შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (დასასრული)


14-12-2019, 11:10
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 006

ვიდექი ერთ ადგილას მიყინული და ვუყურებდი საქორწილო კაბებს, ვუყურებდი როგორ ინგრეოდა ჩემი ოცნებები, ბავშვობის გულუბრყვილო და წრფელი ოცნებები, ძალიან მტკიოდა სული, რადგან ისიც შეძლეს რომ ჩემს ოცნებებს შეეხნენ და გაანადგურეს, დაამსხვრიეს უმოწყალოდ, საერთოდ გავითიშე, ვერაფერს და ვერავის ვხედავდი, იქამდე სანამ მაკამ არ მტაცა ხელი და არ შემათრია გასახდელში
-როგორ იქცევი? გონს მოდი!გგონია ჩვენ გვჭირდება შენისთანა რძალი? გგონია მე მინდა ჩემი შვილის გვერდით იყოს შენისთანა დაუნახავი ქალი?!რომელიც ვერ დაინახავს ვერც მის უსაზღვრო სიყვარულს და ვერც მის თავგანწირვას, ვერსოდეს გაახელს თვალს და ვერ დაინახავს ჩემი შვილის ღირსენბებს და აწამებს თავისი სიამაყით, მაგრამ ერთ დღეს მიხვდება სანდრო რომ არ ღირს შენსგამო ასე მოქცევა და შეგეშვება, დაინახავს რომ არ ღირხარ ამად, მიხვდება რომ არასოდეს უპასუხებ მის წრფელ და ნამდვილ გრძნობას... -ვუყურებდი თვალებში და ვხედავდი რომ ძლიან იყო აღელვებული და სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული დედა იყო, ის სრულიად სიმართლეს ამბობდა და გული საშინლად მეტკინა, სანდრო ნამდვილად არ იყო ღირსი ასე მოვქცეოდი მაგრამ ამ ქალმა და მისმა ქმარმა მაიძულეს ამ ნაბიჯის გადადგმა
-მე რატომ მადანაშაულებთ? თავად მაიძულეთ სანდროზე დაქორწინება! დამემუქრეთ! და ახლა ითხოვთ ჩემგან სიყვარულს და დაფასებას... მე სანდროს ვაფასებ და მის სიყვარულსაც ვგრძნობ... კარგად ვაცნობიერებეომ წრფელი გულით ვუყვარვარ... მაგრამ თქვენ ჩადექით ჩვენს შორის და მაიძულებთ ისეთ რამეს რაც სეიძლება მომავალში თავისთავადაც მომხდარიყო, რისგამოც ზიზღს აღვივებთ ჩემში
-შენ მიატოვე და წახვედი, ვიცი რაც მოხდა თქვენს შორის... გგონია იოლია მისთვის დაივიწყოს ქალი რომელიც ასე ძალიან უყვარს და რომელიც მისი სურვილით, მისი გახდა? ასე იოლია ამ ყველაფრის დავიწყება მისთვის? შენთვის იოლია იმიტომ რომ არ გიყვარს... მასკი სიგიჟემდე უყვარხარ, იცი რა დაემართა რომ მიატოვე? გიფიქრია იმაზე რა მდგომარეობაში ჩავარდა როცა მიატოვე? იცი რა ცუდად იყო? აკაკის მოაკითხა დასახმარებლად, უშენოდ კვდებოდა...
-და გადაწყვიტეთ რომ ცოლად უნდა მომიყვანოს, მხოლოდ ეს უშველიდა ჩვენს მდგომარეობას
-იცი რა? აკაკის რომარ დაეჟინა მე პირადად ვიზრუნებდი იმაზე რომ აღარასოდე გადაყროდი ჩემს შვილს, იმიტომ რომ ასეთი უგულო ვინმე ხარ, სანდროს არ იმსახურებ! ეხლა ეს კაბები მოირგე და გამოდი! -დამიყვირა ბოლოს და გავიდა გასახდელიდან...
მე ჩავიცვი ერთერთი კაბა და გავედი, სარკეში არც ჩამიხედია რადგან მნიშვნელობა არ ქონდა, აზრი არ ქონდა ჩემთვის რა მეცმეოდა, ახლა მე მხოლოდ ოცნების ნამსხვრევებზე მივაბიჯებდი თეთრი კაბით...
სანდროს სახლში მიმაბრძანეს კაბის არჩევის მერე, მანქანიდან გადავედი და დედას შევხედე, რომელიც გათიშული იყო საერთოდ, მე მოძალებული ცრემლები შევიკავი და მოვბრუნდი, კიბეები ავიარე და შევედი სახლში, სანდროს სუნამოს სუნი რომ მეცა გული ამიჩქარდა
-აარჩიე? -მკითხა ღიმილით შესვლისთანავე
-კი-ვუთხარი ძლივს და დავჯექი
-სადაა?
-მაკამ წაიღო
-რა პონტში წაიღო დედაჩემა
-სანდრომ არ ნახოსო-ვიცრუე,არადა მითხრა ისეთი ხარ არ დაკუწოო
-მარიამ ძალიან ხარ გაღიზიანებული რამე ისეთი ხდება რაც არვიცი?
-უბრალოდ ყველაფერი ისე ჩქარა ხდება
-შენ თუ არ გინდა-სანდრო თავზე წამომადგა, მე თავი დავხარე, მანკი ხელი ნიკაპზე წამავლო და თავი ამაწევინა -თუ არ გინდა უბრალოდ მითხარი-რაღაც უცნაური მზერა ქონდა, მკაცრი და ცივი
-ასე არაა-ამოვილუღლუღე დაძაბულმა
-ვგრძნობ რომ ბედნიერი არ ხარ
-ასე არაა-ისევ იგივე წავიბლუყუნე
-მარიამ-დაიხარა და დამაცქერდა-იცოდე რომ მე ყველაფერს გაგიგებ-მე ძალიან მიჭირდა თვალის გასწორება და ვცდილობდი მზერის არიდებას, მანკი ისე ახლოს მოიწია რომ ცხვირით ჩემს კანს შეეხო, მერე უფრო მომიახლოვა სახე და ჩემს ტუჩებს შეეხო მისი ცივი ტუჩები, არცკი ვიცი რა დამემართა, ყველა ემოცია და დაფარული გრძნობა ერთად მომაწვა და ცრემლებად გადმომედინა, მაგრამ სანდრო არ გაჩერდა პირიქით, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და უფრო ძლიერად მომეწება ტუჩებზე ტუჩები და მაიძულა ფეხზე ადგომა, იმდენად მოულოდნელი და დამაბნეველი იყო მისი ეს ქცევა რომ ძალა სულ გამომეცალა მღელვარებისა და დაბნეულობისაგან და მის ნებას დავყევი, ვიდექი გაქვავებულივით, ვერც ავყევი და ვერც შევეწინააღმდეგე, სანდრო ჩემს აცახცახებულ ტუჩებს მოწყდა და ლოყაზე მიმაწება მთრთოლარე ტუჩები იქიდან კი ყელისკენ წავიდა, ნელი და ნაზი მოძრაობით თითები მაისურის ქვეშ შემიცურა და სხეულზე მიმიკრო უხეში ბიძგით, მე სრულიად გავითიშე თითქოს, ვერაფერს ვგრძნობდი და ვერაფერს ვხედავდი თითქოს, მაგრამ ვგრძნობდი მის ტუჩებს ცივს და მთრთოლარეს ჩემს მოცახცახე სხეულზე, მხოლოდ ვგრძნობდი, რადგან თვალთ დამიბნელდა და ვერაფრით ვახერხებდი სანდროს სახის დანახვას, მისი ტუჩები ისევ ჩემს ტუჩებს რომ მიეწება და თმაში შემიცურა თითები მაშინ მოვედი გონს, მაკოცა ძლიერად და მომშორდა, მე მივაჩერდი და ვაკვირდებოდი მის რეაქციას, სანდროც მიყურებდა პირდაპირ თვალებში, თითქოს მბურღავდა, ისეთი მკვლელი მზერით მიყურებდა, მე ძალიან დავიძაბე დათავი დავხარე, ვეღარ გავუძელი მის მრისხანე მზერას
-ცოლად რატომ მომყვები-ისეთი დამიღრიალა რომ შევხტი შიშისგან, მე ცრემლები გადმომცვივდა
-არმინდა შენი დაკარგვა-ვუპასუხე კარგახნის სიჩუმის მერე, როცა თავს მოვერიე და ცრემლები გადავყლაპე
-მატყუებ, არავითარი გრძნობა, არავითარი ემოცია, არავითარი ვნება, არავითარი სიყვარული-იყვირა ბოლო ხმაზე გაცოფებულმა, მეკი ცრემლები გადმომცვივდა -რაც მოხვედი, ვერ გავბედე შეგხებოდი, თვალებშიც ვერ გიყურებდი იმის შიშით არ დამეკარგა, ისევ არ გამქცეოდ, ისევ არ მიგეტოვებინე, მაგრამ მერე დავრწმუნდი რომ არ გაიქცეოდი, მერე დავარწმუნე თავი რომ რაღაც გრძნობა შენც გაგიჩნდა და იმიტომ დაბრუნდი, მერე დავარწმუნე თავი რომ შეგიყვარდი და იმიტომ დამთანხმდი ცოლობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ მე მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ რომ შეგეხე ყველაფერი წაიშალა... ყველა იმედი და სურვილი ერთ წამში გაანადგურე, მე მივხვდი რომ ჩემმა გულგრილობამ სანდროს რწმენა შეარყია, ესკი იმას ნიშნავდა რომ აკაკი დამსჯიდა... ამიტომ ლაპარაკი არ ვაცადე მის ტუჩებს მივწვდი და კოცნით გავაჩუმე, სანდროს რათქმაუნდა წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია და მაშინვე მინელდა მისი სიგიჟე, თმებში შემიცურა ხელი მეორეთიკი სხეულზე მიმიკრო და ძლიერად უხეშად მომთხოვნად მკოცნიდა, აშკარად არ ეკლდა გამოვდილება, მეკი როგორღაც მის ვნებას დავმორჩილდი და კოცნით ვპასუხობდი მის ყველა შემოტევას, ვნება მორეულმა დივანზე დამაწვინა ზემოდან მომექცა, დამაცქერდა სახეზე, დიდხანს მიყურებდა თვალებში, ალბათ ისევ ცდილობდა დაენახა რას ვმალავდი სულში, მაგრამ როცა სინანული ისევ ვერ დაინახა ტუჩებზე დამაცხრა, ძალიან დავიძაბე რადგან თვითკონტროლი დაკარგა და კოცნა საკმარისი აღარ იყო, ამიტომ როგორცკი ხელი ჩემს ფეხზე დადო და კავისქვეშ შეაცურა ოდნავ მაშინვე გავაჩერე, ისევ დმაცქერდა და სუნთქვაარეული ფეხზე წამოვარდა მლევე
-ჯანდაბა მარიმ- დაიყვირა გაღიზიანებულმა, მე შემეშინდა და მას მივაჩერდი დაძაბული, სანდრომ სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან , ართი ღერი ამოიღო და კოლოფი მაგიდაზე ისროლა, ამ სიჩუმეში ისეთი ხმა იყო მაგიდაზე რომ დაეცა რომ შევკრთი- ყოველთვის ახერხებ იმას რო ჭკვა დამაკარგვინო- შემომხედა ღიმილნარევი სახით -საერთოდ ვითიშები, ვერ ვხვდები სად უნდა გაბჩერდე იმდენად მოქმედებ ჩემზე, ტვინი მეთიშება თითქოს, ასე არუნდა მოვქცეულიყავი მაგრამ ისევ შენი ბრალია, მაგიჟებ, ჭკვას მაკარგვინებ და მერე საზღვრები იშლება, უნდა წავიდე-მითხრა სუნთქვაარეულმა და პიჯაკს წავლო ხელი და გავარდა. კარი გადავკეტე ვიცოდი რომ აღარ დაბრუნდებოდა, საწოლზე პირქვე დავემხე და ისევ საკუთარი თავის დატირება მომიწია...
თათიას გაუკვირდა ლუკას სტუმრობა და დაბნეულმა შეიყვანა სახლში ნასვამი ბიჭი
-დღეს მამაჩემს შევხვდი, ნამდვილი იდიოტია, ზუსტად ისეთია როგორიც გოგა იყო, ცივი, უხეში, ამპარტავანო, უგულო, შვილებს ისე ექცეოდა როგორც მტრის შვილებს უპატივცემულოდ, ისე ჩაგრავდა როგორც გოგა მე... ლიზა კი ამ ყველაფერს არაფრად მიიჩნევს და ამ კაცს უფლებას აძლევს ბავშვები დაჩაგროს, გონიათ ამ სიმკაცრიდ და უხეშობით კარგ ადამიანებად აღზრდიან, ისეთივე უგულოები არიან როგორც თქვენ იყავით ჩემ მიმართ, იცი რაა? კარგია ასეთი მამა რომ მყოლია რადგან გული აღარ მწყდება... არც ვეტყვი რომ მამაჩემია, მირჩევნია ობოლი მერქვას ვიდრე მამაჩემი იყოს ეგ არაკაცი... არ მჭირდება მამა, მითუმეტეს ეს კაცი... არ ვაპირებ რამე გავამხილო, ის ბავშვები კი ისედაც ნათესავენი არიან , არმინდა ჩემმა გამოჩენამ უარესად გაურთულოთ ცხოვრება...ისე მინდა გითხრა რომ აღარ გადანაშაულებ, გოგაზე უარესია კიდევ ეგ კაცი იმედია შენ დას თვალები აეხილება და მიხვდება რომ მასე ცხოვრება მონობაა ქმრის და შვილებსაც ტანჯავს
-მიხვდა უკვე-ხმა ამოიღო თათიამ - განქორწინებაზე საბუთების შეტანა გადაწყვიტა
-მიხარია, ისინი მაინც გაიზარდონ სიმშვიდეში
-არ დაბრუნდები? -კითხა მიმავალ ლუკას
-არა მაგრამ არც დავიკარგები, არ ღირს სიცოცხლის მოწამვლა მშობლების გამო.
ქორწილის დღე
სალონიდან სახლში მიმიყვანეს, ჩემს სახლში, უფრო სწორად დედაჩემის სახლში, სყუმრები დაგვხვდნენ უკვე, მაგრამ მე ხომ მეკიდა, ამიტომ ოთახში შევიკეტე და კაბა ჩავიცვი, სრულიად უემოციოდ სარკეში ჩავიხედე და მივხვდი რომ თუ სიყვარული და ბედნიერება არ ახლავს ამ ყველაფერს ყველაფერი სისულელეა, ფულიც, ძალაუფლებაც, ქორწილიც და თეთრი ოცნების საქორწილო კაბაც, ვიდექი ასე უემოციოთ და ვიცდიდი როდის მოვიდოდა სანდრო... კარზე დააკაკუნეს და აფორიაქებულმა გავაღე, სანდროს დანახვამ გამაოცა რადგან ჯერ თორმეტი არ იყო, დრო როცა უნდა მოსულიყო მაყრით, ძლიან არეული სახე ქონდა და დავიძაბე, პირდაპირ თვალებში მიყურებდა და ვიგრძენი რომ ყველაფერი დამთავრდა, ეს სიყალბე და ტყუილი
-არაფრისთქმა არ გინდა? -მკითხა ხმა
ჩამწყდარმა
-მინდა მაგრამ ვფიქრობ აზრი აღარ აქვს
-აზრი მართლაც არ აქვს, მაგრამ მაინც მინდა მოგისმინო-მითხრა და მიბრუნდა, მა ყვავილების თაიგული იქვე დავაგდე, ფატაც მოვიხსენი და სანდროს გავყევი რომელიც მისაღებში სავარძელში დაჯდა და მომაჩერდა
-მამაშენი დამემუქრა-ვუთხარი თავდახრილმა, რადგან მზერა ვერ გავუსწორე -ლუკათი დამემუქრა... ადრე რომ არ დავუჯერე მამაშენს, მემჩემის სიცოცხლე შეეწირა ამ ამბავს, სხვა სათქმელი არაფერი მაქვს-ამოვისლუკუნე დაცრემლები გადმომცვივდა
-მთელი ეს დრო მატყუებდი, თვალებში მიყურებდი და მატყუებდი, ყველა შენი ქმედება და საქციელი ყალბი იყო...-ხმა გაებზარა და გაჩუმდა, სიგარეტი ამოიღო და ათრთოლებული თითებით მოუკიდა, თან მე თვალს არ მაშორებდა -ყველა შენი ნათქვამი სიტყვა ყალბი იყო, ასე როგორ მოიქეცი? რატომ არ მითხარი სიმართლე? რატომ არ მომიყევი ყველაფერი-ძლივს იკავებდა თავს რომარ ეღრიალა
-რა შეგეძლო?-ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა -მამაჩემი მოკვდა... შეძელი მისი დაცვა?-ამოვიყვირე და ავტირდი
-არც მაშინ მენდე
-იმიტომ რომ მამაშენის შვილი ხარ-ვუყვირე ბოლო ხმაზე, სანდრომ დაკარგა საბოლოოდ სიმშვიდე და ძალად შენარჩუნებული წონასწორობა
-შენც მამაშენის შვილი ხარ მაგრამ ფულის გამო სული არ გაგიყიდია
-მამაჩემს ნუ ეხები სანდრო
-ეს რომ არ გამეგო ცოლად გამომყვებოდი, ჩემი გახდებოდი, ჩემი იქნებოდი მაგრამ ყველაფერი ყალბი იქნებოდა, ყველა შენი ამოსუნთქვა ყალბი იქნებოდა-მიღრიალა ბოლო ხმაზე და ხელების ქნებით თავზე წამომადგა -ყველა შენი ქმედება ტყუილი იქნებოდა, შენი გამოხედვაც ტყუილი იქნებოდ... ასე როგორ გამიმეტე მარიამ?
ნუთუ ახლაც ვერ ხვდები რა ძლიერ მიყვარხარ?
-რომ გიყვარდე, ასე, შენ არ გამიმეტებდი
-მე გაგიმეტე?-დამყვირა თავზე
-შენ გადამეკიდე და გადაგვკიდე მამაშენი
-ჩემთან რატომ დაწექი? -მომახალა კითხვა რომელიც ამდენხანს არ დაუსვია -იმ ღამეს რატომ გახდი ჩემი? რატომ მოიქეცი ასე? მე შეგეხე პირველად, რატომ მე? -მისმა
კითხვამ საერთოდ გამთიშა თითქოს, ვიდექი და შევყურებდი გაცოფებულ ბიჭს
-არვიცი-ვუთხარი როცა მაჯებში ხელი ჩამავლო და დამაჯანჯღარა
-არ იცი? ასე უბრალოდ წვები ყველასთან მას მერე რაც ჩემი გახდი? -ისეთი რამ მითხრა რომ ვერ ავიტანე და სახეში მთელი ძალით ხელი დავარტყი, ერთმანეთს დიდხანს შევყურებდით თვალებში -ახლა შემიძლია გაიძულო გახდე ჩემი ცოლი, ჩემი საკუთრება, ჩემი ქალი, მაგრამ ამას არ ვიზავ, იმიტომ კიარა რომ შემძულდი ან გაპატიე! იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და არმინდა უბედური იყო, სხვასთან ბედნიერებას ვერ გისურვებ რადგან სხისთვის არ მემეტები მაგრან მაინც გაგიშვებ, შენც გათავისუფლებ და ჩემს თავსაც ამ ჯოჯოხეთიდან-ამ სიტყვებს ყალბად ამბობდა, სინამდვილეში ძალიან ტკიოდა სული, სინამდვილეში არუნდოდა წასულიყო მაგრამ არც დარჩენა შეეძლო
-შენი იმიტომ გავხდი რომ ასე მინდოდა, და არ ვნანობ იმას რაც მოხდა-ვუთხარი მიბრუნებულ სანდროს
-რატომ გაიქეცი-არ შემობრუნებულა ისე მკითხა
-იმიტომ რომ შემეშინდა,
-რისი?
-სწორედ ეს არ მინდოდა, არ მინდოდა ამ მდგომარეობამდე მივსულიყავით
-შენ არასდროს გჯეროდა ჩემი
-იმიტომ რომ თავს კარგავ
-იმიტომ ვკარგავ რომ მიყვარხარ სიგიჟემდე-მითხრა და წავიდა... კარი გაიხურა და ისე წავიდა რაც მოუხედია, იმის მაგივრად რომ დავმშვიდებულიყავი სული ამიფორიაქდა, ბედნიერება კიარა უზომო ტკივილი ვიგრძენი სულში, ყველა ემოცია მომაწვა და ავტირდი, სანდრო წავიდა მიმატოვა, მაგრამ ამან რატომღაც არ გამაბედნიერა პირიქით სული მატკინა, ისე ძლიერად მატკინა რომ ცრემლები ვერ ანელებდა სულ ოდნავ მაინც მისგამ მოყენებულ ტკივილს ,,ასე ვერ მიმატოვებ" გავიფიქრე გონება არეულმა და გარეთ გავედი ჩემი თეთრი გაშლილი კაბა ავითრიე და კიბეები ჩავირბინე
-საით-ლუკამ დამიჭირა
-ასე ვერ მიმატოვებს, ასე ვერ წავა-ვცადე თავის დახსნა
-სანდრო წავიდა?-შეიცხადა და მე უფრო ავღრიალდი
-ახლა ფავისუფალი ხარ-დედაჩემის ხმამგული გამიგლიჯა
-არმინდა რომ წავიდეს-ვუკივლე მათ და ლუკას დავუსხლტი და გავიქეცი, ორივე დაბნეული გამომეკიდა
-გაგიჟდი მარიამ? -ლუკა გადამიდგა
-გამიშვი-ვცდილობდი ხელები დამეხსნა
-მარიამ გონს მოდი-დედაჩემიც მიჭერდა
-უფლება არ აქვს საქორწილო კაბაში გამოწყობილი მიმატოვოს, ვტიროდი გიჟივით და ხელევის დახსნას ვცდილობდი
-გეყოფა ისტერიკა-იყვირა თათიამ
-უფლებას არ მივცემ ასე მომექცეს-ვუკივლე მათ და ისევ დავუსხლტი და გავიქეცი
-შეეშვი-უთხრა ლუკას თათიამ და ისიც გაჩერდა, მეკი მივრბოდი გიჟივით ქუჩაში, ტაქსი არ მიჩერებდა დაბოლოს ერთმა გააჩერა წინ რომ გადავუდექი
-გთხოვთ წამიყვანეთ-კარი გავაღე და შევეხვეწე, მიმატოვა და უნდა დავიბრუნო -
მძღოლი ხნიერი ბაბუ იყო და მითხრა დაჯექიო მე ტელეფონი ვთხოვე მომაწოდა მაშინვე გამოვართვი და დავრეკე სანროსთან მალევე უპასუხა უცხო ნომერს
-სანდრო მე ვარ გთხოვ არ გათიშო-ვიკივლე რომ არ გაეთიშა მაგრამ მაშინვე გათიშა, მერე მის მეგობარს დავურეკე ვაჩეს, რომელიც ქორწილისთვის ჩამოვიდა ამერიკიდან და სანდროს ტელეფონი ქონდა რადგან დაკარგა თავისი
-ვაჩე არ გამოითიშო მარიამი ვარ-ამოვისლუკუნე მისი ხმა რომ გავიგე
-დიახ გისმენთ-ისე მიპასუხა სანდრო მოვხვდი მასთან იყო
-ამერიკაში მიდიხართ?-ამოვისლუკუნე
-დიახ დიახ
-ასეიგი აეროპორტში ხართ?
-ასეა
-მოვდივარ
-კარგით-და გამითიშა, აეროპორტში მოვედ თუარა მივაჩეჩე მძღოლს ბეჭედი და გადავედი მანქანიდან, კარგახნის სირბილის მერე მივაგენი მათ, სანდრო გაოცებული მიყურებდა
-მარიამ?!
-არ წახვიდე გთხოვ ასე არ დამტოვო- ამოვიტირე მე
-რა აზრი აქვს დარჩენას?
-მინდა რომ დარჩე
-მიზეზი
-არმინდა დაგკარგო
-არა! შენ უბრალოდ არგინდა საქორწილო კაბაში მიტოვებული ქალი იყო-მომახალა და ზურგი მაქცია, ისე დამამცირა რომ სიტყბის თქმა ვეღარ შევძელი და მოვტრიალდი
-მარიამ-ვაჩემ გზა გადმიჭრა-მასაც გაუგე ძალიან ატკინე გული
-ახლა ხომ გავსწორდით -ავხედე და გვერდი ავუქციე, ყველა მე მიყურებდა, მთელი აეროპორტი, როცა გავიგე რომ გამოცხადდა თბილისი ნიუიორკი რეისის ჩასხსომა, გულმა არ მომითმინა და მაინც მივიხედე უკან და დავინახე სანდრო როგორ გაემართა გასასვლელისაკენ... აქ გაწყდა ყველა ძაფი რაც მაკავშირებდა ამ სამყაროსთან, დამთავრდა ყველაფერი, ყველაფერმა აზრი დაკარგა, ისევ ტაქსიში ჩავჯექი და ვუთხარი რომელიმე ხიდთან მივეყვანე, სადაც ნაკლები მოძრაობაა, მან იცნაურად შემომხედა და მითხრა რომ ამას არ გააკეთებდა ამოტომ გადმოვედი და გავიქეცი რომ პოლიციაში არ დაერეკა ქუჩაში სხვა ტაქსი გავაჩერე, საპირისპირო მხარეს გადასულმა და ვუთხარი რომ წავეყვანე სოფელ ლევში, მივაჩეჩე მასაც ბეჭედი და გზაც ვასწავლე, თუმცა ამდენი რამის მერე მაინც არ გადამიფიქრებია ხისიდან გადახტომა პირიქით იფრო გამიმყარდა ეს აზრი ტვინში, ტაქსი გავუშვი და ფეხით წავედი ხიდისკენ, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო და სწრაფი დინების მდინარე აყრუებდა იქარობას. ხიდთან მივედი ხელები გავშალე და ყოველგვარი ფიქრის ან ყოყმანის გარეშე გადავწყვიტე გადავარდნა, თვალები დავხუჭე და ოდნაბ რომ გადავიწიე ძლიერმა ხელმა დამიჭირა შემომაბრუნა და გულზე ისე ძლიერად მიმიკრო რომ ამ ყველაფრით აფორიაქებულმა და აკანკალებულმა ძლივს ამოვისუნთქე, ნაცნობი სუნამოს სუნით ცხვირი ამეწვა
-ისევ არ დაიჯერე ჩემი სიყვარულის-დამხედა სანდრომ და გულში ჩამიკრა ძლიერად, სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ხელში რომ ამიტაცა, მე ყელზე დავეკონწიალე ცხვირი მის ყელში ჩავრგე.



№1 სტუმარი დდგ

ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე ამ ისტორიისგან, იმდინის დებილი იყო მარიამი საერთოდ რაყომ დაიჭირა სანდრომ იმ ხიდზეე არ იყო ამ ბიჭის ღირსიი, ვითომდაც ამაყი უაზრო და სიყვარულიც კი არ შეეძლო ისეთი პერსონაჟია, ტიპმა ვერ ჩამოყალიბდა ამ ცხოვრებისგან რა უნდოდა ისიც კი ვერ გაარკვია უყვარდა თუ არა სანდრო, მისი ახირებების გამო დატანჯა და ბოლოს საორწინო კაბაში ვერ მიმატივებოო და ისტერიკები მორთო ის კი არ გაანალიზა რომ უყვარდაა, მეგონა რაღაცას შეცვლიდი მაგრამ როგორც დაიწყე ისე დაამთავრეე.

 


№2  offline მოდერი ნეაკო

რა უნდა შემეცვალა ვერ გავიგე, მარიამი ასეთ პერსონაჟად ჩამოყალიბდა, სანდროს უყვარდა და არ მიატოვა, განსაკუთრებული არაფერი აზრი არ ყოფილა, უბრალოდ სანრომ
სიყვარულისგამო ყველაფერი აპატია სულ ესაა აზრი

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგი ისტორია იყო მაგრამ უაზრო დასასრული ქონდა ძაან გაწელე ეს მარიამის ამდენი თავის ფასებაც ცპტა ზედმეტი ოყო მაგრამ მთლიანობაში იმდენად კარგო იყო რომ ცოტა უფრო კარგ დადასრულს ველოდი

 


№4 სტუმარი სტუმარი ანაკო

ამნაირი შტერი და დებილი პერსონაჟი თუ მენახოს ????

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი გვანცა
ძალიან კარგი ისტორია იყო მაგრამ უაზრო დასასრული ქონდა ძაან გაწელე ეს მარიამის ამდენი თავის ფასებაც ცპტა ზედმეტი ოყო მაგრამ მთლიანობაში იმდენად კარგო იყო რომ ცოტა უფრო კარგ დადასრულს ველოდი

მადლობა თბილი სიტყვებისთვის, მეც მესმის რომ აკლია დახვეწა და აზრების დალაგება, არაა გამართული, მაგრამ უბრალოდ დავწერე და მეტი არაფერი

სტუმარი ანაკო
ამნაირი შტერი და დებილი პერსონაჟი თუ მენახოს ????

ნუ ასე გამოვიდა ჯამში, დასასრულზე ბავრი არც მიფიქრია ასე მქონდა თავიდანვე გადაწყვეტილი, თუ ძალიან სისულელეა გაითვალისწინეთ რომ ეს უბრალოდ დაწერილი ისტორიაა და მეტი არაფერი

დასასრულმა ნეგატივი გამოიწვია და მესმის რომ როცა ისტორიას კითხულობ გსურს იყოს დახვეწილი, დალაგებული და მეტად გამოკვეთილი სათქმელით მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი დაწერილი უბრალო ისტორიაა და ასე ნუ გამინაწყენდებით, თუ მთლად იდეალური არ იყო ????

 


ეს იყო საოცრება, ვაიმეე, ეს რა მაგარი ისტორია წავიკითხე, ვგიჟდები შენს ისტორიებზე, გადავწყვიტე, შენი ფანი ვარ

 


№7  offline მოდერი ნეაკო

სიყვარული გულს გვტკენს
ეს იყო საოცრება, ვაიმეე, ეს რა მაგარი ისტორია წავიკითხე, ვგიჟდები შენს ისტორიებზე, გადავწყვიტე, შენი ფანი ვარ

მიხარია რომ მოგეწონათ და გამოხატეთ თქვენი აზრი

 


№8  offline წევრი khatia khatia

Mოკლედ საოცარი მოთხრობა იყო აიი სასწაულიი პირდაპპირ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Იმედი მაქვს არ გეწყინება 5 წუთში დაწერილ ისტორიად რომ მოვნათლო. Მარტივო და რთული ამავ დროულად. Ყოველგვარი გადახვევების გარეშე. Სიმძაფრე არ აკლდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent