შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (მეთექვსმეტე თავი)


2-01-2020, 20:38
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 387

თათია ნელ- ნელა აეწყო ახალი ცხოვრების რიტმს. გადაწყვიტა ტასო ბაღში მიეყვანა და სამსახური მოეძებნა. დანაზოგი კი ჰქონდა, მაგრამ არა იმდენი, რომ შესძლებოდა უზრუნველად ეცხოვრა. თათია იმ ბაღს ესტუმრა, რომელიც მის სახლთან შედარებით ახლოს იყო, მაგრამ უთხრეს რომ ადგილები არ ჰქონდათ. თათიამ ინტერნეტში მოძებნა ყველა ახლოს მდებარე ბაღი, მათგან მხოლოდ ერთი იყო, რომელთან მისასვლელადაც მხოლოდ ერთი ტრანსპორტი სჭირდებოდა. ამიტომ, საბუთებით ხელში იმ ბაღს მიაკითხა. აქაც იგივე უთხრა დირექტორის მოადგილემ- ამ ეტაპზე ადგილები არ გვაქვსო. კარში გასვლისას ვიღაც შეეჯახა, მოსაბოდიშებლად შემობრუნდა. ის ვიღაც ნათია აღმოჩნდა. ნათიას გაუკვირდა მისი დანახვა.
- გამარჯობა თათია, როგორ ხარ?
- კარგად, გმადლობ. შენ როგორ ხარ? - დაბნეულმა უპასუხა თათიამ.
- მეც არამიშავს. გამიკვირდა აქ შენი დანახვა.
- ტასოს მიყვანა მინდა ბაღი. ორ ადგილას ვიყავი და უარი მითხრეს. ახლა აქ მოვედი და...
- აქაც უარი გითხრეს?
- კი. ადგილები არ გვაქვსო. და შენ აქ რაზე იყავი?
- ელენე დამყავს ამ ბაღში.
თათია ისევ ანერვიულდა. პირველი რაც გაიფიქრა ის იყო, რომ არ იფიქროს აქ სპეციალურად მოვედიო.
- ააა. გასაგებია. წავალ, სხვაგანაც ვცდი, იქნებ სადმე იყოს თავისუფალი ადგილი.
- არა, სხვაგან ნუ წახვალ. ამ ბაღის დირექტორს გუგა იცნობს კარგად. დავარეკინებ და მიიღებს აუცილებლად
- არა რას ამბობ, რა საჭიროა. სხვაგან ვცდი. - ანერვიულდა თათია.
- რატო უნდა იწვალო? დარწმუნებული ვარ იქაც იგივეს გეტყვიან. მოიცა, ეხლავე დავურეკავ გუგას. თან სთხოვს და ელენეს ჯგუფში ჩასვამენ. უფრო გაუადვილდება. თან ჩემმა შვილმაც კარგად გაუგო, მის მერე სულ მეკითხება კიდევ როდის ვნახავთ ტასოსო.
პასუხად თათიამ მხოლოდ გაიღიმა.
- იმ კვირაში თამრიკოს დაბადებისდღეა, გამოდით შენ და ტასოც.
- რავიცი, ვნახოთ. - შორს დაიჭირა თავი თათიამ.
- ისედაც დაგირეკავს თვითონ. მოიცა, დავრეკო გუგასთან.
ნათიამ ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
- გუგაა, გცალია ორი წუთით?
- კი, გისმენ რა მოხდა?
- რა და , ეხლა ელენესთან ვიყავი ბაღში და თათაია შემხვდა. რამდენიმე ბაღში ყოფილა და უთქვამთ ადგილი არ გვაქვსო. აქაც ასე უთხრეს და შენ დაურეკე რაა დირექტორს. როგორ ვერ შეძლებს ეხლა ერთი ბავშვის დამატებას. თან ისიც სთხოვე, ელენესთან ჩასვას ჯგუფში რაა.
- კარგი, დავურეკავ... და მე რატო არ მითხრა, ასე თუ იყო საქმე?
- ხო იცი არაა. - არ დაუკონკრეტა ნათიამ, რამე რო არ ეეჭვა თათიას.
- ხო, ვიცი, ვიციი. უთხარი საღამოს დავრეკავ და შენც გაგაგებინებთქო.
- კაი, მიდი. - ნათიამ ტელეფონი გათიშა. - აღარ იდარდო მაგაზე. საღამოს დაურეკავს გუგა და ეტყვის. ზუსტად ვიცი უარს არ ეტყვის... და შენ კიდე ნუ ხარ უხერხულად. დიდი საქმე ვინმე შეწუხდეს. გუგასაც უამრავი რამ აქვს მისთვის გაკეთებული. ასე რომ, დამშვიდდი და ტასო გაახარე, მალე ბაღში ივლითქოო.
- მადლობა დიდი. მაგრამ არ მიდოდა ასე შეწუხება.
- კარგი ეხლა... არავინ არ შეწუხდა.
გულწრფელად ელაპარაკებოდა ნათია. ისე, რომ თათიამაც იგრძნო, მასათან უხერხულად არ უნდა ყოფილიყო.


საღამოს ესტუმრა გუგა თათიას. ბექა და ია დაბადების დღეზე იყვენ. სახლში მხოლოდ თათია, ტასო და მარიამი იყვნენ. გუგამ ბავშვბი უამრავი ტკბილეულით გაახარა. მაშინვე ოთახში შევიდნენ. მარტო დარჩნენ გუგა და თათია.
- ყავას დალევ? - ძლივს ამოიღო ხმა თათიამ. - ან იქნებ გშია?
- არა თათი, არ მშია. აი ყავას კი დავლევ.
- კარგი, ახლავე გავაკეთებ.
- მეც მოვდივარ სამზარეულოში, მარტო აქ რა მინდა.
ძველი დრო გაახსენდა თათიას და გაეღიმა. გუგასაც გაეღიმა.
გუგა მაგიდას მიუჯდა, თათიამ წყალი დადგა ასადუღებლად.
- ხო, რატო მოვედი ეხლა. შეგიძლია ორშაბათიდან მიიყვანო ტასო ბაღში. მოგვარებულია.
თათიას რაღაც უნდა ეთქვა, გუგამ არ აცადა.
- ნუ ღელავ, არ შეწუხებულა. ნაცნობებისთვის ყოველთვის აქვთ ასეთი ადგილები გადანახული. ასე რომ... შეუძლებელის შეძლება არ მომითხოვია. ხო... და ელენესთან ჩავსვამენ ჯგუფში.
თათია ანერვიულდა. გუგას არც ეს გამოჰპარვია.
- ახლა მაგაზეც არ ინერვიულო. ნათიამ მითხრა რომ თავად შემოგთავაზა ეგ. და ამის გამო უხერხულობას ნუ შეიქმნი, კარგი? ასე მგონია სხვა არც არაფერს ფიქრობს, შენს გარდა. ნუ ხარ დაძაბული. ნუ ბოჭავ საკუთარ თავს რაა. ბოლოსდაბოლოს ცოლ- ქმარი შორდება და მათ აქვთ ნორნალური ურთიერთობა ერთმანეთთან. მოდი ჩვენც ვცადოთ, კარგი?
თათია ჩაფიქრდა. მართალი იყო გუგა. განა რა მოხდა ასეთი მათ შორის. ხო, გრძნობები ჰქონდათ, მაგრამ ცხოვრებაში ყელაფერი ხდება. და მართლა აჯობებდა, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაეგრძელებინათ ურღიერთობა.

- ხო, და კიდევ... რატომ არ მითხარი, დახმარება თუ გჭირდებოდა? რატომ არ მითხარი, ბაღს თუ ეძებდი. ხომ დამპირდი, რომ თუ რამე დაგჭირდებოდა, მე მეტყოდი?
- კარგი გუგა რაა, არ ჩამითვლია რომ ამ სიტუაციაში საჭირო იქნებოდა ვინმეს დახმარება. მართლა არ მიფიქრია.
- თორე მეტყოდი???
- კი,გეტყოდი. მე თუ ვერ მოვახერხებდი ვერაფერს გეტყოდი.
გუგას გაეღიმა. თათიამ ყავა დაასხა, თავისთვის ჩაი მოიმზადა.
- აბა, რას აპირებ? ტასოს მიიყვან ბაღში და მერე...
- მერე ვნახოთ... ან ბავშვებს ავიყვან, ან სადმე სხვაგან ვნახავ სამსახურს.
- და მე რომ მოგიძებნო? ჩემთან, კომპანიაში.
- გაგიჟდი გუგაა? რას ამბობ. ხომ იცი რომ არ დაგთანხმდები.
- რატო. - განგებ კითხა გუგამ. იცოდა, როგორ არ იცოდა რომ თათია ამაზე არ დათანხმდებოდა, მაგრამ მის რეაქციებზე ხალისობდა. ბედნიერი იყო, რომ ისევ შეეძლო მისი შეშფოთებული სახის დანახვა.
- იცი შენ რატოც....
- მე რა ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე თათი.
- აუუ, გეყოფა რაა. მოგწონს, რომ მანერვიულებ?
- არა. ეგ არა... უბრალოდ მაინტერესებს რა გაკავებს... გეშინია, რომ საკუთარ თავებს ვერ მოვერევით თათი? ამის გეშინია? - სევდა გაურია გუგამ ხმაში.
- არა. მაგის საერთოდ არ მეშინია. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ მხოლოდ. იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი პირადი ცხოვრება გვაქვს. შვილები გვყავს...- სწრაფად მიაყარა თათიამ.
- ხოდა თუ ასეა საქმე, რაღატო ერიდები?
თათიამ ღრმად ამოიოხრა.
- უკვე გითხარი თათი ნათიას გამო ნუ დარდობ ასე. მითხრა, რომ როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე მოიქეციო. ჩემი ნუ მოგერიდებაო. ვიცი რას ნიშნავდა შენთვის და რაც არ უნდა დასჭირდეს, უარი არ უთხრაო. გვერდით დაუდექიო, დაეხმარეო... ის რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დღეს ელენე არ გვეყოლებოდაო. ვერ წარმოიდგენ რამდენად გაფასებს ნათია.
თათია თავდახრილი უსმენდა. გუგამ განაგრძო.
- თავიდან არ მესმოდა შენი საქციელის. ვერ გპატიობდი რომ დამტოვე. ნათიას ვერ ვიტანდი. კი მივიყვანე სახლში და გამოვაცხადე ცოლიათქო, მაგრამ მისი დანახვა არ მინდოდა. თითქოს მხოლოდ მისი ბრალი იყო რაც მოხდა. ასეთს მიტანდა. რომ დავფიქრდებოდი, მეცოდებოდა. მართლა მეცოდებოდა და ჩემ თავს პირობას ვაძლევდი, ასე აღარ მოვექცევითქო მაგრამ იგივე ხდებოდა.... და ის მიგებდა. არ წუწუნებდა. მოთმინებით მიტანდა. ბოლო თვეში დაეცა. აბაზანაში, მოსაწმენდად შესულს ფეხი აუცურდა და დაეცა. ლამის მოვკვდი. საკუთარ თავს ვაბრალებდი. არ ვიცი რას ვიზამდი, რომელინეს რამე რომ დამართნოდა. მაგრამ გადავრჩით. ყველაფერი კარგად იყო... მის მერე შევიცვალე. არ ვუბღვერდი, ვცდილიბდი მეზრუნა მასზე და როცა ელენე პირველად ავიყვანე ხელში, მაშინ გამახსენდა შენი სიტყვები... და ორივეს პატიება ვთხოვე... ელეს იმისთვის, რომ მისი მოკვლა მინდოდა... ნათიას იმისთვის რომ მიტანდა. ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. ახლა შენ გთხოვ პატიებას. ყველაზე მეტად შენ გთხოვ... - გუგა გაჩუმდა. თათიამ ამიოხრა
- მე გაპატიე გუგა. მაშინვე გაპატიე. და თუ მიხვდი, რომ მე სწორად მოვიქეცი, მიხარია ძალიან.
- არა თათი. - შეაწყვეტინა გუგამ. - ახლაც ფიქრობ რომ არ უნდა წასულიყავი, მაგრამ ახლა რაღა შეიცვლება. სულ ვფიქრობდი იციი? მე ელე მყავს და ეს მაძლევს ძალასთქო და ვინ იცის, ის როგორ განიცდისთქო... ახლა მიხარია, რომ ტასო გყავს... რომ იმ დროს მარტო არ იყავი. მჯერა, რომ შენც შენი შვილი გაძლევდა ძალას...
- ხო. მართალი ხარ... შვილი უარესსაც გადაგატანინებს.
- წავალ ახლა. - წამოდგა გუგა. - სამსახურზე თუ ვერაფერს იზამ, მითხარი. ჩემთან არა, რახან არ გინდა, მაგრამ სხვაგან... იქნებ შევძლო დახმარება.
-მადლობა გუგა. თუ საკუთარი ძალებით არაფერი გამოვა, გეტყვი. ისეთი სამსახური არ მინდა, სულ გასული რომ ვიყო. რაღაც ისეთი, ჩემ შვილს რომ დავუთმო დრო. ჯერ ისევ ბავშვები მინდა ვცადო, თან სახლში ვიქნები სულ... ბავშვისთვისაც დამრჩება დრო. თან სულ იასთან და ბექსთან ხოარ ვიქნები. გადავლენ ისინი, ბინას ეძებენ რომ იყიდონ. რა თქმა უნდა მეტყვიან გადმოდი შენცო მაგრამ არ მინდა. იქაც საკმარისად შევაწუხე. ხოდა რამე ისეთს მოვძებნი, ბაღის დასრულების დროს რომ მეც თავისუფალი ვიყო.
- ხოდა დაგეხმარებითქო მაგას გეუბნები. ვნახავთ რამე ისეთს, როგორიც გაწყობს. ისე, უნივერსიტეტზე აღარ გიფიქრია?
- არა. აღარ. მანდვილად აღარ მინდა. - სწრაფად უპასუხა თათიამ.
- ცუდი მოგონენბი გაქვს და იმიტო?
- არა რა სისულელეა. ამ ხუთ წელში ბევრი რამ შეიცვალა. მე მაგ მხრივ ვერ განვვითარდი. პაუზა კი დიდი გამომივიდა და ამიტომ. ვერ მოვიცალე, თორემ აქამდეც ვნახავდი რამეს.
- თათი რომ ვიცოდე მაინც რაზე გინდა, მოვახერხებდი რამეს.
- არ გინდათქო. ხომ გითხარი. ჯერ მე ვცდი. - არ იხევდა უკან თათია.
- კარგი, კარგი. ვიცი ტყუილად გელაპარაკები. სცადე შენ ჯერ. წავედი ახლა.
- მადლობა ყველაფრისთვის. - ღიმილით უთხრა თათიამ.
გუგა მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
- ღამემშვიდობის....
არ იცოდა თათიამ.მართლა არ იცოდა სად უნდა ეძებნა სამსახური, მაგრამ არ უნდოდა ისევ გუგა ჩარეულიყო. უამრავი საიტი გადაქექა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ რაღაც იპოვა. კერძო სკოლას გახანგრძლივებულის მასწავლებელი სჭირდებოდა დროებით. თათია ამაზეც თანახმა იყო. სულ არაფერს ჯობდა. დროც კარგად აეწყო. დილით ტასო მიყავდა ბაღში, სახლში ბრუნდებოდა, ალაგებდა, სადილს ამზადებდა. შემდეგ სკოლაში მიდიოდა. ბავშვებს ამეცადინებდა, შესვენების დროს ისევ ბაღში გარბოდა და ტასო გამოყავდა. სკოლაში მიჰყავდა ისიც და სანამ თვითონ ბავშვებს ამზადებდა, ტასო მშვიდად იჯდა და უსნენდა. თანდათან დალაგდა ყველაფერი. თათიაც დამშვიდდა. ტასო ადვილად შეეგუა ბაღს. ბექამ და იამ ბინა იყიდეს. ბევრს ეხვეწნენ თათიას, თქვენც გადმოდითო ჩვენთანო მაგრამ არ დათანხმდა. იგივე ბინაში დარჩა. ხელფასი ნორმალური ჰქონდა. ყოფნიდა ქირაშიც და ყოველდღიურ ხარჯებშიც.




************
დილიდან წვიმდა. გადაუღებლად. შუადღის შემდეგ უფრო უმატა. ტასო მოწყენილი იჯდა კუთხეში. თითქმის ყველა ბავშვს მოაკითხა მშობელმა. თათია არ ჩანდა. ელენე ადრე წაიყვანა ნათიამ, მის გარეშე უფრო მოწყენილი იყო.. ცრემლები მოადგა, როცა ბოლო ბავშვიც გაიყვანეს და სულ მარტო დარჩა ჯგუფში. მასწავლებელმა შეატყო, რომ ძალიან ნერვიულობდა ტასო და გადაწყვიტა თათიასთან დაერეკა.. რამდენჯერმე სცადა, თუმცა ტელეფონი გამორთული იყო. ტირილისთვის იყო მზად უკვე ტასო.
- ტასო, ნუ ხარ ასე. დედიკოს ვერ ვურეკავთ, მაგრამ არ იდარდო. ჩვენ ჯერ აქ ვართ. ალბათ ძალიან დაკავებულია დედა და მოვა მალე. - დაამშვიდა მასწავლებელმა.
ნახევარი საათიც გავიდა და ისევ არ ჩანდა თათია. ტელეფინიც გამორთული ჰქონდა. მასწავლებელმა ჰკითხა - სხვას ვის დავურეკოთ, რომ წაგიყვანოს, ან დედიკოზე იცოდეს რამეო.
- ელენეს მამიკოს დაურეკეთ, გუგას... სხვას არავის. ის მოვა. - ძლივს თქვა თათიამ და ატირდა.
მასწავლებელი მოეფერა, დაამშვიდა, ახლავე დავურეკავ გუგასო და ოთახი დატოვა.
- გამარჯობათ ბატონო გუგა, მე ელენეს მასწავლებელი ვარ.
- გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ელენემ რამე ხომ არ დააშავა.
- არა, არა. ელენეს გამო არ გირეკავთ.... იცით, ტასოს მშობელი, თათია, არ მოვიდა ბავშვის წასაყვანად. ტასო ძალიან ნერვიულობს. ტელეფონზე ვურეკვათ, მაგრამ გამორთული აქვს. ტასომ მთხოვა თქვენთან დარეკვა. თან ვიცი, რომ ახლობლობთ თქვენ და იქნებ რამე გაგერკვიათ.
გუგა ანერვიულდა.
- ახლავე გამოვდივარ.
გზაში ცდილობდა თათიასათან დაკავშირებას. ტელეფონი ისევ გამორთული იყო. ანერვიულდა. პირველ რიგში ბაღში უნდა მისულიყო, ტასო წამოეყვანა და შემდეგ გაერკვია რამე.
ტასოს გუგას დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა და სირბილით გაექანა. ხელში აიტაცა გუგამაც და გულზე მიიხუტა.
- არ იტირო რაა ტასო. აქ ვარ. ნუ ნერვიულობ.
- დედიკო.... დედიკო არ მოვიდა.. - ტირილით უთხა ტასომ.
- და ამის გამო ტირი? შენ ხო მაგარი გოგო ხარ. დედიკომ დამირეკა და მითხრა, რომ აგვიანდებოდა. მე მითხრა ტასო წამოიყვანო და რომ მოვდიოდი შენმა მასწავლებელმაც დამირეკა.
ამას რომ ეუბნებოდა, თან მასწავლებელს თვალი ჩაუკრა.
- მართლაა? - გაუხარდა ტასოს.
- კი, აბა რაა. დედას სამსახურში საქმეები აქვს და აგვიანდება. მე ეხლა ელენესთან წაგიყვან. სანდროსაც დავურეკოთ და გამოიყვანს გვანცა.
- აუ რა მაგარიაა. და მერე მოვა დედა?
- თუ დაასრულებს საქმეს, მოვა აბა რას იზამს. თუ გვიან დასრულევს, დარჩები ელენესათან. ერთად დაიძინებთ.
-მართლაა? რა კარგია. კარგია დედამ რომ შენ დაგირეკა. მარიამი ბებიასთანაა და ია და ბექასათან მივიწყენდი. - ბედნიერი იყო ანასტასია.
გუგა კი ნერვიულობდა. უკანა სავარძელზე დასვა ტასო, ღვედი გადაუჭირა და სანამ დაჯდებოდა, იასთან დარეკა. არც იამ იცოდა არაფერი თათიაზე. ისიც აანერვიულა. სწრაფად მიიყვანა ტასო სახლში, ნათიას აუხსნა რაც ხდებოდა. ნათიამ დაამშვიდა, წადი, შენ იქნებ რამე გაიგო, ბავშვებს მე მივხედავო. გუგამ ნინის დაურეკა, არც მან იცოდა არაფერი. პირდაპირ თათიას სამსახურში მივიდა. იქ უთხრეს, შესვენებაზე რომ გავიდა, მერე აღარ დაბრუნებულაო. ვურეკავდით, მაგრამ გამორთული აქვსო ტელეფონი. გუგას უკვე ნერვებმა უმტყუნა, გიჟს გავდა. ბაჩოს დაურეკა იქნებ სავადმყოფიები მოვიაროთო. ბაჩომ რომ ნახა რა მდგომარეობაში იყო, საჭესთან თვითონ დაჯდა. რთული იყო ყველა სავადმყოფოს მოვლა, მაგრამ ისეც ვერ გაჩერდებოდა გუგა.
- რამე რომ დაემართოს, მოვკვდები გესმის? ვერ გავუძლებ. მეტს ვეღარ გადავიტან.
- და რატო ფიქრობ მაინცდამაინც ცუდზე. იქნებ უბრალოდ ისეთ ადგილასაა, სადაც ტელეფონი არ იჭერს. წინასწარ რატო ნერვიულიბ. - ამშვიდებდა ბაჩო.
- არ არსებობს. რაღაცაშია საქმე. ასე არ დატოვებდა ტასოს. ვინმეს მაინც ჩააბარებდა.
ამ დროს გუგას ტელეფონმა დარეკა. გვანცა იყო.
- რა იყო გვანცა, სწრაფად მითხარი, არ მინდა ტელეფონი დავაკაო დიდხანს... - ხმის ამოღებაც არ აცალა, ისე მიაყარა.
- გუგაა, სად ხარ? მარტო ხარ? - აღელვებული ხმით იკითხა გვანცამ.
- მე და ბაჩო ვართ, მარტო არ ვარ. რამე გაიგე? ხომ არ დაგირეკა თათიამ.
- თათიამ არა, მაგრამ.... - გვანცა გაჩუმდა.
- რა მაგრამ... რა მაგრამ თქვი დროზე.
- არ ინერვიულო რაა. სავადმყოფოდან დამირეკეს. თათია იქ არის. ბოლოს ჩემთან ჰქონია დარეკილი და მე იმიტო დამირეკეს.
- რა ა?- იყვირა გუგამ და გონება გაეთიშა. გრძნობა არ დაუკარგავს, უბრალოდ არ ესმოდა რა ხდებოდა ირგვლივ, რას ეუბნებიდა გვანცა. ბაჩომ მანქანა გააჩერა და ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა.
- გვანცა, ბაჩო ვარ. რა ხდება? რა გაიგე?
- სავადმყოფოშია თათია. ქუჩაში გონება დაუკარგავს. სასწრაფო გამოუძახებიათ და წაუყვანიათ. ბრმანაწლავი ჰქონია გახეთქილი. სისხლი ეწამლებოდაო.
- და ეხლა? ეხლა როგორ არის? - ხმის კანკალით იკითხა ბაჩომ.
- რანიმაციაშია. ჯერ გონს არ მოსულა. მძიმე მდგომარეობა არისო. - გვანცამ თავი ვერ შეიკავა და ატირდა. - არ ვიცი როგორ იქნება.
- რომელ საავადმყოფოშია?
- ეკა რომ მუშაობს, პაპას ნათლული, იქ. მეც ეხლა უნდა გავიდე.
- კარგი გვანცა, იქ მივალთ ჩვენც...- ბაჩომ ტელეფონი გათიშა. გუგა ისევ იგივე მდგონარეობაში იყო.
- გუგაა.- შეანჯღრია ბაჩომ. - დამშვიდდი. მთავარია ცოცხალია. ესაა ჯერ მთავარი. ახლავე წავალთ მასთან. ახლავე.

20 წუთის გასავლელი გზა 5 წუთში გაიარეს. გუგა დაბნეული შევარდა საავადმყოფოში. მაშინვე რეგისტრატურასთან მივიდა და თათია იკითხა.
ოპერატორმა უთხრა რომ რეანიმაციაში იყო.
- რა ა? - იყვირა გუგამ და კედელს მუშტები დუშინა. ბაჩომ ძალით შეაჩერა.
- ახლა ისტერიკების დრო კიარაა, უნდა დამშვიდდე და როგორმე დავხმაროთ თათიას. ასე რომ იგიჟებ თავს, ეს თათიას არგებს? ელხა ყველაზე მაგრად უნდა იდგე... და საერთოდაც, რეანიმაციაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ჯერ გავარკვიოთ.
ამ დროს გვანცაც საავადმყოფოში შევიდა.
- რამე გაიგეთ ბიჭებო? - მათთან მივიდა.
- ჯერ მარტო ის, რომ რეანიმაციაშია. - უპასუხა ბაჩომ.
- ეკას დავურეკავ ახლავე და გვეტყვის კარგად რა ხდება და როგორ არის.

ეკასაგან გაიგეს რომ ბრმანაწლავი გაუსკდა, ისე რომ ვერ გაიგო, დაჩირქდა და სისხლი ეწამლებიდა. ქუჩაში დაცემულა და სასწრაფოს მიუყვანია სავადმყოფოში. ცოტაც რომ დაჰგვიანებოდა, უკვე ვეღარ უშველიდნენო. ახლა მართალია კარგად არ არის, მაგრამ იმედია მდგომარეობიდან გამოვა მალეო. გუგა ამან ვერ დაამშვიდა. ეკას სთხოვა, იქნებ როგორმე მოახერხო და შემიყვანო მასთანო.
- ეგ გამორიცხულია დღეს გუგა. ხვალ მოვახერხებ და შეგიყვან, მაგრამ დღეს არა. დღეს მართლა არ აქვს აზრი. რომ დამშვიდდეთ, ავალ და კიდევ შევამოწმებ რა მდგომარეობაა.
- მიდი გთხოვ, რამე მითხარი, თორემ გავგიჟდები ალბათ.
ეკა გაკვირვებული უყურებდა. ვერ გაიგო, რატომ ღელავდა გუგა ასე თათიაზე, მაგრამ არაფერი უთქვამს. სწრაფად ავიდა რეანიმაციაში და გუგა დაამშვიდა, ნორმალურადააო.
- დიდი ალბათობით საფრთხე არ არსებობს. ასე რომ, მშვიდად შეგიძლიათ წახვიდეთ სახლში.
- არა, არსად წავალ. აქ ვიქნები. არ წავალ. - გაჯიუტდა გუგა. არ ეთმობიდა, ეგონა რომ წასულიყო, რამე ცუდი მოხდებოდა. გულის ყველა წერტილი სტკიოდა. თათიას ტკივილი სტკიოდა.
- აქ ყოფნას რა აზრი აქვს, გუგა. ხომ გითხარი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.. აქ არავინ დაგტოვებს. გარეთ მანქანაში ჯდომას რა აზრი აქვს. აქ ვარ მე მთელი ღამე, მე მივხედავ. ტუ რაღაც შეიცვალა, დაგირეკავ...
- ეკა მართალია გუგა, რა აზრი აქვს აქ რომ დარჩე. წავიდეთ, აჯობებს... - სთხოვა გვანცამ.
- არა, დავრჩ... - გუგას სიტყვები ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ნათია რეკავდა.
- ხო ნათი.
- გუგა რა ხდება, არაფერი გაიგეთ? ვიცდიდი მარა უკვე მეც ვნერვიულობ.
- საავადმყიფოშია, ნათი. რეანიმაციაშია.
- უიმე რას ამბოობს? რატო? რა მოხდა? - გულწრფელად შეწუხდა ნათია.
- ცუდად გამხდარა ქუჩაში.. ბრმანაწლავი ჰქონია გახეთქილი და სისხლი ეწამლებოდა.
- ვაიმე რას ამბობ? ახლა როგორ არის? ნახე?
- არ მინახავს. არ შეგიშვებენო დღეს. სტაბილურად მძიმედააო... ტასო რას შვება?
- აქამდე კარგად იყო. გაერთო. მაგრამ ეხლა მოიწყინა. შენ გიკითხა, მალე მოვაო? მოდი რაა.
ახლაღა გაახსენდა გუგას ტასო. ბაჩოს უთხრა სახლში გამიყვანეო, ტასო მე მკითხულობსო..

სახლის კარი გააღო თუარა ტასო დაბარებულივით მასთან გაჩნდა. ცრემლებით სავსე თვალებით შეჰყურებდა გუგას.
- ტასო, ხომ არ მოიწყინე?- რაც შეილება მშვიდი ხმით კითხა გუგამ.
- ცოტა. - აკანკალებული ხმით უპასუხა ტასომ.
- მოდი ჩემთან. - გუგამ ხელები გაშალა. იმ წამსვე გაქანდა ისიც, გუგამ ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა. ტასომ ტირილი დაიწყო. გუგას გული შეეკუმშა მის ცრემლებზე.
- რა გატირებს ტასო? შენ ხომ მაგარი გოგო ხარ.
- დედა რომ.... რომ არ მოვიდა... მეგონა შენც... შენც არ მოხვიდოდი. - ტირით უთხრა ტასომ.
- პატარა სულელი გოგო ხარ შენ. - უთხრა გუგამ და ცხვირზე თითი დაჰკრა. - დედიკო ქალაქგარეთაა საქმეზე, დღეს ვერ დაბრუნდება. მე მითხრა ტასოს უთხარი არ იდარდოსო.
- მართლაა? - თვალები გაუბრწყინდა ტასოს.
- კი. ასე მითხრა თუ უნდა რომ მე მშვიდად ვიყო, არ მოიწყინოს და დაგიჯეროსო.
- არ მოვიწყენ და დაგიჯერებ კოდეც. აი, უკვე ვიცინი. - ცრემლები პატარა ბუნჩულა თითებით მოიწმინდა. - მაშინ მე და ელენე გავაგრძელებთ თამაშს.
ტასო გახარებული ჩამოხტა გუგას მკლავებიდან და ის და ელენე ოთახში გაიქცნენ.
ნათია მოუთმენლად ელოდა - რას ეტყოდა გუგა.
- ყავა გამიკეთე რა, გთხოვ და მერე.... - დაღლილი ხმით უთხრა გუგამ.
ნათია სამზარეულოში გავიდა და გუგაც მიჰყვა.
- გუგა ვერ ვითმენ, რა ხდება? ვნერვიულობ.
- ხო გითხარი რაც მოხდა. იმაზე მეტი არაფერი ვიცი. ნახვის უფლება არ მომცეს.
- და მდგომარეობა როგორია? რას ამბობენ?
- არ ვიცი ნათია. მძიმედაა. რთული მდგომარეობა აქვს. რეანიმაციაშია. როგორ იქნება არ იციან....
ცრემლები მოაწვა გუგას თვალებში. არ უნდოდა ნათიას შეემჩნია, მაგრამ რთული იყო დამალვა. უცებ ხელზე ხელის შეხება იგრძნო.
- კარგად იქნება გუგა. აი ნახავ, გამოკეთდება. არ ინერვიულო. ღმერთი არ დაუშვებს, რომ მას რამე დაემართოს... ისედაც საკმარისზე მეტი გადაიტანა. ტასოს დედის გარეშე არ დატოვებს, აი ნახავ.... წარმოუდგენწლია სხვაგვარად იცი? და არ გაბედო შენც ცუდზე ფიქრი.
გუგას გული გაუტბა. ზუსტად იცოდა რომ ნათია გულწრფელი იყო. ზუსტად იცოდა, რომ მართლა წუხდა თათიაზე. ეჭვიც არ შეჰპარვია, მის სიტყვებში.

მთელი ღამე არ სძინებია. ეშინოდა... ეშინოდა რომ დაურეკავდნენ და რამე ცუდს ეტყოდნენ. ეშინოდა, რომ ტასოს შეიძლებ გაღვიძებოდა და თათია მოეკითხა... მთელი ღამე მთვარეულივით დადიოდა და აი, როგორც იქნა გათენდა. არ უნდოდა ისე წასულიყო, ტასო არ ენახა. ყავა მოიმზადა და სამზარეულოში სვამდა, როცა პიჟამაში გამოწყობილი ფეხშიშველი ტასო შეტანტალდა.
- ტასო, ასე ადრე რატომ გაიღვიძე?- ჰკითხა გუგამ.
- წყალი მომწყურდა. შენ რატო გაიღვიძე ადრე? - კითხვა შეუბრუნა ტასომ.
გუგას გაეღიმა.
- იმიტომ რომ უფროსებს სამსახური აქვთ და იქ დაგვიანება არ შეიძლება.
- ვიცი... დედაც ჩემზე ადრე იღვიძებდა... ეხლა ალბათ უკვე გაიღვიძებდა ხო? ხო ეღვიძება?
გუგა დაიბნა. მოულოდნელმა კითხვამ დააბნია..
- კი, უკვე ეღვიძება და თათბირზე იქნება ალბათ. - ძლივს მოაბა თავი ტყუილს.
- დღესაც არ მოვა? - ნაწყენი ხმით იკითხა ტასომ.
- ტასო, ხომ იცი დედას როგორ უყვარხარ... ხომ იცი რომ ენატრები, რომ შეეძლოს ახლავე შენთან წამოვიდოდა. მაგრამ არ შეუძლია. სამსახურს ხომ არ დაგარკავს. აი ხვალ აუცილებლად წაგიყვან, გპირდები. ხომ გჯერა ჩემი?
- კი, მჯერა. ჭკვიანად ვიქნები დღეს. შენ წადი სამსახურში.
გუგა მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. ტასო საწოლში დააბრუნა და თვითონ სავადმყოფოში წავიდა. ეკას დახმარებით შევიდა რეანიმაციაში. თათიას უსიცოცხლო ხელი ხელებში მოიქცია და:

- არ ვიცი საიდან დავიწყო თათი.... არ ვიცი, რა გითხრა. ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ უნდ გამოკეთდე. შენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს. ასე ვერ დაგვტოვებ.... ასე ვერ მოგვექცევი ვერც მე და ვერც ტასოს... შენი შვილი გელოდება იცი? შენი ტასო გელოდება. ზის ახლა ალბათ და საათებს ითვლის - როდის მოვა ,,ხვალე' იმიტომ, რომ ვუთხარი ხვლ აუცილებლად წაგიყვან დედასთანთქო. ხვალ აუცილებლად მოვიყვან და შენ უკვე გამოღვიძებული დახვდები... - გუგას ხმა უკანკალებდა. - შენ უფლება არ გაქვს დამტოვო... არ გაქვს ამის უფლება თათი. ერთხელ რომ მიმატოვე და გადავიტანე, გგონია ისევ შევძლებ?გგონია ისევ გავუძლებ? არა თათი. მეორედ ვერ გავუძლებ. ვეღარ გადავიტან. ასე რომ გხედავ, გული უამრავ ნაწილებად მეხლიჩება, სუნთქვა მეკვრის და ასე მგონია ამოსუნთქვას ვეღარ შევძლებთქო. სხეულის ყველ უჯრედი მტკივა. ნუთუ ასეთი სატანჯველისთვის გამიტეტებ? ნუთუ სულ ოდნავაც არ გებრალები თათი, ნუთუ სულ არ გაღელვებს ასე რომ ვდარდობ მე... შენ ხომ მუდმივად იმას ცდილობდი, შენს გამო არავის სტკენოდა გული და ახლა ამას როგორ უშვებ? როგორ .მტკენ ასე... გემუდარები, გამოფხიზლდი.... მეორედ ნუ მომკლავ, თათ. მე ხო ის მახარებს, რომ გხედავ, რომ აქ ხარ. მე ხომ უბრალოდ შენი არსებობაც კი მაბედნიერებს.... ჯოჯოხეთი გამოვიარე როცა წახვედი... ასჯერ ასეთ ჯოჯოხეთს გავივლი, ოღონდ სამუდამოდ არ დამტოვო. შენ ჩემი თათია ხარ... ერთი წამითაც არ მომცილებია შენზე ფიქრი... შენმა არსებობამ მომიყვანა აქამდე.... იმაზე ფიქრმა, რომ ისევ გნახავდი...
გუგას ცრემლები ნაკადულივით ჩამოსდიოდა. თათიას ხელი ტუჩენთან მიიტანა და აკოცა.
- მე და ტასოს ნუ გაგვიმეტებ სამუდამო ტანჯვისთვის თათი... ჩემს გამო თუარა, ტასოს გამო მაინც ეცადე. იციი როგორი იმედის თვალებით შემომყურებს? იციი რამდენად სჯერა ჩემი? გინდა რომ იმედი გავუცრუო? გინდა მასაც ვატკინო? გინდა მასაც არ ავუსრულო დაპირება?
უცებ თითების მოჭერა იგრძნო ხელზე. ჯერ ეგონა მეჩვენებაო, მაგრამ ისევ განმეორდა. გაოცებული დააკვირდა თათიას სახეს და დაინახა, როგორ მძიმედ გაახილა თვალი. ეგონა ისევ ეჩვენებოდა, ეგონა წარმოსახვა იყო მისი, მაგრამ თათიამ რომ შეძლებისდაგვარად გაუღიმა, ამოისუნთქა. ფრთხილად დაიხარა და ორივე ტუჩი დაუკოცნა, მერე თვალები, შუბლი, მერე ისევ ტუჩები. თათიას ცრემლი ჩამოუგორდა.
- არ იტირო... არ იტირო რაა. ექიმს დავუძახებ ეხლავე.
სწრაფად გავიდა გუგა და ექიმთან ერთად დაბრუნდა... მხოლოდ ის ახსოვს, ექიმმა რომ უთხრა: - მადლობა ღმერთს, გადავრჩით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო და მერე ყველაფერი გაშავდა... გონება დაკარგა.
გონს რომ მოვიდა პალატაში იწვა, წვეთოვანი ედგა. ვენიდან ნემსი უნდა გამოეძრო, პალატაში ეკა რომ შევიდა.
- რას აკეთებ გუგა. პატარა ბავშვი ხომ არ ხარ. - გაუბრაზდა.
- უნდა ავდგე ეკა, თათიასთან უნდა წავიდე.
- დამშვიდდი. ეხლა თათიასთან არავინ მიგიშვებს. გამოკვლევებზე ყავთ გაყვანილი, მერე პალატაში გადასაყვანად მოამზადებენ. ამას დრო უნდა. მთავარია კარგადაა, ძალიან კარგად თან. ძლიერი გოგოა.
- მართლა კარგად არის? აღარაფერია საშიში?
- ბავშვს ვფიცავარ, არ გატყუებ. კარგადაა. ახლა შენ უფრო ცუდად ხარ. წნევა ძალიან დაბალი გქონდა. ნერვიულიბდი ალბათ..
- მე არაფერი მომივა ეკა. მე მარტო მისი სიკვდილი მომკლავს... - ისევ ცრემლი ჩამოუგორდა გუგას....
ეკას უნდოდა ეკითხა, ვინ არის შენთვისო, მაგრამ ვერ ბედავდა. ეუხერხულებოდა..
- გიკვირს არა? ვერ უძებნი ახსნას ალბათ...
- არ აქვს მნიშვნელიბა გუგა. ვხვდები, რომ ძალიან ძვირფასია შენთვის...
- ის ჩემი სუნთქვაა.... მას რომ რამე მოსვლოდა, მეც მოვკვდებოდი იცი? ... ვერ გავუძლებდი.
ეკა გაოცებული უყურებდა....
- კი მაგრამ.... შენ და ნათია ისე კარგად ხართ ერთად... პრობლემები გქონდათ? და შენ თათიასთან იპოვე შვება? - მაინც ვერ მოითმინდა და ჰკითხა.
გუგას გაეცინა.
- მასთან ნებისმიერი იპოვის შვებას. ფიქრობ ის ჩემი საყვარელია? არა. ისე, რატომ უძებნიან ადამიანები ცუდ ახსნას სიტყვა - საყვარელს.... ხო, საყვარელია ჩემი, ჩემი სულის ნაწილი.. მაგრამ არა იმ გაგებით, რაც იფიქრე...
- ვგრძნობ, რომ რაღაც სხვა ხდება გუგა....
- დავიღალე იცი? დავიღალე. იდეალური ადამიანის როლის თამაშით. მგონია, ვეღარ გავუძლებ.
- არ მომიყვები? იქნებ ცოტა გიშველოს.
- მე ნათია მიყვარს... ნათიას სიყვარული სხვაა. მიყვარს, როგორც ჩემი შვილის დედა, მიყვარს როგორც ცხოვრების მეგზური, მეგობარი და შენ წარმოიდგინე, ისე როგორც თავშესაფარი, დასაყრდენი.... თათია კი მიყვარს... უბრალოდ მიყვარს. ამას ვერ ავხსნი... ვერ ავღწერ... მისი არსებობა მახარებს. რომ ვიცი, აქაა მშვიდად ვარ. არაფრის მეშინია... და ცხოვრება მიხარია. მიხარია, რომ ვუყურებ. თუნდაც ისე, რომ ვერ ვეკარები. თუნდაც ვერ ვხედავდე, მასზე ფიქრიც კი მაბედნიერებს. მისი სიცილი ცხოვრებას მიფერადებს... მგონი ფიქრობ ვერაა ეს კარგადო, ხო?
- სიმართლე გითხრა, დავიბენი...
- მინდა მოგიყვე.... მაგრამ დიდი დრო უნდა ეკა.
- მე არსად მეჩქარება... არც შენ... ჯერ წვეთოვანი თითქმის სავსეა, ასე რომ....
მოუნდა... ძალიან მოუნდა გუგას, ვინმესთვის გულის გადაშლა და.....
ყველაფერი მოუყვა... ორივე ტიროდა....
- არ ვიცი რა გითხრა, გუგა.... ვერც დამნაშავეს ვპოულობ თქვენ სამს შორის და შენ წარმოიდგინე ვერც ბედნიერ ადამიამს თქვენში....
- მე ვარ ბედნიერი... იმით რომ ისევ ვხედავ. ჩემთვის ესეც საკმარისია.
- და მისი ქმარი გუგა... ტასოს მამა...
- არ ვიცი. მეზღვაურიაო. არ საუბრობს მასზე არავისთან... თათიამ შეილებ დამალოს, მაგრამ ტასოც იგივეს ამბობს. ხომ იცი მეზღვაურების ცხოვრება...
ამ დროს პალატის კარი გაიღო. ბაჩო იყო. მათ ნამტირალევ თვალებს რომ შეხედა,შეეშინდა.
- რა გჭირთ ხალხო, მშვოდობაა? როგორაა თათია?
- მშვიდობაა ბაჩო. კარგადაა.პალატაში გადაიყვანენ და ვნახავთ.- უპასუხა გუგა.
- და შენ რაღა დაგემართა?
- წნევა დამივარდა უბრალოდ.
- ნათია რეკავდა შენთან, ვერ დაგიკავშირდა და მე დამირეკა. ნერვიულობდა რამე ხორ მოხდაო. დავრეკავ ახლა და დაელაპარაკე.
ბაჩომ ნათიას ნომერი აკრიფა და გუგას მიაწოდა ტელეფონი.
- ხო ნათი.
- გუგა, სად გაქვს ტელეფონი? მოვკვდი ნერვიულობით. რა ხდება?
- ბოდიში. მანქანაში დამრჩა ტელეფონი.
- თათია? როგორაა?
- კარგად ნათი. მადლობა ღმერთს კარგად. ყველაფერი რიგზეა.
- მართლა? რა კარგია. ხომ გეუბნებოდი კარგად იქნებათქო.
- ხო... პალატაში რომ გადაიყვანენ ვნახავ.... - გუგა გაჩუმდა.- და მადლობა ნათია ყველაფერზე.
- კარგი რაა. ამაზე ნუ ვილაპარაკებთ... თუმცა... არ ვიცი რამდენად დამიჯერებ, მაგრამ მართლა ძალიან მიხარია.
- ნუ სულელობ. ვიცი. ვგრძნობ და ამიტომ კიდევ ერთხელ გმადლობ. ტასო როგორაა?
- კარგად. გვანცამ ისე გაართო. საღამოსაც პარკში გაყვანას დაჰპირდა და ბედნიერები არიან. ხომ არ გინდა ტასო მოვიყვანო?
- არა ნათი. დღეს არა. ხვალ მოვიყვან. ხვალ უფრო უკეთ იქნება ალბათ თათიაც და....
- კარგი გუგა. წავალ ეხლა, მივხედავ ბავშვებს. დროებით.
გუგამ ტელეფონი გათიშა და ისევ ბურთი მოაწვა ყელში, თვალებში კი ცრემლები.
- რაო გუგა. - დუმილი დაარღვია ბაჩომ.
- არაფერი. კარგადააო ტასო. ხანდახან მგონია, რომ არც თათიას ვიმსახურებ და არც ნათიას....
ბაჩომ გაოცებულმა ეკას გადახედა. გუგა მიხვდა.
- იცის ეკამ... ახლა მოვუყევი. ხანდახან მგონია, რომ ორივეს ვტანჯავ...
- მე კიდე ხანდახან მგონია, რომ სხვაგვარად უნდა იმოქმედო გუგა. ასე არც შენ ხარ ბოლომდე ბედნიერი, არც ნათია და არც თათია.
- რა ვქნა აბა ბაჩო... თათიას შვილი ჰყავს... ალბათ ქმარიც... ნუ ტასოს ხომ ჰყავს მამა.... რა გავაკეთო? ისევ ახლიდან მივაყენო ტკივილი თათიას? მაშინ არ უნდა გამეშვა... მაშინ უნდა მეგრძნო რას აპირებდა... ახლა უკვე გვიანია. ძალიან გვიანი...
- იცი გუგა, - საუბარში ეკა ჩაერთო. - არასოდესაა გვიანი. შენი საქმის შენ იცი, მაგრამ......
ეკა გაჩუმდა.
- რა მაგრამ, ეკა.
- ასე მთელი ცხოვრება შენც დაიტანჯები, თათიაც და ნათიაც.
- და გგონია, რომ ვცადო, ყველასთან რომ მოვაგვარო პრობლემა, თათია ჩემთან იქნება? ზუსტად ვიცი რომ არა.... სანამ ბავშვი გაჩნდებოდა, მანამდე წავიდა... მაშინ, როცა ერთად ყოფნის უდიდესი შანსი იყო... და ახლა გგონიათ ელენეს მამას წაართმევს? ხო, ეს წართმევა არ იქნება, მაგრამ მაინც....
- ხო მართალი ხარ.... არ ვიცი რა გითხრა...
- მე ვიცი, ეს წვეთოვანი მომხსნან უთხარი და გაიგე თათია ხომ არ გადაიყვნეს პალატაში. უნდა ვნახო...
- კარგი გუგა, კარგი....

საღამოს თათა უკვე პალატაში გადაიყვანეს. გამოკვლევებმა და ანალიზებმა დიდი დრო წაიღო. გადაღლილს მალევე ჩაეძინა თათიას.
გუგა პალატაში რომ შევიდა, ეღვიძა უკვე. ხმის ამოუღებლად მიუახლოვდა გუგა და აზრზე მოსვლაც არ აცალა, ისე შეეხო ტუჩებზე და დიდხანს კოცნიდა. რომ მოშორდა თათიამ საყვედურით უთხრა:
- ნუ სარგებლობ ჩემი მდგომარებით.
გუგას გაეღიმა და ისევ აკოცა.
- გუგააა. - უკვე ცრემლი შეერია თათიას.
- მოვკვდებოდი ეს რომ არ გამეკეთებინა... გინდა ჩემი სიკვდილი? - ხუმრობა სცადა გუგამ.
- ნუ სულელობ... და თავს ნუ იმართლებ.
- მხოლოდ დღეს.... მხოლოდ დღეს თათი. მხოლოდ დღეს მომეცი ნება, გთხოვ... რომ გეხები ტუჩბზე, ვგრძნობ ყველაფერი კარგადაა და არ მესიზმრება. იციი როგორ შემეშინდაა? ვერც კი წარმოიდგენ...
- მეც შემეშინდა გუგა... რომ ვგრძნობდი ქუჩაში, ცუდად ვიყავი, იმის მეშინოდა ტასო უჩემოდ რას იზამდა... იმის მეშინოდა, რომ მარტო დარჩებოდა. - ისევ ცრემლი მოადგა თათიას.
გუგა შუბლზე შეეხო ტუჩებით. - არ იდარდო. კარგადაა ტასო. დავპირდი, რომ ხვალ მოვიყვან შენთან.
- გუგა... დამპირდებიი? დამპირდებიი რომ თუ... თუ ოდესმე რამე დამემართება, იზრუნებ მასზე? - სვენებ - სვენებით ჰკითხა თათიამ.
- შენ არაფერი დაგემართება. არასოდეს. შენ სულ მასთან იქნები. სულ მის გვერდით იქნები. ცუდზე აღარ იფიქრო, რაც იყო ჩაიარა.
- ხო, მესმის მაგრამ... გთხოვ.... - უკვე ტიროდა თათია. - გთხოვ გუგა, გთხოვ...დამპირდი.
- სილელი გოგო ხარ შენ... - ცხვირზე თითი ჩამოჰკრა გუგამ. - მაგრამ ერთი რამის სანაცვლოდ დაგპირდები მხოლოდ... - მის გამხიარულებას ცდილობდა.
- ყველაფერზე თანახმა ვარ. - სწრაფად უპასუხა თათიამ.
- ოჰოოო. ეს რომ მცოდნოდა ასე მალე დამათანხმდებოდი, უფრო დიდ სურვილს გაგიმხელდი.. იმას, ალბათ რაზეც არ დამთანხმდები.
- ნუ ბავშვო გუგა.
- კარგი, ხოო. ერთი კოცნა ეყოფა მაგას. - თვალებში უყურებდა გუგა და ისე უთხრა. - მხოლოდ ერთი, გთხოვ...
უნდოდა... განა თათას არ უნდოდა? განა თათიას არ ენატრებოდა მისი კოცნა? განა მას არ ენატრებოდა წარსული დრო? მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
- რად უნდა ამდენი ფიქრი ერთ კოცნას, ზარმაცო. - ისევ ხუმრობდა გუგა.
- კარგი... თუ ერთი კოცნის სანაცვლოდ, თანახმა ხარ ტასოზე იზრუნო მთელი ცხოვრება, მე თუ არ ვიქნები, თანახმა ვარ.
- ხო ვამობ მეტი უნდა მომეთხოვა რაა.- გაეცინა გუგას.
თათიამ ამოიოხრა. დიდხანს უყურეს ერთმანეთს თვალებში. ორივეს თვალწინ წარმოუდგა, ჯერ გუგას პირველი, უხეში კოცნა... შემდეგ თათიას პირველი გაუბედავი კოცნა...
გუგამ მეტს ვერ გაუძლო, დაიხარა და ფრთხილად შეახო ტუცები.... თათია ისევ ისე თრთოდა, როგორც პირველად... ისევ ისეთი გაუბედავი კოცნა აჩუქა და ისევ იგრძნო გუგამ, რას ნიშნავდა სასურველი კოცნა.
- ჩამეხუტე რაა. - ძლივს გაბედა თათიასმ ამის თქმა. გუგას გაუკვირდა და მალევე მოხვია ხელები და მთელი ძალით ჩაიხუტა. - მხოლოდ დღეს... დღეს. -ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა თათიამ.
დიდხანს იყვნენ ასე, ერთმანეთე მიხუტებულები და ვერ ხვდებოდნენ, ასეთი რა დააშავეს, რომ ასე ისჯებოდნენ... უნდოდათ... სიგიჟემდე უნდოდათ ერთად ყოფნა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო...
თათიამ დაიკვნესა. გუგა შეცბა.
- ცუდად ხარ?
- არა. უბრალოდ ზურგი მეტკინა.... დავწვე ჯობს.
- ხო, მაპატიე. უცებ გავითიშე. - დაიბნა გუგა. ფრთხილად მიაწვინა ბალიშზე - გინდა ტასოს დავურეკოთ? გაუხარდება შენი ხმის გაგება.
- მეშინია გუგა... არ მინდა უარესად ვანერვიულო.
- ეტყვი რომ დაღლილი ხარ... სულ ესაა. უფრო დამშვიდდება... ხვალ კი აქ მოვიყვან. დილით ავუხსნი და გაიგებს ზუსტად ვიცი....
- მადლობა გუგა ყველაფერზე... შენც და ნათიასაც....
- მოიცა, ვრეკავ....
გუგამ ნათიას დაურეკა.
- ნათი რას შვებით?
- ეხლა ამოვედით პარკიდან. გოგიტა მოვა და გაგვიყვანს ჩვენ სახლში. მანდ რა ხდბეა? როგორაა თათია?
- კარგადაა, კარგად. შეგიძლია ტასო დაალაპარაკო?
- კი, კი რა თქმა უნდა, ეხლავე.... ტასოოო, მოდი დედა რეკავს.- გასძახა ნათიამ.
ტასოს აქოშინებული ხმა გაისმა ტელეფონში.
- დეეე, როგორ ხარ? ძალიან მომენატრეეეე.
თათიამ ცრემლები ძლივს შეიკავა.
- კარგად ჩემო ლამაზო, შენ როგორ ხარ? მეც მომენატრე დედას სიხარულო, ხვალ გნახავ.
- ვიცი დე, გუგამ მითხრა წაგიყვან ხვალ დედასთანო.
- ხო ჩემო ლამაზო მოგიყვან ჩემთან. შენ ხომ არ აბრაზებ არავის?
- არა დეე, არ ვაბრაზებ. ვუჯერებ ნათიას. თუ გინდა ჰკითხე. კარგად ვიქცევი.
- მჯერა ჩემო ლამაზო, მჯერა. შენ ჭკვიანი გოგო ხარ. რას აკეთებდი დღეს?
ტასომ დეტალურად მოუყვა ყველაფერი.
- დე, ეხლა წავალ, ქეთი დეიდა მეძახის, უნდა ვივახშმოთ, კაი?
- კარგი ჩემო სიცოცხლე, გაკოცა დედამ ბევრი.
ტასომ ტელეფონი ნათიას მიაწოდა.
- თათია როგორ ხარ? - მოიკითხა ნათიამაც.
- კარგად ნათია, კარგად. ბოდიში რაა, ძალიან შეგაწუხეთ. ამაღამ ჩამოვლენ ია და ბექა და ხვალ წაიყვანენ ტასოს.
- რას ამბობ თათია, რა შემაწუხეთ, კარგი რაა. შენ შვილმა წარმოუდგენეია ვინმე შეაწუხოს. პირიქით, ისე მშვიდდ არიან ორივე, ელეც ისე კარგადაა მასთან... ერთი წამით არ იფიქრო ეგ. მშვიდად იყავი შენ და დაისვენე. იყოს აქ ტასო, სანამ არ გამოკეთდები.
- არა რას ამბობ, ისედაც მართლა უხერხულად ვგრძნობ თავს... - ძალიან ღელავდა თათია.
- არ მინდა ასე იყო თათია, მართლა. წრფელი გულით გეუბნები, რომ არ იფიქრო ამაზე. გთხოვ...
- მადლობა ძალიან დიდი ყველაფრისთვის... და მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ...
- კარგი ეხლა, წადი დაისვენე და ტასოზე არ იდარდო.
- ღამემშვიდობის...
თათიამ ტელეფონი გათიშა და ატირდა. გულამომჯდარი ტიროდა. გუგამ ხელები მოხვია და მიიხუტა. გრძნობდა რაც ატირებდა თათიას... გრძნობდა, რამდენად უხერხულად იყო თათია.
- გეყოფა, გთხოვ, გეყოფა.... თორემ უარესად მძულს საკუთარი თავი... ჩემი ბრალია ყველაფერი... მე ვარ დამნაშავე.
თათიაც მიხვდა რამდენად უჭირდა გუგას ახლა.
- კარგი, უბრალოდ ავნერვიულდი. კარგად ვარ... თან... შენი ბრალი არაფერი ყოფილა..
- კარგი ჩემო სიცოცხლე.... - გაუაზრებლად უთრა გუგა. თათიამ წარბები აზიდა გაბრაზების ნიშნად.
- ნუ ბრაზობ. შენ ჩემი სიცოცხლე ხარ... ჩემი სუნთქვა. ჩემი ბედნიერება. გგონია რამე შეიცვალა? გგონია გრძნობა განელდა? ახლა ათასჯერ მეტად მიყვარხარ... ჯანდაბა.... ნეტა მაშინ მეთქვა... ნეტა მაშინ მეთქვა როცა საჭირო იყო... ნეტა არ დავლოდებოდი ჩემ დაბადებისდღეს... მე მინდოდა ის დღე ყველაზე ლამაზი ყოფილიყო შენთვის... მინდოდა შენი ბედნიერი თვალები დამენახა. ამის სანაცვლოდ კი... ამის სანაცვლოდ რა მივირეთ....
გუგა გაჩუმდა. თათიამ მძიმედ გადააგორა ნერწყვი. რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რომ გუგას უარესად არ ეგრძნო ტავი.
- რა მივიღეთ და ტასო და ელენე... ყველაზე მნიშვვნელოვანი ადაიმანები ჩვენს ცხოვრებაში გუგა. ორი პატარა ეშმაკუნა გოგო, რომლებიც ყველა ტკივილს გავიწყებენ და ყველაზე ძლიერს გვხდიან...
- იცი, პირველად რომ დამიძახა მამა, ელენეს ვუყურბდი და შენ გხედავდი... შენი სიტყვები გამახსენდა. მამას რომ დაგიძახებს ყველაფერი დაგავიწყდებაო, და მართლაც... დავიწყებით არა, მაგრამ მივხვდი რომ უნდა მეცხოვრა მისთვის.
- დამღალე, იციი? - ისევ ხუმრობა სცადა თათიამ.- ავადმყოფი ქალი ვარ, დასვენება მჭირდება... არც შენ გაწყენს...
- დავრჩები ამაღამ რაა. - მუდარით უთხრა გუგამ.
- ხომ იცი რომ ამის ნებას არ მოგცემ... წადი, მიხედე შენ შვილს და ჩემ შვილს...
- როგორ მინდოდა ჩვენ გვყოლოდა შვილი..... - უდიდესი გულისტკივილი იგრძნო თათიამ გუგას ხმაში.
ვერ გაუძლო... მშვიდად ვერ გაუძლო მის სიტყვებს თათიამ დი ტირილი აუტყდა. ხმამაღლა, გულამომჯდარი ტიროდა.
- ღმერთო, რა იდიოტი ვარ- წამიძახა გუგამ და მოეხვია - მაპატიე, მაპატიე გთხოვ. დაუფიქრებლად ვთქვი. ეგოისტი ვარ, საზიზრარი ეგოისტი. ისე ვიქცევი, თითქოს მხოლოდ მე მტკიოდეს. მაპატიე რა, ბოდიში თათი..
- შენ მაპატიე გთხოვ...- ტირილით ამოთქვა თათიამ . - შენ მაპატიე...
- მე რა მაქვს შენთვის საპატიებელი თათი. ეს შენ უნდა მაპატიო.
- გაქვს გუგა, გაქვს...
- კარგი, გვეყოფა დღეს. დაისვენე შენ. მე წავალ... ტასო ალბათ მელოდება. შემითანხმდება ხვალინდელ შეხვედრას. იციი თათი, ელენეზე მეტად ვერავინ მეყვარება, მაგრამ ელენეზე ნაკლებად არ მიყვარს ტასო...
თათიამ ხმა ვეღარ ამოიღო... გუგა მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა და წავიდა.



№1  offline მოდერი Someone wandering

ძალიან ცუდად ვარ,გუგა მტკივაა.
ძალიან ემოციური თავი იყო.
მალე გაიგოს რა სიმართლე,ამდენი ტკივილი კარგი რა...
თათიაც მეცოდება,მაგრამ ვერ ვამართლებ.
ნათია ძალიან მიყვარს .
გუგა,ვგიჟდები შენზე......ვაფრენ ამ ბიჭზე.

 


№2  offline წევრი ფუტკარა

დაახლოებით ოთხი თავი კიდევ და დამთავრდებაა. არანაკლები ემოციით ველოდები მეც როდის დავდებ ხოლმე ახალ თავს... ადრე მეგონა მხოლოდ მკითხველი ელოდებოდა მოუთმებლად სიახლის დამატება,. ახლა ვხვდები რომ მეც ველი....
:) გუგა მეც მიყვააარს.

 


№3  offline წევრი I need your love

ვტკბები, ვთბები, ვტირიი. ბევრ ემოციას იწვევ და ეს, რომ შეგიძლია, ძალიან მაგარი გოგო ხარ. მინდა მალე მიხვდეს გუგა, რომ ტასო მისი შვილია, უკვე ყოველ თავში ველოდებიი, ერთი სული მააქვს, შენ კი ასე გააგრძელე, ძალიან კარგად წერ და წარმატებებიი.

 


№4  offline წევრი ფუტკარა

უუფ როგორ გამიხარდა ამ კომენტარის ნახვააა. მეგონა მარტო ჩემშო იწვევდა ამ ემოციას, მიხარია სხვაც რომ გრძნოობს. მადლობაა

 


№5  offline წევრი n.k.

natia mtkiva .tatias ver vamartleb nu daungrev ojaxs rogorc cxovrobda 5 weli gugas gareshe ise gaagrdzelos zgaprad nu akcev jer gaushva da mere daibruna .

 


№6  offline წევრი ფუტკარა

ფიქრობთ რომ შეძლებს და დაუნგრევს ოჯახს? მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მის წასვლას.... ვფიქრობ აქდე ნათლად ჩანდა თათიას ხასიათი... მაშინ არ დარჩა გუგასთან, იტომ რომ ელენეს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონოდა და ახლა ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რომ ეს ოჯახი დაინგრეს.

 


№7  offline წევრი I need your love

ფუტკარა
უუფ როგორ გამიხარდა ამ კომენტარის ნახვააა. მეგონა მარტო ჩემშო იწვევდა ამ ემოციას, მიხარია სხვაც რომ გრძნოობს. მადლობაა

როცა შენთვითონ გრძნობ იგივეს და წერ, ზუსტად ისე აწვდი ამ გრძნობებს მკითხველს, როგპრც წერ. ჩემთვის ყოველთვოს მთავარია, რომ ისტორიამ ჩემამდე მოიტანოს გრძნობები და ალბათ მთავარიც ესაა წერის დროს )))))))

 


№8 სტუმარი ana

ფუტკარა
ფიქრობთ რომ შეძლებს და დაუნგრევს ოჯახს? მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მის წასვლას.... ვფიქრობ აქდე ნათლად ჩანდა თათიას ხასიათი... მაშინ არ დარჩა გუგასთან, იტომ რომ ელენეს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონოდა და ახლა ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რომ ეს ოჯახი დაინგრეს.



ანუ გამოდის რომ ოღონდ გუგას და ნათიას ვითომ "ოჯახი" ერქვას და სულ ფეხებზე კიდია ნათიასაც და თათიასაც გუგას გრძნობები ხო? ეს ბიჭი რომ უსიყვარულო ოჯახში ბედნიერი არაა ეგ არაფერია? ამ სასიყვარულო სამკუთხედში რომ არცერთი არაა ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ რომ ელენეს ეს ვითომ ოჯახი ქონდეს ნორმალურად მიგაჩნიათ? მაშინ როცა ტასოს მამა საერთოდ არ ყავს. გაიზრდება ელენე და მიხვდება რომ დედას და მამას ერთმანეთი არ უყვართ და არც არასდროს ყვარებიათ და მხოლოდ მის გამო იყვნენ ერთად. როგორ გგონიათ ეს უფრო არ ატკენს გულს? მაპატიეთ მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე დაჩაგრული გუგა და ტასო არიან და თუ ისევ ნათიასთან დატოვებ, ამ ისტორიის ყველაზე უსამართო ფინალი იქნება. ნათიამ მშვენივრად იცის რომ არ უყვარს გუგას და ტასოს შესახებ რომ გაიგებს, თუ შეგნებული ადამიანია და არა ეგოისტი, თვითონ უნდა გაუშვან გუგა როგორც ეს თავის დროზე თათიამ გააკეთა და მისცეს ამ ორს ბედნიერების უფლება.

 


№9 სტუმარი სტუმარი Salome

ana
ფუტკარა
ფიქრობთ რომ შეძლებს და დაუნგრევს ოჯახს? მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მის წასვლას.... ვფიქრობ აქდე ნათლად ჩანდა თათიას ხასიათი... მაშინ არ დარჩა გუგასთან, იტომ რომ ელენეს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონოდა და ახლა ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რომ ეს ოჯახი დაინგრეს.



ანუ გამოდის რომ ოღონდ გუგას და ნათიას ვითომ "ოჯახი" ერქვას და სულ ფეხებზე კიდია ნათიასაც და თათიასაც გუგას გრძნობები ხო? ეს ბიჭი რომ უსიყვარულო ოჯახში ბედნიერი არაა ეგ არაფერია? ამ სასიყვარულო სამკუთხედში რომ არცერთი არაა ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ რომ ელენეს ეს ვითომ ოჯახი ქონდეს ნორმალურად მიგაჩნიათ? მაშინ როცა ტასოს მამა საერთოდ არ ყავს. გაიზრდება ელენე და მიხვდება რომ დედას და მამას ერთმანეთი არ უყვართ და არც არასდროს ყვარებიათ და მხოლოდ მის გამო იყვნენ ერთად. როგორ გგონიათ ეს უფრო არ ატკენს გულს? მაპატიეთ მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე დაჩაგრული გუგა და ტასო არიან და თუ ისევ ნათიასთან დატოვებ, ამ ისტორიის ყველაზე უსამართო ფინალი იქნება. ნათიამ მშვენივრად იცის რომ არ უყვარს გუგას და ტასოს შესახებ რომ გაიგებს, თუ შეგნებული ადამიანია და არა ეგოისტი, თვითონ უნდა გაუშვან გუგა როგორც ეს თავის დროზე თათიამ გააკეთა და მისცეს ამ ორს ბედნიერების უფლება.

ana
ფუტკარა
ფიქრობთ რომ შეძლებს და დაუნგრევს ოჯახს? მაშინ რაღა აზრი ჰქონდა მის წასვლას.... ვფიქრობ აქდე ნათლად ჩანდა თათიას ხასიათი... მაშინ არ დარჩა გუგასთან, იტომ რომ ელენეს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონოდა და ახლა ნამდვილად არ დაუშვებს იმას, რომ ეს ოჯახი დაინგრეს.



ანუ გამოდის რომ ოღონდ გუგას და ნათიას ვითომ "ოჯახი" ერქვას და სულ ფეხებზე კიდია ნათიასაც და თათიასაც გუგას გრძნობები ხო? ეს ბიჭი რომ უსიყვარულო ოჯახში ბედნიერი არაა ეგ არაფერია? ამ სასიყვარულო სამკუთხედში რომ არცერთი არაა ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ რომ ელენეს ეს ვითომ ოჯახი ქონდეს ნორმალურად მიგაჩნიათ? მაშინ როცა ტასოს მამა საერთოდ არ ყავს. გაიზრდება ელენე და მიხვდება რომ დედას და მამას ერთმანეთი არ უყვართ და არც არასდროს ყვარებიათ და მხოლოდ მის გამო იყვნენ ერთად. როგორ გგონიათ ეს უფრო არ ატკენს გულს? მაპატიეთ მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე დაჩაგრული გუგა და ტასო არიან და თუ ისევ ნათიასთან დატოვებ, ამ ისტორიის ყველაზე უსამართო ფინალი იქნება. ნათიამ მშვენივრად იცის რომ არ უყვარს გუგას და ტასოს შესახებ რომ გაიგებს, თუ შეგნებული ადამიანია და არა ეგოისტი, თვითონ უნდა გაუშვან გუგა როგორც ეს თავის დროზე თათიამ გააკეთა და მისცეს ამ ორს ბედნიერების უფლება.

Sruliad getanxmebi

 


№10 სტუმარი mari

ის ოჯახი ნამდვილ ოხაჯად ვერასდროს იქცევა სადაც სიყვარული არაა. არ ვიცი ვის როგორი წარმოდგენა აქვს ოჯახზე, მაგრამ უსიყვარულო ოჯახში ბავშვი ვერასდროს იქნება ბედნიერი. თათია არასდროს ეცდება მათი "ოჯახის" დანგრევას, ეს ნათიამ უნდა გაუშვას გუგა. თუ თავმოყვარეობა გააჩნია და გუგას ბედნიერება უნდა. მითუმეტეს როდესაც გაიგებს რომ ტასო გუგას შვილია. ეს თუ არ გააკეთა გამოდის რომ არც ისეთი კარგი და სათნო გოგო ყოფილა როგორადაც თავს აჩვენებდა.

 


№11  offline წევრი ფუტკარა

ფუტკარა
დამშვიდდიიით. ჯერ არ დასრულებულა ისტორია და წინასწარ ნუ ნერვიულოოობთ. გეთანხმებით, გუგა ყველაზე მეტად დაჩაგრულია, ყველაზე მეტად მას სტკივა და ყველაზე მეტად ის განიცდის... და ბედნიერებასაც ნამდვილად იმსახურეებს. თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. წინასწარ არ მინდა რამის თქმა, არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან... მაქსიმუმ 4 თავი გამოვიდეს კიდევ, ზუსტად არ ვიცი. და მალ-მალე დავდებ. დღესაც ვწერდი, იმიტომ რომ ვიცი ელოდებით და არ მინდა დავაგიანო. ავტვირთე და იმედია მალე დაამატებენ....

დამშვიდდიიით. ჯერ არ დასრულებულა ისტორია და წინასწარ ნუ ნერვიულოოობთ. გეთანხმებით, გუგა ყველაზე მეტად დაჩაგრულია, ყველაზე მეტად მას სტკივა და ყველაზე მეტად ის განიცდის... და ბედნიერებასაც ნამდვილად იმსახურეებს. თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. წინასწარ არ მინდა რამის თქმა, არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან... მაქსიმუმ 4 თავი გამოვიდეს კიდევ, ზუსტად არ ვიცი. და მალ-მალე დავდებ. დღესაც ვწერდი, იმიტომ რომ ვიცი ელოდებით და არ მინდა დავაგიანო. ავტვირთე და იმედია მალე დაამატებენ....

 


№12 სტუმარი სტუმარი nancho

ფუტკარა გთხოვ თათია და გუგა დაააოჯახე.

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

ყველა საწყალია. ნუ გუგა თავიდანვე მეცოდებოდა. და რის გამო? თათიას გამო. მე მაინც ვერ ვხვდები უსიყვარულო ოჯახში ბავშვი სრულყოფილად როგორ უნდა ჩამოყალიბდეს. თუმცა მე იმასაც ვერ ვხვდები გუგა რატომ ადგა თათიას წასვლის მერე და ნათია მოიყვანა ცოლად. ისე ეზრუნა, ცალკე...ახლა დაბრუნდა და ისევ სიტყვებით და ამ დროს უმოქმედობით უფრო ამძიმებს ამ თათიას.

 


№14  offline წევრი ფუტკარა

ერთ- ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გადადგა გუგამ ეს ნაბიჯი იყო ის, რომ არ უნდოდა თათიას გაღებულ მსხვერპლს უაზროდ ჩაევლო. თათიას წასვლის მიზეზიც ხომ ეგ იყო...
და თუ ვინმეს სტკივა, ეს ისევ გუგაა. იმიტომ რომ ორ წყალს შუაა. ნათიას მიტოვებას მართლა არ ფიქრობს და ისევ იმიტომ, რომ იცის თათია მასთან არ იქნება....
დანარჩენს მომავალში გავიგებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent