შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოა (სრულად)


8-12-2019, 22:28
ავტორი Mmariami)
ნანახია 10 204

ჩემი ქორწილიდან მესამე დღეს მივხვდი, რომ ჩემი ქმარი არ მიყვარს.
აი ასე, არ მიყვარს.
არც თვითონ ვუყვარვარ და რომ არა 31 დეკემბერი არც ერთ სახლში, არც ერთ ოთახში და საერთოდ არც ერთ ქუჩაზე არ ვიცხოვრებდით ახლა.
მაგრამ ბედის ირონიაა ალბათ.
ვიღაცამ ზემოთ ფერადი კალმებით და მუქი ფერებით გადაწყვიტა, რომ ჩვენ ერთ ქუჩაზე, ერთ სახლში და ერთ ოთახში უნდა აღმოვჩენილიყავით.
და მაინც, თუ ვინმე სადმე ადამიანების ბედს წერს, ჩვენის დამწერი ნამდვილად კაიფში იყო, მინიმუმ მთვრალი მაინც.
*
დედაჩემმს რომ დავურეკე ვთხოვდები თქო, ზუსტად ნახევარი საათი იცინოდა.
არ ვაბუქებ
შეყვარებული არ გღირსებია პირდაპირ ცოლად ვინ დაგისვამსო.
არადა პირდაპირ ცოლის ამპლუაში აღმოვჩნდი.
აი ასე.
მე, ლიზა პირველი, დათუნა გელაშვილს გავყევი ცოლად და თან ისე, რომ ზუსტად არც ერთმა არ ვიცოდით რა გამოვიდოდა ამ ამბიდან.
*
29 დეკემბერს მე და ჩემმა ცოტათი არანორმალურმა დაქალებმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსთვის თუ მაჩ ვართ და ჩვენი შესაძლებლობები სადმე, საზღვრებს გარეთ უნდა გამოგვეცადა, ამ ამბავს მამაჩემის დაწინაურებაც ხელს უწყობდა და სამი ცოტათი არანორმალური ადამიანი, ცოტათი არანორმალურად ჩალაგებული ჩემოდნით და ასევე, არანორმალურად ნაყიდი ბილეთებით, 31 დეკემბრს არც მეტი არც ნაკლები გოაზე აღმოვჩნდით.
*
ქართველები ცოტანი კი არა ძალიან ბევრნი ვართ.
ახალი წლის ღამეს, გოაზე, სადღაც პლიაჟთან ახლოს კაფეში, ქართველმა - ქართველი იპოვა და მე და დათუნა გელაშვილი ერთ მაგიდასთან, გვერდი გვერდ ვისხედით და ვსვამდით.
პირველ ჭიქაზე დათუნას თითები მომეწონა.
მეორეზე - ღიმილი.
მესამეზე - თვალები.
მეოთხეზე - ღიმილი და თვალები არაჩვეულებრივ დუეტს ქმნიდა.
მეხუთე, მეექვსე - არ მახსოვს.
მეშვიდეზე - დათუნა მომწონდა.
მეათეზე უკვე მიყვარდა.
*
ზუსტად არ ვიცი მერამდენე ჭიქის მერე მოუვიდა ლიკუნა ყენიას აზრად სიმართლე თუ მოქმედებას თამაში, მაგრამ ფაქტია ყველა აიყოლია.
ნინიმ ლიკუნას თავისი სადღეგრძელო დაალევინა, თანაც ბოთლიდან.
ლუკამ ნინის პირველი სიყვარულის ისტორია მოაყოლა, ერთი კითხვის მაგივრად ათი დაუსვა და დაარწმუნა თამაშის წესებში ჩაძიება მოსულაო.
გიორგიომ ინდოეთის მთავრობას სამადლობელი წერილი მიწერა, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ წაიკითხავდნენ.
(და ბოლოს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ თამაშისთვის არავის ეცალა)
თითქმის მკვდარმა ლიკუნამ გადაწყვიტა, რომ ყველაზე ორიგინალურია და უნდა გამათხოვოს.
ჩემი სურვილია რომელიმეს ქმრობა სთხოვოო.
მეც იმაში დარწმუნებულმა, რომ მეათე ჭიქის შემდეგ დათუნა მიყვარდა, გრაციოზულად დავუჩოქე და ბებიაჩემის ნაჩუქარი ბეჭდით, რომელიც მესამე წელია ხელზე მიკეთია დათუნას ქმრობა ვთხოვე.
დამთანხმდა
ჰო, აი ასე.
გოაზე
ახალი წლის ღამეს
მეათე ჭიქაზე მივხვდი, რომ დათუნა გელაშვილი მიყვარდა
და ცოლად მივყვებოდი.
არც მეტი არც ნაკლები სიმართლე თუ მოქმედებაში, ამოსული მოქმედების გამო
და ალბათ მე17 ჭიქის მერე დათუნა გელაშვილი ქმრობაზე დამთანხმდა


არ ვიცი როგორ მაგრამ ლიკუნამ მოახერხა და ქორწინების სახლი იპოვა.
არც თითქმის გამოფხიზლებამ გვიშველა და არც ლუკას რამ გადაგრიათ სასტუმროში წავიდეთმა.
ლიკუნამაც დაიხია უკან, გადავდოთ ეგ ამბავი, მთავარია ქმრობა სთხოვეო.
სამაგიეროდ მე და დათუნამ არ დავთმეთ.
პირველად მთხოვეს ქმრობა და ხელი როგორ არ მოვაწეროო.
დილის 10 საათზე ხელი მოვაწერეთ.
აი ასე გავხდი მე ცოლი და დათუნა ქმარი.

*
პირველ იანვარს - ჩვენი ქორწილი აღვნიშნეთ.
ორში - ბედობა.
სამში - გოას აეროპორტში ვიყავით.
შვიდივე ჩუმად.
დათუნას მხარზე თავი მედო, თვითონ გაზიან სასმელს სვამდა.
ლუკა და გეგა ფიცს დებდნენ, ოღონდ ცოცხლები ჩავიდეთ და მომავალ წლამდე აღარ დავლევთო.
ლიკუნას ეძინა.

*
მესამე დღეს მივხვდი, რომ ჩემი ქმარი არ მიყვარდა და არც ჩემ ქმარს ვუყვარდი.
-დათუნა -აეროპორტიდან გამოსულმა ძლივს ამოვილუღლუღე მისი სახელი.
-ჰოუ - ისე, რომ ზედაც არ შემოუხედავს მიპასუხა.
-ხელი როდის უნდა გავაწეროთ?
-ჯერ არა ცოლო -თვალი ჩამიკრა.
-ეხლა დავიშალოთ და საღამოს დათუნასთან გავიდეთ ყველა, უკვე დავნათესთავდით და რაც გოაზე ხდება, გოაზე რჩება არ გამოვა გოგოებო. -სიცილი ატეხა გიორგი ვაჭრიძემ.
-მე და ლიზა, ჩვენთან მივდივართ და გამოდით.
-ჰა? სად მივდივართ? სად ჩვენთან? დედაჩემი მელოდება, ხო არ გადაირიე - გაყვთლებული ჩავერთე დიალოგში და ჩემოდანს ისე ჩავეჭიდე თითქოს ეს გადამარჩენდა.
-დაურეკე ლიზუ ნანას, გავთხოვდი და გეშველა თქო!
ლიკუნა და ნინი ისე ჩაბჟირდნენ, უკვე მესამედ დავრწმუნდი მათ არაადეკვატურობაში.
*
გოგოები ნინის მანქანით წავიდნენ.
მე, დათუნა, გეგა, გიორგი და ლუკა დათუნას კიათი წამოვედით.
ჰო, თურმე ბევრს უძლებს ეს მანქანა
ლუკა იუმორის ტემპს არ აგდებდა.
-შვილი რომ გეყოლებათ აუცილებლად ვეტყვი ხელი როგორ მოაწერეთ! - ცრემლებამდე იცინოდა საბა.
აეროპორტში ნაყიდი ვაშლის წვენი გადამცდა, ისეთი ხველება ამიტყდა დათუნამ ლამის მანქანა გააჩერაა და საბა გოაზე გაბრუნდა.
*
-დათუნა, არ არის სასაცილო! ხელი როდის უნდა გავაწეროთ? -კარებს ავეკარი მე.
-რა გეჩქარება? არ გაინტერესებს როგორ ბიჭს სთხოვე ქმრობა? წამოდი, სახლს დაგათვალიერებინებ.
-მისმინე, არ ვხუმრობ, მართლა არ ვაპირებ ხვალვე შენთან გაშორებას, სხვა თუ არაფერი მაინტერესებს ცოლად ვინ მოვიყვანე ამიტომ ჯობია მოიფიქრო შენებთან როდის მივიდეთ და თან მეც შემეგუო. - საძინებლიდან გამოსულმა უცებ მომაყარა და ისე, რომ გააზრებაც არ მაცადა ჩამეხუტა და მერე მარტო დამტოვა.
*
ჩემი და დათუნას ოჯახობანა გრძელდებოდა.
კარგი ოთახის მეზობლები უფრო ვიყავით ვიდრე ცოლ-ქმარი
დათუნას ამბავი ისე ჩვეულებრივად მიიღეს ჩემმა მშობლებმა ცოტახანი გაკვირვებული ვიყავი რამე ხო არ მეშლება თქო.
დათუნა იყო თვითონ რაღაცნაირი
ყველას მოსწონდა.
არც ზედმეტად თბილი ყოფილა.
ნეიტრალიზმს ინარჩუნებდა ყველაფერში.
რაღაცნაირი იყო
და
რაღაცნაირობა ყველაზე მეტად უხდებოდა
ვერ გაიგებდი
ვერ ახსნიდი
ვერ მიხვდებოდი.
დათუნა იყო.
უბრალოდ ასეთი იყო და ყველაფერს ყოფნიდა.

*
თებერვალი ისე მოვიდა არც ერთს ამოგვიღია განქორწინებაზე ხმა.
არც მე მივდიოდი სახლიდან.
არც დათუნა ამბობდა რამეს.
ხან ნინისთან მივდიოდით ერთად.
ხან გეგასთან.
ისევ კარგი მეგობრები ვიყავით.
შეჩვევის მომენტი გვქონდა და ყოველდღე უფრო ვეჩვეოდით ერთმანეთს.
*
13-ში ერთი კვირით უნდა წასულიყო ბათუმში.
დათუნას და ტანსაცმლის ურთიერთობა ცალკე განზომილება იყო.
ორი ჩემოდანი ჩავალაგეთ და ცოტახანი ეჭვისთვალით ვუყურებდი მართლა ერთი კვირით მიდიოდა თუ არა
-ზამთარია, ამდენი რაღაც სად უნდა ჩაიცვა? -მეათე მაისურის დაკეცვის შემდეგ სიცილს ვეღარ ვიკავებდი მე.
-დამესვრება და გინდა ჭუჭყიანით ვიარო?
წარბები ისე შეკრა, კიდევ სამი მაისური დავუმატე.
-მე მაინც მგონია რო საცხოვრებლად მიდიხარ!
-ლიზა, არ არის სასაცილო! -ღიმილი შეეპარა ხმაში.
-როგორ არა, არის!
მისი ნასროლი ჰუდი ოსტატურად ავიცილე თან არც სიცილი არ შემიწყვეტია.
-ყოჩაღ დათუნ, კარგი ბიჭი ხარ, ეგ ჰუდი მე უფრო მიხდება და ტოვებ! - გარდირობში სწრაფად შევტენე.
-ღმერთო, თუ გესმის, იქნებ დამეხმარო და ამ გოგომ რომელიმე ჰუდი შემარჩინოს?! -ხელები მაღლა აღაპყრო და ისე თითქოს ჩვენი ოთახის ჭერზე მართლა ეგულებოდა ვინმე ლაპარაკი დაიწყო.
ჩვენი ოთახი
დათუნას ერთ კვირიანი წასვლა, ორი კვირა გაგრძელდა.
მთელ სახლს უ’დათუნობა ეტყობოდა.
არ ვიცი ზუსტად როდის შემეცვალა ხასიათი, მაგრამ მთელი დღე სახლში ვიყავი და უდათუნობით გაჟღენთილ სახლს ვერაფრით ვავსებდი.
რამდენიმეჯერ დარეკა.
ერთხელ ჩასვლისას.
მეორედ ცოტათი ნასვამმა.
მესამედ - დღეს ვერ ჩამოვალ, შეხვედრები გვაქვს ისევო.
არაფერი მითქვამს ან რა უნდა მეთქვა.
მაშინ პირველად მომენატრა.
მარტო სახლს კი არა მეც მაკლდა.
9 დღე საუკუნეს დაემსგავსა და დარჩენილი დღეები უკვე მძულდა.

*
,,მალე ჩამოდი, სახლს აკლიხარ.’’
,,მარტო სახლს?:)’’
ჯერ ისევ ჩემ გაგზავნილ მესიჯს ვუყურებდი პასუხი, რომ მივიღე.
,,ჰო, თითქმის მეათე დღეა არც ფეხბურთის ხმა ისმის და არც გასარეცხი ჭიქა მხვდება დილით საძინებელში’’
,,სხვათაშორის შენთვისაც მინდა ხოლმე ყავის გაკეთება, მაგრამ სულ გძინავს!’’
,,და მაგიტომ მიტოვებ გასარეცხ ჭიქას?:))’’
,,ჰო, ცივ ყავას არ სჯობს? სამაგიეროდ ცხელ წყალში გარეცხავ’’
,,რა მზრუნველი ხარ დათუნ!:))’’
,,ძალიან. დაიძინე, ხვალ მანდ ვიქნები’’
ყველა კბილი გამომიჩნდა ისე ვიღიმოდი, არაფერი მიპასუხია. ისევ დათუნას მესიჯი მოვიდა:
,, მე’ც მენატრები ცოლი, ბევრი არ იფიქრო ჩემზე, ისედაც სულ მე გესიზმრები. გკოცნი.:):):)’’

ჰო, ჩემი ქმარი ცოტათი ვერ არის.
ცოტათი არაპროგნოზირებადია.
ძალიან საყვარელიც
და
დათუნასებურად რაღაცნაირი.
*
მარტი ისე დაგვადგა თავს, მე და დათუნა კიდე იმ ამბავში ვიყავით ცოლ-ქმრობა რომ ქვია.
მაშინ პირველად ვიჩხუბეთ.
დათუნას ღრიალი მთელ კორპუსს ესმოდა.
ვერც თვითონ იგებდა რა აგიჟებდა ასე.
არც მე მაგებინებდა.
-სშვილი ვიყო მეორედ აქ რო დავინახო დავლეწავ! - მთელ სახლში გიჟივით დადიოდა.
-შენ ხო არ გააფრინე? ჩემგან რა გინდა?! - ტელეფონი ნერვებ მოშლილმა გადავდე.
-რას ქვია რა მინდა?! ვიღაც მოდის და სიყვარულს გეფიცება, ჩვენ სახლში! -ისევ ღრიალზე გადავიდა ის.
-ეჭვიანობ? - ღიმილი შემეპარა ხმაში.
-არ მაქვს საეჭვიანო?! - არ ცხრებოდა.
-არა.
-ლიზა, შენ თავს ვფიცავარ, ეგ ტიპი მეორედ აქ რო დავინახო შეიძლება გავგიჟდე!
-დათუნა, წავალ ეხლა იცოდე!
-სად მიდიხარ? -როგორც იქნა ტონს დაუწია.
-ჩემს სახლში.
-ეხლაც შენ სახლში ხარ.

*
სადღაც ზემოთ ვიღაც ჩვენს ამბავს რომ წერდა გახსოვთ?
ან კაიფიდან გამოდიოდა
ან
ჩვენით კაიფობდა.
აი ასე, პირდაპირ
მთელი მარტი ვჩხუბობდით მე და დათუნა.
ზუსტად არც ერთმა ვიცოდით რაზე.
არც მე ვთმობდი, არც ის.
ბოლოს ორივე დავიღალეთ.
არც წინ მივდიოდით, არც უკან ვიხევდით.

-იცი რა არის დათუნა?! - ხმა დამიმძიმდა მე და ისე, რომ არაფრის თქმა არ ვაცადე ლაპარაკი გავაგრძელე. -სისულელეა ეს ყველაფერი, ვის ვატყუებთ?! რას ვატყუებთ?! საერთოდ რატომ წამომიყვანე აეროპორტიდან აქ? ან მე რატომ გამოგყევი?! სისულელეა რა, არ არსებობს, არაფერი არ არსებობს და ტყუილად ერთმანეთს ვღლით, ვისთვის ან რისთვის?! -ხმა გამებზარა მე.
-ლიზა, აღარ გააგრძელო! - ყინულივით ცივი ხმით მიპასუხა, ყავის ჭიქა მაგიდაზე დატოვა და ოთახიდან გავიდა.
სამი დღე ისე გავიდა ხმა არც ერთს გაგვიცია ერთმანეთისთვის.
ყავის ჭიქა ისევ საძინებელში მხვდებოდა.
,,სულ მაგვიანდება ლიზუ და რა ვქნა?!’’
ყოველ დილას მიმეორებდა
ეხლა უბრალოდ ჩუმად გადიოდა და აღარც ისედაც აბურძგნულ თმას მიბურძგნიდა.
ყავის ჭიქას ისევ ტოვებდა.
მეხუთე დღეს ავდექი და ტანსაცმელი ჩავალაგე.
სახლში შემოსულს კარებში ჩემოდნები დახვდა, მაშინ დამელაპარაკა.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-კარგი, გაგიყვან. -ისეთი გაყინული ხმით მიპასუხა, მაშინ მივხვდი ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.
ჰო.
ყველა დათუნას გაბრაზება.
წყენა.
ბოლოს ნათქვამი სიტყვები.
დამნაშავე მე ვიყავი და დათუნას გარეშე ცხოვრებაც ჩემი გადაწყვეტილება იყო

*
-ბოდიში დათუნა.
სადარბაზოს წინ ვიდექით და არც მე ვჩქარობდი მანქანიდან გადასვლას და არც ის წასვლას.
-ჩვენი სახლიდან შენი წასვლის გადაწყვეტილებას ისე იღებ მე არაფერს მეკითხები. -ისეთი ცივი ხმით მიპასუხა, რამდენიმე წამი იმის გასააზრებლად დამჭირდა ნამდვილად ის ბიჭი ლაპარაკობდა თუ არა მე, რომ ქმრობა ვთხოვე.
ჩვენი სახლი
ხმას არ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა.
-სულ მეგონა, არაფრის თქმა არ დაგჭირდებოდა. მაშინ გოაზე, მეგონა მთელ სამყაროში ყველაზე მაგარი ტიპი ვიყავი, ერთადერთი ვიყავი ვისაც ქმრობა სთხოვეს. - ხმაში ღიმილი შეეპარა. -მაშინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაზე სხვანაირი ურთიერთობა გვექნებოდა ლიზა. ჩვენებური.
მაშინ გოაზე, მეგონა პრობლემები არ გვექნებოდა და შენ რას აკეთებ ლიზა ამ დროს?! -ტონს აუწია მან. - ვიღაც ს გამო ვჩხუბობთ! ვიღაცის გამო, რომელსაც არარსებული როლი აქვს! ზედმეტია ლიზა! ჩვენთან ზედმეტია, ჩვენთან არ უნდა ყოფილიყო. დგახარ და მეუბნები, რომ სისულელეა?! ამდენი თვე არაფრისთვის ვიყავით და არაფერი არ არსებობს?!
ეგ როგორ იფიქრე საერთოდ?! ეგ როგორ დაუშვი?! ეგრე როგორ ვერ გამიცანი?
-დათუნა. -ხმა გაბზარული აღარ ვცდილობდი ცრემლების შეკავებას.
-არ მინდა ლიზა, რაც არ უნდა თქვა ეხლა არ მაინტერესებს! ადი სახლში, წადი! იფიქრე, დაიძინე, დალიე, არ ვიცი! რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ეცადე ცოტახანს არსად არ შემხვდე! - ისევ ხმა გაუმკაცრდა მას.
მანქანიდან არ გადავდიოდი.
არ მქონდა ძალა.
ისევ იგივეს ვგრძნობდი რასაც გოაზე.
მერე ძალიან ფრთხილად გადავიწიე მისკენ და ამჯერად ჩემი ინიციატივით ვაკოცე.
-სულელი ბავშვი ხარ.
თმები ისევ ისე ამიბურძგნა, როგორც ჩვეოდა და მეც ცოტათი ბედნიერი და ძალიან ატირებული გადმოვედი მანქანიდან.
*
დათუნას ამბებს ძირითადად ბიჭებისგან ვიგებდი, სულ რამდენჯერმე ველაპარაკეთ ერთმანეთს.
ისიც არ ვიცოდით ან მე რატომ ვურეკავდი ან ის.
*
ჩემი დაბადების დღე ლიკუნას უფრო უყვარდა ვიდრე მე, სამი კვირით ადრე იწყებდა მზადებას, რა უნდა ჩაეცვა, მაკიაჟი როგორ უნდა გაეკეტებინა, ტელეფონის ქეისი ფრჩხილის ლაქის შესაფერისი ეყიდა და ყველა არსებული და არ არსებული დეტალი უნდა გაეთვალისწინებინა.
სასმელი შეუზღუდავი რაოდენობით და ბევრი ცეზარი.
ჰო, ამჯერადაც ორიგინალურობით გამოიჩინა თავი და სანთლები ცეზარში ჩაარჭო .
მთელი დღე დათუნას ველოდებოდი.
ვიცოდი ლიკუნა დაპატიჟებდა.
ბიჭები ერთმანეთზე დაწყობილები შემოლაგდნენ და ,,მეგობრები გილოცავენ ამ დღესს’’ დაუზოგავად მღეროდნენ.
კიდევ კარგი ნინო ჩხეიძეც არ დამიპატიჟა ლიკუნამ, თორე ნამდვილად შეშურდებოდა ამათი ვოკალის
დათუნა ისევ არ ჩანდა.
,,დაბადების დღეს გილოცავ ცოლი, რომ ვიცოდე სისულელედ არ ჩათვლიდი ჩემ მოსვლას მოვიდოდი.’’
ტელეფონის ეკრანს გაშტერებული ვუყურებდი და სათვალავი ამერია მერამდენე ჭიქა დავლიე.
,,გოაზე წამოხვალ?’’
,,ისევ ქმრობა უნდა მთხოვო?:)’’
,,ჰო, ლიკუნა იმუქრება სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთო’’
,,საძინებელში ჭიქები დამიგროვდა, ცოლო’’
,,დიდხანს გელოდო დათუნ?:))’’
იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და უკვე მეასედ გადავიკითხე მესიჯები.
,,ბილეთებს ვჯავშნი.’’



№1  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

საოცრად მაგარი ვინმე მყავხარ,შენ მე!
მარტო იმიტომ,რომ ამდენი ხნის შემდეგ გაბედე
და გოა აქ არი!
ყველაზე ახლოს არი ალბათ,ვიდრე გოა და საქართველო ყოფილა ოდესმე.
ერთ ამოსუნთქვაში დამამთავრებინე და ამას ვერ გპატიობ,მე მინდა მეტი "მაშოობა"!!!!
საოცრად ამაყი ვარ,ლიზას და დათუნას ამბავში.
გულის პულსი მაქვს უკვე ზედმეტად მაღალი,არ ვაჭარბებ,სრული სისავსიეა ემოციების.
მიყვარხარ და მადლობა,რომ დაბრუნდი!!

 


№2  offline წევრი ნანა73

ზუსტად იგივე როგორ ვთქვა, რაც ბლექმა დაწერა... laughing მხოლოდ ერთი განსხვავება - მე წასაკითხს გაფაციცებით ვეძებდი დღეს მერამდენედ და ახლაც, ვნახოთ ერთი რა ხდება თქო და მოკლეთ და კონკრეტულად ლამაზი თავგადასავალი შემრჩა. kissing_closed_eyes

 


№3  offline წევრი Stranger things

აუ ძაან საყვარელი იყო heart_eyes

 


№4  offline წევრი Mmariami)

Gossipy girl
საოცრად მაგარი ვინმე მყავხარ,შენ მე!
მარტო იმიტომ,რომ ამდენი ხნის შემდეგ გაბედე
და გოა აქ არი!
ყველაზე ახლოს არი ალბათ,ვიდრე გოა და საქართველო ყოფილა ოდესმე.
ერთ ამოსუნთქვაში დამამთავრებინე და ამას ვერ გპატიობ,მე მინდა მეტი "მაშოობა"!!!!
საოცრად ამაყი ვარ,ლიზას და დათუნას ამბავში.
გულის პულსი მაქვს უკვე ზედმეტად მაღალი,არ ვაჭარბებ,სრული სისავსიეა ემოციების.
მიყვარხარ და მადლობა,რომ დაბრუნდი!!

უბრალოდ ძალიან მიყვარხარ და ჩემი სასწაული ხარ!:)

ენ ბლექი
საერთოდ არ ვიცი რატომ გავხსენი ისტორია, არ ვიცი რატომ დავიწყე კითხვა და საერთოდაც ვერ ვხვდები რატომ დავასრულე იმ ამბის ბოლომდე ჩაკითხვა, რომელიც ასე მარტივად და მსუბუქად გაქვს გადმოცემული :)

არა ხუმრობის გარეშე ისე ძალიან მომეწონა, ისე გაბადრულმა ჩავიკითხე, ისე ერთი ამოსუნთქვით გავედი დასასწყისიდან-დასასრულამდე...

ახლაც მეღიმება.

❤❤❤
ყიჩაღ მომეწონა

როგორ მიხარია ამის მოსმენა და თანაც შენგან!!! უდიდესი მადლობა♥️

ნანა73
ზუსტად იგივე როგორ ვთქვა, რაც ბლექმა დაწერა... laughing მხოლოდ ერთი განსხვავება - მე წასაკითხს გაფაციცებით ვეძებდი დღეს მერამდენედ და ახლაც, ვნახოთ ერთი რა ხდება თქო და მოკლეთ და კონკრეტულად ლამაზი თავგადასავალი შემრჩა. kissing_closed_eyes

ძალიან დიდი მადლობა♥️

Stranger things
აუ ძაან საყვარელი იყო heart_eyes

ყველა კომენტარის წაკითხვა ისე მიხარია, პატარა ბავშვივით ავჟიტირდი:)
მადლობა♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი gvantsa

დუდი ხანია ასე ერთი ამოსუნთქვით არაფერი წამიკითხავს და უჰჰ როგორ მომეწონა :))

 


№6  offline წევრი Mmariami)

სტუმარი gvantsa
დუდი ხანია ასე ერთი ამოსუნთქვით არაფერი წამიკითხავს და უჰჰ როგორ მომეწონა :))


ძალიან დიდი მადლობა, როგორ გამახარე!♥️

 


№7  offline წევრი Barbare ❤

მოკლე მარტივი და გამაბედნიერებელი ❤????მადლობა მშვენიალერ განწყობაზე დავდექი❤

 


№8  offline წევრი Maia G.

საღამოს მშვენიერი დასასრული❤❤❤
თბილი ემოციებით და ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხული ისტორია ❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ისტორია იყო.

 


№10 სტუმარი ღამის სტუმარი

მსუბქუი და გემრიელი იყო ,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

უფფ,ჩავტკბი და ვისიამოვნე დილიდან❤

 


№12  offline წევრი Mmariami)

Barbare ❤
მოკლე მარტივი და გამაბედნიერებელი ❤????მადლობა მშვენიალერ განწყობაზე დავდექი❤

Mai dire mai
საღამოს მშვენიერი დასასრული❤❤❤
თბილი ემოციებით და ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხული ისტორია ❤❤❤

სტუმარი nancho
ძალიან კარგი ისტორია იყო.

ღამის სტუმარი
მსუბქუი და გემრიელი იყო ,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.

სტუმარი მარიამი
უფფ,ჩავტკბი და ვისიამოვნე დილიდან❤


როგორ გამახარეთ!!! ძალიან დიდი მადლობა♥️♥️♥️

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

მარიამ-ბევრი წერე :)

 


№14  offline წევრი Mmariami)

tasusuna
მარიამ-ბევრი წერე :)

ვაიჰ:)♥️♥️♥️

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიკა

სათაურის გამო გვერდს ვუვლიდი, თუმცა ბოლოს მაინც გავხსენი და არც მინანია. ძალიან ვისიამოვნე .

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკო

მშვენივრად განვიტვირთე.ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ:)

 


№17  offline წევრი Mmariami)

სტუმარი მარიკა
სათაურის გამო გვერდს ვუვლიდი, თუმცა ბოლოს მაინც გავხსენი და არც მინანია. ძალიან ვისიამოვნე .

სტუმარი მაკო
მშვენივრად განვიტვირთე.ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ:)


მადლობა♥️♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი იაგამი

შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.
სანდრო და ნუცა
მაშო და გუგა
თუ მარიამი და სანდრლ
მაგრამ ყველა ისტორიას "მარილი" აკლია.
არაჩვეულებრივად წერ თუმცა რაღაც აკლია .
დასასრულზე მივალ თუ არა ვგრძნობ რომ ვერ მოვიდა აი ყველა ისტორიაზე ასე მემართება და რატომ ჩქარობ?
მოკლე ისტორია ხომ არ ნიშნავს დაუსრულებელს.
დანაკლისის გრძობა დამრჩა

 


№19 სტუმარი სტუმარი თეკო

ერთი დათუნასნაირი ბიჭი მეც რო შემხვდეს საახალწლოდ რაა???

 


№20  offline მოდერი painter1

მთლად ერთ ამოსუნთქვაში ვერა მაგრამ რამოდენიმეში ჩავიკითხე. :დ
მიყვარს ასეთი მოკლე ისტორიები თავისი სიპატარით მაინც რომ გაკმაყოფილებს და სიმართლე რომ გითხრა ძილის წინ დიდი რომ არ იყო მაგიტომ წავიკითხე. კიდევ კარგი წავიკითხე.
ხომ იცი ღამე თუ კარგ ხასიათზე იძინებ, დილითაც კარგ ხასიათზე იღვიძებ.
მეც კარგ ხასიათზე გავიღვიძე ❤️
ძალიან მომეწონა ❤️
წარმატებები❤️

 


№21  offline წევრი Mmariami)

სტუმარი იაგამი
შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული.
სანდრო და ნუცა
მაშო და გუგა
თუ მარიამი და სანდრლ
მაგრამ ყველა ისტორიას "მარილი" აკლია.
არაჩვეულებრივად წერ თუმცა რაღაც აკლია .
დასასრულზე მივალ თუ არა ვგრძნობ რომ ვერ მოვიდა აი ყველა ისტორიაზე ასე მემართება და რატომ ჩქარობ?
მოკლე ისტორია ხომ არ ნიშნავს დაუსრულებელს.
დანაკლისის გრძობა დამრჩა


მაგის შეგრძნება მიჩნდება მეც ყოველთვის ჩემ ნაწერებზე, არ ვიცი რატომ, თითქოს ბოლოს ვერაფრით ვისვენებ და ერთი სული მაქვს ხოლმე დავასრულო, მგონია ეხლა თუ არ დავამთავრებ, მერე ვეღარ დავწერ და რაც შეიძლება მალე ვცდილობ ხოლმე, ყოველთვის ეგ მემართება, სული მეხუთება ისე მინდა რო მალე დავასრულო ხოლმე და ეგ აკლებს ალბათ იმ "პეწს", რაც მეც მაგრად მაკლია:)
მაგრამ გამიხარდა, რომ წაიკითხე.
დიდი, დიდი მადლობა!
და აუცილებლად ვეცდები გავითვალისწინო♥️

სტუმარი თეკო
ერთი დათუნასნაირი ბიჭი მეც რო შემხვდეს საახალწლოდ რაა???

უჰ, იმედია!
მეც ველოდები და სადმე ჩვენთვის როგორ არ იქნებიან:)♥️

painter1
მთლად ერთ ამოსუნთქვაში ვერა მაგრამ რამოდენიმეში ჩავიკითხე. :დ
მიყვარს ასეთი მოკლე ისტორიები თავისი სიპატარით მაინც რომ გაკმაყოფილებს და სიმართლე რომ გითხრა ძილის წინ დიდი რომ არ იყო მაგიტომ წავიკითხე. კიდევ კარგი წავიკითხე.
ხომ იცი ღამე თუ კარგ ხასიათზე იძინებ, დილითაც კარგ ხასიათზე იღვიძებ.
მეც კარგ ხასიათზე გავიღვიძე ❤️
ძალიან მომეწონა ❤️
წარმატებები❤️


აუ, როგორ მახარებთ!!! ძალიან დიდი მადლობა ♥️

 


№22  offline მოდერი Maiaabuladze

ჩემო პატარა მაშო, როგორ მომნატრებიხარ ♥️
ძალიან მიყვარხარ...
ძალიან მომნატრებიხარ...
ეს იყო შენეული, აი ისეთი მარტო შენ რომ შეგიძლია და შენ რომ გეწერინება... ხო და უნდა წერო ❤️
ბევრი, ბევრი ასეთი სიყვარულობა უნდა დაგვიწერო ❤️

 


№23  offline წევრი Mmariami)

Maiaabuladze
ჩემო პატარა მაშო, როგორ მომნატრებიხარ ♥️
ძალიან მიყვარხარ...
ძალიან მომნატრებიხარ...
ეს იყო შენეული, აი ისეთი მარტო შენ რომ შეგიძლია და შენ რომ გეწერინება... ხო და უნდა წერო ❤️
ბევრი, ბევრი ასეთი სიყვარულობა უნდა დაგვიწერო ❤️


როგორ ძალიან მიყვარხარ და როგორ გელოდებოდი!!!
უდიდესი მადლობა ჩემო შოკოლადო!!!!♥️♥️♥️

 


№24 სტუმარი ana.

აუ ზოგადად ესე პატარა მოთხრობები არ მიყვარს, არა მარტო იმიტო რო ცუდად წერენ, უმეტესად იმიტომ რომ, არასდროს მყოფნის. რომ გითხრა ეს მეყოთქო არა, კიდევ მინდოდა გაგრძელება. მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მომეწონა, რაღაცნაირად სიყვარულიყო იყო <3

 


№25  offline წევრი Mmariami)

ana.
აუ ზოგადად ესე პატარა მოთხრობები არ მიყვარს, არა მარტო იმიტო რო ცუდად წერენ, უმეტესად იმიტომ რომ, არასდროს მყოფნის. რომ გითხრა ეს მეყოთქო არა, კიდევ მინდოდა გაგრძელება. მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მომეწონა, რაღაცნაირად სიყვარულიყო იყო <3

უდიდესი მადლობა!♥️

 


№26 სტუმარი შენი ნათელი წერტილი

უამრავი ვიფიქრე სად დამეწერა შენთვის სათქმელი სიტყვები და ბოლოს მაინც ყველას დასანახად მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარხარ !
და ისიც, რომ შენ თუ არა, აბა ვის უნდა ვუწერდე აქ ამას.
მიყვარხარ რაღაც არანორმალურად და როგორ ვერაფრით მოვაღწიე აქამდე ეს დღეები (როგორც შენ მომაკითხე სამსახურში იმდღეს ალბათ ეგრე ხო? :) ) მართლა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მოვედი.
ხო ბევრი რამე დაიწერა და
ერთს ვიტყვი მარტო (იმის მიუხედავად რომ ბევრის თქმა მინდა შენთვის)
შენი ისტორიების აღქმას შენი ცოდნა სჭირდება.
მე რომ გიცნობ - მერე ვხვდები, რომ შენნაირი ხასიათის გმირები გყავს, შენნაირი სტილი აქვთ
შენნაირი სულსწრაფები, მოუთმენლები, წუწუნები და სიყვარულზე შეყვარებულები არიან
გმირებიც და ისტორიაც!

და არაფერი მიხარია ისე საშინლად, როგორც ფაქტი - რომ ისევ წერ <3

და ველოდები კიდე შენგან იმაზე მეტს ვიდრე
წარმოაჩენ.
და ნუ იმალები ძალიან გთხოვ.
უამრავი ემოცია გაქვს საწერი რომელსაც არ წერ.
და იმედი მაქვს ერთ დღეს აუცილებლად დაწერ.

მიყვარხარ უზომოდ
და
მენატრები.

 


№27  offline წევრი Mmariami)

შენი ნათელი წერტილი
უამრავი ვიფიქრე სად დამეწერა შენთვის სათქმელი სიტყვები და ბოლოს მაინც ყველას დასანახად მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარხარ !
და ისიც, რომ შენ თუ არა, აბა ვის უნდა ვუწერდე აქ ამას.
მიყვარხარ რაღაც არანორმალურად და როგორ ვერაფრით მოვაღწიე აქამდე ეს დღეები (როგორც შენ მომაკითხე სამსახურში იმდღეს ალბათ ეგრე ხო? :) ) მართლა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მოვედი.
ხო ბევრი რამე დაიწერა და
ერთს ვიტყვი მარტო (იმის მიუხედავად რომ ბევრის თქმა მინდა შენთვის)
შენი ისტორიების აღქმას შენი ცოდნა სჭირდება.
მე რომ გიცნობ - მერე ვხვდები, რომ შენნაირი ხასიათის გმირები გყავს, შენნაირი სტილი აქვთ
შენნაირი სულსწრაფები, მოუთმენლები, წუწუნები და სიყვარულზე შეყვარებულები არიან
გმირებიც და ისტორიაც!

და არაფერი მიხარია ისე საშინლად, როგორც ფაქტი - რომ ისევ წერ <3

და ველოდები კიდე შენგან იმაზე მეტს ვიდრე
წარმოაჩენ.
და ნუ იმალები ძალიან გთხოვ.
უამრავი ემოცია გაქვს საწერი რომელსაც არ წერ.
და იმედი მაქვს ერთ დღეს აუცილებლად დაწერ.

მიყვარხარ უზომოდ
და
მენატრები.


არავის შეუძლია ესე მიზანში გაარტყას, როგორც შენ:)
მიყვარხარ ძალიან! ჩემი ნათელი წერტილი ხარ და ყველაზე მეტად ვამაყობ შენით და შენგან ნათქვამი სიტყვებით:)!
მადლობა, რომ ხარ!
მიყვარხარ რა, ძალიან:)♥️
სამსახურში მოსვლას, რაც შეეხება არ იცი რო გამოშტერებული ვარ და უნდა მოგეწერა?:)

 


№28  offline წევრი სიბილა

ერთი ამ ბილეთებსაც დაჯავშნიდეს ჩემი ქმარი და მერე გეტყვი როდის მოგიყევი ეს ამბავითქო)))ეს თავიდან...მერე გავჩვეულებრივდით..ეხლა ისევ გოაზე გვინდა))) ვაჰ..მომეწონასავით)))

 


№29  offline წევრი Mmariami)

სიბილა
ერთი ამ ბილეთებსაც დაჯავშნიდეს ჩემი ქმარი და მერე გეტყვი როდის მოგიყევი ეს ამბავითქო)))ეს თავიდან...მერე გავჩვეულებრივდით..ეხლა ისევ გოაზე გვინდა))) ვაჰ..მომეწონასავით)))


ჰუჰ, რანაირი კომენტარი იყო:))♥️
მადლობა♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent