შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისებრი გრძნობა /3/


9-01-2020, 03:58
ავტორი Just Mee
ნანახია 1 505

სასაფლაოზე მყოფი საფლავებიდან ერთ ერთის წინ ჩაიმუხლა და დაიღრიალა.
-ისევ შენთან ვარ. ისევ შენთან მოვედი ჩემო პატარავ. როგორ მენატრები იცი? ჩემზე საერთოდ არ იფიქრე?აქ, ამ წყეულ დედამიწაზე მარტო დასარჩენად როგორ გამიმეტე. აღარ შემიძლია გეფიცები. უშენოდ ყველაფერი სულერთია.იციი? ლიზას ვაკოცე და მგონია გიღალატე. არ ვიცი ის გოგო რატომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მენატრები ლილე. მენატრები, შენი თვალები მენატრება, შენი ხმა, რომ მიბრაზდებოდი ეგეც მენატრება. ჩვენ ხომ ვოცნებობდით. გეფიცები ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ იმ არაკაცს! ვერ მივცემდი იმის უფლებას რომ ლიზასთვისაც დაენგრია ცხოვრება. ვეღარ ვუძლებ ლილე,დავიღალე უშენობით.-ბოლო ხმაზე ყვიროდა. ხმაში ცრემლებიც შეერია. უყვარდა, მთელი არსებით უყვარდა ლილე. ლილე რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ლილე რომელიც უკვე 4წელია მის გვერდით არ არის.
ცოტახნის მერე ადგა და სახლში წავიდა. ლიზა თავის ოთახში იწვა, რადგან სიარული ჯერაც არ შეიძლებოდა. მისი ოთახის კარი შეაღო. მშვიდად ეძინა, სახეზე ისევ ცრემლების კვალი ეტყობოდა..
ამდენს ვერ გაუძლებდა.. უჭირდა, ტკიოდა, ენატრებოდა. არ უნდოდა ლიზა დაეტანჯა. აივანზე გავიდა სასმელის ბოთლით, იდგა და უწყვეტლივ სვამდა. მთლიანად ჩაეწვა ყელი, მაგრამ არ ჩერდებოდა. მის ტკივილებს ვერ უშველიდა მაგრამ დროებით სამყაროს ეთიშებოდა.
გამთენიისას ლიზა წყურვილმა გააღვიძა. აივნისკენ რომ გაიხედა ალექსნდრე დაინახა. სავარძელში იჯდა და ეძინა. სახეზეც კი ეტყობოდა რომ რაღაც არ ასვენებდა მის სულს. პლედი გამოიტანა ოთახიდან და ალექსანდრეს დააფარა. ისევ ოთახში გავიდა, მოემზადა და სამზარეულოში გავიდა, საჭირო ინგრედიენტები აიღო და წვნიანის მომზადება დაიწყო. ერთ საათში მთელს სახლში უგემრიელესი სურნელი იყო. ალექსანდრესაც გაეღვიძა.პლედი რომ დაინახა ჩაეღიმა. შემდეგ ადგა და სამზარეულოში გავიდა. ლიზა იდგა და მწვანილს ჭრიდა. შემთხვევით დანა ხელზე გაისვა და სისხლმა დაოწყო დენა. დიდი არაფერი, პატარა ნაკაწრი იყო. ალექსანდრე მაშინვე მასთან გაჩნდა პირველადი დახმარების ყუთიც არ დავიწყებია. ჭრილობა გაუწმინდა და შეუხვია.
-რატომ ადექი? ხომ გითხრა ექიმმა საშიშიაო
-დავიღალე წოლით. თან წვნიანი მომიმდა და.. შენ სად იყავი?-ალექსანდრემ ისევ სიცივე იგრძნო სულში. ადგა და სამზარეულო დატოვა.
ლიზა ვერ მიხვდა რა დააშავა. ფორთოხალი აოღო და წვენი გააკეთა. შემდეგ ყველაფერი ლანგარზე დადო და ალექსანდრეს ოთახისკენ წავიდა.
-შეიძლება?-კარზე დააკაკუნა და ოდნავ შეაღო.
-მოდი
-მე ეს მოგიტანე-ლანგარი იქვე დადო და საწოლზე ჩამოჯდა.
-მადლობა მაგრამ არ მშია- ტელეფონისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა.ლიზამ ტელეფონი გამოგლიჯა და გვერდზე გადადო.
-რამდენს ბედავ?-ხმაში გაბრაზება შეეტყო.
-ან შეჭამ ან ტელეფონს ვერ მიიღებ-მტკიცედ უთხრა ლიზამ და ოთახიდან გავიდა.
ალექსნდრე ცოტახანს შოკში იყო. მერე წვნიანს გახედა რომელიც მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. ლანგარი აიღო და წვნიანი დააგემოვნა. ლამის “თითები ჩაიკვნიტა“ ისეთი გემრიელი იყო. თეფში გვერდით გადადო და ჩაეძინა.
ლიზა რომ შევიდა ოთახში ალექსანდრე შუა ძილში იყო. თეფშიც ცარიელი დახვდა. ტელეფონი საწოლზე დაუდო,შუბლზე აკოცა ლანგარი აიღო და ოთახი დატოვა.

საღამოს გაეღვიძა, ტელეფონი რომ დაინახა სიცილი ვერ შეიკავა. მომხდარმა პატარაობა გაახსენა. როგორ ართმევდა დედა ტელეფონს როცა სუპს ან ნორშს არ ჭამდა. ოთახიდან გავიდა, ლიზა არსად იყო. ტელევიზორი ჩართო და რაღაც ფილმის ყურება დაიწყო.მალე ლიზაც გამოჩნდა, უზარმაზარი პარკით ხელში ,რომელიც ტკბილეულით იყო სავსე.
-ეგ რა არის?
-შოკოლადებია
- შეგიძლია პოპკორნი გააკეთო? მე სულ მეწვება-უკმაყოფილო გამომეტყველებით უთხრა
-გავაკეთებ
-გელოდები
ლიზა მალე დაბრუნდა პოპკორნით ხელში. მდივანზე ავიდა და შოკოლადები ჯამში ჩაყარა.
-რას უყურებ?
-კომედიაა
-მეც მინდა კაი?- ფილმების ყურება ლიზასთვის სამოთხე იყო. ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ყოველი კარგი ფილმი.
-მოდი
პლედი აწია და ლიზაც მასთან გაჩნდა წამსვე. ბევრი იცინეს, შოკოლადების მოყვარული აღმოჩნდა ორივე. ბოლოს მდივანზე მიეძინათ ერთმანეთზე აკრულებს.
კარზე კაკუნმა ლიზა გამოაღვიძა. შეუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც. კარის გასაღებად წავიდა ,იქ კი ჩემოდნებით ხელში, ულამაზესი გოგონა დახვდა.ანასტასია ფანგანი, შავი თმითა და მწვანე თვალებით. სქელი ტუჩები და საოცრად ლამაზი ფორმებით.
-შანსი არაა, შენ ჩემი რძალი ხარ? ვაიმე ღმერთო რატომ გაიმეტე ეს გოგოო-დიიდი დრამატიზმით თქვა და მთელი ძალით შემოეხვია ლიზას. შემდეგ სახლში შევიდა და პირდაპირ დაახტა ალექსანდრეს.
-ძმაააოოო, მე ჩამოვედი ამხელა გზიდან ეს კლდე ქალი და შენ გძინავს ?სირცხვილი და თავის მოჭრა რაა-ძლივს გამოერკვია ალექსანდრე ვინ გაჰკიოდა.ანასტასია რომ დაინახა უცებ წამოფრინდა და ჩაეხუტა, მერე დააბზრიალა. ლიზა კი უყურებდა მათ და ღიმილი ეფინებოდა სახეზე.
უკვე ყველას ეძინებიდა. ანასტასიამ ლიზას სთხოვა საწოლის გაშლა.ალექსანდრესაც ეძინებოდა და ახლა სწორედ საძინებლისკენ მიიწევს. ლიზამ საწოლი მოამზადა და ისიც ალექსანდრესთან შევიდა
-მე.. მე აქ უნდა დავიძინო-სხვა გზა არ ქონდა.ანასტასიას კითხების წვიმას რა გაუძლებდა მერე.
-მოდი-საწოლის ნახევარი დაუთმო ლიზას.
- მდივანზე დავიძინებ
-იქ ვერ მოისვენებ.
-ხო მაგრამ შენ..
-არ ვიკბინები
სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო , პენუარი ჩაიცვა და ალექსანდრესთან დაბრუნდა.
-ფსიქიკას მირღვევ?-თვალს ძლივს აშორებდა ალექსანდრე.ლიზა უცებ შეწვა საწოლში და მალევე ჩაეძინათ.
დილით ერთმანეთზე იყვნენ მიხუტებულები რაღაც მძიმე რომ დაეცათ. რაღაც კი არა ანასტასია..


არ ვვიცი როგორია, მაგრამ ძალიან მინდა მოგეწონოთ.
მოგეწონოთ კაიი?
ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რომ თუ რამე არ მოგწონთ გამოვასწორო❤მადლობა იმათ ვინცკითხულობთ❤



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

კარგია, თან ძალიან კარგი, ასე რომ გალოდები.

 


№2  offline წევრი Just Mee

სტუმარი მანანა
კარგია, თან ძალიან კარგი, ასე რომ გალოდები.

დიდი მადლობა❤მიხარია თუ მოგწონთ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი tamta

მდივანი გაასწორე ოღონდაცა ????????

 


№4  offline წევრი Just Mee

სტუმარი tamta
მდივანი გაასწორე ოღონდაცა ????????

ჩემი სიკვტილი რავა არ იქნება ახლა????❤გამოვასწორებ აუცულებლად❤მადლობა❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა განავრცე, ძალიან უცბათ ამთავრებ.

 


№6  offline წევრი Just Mee

სტუმარი ლია
კარგი ისტორიაა განავრცე, ძალიან უცბათ ამთავრებ.

დიდი მადლობა ბევრს ნიშნავს თქვენი სიტყვები ჩემთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent