შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთაწმინდის მთვარე {10}


17-12-2019, 00:09
ავტორი painter1
ნანახია 17 034

-მა, მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ კარგი? - არ შეუხედავს ბავშვისთვის, სწრაფად მიაქროლებდა მანქანას სკოლაში რომ არ დაეგვიანა ანდრიას და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-რაზე?
-დედაშენი ჩვენს სახლში არ დატოვო არასდროს, არ სცადო და არ მიმართო ვაბშვურ ხრიკებს დედაშენის ჩვენთან ახლოს ყოფნისთვის...
-ანუ არ შერიგდებით? - საუბარი გააწყვეტინა ანდრომ და მამას შეხედა.
-არა…
-არც ჩემ გამო?
-ნუ მიყურებ ეგრე! რა გითხარი ვერ გაიგე?
-აბა მე სულ აქეთ-იქით უნდა ვირბინო?
-ანდრო მა… ნუ იქცევი პატარა ბავშვივით, ათი წლის ხდები უკვე და ასეთი რაღაცები უნდა გესმოდეს. მე და დედა მაშინ ვიყავით ერთად სანამ შენ გაჩნდებოდი, ახლა ათის ხარ რამდენი დრო გავიდა ხედავ? ათი წელი ბევრია. ხანდახან გრძნობები ქრება თუ სიყვარული მყარი არ არის. დედაშენის სიყვარულიც არ იყო მყარი და მაგიტომ ყავს ახლა დიტო.
-შენ რატომ არ გყავს არავინ?
-მეე? ჩემი გრძნობები ზედმეტად მყარი აღმოჩნდა, მაგრამ ახლა რა სიტუაციაშია არ ვიცი.
-ვერაფერი გავიგე.
-ერთი სიტყვით… მე და დედამ დავამთავრეთ ყველაფერი მამი, არ ეცადო ჩვენი შერიგება კარგი?
-კაი ჰო.
-მიდი გადახტი და ჭკვიანად მოიქეცი იცოდე.
-კარგიი. -უცებ გადავიდა მანქანიდა, სკოლისკენ მიმავალს ბიჭი და გოგო ამოუდგნენ გვერდიგვერდ და ისე შევიდნენ შენობაში. ლუკასაც კმაყოფილს გაეღიმა, მანქანა სწრაფად დაძრა, თან ლომიძესთან გადარეკა, ყურმილი კი ქალბატონმა მარიამმა აიღო. - სად არის შენი ბედოვლათი ქმარი ქალბატონო?
-აბაზანაში და ნუ იძახი ეგრე, არ მომწონს ეგ სიტყვა.
-რომ მოვიდე ხელს ხომ არ შეგიშლით?
-რაში უნდა შემიშალო ხელი ლუკა? შენი ძმაკაცი თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ მაგრად მეკაიფება...
-ვაახ მაოცებს უკვე… - გულიანად გადაიხარხარა მარიამის ტანჯულ ხმაზე. - არა კი ყოველთვის ქალები ეხვეწებოდნენ, მაგრამ ცოლთანაც თუ თავს დაიფასებდა რას ვიფიქრებდი. - სიცილს არ წყვეტდა გიორგაძე და ზუსტად იცოდა ტელეფონის იქით აწითლებული მარიამი იმყოფებოდა.
-რა ქენი ახლა? ვიღაც ქალებს შემადარე? ჩემს ქმარს მე ვუყვარვარ, უბრალოდ ამოიჩემა რაღაც, სანამ არ გამოვუტყდები და სიყვარულს არ ავუხსნი იქამდე ასე ოთახის მეზობელივით აპირებს ცხოვრებას.
-მოატყუე გოგო, მერე კიდე უთხარი აღარ მიყვარხარო და ეგ იქნება…
-ვის ეჭორავები? - თორნიკეს ხმა გაიგო, შემდეგ კოცნის და ყურებამდე გაეღიმა.
-ლუკას, ჩვენთან მოდის… გელოდებით, თან ტორტი მაქვს და გაჭმევ.
-ათ წუთში მანდ ვარ. - უცებ გათიშა ტელეფონი, სიჩქარეს უმატა და მალე ლომიძის ბინის კართან აღმოჩნდა.
-რამე მოხდა? - ეჭვნარევი გამომეტყველებით შეათვალიერა მომღიმარი ძმაკაცი, რომელიც ბოლო დროინდელი მოვლენების გამო ეგონა სულ შეიცვლებოდა.
-ბავშვი მივიყვანე ახალ სკოლაში, კარგად მოეწყო და გუშინ ქეთას ვიზიტსაც ნახევრად გავუძელი, ასე რომ დღეს კარგ ხასიათზე ვარ ყველაფრის გამო… შვილი მყავს… შვილი ხვდები? ათი წლის შვილი და ნელ-ნელა რომ ვაცნობიერებ ამ ყველაფერს უფრო კარგად ვხდები. - გახარებული გადაეხვია მომღიმარ თორნიკეს, გაშლილი ხელის გული ზურგზე მიარტყა, შემდეგ მოშორდა და მარიამს მოეხვია. - სიყვარული ადამიანს ალამაზებს.
-რას გულისხმობ ქეთასს ვიზიტში?
-თუ არ შეწუხდები ყავა გამიკეთე რა მარიამ, სანამ ცოლად მოგიყვანდა ჩემს ნებაზე დავდიოდი აქ, მაგრამ შენს სივრცეში ვერ შემოვიჭრები. - მტევანზე აკოცა სამუშიას ისიც ხმის ამოუღებლად გავიდა სამზარეულოში. - გუშინ ბევჯერ ახსენა ანდრომ დედამისი, დავურეკე და ვუთხარი რომ მოსულიყო, ვილაპარაკეთ და მერე წავიდა.
-გითხრა რატომ წავიდა?
-არა, მაგას სხვა დროს ვკითხავ, არ შემიძლია ჯერ უბრალოდ ჯდომა და მოსმენა… ისედაც ვერ შევიკავე თავი გუშინ და ვაკოცე… ნუ მიყურებ ეგეთი სახით, მარიამი რომ გენახა წლების მერე რას იზამდი?
-არაფერს ვამბობ… მისმინე და… ნორმალური ურთიერთობის დაჭერას როგორ აპირებ?
-არ ვიცი… უბრალოდ მინდა რაც შეიძლება დიდი ხანი გაჩერდეს ჩემთან ანდრია და დედამისთან არ მოუნდეს წასვლა. მინდა იგრძნოს დედის ახლოს ყოფნა, ორივე მიხვდნენ რომ არ ვაპირებ მათ დაშორებას და ნახვის აკრძალვას… არ შემიძლია ეს სამაგიეროს გადახდები და ბოროტებები რა გავაკეთო.
-მერე ამას რას უშვრები… - გულზე ხელის მიდებით ანიშნა გიორგაძეს და ლუკამაც მაშინვე ამოიოხრა.
-არც არაფერს. იქნება ცარიელი იქამდე სანამ ვინმე არ გამოჩნდება, ან შინაბერა მოვკვდები… მაგრამ ქეთა მხოლოდ ანდრიას დედად დარჩება, ამაზე მეტი მოთმენა, ყველაფრის დავიწყება, თან მასთან ახლოს ყოფნა და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება მე აღარ შემიძლია.
-ერთი ჩაგიყარე ყავა. - ფინჯანი მაგიდაზე დადგა და პირდაპირ თორნიკეს კალთაზე მოთავსდა.
-რა საყვარლები ხართ ტოო…
-მარიამი ძალიან საყვარელი გახდა იმის მერე რაც ჩამოვედი, მგონი უშველა უჩემოდ გატარებულმა სამმა თვე… - ლოყაზე აკოცა ცოლს და უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე.
-შენ ხუმრობ და მე მართლა ვერ ვიძინებდი ღამე მარტო… - საუბარი რომ დაიწყო მაშინვე ლუკას გახედა ლომიძემ, ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თვალი ჩაუკრა ძმაკაცს.
-მართლა?
-გეყოფა ხუმრობა. - გვერდში უჩქმიტა, ლუკა კი ძმაკაცის დამანჭულ სახეზე მაშინვე ახარხარდა. - ბავშვი როგორ არის?
-კარგად… მოსწონს ახალი სკოლა და ახალი ბავშვები, მეგობრებიც გაიჩინა უკვე. ამ საკითხშიც მე მგავს. - კმაყოფილი მიეყრდნო სავარძლის საზურგეს.
-კატო როდის ნახე ბოლოს?
-არ მახსოვს… გიო გუშინ ვნახე, ანდრია გავაცანი.
-ყურადღბა არ მოვადუნოთ რა, ვნერვიულობ, არ მინდა თავი უპატრონოდ იგრძნოს და ცუდ სასტავში მოხვდეს.
-ყველა მაგის მეგობარს ვიცნობ, კარგი ბავშვები არიან.
-ლიზა?
-დიდი ხანია არ მინახავს, გუგა ნახულობს ხოლმე ხშირად. ისე ეგენი ბაკურიანში არიან და აქეთ აღარ იხედებიან ხო?
-მარიამთან რომ ვარ ვერც მე ვიხედები სხვა მხარეს. - ჩაიცინა, თან გატრუნულ სამუშიას საფეთქელზე აკოცა.
***
-წავედით? - შარფი მოახვია ყელზე, ტუჩებზე აკოცა და ქუდიც დააფარა.
-წავიდეთ. - ყურებამდე იღიმოდა, თან თვალები უბრწყინავდა გუგას ყურებისას. - რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ. - კარში გაატარა, თვითონაც უკან მიჰყვა და მანქანაში ევასთან ერთად მოთავსდა.
-გადაპარსული თმა უფრო გიხდება. - ბურდულისკენ შებრუნდა, თმებში შეუცურა თითები და მაშინვე შიგნით აათამაშა. - პირველად რომ დაგინახე მაშინვე მომეწონა შიშველი თავი. - ისევ ეფერებოდა, ბურდული კი გაღიმებული უყურებდა გზას.
-ცოტა დათბეს და გადავიპარსავ, ცივა ჯერ. - მაჯაზე მოკიდა თითები, ხელი მოაშორებინა თმიდან და მტევანზე აკოცა. - საით მივდივართ?
-პარკთან ახლოს არის. - თვალი არ მოუშორებია გუგასთვის ისე თქვა, მერე გადაიხარა და ყბის ძვალზე აკოცა. - შენს ყბებზე რომ ვგიჟდები მითქვამს?
-კომპლიმენტებით დიდად არ მამკობ. - მხრები აიჩეჩა, თან წამით გამოხედა ევას და მოწყვეტით აკოცა. - მოისვენე! - ისევ მოიშორა ბარძაყზე დადებული წვრილი თითები, ევას თვალებ ანთებულმა შეხედა, აბაშიძე კი უცებ აკისკისდა.
-დღეს უცნაურ ხასიათზე ვარ. პირველად არ მინდა ხატვა და მგონი ბებოსთან წასვლას სახლში დარჩენა ჯობდა.
-მალე წამოვიდეთ ბებოსგან. - მანქანა გააჩერა ერთ-ერთი მაღაზიის წინ, სწრაფად გადავიდა, უკან კი ვარდებით და რაფაელოს შეკვრით დაბრუნდა.
-რაფაელო ჩემთვის?
-ხელი არ დაადო! - უკან გადადო ვარდებთან ერთად, ყბებში წაავლო თითები და ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა. - ახლა გავაგრძელოთ გზა და მითხარი საით წავიდე.
-პირდაპირ და პირველივე შესახვევში მარჯვნივ. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ გზას გახედა და მოგონებების გახსენებისას ინსტიქტურდ მოეფინა ღიმილი სახეზე. მალე გააჩერეს მანქანა ერთ სართულიანი სახლის წინ, სწრაფად გადავიდნენ და შესასვლელისკენ დაიძრდნენ. წამებში გააღო კარი მოხუცმა ქალმა და შვილიშვილის დანახვაზე თვალები გაუნათდა.
-ვაიმეე ჩემო ლამაზო… აქ რა გინდა ბებო… - წამსვე ხელები მოხვია ევას, აბაშიძეც ძლიერად მიეხუტა. ყოველთვის გრძნობდა ნიკოს ბებოსთან ყოფნის დროს, უდიდესი სითბოთი ივსებოდა მასთან ყოფნისას. ბავშვობიდან გიჟდებოდა ნაზიზე, უტკბილესი და უთბილესი ქალი იყო, მაგრამ ცოტა ქაქანა. - მოდი კიდევ გაკოცე ერთი. - სახე დაუჭირა უკვე შეწუხებულ შვილიშვილს და რამდენჯერმე ისევ აკოცა ლოყაზე.
-მომენატრე ბებოო… - თხელ თმებზე გადაუსვა ხელი, რომელიც მუქ შინდისფრად შეეღება და ლურჯ თვალებს ვარდებით მდგომ ბურდულისკენ აპარებდა. - ბებო ეს გუგაა… გუგა ბურდული, ჩემი შეყვარებული.
-გამარჯობათ ქალბატონო ნაზი… - ხელზე ეამბორა ბურდული და ისე გაუღიმა ქალს აქამდე რომ არასდროს ენახა ევას. - ეს თქვენსავით მშვენიერი ვარდები თქვენ. - ქალის კმაყოფილ სახეზე უფრო მეტად გაეღიმა და მის ლურჯებს შეხედა.
-გამარჯობა შვილო… შემოდით მოდით. - უცებ შეატარა წყილი სახლში, თან თვალი გააყოლა ერთად მოსიარულეებს და იგრძნო როგორ გაუბრწყინდა თვალები. - რა მოგიტანოთ მითხარით… ხაჭაპურს გამოგიცხობთ ახლავე, ცომი მაქვს მოზელილი.
-არ გინდათ არაფერი, ვჭამეთ უკვე ჩვენ და ტყუილად არ შეწუხდეთ.
-რას ამბობ შვილო, ძლივს ჩემს ერთადერთ შვილიშვილს კაცი შეუყვარდა და როგორ შევწუხდები… ამის ურეაქციობის გამო ზოგჯერ იმნაირი მეგონა ხოლმე… ახლა ისეთი გახარებული ვარ ხაჭაპურს კი არა ხინკალ მოგიხვევ ათ წუთში.
-ბებოო…
-რა ბებო? მისდღემში არავინ მოგწონებია და ძლივს ვიღაც შეგიყვარდა, ასე უყურადღებოდ როგორ დავტოვო ეს ამბავი… ნამდვილი ჭაჭა მაქვს, ხომ დალევ? - უცებ შეხედა მომღიმარ ბურდულს.
-თქვენთან ერთად სიამოვნებით.
-მოვალ ახლავე. - სწრაფად გავიდა სამზარეულოში, ევა კი წარბშეკრული შებრუნდა გუგასკენ.
-რა? რა საყვარელი ქალია, შენ კიდე შემაშინე.
-რა ჭაჭა? დაგათრობს, იცი როგორ სვამს? მახსოვს პაპაჩემთან ერთად დაჯდებოდა საღამოობით და ორ ჭიქას წამებში სვამდნენ. ქეიფის მოყვარული ბებო მყავს, რამე რომ შეგეშალოს სიძის სტატუსს მოგაშორებს და მზად ხარ?
-ნუ მაშინებ… მშვენიერი ქალია, შენ აბუქებ უბრალოდ. - უცებ აკოცა სანამ ნაზი შემოვიდოდა.
-მე მეგონა გაგიჟდებოდა, ეს კიდე…
-ვისაც მინდა ყველას ვაწონებ თავს პატარა… შენთან არც მიცდია ისე მოგეწონე, მაგრამ ბებო სხვა თემაა… - უკანალზე აარტყა ხელი და სამზარეულოში შევიდა მკლავებზე სვიტერის აკეცით. - დახმარება ხომ არ გჭირდება ნაზი ბებო?
-არა შვილო, ჩავყრი უცებ ამ ხინკალს... გუშინ ჩემი დაქალები იყვნენ და ერთად გავაკეთეთ. მიდი იქ კარადაში თეფშები დევს, გამოიღე და მისაღებში გაიტანე.
-ახლავე… ააქ?
-ჰო მანდ. - გაიღიმა და წამებში რენტგენში გაატარა ბურდულის მაღალი სხეული. - ერთად ხართ აქ?
-ხო ბებო, გუგამ წამომიყვანა დასასვენებლად.
-მიდი მიეხმარე ამ ბიჭს, შენს საქმეს ეს აკეთებს.
-არ არის პრობლემა... იჯექი შენ მანდ. - თვალი ჩაუკრა ევას და კიდევ ერთხელ შეამჩნია როგორ შეათვალიერა ნაზიმ. ოდნავადაც არ გრძნობდა თავს უხერხულად, ასე ეგონა დიდი ხნის წინ გაიცნო ნაზი და ახლა ბებოს სანახავად იყო ჩასული.
-ხელსახოცს წამოვიღებ. - წამოდგომა დააპირა, მაგრამ თვალები დაუბრიალა გუგამ და ევაც სკამს მიეჯაჭვა. ქვედა ტუჩზე იკბინა ბურდულმა და სამზარეულო ისე დატოვა.
-რა კარგი ბიჭია ბებო?! - ჩუმათ თქვა ნაზიმ, ევას კი მაშინვე გაეცინა.
-მოგეწონა?
-ძალიან… ზუსტად ისეთია როგორიც შენთვის მინდოდა.
ცოტახანში პატარა მაგიდასთან რომ დასხდნენ ნელ-ნელა მთელი ინფორმაცია გამოსტყუა წყვილს, გაიგო სად და როდის გაიცნეს ერთმანეთი, ბოლოს კი კმაყოფილმა გააცილა წყვილი სახლიდან.
-სად მივდივართ?
-ციგურებზე სრიალი იცი?
-რათქმაუნდა! - გახარებული შეტრიალდა გუგასკენ.
-მე არ ვიცი და… - წინადადება აწკრიალებულმა ტელეფონმა გააწყვეტინა, ანას ზარს მაშინვე უპასუხა და ქალის ქოთქოთზე მანქანა გვერდზე გადააყენა. - მოიცადე…. დაწყნარდი და ისე მელაპარაკე, რა ხდება?.. რაა?.. როგორ თუ ფული აიღო და წავიდა?.. როგორ შეიძლება ასე უბრალოდ აიღოს და წავიდეს, შენ რისთვის ხარ მანდ მითხარი? - ისე იაღრიალა ევა ადგილზე შეხტა. - ეტყობა როგორი სანდოც იყო! მაგის დედას შევე.ი მე! ჯაბას გადაურეკე, სადაც უნდათ იპოვონ და მომითრიონ გაიგე?.. ანა მოგკლავ! სანამ ჩამოვალ ის .ლე იპოვეთ თორემ შენ მოგთხოვ შენი ნაბი.ვარი ექს ბოიფრენდის გამო!.. შენი ბრალია ზუსტად! გამოგაშტერა, ერთხელ მიგაძინა ალბათ და იძრომიალა შენს ლეპტოპში… შემეშვი ახლა და სანამ ქვეყნიდან აითესა მიპოვეთ! - ისევ დაიღრიალა, ტელეფონი იქვე მიაგდო და საჭეს გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
-რა ხდება?!
-შემეშვი ცოტა ხანი. - მანქანა სწრაფად მოატრიალა და სახლისკენ აიღო გეზი.
ხმა აღარ ამოუღია ევას, უყურებდა როგორ დადიოდა ოთახში აქეთ-იქით, ვიღაცეებს ესაუბრებოდა, ხან კი ლეპტოპს მიუჯდებოდა და გამწარებული რაღაცას წერდა. ყავა მოუმზადა, შემდეგ ნელა მიუახლოვდს საუბარში გართულს, მაგიდაზე დადგა ჭიქა, განჯარასთან მდგომს მუცელზე მოხვია ხელები და კისერში აკოცა. მაშინვე გამოხედა ზურგზე აკრულ ქალს, თითქოს აზრზეც მოვიდა, საუბარი დაამთავრა, ევას ხელი მოხვია და უცებ დაიყენა წინ. ფანჯრის რაფაზე შემოსვა მის ფეხებს შორის მოქცეულმა კი ცხვირი ქალის ყელში ჩარგო.
-კარგად ხარ? - თმებში შეუცურა თითები.
-არა. - ყელში აკოცა, სვიტერის შიგნით, ზურგზე ასრიალებილი ხელით თავისკენ მისწია და მაგრად მოეხვია. - ჯანდაბა… მაპატიე.
-რა გაპატიო?
-უხეშად რომ გესაუბრე, კიდევ ის რომ თბილისში გვიწევს დაბრუნება.
-ხვალ წადი და რომ მორჩები ისევ ამოდი. - თავი ააწევინა, შავ თვალებში ჩახედა, მერე კი ტუჩებზე ნაზად აკოცა.
-არ ვიცი როდის მოვრჩები.
-მე აქ ვიქნები და ჩემს გამო იჩქარებ რომ მალე მორჩე.
-უკვე ასე ვართ?
-არა? მე გენდობი და ვიცი ჩემთან რატომ ხარ, ისიც ვიცი სხვასთან არ წახვალ, რადგან უკვე დაგაბრმავე და იმასაც აქვს აზრი ვისთან ჩაიხშობ ვნებას. ჩემს გარდა სხვა არავინ გინდა, ამიტომ როცა ვეღარ გაძლებ აქ ამოხვალ. - გუგას მომღიმარ ტუჩებზე ამოილაპარაკა, შემდეგ ისევ შეეხო და ბურდულიც ვნებაში აიყოლა.
-მაგიჟებ. - სწრაფად აიტაცა ჰაერში და დივანზე გადააწვინა.
-რა მოხდა არ მეტყვი? - ნებას აძლევდა შარვალი მოეშორებინა სხეულიდან, თან თვითონაც სვიტერის გახდას ცდილობდა.
-ერთმა ახვა.მა რესტორნის პროექტის ფული მოიპარა და სადღაც მოტყდა… - შიშველ მკერდზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კერტებზე კბილები მოუჭირა და ევას წამოკივლებაზე მის სხეულსაც დაეპატრონა. - მაგრამ იმდენად დებილი და გამო.ირებულია, გონია ვერ ვიპოვი, არადა ერთი სული მაქვს ტვინს როდის გავასხმევინებ. - უხეშად დაუკოცნა ტუჩები, თან სწრაფად მოძრაობდა ქეთას სხეულში. აბაშიძის წვრილი თითები, რომელბიც მის ზურგზე უგზოუკლოდ დასრიალებდნენ სულ ახელებდა ბურდულს.
-გუგა… - ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს კიდევ რაღაცის სათქმელად, მაგრამ პირზე ააფარა ხელი ბურდულმა, შემდეგ ცერი გადაატარა ტუჩებზე და ევამაც ჭინკებ ათამაშებული თვალებით მომზირალი გუგას თითი ტუჩებს შორის მოიქცია.
-პატარაა. - ჩაეცინა, ტემპი ააჩქარა და თითზე მოჭერილი კბილების გამო ტვითონაც ამოიოხრა. - ჯანდაბა! - თითს დახედა სიცილით, მერე თვლაებ მინაბულ ქალს შეხედა. - ლამის თითი მომაჭამე ტო…
-ხომ არაფერს იზამ? - წამოჯდომას შეეცადა, მაგრამ ხელის კვრით ძველ პოზაში დააბრუნა გუგამ. ევას მოხრილ მუხლზე აასრიალა ხელი, თან ზევიდან დაჰყურებდა შიშველ ათრთოლებულ სხეულს და ღიმილს ვერ იკავებდა.
-შენი აზრით რას გავაკეთებ? - თვალებში არ შეუხედავს, მუცელზე კოცნიდა, შემდეგ აწითლებულ მკერდზე გადავიდა. - გგონია მოვკლავ?
-არა… უბრალოდ ცოდოა… ჩემი კატა მომენატრა, ალბათ ნიტა აშიმშილებს. - სწრაფად შეცვალა თემა და გუგს თმებში შეუცურა თითები. - გინდა მეც წამოვიდე?
-არა, საღამოს ამოვალ. - გვერდზე მიუწვა, წელზე მოხვეულ ევას ფეხს აატარა ხელი, ზურგის გავლით ავიდა და კისრიდან ყელზე გადასულმა სახემდეც მიაღწია. ნაზად მიეფერა ლოყაზე, თან იქვე აკოცა.
-ჩამეხუტე. - უფრო მეტად მიეკრო გუგას სხეულს, ბურდულმაც მჭიდროდ მოხვია ხელები და თავზე აკოცა. ისეთ სითბოს გრძნობდა აქამდე რომ არასდროს ეგრძნო. მთლიანად ადუნებდა გუგა, რეალობას წყვეტდა და არარსებულ სამყაროს უქმნიდა. ღრმად ისუნთქავდა კაცის სურნელს, მის მხურვალე სხეულს ეხუტებოდა და ერთ დიდ სიამოვნებას იღებდა.
-რა გჭირს პატარა?
-არ მინდა რომ წახვიდე… თუ ნახავენ გამოართმევენ ფულს და ეგ იქნება… რა საჭიროა ჩასვლა?
-სერიოზულად მეკითხები? - შიშველ ზურგზე ეფერებოდა, თან ევას თმებში ცხვირ ჩარგული მშვიდად სუნთქავდა.
-უბრალოდ… ჩემთან მინდა იყო… ასე მშვიდად… არ შეიძლება?
-დავმშვიდდები ყველაფერს რომ მოვაგვარებ და გპირდები მთელი კვირა ფეხს არ გავადგამ გარეთ.
-იცი პირველად რომ დაგინახე მაშინვე მომეწონე, თან ისე რომ ვიცოდი მეორედ რომ შეგხვედროდი დაუფიქრებდალ გავხდებოდი შენი. - მოულოდნელად ისევ შეცვალა თემა და ტუჩები მკერდზე მიაკრო.
-რას გრძნობ ევა?
-შენ გგრძნობ. - ისევ გაუმეორა როგორც თვეების წინ.
-მაინც?
-მინდა სულ ჩემთან იყო, სულ ასეთი იყო და გრძნობდე იმას რასაც გრძნობ. ჩვენ ხომ ვიცით გუგა? თქმა არ გვჭირდება. ჩემ ქცევებს თუ სიტყვებს, რომელებიც ხშირად სულელურია, ყველას თავისი მიზეზი აქვს. ვცდილობ ისე გაგიჟებით არ შეგიყვარო როგორც მიყვარდები… ვეძებ მიზეზებს, შენგან წასვლის მიზეზებს, რადგან ვგრძნობ როგორ ედები ჩემში ყველა უჯრედს და ეს რამდენადაც მსიამოვნებს იმდენად მაბნევს და სადარდებელს მიჩენს. არასდროს მყვარებია, ახლა კი დაბნეული ვარ… მეშინია, შენგან შორს ყოფნის მეშინია, რადგან თუ შემიყვარდი შენგან შორს ყოფნას ვერ გავუძლებ. თვით შეფასებას მაკარგვინებ, შენთან რომ ვარ ჩემი თავმოყვარეობა ქრება და რამდენადაც არ უნდა ვეცადი სულელური ქცევებით მაინც ვერ ვაღდგენ. ზოგჯერ თავი პატარა თინეიჯერი გოგო მგონია, რომელსაც ეშინია თავის ბიჭმა არ მიატოვოს… ეს ფიქრები კი მაფიქრებინებს იმას რომ თვითშეფასება არ გამაჩნია და ეს კიდევ ცალკე მაღიზიანებს. შენ ყველფერი ახალი შემოგაქვს შემ ცხოვრებაში, ისევე როგორც მე შენსაში. ერთმანეთს ვავსებთ და მეშინია ბოლომდე რომ შევივსოთ ერთმანეთი არ მოგვბეზრდეს… უფროსწორად, არ მოგბეზრდეს, რადგან მე მხოლოდ სიყვარულით არ ვბრმავდები, შეპყრობილი ვარ უკვე… როცა ვხატავ შენს გარდა არაფერი მომდის თავში, შენი ნაკვთების ხატვას ვიწყებ ინსტიქტურად. ეს არ არის ნორმალური, არცერთი ვართ ნორმალური ადამიანები და ვფიქრობ ყველაფერი არანორმალური გაგვაჩნია. მე შენს წინაშე გადაშლილი წიგნი ვარ, უბრალოდ ჩამხედე თვალებში და ყველაფერს დაინახავ… ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი თვალები არ მოგატყუებენ.
-ევა… არ გინდა პატარა… ნუ შეიკავებ თავს და ნუ ეცდები ჩემგან წასვლას. ხომ გითხარი თავიდანვე? მინდა რომ გიყვარდე. - ხანგრძლივად მიაწება ტუჩები ევას ტკბილ ბაგეებს და მწვანე თვალებში ჩახედა. - იყავი ის ვინც ხარ, მინდა მთლიანად ბუნებრივი იყო ჩემთან, მინდა ვიცოდე იმდენი რამდენიც სხვამ არ იცის. მინდა გიცნობდე ისეთს როგორსაც სხვა არ გიცნობს. მესაკუთრე ვარ, ჩემი ხარ და მთლიანად შენ მინდიხარ შენი ყველაფრით. - წყნარად, დაბოხებული ხმით საუბრობდა და ევას მისი ხმაც კი ჟრუანტელს ჰგვრიდა.
-შიშების გაკონტროლება არ შეგვიძლია ადამიანებს გუგა… ჩუმად გვეპარება დაუკითხავად და ეჭვებს გვიჩენს. ერთი არასწორი მოქმედება და მაშინვე ეჭვი ჩნდება, ეჭვს შიში მოსდევს და პირიქით… საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში და ეს ყველაზე მტკივნეულია… უნდა გესმოდეს და ხვდებოდე.
-ჩემი დაკარგვის როგორ გეშინია გოგო?
-ხასიათზე მოგიყვანა ჩემმა აღსარებამ?
-სასწაულ ხასიათზე. - ნიკაპზე მოკიდა თითები და ისევ მის ტუჩებს მისწვდა. - უბრალოდ შეეშვი უაზრო ქცევებს, მენდე, არ შეიტანო ჩემში ეჭვი არასდროს, ვისთანაც არ უნდა ვიყო და ღამის გათენება მიწევდეს ქალთან მაშინაც კი. ისევ აიმაღლე თვითშეფასება, უმეორე შენს თავს რომ ჩემი სრულყოფილება ხარ და შენს გარდა გუგა ბურდული ვერავის მიეკარება. ვერ წავალ სხვასთან შენს მერე, ამხელა შეურაწყოფას არ მივაყენებ ჩემს თავს, ძალიან მიყვარს. - ყურებამდე იღიმოდა და ისე საუბრობდა. მართალი იყო აბაშიძე, არაამქვეყნიურად გააბედნიერა და გაახარა მისმა აღიარებამ. გული გაუთბო და ქალის შიშების თუ სხვა გრძნობების გამო უფრო მეტი მიზიდულობა იგრძნო მასთან, უფრო მეტად დააფასა მისი ახლახანს გამომჟღავნებული გრძნობები, რომლის შესახებ ისედაც იცოდა, მაგრამ ქალბატონი შესანიშნავად ფარავდა.
-ისედაც არ გაქვს სხვასთან წასვლის უფლება, ჩემი შეყვარებული ხარ, რომ მიღალატო დაგშორდები და მორჩა.
-აჰა.. ანუ ასე ვართ.
-დიახ…
-მაინც მომაქციე ჩარჩოებში?
-ასე მგონია გეტენები. თუ არ გინდა ნუ გინდა, ისეც დაგშორდები ღალატის შემთხვევაში და ასეც. - ფეხზე წამოდგონა დააპირა, მაგრამ ბურდულმა მაგრად დაიჭირა და თვალებში ჩახედა.
-ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ეცადე აღარ გაიმეორო… შეყვარებულს რაც შეეხება, ჩემებს ვუთხარი და დედაჩემს ჩემი შეყვარებულის გაცნობა უნდა.
-რაა?
-ურთიერთობას სახელი სჭირდება, ყველა მეორეს რომ არ უხსნა რატომ რისთვის და როგორ ხარ ქალთან, ვინ არის, რას გრძნობ და ვინ იქნება მომავალში. თან მინდა მნახო როგორი ვარ სახლში, რადგან მე განსხვავებულად ვგრძნობ თავს.
-არ მინდა რომ გათენდეს.
-წვიმს.
-და ეს გარემო ძილს მგვრის.
-დაიძინე პატარა. - შუბლზე მიაკრო ტუჩები. ფეხებთან დაკეცილი სქელი პლედი სწრაფად გაშალა და მთლიანი სხეული დაუფარა. წვიმის წვეთების ხმა ისმოდა, რომებიც ფანჯრის შუშებს ხმაურით ეცემოდნენ. წვიმის ხმას ბუხარში ანთებული ცეცხლის ტკაცატკუციც ერეოდა, ამას დამატებული ევას მშვიდი სუნთქვა და ეს ყველაფერი ერთად სრულ იდილიას ქმნიდა.
***
უნივერსიტეტის წინ იდგა მანქანაზე მიყრდნობილი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და გარშემო ყველაფერს ათვალიერებდა. ბოლოს ნაცნობი ხმაც შემოესმა და დაინახა კიდეც გოგოებთან ერთად მოსიარულე მარიამი. მიხვდა რომ იგრძნო სამუშიამ მისი იქ ყოფნა, მაშინვე გამოხედა ლომიძეს და გახარებულმა რამდენიმე ნაბიჯით გაუსწრო უკან ადევნებულ ელენეს და ლიკას. სწრაფად მივიდა თორნიკემდე, წამსვე კისერზე მოხვია მკლავები და ტუჩებზე დაეტაკა.
-უკვე ჭკუიდან გადაგყავარ, არ შეიძლება სულ მენატრებოდე.
-ეს რა ესმის ჩემს ყურებს. - კარგ ხასიათზე ჩანდა ლომიძეც, ლოყაზე აკოცა ცოლს, შემდეგ მომღიმარი გოგოები გადაკოცნა და როგორც სჩვეოდა ზრდილობიანად მოიკითხა. - სადმე აპირებთ წასვლას?
-მე ჩემი კაცი უნდა ვნახო, ლიკუც პაემანზე დაპატიჟეს, ასე რომ ცოლს გითმობთ.
-დიდი მადლობა ქალბატონო ელენე, როგორი გულკეთილი ბრძანდებით.
-რას მეროჟები… რამე დავაშავე და გაბრაზებული ხარ?
-კი… ჩემი ცოლი დაათვრე და უფლება მიეცი თავის გამოქლიავებულ ყოფილთან ეცეკვა! არადა სამივემ შესანიშნავად იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან… მეგონა შენ მოუვლიდი ამას, მაგრამ იმედები გამიცრუვდა.
-ამისთვის როგორ მომეარა მეც მოსავლელი ვიყავი და ნუ მსაყვედურობ, საერთოდ არ ვიცი რანაირად გაჩნდა ზურა იქ. გავიხედე არ იყო, მეორე გახედვაზე იყო. ამიტომ ჩემი ბრალი არ არის. ამის შემდეგ თუ ისევ განმეორდა მსგავსი სიტუაცია მიდი და დაელაპარაკე.
-ჯობია არ განმეორდეს ელე… თორემ ლაპარაკს ვერ დავჯერდები. - სიცილით აუჩეჩა თმები, შემდეგ პიპინის ხმა შემოესმათ და დაბღვერილ ელენეს მაშინვე სახე გაუბრწყინდა.
-წავედი.
-ხვალამდე!
-წამოდი გაგიყვან სადაც გინდა. - კარებები გაუღო გოგოებს, შემდეგ საჭესთან დაიკავა თავისი ადგილი და იქაურობას გაეცალა. ერთ-ერთ კაფესთან ჩამოსვა ლიკა, მერე კი მარიამთან ერთად გაურკვეველი მისამართით დაიწყო სვლა.
-სად მივდივართ?
-სახლში არა… როგორი დღე გქონდა?
-ბოლო ლექციაზე ტვინი გამეთიშა, ისე კარგი, შენ? - მომღიმარმა გადახედა საჭესთან მჯდომს.
-საშინელი.
-რამე მოხდა?
-ისეთი არაფერი, სამსახურში რაღაც პრობლემებია, დაივიწყე. - მარიამის თითებში ახლართა თავისები და მტეკვანზე აკოცა.
-მოიცადე აქ რა გვინდა? - გაკვირვებულმა შეხედა საცურაო დარბაზს.
-განტვირთვა მჭირდება, წყალიც და შენც.
-საცურაო კოსტუმო არ მაქვს. - თვალებ გაფართოვებული უყურებდა თორნიკეს, ლომიძე კი მანქანისთვის თავისუფალი ადგილის ძებნაში იყო გართული.
-გიყიდე. - ძლივს გააჩერა მანქანა, თვალი ჩაუკრა მარიამ და მანქანიდან გადავიდა. უკანა სავარძლიდან ჩანთა აიღო, მხარზე გადაიკიდა და ავტომობილიდან სწრაფად გადამხტარ მარიამთან ერთად შენობისკენ დაიძრა.
-პატარა რომ მქონდეს?
-არ გექნება, ცურვა ხომ იცი?
-ვიცი. - გაუაზრებლად ჩაკიდა ხელი, თან თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. გაუკვირდა ყველანაირი ბარათის ჩვენების გარეშე რომ შეაჭრა ლომიძემ და გურკვეველი თვალებით ახედა ქვევიდან.
-მამიდაჩემის ქმრის არის, მიცნობენ და როცა მომინდება მაშინ მოვდივარ… შედარებით პატარა რომ ვიყავი მისწორდებოდა ასე პირდაპირ რომ შევაჭრიდი ხოლმე… ნუ ამ ყველაფერს პლიუსები ჰქონდა, მაგრამ ახლა ცოლთან ერთად ვარ. - გაიცინა, მერე კი შუბლზე აკოცა მარიამს. - ბოლოში ქალების გამოსაცვლელია, მიდი და პირდაპირ გასახდელიდან გამოდი აუზზე… საუნას რომ გაცდები იქვე შუშის კარია და მიხვდები.
-შენ საიდან იცი? - თვალ მოჭუტულმა ახედა ერთი თავით მაღალს.
-დასათვალიერებლად შევედი. - სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე, უკანალზე მირტყმით უბიძგა დერეფნის ბოლოსკენ, თვითონ კი მამაკაცების გასახდელში შევიდა.
როგორც კი საცურაო დარბაზში შევიდა მაშინვე იგრძნო უამრავი თვალი, უხერხულად შეიშმუშნა და იქით წავიდა საითაც მოცურავე თორნიკეს მოჰკრა თვალი.
რომ ამოყვინთა და წინ მდომი მარიამი დაინახა გაეღიმა, მთლიანად შავ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი მარიამი და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში.
-მოდი. - ხელით ანიშნა რომ დამჯდარიყო, მარიამიც უცებ დაემორჩილა, შემდეგ კი წელზე მოხვია ხელები და წყალში ჩაიყვანა. - გიხდება.
-პირველად ვკომპლექსდები.
-არადა სულ დახურულია. - მკერდზე დახედა, რომელიც წყლის სწრაფი შეხებისგან დაკერტილიყო და შესამჩნევად ეტყობოდა.
-ნუ მიყურებ ეგრე… მე ის მაკომპლექსებს ქმართან ერთად რომ ვარ და სხვები მიყურებენ, ადრე პირიქით ვიყავი.
-სხვები რატომ გაინტერესებს?
-დაგთხრი მაგ ცისფერ თვალებს! - ხელები მოაშორებინა და თორნიკესგან საკმაოდ შორს გაცურა. - ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან თორნიკე, უყურებდა მოტივტივე მარიამს და ვერ ჩერდებოდა მისგან შორს. უცებ მიუახლოვდა, წელზე მოხვია ხელი და სხეულზე მიიკრა.
-ძალიან ლამაზი ხარ პატარა… - უკანალზე მოკიდა ხელი და ყბის ძვალზე აკოცა.
-სირცხვილია. - თორნიკეს ხელის მოშორება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, უფრო მეტად მიიკრა სხეულზე და ტუჩებზე დააცხრა. მარიამის ყრუ კვნესა რომ შემოესმა გაეღიმა. თავის გაკონტროლება უჭირდა უკვე, გრძნობდა სხეულში ცვლილებებს და მოშორებას აპირებდა მარიამმა წელზე რომ მოხვია ფეხები და ჭინკებ ათამაშებული თვალებით ჩახედა ცისფერებში.
-მარიამ… - ძლივს დააღწია თავი ქალის ტუჩებს, ერთადერთი სიტყვის თმა მოახერხა, მერე კი ისევ ჩაუხშო სასაუბრო ღრუ გათამამებულმა სამუშიამ. ალ მოდებულ სხეულს უკვე წყალიც ვეღარ უქრობდა ლომიძეს, მთელი სხეულით გრძნობდა როგორ უნდოდა მისი შეგრძნება და უკვე გონებაც ებინდებოდა. წყლისგან დანამულ კისერზე მიაკრო გახურებული ტუჩები, მერე კი მოდუნებული მარიამი მთლიანად მოიშორა. - ძალიან ცელქობ პატარა. - თვალი ჩაუკრა, უკან გაცურა, თან კმაყოფილ მარიამს თვალს არ არშორებდა.
-შენი ცოლი ვარ! - წყალი შეასხა სახეზე შემდეგ უკან მიტრიალდა და ვიღაცის სხეულს შეეჯახა. - ბოდიშით.
-მარიამ… შენ ხარ გოგო?! - გაოცებული შეჰყურებდა მწვანეთვალება ბიჭი, სამუშია კი დაეჭვებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა საიდან იცნობდა.
-გიცნობ?
-აქ როგორ გაჩნდი. - ისევ თავისას განაგრძნობდა ბიჭი, მთლიანად ათვალიერებდა მარიამს და ვინ იცის რას ფიქრობდა.
-ვინ ხარ?
-საბა ვარ მარიამ… შენი მეზობელი საბა. - ყურებამდე გაუღიმა სამუშიას.
-მაპატიე ვერ გცნობ. - მისკენ მომავალი თორნიკე რომ დაინახა ოდნავ ჩამოშორდა კაცს.
-არ გახსოვს ფეხ მოტეხილი ძაღლი რომ წამაყვანინე სახლში და შენ თვითონ შეუხვიე?
-მე არ… საბა! საბა ჯაჭვაძე?
-როგორც იქნა. - სიცილით გააქნია თავი.
-ღადაობ? აქ რა გინდა შე ჩემა? - თვალებ გაფართოვებული მოეხვია თორნიკე ჯაჭვაძეს. მარიამი გაოცებული შეჰყურებდა როგორ უტყაპუნებდნენ ერთმანეთს ხელებს ზურგზე და ყურებამდე იღიმოდნენ. - ჩემს ცოლს იცნობ?
-დილით ჩამოვედი… რაო რა თქვი? მარიამი შენი ცოლია?
-ჰო ჩემი ცოლია. - წელზე მოხვია ხელი სამუშიას, და საბამაც მის წელზე გადაიტანა თვალები. - საბა ჩემი მამიდაშვილია მარიამ.
-რძალი ყოფილხარ, არ ვიცოდი… ნუ ის კი ვიცოდი ცოლი რომ მოიყვანე, მაგრამ ჩემი ბავშვობის სიყვარულს თუ მოიყვანდი ცოლად რას ვიფიქრებდი. - სიცილით თქვა, წყლიდან ამოვიდა და ცხელ ჯაკუზში ჩავიდა მათთან ერთად.
-რა?
-ჰო, დაჟე დავქორწინდით კიდეც… გახსოვს მარიამ? - თორნიკედან თვალი მარიამზე გადაიტანა.
-ბევრი არაფერი მახსოვს, ოთხი წლის ვიყავი მაშინ ალბათ. - უხერხულად შეიშმუშნა, რაც არ გამოჰპარვია თორნიკეს.
-რამ გადაგაწყვეტინა ჩამოსვლა?
-დამცინებ რომ გითხრა. - ისევ ბიძაშვილს შეხედა და გამომეტყველებასთან ერთად ხმაც შეეცვალა.
-მითხარი.
-გოგო გავიცანი ინტერნეტით, ორი თვეა ვწერ და ხვალ უნდა ვნახო.
-ინტერნეტით გაცნობილი გოგოს გამო ჩამოხვედი? - ქვედა ტუჩზე იკბინა რომ არ ახარხარებულიყო.
-ჩვეულებრივი გოგო კი არ არის, იცი რა ლამაზი და საყვარელი. - სახე გაებადრა ჯაჭვაძეს და თორნიკემაც იფეთქა.
-არ მჯერაა.
-მარიამ გააჩუმე შენი ქმარი.
-შენ საერთოდ არ მიცნობდი ცოლად რომ მომიყვანე და რა გაცინებ მითხარი ერთი.
-მე გხედავდი მაინც მარიამ.
-სხვათაშორის ხშირად ველაპრაკები კამერით და ვიცი როგორიც არის. - ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი ბიძაშვილს.
-ეგ სხვა საქმეა.
-თქვენ რას შვრებით? ჯერ ბავშვებზე არ ფიქრობთ? - გაიცინა მარიამის აწითლებულ სახეზე.
-ნწ… ჯერ არა.
-ბერდები შე ჩემა… რაღა ჯერ არა.
-გააჩნია რაში გულისხმობ დაბერებას. - თვალი ჩაუკრა მამიდაშვილს და თვალებ დახუჭულ მარიამს დახედა, თავი თავის მხარზე რომ ჩამოედო და ხელებს წყლის ზევიდან ატივტივებდა. კიდევ დიდხანს ისაუბრა საბასთან, ბოლოს კი მარიამის წუწუნმა სახლში წასვლა აიძულა.
-სულ დამინაოჭდა თითები. - მანქანაში მჯდომმა თითებზე დაიხედა და უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
-საბა გიყვარდა? - მოულოდნელად ჰკითხა ჩაფიქრებულმა ლომიძემს.
-არა. უბრალოდ ბავშვები ვიყავით და ეზოში ვთამაშობდით ხოლმე.
-მაშინ რატომ თქვა ის რაც თქვა.
-ეჭვიანობ?
-მარიამ!
-იმას ვუყვარდი ალბათ, მე რა ვიცი?! ან რა სიყვარული ეგ არის ნუ მაცინებ… სულ ორი წელი ვიცნობდი, მერე სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.
-კარგი. - მხრები აიჩეჩა და ისევ გზას მიაჩერდა.
-მადლობა… მართლა განვიტვირთე… უბრალოდ ძალიან მოთენთილი ვარ, დამძიმებული და ძილი მინდა.
-დავიძინოთ.
-თოკა… - ლომიძის თითებს დახედა, ნელა ახლართა მისსაში თავისები და თითებზე აკოცა. - არ დაიწყო ფიქრი მაგაზე, საერთოდ არც მახსოვდა საბა, ორი მოგონება არსებობს ალბათ რაც მასთან დაკავშირებით მახსოვს, მე შენი ცოლი ვარ, თან საბას ვიღაც მოსწონს და…
-რატომ მიხსნი მარიამ? საერთოდ არ ვფიქრობ მაგაზე. საბა ჩემი მამიდაშვილია, ჩემი ძმა.
ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე, სახლშიც ჩუმათ შევიდნენ, პირდაპირ საძინებლისკენ წავიდნენ და საცვლების ამარა შეწვნენ თბილი გადასაფარებლის ქვეშ.
-მცივა. - თორნიკესკენ მიიწია, ფეხები მის ფეხებში ახლართა და თითები მკერდზე მიაბჯინა.
-არადა თბილა. - გაეცინა ლომიძეს, ხელი მოხვია წელზე და სხეულზე უფრო მჭიდროდ მიიხუტა. იგრძნო როგორ აუჩქარდა გული, სუნთქვა შეწყვიტა და ისე გაშეშდა ეგონა იქ საერთოდ არ იყო.
-თოკა.
-გისმენ მარიამ. - იგრძნო როგორ შეწყვიტა გულმა ფეთქვა, თითები გაეყინა და სასურველი პასუხის მოლოდინში გარშემო თითქოს ყველაფერი გაქრა.
-მიყვარხარ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა და ამ სიტყვას ამოაყოლა მთელი გული. აღუწერელი სითბო და სიყვარული დაატყდა თავს ლომიძეს. ჯერ ისევ გაშეშებული იწვა და მარიამის წკრიალა ხმით ნათქვამ სიტყვას ატრიალებდა გონებაში. - ძალიან მიყვარხარ… - ისევ გაიმეორა და თორნიკეც მოიყვანა აზრზე. - და შეიძლება შევიშალო შენი სითბო და სიყვარული რომ ვეღარ ვიგრძნო, რადგან ზუსტად მაგ სიყვარულის გამო შემიყვარდი.
-პატარავ… - ნიკაპზე მოჭერილი თითებით თავი ააწევინა და გაბრწყინებული თვალებით ჩახედა იმ ყავისფერებში სულ რომ ამღვრეოდა, ცოტაც და იტირებდა ალბათ. - მაბედნიერებ მარიამ. - ფრთხილად შეეხო ტუჩებზე. ნელა, ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს, ისე ფრთხილად ეხებოდა თითქოს რაიმე უძვირფასესი ყოფილიყო. შემდეგ უფრო მაგრად მოხვია მკლავები, სახე მარიამის თმაში ჩარგო და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
იმ წამებში ყველაფერი ჰქონდა რაც კი სურდა, მარიამი ჰყავდა თავისი სიყვარულით რომლის მოპევებასაც დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა მთელი გულით და სულით ეკუთვნოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Kuku

აუუ მალე დადე შემდეგი

 


№2  offline მოდერი painter1

სტუმარი Kuku
აუუ მალე დადე შემდეგი

შენს სახელზე სულ ჩემი ბიძაშვილი მახსენდება, ადრე ვეძახდი ხოლმე. ^^❤️
ვეცდები მალე დავდო.

 


№3  offline წევრი Veronika

ვაიიჰ
ვდნები თორნიკეზე და მარიამზე. რა საყვარელია მარიამი, ღმერთო ჩემო. თორნიკე არის ჩემი სიყვარული, მიყვარს სასწაულად. შევიშლები მე მალე ამის სიყვარულით და მერე ნახე შენ :დდ
უმაგრესი გოგო ხარ ❤️ წარმატებებს გისურვებ ყველაფერში

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

"აქეთ" ყოფნას ის პლიუსი აქვს, რომ 3 საათით უკან ვარ და ძილის წინ მშვენიერი თავი იყო.
გამეცინა პირსახოცზე ფრჩხილებში რაც გქონდა მინაწერი :))).
საიტზე რომ შემოვედი და გავხსენი სხვა რაღაც იყო აშკარად და ვინ არიან ჯეკო და ანა, რას გვიმზადებ პარალელურად?
არ დამავიწყდეს: შერაცხყოფა-არის სწორი.
ევაც მშვენივრად ალაპარაკე, არ ველოდი მისგან ნამდვილად. თორნიკესგან და მარიამისგან კიდევ ისეთი წყვილი გამოგდის, რომელიც აქამდე არ გყოლია. ნაზი/ სათუთები და თბილები.

პ.ს. ინგლისურში კარგად ხარ ანუ ისტორიების წაკითხვა შეგიძლია?

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

წინა თავზე ვერ დავწერე კომენტარი და სანამ ახალს წავიკითხავ, ჯერ ძველს შევაფასებ, იმიტომ რომ გამორჩეულად კარგი იყო.
დავიწყებ თორნიკეს და მარიამის სიტუაციით, რომელიც ზედმეტად მეიდეალურა.
ძალიან სასიამოვნოა მათი დიალოგების კითხვა, მართლა ძალიან მომწონს და არ მეყო.
ეს წყვილი იმსახურებს უფრო დიდ მასშტაბსა და განვითარებას, ნუ ჩემი აზრით.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი წყვილი ევა და გუგაა, ჩემი გონება ჯერ მაინც თორნიკეს და მარიამს აღიქვამს, რა ვქნათ :დდ
მაგრამ!!
ევა... ევას აქვს personality, არის ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც დამოკიდებული. მახსოვს, ვიღაცამ გააკრიტიკა მეგობრის ზარზე ევას რეაქცია და არანაირად არ ვეთანხმები, მეც მყავს ბიჭი მეგობარი, მართალია, მე თავისუფალ, უკომპლექსო აზროვნებას ვემხრობი, მაგრამ ყველა ასეთი არ და ვერ იქნება და ამის გამო მეგობრებს ვერ გადავაგდებთ, ამიტომ ასეთ სიტუაციაში ვერც მე ვეტყოდი, იცი რააა, მე და ჩემი უსტატუსო შეყვარებული ერთად ვართ :დდ ანუ, ძაან ალოგიკურია, ხო?
რაც შეეხება ევას, რომელიც დაიკარგა. ანუ, მომწონს არეულობა, ქაოსი, დაბნეული და საკუთარ ფიქრებში დაკარგული პერსონაჟები, (მხოლოდ კონტექსტის შესაფერისად) და შენი ისტორიაც ამ გზით მიდის.
ვერ გავაკრიტიკებ ევას,
იმიტომ რომ გუგას პერსონაჟი მოულოდნელი ქმედებებით გამოირჩევა და მათი ურთიერთობაც ისე დაიწყო, რომ ამას სტატუსში ვერ საზღვრავს.
თითქოს ეშინია საკუთარი თავის... ნუ, ნორმალური რეაქციაა, ადამიანური.
არ ხარ აცდენილი რეალობას,
მაგრამ შენი ფანტაზიაა, ამიტომ ბოლომდე მიეცი გასაქანი, სულ რომ დინოზავრები შემოიყვანო, შენია და მორჩა.
who cares?!!!
ცნობილი მწერლის წიგნი წავიკითხე, რომანი იყო ფენტეზის ჟანრში, თითქოს არ იგრძნობოდა ფენტეზი, მაგრამ მაინც იყო... ანუ იყო გამოგონილი ისტორია, ფანტაზია, მწერლის ხედვა.
ნუ ზღუდავთ!
სულ რომ ძაღლი აალაპარაკოს, აქვს ამის უფლება.

ერთადერთხელ გამოვთქვი შინაარსზე პრეტენზია, როცა ქურდულ სამყაროს მოვკარი თვალი, ისიც ამოვარდნილ კონტექსტში და ძალიან არ მომეწონა. დანარჩენი, ძალიან კარგია!

 


№6 სტუმარი me

მე ლუკას დამოკიდებულება არ მესმის, ჯერ გაიგოს რა მოხდა და მერე დაამთავროს თუ რამეს ამთავრებს :D და ოღონდაც იმ გოგოს ნუ 'დააჯახებ' კიდევ, მანქანით რომ გაიტანა უკვე :/

 


№7  offline მოდერი painter1

Veronika
ვაიიჰ
ვდნები თორნიკეზე და მარიამზე. რა საყვარელია მარიამი, ღმერთო ჩემო. თორნიკე არის ჩემი სიყვარული, მიყვარს სასწაულად. შევიშლები მე მალე ამის სიყვარულით და მერე ნახე შენ :დდ
უმაგრესი გოგო ხარ ❤️ წარმატებებს გისურვებ ყველაფერში

მადლობა დიდი❤️❤️

grafo
"აქეთ" ყოფნას ის პლიუსი აქვს, რომ 3 საათით უკან ვარ და ძილის წინ მშვენიერი თავი იყო.
გამეცინა პირსახოცზე ფრჩხილებში რაც გქონდა მინაწერი :))).
საიტზე რომ შემოვედი და გავხსენი სხვა რაღაც იყო აშკარად და ვინ არიან ჯეკო და ანა, რას გვიმზადებ პარალელურად?
არ დამავიწყდეს: შერაცხყოფა-არის სწორი.
ევაც მშვენივრად ალაპარაკე, არ ველოდი მისგან ნამდვილად. თორნიკესგან და მარიამისგან კიდევ ისეთი წყვილი გამოგდის, რომელიც აქამდე არ გყოლია. ნაზი/ სათუთები და თბილები.

პ.ს. ინგლისურში კარგად ხარ ანუ ისტორიების წაკითხვა შეგიძლია?

ჯეკო და ანა? :დ არ ვიცი ეგ მე :დ
ჰო თორნიკე და მარიამი ზუსტად ისეთი გამომდის როგორიც მინდა.

სიმართლე რომ გითხრა ამერიკაში ვცხოვრობდი, სამი წელი და ჩემი ვსვავ და მსგავსი სიტყვები მაგიტომ მაქვს არეული.
უბრალოდ ჩემი მიზეზების გამო (რომ არ მომწონს იქაურო სწავლა, არ მომწონს მხოლოდ ამერიკის ისტორია და ის რომ ელემენტარული ევროპის ქვეყნებზე არაფერი იციან(არც ადგილმდებარეობა) არ მომწონდა ჩემი მეგობრები უფრო მეტს რომ იგებდნენ ქართული წიგნებიდან და მე არაფრის აზრზე არ ვიყავი. გადავწყვიტე ჩამოსვლა და ჩემი გადაწყვეტილებით დიდად კმაყოფილი ვარ. საბუთები მაქვს და რომ არ გავაფუჭო ხშირად მიწევს ჩასვლა მშობლებთან. ნუ კოლეჯში ისევ იქ ვბრუნდები და იქ ვაგრძელებ სწავლას.
ასე რომ ინგლისური მეორე ენასავით ვიცი^^
ასე რომ თუ რამე ისტორიები იცი სიამოვნებით წავიკითხავ.

Margo Tokyo
წინა თავზე ვერ დავწერე კომენტარი და სანამ ახალს წავიკითხავ, ჯერ ძველს შევაფასებ, იმიტომ რომ გამორჩეულად კარგი იყო.
დავიწყებ თორნიკეს და მარიამის სიტუაციით, რომელიც ზედმეტად მეიდეალურა.
ძალიან სასიამოვნოა მათი დიალოგების კითხვა, მართლა ძალიან მომწონს და არ მეყო.
ეს წყვილი იმსახურებს უფრო დიდ მასშტაბსა და განვითარებას, ნუ ჩემი აზრით.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი წყვილი ევა და გუგაა, ჩემი გონება ჯერ მაინც თორნიკეს და მარიამს აღიქვამს, რა ვქნათ :დდ
მაგრამ!!
ევა... ევას აქვს personality, არის ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც დამოკიდებული. მახსოვს, ვიღაცამ გააკრიტიკა მეგობრის ზარზე ევას რეაქცია და არანაირად არ ვეთანხმები, მეც მყავს ბიჭი მეგობარი, მართალია, მე თავისუფალ, უკომპლექსო აზროვნებას ვემხრობი, მაგრამ ყველა ასეთი არ და ვერ იქნება და ამის გამო მეგობრებს ვერ გადავაგდებთ, ამიტომ ასეთ სიტუაციაში ვერც მე ვეტყოდი, იცი რააა, მე და ჩემი უსტატუსო შეყვარებული ერთად ვართ :დდ ანუ, ძაან ალოგიკურია, ხო?
რაც შეეხება ევას, რომელიც დაიკარგა. ანუ, მომწონს არეულობა, ქაოსი, დაბნეული და საკუთარ ფიქრებში დაკარგული პერსონაჟები, (მხოლოდ კონტექსტის შესაფერისად) და შენი ისტორიაც ამ გზით მიდის.
ვერ გავაკრიტიკებ ევას,
იმიტომ რომ გუგას პერსონაჟი მოულოდნელი ქმედებებით გამოირჩევა და მათი ურთიერთობაც ისე დაიწყო, რომ ამას სტატუსში ვერ საზღვრავს.
თითქოს ეშინია საკუთარი თავის... ნუ, ნორმალური რეაქციაა, ადამიანური.
არ ხარ აცდენილი რეალობას,
მაგრამ შენი ფანტაზიაა, ამიტომ ბოლომდე მიეცი გასაქანი, სულ რომ დინოზავრები შემოიყვანო, შენია და მორჩა.
who cares?!!!
ცნობილი მწერლის წიგნი წავიკითხე, რომანი იყო ფენტეზის ჟანრში, თითქოს არ იგრძნობოდა ფენტეზი, მაგრამ მაინც იყო... ანუ იყო გამოგონილი ისტორია, ფანტაზია, მწერლის ხედვა.
ნუ ზღუდავთ!
სულ რომ ძაღლი აალაპარაკოს, აქვს ამის უფლება.

ერთადერთხელ გამოვთქვი შინაარსზე პრეტენზია, როცა ქურდულ სამყაროს მოვკარი თვალი, ისიც ამოვარდნილ კონტექსტში და ძალიან არ მომეწონა. დანარჩენი, ძალიან კარგია!

მიხარია რომ გესმის ის რისი გადმოცემაც მინდა, ზედაპირულდ არ კითხულობ და მე თუ ვერ გადმოვეცი წესიერად შენ მაინც წვდები აზრს ^^

ზუსტად რომ ფანტაზიაა, არ არის რაიმე რეალური ამბავი და ყველაფერი უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა.
ჩემს თავს მწერლდ არ ვთვლი და არც ჩავთვლი, უბრალოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ. თან წერაშიც ვვარჯიშობ.

გეთანხმები, ისე დავიწყე გუგას და ევას ურთიერთობა უბრალოდ ეგევე მოსიყვარულე წყვილს ვერ ჩამოვაყალიბებდი, ჩემთვის არასასიამოვნო წასაკითხი იქნებოდა.
ასე რომ როგორც ჩემთვის არის სასიამოვნო ისე ვწერ. ^^
მარიამი და თორნიკე როგორ გამომივიდა ასეთი არ ვიცი, რაღაც სხვა განზომილებას მიქმნის და ასეთი წყვილი არცერთ ისტორიაში მყოლია.

ნელ-ნელა ვანვითარებ ყველა წყვილს, ასე ერთ თავში დაწერა რომ მდომოდა ისტორიას სრულად დავწერდი... როგორც მიხერხდება იმხელა თავს ვდებ.

მადლობა დიდი ❤️

me
მე ლუკას დამოკიდებულება არ მესმის, ჯერ გაიგოს რა მოხდა და მერე დაამთავროს თუ რამეს ამთავრებს :D და ოღონდაც იმ გოგოს ნუ 'დააჯახებ' კიდევ, მანქანით რომ გაიტანა უკვე :/

ვფიქრობ დავამთავრებინე ლუკას უკვე და რაც არუნდა მომხარიყო ქეთასთან საქმე აღარ აქვს ანდრიას გარდა.
იმ გოგოს არ ვიცი რას ვუზავ, არ გამხსენებია... შეიძლება დავაჯახო კიდეც, ან სხვა შევუგდო ‘ბორბლებში’ :დ <3

 


№8 სტუმარი maco maco

სად ხარ სად, საბას გოგი ვინ იქნება ნეტაა

 


№9 სტუმარი დარო

აევიცი მაგრამ ქეთას სა ლუკაა ამბავ გაუგებრად გამოდის
პირანუ ასე ერთ დღეში გადაყვარება არ მესმის მთელი 10 წელი უყვარდა და ასე ერთ დღეში შეძულდა. მითუმეტეს საერთო ბავშვი ყავთ და მიზეზიც არ გაუგია ლუკას. რავი ჩემი აზრით შეცდომა იქნება ამ მონაკვეთის ასე დატოვება(მესმის რო შენი ისტორიაა მაგრამ ხანდახან მკითხველის აზრიც უნდა გაითვალისწინო) დანარჩენიი ყველაფერიი საუცხოოაა წარმატებებს გისურვებ ♥

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგი ახლა 3 წელი ამერიკაში ყოფნას ნუ დააბრალებ ყველაფერს, თან მსგავსი შეცდომები ძალიან ბევრს მოდის, ვინვ საერთოდ არც კი გასულა ქვეყნიდან. ბევრი უნდა იკითხო და ეგაა, ოღონდ თანმიმდევრულად და ღირებული ლიტერატურა:).
პირადში მომწერე მეილი რომ გამოგიგზავნო. გუგა/ევას წყვილზე რასაც ამბობ კომენტარში ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის და ამათ თუ წაიკითხავ მიხვდები რატომაც ვფიქრობ ეგრე.
იმედია ელ.წამკითხველი გაქვს, ოღონდ "ქინდლი" არა.

 


№11  offline მოდერი painter1

maco maco
სად ხარ სად, საბას გოგი ვინ იქნება ნეტაა

ეგ არ ვიცი :დ მაგაზე წერას არ ვაპირებ :))

დარო
აევიცი მაგრამ ქეთას სა ლუკაა ამბავ გაუგებრად გამოდის
პირანუ ასე ერთ დღეში გადაყვარება არ მესმის მთელი 10 წელი უყვარდა და ასე ერთ დღეში შეძულდა. მითუმეტეს საერთო ბავშვი ყავთ და მიზეზიც არ გაუგია ლუკას. რავი ჩემი აზრით შეცდომა იქნება ამ მონაკვეთის ასე დატოვება(მესმის რო შენი ისტორიაა მაგრამ ხანდახან მკითხველის აზრიც უნდა გაითვალისწინო) დანარჩენიი ყველაფერიი საუცხოოაა წარმატებებს გისურვებ ♥

პირდაპირ არ გადაუყვარებია... ჯერ არავის შეშვებას არ ვაპირებ ლუკას ცხოვრებაში, უბრალოდ ქეთასთან დავამთავრებინე ურთიერთობა თორემ არ ვამბობ სიყვარულით არ უყვარს და სძუულსთქო^^ ❤️

grafo
კარგი ახლა 3 წელი ამერიკაში ყოფნას ნუ დააბრალებ ყველაფერს, თან მსგავსი შეცდომები ძალიან ბევრს მოდის, ვინვ საერთოდ არც კი გასულა ქვეყნიდან. ბევრი უნდა იკითხო და ეგაა, ოღონდ თანმიმდევრულად და ღირებული ლიტერატურა:).
პირადში მომწერე მეილი რომ გამოგიგზავნო. გუგა/ევას წყვილზე რასაც ამბობ კომენტარში ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის და ამათ თუ წაიკითხავ მიხვდები რატომაც ვფიქრობ ეგრე.
იმედია ელ.წამკითხველი გაქვს, ოღონდ "ქინდლი" არა.

ნუ მთლად მაგას არ ვაბრალებ...
ცოტახანში გამოგიგზავნი პირადში. ❤️

 


№12  offline წევრი დარინა

აუ თორნიკეს და მარიამის წყვილზე რომ ვჭედავ ეს ისედაც იცი ხომ, მაგრამ ამ თავში რაღაც საოცრად ტკბილები, თბილები და საყვარლები იყვნენ, რომლებმაც გამათბეს და გამაბედნიერეს, ნამდვილადა არ მეყო მათი ტკბილი და გემრიელი მომენტებიი, უფრო მეტი მინდოდააა, ჩემი ლუკა კი მგონი ისევ ის ხდება როგორიც ადრე იყოო, მიყვარს მე ლუკაჩოო და აი მასსავით მაგარი პერსონაჟი მინდა მისთვის რომლებიც ერთად დაგლიჯავენ, ქეთა კი გადასაშენებელიაა, სახლში სხვა კაცი ყავს და ლუკას იმის ნებას აძლევს რო აკოცოს ასეთ ქალებს ვერ ვუგებ და რა გავაკეთოო, გუგას და ევას წყვილს ჯერჯერობით ისევ ვერ ვუმუღამებ. მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ მიხარია აი პირველივე ისტორიიდან შენთან რომ ვარ, ხომ იცი მიყვარს მე შენი მსუბუქად და გემრიელად საკითხავი ისტორიებიი.

 


№13 სტუმარი ❤❤

painter1
maco maco
სად ხარ სად, საბას გოგი ვინ იქნება ნეტაა

ეგ არ ვიცი :დ მაგაზე წერას არ ვაპირებ :))

დარო
აევიცი მაგრამ ქეთას სა ლუკაა ამბავ გაუგებრად გამოდის
პირანუ ასე ერთ დღეში გადაყვარება არ მესმის მთელი 10 წელი უყვარდა და ასე ერთ დღეში შეძულდა. მითუმეტეს საერთო ბავშვი ყავთ და მიზეზიც არ გაუგია ლუკას. რავი ჩემი აზრით შეცდომა იქნება ამ მონაკვეთის ასე დატოვება(მესმის რო შენი ისტორიაა მაგრამ ხანდახან მკითხველის აზრიც უნდა გაითვალისწინო) დანარჩენიი ყველაფერიი საუცხოოაა წარმატებებს გისურვებ ♥

პირდაპირ არ გადაუყვარებია... ჯერ არავის შეშვებას არ ვაპირებ ლუკას ცხოვრებაში, უბრალოდ ქეთასთან დავამთავრებინე ურთიერთობა თორემ არ ვამბობ სიყვარულით არ უყვარს და სძუულსთქო^^ ❤️

grafo
კარგი ახლა 3 წელი ამერიკაში ყოფნას ნუ დააბრალებ ყველაფერს, თან მსგავსი შეცდომები ძალიან ბევრს მოდის, ვინვ საერთოდ არც კი გასულა ქვეყნიდან. ბევრი უნდა იკითხო და ეგაა, ოღონდ თანმიმდევრულად და ღირებული ლიტერატურა:).
პირადში მომწერე მეილი რომ გამოგიგზავნო. გუგა/ევას წყვილზე რასაც ამბობ კომენტარში ჩინურივით გაუგებარია ჩემთვის და ამათ თუ წაიკითხავ მიხვდები რატომაც ვფიქრობ ეგრე.
იმედია ელ.წამკითხველი გაქვს, ოღონდ "ქინდლი" არა.

ნუ მთლად მაგას არ ვაბრალებ...
ცოტახანში გამოგიგზავნი პირადში. ❤️

როდის დადებ შემდეგს?❤❤

 


№14  offline მოდერი painter1

დარინა
აუ თორნიკეს და მარიამის წყვილზე რომ ვჭედავ ეს ისედაც იცი ხომ, მაგრამ ამ თავში რაღაც საოცრად ტკბილები, თბილები და საყვარლები იყვნენ, რომლებმაც გამათბეს და გამაბედნიერეს, ნამდვილადა არ მეყო მათი ტკბილი და გემრიელი მომენტებიი, უფრო მეტი მინდოდააა, ჩემი ლუკა კი მგონი ისევ ის ხდება როგორიც ადრე იყოო, მიყვარს მე ლუკაჩოო და აი მასსავით მაგარი პერსონაჟი მინდა მისთვის რომლებიც ერთად დაგლიჯავენ, ქეთა კი გადასაშენებელიაა, სახლში სხვა კაცი ყავს და ლუკას იმის ნებას აძლევს რო აკოცოს ასეთ ქალებს ვერ ვუგებ და რა გავაკეთოო, გუგას და ევას წყვილს ჯერჯერობით ისევ ვერ ვუმუღამებ. მართლა ძალიან კარგი გოგო ხარ მიხარია აი პირველივე ისტორიიდან შენთან რომ ვარ, ხომ იცი მიყვარს მე შენი მსუბუქად და გემრიელად საკითხავი ისტორიებიი.

გელოდი... ❤️
მარიამი და თორნიკე მეც მაბედნიერებენ... მიყვარს ეგ წყვილი.
ლუკასთვის ყველაფერი მოფიქრებული მაქვს და ვწერ უკვე... რავიცი ვამხოთ რა იქნება.
გუგას და ევას ბოლომდე ვერ გაუგებ მგონი და შევეგუე მაგას :დ
ვიცი ვიცი რომ სულ აქ ხარ, ჩემთან ხარ.
და მეც სულ ველოდები ხოლმე შენს კომენტარს.
რომ აგვიანებ ვფიქრობ “დარინა სადაა?” და მერე უცებ ვხედავ შენს კომენტარს. ❤️

 


№15  offline წევრი LI_BE

მდაა, პეინტერ, ძალიან გამაკვირვე და თან ძალიან გამახარე. მართლა.

ჯერ ის, რომ აბიტურიენტი ხარ და თან თურმე სამი წელი ამერიკაში გიცხოვრია. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ამას. შენი გმირები (კაცები) ზოგადად იმიტომ მომწონს, რომ ძალიან ქართულები არიან, ქართული გაგებით. რა ვქნა, მეც ასეთი ვარ. რათქმა უნდა "ღრუზინობას" არ ვგულისმობ. უბრალოდ, ქართული ჩემთვის კაცურთან და ღირსეულთან ასოცირდება. ხოდა, როცა შენი გმირების საუბარს და მსჯელობას "ვუსმენ", ასე მგონია, უკვე სრულწლოვანი, ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. ადრე გითხარი, რომ ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევი თქო და კიდევ გავიმეორებ. იმედია, არ მიწყენ, რომ ასე გაკვირვებული, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. blush blush

ძალიან მომეწონა ლუკა, ამ ბოლო თავებში. მისი დამოკიდებულება და მსჯელობა მომწონს. თან, თვითონაც რომ ხვდება, რომ როგორც მსჯელობს, ასე უფრო სწორია, მაგრამ რეალურ სიტუაციაში თავისი თავის იმედი არ ააქვს. ამაზე მაგრად ვხალისობდი. bowtie

თორნიკეს და მარიამზე რა გითხრა, ცოტა არარეალური მეჩვენება მაგათი სიტუაცია. მე კი ძალიან ვხალისობ, მაგრამ მაინც. smile

ევა და გუგა მართლა არეულ-დარეული წყვილი გამოვიდა. თავიდან უფრო ბუნებრივად მიდიოდა მათი ურთიერთობა, ახლა რაღაც ხელოვნურად აღვიქვამ. არ მომწონს სულ რომ სექსზე და კოცნა-პროშნაზე გაქვს აქცენტი, კი ბატონო, ჯერჯერობით ეგაა მთავარი მაგათ ურთიერთობაში, მაგრამ სხვა მომენტები უფრო მეტი მინდა, ვიდრე მხოლოდ აღზნებული პერსონაჟების "ყურება".

ისე, რომ იცოდე, აღარ "ვახვევ" smile

 


№16  offline მოდერი painter1

LI_BE
მდაა, პეინტერ, ძალიან გამაკვირვე და თან ძალიან გამახარე. მართლა.

ჯერ ის, რომ აბიტურიენტი ხარ და თან თურმე სამი წელი ამერიკაში გიცხოვრია. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ამას. შენი გმირები (კაცები) ზოგადად იმიტომ მომწონს, რომ ძალიან ქართულები არიან, ქართული გაგებით. რა ვქნა, მეც ასეთი ვარ. რათქმა უნდა "ღრუზინობას" არ ვგულისმობ. უბრალოდ, ქართული ჩემთვის კაცურთან და ღირსეულთან ასოცირდება. ხოდა, როცა შენი გმირების საუბარს და მსჯელობას "ვუსმენ", ასე მგონია, უკვე სრულწლოვანი, ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. ადრე გითხარი, რომ ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევი თქო და კიდევ გავიმეორებ. იმედია, არ მიწყენ, რომ ასე გაკვირვებული, მაგრამ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. blush blush

ძალიან მომეწონა ლუკა, ამ ბოლო თავებში. მისი დამოკიდებულება და მსჯელობა მომწონს. თან, თვითონაც რომ ხვდება, რომ როგორც მსჯელობს, ასე უფრო სწორია, მაგრამ რეალურ სიტუაციაში თავისი თავის იმედი არ ააქვს. ამაზე მაგრად ვხალისობდი. bowtie

თორნიკეს და მარიამზე რა გითხრა, ცოტა არარეალური მეჩვენება მაგათი სიტუაცია. მე კი ძალიან ვხალისობ, მაგრამ მაინც. smile

ევა და გუგა მართლა არეულ-დარეული წყვილი გამოვიდა. თავიდან უფრო ბუნებრივად მიდიოდა მათი ურთიერთობა, ახლა რაღაც ხელოვნურად აღვიქვამ. არ მომწონს სულ რომ სექსზე და კოცნა-პროშნაზე გაქვს აქცენტი, კი ბატონო, ჯერჯერობით ეგაა მთავარი მაგათ ურთიერთობაში, მაგრამ სხვა მომენტები უფრო მეტი მინდა, ვიდრე მხოლოდ აღზნებული პერსონაჟების "ყურება".

ისე, რომ იცოდე, აღარ "ვახვევ" smile

არა პირიქით, მომწონს რომ მაკვირდები :დ
და მეც მომწონს ქართველი კაცები, სულ სხვანაირები არიან ჩემთვის. მთელი high school-ი ვუყურებდი ჩემს მეგობრებს და უბრალოდ ვერ გავხდი მათნაირი. რაღაცნაირი ‘ქალოიები’ არიან(რამდენიმეს გამოკლებით(ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ სკოლაში ასე იყო))
ვერ შევეჩვიე სკოლაში “პიჟამოებით” და სპორტულებით სიარულს(არც არასდროს წავსულვარ) :დ ჩემი ბრალი არ არის, ქართული გენი მაქვს.

ლუკას თავისი თავის იმედი რომ არ აქვს მაგაზე მეც ვხალისობ.. მგონი უფრო თავის თავს აჯერებს იმას რასაც საუბრობს.

გუგას და ევას წყვილს ნელ-ნელა ვანვითარებ და ჰო, ამ წყვილში ძირითადად სექსუალურ კავშირებზე მიწევს აქვენტის გაკეთება, მაგრამ წინსვლასთან ერთად მაგასაც მოვაშორებ. :დ

მიხარია რომ აღარ ‘ახვევ’ :დ ❤️

ფსიქოლოგიაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ახლა ვაპირებ ხელოვნებას გავყვე. ფსიქოლოგობით ჩემს დაქალსაც ვეყოფი. :დ

მადლობა❤️❤️

 


№17  offline წევრი სესო

მარიამზე და თორნიკეზე ვგიჟდებიი♥️♥️ ნუ გუგა და ევა რაღაც სხვა განზომილებაა, მიუხედავად იმისა რომ მხატვრები დიდად არ მიყვარს ევამ თავი შემაყვარა♥️♥️
ვისურვებდი ლუკა ქეთას არ დაუბრუნდეს, არ იმსახურებს????♥️

 


№18  offline წევრი sofo_sofia 13

როდის დადეეგ? ^_^

 


№19  offline მოდერი painter1

სესო
მარიამზე და თორნიკეზე ვგიჟდებიი♥️♥️ ნუ გუგა და ევა რაღაც სხვა განზომილებაა, მიუხედავად იმისა რომ მხატვრები დიდად არ მიყვარს ევამ თავი შემაყვარა♥️♥️
ვისურვებდი ლუკა ქეთას არ დაუბრუნდეს, არ იმსახურებს????♥️

მხატვრები რატომ არ გიყვარს? ://
მიხარია რომ მოგწონს და შენს ფიქრებს მიზიარებ.
მადლობა ❤️❤️

sofo_sofia 13
როდის დადეეგ? ^_^

ახლა დავამატებ ❤️

 


№20 სტუმარი ჯაჭვაძე

ვა ჩემი მოგვარე გამოჩნდა????????გამიკვირდა როგორც წესი ჯაჭვაძეებს არახსენებენ????უცნობებბი ვართ

 


№21  offline წევრი sofi_sofiaa13

არა ნუუიმენა გიჟები არიან
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent