შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.ნაწილი მეორე 8 თავი


19-12-2019, 02:01
ავტორი zia-maria
ნანახია 3 274

-ღამის კოშმარი ხარ ძილი და მოსვენება დამიკარგე,სიგიჟის ზღვარზე ვარ მისული.გგონია ვერ მივხვდი რომ თმა მომაწიწკნე? გინდა დარწმუნდე ჩემს ვინაობაში და დნმ-ის ანალიზი გააკეთო,მაგრამ ვისზე აკეთებ ანალიზს,როგორ დედა ხომ ცოცხალი არ არის.იდგა და თავის თავს ესაუბრებოდა.
-აგალაპარაკებ,მე ჩემი მეთოდები მაქვს.არ ვჩქარობ,დრო თავად მოგიყვანს ჩემთან პოლიციელო.საღამური ჩაიცვა და ჯერ კიდევ სველი თმებით შეწვა საწოლში და შეეცადა დაძინებას.ზვიადი კი კიდევ ერთხელ გადაარჩინა ღმერთმა და ალბად იმიტომ,რომ მისთვის უფრო ძლიერი სასჯელი აქვს მომზადებული.პალატის კარი გაიღო და სახე გაფითრებული გაგა მიუახლოვდა ზვიადის საწოლს,შეხედა ჯერ კიდევ სუსტად მყოფ ძმას და ხატიას უთხრა.
-მინდა ცალკე დაველაპარაკო ჩემს ძმას.
-გარეთ ვიქნები.უთხრა ხატიამ და გავიდა.
-როგორ ხარ ძმაო,როგორ გრძნობ თავს.ზვიადი მაქსიმალურად ცდილობდა მხნედ ყოფილიყო და ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა იმ დღეს ან ვინ იყო ის ვინც ესროლა,მას მხოლოდ თვალწინ ნიღბიანი სახე ედგა და არავინ იცოდა ვინ მალავდა სახეს იმ ნიღბის ქვეშ.
-არ დაგღლი,შეგეკითხები და როგორც შეძლო პასუხიც ისე გამეცი,იმ ღამეს დაინახე ვინ გესროლა?
-ნიღბით იყო,მაგრამ ნიღაბს ქალი ატარებს.
-გასაგებია,ქალმა გესროლა ვინც ნიღაბს ატარებს.ეს ისეთი ნიღაბი იყო,როგორებიც მაშინ გეკეთათ? ზვიადიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გაგას.
-თქვი ჯერ ვინმესთან,რაც მე მითხარი?
-არა,არავინისთვის არ მითქვია.
-ეს კარგია,არავის არაფერი არ უთხრა.თუ ვინმე მოვიდეს დაკითხვაზე,უთხარი რომ შავებში ჩაცმულები იყვნენ და სახეზედაც შავი ნიღბები ეკეთათ.
-რატომ ვთქვა ასე? გაუკვირდა ზვიადის გაგას სიტყვები.
-მომისმინე,შენ მეორედ გადარჩი მე კი ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ იმიტომ რომ პირველი მალიბუ მოკლეს.მე ვიცოდი ანდერძის შესახებ,მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ,რადგან მალიბუდან უფრო ადვილად წაიღებდნენ კომპანიის აქციებს.
-რა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს ან რატომ ფიქრობ ასე.
-ვიღაცამ ჩვენი საიდუმლო იცის და შენ ფრთხილად უნდა იყო,ორჯერ შეეცადეს შენს მოკვლას და ვინ იცის მესამედ არ გაუმართლებს კიდევ რომ ცადოს?
-გაქს ვინმეზე ეჭვი?
-არ ვარ დარწმუნებული,შენ ჯერ არავის არაფერი არ უთხრა.გამოჯამრთელდი,ფეხზე მყარად დადექი რადგან გარეთ გამოსვლისას ომი გარდაუვალია.კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა წუხელ ჩვენს სახლში და ეს შენც უნდა იცოდე.
-რა,რა მოხდა.
-ვიღაცა დიდ სახლში შეიპარა და დედის პორტრეტი მოიპარა.ზვიადიმ გაოცებულმა შეხედა გაგას და კითხვა შეუბრუნა.
-დედას პორტრეტი? რატომ,რისთვის,ვის რაში ჭირდებოდა დედას პორტრეტი.
-არ ვიცი რა ხდება და ვინ ტრიალებს ჩვენს გარშემო.
-ეს საინტერესოა და უცნაურიც.
-კარგი,მე წავედი და ფრთხილად იყავი.გაგამ პალატა დატოვა და ხატიაც იქვე იდგა კართან.
-ბატონო გაგა გაიგეთ რაც გითხრათ,ნორმალურად გიპასუხათ?
-უკეთესად არის,უჭირს საუბარი მაგრამ ვფიქრობ მალე გამოვა მდგომარეობიდან.
-ძალიან შევშინდი,ვფიქრობდი რომ ამჯერად ვერ გადარჩებოდა.
-გადარჩება,გითხრა რამე?
-სიმართლე გითხრათ ვერაფერი ვერ გავიგე,მაგრამ სულ იმეორებს რომ დაინახა ქალი და ნიღაბი,ალბად ჯერ კიდევ შოკშია და ნარკოზიდანაც ვერ გამოვიდა კარგად.
-გეთანხმები,ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ არის და ცუდად გრძნობს თავს,მაგრამ მე მითხრა რომ შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა ესროლა,შეუძლებელი იყო ამოცნობა ქალი იყო თუ მამაკაცი,ნელა-ნელა მოვა გრძნობაზე და გაიხსენებს რა როგორ მოხდა.
-მთავარია საშიშროებამ გაიარა და გადარჩა,საფრთხე აღარ ემუქრება მის სიცოცხლეს.
-ასეა,ხატია რომ დავმშვიდდებით შენთან მინდა საუბარი და იმედია წინააღმდეგი არ იქნები ორივემ დავსხდეთ და ვისაუბროთ.
-როცა გინდათ მე წინააღმდეგი არ ვარ.
-ჯერ გამოჯამრთელდეს ზვიადი და დროს შემდეგშიდაც გამოვნახავთ.
-გეთანხმებით.
-დროებით და ფრთხილად იყავით.

-ნიოლოზ როგორ ხარ შვილო
-როგორ ვარ? მგონი კარგად ვარ კომისარო,მაგრამ გულის არეში გაუსაძლის ტკივილს ვერაფერს ვერ ვშველი რადგან ამ ტკივილის განკურნების წამალი ჯერ ჯერობით ისევ სიბნელეშია და ვერ ვწვდები.
-წამალი მხოლოდ ერთია ამ ტკივილის გასაყუჩებლად.
-ვიცი,დამნაშავის პოვნა და გეფიცები ვიპოვი.მახო სად არის დაინახე?
-აქ იყო,მაგრამ არ ვიცი სად წავიდა.
-კარგი,ვნახავ კაბინეტში იქნება.
-ისევ რაღაც ჩაიფიქრე და ისევ მარტო აკეთებ.
-არაფერია.
-ნიკოლოზ.............
-ყურადღებას ნუ მომაქცევ კომისარო,კარგად ვარ.უთხრა კომისარს და გაერიდა,ერთ-ერთი კაბინეტის კარი შეაღო და ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-ნიკოლოზ?
-მახო როგორ ხარ მეგობარო.
-გისმენ.უთხრა პირდაპირ მახომ და ორივეს გაეცინა.
-აიღე ესენი და დნმ-ის ანალიზი გააკეთე.
-პასუხი?
-დღესვე,სიტყვა კი არავისთან არ დაგცდეს.
-გამიჭირდება დღესვე პასუხი ნიკოლოზ,ასე არ შეიძლება.
-შეიძლება,ეს უნდა გააკეთო რადგან ძალიან მნიშვნელოვანია.მახო ამ ანალიზით ძალიან ბევრ გაუცემელ კითხვას გავცემთ პასუხს.
-რომ შემეკითხოს ვინმემ  ვინ არისო,რა ვთქვა.
-დაფარული ინფორმაციაა,განა ერთხელ გაგვიკეთებია ასე თუ ორჯერ.პასუხი რომ გეცოდინება მხოლოდ მე დამირეკე და გათვალე,რაც შეიძლება პასუხი მალე მინდა რომ იყოს.
-კარგი,შევეცდები და დაგირეკავ.
-ასე განა მეგობრები არ ვართ?
-შენ რომ რამეს დაიჯინებ მოგიშორებ თავიდან? ნიკამ თვალი ჩაუკრა მახოს და მისი კაბინეტი დატოვა,ნიკას აჩრდილივით დასდევდა ფიქრები,რომ შესაძლებელი იყო ანამარია არ ტყუოდა,ის მართალი იყო და მთელი ეს მომხდარი ისტორია მას გადახდა თავს,მაგრამ ვინ იყო მალიბუ და საიდან მოვიდა მათთან.ისე როგორც ნიკა იგივეს ფიქრობდა ინდირა და ცდილობდა გარკვევას ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.ფიქრებში გართულ ნიკას ტელეფონზე ინდირას ნომერი დაინახა და უპასუხა.
-ნიკა სად ხარ,უნდა გნახო.
-განყოფილებაში ვარ,ძალიან ბევრი საქმე მაქვს მაგრამ შემიძლია ერთი საათით გამოვიდე.
-კარგი,გამოვდივარ და რომ მოვალ ახლოს დაგირეკავ.საცობში მოხვდა ინდირა და ერთი საათი დაჭირდა ლოდინი ნიკას,როგორც იქნა ისევ დარეკა.
-მოვედი ახლოს ვარ,საცობში მოვხვდი.
-პირდაპირ რომ კაფეა იქ შედი და მეც მოვალ.მალე ნიკა ინდირას წინ იჯდა.
-გისმენ,ბევრი დრო არ მაქვს.
-შეუძლებელია,ეს ყველაფერი შეუძლებელია ნიკა ერთმა ციდა გოგომ ამდენი ხალხის გასულელება შეძლოს.
-მაგრამ როგორც ხედავ რეალობაა ეს ყველაფერი,მამამ მითხრა რომ გაგას შეხვდი,რას ამბობს თავად დიდი ბატონი.
-შევხვდი და ვილაპარაკეთ.
-შეეკითხე თუ აქვს ვინმეზე ეჭვი?
-ეჭვები ბევრია,მაგრამ დამტკიცებაა ძნელი.
-გასაგებია,ინდირა ოროგორ ფიქრობ გაგა სიმართლეს ამბობს?
-ვფიქრობ და ვხედავ კიდეც რომ სიმართლეს ამბობს,რადგან მას ის ვერ დაუჯერებია ასე როგორ მოტყუვდა,მაგრამ მითხრა რომ მალიბუ ძალიან ჰგავდა დედამისს.
-ეს როგორ,როგორ შეიძლებოდა მალიბუ დამსგავსებოდა გაგას დედას,ის ხომ სრულიად უცხო ადამიანია თქვენთვის.
-მითხრა რომ პორტრეტმა შეაცდინა,რადგან იმ პორტრეტში ძალიან ჰგავდა მალიბუ დედამისს.
-წარმოიდგინე ის პორტრეტი მეც მაქვს ნანახი და მეც გამიკვირდა მალიბუს მსგავსება დედამისთან,დავუჯერებ გაგას რომ ის იმ პორტრეტზე ასახულმა სახემ მოატყუა.
-ასე ძალიან მძაფრი იყო მსგავსება.
-ძალიან,თითქმის იგივე პიროვნება იყო.
-გასაოცარია,ნიკა ვიფიქრე რომ იმ თავშესაფარში წავიდე სადაც ანამარია გაიზარდა,უნდა მოვძებნო იქნებ რამე კვალს მივაგნო.
-ეს მეც ვიფიქრე,მაგრამ შეუძლებელია.
-რატომ?
-მომისმინე,ჯერ კიდევ არ გაუვლია ხალხში ახალგაზრდა გოგონას საშინელი მკვლელობის ისტორიას,ახლა კიდევ ახალი მალიბუს ძებნა დავიწყოთ,ამას ხმაური მოყვება,ეს კი ჩვენ არ გვინდა რადგან ვიღაცას გავაბრაზებთ,შესაძლებელია შენც გაყიდო შენი თავი და ანამარიასაც რამე დაუშავონ.ვიცი რომ მასზე ფიქრობ,მაგრამ უნდა მოვითმინოთ.
-მთელი ეს წლები დღე არ გასულა რომ მასზე არ მეფიქრა.სულ იმ წუთების მოლოდინში ვარ როცა შევეხები და როცა მოვეფერები.
-უნდა მოითმინო,სხვა გამოსავალი არ გაქვს ინდირა.

საავადმყოფოს უფერულ კედლების ერთ-ერთ პალატაში ჯერ კიდევ სუსტად და უღონოდ იწვა ზვიადი მაგრამ წინა დღეებთან შედარებით თითქოს უკეთესად გამოიყურებოდა.
-ცხრა სიცოცხლე გაქვს,ამჯერადაც გადარჩი.
-მეგონა შენ დაბრუნდი,ამიტომ გავაღე კარი ასე უყურადღებოდ.
-გაიარა,საშიშროება აღარ გვემუქრება და რაც მთავარია გადარჩი,კარგად იქნები.
-შეიძლება შემოვიდე?
-მობრძანდით.ფეხზე წამოდგა ხატია.
-თქვენ ალბად ხატია ხართ.
-დიახ,თქვენ კი ფატი ხართ.
-მიცნობთ? ღიმილმა ბაგე გაუპო ფატის.
-დიახ,გიცნობთ კომპანიიდან.
-ძალიან კარგი,მიხარია თქვენი გაცნობა.შეიძლება ბიძაჩემს დაველაპარაკო?
-მე გარეთ დაგელოდებით.
-არა,ჩვენ საიდუმლო არ გვაქვს.თქვა ზვიადიმ და ხატიას ხელზე ხელი მოკიდა.
-არ ინერვიულო,აქვე ვიქნები კართან.
-მადლობა ხატია.ხატიამ ფატის გაუღიმა და პალატა დატოვა.
-აბა,როგორ ხარ.
-ვყმუი მგელივით,მაგრამ ცოცხალი ვარ.
-არ მინდა დიდი დრო წაგართვა და შეგაწუხო,მაგრამ სათხოვარი მაქვს.
-არ შემაწუხებ მითხარი,მთხოვე რაც გინდა.
-როგორც გაიგე ჩვენი ოჯახი დაიშალა,სულ მალე ოფიციალურად გაეყრებიან ჩემი მშობლები და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია,მაგრამ აქ სულ სხვა თემაზე სალაპარაკოდ მოვედი.
-გისმენ,მითხარი.
-ვინ იცოდა თქვენს გარდა ბიბილურების ტრაგიკული ისტორია.
-რატომ კითხულობ,შენ არ გეხება ეს ისტორია.
-ვიცი რომ მე არ მეხება,მაგრმ ძალიან საინტერესოა რატომ ან რისთვის გარიეს ამ ისტორიაში თორნიკე.
-არ ვიცი ეს მეც გამიკვირდა,როგორც ვიცი გეგენავას ტელეფონში შეტყობინება ნახეს და რამდენად მართალია არც ეს ვიცი.
-ესეც ვიცი,მაგრამ ესეც ტყუილია და ყველამ კარგად ვიცით შენი ჩათვლით რომ თორნიკე ძალიან შორსაა ამ მკვლელობასთან.
-არასოდეს არ მომწონდა თორნიკე და ამას ყველა გვამჩნევდა,რადგან ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით,მაგრამ მართლა მიკვირს მას რა საქმე აქვს ამ ისტორიასთან,რატომ გარიეს ამ ყველაფერში.
-ვინც არის მკვლელი,ესეც მან განგებ მოაწყო რომ ვიღაცას აწყობდა თორნიკეს დაჭერა.
-შესაძლებელია ასეა და ამ ვერსიას არ გამოვრიცხავ,ვიღაცას ჩვენი ოჯახის დანგრევა და დაშლა უნდოდა და გამოუვიდათ,ეს არ ეხება ბიბილურების ტრაგიკულ ისტორიას.
-ვინ არის,ვის უნდოდა ეს გაეკეთებინა.
-არ ვიცი ვინ არის,მაგრამ უნდათ კომპანია წაიღონ,წაგვართვან.
-კომპანია? და ვინ არიან,ვის უნდა წაიღოს ამხელა ბიზნესი.
-პირველ რიგში იმას ვინც მე მესროლა,ისე როგორც მთელი ეს დრო ჩემს გარშემო შემომეცალა ჩემი სამეგობრო და მე ბოლო ვიყავი.
-წარმოდგენა არ გაქვს ვინ არის?
-არა,არ ვიცი.გავალ აქედან და დავდგები ფეხზე თუ არა აუცილებლად მოვძებნი ვინც მესროლა,მაგრამ შენ რატომ ეძიები თორნიკეს შესახებ,რატომ გინდა ასე ძალიან გამოვიდეს და ნამდვილი მკვლელი დაისაჯოს.
-გყვარებია ოდესმე? ოდესმე ამ გრძნობას შენთვის ცრემლებამდე მიუყვანიხარ? ზვიადი გაჩუმდა და ფატის შეხედა.
-არა,არ გყვარებია ასე ძალიან,მე კი მზად ვარ დავიბრალო ეს მკვლელობა  თორნიკე გავანთავისუფლო და ვიხსნა იმ ნესტიანი კედლებიდან.
-არ მეგონა ასე ძალიან თუ გიყვარდა.
-მიყვარს,ძალიან მიყვარს.წლების წინ ეს საშინელება რომ არ ჩაგედინათ შენ და მამას დღეს შედარებით მშვიდი ცხოვრება გვექნებოდა.
-შენ რომ კომფორტში გეცხოვრა,შენ და დედაშენს რომ არაფერი შემოგკლებოდათ,ვიღაცეებს ეკლების გაკაფვა უწევდა და იმ ეკლებისგან განთავისუფლებულ გზებზე სისხლის წმენდაც საჭირო იყო, რადგან სუფთას გამოჩენილიყო სასახლისკენ მიმავალი თეთრი ქვაფენილი.
-მშვენიერია,ესე იგი გამოდის ვალში ვარ თქვენს წინაშე.მე არ მითხოვია არცერთი თქვენთაგანისათვის ეს გზა აგერჩიათ იმიტომ რომ ასე იყო საჭირო ჩემი მომავლისთვის და არ დავუშვებ თქვენი ბინძური წარსულიდან გამომდინარე სხვა უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება დაუმახინჯდეს.ახლა კი კეთილი ინებეთ და ორივე ძმებმა დაიხსენით ციხიდან თორნიკე რადგან ძალიან კარგად იცით ორივემ, რომ ის უდანაშაულოა.ფატი ადგა და წავიდა,ზვიადიმ თვალი გააყოლა მიმავალს და თითქოს მის თვალში ცრემლიც კი გაჩნდა,ნუთუ ნანობდა? არა,ეს დაუჯერებელია,ლბად წუთიერი სისუსტეა ეს მხოლოდ.თვალები დახუჭა და წარსულის მოგონებებს გადახედა გონებაში,ღრმად ამოიოხრა და თვალიც გაახილა,მის საწოლთან კომისარი იდგა.

-გამარჯობა,როგორ გრძნობთ თავს ბატონო ზვიადი
-როგორც თავად ხედავთ,ჯერ ისევ აქ ვარ მიჯაჭვული ამ საწოლთან.
-არ შეგაწუხებთ,მხოლოდ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ.
-გისმენთ.
-იმ დღიდან რა გახსოვთ ან თუ დაინახეთ ვინ გესროლათ.
-მხოლოდ ის მახსოვს,კარი რომ გავაღე ჩემს წინ ერთიანად შავებში ჩაცმული ადამიანი იდგა,სახეზე შავი ნიღაბით.
-როგორ ფიქრობთ,ქალი იყო თუ მამაკაცი.
-არ ვიცი,ამ კითხვაზე გამიჭირდება ასუხის გაცემა.
-რომ დაფიქრდეთ?
-კარი ისე გავაღე,რომ არ ვიკითხე ვინ იყო,რადგან ჩემი მეუღლე მეგონა.გავაღე კარი,მაგრამ ვეღარ დავკეტე გასროლა ისე სწრაფად მოხდა.
-ფიქრობთ ვინმეზე,გაქვთ ეჭვი?
-არა,ვერავისზე ვფიქრობ გარდა იმისა რომ ის არის მკვლელი ყველა იმ ჩემი მეგობრების,ვინც ამ მოკლე დროში დაიღუპნენ.
-გასაგებია,გეგენავას მკვლელობის ღამეს სად იყავით.
-სახლში ვიყავი კომისარო მეუღლესთან ერთად.
-კარგი,აღარ შეგაწუხებთ და გამოჯამრთელებას გისურვებთ.
-მადლობა.

-ნიკოლოზ.ნიკა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა,მაგრამ შეჩერდა და გვერძე მიიხედა ამღვრეული თვალებით,მის თვალებში მხოლოდ ტკივილის დანახვა შეეძლო ყველას.
-შენ აქ? შეეკითხა გაკვირვებულმა და მაგიდას მიუახლოვდა.
-შემომიერთდი,დაგინახე თუ არა შენთვისაც შევუკვეთე ყავა.
-იცი როგორ ყავას ვსვამ?
-ვფიქრობ,რომ გამოვიცნობ აი მოვიდა შეკვეთილი ყავაც.ნიკამ სკამი გამოსწია და ყავა მოსვა,ანამარიას შეხედა და უთხრა.
-არ იცი როგორ ყავას ვსვამ,მალიბუმ კი იცოდა.
-ნიკოლოზ როგორ შემაფასე როცა გამიცანი,გგონია დებილი ვარ?
-რატომ მეკითხები? ვითომ გაკვირვებულმა შეეკითხა ანამარიას.
-ჩვენი ბოლო შეხვედრისას თმები დამაწიწკნე რომ დნმ-ის ანალიზი გააკეთო,მაგრამ როგორ უნდა გააკეთო,ვისზე?
-შენ თავად მოიფიქრე ეს სიდებილე თუ ვინმემ დაგეხმარა მოფიქრებაში.
-ირონია არ გვინდა,მინდა მიპასუხო.
-კარგი გიპასუხებ,ძალიან გამაბრაზე და ხელი რომ არ დამერტყა შენთვის თმები მოგაწიწკნე.
-კი როგორ არა,დაგიჯერე.
-ნუ ნერვიულობ,მე რასაც ვეძებ ვპოულობ ყოველთვის.
-მაინც რას?
-არ ვიცი ვისი იმედი გაქვს და ვინ დგას შენს გვერდით,მაგრამ მკვლელობა თქვენგან მოდის და შესაძლებელია შენ ამ ყველაფერზე არც არაფერი იცოდე,ანამარია ვიპოვი მკვლელს და სასტიკად დავსჯი.
-როგორ? გაოცებულმა შეხედა ანამარიამ ნიკას.
-მალიბუს კარგად გადაუხადეს,რომ ეს ყველაფერი თავის თავზე აეღო.აიღო როლი, მაგრამ ვერ გათვალა ბევრი რამ. როგორცვერ გათვალა რამდენად სარისკო იყო რუხვაძეების კომპანიაში შესვლა,ვერც ის გათვალა რომ მას არ უნდა შეყვარებოდა,მაგრამ შეუყვარდა და სიყვარული კი საერთოდ არ ყოფილა,ანუ არ შედიოდა გეგმაში.მალიბუმ კარგად ითამაშა და მოხვდა რუხვაძის გვერდით,მას ნაბიჯ-ნაბიჯ გაუკვალეს გზა.უნდოდათ გაგა მოეკლათ,რომ კომპანია როგორც მთავარი მემკვიდრე მალიბუს ხელში გადავიდოდა,შემდეგ გამოჩნდებოდი შენ,მაგრამ გეგმები ჩაიშალა.
-ასე თუ იყო გეგმაში რატომ მოკვდა მალიბუ?
-როგორც გითხარი,მალიბუმ შეცდომა დაუშვა და ეს შეცდომა კი მისი სიყვარული იყო რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა.მისთვის ეს სიყვარული იმდენად ძლიერი იყო,რომ ის მზად იყო ყველაფერზე უარი ეთქვა და წასულიყო კომპანიიდანაც და საერთოდ ქვეყნიდან,მაგრამ გამოჩნდა ანდერძი დროზე ადრე და მას მკვლელიც უკან მოყვა რომელმაც მალიბუ შეუბრალებლად მოკლა და რა არის ამ ყველაფრის დასკვნა? მალიბუს წასვლის უფლება არ მისცა ვინც ეს გეგმა დასახა,რატომ? მალიბუ დიდი საიდუმლოს გასაღები იყო.დაიმახსოვრე,ანამარია ჩემი საკუთარი სიცოცხლე რომ შევწირო,მალიბუს მკვლელს ვიპოვი და მის საფლავზე მივიყვან რომ იქ მოვკლა ისე შეუბრალებლად როგორც მალიბუ მოკლა.ნიკამ ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო,ადგა და წავიდა.
-ყავის ფულს მე ვიხდი,მე დაგპატიჟე.
-არასოდეს ვახდევინებ ქალს იქ სადაც მე ვარ.ანამარიამ ნაღვლიანი მზერა გააყოლა ნიკას და თითქოს ჩაფიქრდა,შემდეგ ტელეფონზე დარეკა და შეთანხმების შემდეგ წავიდა.

  კარზე ფრთხილი კაკუნი გაიგონა და გაეღიმა,სათვალე მოისხნა და თქვა.
-ანამარია შემოდი თავისუფალი ვარ,დაგინახე რომ მოდიოდიკაბინეტში ანამარია შევიდა და ექიმის წინ მდგარ სავარძელში მოკალათდა.
-როგორ ხარ,ხომ არაფერი გჭირდება.
-კარგად ვარ ძია ვალერა,მომენატრე.
-ჩემს სანახავად მოდი? კარგია,გამახარე. გინდა გავიდეთ და სადმე ვისადილოთ,თან ცოტას დავისვენებ ძალიან დავიღალე გადაბულად ოთხი ოპერაცია გავაკეთე.
-საუკეთესო ექიმს დასვენების დრო არ აქვს.
-მოიცადე, კიდევ რა გვაქვს დაგეგმილი გავიგო.ვალერა ადგა და კაბინეტის გვერდით ოთახში შევიდა,მაგრამ მალე დაბრუნდა და სევდიანად შეხედა ანამარიას.
-რაო,ისე მიყურებ ვფიქრობ სასადილოდ წასვლა გადაიდო.
-სამწუხაროდ, ერთ საათში ისევ ოპერაციაა.
-არა უშავს,სხვა დროს იყოს.
-რაღაც გაწუხებს ანამარია და მითხარი,გისმენ.
-დღეს პოლიციელს შევხვდი.
-ნაცნობ სახეს,გულს რომ გვიხარებს?
-სწორედ მას.
-რაო,ამჯერად რა მინდაო.
-ამჯერად ძალიან, ძალიან დამაფიქრა მისმა სიტყვებმა.
-რაო,რა გითხრა ასეთი.
-მალიბუს მკვლელის შედგენილი გეგმა დამისახა და ეს ისე აღმიწერა მეგონა მისი დასახული გეგმა იყო.თუ მართლა ვინმემ დაგეგმა მისი სიკვდილი,რომ დავფიქრდი სწორედ ასეა როგორც მან თქვა.
-რაო,როგორ თქვა.
-რომ მალიბუ ვიღაცამ განგებ გაუშვა რუხვაძეების კომპანიაში და თან მისი ბრძანებით მოქმედებდა,მაგრამ ანდერძის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი და გართულდა კომპანიის ხელში ჩაგდება.
-ჭკვიანია ჩვენი პოლიციელი.
-ძალიან ჭკვიანია და ის იპოვის მალიბუს მკვლელს და არა მარტო ის,ვერ მოვისვენებ სანამ მალიბუს მკვლელს თვალებში არ ჩავხედავ და სანამ არ შევხედავ გისოსებს მიღმა.ვალერამ შეხედა ანამარიას და მისმა ცივმა გამოხედვამ შეაშფოთა,ანამარიას თვალებიდან მხოლოდ სიძულვილი,ზიზღი და შურისძიება მოდიოდა.
-მეც მაინტერესებს მკვლელი ვინ არის ანამარია და გპირდები, მეც დაგეხმარები მის პოვნაში.

-ახვლედიანი სად არის,არ მოსულა?
-აქ ვარ მოვედი გასული ვიყავი.
-სად იყავი სად დადიხარ.
-სადაც გამიშვი კომისარო.
-აააა,გამახსენდა.
-გულმავიწყობა დაგეწყო და რატომ, შეყვარებული ხომ არ ვართო?
-ნიკოლოზ.
-კარგი,ჩუმად ვარ.
-წასვლის წინ ჩემთან შემოდი,საქმე მაქვს.
-შემოვალ თუ არ დამავიწყდა.
-ნიკოლოზ...........
-შემოვალ კომისარო.გაუმეორა კომისარს და ორივეს გაეცინა,ნიკამ ახლოს მივიდა და უთხრა.
-არ გამოგდის კომისარო სერიოზულობის დაჭერა.
-თქვენს ხელში კიდევ კარგად ვარ,ჩემი თავიც რომ მახსოვს ჯერ კიდევ ვინ ვარ ესეც დიდი მიღწევაა.ორივემ გულიანად გაიცინა და კომისარი თავის კაბინეტში შევიდა.

-რა გაარკვიე გაგა სად არის ჩემი შვილი.
-ჩვენი შვილი,ინდირა ჩვენი შვილი.
-სად არის სად.
-არ ვიცი,არ ვიცი.ვიცი მხოლოდ ის ვინც მეგონა ჩემი შვილი იყო ვიღაცამ სხვა შემომიგზავნა ჩემს კომპანიაში და ჩემს გვერდით.
-სწორედ ის ვიღაც არის ვინც მოკლა მალიბუ და ალბად ისიც იცის თუ სად არის ანამარია.
-ეს არც კი მინდა გავიფიქრო,როგორც ამბობ ინდირა.
-არ ვიცი რას იზამ რას მოიმოქმედებ,მაგრამ გადაიხადე,საუკეთესო ადვოკატი იქირავე და ჩვემი შვილი იპოვე.
-არ არის ასე ადვილი როგორც ამბობ,ათასი ვერსია არსებობს და რომელია მართალი ამ ათასიდან არც კი ვიცი.
-შენ წამოჭერი ეს პრობლემა,შენი ბინძური საქმეებისთვის ვიხდი და ვისჯები დღემდე.არ ვიცი რას იზამ,გადაატრიალე სამყარო და ჩემი შვილი იპოვე,გასაგებია ეს შენთვის?

თვეზე მეტი იყო თორნიკეს დაკავებიდან გასული და არავის ესმოდა მისი,დღეს ხომ კანონი არ კანონობს და არის ისეთი პიროვნება ვინც შეძლო და მისი უდანაშაულობა დაამტკიცა? ასე იყო თორნიკეც მას არ შეეძლო მისი სიმართლის დამტკიცება,იმ დღესაც უხასიათოდ გავიდა მნახველის შესახვედრად და გაოცებული დარჩა,როცა ნიკა დაინახა.
-რატომ მოდი აქ ნიკა.
-გარეთ არის ადამიანი ვინც ცდილობს გაგანთავისუფლოს ამ კედლებიდან.
-ტყუილად ცდილობს,მე შევეგუე უკვე აქ ყოფნას რადგან შეუძლებელია დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.შენ ის მითხარი რატომ მოდი,აქ რატომ ხარ.
-მთხოვეს ვნახო მოწმე,ვინც დაამოწმებს შენს უდანაშაულობას.ჩვენებაში დაწერე,რომ როცა გეგენავა მოკლეს შენ და მალიბუ ერთად სეირნობდით იმ დროს.
-ასეა,მაგრამ მოწმე არ არის.
-მოწმე არის თორნიკე.
-არის? შეუძლებელია, ვინ არის.
-მოწმე იმ ღამის რომ თქვენ ერთად იყავით,მე ვარ.
-რას გულისხმობ.
-თქვენ არცერთმა არ მითხარით რას აპირებდით,რა გეგმები გქონდათ. იმ ღამეს,როცა მალიბუ სახლიდან გვიან გამოვიდა,მეც იმ დროს დავბრუნდი სამსახურიდან და ჩუმად გამოვყევი უკან.თორნიკე ვიცი რომ მართალს ამბობ და შენ უდანაშაულო ხარ.
-გამოდის შენ ხარ ერთადერთი ვინც დაამტკიცებს ჩემს სიმართლეს?
-მე ვარ ვინც შენ გადაგარჩენს,მაგრამ იმდენად გაბრაზებული ვარ არ ვიცი მინდა თუ არა შენი დახმარება.
-მე არც გთხოვ ნიკა არაფერს,შენ მართალი ხარ შეცდომა დავუშვი რომ არაფერი არ გითხარი.თქვა თორნიკემ და ბადრაგს ანიშნა წასულიყვნენ,ნიკამ კი ცრელით სავსე თვალები გააყოლა თორნიკეს.
    ვიღაცა გადარჩენისათვის იბრძვის,ვიღაცა ვიღაცას დაეძებს.ვიღაცას ცივი გული აქვს,ვიღაცას უნდა მხიარული მოაჩვენოს თავი მის გვერდით მყოფს და სევდას მალავს.გაურბის ტკივილს,რადგან არ უნდა თავის უსასრულობაში ჩაითრიოს.არიან ისეთებიც გულში რომ ტირიან და სხვა ვერ ამჩნებს მის ცრემლს.გაუბედავად ასწია ხელი და კარზე ზარი მისცა,ფეხის ხმა შემოესმა შიგნიდან და კარი გაიღო.
-ვინ არის? გულმა რამდენჯერმე გამოტოვა დარტყმა,სუნთქვაც შეეკრა,მაგრამ რატომ ამას ვერ მიხვდა.რაც უფრო ახლოვდებოდა ფეხის ხმა,მით უფრო ცუდად გრძნობდა თავს და კარიც გაიღო,მის წინ ქერა თმიანი გოგონა იდგა მასავით ცისფერი თვალებით.შეხედა თუ არა გულზე მიიდო ხელი და გოგონას გაუბედავად უთხრა.
-რატის ნახვა მინდოდა.ბუნდოვნად შემოესმა ანამარიას უცხო ქალბატონის ხმა,ხმა რომელიც თითქოს მისთვის ნაცნობია,შორიდან ესმის ძახილი,მაგრამ ვერ გაიხსენა ვინ იყო ეს ქალბატონი.თვალები? რა ნაცნობია ეს ორი თვალის სფერო,ღმერთო სად მინახავს მე ისინი.
-ძია რატი სახლში არ არის,გადავცე რამე თუ თავად დაურეკავთ.
-მე,მე თავად დავურეკავ.უთხრა არეულად და შებრუნდა,შებრუნდა მაგრამ გოგონას ხმამ ისევ გააჩერა.
-უკაცრავად,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ერთმანეთს ვიცნობთ.
-არა შვილო,მე არ მახსოვხარ.დაიბნა უცნობი ქალბატონი
-მაგრამ თქვენი სახე,თქვენი ხმაც კი ჩემთვის ნაცნობია.
-ალბად ეს დამთხვევაა,აუცილებლად დამთხვევაა.თქვა მოწყენილმა და ცრემლმორეულმა ჩაიარა კიბეები.ანამარიამ კარი დაკეტა და გაახსენდა,რომ ეს უცნობი ქალბატონი გულმოკლული ტიროდა მალიბუს დასაფლავებაზე,არც დაფიქრდა ისე აიღო პიჯაკი და სირბილით ჩაირბინა კიბეები,მაგრამ მისთვის უცნობი ქალბატონს ვეღარ დაეწია,ის წასულიყო.

სიყვარული ზოგ ადამიანს ბავშვობის პერიოდში ეწვევა,ზოგს ზრდასრულობაში.როცა სიყვარულით სავსე ხარ იწყებ ბრძოლას შენში გაჩენილი გრძნობების გადასარჩენად და ყველაფერს აკეთებ იმისთვის რომ ეს გრძნობა არ გაგუდოს სამყარომ,რომელიც შენს ირგვლივ ბრუნავს.ფატიც იგივე მდგომარეობაშია და თავისდა გაუცნობიერებლად ხელი ასწია,უნდოდა დაეკაკუნებინა მაგრამ კარი თავად გაიღო და კარში გაოცებული ნიკა იდგა.
-გამარჯობა ნიკა ბოდიში რომ გაუფრთხილებლად მოვედი.
-არა უშავს,გაგიმართლა რომ სახლში დაგხვდი.
-შემოვიდე?
-შემოდი.
-გუშინ თორნიკე ვნახე და მითხრა რომ მასთან იყავი,ისიც მითხრა რომ ერთადერთი მოწმე ხარ ვისაც მისი გადარჩენა შეგიძლია.ნიკა მას მკვლელობაში დებენ ბრალს,მკვლელობა რომელიც არ ჩაუდენია,შენ კი ერთადერთი ადამი ხარ ის გადაარჩინო,რატომ არ გინდა დაეხმარო მას და დაიხსნა ამ უსამართლობისგან.
-გადავარჩინო ის ვინც შენ ასე ძალიან გიყვარს და შემდეგ მე ვიყო ეჭვმიტანილი?
-რატომ იქნები ეჭვმიტანილი.
-ტვინი დაატანე ფატი,იმ ღამეს მე ისინი ერთად დავინახე და მეორე დღეს 12 საათზე მალიბუ მოკლეს,ვის დაადებენ ხელს თუ არა მე.
-რამდენი გინდა მითხარი და გადავიხდი თორნიკეს თავისუფლებისათვის.
-ეს მეორედ არ თქვა,არ გაიმეორო.
-შენ დაუშვებ,რომ ერთი მართალი კაცი დაისაჯოს უსამართლოდ?
-მას არ მოუკლავს გეგენავა,მაგრამ ისიც და მთელი შენი ოჯახი არის დამნაშავე მალიბუს სიკვდილში.ვერც შენ იტანდი მალიბუს ახლა კი მოდიხარ,ჩემს წინ გდეხარ და გინდა დანაშაული ფულით გამოისყიდო,მაგრამ ფულით არ ინსაზღვრება ყველაფერი,ფული რადგან გაქვთ ნუ გგონიათ ბედნიერი ცხოვრება გექნებათ.
-მართალი ხარ,გეთანხმები მალიბუს თავიდან უცნაურად შევხედე და მით უმეტეს მაშინ შევიძულე როცა ის თორნიკემ ჩემზე წინ დააყენა,მაგრამ ნიკა შენ სამართლიანი ადამიანი ხარ,დაფიქრდი გთხოვ და ეს სიბრაზე დაივიწყე ნუ დაღუპავ უდანაშაულო ადამიანს არ ჩადენილი დანაშაულისთვის.
-ჯერ საქმეები მაქვს,მე თავად შეგეხმიანები. ნიკამ ჩაიცინა და ვინც არ უნდა ყოფილიყო იქ ყველა მიხვდებოდა,რომ მან რაღაც ჩაიფიქრა.

-სახლში ხარ? 
-სახლში ვარ,არ მელოდი?
-გელოდი,მე ყოველ დღე გელოდები და ფიქრებმა დამღალა ძია რატი.
-რა მოხდა,მოხდა რამე?
-რაც უფრო გადის დრო ჩემს ირგვლივ საიდუმლოებების დიდ და უზარმაზარი სკივრის საკეტი მჭიდროდ იკეტება და რთული გასაღები ხდება ის სკივრი,რადგან საკეტი იჟანგება.
-რატომ შვილო რა მოხდა.გაოცებულმა შეხედა რატიმ ანამარიას.
-დღეს ერთი ქალბატონი იყო მოსული და გიკითხა.
-მე? უცნობმა ქალბატონმა მიკითხა მე?
-ინდირა მქვიაო,გეცნობა ეს სახელი და გვარი? რატი გაფითრდა და ანამარიას შეხედა.
-აქ იყო მოსული ინდირა?
-აქ იყო და პირადად უნდოდა შეხვედრა.ვინ არის,საიდან იცნობ და ჩემთვის რატომ არის ეს ქალი ნაცნობი.
-როგორ ნაცნობი.
-მისი ხმა,მისი თვალები,მისი სახე.ყველა მისი ნაკვთი ნაცნობია ჩემთვის,მაგრამ საიდან ამას ვერ ვხვდები.გამახსენდა მისი წასვლის შემდეგ,რომ მალიბუს დასაფლავებაზე ის მწარედ ტიროდა.
-თავად რატომ არ შეეკითხე,ის უფრო გასაგებად აგიხსნიდა ყველაფერს.
-ვერ მოვასწარი,რადგან ძალიან მალე წავიდა.დავედევნე კიდეც,მაგრამ გაქრა.ძია რატი რამეს მიმალავ ისეთს რომ  როცა გავიგებ რას მიმალავ,ვერ შევძლო პატიება?
-რა უნდა დაგიმალო,არაფერს არ გიმალავ.
-მითხარი ვინ იყო ეს ქალი.
-არავინ არ იყო,ის ერთი ღამის ისტორიაა ძველი წლებიდან.
-ტყუი,ის არ ჰგავდა ერთი ღამის ქალს.
-მაშინ უნდა დამიჯერო,რომ ის ქალი უბრალოდ ნაცნობია.არც კი მახსოვს კარგად როდის გავიცანი,ძალიან ბევრი წლები გავიდა მას შემდეგ.
-ვიმედოვნებ,რომ სიმართლეს ამბობ.
-სიმართლეს ვამბობ.თქვა რატიმ და დაფიქრებულმა გავიდა სახლიდან.

-ლანააა,როგორ ხარ.ლანამ ხმა არ გასცა ლაშას და გვერდით მიუჯდა,ხელი გადახვია და ასე იყო ორივე მდუმარედ თითქმის ერთი საათი.
-დამელაპარაკე,ხომ იცი ასეთ მდგომარეობაში შენს თავსაც ვნებ და პატარასაც.ლანა ისევ მდუმარედ იყო და ლაშამ ვეღარ აიტანა ლანას დუმილი,გაწყდა მოთმინების ძაფი და გაბრაზებულმა უთხრა.
-როცა ასეთ ცუდ ხასიათზე ხარ,გულში უფალს ვთხოვ მოთმინება მომცეს.აუტანელია უკვე შენი საქციელი,გავიგეთ რომ შენი მეგობარი იყო,მაგრამ შენ ვერ შეძლებ მკვლელის პოვნას ამ საქმეზე მუშაობს პოლიცია და მუშაობს გამოძიება.საკმარისია უკვე,საკმარისი მეც მაქვს გრძნობები და მეც ადამიანი ვარ.ლანამ შეხედა ლაშას და წყნარად,აუღელვებლად უთხრა.
-ჩემი ბრალია.
-რა არის შენი ბრალი.
-ჩემი ბრალია რომ მეგობარი ასე ძალიან მიყვარს და არ შემიძლია ადვილად საყვარელი ადამიანის დავიწყება.ახლა კი ადექი ჩემი საწოლიდან.
-რატომ? ეს საწოლი მარტო შენი არ არის ქალბატონო.
-დღეს მხოლოდ ჩემია და შენ შემოსასვლელში დივანზე წვები,არ გაბედო დღეს ჩემს საწოლს მოუახლოვდე.
-შემეშინდა.

  ელვა,გრუხუნი,საშინელი წვიმა მაგრამ მაინც გადაწყვიტა წვიმიანი ღამის თბილისის გადაღება და მიიწევს წინ.თუმცა იცის,რომ წინ სირთულეები შეხვდება.უეცრად გაჩერდა და იქვე ხეს ამოეფარა,გაოცებული უცქერდა მისგან არც ისე შორს მყოფ ორ ადამიანს.
-ძია რატი? ეს  ძია რატია,ესეც ვალერაა და ეს ქალბატონია ძია რატი რომ იკითხა,გამოდის ორივე იცნობს მას,მაგრამ რატომ მითხრა რომ არ იცნობდა,მაგრამ იცნობს და მე მომატყუა.რატიმ მომატყუა,რატომ? ნეტავ ვინ არის ეს ქალი,ან რატომ მომატყუა,რას ნიშნავს მათი ფარული შეხვედრები.

-გამარჯობა ვალერა.
-გამარჯობა ინდირა როგორ ხარ.
-არ ვიცი როგორ ვარ,მხოლოდ ვარსებობ.
-წამომყევი,ინდირა გელოდებიან.
-ვინ მელოდება.ინდირას ხმაში შიში შეეპარა.
-იცნობ მას,უბრალოდ არ უნდა ვინმემ დაგინახოს მასთან ერთად.ინდირა გაყვა ვალერას და არც ისე შორს მდგარ ერთ-ერთ ფანჯრებ დაბურულ მერსედესის კარი გამოუღო.
-დაბრძანდი,მე აქ დაგელოდები.ინდირამ მანქანაში მქოფს შეხედა და იქ მყოფმა მისი ჩვეული ღიმილით უთხრა.
-მოდი ინდირა უნდა ვილაპარაკოთ.ინდირას გულზე მოეშვა,გამბედაობა მოემატა და მამაკაცის გვერდით მოკალათდა.
-გავიგე წუხელ ჩემს სახლში ყოფილხარ,ეს კი არ უნდა განმეორდეს.ყოველთვის დამირეკე და შეხვედრაზე შევთანხმდეთ,ჩემი ტელეფონი გაქვს.
-აუცილებელი იყო უნდა მენახე.
-მშვენიერია,ახლა მითხარი აქ ვარ.
-მინდა გავიგო ვინ მოკლა მალიბუ,შენ სამყაროს დასასრულამდე გყავს ნაცნობები,რატი უნდა დამეხმარო.ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობაა დაქირავერბული ქილერით,გთხოვ დამეხმარე.შენ შეგიძლია არა მარტო მკვლელი იპოვო,შეგიძლია დამკვეთიც იპოვო.
-დამიჯერე ინდირა მეც ძალიან მინდა ვიპოვო მალიბუს მკვლელი,რადგან მეც ჩემი მიზეზები მაქვს,არასოდეს შევეხები ასეთი ახალგაზრდას სიცოცხლეს როგორიც მალიბუ იყო.
-ვინ არის,ვის შეიძლება უნდოდა ჩემი შვილის მოკვლა.
-გავიგებთ,მკვლელს ვიპოვით და პირადად დავსჯით.
-რატი დამპირდი რომ ამ პირობას შემისრულებ.
-გპირდები ინდირა რომ მკვლელს ვიპოვი.ანამარიამ ჯერ უკან-უკან დაიხია და შემდეგ არც დაფიქრებულა ისე მივიდა ლანასთან,ლანამ გაუღო კარი და დაღლილი ხმით უთხრა.
-ამ დროს აქ რა გინდა ანამარია.
-ვიცი რომ გვიანი არის,შეიძლება შემოვიდე?
-არა,არ შეიძლება.მკაცრი იყო ლანას ხმა.
-გთხოვ,მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გკითხო.
-მკითხე და წადი.ანამარიამ ტელეფონით გადაღებული ფოტოები აჩვენა ლანას და კითხა.
-იცნობ ამ ქალბატონს?
-რატომ მეკითხები?
-იცნობ?
-შევხვედრივარ რამდენჯერმე.
-სად და როდის.
-პირველად მალიბუს დასაფლავებაზე და შემდეგ მის საფლავზე.
-შეეკითხე ვინ იყო? გიპასუხა,გითხრა ვინ არის?
-მითხრა მეზობელი ვარო,შენ რატომ გაინტერესებს ან რატომ სვამ ამდენ კითხვას, ვინ არის ეს ქალბატონი,იცნობ მას?
-მხოლოდ ეს გითხრა მეზობელი ვარო?
-მხოლოდ ეს,მეტი არაფერი ვიცი.
-კარგი,მხოლოდ ეს მინდოდა გამეგო.მადლობა და ბოდიში.
-არაფლის.ლანამ კარი დაკეტა და შეხედა ლაშას რომელიც ჩაცმული იყო და წასვლას აპირებდა.
-სად მიდიხარ ასე ჩაცმული ამ დროს..
-მივდივარ შენგან შორს,რომ ცოტა დავისვენო.
-მეც მინდა შენგან დასვენება,რადგან ეს ძალიან მჭირდება.
-ჰოდა დაისვენე,შენ მარტოობა უფრო მოგწონს.ლაშამ გულმოსულმა გამოაღო კარი და ნიკას დაურეკა,ისიც მალე მივიდა და გაკვირვებულმა შეხედა გამოუძინებელ მეგობარს.
-გადაბმულად იმუშავე სამი ღამე,დღეს უნდა დაგესვენა და შენ კი ისევ უძილო ხარ.რა გჭირს ლაშა რა მოხდა,კარგად ხარ?
-არა,ვერ ვარ კარგად.
-რატომ,ლანა...............
-კარგადაა,შეუძლებელია უკვე სახლში გაჩერება და მეც მის ბურდღუნს გამოვექეცი.
-ისევ იჩხუბეთ?
-შეიცვალა,ის ძალიან შეიცვალა ნიკა.ძალიან უჭირს შეეგუოს რომ მალიბუ აღარ დაბრუნდება,დასჩერებია ტელეფონს და ელოდება მის ზარს.
-გაუვლის,ჯერ ადრეა.ძნელია ტკივილი ასე მალე დაივიწყო,მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
-მინდა გავუგო,ვცდილობ მაგრამ ის არ ცდილობს მეც გამიგოს.შენ სად მიდიხარ  ისევ უნდა იმორიგევო?
-ვერ ვიძინებ,უძილობა მაქვს და უკეთესია გარეთ ვიყო,ვიდრე წარსულზე ფიქრებმა შემჭამოს.
-შენც გიჭირს,ასე ადრე ვერ შეძლებ ტკივილის დავიწყებას.
-არ არის ადვილი რთულია,მაგრამ ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება.
-ვიცი როგორ გიჭირს,ვიცი როგორ რთულია ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ შენს გვერდით ვართ ნიკა.
-ვიცი ლაშა და მადლობა.
-შეგიძლია ჩემთან თავისუფლად თქვა შენი სათქმელი,ამოიღე გულიდან თუ რამე გტანჯავს და ცოტა მოგეშვება.
-მადლობა მეგობარო.ვერ შევეგუე იმ აზრს რომ მომატყუა იმ ადამიანმა, ვისაც ვენდობოდი ყველაზე მეტად.მას რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვა,ის გადარჩებოდა.რატომ,რატომ მომექცა ასე,ვინ დგას ამ საიდუმლოს უკან,მალიბუს არ შეეძლო ამ ყველაფრის დაგეგმვა და თან შესრულება.იმ დღეს გავიგე,რომ ის საერთოდ მიდიოდა ჩემგან,ჩვენგან.ჩვენს სახლში მივიღეთ,შევიყვარეთ და ვინ? არ ვიცით ვისთან გავეცით ეს სიყვარული,ლაშა ვინ იყო სინამდვილეში მალიბუ.არ მჯერა,რომ ამდენი შეეძლო მას,არ მჯერა და ვერც დავიჯერებ.
-დამშვიდდი,ერთ დღესაც ყველაფერი გაირკვევა და ფარდა აეხდება შენს სიმართლეს.შენში დაგროვებულ ყველა კითხვას,თავად გასცემ პასუხს ნიკა.
-მაპატიე,თავი ვეღარ შევიკავე.
-არ გაიმეორო მეორედ, საპატიებელი რა გჭირს მეგობარო.ნიკა ჩვენ ყოველ დღე ერთად ვართ,მაგრამ ასე დავსხდეთ და ვისაუბროთ დრო არ გვაქვს.როცა გინდოდეს შეგიძლია დამელაპარაკო,მე ყოველთვის მოგისმენ.
-უნდა წავიდე ერთი შეხვედრა მაქვს და არ მინდა დავიგვიანო,წადი სახლში და გამოიძინე,ხვალ ასე უძილო არ მოხვიდე იცოდე უკან გაგაბრუნებ.
-წადი,მშვიდად იყავი და გახსოვდეს დღე-ღამის მონაკვეთში შეგიძლია დამირეკო,მეც შენთან მოვალ და შენს გვერდით ვიქნები.
-მადლობა ლაშა და გთხოვ ნუ გაუბრაზდები ლანას მის მგომარეობაში არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა და წადი სახლში,სახლში კი როცა მიხვალ აკოცე ჩემს მაგივრად გაბერილს.
-ფრთხილად იყავი.ნიკა წავიდა და რამოდენიმე წუთში რუხვაძეების უზარმნაზარი კომპანიის შენობას შეავლო თვალი,სადაც ერთ-ერთ სართულზე კომფორტულად მოწყობილ კანინეტიდან დიდი გაგა რუხვაძე ბრძანებებს იძლეოდა.
-გგონიათ მალიბუს სიკვდილით დასრულდა ყველაფერი? მართალია სიცოცხლის ხალისი დავკარგე და ბრძოლის ძალაც აღარ მაქვს,მაგრამ არ დავნებდები.დღეს თუ ფეხზე ვდგევარ და ვსუნთქავ ეს იმიტომ რომ სულს მიდგამს იმაზე ფიქრი თუ როდის დავდგებით პირისპირ და როდის გნახავთ თავჩაღუნულს და როდის ვნახავ განადგურებულ,დაქიაქებულ რუხვაძეების კომპანიას.გაბედულად და ამაყად შეაღო კომპანიის მთავარი კარი და პირდაპირ გაგას კაბინეტისკენ წავიდა.
-საღამო მშვიდობისა,ბატონ გაგას უნდა შევხვდე.
-ვერ შეხვდებით ბატონ გაგას.
-რატომ?
-დიდი ხანია სამუშაო საათები დასრულდსა და იმიტომ.
-მე არ მიკითხავს ადრეა თუ გვიან ბატონ გაგასთან შესახვედრად,მას უნდა შევხვდე.
-გასაგებია,გელოდებათ??
-მასთან ჩაწერა არ მჭირდება,უთხარით რომ ნიკოლოზ ახვლედიანს უნდა მისი ნახვა.გაგას მდივანი უკვე წასასვლელად ემზადებოდა,მაგრამ მაინც ადგა და გაგას კაბინეტში შევიდა.
-ბატონო გაგა თქვენთან არიან.
-ამ დროს ვინ მოვიდა შვილო.
-მე ვარ.კაბინეტში ნიკა შემოვიდა და გაგას წინ დადგა.
-ნიკოლოზ? ასე გვიან არ გელოდი.
-საქმის გადადება არ მიყვარს და კითხვებიც დაგროვდა ბატონო გაგა.
-გისმენ,მოდი აქეთ დაბრძანდი,ვიცი რომ აქ ტყუილად არ მოხვიდოდი.
-მე  წავიდე ბატონო გაგა.
-წადი შვილო სამუშაო საათები დასრულებულია.
-მე შემიძლია დავეხმარო თორნიკეს და ვიცი ისიც რა მნიშვნელოვანი და სანდო პიროვნებაა ის თქვენთვის.ის თქვენ გჭირდებათ რადგან თქვენ,მხოლოდ მას ენდობით.
-გაქვს რამე ისეთი დასაყრდენი რაც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს?
-მაქვს უტყუარი მტკიცება.
-მაინც?
-მყავს ადამიანი ვინც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს,ის ერთადერთი ადამიანია ვინც იცის სად იყო თორნიკე მკვლელობის ღამეს.მისი მტკიცება რომ ის უდანაშაულოა,სიმართლეა.ის იმ ღამით მალიბუ არჯევანიძესთან ერთად იყო და შეუძლებელია მას მკვლელობა ჩაედინა,შეტყობინება ეს განგებ გააგზავნეს გეგენავას ტელეფონიდან,რადგან მკვლელობა თორნიკეს დაბრალებოდა.
-ესე იგი სიმართლეს ამბობს,ეჭვიც არ შემპარვია მასში.არის მოწმეო ასე თქვი? და ვინ არის ის მოწმე,მზადაა დაამოწმოს და გაანთავისუფლოს თორნიკე?
-მოწმე არის ბატონო გაგა.
-სად არის,ან ვინ არის.
-ის აქ არის თქვენს წინ,მე ვარ მოწმე.
-შენ?
-დიახ,მე.
-რამდენი გინდა,რომ თორნიკე გაანთავისუფლო მე მზად ვარ გადავიხადო რამდენსაც დაასახელებ.
-კარგად ბრძანდებოდეთ,თქვენ მე ამ წუთში შეურაცყოფა მომაყენეთ ბატონო გაგა და ჩათვალეთ ეს შეხვედრა არ შემდგარა.ნიკა წამოდგა და უკვე კართან,მისული შეაჩერა გაგამ.
-მოიცადეთ ბოდიშს გიხდი.ჩემთან არავინ არ მოსულა ისე,რომ თუნდაც ერთ სიტყვაში თანხა არ გადავიხადო.
-მე ნუ გამაიგივებთ სხვასთან ბატონო გაგა მე შემიძლია გავანთავისუფლო თორნიკე,მაგრამ თქვენც უნდა გააკეთოთ ჩემთვის რაღაც.
-დაბრძანდი,მე მზად ვარ გითხრა ყველაფერი რაც გაინტერესებს.

-ნოდარ სად ხარ,სად დადიხარ.
-საგადასახადოში ვიყავი.
-იქ რა გინდოდა.ნათიამ გაოცებული თვალებით შეხედა ნოდარს.
-სულ ცოტა ხნის წინ ბანკიდან დამირეკეს,რომ თვით ბატონმა გაგამ გასცა ბრძანება გაეცათ თანხა თავშესაფარის გადასახადებისთვის.
-კომპანიას უჭირს,ჩვენ თანამშრომლების შემცირებას ვფიქრობთ და ეს თავშესაფარის გადასასადებისთვის იძლევა თანხას?
-იძლევა და ეს თანხა სულაც არ არის ცოტა.
-რამდენია გაცემული ნოდარ.
-ბევრი.
-მაინც?
-ათასობით ლარია გაცემული.
-დავხურავ,თავშესაფარს დავხურავ და ქალბატონ ისაც მოვისვრი ამ კომპანიიდან.
-თავიდან ვერ შეხედე იას კარგი თვალით, რატომ?
-მაქვს მიზეზი.
-მაინც?
-იცი ვისთან ერთად ცხოვრობს?
-გავიგე რომ ურთიერთობა დაეძაბათ და ია სახლიდანაც წავიდა,მაგრამ სად ცხოვრობს ვისთან ერთად ეს არ ვიცი.
-რატი,რატისთან ცხოვრობს.
-რატი? ეს ის რატია?
-ის ჩემი რატია ნოდარ.
-შეცდომა დაუშვი მისგან არ უნდა წამოსულიყავი.
-გვიან მივხვდი ჩემს შეცდომას,მაგრამ იმ დროს ფეხს ვიკიდებდი ჩემს კარიერაში,მან კი არც შემაჩერა,კარი გამიღო და არც შემაჩერა,კარი გამიღო და გამომიშვა,შემდეგ კი არც შეეცადა ჩემს მოძებნას.

-თქვენ მეგობრები იყავით,პირადად თქვენ,მამაჩემი და დავითი.ერთად გაიზარდეთ,უნივერსიტეტიც სამივემ ერთად დაასრულეთ.თქვენ და დავითს ერთი ქალი შეგიყვარდათ,მაგრამ ქალმა თქვენ აგირჩიათ.მამაჩემი შეყვარებული იყო იზაბელაზე და დაქორწინდნენ,სულ ცოტა ხანში თქვენმა რჩეულმა სასიხარულო ამბავი გახარათ,ამბავი რომელმაც ყველა გაახარა თქვენს გარდა.დიად,თქვენ თქვენი შვილის არსებობა არ გაგიხარდათ,რადგან თქვენ სულ სხვა გეგმები გქონდათ.ინდირა ორსულად დარჩა თქვენგან,თქვენ კი ის მიატოვეთ და საერთოდ წადით ქვეყნიდან გარკვეული წლები,დაბრუნდით თუ არა ერთ მდიდარ ქალზე დაქორწინდით.დავითი,სად იყო დავითი? გულდაწყვეტილი დავითი განზე გადგა,მაგრამ როცა ინდირა მარტო დარჩა მის სხეულში ბავშვით,დავითმა ჩაკიდა ხელი მასზე დაქორწინდა და თქვენი შვილი შვილად მიიღო.
-მე არ მითქვამს სხვაგვარად არაფერი.
-აქამდე რაც ვთქვით მშვენივრად მოვედით,მაგრამ დავითმა მალე გაიგო თუ რა ბინძური საქმეებით და ბინძური ბიზნესით იყავით დაკავებული თქვენს ძმასთან ერთად და ჩაითრიეთ თქვენი სიმამრიც თქვენს საქმიანობაში.
-ეს ინფორმაცია ტყუილია.
-ბატონო გაგა მე მაქვს იმ დროინდელი გაზეთების ყველა ჩანაწერი და არც პირველი ადამიანი არ ვარ ვინც ამას ამბობს,გთხოვთ დამასრულებინოთ.
-გააგრძელეთ,გისმენთ.
-როგორც კი გაიგო დავითმა თქვენს შესახებ და მან სიმართლე იცოდა თუ რას საქმიანობდით,თქვენ გაეცით ბრძანება მის მოსაკლავად.
-არა,არ გამიცია მოკვლის ბრძანება აქ სცდები ნიკოლოზ.
-უარყოფთ რომ დავითი თქვენგან მოკვდა? უარყოფთ რომ გააუპატიურეს ინდირა? და უარყოფთ რომ გადაწვით სახლი და დავითის ჯერ კიდევ ცოცხალი სხეული იმ სახლთან ერთად დაიწვა?
-მე არც დავითის მოკვლის ბრძანება გამიცია და არც სახლის გადაწვის ბრძანება გამიცია,ნიკოლოზ ეს მათმა გააკეთა,ეს მათმა გადაწვა სახლი და ინდირაც მათმა გააუპატიურა.
-და თქვენ რა გააკეთეთ,დასაჯეთ ის ადამიანი ვინც ის ქალი გააუპატიურა ვინც ერთ დროს გიყვარდათ? ის ხომ თქვენი ერთადერთი შვილის დედა იყო,რატომ გააუბედურეთ,რატომ დასაჯეთ ასე სასტიი სასჯელით.
-მე არ გამიცია მათი გაუბედურების ბრძანება,ეს მათმა ჩაიდინა.
-ვიცი რა როგორ იყო,ბავშვი? ბავშვიც იქ დაიწვებოდა იმ სახლთან ერთად რომ არა მამაჩემი,მამამ გადაარჩინა ბავშვი და შეუცვალა სახელიც და გვარიც,რომ გცოდნოდათ ის გადარჩა ყველაფერს გააკეთებდით მის საპოვნელად და მასაც მოკლავდით.ამიტომ მოკლეს მალიბუ რადგან იცოდნენ რომ ის თქვენი შვილი იყო და ვინ იცის ვისი დანაშაულისთვის დაისაჯა ის უდანაშაულოდ.
-ნიკოლოზ გთხოვ...................
-ინდირა? ეს უბედური ქალი თქვენმა ძმამ გაუპატიურა და მერე რა მოხდა? ციხეში ინდირა გაუშვი,ქალი რომელიც აწამეს და ცხოვრება დაუმახინჯეს და იმ დანაშაულისთვის გაუწამე სიცოცხლე რომელიც არ ჩაუდენია,შემდეგ როგორღაც ახერხებ და წვავ საკანს,შველი ინდირას და უშვებ ქვეყნიდან.
-კი ასე იყო,არ ვუარყოფ.
-ყველაფერმა ჩაიარა,ეს ტრაგიკული ისტორია მიივიწყა ხალხმაც და სიცოცხლე გაგრძელდა,თქვენი ქონებაც გაიზარდა,ინდირას ყველაფერი წაართვი და თქვენ მიითვისეთ.თქვენ საკუთარი შვილიც კი უსახლკაროდ დატოვეთ და დადგა დღე ყველაფრის მმართველი თავად გახდით.ყველაფერი კარგად მიდის თქვენი ოჯახისთვის,თქვენთვის და თქვენი ნაცნობებისთვის.მაგრამ თქვენი შიშით ჩემი მშობლები დღემდე შიშში ცხოვრობს,დედაჩემმა ვერ აპატია მამას სიჩუმე.თხოვდა წასულიყო და პოლიციისთვის სიმართლე ეთქვა,მაგრამ არ უღალატა თქვენს მეგობრობას,თქვენ,მაგრამ უღალატა დავითს მისი სიჩუმით.
-ნიკოლოზ ჩემგან რა გინდა,რას მთხოვ გავაკეთო.
-მინდა ეს ისტორია კომისარს მოუყვე და აღიაროთ სიმართლე.
-გაგიჟდი? ეს არ მოხდება,რასაც ითხოვ ამას ვერ გავაკეთებ.
-ვერ გააკეთებ თუ არ გააკეთებ ბატონო გაგა რადგან სიტყვა არ და ვერ-ას შორის განსხვავებაა.თქვენი სამი მეგობრობიდან ორმა მიიღო სასჯელი,ის სასჯელი რომლებიც არ დაუმსახურებია,ახლა კი თქვენი ჯერია დამსახურებულად დაისაჯოთ.თქვენს ხელთ არის ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე,თქვენ უნდა აირჩიოთ რას იზამთ გაწირავთ თორნიკეს ციხისთვის და არ ჩადენილი დანაშაულისთვის თუ დატოვებ იქ სადაც შეიძლება 20-25 წელი მოუწიოს გატარება.ველოდები თქვენს გადაწყვეტილებას,ჩემი ტელეფონი იცით.ნიკამ დაემშვიდობა გაგას და წავიდა,გაგა კი დარჩა ფერდაკარგული და გონება არეული.ნიკამ კი კიდევ ერთხელ შეავლო ქუჩიდან თვალი კომპანიის მაღალ შენობას და თქვა.
-ყოველთვის აქვს ცხოვრებას აზრი,რაც არ უნდა მწარე იყოს განვლილი ცხოვრების მოგონებები.დასასრული ჯერ შორსაა,მაგრამ უკვე ვიცი რომ ყოველი დასასრული რაღაც ახალის დასაწყისია.ნუ იფიქრებ რომ მე დავმარცხდი,უნდა იცოდე ბატონო გაგა რომ ყოველ მარცხს გამარჯვება მოყვება,ყოველ დაცემას კი ადგომა.სწორედ დღეს დაიწყო შენი დასასრულის დასაწყისი.ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-გისმენ ნიკოლოზ.
-უნდა შევხვდეთ.
-სად,როდის.
-მალე შენს სახლთან ვიქნები.ფატი გულანთებული გავიდა გარეთ და ნიკოლოზს დაელოდა,ნიკაც მალე მივიდა და ფატიმ იმედით სავსე თვალები მიანათა.
-გისმენ,რა უნდა მითხრა მიიღე გადაწყვეტილება?
-შენ მთხოვე დაგეხმარო და თორნიკე გავანთავისუფლო,ცოტა ხნის წინ მამაშენს ველაპარაკე.
-რა გითხრა.
-რაც ვთხოვე თუ მას გააკეთებს,გპირდები ორ დღეში თორნიკე თავისუფალი იქნება.
-რა თხოვე,მინდა ვიცოდე რისი ეშინია რომ მეც იგივე ვთხოვო.
-შეეკითხე და თავად გეტყვის,ახლა უნდა წავიდე.
-მადლობა ნიკოლოზ.ნიკა წავიდა,ფატი მოუთმენლად დაელოდა დილას და ინათა თუ არა თავი მოიწესრიგა,უძილობისგან ჩაშავებულ თვალებს ცოტა ფერი მისცა,ჩანთა აიღო და კომპანიაში წავიდა.თავის კაბინეტს გვერდი აუარა და პირდაპირ გაგასთან შევიდა.
-დილა მშვიდობის მამა.
-ასე ადრე რატომ მოდი შვილო.
-ნიკამ მითხრა რომ ილაპარაკეთ,მინდა ვიცოდე რა გთხოვა.
-მან რა გითხრა.
-მითხრა მამას დაელაპარაკეო.
-დედაშენთან ერთად ვილაპარაკოთ.
-სად,აქ?
-არა,შენთან მოვალ ერთ საათში,ჯერ ერთი საქმე უნდა მოვაგვარო.
-კარგი დედასთან წავალ და ვეტყვი.ფატი ისევ წავიდა და გაგამაც დატოვა კომპანია.

-შეუძლებელია,შეუძლებელია ამდენი ვალი გვაქვს და თავშესაფრის ფული კომპანიამ უნდა გადაიხადოს.
-თავიდან განებივრებული პრინცესაა,რასაც იტყვის უნდა შეუსრულონ.
-მე არ ვარ ვალდებული მისი ვალები ვიხადო,თავის ბიზნესს თავად მიხედოს თუ არ შეუძლია წავიდეს აქედან,მე გავხდი იძულებულს დატოვოს კომპანია ქალბატონმა.
-ნუ ყვირიხარ გაიგონებენ.
-უნდა გაიგონოს ყველამ რომ თავის საქმეს ვერ ართმევს თავს და თავი მოაქვს მისი სიმდიდრით.მოულოდნელად კარი გაიღო და გააფრთებული გაგა იდგა კარში,ნათიას ნერწყვი გადასცდა და ხველა აურტყდა.
-შენ ვის გააგდებ ჩემი კომპანიიდან,ვინ ხარ საერთოდ აქ რომ ჩამისახლდი.გაგამ ახლოს მივიდა და ნათიას ყელში წვდა.
-ბატონო გაგა...................
-შენი ნივთები მოაგროვე და აქ არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა,შენ კი შემდეგ გაგისწორდები.გაგა გააფრებული გავიდა ნათიას კაბინეტიდან და საავადმყოფოში მივიდა.
-როგორ ხარ ზვიადი,დღითი-დღე უკეთესად ხდები.
-მე კარგად ვარ,მაგრამ შენ ვერ გხედავ კარგად.
-კარგად მიმიხვდი,ვერ ვარ კარგად ძმაო.
-რა მოხდა.
-პოლიციელი ცუდად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში.
-ახვლედიანი?
-სწორად მიხვდი დაფიქრებაც არ დაგჭირდა.
-თქვი რა მოხდა.
-ელოდები ვინმეს?
-არა,ხატია ახალი წასულია მოყევი რა მოხდა.

-დედა,მამას უნდა რომ დაგველაპარაკოს.
-რაზე,რა უნდა რომ გვითხრას.
-ეს თორნიკეს თავისუფლებას და მის უდანაშაულობას ეხება.
-კარგი,მოვდივარ და დავილაპარაკოთ.

-მადლობა თქვას პოლიციელმა,რომ მე ჯერ კიდევ აქ ვარ.
-ზვიადი მან ყველაფერი დაწვრილებით იცის,თუ არ ვიტყვი სიმართლეს თორნიკე ვერასოდეს ვერ განთავისუფლდება,რადგან მხოლოდ ის არის მისი უდანაშაულობის მოწმე.
-ერთი ტვია უნდა პირდაპირ თავში და სადაც ვესვრი იქვე მივამარხავ.ბევრი ხალხი მინდოდა მომეშორებინა ვინც უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე,მაგრამ შენ არ მომეცი ამის ნება,ახლა ასეთი პრობლემები არ გვექნებოდა.

რა მოხდა შვილო,რაზე უნდა გველაპარაკოს გაგამ.
-მოწმე გამოჩნდა,თორნიკეს უდანაშაულობა დამტკიცდება.
-ეს ძალიან კარგია და ვინ არის მოწმე,ვინ დაინახა.
-ახვლედიანი.
-ახვლედიანი,პოლიციელი?
-პოლიციელი დედა,მხოლოდ მას შეუძლია დაიხსნას თორნიკე.
-გითხრა რა თხოვა მამაშენს?
-არა,მითხრა მამა თავად გეტყვისო.დედა გთხოვ დაელაპარაკე მამას და რაც არ უნდა მოითხოვოს ახვლედიანმა მისცეს ან თხოვნა შეუსრულოს.
-რას ამბობ,ჯერ გავიგოთ რას ითხოვს.
-უდანაშაულო არის დედა,თორნიკე უდანაშაულოა.არ მოუკლავს გეგენავა,არა.
-დამშვიდდი,სულ ნუ გადადი ჭკუიდან.გაბრაზებულმა შეხედა იამ შვილს და ფატისთან ერთად მასაც კლავდა ცნობისმოყვარეობა რა უთხრა ნიკამ გაგას და რას ითხოვს გაგასგან ისეთს, რომ თორნიკეს თავისუფლება დევს სასწოზე.
-რატომ არ გესმის დედა,რომ თორნიკე უდანაშაულოა,უდანაშაულოოო.მას არ მოუკლავს გეგენავა,არაააა.
-ვიცი რომ არ მოუკლავს,მან მხოლოდ შენ მოგკლა და შენ გადაგრია.ვერ ხვდები რომ სულ ცოტაც და ჭკუიდან გადახვალ შვილო?
-არ მოუკლავს,არ არის დანნაშავე ის უდანაშაულოა,უდანაშაულო რატომ არ გინდათ გაიგოთ და მეც გამიგოთ.




№1 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცარი იყო ქალბატონო მზია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent