შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი1, ნაწილი1)


12-01-2020, 19:40
ავტორი Smailiki
ნანახია 2 439

Mari's pov
დილით მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა. ნახევრად მძინარე წამოვდექი საწოლიდან და აბაზანაში შევედი. კბილები გამოვიხეხე, ხელ-პირი დავიბანე და ისევ ჩემს ოთახში შევედი. ჩაფიქრებულმა ძლივს შევამჩნიე საწოლზე წამოწოლილი ჩემი და, რომელიც მე მიყურებდა.

- რამდენი ხანია გელოდები, ძლივს არ გამოხვედიიი - მითხრა მობეზრებული ხმით და გამიღიმა, ტანსაცმლის კარადისკენ დავიძარი, რომ ამომერჩია. კვლავ მან წამოიწყო საუბარი - გახსოვს, გთხოვე, დღეს მე შეგირჩევ რა უნდა ჩაიცვა და შენც ანალოგიურად ამომირჩევ.

- კარგი რა ლიზი, რა სისულელეს ამბობ.

- კარგი რა გთხოვ.- მითხრა და საყვარლად შემომხედა. როგორ შეიძლება უარი ვუთხრა? ერთი დღე გავუძლებ ჩემი დის არჩეული ტანსაცმლით მოძრაობას. თანაც ცუდი სტილი არ აქვს, პირიქით ძალიან მაგარია. უბრალოდ ის უფრო სპორტულად იცვამს, ხოლმე.

- ჯანდაბას ჩემი თავი, მიდი დროზე მომეცი რა ჩავიცვა.- ვუთხარი და საწოლზე დავებერტყე. მაშინვე წამოდგა და წამში მოამზადა ყველაფერი: წითელი ჰუდი, შავი მოტკეცილი შარვალი და თეთრი კედები.

სულ რაღაც ოც წუთში მზად ვიყავი.
- მე წავედიი - დავიძახე და სახლიდან გამოვედი. სკოლისკენ დავიძარი, ჩემი და უკვე წავიდა ჩემი ამორჩეული ტანსაცმლით. დღეს სკოლის დაწყების მეორე დღეა, იმედია არ დავიგვიანებ.

ნელა მივაბიჯებდი და გზას კარგად ვათვალიერებდი. იქნებ ვინმე ნაცნობი მეპოვა, მარტო ამხელა გზაზე სიარული მეზარება. ძირს დავიხედე და შევამჩნიე თურმე თასმა გამხსნია. "აუუ რაღა ახლა გამეხსნააა , მეზაერება შეკვრა" დავიწუწუნე ჩემს ფიქრებში და უცბად მაგარმა იდეამ გამიელვა თავში. ვიცი დალაგებული ადამიანი ამას არ იზამს, მაგრამ მე ხომ სიგიჟისკენ მაქვს მიდრეკილება.

აქეთ-იქით გავიხედე. აი, ჩემი სამიზნეც, გავიფიქრე ჩემსკენ მომავალ ბიჭზე. ისე, ძალიან სიმპატიურია, კინაღამ გადავიფიქრე გეგმის შესრულება. მისი მწვანე თვალები მომნუსხველია. მისკენ ზურგით დავდექი, რომ ვერ დაენახა თუ რას ვაკეთებდი. უეცრად ჰუდის "სამკლავედან" ხელი ამოვიღე და ისე მოვათავსე,რომ ვინმეს არ შეემჩნია ჩემი ხრიკი. ამასობაში ბიჭიც მომიახლოვდა.

- ჰეი შეგიძლია დამეხმარო და თასმა შემიკრა? - ბრაზიანი სახით შემომხედა.

ნუთუ მახეზე არ წამოეგო?

ისე რა უხეშია შემიკრას რა მოუვა. თუმცა მე ვიზე რას ვამბობ, ჩემი თასმის შეკვრაც კი მეზარება. ნუ ბოლოს კარგად დამაკვირდა. იფიქრა მხოლოდ ცალი ხელი მქონდა და არაკმაყოფილი სახით დაიხარა თასმის შესაკრავად. ამასობაში მეორე ხელიც გავყავი ჰუდის "სამკლავეში".

აუ რა ჯიგარი ხარ დაო. მინცდამაინც დღეს ჩამაცვი ეს ჰუდი. სხვა რამე რომ მცმოდა შეიძლება ასე მარტივად ვერ მომეტყუებინა.

ბიჭმა მალევე დაასრულა შეკვრა, ადგა თუ არა მაშინვე შეამჩნია ჩემი ორივე ხელი. "იმედი გაგიცრუე ბიჭი, ორივე ხელი მაქვს" გავიფიქრე ჩემთვის და სიცილით გავიქეცი. უკნიდან მესმოდა ფეხის ხმები, როგორც ჩანს მომსდევს. სიჩქარეს ვუმატე სირბილით შევედი სკოლაში და კლასამდეც მალე მივედი. ახლა ვეღარ მიპოვის - გავიფიქრე და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადე.

ჩემი დაქალის გვერდზე დავიკავე ადგილი და ზარიც მალევე დაირეკა. პირველი მუსიკის გაკვეთილი გვქონდა. ზოგი ჩემი კლასელი მღეროდა, ზოგი თამაშობდა, ზოგი კიდევ სხვა რაღაცეებს აკეთებდა, მე კი ისე მეძინებოდა არაფრის თავი არ მქონდა და გაუნძრევლად ვიჯექი ჩემს ადგილზე.

- მარი რაღაც უნდა გითხრა. - მითხრა ჩემმა დაქალმა.

- მიდი ელე, მითხარი- ვუთხარი უემოციოდ.

- იცი ბექამ დამპატიჟა...

- რაა? ვიინ?- სათქმელი გავაწყვეტინე და მისკენ შევტრიალდი. უკვე დიდი ხანია რაც ელეს ბექა მოსწონს, ოღონდ ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. ნუ სიმართლე რომ ვთქვათ, "ცუდადაც" არ იცნობენ. ისინი უბრალოდ მეზობლები არიან. რამდენიმეჯერ ეყოლებათ ერთმანეთი ნანახი. ელეს მონაყოლიდან ბექას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია მის მიმართ.

- ბექამ სად გაგიცნო? ერთი კვირა არ შევხვედრივართ და ასეთი ამბები დამახვედრე უკვე?- კითხვები ერთმანეთს მივაყარე, კიდევ ვაპირებდი გაგრძელებას, მაგრამ ელენემ აღარ დამაცადა.

- მე და ბექა ინგლისურზე ერთად დავდივართ. ჯერ მარტო სამი გაკვეთილი ჩაგვიტარდა. ერთი კვირაა არ შევხვედრივართ, ამიტომ ვერ გითხარი, არ გაბრაზდე. ხოდა წინა გაკვეთილზე მითხრა. ზეგ მეგობრები ვიკრიბებით, მოდი და დაქალიც წამოიყვანეო. ხო წამოხვალ?- ჯერ ისევ შოკირებული ვიყავი. რა მაგარია. ელეს ამბავი ძალიან გამიხარდა.

- წამოხვალ, მარი?- ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა.

- რომელზე უნდა წავიდეთ?
- ხვალ რვა საათზე იქ უნდა ვიყოთ.

- ოუ, ხომ იცი რომ დედაჩემი არ გამომიშვებს, ასეთ დროს ვიღაცასთან, ვისაც ის კი არა, მეც არ ვიცნობ? - ვუთხარი და ცოტა ცუდ ხასიათზე დავდექი, ელენეც არ წავა ალბათ ჩემს გარეშე.

- მაგაზეც ვიფიქრე, დედაშენს ვეტყვით, რომ ჩემთან დარჩები და ეგაა.

- ჯანდანა, არა. არ მინდა მოვატყუო.- ვუთხარი მაგრამ ვის ესმის.
დიდი ხნის ხვეწნის და არგუმენტების მოყვანის შემდეგ დამითანხმა. ხვალ საღამოს მაგრად გავერთობით.

*****

გაკვეთილები მალევე დასრულდა და მაშინვე გამოვედი სკოლიდან. მე სკოლის სხვა მხარეს ვცხოვრობ, ელენე სხვა მხარეს, ამიტომ მალე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. აქეთ-იქით გავიხედე და ჩემი ბავშვობის მეგობარი დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოდიოდა.

- ჰეი, როგორ ხარ? - მითხრა და ჩამეხუტა.

- კარგად შენ? - ვკითხე და მეც ჩავეხუტე.

- რავი, რა მიჭირს. რამდენი ხანია არ მინახავახარ (ვიცი ცუდად ჟღერს ეს სიყვა, მაგრამ რავქნა ესაა სწორი ფორმა).

- აუ ხო მართლა. - ვუთხარი და რამდენიმე ნაბიჯი გადავგდი ჩემი სახლისკენ მიმავალ გზაზე. - აუ გთხოვ გამაცილე რაა.

- კარგიი. - არ მეგონა ასე მალე თუ დამთანხმდებოდა. ბევრი ვისაუბრეთ და ბევრი ვიცინეთ.

- მარი იცი ამ კვირის ბოლოს წვეულებას აწყობენ სკოლაში? მაგრად გავერთობით.

- მართლა? არ ვიცოდი. მაგარია. - მართლა ძალიან გამიხარდა. სკოლაში ბევრ ადამინს ვიცნობ, მით უმეტეს ჩემს ტოლებს. გავიგებ ვინ გადმოვიდა ამ სკოლაში და ვეცდები ისინიც კარგად გავიცნო. "რა ცნობისმოყვარე ხარ მარიამ" გავიფიქრე და ახლაღა გამახსენდა ჩემს გვერდით მდგარი გიორგი, რომელიც რაღაც ისტორიას მიყვებოდა.

მალევე მივედით ჩემს კორპუსთან. სადაც ჩემი მეზობელი ქეთო ვნახეთ. ძალიან საყვარელი გოგოა, ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ცოტა ხანი ვსაუბრობდით, მორე მოვიბოდიშე და სადარბაზოში შევედი. გიო და ქეთო კი იქ დავტოვე. ვფიქრობ ეს ორი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. თანაც ქეთოს მგონი მოსწონს კიდეც. ნუ რა თქმა უნდა უარყოფს, მაგრამ მე რას გამომაპარებს. სახლში, რომ ავედი ფანჯრიდან დავინახე ის ორი. ისევ ერთმანეთს ესაუბრებიან. ამ ფაქტმა რაღაცნაირად გამაბედნიერა.

* * * *

დილით ადრე გამეღვიძა. წყალი გადავივლე, თმა დავიბანე, გავიშრე და ჩემ დას შევუარე ოთახში. მის გაღვიძებას მირჩევნია თავი მოვიკლა, მაგრამ დედაჩემს ხომ არ გავაღვიძებ იმის გამო, რომ ეს გააღვიძოს. საწყალი მე. ლიზი ან თმით მითრევს არ რამე საშინელებას დამმართებს. თან როგორ გინდა გააღვიძო, ისეთი ღრმა ძილი აქვს?

- ლიზი, ლიზი გაიღვიძეე - დავუწყე ყვირილი და შენჯღრევა. აი თვალები გაახილა. ვაუ, როგორი მარტივი საქმე აღმოჩნდა. შემომხედა, რაღაც მითხრა გაუგებრად და ისევ ძილი განაგრძო. კიდევ დიდი ხანი ვცდილობდი გამეღვიძებინა, მაგრამ შედეგი ნული. " არ მინდოდა ამ ხერხისთვის მიმემართა, იმედია დამინდობ" ვთქვი და სამზარეულოდან ჭიქა ამოვიტანე, ცივი წყალი ჩავასხი და ლიზისთან მივედი.

- იმედია დამინდობ. - კვლავ გავიმეორე ეს სიტყვები და თავზე გადავასხი.

- აააააა - დაიკივლა და საწოლიდან წამოხტა. სახეზე ხელებს ისვამდა და წყლის წვეთებს იცილებდა. ჯერ ვერ გამოერკვა რა მოხდა. მის სიფათზე სიცილი ამიტყდა. წამში გააცნობიერა მომხდარი და "ოუ შით". საფრთხეში ვარ. ჭიქა იქვე ტუმბოზე დავდე და ოთახში შევვარდი, ლიზი გამომეკიდა კარები მივიჯახუნე და ძლივს ამოვისუნთქე. ჩემმა დამ კარებზე ხელების რტყმა დაიწყო. ლამისაა შემოანგრიოს. აუ რა დავაშავე?! გავაღვიძე, რომ არ დაეგვიან. იმის მაგივრად მადლობას მიხდიდეს, მოსაკლავად დამსდევს.

- ლიზი რას აკეთებ? - კარს მიღმა დედაჩემის ხმა გაისმა. მადლობა დე, შენ გადამარჩინე. - ლამის კარი ჩამოაგდე. მიდი მოემზადე, თორემ დააგვიანებ.

წარმვიდგინე ლიზის უკმაყოფილო სახე, რომელსაც დედა თვალებს უბრიალებს "დროზე შედი ოთახშიო".

დამშვიდებული მივედი კარადასთან და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. თეთრი კედები, ღია, დახეული, ოდნავ გაშვებული შარვალი და ტანზე მომდგარი წითელი მაიკა. ჩავიცვი, ქამარი გავიკეთე, ჩანთა ჩავალაგე და ჩემ დას დავუწყე ლოდინი. ნეტა მალე წავიდეს. და მერე მეც წავალ, თორემ ახლა, რომ გავიდე ოთახიდან, სახლიდან მაინც ვერ გავაღწევ ცოცხალი.

ფანჯრიდან ვიხედებოდი, ლიზის გამოსვლას ველოდი და თან ქუჩას ვათვალიერებდი. უეცრად ბექა დავინახე და გამახსენდა ჩემი დღევანდელი გეგმა. მალე ლიზიც წავიდა სახლიდან და დამშვიდებული გავედი გარეთ. ცოტა უცნაურია ჩემი ორი წლით პატარა დის, რომ მეშინია. უბრალოდ არ მიყვარს მასთან ჩხუბი და მაქსიმალურად ვარიდებ თავს ასეთ სიტუაციებს.

სამზარეულოში გავედი, ვიცოდი დედა უეჭველი აქ იქნებოდა.

- დეე - ვუთხარი და ლუყაზე ვაკოცე.

- ჯერ არ მიდიხარ? ლიზი უკვე წავიდა.

- არა დე, ჯერ არ მივდივარ. მაინც არ დამაგვიანდება ნუ ღელავ. - ვუთხარი და ტკბილეულის ძებნა დავიწყე. მალე ვიპოვე ეკლერი და მაშინვე ჭამას შევუდექი.

- ჩემი ღორმუცელა გოგო. - არც დედამ დააყოვნა პასუხი. მერე რა რომ ტკბილეულის გიჟი ვარ, მთავარია ას კილოიანი ძროხა არვარ. ასე, რომ თავისუფლად შემიძლია ვჭამო ენ რაოდენობის ტკბილეოლი.

- აუუ დეე რაღაც უნდა გითხრა. შეიძლება დღეს ელესთან დავრჩე? -
დედა ცოტა ხანს დუმდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა. ამ საღამოს მაგრად გავერთობით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძან კაია იმედია გააგრძელებ

 


№2  offline წევრი Smailiki

სტუმარი ნინო
ძან კაია იმედია გააგრძელებ

კიიი. დაწერილი მაქვს ათი თავი და ნელნელა ავტვირთავ❤

 


№3 სტუმარი ეკა

ძალიან მომეწონა. კარგი იყო.

 


№4  offline წევრი Smailiki

მადლობა შეფასებიათვიის❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent