ემოციური გადაწყვეტილება (სრულად)
-თაკო!-გამომძახა დედამ სამზარეულოდან -რა იყო დედა?!-გავძახე და შევეცადე ხმაში სითბო გამერია -ახლავე აქ მოდი-გამომძახა მკაცრი ტონით და მივხვდი საქმე უფრო ცუდად იყო ვიდრე მეგონა. უხმოდ გავედი, მთელი სხეულით ვიგრძენი უსიამოვნო საუბარი რომ მელოდა, კაცმა რომ თქვას რაღა დროს სიგარეტის გაკვირვება-შეცხადების საუკუნეა?- მაგრამ არა! დედაჩემისთვის სულ ერთია 21-საუკუნეა თუ მე-19-ე. ქალი-ქალია არ მაინტერესებს, რას ჰქვია ეწევი?-შენს ჯანმრთელობას ხომ იზიანებ და მერე რას იტყვიან მეზობლები „ქეთინოს გოგოს შეხედე როგორ ეწევა?“ გინდა თავი მომჭრა? მთელი უბნის სალაპარაკო გამხადო? ჯერ მამაშენი მოვიდეს სახლში? ხმა არ გავეცი, ამან უფრო გამოიყვანა მდგომარეობიდან, რა აღარ მითხრა ხან რით დამემუქრა ხან რით, ჩემ ოთახში შევედი, ზუსტად ვიცოდი მამაჩემმა იცოდა რომ ვეწეოდი და არც არაფერს მეტყოდა. -ეხლავე დედიკოოო!-გავწელე ხმა ვითომ გაშლილ სუფრაზე მეძახდა -თაკო-თამარ- (გაბრაზებულზე ყოველთვის თამარი ვარ)-მოკლედ ჩემს გარდა ყველას სცოდნია შენი სიგარეტის ამბავი, მეზობლებსაც კი!-როგორ გენდობოდი სულ ვფიქრობდი თუ რამეში შეცდება მე მეტყვის პირველსთქო და თურმე მე გავიგე ბოლოს ეს ყველაფერი, ჯანდაბას სიგარეტი -მაგასაც შევეგუებოდი რომ გეთქვა ჩემთვის -მე ის უფრო მეწყინა რომ არ მენდე და არ მითხარი, ყოველთვის ვგრძნობდი სუნს შენს ტანსაცმელზე, მაგრამ იმდენად გენდობოდი ვფიქრობდი ალბათ მეგობრებთან ერთად რომ იყო ეწეოდნენ და მაგიტომ ასდის ტანსაცმელს სუნითქო-ერთი წუთით არ მიფიქრია თუ ეწეოდი, საშინლად ვარ იმედგაცრუებული, ჯიბეში ხელი ჩაიყო გასაღები ამოიღო და მაგიდაზე დამიდო -აი აიღე!-სახეზე ალმური ასდიოდა-შენი ბინის გასაღებია დაბადებისდღისთვის საჩუქარს გიკეთებდით მე და მამაშენი, სიურპრიზი გვინდოდა ეს რომ გავიგე ვიფიქრე ბინის ღირსი არ არის თქო, მაგრამ მერე გადავწყვიტე მარტოს გეცხოვრა, გამომართვი და წადი -ფურცელს მისწვდა იქვე დადებულს ზედ მისამართი დაწერა ჩემი ახალი სახლის და გამომიწოდა. -გული მტკივა დედა, იცოდი ჩემთვის შენი ეს საქციელი რა მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ მაინც არ მენდე, გერჩივნა ყველას დასაცინი გაგეხადე-ცრემლი მოიწმინდა ცალი ხელით. გაოგნებული ვიდექი, მერჩივნა ხელით შემხებოდა ვიდრე ესე მომხდარიყო, თურმე რა სიურპრიზი ყოფილა. ყოველთვის მეუბნეოდა მამა 20 წლის რომ გახდები სიურპრიზს მოგიწყობო, აი თურმე რას გულისხმობდა და მე ამ სასიხარულო ამბავს ესე ვისმენდი, არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა, თავს საშინლად ვგრძნობდი, ყელში ბურთი გამეჩხირა ცრემლებს ძლივს ვიკავებდი -დე არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო.... -მაგრამ მოხდა-შემაწყვეტინადედაჩემმა. -შენს ნივთებს თავი მოუყარე, ბინა ყველაფრით მოწყობილია, არაფერზე დაგჭირდება ზრუნვა გამახარებ დღესვე თუ გადახვალ- და ოთახიდან გავიდა თითქოს ადგილს მიმალურსმეს ნაბიჯს ვეღარ ვდგავდი, როგორ ველოდი ჩემს 20 წლის იუბილეს მით უმეტეს მამაჩემის სიურპრიზს და ერთი კვირით ადრე ვიგებდი ამდენი ხნის ინტერესს და ესეთ მდგომარეობაში, ჩემი თავის შემრცხვა მომინდა გავქცეულიყავი, ან რამ მაფიქრებინა დედაჩემისთვის დამემალა მე ხომ უბრალოდ მეგობრებს ავყევი და ნამდვილი მწეველი არც ვიყავი, არც ჩემი მეგობრები მოწონდა დედას. -როგორ იცვამენ, როგორ საუბრობენ რა საერთო გაქვს მაგათთან- ხშირად მეუბნეოდა დედა. ჩემს ოთახში გავედი, საწოლზე დავემხე მინდოდა მოვმკვდარიყავი ისე ვიყავი თითქოს ომიდან დავბრუნდი. ტელეფონი ავიღე საათს დავხედე 2 საათი იყო, მამა უკვე შესვენებაზე იქნებოდა. დავურეკე.. -მაააა... -ვიცი, ეხლა ვსადილობ და საღამოს ვილაპარაკოთ -მამა, დედამ- და ხმა გამიწყდა -ვიცი ერთად გადავწყვიტეთ, ასე აჯობებს გადახვიდე, საღამოს მოვალ და დავილაპარაკოთ გადადი დღესვე თაკო-და ტელეფონი გამითიშა. წამოვხტი ჩემოდანი გამოვიღე გარდირობიდან და ტანსაცმელს გიჟივით ვყრიდი, ესაა ჩემი ნანატრი დაბადების დღე? -ცრემლები მცვიოდა-ესე ხომ? თავიდან მიშორებთ?-ვყვიროდი ბოლო ხმაზე, თითქოს კაცი მოვკალი თითქოს-ხმა გამიწყდა, ფეხზე ჩავიცვი გიჟივით გამოვაღე კარები და კიბეზე დავეშვი. -დანარჩენ ნივთებსაც გამოგიგზავნი-დამადევნა დედაჩემმა. ქუჩაში გავვარდი, ერთი სული მქონდა „იმ“ სახლში მივსულიყავი და სამუდამოდ ჩამეკეტა კარი ჩემი მშობლებსთვის. ჩემს ახალ სახლში ტაქსით მივედი-რას ერჩი ქეთინოს გემოვნება კი ქონია, ბინა მდიდრების უბანში არც ისე ცუდია, ცოტა გუნება გამომიკეთდა. კორპუსს ავხედე მეორე სართული დიდი აივნით და დიდი შუშებით, კაცმა რომ თქვას არც ისე ცუდია მარტო ცხოვრება მით უმეტეს ესე კომფორტულად, კიბეს ფეხით ავუყევი თან ჩემს ჩემოდანს მივათრევდი და აი ვდგავარ ჩემი ვერცხლისფერი კარების წინ, გასაღები ამოვიღე კარი ფრთხილად გავაღე, დიდი და ნათელი ბინა თანამედროვე ავეჯით გააწყობილი. კოლიდორში შევედი, კარი ფრთხილად ჩავკეტე ჩემოდანი იქვე დავტოვე და ოთახების ათვისებას შევუდექი. საძინებელი ყველაფრით გაწყობილი, გაუთვალისწინებია ქეთოს ჩემი გემოვნება, ჰმ!-როდისღა მოასწრო? სულ დამავიწყდა ჩემი ცოტახნის წინანდელი უსიამოვნება, გაბრაზებამაც გადამიარა ეგ კიარადა და ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი ცეკვა მომინდა. სამზარეულო მეპატარავა მაგრამ ერთი ადამიანისთვის არაუშავდა, ყველაფერი სუფთა და გემოვნებით იყო შერჩეული, მისაღებში შევედი. დიდი მისაღები სადა, მხოლოდ დივანი მაგიდა და დიდი ტელევიზორი დაეკიდათ, დიდი ფანჯრები აივანზე გადიოდა , ფარდა გადავწიე და აივნის კარები გავაღე. მაგიდა, სკამები, პუfი, საქანელა რა მინდოდაა მეც მეტი, ისეთ კარგ ხასიათზე დავდექი გადავწყვიტე ქეთინოსთვის დამერეკა თან მეცინებოდა ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო, ტელეფონი ავიღე და ქეთინოს ნომერი მოვძებნე. -ალო, დედიი მაპატიე წეღან ზედმეტი მომივიდა არც კი ვიცი უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს. -უნდა ნანობდე, თორემ წყენით მე მწყინს-მიპასუხა ნამტირალევი ხმით, როგორც ჩანს ვერ შეეგუა ჩემი მარტო ცხოვრების ამბავს!. -საღამოს მამა მოვა, უნდა დავილაპარაკოთ, შენც ხომ არ გამოხვალ? -არა-მიპასუხა ცივად. -კარგი...-სიტყვა არ მქონდ დამთავრებული რომ ტელეფონი გამითიშა. დივანზე წამოვწექი, ჩამეძინა, საღამო იყო კარზე ზარის ხმამ რომ გამაღვიძა უხალისოდ წამოვდექი ჯერ კიდევ ვერ გამოვერკვიე ძილილდან, კარი გავაღე მამაჩემი მიღიმოდა -აბა თაკო როგორ მოგეწონა ჩვენი სიურპრიზი?-ხელები გაშალა და ჩამეხუტა -კარგად თუ არ ჩავთვლით დილანდელი ამბავს-გამეცინა-შემოდი ჩემი ახალი სახლი გაჩვენო-ორივეს გაგვეცინა, ფეხზე გაიხადა და მისაღებში შევიდა დივანზე დავსხედით -მოკლედ დიდი გოგო ხარ უკვე, გადავწყვიტეთ ცალკე იცხოვრო... -ბევრი რამე გადაწყვიტეთ თქვენ უჩემოდ- წავკბინე -რას გულისხმობ? -„უზრუნველი ცხოვრება“ სინამდვილეში სწავლაზე და ჩემს ამბიციებზე უარის თქმა და ვითომ მომავალს მიქმნით არა?-ისევ შემეცვალა ხასიათი. -შენ ისეთი მომავალი გაქვს არ გინდა ზედმეტი ფიქრი და თავის ჭ....ტა, შენი ტოლა გოგოები ბარში მიმტანად მუშაობენ კაპიკებზე შენ რა გაქვს საფიქრალი? -როგორ არა მამა, დამოუკიდებელი ცხოვრება მინდა იქნებ მეც მივიღო გადაწყვეტილება „ჩემს ცხოვრებაში“-იქნებ მეც გადავდგა ნაბიჯი ისე რომ თქვენ არ ჩაერიოთ, მეგობრებიც კი თქვენ უნდა შეგითანხმოთ, ვინ მოგეწონებათ და ვინ არა და ამის მერე კიდევ ფიქრობთ რომ ჩემი სიკეთე გინდათ?-ფანჯარასთან მივედი ზურგშექცევით დავდექი და ჩუმად ვიწმენდდი ცრემლებს მამაჩემს რომ არ დაენახა-რას ეძახით უზრუნველ მომავალს? ნაბიჯი ვერ გადამიდგავს უთქვენოდ. ისევ 2 წლისა ხომ არ ვარ? -ხოდა აი ეს სახლი!-გაეღიმა-იცხოვრე მარტო და მიიღე გადაწყვეტილებები, ყოველ კვირას პროდუქტებს მოგიტან მშიერმა რომ არ იარო, მალე ჩემთანაც დაგასაქმებ სამსახურში.... -აი თურმე რა?! ისევ თქვენს ირგვლივ ხო? აქედანაც გამაქცევთ თქვენ. -კარგი კარგი მოდი დაწყნარდი ჩვალ ქვემოთ შენ დარჩენილ ნივთებსაც ამოვიტან, ჯერ სახლში მივედი დედაშენმა გამომატანა შენი ნივთები, ხო კიდე შენ პირად ანგარიშზე გარკვეული თანხა დავსვი იმედია არ გეცოტავება, იყავი ბატონო მარტო, კაი ხანს არ შეგაწუხებთ დაბადების დღე როგორც გინდოდეს ისე გააატარე, გჩუქნი 20 წლის იუბილეზე ამ სახლს და თავისუფლებას- მიტრიალდა და კალიდორში გავიდა, ფეხზე ჩაიცვა დაბლა ჩავიდა, აივანზე გავედი და გადავხედე მანქანიდან 2 დიდი ჩანთა გადმოიღო კიდევ ერთი პარკი და ამოვიდა, 2 ჩანთა საძინებლის კართან დადო პარკი სამზარეულოში შეიტანა მაგიდაზე დადო, ჯიბიდან საფულე ამოიღო მსხვილი კუპიურები დამიდო მაგიდაზე და უხმოდ წავიდა... . . . როგორც მიხვდით მე დედისერთა ვარ, განებივრებული ბავშვი ვიყავი, ყველა თავზე დამტრიალებდა , ხელისგულზე მატარებდნენ, არასდროს მაკლდა დასვენება, არც ჩასაცმელი და არც სხვა რამე, რასაც სხვები შენატროდნენ მე ის არასდროს მაკლდა . მამაჩემი წარმატებული ბიზმესმენია, საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს, საკმაოდ გავლენიანი და წარმატებულია თავის საქმეში. ყოველთვის სურდა ბიჭი ყოლოდა რომ თავისი კარიერა ვაჟისთვის გადაელოცა. - აბა რა ქალის საქმეა მშენებლობა, თვს მაინც ვერ გაართმევ-მეტყოდა ხოლმე გულდაწყვეტილი.-სიძე კიდევ ღმერთმა იცის როგორი შემხვდება. ვერ ამყარებდა იმედს ჩემზე, კაცმა რომ თქვას არც მაინტერესებდა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ კვირა არ გავიდოდა დედა ექიმთან არ წასულიყო, უშედეგო მკურნალობის შემდეგ ექიმმა გამოუცხადა:- ქალბატონო ქეთინო ყველაფერი რიგზე გაქვთ , ჩვენ მეტს ვეღარაფერს შევძლებთ, იქნებ თქვენი მეუღლეც მოსულიყო, ხდება ხოლმე ერთ ბავშვს გააჩენენ და მერე ექიმის ჩარევა სჭირდებათ მეორე, მესამე ბავშვზე. მამამ ეს რომ გაიგო ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ გაყვა დედას. მახსოვს როგორ განვიცდიდი და ვეჭვიანობდი ჩემს ჯერ არ დაბადებულ ძმაზე, რას აღარ წარმოვიდგენდი, მეგონა ის თუ გაჩნდებოდა მე დამივიწყებდნენ , უფრო აურესსაც ვფიქრობდი , რომ ჩემს მშობლებს აღარ ვუყვარდი, ისტერიკა მეწყებოდა ხმამაღლა ვყვიროდი (ალბათ ეს დედისერთების სინდრომია) - მე არ გიყვარვართ ხომ? გყავდეთ თქვენი ბიჭი, მე სახლიდან წავალ ( და აჰა ამიხდა, მართალია ჩემი ნებით არა მაგრამ მაინც)- მამას ყოველთვის ეცინებოდა ჩემს საქციელზე, თავზე ხელს გადამისვამდა და მეუბნეოდა - გაიზრდება და თავად მოგინდება ძამიკოვო -არ მომინდება-ვჯიუტობდი მე. დედა მიხსნიდა რომ ეს ნორმალურია, ყველა ოჯახშია ორი ან სამი ბავშვი. მეც ხომ მყავს დაიკო? მართალია საქართველოში არ არის მაგრამ მყავს და ძალიან მიყვარს, აბა ჩვენ მეზობელ მარის ნახე ორი დაიკო ჰყავს, ჰკითხე და გეტყვის როგორი კარგია დედმამიშვილი. -ხო მაგრამ იმას ძმა არ ჰყააააავს-ვზლუქუნებდი ხოლმე. დედას არასოდეს უმუშავია მამას არ უნდოდა და იმიტომ. არა ეჭვიანი მამა არასოდეს ყოფილა, ყოველთვის აძლევდა დედას იმის ნებას რომ მეგობრებთან ერთად გასულიყო სადაც მოესურვებოდა, ამისათვის ჩვენი მძღოლი ადგილზე იყო მუდამ... მე სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ვსწავლობდი (ვსწავლობდი რა დავდიოდი) დამატებით პედაგოგებთან არ მივლია და არც უცდიათ ჩემებს ჩემტვის კარგი განათლების მოცემა, ყოველთვის თვლიდნენ რომ იღბალი უფრო საჭირო იყო ვიდრე კარგი განათლება. -მე გამზადებულ მომავალს გიქმნი, რად გინდა კარგი სწავლა? ერთ გავლენიან ბიჭს მიგათხოვებ და ეგ იქნება ( 21 საუკუნესი კიდევ ფიქრობს ვინმე რომ „სწავლა რათ გინდა“ ისიც არ მგამუშავებს და დედასავით სახლში იჯდები, ოღონდ ერთი ანსხვავებით, შენ ბევრ შვილს გააჩენ, გოგო ბიჭი, გოგო, ბიჭი. მეც ერთი პერიოდი თავში მქონდა ავარდნილი, კარგად მეცვა, მეგობრებსაც მე ვირჩევდი, ვინც არ მომწონდა ზემოდან ვუყურებდი, დამცინავად ვიყავი განწყობილი მათ მიმართ, ყოველთვის ხაზს უსვამდი ჩემს ჩაცმულობას და გარშემოც ისეტთები მყავდნენ, ვიაც რაღაც მაინც გააჩნდა, მიუხედავად იმისა რომ სკოლა ახლოშ მქონდა სულ მოვითხოვდი რომ მძღოლს ვეტარებინე, მინდოდა ყველას დაენახა ჩემი შესაძლებლობა . არც შეხედულება დამიწუნებდით, საშუალოზე ოდნავ მაღლი, წვრილი სიფრიფანა არნაგობის, წაბლისფერი თმა და თვალები, თეთრი კანის ფერი კურნოსა ცხვირი განსხვავებულ იერს მაძლევდა , ტუჩები დიდი და ბუნებრივად წითელი დ ატუ ვინმე კომპლიმენტს მეტყოდ სახეზე ყოველთვის ვწითლდებოდი, თაყვანიმცემლებიარასოდეს მაკლდა ხან ვის მოჰქონდა ამბები ხან ვის -თააკ იცი გიოს უყვარხარ, -თაააკ ვახოს უყვარხარ მეც ვიფერებდი და ვთვლიდი ჩემი ღირსი არავინ იყო. პირადად ჩემთვის არავის აუხსნია სიყვარული, ყველა ესე შორიდან მეტრფოდა . არ ვიცი ეს მამაჩემის გამო ხდებოდა თუ რა იყო ახლოს არანინ მეკარებოდა.(გავლენიანი საძმაკოცო შეძრა ალბათ, ჩემს გოგოს არავინ მიეკაროს, ქართველი მამა) მე სერიოზულად არავინ მომწონდა, თითქოს ჩემს თვს შთვაგონებდი რომ ჩემი ღირსიარავინ იყო, ცივი და უკარებას როლს ვთმაშობდი. ყოველთვის დავცინოდი იმ ბიჭებს ვისაც ვუყვარდი, სასაცილოდ არ მყოფნიდა .... ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი რომ გარშემო ყალბი მეგობრები მყავდნენ, ზუსტად ვიცოდი მათ შორის ერთი მათგანიც არ მოიძებნებოდა ისეთი ვისაც საიდუმლოს გავანდობდი და გულწრფელად შემინახავდა-ეს სკოლიდან, დედას სამეგობროს შვილებიც ესეთები იყვნენ როგორიც მე, ყველას დასცინოდნენ, განსაკუტრებით იმ ბიჭებს ვისაც მოწონდათ, თითქოს გვერდიდან შევხედე ჩემს თვს და სინდისმა შემაწუხა- რა საშინელებაა მეც ამათნაირი რომ ვარ, თითქოს აღრ მინდოდა მათთან მეგობრობა და ურთიერთობა, ამიტომ ყველაზე დიდ დროს ჩემს მეზობელ მარისთნ ვატარებდი. მარი სასიამოვნო გოგო იყო, უბრალო და გულწრფელიარაფრით არ ჰგავდ ჩემს უწინდელ მეგობრებს, არც ჩაცმაზე ირეოდა, ოჯახში სამი დები იყვნენ და რომც მოენდომებინდა განსაკუთრებულად ვერც ჩაიცვამდა, თუმცა ამაზე არასოდეს წუხდა წიგნების კითხვა უყვარდა და ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული, მიყვებოდა ამათუ იმ ნაწარმოებებს და მეც თითქოს სხვა სამყაროში გადავდიოდი, მომწონდა მარის უბრალოება და მისი სულის სიღრმე, ვფიქრობდი აი ვინ არის ნამდვილი, გული მიმიწევდა მარისკენ და ჩემს ტანსაცმესაც სიამოვნებით ვჩუქნიდი რაზეც ყოველთვის უარს ამბობდა, მაგრამ ჩმი დაჯინებული თხოვნით ჩემი მაინც გამქონდა, მიკვირდა როგორ არ ჰგავდა ჩემს ყალბ მეგობრებს, რომლებისთვისაც რამე შემეთვაზებინა და კიოდნენ ისე უხაროდათ, არც სიგარეტის მოწევას დაგიდევდნენ მეც მაძალებდნენ -მოწიე ნუ ხარ გოიმი-და მეც მათთნ ერთდ სიამოვნებითვეწეოდი ხოლმე. მარი ყოველთვის მწყრალი თვალებით მიყურებდა, მაგრამ არაფერს მეუბნეოდა.. მე მარისგან ბევრი რამე ვისწავლე, ის რაც ვერც სკოლამ და ვერც დედამ ვერ მომცა, თურმე რამდენს ნისნავს კარგი მეგობარი, რაც მთვარია თავმდაბლობა და ადამიანობა ვისწავლე თუმცა ხანდახა გამომერეოდა ჩემი ძველი ხასიათი, მივხვდი რომ რაღც მომენტში თვში მქონდა ავარდნილი უფრო სწორად გარდატეხის ასაკში, როცა მშობელიც კი უძლურია აი სწორედ მაშინ უნდა ადამიანს კარგი მეგობარი, მე გამიმართლა.. . . . ჩანთები საძინებელში შევიტანე, ჩემი ტანსაცმლის ამოლაგებას შევუდექი, გარდირობი გამოვაღე და გავვოცდი ქეთუსას და სოსოს (მამაჩემს) ამაზეც ეზრუნათ, ნაირ-ნაირი ტანსაცმელი დამხვდა შეკიდული, რაღა მინდოდა მეტი, სათითაოდ ჩამოვხსენი ყველა რამოდენიმე ნაკლებად მომეწონა და ცალკე გადავდე მარისთვის (რა ბოროტი ვარ) ყველაფერი თავის ადგილას დავაბრუნე ჩემების ჩმოვკიდე,უჯრაში ყოველდღიური ტანსაცმელი ჩვაწყე, ჩემი კომპიუტერი ტუმბოზე დავდე (ესეც გამოეგზავნა ქეთუსას) და სამზარეულოში გავედი, ფული მჩემს საფულეში გადავიტანე და პარკის ამოლაგებას შეუდექი, ყავა, შაქარი, ჩაი ტკბილეული და კონტეინერით საჭმელი გამოეგზავნა დედაჩემს, საჭმელების დანახვისას უცებ ვიგრძენი უეცრი შიმშილი, მარის ხომ არ დავურეკო და გამოვიყვანო?-გავიფიქრე, თუმცა მალევე გადავიფიქრე, იყოს დღეს მარტო ვიქნები და მაგიდის გაშლას შეუდექი, მისაღებში გავედი აივნის კარი გავხსენი, ტელევიზორი ჩავრთე , ქუჩიდან შემოსულმა ხმაურმა და ტელევიზორის ხმამ მარტოობის შეგრძნება გამიფანტა, სამზარეულოშ დავბრუნდი, ჩემს გაშლილ სუფრას სიამოვნებით მივუჯექი მთელი დღის მშიერმა რამის სულ გადავსანსლე ყველაფერი, მაგიდა ავალაგე. ქეთუსას ჭურჭლისგასარეცხ საშალებებზეც ეზრუნა, სუპერ დედიკო, თათმანებიც კი ეყიდა. სულ მესამედ ვრეცხავდი ჭურჭელს-ჰმ! ამის მერე ვეღრც დავითვლიდი ალბათ. ისე რატომ არ მიყიდეს ჭურჭ₾ის მანქანა თვითონ ხომ აქვთ? ალბათ უნდა დედაჩმს რომ „საქმეს“ მივეჩვიო თორემ ქეთუსას ეს არ გამორჩებოდა- გამეღიმა. ყავა მომინდა მოვიმზადე, ჭიქით ხელში აივანზე გავედი და პუfში ჩვჯექი, ხმაურიან ქუჩს გავხედე მესიამოვნა ხედი მანამდე არ დავაკვირდი, მარტო დარჩენილი და დაწყნარებული სულ სხვა თვალით ვუყურებდი გარემოს, ჩემი ახალი სახლი... გამიკვირდა სოსომ პენტჰაუსი რომ არ მისახსოვრა, ის ხომ უზრუნველ მომავალს მპირდება, ეს ბინა მყუდრო და ჩვეულებრივი იყო, ალბათ ამ ეტაპზე ესე ჩათვალა საჭიროდ,კიდევ ექნება ჩემთვის ერთი ორი ბინა (სახლი) გამზადებული, ნალ-ნელა გამომიჩემს ალბათ ყავა მოვსი მესიამოვნა. ღამდებოდა არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა გარეთ გაზაფხულის სასსიამოვნო ღამე დგებოდა , გარეთ გასვლა არ მინდოდა არც ვინმეს ჩემთან მოყვანა, დღეს მარტო ვიქნები სოციალურ ქსელში გავერთობი და დავიძინებ, გრილდა ცოტა შემცივდა ოტახში შემოვედი, მდივანზე წამოვწექი და fეიზბუკში შევედი, უცხო მესიჯები ყოველთვის მხვდებოდა, ყველას ვაიგნორებდი, თითქმის ერთიდაიგივე უინტერესო ტექსტები მხვდებოდა, ეხალც დამხვდა.. ცოტა უცნაური და განსხვავებული -არც ისეთი ლამაზი ხარ, ფოტოგენური უპრო ხარ ვიდრე ისე გვერდით რომ ჩამივლი, ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ (თვალისჩკვრისმაილი) ეგ კი არადა ერთი ორი ნაოჭც კი შეგამჩნიე (ენისგამოყოპისსმიალი)არ მომწერო მაინც არ გიპასუხებ. მის პროფილზე შევედი, გიო ეწერა, არც ფოტოები ელაგა დაარც მეგობრები ჰყავდა, არ ღირდა პასუხის გაცემა, აივაზე ყავის ფინჯანი დამრჩ, ავდექი შემოვიტანე, კარი ჩავკეტე და საძინებლისაკენ წავედი... დილით ადრე გამეღვიძა წამოვხტი აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე ხალათი ჩავიცვი და ყავა მოვიმზადე, აივანზე გავედი მზე ნელნელა ამოდიოდა, ხედს გავხედე მესიამოვნა.. ტელეფონმა დარეკა ქრისტი მირეკავდა ჩემი სკოლის მეგობარი -ალო -თკო სად ხარ დაკარგული? -რა ხდება ქრისტი?-არ ვაპირებდი ჩემი ამბების მოყოლას, -საღამოს გოგოები ვიკრიბებით კლუბში მივდივართ და ხომ არ წამოხვალ? -არ ვიცი ქრისტი, დღეს სხვა გეგმები მაქვს და თუ რამე შეიცვალა გაგაგებინებ-ვიცრუე -ოკ შემეხმიანე-გაწელა ხმა -კაი ქრისტი-გავუთიშე, ფული მაქვს და ყოველთვის მეძახიან, უმეტესად მე ვიხდი სუფრისა და სასმლის ფულს -აუ თაკოო შენ გადაიხადე რაა, რა გენაღვლება მამიკოს ფულები! ყოველთვის ვხვდებოდი მიყენებდნენ, კლუბებშიც იმიტომ მეძახდნენ რომ მერე მე გადამეხადა -აუუ სიგარეტიც გვიყიდე რა- ისე სოსო მამიკოს სთხოვე მანქანა გიყიდოს როდემდე ვიაროთ ქეთის ჯაბახანით?-აი ესეთი მეგობრები მყავდა, პონტის ამყოლები დროს ტარებაზე რომ ფიქრობდნენ მუდამ, ერთი უარი და ერთი მცდარი ნაბიჯი რომ ისე გაგწირავდნენ თვალს არ დაახამხამებდნენ. ისევ ტელეფონი, მამიდაჩემი მირეკავდა გაიგო ალბათ ჩემი ამბავი -ალო -მამიდა გენაცვალოს, ეს რა ამბები გავიგე? ეხლა ველაპარაკე სოსოს მარტო როგორ უნდა იცხოვრო?ნათსი ძარცვა და ყაჩაღობა ხდება, თუ გსჯიან შენები ჩემთნ გადმოდი მამიდა, რომ დამშვიდდება ქეთინო თვითონ შეგეხვეწება სალში რომ დაბრუნდე. -ოჰოჰოოოო რა პანიკებში ხარ ელზაა? უკვე დიდი გოგო ვარ, ხუმრობა ხომ არ არის 20 წლის ვხდები ბოლო-ბოლო, ევროპაშ 18 წლისები სახლიდან მიდიან და მარტო ცხოვრობენ, ხოდა ჩვენც ევროპა ვართ. -ხო მაგრამ რა ბევრი შვილი ჰყავს დედაშენს ცალკე რომ გაგიშვა? მაშინ მე თამაზიმ (ბიძაჩემი) სახლიდან უნდა გამაგდოს შენი ასაკის სტაჟი მაქვს სიგარეტის მოწევაში ხომ იცი?-არ ცხრებოდა ალზა -მამიდა დაწყნარდი საგანგაშო არაფერია, თავიდან მეც შენნაირი რეაქცია მქონდა, მერე დავფიქრდი და მივხვდი რაღაც ხიბლი მაინც არის მარტოდ ცხოვრებაში. -იქნებ ჩემთნ მოხვიდე თაკო, ნუცა და ნათიაც არ არიან სახლში (მამიდაშვილები) -ვნახოთ მამიდა ვნახოთ -გამიხარდება თუ მოხვალ ... -ვეცდები-გავაწყვეტინე ლაპარაკი თორემ საღამომდე არ გაჩუმდებოდა, მაგას ოღონდ ქეთუსა ალანძღვინე და მაგ სიამოვნებას როგორ მოიკლებს (ტიპიური რძალ-მული)-წყალი უნდა გადავივლო -ვიცრუე კიდევ ერთხელ -კარგი და გამიხარდება თუ მოხვალ -კარგი ვნახოთ-გავუთიშე. დილიდანვე ორი ზარი ორი შემოთვაზება მქონდა, კლუბში წავსულიყავი გოგოებთან თუ მამიდასთნ გავსულიყავი თუ არც ერთი და არც მეორე? უცებ მარი გამახსენდა არ იცოდა ჩმი ამბავი, გადავწყვიტე დამერეკა -მარიი, როგორ ხარ? -თაკოოო-გაუხარდა ჩმი ხმის გაგონება-კარგად შენ? ჩამოდი ყავა დავლიოთ -მაარ რო იცოდე ჩემი ამბები მაგას აღარ იკითხავდი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი -რას ამბობ?-გაოცდა, წარმოვიდგინე როგორი სახე ჰქონდა იმ მომენტში-შუადღისთვის მოვალ მომწერე შენი მისამართი მანდ ვილაპარაკოთ უფრო კარგად. -კარგი გამოგიგზავნი-ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა, ძალიან გამიკვირდა ალბათ მამაჩემია გავიფიქრე. -მაარ, კარზე ზარია,ალბათ სოსოა, წავედი და აქ ვილაპარაკოთ . იცოდე გელოდები -კარგი დროებით. ტელეფონი პუfში მივაგდე და კარების გასაღებად წავედი. კარი გავაღე და ძალიან სიმპატიური, ესე 30 წლამდე ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იდგა, თვალი ძლივს მოვწყვიტე -ვინ გნებავთ?-ცოტა არ იყო დავიბენი, რადგან ერთი შეხედვით ძალიან მომეწონა -თაკო კერესელიძე ხომ?-ხომ სწორად მოვედი?- გაეცინა-სიცილიც რა კარგი აქვს, როგორ უხდება -დიახ ვინ ბრძანდებით?-ზრდილობაზე ფეხს ვიდგავდი, თან გამიკვირდა რადგან არსად მენახა ეს ტიპი, თორემ აუცილებლად დამამახსოვრდებოდა. -ალბათ არ გაგაფრთხილეს, მე თქვენი პირადი დაცვა მევალება მამათქვენის გადაწყვეტილებით -რააა? რას ამბობ? დაცვა? კარგი რა დამცინი?- გულიანად გამეცინა. პოზიციები გავცვალეთ ეხლა თვითონ დაიბნა და გაკვირვებული აქეთ მიყურებდა. -ხომ ნამდვილად თაკო კერესელიძე ხართ? -მაგარი დაცვა იქნები რააა, ისიც არ იცი ვინ ვარ და როგორ უნდა დამიცვა-ხუმრობის ხასიათზე დავდექი არადა ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ესეთი მაგარი ტიპი თუ მეყოლებოდა პირად დაცვად -ერთი წუთით ყველაფერს გადავამოწმებ, დამელოდეთ ანდა წადით ალბათ გეხუმრა ვიღაც-ვუთხარი და კარები მოვუხურე ისე რომ პასუხს არც დაველოდე... დავიბენი როგორ მოვქცეულიყავი არ ვიცოდი, ისტერიკა ამეტეხა? სოსოსთვის კატეგორიულად მომეთხოვა რომ არანაირი დაცვა მე არ მჭირდებოდა?-არადა საშინლად მომეწონა ეს ბიჭი ესთი რამ არსად არასდროს და არავისთან დამმართნია, ისე გადამრევს ეს ხალხი (ჩემი მშობლები)-რატომ ჰგონიათ რომ ესე უხეშად უნდა ჩაერიონ შვილების ცხოვრებაში, ან რატომ თვლიან რომ ყველაფერი ფულით იზომება და იწონება? ალბათ მაშინ უფრო ბედნიერი და გახარებული ვიქნებოდი ჩემს მშობლებს ჩემთვის, სიყვარული უფრო მეტი მოეცათ ვიდრე მატერიალური მდგომარეობა. მარის ოჯახს რომ შევადარო ჩემი ოჯახი, ძალიან დიდ განსხვავებას ვიპოვნი და გული დამწყდება, ნათელა დეიდა და შოთა ძია სამ შვილს, სამ ქალიშვილს ზრდიდნენ დიდი სიყვარულით, ხელგაშლილი და უზრუნველი ცხოვრება არასოდეს ქონიით, ყოველთვის ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერც მარი, ვერც ნინო და სალომე ვერ გაბედავდნენ ცუდ საქციელს და შეწინააღმდეგებას მშობლებთან, მიუხედავად იმისა რომმეგობრული ოჯახი ჰქონდათ, სწავლასაც მკაცრად მოითხოვდა შოთა ძია, მამაჩემისაგან განსხვავებით და პრობლემებიც არასოდეს ჰქონია შვილებთნ. ამ პარალელების ფონზე კარგად ვხედავდი ჩემი მშბლების შეცდომებს, ყველას და ყველაფერს ფულით რომ ზომავდნენ და წონიდნენ, ეხლაც ხომ მარტოგამომიშვეს ბოლომდე კიდევ არ მანებებდნენ თავს, გაბრაზება კი არა გაცოფება შეიძლებოდა, მაგრამ ეს ბიჭი?! ვყოყმანობდი მართლა არ ვიცოდი რა მექნა, საშნლად მომეწონა ტელეფონს დავუწყე ძებნა, გამახსენდა აივანზე რომ დავტოვე, აივნის შუშაში ჩემს თავს მოვკარი თვალი ჯერ კიდევ ხალათი მეცვა, კარგი დასანახი კი ვიქნებოდი ესეთ ფორმაში, ტელეფონი ავიღეგამახსენდა მარისთვის მისამართი რომ არ მიმიწერია, მივწერე და მივაყოლე მალე მოდი რა მაარ, რაც შეიძლება მალე. სოსო დავურეკე დაკავებული იყო ტელეფონი რამოდენჯერმე ვცადე ისევ დაკავებულია, არადა სხვა დროს ვისთნაც არ უნდა ელაპარაკა ყოველთვის მპასუხობდა, როგორც იქნა დამირეკა. -მამა რას ნიშნავანს ეს ყველაფერი ხომ ვერ მეტყვი? რა დაცვა მოიგონე? მარგველაშვილი ვარ თუ კალაძე? გინდათ გამაგიჟოთ? თქვენ იმდენს იზავთ რომ სულ ვეღარ მნახავთ-ვყვიროდი ბოლო ხმაზე -თაკო რაღცეები არასწორედ გაიგო იმ ბიჭმა დაცვად კი არა მძღოლად ავიყვანე, ტაქსით ხომ არ ივლი აქეთ იქით?-დავრწმუნდი რომ დაკავებული რომ იყო ტელეფონი „იმ“ ბიჭმა დაურეკა და ჩემი რეაქცია მოახსენა და სოსომაც უცებ შეცვალა თვისი გადაწყვეტილება, ესე უფრო კარგი იქნებოდა მისთვის, მიხვდა რომ უარს ვიტყოდი და მძღლად იმიტომ გადაიყვანა -კარგი რა მამა? კარგი რა. პატარა ბავშვივით მექცევით, ესე უფრო ადვილია ხო ჩემი კონტროლი, დარწმუნებული ვარ დიდი თანხა შესთავაზე და სანაცვლოდ ჩემს თითოეულ ნაბიჯს მოგახსენებს -არ მცალია ეხლა სამსახურშ მივდივარ გზაში ვარ თაკო, მერე ვილაპარაკოთ, ისტერიკაში ნუ ხარ მართლა ბავშვივით ნუ იქცევი მძღოლია ეგ შენი და სადაც დაგჭირდება ყველგან წაგიყვანს, შენი კონტროლი რომ მდომებოდა სახლიდან არ გაგიშვებდი-ტელეფონი გამითიშა. მარის მესიჯს მწერდა რა ხდება ხომ მშვიდობა გაქვს? რომ მოხვალ აქ გეტყვი ყველაპერს, მივწერე საძინებელში შევედი ხალათი გავიხადე და ახალი ტანსაცმელი ჩვიცვი თავი მოვიწესრიგე თმა დამივარცხნე, კმაყოფილმა შევათვალიერე სარკეში ჩემი თავი. ტელეფონმა დარეკა უცხო ნომერი იყო ვუპასუხე -თაკო ხართ ხომ? -დიახ -მე ლუკა ვარ წეღან კარებთან ვისაუბრეთ, დაცვად არა მძღოლად დამნიშნეს, მამაშენმა მომცა შენი ნომერი ეს ჩემი ნომერია ჩიწერე და როცა გასვლა დაგჭირდება სადმე დამირეკე. -ჯერ სამსახურიც არ დაგიწყია და უკვე დაგაქვეითეს ხომ? -არა, არა გაურკვევლობა მოხდა ბოდიშს გიხდი, დღეიდან შენს სამსახურში მიგულე, იმედია კიდევ არ ბრაზობ? აღარ, წეღან უხეშასდ მომივიდა -არაუშავს ხდება ხოლმე. -კარგი ნომერს ჩვიწერ და დაგირეკავ როცა სადმე წასვლა დამჭირდება -კარგი.-ტელეფონი გავთიშე. რაღაც კარგს მიგრძნობდა გული, მთელი სხეულით მიხაროდა რაღაც, ვერ გეტყვით რა შეგრძნება იყო ეს. 10 წუთში მარიც მოვიდა. ძალიან გამიხარდა მარის დანახვა, თვითონ აღფრთოვანებული სახლს ათვალიერებდა, - მშვენიერი ბინაა.. -მაარ იცი წეღან კარზე ვინ იყო?-გავაწყვეტინე ლაპარაკი -ვინ?-მითხრა გაკვირვებით-სოსო არა? -ვინ და უსიმპატუირესი არსებაა, თავიდან დაცვა ვარ შენიო სოსოს დაუქირავებია, რომ შემატყო გავბრაზდი დაურეკია მამაჩემისთვის როგორვც ჩანს და სოსომაც უცებ მძღოლიაო რა დაცვა, ხოდა წეღან დამირეკა ლუკა მქვიაო ჩაიწერე ჩემი ნომერიო და სადმე თუ გახვალო დამირეკეო და წაგიყვანო. -მოკლედ შენ ეს ორი დღეა მაგარ თავგადასავლებში ხარ -ხო ჩემების წყალობით -რა გინდა ეს მაგარი გაუკეთებია მამაშენს, ძლივს ვიღაც არ მოგეწონააა ბრავოოო-და ტაში შემოჰკრა-ისე კიდევ შენ წუწუნებ? სოსო მარტო მომავალს კი არა მგონი საქმროსაც გიმზადებს-ხმამაღლა გაეცინა -გამოცდების ფონზე კარგად ხუმრობ მაარ -ნუ მახსენებ, როდის უნდა გამაცნო შენი მძღოლი? -აუუჰ მე ხომ ვიცნობ?! სულ 10 წუით ველაპარაკე და უკვე ჩემია? -ალბათ ისიც ეგრე გადაირია როგორც შენ-მითხრა და ჩამეხუტა-მშია თაკო რა გაქვს? -არაფერი, ნარჩენები უფრო სწორად, წამოდი სადმე გავიდეთ არც მე მიჭამია გპატიჯებ, უი მარ შენთვი სტანსაცმელი მაქვს, ჩემს ოთახშია ნახე აბა?-მარი ოთახში შევიდა და გამომძახა -კარგია, ჩემი დასაწუნი მართლა არ არის მაგრამ ხომ იცი მეუხერხულება ამდენს რომ მჩუქნი? -კაი ახლა ნუ დაიწყე ბებიაშენივით ლაპარაკი. უზომოდ მიყვარდა მარი, ის ერთადერთი იყო ვისთანაც თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობდი და არც სიტყვებს ვზომავდი, ვისაც თამამად მივეყრდნობოდი და ვისთანაც ყველაფერზე ვისაუბრებდი -ჰა აბა სად მივდივართ? დაპატიჯება ხომ ძალაშია?- დატრიალდა ახალი ტანსაცმელი ჩაეცვა ძალიან უხდებოდა შავი კაბა -როგორ გიხდებააა და ხელით “like” დავანახე. ჩანთა და საფულე ავიღე და გარეთ გავედით. ცა ზაფხულისთვის უჩვეულოდ მოქუფრულიყო მზე აღარსად ჩანდა, გრილოდა ცოტა ფეხით ვიარეთ და მარის ვუთხარი -ტაქსით წავიდეთ კარგი? ერთი კარგი ადგილი ვიცი გემრიელ კერძებს ამზადებენ -ბოთეეე-იყვირა უცებ მარიმ? -რა გჭირს?-შევხედე გაოცებულმა -მძღოლი? დაგავიწყდა? ხომ გითხრა დამირეკეო?-მომაყარა კითხვები -ეგ სულ არ გამახსენდა, ლუკა კი თვალწინ მიდგას, მაგრამ ვერ შევეგუე ალბათ იმ აზრს მძღოლი რომ მყავს. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ლუკას დავურეკე. -გისმენ თაკო! -ლუკა, მე და ჩემს მეგობარს გასვლა გვინდა, შეძლებ მოსვლას? -ეხლავე თაკო ხუთ წუთში მანდ ვარ, სანამ სახლიდან გამოხვალ მოვალ. -გარეთ ვართ უკვე. -მოვდივარ-გამითიშა ტელეფონი, მე და მარი უკან მოვბრუნდით, სანამ სახლთან მივედით მოვიდა კიდევაც ლუკა. გაპრიალებული ალბათ ბოლო მოდელი მანქანა ჰყავდა (მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი) ესეთი მანქანით დადის და მძღოლად მუშაობს? გამიკვირდა გულწრფელად. მანქანა გზის გასწვრივ დააყენა და გადმოვიდა, უკვე ვთქვი რომ ათლეტური აღნაგობის იყო, ოდნავ გრძელი სახე, წაბლისფერი თვალები, სწორი ცხვირი, ვნებიანი დაბურცული ტუჩები. გაპარსული წვერი, კლასიკურად ეცვა (ალბათ პირველი დღე რომ იყო მუშსაობის, შესაბამისადაც გამოეწყო) ხელზე გემონებით შერჩეული საათი ეკეთა, ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო, ღიმილით მოგვიახლოვდა, ვიგრძენი როგორ ამათვალიერ-ჩამათვალიერა მალულად. ხელი გამომიწოდა და მითხრა -გავიცნოთ თავიდან ერთმანეთი, მე ლუკა ვარ და შენს მძღოლად ვმუშაობ-თვალი ჩამიკრა, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, შემდეგ მარის გაუწოდა ხელიი -როგორც მივხვდი თაკოს მეგობარი ხარ, მე ლუკა ვარ კიკვიძე და თქვენს განკარგულებაში მიგულეთ. -მარი მღებრიშვილი-უთხრა მარიმ და სამივეს გაგვეცინა. -კარგი წავიდეთ-თქვა ლუკამ. ქუჩა გადავკვეთეთ, მანქანას მიუახლოვდით უკან ჩავსხედით მე და მარი. ლუკა საჭეს მიუჯდა, ავუხსენი სადაც უნდა მივეყვანეთ, ქალაქიდან მოშორებით იყო რესტორანი. მთელი გზა მუსიკებით გვატკბობდა ლუკა და გზაში თითქმის არაფერზე გვისაუბრია. ადგილზე რომ მიგვიყვანა შევთავაზე ჩვენთან ერთად ესაუზმა -სიამოვნებით, მაგრამ შუადღემდე ვერაფერს ვჭამ, ყავას კი სიამოვნებით დავლევ! -ოკ, არაა პრობლემა- ვუთხარი და გავუღიმე -კარგი მაშინ აქვე ახლოს საქმე მაქვს და მალე შემოგიერთდებით.-თქვა და წავიდა, არ ვიცი თავი რას აარიდა, მართლა საქმე ქონდა თუ უბრალოდ მოიმიზეზა. რესტორანი თითქმის ცარიელი იყო -მარ დარბაზში დავსხდეთ თუ გარეთ? -გარეთ ჯობია -მოიღრუბლა და რო გაწვიმდეს?-ვუთხარი -კაი რა საღამომდე აქ ხო არ ვაპირებთ დარჩენას, გარეთ ჯობია, თან ზაფხულის წვიმა რას დაგვაკლებს აი ხეივნის ქვეშ რომ მაგიდაა იქ დავსხდეთ. -ოკ.- მაგიდას მივუსხედით, -რა შევუკვეთოთ? -მსუბუქად ვისაუზმოთ, სალათები შევუკვეთოდ. დიდი მჭამელი არც მარი იყო და არც მე, შეკვეთა მივეცით მიმტანს რომელიც მაშინვე გამოჩნდა რომ დაგვინახა. -თაკო არ მიკვირს რატომაც გადაირიე ამ ბიჭზე, იცი? რაღაცით გავხართ ერთმანეთს? -ხოო? მაინც რით?-დავინტერესდი. -გარეგნობით, მთლიანობაში გავხართ რაღაცით ერთმანეთს, ან ძალიან რომ უხდებით ერთმანეთს მაგიტომ მგონია ეგრე, თქვენგამ მართლა კარგი წყვილი დადგებოდა, ტყუილად არ მოგეწონა -მართლა? მაარ წეღნ ქრისტიმ დამირეკა, საღამოს კლუბში მივდივართ გოგოებიო-გამახსენდა უცებ -ხოოო? მერე მიდიხარ?-(ისევ მწყრალი თვალები) -არ ვიცი ვუთხარი სხვა გეგმები მაქვს და თუ რამე შეიცვალა გაგაგებინებ მეთქი -არ ვიცი თაკო, რა საერთო გაქვს მაგათთან, როგორ აძლევ უფლებას გამოგიყენონ, ერთ წამში რომ გაკოტრდეს მამაშენი ხომ იცი აღრც ემახსოვრები მაგათ. ადამიანთან ურთიერთობა თუ ზიანს გაყენებს არ უნდა იმეგობრო , ეგენი მხოლოდ ზიანს კი არ გაყენებენ, სულსაც გიახინჯებენ და მახინჯ აზროვნებას გიყალიბებენ. -ხოო მაგრამ მაარ, სკოლის მეგობრები არიან-ვცადე თავის გამართლება -„მეგობრებიი“ თუ იცი საერთოდ მაგ სიტყვის მნიშვნელობა? მეგობარი არ არის ის ვინც გიყენებს, ვისაც მარტო მაშინ ახსენდები როცა რამე სჭირდება. მეგობარს შენს სულთან უნდა ჰქონდეს შეხება, შენ რომელი მათგანის პირადი იცი?ან შენ თუ მოუყვები რომელიმეს რამეს?. ლამაზად გაცვია, კარგად გამოიყურები ფული გაქვს, ეგეთი ხალხი შენნაირებზე ნადირობს, ალბათ სასმელზეც ხშირად პატიჯებ, ალბათ მაგიდებსაც შენ იხდი, სიგარეტსაც ხომ ყიდულობ? - თქვა და შემომხედა. -ესეიგი არ მივდივარ? (შეკვეთა მოიტანეს) -მე თუ მკითხავ, ეხლა კი არა საერთოდ არც უნდა წახვიდე, დღეს სიგარეტს მოგაწეინებენ, ხვალ „ბიოს“ შემოგტავაზებენ და ზეგ კიდევ ვინ იცის და შენც ნელ-ნეა დაემსგავსები მაგათ. -რა იყო ქეთინომ გამოგაგზავნა?- ორივეს გაგვეცინა- ჩემი წკვიანი, ჩემი გონიერი-ვეუბნეოდი და თან საუზმეს შევექცეოდით. უხმოდ ავითვისეთ ყველაფერი, ლუკა არსად ჩანდა, მაგიდა ავალაგებინეთ და ყავის შეკვეთა მივეცი სამ კაცზე, ნაყინებიც მოვატაინე და ანგარიშიც გადავიხადე. -თაკო იქნებ არ მოდის, სამზე რატომ შეუკვეთე?-მითხრა მარიმ. -მოვა-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ლუკა ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა -ხომ არ დავაგვიანე?-იკითხა და სკამზე დაჯდა -არაეხლა შევუკვეთე ყავა-ვუთხარი. -მერე იცი მე რომელ ყავას ვსვავ?-თვალებში შემომხედა და ეშმაკურად გაეცინა. -ვიცი, ამერიკანო უშაქრო-ვუთხარი ისე რომ თვალი არ მომიცილებია -ახლოს ხაარ. კაპუჩინო შაქრით, მაგრამ ეხლა შენი ხათრით დავლევ რაც შეუკვეთე. -ჩემი ხათრით არა? -ნაყინს როგორს შეუკვეთავდა?-ჩაერთო მარი -თავისთვის მარწყვისას, შენთვის ალუბლისას, ჩემთვის რამე კაცურს -აუუ კაცური ნაყინიიი აი ყოჩააღ, ზუსთად ეგრე შევუკვეთე, შავ სათვალიანი და შავ ტყავში გაწყობილი-ვუთხარი მე-ხმამაღლა გაიცინა -კარგად იხუმრე, მაინტერესებს როგორ გამოიყურება შავებში გაწყობილი ნაყინი.- ყავა და ნაყინიც მოგვიტანეს, სამივე შერეული ნაყინი იყო ვერ გამოიცნო ბატონმა კიკვიძემ. მარის ტელეფონმა დარეკა, -უკაცრავად- თქვა და ადგა იქით გავიდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, არ ვიცოდი რაზე უნდა მელაპარაკა, ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ალბათ ეს იყო ხელს რომ მიშლიდა ლაპარაკში თორემ სხვა დროს სხვა სიტუაციაში ვერ გამაჩუმებდა ვერავინ. მარი მოვიდა -უნდა წავიდე აუცილებელი საქმე გამომიჩნდა -ხომ მშვვიდობაა მაარ-ვთქვი და წამოვდექი. -კი კი სახლიდან დამირეკეს, შენ რატო ადექი? -წავიდეთ, -ყავაც არ დაგილევიათ სად უნდა წამოხვიდეთ, ტაქსით წავალ. -გადაირიე? წავიდეთ- ვუთხარი და ლუკაც წამოდგა. -აი თაკო ძალიან მეწყინება მართლა, გკოცნით ორივეს-თქვა და წავიდა ისე რომ დადევნებას აზრი აღარ ჰქონდა. სკამებზე დავსხედით მე ნაყინის მივწვდი, ლუკა ყავას. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, არ ვიცოდი რაზე უნდა გვესაუბრა, ისიც ჩუმად იყო ხანდახან გამოაპარებდა ხოლმე მზერას, ნაყინიდან ყავაზე გადავედი, ლუკა პირიქით ყავიდან ნაყინზე. უეცარად ქარი ამოქროლდა, ცამ კოპები შეყარა თითქოს რაღაცას გვემუქრებაო დაიქუხა და თავსხმა წვიმამ დაუშვა, სკამიდან წამოვხტი. -მანქანა სად გიყენია ლუკა? -მოიცა ანგარიშს გადავიხდი და მოვალ. -გადახდილია უკვე, წამოდი დროზე თორემ სულ დავსველდებით.-ვუთხარი მე. წამოდგა ხელი ჩამკიდა და გასასვლელისაკენ გავიქეცით, სულ მთლად დავსველდით, ტანსაცმელი ზედ მეკრობოდა, ეზოდან გავედით, წვიმის გამო მანქანების ნაკადი ნელა მოძრაობდა, საცობი იყო უზარმაზარი. ხედვა ჭირდა. -აზრი არ აქვს თაკო აქედან გასვლას, უკაან მივბრუნდეთ. -უკან მიბრუნებას რაღა აზრი აქვს? მანქანაში მაინც ჩავსხდეთ. -მხედველობა შეზღუდულია, სახიფათოა ეხლა გზის გადაკვეთა, აქ მოვიცადოთ მაშინ-მითხრა და იქვე, რესტორნის ტერიტორიაზე გადახურულ ადგილს შევაფარეთ თავი. კედელს ავეკარით, ორივენი სულ გალუმპულები ვიყავით, გზაზე ნიაღვარი მიდიოდა. შემომხედა და გაეცინა. -მაკიაჟი გაგიფუჭდა-მითხრა და ხელით სცადა ტუშის მოშორება-აი ესე, ესე უფრო გიხდება. -გალუმპული კარგი დასანახი ვიქნები. -ხალათშიც კარგი დასანახი იყავი. -ხოო?-წყენა სახეზე დამეტყო. -როგორ უცებ გწყინს ყველაფერი, ცუდად არ მითქვამს-სცადა თავის გამართლება-პატარა ბავშვივით ხარ, ემოციების მართვა უნდა შეგეძლოს.-არაფეერი მითქვამს,მხოლოდ მწყრალი თვალებით შევხედე, შემცივდა, ავკანკალდი, წვიმა და ქარი ერთმანეთში ირეოდა. მგონი გადაღებას არ აპირებდა. -იქნებ მანქანამდე მივსულიყავით როგორმე, სახლში მინდა, ძალიან მცივა.-ხელი ჩამკიდა და ფრთხილად გადამიყვანა ტრასაზე(???) მანქანასთნ მივედით, წინა კარი გამიღო და მეც დავჯექი. თვითონ საჭეს მიუჯდა. -სახლში მიგიყვანო ხო? -აუცილებლად, აბა ესე სად წავალ, არადა წვიმაში სეირნობა მანქანით ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა თუ არ გამოვიცვალე და ცხელი ჩაი არ დავლიე ისე არ გამოვა. -ცხელი ჩაი კარგი იქნებოდა მართლა ეხლა. ერთად ხომ არ დაგველია?. -მაგრამ მე ჯერ უნდა მოვწესრიგდე და შენც სველი ხარ. -მეც შემიძლია მოწესრიგება.- თქვა და ორივეს გაგვეცინა. -კი ბატონო, მობრძანდი. მოწესრიგდი და მობრძანდი. -დღეს მივდივართ სადმე?-მგონი ნამეტანი გამიშინაურდა. -არ ვიცი ზუსტად.. -კარგი მაშინ სახლში დაგტოვებ, მეც გამოვიცვლი და ჩაიზე ამოვალ, თან უკეთესად ხომ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი? -კარგი, ოღონდ ეცადე სწრაფად მიმიყვანო სახლში... სადაბბაზოსთან გამიჩერა, მანქანიდან გადმოვხტი და შიგ გუბეში ჩავხტი. -არაჩვეულებრივი მძღოლი ხარ, იცი სადაც უნდა გააჩერო. -მაინც დასაბანი ხარ-თვალი ჩამიკრა და მომაჯადოებელი ღიმილით გაიღიმა, ერთღეში ამდენი როგორ შესძლო, მგონი უკვე ვაბოდებდი ლუკაზე. კიბე ავირბინე, კარები გავაღე და ტანზე გავიხადე, ცხელი შხაპი მესიამოვნა... აბაზანიდან გამოვედი. შარვალი და მაისური ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმა გავისწორე უცებ გამახსენდა რომ ჩანთა და ტელეფონი მანქანაში დამრჩა. კომპიუტერი ავიღე ფეიზბუქში ლუკა კიკვიძე მოვძებნე, ეგ იყო მხოლოდ სხვა არავინ, შევედი მეგობრობა გავუგზავნე და მივწერე. „ლუკა ტელეფონი და ჩანთა დამრჩა მანქანაში.-მაშინვე მომწერა. ვიციი, აბაზანაში ვნებივრობ და ვერთობი შენი ფოტოების დათვალიერებით. ესე არ შეიძლება, მოდი და მომიტანე ბევრს თუ ილაპარაკებ ფეიზბუქშიც შევალ. არც გაბედოოო. ნახევარ საათში მანდ ვარ, ქრისტი გირეკავდა მერე? მერე, ვუპასუხე მერე? მერე ვუთხარი რომ ჩემს მანქანაში დაგრჩა ტელეფონი. დაინტერესდა ვინ ხაროო მერე? მძღოლი მეთქი და არ დამიჯერა, რა მძღოლი რას მეღადავებიო მერე? არ გეღადავებითქო დაიჯერა? მგონი არა. უთხარი საღამოს წამოვიდესო. ხოო? ხო. კიდე ვინ დამირეკაა? სოსომ? რაო? სად არისო, შენ რატო მიპასუხეო, ტელეფონი დარჩა მეთქი. ეხლა აუტან სახლში თქო კიდე? როგორი გოგოაო? ვითოომ? რა უპასუხე? ვითოომ კი და მე მაინც ვუპასუხე რა უთხარი ვითოომ? რა და ბოთეს გავსთქო ვითოომ?“ არა მართლა გევხარ ბოთეს, როგორ ჩახტი გუბეში. ხმამაღლა გამეცინა, მომწონდა მისი იუმორი. რაღაც გამოუცნობი, მაგნიტივით მიზიდავდა მისკენ. ცხელი ჩაი მინდა და გელოდები. ათ წუთში მანდ ვარ. კიდევ ცოტახანი ვათვალიერებდი ფეიზბუქს, მარიმ მომწერა „არ ვიცი ქრისტიმ საიდან გაიგო შენი მისამართი, შენთან მოდის“ „ღადაობ?- ვინ უთხრა? შენ რა იცი?.“ „აქ იყო ეზოში, ქეთუსა მაგას არ ეტყოდა და საიდან გაიგო არ ვიცი“ „კაი მარ“ ესღა მინდოდა ნამდვილი ტვინის ბურღი, ალბათ ფული ჭირდება ან რამე თორემ ჩემთან სახლში არ მივიდოდა, ქეთუსა როჟებს უკერავდა და მაგიტომ არ მოწონდა ჩემთან ამოსვლა. მახსოვს ერთხელ ამოვიდა ნახევრად შიშველი იყო ისე ეცვა, ამაზე სულ გადაირია დედაჩემი, პირდაპირ უთხრა რომ მისი ჩაცმულობა არ მოწონდა რაზეც მკვახე პასუხი მიიღო, არც მე მომწონს თქვენი გემოვნება- მიახალა ქრისტიმ. ამაზე სულ გადაირია დედა, არ ვიცი თავი როგორ შეიკავა რომ არ გააგდო. გამუდმებით მსაყვედურებდა რომ ქრისტი არ იყო სამეგობრო, საიმედო ადამიანი. არ შეიძლება ადამიანი ესე საუბრობდეს ესე იცვამდეს არავის ერიდებოდეს ბილწსიტყვაობდეს. ალბათ სახლის იქით შენც ესეთი ხარ? არ შეიძლება ორი სხვადასხვა ადამიანის მეგობრობა, მეგობრებს რაღაც აქვთ საერთო ყოველთვის, შენ რა გაქვს მასთან საერთო?. იგინები? ეწევი? (მაშინ არ იცოდა) ასე იცვამ?. ალბათ ჩანთით შენც ესეთ ტანსაცმელს დაატარებ და გარეთ გასული მაგათნაირად იცვამ. თავს იღუპავ, თავს იღუპავ და ვერ ხვდები. გამუდმებით მსაყვედურობდა ქეთუსა. კარზე ზარმა დარეკა, გავაღე და ჰოი საოცრებაავ, კარებთნ ლუკა და ქრისტი იდგნენ, ესე როგორ დაამთხვიეს მოსვლა. -თაკოოო, არ გაპატიეებ. შენ ახალ სახლში ხარ და მე არ ვიციი? ეს უსიმპატიურესი ბიჭი მძღოლი ვარო რომ გაიძახის ალბათ შენი ბიჭია, რამდენ რამეს მალავ შენ?-მეცა და გადამეხვია.ხმის ამოღება არ მაცალა ისე შეიჭრა სახლში -არაააა რა ბაითია, მე უფრო ცოტა მეტს კი მოველოდი მაგრამ ამასაც არაუშავს-თქვა და დივანზე დაეხეთქა.-დაეხეთქა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ლუკა ისევ კარებთან იდგა, ხელი მოვკიდე და შემოვიყვანე -თქვენ უკვე გაგიცვნიათ ერთმანეთი-ვუთხარი ქრისტის -კი ჯერ ტელეფონზე რომ დავრეკე მაშინ და ეხლა აქ შენს კარებთან. მაგარი ბიჭი აგიგდია თაკო, ამას არ მოველოდი შენგან.-დავიბენი ყოველთვის ესეთი უტაქტო იყო ქრისტი, არ ვიცი მართლა რა მქონდა მასთან საერთო.-თააკ, ცალკე მინდა დაგელაპარაკო ლუკას თუ არ ეწყინება. -არაა პრობლემა-თქვა ლუკამ. აივანზე გავედით, კარი მოიხურა, მკლავზე მეცა და მიაყარა -მოკლედ სასწრაფოდ ფული მინდა რა, ვიცი გექნება-(ჩემი ვარაუდი გამართლდა)-ხო იცი საღამოს კლუბში რომ მივდივართ.. -მოიცა ქრისტ, მე არ მცალია საღამოს -კაი რატო? ააააა.. ლუკას გამოოო სახლში ხართ და რამეეეე-ალმაცერად შემომხედა -არა რა ლუკა -კაი კაი ფული ხო გაქვს? -კიი -მოკლედ 300 ლარი მინდა ერთი მაქსიმუმ 2 კვრით, მომცემ? მიდი ჰა უცებ და გავარდებიიი-მინდოდა მეკითხა რაში სჭირდებოდა მაგრამ მალევე გადავიფიქრე, პირველი შემთხვევა არ იყო ქრისტი ფულს რომ მთხოვდა, ყოველთვის მიბრუნებდა უკან და მალევე ახლიდან მთხოვდა. -კარგი, მოგცემ..-მეცა და ჩამეხუტა ისევ -შენ რომ არ მყავდეეეე-ოთახში შევედით ლუკას ტელევიზორი ჩაერთო და არხებს ათვალიერებდა, ჩემს ოთახში გავედი ფულის ასაღებად, გამახსენდა რომ ჩანთა და ტელეფონი ლუკას მანქანაში დამრჩა, ლუკა კი ისე მოვიდა არ მოუცია არც ერთი და არც მეორე. ოთახიდან გამოვედი, ლუკას დავუძახე, საძინებელში შევედით -ლუკა ჩანთა და ტელეფონი სად არის? -ტელეფონი აქ მაქვს-თქვა და ჯიბიდან ამოიღო -ჩანთა? -მანქანაშია -რატომ არ ამომიტანე? -ჯიბეში ვერ ჩამეტია.-გაგვეცინა -კაი, მანქანის გასაღები მომეცი ჩავალ და ჩემს ჩანთას ამოვიტან. -მე თვითონ, მე თვითონ.. ოთახიდან გავიდა კარი ღია დატოვა, თვალი გავაყოლე, ეხლა სპორტულად ეცვა, ძალიან უხდებოდა ეს სტილიც.-ქრისტი შემოვიდა -თქვენ რა ვეღარ ითმენთ? წავიდე მაინც და მერე შეიყვანე საძინებელში -კაი რააა, ბოდავ ეხლა. -მე ვბოდავ? სად წავიდა შენი ბიჭი? -ჩემი არ არის, მანქანაში ჩანთა დამრჩა ამომიტანს და მოგცემ ფულს. -შენ რა მანქანაც იყიდე? -არა ლუკასია.. -აჰააამ, ესე მალე გაიცანი ტიპი, მანქანით დაგაქროლებს, შენ ჩანთა გრჩება ფულით სავსე და იმას კიდევ ამოაქვს, შვილებიც გყავთ? -ქრისტიიიიი... -თაკოოოოო.... ლუკა ამოვიდა, კარგად დასველებულიყო, ისევ გაწვიმდა როგორც ჩანს. საძინებელში ჩანთა შემომაწოდა, ფული ამოვიღე სამასი ლარი ქრისტის მივეცი, კიდევ ერთხელ მეცა და ჩამეხუტა -კაი და წავედი თაკ, არ მოდიხარ ხოო? -ნწ-თავი გავაქნიე-ქრისტი გავაცილე, მისაღებში ლუკა ფეხზე იდგა, ვერ ჯდებოდა სველი იყო -მგონი კიდევ ერთხელ უნდა გამოვიცვალო, უჩემოდ მოგიწევს ჩაის დალევა, დღეს მიდიხარ სადმე? დაგჭირდები?-მომაყარა კითხვები -მგონი არა, ალბათ სახლში დავრჩები დღეს, ეს წვიმის ხმაური, ეს ასვალტის სასიამოვნო სუნი- ვთქვი და აივნის კარები გავაღე და ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი -კარგი თაკო და ჩაის დალევა გადავდოთ მაშინ, სულ მთლად სველი ვარ დღეს უკვე მეორედ და თან შენი წყალობით. -კარგი,- არ მინდოდა წასულიყო მაგრამ..... -თუ სადმე წასვლა დაგჭირდეს დამირეკე- მითხრა გასვლისას. თითქოს არაფერი, მაგრამ ამ დღეს რაღაც დიდი და ამაღელვებელი მოხდა ჩემში, ჩემ თავს არ ვგავდი, შეუძლებელია ვიმეორებდი, შეუძლებელია. ყოველთვის მეგონა რომ ეს გრძნობა ნელა და ჩუმად მოვიდოდა მაგრამ ესე?. რატომ ვიყავი ამ ადამიანით ესე აღფრთოვანებული?. რა მიზიდავდა მისკენ? ერთი დანახვით მოვიხიბლე, თვალები, თითები, მომაჯადოვებელი ღიმილი, ათლეტური აღნაგობა მოკლედ დამატყვევა.. დღეს არსად მინდოდა წასვლა, ქუჩიდან შემოსული წვიმის ხმაური რაღაც განსაკუთრებულ განწყობაზე მაყენებდა, ჩაი მოვიმზადე აივანზე გავედი, გემრიელად მოვკალათდი, ცხელი ჩაი მესიამოვნა, ზოგადად წვიმა ძალიან მიყვარს, მითუმეტეს ზაფხულის წვიმა, უცებ გარეთ გასვლა და ფეხით სეირნობა მომინდა, ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, სოსო მწერდა „საღამოს მოვალ, ვიცი რომ სახლში ხარ რაღაც უნდა გითხრა“ „იცის რომ სახლში ვარ“ ალბათ ლუკასგან, გავბრაზდი. ალბათ გაჩაღებული მიმოწერა აქვთ, ანგარიშს აბარებს სად და როდის გავდივარ სახლიდან. ტელეფონი გამოვრთე არც მამიდაჩემის და არც არავისთან წასვლის სურვილი მქონდა. საღამოს სოსო მოვიდა დატვირთული მზა საკვებით, სამზარეულოში შეიტანა იმდენი რაღაც მოეტანა მე კი არა მთელ ქორწილს ეყოფოდა. ორივენი უხმოდ ვალაგებდით პარკებიდან საჭმელს და მაცივარში ვაწყობდით. -თაკო!. სამ დღეში შენი დაბადების დღეა, გაერთე როგორც გინდა, იმხიარულე. მოკლედ მე და დედაშენი ამაღამ მილანში მივფრინავთ ათი დღით, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე... -რაა?-გავაწყვეტინე საუბარი?-ამაღამ მიფრინავთ და ეხლა მეუბნევით?-დედაჩემს ჩემი ნახვა არ უნდა?-სადღაც გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც სრულიად თავისუფალი ვიქნებოდი ათი დღე -კი როგორ არა, უნდა გამომყვე, თან გაგვაცილებ აეროპორტამდე უკან ჩემი მძღოლი მოგიყვანს. -მამა! რაღაც უნდა გთხოვო, მამიდაჩემი გაააფრთხილე არ დამირეკოს არ მიბურღოს ტვინი ამ ათი დღის მანძილზე ჩემთან დარჩი ქალაქია და ა.შ. -კარგიი. დიდი გოგო ხარ უკვე, სრულ თავისუფლებას გაძლევთ- შენს ანგარიშზე კიდევ ჩავრიცხე თანხა, წესით ჩემს ჩამოსვლამდე თავისუფლად უნდა გეყოს, თუ რამე მოხდა გაუთვალისწინებელი ნოშრეს (მამაჩემის მძღოლი) მიმართე უცნაურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი და მიკვირდა, ძალიან მიკვირდა. აქამდე უკან დამდევდნენ ყველაფერში მზღუდავდნენ, მაშინაც კი მაკონტროლებდნენ როცა საქმიანი შეხვედრები ქონდა საზღვარგარეთ, მამას ყოველთვის მიყავდა დედა. მე მაგ დღეებში სკოლას მაცდეინებდნენ და მამიდასთან მტოვებდნენ. მამიდას არ ვემორჩილებოდი მაინც ვიპარებოდი და გავდოდი ჩემს დაქალებთან ერთად, თან ჩემი მამიდაშვილებიც მიმყავდა ტელეფონს ვთიშავდი რომ არ დაერეკა და რომ არ ვეკონტროლებინე, ამაზე სულმთლად ირეოდა ელიზა. გიჯებივით დაგვეძებდა ნოშრე კლუბიდან კლუბებში, მიუხედავად ამისა ელზა ყოველთვის ხელს მაფარებდა მამაჩემთან, არსდროს არ ეუბნეოდა როგორც ვიქცეოდი. -რომელ საათზე მიფრინავთ? -3ზე, იქიდან ნოშრე წამოგიყვანს. * * * დღეს ჩემი დაბადების დღეა, მიყვარს ჩემი იუბილე, ყოველთვის გრანდიოზულად აღმინიშნავდნენ ხოლმე, თითქმის ორი დაბადების დღე მქონდა ერთ დღეს, ერთი ჩემი და ერთიც ბატონი იოსების საძმაკაცოს შეკრების, სადაც არასდროს მივდიოდი (რომელიმე ძვირადღირებულ რესტორანს კეტავდა) და ამაზე სულ ირეოდა მამა. შენს სადღეგრძელოს ვამბობთ და შენ იქ არ ხარ. მგონი ჩემზე კარგად სოსოს საძმაკაცო ერთობოდა. მე „ჩემს“ გოგოებთან ერთად სადაც მომესურვებოდა იქ ვიხდიდი, მაგრამ მუდამ ნოშრე იდგა და თვალს მადევნებდა დამყვებოდა უკან რაზეც მამა დამატებით გასამრჯოლოს უხდიდა (წესით სულ არ უნდა მიკვირდეს ლუკას ამბავი) დღეს ჩემს მეოცე იუბილეზე, სრულიად მარტო, დაუგეგმავი რესტორნების და უსასრულო სადღეგრძელოების გარეშე ვხვდებოდი, გოგოებს ვუთხარი რომ არ ვაპირებდი არაფერს რაზეც ქრისტი ქეთი და ანკა გადაირივნენ, ქეიფის და დროს ტარების გეგმა ჩაუვარდათ. -აუუუ ჩვენ მოგვეცი მაშინ ფული და ჩვენ ავღნიშნავთ, უჟმუროოოო. მეშინოდა თავზე არ დამდგომოდნენ და რაღაც სისულელე მოვიგონე რომ გავდიოდი ქალაქიდან. მარტო მარიმ იცოდა რომ არაფერს ვაპირებდი და მარტო დარჩენა რომ მინდოდა. ტელეფონიც შეგნებულად გამოვრთე, არ ვიცი რატომ ვიქცეოდი ასე. ალბათ დიდ გოგოს ვთამაშობდი, დამოუკიდებელ გოგოს და როგორც მინდოდა ისე ვიქცეოდი. არავინ მაკონტროლებდა და ეს მიხაროდა, არც ნოშრე იდგა ჩემს სახლთან.. დილით სალონში თმა დავივარცხნე (ტაქსით გავედი, ლუკა არ შემიწუხებია) ლამაზად ჩავიცვი შავი, ტანზე მომგდარი მუხლამდე კაბა, ღრმად ამოჭრილი გულით, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე. მინდოდა ესე გამოპრანჭული ვმჯდარიყავი სახლში, სისულელეა არა? ზოგადად კირჩხიბებს ახასიათებთ ხასიათის ცვლილება და არ ვიცოდი საღამოს რა დამარტყავდა თავში. ზოგჯერ ადამიანი სრულიად უმიზეზოდ თავს ბედნიერად გრძნობს, უხარია ყველაფერი რაც მის გარშემო ხდება, მე ათასი მიზეზი მქონდა ბედნიერების.. გულს უხაროდა რაღაც. შუადღემდე არაფერი შეცვლილა, ხუთი საათი ხდებოდა უკვე რომ ავფორიაქდი, მინდოდა კი ესე ჩაკეტილ გარემოში გამეტარებინა ჩემი იუბილე?. ეს მოღუშული ამინდიც დაეტყო ჩემს ხასიათს, ტელეფონი ავიღე მარისთვის უნდა დამერეკა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. შევხტი, არავის ველოდი.. ოღონდ ქრისტი არ ოღონდ ეგ არა, კართან ფეხაკრეფით მივიპარე და თვალიდან გავიხედე, ლუკი იდგა კართან.. კარი გავაღე მაგარ ზმანზე იყო, კლასიკურად ეცვა, გემოვნებით. განუყრელი საათი ისევ ხელზე ეკეთა.. -რა ლამაზი დღეაააა, რა ლამაზი დღეააა.... -მოღუშული ამინდი ლამაზი დღეა?-არ დავამთავრებინე მოლოცვა -ლამაზია იმიტომ რომ სამყაროს ამშვენებ-ხელები უკან ეჭირა-ნახე მე შენ რა მოგიტანე? შევამჩნიე რომ ოთახის ყვავილები არ გაქვს-ხელები წინ გამოწია და ულამაზესი პაწია თეთრი ია გამოაჩინა. -ღმერთო რა ლამაზიააა-გამოვართვი -შემომიშვი და ამ ყვავილზე რაღაცას მოგიყვებიი-ზურგით კედელს ავეკარიი-კი ბატონო მობრძანდიი.-დივნის წინ პატარა მაგიდაზე დავდე -მოყევი აბა? -სენაპოლია ანუ უზამბარის ია, ესე ქვია ზუსტი სახელწოდება. დამამშვიდებლად მოქმედებს სახლის ატომსფეროზე ქმნის მყუდროებას, ეს ის სიმსვიდეა რომლის დროსაც ადამიანები არ წუხან წვრილმანების გამო და შინაგანად დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება.თეთრი იები წმენდენ გარემოს მძიმე ფიქრებისა და ბილწი გრძნობების ვიბრაციებისგან, ეს მცენარეები კარგია იმ ოჯახებისათვის, სადაც პატარა ბავშვებია ნეგატიური ვიბრაციებისგან მათ დასაცავან ანუ ამსუბუქებენ ბინის ენერგიას.. -ესე კარგად ერკვევი ყვავილებში?-პირი დავაღე -არა რას ვერკვევი, ერთი საათი ვამეორებინებდი გამყიდველს რომ შენთვის მომეყოლა-გულიანად გაიცინა მომაჯადოვებელი სიცილით.-არ დააჭკნო, მოუარე -აუცილებლად. -შენ ეს მითხარი დღეს რას აპირებ? -არ ვიცი. -მეგორებთან გახვალ ალბათ?. -არა! -აბა? -დღეს არაფერი დამიგეგმავს? -მე რა ვქნა? გჭირდები დღეს? -ალბათ არა! -ესეთ სამსახურს ვერც ვინატრებდი-მომაჯადოებელი ღიმილი-მე ვიცი ერთი კარგი ადგილი, გინდა წავიდეთ?. -კარგი, იყვეს დღევანდელი დაბადებისდღე ყველასგან განსხვავებული. -მაშინ წავიდეთ! ჩანთა და საფულე ავიღე და უკან გავყევი კაცს რომელზეც არაფერი ვიცოდი, მხოლოდ გული, გული მეუბნეოდა რომ კარგი ადამიანიაო. -ქალაქს უნდა გავცდეთ და იცოდე! შენ იყავი ჩემს გვერდით და რასაც გინდა იმას გავცდეთ-გავიფიქრე გულში, თქმით კი ვუთხარი. -გენდობი.. -დიდი პატივია. გარეთ გავედით, უჟმური ამინდი ჩემს განწყობას ვეღარ გააფუჭებდა. მანქანის კარი გამიღო, დავჯექი. ერთი წუთითო ხელით მანიშნა და სიგარეტს მოუკიდა, უცებ სიგარეტი მომინდა გამახსენდა რომ რაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად ერთხელაც არ მომიწევია ეგ კი არადა არც მიყიდია, მანქანიდან გადავედი ლუკასთან მივედი და ვთხოვე სიგარეტი მოეცა. კოლოფი გახსნა და გამომიწოდა. რამის ერთი კვირა იყო არ მომეწია და ცოტა გამაბრუა, ბოლომდე ვერ მოვწიე, ნახევარი ურნაში ჩავაგდე და მანქანას დავუბრუნდი. მინიდან ლუკას პროფილს ვხედავდი, ძალიან სიმპატიური იყო და საყვარელი. ლუკამ ნამწვავი ურნაში ჩააგდო და საჭეს მიუჯდა. სწრაფად მივადექით მტკვრის სანაპიროზე გადმოკიდებულ ტერასიან, უზარმაზარ აივნიან და საკმაოდ სიმპატიურ არც თუ ისე პატარა რესტორანს. შევედით ლუდის ბარის სტილში მოწყობილ ხის ავეჯიან დახურულ დარბაზში. შემოგვეგებნენ ვუთხარით წყნარი ადგილი გვინდაო, ვინაიდან წვიმას აპირებდა მეორე სართულის აივანი შემოგვთავაზეს. დიდხანს ვარჩევდით მენიუს ბოლოს შევთანხმდით რომ, კიტრი პამიდვრის ბერძნული სალათი, ქათმის სალათი, ხორცის სალათი ყველის ასორტი, წიწილა მაყალში, მწვადი და სოკო კეცზე შევუკვეთეთ. სასმელზე აზრი ორად გაიყო, მე ლიქიორი „მერიდანსი“ მინდოდა ლუკას მშრალი საფერავი. საბოლოოდ ლიქიორზე შევთანხმდით -კი მაგრამ ლუკა შენ რომ საჭესთნ ჯდები? აქედან ვინ წაგვიყვანს? -კიდევ ერთი მძღოლი დაიქირავე რო მთვრალები აქეთ იქით გვატაროს-მომაჯადოვებელი ღიმილი. -დათრობას არ ვაპირებ! -არც მე, შენ გადღეგრძელებ მხოლოდ. -მანქანის მართვა არ იცი არა? -არა, სასწაული შიში მაქვს რომელიც ვერაფრით დავძლიე. 5 წლის წინ მქონდა მცდელობა რომელიც ჩემი დასჯით დასრულდა. მამაჩემის გარაჟში შევიპარე მეთქი ეხლა ნახეთთქო ვუთხარი ჩემს დაქალებს დაქოქვა კი ვიცოდი მაგრამ მერე რა უნდა მექნა აღარ, ჯერ უკან დავარტი კედელს მერე როგორც იქნა გამოვიყვანე მანქანა და ეზოში ბოძს დავარტყი. მაგის მერე მაქვს შიში. -საინტერესოა მამაშენმა რითი დაგსაჯა? -ორი კვირით ამეკრძალა სახლიდან გასვლა. შეკვეთა მოგვიტანეს, ლიმონათი დაგვავიწყდა, დავიმატეთ. საჭმელების მადის აღმძვრელ სუნზე გამახსენდა რომ რამის მთელი დღის მშიერი ვიყავი, ცოტა შევჭამე და ლუკამ ლიქიორით ჭიქა შემივსო -შენი სადღეგრძელო იყოს, გილოცავ ბევრი ლამაზი და ბედნიერი წლები გაგევლოს- ჭიქა მომირტყა -მადლობა-ვთქვი და ცოტა მოვსვი, არ ვიცი ცივი ამინდის, წვიმის ხმაურის, ნაზი ჰანგების, სასმელის თუ ლუკას გრძნობების ბრალი იყო გამაკანკალა. -შენზე მოყევი ლუკა. -ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი, 29 წლის ვარ. მშობლები და ორი ძმა მყავს, რაიონში ვცხოვრობდი. თბილიში ერთი წელია რაც გადმოვედი საცხოვრებლად-შევამჩნიე რომ დაიბნა-და შენთან ვმუშაობ -მაშინ ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს-ვთქვი და ჭიქა თითქმის ბოლომდე გამოვცალე, სასმელი მესიამოვნა. არ დამაკმაყოფილა ლუკას მოკლე პასუხმა, რომელიც თავის არიდებად უფრო მეჩვენა. -ვიცეკვოთ?-უხმოდ ავდექი, წყნარი და სასიამოვნო ჰანგები ჟღერდა. მუსიკის ფონზე ვირხეოდით, თითქმის ჩახუტებულები. სიგარეტის და სუნამოს სასიამოვნო სუნი ერთმანეთში ირეოდა, რაც ძალიან მომწონდა, ჩვენ ვტრიალებდით, ირგვლივ სამყაროც ბრუნავდა. მუსიკა დამთავრდა და მაგიდას დავუბრუნდით ჭიქები შევავსე. -ლუკა! მადლობას გიხდი დღევანდელი დღისთვის, წარმოუდგენელი დაბადების დღე მაქვს! ყველაფერს ვიფიქრებდი ამის გარდა. -რის გარდა თაკო?-ხელით ჩანგალს აწვალებდა. -იმის რომ თითქმის არ გიცნობ და შენთან ერთად ავღნიშნავ დღევანდელ დღეს. - ზოგჯერ ერთი შეხედვაც საკმარისია რომ მიხვდე როგორ ადამიანთან გაქვს საქმე, ალბათ ეს ის შემთხვევაა. -ალბათ! (სხვა შემთხვევაში სოსო არც აგიყვანდა) -ადამიანებში ხშირად შემცდარხარ? -საკმაოდ, თუმცა ჭკუას ვერ ვსწავლობ ყოველ ჯერზე იგივე ხდება, ადვილად მავიწყდება წყენა და ადვილადაც ვპატიობ ალბათ მაგიტომ მყავს გარშემო ყალბი მეგობრები. -ნამდვილ მეგობრებს გაუმარჯოს-ჭიქა აიღო და ცოტა მოსვა, მე თითქოს მოწყურებული ხარბად დავეწაფე და კარგი მსმელივით ბოლომდე გამოვცალე, ცოტა მომეკიდა. არ ვიცი ბოლოს როდის დავლიე, დალევა თუ შეიძლება დავარქვათ ორ ჭიქას, დღეს გამიჩნდა მაინცდამაინც ამის სურვილი. ოდნავ შებინდდა, წვიმამაც იკლო, სამაგიეროდ მე ვითხოვდი და ვითხოვდი სასმელს. ლუკა თითქმის არ სვავდა და მეც მაფრთხილებდა ცოტა დამელია. მსუბუქი თრობა ვიგრძენი და დაძაბულობაც მომეხსნა, თავს კარგად ვგრძნობდი. ლუკას ვთხოვე ქვემოთ ჩავსულიყავით და ტერასიდან მტკვრისთვის გადაგვეხედა, ლიქიორის ბოთლი ხელში დავიჭირე, სასმელის გამორთმევა სცადა რაზეც გადავირიე მტკვარი უნდა ვადღეგრძელომეთქი. წამოდგომისას ფეხი ამერია და კინაღამ გავიშხლართე, ხელი დროულად შემაშველა. კიბეზე ჩავედით ნახევრად ლუკას ვეკიდებოდი, უცებ ტირილის ხასიათზე დავდექი და ცრემლი წამსკდა. მამშვიდებდა და მთხოვდა მეტი აღარ დამელია, მე ჯიუტად მოვიყუდე ბოთლი, თან ვბღაოდი და გაუთავებლად ვლაპარაკობდი. ხის მოაჯირებს გადავეყუდე ლუკა ხელს არ მიშვებდა. -ხომ ლამაზია არა მტკვარში არეკლილი რესტორანი, თითქოს გემიაო და მივცურავთ, ხო ლუკა?!. -კი ლამაზია-წინ გადმოყრილი სველი თმა უკან გადმიწია (ჟინჟლავდა) -ხოდა ჩვენ გემს და ზღვას გაუმარჯოს, ბოთლი მოვიყურდე და კარგა ხანს ვარაკრაკებდი, ლუკამ სასმელი წამართვა. -გეყოფა თაკო, ძალიან დათვრები. -დამიბრუნე რა, ბოლომდე არ დამილევია. -სახლში უნდა წაგიყვანო. -არ მინდა სახლში-ვტიროდი. ხელი მომხვია და კიბეზე ამიყვანა ჩვენი მაგიდიდან ჩემი ჩანთა და ტელეფონი აიღო გარეთ გამიყვანა, მანქანაშიჩამსვა. -ეხლავე დავბრუნდები თაკო-და ეზოში გაუჩინარდა. მალე დაბრუნდა, საჭეს მიუჯდა, ჩემკენ გადმოიწია და ღვედის შეკვრა სცადა, სახე ახლოს მომიტანა მივიწიე და ოდნავ ვაკოცე რაზეც არ მიპასუხა. მანქანა დაქოქა თან მე გამომხედა ლოთი ხარო მითხრა და გაიცინა. -არ მინდა სახლში წასვლა. -აბა სად? -არ ვიცი,ისე იარე უბრალოდ. თვალები დავხუჭე, თავი სავარძელს მივადე და გულის რევა ვიგრძენი. -ცუდად ვარ ლუკა!-მანქანა ნაპირას გააჩერა ღვედი მომხსნა და გადავიდა, კარები გააღო გადასვლაში დამეხმარა. -როგორ ხარ? იქნებ ჰაერი გესიამოვნოს?. -ცუდად.-სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი რომ გული ამერია, სველი სალფეტკი გადმოიღო მანქანიდან და გამომიწოდა. -წყალიც მაქვს მგონი-უკანა კარი გახსნა და წყალი აიღო. ხელზე დაისხა და სახეზე მომისვა-ესე გესიამოვნება- ვიგრძენი მაკიაჟი როგორ ამეზილა სახეზე. სიცივემ ამიტანა -მანქანაში მინდა ლუკა-ვთქვი ოდნავ გასაგონი ხმით. -ხელში ამიყვანა და ფრთხილად დამსვა სავარძელში, ღვედი გადამიჭირა. -ჩემი კოცნა აღარ სცადო, მთვრალ ქალებს არ ვკოცნი ლოთო.- ხმამაღლა გაიცინა. საჭეს მიუჯდა წყნარი მუსიკა ჩართო-ეცადე დაიძინო სახლამდე მალე მიგიყვან. გული ძლიერად მიცემდა, თავიც მისკდებოდა, კუნთები მომიდუნდა და მოვეშვი. ჩამეძინა. -თაკო, თაკოოო-ყურში ხმამაღლა ჩამძახა ლუკამ-თვალები გავახილე მოვედით. -სად ვაართ?-ვერ აღვიქვი გარემო -შენ სადარბაზოსთან, შეძლებ გადმოსვლას?-თავი სავარძელს მივადე და პასუხი არ გავეცი. ჩემი ჩანთა აიღო გასაღები ამოიღო სახლის, ჩანთა მხარზე გადაიკიდა, ჩემი ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მე ხელში ამიყვანა, მანქანი კარი ჩაკეტა და სადარბაზოში შემიყვანა. -რამდენი გიჭამია ვეღარ გერევი-დამსვა, ხელი მომკიდა და კიბეებზე ასვლაში დამეხმარა, ფეხებს ძლივს მივთრევდი. -ეხლა თუ გადავრჩი აღარ დავლეეევ. დარჩი რა ლუკა ჩემთან, მეშინიააა გული ამერევაააა. -ამოუშვი ბღავილი. ჩემ კარებთან რომ მივედით კედელს მიმაყუდა და თვითონ მომაწვა რომ არ ცავქცეულიყავი, თან კარებს გასაღები მოარგო და გააღო. -ჩემი სახლიიი-ვსლუკუნებდი. საძინებელში შემიყვანა და საწოლზე დამსვა ფეხზე გამხადა და დამაწვინა, თავბრუ დამეხვა-ლუკა ყველაფერი ტრიალებს, არ დამტოვო რაა ლუკა, ლუკა ხმა გამეცი. -აქ ვარ ლოთო. თვალები დავხუჭე, ძალიან ცუდად ვიყავი, დავბუჟდი. ჩამეძინა, ვბორგავდი ვგრძნობდი გვერდით ადამიანს რომელიც ხელს არ მიშვებდა. -წყალი მწყურია ლუკა-წამოდგა სამზარეულოში გავიდა, ჭიქა წყალი მომიტანა, თვქვეშ ხელი შემიცურა და წამოდგომაში დამეხმარა, ხარბად მოვსვი წყალი.-რა კარგი ხარ ლუკა. -დაიძინე-და ადიელა გადმომაფარა, თვითონ გვერდით მომიწვა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თვალი გავახილე, ერთი წუთი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად, უცებ ყველაფერი გამახსენდა და საშინელი სირცხვილის გრძნობა დამეუფლა. თვალი მოვავლე ოთახს ლუკა არსად ჩანდა, ტუმბოზე გახსნილი „ბორჯომი“ დამხვდა, ხარბად მოვიყუდე, ძალიან მესიამოვნა. თავს ძალა დავატანე და ავდექი, სარკეში ჩემს თავს თვალი მოვკარი და შემეშინდა, გამოსახულება სხვა ადამიანს ირეკლავდა, ტუში თვალებიდან ნიკაპისკენ გზას მიიკვლევდა, არეული სახე, გაწეწილი თმა, გუშინდელი ტანსაცმელი ისევ ზედ მეცვა, ხალათი ავიღე და აბაზანისკენ წავედი, გულმა არ მომითმინა და ჩუმად სამზარეულოში შევიხედე, ლუკა არ ჩანდა, არც მისაღებში იყო, აივნის კარებთან მივედი და ჩუმად გავიხედე პუFში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, ნამდვილი დამნაშავესავით გამოვტრიალდი უკან და ფეხაკრეფით შევედი აბაზანაში.. გრილი შხაპი მივიღე, თმაზე ტილო შემოვიხვიე და ხალათიანი აბაზანიდან გამოვედი. ლუკა სამზარეულოშო ყავას ხარშავდა. -ლუკა!-ვთქვი მორიდებით-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო... -მე ვიცი, აღარ დალიო!-გაიცინა -ბოდიშს გიხდი გუშინდელისთვის, ძალიან მრცხვენია. -გუშინ შენი დღე იყო და ყველაფერი გეპატიება, მამაშემა დარეკა ჩემთან, ნერვიულობდა ვერ ვუკავშირდებიო, ჩართე ტელეფონი. -ჩავრთავ!-საათს შევხედე თორმეტის ნახევარი იყო. -ყავას დავლევ და წავალ მტირალა. დივანზე ჩამოვჯექი, თავს უხერხულად ვგრძნობდი რა ჯანდაბამ დამალეინა ამდენი რომ თვალებში შეხედვის მრცხვენოდა. საშინელ ხასიათზე დავდექი მინდოდა ლუკა წასულიყო. საშინელებაა როცა ადამიანი მოგწონს, ცდილობ თავი მოაწონო და ამ დროს ყველაფერს აფუჭებ. კარზე კაკუნის ხმა აგაისმა, სანამ ასადგომად წამოვიწიე კარი გაიღო და ქრისტი შემოვიდა, ლუკას გაკვირვებულმა შევხედე. -მე დამრჩა კარები ღია-მითხრა ლუკამ დაბალი ხმით. ქრისტის გაოგნებული სახე ქონდა, ხან ერთს შემოგვხედავდა ხან მეორეს -გოგო ტელეფონი მაინც ჩართეეე-გაწელა ხმა-დაბადების დღეს გილოცაავ-მოვიდა და მაკოცა-ყავა მეც მინდა. სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად, ქრისტი აივანზე გავიდა, მერე საძინებელში შეიხედა ბოლოს ჩემთან სამზარეულოში, სკამზე ჩამოჯდა და დაიწყო.. -თააკ ისევ შენ თუ მიშველი, ხომ მიცნობ არაა? 600 ლარი მინდა სასწაფოდ და ერთიანად მოგცეემ, მაგარ ფეხსაცმელებზეა ფასდაკლება და ეგ რომ არ დავითრიო მოვკვდებიი, აიი უუუმაგრესებიაა, შოკიააა-აღფრთოვანებული ლაპარაკობდა, მე კიდევ თავი მტკიოდა და ნერვები მეშლებოდა ჩემს თავზე უფლებას რომ ვაძლევდი გამოვეყენებინე-თააკ შენ რა არ მისნეენ? -მისმინე ქრისტიი?-ლუკა სამზარეულოში შემოვიდა -თაკო მე წავალ! -კარგი ლუკა და ყველაფრისთვის დიდი მადლობა.-ვუთხარი და ჩავეხუტე, კარამდე მივაცილე და ქრისტის მივუბრუნდი. -არ მაქვს ფული-ვუთხარი ცივად -ეხლა მეღადავები ხოოო?-თან ტელეფონს ჩასცქეროდა -არა! -შენ რა რაც ეს ტიპი გაიცანი ვაფშე შეიცვალე ხო? აღარ გინდივართ? ესეა როცა „boyfriend”ს გაიჩენენ ხოლმე. -სისულელეს ბოდავ. -ძალიან მჭირდებააა-მუდარის კილოზე გადავიდა -არ მაქვს!!- ვუთხარი მკაცრად. -არ მაძლევ?-ზეზე წამოვარდა-ესე ხო? დამაცადე შენ რა გიქნა პროსტა, რას მახვეწნინებ გენანება ლუკას აყრი და მაგიტომ. -ქრისტი გადი გარეთ!-ვუთხარი მკაცრი ტონით. -ოო-თქვა და გავარდა, კარი ძლიერად მოაჯახუნა. ახია ჩემზე, თავიდანვე ვიცოდი ესენი რისი გამკეთებლებიც იყვნენ. კარგია ასე რომ მოხდა იქნებ სულ შემეშვას არც ის სამასი ლარი მადარდებდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია მაგასაც და მაგისნაირებსაც, ძნელია როცა აანალიზებ ვისთან გქონდა საქმე, თითქოს თვალები ამეხილა. მართალი ყოფილა ქეთუსა, იქნებ მაგიტომ უნდა იცხოვრო დამოუკიდებლად რომ შენ თვითონ მიხვდე ყველაფერს, მაშინ როცა მიშლიდნენ და ცდილობდნენ არ გავეშვი ქრისტისთან, ქეთისთან და ანკასთან იქნებ სწორედ მაგიტომ ჩემების ჯიბრით მივიწევი მათკენ და ვცდილობდი მეც ეგრე მოვქცეულიყავი, ერთხელ ქრისტიმ ბებიამის პენსია გამოატაინა მთელი ერთი წლის რომ ის ჩაეცვა რაც უნდოდა, მერე ტანსაცმლის ხამები რომ დაეხარბებინა. მე თუ შვილი მეყოლება ოდესმე ზუსტად ვიცი არ დავუშლი არაფერს მივცემ საშუალებას თავად გადაწყვიტოს ყველაფერი, რომ მერე ჩემსავით სანანებლად არ გაუხდეს. არ მწყინდა რადგან კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ტელეფონი ჩავრთე, სამოცი გამოტოვებული ზარი და კიდევ უამრავი მესიჯი. მარის დავურეკე და დაწვრილებით მოუყევი ყველაფერი, მარიმაც მახარა რომ ქრისტი ჩვენს უბანში გადმოვიდა ქირითო, ძმასთან უჩხუბია და სახლიდან გამოუგდიაო, მოკლედ ჩვენს მეზობლად ქ-ნ მარინას სახლში ცხოვრობსო, რას მოიშორებ მტერი რისი მტერია თუ ახლოს არ გყავდა. (მისი ხასიათიდან გამომდინარე ვიცოდი რომ ჩემი სახლიდან გასული უკვე მტრად მთვლიდა) შემდეგ მამიდაჩემს დავურეკე (სამოცი ზარიდან ოცი მის ეკუთვნოდა) ვუთხარი რომ მთელი დღე სახლში ვიყავი, არ დამიჯერა წამიკითხა ლექციები რომ ცუდად ვიქცეოდი და რომ არ მქონდა უფლება მეცხოვრა მარტოს როცა ჩემი მშობლები არ იყვნენ ქვეყანაში და მთხოვდა მასთან მივსულიყავი, მეც ჩემებურად შევახსენე რომ უკვე 20 წლის ვარ და რასაც მინდოდა იმას გადავწყვეტდი, შემდეგ სოსომ და ქეთუსამ დარეკა, დამმოძღვრეს მომცეს მითითებები, ცოტა შენიშვნებიც, ჭკუაც დამარიგეს და დამემშვიდობნენ. საოცარია, ჩათვალო შვილი შენს საკუთრებად და შექმნა მისგან ის რაც შენ გინდა (მშობლებს ვგულისხმობ) და მერე უცებ აჩუქო სრული თავისუფლება და გზადაგზა შეახსენო რო ამა და ამ წესს თუ გადაუხვია ჩარჩოებიდან თუ გავიდა უკვე ცუდია, მაშინ როცა გადავწყვეტ არ მისცე განათლება მხოლოდ იმიტომ რომ ფინანსურად ხარ ძლიერი. ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა. თავის ტკივილი ისევ არ მტოვებდა, ტელეფონს ხმა დავუწიე და დასაძინებლად დავწექი, თვალწინ ლუკას სახე დამიდგა, როგორი საყვარელია ღმერთო, როგორ ვაკოცე. მეცინებოდა ჩემს თავზე და თან მრცხვენოდა. როგორ მივლიდა მთელი ღამე. მგონი სიყვარული ფეხს იდგავდა ჩემში, ესეც ჩემს წუხანდელ თრობას გავდა, იგივე სიმპტომებით. პირველად შეეხო ჩემს გულს ეს თავბრუსდამხვევი გრძნობა, ნეტავ ჩემზე რას ფიქრობდა.. ამ ფიქრებში ჩამეძინა. საღამო იყო თვალი რომ გავახილე. თავი ისე აღარ მტკიოდა, უცებ საშინელი შიმშილი ვიგრძენი. წამოვდექი ჩავიცვი ტანსაცმელი და სამზარეულოს მივაშურე, მაცივარში ბევრი გემრიელი კერძი იყო, მსუბუქად ვისაუზმე (ვისაუზმე საღამოხანს) მერე ყავა გავამზადე, ტელეფონი გამახსენდა ავიღე, მარი მწერდა ჩქარა fეიზბუქი ნახეო. გამახსენდა რომ ორი დღე არ შევსულვარ, ინტერნეტი ჩავრთე და პირადში მესიჯები მომივიდა, ქეთი, ანკა ჩემი მამიდაშვილები და რამოდენიმე ჩემი მეზობელი გოგო მიგზავნიდა ფოტოებით აწყობილ ვიდეოს, სადაც ჩემი ოთახი ჩანდა, საწოლი არეული ლუკა ყავით ხელში მე ხალათით და თავზე პირსახოცით, ბოლო ფოტო მე და ლუკა ჩახუტებულები (დამშვიდობებისად რომ ჩავეხუტე) წარწერით „ეს მელა ნახე რა დღეშია“ მარის დავურეკე -მაარ რა ხდება ეს?-ხმა მიკანკალებდა -საერთო ჩატი გააკეთა ქრისტიმ სადაც მეც დამამატა და ატვირთა ეს ვიდეო და წერდა რომ ერთად ცხოვრობთ, რომ შენი საყვარელია და იყო ერთი ამბები, მე ჩატი დავტოვე. აზრზე ხარ რა გაგიჩალიჩა? -დამპალი , სულ ერთია მოვკლავ არ ვაცოცხლებ-ვყვიროდი გამწარებული -თაკო გამოვალ შენთან და მანდ ვილაპარაკოთ, არ დაურეკო მაგასაც ეგ უნდა. მარი მოვიდა ისიც ჩემსავით გაცოფებული, აზროვნების უნარი დავკარგე, სამაგიეროს გადახდის სურვილი არ მასვენებდა, მაგ დამპალს ექნება ისეთი რაღაც რასაც საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ როგორ უნდა გამეგო ეს ყველაფერი? წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ჩემს თავს, ზარებმაც არ დააყოვნა მგონი მოედო ქვეყანას. მამიდაჩემი ათას სალანძღავ სიტყვას მწერდა, მთელი დღე მარტო იყავი არა სახლში? მოგვჭერი ხო თავი ყველას? არა ეს რა გაბედეე. წარმოვიდგინე უკვე როგორ დადიოდა წინ და უკან და ჩემს გასამართლებლად ათას გეგმას რომ აწყობდა, ხალხის თვალში და რეპუტაციისთვის რომ ეზრუნა როგორ შეიძლებოდა ესეთ წარმატებულ ოჯახში ესეთი საშინელი ამბების დატრიალება. საშინელებაა ისეთი რამის დაბრალება რაშიც მართლა სუფთა ხარ, მაგრამ უფრო მეტი საშინელება თავის მართლებაა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, დამიჯერებდნენ კი რომ არაფერი ყოფილა?. ტელეფონზე სოსო რეკავდა, ტანში გამცრა, წარმოვიდგინე როგორ ჩაალაგა ჩემოდანი და როგორ მოფრინავდა უკვე. მარიმ დამაძალა მეპასუხა. -მამა მისმინე! -როგორ ხარ მამი?-მითხრა მხიარული ხმით, როგორც ჩანს ჯერ არაფერი გაუგია-ცუდი ამბავი მოხდა თაკო და ჩემი თხოვნა უნდა შეასრულო, ნოშრეს დედა გარდაეცვალა და იქნებ წახვიდე სამძიმარზე აჭარაში. ხომ იცი მე ვერ მოვდივარ ჯერ. -მამა!... -ლუკა წაგიყვანს, ლუკას მამა და ნოშრე ძმაკაცები არიან, სამძიმარს ჩვენი ოჯახის სახელით ეტყვი! -აი თურმე საიდან მოხვდა ლუკა ჩემთან. სხვა დროს ალბათ გადავირეოდი მაგრამ ლუკა??-იქნებ ხვალ წახვიდე მამი, ზეგ დაკრძალვაა.. ქეთუსასაც ველაპარაკე ხმის გაგონებაზე მივხვდი რომ ეხლა ყველაზე მეტად ვინც მჭირდებოდა დედა იყო. რატომაა რომ როცა გვილხინს და კარგად ვართ მაშინ ყველაზე ნაკლებად გვახსენდება და როცა ვწუხვართ საშველად დედა გვინდა? -თაკოო! უნდა წახვიდე გაერიდო ცოტა ხნით ამ სიტუაციას-გამომარკვია მარის ხმამ. -ხომ იცი სამძიმრები ჩემი სტილი არ არის, თან ეხლა არაფრის ნერვები არ მაქვს. -მიდი დაწექი დაიძინე, ხვალ წადი რომ დაბრუნდები მერე გადაწყვიტე რას იზავ, მე წავალ- მაკოცა და წავიდა. ლუკას დავურეკე ვუთხარი რომ ხვალ უნდა წავსულიყავით ნოშრე ბიძიას დედის დაკრძალვაზე. გაუხარდა მითხრა რომ ისედაც აპირებდა წასვლას. გადაწყდა რვა საათზე უნდა წავსულიყავით, რადგან შორი მანძილი იყო. ტანსაცმელი ჩავალაგე ყოველისემთხვევისთვის, წყალი გადავივლე და მოვყევი წინ და უკან სიარულს, ვერ ვისვენებდი. შარშან ამ დროს სახლში რა გამაჩერებდა, თითქმის ღამის ცხოვრებით ვცხოვრობდი, როგორ შეიცვალა ყველაფერი, კარგად დავინახე ჩემი „მეგობრების“ რეალური სახე. საკმარისია ერთხელ საპირისპიროდ მოიქცე რომ იმ წუთას დაინახავ ვინ რისი გამკეთებელია.. მთელი ღამე ვბორგავდი ვერ ვისვენებდი, გამთენიისას ჩამეძინა, კარებზე ზარის ხმამ გამაღვიძა, წამოვდექი საათს შევხედე ცხრის ნახევარი იყო. -ფუ შენიი, დამძინებია.-ხმამაღლა ვთქვი, ხალათი შემოვიცვი და კარი გავაღე. ლუკა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. შავი შარვალი, ცისპერი პერანგი და თვალისმომჭრელი ღიმილიი. -ლოთი, მტირალა და თურმე ძილისგუდაც ყოფილხარ-დაბლა დაგელოდები მოწესრიგდი.-როგორც ჩანს არაფერი იცოდა აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე მერე თმა შევიშრე. ტანსაცმელს მონდომებით ვარჩევდი, შავი ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და ნაცრისფერი ზედა ჩავიცვი, მაღალქუსლებზე შევხტი, თმა ავიკეცე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე ჩანთა და ტელეფონი ავიღე და დაბლა ჩავედი. ლუკა მანქანაში იჯდა და მოთმინებით მელოდებოდა. ჩანთა უკანა სავარძელზე დავდე და მე წინ დავჯექი. ლუკამ საათს დახედა. მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა -როგორც მახსოვს რვაზე უნდა გავსულიყავით. -ქალი ვარ ლუკა, ხომ არ გავიწყდება? -მაგას რა დამავიწყებს-მანქანა დაქოქა. -წუხელ როგორ გეძინა? -კარგად. -რამე საქმე ხომ არ გაქვს? თუ პირდაპირ წავიდეთ? -წადი. წინ დიდი და დამღლელი გზა იყო სარფამდე, გზაში ცოტ-ცოტას ვსაუბრობდით, ხანაც ვიცინოდით, ხანაც მეძინა, მხოლოდ ერთხელ გავჩერდით სასაუზმოდ და ყავის დასალევად.. მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მხოლოდ გაპარული მზერა ერთმანეთისკენ.. ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა თუკი შემთხვევით რამოდენიმე დღეს გავატარებდი ზღვაზე, ლუკასთან ერთად. მოვწყდებოდი ყოველდღიურობას, ერთხელ მაინც, სულ ერთხელ. რა იქნება მართლა ესე რომ მოხდეს, მაშინ ხომ უფრო დავახლოვდებოდით და უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს. სანაპირო ზოლს მიუყვება მანქანა, ფანჯრიდან ზღვას გავცქერივარ ცისფრს და კამკამას. ვფიქრობ და გული სიხარულით მევსება. არამგონია ადამიანს ოდესმე ჩემსავით გახარებოდეს სამძიმარზე წასვლა. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სადღაც, მაგრამ სახლი სადაც ნოშრე ბიძია ცხოვრობდა ჩემთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაღაც უფრო ზღაპრულს ჰგავდა. ეს იყო ქვის, შუშის და ხის კომბინაცია. რაღაც სიმყუდროვის შეგრძნებას ჰმატებდა ინტერიერს. დღევანდელი ტექნოლოგიების კვალი აჩნდა, რომელიც წარმოუდგენელი კომფორტის შექმნის საშუალებას აძლევს ადამიანს, თამამად შეიძლება ოცნების სახლი ვუწოდოთ. ეს სახლი მეხსიერებაში ჩამრჩება... ....... საღამოს სარფიდან ბათუმში გადავინაცვლეთ, ისევ ქალაქის ხმაური, გადაღლილი ფეხებს ძლივს მივათრევდი, მოულოდნელად ლუკამ ხელი ჩამკიდა. -ვეღარ მოდიხარ?-მკითხა მზრუნველად. -ვეღარ. ჩემს წინ გაჩერდა შემომხედა და მითხრა -გინდა რამოდენიმე დღე აქ დავრჩეთ? ეხლა უკან გაბრუნებას აზრიც არ აქვს. სასწაულია რაღა მინდოდა ამაზე მეტი, ჩემი დილანდელი ნატვრა რეალობად იქცა. რაღაც ელექტრონებივით დამიარა მთელ სხეულში. წამის მეასედში ათასი ფიქრი დამებადა შორს მიმავალი და გამეღიმა. -კი დავრჩეთ-აღარ გამოვიდე თავი. -მაგრამ მანქანაშ ხომ არ გავათენებთ, სასტუმროზე წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -არა. ლუკამ ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წავედით, ახლომდებარე სასტუმროები სავსე იყო არც ერთი ნომერი არ იყო თავისუფალი. მგონი მართლა მანქანაში ან სულაც ღია ცის ქვეშ მოგვიწევდა ღამის გათენება, სიცივემ ამიტანა, არ ვიცი მართლა მციოდა თუ ისე მაკანკალებდა მასთან სიახლოვის გამო. მანქანაში ჩავსხედით, მინა ამოვწიე და ლუკასაც ვთხოვე ამოეწია. -შენ რა თაკო გცივა? -არა. -კანკალებ. ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია. გაგათბობო მითხრა, პერანგი გაიხადა და ჩაიცვიო, მისი სხეულის სითბო გამინაწილა მისი თბილი სურნელით გაჟღენთილმა პერამგმა, რომელიც გაყინულს მომახურა. საბარგულში ჩემი ტანსაცმელი იდო გამახსენდა, თუმცა ხმა არ ამოვიღე მსიამოვნებდა ლუკას მზრუნველობა. დამღლელი დღის შემდეგ ორივეს ძილი გვინდოდა. -რა მალე დავნებდით, კიდევ ვნახოთ სასტუმროები. პერანგი უკან დავუბრუნე ლუკას, ტარზანივით რომ იჯდა საჭესთან. კარგა ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვნეთ სასტუმრო, ადმინისტრატორმა ღიმილიანი სახით გვამცნო, რომ მხოლოდ ერთი ნომერი გვაქვს თავისუფალიო. ერთმანეთს შევხედეთ კითხვით სავსე თვალებით. მოულოდნელად ლუკამ ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. -დიახ გოგონა! ჩვენ ესესაა ვიქორწინეთ, სულ რაღაც ორი დღეა. -გილოცააავთ და ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ჩვენ ახალდაქორწინებულებს სხვანაირად ვხვდებით, ვინაიდან ამ ეტაპზე არ გვაქვს ადგილები საკადრის ნომერს ვერ შემოგთავაზებთ.. -ჩვეულებრივ ნომერზეც თანახმა ვართ, არა საყვარელო?-თმაზე მაკოცა -რათქმაუნდა ძვირფასოო. ღამის ორი საათია. ნომერში ვართ, ნორმალური ოთახია, აივანი, მხოლოდ ორსაწოლიანი, გარდერობი, ერთი პატარა მაგიდა, ორი სავარძელი, პატარა მაცივარი, ტელევიზორი და საწერ მაგიდას წარმოადგენდა ჩვენი ოთახი. ჩემი ჩანთა სავარძელზე დავდე ფეხზე გავიხადა, ხუმრობა ხომ არაა მთელი დღე მაღალქუსლიანებით სიარული. ჩემი წინდახედულობით ღამის ჩასაცმელზე და საცურაო კოსტუმზეც კი ვიზრუნე თბილიში, (ყოველიშემთხვევისთვის) ლუკა ფანჯარასთან სიგარეტს ეწეოდა. გარდირობიდან ხალათი, ჩუსტები გამოვიღე ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და აბაზანაში შევედი. შხაპი ეს ერთადერთია რაც მშველის და დაღლილობას მიხსნის. მოვწესრიგდი თმა შევიშრე, აბაზანიდან გამოვედი, ლუკა აივანზე იჯდა რომ დამინახა წამოდგა აბაზანაში შევიდა, მე კი მაცივარი გამოვაღე და ცივი ჩაი გამოვიღე, მერე ისევ თავის ადგილას დავაბრუნე, ლუკას დაველოდები მეთქი გავიფიქრე. ლუკამ კარზე მოაკაკუნა. -თააკ მანდ მეორე ხალათი არ დეევს? -კიი -შემომაწოდე გთხოვ!. ხალათი და ჩუსტები ავიღე და ოდნავ გაღებულ კარში შევაწოდე ისე რომ მისკენ არ გამიხედავს, უხერხულად ვგრძნობდი თავს, ესე რატომ ვიქცეოდი ვერ გეტყვით, გულის სიღრმეში კი ვიცოდი პასუხი, მაგრამ აღიარება არ მინდოდა. საინტერესოა თავად რას გრძნობდა გულის სიღრმეში. აივანზე გავედი ღამის გრილი ჰაერი მესიამოვნა, ბათუმი დუღდა ღამის ცხოვრებით, ლუკა კარში გამოჩნდა. -მეუღლევ! მივტრიალდი. თეთრი ხალათი მაგრად შემოეხვია ტანზე. სველი თმიდან წყლის წვეთები მოიკვლევდა გზას ლუკას სახეზე, საინტერესოა არ უყვარდა თუ რა იყო თმის გაშრობა. -არ დავიძინოთ? -დალევ რამეს?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე. -რასაც შენ დალევ. ცივი ჩაი შევთავაზე, აივანზე დავლიეთ, ქალაქს გავცქეროდით, ისევ სიცივემ ამიტანა, ჯანდაბა გავიფიქრე გულში, რა მომდის. -შედი დაწექი, მეც შემოვალ-მითხრა ლუკამ-გვიანია უხმოდ შევტრიალდი, ხალათი გავიხადე და რაც შეიძლება ნაპირას დავწექი. ლუკა დაახლოებით ათ წუთში შემოვიდა სინათლე ჩააქრო, ხალათი გაიხადა და დაწვა. გავიტრუნე ვითომ მეძინა. მისი საოცარი სურნელი ცხვირწინ მიტრიალებდა, მისი მშვიდი სუნთქვა და ჩემი გაძლიერებული გულის ხმა ერთმანეთს ვერ ერწყმოდნენ. საწოლს გავეკარი, განძრევას ვერ ვბედავდი, მგონი სუნთქვაც გამიჩერდა, არ ვიცი რამდენს ხანს ვიყავი ესეთ მდგომარეობაში, ვგრძნობდი ლუკასაც ეღვიძა. -მეუღლევ!-მოულოდნელად გაკვეთა სიჩუმე ლუკას ხმამ.-ვიცი არ გძინავს?-რას გააკეთებდი ეხლა, რაიმე გიჟურს? ნახევრად უცხო ადამიანთან ერთად? - შენთან ერთად? არ ვიცი, ალბათ, გავიდოდი ზღვაზე და ფეხიშველი ვისეირნებდი, ან იქნებ სულაც ჩამოვივლიდი, ამ სასტუმროს ყველა კარზე დავუკაკუნებდი და გავიქცეოდი -ეგ შენ გაიქცეოდი, მე გეკითხები ჩემთან ერთად რას გააკეთებდი რაიმე გიჟურსთქო? ჯანდაბა რა პასუხს ელოდა, რას გულისხმობდა რაიმე გიჟურში? რას გავაკეთებდი და ჩავეხუტებოდი მაგრად, მის მკერდზე დავდებდი თავს და ვიქნებოდი ასე დილამდე და ვეტყოდი როგორ ძალიან მომწონს, ესეც ხომ გიჟურია? პასუხად კი მხოლოდ ეს ვუთხარი. -არ ვიცი მეტი ფანტაზია არ მყოფნის-მისკენ გადავბრუნდი, გარედან შემოსული მკრთალი სინათლე საშუალებას მაძლევდა მისი სახე კარგად დამენახა-შენ რას გააკეთებდი? -გინდა მანქანის ტარება გასწავლო? ჰმ! ყველაზე ნაკლებად ცხოვრებაში ეგ მინდა. მე რომ ტარება ვისწავლო ლუკა სად წავა მერე? -არა, არ მინდა -ეშმაკურად შევხედე. -ნუ გეშინია, ისე არ გასწავლი რომ სამსახური დავკარგო-მის თვალებშოც ეშმაკები აციმციმდნენ-წავიდეთ? -არა!-ასე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ოთხი საათია თითქმის, დღის სინათლეზე გამიჭირდება მანქანის დაძვრა და ღამე როგორ შევძლებ? -ჩემთან ერთად შესძლებ-არ იშლიდა თავისას. -მაგას მირჩევნია ცურვა მასწავლო -ღამით ხომ?-გაეცინა გულიანად. -აბა სიგიჟეო? -კარგი დაივიწყე, სიგიჟეები მომავლისთვის გადავდოთ. მომავლის გაგონებაზე ღიმილმა გადამიარა სახეზე. -მაშინ დავიძინოთ კარგი?-მითხრა ჩურჩულით. -კარგი-ვუპასუხე მეც ჩურჩულით. მოკლედ არაფერი გამოვიდა, ვწევართ გულაღმა, ის თავის საფიქრალს მისცემია მე ჩემსას. ვფიქრობ.. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია. უჩვეულოა. იწვე ადამიანის გვერდით, რომელზეც თითქმის არაფერი არ იცი. ლუკამ გვედრი იცვალა, ჩემსკენ გადმობრუნდა, სულ ახლოს, ყურთან, ჩამესმის მისი მშვიდი სუნთქვა. დავიძაბე, მთელი სხეული ზამბარასავით დამეჭიმა. საინტერესოე მართლა ჩაეძინა თუ თავს მაჩვენებდა. ისევ კანკალი, სხეულს ვერ ვიმორჩილებ. ვცდილობ სხვა რამეზე ვიფიქრო. არ გამომდის. -გაგთბო?-ჩამჩურჩულა ლუკამ ყურთან. -არ მცივა-ჩემი გაძლიერებული გულის ხმა მთელს ოთახში ისმის. -რატომ კანკალებ?-ხელზე შემეხო, მერე ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა ხელზე ტანში დამიარა. -თაკო!-ჩურჩულებდა-სექსი გქონია? -არა!-ძალა არ მეყო მეთი პასუხისთვის -კარგი გოგო ხარ!-ხელზე მაკოცა, მოიწია და ჩამეხუტა-ესე დავიძინოთ. კარგი ბიჭებიც ხომ არსებობენ ამ ქვეყანაზე, ხოდა ლუკაც კარგი ბიჭი იყო, სუფთა სინდისით. ბოთე ხარო, ნუ ხარ დაძაბულიო, მოეშვი მე არ შეგჭამო. მერე ძლიერი კუნთები მაგრად შემომხვია, ცხვირზე მაკოცა. ბოთეო კიდევ ერთხელ მითხრა ჩემი ნუ გეშინიაო. როგორ არ უნდა მყვარებოდა მითხარით ეს სასწაული ბიჭი. ამ წუთებში მე ძალიან სუსტი ვიყავი, ძალაგამოლეული. ჩემს თავზე ვბრაზობდი. არ ვიცი როდის ჩამეძინა, თვალი რომ გავახილე, კარგა ხნის გათენებული იყო. ლუკა არსად ჩანდა. სირცხვილის გრძნობა თავს არ მანებებდა, რა გამოვიდა? თავად შეიკავა თავი, მე სულელივით ლოგინში ჩავუხტი. ჩახტომა გამოდიოდა აბა რა იყო. სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ალბათ ათას სისაძაგლეს ფიქრობს ჩემზე, იაფფასიანი კახპა ვგონივარ. ჩავიცვი ბარგს თავი მოვუყარე და ოთახიდან გავედი. სად მივდიოდი მეც არ ვიცოდი, მთავარი იყო სასტუუმროდან გამეღწია. ყოველთვის როცა რაიმე პრობლემის წინაშე ვდგებოდი გაქცევას ვამჯობინებდი, თითქოს გამოსავალი ეგ იყო მხოლოდ. ახლაც გაქცევა მინდოდა. კიბეებზე ლუკა შემხვდა. ჩემს ბარგს თვალი მოჰკრა და სახე შეეცვალა. -რაო მეუღლევ ასე მალე დასრულდა ჩვენი თაფლობისთვე? მასხარად მიგდებდა თუ ჩემს თავზე გაბრაზებულს ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა არ ვიცი. -სახლში მივდივართ!-ვუთხარი მკაცრად -ხუმრობ? ჯერ ზღვაზეც კი არ გვიბანავია. -მანქანაში დაგელოდები -რატომ გადაწყვიტე ასე?-ერთი საფეხურით ზემოთ ამოიწია. -იმიტომ. -რატომ? -იმიტომ, რომ ჩემზე ცუდ რამეებს იფიქრებ, იმიტომ რომ წუხელ ერთად გვეძინა, იმიტომ რომ... -ასე გაღელვებს მე რას ვფიქრობ შენზე?-გამაწყვეტინა სიტყვა -დამცინი ხო?-თვალლზე ცრემლი მომადგა. -თაკო რა დაგემართა? ზევით ავიდეთ-ბარგი გამომართვა, ცრემლი მომწნინდა ცალი ხელით. საწოლზე ჩამოვჯექი, გვერდით მომიჯდა. -თაკო წუხელ არაფერი მომხდარა ისეთი რომ შენ ასე წუხდე, ადექი მიდი ზღვაზე გავიდეთ, წავალთ აქ კი არ დავრჩებით, თან ცოტას დაწყნარდები. ისევ ჩემი ცვალებადი ხასიათი, გუნება გამომიკეთდა. გარეთ გავედით მზე არსად ჩანდა, მგონი წვიმასაც აპირებდა. როგორც ჩანს გაზაფხული ზაფხულს გადმოჰყვა, თავისი გაუთავებელი წვიმებით. სანაპიროზე განმარტოებილი ადგილი შევარჩიეთ, ამინდმა თავისი ქნა, ჟინჟვლა დაიწყო. ჩვენ წასვლა არც გვიფიქრია, ვისხედით და ჰორიზონტს გავყურებდით. იყო რაღაც მომხიბვლელი ამ ყველაფერში, ღრუბლებში დამალული მზე, წვიმა, მე ლუკა და ზღვა. -დამელოდე ახლავე მოვალ, არსად წახვიდე-მითხრა და წავიდა სად წავიდოდი , თუნდაც თავსხმა წვიმა მოსულიყო და სულ მთლად გაველუმპე. ნაბიჯების ხმა მომესმა, გვერდზე გავიხედე და დავინახე ზურგჩანთა მოკიდებული კაცი მიახლოვდებოდა. შევცბი, რადგან თვალს არ მარიდებდა და თითქოს გამიზნულად ჩემთან მოდიოდა. მომაშტერდა გაოცებული სახით, ვიფიქრე სახეზე რამე ხომ არ მჭირს მეთქი, ის იყო დავაპირე მეკითხა რომ თვითონ დამასწრო. -ბიძიკო აქინე რომ დამჯდარხარ თლა მარტოკინა, არ გაცივდები? ტანზე მაინც მოიხურე რამე? ნწ ნწ ნწ -თავი გადააქნია და გზა გააგრძელა. მისი კილოთი თუ ვიმსჯელებთ იმერელი უნდა ყოფილიყო. გამეღიმა და გავიფიქრე ალბათ ასეთი სამსახური აქვს, რომ ცუდ ამინდში იაროს და ხალხი გააფრთხილოს გაცივდები სახლში წადიო. ლუკა მალე დაბრუნდა ლანგარით ხელში, ზედ საუზმე ელაგა, ჩემს წინ დადო მერე ისევ გაიქცა, „ქოლგა“ მოიტანა მიწაში ჩაარჭო, ეს წვიმისგან დაგვიფარავსო. გვერდზე მომიჯდა, მოხერხებულად მოაწყო „მაგიდა“ ჩემს ფეხებზე. -მიირთვი, ვიცი რომ დილით საუზმობ-გამიღიმა მრავალმნიშვნელოვნად. უხმოდ შევუდექით საუზმის ათვისებას, წვიმამ უმატა, ეკალმა დამაყარა, გცივა ბოთეო, მითხრა ლუკამ და პირსახოცი მომახვია. წასვლას არ ვჩქარობდით. მოვუყევი იმ უცნაურ კაცზე. გაეცინა. -იმერელზე გამახსენდა თაკო, ხარაგაულში ხომ არ გავიაროთ ჩემს ბებოსთან რამდენი ხანია არ მინახვას და გაუხარდებათ. -მერე რას იტყვიან მე რომ დამინახავენ -მივიდეთ და ვნახოთ რას იტყვიან. ..... ბათუმი საღამო ხანს დავტოვეთ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მოგვიბოდიშა, საკადრისად ვერ დაგხვდითო და სანაცვლოდ ულამაზესი შარფი მაჩუქეს. „ეს ჩვენთან გატარებულ, თითქმის ორ დღეს გაგახსენებთო“. რა დამავიწყებდა იქ გატარებულ წუთებს. ლუკას გვერდით ძილს და მის სურნელს, მის ღიმილს. რა დამავიწყებს როგორ მეძახდა „მეუღლეს“ გული მწყდებოდა ასეთი ხანმოკლე რომ აღმოჩნდა ჩვენი „თაფლობისთვე“. მოვდიოდით და გული ბათუმში მრჩებოდა. არ მინდოდა დასრულებულიყო ეს წვიმიანი დღეები. მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო, მინდოდა დამენახა რომ ლუკაც ისევე გიჟდებოდა ჩემზე როგომც მე. მაგრამ მისი თავშეკავება არ მაძლევდა უფლებას რომ ჩემი აზრი გამომეთქვა, მომეხვია ხელები და მეთქვა კიდევ ორი, ან სამი, ან ხუთი, ან თუნდაც ათი დღე კიდევ აქ ვყოფილიყავით. -თითქმის წელიწადია აქ არ ვყოფილვარ-თქვა ლუკამ, როცა ხარაგაულში გადავუხვიეთ-სოფელში ახალი გზა დაასხას, ადრე ჩემ სოფლამდე ფეხით უნდა ასულიყავი, რაიონიდან ერთ კილომეტრის გზაა. ხან დღეში ორჯერ, სამჯერ გვიწევდა ჩამოსვლა, რაც ამ გზაბზე მივლია-ხმაში სევდა გაერია-ძალიან ძვირფასია ეს ადგილები ჩემთვის. აღმართებია ეხლა და არ შეგეშინდეს-გამაფრთხილა ლუკამ საათი ათს უჩვენებდა, როცა აღმართებს შევუდექით. მეჩვენებოდა თითქოს მთებს შუა მივუყვებოდით ტყეში ჩაკარგულ ვიწრო გზას. ღამის სიბნელე საშუალებას არ მაძლევდა აღმექვა ბუნების სილამაზე. ვფიქრობდი, ყველაზე ექსტრემალური გზა იყო სადაც კი გამევლო, დაძაბული მანქანის სახელურს ჩავფრენოდი მთელი ძალით. თითქოს მანქანას ვიღაც აქეთ-იქიდან ძალით აბანჯღალავებსო ისე ვირწეოდი და ხან ლუკას, ხანაც კარს მივასკდებოდი ხოლმე. მეჩვენებოდა რომ საცაა რომელიმე ხრამში ჩავვარდებოდით. -აქ ან ალპინისტები ცხოვრობენ, ან ჯადოქრები, როგორ დადიან ამ გზებზე? -აქ ყველაზე სუფთა და გულწრფელი ადამიანები ცხოვრობენ და კიდევ ჭინკები-გადმომხედა ლუკამ -გზას უყურე რააა-შევევედრე -ეს მოსახვევიც და ვსოო, მივედით თითქმის. მანქანა გააჩერა, გადმოვედით. სახლამდე ერთი აღმართი კიდევ ავიარეთ ფეხით და ჭიშკარს მივადექით, ძაღლები გაბმული ყეფით შემოგვეგებნენ, მერე ერთი წამით შეჩერდნენ და წკმუტუნით წამოვიდნენ ჩვენსკენ. -მურა, თამაშა-დაუძახა ლუკამ და ისინიც სიხარულით გამოქანდნენ პატრონისკენ, გარშემო დაუწყეს სირბილი და წკმუტუნი, ერთმანეთს არ აცლიდნენ მოფერებას, ლოკავდნენ და გიჯებივით დარბოდნენ. ლუკამაც ჩაიმუხლა და ხან ერთს და ხან მეორეს ეფერებოდა. მერე ძაჭლები ჩემსკენ წამოვიდნენ, დამსუნეს და კუდი გამიქიცინეს. -ჩვენიანად მიგიღეს-მითხრა ლუკამ. ფეხის ხმა მოისმა, ძაღლების ხმაზე მასპინძელი გარეთ გამოსულიყო. -ვინ არის, რომელი ხარ მანდ? -გაისმა მოხუცის თბილი ხმა. -მე ვარ ბებო. -ლუკაა შენ ხარ ბებოო?-სიხარული გაისმა მოხუცის ხმაში-რეზო რეზიკო, ნახე ვინ მოვიდა!-გასძახა მეუღლეს და მონატრებულ შვილიშვილს ჩაეხუტა. -ბებო, ბებოო..-ცრემლნარევი ხმით ბუტბუტებდა მოხუცი,-რახანია გზას გამოვყურებ, როგორც იქნა დაგინახე მალე ლუკას ბაბუც გამოჩნდა ფანრით ხელში. შვილიშვილს ხელი ჩამოართვა აკოცა, მერე მე შემათვარიელა სასიამოვნოდ გაეღიმა, არ ვიცი რა გაიფიქრა მაგრამ აშკარა იყო რომ მოვეწონე. სახლში შევედით, ცოლ-ქმარი უცებ დაფუსფუსდნენ მაგიდის გაწყობას შეუდგნენ, ბაბუმ ლუკა გარეთ გაიყვანა, ქვევრს თავი მოვხადოთო, მე ბებოს მივეხმარე რაზეც წინააგმდეგობა არ გაუწევია, მიკვირდა რომ არაფერს მეკითხებოდა, ძნელად შეატყობდით რას ფიქრობდა, ლუკა ბებოს ჰგავდა აშკარად, ისიც მალულად მათვალერებდა კმაოფილი სახით. მალე სუფრას მივუსხედით. ბაბუმ ჭიქები შეავსო, თქვენს მოსვლას გაუმარჯოსო და დალია. „თქვენს“ როგორ სასიამოვნოდ მომხვდა ყურში. ვახშმობას შევუდექით, შევამჩნიე რომ მოხუცები ერთმანეთს ჩემზე მიანიშნებდნენ და ეღიმებოდათ. -ეს თაკოა, ჩემი მეგობარი!-როგორც იქნა წარმადგინა ლუკამ! -მეგობარი?-გაიკვირვა ბებომ. -ხო ბებო, ჩვენს დროში გოგოს და ბიჭის მეგობრობა პრობლემა არაა. სამივეს, მე ბებოს და ბაბუს გული ერთნაირად შეგვეკუმშა, მეგობარი! დარწმუნებული ვარ ისინიც ჩემსავით განიციდნენ, უფრო მეტს მოელოდნენ აშკარად. უხერხულად აწრიალდნენ სკამებზე. -იცი თაკო, პატარა რომ ვიყავი და აქ მოვიდოდი ბაბუ მაშინაც ჭურს ხდიდა და თან მეტყოდა ღვინო დავყლანჩოთ და თვალები გადმოვყლანჩოთო, რაც გულიან თრობას ნიშნავდა, კარგა ხანია ბაბუ ეს არ გითქვია ჰააა-მხარზე ხელი დაჰკრა, ბაბუს გულიანად გაეცინა, თავი გადააქნ-გადმოაქნია, სასმისი შეავსო და თქვა. -მოდი ახლაც დავყლანჩოთ ბაბუ! -დავყლანჩოთ-დაეთანხმა ლუკა ბებო ხან მეუღლეს ხანაც ლუკას სითბოთი სავსე მზერას მოავლებდა და გახარებული მერე ჩემსკენ გამოიხედებოდა, ვითომ ამას დამიხედეთო ლუკაზე მიმანიშნებდა. მათმა შემხედვარემ გული გამითბო, გამახსენდა წარსულში დარჩენილი ერთადერთი ბებო რომელიც ბუნდოვნად შემორჩა ჩემს მეხსიერებას და გული დამწყდა, რას არ გავიღებდი რომ მეც მყოლოდა ესეთი ბებო და ბაბუ რომლის ქცევაშიც, მიხვრა-მოხვრაში ერთმანეთისადმი პატივისცემა იგრძნობოდა, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო რომ მიმხვდარიყავი რამხელა მოწიწება და სიყვარული იყო ამ ორ ადამიანში, ალბათ თუ გინდა სიყვარული ბოლომდე შეინარჩუნო უნდა იცხოვრო ზუსტად ასეთ ადგილას, ბუნების წიაღში, განმარტოვებით, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნიკის გარეშე, სულაც არაა საჭირო ქალაქის ხმაური, ქაოსი, რომლებიც ურთიერთობებს აფერმკრთალებენ. წარმოვიდგინე ცოლ-ქმარი რომელიც ერთ საწოლში წევს ზურგშექცევით და თავ-თავიაანთ სოციალურ ქსელებს ჩასცქერიან. გამაჟრჟოლა.. სიამოვნებით გავცვლიდი „თანამედროვე ცხოვრებას“ ნამდვილ გრძნობაში. სულ ერთია მერე თუნდაც გიომი ან სოფლელი ეძახათ ჩემთვის. ლუკა და ბაბუ ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ, რამოდენიმე ჭიქა მეც გამოვცალე რამაც სასიამოვნო განწყობაზე დამაყენა, ფანჯრიდან შემოსული ღამის ხმები ხომ ფონად გასდევდა ამ ლამაზ საღამოს, ბებომ მომიბოდიშა და მეორე სართულზე ავიდა საწოლის თუ „ების“ გასაშლელად. შუაღამე გადასულიყო როცა მაგიდის ალაგებას შევუდექით მე და ბებო, ოთახიც დავასუთავე და შემდეგ მეორე სართულზე ავედით, ბებომ მაჩვენა ოთახი სადაც უნდა დამეძინა. ორი ერთსაწოლიანები შეეტყუპებინათ და ერთი საწოლი გაეშალათ მხოლოდ. -ლუკა მეორე ოთახში დაიძინებს ბებია, შენ აქანე დაწვები, „ბალკონზე“ სინათლეს დავტოვებ, ჩვენ ქვედა სართულზე გვძინავს, თუ გეშინია ბებია მეც აქანე დავწვები შენს გვერდით. -არა ბებო, არ მეშინია! მადლობა ყურადღებისთვის. -კარგი შვილო, წავალ მაშინ, ღამემშვიდობის! -ღამემშვიდობის. მეორე სართულს, ხის იატაკი და ხის ჭერი ამშვენებდა. სახლი სუფთა, დიდი და უბრალო იყო. ჩემი ოთახის გარდა კიდევ ოთხი კარი დავინახე დაკეტილი, საინტერესოა ლუკას რომელ კარში ეძინა. დავწექი, თვალზე ძილი არ მეკარება, ალბათ ერთი საათი საწოლში ვიწრიალე. უცებ დაბლიდან ბებოს ხმა შემომესმა, შევკრთი. ხის იატაკი ხმას ვერ იჭერდა და ყველაფერი მკაფიოდ და გარკვევით ისმოდა. -რეზიკო! ხვალ იქნებ ხარაგაულში ჩახვიდე და ფქილი ამეიტანო, უთხარი რუსიკოს პენსიამდე გვადროვოს, მოგვცემს არ გეტყვის უარს, დილით ადრიანად წადი სანამ ბოვშები გაიღვიძებენ და საჭმელიც გამოაყოლე რამე. ერთი მოზელა ცომი დამრჩა დილით ადრიანად ავდგები ხაჭაპურს დავახვედრებ ბოვშებს, გესმის რეზიკო?! -მესმის ქალო, ყრუ კი არა ვარ, წავალ, როდის უთქვია რუსიკოს უარი, ამევიტან ყოლიფერს, ოღონდ ახლა დამაძინე. -რეზიკო! ისე თლა მეგობარი არ უნდა იყვეს ეს გოგო, ჰა რას იტყვი რეზიკო? ლუკა ხომ იცი რა სერიოზულია ამ საკითხში, აქ ტყვილა არ მეიყვანდა ამ გოგოს ჰა რეზიკო?-არ უსვენებდა მეუღლე. ყურები ვცქვიტე მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ჩემზე. -ნუ ხარ შენ ეჭვიანი, მართლა ბებერივით რომ იქცევი, გეიგონე, მეგობარიაო? როგორ ფიქრობ შეყვარებული რომ იყვეს, მოგვატყუებდა ლუკა ჩვენ? -მართალი ხარ, ეჰ ნეტაი ერთი კარგი გოგო მეიყვანოს, მაგის დარდი არ გამყვეს. ნეტა ეგ დაბინავებული დევინახო და რას დავეძებ. -არ გაჩერდები ახლა შენ დილამდე? აქანე რომ მეიყვანა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ უბრალო ნაცნობს აქ არ მეიყვანდა, დაწყნარდი ახლა და დამაძინე.-შეუტია ბაბუმ. თურმე სოფელში ადამიანები როგორ წვალობენ და შრომობენ ლუკმა პურისთვის, იქნებ ასეც სჯობდა, იქნებ საკუთარი შრომით უნდა ცხოვრობდე და არა ესე, ჰაერში მოსული ფულით. ლუკამ მართალი მითხრა, აქ მართლა სუფთა და გულწრფელი ადამიანები ცხოვრობენ, სუფთა სინდისით და ადამიანობით, შემრცხვა რომ ცხოვრებაში არაფერი არ მაქვს გაკეთებული და კიდევ ერთხელ დავადანაშაულე ბატონი იოსები და ქალბატონი ქეთუსა, მე ჩემი წილი საქმე უნდა მქონოდა, ჩემი წილი განათლება უნდა მიმეღო, საცოდაობაა შვილისთვის სიკეთე გინდოდეს და გასაკეთებელს საზრუნავს არაფერს აძლევდე, ცხოვრება სულაც არაა კომფორტი და ფუფუნება. ცხოვრებაა შენი შრომით რომ მიაღწევ ყველაფერს. მე ვგავარ ადამიანს რომელიც სხვის კმაყოფაზე ცხოვრობს. თავი თვითგვემას მივეცი, იქნებ სანამ ცოტაოდენი სინდისი კიდევ შემრჩენია, ვიფიქრო სწავლაზე. მოვემზადო და მეც ჩემი წილი საქმე ვაკეთო ამ ცხოვრებაში. ჰმ! მნიშვნელოვანიო, ბატონმა რეზიკომ. ნეტავ თუ მართლა მნიშვნელოვანი ვარ. ცოტახანში ხვრინვა ამოუშვეს მოხუცებმა, ბალიში დავიდე თავზე ვერ ვიძინებდი, ვწრიალებდი, მოუსვენრად ვიყავი. რას ვიფიქრებდი ოდესმე ასე თუ მოვიქცეოდი, უცხო ადამიანების ჭერქვეშ ვათევდი ღამეს. მოულოდნელად ჩემი ოთახის კარი ფრთხილად გაიღო. საწოლზე წამოვჯექი შეშინებული. ლუკამ თავი შემოყო ოთახში ჩუუვო მანიშნა და ფრთხილად დაწვა გვერდით საწოლში. -მგონი უშენოდ ვეღარ ვიძინებ-მითხრა ჩურჩულით-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ცოტახანს აქ რომ დავრჩე. -ისე სანამ დაწვებოდი მანამდე უნდა გეკითხა-ვუთხარი ჩურჩულით -ანუ წავიდე? ვიფიქრე ჭინკებზე მოვუყვებითქო-გაეცინა -რა ჭინკებზე? -რაზე და შემოდგომაზე ღამით გარეთ გამოდის არამიწიერი არსება, ბანჯგვლიანია, შემოჯდება ფანჯარაზე და ადამიანის ხმით გეძახის, ვიფიქრე ზაფხულშიც არ გამოვიდნენ და თკო არ გადამირიონ მეთქი. -ლუკა გაგიჯდი? რა ჭინკა ვიცი რომ მატყუებ. -არა გეფიცები, ბევრია მაგის მომსწრე, ყველა ერთნაირად აღწერს.. შავი პატარა ბანჯგვლიანი არსებაა, თუ გინდა ხვალ ბებოს ჰკითხე დაგიდასტურებს ჩემ ნათქვამს.-შევხედე.. სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა ნასვამი ადამიანის კვალობაზე. ერთი გაფიქრება გავიფიქრე მართლა ფანჯარაში რომ შემოჯდეს და დამიძახოსთქო, ეგრევე ლუკას შევუხტებოდი საწოლში წივილ-კივილით. წარმოვიდგინე ბებო და ბაბუ როგორ მორბოდნენ კიბეზე ტაფით ხელში და გამეცინა. -სუუუ-მომაფარა ხელი ლუკამ ტუჩებზე, სახე ახლოს მომიტანა და ყურში ჩამჩურჩულა-გაიგონებენ ქვემოთ და უწესო გოგოდ მოგნათლავენ და ალმაცერად დაგიწყებენ ყურებას. -ხოო?-მეც ყურში ვუჩურჩულე -ხოო აბა რა გინდა ჩემს საწოლში? -მეე?? მეე ვარ შენს საწოლში თუ შენ ხარ ჩემს საწოლში? -შენი საწოლის გვერდით ვარ ბოთეე -ხო მაგრამ სახე ისე ახლოს გაქვს მოტანილი, ჩემს საწოლში ითვლები. -თაკოო დააკვირდიი? ნასვამი ვარ და არ ვტირივარ-ორივეს ფხუკუნი წაგვსკდა-ჩუუუ-სახეზე ხელი ამაფარა. -ეხლა შენ რომ სლუკუნი ამოუშვა მე მოვკვდები სიცილით-ვუთხარი ნაწყვეტ-ნაწყვეტ თან სიცილს ძლივს ვიკავებდი. მოულოდნელად ქვემოდან საწოლის ჭრაჭუნი მოისმა და ჩვენც გავჩუმდით, გვერდი იცვალა ბაბუმ თან გაურკვეველ სიტყვებს ამბობდა, მერე გაჩუმდა და ერთი ისეთი ამოიხვრინა თითქოს მართლა „დრუჟბა“ დაქოქესო. ლუკას შეწუხებული სახით შევხედე. უცებ ლუკამ დაბალი ხმით დაუშტვინა, მე სიცილი წამსკდა უკვე ხმამაღალი, ვეღარ ვჩერდებოდი ჩუუ, ჩუუს გაიძახოდა ლუკა და თნ ჩუმად ფხუკუნებდა, თავზე საბანი გადამაფარა და თვითონაც შიგნით შემოძვრა. - ჩუუ გთხოოვ ჩუუ, არ მინდა ცუდად იფიქრონ შენზე ჩუუ-მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა ნაზად და ვნებიანად, თავქვეშ ხელი შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. -ლუკა ბებო!-მოისმა ქვემოდან ბებოს ხმა -რა იყო ქალო რა გაკივლებს ამ შუაღამისას-გაუწყრა ბაბუ. -რაღაც ხმა მომესმა.... -დაიძინე თუ ღმერთი გწამს რა ხმა მოგესმა, მოგელანდა რაღაც-არ დააცადა ბაბუმ სათქმელის ბოლომდე დამთავრება. შევკრთი, საწოლზე წამოვჯექი, სადღაც გაქრა წეღანდელი მხიარულება, ისევ ჩვეული კანკალი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, გული ძლიერად მიცემდა, თითქოს ყელში მომებჯინა და ამოხტომას ლამობსო. ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე. ერთს მეორე მოჰყვა და უნებურად ავტირდი, ვერ გეტყვით ეს სიხარულის, სინანულის თუ ჩემი უთავბოლოობის გამო იყო. სასაცილოა არა? მოგწონდეს ბიჭი ან იქნებ გიყვარდეს კიდეც, გაკოცოს და იტირო, ვის დაემართებოდა ესე თუ არა მე. თავს ცუდად ვგრძნობდი რა პასუხი უნდა მომეთხოვა ნასვამი ადამიანისგან, მარტო კოცნას რომ დასჯერდა ეგეც გასაკვირია. ლუკას გავხედე, დამნაშავესავით მიცქერდა, თვითონაც წამოჯდა საწოლზე მაპატიეო მითხრა ხმადაბლა და ჩამეხუტა, ამაზე უფრო ამომიჯდა გული და ცრემლებით დავუნამე მხრები. -ჩუუ ჩუუ, გპირდები აღარ განმეორდება, მაპატიე კარგიი? მაპატიეე-მიმეორებდა და თმაზე ხელს მისვამდა-მოულოდნელად მოხდა, ვერ გეტყვი რატომ, ალბათ რომ გაჩუმებულიყავი მაგიტომ -არაფერი არ მითხრა გთხოოვ-ვსლუკუნებდი ბავშვივით სახეზე ხელებს მისვამდა ცრემლებს მწმენდდა, მებოდშებოდა არ უნდა მექნაო, გაწყეინეო. ნამდვილად წუხდა და არ იცოდა როგორ გამოესყიდა დანაშაული. ამხელა კაცი ბავშვივით სუფთა იყო, ყოველშემთხვევაში ჩემთან ასე იქცეოდა. -კოცნა მოგპარე ჩემდაუნებურად ბოთე, გპირდები ესე აღარ მოგექცევი კაი?-თვალებში მიყურებდა, აივნიდან შემოსული მკრთალი სინათლე უფრო მიმზიდველს ხდიდა.-დაიძინე ეხლა თუ შესძლებ-შუბლზე მაკოცა და დაწვა ჩემგან ზურგშექცევით-მაპატიე ბოთე-მითხრა საყვარლად. მეც დავწექი, მეც მისგან ზურგშექცევით, ცრემლები მახრჩობდა არ ვიცი რატომ, ღმერთო რა საყვარელია ვიმეორებდი გულში გამუდმებით, რა საყვარელი, რა საყვარელი. გვიანობამდე ვერ დავიძინე ზურგიდან ლუკას მშვიდი სუნთქვა მესმოდა. ათასი ფიქრი მერეოდა თვაში და თავგზას მირევდა, მგონი მიყვარდა მაგრამ ვერ ვიგებდი თვითონ რას გრძნობდა, ალბათ ეს კოცნაც ღვინის ბრალი იყო და არა მისი გრძნობების, რას არ გავიღებდი ჩემი გრძნობები რომ ორმხრივი ყოფილიყო. სულ კოცნაზე მეფიქრებოდა, მის შეხებაზე, ეხლაც თითქოს მისი ცხელი ტუჩები შუბლს მიწვავდა, ძილის წინ რომ მაკოცა. ბოთე... ბოთეე... როგორ შემიყვარდა ეს სიტყვა.. ეხლა ვიგრძენი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სასმლის სუნი ცხვირწინ მიტრიალებდა და რეაქცია არ მქონდა არადა მახსოვს მამაჩემს მთვრალს კი არა ოდნავ ნასვამსაც ვერ ვიტანდი, ეხლა თითქოს ვერც ვგრძნობდი, ეგ კი არადა მომწონდა კიდეც მისი სასმლის, თამბაქოს და სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერი. საწოლში განძრევას ვერ ვბედავდი, მეშნოდა ლუკას არ გაღვიძებოდა და არ მიმხვდარიყო რომ არ მეძინა მთელი ამ ხნის გამნმავლობაში. არ ვიცი როდის ჩამეძინა, თვალი რომ გავახილე მზე კარგა ხნის ამოსული იყო. უცებ აზრზე ვერ მოვედი სად ვიყავი. ორი წუთი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. წუხანდელი კადრები კინოფირივით აღსდგა ჩემს მეხსიერებაში და კიდევ ერთხელ შემრცხვა ლუკასი, ბებოსი და ბაბუსი, საათს შევხედე ისრები შუადღის პირველს უჩვენებდა. ჯანდაბა რამდენი ხანი მძინებია, ლუკას საწოლისკენ თავი გადავაბრუნე და ცარიელი დამხვდა. სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან, ტანსაცმელი გადავიცვი და საწოლები ავალაგე. მერე ფეხაკრეფით დამნაშავე ბავშვივით გავედი გარეთ, თვალი მოვავლე გარემოს. მწვანეში ჩაფლული სოფელი ირგვილი მთები და ხელიგულივით გადაშლილი ხარაგაული მოჩანდა აივნიდან, ჩემ წინ კიდევ ერთი ხის სახლი იდგა იმავე ეზოში, სახლი სადაც მეძინა ისე ახლოს იდგა უზარმაზარ გორაკთან რომელიც ტყეს უფრო ჰგავდა ვიდრე გორაკს რომ შემეშინდა ერთი პატარა ბიძგი და ეს მიწა ისე დაზვავდება რომ ამ სახლისგან ნასახლარიღა დარჩებათქო გავიფიქრე, მეორე სახლის კუთხეში ბებოს თვალი მოვკარი რომელიც წიწილებს მოუწოდებდა რომ ეჭამათ, იქვე მზის გულზე ძაღლები კოტრიალობდნენ, ერთმა შემამჩნია და წამოხტა ყურება დამიწყო მერე თითქოს მასაც გაახსენდა ჩემი წინაღამის სტუმრობა, კუდი გამიქიცინა და ისევ მზეს მიეფიცხა. შორს სადღაც ძროხა ზმუოდა, ცაში ქორმა წამოუქროლა დაბლა დაეშვა ჩვენი ეზოსკენ, ძაღლები ყეფით გაეკიდნენ ბებო ჰაუ ჰაუს ძახილით და კეტის ქნევით დაედევნა რამაც დიდი აურზაური გამოიწვია. კიბეებზე ჩავედი არც ლუკა და არ ც ბაბუ არსად ჩანდნენ. ბებომ შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა ღიმილიანი სახით. -ადექი ბებო? როგორ გეძინა?-მითხრა თბილი ხმით მოხუცმა. -კარგად ბებო-ვერ გავბედე ლუკაზე რამე მეკითხა, ისევ თვითონ დაიწყო-ლუკა ბებია მეზობელთან გადავიდა ძმაკაცი ჰყავს აქანა, შენი ტანსაცმელები ამეიტანა ბებია, დასჭირდებაო, თუ გინდა ბებო აბანოში შედი-და აივნის ქვეშ აბანოზე მიმითითა. ოთახში შევედი ჩემი ჩანთა სკამზე იდო, საჭირო ნივთები ავიღე და აბაზანაში შხაპი მივიღე. რომ გამოვედი ბებოს სუფრა გაეშალა, ხაჭაპურები დაეცხო, კეცზე მჭადი გამოეცხო, ქათმები დაეკლა და შეეწვა. ჭიქაში ცხელი რძე ჩაესხა ჩემთვის, ფუნთუშებიდა ხილიც ბლომად იდო მაგიდაზე, შემრცხვა. გამახსენდა როგორ სთხოვდა მეუღლეს ბებო რომ ნისიათ მოეტანა ყველაფერი და გული მომეკუმშა. გადავწყვიტე ჩუმად ამ კეთილი ხალხისთვის ფული დამეტოვებინა ისე რომ შეურაწყოფად არ მიეღოთ. იქვე პატარა მაგიდაზე მაგთიფიქსი დავინახე და ჩუმად ისე რომ ბებოს არ დაუნახია მსხვილი ხუთიცალი კუპიურა ამოვდე ქვეშ. ბებო სამზარეულოდან გამოფრატუნდა ღიმილიანი მზერა შემავლო და მითხრა.-ბებო ვისაუზმოდ, ლუკა ჯერ არ მოვა, მაგან ეგრე იცის წავა ხოლმე ძმაკაცებთან და საღამომდე არ მოდის, რეზიკო ყანაშია ზემოთ გვაქვს ყანები. მე ვარ მხოლოდ სახლში. მაგიდას მივუჯექი ცხელი რძე მესიამოვნა. -ისე გამიხარდა ლუკას მუშაობა რომ დაუწყვია, მდიდრებთან არისო ასე თქვა დედამისმა-ხველა ამიტყდა უცებ კინაღამ ხაჭაპური გადამცდა ყელში-იცი ხო ბებო შენც ეს ამბები? -კი ვიცი ბებო. -რაიმე ხიფათს არ გადაეყაროს, მდიდრები კუდაბზიკა ხალხია ბებია, თურმე ვისთანაც მუშაობს მაშინაზე იმ გოგოს მაშინის ტარება არ სცოდნის მამამის ქე უყიდია ძვირფასი მაშინა და ლუკა ზის „შოფრად“... -რაა? მანქანაზე ამბობთ? ეს მანქანა იმ გოგოსია?-პირი დავაღე, თურმე მანქანა რომლითაც ლუკას დავყავდი ჩემი ყოფილა და ხარაგაულში ვიგებდი -კი ბებია მამამისს უყიდია, არ სცოდნია მაგ გოგოს ეგ ამბები თურმე. -და თქვენ ვინ გითხრათ? -ხომ ვთქვი ჩემს რძალს მოუკრავს ყური მაგ ამბებიზა-ქათამს ხორცს ხელით აწიწკნიდა ბებო და ისე მიირთმევდა. სიჩუმე ჩამოვარდა. თავი იდიოტად ვიგრძენი, ცალკე სოსოზე ვბრაზობდი, ცალკე ჩემს თავზე, ცალკე ლუკაზე. პატარა ბავშვივით მასულელებდა ყველა, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს სათამაშო ვიყავი რომელსაც როგორც უნდა მოექცევიან! გადავწყვიტე როცა ჩემები ჩამოვიდოდნენ დამესვა ორივე და მკაცრად მომეთხოვა პასუხები. როდემდე, როდემდე უნდა მატარონ მის ჭკუაზე, თურმე მანქანაც მიყიდა ჩუმად. ჰმ! გაგიჟება შეიძლება. სასწაული ხალხია პირდაპირ. უცებ ისეთი დავდაჯერებული გავხდი ვიფიქრე მორჩა ჩემები ვეღარასოდეს ჩაერევიან ჩემს ცხოვრებაში ჩემს უნებართვოდ (მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით რომ ვცდებოდი, რომ კუზიანს მხოლოდ სამარე გამოასწორებს) „კუდაბზიკა ხალხი“ ეს სიტყვა სამუდამოდ ჩამებეჭდება თავში, ჩემი ამბავი რომ ვიცი და მოსვენებას არ მომცემს. იქნებ მართალია ბებო, იქნებ მართლა კუდაბზიკა და თავაწეული ხალხი ვართ. არა! მე არა! არიან კი კი ნამდვილად არიან, ჩემები და გარშემო ჩემებისნაირი ხალხი, გონების თვალი გადავავლე და.. ყოჩაღ ბებო! ზუსტი სახელი მოგიძებნია. -ყავას დალევ ბებო?-გამომარკვია მოხუცის თბილმა ხმამ. -არა გმადლობ! მოვრჩი საუზმობას. ბებო საქმე თუ გაქვთ მიხედეთ მე ავალაგებ მაგიდას. -უი არა, რავა გეკადრება ბებო, შენ გარეთ გადი დაათვალიერე მიდამო. დავურეკავ ლუკას ვეტყვი მოვიდეს, ასე რავა შეიძლება, დაგტოვა მარტო-კეთილ სახეზე ღიმილი გაუკრთა. ეზოში გავედი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მშობლიური, ჩემებური იყო აქაურობა მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადგილას პირველად ვიყავი. ცოცხალი შეგრძნებები ბუნებასთან სიახლოვე სხვანაირ განწყობაზე მაყენებდა. რა ჯობია ქვეყანაზე აღმა-დაღმა წანწალს ლამაზი ადგილების მონახულებას. სანამ მე ეზოს თვალიერებით და ყოველი კუთხე-კუნჭულის დათვალიერებით, ათვისებით და შეგრძნებებით ვიყავი გართული ლუკაც მოვიდა. მომაყარა კითხვები: „როგორ გეძინა?“ „ისაუზმე?“ „მოგწონს აქაურობა?“ „ხომ არ მიბრაზდები?“ „გინდა ლამაზი ადგილები გაჩვენო?“ ხელი ჩამკიდა და ისე რომ ჩემ პასუხს არ დაელოდა წინ წამიძღვა, ფეხსაცმელებზე დამხედა თუ შესძლებ სიარულსო. მერე კმაყოფილმა თავის შეკითხვას თვითონვე გასცა პასუხი, კარგი ფეხსაცმელები გაცვია შესძლებო,. აღმართებზე სიარულს თუ შესძლებო? ამათვალიერა კი როგორ არ შესძლებო სიფრიფანა ხარო, ერთი ეგ არის ფეხები არ დაიჩხაპნოვო. გადარეულივით იქცეოდა. სვავდა კითხვებს და თვითონვე პასუხობდა. -სად მივდივართ, ის მაინც მითხარი? -ჩემი საყვარელი ადგილები უნდა განახო! ლუკა წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი თითქმის საცალფეხო ბილიკებზე თან ხელს არ მიშვებდა, ეშინოდა, ეგონა სიარულს ვერ შევძლებდი „ასვალტზე გაზრდილი ხარო, ამ გორაკებზე ახაფეხადგმული ბავშვივით უნდა გატაროს ადამიანმაო“ მივყვებოდი მეც პატარა ბავშვივით და ვცდილობდი თითოეული დატალი მაგრად ჩამებეჭდა გონებაში, მინდოდა ის ადგილები რომლებიც ლუკასთვის ძვირფასი და ბავშვობისდროინდელი იყო მეც მათი მონაწილე გავმხდარიყავი, თითქოს მეც ლუკას წარსულის ნაწილი ვხდბოდი იმ წუთას და მსიამოვნებდა თავს ვაჯერებდი რომ ლუკას დიდი ხანია რაც ვიცნობ, რომ უნდა მომეხსნა ეს დაძაბულობა და დავმტკბარიყავი მართლაც ამ უჩვეულო, საოცრად ლამაზი ბუნების აღქმით. ერთი გორაკი მეორეს ცვლიდა, აღმართი აღმართს მიუყვებოდა სანამ გაშლილ ადგილას არ გავედით, არც სახლები და არც ადამიანის რაიმე ნიშანწყალი არ ეტყობოდა იქაურობას, მაღლა აზიდული ხეების ჯგუფი მზის სხივებს საშუალებას არ აძლევდა ღრმად შემოეღწიათ იმ ადგილას რაც ტყეს დაბურულს და უფრო მიმზიდველს ხდიდა. ადგილი სადაც გავჩერდით ასე გამოიყურებოდა: ორი ულამაზეს ხეებს შორის რომლებსაც ტოტები თითქმის მიწამდე დასთრევდათ სკამი გაეკეთებინათ იქვე პატარა ყინულივით ცივი ნაკადული ჩამოდიოდა, ეს ყველაფერი ნახატს უფრო ჰგავდა ვიდრე რეალობას, ეს ის შემთხვევაა როცა ბუნება თავად ხატავს ლამაზ სურათებს. ვიდექი დამუნჯებული და შევცქეროდი ამ საოცარ ადგილს, ვფიქრობდი: როგორ შეიძლება ადამიანს რომელსაც ბავშვობის უმეტესი ნაწილი ამ სილამზესთან, ამ ჰარმონიასთან აქვს გატარებული გულში სიბოროტე ედოს, როგორ შეიძლება შეეხო ამ ყველაფერს და სინაზე, სიკეთე და სიყვარული არ შეიგრძნო. არა! აქ გაზრდილი ადამიანი სხვანაირი ვერ იქნებოდა. ლუკას შინაგან მდგომარეობას ამ ბუნების კვალი აჩნდა. სკამზე დავსხედით, „გინდა კიდევ ერთი საოცრება გაჩვენოვო?“ სკამს ზურგით მიეყრდნო და მაღლა აიხედა, „შეხედეო“ მეც იგივე გავიმეორე, სკამის საზურგეს მივეყუდე და მაღლა ავიხედე. ცის პატარა ნაფლეთები ჩანდა, პაწია ღრუბლები, გასაოცარი იყო ყველაფერი. „ღამით უფრო ლამაზი იქნებათქო“ აღმომხდა ჩურჩულით. „დაველოდოთ დაღამებასაცო, ღამითაც ვნახოთ ეს ცაო, ამ ხეებს ზემოთ აი ასეთი ცა მაქვსო“ ახლოს მოიწია და ღვინის სუნი ვიგრძენი. -შენ რა ნასვამი ხარ? -აბა ჩემი ძმაკაცი ისე გამომიშვებდა?-მერე სიგარეტი ამოიღო, გაუკიდა და მომაწოდა, გამოვართვი, მეორე ღერი თავისთვის ამოიღო.. უხმოდ ვეწეოდით. ხანდახან გრძნობ რომ სამყარო შენია, მხოლოდ შენთვისაა შექმნილი, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა, რომ არის წუთები, წამები, საათები რომელიც შენია, მხოლოდ შენი! იმდენად შენი რომ არ გინდა ვინმეს უამბო რომ არ გაუფერულდეს რომ სხვისიც არ გახდეს. ეგოისტდები და იტოვებ შენთვის შენს გულში და ინახავ ლამაზ მოგონებად, მარტო დარჩენილი მხოლოდ ამ წუთზე, ამ წამზე ფიქრობ გამუდმებით და გეღიმება, ხვდები რომ ის რაც შენ გაჩუქა განგებამ ბევრს არ აქვს. -რაზე ფიქრობ?-მომაჯადოებელი ღიმილი! მომკლავს მე ეს, გავივლე გულში. -არ ვიცი-ვიცრუე-ყველაფერზე, ან არაფერზე. საოცარი ადგილია მართლა, განტვირთვის საუკეთესო საშუალება. არის ხოლმე! ადამიანს გაქვს ისეთი პერიოდი საკუთარი თავისგანაც რომ გინდა გაქცევა ხოდა ეს ადგილი საუკეთესოა. -ეს ჩემი ადგილია, თუ გინდა დღეიდან შენიც იყვეს, როცა გაქცევა, მარტო ყოფნა დაგვჭირდება აქ მოვიდეთ, ან ერთად ან ცალ-ცალკე. -სიამოვნებით მაგრამ თბილისიდან ისე შორსაა ეჭვი მეპარება აქ გამოვიქცე. -არც ჩემთან ერთად? -შენთან ერთად კი, ალბათ, არ ვიცი!-დავიბენი. ენა ამერია -რატომ მენდობი?!-სიგაარეტის ნამწვი ძირს დააგდო და ფეხი დაადგა, მერე ისევ გადაწვა სკამზე და გამომცდელად შემომხედა -იმიტომ რომ ინტუიცია მაქვს სასწაული და ვფიქრომ რომ ადამიანების გამოცნობა მეტ-ნაკლებად შემიძლია. -მე როგორი ადამიანი ვარ?-ნახევარად შემობრუნდა ხელი სკამის საზურგეზე დადო და მომაცქერდა. მინდოდა მეთქვა რასაც გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ერთი შეხედვით როგორ მომხიბლა და როგორ დადებითად განვეწყვე მის მიმართ, რომ უკვე მაგიჟებდა და მსგავსი სიტვები. პასუხად კი მხოლოდ ეს ვუთხარი -მგონი კარგი. ისე კი გენდობი ხომ იცი?-ბოლო ნაპასი ღრმად ჩავისუნთქე და მეც ძირს დავაგდე ნამწვი, ლუკამ ფეხი დააბიჯა, რატომღაც სევდიანად შემომხედა, ღრმად ამოიოხრა. მეგონა რამის თქმას აპირებდა ის კი გაჩუმდა და თვალმოუშორებლად მიცქერდა. -მე როგორი ადამიანი ვარ? -შენგანგანსხვავებით მე დრო მჭირდება ადამიანების შესაცნობად, გასაცნობად და შენ წარმოიდგინე ამასაცნობადაც კი, ესე არაა, კარგი ადამიანია და მორჩა, ხანდახან ადამიანი საკუთარ თავსაც ვერ სცნობს, არ იცის მაგალითად გარკვეულ მომენტში როგორ მოიქცევა, გამოდის საკუთარ თავსაც არ იცნობს, ძნელია სხვა შეაფასო. ალბათ დიდი ხანი უნდა იცნობე ასე ოცი ოცდაათი წელი სულ ცოტა, ისე კი ერთი შეხედვით შენზე შემიძლია კარგი წარმოდგენა მქონდეს, ცოტა ბავშური ხარ, ჯერ კიდევ არ იცი რა გინდა, შეგამჩნიე უცებ იღებ გადაწყვეტილებებს და მერე ნანობ კიდეც. გავჩუმდი, რას ერჩი მართალია. მასაც კარგი ინტუიცია ჰქონია. უცებ არ ვიცი რატომ ვკითხე. -ჩემი მანქანა კარგია ხომ? -რაა?-შემომხედა დაბნეულმა. -სოსომ რომ მიყიდა და დღეს რომ გავიგე.. -ოხ ბებოო! ოხ ეს ქალები ჭორიკანა ქალების ამბები, დილით მეც მეკითხებოდა ჩემს სამსახურზე დედაჩემისგან გაუგია, დედაჩემს მამასგან, მამას ნოშრესგან და ასე შემდეგ... კიდევ რაო ბებომ რა მოგიყვა? -არაფერი, ჰგონია რომ მე შენი მეგობარი ვარ, რომ კუდაბზიკა ხალხთან მუშაობ.-გაეღიმა-ერთ რაღაცას გთხოვ ლუკა კარგი?-პაასუხს არ დაველოდე-დამპირდი რომ არაფერს დამიმალავ. -მე მამაშენთან ვმუშაობ. თქვენს ურთიერთობებში ვერ ჩავერევი-მითხრა სრული სერიოზულობით-ეგ მამასთან უნდა მოაგვარო და არა ჩემთან, მე სხვა რამ მევალება. -კარგი მაშინ ამ კითხვაზე მიპასუხე, მამა გეკითხება ხოლმე სად დავდივარ? -როგორ ფიქრობ იმ ტიპს ვგავარ ფულის გულისთვის მაგ საქმეზე ვიმუშაო?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა და შევატყე როგორ გაბრაზდა-მოდი აგიხსნი, მე შენი წაყვანა-მოყვანა და შენი უსაფრთხოება მევალება გასაგებია?-ხმა მკაცრი გაუხდა და დავინახე როგორი ძალა მოდიოდა მისი ხმის ტემბრიდან, ცოტა არ იყოს მეწყინა მისი მკაცრი ტონი, უცებ წარმოვიდგინე რომ მე არაფერს ვნიშნავდი მისთვის და კიდევ ერთხელ გავბრაზდი საკუთარ თავზე, უნებურად წამოვდექი და წავიდეთ მეთქი აღმომხდა ნაწყენს, ლუკას ისევ გაეღიმა ჩემს საქციელზე. არა რა დიდი ბავშვი ხარო მითხრა და ხელზე მომქაჩა დიდი ძალის გამოყენება არ დასჭირვებია მეც სკამზე დავეშვი, ჩემი დაჯდომა და საიდანღაც ჭიამაია მოფრინდა და მუხლზე დამაჯდა, გაშალა თავისი პაწაწინა დაკოპლილი ფრთები და მოჰყვა წინ და უკან სიარულს, ვითომ შემომხედეთ რა ლამაზი ვარო. ლუკამ თითი მიუშვირა „მოდი ჩემთანო“ მანაც თითქოს გაიგონაო ეგრევე ლუკას თითზე გადასკუპდა. მეც მივუშვურე ლუკას თითს ჩემი თითი და ისიც ჩემს თითზე გადმოვიდა შემდეგ ისევ ლუკასთან დაბრუნდა. -ჭიამაიავ იქით გაფრინდი, საით მხარესაც ჩემი საცოლეა-და ისიც მოგზავნილივით აფრინდა და ჩემს მხარზე დასკუპდა. -ხოო? საინტერესოა!-თქვა ლუკამ. გამეღიმა, უცებ შემიყვარდა ეს პაწაწინა არსება რომელმაც ესოდენ სიხარული მომიტანა თავისი უნებლიე მოძრაობებით, კიდევ ერთხელ გაშალა ფრთები და გაფრინდა უმისამართოდ. -ბავშვობაში აქ მოვდიოდი ხოლმე-დაიწყო ლუკამ-მომქონდა თან პლედი და წიგნი, გავშლიდი და ვიწექი გულაღმა, ვკითხულობდი წიგნებს და ვოცნებობდი მეც მქონდოდა მსგავსი თავგადასავლები, ვნატრობდი მეც ვყოფილიყავი რომელიმე წიგნის გმირი, კითხულობ და ნატრობ, ნეტავ მეც მქონდეს ასეთი საინტერესო ცხოვრება, საოცარი თავგადასავლებით სავსე. წიგნის ხსენებაზე გამცრა, ნეტავი არაფერი მკითხოს მეთქი გავიფიქრე და სასწრაფოდ თემა შევცვალე. -დღეს დავბრუნდებით უკან ხო?-რაღაც ხომ უნდა მეთქვა და ეს დავაბრეხვე. -დღეს? ნასვამი რომ ვარ? დღესაც დავრჩეთ და ხვალ წავიდეთ კარგი?-მითხრა დაბალი ხმით. არ ვიცი გითხარით თუ არა რომ დაბალი ხმით როცა საუბრობდა სასწაულად მოქმედებდა ჩემზე, უფრო რბილი, სასიამოვნო ტემბრი მოქნილობა და ძალდაუტანებლობა იგრძნობოდა მის ხმაში. ხმას, ინტონაციას ბევრი რამ შეუძლია თქვას ადამიანის ხასიათის შესახებ, მისი ხმადაბლა ნათქვამი სიტყვები, შერბილებული საუბარი მაფიქრებინებდა რომ დადებითად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. -კარგი დავრჩეთ-დარჩენაზე ტელეფონის ქვეშ დატოვილი თანხა გამახსენდა და შემრცხვა ჩემს წასვლამდე არ ნახონ მეთქი და ვთხოვე უკან დაბრუნებულიყავით. -ღამის ცა რომ უნდა გვენახა?-შემახსენა -არაუშავს, სხვა დროს ვნახოთ, თან ღრუბლებს ახედე მგონი გაწვიმდება და სჯობია წავიდეთ. შვიდი ხდებოდა შინ რომ მივედით, არავინ ჩანდა არც ეზოში და არც სახლში, მიტოვებულს გავდა იქაურობა, არ ძაღლი და არც ბებოს წიწილები არ ჩანდნენ არსად. შინ შევედი და ტელეფონი ავწიე ისევ იქ დამხვდა ჩემი დადებული თანხა, ავიღე და ჯიბეში შევინახე, ხვალ დავდებ წასვლის წინ, გავიფიქრე. ბევრი სიარულისგან ფეხები მტკიოდა, მაღლა ავედი და „ჩემს ოთახში“ წამოვწექი ირგლივ სამარისებული სიჩუმე იდგა, მხოლოდ შორიდან მოისმოდა გადაძახილები, საღამოს საქმეში გართულიყო სოფელი. სულიერი დასვენებისთვის ეს ადგილი მისწრება იყო. აქ არც ქალაქის ხმაური და არც ადამიანები შეგაწუხებდნენ, აქ თავისუფლად განმარტოვდებოდი და ძალებს მოიკრებდი ადამიანი. შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ აქ ცალკე სამყარო იყო ადამიანური ურთიერთობებით გაჟღენთილი. ბებო? დარწმუნებული ვარ საქართველო ხარაგაულიდან იწყებოდა და მის სახლამე მთავრდებოდა. ეტყობოდა არ ჰქონდა ბევრ ადამიანთან შეხება და არც არაფერი იცოდა ბოროტ და დაუნდობელ სამყაროზე. სიჩუმემ და დაღლილობამ თავისი ქნა, ჩამეძინა ალბათ ნახევარი საათით, ხმაურმა გამაღვიძა, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა, სამივეს თავი მოეყარათ ქვემოთ და ვახშმისთვის ემზადებოდნენ, ლუკას ხმა გავიგე „წავალ თაკოს ავხედავო“ მესმოდა როგორ ამოდიოდა კიბეებზე, მეორე სართულის კარი შემოაღო, ორი ნაბიჯის დაშორებაზე ჩემს კართან გაჩერდა, ფრთხილად მოაკაკუნა და პასუხს არ დაელოდა ისე შემოვიდა ოთახში. საწოლზე წამოვჯექი ნამძნარევი სახით. ლუკას მოკლე ცისფერი შორტები და შავი მაისური ჩაეცვა, ყველაფერი როგორ უხდება ამ ბიჭს მეთქი გავიფიქრე. საწოლზე ჩამომიჯდა, თმა უკან გადამიწი ხელით, „მოწესრიგდი და ჩამოდიო, სტუმარი გვეყოლება ვახშამზეო“ ვინ სტუმარი მეთქი და „ჩემი ბავშვობის მეგობარიო“ საგანგებოდ მოვემზადე, მინდოდა ამ საღამოს ლამაზი ვყოფილიყავი, ტანზე მომდგარი სადა, ლამაზი შავი კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თავზე კოსა დავისვი, შემდეგ კმაყოფილმა სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და ქვემოთ ჩავედი. არ ვიცი როგორ მოახერხეს ესე უცებ, მშვენიერი სუფრა გაეშალათ. ბაბუს ენერგიამ გამაოცა მთელი დღის მუშაობის შემდეგ ისევ მხნედ და ისევ ღიმილით დადიოდა დოქით ხელში. ლუკამ კომპლიმენტი მითხრა „რა ლამაზი ხარო“ რაზეც მხარი აუბეს მოხუცებმა. ამ საუბარში სტუმარიც მოვიდა, ასე ოცდაათწლამდე მომხიბვლელი, შავრგვრემანი, ვაჟკაცური გარეგნობის მაღალი ტიპი აღმოჩნდა ლუკას მეგობარი. გაცნობისას შევატყე შთაბეჭდილება რომ მოვახდინე მასზე, თვალს არ მაშორებდა და კომპლიმენტებს არ იშურებდა ჩემი მისამართით. შევატყვე ლუკა დაიძაბა, რამაც კარგ ხასიათზე დამაყენა და მეც მეტი ყურადღება გამოვიჩინე ახალმოსულის მიმართ, რომელსაც დემო ერქვა, მეტად უცნაური სახელი. მაგიდას მივუსხედით, ჩემს გვერდით ლუკა დაჯდა, ჩემს პირდაპირ კი დემო. საჭმელების დანახვაზე შიმშილი ვიგრძენი და გემრიელად შევუდექი ჭამას. მამაკაცები ღვინოს სვავდნენ სადღეგრძელოების ფონზე. მე ცოტ-ცოტას ვწრუპავდი და დემოს ვეპრანჭებოდი ლუკას ჯინაზე, გარეთ ქუხდა, ელავდა, ამინდი წვიმას გვპირდებოდა, მე კი ვიჯექი და ასე ყველას თვალწინ, ოდნავ ნასვამი დემოს ვეპრანჭებოდი. მისგანაც იგივე განწყობა მოდიოდა, თვალს არ მაცილებდა მიცქერდა დაჟინებით კმაყოფილი სახით. ლუკა წარბშეკრული, მოღუშული ბოლომდე ცლიდა ჭიქას. ამასობაში საათი თორმეტს გადაცდა წვიმამაც დაუშვა, შევატყე ბებოს ძილი მოერია, დასვენება უნდოდათ მოხუცებს. შევთავაზე ყავა გარეთ დაგველია აივანზე, რაზეც დამთანხმდნენ. მაგიდა ავალაგეთ, მივალაგეთ მე და ბებომ ოთახი, ყავა ლუკამ მოამზადა, გარეთ გადავინაცვლეთ. დემო ლუკასგან განსხვავებით პირდაპირ და მოურიდებლად მისვამდა შეკითხვებს, „მარტო ხარ? ვგულისხმობ გიყვარს ვინმე?“ „შენნაირი გოგონები მომწონს“ „საოცრად ლამაზი ხარ“. გულწრფელად მიკვირდა როგორ განსხვავებული ხასიათების იყვნენ მეგობრები, ლუკა ნასვამიც და ფხიზელიც თავშეკავებული იყო, დემო პირიქით ენაწყლიანი და პირდაპირი. ალბათ ერთმანეთს ავსებენ მეთქი გავიფიქრე. წვიმა არ ჩერდებოდა, შემცივდა, გამაკანკალა. დემომ გაიხადა სპორტული სტილის მოსაცმელი და მომახურა. მერე მოურიდებლად „შენი ტელეფონის ნომერი ჩამიწერეო“ და თავის ტელეფონი გამომიწოდა. ლუკამ ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა და დემოს მიაჩეჩა დაუდევრად. -აღარ მიდიხარ?-დაუღრიალა მეგობარს. -რა იყო შე ჩემა... -წესიერად ილაპარაკე-გააწყვეტინა ლუკამ-გვიანია -ბოდიში დაიკო-უცებ გამოფხიზლდა დემო-მე წავალ-დაიკო გავხდი უცებ. ლუკამ სპორტული მოსაცმელი გამხადა და დემოს მიაჩეჩა. -ხვალ გნახავ-მიაძახა წასულს. მერე ყავის ფინჯნები ერთად მოაგროვა, სინათლე ჩააქრო აივანზე. ხელი ჩამკიდა და მაღლა ამიყვანა, გავილუმპე, მთლად დავსველდი. -ლუკა! რას ნიშნავს ეს ყველაფერი? -იმას რომ ცანცარებ და არ გიხდება. -ჩემი გადასაწყვეტია როგორ მოვიქცევი. ხმა არ გამცა, ოთახში შევედით, პირსახოცი მომიტანა გაიშრეო მითხრა და კარები გაიჯახუნა. დავრჩი გაოგნებული, მოვწონვარ? ვუყვარვარ? თუ უბრალოდ ძმაკაცზე გაბრაზდა. თუ უბრალოდ არ უყვარს მის წინ ასე დაუფარავად რომ აფრქვევენ გრძნობებს. რა მეფიქრა არ ვიცოდი. გაბრაზდა მაგრამ რაზე? ჩემზე თუ დემოზე? ან იქნებ ორივეზე. ვუყვარვარ? არ მასვენებდა ეს კითხვები. ისევ შუადღისკენ გამეღვიძა, ჭრიჭინების გამაყრუებელი ხმა ყველა მხრიდან ისმოდა, წუხანდელი ამინდის კვალი აღარსად ჩანდა, მზე თავგამეტებით აცხუნებდა. უხალისოდ ავდექი თითქმის უძილარი. სარაფანა გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი. ლუკა ამდგარიყო და ეზოში ძაღლებს ეფერებოდა, რომ დამინახა თითქოს მზერით მებოდიშებაო ისე შემომხედა. მერე ყველამ ერთად ვისაუზმეთ და წასასვლელად მოვემზადეთ, ბებოს ორი ერთნაირი ჩანთები გაემზადებინა სოფლის ნობათით დატვირთული, ერთი ჩემთვის და მეორე ლუკასთვის, თავი გავიგიჟე რას ქვია ამას მე არ წავიღებთქო, სახეზე წყენა დაეტყო მოხუცს, „სოფლიდან მიდიხარ და არაფერი გაგატანოვო?“ მისი ხათრით მხოლოდ თხილზე და ყველზე არ ვთქვი უარი, მერე ისე რომ არავის შევუმჩნევივარ წინადღის გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და ტელეფონის ქვეშ ფული დავტოვე. დავემშვიდობეთ ამ ტკბილ ხალხს, გული მწყდებოდა აქ გატარებული საათები და წუთები რაღაცნაირად ძვირფასი იყო ჩემთვის ამაღელვებელი და სამუდამო. ******** თბილისში დაბრუნებულს ახალი სიურპრიზი დამხვდა, თურმე ნუ იტყვით და ჩემს ძვირფას მშობლებს მოგზაურობისას ახალი იდეა დაჰბადებიათ ჩემთან დაკავშირებით და თავგამეტებით ცდილობნდენ რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ ჩემთვის გამზადებულ-გაპიწკინებული ბიჭი, ვინმე ალექსანდრე რომელიც ქართველ-იტალიელი გახლდათ, რომელიც კარგ საქმროს წარმოადგენდა და (გარდა ამისა მამის ბიზნენის გამგრძელებული იყო ისიც იგივე სფეროში რაშიც ბატონი იოსები მოღვაწეობდა) ისიც სიამოვნებით მოდიოდა თბილისში საცოლის შესარჩევად, ჭკუაში დასჯდომოდა ჩემი ძვირფასი მშობლების გადაწყვეტილება და ორ დღეში მოფრინავდა საქართველოში სამი თვით, ზაფხულის გასატარებლად და ჩემთან დაახლოების მიზნით. გაგიჟება შეიძლებოდა. არა ამათგან ახალ-ახალი იდეები გასაკვირი არც იყო, მე ამხელა მუტრუკი, იტალიაში დაბადებული კაცისგან მიკვირდა ასეთი საქციელი, როგორ შესძლეს და ამ ათ დღეში როგორ დაითანხმეს ჩემებმა, (ისე რომ მოინდომონ პრეზიდენტს გამაყოლებენ ცოლად, და ნეტა ეს იდეა რატომ არ დაებადათ?) ესე მიზანმიმართულად, ორივე (ჩემს მშობლებს ვგულისხმობ) ერთ აზრზე როგორ დგებოდნენ? ჰმ! მე სულელს კიდევ მანქანაზე მინდოდა მესაყვედურა, არა! ესენი თავს არ დამანეებენ, გინდაც ცალკე სახლი მიყიდონ და გინდაც გამათხოვონ. გადავწყვიტე ხმა არ ამომეღო ბატონი ალექსანდრეს ჩამოსვლამდე და მასთან სულელი, ტუტუცი გოგოს როლი მეთამაშა, ესე თუ დავაღწევდი ამ ყველაფერს თავს და თავისი ნებით ვათქმეინებდი ჩემზე უარს თორემ ესენი ჩემს მტერს გადაეკიდნენ. თავი ისე მოვაჩვენე თითქოს გადავირიე ამ წინადადებით და შემოთავაზებით. თავიდან ალმაცერად მიცქერდნენ ასე უპრობლემოდ რომ მივიღე მათი გადაწყვეტილება, შემდეგ თანდათან დამშვიდდნენ, იფიქრეს მომეწონა მდიდარი პერსპექტიული ჯერ არ ნახული საქმრო და აღტაცებაში მოვიდნენ. თურმე ნუ ითყვით და დროის უმეტესი ნაწილიც ერთად უნდა გაგვეტარებინა, გავყოლოდი ყველგან სადაც მოისურვებდა რადგანაც საქართველოში „ჩემს მეტი“ არავინ ჰყავდა, სულ რაღაც მეორედ ჩამოდისო მომახსენა ქეთუსამ, ათი წლის წინ იყო პირველად. ჩემი შეწუხებული სახის დანახვისას იფიქრეს ენის პრობლემაზე ვდარდობდი და იქვე დამამშვიდეს ქართული საკმაოდ კარგად იცისო. ეს რაც შეეხება ჩემებს. მარი? მარი გამოცდებისთვის ემზადებოდა. მოკლედ მოვუყევი ჩემი ამბები. ტაში შემოჰკრა სიხარულით. „ნეტა შორიდან დაგანახათ აკვდებით ერთმანეთსო, მერე მოჰყვა მტკიცებას რომ ლუკასაც უყვარხარო, აბა რას ნიშნავს მისი ეს გაბრაზებაო, დემოს გულისხმობდა“ ქრისტი? რაღაც ხდებაო მითხრა მარიმ, გარბის-გამორბის, ორი ტიპი ხშირად აკითხავსო. მოკლედ თავგადასავლებშია როგორც ეტყობა. ექნება რაღაც „ისეთი“ რაზეც სამაგიეროს გადახდა შეიძლება, არა! საქვყნოდ გამოჭენებას არ ვაპირებ. მივახლი ყველაფერს და დავანახებ რომ უცოდველი კრავი სულაც არ არის როგორადაც თავი მოაქვს. მამიდა? ნუ მკითხავთ. დაგღლით რომ მოგიყვეთ რა მოხდა, როგორ გამლანძღა, როგორ წამიკითხა ლექციები. თავიდან დამემუქრა შენებს ვეტყვიო, როგორც გინდა მეთქი ისეთი სიმშვიდით ვუთხარი რომ მგონი დარწმუნდა ჩემს „უცოდველობაში“ და გადაიფიქრა. ამტუზა დამარიგა პატარა ბავშვივით, მერე მომეფერა და მანდ დავხურეთ ეს თემა. ჩემი ყვავილი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, მარტოობისგან და უწყლოობისგან მოწყენილიყო, ადგილი შევუცვალე აივანზე გავიტანე და წყალი დავუსხი, თითქოს გამოცოცხლდაო, წელში გასწორდა ფოთლებიც უფრო ხასხასა გაუხდა სულ რაღაც ორ საათში. ორი დღეც მალე გავიდა დადგა ბატონი ალექსანდრეს ჩამობრძანების დღეც. ესე უბრალოდ და ესე უცერემონიოდ არ გამოვაო და ელიტური ადგილი დაჯავშნეს. მოიწვის მაღალი წრის ბატონები და ქალბატონები დახვედრა უნდა მოვუწყოთო და წარვადგინოთ მაღალ საზოგადოებაშიო. (ხომ უნდა დაენახა ვისთან ჰქონდა საქმე ალექსანდრეს ვგულისხმობ) მოკლედ მე რა მევალებოდა, გამოპრანჭვა უმაღლეს დონეზე თვალის მომჭრელი უნდა იყოვო გამომიცხადეს და აქვე დამარიგეს როგორ უნდა მოვქცეულიყავი და თავი როგორ უნდა დამეჭირა რომ მოხიბლულიყო ჩემით იტალიელი მაჩო. ჰმ! რომ იცოდნენ რა მაქვს დაგეგმილი არა მგონია ესეთი მშვიდები ყოფილიყვნენ. მე ჩემი მხრიდან შევახსენე რომ ლუკა ჩემი მძღოლი ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო და მოუწევდათ აეტანათ ისე რომ არაფერი ეგრძნობინებინათ, ვერ გეტყვით დიდად მოიხიბლნენ ამ წინადადებით მეთქი, მაგრამ დამთანხმდნენ. აქედან მხოლოდ ერთი პირობა შევასრულე, გამოვიპრანჭე, მართლაც თვალისმომჭრელი ვიყავი. ყვითელი კაბა ჩავიცვი, თმა ოდნავ დავიტალღე, საღამოს მაკიაჟი გავიკეთე, ქუსლებზე შევდექი და ქვემოთ ჩავედი სადაც ლუკა მანქანაში მიცდიდა. ცისფერი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, ხელზე საათი ეკეთა და დაუვიწყარი ღიმილით იღიმებოდა. ვიზე უნდა გამეცვალა ეს ბიჭი? არც არავიზე. რა ლამაზი ხარო მითხრა ლუკამ, ანათებო გაბრწყინებული და კმაყოფილი სახით მიყურებდა. ვუთხარი რომ მთელი საღამო ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, „მაგაზე უარს როგორ გეტყვიო“ რესტორანი სადაც წვეულება იყო დაგეგმილი ბრწყინავდა. უდავოდ შესაფერისი გარემო იყო მაღალი საზოგადოებისთვის. ვის არ ნახავდით აქ, გაბღენძილი ადამიანების ზეიმი იყო, ერთმანეთს რომ აწონებდნენ თავს მატერიალური მდგომარეობით. მაგალითად ქ.ნ თათული დამსწრე საზოგადოებას ანახებდა ხელზე ასხმულ სამკაულებს და იქვე მის ფასსაც აღნიშნავდა, თათულის არც ქ.ნ მაია ჩამოუვარდებოდა მისგან განსხვავებით ტუჩსაცხით იწონებდა თავს და აღნიშნავდა ასთერთმეტი ლარი გადავიხადე ფასდაკლებითო, ბევრ ქაჯს ნახავდით მსგავსი შინაარსის დიალოგებით. შორენა მამაჩემის თანამშრომელი რომელიც ბატონ გურამთან დადიოდა და ეს მთელმა კომპანიამ იცოდა გურამის მეუღლის გარდა, ან იქნებ იცოდა და ხმას არ იღებდა რადგან თავადაც კარგად ნებივრობდა ვინმე დაჩისთან, მოკლედ ეს „თითითსაჩვენებელი“ ოჯახი თითქმის იდეალურად ცხოვრობდა არ უქმნიდნენ ერთმანეთს პრობლემებს და მათი ოჯახიდან ხმამაღალი ხმაც არ ისმოდა. ეს ეგრეთწოდებული ელიტა სინამდვილეში უსულო ადამიანებს უფრო წამოადგენდნენ ვიდრე კარგად აღზრდილს. იქვე იდგა დედაჩემი რომელიც სტუმრებს ღებულობდა, ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი გაუკრთა შემდეგ მზერა ლუკაზე გადაიტანა და სახე შეეცვალა, აშკარად კეთილგანწყობილებით არ გამოირჩეოდა ლუკას მიმართ. შეკრების მთავარი მიზეზი არსად ჩანდა, ყველას ნახავდით აქ მის გარდა. ნეტა არ მოვიდეს დაღლილობა ან სხვა რამ მოიმიზეზოს მეთქი გავიფიქრე და იქვე წარმოვიდგინე ქეთუსას შეშლილი სახე. დედაჩემს ნერვიულობა დაეტყო, ჩანდა შინაგანად ძალიან სწუხდა ალექსანდრეს დაგვიანებაზე და უხერხული ღიმილით ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას. აი ისიც მომესმა ზურგსუკან მამაჩემის ხმა, მივიხედე და დავინახე „პერსპექტიული საქმრო“ ერთი შეხედვით ვერაფერს დაუწუნებდით, მაღალი, ათლეტური ოღონდ ეგ იყო რომ ქერა იყო ცისპერი თვალებით, რაც ჩემს გემოვნებას არანაირად არ აკმაყოფილებდა, ლუკას შწევხედე ამ ხორბლისფერ ყმაწვილს და სიამაყით ავივსე. მამა პირდაპირ ახალმოსულისკენ წავიდა ღიმილით, მას არც ქეთუსა ჩამორჩა. შემდეგ მე დამიძახეს და გამაცნეს „ჩემი საქმრო“ -ღმერთო ჩემო, შემოსვლისას თვლაში მომხვდით და ვინატრე შენ ყოფილიყავი თაკო და ასეც აღმოჩნდა-მითხრა ალექსანდრემ მოურიდებლად, ჩემების თანდასწრებით, დედაჩემის სახე უნდა გენახათ, იფიქრებდით ესესაა ჯეკპოტი მოიგოო. -მართლა?-ვუთხარი და გავიცინე საკმაოდ ხმამაღლა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ჩემზე შთაბეჭდილება უნდა წამეშალა თორემ ამ საღამოთივე გამაყოლებდნენ ჩემები. დედაჩემმა ჩუმი მუჯლუგუნი მითავაზა და მანიშნა ნაზად გაიცინეო, შემდეგ დანარჩენი საზოგადოება მოატარეს ალექსანდრეს და სუფრასთან მიგვიწვიეს. მე გამიზნულად საპატიო სტუმრის გვერდით დამსვეს, ლუკა ჩემს პირდაპირ იჯდა. მოგეხსენებათ ქართული სუფრები, გაუთავებელი სადღეგრძელოებით და სტუმრის თავის მოწონებით, რაც ჩემთვის საკმაოდ დამღლელია. შეწუხებული სახით ვიყურებოდი გაქცევას ვნატრობდი, მხოლოდ ლუკას ვხედავდი გარშემო და მეტს ვერავის. -გეცოდინება ჩემი ჩამოსვლის მიზეზი-მითხრა ალექსმა. თავი დავუქნიე უხმოდ. -მერე რა აზრის ხარ? -სისულელედ მიმაჩნია, დაილია იტალიაში გოგოები?-მივახალე პირდაპირ. შეცბა. -ჩვენი ქორწინება საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის. -ოჰ! საქმიანი გარიგება?! მერე ჩემს მანვნე ჩვევებზე თუ გსმენია რამე? -ღმერთო ჩემო! შენი მავნე ჩვევები აქ რა მოსატანია, ჩვენ გარიგებაზე ვსაუბრობთ. -მართლა ღმერთო ჩემო რააა! -როგორც ჩანს კარგად ვერ აგიხსნეს შენებმა, ორი ბუმბერაზი კომპანია დიდ შედეგს მოგვცემს, გარდა ამისა ულამაზესი ხარ, იქნებ შეგვიყვარდეს კიდეც ერთმანეთი. -მეეჭვება გაამართლოს გარიგებამ. -ოო ეგრე არ გამოვა, პირობა დადებულია ჩვენი ქორწინების მოწმობაღა აკლია, ვფიქრობ სამი თვე საკმარისი იქნება ჩვენს გასაცნობად, ვცადოთ მაინც მომგებიანი იქნება ჩვენი ქორწინება, გარდა ამისა თუ ვერ გავუგებთ ერთმანეთს შეგვიძლია ჩვენ-ჩვენი პირადი ცხოვრება გვქონდეს ჩუმ-ჩუმად, არც ეგ არაა პრობლემა. -აჰაჰააჰააააა-გადავიხარხარე გულიანად, გავიფიქრე ლუკას წავიყვან და ჩემი პირადი ცხოვრებაც ეს იქბება მეთქი. -ხომ მაგრამ მანერები გაქვს დასახვეწი. -ჰმ! ორი წუთის წინ რა მოსატანია შენი მავნე ჩვევებიო, ვინ ამბობდა ამას. ჩემი მავნე ჩვევები რომ ჩამოგითვალო დღესვე გაიქცევი უკან, პირველივე რეისით-ვუთხარი. -ოხ ქალები, ვერაფერს ვერ იგებთ. გატყობ არ გაინტერესებს მამაშენის ბიზნესი. -გინდა სიმართლე გითხრა? -კიი მოიწიე მეთქი ვანიშნე და ყურში ვუჩურჩულე, ჯანდაბაშიც წასულა ეს წყეული კომპანია თავისი გარიგებებით მეთქი. -არზრდა გაკლია გოგონი, მგონი გამოვა ჩვენგან რაღაცა-არ იშლიდა თავისას. ცოტა ხნის წინ მეგონა როგრო შესძლეს ჩემებმა იტალიელი მუტრუკის დაყოლიებათქო, ეხლა პირიქით მგონი ამან დაიყოლია ჩემები, ისეთი მონდომებული იყო ჩანდა კარიერისთვის ყველაფერს იზავდა, მაგრამ ეჭვი მეპარება რამე გამოუვიდეს. ლუკა დაძაბული იჯდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და თვალს გვადევნებდა, მივხვდი რომ ჩემზე ყველაფერი აინტერესებდა, მაგრამ მისი თავშეკავებულობა მაეჭვებდა, იქნებ ცოლი ჰყავს მეთქი გავიფიქრე, მაგრამ იქვე ვუარყავი ეგ აზრი, ბებოს წამოსცდებოდა მაშინ რაიმეთქო. დედაჩემი კმაყოფილი სახით გადმოგვხედავდა ხოლმე, ჩვენი დიალოგები მიღწეულმიზნად ჩათვალა როგორც ჩანს ისეთი გაბრწყინებული იყურებოდა ეტყობა ჩემს საპატარძლო კაბაზე ფიქრობდა. საინტერესოა, მშობლები შვილებს რა მიზნით აჩენენ? რატომ ჰგონიათ მატერიალურ მდგომარეობას თუ შეუქმნიან ამით ყველაფერია ნათქვამი, ხელებს იბანენ და მორჩა, შვილი კარგი ინვესტიცია ჰგონიათ უზრუნველი სიბერისთვის გამიზნული. სიყვარული? სად არის აქ სიყვარული? დაიბადება, ასწავლი ფულის კეთებას ან საქმიანად, სარფიანად დააქორწინებ და თავი ქუდში გაქვს? გამიგონია: განათლებაში ფული გადავყარე და რითი გადამიხადაო? გამოდის ისევ და ისევ საკუთარ თავზე ფიქრობ და არა შვილის წარმატებულ მომავალზე. მაშინ ღმერთი? რატომ გავიწყდება ღმერთი თუკი ყველაფერს შვილის იმედზე ამყარებ. საცოდავები ვართ ადამიანები, ყველაფერს ფულით ვზომავთ და დიდ ძალად მიგვაჩნია ფინანსები და უცებ ბრახ და ერთ წუთში აღარ ხარ, მაშინ? მაშინ აქეთ ნაპირზე რჩება ფუფუნება დ გადადიხარ ცარიელ უხორცო სივრცეში სადაც პასუხი უნდა აგო შენს მიერ ნაგროვებ ბრჭყვიალა ნივთებზე. მოსაწყენი სუფრისგან თავისდასაღწევად საპირფარეშო მოვიმიზეზე და დარბაზი დავტოვე, ტუალეტში უაზროდ შევედი, სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე. თვალისმომჭრელად კი გამოვიყურებდი მაგრამ სინამდვილეში შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი, თითქოს ჯერ ვერ გამეგო ვინ ვიყავი და რა მინდოდა, ჩემი ტოლა გოგოები ფეხზე მყარად დგანან და აქეთ ეხარებიან ოჯახებს, მე კი.. მე ვინ ვიყავი? არც არავინ მშობლელის ხელის შემყურე. ჩემს ადგილას სხვა თავისუფლად იამაყებდა და ისარგებლებდა მამიკოს ფულებით, მე კიდევ ერთი სული მქონდა გავქცეოდი მის ჩრდილს, ეს ალექსაც თავი ისე ვიგრძენი თითქოს ფულზე მყიდიდნენ და უნებურად ცრემლები მომაწვა, ლუკას მივწერე რომ აქედან გაქცევა მინდათქო და ვთხოვე გარეთ გასულიყო შეუმჩნევლად და მეც მოვალმეთქი. ათი წუთით მოვიცადე და მეორე გასასვლელიდან შეუმჩნევლად გავედი, ლუკა მანქანაში მელოდებოდა. -დაქოქე მანქანა და წავიდეთ-ვუთხარი ჩაჯდომისთანავე. -სად? -არ ვიცი, სადმე. ყავა დავლიოთ. სახლში მისვლა არ მინდა. ღია ტიპის კაფეში ვსხედვართ და შეკვეთას ველოდებით, უხმოდ ვეწევით, ლუკას ნერვიულობა ემჩნევა, მაგრამ არაფერს ამბობს. -იცი ალექსი ვინაა?-ვკითხე -არა. -ჩემი მომავალი საქმრო. -ხოო? -ხოო -გიყვარს? -როგორ უნდა მიყვარდეს, დღეს გავიცანი. -აბა საქმრო როგორაა? -მყიდიან-ვთქვი და ცრემლები მომაწვა. ტელეფონის გაბმული ზარია, დედაჩემი რეკავს, არ ვუპასუხე. ისევ დარეკა. ნერვებმოშლილმა სულ გავთიშე მობილური. ცოტახანში ლუკას ტელეფომა დარეკა. -ვინ არის?-ვკითხე -მამაშენი. ტელეფონი გამოვართვი და ვუპასუხე. -სად ხარ თაკო? -სხვაგან. -ახლავე აქ მოდი -არ მოვალ. -მოხვალ! მიაწოდე ტელეფონი ლუკას. -თმით რომ მათრიოს მაინც არ წამოვყვები, არ მოვალ გესმიის არ მოვალ-გადავედი ყვირილზე. -დაწყნარდი მაა, სად ხარ მითხარი და მე მოვალ. -არ მოხვიდე, არავის დანახვა არ მინდა. გეფიცები რამე სისულელეს ჩამადენინებთ, არ მოხვიდეე-მუდარის კილოზე გადავედი. -კარგი არ მოვალ! მაგრამ ლუკა დამალაპარაკე-ტელეფონი მივაწოდე ლუკას. მოკლე პასუხებ სცემდა, კი, არა, კარგით, გავითვალისწინებ. ტელეფონი გათიშა. ღრიალი მინდოდა ბოლო ხმაზე, ლუკას სიჩუმეც ნერვებს მიშლიდა. საკუთარი მშობელი რომ ესე მოგექცევა, სხვას რაღა უნდა მოსთხოვო? ყელში ბურთი გამეჩხირა და მთელი საღამოს ნაგროვმა სევდამ ერთიანად იფეთქა, ტირილი წამსკდა, ვტიროდი ჩემს უიღბლობას, ჩემს უსუსურობას, ჩემს ტყვეობას. ლუკამ სკამი მოაჩოჩა და გვერდით მომიჯდა, დაწყნარდიო და ჩამეხუტა, თან თმაზე მეფერებოდა, ამან უფრო გამაგიჟა. ნაცნობი სურნელი და მისი ძალა, ყველაფერი ეს თავბროს მახვევდა, და თავგზას მიბნევდა, საოცრად მიზიდავდა მისკენ. მომინდა დრო გაჩერებულიყო და სამუდამოდ ამ მდგომარეობაში დავრჩენილიყავი. ის კი მამშვიდებდა, ხელსახოცი აიღო და ცრემლებს მწმენდდა, ამასობაში ყავაც მოგვიტანეს. ცოტა ხასიათი გამომიკეთდა. ყავა დავლიეთ და ფეხით ცოტა გავიარეთ, ამან მიშველა თანდათან გამოვედი მდგომარეობიდან. -თაკო! ვფიქრობ რის გაკეთებაც არ გინდა არ უნდა გააკეთო, არავის გულისთვის. -მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ შენ ჩემებს არ იცნობ-იქვე სკამზე ჩამოვსხედით -დაიტანჯები და მუდმივად დანაშაულის გრძნობა გექნება შენ თავთან, არავის და არაფრის გულისათვის არ უნდა უღალატო შენს პრინციპებს, შენია შენი ცხოვრება და უფლება გაქვს ისე მოიქცე როგორც საჭიროდ ჩათვლი, თუნდაც ეს შეცდომა იყოს, არაუშავს ისწავლი, შეცდომებზე ისწავლი და არავის დაადანაშაულებ. აკეთე ის რაც გულით გინდა, ეს ცხოვრებაა. უფლება არ მისცე არავის გიკარნახონ როგორ მოიქცე. სამწუხაროდ ხშირად ავიწყდებათ მშობლებს, რომ ადამიანები ვართ და არა მათი საკუთრებები, მათი მიუღწეველი მიზნების განხორციელებები. ის რაც შენ ბედნიერებას მოგიტანს არ დაკარგო, ზურგი არ აქციო, იბრძოლე ბოლომდე და დღეს თუ არა ხვალ აუცილბლად გაგიმართლებს. -ნეტავ ყველა შენსავით ფიქრობდეს. -შენ იფიქრე და შენი ცხოვრებისთვის ეგეც საკმარისია, სხვა თავისას მოუვლის. -შენ? შენ ფიქრობ ეგრე? ყველაფერს აკეთებ შენი ბედნიერებისთვის? -ჩემს თავზე არ ვსაუბრობთ ეხლა. -არა, მაგრამ ხომ გეკითხები? -არ ვიცი, ვფიქრობ მაგრამ თავმოყვარეობა მიშლის ხელს. -რაზე ფიქრობ? -რაზე არა ვიზე?-შემისწორა. -ვიზე? -არის ერთი კარგი გოგო-გამცრა, ოღონდ სხვაზე არ დამიწყოს საუბარითქო და შიშით შევხედე. -ვინ? -მოდი ასე გეტყვი, მე არაფერი გამაჩნია იმისთვის რომ მას შევთავაზო, არაფერი ჩემი თავის გარდა. -მერე ეგ ცოტაა? -ცოტაა, რადგან ჯერ ვერ ხვდება და მერე, მერე გაუჭირდება, ოჯახი სხვა რამეა, სიყვარული სხვა. -გამოდის რომ ოჯახები სიყვარულით არ იქმნება? -შეიძლება. -არ ხარ მართალი, ვერ დაგეთანხმები, მგონია რომ სადაც უყვართ იქ ყველაფერს ადვილად ერევიან, ადვილად უმკლავდებიან... -ეგ წარმოდგენებია, სამწუხაროდ რეალობის წინაშე რომ დადგები სხვანაირად იწყებ ფიქრს და ამ ყოველდღიურობაში სიყვარული ცვდება და ხელში დიდი იმედგაცრუება გრჩება. -არ ხარ მართალი, არ მინდა მართალი იყო-დავიჩურჩულე ნაწყენმა. -ადამიანი თავიდანვე ფუფუნებას რომ ეჩვევა და მერე უცებ გაჭირვებაში ამოყოფს თავს ძნელად ეგუება, ან საერთოდ ვერ ეგუება და მერე იწყება მთელი რიგი გართულებები, მე არ მინდა ასე... -ლუკა-ხმა ამიკანკალდა-ვის გულისხმობ? ვიზე ამბობ? -შენზე ბოთე-გინახავთ? გაგიგონიათ ასეთი სიყვარულის ახსნა? ამ ორმა სიტყვამ რომელმაც გული, სული გონება გამინათა და გამითბო უცებ ისეთი ბედნიერი გამხადა, ისეთი ფრთაშესხხმული რომ კინაღამ ცუდად გავხდი. დღეს მეორედ ავტირდი, ოღონდ ბედნიერებისგან, მსგავსი რამ არასდროს განმიცდია. -ტირი? -ვტირი! -რატომ? -ბედნიერებისგან. -გამოდის რომ... -კი გამოდის. ხელი ჩამკიდა, მერე ნაზად მაკოცა ტუჩის კუთხეში, ცხვირზე და შუბლზე. მოვწყდი, ფეხებში ძალა წამერთვა, ყველაფერი ისეთი ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო, ისეთი ემოციური მთელი დღის ნაგროვი ენერგია წამართვა. სახლში გვიან მიმიყვანა, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, რადგან ამ დღეს მე და ლუკა შეყვარებულები გავხდით, „საიდუმლო“ შეყვარებულები. მეორე დღეს გვიან გამეღვიძა, უფრო სწორედ კარზე ზარმა გამაღვიძა, უხალისოდ წამოვდექი, რადგან ღამით თითქმის არ მძინებია, ხალათი შემოვიცვი და კარი გავაღე, დედაჩემი იდგა კართან გაბრაზებული სახით, ოთახში შემოვიდა მოათვალიერა ყველაფერი, ყველგან შეიხედა და რომ დარწმუნდა მარტო ვიყავი დივანზე ჩამოჯდა, ფეხი-ფეხზე გადაიდო და გელოდებიო მითხრა. ჩანდა ლექციების კითხვის ხასიათხე იყო, მე კი გუშინდელი ბედნიერება მომდევდა, რაც არ უნდა ეცადა ხასიათს ვერ გამიფუჭებდა. ოთახში შევედი მოვწესრიგდი, გავედი და გვერდით მივუჯექი. -კარგად შემომხედე, ერთს ვიტყვი და აღარ გავიმეორებ! მამაშენი არ გეგონო, არც ეცადო თავის მართლებას, ამ დილით ვიდეო ვნახე, აი თურმე რაა, ყოჩაღ!-ტაში შემოჰკრა-გუშინ ის ვაჟბატონი იმიტომ მოათრიე იქ ხომ? იცი რომ დღეიდან შენთან აღარ მუშაობს? იცი რომ ვეღარ შესძლებ დაუკავშირდე? იცი რომ ალექსანდრე მზად არის ცოლად შეგირთოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების მიუხედავად? იცი რომ შენს მომავალს ძირს უთხრი?.... -იცი რომ უხეშად ერევით ჩემს ცხოვრებაში?-გავაწყვეტინე საუბარი-იცით საერთოდ მე რა მინდა? იცით ფეხებზე რომ თქვენი ალექსანდრე?.... -გაჩუმდი! გაჩუმდი გესმის? შენ არც კი გესმის რას ამბობ! ხვალ თბილისის ძველ უბებში გაისეირნებთ, დაათვალიერებინებ ყველაფერს.... -არ გავასეირნებ! ვიდეო ვინ განახა? -არ აქვს ამას მნიშვნელობა. -ვიდეო ვინ განახა-გამოვცერი კბილებში-ქრისტიმ? -დავუშვათ, ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა, თვალი ამიხილა, დამანახა როგორც უნდა მოგექცე და რასაც იმსახურებ.. -დედა! მომისმინე. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, ან თავს დამანებებთ ან არადა თქვენ თავს დაბრალეთ ყველაფერი, ლუკას მოთრეულს ნუ ეძახი.. -ამას დახედეთ, ან მოიქცევი ისე როგორც მე გეტყვი ან არადა ჩემს მეტი მტერი არ გეყოლება. -ხოდა მტრად ჩამთვალე, არაფერი არ მინდა თქვენი, იცი რომ მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მინდა? -კარგი! არ გინდა ალექსანდრე და არც ლუკა არ იქნება შენს ცხოვრებაში. -მაგას მე გადავწყვეტ ვინ იქნება და ვინ არა ჩემს ცხოვრებაში. -გოგო, შენ არ გესმის რას გეუბნევი? ან რას ნიშნავს შენი საქციელი გუშინდელი შენი გაპარვა? ათასიი ბოდიში ვუხადე ალექსანდრეს უზრდელი ხარ, ტიპიური უზრდელი. -შენ გამზარდე დედიკო სხვათაშორის. -მორჩი ეხლა ტლიკინს, ისე ვარ გაცოფებული ამ ვიდეოზე, მაინც რა ქენი? ერთი დღის წასული არ ვიყავი შენს მძღოლს ლოგინში დაუწექი, ხვდები მაინც? ხვდები რა გააკეთე? თან ვისთან ღმერთო ჩემო ვისთან? რამეს მაინც წარმოადგენდეს. -შენ ის უფრო გაღელვებს ლოგიში რომ ჩავუწექი თუ არაფერს რომ არ წარმოადგენს? -შენ ბევრი ლაპარაკი გისწავლია, ვისი გავლენაა საინტერესოა?-ნერვიულად თმა უკან გადაიყარა-ან მამაშენმა რომ ეს გაიგოს, არა რა კაცს გულის შეტევა მოუვა-თავისთვის უფრო თქვა ვიდრე მე მითხრა. -თავი დამანებეთ გესმის? თავი დამანებეთ. არ მოგბეზრდათ ჩემი კონტროლი?-ვღრიალებდი ბოლო ხმაზე-მე თქვენი საკუთრება არ ვარ როგორც გინათ ისე რომ მექცევით, მეც ადამიანი ვარ მეც მაქვს გრძნობები, ყელში ამოხვედით უკვე, სადამდე მიმიყვანთ არ ვიცი. ირგვლივ მიმოიხედეთ ნუთუ ვერაფერს ამჩნევთ? რომელი საუკუნეა? თქვენი აზრები თქვენთვის დაიტოვეთ, მე კიდევ მშვიდად ცხოვრების საშუალება მომეცით, მე გადავწყვიტავ ჩემს ცხოვრებაში რა როგორ იყოს. -ბის საუკუნეა ბის-ფეხზე წამოვარდა-ეგ გინდა? არა! სამაგალითო ოჯახი ვართ თავზე ლაფს ვერ დაგასხმევინებთ. ჩვენ წესიერი ოჯახი ვართ უფლებას არ მოგცემ ისე მოიქცე როგორც საჭიროდ ჩათვლი. -შენ არაფერი არ გესმის, არც გინდა მომისმინო, ქრისტის ისე დაუჯერე ჩემთვის არც გიკითხავს, მე ლუკასთან არ ვწოლილვარ და მეტიც არ მინდა სამსახურიდან გაანთავისუფლოდ არაფრის გულისთვის. მერე მართლა დამკარგავთ და იმას გამაკეთებინებთ რისი ღირსებიც მართლა ხართ. -საინტერესოა რისი ღირსები ვართ, ვცდილობ წუმპედან ამოგათრიო, მომავალი შეგიქმნა. ხვდები მაინც რა მომგებიან ბიზნესს ააწყობთ? გარანტირებული მყარი მომავალი, იცი შენ ამ გზით სად გახვალ? იცი რა კარები იღება შენთვის? ლუკასთან რა გელის? მათხოვრული ცხოვრება, ღმერთმა უწყის მამაშენის საქმეს რას უზავს, იცის საერთოდ ბიზნესის მართვა?.... -მე თქვენი გადაწყვეტილებებით არ ვიცხოვრებ! -არ დავასრულებინე თავისი გეგმების დასრულება-არც თქვენი „მომავალი“ მჭირდება, მეტსაც გეტყვით, ხვალვე შევუდგები სამსახურის ძებნას და ჩემს კაპიკებს მე გამოვიმუშავებ-უცებ მის გასამწარებლად ვთქვი წამში მოფიქრებული იდეა -შენ თავის დროზე ქრისტისაც იცავდი და ხვდები რა გაგიკეთა?-შემახსენა ჩემი შეცდომები-იგივე მოგივა ლუკასთან. -შეადარა რაა. -უბრალოდ... -წადი დედა წადი, აღარ ვაპირებ შენს მოსმენას-და კარისკენ მივუთითე. წამოდგა და უკან მოუხედავად გავიდა კარი ძლიერად გაიჯახუნა. ადვილი წარმოსადგენია მე რა დღეში ვიქნებოდი, ფაქტიურად რომ მეჩივლა თავისუფლად მოვიგებდი პროცესს, პსიქიკურად მანადგურებდნენ, წნეხის ქვეშ ვიყავი და არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდებოდა, მგონი არც არასდროს. ბავშვობიდან გამუდმებით ჩამჩიჩინებდნენ, მომიწოდებდნენ, მკარნახობდნენ როგორ მეცხოვრა, ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ეს ნამეტანი იყო. ჩანდა არ გაჩერდებოდნენ, თავს არ დამანებებდნენ სანამ რომელიმე არ გავიმარჯვებდით ამ ბრძოლაში, არ დათმობდნენ თავსით, ჩემს ნერვებს თუ ნებისყოფას სცდიდნენ არ ვიცი და მეც ჯიუტად, ჩემი გულის კარნახით ვივლიდი და ვიმოქმედებდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში, სანამ ლუკა არ ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში. გამიკვირდა რომ აქამდე არც მომწერა და არც დამირეკა და ცოტა შიში შემეპარა, ვაითუ მართლა რამე უთხრეს, მაშინ? ძლივს რაღაც გაბედა ამ ბიჭმა და ეხლა თუ.. გონებაშიც კი არ მინდოდა ამ აზრის დასრულება. წარმოუდგენელია ვიმეორებდი, წარმოუდგენელია თან მობილურს დავცქეროდი იმის იმედად რომ დარეკავდა. უცებ ერთი აზრი დამებადა, პირველ რიგში გადავწყვიტე სახლიდან გავსულიყავი, ჯერ ერთი ლუკას ასე უფრო ვნახავდი და მეორე ქეთი მენახა ჩემი და ქრისტის საერთო „მეგობარი“ რომელიც იმდენად უტვინო, ჭორიკანა და გამყიდველი იყო რომ თვალის დახამხამებაში დასცინცლავდი საჭირო ინფორმაციას იქნებ ისეთი რამ ეთქვა რაც სამაგიეროს გადახდის საშუალებას მომცემდა. ქეთის დავურეკე საგულდაგულოდ მოვიკითხე და ვთხოვე ჩვენი ძველი „მეგობრობა“ მინდა აღვადგინო და შემხვდი მეთქი ისე რომ ქრისტისთვის არაფერი არ ეთქვა, მითხრა რომ ქრისტი არ იყო ქალაქში ხვალ დაბრუნდებაო და შეხვედრაზეც სიამოვნებით დამთანხმდა. შემდეგ ლუკას დავურეკე მობილური გამორთული იყო, გულმა რეჩხი მიყო, რამოდენიმე ცდის შემდეგ სოსოს მივწერე მანქანა მჭირდება და სახლთან დამხვდეს ჩემი მძღოლი მეთქი, უმალვე მომწერა ათ წუთში სახლთან დაგხვდებაო, ისევ დავრეკე ლუკას ნომკერზე კვლავ გათიშული იყო, ნომერი თუ შეცვალა და ჯერ მამაჩემი გააფრთხილა მეთქი გავიფიქრე და მეც ათი წუთის მერე გამოპრანჭული სახლიდან გავედი, თვალი მოვკარი ნაცნობ მანქნანას და სიხარულით გადავკვეთე ქუჩა, დაფერილ მინაში ადამიანის სილუეტი ჩანდა. კარი თამამად გამოვაღე და ჩავჯექი, იქვე გავქვავდი რადგან ლუკას ნაცვლად სულ სხვა ტიპი იჯდა, მანქანა ხომ არ შემეშალა მეთქი და გადავედი, წინიდან მოვუარე და ნომრებს შევხედე. არა! მანქანა ის იყო, მძღოლი იყო სხვა. ის ტიპიც გადმოვიდა, გვერდით მომიდგა და თაკო შენ ხარო? შემეკითხა. პასუხი არ გამიცია ისე გავაჩერე ტაქსი და ქეთისთან შეასხვედრად წავედი განადგურებული. სოციალურ ქსელში შევედი ლუკა არ ჩანდა, მივწერე „რა ხდება სად ხარ? ან ეს ახალი მძღოლი რას ნიშნავს? თუმცა ვხვდები რასაც. ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული, შემეხმიენე სასწრაფოდ“ ჩანდა ქეთუსა ტყუილად არ დამმუქრებია, ვიდეოს ნახვის შემდეგ სხვანაირად არც მოიქცეოდა, ლუკას ჩემთან არ დატოვებდა. ამათ დამაცადონ როგორ უნდა ადამიანის აორთქლება მეთქი. უცებ წარმოვიდგინე ალექსანდრე ჩვენი ქორწილის დღეს საკურთხეველთან რომ მელის გაღიმებული, იქვე ჩემი მშობლები და მე არხეინად მოსეირნე ქუჩებში, ჩაშლილი ქორწინება და ალაპარაკებული საზოგადოება, ამაზე მეტი იმედგაცრუება რაღა იქნება მეთქი და თუ თავისას არ დაიშლიდნენ ამ აზრსაც მოვიყვანდი სისრულეში. ქეთი დანიშნულ ადგილას დამხვდა, უნდა გენახა მისი მლიქვნელურ-აფერისტული ჩახუტება. კარგად იცოდა სიგარეტს მაინც ვუყიდდი და იღიმებოდა გაბრწყინებული საჩუქრის მოლოდინში, მეც ესე გამწარებულ-გაბრაზებული სიგარეტს კი არა რას არ ვუყიდდი ოღონდ რამე ისეთი ეთქვა რაც მე მაწყობდა. ქრისტი იყო ყველაფრის თავი და თავი, რომ არა ის ლუკას არ გაუშვებდნენ. გულზე უარესად მომეკიდა ცეცხლი და მეც ვეცადე რაც შეიძლება თბილი შეხვედრა გამოგვსვლოდა. რას იზავ თუ გინდა მიზანს მიაღწიო მოგიწევს დათმო რაღაცეები და დაემსგავსო მტერს და ითამაშო მისივე ტაქტიკით. „გულთბილი მოკითხვის შემდეგ გემრიელად გავუმასპინძლდი, ვიცოდი საჭმელი სიგარეტი და ორიოდე გროში აალაპარაკებდა, ჩაანთიდან ორი შეკვრა სიგარეტი ამოვიღე და დაუდევრად მივაგდე მაგიდაზე, უნდა გენახათ ქრისტის კი არა ყველას და ყველაფერს გაყიდიდა. მეც „გულნატკენმა“ მოვუყევი „ჩემი შეცდომები“ ვითომ ვნანობდი და დიდად შერიგებაც მეწადა. ნელ-ნელა შეპარულად ვუთხარი, ვიცი ქრისტის უსიამოვნება აქვთქო და ხომ იცი ჩემი ამბავი იქნებ დავეხმარო რამეში და ასე გამოვისყიდო „ჩემ დანაშაული“ მეთქი და უცებ ალაპარაკდა. -იცი? ხო ალბათ ანკამ გააბაზრა, დღეს თუ არა ხვალ გაიგებენ მუცელი რომ წამოეზრდება. -რამე უნდა იღონოს მეთქი-ვუთხარი „გულდაწყვეტილმა“ -მეტი რა უნდა იღონოს ლაშას ბავშვს გიგის სტენის. აი თურმე რა, საჭირო ინფორმაცია ჩამივარდა ხელში, მითუმეტეს რომ ლაშასაც ვიცნობდი და გიგისაც. რაც თავი მახსოვს გამუდმებით გიგის დასდევდა ქრისტი კუდში, რას არ აკეთებდა შეძლებული და სიმპატიური ბიჭის ხელში ჩასაგდებად. -მერე გიგი იტენის? -არა! მაგრამ დედამისთან მივიდა ქრისტი და გამოუცხადა თქვენ შვილიშვილს ველოდებიო. -კარგად უქნია. -დედამისიც კაი შებერტყილი ქალი აღმოჩნდა, გამოიკვლია და ქრისტის ძმას მიადგა, ყველა ხარჯს მე ავიღებ ჩემს თავზეო, დაიბადება თუ არა დეენემს გავუკეთებო და თუ მართლა ჩემი შვილიშვილი აღმოჩნდება დაქორწინდებიანო და თუ არა ყველაფერს გადამიხდითო. -რა უნდა ქნას მერე? -ისტერიკა დაიმართა ქრისტიმ, მიუვარდა როგორ მაკადრეთო, დეენემი შენ შვილს ჩაუტარეო საერთოდ რომ არ გგავსო. გავაჩენ და არ დაგინახო შენ შვილიშვილს შეეხოვო. -როგორი მოხერხებულია!-ვითომ აღვფრთოვანდი და მოვუწონე საქციელი. -ეხლა სად არის ქრისტი? -სოფელში ბებიამისი უნდა შეაბას მაყუთი სჭირდება-გულისამრევად საუბრობდა, ამათთვის ყველაფეერი სულ ერთი იყო. -ორიდღის წინ დაურეკა გიგიმ, ხომ იცი როგორი წესიერი ბიჭია-წესიერი რომ იყვეს ქრისტისთან დაწვებოდა მეთქი გავიფიქრე-კარგად იკვებეო, შეეშინდა ალბათ მართლა ჩემი არ იყვესო და გვარს მივცემო, ქრისტიმ რამე დაისახოს მიზნად და რას არ მიაღწევს, გვარზეა მარტო თანახმა, ბავშვს ვაღიარებო. ესეც ასე, თავისუფლად შეიძლებოდა გიგის ნახვა და სიმართლის თქმა, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებდა, მოცდა ხომ არ სჯობდა? ქრისტი ისეთი დარეხვილია შეიძლება ბავშვი მოიცილოს, ამას ეხლა არაფრით არ იზავს, ეს ბავშვი მისი წარმატებული ცხოვრების გარანტი ჰგონია. ეხლა კიდევ ღმერთმა უწყის რას იზავდა. გადვწყვიტე შვიდ თვემდე მომეცადა, მერე რომც მოინდომოს ხელს არავინ დაადებს. -ქეთ რა ხნის ორსულია ეხლა? -ათი კვირის-თან მადიანად შეექცეოდა საჭმელს. ქეთი მცირედი თანხთ დავასაჩუქრე, საწვავი ჩაასხი მეთქი თვალები გაუბრწყინდა, უყოყმანოდ გამომართვა, სიგარეტებიც ვუყიდე კმაყოფილმა ლოყაზე მაკოცა, იუდას ამბორით და თავისი გზით წავიდა. წასვლისას გავაფრთხილე ქრისტისთვის ამ შეხვედრაზე არაფერი ეთქვა და არ ჩარეულიყო ჩვენს საქმეში. ცოტას კიდევ ვაწრუწუნებ და მერე შევურიგდები მეთქი. ქეთის ამბავი რომ ვიცი მაინც წამოაყრანტალებდა, ერთი წუთით არ შეიძლებოდა მისი ნდობა, მაგრამ ამაზე სულ არ ვდარდობდი, ქრისტი უკვე ჩემს ხელში იყო, ნახოს როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მე სხვა რამ უფრო მადარდებდა, ლუკა. მასზე ფიქრი ტვინს მიწვავდა, მალმალე შევდიოდი და ვნახულობდი სოციალურ ქსელში, ის კი არადაარ ჩანდა. სად ცხოვრობდა ისიც არ ვიცოდი, საინტერესოა თვითონ რატომ არ ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, ისეთი რა მოხდა ნეტავ. ძალაგამოცლილი და იმედგაცრულებული ვიყავი, ვერც მარის „ვაწუხებდი“ გამოცდების ციებ-ცხელებაში იყო, არ მინდოდა დამენაღვლიანებინა, გამოცდებმა ჩაიაროს და მერე მოვუყვები ყველაფერს. წინ და უკან ხეტიალს სახლში მისვლა ვამჯობინე, განმარტოება მინდოდა, ფიქრი და ანალიზი ამ ყველაფერზე თორემ სიტუაცია სასოწარკვეთას მიქადდა. შინ ტაქსით მივედი, სიცხისგან შეწუხებულმა მაისური შესვლისთანავე გავიხადე, მისაღებში შევედი და უცებ შევკივლე, დივანზე ნახევრად უცხოტომელი მაჩო წამოსკუპებულიყო, საწრაფოდ გადავიცვი მაისური და გაოცებულმა შევხედე? -ნუ იცმევ ისე უფრო გიხდებოდა-მითხრა ჩვეული თავხედობით -შენ აქ რა გინდა? როგორ შემოხვედი? -ბატონი იოსები გოგოს ხელს მთავაზობს და გასაღებს დამიმალავდა? -ეს უკვე მეტისმეტია. -დღეს უნდა გავისეირნოთ, თან ჩვენს მომავალ გეგმებზე ვისაუბროთ... -არავითარი ჩვენ არ არსებობს!-გავაწყვეტინე საუბარი. -არა მაგრამ იარსებებს-არ იშლიდა თავისას-კარგად დაფიქრდი, ხომ იცი არ მოგეშვებიან, მე მართლა ჩემს ცოლობას კი არ გთავაზობ, დაქორწინებას. ეს ორი სხვადასხვა რამეა, თუ გინდა შეგიძლია ვინც გინდა გყავდეს, ოღონდ ძალიან ფრთხილად, თავისთავად მეც ჩემი პირადი მექნება, თუ ამასობაში შეგვიყვარდება ერთმანეთი არც ეგაა პრობლემა, თუ არადა არ იდარდო, არაფერზე შეგაწუხებ. მე ბიზნესი მადარდებს, ასევე მამაშენსაც. სულ რომ აური თქვა ჩამოგიყვანენ და დაგსვავენ ჩემთან, ჯობია თავად მიიღო გადაწყვეტლება, თანდათან ბიზნესშიც გაერკვევი და შემომიერთდები. მეცოდები გულწრფელად მაგრამ ესეთია ბიზნესის დაუწერელი კანონები.. -შეყვარებული მყავს. -ჩამოსვლიდან მაგას გიმეორებ შენი პირადი გქონდეს, თუ გინდა ორივეს მოგიყვანთ ცოლად-გაიცინა გულიანად. გვერდით მივუჯექი, უაზროდ მივაშტერდი სივრცეს სულ ერთი წამით ალექსი ჩემს ქმრად წარმოვიდგინე და ჩემი თავი შემეცოდა, ბიზნესს შეწირული ცხოვრება, ფაქტიურად ჩემი თავი და გრძნობები უნდა გამეყიდა და მერე კაცმა არ იცის რა მომელოდა. უცებ ჩემს თავზე გავბრაზდი ასეთი რამ რატომ წარმოვიდგინე, რატომ დავუშვი მისი ქმრობა? გვერდით გავიხედე თვალმოუშორებლად მიცქერდა დავიძაბე, ორი დღის გაცნობილი ადამიანი ჩემს დივანზე ასე მოურიდებლად გაშხლართულა და თვალს არ მაცილებს, წამოდგა, სამზარეულოში გავიდა ჭურჭელი აახმაურა, გუმანით მივხვდი ყავის მადუღარას ეძებდა. ცოტახანში ყავის გემრიელი სუნი დადგა. მერე ფრთხილად შემოიტანა ფინჯნები და მაგიდაზე დააწყო. ისე იქცეოდა თითქოს მასპინძელი იყო მე კიდევ მისი სტუმარი. -დალიე და წადი!-ვუთხარი ისე რომ არც შემიხედია. -ორივე წავალთ-თავისი მხრივ შემისწორა. -პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, მე არსად წამოვალ და მორჩა! -ჯიუტო გოგონა, პირველი ხარ ვინც ასე ჯიუტად მეწინააღმდეგება. -მე სხვა არ გეგონო, არც მამაჩემის და არც შენი ქონება არ მაინტერესებს, მეტსაც გეტყვი, ფეხზე შენი ცხოვრება.. -ქმრებსაც კი ღალატობენ ოღონდ ჩემთან იყვნენ და ძაანაც ნუ გამოიდებ თავს, საბოლოოდ მაინც ჩემთან მოხვალ. -დალიე და წადი! -შენც დალიე! ნახე რა გემრიელ ყავას ვადუღებ, ეს პატივი ყველას კი არ აქვს ჩემი მოდუღებული ყავა დალიონ. ავდექი და ჩემი ფინჯანი სამზარეულოში გავიტანე, მისი საგულდაგულოდ გაკეთებული ყავა ნიჟარაში ჩაუშვი ონკანი მოვუშვი და ჩავრეცხე. ცარიელი ფინჯანი ალექსის წინ დავუდე და ნიშნის მოგებით შევხედე გაეღიმა ჩანდა ართობდა ეს ყველაფერი მერე გაკვირვებულმა შემომხედა. -ო,ოო სიმართლე გითხრა ადვილად მოსაპოვებელი გოგოები მაღიზიანებენ კიდეც, შენ საფიქრალს მიჩენ, იცი შენი ადგილის დაკავებას რამდენი ოცნებობს?.. -მე არანაირი ადგილი არ მიჭირავს შენს ცხოვრებაში და თავისთავად ვერც ვერავინ იოცნებებს ჩემს ადგილას ყოფნას-გავაწყვეტინე საუბარი-გიფიქრია ოდესმე, ის გოგონები რომლებიც ფეხქვეშ გეგებიან რატომ და რისთვის არიან შენთან? -ჯიუტო გოგონა, შემომხედე! ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ? ცხადია იმისთვის რომ ასე გამოვიყურები და იმისთვის რაც გამაჩნია. -საინტერესოა, რომელიმე მათგანი თუ გიცნობს საერთოდ, მეცოდება ყველა ვინც ვიზუალს და ქონებას მიიჩნევს ყველაფრად. -ჩანს ცხოვრებას არ იცნობ, როგორი მიამიტი და გამოუცდელი ხარ, უმანკო ბავშვს გავხარ, თუ კი არ თამაშობ მაშნ გეტყვი რომ შენნაირები იშვიათია, თუ ასე გააგრძელებ შეიძლება ისე მომხიბლო შემიყვარდე კიდეც.. ეჰეე ეს სულაც არ მინდოდა, მეგონა თავის საქციელს დაუფიქრდებოდა და ეს კიდევ რაზე მელაპარაკება. მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა რომ ჩემზე შთაბეჭდილება შეცვლოდა და მოულოდნელად მამაღლა დავასლოკინე ძალით რა თქმა უნდა, რაც ისე კარგად გამომივიდა ნამდვილს არ ჩამოუვარდებოდა, პირთან მიტანილი ფინჯანი ხელში გაუშეშდა და გაშტერებულმა შემომხედა მე ვითომც არაფერი სახეზე ერთი ნაკვთიც არ გამტოკებია. წამოდგა ნახევრად დალეული ყავა მაგიდაზე დადგა და კარისკენ გაემართა, სიხარულით რამის ტაში შემოვკარი, მიზანში გავარტყი გამომივიდა, ზუსტად ვიცოდი გაღიზიანდა ჩემი საქციელის გამო. უკან შემოტრიალდა მომაცქერდა დაბნეული მეც თვალს არ ვაშორებდი, გატრიალდა და კარი გაიხურა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, არ მგონია ოდესმე ჩემთან ლაპარაკის სურვილი გაუჩნდეს, ესეც ასე! მე სხვა რამ უფრო მაღელვებდა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ლუკას ვერანაირად ვერ ვუკავშირდებოდი და ეს ძალიან მაღელვებდა. გადავწყვიტე ნოშრე ბიძიას დავკავშირებოდი ასე თუ გავიგებდი სიმართლეს. დავურეკე, მიპასუხა ისე რომ არაფრის თქმა არ დამაცადა თავად დაგიკავშირდებით მოგვიანებითო. ხმა მკაცრი და ოფიციალური ჰქონდა და მივხვდი რომ მამაჩემთან ერთად იყო. კარზე ზარის ხმა გაისმა, ლუკა, ლუკააა ვთქვი და საოცარი სისწრაფე განვავითარე კარის მიმართულებით, არა რაა! ხანდახან ჩემი თავის შესაძლებლობების მეც კი მიკვირს. კარი გავაღე და კურიერი შემრჩა ხელში, შეფუთული პატარა ნივთი გადმომცა და ხელი მომაწერინა, გამიკვირდა ეს რა უნდა იყოს მეთქი და იგივე სისწრაფით მოვხსენი შეფუთვა. წიგნი აღმოჩნდა სათაურით „ეთიკა და საზოგადოებაში ქცევის ზოგადი წესები“ შიგნით პატარა ფურცელი იდო სადაც ეწერა „ჯიუტო ბავშვო კარგად გაეცანით გამოგადგებათ მომავალ ცხოვრებაში“ ტყუილად მიხაროდა ამის ჩამოცილება ძნელი იქნება, სხვა რამ უნდა მოვიფიქრო მაგრამ ეს მოგვიანებით. საღამოს ექვსი საათი ხდებოდა როგორც იქნა რომ დამირეკა ნოშრე ბიძიამ, მითხრა რომ მთელი დღე მამასთან იყო და ვერ მოიცალა და ისიც მითხრ დააახლოებით ვხვდები რა მიზეზითაც შეიძლება მირეკავდეო, ლუკას მისამართი ვთხოვე, თავიდან მეწინააღმდეგებოდა მერე შევეცოდე ალბათ და დიდი გაფრთხილებებით რომ მამაჩემთან არ წამომცდებოდა მისამართი მომწერა და იქვე დასძინა ნაქირავებ ბინაშიაო. სახლი გარეუბანში აღმოჩნდა. სასწრაფოდ გამოვიცვალე და ტაქსით წავედი დანიშნულ ადგილას. ლუკას კარებთან ვდგავარ, ჩემი გულის გაძლიერებული ხმა მესმის, აკანკალებული ხელით დავაკაკუნე. არავინ გამომეხმაურა. ზარი დავრეკე ისევ დუმილია, ალბათ სახლში არ არის გავიფიქრე. მერე იმედდაკარგულმა კარის სახელური შემთხვევით ჩამოვწიე და ჩემდაგასაკვირად კარი გაიღო. ფრთხილად შევედი, ხმადაბლა დავუძახე, ისე ხმადაბლა რომ მე ძლივს გავიგონე საკუთარი ხმა. კარიდან პირდაპირ მისაღებში შედიოდი, მისაღების მარცხენა მხარეს სამზარეულო ჩანდა, მარჯვენა მხარეს დაკეტილი კარი სავარაუდოდ საძინებელს წარმოადგენდა, მისაღებსა და საძინებლის კარს შუა აბაზანა მდებარეობდა. უნებურად გუნებაში გრძელი სახლი შევარქვი ვინაიდან ერთ სიგრძეზე იყო გაშლილი ყველა ოთახი. უწესრიგობა სუფევდა რამაც გამაკვირვა. მაგიდაზე ლუდის და არყის ბოთლებს თვალი მოვკარი და საძინებლის კარი შევაღე, უცებ ჯოლოსფერი ფარდა აფრიალდა რამაც ძალიან შემაშინა, იქვე საწოლზე ლუკა იწვა გულაღმა საცვლებისამარა და ხვრინავდა. ოთახში საშინელი სასმლის სუნი იდგა, მიუხედავად იმისა რომ ფანჯრები ღია იყო. ფეხსაცმელი ფრთხილად გავხადე, არაფერი გაუგია. საწოლთან წაქცეული არყის ბოთლი დავინახე. ჰმ ბოთლი ხარაგაულიდან! საწოლის გვერდზე ტუმბოზე ჩამოვჯექი, ლუკა გაურკველ სიტყვებს ისროდა. თავი გადმოატრიალა თვალი ოდნავ გაახილა შემომხედა. -თაკო ნუთუ შენ ხარ? ნამდვილად შენ ხარ თუ მეჩვენები? -მე ვარ ლუკა! -სიზმარში ვარ ხო? -არა ლუკა აქ ვარ! -არ მინდა შენი დაკარგვა, არ მინდა შენი დაკარგვა -არ დამკარგავ.. -საშინელი დედაშენი აქ იყო, რა აღარ მითხრა. იცი ჩემი ტანსაცმელიც კი წაიღო ჩვენ გიყიდეთო, რა დამამცირებელია. რაა? გონებაში ათასი ფიქრი დამებადა, ნუთუ მართლა იკადრა დედაჩემმა მსგავსი საქციელი? ან იქნებ ლუკას ფანტაზია იყო ყველაფერი, მას ხომ ნახევრად ეძინა და თანაც გვარიანად ბევრი დაელია, ღმერთო ჩემო, ნასვამი ადამიანი ხომ სიმართლეს ამბობს! წარმოდგენაც არ მინდა, გაფიქრებაც ცუდად მხდის, ეს ყველაფერი არ მინდა ჩვენს ურთიერთობაზე აისახოს. ყელში მომდგარი ბურთი მახრჩობდა, თავს ძალა დავატანე რომ არ მეტირა. თვალი უაზროდ გამიშტერდა თითქოს არსად არ ვიცქირები, მაგრამ რამდენ რამეს ვხედავ, ნათლად დავინახე ამ ოთახში მოსიარულე მედიდური სახით ქეთუსია და შეურაწყოფილი, თავჩაღუნული ლუკა. -თაკო, თაკო-ბორგავდა ლუკა. -აქ ვარ-ვუთხარი და ჩემი ხმა მეთვითონ ,მეუცხოვა. -ხო, აქ ხარ ბოთე, ეს გული სადაც შენ ხარ და ჩემი ყველა ამოსუნთქვა რომელიც შენია ნაკუწებად აქციეს, არარაობად მაგრძნობინეს თავი, წუმპის ვირთხა მეძახეს, ამ ბინას კი წუმპე უწოდეს, საკუთარი სოროც კი არ გაგაჩნიაო გესმის? რა სასაცილოა-ხმა გაუწყდა, მომეჩვენა რომ ჩაეძინა კიდეც. ოთახს თვალი მოვავლე უწესრიგობა სუფევდა, ჩემი ყურადღება ლუკას ტელეფონმა მიიქცია, რომელიც მალ-მალე ანათებდა, მობილური უხმო რეჟიმზე ეყენა. ჩემდასამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ სურვილი გამიჩნდა ტელეფონი მენახა, პირველი რაც გავაკეთე მესიჯებში შევედი და ადგილზე გავქვავდი. ქრისტი წერდა უნამუსოდ აშანტაჟებდა რომ მე მეტყოდა ყველაფერს, ბავშვი რომელსაც მუცლით ატარებდა შესაძლოა მისიც ყოფილიყო, მაგრამ სულაც არ აწყობდა უფულო მეუღლე. ლუკა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა წერდა რომ თუ რამეს მეტყოდა მწარედ ინანებდა. მობილური საწოლზე მოვისროლე, წამოდგომა ვცადე, მაგრამ სხეული არ დამემორჩილა, მოწყვეტილი დავეშვი და მწარედ ავტირდი. საკუთარი თავი შემეცოდა, თითქოს დანებს მიყრიდნენ, სულ ცოტახნის წინ მეგონა სამყაროს დავუპირისპირდებოდი ჩემი სიყვარულის გამო, ახლა კი იმედგაცრუებილი ვზივარ და ვფიქრობ, იქნებ მართალია დედაჩემი, იქნებ ყველამ თავის წრეშ უნდა იტრიალოს. ლუკას შევხედე უდარდელად იწვა და მშვიდად სუნთქავდა. გაუცხოებული მეჩვენა. არა! არა! ეს ის არაა ვინც მე შემიყვარდა. ავდექი, კარებთან მივლასლასდი კარი გამოვაღე და ქუჩას გავუყევი ჩემივე ფიქრებს ადევნებული, ნიავის დაქროლვასავით ვუხვევ ვიწრო შესახვევებში და მომავალს ლუკას გარეშე ვხედავ და სიმწრით ვიმეორებ! აწი უშენოდ გათენებული დილა შენი სახელის ხსენებით დაიწყება და ძილიც გამიხარდება თუ სიზმრად გნახავ. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე ბიჭების ჯგუპი რომლებიც დამშეული თვალებით მიყურებდნენ. -ჰეი ლამაზო აქ რას დადიხარ? რამეს ხომ არ ეძებ ჰაა?-მითხრა მათშ ყველაზე მაღალმა. თითქოს უცებ გამოვერკვიე, გარემო მოვათვალიერე ყრუ და ჩაბნელებული ადგილი იყო, მხოლოდ ლანდებად ჩანდნენ. შიშმა ამიტანა და უკანმოუხედავად გავიქეცი, ბიჭების ჯგუფი გამომეკიდა, ბიჭებს ძაღლი დაედევნა ყეფით. გინებით და ქვებისსროლით მოიგერიეს, ერთ-ერთი მათგანი ისევ მომდევდა, გავრბოდი რაც კი სემეძლო, ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავიფორთხიალე საშველად ხალხს მოვუხმობდი, ვკიოდი განწირული, ფეხის ხმა სულ ახლოს გაისმა, ბედად საიდანღაც ორი ბრგე მამაკაცი გამოჩნდა. -რა ხდება გოგონა? -მომდევენ მიშველეთ. -არავინაა ეტყობა გაიქცა-მადლიერი თვალებით შევხედე ჩემს მხსნელებს და ვთხოვე თაქსამდე მივეცილებინე. გაინტერესებთ ცხელ გულზე რა მოივიმოქმედე? ორ დღიანი სახლში ყოფნის შემდეგ, ბევრი ფიქრის შემდეგ, ლუკას გაუთავებელი რეკვების მერე, მივიღე გადაწყვეტილება რომ ალექსანდრეს გავყოლოდი ცოლად. ამით ლუკას დავსჯიდი და სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი დამცირებისათვის. საინტერესოა როდის მოახერხა მასთან დაახლოება, ან როდის იწვნენ ერთად, გულზე ცეცხლი მეკიდებოდა ამის გაფიქრებისას და სულ უფროდაუფრო მიძლიერდებოდა სურვილი ალექსანდრეს გავყოლოდი ცოლად. ღმერთო როგორ ვცდებოდი როცა ლუკას კარგ ადამიანად წარმოვიდგენდი. თურმე ადამიანს ვერ გაიცნობ რა გინდ სასწაული ინტუიცია გქონდეს, არ იცი ვინ როდის რას მოიმოქმედებს. ალბათ მხოლოდ გარდაცვალების მერე შეგიძლია ადამიანი შეაფასო, თორემ მოკვდავი ადამიანის შეფასება ძალზედ ძნელია. მეშინოდა რამოდენიმე დღის შემდეგ არ გადამეფიქრებინა ეს აზრი და სასწრაფოდ შევკრიბე ჩემი ოჯახი და მათ შორის ალექსი სადაც მტკიცედ განვაცხადე ჩემი გადაწყვეტილება. ქეთუსას და იოსების სახე უნდა გენახათ, სიხარულისაგან რა გაეკეთებინათ აღარ იცოდნენ. მამაჩემმა მამიდაჩემს დაურეკა და აცნობა „სასიხარულო“ ინფორმაცია, ალექსანდრე სიამოვნებით მიცქერდა თავისი გამჭირვალე ცისფერი თვალებით და ეღიმებოდა, ჩანდა გამარჯვებას ზეიმობდა. საჩქაროდ შეადგინეს ქორწილის გეგმები, ჩქარობდნენ რადგან ეშინოდათ არ გადამეფიქრებინა. გადაწყდა ორ კვირაში მექნებოდა პატარა ქორწილი სადაც ალექსის მცირე ნათესაობაც დაესწრებოდა და მომდევნო ორ კვირაში იტალიაში გვექნებოდა გრანდიოზული ქორწილი. გაკვირვებული მიცქეროდა „ჩემი საქმრო“ ასე უცებ მიღებული ჩემი გადაწყვეტილება ბევრ საფიქრალს უჩენდა. მე გარკვევით და ხაზგასმით ვუთხარი რომ ქორწინების შემდეგ მექნებოდა ჩემი ოთახი სადაც მარტო დავიძინებდი, არანაირი ცოლ-ქმრული მოვალეობები, ქორწინება მოჩვენებითი იქნებოდა მანამდე სანამ რომელიმე ჩვენგანი არ შეცვლიდა რაიმეს. ყველაფერზე თანახმა იყო, მითხრა რომ ქორწინებას კი არა სრულ თავისუფლებას მაჩუქებდა, მხოლოდ ყოველ საღამოს უნდა მომეყოლა მისთვის მთელი დღის ამბობი, ისე რომარანაირი ტყუილი არ ყოფილიყო ჩვენს შორის ეს იყო დ ა ეს რაც მე მევალებოდა. თითქოს შურისძიებისგან ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი მაგრამ ვერაფრით ვერ ვისვენებდი, გული სიღრმეში სინდისი მქენჯნიდა ასე უმოწყალოდ რომ ვექცეოდი ლუკას და ჩემს თავს, მაგრამ ვერ შემეძლო ეს ყველაფერი მეპატიებინა. ნოშნობამდე დარჩენილი ორი კვირა დეპრესიაში გავატარე, ვგლოვობდი ჩემს არშემდგარ სიყვარულს და გარშემო არავის არ ვეკონტაქტებოდი. კარი მივუხურე ყველას და სრულ მარტოობას მივეცი თავი. გავხდი, თითქმის ერთიანად ჩამოვდნი. ვინაიდან სასურველი ქორწინება არ იყო საქორწილო კაბა მარის და დედაჩემს მივანდე, რადგან ჩემთვის სულ ერთი იყო რას ჩავიცვამდი და როგორ გამოვიყურებოდი, მხოლოდ ლუკას მოიცავდა ჩემი არსი და გარემო. ალექსი მარწმუნებდა რომ ეს შეცდომა იქნებოდა რადგან მისი სანათესაო ჩასაფრებული იქნებოდა და ყველა დეტალს დააკვირდებიანო. სულ არ მაღელვებდა არც ეს ქორწინებდა და არც მისი დეტალები. მთელი ამ დროის განმავლობაში ლუკა ჩემთან დალაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ მე არანაირად არ ვპასუხობდი. მოკლე მესიჯი მივწერე „ ვთხოვდები, დამივიწყე ისე როგორც მე დაგივიწყე“ სოციალური ქსელი, ჩემი კარები თუ მესიჯები არ ჩერდებოდა მისი თავგადაკლული მცდელობებისგან. არცერთგან არ ვპასუხობდი, ცრემლში ვიხრჩობოდი არ ვაძლევდი საშუალებას აეხსნა, რასაც ესე ძალიან მთხოვდა. საბოლოოდ გამოვიგლოვე ჩემი პირველი სიყვარული. კვირა დღეა, ჩემი ქორწინების დღე. კაბა რომელიც მარიმ თავისი გემოვნებით შეარჩია სადა და მოკრძალებული იყო. სალონში ვზივარ და თავს ვაიძულებ ლუკაზე არ ვიფიქრო ვცდილობ ბედნიერი ვიყო მაგრამ სევდაჩამდგარი თვალები მყიდიან. ისე როგორც არასდროს ლუკას ნახვა მომინდა, საბოლოოდ მხოლოდ საბოლოოდ. რა მოხდება თუკი მასთან მივალ? მაგრამ არა! მარის გავანდე ჩემი ფიქრები სახეზზე სინანული აღებეჭდა. -იქნებ სჯობდა გადაგეფიქრებინა სანამ გვიანი არ არის-მითხრა და ხელი მომიჭირა ხელზე -არა, ამას ვერ ვიზავ. -ეხლავე მოვალ- მითხრა მარიმ და კარებში გაუჩინარდა, ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა და მითხრა უკან გამოყევიო. კითხვით სავსე თვალები მივანათე.-ქვემოთ ჩამოდი ტხოვ ორი წუთით-არ იშლიდა მარი თავისას. -მშვიდობაა? -კი, კი. სუ რაღაც ათ წუთს წაგართმევთ კარგით?-მანიკურის სპეციალისტს მიუბრუნდა მარი, გაკვირვებული ვუყურებდი, რადგან ვერ ვხვდებოდი რა საქმე იყო ასეთი საჩქარო. მარი წინ წამიძღვა, ერთი სართულით ქვემოთ ჩავედით, მარის მივყვებოდი, გაიარა ერთი დერეფანი და ღია კარში გაუჩინარდა, შევყევი და ადგილზე გავშეშდი, ლუკა აწყლიანებული თვალებით შემომყურებდა. მარიმ დაგვტოვა ვიდექი და შევყურებდი როგორ მოვქცეულიყავი ვერაფერს ვახერხებდი, როგორ შეცვლილა ამ ორ კვირაში. თითქოს ისიც განახევრებულიყო, თვალის უპეები ჩაცვივნოდა და ჩაშავებოდა, გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო ცოტაც და წავიქცეოდი ლუკამ ხელი შემაშველა, მისი შეხება, ნაცნობი სურნელი, თითქოს თავიდან განმიახლდაო ელექტრონებივით დამიარა სხეულში. -ღმერთო რა ლამაზი ხარ? რას აკეთებ თაკო რას? აზრზე თუ ხარ არს აკეთებ?-შემაჯანჯღარა-რატომ არ მაძლევ საშუალებას აგიხსნა რა მოხდა, ის ღამე გახსოვს? შენი დაბადებისდღე, მეორე დღეს მოვიდა ქრისტია თუ.. -ლუკა!-გავაწყვეტინე -მაცადე ყველაფერს აგიხსნი.. -არ მაინტერესებს ძალით შემოგივარდა ხომ საწოლში?-ვუთხარი და ცრემლი ვერ შევიკავე. -არ მეშვებოდა, მწერდა, მირეკავდა მერე ჩემთან დაუპატიჯებლად მოვიდა. ეგონა მეც შენსავით მდიდარი ვიყავი. -გწერდა ხო? სახლშიც მოგადგა საიდან გაიგო.. -კარგი რაა თბილისი პატარაა, გაიგო, არ ვიცი სადიდან, თან მაშინ არ ვიყავით შეყვარებულები.-მეწყინა ძალიან მეწყინა რადგან დანახვისთანავე შემიყვარდა. უცებ მთელი ძალით მიმიხუტა. მეც მის მკლავებში აცახცახებული ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თავი ამაწეინა, ტუჩებზე დამაცხრა და გაგიჟებული მკოცნიდა მეც თავი ვერ შევიკავე და ავყევი, დრო გაჩერდა სამყარომ არსებობა შეწყვიტა, მხოლოდ ლუკას არსებობას ვგრძნობდი. ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ჩვენი გაცნობა, დაბადებისდღე, ბათუმი და ხარაგაული მეხსიერებაშ გაცოცხლდნენ და ამოტივტივდნენ. საოცარია გიყვარდეს ადამიანი და არ პატიობდე შეცდომებს. იქნებ სიყვარული მაშინაა სიყვარული როცა ყველა შეცდომას პატიობ?! სიყვარულს სიამაყე კლავს და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ან იქნებ სიყვარული მაშინ რჩება სამუდამო როცა კარგავ, როცა მთელი ცხოვრება თავს გახსენებს და არ გაძლევს დავიწყების საშუალებას, იქნებ ყოველდღიურ ურთიერთობაში უფერულდება და კვდება? უცებ ხელი ვკარი და უკანმოუხედავად გავიქეცი. ლუკას სასოწარკვეთილი ხმა ზურგიდან მესმოდა. მე კი მეორე სართულის კიბეზე ავრბოდი. ცხოვრება შედარებითია, ჩვენ ყველანი ზღვის ტალღებს ვგავართ ამინდზე დამოკიდებულნი, თუკი მშვიდია და კრიალაა ცა, ტალღებიც საოცარი სიმშვიდით ლივლივებენ ზღვაში, საკმარისია ცამ კოპები შეჰყაროს ამინდი გაუარესდეს რომ ლივლივა ტალღები წამოიზვირთებიან და ხმაურით და ღრიანცელით ნაპირს მიეხლებიან. მასე ვართ ადამიანებიც ცხოვრებისეულ ამინდზე დამოკიდებულნი, ან მშვიდად ან კიდევ ხმაურით მივეხეთქებით ნაპირზე და სობოლოოდ ვმთავრდებით. ცხოვრებაც ნაპირზე გასვლას ჰგავს, ოღონდ სანამ დავმთავრდებით უნდა ავირჩიოთ ნაპირამდე როგორ გავიდეთ, წარბშეკრულ ამინდს როგორ დავუხვდეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.