდიათ ლეო სამი დღით. სანამ ქალიშვილი ცარო მასთან იქნებოდა. თან სიტყვა ქალიშვილს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.
- მე ხომ აქ ვარ. გაუშვით ის. - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ თქვა ცარომ.
- შენზეა დამოკიდე ბული როგორ იქნება ის. ზედმეტი ენის ტლიკინი და ორგანოები წაეცლება შენს სიყვარულს... შენისთანა უტვინო ქალებმა საერთოდ მოდგმა შემაძულეს ქალების. ამაზე როგორ დათანხმდი ამის დედას შევ**ი. თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს? არ მითხრა რომ გიყვარს. ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს შეუძლებელია სხვა უყვარდეს.- ცოფებს ყრიდა ნაკაშიძე. - ეს ჩემს ოთახში შეიყვანეთ და არ გაბედოთ რომელიმემ შეაწუხოთ. არც სიტყვით, არც მზერით შეხებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თორემ ხელებს დაგაჭრით. - გასცა ბრძანება მას შემდეგ, რაც ლეო წაიყვანეს. ცაროს თითქოს გულზე მოეშვა. მიხვდა სანდრო, მას ამდენი კაცის საჯიჯგნად არ გაიმეტებდა. მისმა რეაქციამ მიახვედრა, რომ არ უნდა ყოფილიყო ცუდი ადამიანი.
რაც შეეხება ლეოს, მისი დანახვაც აღარ უნდოდა. აქედან გაეღწია მშვიდობით და საკაცეთი რომ ამოეწყვიტათ არასოდეს გაეკარებოდა იმ ნაძირალას. ასე დამცირებულად თავი არასდროს უგრძვნია. ყოველთვის და ყველასგან პატივისცემას ნაჩვევს ნემსებივით ერჭობოდა გულში სანდროს თითოეული სიტყვა და აქედანვე იცოდა, საუკუნე, რომ ეცხოვრა ვერაფერი დაავიწყებდა აქ გატარებულ სამ დღეს.
დაცვამ დერეფნის გავლით მეორე სართულზე აიყვანა და პირველივე ოთახის კარი გაუღო.
- ეს არის ბატონი სანდროს ოთახი. შებრძანდით და დაისვენეთ. რამე ხომ არ გჭირდებათ?
- არა მადლობა. - დიდ და ნათელ ოთახში შეაბიჯა ცარომ. ცენტრში უზარმაზარი საწოლი იდგა. ბევრი ბალიშით. საწოლის გვერდით ტუმბოები. კუთხეში ტანსაცმლის კარადა. სივრცის დანარჩენი ნაწილი კი დეკორატიულ, კარგად მოვლილ ოთახის ყვავილებს აეთვისებინა. საწოლის კიდეზე წამოწვა და მოწოლილ ცრემლებს საშველი დაადგათ.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ღმერთო რა სიდებილეა, გაგრძელების გაფიქრებაც კი ამაზრზენია, ეს ცარო კიდე, ფუ კიდევ კარგი მსგავსი დებილები არ არსებობენ, ავტორს როგორ მოგივიდა თავში ისტორიისთვის ასეთი მდაბიო სახე მიგეცა? მაპატიე მაგრამ გულწრფელად საზიზღარი წასაკითხია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent