შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი 19 თავი.


9-01-2020, 01:46
ავტორი zia-maria
ნანახია 9 617

ადამიანის ცხოვრების თითოეული დღე სავსეა გამოცანებით და საიდუმლოებებით,ზოგი ბედნიერებისაგან უმაღლეს მწვერვალზე არის ასული,ზოგი უბედურების ცრემლით იკვლევს ეკალ-ბარდებით სავსე გზას და გაჭირვებისგან ხსნას უფალს სთხოვს.გათენდა,ყავით სავსე ფინჯანი მაგიდაზე დადგა და კექსის მოზრდილი ნაჭერი თეფშზე დაიდო,კარზე კი ზარის ხმა შემოესმა და საათს შეხედა,ისრები დილის 8 საათს უჩვენებდა,გაუკვირდა და კარი გააღო,კარში კი გაღიმებული იდგა რატი.
-მამა? ასე ადრე არ გელოდი და თან მარტო ხარ,დედა კარგად არის? არა,არა რას გეკითხები გაღიმებული სახე გაქვს კი დედა კარგად არის,აბა რა მოხდა ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა?
-დამშვიდდი რა მოგივიდა,რა პანიკაში ჩავარდი შვილო.გაეცინა რატის და ფატის შეხედა.
-რა ხდება მამა.
-ყველაფერი კარგად არის,სტუმარი მოვა მალე და მინდა გაგაცნო.
-ვინ,ვინ არის სტუმარი.
-იცნობ,მაგრამ მინდა ახლოს გაიცნო.
-ვიცნობ? ვერაფერი ვერ გავიგე ყველაფერი ამერია თავში,ყავა გინდა?
-იცნობ ჩვენს სტუმარს და ნუ დაიძაბე,ყავას კი შენთან ერთად მივირთმევ.
-მიჩვეული არ ვარ მოულოდნელ სტუმრებს და დავიბენი,ყავას მოგიტან.ფატი და რატი ყავას მიირთმევდა რომ კარზე ისევ ზარის ხმა გაიგონა,ისევ ფატიმ გააღო კარი და ანამარიას იქ ყოფნას ნამდვილად არ ელოდა.
-ანამარია? შემოდი,უკვე გელოდით.
-მელოდით?
-მითხრეს სტუმარი გვეყოლებაო და გამიკვირდა შენი აქ ყოფნა,მაგრამ სიმართლე გითხრა გამეხარდა კიდეც შენი ნახვა.
-დილა მშვიდობის,ვხედავ შენც ჩემსავით გაკვირვებული ხარ რადგან არც შენ იცი ჩვენი შეკრების მიზეზი,არ ვიცი რა ხდება.
-სახლში შემოდით,კარში ჩურჩული ეს ახალი მოდა არის?
-ძია რატი? აქ რას აკეთებ ან რატომ დამიბარე ამ სახლში.
-მამას იცნობ? ანამარიამ გაოცებულმა შეხედა ფატის და შემდეგ რატის მიუბრუნდა.
-მამას? ეს,ეს არის შენი წარსული.ეს არის შენი წარსულის ტკივილი,რომელიც ასე ძალიან გტკიოდა.
-რა ხდება,მეც გამაგებინეთ.
-წარსულს დავიბრუნებო მეუბნებოდი,ამიტომ დაიკარგე და სახლში აღარ მოდიხარ.მიგიხვდი,ხომ ყველაფერი ასეა როგორც ვთქვი.
-დაჯექი,ანამარია შენ იცი ჩემი წარსულის ისტორია და ისიც იცი როგორ მტკიოდა,როგორ მოვედი აქამდე.იცი ისიც თუ ვინ არის ყველაზე დიდი დამნაშავე,თუ ვინ წამართვა წარსული.
-ვიცი და ვერ გავიგე ვინ არის ეს ადამიანი,ვინ არის სინამდვილეში გაგა რუხვაძე და რატომ აქვს მას ასეთი დიდი უფლებები ყველას ავნოს და ატკინოს, დასჯით კი არ დაისაჯოს იმ ყველაფრისთვის რასაც აკეთებს.
-სწორია და გაგაა ის ადამიანი ვინც ჩვენ სამივეს დაგვინგრია ცხოვრება შვილებო,ფატის წაართვა მამა და მისგან ის შორს იყო.შენ კი ოჯახიც წაგართვა და თავისუფლებაც,მაგრამ მოვიდა დრო დავიბრუნოთ ყველაფერი.
-როგორ,ეს როგორ უნდა მოხდეს.
-მოხდება სულ მალე და კომპანიის მართვას თქვენ ორნი გააგრძერლებთ.
-აგვიხსენი გასაგებად მამა,მინდა ვიცოდე რას ფიქრობ რომ მეც ისე ვიმოქმედო შიგნიდან.
-მომისმინეთ კარგად,ეს კომპანია არასოდეს არ ეკუთნოდა რუხვაძეებს,ის დაარსა შენმა დიდმა ბაბუამ და შემდეგ იას მამას გადაეცა მემკვიდრეობით.კომპანიის თავში იყო ნასრაძე და ბიბილური,ეს ორი გვარი კი გაგა რუხვაძემ მოსპო.მე ვფიქრობ მოვიდა დრო კომპანის კედლები ნამდვილმა მფლობელებმა დაიბრუნოს.
-მალიბუს მკვლელობისთვის ვინ აგებს პასუხს მამა.
-ის ვინც მალიბუზე ასწია იარაღი უმაღლესი სასჯელით დაისჯება,გპირდებით ორივეს რომ მკვლელობის დამკვეთი და შემსრულებელი ორივე დაისჯებიან.ანამარია შენ რა ქენი ზვიადის ცოლთან,ესაუბრე?
-ვესაუბრე,მალე ზვიადის ქონებას გადაიფორმებს და მას სულ ცარიელს დატოვებს.
-აქციებსაც დათმობს,მისთვის უკეთესია აქციები გასცეს რომ ციხეში არ წავიდეს,მაგრამ..............
-მაგრამ ის ციხეში აუცილებლად წავა,ეს გარდაუვალია.მისი თავისუფლების ბოლო დღეებია და მოდი მივცეთ მას სრული თავისუფლება,აკეთოს ის რაც მას სურს.ჩვენც გვაწყობს მისი შეცდომებით გადადგმული ნაბიჯები და სწორედ ეს შეცდომები დაღუპავს მას.

გზა ჩუმი და უხმო ნაბიჯით გაიარა,მხრებით მიათრევს დარდს და ამ დარდის გვერდით ოცნების სარკმელსაც ხედავს,სარკმელს რომელსაც ჯერ კიდევ ლუქი ადევს.იცის რომ დაიღლება და იცის უნდა იბრძოლოს იმ სარკმელს ლუქი რომ ააძროს,მაგრამ სინდისიც აწუხებს.ფიქრებში კაფეს მიუახლოვდა ჯერ კიდევ შემორჩენოდა კლიენტი კაფეს,მაგრამ გვერდი აუარა ყველას და განმარტოვებით დაჯდა.
-შალვა ისევ უფულოდ მოდი?
-არა,მოიტანე დასალევი და პირველი შენ გაიგებ როცა ამ დასახლებას დავტოვებ.
-წახვალ? შენ რა ჯეკ-პოტი მოიგე და არ ვიცით?
-ჯერ არა,მაგრამ ფული თავისთავად მოვა.რამოდენიმე ჭიქა დალია და უკვე არეული ნაბიჯებით გაყვა სახლისაკენ გზას.სახლში ხმაურით შევიდა და ცოლს ეჩხუბა,ყველას ესმოდა მისი ყვირილის ხმა.ვეღარ მოერია ნერვებს,თავი ხელში ვერ აიყვანა და ანანო ბავშვთან ერთად სახლიდან ქუჩაში გააგდო,შემდეგ კი ორივე ხელი თავზე მოიკიდა და ტირილით თქვა.
-რას ვაკეთებ,მაპატიე უფალო.ტელეფონი აიღო და რატის დაურეკა.
-გისმენ შალვა.
-ვერა,ვერ შევძლებ თამაშის გაგრძელებას არ გამომდის ძმაო.
-გამოგდის,ჩვენ ყველაფერი ვიცით რადგან ჩვენი კაცი გითვალთვალებს.კარგია,ასე გააგრძელე.ანანო შეშინებულ შვილს გულში იკრავდა და ჩურჩულებდა.
-არ შეგეშინდეს შვილო,მამა ასეთი არ არის არ ვიცი რა ემართება ეს ბოლო თვეები.ჩვენ აქედან წავალთ და როცა მიხვდება რომ შეცდომა დაუშვა,ისევ ერთად ვიქნებით.შალვას ჩაწყნარდა და სახლის კარი გააღო, ეს კი იმის ნიშანი იყო რომ ანანო სახლში შესულიყო ბავშვთან ერთად.თავად ისე გაუხდელად დაწვა დივანზე და ჩაეძინა,დილით კი ძალიან ადრე გავიდა სახლიდან.ისევ კაფეში მიიჩქაროდა,რომ უეცრად ვერცხლისფერი ნისანი გაჩერდა მის ფეხებში.
-გაიარე,ვერ ეტევი გზაზე?
-მეგობარო სტუმარს ასე ხვდებიან ამ დასახლებაში?
-ვინ ხარ,გზაზე გაიარე.
-შემომხედე და მიცნობ,იქნებ არ ვართ უცხოები.შალვამ მძღოლს შეხედა და ადგილზე გაშეშდა.
-შენ? შენ მართლა დაბრუნდი?
-დავბრუნდი,ხომ გითხარი დავბრუნდები ჩემგან ძალიან ბევრ ფულს იშოვნი და გაგამდიდრებთქო.
-მითხარი,მაგრამ არ მჯეროდა.
-წამოდი,დავსხდეთ და ვისაუბროთ.
-ვისაუბროთ? კარგი,ვისაუბროთ.
-ამჯერად სერიოზული საუბარი გვექნება.
-კარგი,კარგი მაგრამ მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი.
-ზვიადი,ზვიადი რუხვაძე ერთ-ერთი კომპანიის მმართველი.
-არ მატყუებ?
-არა,რატომ უნდა ვთქვა ტყუილი.ის პატარა გოგონა შენ მოგყვებოდა უკან,შენი შვილია? შალვამ უკან გაიხედა და ელისოს თვალებში ჩამდგარმა ცრემლმა გული აუჩქარა,მაგრამ ყველა გრძნობა ჩაიკლა გულში და ელისოს მკაცრი ხმით დაუძახა.
-ასე ადრე გარეთ რატომ გამოდი,დედაშენი სად არის.
-დედას სიცხე აქვს და მე აფთიაქში წამოვედი,წამალი უნდა მივუტანო.
-სახლში დაბრუნდი და მე მოვიტან წამალს.ელისო სახლში დაბრუნდა და ჩუმად ტიროდა,ზვიადიმ კი შალვას უსაყვედურა.
-პატარა გოგონა დედის ავადმყოფობამ შეაწუხა,შვილს ასე რატომ მოექეცი,მარტო რატომ გაუშვი.
-შენ ვინ ხარ,ან ვინ გეითხება.
-გონს მოდი მეგობარო.შალვა გაგულისებული შებრუნდა და დაფიქრებული გაეცალა ცნობისმოყვარე თვალებს.ზვიადიმ თვალი გააყოლა და ჯიბეში ახმაურებულ ტელეფონს უპასუხა.
-ბაჩო შენი ჯერია,მე თითქმის დავითანხმე ის ყველანაირ ციფრზე დაგანხმდება.
-ხვალიდან მივხედავ,დღეს ვაცადოთ იფიქროს.
-ვალი აქვს და შენ რაც შეიძლება მეტი შეაძლიე,რომ ფულს დახარბდეს.
-გასაგებია,მაგრამ არც უნდა გაიგოს რა ხდება.
-ეს საქმე უნდა გამოგვივიდეს,ეს გოგონა გვჭირდება.ზვიადიმ ბაჩოს გაუთიშა და ჯულის დაურეკა.
-როგორ ხარ ჯული.
-თუ უარესად,უკეთესობა არ გვაქვს ზვიადი.
-ორი დღეც მოითმინე და ეს ტანჯვაც დასრულდება,თინათინი გადარჩება.შალვამ სიცხის დამწევი მიუტანა ანანოს,მთელი ღამე არ დაეძინა და შემდეგ ისევ რატის დაურეკა.უკვე დაძინებას აპირებდა რომ მძინარე ელისოს მოეფერა და ჩურჩულით უთხრა.
-მაპატიე,მაპატიე ტკივილი რომ უნდა მოგაყენო ჩემო გულო,მაგრამ ისევ შენთვის და შენი უკეთესი მომავლისთვის.
-შალვა? აქ რას აკეთებ,ბავშვის საწოლთან დგეხარ და ტირი?
-გგონია არ მიყვარს ჩემი შვილი? შევიცვალე,მეც ვხვდები რომ ჩემი საქციელით ტკივილს გაყენებთ.შევიცვლები,გპირდები შევიცვლები ანანო.
-შენ ასეთი არ იყავი,უეცრად შეიცვალე თუ გინდა მითხარი რა გაწუხებს,მოგისმენ საყვარელო.
-გეტყვი,ყველაფერს გეტყვი მაგრამ ხვალ, ახლა არა.
-მართლა მეტყვი?
-ხვალ სკოლაში წავიყვან და რომ დავბრუნდები სახლში, ვისაუბროთ.ანანომ გაოცებულმა შეხედა შალვას,თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში იყო,მაგრამ შემდეგ ელისოს გვერდით მიუწვა და შვილთან ერთად მშვიდად დაიძინა.დილის სინათლე ნელა-ნელა შემოდიოდა ოთახში,გარეთ ჯერ კიდევ სიცივე იყო და პატარა ბეღურები მავთულის სინაზე მობუზულები ისხდნენ.გვედით ოთახში ეძინა მისთვის საყვარელ ორ არსებას,ჩუმად შევიდა მათთან შეხედა დედა-შვილი მშვიდად სუნთქავდა და შიშმა ტვინიდან დაიძრა და ნელა-ნელა ფეხის თითებში გაატანა.ისევ დაბრუნდა თავის ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა,ჩაფიქრდა და ჩაეძინა.თითქოს არ სუნთქავდა და საწოლზე მხოლოდ გაყინული სხეული იდო,მაგრამ შეირხა რადგან ოთახში შემოსულმა დილის სხივმა შეაწუხა და სახეზე ორივე ხელები მოისვა.ვეღარ მოისვენა,ადგა და ფარდები გადასწია რომ სახლში მეტი სინათლე ყოფილიყო,გარეთ გაიხედა და გაუკვირდა,წვიმას დაეწყო.ანანოც ადგა,საუზმე გააწყო და ელისო ასაუზმა,შემდეგ კი წასვიმარი მოისხა ორივემ და სკოლაში წასასვლელად მოემზადა,რომ შალვამ უთხრა.
-მე წავიყვან დღეს პრინცესას სკოლაში.ანანოს გაუკვირდა და ელისოს უთხრა.
-მამა წაგიყვანს დღეს,მე კი შენს საყვარელ ტოლმას მოვამზადებ.
-დედა შენთან მინდა ვიყო.
-რატომ,მამა წაგიყვაბს შვილო.
-მამას უცნაური მეგობრები ყავს და მეშინია მათი.
-სკოლაში წამოსვლისას მე მოგაკითხავ და გზაში მინდვრის ყვავილები დავკრიფოთ.როგორც იქნა დაითანხმა ელისო და მამასთან ერთად გაუშვა,თითქოს რაღაც გრძნობა ჰქონდა რომ შვილს ვეღარ ნახავდა და დაუძახა.
-ელისო.ელისომ დედას მიუბრუნდა, გაიქცა და ჩაეხუტა.
-დედა ძალიან მიყვარხარ.
-დედასაც ძალიან უყვარხარ შვილო.
-წამოდი,ისე ემშვიდობებით ერთმანეთს თითქოს ვეღარასოდეს შეხვდებით.
-წადი მამა გელოდება,მაგრამ რაღაც მინდა გკითხო.
-მკითხე დედა.
-მითხარი მამას უცნაური მეგობრები ყავსო,რატომ იფიქრე ასე შვილო.
-ისინი არასოდეს მინახია ჩვენს დასახლებაში,ერთს ლოყაზე დიდი შრამი აქვს და საშინელი გამოხედვა იცის.
-დამშვიდდი დედა ყოველთვის შენს გვერდით არის.წავიდა შალვა ელისოსთან ერთად,ანანომ გულში ტკივილი იგრძნო,გრძნობდა ცუდს გული და სახლში ვერ გაჩერდა სასწრაფოდ გამოიცვალა სკოლისაკენ წავიდა,გზაში წვიმამ უფრო მოუმატა მაგრამ არ შეჩერდა და ჩქარი ნაბიჯით მიიწევდა წინ.შალვას მანქანა დაინახა და თითქოს ელისოს ტირილის ხმაც შემოესმა.
-მამა,მამა,მამიკოოოო.
-ელისო? ეს ელისოს ხმაა,შვილო ელისო აქ ვარ მოვდივარ.
-დედააა,დედააააა.
-წავედით,წავედით.ერთმა მამაკაცმა ელისო ხელში აიყვანა და მანქანაში ძალის ძალად შესვა,მეორემ ძირს წაქცეულ შალვას ფეხი ჩასცხო სახეში და ასე მიატოვეს შალვა დასისხლიანებული.ანანომ ტალახში ამოსვრილი შალვა წამოაყენა,შემდეგ მიატოვა და მანქანას გაეკიდა,მისდევდა მთელი ძალით სანამ შეძლო სირბილი და შემდეგ ძირს დავარდა.
-ელისოოო,ელისოოოოოო.მიშველეთ,არავინ არ ხართ? წვიმაში ანანოს ხმა არავის ესმოდა,გარბოდა და ფეხი უსრიალებდა მუხლებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ არ შეჩერდა.ისევ წაიქცა და ისევ წამოდგა,მაგრამ ვეღარ შეძლო.ქუჩა ცარიელი იყო,არავინ იყო რომ დახმარებოდა შალვა ორმა ახალგაზრდამ წამოაყენა და ერთმა მათგანმა ყურში უჩურჩულა.
-მშვიდად იყავი ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოვიდა,ამიერიდან საქმე ჩვენ მივხედავთ.
-ჩემი შვილი? ხომ დამიბრუნებენ ჩემს შვილს.
-რა თქმა უნდა,მადლობა დახმარებისთვის თქვენს ადგილზე სხვა არ დაგვთანხმდებოდა.ანანო მიუახლოვდა მათ და დამწუხრებული სახეები მიიღეს.
-აქ რას უდგეხართ,ჩემი შვილი გაიტაცეს ის ხომ ჯერ სულ პატარაა.
-ვაცნობეთ პოლიციას ქალბატონო,ძებნა უკვე გამოცხადდა.წვიმამ გადაიღო და ყველა ერთად ეძებდა ელისოს მაგრამ მის კვალს ვერავინ ვერსად ვერ მიაგნო.დაბნელდა,ყველა მის ბუდეებში დაბრუნდა და ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა,მაგრამ სიჩუმეს წვიმის ხმა და ფოთლების შრიალი არღვევს.ფანჯარასთან დგას,წვიმამ ისევ გაძლიერდა და ფანჯრის დაორთქლილ მინებზე ზიგზაგურ კვალს ტოვებს.დგას და სიბნელეს გაჰყურებს და უნდა იმ სიბნელეში ელისოს შეშინებული თვალები დაინახოს,მისი ხმა გაიგონოს ,,დავბრუნდი დედა,მე აქ ვარ'',მაგრამ არ არის.დარწმუნებულია მისი პატარა შვილი დედას საშველად უხმობს,მაგრამ ანანოს შვილის ხმა არ ესმის არც შვილს ესმის დედის ხმა,რადგან ის ერთ ძველ ბინაში მიიყვანეს და იქ მარტო დააგდეს ტირილისგან დაღლილი და ძალა გამოცლილი.დიახ,ასე დააგდეს უგულოდ ტირილისგან გულშეწუხებული.
-ჩემი შვილი მინდა,ვინ წაიყვანა ჩემი ერთადერთი,სად არის ჩემი შვილიიიი.ანანოს ხმამ გონს მოიყვანა შალვა და ორივე ხელები თავში შემოიცხო.მეორე დილით ანანო სკოლასთან მივიდა,ასე აკეთებდა ყოველ დღე და სკოლის დასრულებამდე ელოდებოდა ელისოს და შემდეგ მარტო ბრუნდებოდა ცარიელ სახლში,სახლში სადაც უკვე აღარც სადილი მზადდებოდა და აღარ ისმოდა ელისოს კისკისი.ვინც არ იცოდა ანანოს მდგომარეობა გიჟი ეგონათ და ეცოდებოდათ.
-რა ახალგაზრდაა,რატომ არის ასეთ მდგომსარეობაში.
-მას 8 წლის გოგონა მოსტაცეს,შვილი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
-8 წლის შვილი? რა პატარაა.ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ანანო ერთ დღეს ყველას ჩუმად სახლიდან არ გაიპარა.მიდიოდა,მაგრამ სად მიდიოდა და ვისთან თავადაც არ იცოდა.ვიღაცამ ქაღალდზე დაწერილი სახლის მისამართი ჩაუდო ხელში და უთხრა.
-მიდი ამ ადამიანთან და მოგეხმარება.ისიც ადგა და წავიდა,უკვე გვიანი იყო მოცემულ მისამართზე რომ მივიდა და ზარი მისცა,კარზეც დააკაკუნა მაგრამ კარი არავინ გაუღო.
-არ წავალ,აქ ვიქნები და დაველოდები.კიბეზე ჩამოჯდა და კედელზე თავმიდებულს ჩაეძინა,მხოლოდ დილით შეაღვიძა ვიღაცამ.
-უკაცრავად,აქ ვის ელოდებით.ანანომ უნდობლად შეხედა მის წინ პოლიციის ფორმაში მყოფ უცნობს,მაგრამ უეცრად გაახსენდა ყველაფერი და ცრემლი მოერია და უცნობს უთხრა.
-არ ვიცი ვის ველოდები,არც ის ვიცი ვისთან მოვედი.
-ვის ეძებთ არ იცით?
-ხელში მისამართი მოცეს და მითხრეს,რომ ამ მისამართზე მოსულს დამეხმარებოდნენ.
-მაჩვენეთ მისამართი.ანანომ ქაღალდი მისცა და თავად შეეცადა ფეხზე დამდგარიყო.
-ეს ჩემი მისამართია,მთელი ღამე აქ იყავით?
-კარი არავინ გამიღო და მეც გადავწყვიტე აქ დაგლოდებოდით.
-სახლში შემობრძანდით და აქ ვისაუბროთ,ყავას გავაკეთებ ცოტა ენერგია შევივსოთ და ვისაუბროთ.ანანომ შეხედა უცნობს და მის სახეზე დანახულმა კეთილმა ღიმილმა იმედი გაუჩინა.უცნობმაც ჯერ ყავა მოადუღა და შემდეგ ანანოს წინ ახლოს სავარძელი მიიტანა.ეს კი იმის ნიშანი იყო მზად ვარ და გისმენო.
-მე ნიკოლოზი ვარ,ნიკოლოზ ახვლედიანი და გისმენთ.ანანომ ყველაფერი მოყვა და ნიკამ ანანოს შეხედა.
-გაქვთ ვინმეზე ეჭვი? დაინახე ვინმე უცხო თქვენთან ახლოს?
-დავინახე,მაღალი სუსტი მამაკაცი იყო,უკვე ერთი თვეა რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს,მეორეც იყო მასთან ერთად მარჯვენა ლოყაზე საფეთქელიდან შრამი აქვს.
-ფოტო რომ გაჩვენო იცნობ ორივეს?
-ვიცნობ,მათ სახეებს რა დამავიწყებს.ნიკამ ტელეფონი ამოიღო და ზვიადის ფოტო აჩვენა,ანანომ შეხედა თუ არა არც დაფიქრებულა.
-ეს იყო,პირველად მარტო მოდიოდა,შემდეგ ბოლო დღეებში ეს შრამიანიც მოიყვანა.
-გასაგებია,აქ დარჩით მე კი ისევ უნდა დავბრუნდე უკან,თქვენ აბაზანა მიიღეთ და დაისვენეთ აქ არავინ მოვა მე მარტო ვცხოვრობ.ნიკას ტელეფონზე დაურეკეს და ანანოს უთხრა.
-ეს მნიშვნელოვანი ზარია უნდა ვუპასუხო.
-გასაგებია მე,მე....
-გისმენთ კომისარო.
-ნიკოლოზ ვიცი რომ მთელი ღამე აქ იყავი,მაგრამ რთული საქმეა ბავშვი წაიყვანეს.
-ვიცი,ბავშვის დედა ჩემთან არის.
-წამოიყვანე რომ განცხადება შემოიტანოს.
-კარგი,მოვდივართ.
-რა ხდება,რამე სიახლე გვაქვს?
-ქალბატონო..............
-ანანო,ანანო მქვია.
-ქალბატონო ანანო განყოფილებაში უნდა წავიდეთ განცხადება უნდა დაწეროთ ბავშვის დაკარგვის შესახებ,პოლიცია ვერ დაგეხმარებათ თუ თქვენ არ განაცხადებთ.
-წავიდეთ,ახლავეს წავიდეთ.
-არ დაისვენებთ?
-არა,არა წავიდეთ.ანანო და ნიკოლოზი ერთად შევიდნენ განყოფილებაში,იქ კი ანანოს შალვა დახვდა და კომისარმა სიმართლე უთხრა ანანოს,რისთვისაც ბოდიშიც კი მოუხადა.ანანო შალვას მიუბრუნდა და უთხრა.
-რატომ არ მითხარი თუ პოლიციას ეხმარებოდი,მე ხომ ლამის ჭკუიდან შევიშალე.
-მაპატიე,მაპატიე ვერ გითხარი სიმართლე,ეს ყველაფერი რეალური უნდა ყოფილიყო.შალვამ ხელი მოხვია ანანოს და ორივე ტიროდა.
-ჩვენ პოლიციაც ბოდიშს გიხდით,სხვა გზა არ დაგვიტოვეს იმ ნაძირლებმა დასაკავებლად,გპირდებით რამდენიმე დღეში თქვენს შვილს უკან მოგიყვანთ.
-ელისო როგორ დაითანხმე,ან როგრ არ მითხრა არაფერი.
-თქვენი შვილი ძალიან გაბედულია,მან იცოდა რომ ფილმში იღებდნენ და სიხარულით დაგვთანხმდა.
-ახლა როგორ არის,როდის ვნახავ ჩემს შვილს.
-მის გვერდით ჩვენიანია,შეეშინდა მაგრამ ინფორმაცია გვაქვს რომ მასთან ერთად კიდევ ერთი გოგონაა,ჩვენ კი ორივე უნდა გადავარჩინოთ.ნიკოლოზ,ლაერტი და ლაშა თქვენ სამი იქნებით ამ საქმეზე,გოგიტა შენ ჩემთან დარჩები.ყველა მათი ნაბიჯი უნდა ვიცოდეთ,ჩვენი კაცი რას ამბობს.
-ჯერ სიწყნარეა უფროსო.
-კარგი,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.სტუმრები სასტუმროში წაიყვანეთ,რადგან იქ უფრო მოხერხებულად იქნებით,ჩვენ კი ამბებს ტელეფონით შეგატყობინებთ.კომისარი შალვას და ანანოს დაემშვიდობა,ნიკამ ისინი სასტუმროში მიიყვანა.შავი ღრუბლები კიდევ უფრო ძლიერად შეასკდნენ ერთმანეთს და ყველაფერს ნამად მოედო მათი ცრემლები,შალვამ ანანოს შეხედა და უთხრა.
-ჩვენი შვილის უკეთესი მომავისთვის საყვარელო,ეს მხოლოდ მის გამო გავაკეთე.
-გასაგებია გავიგე,მაგრამ ჯერ კიდევ არ გადამიარა სიბრაზემ.შალვამ იქვე მდგარ ნიკას შეხედა და ორივეს ჩაეცინა.
-ბატონო შალვა თქვენ მოგემსახურებიან,ჩვენ ხშირად ვერ გინახულებთ,რადგან ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება მხოლოდ განყოფილებაში შევხვდებით ერთმანეთს.ასე უფრო დამაჯერებლად ჩანს სხვის თვალში თქვენი გულისტკივილი.

-არიან ადამიანები რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში,არ ვიცი რა უნდა გითხრათ,მეგონა ვერასოდეს ვერ გამოვაღწევდი ამ წყვდიადიდან.ერთი წელია რომ გიცნობ ჯერ ველოდებოდი შენს გამოჩენას,მერე შეგეჩვიე,ახლა კი შემიძლია ვთქვა რომ შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არც ექნებოდა.ზვიადი მადლობა,მადლობა რომ ჩემს ტკივილზე და ჩემს შვილზე იფიქრე,მაგრამ სხვისი შვილი როგორ უნდა გავწირო მის გადასარჩენად,ამას ვერ ვიზამ.
-შენთვის მე ყველაფრისთვის მზად ვარ ჯული.
-მაგრამ როგორ,მე ხომ ............................
-ჯერ ნურაფერზე ნუ იფიქრებ თინათინის გარდა,მის სიცოცხლეზე უნდა ვიფიქროთ.ახლა წავალ და ხვალ მოვალ,დღეს კიდევ სხვა საქმეები მაქვს.ზვიადიმ ჯულის ბინა დატოვა და ბარში წავიდა,იქ კი ახალ გასართობს დაადგა თვალი,უნდოდა ახალი ხილი გაესინჯა და საკბილოც მარტო დაინახა ჩაიცინა,ბარს მიუახლოვდა სიგარეტი ამოიღო და ქერასაც გაუწოდა.
-არ ვეწევი,მადლობა.
-ელოდებით ვინმეს?
-არა,მარტო ვარ.
-ჩემთან წავიდეთ.
-რატომ?
-უფრო ახლოს რომ გავიცნოთ ერთმანეთი.
-გაცნობა აქაც შეიძლება.
-ზვიადი ჩემი სახელი.
-მე ნანა ვარ.ზვიადიმ მისი მოხერხებულობით ნანა დაითანხმა და ბარი ორივემ ერთად დატოვა,უკან შეუმჩნევლად მიყვებოდა ერთი და რომელმაც ინფრმაცია გადააწოდა სხვას.
-გისმენ შოთიკო.
-ბარიდან გავიდნენ და აგარაკზე მიყავს.
-უთვალთვალე,არ წამოხვიდე.ზვიადი აგარაკზე მივიდა და პირველი რაც მოუვიდა აზრად კონიაკი დაისხა და ნანას მიაწოდა,მაგრამ აოცებდა მისი მორცხვობა,თითქოს გაბრაზდა და კონიაკი სულ მოუთქმელად გადაკრა.
-დამშვიდდი და მოეშვი მე ბუხარს დავანთებ,სადღაც შეშა უნდა გვქონდეს.ნანა შორიდან უცქერდა ზვიადის და იცოდა ის მარტო არ იყო მასთან,საჭიროების შემთხვევაში მას დაიცავდნენ.ბუხარში შეშა ატკაცუნდა,სახლიც გათბა და ზვიადიმ ისევ მიუბრუნდა ნანას.
-აბა როგორ ხარ,დამშვიდდი? ასე რატომ შეგეშინდა,თუ ჩემთან იქნები გპირდები ყველაფერი გექნება,მე კი უმდიდრესი ადამიანი ვიქნები შენი ჩემს გვერდით ყოფნით.
-ისედაც მდიდარი ხარ და კიდევ სიმდიდრეს ნატრობ?
-ფულით კი და როცა ეს ვალუტა გვაქვს,ის თითოეულ ჩვენთაგანს აცოცხლებს და სიცოცხლებს უხანგრძლივებს.ზვიადის ტელეფონმა დაურეკა და სასწრაფოდ უპააუხა.
-გისმენთ.
-გერმანელები მოვიდნენ ბავშვის წასაყვანად.
-რამდენს იძლევიან,ერთი გაატანე ბაჩო და მეორე მჭირდება.
-შეხვედრას ითხოვენ პირისპირ შენთან.
-კარგი მოვდივარ,ერთ საათში თქვენთან ვიქნები.
-შეხვედრა თურქეთშიი მოითხოვეს.
-თურქეთში რატომ?
-ასე უფრო დაცული ვართო.
-კარგი მე ახლავეს ავიღებ ბილეთს და თურქეთში გადავფრინდები,ჩავალ თუ არა ადგილზე მოგწერ ან დაგირეკავ ბაჩო.ზვიადიმ ტელეფონი გათიშა და ნანას მიუბრუნდა.
-სამწუხაროა რომ აქედან ახლავეს უნდა წავიდეთ,თუ სურვილი გაქვს ერთად ვესტუმროთ თურქეთს და იქ გავაგრძელოთ ჩვენი საქმეები.
-არა,უკეთესია თუ სახლში დავბრუნდები.ზვიადის ჩაეცინა ნანასთან ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და უთხრა.
-არ არის ადვილი ჩემგან ინფორმაციის გატანა,ამიტომ ასე ადვილადაც ვერ წახვალ ჩემგან,ჩემს გვერდით იქნები.ნანას შეეშინდა,ზვიადიმ ჩანთა წაართვა პირადობა ამოიღო,შემდეგ გადარეკა და თურქეთის მიმართულებით ორი ბილეთი აიღო,ნანა კი თითქმის ძალის გამოყენებით გაიყვანა სახლიდან და პირდაპირ აეროპორტში წავიდა,გზიდან კი გაგას დაურეკა.
-ორი დღით გავდივცარ ქალაქიდან და არ ინერვიულო,მალე დავბრუნდები.
-რატომ მიდიხარ ან სად მიდიხარ,ზვიადი რას აკეთებ რა ჩაიფიქრე.
-საქმეები მაქვს,ნუ დაინტერესდები უფრო მეტი გაიგო,რადგან ჩემს დაბრუნებამდე უნდა მოითმინო,დამელოდე და თავად გეტყვი.
-ზვიადი რას აკეთებ,რამე სისულელე არ ჩაიდინო,გესმის?
-შეხვედრამდე ძმაო.აეროპორტში მისულმა ნანამ ტუალეტში გასვლა მოითხოვა,როგორღაც მოახერხა და კომისარს დაურეკა.
-კომისარო დრო არ მაქვს,მიხვდა რომ პოლიციიდან ვარ და თან მივყავარ თურქეთში,შეხვედრა იქ შედგება და სავარაუდოდ ბავშვის გაცვლაც იქ მოხდება.
-კარგი,ფრთხილად იყავი ნანა შვილო.
-შევეცდები კომისარო.ნანამ ტელეფონი გათიშა დანარეკი წაშალა და ჩანთაში ჩადო,გარეთ გასული ზვიადისთან მივიდა და უთხრა.
-მე რაში გჭირდები,უკეთესია აქ დავრჩე.
-შენ რა სულელად ჩამთვალე? ჩემთან ერთად წამოხვალ და იქ გავერთობით შეხვედრის შემდეგ.თურქეთში ჩასული პირველი სასტუმროში მივიდა ზვიადი და თავი მოიწესრიგა,ნანამაც წყალი გადაივლო და გამოიცვალა.კარზე ფრთხილი კაკუნი გაიგონა,ზვიადიმ გააღო და მას ტელეფონი მისცეს.
-გისმენთ.
-ბაჩო ვარ,ბაითზე არიან პორტში და იქ უნდა მიხვიდე.
-კარგი,გავდივარ უკვე.საბოლოოდ შეათვალიერა თავისი თავი სარკეში,ნანას შეხედა და პირველი გაატარა კარში,სასტუმრო ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა დატოვეს ისე როგორც შეყვარებულმა წყვილმა.ზვიადი ნაცნობ ბაითზე მივიდა და ნანას დაეხმარა გემზე ასვლაში იქ კი რამდენიმე უცხო მამაკაცი დახვდათ,მას სასმელი მიაწოდეს მაგრამ უარი განაცხადა,მხოლოდ მსუბუქი კოქტეილი აიღო და ჩუყმ ჩუმად ყველას ათვალიერებდა,მოულოდნელად თეთრებში ჩაცნულმა მამაკაცმა თვალი ჩაუკრა და გულმა შვებით ამოისუნთქა,იმედი გაუჩნდა რომ ამ ბაითიდან გააღწევდა.აივანზე გავიდა და იქვე მყოფს ტუალეტი კითხა თუ სად იყო,მაგრამ მოულოდნელად ბავშვის ტირილი გაიგონა და იქით წავიდა,თავზე იარაღის მიდება იგრძნო და ადგილზე გაჩერდა.
-მიშველეთ,აქედან გამიყვანეთ გთხოვთ.
-ბავშვის ხმაა შველას ითხოვს,ალბად კარი ჩაეკეტა.
-ბავშვი საჭიროა აქ რომ არის,მაგრამ შენ კი ზედმეტი თავის ტკივილი ხარ.
-რას ამბობ,მართლა? ნანამ ირონიულად გაუღიმა უცნობს და მოულოდნელად დაარტყა,იარაღზეც ხელი აუკრა და წყალში გადააგდებინა,მამაკაცი დაიბნა და სწორედ მისი დაბნევით ისარგებლა ხელი კრა და ისიც წყალში გადააგდო.ნანას მეორე მიუახლოვდა და იარაღი დაუმიზნა,მაგრამ უკნიდან თავში ჩაარტყეს და ოთახში ჩაკეტეს.რამდენიმე საათი გათიშული იყო,თვალი რომ გაახილა საწოლზე შიშველი იწვა,ის რამდენიმე უცხოელმა მამაკაცმა გააუპატიურა უგრძნობ მდგომარეობაში მყოფი.გაჭირვებით ადგა ძირს მისი ტანისამოსის ნაფლეთები ეყარა,იქვე მამაკაცის ტანისამოსი იყო და ის ჩაიცვა სიბრაზე და ცრემლი ერთმანეთში ერეოდა,კარი გააღო და კართან კიდევ უცნობი იდგა რომელმაც ირონიულად შეხედა და უთხრა.
-დედოფალმა გაიღვიძა,პატარავ ხომ არ გავიმეოროთ? ხელი მოხვია და უნდოდა ეკოცნა,მაგრამ ნანამ ყელში წვდა იარაღი აართვა და კიბეზე დააგორა.უნდოდა ესროლა,მაგრამ იქვე ბენზინით სავსე ბაჩონკა დაინახა და ზემოდან გადაასხა, სანთებელა აანთო და შორიდან ესროლა და მამაკაცის სხეულზე ცეცხლი აბრიალდა.ბაითზე პანიკა ატყდა,ყველა თავის გადარჩენას ცდილობდა.ვიღაცამ ხელი კრა ნანას და მან თავი ვერ დაიმორჩილა წაიქცა და კიბის კიდეს თავი ჩამოარტყა,თვალი რომ გაახილა ის უკვე ხმელეთზე იყო და ზღვაში გემი იწვოდა.
-დამშვიდდი,საწრაფოს დავურეკე და უკვე გზაში არის.
-იქ ბავშვი იყო,ტიროდა და შველას ითხოვდა.
-რას ამბობ,შეუძლებელია.
-გავიგონე,მინდოდა მივსულიყავი ახლოს,მაგრამ არ მომცეს საშუალება.
-როგორც ხედავ გემი იწვის,იქ ვერავინ გადარჩებოდა.
-შენ არ იცნობ რუხვაძეს მას გეგმა ბ ყოველთვის აქვს მომზადებული.ნანა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის ჯგუფულ გაუპატიურებაზე საქმე აღიძრა.ორ დღეში თბილიში დაბრუნდა და პირდაპირ განყოფილებაში მივიდა,კომისარმა ხელებგაშლილი შეხვდა და გულში ჩაიკრა ატირებული ნანა თავადაც ცრემლი მოერია და უთხრა.
-ვიპოვით,გპირდები ყველას ვაზღვევინებ ვინც შენ შეგეხო.რამდენიმე დღე კომისარმა დასვენების დღეები მისცა და ერთ დილით როცა სახლში ჯდომა მობეზრდა სამსახურში დაბრუნება გადაწყვიტა,კაფეში შეიარა ყავა და სენდვიჩი იყიდა და მოულოდნელად ზვიადის შეხედა რომელიც იმ უცხოელთან ერთად იყო და ხელში ბავშვი ეჭირა,მისი ტირილისთვის რომ ყურადღება არავის მიექცია ის მანქანის საბარგულში ჩააგდო.გაოგნებული უცქედა ამ სურათს და სირბილით შევიდა განყოფილებაში.
-კომისარო,კომისარო.მისმა ყვირილმა ყველა ფეხზე დააყენა და კომისარიც გაოცებული უცქერდა.
-კომისარო რუხვაძე,რუხვაძე დავინახე იმ უცხოელთან ერთად და ბავშვიც თან ჰყავდა.
-იქნებ შეგეშალა,შვილო შეუძლებელია იქ ვინმე გადარჩენნილიყო ის ბაითი სულ დაიწვა.
-გადარჩა,ყველა გადარჩა იქ ვინც იყო რადგან დავინახე ისინი ისევ ერთად არინ და ისევ აგრძელებენ იმ საქმეს.წითელი ძველი ტოიოტა იყო,ეს იმიტომ რომ ყურადღება არავინ მიაქციოს.
-ნომერი,სერია გახსოვს?
-მახსოვს.ნანამ მანქანის სერია და ნომერი დაწერა ქაღალდზე და კომისარს მიაწოდა,კომისარმა ნიკას შეხედა და უთხრა.
-სასწრაფოდ გადაამოწმე.ნანა მართალი აღმოჩნდა მანქანა ქალაქის გარეუბანში იყო უკვე და პოლიციაც მის კვალს დაადგა,მძღოლმა გოგონა ერთ მიტოვებულ სახლში მიიყვანა და სულ მალე ბრძანებაც მიიღო.
-ლაშა ყველაფერი შეიცვალა,ბავშვი მოკალი და დაიკარგე ისეთ ადგილზე წადი,რომ ვერც მე ვერ გიპოვო.ლაშამ დანგრეული სახლისკენ გაიხედა და უმინებო ფანჯარაში მყოფი გოგონა დაინახა და დარწმუნდა,რომ ვერ შეძლებდა,ვერ გაიმეტებდა გოგონას მოსაკლავად.სახლში შევიდა,გოგონას ხელი მოკიდა და უთხრა.
-ჩუმად უნდა იყო,არავინ არ უნდა გაიგოს რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ.მე წავალ და რამეს მოგიტან,გუშინს მერე მშიერი ხარ.
-არ მინდა არაფერი,მხოლოდ დედასთან მინდა.
-დრო უნდა გავიდეს და გპირდები დედას ნახავ.
-შენ მომეხმარები? შენ ხომ ჩემი მოკვლა გიბრძანეს.
-მოგეხმარები,მეორე გოგონას გადარჩენა ვერ შევძელი და ვეცდები შენ გადაგარჩინო.
-სად წაიყვანეს,ალბად შორს არის ჩვენგან.
-შორს არის,ძალიან შორს არის და მისი გული ახლა სხვის სხეულში აგრძელებს სიცოცხლეს თავად ბარბი კი მაღლაა ღრუბლებში.
-ორივე წახვალთ ღრუბლებში და იქ სამივე ერთად იქნებით,ანგელოზის ფრთებით იფრენთ.მოულოდნელად თავს შრამიანი მამაკაცი დაადგათ და ორივეს თვალებში შიში ჩასახლდა.
-აქ როგორ მომაგენი.
-არ მელოდი და მეც სწორედ ეს მოულოდნელი სტუმრობა მომწონს,ჩემი მსხვერპლის თვალებში რომ შიში ფართხალებს.უცნობმა ელისოს შეხედა და იარაღიც ამოიღო,მაგრამ უეცრად მსხვრევის ხმა შემოესმა და იქით გაიხედა,მომენტით ისარგებლა ელისომ და გაიქცა,შრამიანს კი ლაშამ იარაღი აართვა და თავში ჩაარტყა.დაუპატიჟებელი და მოულოდნელი სტუმარი გაითიშა და უგონოდ დავარდა მიწაზე,გარეთ გაქცეულ ელისოს უკან გაყვა და ორივემ სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი,მაგრამ გზაში მანქანამ უმტყუნა,პატარას ხელი ჩაკიდა ლაშამ და შეუსვენებლად გარბოდა,ხან ხელში აიყვანა და ხან მასთან ერთად გარბოდა. მანქანის შუქი დაინახა და გზიდან გადაუხვია,მოულოდნელად შეამჩნია რომ ისინი მანქანების სასაფლაოზე იმყოფებოდა თავი სამშვიდობოს იგრძნო,გზა მალე დაილია და მოსახლეობაშიც შევიდა.
-როგორ ხარ,უკვე სამშვიდობოს ვართ.
-შენთან ერთად არ მეშინია ლაშა.
-გვერდიდან არ მომშორდე,ჩვენ ახლავეს პოლიციაში წავალთ.გახსოვს ნომერი ვინმეს დაურეკო და გაიგონ რომ ცოცხალი ხარ?
-დედას ნომერი ვიცი.ერთი ბინა ნახეს ცარიელი და იქ შევიდნენ,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ელისოს უთხრა.
-დარეკე.
-სად გქონდა ეს ტელეფონი.
-შრამიანს ავართვი იარაღთან ერთად.ელისომ ნომერი აკრიბა და დედის ხმაც გაიგონა.
-გისმენთ.
-დედა,ელისო ვარ.
-ელისო შვილო,სად ხარ.
-წამიყვანე დედა ცუდი ბიძიებს ვემალები.
-ელისო,ელისო შვილო პოლიცია ყველგან დაგეძებთ სად ხართ,ვინ არის შენს გვერდით.
-დედა ლაშაა ჩემს გვერდით.
-ნიკოლოზ სად ხარ,ელისოა ხაზზე დამირეკა ის ცოცხალია,ჩემი შვილი ცოცხალია.
-მომისმინეთ,სად ხართ განყოფილებაში უნდა მოხვიდეთ.ტელეფონი გაითიშა,ნიკამ ანანოს ტელეფონში შემოსული ზარები შეამოწმა და ბოლო ნომრის მისამართი ამოიწერა.
-კომისარო მისამართი ხელთ გვაქვს,ბრიგადა მჭირდება რომ ისინი გადავარჩინოთ.
-ბრიგადა მზადაა ნიკა და ფრთხილად იყავით ტყვია ბრმაა შვილებო და ერთმანეთს გაუფრთხილდით,ბავშვი ცოცხალი უნდა მოიყვანოთ.ნიკამ შეკრებილ ბიჭებს შეხედა და ერთ-ერთ პოლიციელს უთხრა.
-გელა შენ იქნები წინამძღოლი,ამ მისამართზე უნდა წავიდეთ.ტელეფონები არ გვჭირდება,ყველამ დატოვეთ.გელა აწრიალდა,მაგრამ როგორც სხვებმა მანაც დატოვა ტელეფონი,მანქანაში ჯდებოდნენ რომ გელას ჯიბეში ისევ აწკრიალდა ტელეფონი და ნიკამ გაოცებულმა შეხედა მას.
-ბრძანებაა ტელეფონები დატოვეთთქო,შენთვის არაა ეს ბერძანება მისაღები?
-დავტოვე უფროსო,მაგრამ ეს უბრალო აპარატია და დამავიწყდა.
-გათიშე ახლავეს ან დატოვე სხვებთან ერთად.გელამ ტელეფონი გათიშა და ჯიბისაკენ წაიღო ხელი რომ ნიკამ ტელეფონი ხელიდან აართვა და ლაშას ესროლა.
-არ გვჭირდება იქ ტელეფონები,ბევრჯერ შეგვიშალა ხელი და არ ვაპირებ ამ ოპერაციის ჩაგდებას თქვენი ტელეფონების გამო.გაბრაზებულმა შეხედა გელას და ლაშას ყურში უჩურჩულა.
-ყველა ზარი შეამოწმე და ამოიწერე,მას არ ვენდობი.ლაშამ თავი დაუქნია და განყოფილებაში შებრუნდა.
-ლაშა? აქ რა გინდა,არ წადი თუ არ წაგიყვანა ნიკოლოზმა.
-ნიკოლოზი მიფრთხილდება,კომისარო გელა შატირიშვილს მეორე ტელეფონი აღმოაჩნდა რომელიც თან მიჰქონდა,ნიკა კი მას დიდი ხანია უკვე არ ენდობა რაღაც ეჭვები აქვს,მაგრამ არაფერს ამბობს სანამ ფაქტები არ ექნება ხელთ.
-გასაგებია,წამოდი წამოიღე მაგ ტელეფონი და გავიგოთ რა ხდება მაგ პატარა აპარატში.ლაშამ ბოლო ნომერი აკრიბა და გადარეკა.
-გისმენ ძმაო აქ როდემდე უნდა ვიყოთ,როდის გაგვიშვებ თუ ისევ ძებნა გრძელდება.ლაშამ პირზე მიიკრა ხელი და ისე თქვა.
-სახლიდან არ გახვიდეთ სანამ მე არ გეტყვით,აქ ძალიან ჩაიხლართა ყველაფერი,ყურადღებას ვერ მივიქცევ ვეღარ დაგირეკავთ რადგან ძალიან გამკაცრდა ყველაფერი.
-რა ხდება,როგორ ჩუმად ლაპარაკობ.
-დღეს ძალიან არეულობაა,მოგვიანებით შეგეხმიანებით.
-გამაოცე ლაშა,ჩემო ლომო მგონი ავიყვანეთ ეს საშინელი დაჯგუფება.
-რას ვაკეთებთ კომისარო?
-სასწრაფოდ სანდო ბიჭები შეკრიბე და წავიდეთ,მოდი ნიკოლოზს სიურპრზი მოვუწყოთ.
-ეს ძალიან კარგი იქნება კომისარო.ლაშამ რამდენიმე ბიჭი შეკრიბა და კომისარმა ყველას გააცნო საქმის გეგმა და ბოლოს თქვა.
-თუ გაქცევას შეეცდებიან უფლება გაქვთ ესროლოთ,მაგრამ ისინი ცოცხლები გვჭირდება რადგან მათგან შეგვიძლია დავიჭიროთ რუხვაძე და მოდი სწორედ რუხვაძეს მისივე გეგმით მოვუღოთ ბოლო.

-გაიღვიძეთ,გაიღვიძეთ ნახეთ ცხოვრება რა მშვენიერია.რატომ ხართ მოწყენილები,ნახეთ რამდენი რამ მოგიტანეთ.ზვიადიმ მეგობრები მოინახულა,მათთან ერთად ისადილა და ერთ-ერთს შეხედა და გაკვირვებულმა უთხრა.
-შრამიანი სად არის,არ მოსულა?
-არა,რამდენიმე საათი გავიდა და არ ჩანს,ვნერვიულობ უფროსო.
-ამიტომ ხარ ასე მოწყენილი?
-ამიტომაც და გელამ დარეკა .
-რაო რა თქვა.
-ძალიან არეულობაა განყოფილებაშიო და ვერ დაგირეკავთო.
-იქ სლ არეულობაა,მაგრამ გელამ იცის რასაც აკეთებს დიდი ხანია უკვე რაც მას ვიცნობ.
-ზვიადი................... ზვიადიმ ხელის აწევით შეაჩერა მის წინ მდგარი ახალგაზრდა ბიჭი და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენთ,ვინ ხართ.
-ის ვარ ვინც იცის თუ ვინ ცდილობს შენს მოკვლას და დადუმებას.
-თქვი ვინ არის,სახელი მითხარი.
-შენი მკვლელის ვინაობას მაშინ გაიგებ,როცა შენი კომპანიის აქციებს გადასცემ მას ვისაც მიგითითებ.ზვიადის ჩაეღიმა და ირონიულად უთხრა.
-რომ არა?
-რომ არა გაინტერესებს რა მოხდება?
-ძალიან მაინტერესებს რას იზამ,რადგან ჯერ ჩემი დამმარცხებელი არავინ გამოჩენილა.
-ჰოდა მე ვიქნები ის ვინც შენ დაგამარცხებს.
-ძალიან დარწმუნებულიც ნუ იქნები მეგობარო.
-მაშინ ვიდეოს გადმოგიგზავნი და ნახე.რამდენიმე წუთში ზვიადიმ ვოდეოს მცირე მონაკვეთი მიიღო სადაც გარკვევით ჩანს თუ როგორ კლავს დავით ბიბილურს,როგორ სასტიკად ცემა ინდირა და შემდეგ გააუპატიურა.
-ეს,ეს,ეს რა არის.გაოცებული,გაოგნებული იჯდა და ტელეფონმა ისევ დაურეკა,ვეღრ გააკონტროლა ხმა და უყვირა.
-ვინ ხარ,უნდა შემხვდე.
-როცა აქციების გადმოცემას დააპირებ მაშინ შეგხვდები პირადად და 5 წუთი გაქვს მოსაფიქრებლად.ზვიადი გიჟს დაემსგავსა,მას სამეგობრო გაოცებული უცქერდა ადგა და ბინა დატოვა,ის გაგასთან წავიდა შეშინებული,სიბრაზისგან კი ვეღარც სუნთქავდა და შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები ჰქონდა.გაგამ შეშინებულმა შეხედა და უთხრა.
-რა მოხდა მტერმა გაგტეხა თუ რა გჭირს,რა სახე გაქვს.
-წლებია ვერავინ ვერაფერი დამაკლო,მაგრამ დღეს უხილავი მტერი გამოჩნდა.
-როგორ თუ უხილავი მტერი,თქვი რა გჭირს.ზვიადიმ ტელეფონს დახედა და გაბრაზებულმა თქვა.
-დარეკე,დარეკე გელოდები . გაგამ ვერაფერი ვერ გაიგო ხან ზვიადის უცქერდა და ხან მის წინ მაგიდაზე დადებულ ტელეფონს და როგორც იქნა ლოდინის შემდეგ ეკრანი განათდა და ზვიადიმ ხმამაღალზე ჩართო.
-რა მოიფიქრე,მზად ხარ დათმო შენი აქციები?
-მზად ვარ,მე გადმოგცემ ჩემს აქციებს და შენ? შენ მზად ხარ ჩემთან პირისპირ შესახვედრად?
-მე მზად ვარ მივიღო შენი აქციები და შენ მიიღო ის რისიც ასე ძალიან გეშინია და სწორიც არის უნდა გეშინოდეს რადგან მხოლოდ ამ სამხილს შეუძლია მთელი ცხოვრება გამოგამწყვდიოს ნესტიან და დაობებულ კედლებში,იქ ხომ ისედაც უამრავი ხალხი გელოდება რომლებიც ორივე ძმებმა უდანაშაულოდ გამოამწყვდიეთ.დროა რუხვაძე შენც იცოდე შენი ნამდვილი ადგილ სადაც არის,მაგრამ გადაგარჩენ თუ შენს აქციებს დამითმობ.ტელეფონი გაითიშა და ზვიადიმ გაგას შეხედა.
-ეს რას ნიშნავს,ამ ყველაფერს ახსნა აქვს? ზვიადიმ აკანკალებული ხელით გახსნა ვიდეო და გაგას აჩვენა,ისიც თვალებ-გაფართოვებული უცქერდა შემზარავ კადრებს და თან ფიქრობდა,რომ სწორედ ეს ვიდეო იყო მათი ეპოქის დასასრული.კომისარმა და ლაშამ წარმატებით ჩაატარეს მათი გეგმა და ბინიდან 4 დამნაშავე აიყვანეს,სამწუხაროდ ზვიადიმ მათ წუთიერად გაასწრო.
-კომისარო დიდი სიურპრიზი დახვდება ჩვენს ბიჭებს.
-საქმე შევუმსუბუქეთ დაღლილებს და ეს გელას დახმარებით გავაკეთეთ,ტელეფონი ისევ იქ დადე სადაც სხვები არის,ამ სასიხარულო ინფორმაციას კი ნიკოლოზს ერთად ვეტყვით.
-კომისარო არ გვეკუთნის დღეს ყველამ ერთად ყურძნის მტევნებივუით შემოვუსხდეთ მაგიდას,ჩვენც ხომ გვჭირდება განტვირთვა.
-გვჭირდება,მაგრამ ჯერ ბიჭები მშვიდობით დაბრუნდნენ ეს ყველას სურვილია,ყველამ ერთად შევიკრიბოთ.

-ეს რა არის,ესაა უმნიშვნეო პრობლემა? აქ ხომ ყველაფერი გარკვევით ჩანს იმ ღამის საიდუმლო და დამნაშავეც შენ ხარ,მთავარი დამნაშავე.
-ახლა ვფიქრობ ვინ გადაიღო ეს ვიდეო და ან აქამდე რატომ არ გამოიყენეს.
-ახლა მხოლოდ გონივრული ქმედება გვჭირდება,გეგმა გვჭირდება თუ როგორ მოვიქცეთ.
-უნდა გადავცე აქციები,ციხეში ვერ წავალ,ციხე ჩემი ადგილი არ არის.
-ასე ადვილად დანებდები და გადასცემ აქციებს და ვის ესეც არ იცი,ეს ხომ შენი ქონებაა,შენი სიმდიდრე.ხომ არ აჯობებს ცოტა დაისვენო და თან დაფიქრდე?
-დავთანხმდები ყველაფერზე,მაგრამ შეხვედრამდე ყველაფერი ინფორმაცია ხელთ უნდა მქონდეს.
-როგორ,ამას როგორ გააკეთებ.
-უნდა გავიგო ვინ დგას ამ ზარის უკან,ეს არ არის ერთ დღეში მოფიქრებული გეგმა,ვიღაც დიდი კაცი დგას ჩვენს წინ და ის უნდა გამოვააშკარაოდ,ამაში კი შენ დამეხმარები.
-მე? მე როგორ უნდა დაგეხმარო.
-ჩემს ტელეფონში შემოსული ზარები უნდა გაიგო,საიდან იყო ეს ბოლო ზარი.
-მაგის გაგება ახლავეს შეგვიძლია,წავიდეთ.ორივე წავიდა და თავიანთ ძველ ნაცნობს მიაკითხერს.
-მობრძანდით,რამ შეგაწუხათ.
-ვახო ამ ტელეფონში შემოსული ბოლო ზარი მაინტერესებს საიდან არის.ვახომ ტელეფონი გამოართვა,კომიუტერს შეუერთა და ბევრი წვალების შემდეგ თქვა.
-ზარი უნომროდაა,სამწუხაროდ ბევრი რამის გაკეთება არ შემიძლია.
-რატომ,მისამართი არ არის?
-ის ქუჩის ტელეფონიდან არის განხორციელებული ვარკეთილიდან.
-ვინაობას ვერ დავადგენთ?
-სამწუხაროდ ვერა,ეს არ შეგვიძლია.ორივე ჩაფიქრებული იჯდა და ჩუმად მიდიოდნენ,მათი სიჩუმე ისევ ტელეფონის ზარმა დაარღვია და ზვიადიმ გაბრაზებულმა უპასუხა.
-გისმენ,რა დაგრჩა კიდევ უთქმელი.
-რატომ ბრაზდები რუხვაძე,გეგონა ყოველთვის შეუმჩნეველი იქნებოდი და შენი ბინძური საქმეები არასოდეს არ გამჟღავნდებოდა? გგონია ყოველთვის დაგიცავდა შენი ძმის კომპანიის მაღალი კედლები და იქ მყოფი ფულით მოსყიდული დაცვა და სათვალთვალო კამერები? ეს ხომ ყველაფერი თქვენია,მაგრამ მაინც გეშინია,რატომ? იცი თავადაც რატომ გეშინია,მაგრამ მაინც კარგად ერთობი ალბად ეს შიშის დაძლევის ახალი მეთოდია.ცოლი გყავს,მაგრამ მაინც სხვასთან ხარ,მის შვილზედაც ზრუნავ და მისი გულის მოსაგებად საშინელებაც შეგიძლია ჩაიდინო,მაპატიე ეს რა გკადრე რას ვამბობ შენ და საშინელება? ეს ხომ არასოდეს ჩაგიდენია.კარგი, კარგი ეს შენი საქმეა და შენი სინდისის თუ გაქვს საერთოდ სინდისი.ახლა კი მითხარი თანახმა ხარ ჩემს შემოთავაზებაზე?
-თანახმა ვარ ბრძოლა დავასრულოთ.
-თუ არ დაასრულებ,ისევ შენ წააგებ და თავს იქ ამოყოფ სადაც შენი და შენი ნაგავი ძმის ადგილია.ორივე ძმები სულით ბინძურები ხართ,თქვენი ძალაუფლების გამო ყველაფერზე ხართ წამსვლელები,ისე როგორც თავისუფლება არ დაკარგოთ.დრო,დრო იწურება,დრო არ იცდის ძმებო რუხვაძეებო,დრო თქვენი თავისუფლებისთვის ათვლას იწყებს.ტელეფონი გაითიშა და ორივე ისევ მდუმარედ ისხდნენ,ზვიადიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდა,ასე უხმოდ გაუყვა ქუჩას და ბინასთან მისულს ვიღაც გადაუდგა წინა.
-მშია ერთი ლარი გექნება და მომეცი ძმაო.
-თავიდან მომწყდი.ხელი კრა უცნობს და გზა გააგრძელა,მაგრამ სიბნელიდან ვიღაც გამოვიდა და ზვიადის სახეში დაარტყა მოულოდნელად,იქამდე ურტყამდა ორივე სანამ სისხლის გუბე არ დააყენეს შემდეგ კი ერთ ერთმა ზემოდან დააფურთხა,მანქანის საბარგულში ჩააგდეს და ერთ ბნელ სარდაფში ჩაკეტეს.დილამდე უგონოდ ეგდო და დილით ვერც კი გაიგო სად იყო,ის ძირს ბეტონზე იწვა და ტკივილებისგან ვერ ინძრეოდა.როგორც იქნა გვერდი იცვალა და იქვე წერილი ნახა.
-გელამ მოგიკითხა საიქიოდან,შენთვის ადგილს ამზადებს სულ მალე წახვალ მასთან დაუმარცხებელო რუხვაძე,უნდა მიხვდე რომ შენი დრო დასრულდა .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent