შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი 12 თავი.


23-12-2019, 02:38
ავტორი zia-maria
ნანახია 1 697

-სად იყავი,სად დადიხარ. მითხარი უნდა გნახო დაუჯერებელი ამბავი მაქვს სათქმელიო,მოვედი და იცი უკვე დრო რამდენი გავიდა შენს ლოდინში?
-დაჯექი და მომისმინე,ნუ ხარ ყველაფრით უკმაყოფილო ნიკა.
-აჰა, დავჯექი და გისმენ.
-ვნახე,მე ის ვნახე და ისეთი უბრალოა,ისეთი ნაზი.........
-დამშვიდდი და მითხარი,ვინ ნახე.
-დღეს ჩემი და მოვინახულე.
-ვინ?
-ფატი მოვინახულე რუხვაძე.
-გავიგონე,მაგრამ მაინტერესებს შენ კარგად ხარ?
-ძალიან კარგად ვარ და უფრო კარგად გავხდი,რომ დავრწმუნდი სიტყვა ,,მამა'' მისთვისაც მძიმე და მწარე წარმოსათქმელია.
-დროს არ კარგავ,რას ფიქრობ გაგას ეტყვის ან როგორ ეტყვის?
-ეტყვის და რას ან როგორ ეტყვის არ მაინტერესებს,მაგრამ ვიცი რომ რუხვაძეს პანიკა დაეწყება შიშისგან.
-მეც დარწმუნებული ვარ,შიშისგან მეტყველებას დაკარგავს.გაეცინა ნიკას.
-ეს კარგი,მაგრამ შენ რა გააკეთე.
-მე თორნიკე ვნახე და ვილაპარაკეთ,როგორც ვვარაუდობდი კამლაძე და გაგას ადვოკატი არავის არ მოსწონს და გაგას ეჭვები აქვს კამლაძეზე.
-როგორ ეჭვები და რას ეჭვობს.
-კომპანიას მტერი ჰყავს და შიდა მტრად უკვე თვლის კამლაძეს.
-კარგია,ნელა ნელა თავის სახეს გამოამჟღავნებს.
-მეც ასე მფიქრობ.
-თორნიკე დაგთანხმდა თანამშრომლობაზე?
-სხვა გამოსავალი არ აქვს,მასაც აინტერესებს ვისი ინტერესებიდან გამომდინარე იყო დაკავებული უსამართლოდ.
-იმედია დაგვეხმარება.
-თორნიკე დაგვეხმარება,მაგრამ ანამარია შენთვის რაღაც მნიშვნელოვანი მაქვს გადმოსაცემი,მინდა ნახო და თავად გადაწყვიტო რას იზამ.ნიკა ადგა და ანამარიას რაღაც ქაღალდი მიაწოდა.ანამარიამ დახედა ქაღალდს და ეს იყო საბანკო ანგარიში,ანგარიში სადაც უზარმაზარი თანხა იყო შენახული და გაოცებულმა შეხედა ნიკას.
-ეს რა არის,საიდან მალიბუს ამდენი თანხა ნიკა.
-რამდენიმე დღის წინ მოვიდა ეს საბუთები, კურიერის ხელით ავიღე,მისამართს თავად ხედავ საიდანაც არის მოსული და ვიცოდი მალიბუს თანხა არასოდეს ჰქონია გადანახული.
-აბა როგორ და საიდან გაჩნდა ასეთი თანხა მის ანგარიშზე.
-ვიცი საიდანაც არის,მაგრამ მე ჩუმად ვარ.შენ შეგიძლია ეს ფული მოიხმარო,როგორც მალიბუ არჯევანიძე.
-საიდან არის ეს თანხა მეტყვი?
-მე ერთი ძალიან კარგი მეგობარი მყავდა,ის ჰაკერი იყო და მუშაობდა ვინმე ხატია დოლიძესთან ერთად.ისინი ერთად ტეხავდნენ მდიდრების ანგარიშებს და ფული გამოჰქონდათ,ერთ დღეს დამირეკა და მითხრა,რომ უზარმაზარი თანხა მოხსნა ხატიას დახმარებით,მაგრამ რამოდენიმე კვირაში ის მოკლეს.მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და ჩემს მისამართზე მოდის კონვერტი და შიგ ეს ქაღალდი დევს,ზუსტად ის თანხაა,რაც დაიკარგა რუხვაძეების კომპანიაში.ყველაზე საინტერესო კი იცი რა არის?
-რა არის,თანხა შენ დაგრჩა?
-არა,ანამარია ეს თანხა მე არ მჭირდება,მაგრამ საინტერესო კი ის არის,უმწიკლო ხატია ზვიადი რუხვაძეზე დაქორწინდა.
-დაქორწინდა? ყოჩაღ,ძალიან კარგად უმუშავია და მეუღლეც შესანიშნავი უპოვია.ის თუ იცის ხატიამ რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა მისი მეუღლის წყალობით.
-მგონი გვიან მიხვდა მის შეცდომას.
-ეს როგორ?
-გავიგე ვერ აუწყვიათ ურთიერთობა და ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
-მინდა მოვინახულო მდიდარი პატარძალი.
-უკვე მასთან დალაპარაკების დროა,ვფიქრობ გამოვიყენებთ.

-დედა.
-გისმენ შვილო.
-დედა პირველივე ზარზე მიპასუხე,რატომ არ გძინავს?
-არ დამეძინა,მარტო ვარ.
-რატომ ხარ მარტო,რატი სად არის?
-მესამე დღე არის არ მოსულა,ტელეფონიც გათიშული აქვს და უკვე ვნერვიულობ.
-დედა შენც იმას ფიქრობ,რასაც მე?
-არ მინდა ვიფიქრო ცუდზე,მაგრამ ვერ დავფარავ რომ უკვე მეშინია.
-ჩემთან მოდი,მინდა დაგელაპარაკო.
-მოვდივარ,ისედაც მოვდიოდი და შენც დამირეკე შვილო.
-არ წამოხვიდე ჯერ,თორნიკე მოგაკითხავს.
-თორნიკე? ფატი.....................
-დედა, რომ მოხვალ ყველაფერს ერთად აგიხსნით,ვეღარ დავმალავ ჩემს საიდუმლოს.
-ვერაფერი ვერ გავიგე,მაგრამ კარგი დაველოდები.რამდენიმე წუთში ია თორნიკეს მანქანაში იჯდა და გულის ფრიალით ელოდა როდის გაიგებდა იმ საიდუმლოს,რაც ფატის უნდა ეთქვა.ია ჩქარი ნაბიჯით შევიდა სახლში და ჩანთა იქვე დივანზე დადო და მის წინ მდგარ შვილს გაოცებულმა უთხრა.
-მოვედი შვილო, რა უნდა მითხრა.
-ჯერ შენ მითხარი, როგორ ხარ.
-ცუდად ვარ,უკვე ცუდზე ვფიქრობ.
-რა მოხდა,მეც მითხარით იქნებ შევძლო თქვენი დახმარება.
-გეტყვით,მაგრამ ახლა თორნიკე მინდა დედას ჩვენი საიდუმლო ვუთხრათ.
-თქვენი საიდუმლო? ...........თქვენ ორს რა საიდუმლო გაქვთ,ფატი......
-დედა,არ ვიცი როგორ მიიღებ,მაგრამ შეცვლით აღარაფერი აღარ შეიცვლება.
-რა მოხდა,ვის ეხება უკვე ძალიან მეშინია,მაშინებთ. ფატიმ თორნიკეს შეხედა,მასთან მივიდა ხელი ჩაკიდა და იას შეხედა.
-მე და თორნიკე დავქორწინდით.
-დაქორწინდით? როდის,როგორ,რატომ არაფერი არ თქვით.ასე მარტოებმა როგორ შეეჭიდეთ ამ დიდ და პრობლემებით სავსე ცხოვრებას.
-ვიცოდით მამა არასოდეს არ დაგვთანხმდებოდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ასე უთქმელად გაგვეკეთებინა.
-ეს სიმართლეა,ის არასოდეს არ დაგთანხმდებოდა.
-შენ? შენ რას გვეტყვი დედა.
-არ ვიცი,მართლა არ ვიცი რა ვთქვა,რა გითხრათ გარდა იმისა რომ მოგილოცოთ,გილოცავთ შვილებო.იას გულიც აუჩუყდა და ცრემლიც მოერია და ფატიც აცრემლებულ დედას მოეხვია.
-ახლა დაწყნარდით ორივემ და რა მოხდა,რაზე ფიქრობ ასე რომ ცუდს ფიქრობ.იამ თორნიკეს შეხედა და ყველაფერი უამბო,გაშეშებული და გაოცებული უსმენდა იას და ბოლოს თქვა.
-ასეთი რთული სიტუაცია როგორიც თქვენ გაქვთ,შეუძლებელია უკვალოდ დასრულდეს.ვხედავ ახლოვდება რუხვაძის დასასრული და ის ყველაფერზეა წამსვლელი თავი გადაირჩინოს,ბოლოს ის არც ძმას დაზოგავს მხოლოდ იმიტომ რომ ის მშრალი გამოვიდეს წყლიდან.
-მეც მასე ვფიქრობ და რატის გაუჩინარება დარწმუნებული ვარ,რომ გაგას უკავშირდება,მაგრამ ვერ შეძლებს რამე დაუშავოს, რატის გვერდით ძალიან გავლენიანი პიროვნება დგას,ექიმი კიზირია.
-შეიძლება ვერ დაუშავოს და სერიოზული რამ არ მოხდეს,მაგრამ ეს უკვე საშიშია.მე არ დავფარავ და გეტყვით რომ არც კამლაძე არ მომწონს.თორნიკემ იას შეხედა.
-წლებია გიცნობ და პირველად გეთანხმები, მე და შენ პირველად ვფიქრობთ ერთნაირად,რადგან კამლაძე მოსვლის დღიდან არ მომწონს.
-მე მომწონდა მაგ ქალი და ცდილობდა ჩემთან დაახლოებას,მეგობრობას,მაგრამ კარგად რომ გავიცანი მის სახეზე ყალბი ღიმილია,ვფიქრობ სულ სხვა მიზანი და სულ სხვა გეგმები აქვს.
-მეც მასე ვფიქრობ,ვფიქრობ ყველაფერზეა წამსვლელი რომ კომპანიის სადავეები ხელში აიღოს და ვინ იცის იქნებ უარესის გაკეთებაც შეუძლია თუ ჯერ არ გაუკეთებია.
-რას გულისხმობ,შენ რაღაც იცი.
-ყველაფერს მისი დრო აქვს,მაგრამ მოდი ასე მოვიქცეთ არ შევიმჩნიოთ რატის გაუჩინარება,თუ რამე შეგეკითხოს გაგამ უთხარი რომ სადმე გაემგზავრა,მე კი ნიკას დაველაპარაკები და კარგია იყოს საქმის ყურში.თორნიკემ ნიკას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა,ნიკამაც გადადო ყველა საქმე და თორნიკეს შეხვდა.ისაუბრეს,განიხილეს რამდენიმე საკითხი და თორნიკეს უთხრა.
-ჩემს გარეშე არაფერი არ მოიმოქმედოთ,ვნახოთ რას იზამს თავად დიდი რუხვაძე.

-მორჩა,სწორედ აქ დადგა შენი დასასრული რუხვაძე,რადგან შენ გაბედე და ჩემზე ისევ ასწიე ხელი.ცხოვრების აზრი გამიმძაფრე,ეს გამოწვევაა შენგან და ჩემში კი ახალი საქმის დასაწყისია.ფეხს წაარტყამ რუხვაძე და ისე მწარედ რომ სიმწრისგან იტირებ.გადი-გამოდიოდა რატი და თავის თავს ესაუბრებოდა.ძირს ერთი თხელი ლეიბი ეგდო,იქვე არყის ბოთლები და მიხვდა რომ ეს ყველაფერი განგებ იყო გაკეთებული.
-არ გაბედო,რატი თავს მოერიე შენი ცხოვრების ქალი გელოდება და არ უნდა შეცდე,ხელი ბოთლისკენ არ უნდა წაიღო,მათ უნდათ რომ ალკოგოლს დაუბრუნდე.ვინ თუ არა შენ რუხვაძე და შენ არ იცი როგორ გაგანადგურებ,მაგრამ შენამდე რომ ამაყი და თავაწეული მოვიდე უნდა შევძლო,უნდა გავაკეთო და სასმელს არ დავუბრუნდე.

-ვალერა ძია მარტო ხარ? ძია რატი არ მოვიდა?
-მარტო ვარ,რატი სამი დღეა არ მინახავს და არც ტელეფონზე დაურეკავს,შენ? არც შენ გინახავს?
-არა,რომ მოვედი და არ დამხვდა ვიფიქრე წავიდათქო.
-სად იყავი,ისევ ფოტოებს იღებდი?
-არა,დღეს ჩემი დაიკო მოვინახულე და ჩვენს კარგ და კეთილშობილ მამიკოზე ვისაუბრეთ.
-შეგიშინებია გოგონა,რას ერჩოდი.ჩაეღიმა ვალერას.
-უნდა გაიგოს რა ქვეწარმავალია მისი მამა,მან ყველაფერი უნდა იცოდეს.
-ფოტოების გადაღებას ისევ აგრძელებ?
-ვაგრძელებ და ვერ წარმომედგინა ასეთი საშინელება თუ იქბნებოდა ღამით ქუჩებში.
-ვიცი,მეც ბევრჯერ მინახავს ეს სიბინძურე.

-წყალი,წყალი მოიტანეთ აქ არავინ ხართ? ყვიროდა რატი მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა,რადგან იქ არავინ იყო.

-სად ხარ,სად წადი რატი სად. რატის ტელეფონი ისევ გათიშული იყო და ია ნერვიულად გადი გამოდიოდა,გაგას კაბინეტში კი ორივე ძმებს ბრძოლა ჰქონდათ და მათ კამლაძე კარებთან მდგარი უსმენდათ.
-ჩვენ ვინ ვართ ამ კომპანიაში გაგა.მთელი ხმით ყვიროდა ზვიადი.
-რა გინდა ზვიადი რა არ მოგწონს.გაგა სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-რა ვერ გაიგე,რომ არ მინდა თორნიკე იმ თნამდებობაზე დასვა როგორც შენ გინდა,არ მინდა სულ ჩემს წინ იყოს და ფეხებში მედებოდეს.ფატიმ გაიგონა ყვირილის ხმა თორნიკეს შეხედა და ორივე გაგას კაბინეტისკენ წავიდა,ორივემ შეხედა კარებთან მიდარაჯებულ ნათიას და მის ზურგს უკან ჩაახველა.
-უკაცრავად,ეს ყველაზე ცუდი საქციელია სხვისი საუბრის მოსმენა,თუ ასე გაინტერესებს რაზე დაობს მამა და ბიძა შედით და უკეთესად იქ გაიგებთ.
-ვერ გავიგე? გგონიათ,რომ მე...........
-არ მგონია, ქალბატონო ნათია თქვენ შეგნებულად უსმენდით რას საუბრობდნენ და რაზე კამათობენ,ისე გართული იყავით მოსმენით ფეხის ხმაც კი ვერ გაიგონეთ.ახლა კი გამატარეთ,საქმე მაქვს მამასთან.ფატიმ კაბინეტის კარი შეაღო და თავისი მტკიცე ხმით განაცხადა.
-ბოდიში ბიძაჩემო,მაგრამ არავის არ შეუძლია თორნიკეს გაძევება ამ კომპანიიდან.
-ვითომ რატომ? ჯვარი გვაქვს დაწერილი მასზე თუ რატომ არ შეგვიძლია მის გარეშე ყოფნა.
-შენ წარმოიდგინე და გვაქვს,მე დავიწერე ჯვარი და ხელიც მოვაწერეთ, ასე რომ ის ჩემი კანონიერი მეუღლეა.
-ვინ არის? ფეხზე დადგა გაგა და ფატის შეხედა.
-დიახ მამიკო,გაიცანი თორნიკე ქართველიშვილი თქვენი არა როგორც თანამშრომელი და თქვენი ხელქვეითი,არამედ ის თქვენი სიძეა.
-რას ამბობ ფატი.
-იმას ვამბობ მამაჩემო,რომ ჩვენ დავქორწინდით.
-ბატონო გაგა ახლა უფრო მნიშვნელოვანი სულ სხვა რამაა,ჩვენ გვერდით და აქ ამ კომპანიაში გვყავს მტერი და ის მტერი ცდილობს კომპანიის განადგურებას,ეს იმ დღევანდელ კამლაძის საუბარზედაც უნდა იფიქროთ და ის ახლაც კართან იდგა და თქვენს საუბარს ღიმილით და კმაყოფილი სახით უსმენდა.
-შენ კი ბიძაჩემო თორნიკეზე სიძულვილს,ეს თვალები კარგად გაახილე რა ხდება აქ შენს თვალწინ და კარგი იქნება ამ ზიზღის გრძნობას თუ გადალახავ,რადგან რაც კი ჩვენს თავს ხდება ეს სწორედ შენი ბრალია,თქვენ ორივე ხართ ყველაფერში დამნაშავე და სხვას არაფერი არ დააბრალოთ.დირექტორის სკამზე დღეიდან თორნიკე დაჯდება,თუ გინდათ შევინარჩუნოთ კომპანია.
-რას ამბობს ძმაო შენი ქალიშვილი,ამ პოსტზე დაჯდება ეს აყლაყუდა და მე მივდივარ კომპანიიდან.უთხრა ზვიადიმ გაგას და კონიაკი ჩაისხა ჭიქაში,რომელიც სულმოუთქმელად დაცალა.
-არსადაც არ წახვალ,შენ აქ იქნები ჩემს გვერდით რადგან დირექტორის პოსტი ჯერ-ჯერობით არავინ არ ინიშნება.
-მაშინ მე ამ კომპანიაში არაფერი არ მესაქმება,ამიტომ უკეთესია წავიდე და ეს უმაქნისი ძმა აქ გყავდეს,სულ მალე კი თავად ნახავ რაც მოხდება კომპანიაში ეკონომიის მხრივ. გეუბნები და არ გესმით ან არ გინდათ გაიგოთ.თორნიკე კაბინეტიდან გავიდა,თავის კაბინეტში შევიდა და მისი ნივთების ალაგება დაიწყო,კაბინეტში კი მხოლოდ ზვიადი და გაგა დარჩნენ.
-რა გააკეთე რაც გთხოვე,ყველაფერი რიგზეა?
-ერთ სარდაფში ჩავკეტეთ და იქ მხოლოდ სასმელი მივუტანეთ,ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს რომ სმა დაიწყოს.
-დარწმუნრებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,რომ ცდუნებას ვერ გაუძლებს.
-ვნახოთ,იმედია დაცული ხარ და ვერავინ ვერ გაიგებს ვინ დგას ამ საქმის უკან.
-ვიზრუნე ამაზედაც,მე არსად არ ვჩანვარ და არც შენ.

მძაფრი და მშფოთვარე იყო ნათიას რექცია ფატისთან პირის პირ საუბრის შემდეგ,ბოღმა რომელიც გულში ჰქონდა უფრო გაიზარდა და გაასმაგდა,მხოლოდ და მხოლოდ მისი შურისძიება მათი ჩაძირვა და განადგურება არის.კარი გაიღო და ნათიამ შეშინებულმა შეხედა კარში მდგარ სახეგაფითრებულ ნოდარის.
-რა გჭირს,ნოდარ რა მოხდა ცუდად ხარ? ნოდარიმ ჯერ წყალი დალია და ნათიას შეხედა.
-რა მოხდა,ფერი არ გადევს რამე ცუდი გაიგე?
-გაგა ეჭვებშია.
-რა ეჭვებში, რას ამბობ.
-ეჭვებშია,რომ კომპანიაში არის მის სიახლოვეს ვიღაც ვისაც კომპანიის განადგურება და ჩაძირვა უნდა.
-რამე შეიმჩნიე?
-არა,მეც გაოცებული ვუსმენდი, მაგრამ თვალებში მიცქერდა და ვიგრძენი რომ რასაც ამბობდა ჩემს მიმართ ამბობდა.
-ვერა,ჩვენამდე ვერ მოვა ეს მე მომანდე.
-მოვა ეს დროც,თორნიკე გვამხელს მეც და შენც.
-თორნიკეს სულ მალე აქედან გავაძევებ.
-ვერ შეძლებ ამას,უკვე ვეღარ შეძლებ ძალები არ გეყოფა.
-ვითომ რატომ? ადამიანი რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობაში,არცერთი აქციონერი არ მისცემს უფლებას დირექტორად დავიგვისვას გაგამ.
-ნუ ეძებ გამოსავალს რომელიც აღარ არსებობს,თორნიკე და ფატი დაქორწინდნენ.
-რაააააა? ეს შეუძლებელია,ეს არ უნდა მომხდარიყო.
-უფრო მეტი,თორნიკეს შენზე აქვს ეჭვი მან ყველაფერი მოისმინა იმ დილას რომ ვსაუბრობდით.
-ეს როგორ გაიგე,რამე გითხრა?
-იცის რომ შემოგზავნილი ხარ და ახლა ცდილობს გაიგოს ვისგან ხარ შემოგზავნილი,ვისგან ღებულობ დავალებებს.
-სიმართლე გითხრა, ვინ დგას ჩემს უკან ეს მეც არ ვიცი.
-ასე როგორ ენდობი ვიღაცა უცნობს,ვინც ჯერ თვალითაც არ გინახავს.
-არ ვიცი,უზარმაზარი თანხა გადამიხადეს და მეც დავთანხმდი.
-კარგი,მოვა დრო გავიგებთ ვინ დგას ჩვენს უკან,მაგრამ გუშინდელი უნდა გითხრა.
-რა მოხდა გუშინ.
-ანამარია ბიბილურმა ფატი მოინახულა,გუშინ მასთან იყო მისული.
-ეს უკვე საინტერესოა,ნოდარ ის გოგონა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ყველაზე პირველებმა.
-ვიპოვით,უკვე დავაყენე ხალხი და მივაგნებთ.
-ახლა წადი,არ მინდა აქ გნახოს ვინმემ და თორნიკემ ყველაზე მეტად.ნოდარიმ გავიდა და ნათიამ ტელეფონზე დარეკა.
-დილა მშვიდობისა,უნდა შევხვდეთ ეს აუცილებელია.
-სად.
-ნაცნობ ადგილზე.
-მოვდივარ.ნათიამ კომპანია დატოვა და ქალაქიდან შორს ერთ ძველ-მოდურ კაფეში შევიდა,თვალი მოავლო და ნაცნობ თვალებს წააწყდა.
-სად ხარ აქამდე,ტელეფონი არ გაბედო და არასდროს გამითიშო.გისმენ,რა იყო ასეთი საჩქარო.
-არ ვიცი ეს როგორ მოხდა,მაგრამ თორნიკე და ფატი დაქორწინდნენ.
-ყველაფერი გააკეთე,რომ ისინი დაშორდნენ.
-შევეცდები.
-არ შეეცდები,ამ საქმეს მიხედავ და ყველაფერს ხუთიანზე გააკეთებ.
-დრო მჭირდება,ეს ასე მალე არ მოხერხდება.
-მომისმინე,ერთი შეკითხვა მაქვს.
-გისმენ.
-ვინ მოკლა მალიბუ.
-არ ვიცი უფროსო.
-დარწმუნებული ხარ,რომ არ იცი?
-არ ვიცი,ეს საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია პოლიციისგან.
-კარგი,მე თავად გავარკვევ და თუ შენი ხელი ურევია ამ საქმეში იცოდე რომ გაქრები.
-მე,მე,მე რატომ.....................
-მე თავში გაგაფრთხილე,რომ ქალებს არ ვეხებით და არ ვკლავთ რადგან ჩვენ არ ვართ ცივსისხლიანი და უგულო ადამიანები.ამ საქმეს პოლიციაზე ადრე მე გამოვიძიებ და მე თავად დავსჯი დამნაშავეს.ნათიას ფერი დაეკარგა,ენაც დაება და მეტყველება დაკარგა,მიხვდა რომ ძალიან დიდ შარში გაება.
-ნოდარი ანთაძე, რა საერთო გაქვს მასთან.
-ნოდარი გაგას პირადი ადვოკატია და ჩემი ინფორმატორი,ყველა ახალ ინფორმაციას ის მაწვდის.
-რას დაპირდი რომ დაითანხმე.
-გაგაზე გულდაწყვეტილია და უნდა დაინახოს დამარცხებული და განადგურებული.
-დღემდე მჯეროდა შენი,მაგრამ შენ შენს უფლებებს გადააჭარბე ნათია.
-არა უფროსო,მე............
-ეცადე იპოვო მალიბუს მკვლელი,ეს შენი გზებით გააკეთე და მე კი ჩემი გზებით ვიპოვი,ვიპოვი და ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციას და კიდევ გეუბნები,თუ რამე მიგიძღვის ოდნავი ბიძგიც კი მალიბუს მკვლელობაში იცოდე მსოფლიო ძებნა რომ გამოცხადდეს ვერავინ ვერ შეძლებს შენს პოვნას,იქამდე სადამდე მე ცოცხალი ვიქნები ხომ იცი რომ რასაც ვიტყვი იმას ვასრულებ.ახლა წადი,აღარ მინდა შენს სახეს ვუყურო.ნათია უხმოდ ადგა და კაფე დატოვა,სიბრაზისგან მთელი სხეული შიგნიდან უხურდა და ეს მისი მღელვარება მხოლოდ მაშინ ჩაცხრება,როცა შხამს სხვაზე გადაიტანს.კომპანიაში აღარ მისულა,ბინაში მივიდა და სიბრაზის ჩახშობა კონიაკით დაიწყო.
-შენს გამო რატი მივატოვე,შენს გამო დავანგრიე ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ შენ? შენ არც კი შემომხედე და ახლა იცი რა მინდა? შენგან უარყოფილი სიყვარულის გამო შენზე შური ვიძიო.ნათია ბოღმით სავსე იჯდა და კონიაკის ბოთლით წარსულს ტიროდა,ანამარია კი თავისი მტკიცე და ძალზე გაბედული ნაბიჯით მიიწევდა წინ,უეცრად შეჩერდა და ერთ მამაკაცს დაკვირვებით მიაჩერდა,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ფოტო ნახა,ჩაეცინა რამდენი წელია მასთან შეხვედრას ოცნებობს და აი დადგა ეს წუთიც.სივიწროვე იყო მაგიდებს შორის და ყურადღება მიიქცია სანამ მიაღწევდა მამაკაცთან,ხმაურით გამოსწია სკამი და უცნობის წინ დაჯდა.
-უკაცრავად შეგაწუხებთ აქ რომ დავჯდე?
-სხვაგან ვერ იპოვე ადგილი?
-არის ადგილი,მაგრამ მე ჩემს წინ მჯდარ არაკაცს მინდა რამოდენიმე სიტყვა ვუთხრა.
-ვინ ხარ და როგორ ბედავ ასეთ საუბარს ჩემთან.
-თავად ვინ ხარ.
-მე სახელმწიფო მოხელე ვარ და შემიძლია დაგაკავოთ.
-მართალია,სახელმწიფო მოხელე იურისტი ბატონი ნოდარ ანთაძე ხარ თუ შეცდომით არ ვამბობ.
-არა,არ სცდები ნოდარ ანთაძე ვარ, იურისტი.
-თავაზიანობა არც არასდროს იცოდით და არც ველოდი თქვენგან ზედმეტ თავაზიანობას.
-მეტყვით ვინ ხარ თუ დაცვას დავუძახო.
-მე დავუძახებ თავად და თან ყველას გასაგონად ვიტყვი რა არაკაციც ხართ,ეს ყველამ უნდა გაიგოს.
-როგორ მიბედავ ასეთი ტონით და ასეთი სიტყვებით საუბარს.ფეხზე წამოდგა ნოდარი და ერთიანად ცახცახებდა.
-დაბრძანდით,ყურადღებას იქცევთ და ეს თქვენთვის არის ცუდი მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.
-აღარ ვმუშაობ,როგორც ადვოკატი.
-ვიცი,უამრავი ფული აიღეთ ერთი უბრალო ქალის გაუბედურებაში.
-მერამდენედ გეკითხებით,ვინ ხართ.
-არ აქვს მნიშვნელობა მე ვინ ვარ,მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ შენ,უკაცრავად თქვენ.
-დაცვას დავუძახებ და აქედან გაგაძევებენ.
-22 წლის წინ ერთი უბრალო და უდანაშაულო ქალის დაცვა აიღეთ საკუთარ თავზე,ისე რომ არც გიკითხიათ იმ ქალისთვის მას უნდოდით თქვენ ყოფილიყავით მისი ადვოკატი თუ არა,მიუხედავად ყველაფრისა თქვენ ის ვერ დაიცავით ან არ გინდოდათ მისი დაცვა ეს ხომ ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო,რადგან ყველაფერი გააკეთე,რომ ის ქალი ციხეში ჩაგეშვა და მისთვის სასჯელი მიგეცა ,,სამუდამო''.თქვენ მისმა პირადმა ადვოკატმა საზარელი და უზარმაზარი ტყუილი შეთხზეთ და მიაღწიეთ იმას, რომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
-ვინ ხართ.უკვე დასუსტებული და აკანკალებული ხმით შეეკითხა მის წინ სიბრაზით თვალებდაწითლებულ გოგონას.
-ის ვარ ვისაც შეუძლია ამ ტყუილის გამო პასუხი მოგთხოვოს,მკვდრეთით ამდგარი.
-რა გინდათ ჩემგან,ჩემი ბრალი არაფერია მე ბიბრძანეს ეს გამეკეთებინა.
-ახლა კი მე გიბრძანებ,რომ როგორც მისი ადვოკატი გაასაჩივრებ ამ განაჩენს და წლების წინ თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომას გამოასწორებთ.იტყვით რომ თქვენ დაგემუქრნენ და ამიტომ დაადანაშაულეთ იმ დანაშაულში რომელიც არ ჩაუდენია ქალბატონ ინდირა ვერულაშვილს.ანამარიამ თვალებში შეხედა ნოდარს.
-რომ არ გავაკეთო?
-წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტყვი რაც გაკავშირებს კამლაძესთან და რაც გააკეთე მასთან ერთად.
-თქვენ,თქვენ ეს,ეს სიცრუეა.
-მე ჩემი სიტყვა გითხარით,დროის ათვლა იწყება 66 საათი გაქვს დრო.
-66 საათი ეს ხომ 4 დღეა,4 დღეში რა მოვასწრო.
-ეს უკვე თქვენი საქმეა,თქვენ ხომ წუთში დაანგრიეთ ინდირა ვერულაშვილის ცხოვრება,მე დროს გაძლევთ,დროის ათვლა კი ამ წუთიდან იწყება.ანამარიამ თვალებში ჩახედა ნოდარს და იმ თვალებით უთხრა საბოლოო სიტყვა,რომელმაც ნოდარი შეაშინა და ფერ დაკარგული უცქერდა მიმავალ ანამარიას.ანამარიამ თეთრი ვარდები იყიდა და სასაფლაოს გზას აუყვა,იქ მისულს თმაჭაღარა მოხუცი დახვდა,დავითს ელაპარაკებოდა და ტიროდა.ფეხის ხმაზე მოიხედა და მის უკან მდგარი თვალცრემლიანი გოგონა დაინახა.
-ვინ ხარ შვილო.შეეკითხა,მაგრამ ხვდებოდა ვინც იყო.
-მე ის ვარ,ვინც აქ ჰგონიათ დასაფლავებული,მე ანამარია ბიბილური ვარ.
-შენ,შენ ხარ ანამარია შვილო? შენ ხარ ის პატარა გოგონა ალექსანდრემ ჩემთან რომ მოგიყვანა იმ საშინელ ღამეს.
-თქვენ ვინ ხართ,მაპატიეთ ვერ გაგიხსენეთ.გაოცებული თვალებით შეხედა ანამარიამ მოხუცს.
-მე რობერტი ვარ,მებაღე რობერტი ასე მიცნობს ყველა.
-რუხვაძეების მებაღე? ისევ იქ მუშაობთ,ისევ მათთან ხართ?
-იქ რომ არ ვყოფილიყავი ვერ დაგიცავდი შვილო,ვერც შენ და ვერც დედაშენს.
-დედაჩემს? იცნობ მას და გაქვთ კონტაქტი?
-მთელი ეს წლები ერთი ზარი არ დაგვისრულებია ისე,რომ შემნზე არ გვესაუბრა,მაგრამ მე იმ მალიბუზე ვესაუბრებოდი და ვუყვებოდი,მასზე ვაწვდიდი ამბებს.
-გეკითხებოდათ და ჩემს ამბავს კითხულობდა,გამოდის მე მას ვახსოვდი.
-ახსოვდი და სულ ენატრებოდი.დედაშენმა ბევრი იტანჯა შვილო,ძალიან ბევრი იწვალა შენი სიცოცხლე რომ გადაერჩინა,მან ეს შეძლო და აქამდე მოვიდა.მიხარია რომ კარგად ხარ და ისევ აქ ხარ.
-ამდენი წლის შემდეგ რომ თქვენც აქ მამას საფლავთან ხართ,ეს ნიშნავს რომ ისევ გახსოვთ მამა.
-დავითი საოცარი ადამიანი იყო,ის ჩვენგან არც არასოდეს არ წასულა,ის ჩვენთან არის მე კი მასთან ვარ და ასე მოვდივარ,ვსაუბრობთ და ამბებს ვუყვები ჩემს მეგობარს.შემეძლო,მე შემეძლო თავიდან აეცილებინა დავითს ის საშინელი ღამე,მაგრამ ვერ შევძელი.ვნანობ,ძალიან ვნანობ.
-თქვენ გააკეთეთ ის რაც შეგეძლოთ და ეს ასე უნდა მომხდარიყო,მაგრამ მადლობა ყველაფრისთვის,მე წავალ ძია რობერტი.
-თუ ნებას მომცემ,მინდა რაღაც გითხრა შვილო.
-გისმენთ.
-შორს იყავი რუხვაძეებისგან,ისინი ყველაფრის მკადრებლები არიან და არავის დაინდობენ,რომ თავიანთი დანაშაული არ გამოჩნდეს.
-ნუ ნერვიულობ ძია რობერტი მათმა შეძლეს და მომერიეს მე როცა 4 წლის ვიყავი,ახლა არ მეშინია მათი და არ დავუშვებ დამნაშავემ თავისუფლად იაროს და დედამ ქვეყანა დატოვოს იმიტომ რომ მათმა უკეთესად იგრძნოს თავი მისი გაუჩინარებით.დღეს მე ძლიერი ვარ,დღეს მე არ ვარ ისეთი სუსტი როგორც მაშინ.

-კომისარო,ახალი ამბავი მაქვს,მაგრამ საიდუმოდ მითხრეს ჯერ-ჯერობით.
-რა ხდება ნიკა.
-სად არის ქობალია.
-აქ ვარ ნიკუშ რა ხდება.
-შემოდი და დაკეტე კარი.
-თქვი რა ხდება ახვლედიანო ნუ იცი ნერვებზე თამაში.შეუბღვირა ნიკას კომისარმა.
-კარგი გეტყვი ნუ ბრაზდები,ისე გიხდება სიბრაზე.
-ნიკოლოზ............
-გუშინ სანდო წყარომ მაცნობა,რომ დღეს უკვე მეხუთე დღეა რაც გაუჩინარდა რატი დოგანაძე და თან თქვა,ეჭვი რუხვაძეებისკენ მიდის.
-გასაგებია,მაგრამ თუ ძებნაზე განცხადება არ შემოვიდა ჩვენ არ გვაქვს უფლება ვეძებოთ ადამიანი,მაგრამ რატის კარგად ვიცნობ,ის ძალიან კარგი ადამიანია.რას იტყვით თქვენ,დავიწყოთ ჩვენით ძებნა?
-ჩემი აზრით უნდა დავიწყოთ და ვინ დგას რატის გატაცების უკან ეს უნდა გავარკვიოთ,დარწმუნებული ვარ ესეც რუხვაძეების ერთ-ერთი საიდუმლოა.კომისართან შიდა ტელეფონმა დარეკა და თვითონ კომისარმა უპასუხა.
-გისმენთ.დიახ,მე გახლავართ ბატონო პროკურორო.დიახ,დიახ ვიცნობ პირადად ამ ადამიანს და მეც პირადად დავკავდები ამ საკითხით.
-არ მითხრა,რომ პროკურორმა რატის ძებნა გიბრძანა.
-პირდაპირ პროკურორს დაურეკა ქალბატონმა იამ და რა ვქნათ ბიჭებო,შევუდგეთ საქმეს?
-შევუდგეთ,მაგრამ რუხვაძეებისგან დაფარულად მათმა რომ გაიგოს ვეძებთ რატის დაფრთხებიან და გაანთავისუფლებენ.
-კარგი,რა გეგმა გაქვთ.
-აქ ზვიადის უნდა ვუთვალთვალოთ და მისი სატელეფონო ზარის მოსმენაც კარგი იქნებოდა.
-გაუშვით ვინმე ვინც ზვიადის უთვალთვალებს,რობაქიძეს სატყელეფონო ზარის მოსმენა დაავალეთ და სხვებმა რამე გააკეთეთ.


-წყალი,წყალი მოიტანეთ ხალხი არ ხართ? რატიმ კიბესთან მიიტანა არყის ბოთლები და ძირს დაღვარა,შემდეგ კი საწოლთან მიმოაბნია ცარიელი დაცლილი ბოთლები.სარდაფის კარი გაიღო და დახვეულ კიბეზე ვიღაც მძიმე ნაბიჯებით ჩამოვიდა,რატიმ თავი ასწია და თითქოს არ აინტერესებდა ვინ იყო,გვერდი იცვალა და გადაბრუნდა.
-წყალი გინდა თუ არაყი,არ მოგერიდოს იქნებ კონიაკი უკეთესია მეგობარო.რატიმ თავი მოაბრუნა უცნობისკენ და მოჭუტული თვალით შეხედა მის თავთან მდგარ ორ ნიღბიანს,თითქოს ეცნო ერთის ხმა,მაგრამ გაუღიმა ორივეს და უთხრა.
-დავლიოთ?
-დავლიოთ,დაწყე შენ და ჩვენც მოვალთ სხვებსაც მოვიყვანთ.რატიმ ჩაიცინა,წამოდგა და ფეხარეულმა მათკენ წაიწია, მაგრამ წაიქცა.ნიღბიანებმა კი გულიანად იცინეს მის ასეთ მდგომარეობაზე და წავიდნენ,რატიმ კი გახედა მიმავალთ და ჩაილაპარაკა.
-გავალ აქედან და გაჩვენებთ ვინ ვარ.კიბეები აიარეს თუ არა ერთ-ერთმა ტელეფონზე დარეკა.
-როგორც ვვარაუდობდით დაიწყო დალევა,ფეხზე ვერ დგას ისეთი მთვრალია.
-კარგი,კიდევ მიეცით დასალევი.
-აქვს უფროსო ახლა მივუტანეთ,კიდევ რამდენი დღე უნდა გვყავდეს აქ ჩაკეტილი.
-რამდენიც საჭირო იქნება,მთავარია კარგი შედეგი ვნახო ბოლოს.ზვიადი ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან გაგას კაბინეტისკენ მიიწევდა,მაგრამ იქით მიმავალი ია დაინახა და თავი აარიდა იასთან შეხვედრას,კაბინეტში კი გაგა მის ტელეფონზე პროკურორის ზარს უპასუხა ფერდაკარგულმა.
-გისმენთ პროკურორო.გაგა უსმენდა და სახეზე ფერები გადადიოდა,გათიშა თუ არა ტელეფონი თავის კაბინეტის კარიც გაიღო და შეხედა მის წინ ნერვიულობით და უძილობით განადგურებული ია იდგა,მაგრამ აფეთქდა და შეუტია.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ? რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს, შეგიძლია ამიხსნა რას ნიშნავს შენი ზარი პროკურორთან?
-რატომ ანერვიულდით, ბატონო გაგა ხომ არაფლის შეგეშინდათ?
-როგორ შეაწუხე პროკურორი, რომ ერთი ლოთის გამო ძიება გამოაცხადა მთელ ქალაქში.
მე? ჩემზე საერთოდ არ იფიქრე, პროკურორის ნომერს რომ კრიბავდი?
-შენზე ვიფიქრო? და რატომ უნდა ვიფიქრო შენზე, შეგიძლია მითხრა?
-სულ დაკარგე აზრიც და თავმოყვარეობაც იმ ლოთის გამო?
-აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ,მოვედი რომ გაგაფრთხილო.
-გამაფრთხილო?
-დიახ,კარგად გაიგონე გაგაფრთხილო,რომ იმედია არანაირი კავშირი და შეხება არ გაქვს რატის გაუჩინარებასთან.
-მე? საერთოდ აზროვნებ? მე რა საერთო უნდა მქონდეს მის გაუჩინარებასთან.
-სწორედ მეც ამას გეკითხები და იმედია,სიმართლეს ამბობ სხვა შემთხვევაში იცი რასაც გავაკეთებ და ამჯერად უკან არ დავიხევ გაგა.
-საკმარისია,საკმარისია უნდა გრცხვენოდეს ჩემს წინაშე დგეხარ და შენს საყვარელზე მელაპარაკები,მრცხვენია ეს წლები შენთან რომ ვცხოვრობდი,რადგან თურმე კარგად არ გიცნობდი.
-შენ? შენ გრცხვენია იმ წლების რომლებიც ერთად ერთ სახლში გავატარეთ? შემომხედე კარგად,გაგა მე არასდროს არ ამიწევია არავინის წინაშე ხმა არათუ ხელი.არ მომიკლავს,არ გამიუპატიურებია და არ გადამივლია მკვდრებზე,არ დამიწვავს მათი ჯერ კიდევ ცოცხალი სული ცეცხლში.მე სუფთა ხელი მაქვს,სუფთა გული და სუფთა სინდისიც,მხოლოდ ჩემი დანაშაული ერთადერთია, რომ შემიყვარდა.მე მთელი გულით შემიყვარდა და ამ სიყვარულის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არ წავსულიყავი შენგან,მერე როცა შენთვის ყველაფერი სულერთი გახდა მე წავედი,წავედი და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე მიმიღია.მე ვიპოვე სიმშვიდე ჩემს პატარა და თბილ ბუდეში,შენ ფულის და ქონების,სიმდიდრის მოყვარული იყავი ყოველთვის.ამ ამპიციებით ცხოვრობდი, კლავდი და მდიდრდებოდი,მე კი მომბეზრდა შენი ასეთი ყოფა და ვარ იქ სადაც სრული სიმშვიდეა.
-მე რაც გავაკეთე,იმიტომ გავაკეთე მამაშენის დანმაშაული დამეფარა და კომპანია გადამერინა.
-მამაჩემს დანაშაული არ ჰქონდა, გაგა ეს შენ იყავი და ხარ ცოდვებით სავსე.დანაშაულით მოდი ამ კომპანიაში და დანაშაულით ხარ დღემდე აქ.არავის შეეკითხე ეს სკამი შენ გეკუთბოდა თუ სხვას,ეს სკამი გიფარავს,ეს სკამი გიცავს იმ სიბინძურეებისგან რომელსაც სჩადიხარ და შემდეგ ამ სოროში იმალები ვირთხასავით.
-წადი,წადი ვგრძნობ რომ თავს ვერ შევიკავებ და არ ვიცი რას ვიზამ.
-მე ვიცი რასაც ვიზამ,სამყაროს გადავატრიალებ და არ მოვისვენებ მანამ სანამ რატის არ ვიპოვი და შემდეგ კი გამოძიებას დავიწყებ,ვინ დგას ამ საქმის უკან ვიპოვი,ვიპოვი გაგა და დიდი იმედი მაქვს კვალი შენამდე არ მომიყვანს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent