შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი


10-01-2020, 16:02
ავტორი I . H . M
ნანახია 944

გავიღვიძე და ფანჯარას გავხედე. წვიმდა. ამინდი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. წვიმაში ხეტიალს და ცეკვას რა სჯობს არა? ჰმ... ნეტავ შემეძლოს ახლა ავდგე, სააბაზანოში შევიდე და თავი მოვიწესრიგო, შემდეგ ტანსაცმელი ავარჩიო, გავისეირნო ან იქნებ ჩემს კაფეში წავიდე, ვიმუშაო, მეგობარს შევხვდე... მართალია არ შემიძლია. მაგრამ იმედი მაქვს. მაქვს იმედი იმისა რომ ერთხელ მე ამ ყველაფერს შევძლებ როგორც ადრე. საათს გავხედე, ცხრაა.
-ნინოოოო _ მთელი ძალით გავკივლე და წამშივე გამოჩნდა ქალი კარის ზღურბლზე.
-გაიღვიძე უკვე ნუც?_ ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ _ ახლავე მოვიტან ეტლს
გავუღიმე და თვალები დავხუჭე. დიახ, უკვე ექვსი თვეა რაც წელს ქვევით პარალიზებული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ექვსი თვე, საშინელი,მტანჯველი ექვსი თვე... უკვე ექვსი თვეა ძიძა მყავს, უკვე ექვსი თვეა დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ, უკვე ექვსი თვეა ვიბრძვი რომ ფეხზე დავდგე, ექვსი თვეა რაც შევიცვალე. თითქოს მთელი ცხოვრებაა ასე ვარ. თითქოს გრძნობები აღარ მაქვს... მაგრამ მაქვს იმედი. ერთადერთი რაც მთრგუნავს და იმედს მაცლის, ის არის, რომ შეიძლება ახლა ჩემი მეგობარი ცოცხალი იყოს. ვერ ვიტან საკუთარ თავს. ერთი პერიოდი ზეც ვფიქრობდი, მაგრამ ამ ჯოჯოხეთიდან მანამ არ წავალ სანამ ფეხზე არ დავდგები და შურს არ ვიძიებ ჩემი მეგობრის სიკვდილისთვის. მენატრება, სიკვდილამდე მენატრება ჩემი ლილი. მხოლოდ მისთვის ვაკეთებ ამას. მხოლოდ მისთვის ვცოცხლობ და მისთვის მაქვს იმედი.
ქალი მალევე შემოვიდა ოთახში. ხელში ამიყვანა და ეტლში ჩამსვა.
-ესეც ასე _ შუბლზე მაკოცა ძიძამ. სააბაზანოში შევიდა და ჯაკუზის გავსება დაიწყო _ როდესაც მორჩები დამიძახე, ისეთი გემრიელობები მოგიმზადეე, თითებს ჩაიკვნეტ. მერე გავისეირნოთ, შენ ხომ გიყვარს წვიმაში სეირნობა
სააბაზანოდან მეძახდა ნინო, მე კი ერთ წერტილს მივშტერებოდი
-კი მიყვარს გავიდეთ
სააბაზანოდან გამოვიდა და შიგნით შემიყვანა.
-დაგეხმარო?
-არა, ჩემით გავაკეთებ
-კარგი მე გავალ, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე_ კარი გაიხურა და გავიდა _ჰო ისე ქალბატონი მაკა უნდა მოვიდეს საღამოს, დარეკა, რაღაცაზე უნდა ვისაუბროთო.
თვალები მოვიფშვნიტე და ამოვიხვნეშე
-კარგი

*****

სააბაზანოდან ეტლით გამომიყვანა ნინომ და ტანსაცმელი გამომიღო კარადიდან. პირსახოცი მოვიშორე და სწრაფად გადავიცვი შავი ჰუდი, შავი სპორტული შარვალი ამოვიცვი ყვითელი გრძელი დათვებიანი წინდები და შავ-თეთრი ბოტასები ჩავიცვი. ეტლით მივედი სარკესთან და თმა დავივარცხნე. ნინო შემოვიდა და სამზარეულოში გამიყვანა, ვისაუზმე. ჯერ კიდევ წვიმდა, საწვიმარი მომაცვა ძიძამ და გარეთ გავედით. დამღლელი და მოსაბეზრებელია, არა? ხო ვიცი. აი ასეთია ჩემი ყოველდღიური ყოფა. ზოგჯერ ამ უაზრო რუტინას ვარჯიშიც ემატება ხოლმე. წვიმამ მოუმატა და მალევე შევედით შიგნით. ტელევიზორი ჩავრთე და შეძლებისდაგვარად ნინომ დივანზე მომათავსა. ფეხები წინ მაღალ პუფზე მელაგა და უინტერესოდ მივშტერებოდი ეკრანს. ნინო სამზარეულოში ფუსფუსებდა მაკას დასახვედრად. შემდეგ წვენიც გამომიტანა, შემომხედა და ისევ უკან დაბრუნდა.
-ნინო რა გინდა ასე რატომ
მიყურებ? _ ნერვებმოშლილმა ვთქვი
-არაფერი ისე
მივხვდი, რომ ვაწყენინე მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე უაზროდ. მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. ძიძა გამოვიდა, ისევ გამომხედა, მე ამოვიხვნეშე და ტელევიზორს მივაშტერდი. კარი გააღო და სახლში მაღალქუსლიანების კაკუნის ხმაც მალე გაისმა. ნინოს მიესალმა და მისაღებში შემოკაკუნდა.
-დედიი, როგორ მომენატრე
ახლოს მოვიდა და გადამკოცნა
-ვაიმე ნინო ისე დავიღალე მოდი რა ეს პარკები გამომართვი_ სამზარეულოში შეკაკუნდა და ქოთქოთს მოჰყვა.
უაზროდ ავატრიალე თვალები. მალე გამოვიდა და წინ დამიჯდა.
-ნინოო ყავა მომიდუღე რაა
-კი, კი ახლავე ჩემო კარგო
-რაზე უნდა გელაპარაკა დედა
-აა აი ნინოც მოვიდეს და გეტყვი სერიოზული თემაა
-მამა როგორ არის ან ლილე, რატომ არ მოდის ჩემთან
-მამა ისევ სამსახურშია, ლონდონში, არაფერი ახალი, ლილე კიდე ხოიცი თან სწავლობს, თან ეს მუშაობაც, რომ აიტეხა და ისეთი გადაღლილია სახლში ძლივს ვნახულობ ხოლმე
-გასამართლებელი მიზეზი ყოველთვის გაქვს
-ეს რას ნიშნავს ნუცა? რა ლაპარაკია?
-რა და დედა იმას ნიშნავს, რომ აქ მარტო მაშინ კი არ უნდა მოხვიდე როცა "სერიოზული" სალაპარაკო გაქვს, ისედაც შეგიძლია მოსვლა. უპატრონო ბავშვივით ვარ, თვეში ერთხელ მნახულობ ან შეიძლება ორ თვეში ერთხელაც, თითქოს ვალს იხდი ჩემს წინაშე გახსენდება რომ მეორე შვილიც გყავს, შეგიძლია საერთოდ არ მოხვიდე ხოლმე, ლილე თითქმის სამი თვეა არ მინახავს და მამა მაშინაც არ ჩამოსულა იმ თავისი ლონდონიდან, როდესაც ეს ამბავი გაიგო. იმ დროს არ ხართ ჩემს გვერდით როცა თქვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად მჭირდება. გესმის ეს რას ნიშნავს? _ყელში მობჯენილი ბურთი გადავაგორე და ისევ ტელევიზორს მივაშტერდი. გვერდზე გაატრიალა თავი.
ნინომ ყავა გამოუტანა და იქვე ჩამოჯდა.
-მოკლედ გეტყვი
-დაიწყე, გისმენ
-არ შემაწყვწტინო
-კარგი გავიგე, დაიწყე-მეთქი
-ნინოს სამსახურიდან წასვლა უწევს ამიტომაც ახალი ვინმე უნდა ამეყვანა, ხოდა დავრეკე კომპანიაში და ავიყვანე ოღონდ ბიჭია და ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს, ამიტომაც როდესაც ნინო სამსახურიდან წავა მანამდე მამაშენის მეგობრის შვილი გადმოვა, ის სახლს არემონტებს, სანამ თავის სახლის გაკეთებას მორჩება ბინას ეძებს და ანუ შენთან გადმოვა და თან ყურადღებას მოგაქცევს შემდეგ კი როცა ის ბიჭი კომპანიიდან გათავისუფლდება უკვე ის იქნება შენი ძიძა, ხოლო მამაშენის მეგობრის შვილი მანამ დარჩება აქ სანამ თავის სახლის გაკეთებას არ მორჩება!_ამოისუნთქა და ინტერესიანი მწვანე თვალები შემომანათა. ლამაზი თვალები აქვს მეც ზუსტად ასეთივე მაქვს. მოიცა კაცო ამდენი რამ მითხრა და მე კიდე რაზე ვფიქრობ
-ძალიან ჩახლართული ამბავია
-ხო მერე
-რა მერე
-ანუ თანახმა ხარ თუ არა
-რაზე
-რომ მოხდეს ეს ყოველივე
-გეგმები დაგიწყვია უკვე და ხომ არ ჩაგიშლი
-ანუ თანახმა ხარ?
-კი დედა ანუ თანახმა ვარ!
-ძალიან კარგი_
ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა, გეგმა, რომ არ ჩაეშალა
-რა იყო გეგონა ისტერიკებს მოვაწყობდი?
-ნუუ დაახლოებით
-ჩემთვის არა ქვს მნიშვნელობა ვინ მომივლის
ნინომ თავი დახარა. მგონი ძალიან ვეუხეშები ამ ქალს.
-ნინო თავი მოგაბეზრე თუ სამსახურიდან რატომ მიდიხარ?
-არა რას ამბობ, უბრალოდ დედაჩემი ცუდად არის და მასთან სოფელში უნდა წავიდე რამდენიმე თვით
-აა ცუდია, მეწყინა
ნინომ თავი დამიქნია და მაკას ფინჯანი სამზარეულოში გაიტანა.
-კარგი ახლა მე წავალ მერე ისევ შემოგივლი
-კარგი და როდის უნდა მოვიდეს ის ბიჭი
-ხვალ დილით ალბათ, ხვალ ვარჯიშზე მიდიხარ ხო?
-კი და უარი რომ მეთქვა ძალიან მაინტერესებს რას იზამდით
-ხოდა ბარემ დუდა წაგიყვანს, აბა კარგად, კარგად ნინოო
-კარგად ქალბატონო მაკა


*****
დილით ხმაურმა გამაღვიძა. ჩემს ოთახში ვიღაც იყო შემოსული და აშკარად რაღაცას ეძებდა. თვალი გავახილე და ვიღაც გოგო, ჩემს უჯრაში იქექებოდა
-გოგონი _ლოგინზე წამოვჯექი_ აქ რა დაგრჩენია ან ვინ მოგცა უფლება, რომ ჩემს ოთახში შემოსულიყავი?
-მმმ... ისა.. მე.. მე _ ვერ გაიგო რა ეთქვა და ბლუყუნი დაიწყო
-ხო შენ შენ რა? _ უცებ ოთახში ნინო შემოვიდა და ჩურჩულით აპირებდა რაღაცის თქმას
-იპოვ.. უი გაიღვიძე ნუციი, გუშინ, რომ გეუბნებოდა მაკა იმ ბიჭზე შენთან საცხოვრებლად, რომ უნდა გადმოსულიყო
-ხო ხო მახსოვს მოვიდა?
-დიახ
-სად არის
-ქვემოთ
-და რას აკეეთებს _ წარბი ავწიე მე
-ყავას მიირთმევს
-კარგი და ეს გოგონა ვინაა?
-ეს დამხმარეა ჩემი, სტუმრისთვის ოთახის მომზადება გვინდოდა და გასაღებს ეძებდა
-კარგი კარგი იპოვე გოგონი?
-ამმ... დია..ხ
-მეორედ ჩემი თანხმობის გარეშე ჩემს უჯრებში არ იქექოთ
-კარგი
-ჩვენ გავალთ
ოთახიდან გავიდნენ თუ არა საწოლზე დავებეეტყე. ვიღაცამ ჩემი ოთახის კარი შემოანგრია რასაც ქვია და შემოვარდა. მეგონა ისევ ის გოგო იყო, ამიტომაც უცებ წამოვჯექი და ვუთხარი
-გოგონი ცოტა ფრთხილად
და ხელში ვინ შემრჩა? მიხვდით ხო? მოიცა რა ერქვა? გავიხსენო, მგონი დათო, ხო ხო დათო
-აჰ გამარჯობა _ თავი მოიქექა და ნერწყვისყლაპვით შემათვალიერა. მე უცებ ავიტანე საბანი მხრებამდე და თვალები გამიფართოვდა _ ბოდიში ნუცას ვეძებდი არ მეგონა აქ კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა
-ისა შენ ოჯახში ზრდილობა არ გასწავლეს? ვისი ოთახიც არ უნდა იყოს კარი ლამის შემოამტვრიე, იქნებ რას ვაკეთებდი და კიდევ ცნობისთვის არ ვიცი რომელ ნუცას ეძებდი მაგრამ მე ვარ ნუცა
-რააა? არ არსებობს, მე უფრო სხვანაირი მეგონე
-კარგი და შენ უნდა იცხოვრო ჩემთან ერთად? მიდი ეტლში ჩამსვი და მერე გაცუნცულდი სადაც გინდა
-აა კაი მარა ისე რო რამე რატი მქვია და მე არ უნდა ვიცხოვრო შენთან, უბრალოდ ჩემს ძმაკაცს გამოვყევი
-ააა გასაგებია,
მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა. ეტლში ჩამსვა და გამიღიმა. ოთახში კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა და ოო მამა მია. ასეთი სიმპატიური და საყვარელი ვინმე თუ არსებობდა არ მეგონა, ეს რატი ხო არი, მარა ეს დათო თუ დუდა თუ რაც ქვია იმენა ღმერთია. ღმერთო რა მჭირს? ასეთი რაღაც არასდროს დამმართნია. კიდევ კარგი ლოყები არ მიწითლდება ხოლმე თორე უეჭველი დავიწვებოდი.
-რა ხდება რატი?
არა ზრდილობა ღმერთსს არც ერთისთვის არ უჩუქებია ნამდვილად
-არაფერი მეგონა მეორე სართულზე იყო ნუცა და შემოვედი სააბაზანო მჭირდებოდა და თურმე აქ ყოფილა
-მეორე სართულზე რანაირად ვიქნებოდი? ძაან მაინტერესებს ეტლით ვინმე კიბეზე რო ჩაყავთ თუ გინახავს
-ხოო მაგაზე არ დავფიქრებულვარ
-კარგი გამოდი
-რა?
-გამოდიო
-აა კარგი
-ხო, შეგიძლია წახვიდე გმადლობთ
-არაფრის
-წამოდი _ რატი გავიდა და როგორც იქნა გავახსენდი მე _ დუდა
-ვიცი
-ძალიან კარგი ნინო მიდის უკვე და გჭირდება რამე
-კი ბევრი რამე
-მაინც რა
კარები დახურა და მიეყრდნო
-დედამ მითხრა რომ თან ჩემთან იცხოვრებ და თან "ყურადღებას მომაქცევ", ამიტომაც ჯერ ჯაკუზი გამივსე, მერე რასაც გეტყვი კარადიდან ის ტანსაცმელი გამომიღე და მერე თუ არსად მიდიხარ ვარჯიშზე წამიყვანე
-კარგი მარტივია
-ძალიან კარგი
-ხო
-ხო
-ანუ შენი ძიძა ვარ
-ნამდვილად
-კარგი
-ჰე მერე რას ელოდები გაინძერი
სააბაზაოში შევიდა და მალევე გამოვიდა
-რა გამოგიღო?
-აამ აი ის შავი კაბა გამომიღე
-რა იყო ვინმეს გლოვობ? ამდენი შავი ტანსაცმელი მე არ მაქვს კარადაში
-კი
-ვის?
-ახლა სწრაფად თუ არ გამომიღებ კაბას შენ გიგლოვებ
გაეცინა და კაბა გამოიღო
-ლაპარაკი არ მიყვარს და ბევრს ნუ მალაპარაკებ
-რა დამთხვევაა არც მე
-არ გეტყობა _ეს უფრო ჩემთვის ვთქვი, მაგრამ მაინც გაიგო. არაფერი უთქვამს _ კარგი შეგიძლია წახვიდე
სააბაზანოში შევედი, კარი თვითონ მომიკეტა. მე კი გადავკეტე ყოველი შემთხვევისთვის.
ჩაეცინა და ოთახიდან გავიდა.
-ღმერთო რა დამემართა
ჩემთვის ჩავიბურტყუნე და სახეზე ხელები მოვისვი.




ჩემი პირველი ისტორიაა და დარწმუნებული ვარ შეცდომა ბევრი იქნება, მოკლედ კომენტარრბში დამიწერეთ შენიშვნები და ვეცდები რომ გამოვასწორო
თქვენი აზრიც მაინტერესებს გაგრძელებასთან დაკავშირებით :)) არ ვფიქრობ რომ კარგი დასასრული ექნება



№1 სტუმარი λιζι

ძალიან მომეწოონააა იმედია მომდევნოსაც მალე დადებბ

 


№2 სტუმარი Ina

Ici ra? Tviton Shinaarsu banaluria, imitom rom ukve yyvela mixvda rom es gogo fexze dadgeba im tavis megobris mkvlelze shurs idziebs da i vsio!! Girchev ar gaagrdzelo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent