შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილის დასასრული.


16-01-2020, 23:27
ავტორი zia-maria
ნანახია 2 063

-როგორც შემეძლო ვიჩქარე რა მოხდა,აქ რატომ დამიბარეთ რა უნდა მითხრათ ასეთი საინტერესო,გისმენთ.
-რაღაც ყოველთვის მთავრდება და ეს დასასრული კი ახლის დასაწყისია,ცხოვრების ახალი დღე მოულოდნელობებით და საშინელებებით არის სავსე,მაგრამ სწორედ ეს მოულოდნელობა ჰქმნის შენს ცხოვრებას და მომავლის იმედებს გიმძაფრებს შენს გარშემო  დატრიალებულ ქარტეხილებს ფანტავს,მაგრამ ჩვენ მაინც ვეგუებით ყველა განსაცდელს.ცხოვრება ასეთია,მკაცრი და დაუნდობელი.
-რთული დასაწყისია,ამიტომ მე კარგად მოვკალათდები რომ მოგისმინოთ და კარგად გავიაზრო რასაც მეტყვით.
-დაჯექი კარგად და ეს ვიდეო ნახე,დააკვირდი თითოეულ დეტალს და ყველაფერს თავად მიხვდები.
-უკვე ვკვდები ცნობისმოყვარეობით,გამისკდა გული ან თქვით და დააბოლოვეთ რას ამბობთ ან ჩართეთ ვიდეო.
-არ ვიცი თუ გახსოვს ერთხელ შემეკითხე,ანამარიამ რაღაც ვიდეო ჩანაწერი ახსენაო,გაგახსენდა?
-გამახსენდა,მოიცადე აქ იმიტომ მომიყვანე რომ ის ვიდეო უნდა მაჩვენო? შენ გაქვს ის ვიდეო ჩანაწერი? როგორ ვერ მივხვდი,მამა რატომ დაუმალე მართლმსაჯულებას ეს მნიშვნელოვანი სამხილი,ეს რომ გამოგეჩინა წლების წინ ჩასვამდნენ ზვიადის და ის საბრალო ქალი არ დაისჯებოდა უდანაშაულოდ.რატომ მამა,რატომ.
-მართალი ხარ,მაგრამ ვერ გამოვაჩინე.
-რატომ,ხელს რა გიშლიდა.
-მემუქრებოდნენ შვილო.
-ამიტომ გამამგზავრე აქედან შორს?
-ამიტომ,მაგრამ იქაც გიპოვა გაგამ და შენი ფოტოები გადმომიგზავნა,ის შენი სიცოცხლით დამემუქრა და ამიტომ დევს დღემდე ეს ვიდეო სიბნელეში.ახლა კი დროა ამ ვიდეო ფირმა თავისი სამართალი აღადგინოს და იმ უამრავ სამხილებთან ერთად ეს სამხილიც გვქონდეს.
-კარგია ეს ყველაფერი,მაგრამ ახლა რას ვაკეთებთ.
-ნიკოლოზ როგორც მხედავ აქ ვარ შენს წინ და ჩუმად ვზივარ,თქვენს საუბარს ვუსმენ და ჩემი ჯერიც მოვიდა ჩემს გეგმებზე გითხრათ.
-გისმენ რატი რა გეგმები გვაქვს.
-ყველამ უნდა შევიკრიბოთ და ერთად განვიხილოთ ჩვენი საბოლოო გეგმა.რამდენიმე წუთში ვალერა და ანამარია შეუერთდა მათ,ასევე ია,ფატი და თორნიკე,ბოლოს კი ლაშა,გოგიტა,ლაერტი და კომისარიც მივიდნენ.ნიკოლოზმა ყველას გადაავლო თვალი და თქვა.
-ყველა აქ ვართ,ბევრნიც ვართ და იმედია ვუახლოვდებით მიზანს.
-ისტორია რომელმაც უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა 22 წლის უკან 22 მაისს მოხდა.წელს 22 მაისს რუხვაძეების კომპანიას 100 წელი უსრულდება,სწორედ ამ დღეს აღსრულდება სამართლიანობა.თქვა იამ და ნიკოლოზს თვალი გაუსწორა,რატიმ აცახცახებულ მხრებზე დაადო ორივე მხრები იას და უთხრა.
-მე გავაგრძეკებ,ძალიან ნერვიულობ.ია იქვე დასვა და თავად წარსდგა ყველას წინაშე.
-გთხოვთ ნუ შემეკითხებით და კითხვებს ნუ დამისვამთ,მაგრამ თითოეულ თქვენთაგანს პირობას გაძლებთ,რომ სწორედ იმ დღეს დაბრუნდება ინდირა,სწორედ იმ დღეს გადაეცემა კომპანია ნამდვილ მფლპბელებსიადი და სწორედ იმ დღეს გაიგებს ყველა ვინ მოკლა მალიბუ არჯევანიძე და ვინ დაუკვეთა მისი მკვლელობა.ყველაფერი მზად არის,მხოლოდ ერთი რამ დარჩა მოსაგვარებელი და ეს ვალერას საქმეა,ის შეხვდება ზვიადის ამ ფირს გადაცემს კომპანიის აქციების სანაცვლოდ,ადვოკატი ხატიას ჰყავს ის მოაგვარებს ყველაფერს.
-არ მჯერა, რომ ისტორიის დასასრულს ვუახლოვდებით.თქვა ანამარიამ და ნიკოლოზს შეხედა.ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვექნება,ამ როლებს კი მოგვიანებით დავინაწილებთ მთავარია რომ ყველა ერთ მიზანს ვემსახურებით.შეკრება დასრულდა,ალექსანდრემ კი ნიკოლოზს შეხედა და უთხრა.
მე და შენ არ დაგვისრულებია ჯერ საუბარი,უნდა ვილაპარაკოთ.
-რა მოხდა,კიდევ რამე არის რაც არ ვიცი?
-არის შვილო და დროა ეს საიდუმლოც გაიგო.
-ისევ ვინმეს სიკვდილს ეხება?
-არა,ეს შენ გეხება ნიკოლოზ.
-მეეე? გიჭირს საუბარი,დამშვიდდი და თუ გინდა მოგვიანებით ვისაუბროთ.
-არა,რამდენი გადავდებ უფრო გამიჭირდება.ეს აქამდეც უნდა მეთქვა,მაგრამ იზაბელას ვუწევდი ანგარიშს.
-რა მოხდა მამა.
-მინდა შენს ოჯახზე გელაპარაკო.
-ჩემს ოჯახზე? შენ იცნობ მათ,იცი ვინ არიან ჩემი მშობლები?
-ვიცი,დედას არასოდეს მიუტოვებიხარ შვილო და დღემდე შენს გვერდით არის,შენ მამამ...................
-მამამ მიმატოვა და შენ გამიწიე მამობა.
-ასეა,იზაბელა ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი გავიცანი,ნაცემი იყო და შევხედე რომ მარტო სულიც.ჩემს სახლში შევიფარე მაშინ დედა ცოცხალი მყავდა,შვილივით მიიღო იზაბელა და დროთა განმავლობაში შემიყვარდა.
-გასაგებია,მამა? არასოდეს უკითხივარ მამას,არ მოგვძებნა?
-ერთხელ მოვიდა და იზაბელას უკან წაყვანა დააპირა,მაგრამ ჩემს სახლში ჩემს თვალწინ დაემუქრა მოკვლით და მე არ მოვინდომე ასეთ წყნარ ადამიანს იმ ცხოველის გვერდით არ ეცხოვრა.ის ძველი მეზღვაური იყო და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა,პოლიციელი ვიყავი და ძალიან ბევრი უკანონო საქმეები ამოვუძებნე,ის დააკავეს და უამრავი წლები იჯდა ციხეში.
-ცოცხალია? დედმამიშვილები მყავს?
-არა,რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა,დაქორწინებით კი არასოდეს დაქორწინებულა ის თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა.
-ახვლედიანი მამის გვარია?
-მამის გვარზე ხარ,მე დაგწერე მამის გვარზე.
-რატომ?
-ვიფიქრე, როცა გაიზრდებოდი მოინდომებდი მის ნახვას.
-მამა ვინც არ უნდა გამოჩენილიყო,შენს გარდა მამად სხვას არასოდეს არ მივიღებდი,რადგან თვალი გავახილე თუ არა შენ დაგინახე და მის მერე დღემდე შენ ხარ ჩემი მამა,მე და შენ მამა და შვილი ვართ და მადლობას ათასჯერ მოგიხდი რომ ცხოვრებაში შენნაირმა ადამიანმა ამღზარდა,შენ მასწავლე კაცობაც და ადამიანობაც,მადლობა რომ შენ გამოჩნდი დედას ცხოვრებაში.
-შვილო............................
-მამა...............................

რამდენიმე დღეა მზეს ასწრებს ადგომას და გათიშული დადის,რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ ლევნის დაურეკა და თავისი მოფიქრებული გეგმა გაანდო.ლევანიმ უსმინა და ბოლოს უთხრა.
-ზვიადი დიდ რისკზე მიდიხარ.
-ვიცი,მაგრამ რისკის გარეშე ცხოვრებასაც აზრი არ აქვს.ლევან სანდო ადამიანები მჭირდება,მინდა რომ თავს დაესხას მანქანა გაიტაცოს და ადგილიდან გაქრეს,ამასთან ერთად უნდა დააშინოს რომ არ ხუმრობს ყველაფერზე უარი უნდა თქვას და უკან დააბრუნოს.
-შევეცდები,ვიპოვო სანდო ხალხი და ყველაფერი ისე გავაკეთოთ რომ თავდასხმას დაემსგავსოს,მაგრამ ერთხელ გენდე და 3 წლით გამისტუმრე დასასვენებლად,ამჯერად იცოდე შეცდომად არ ჩაგითვლი და ჩემს ღალატს არ გაპატიებ.
-გპირდები ციხეში არ გაგიშვებ.
-კარგი,წავალ და ყველაფერს რომ დავაზუსტებ დაგირეკავ.ლევანი ერთ საათში კომისარს შეხვდა და ზვიადის ახალი გეგმის შესახებ ყველაფერი მოუყვა.
-კარგია,ხატიას ვეტყვით და შეგატყობინებ როდის უნდა დაიწყო საქმე,სამ ბიჭს გამოგიგზავნი.კომისარმა ბიჭები გაუგზავნა ლევანს და ერთ-ერთი მათგანი ხატიას უთვალთვალებდა,როგორც იქნა ლოდინი დასრულდა და ერთ დღეს ხატია მანქანით გამოვიდა,მათ ერთმანეთს ფარები აუნთეს და ისიც უკან გაყვა,ერთ ერთ მარკეტთან გაჩერდა და მარკეტში აპირებდა შესვლას რომ მანქანასთან სირბილით ნიღბიანი მამაკაცი მივიდა და ხატიას დაჭრას შეეცადა.ხატიას შეეშინდა და ყვირილი დაიწყო,იქვე მდგომი მამაკაცი გამოექომაგა შეშინებულ ხატიას მაგრამ ნიღბიანმა უცნობი სცემა და ხატიას მანქანის გასაღები წაართვა,თმებში ხელი წაავლო და უთხრა.
-ყველაფერს დააბრუნებ,უარყოფით შემთხვევაში მოკვდები ძუკნა.ნიღბიანმა ხატიას მანქანა წაიყვანა და წავიდა,ცოტა რომ დამშვიდდა ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გააგზავნა.
-ვცემე და მანქანაც წამოვიყვანე.უეცრად პოლიციის სირენის ხმა გაიგონა და მანქანის გაჩერება უბრძანეს მღოლს.
-ვინ ხარ,ჩემი დედიკო სად არის? გაიგონა ბავშვის ხმა და გაოცებულმა უკან მიიხედა,მას 4 წლის შავთვალება გოგონა უცქერდა რომელსაც თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.ნიღბიანი არ დაიბნა და პატარას გაუღიმა.
-გინდა დედასთან წაგიყვანო?
-მინდა დედასთან,თქვენ უცხო ხართ მე არ გიცნობთ.
-ხედავ პოლიციელი ძია ჩვენსკენ რომ მოდის?
-ვხედავ,ის ძია წამიყვანს?
-არ იტირო და ის ძია წაგიყვანს.
-მართლა?
-მართლა.
-ნაყინსაც მიყიდის?
-თუ არ იტირებ,ვეტყვი და გიყიდის.
-არ ვიტირებ.პოლიციელმა მძღოლთან მივიდა და მძღოლმაც უთხრა.
-ძია პოლიციელო ეს ანგელოზი დედასთან მიიყვანეთ,მანამდე კი ნაყინი უყიდე.
-აუცილებლად უფროსო.უთხრა მძღოლს პოლიციელმა,პატარას კი გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-პატარა არ შეაშინოთ,ყველაფერი კარგად გამოვიდა.დედას დაალაპარაკეთ ან როგორმე გააგებინეთ რომ ბავშვი კარგად არის,მე კი საქმეს ბოლომდე მივიყვან.პოლიციელმა ბავშვი ხელში აიყვანა და მძღოლს უთხრა.
-ლევან ფრთხილად იყავი.ლევანს გაეცინა და წავიდა.დიდი სისწრაფით მიდიოდა,თითქმის ქალაქი უკან ჩამოიტოვა და ერთ დაუსახლებელ ადგილზე მივიდა,იქ კი სხვებიც დახვდნენ.გადმოვიდა და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს,შემდეგ კი პოლიციას შეატყობინეს.
-უფროსო საქმე ბოლომდე მივიყვანეთ,ბავშვი საიმედო ადგილზეა.
-გასაგებია,დატოვეთ მაგ ადგილი და წამოდით.ხატია საავადმყოფოში გადაიყვანეს და კომისარმა ზვიადის თავად დაურეკა.გიჟივით შევარდა ზვიადი საავადმყოფოში და ხატიასთან შესვვლას ითხოვდა,მაგრამ მას ჯერ სიმშვიდე ჭირდებოდა.
-მხოლოდ ორი წუთით შევალ,შევხედავ და გამოვალ.თხოვა ექიმს და ექიმმაც უარი ვერ უთხრა.პალატაში შესულმა შეხედა ხატია სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული და გული ეტკინა,ეს ხომ ყველაფერი მის გამო მოხდა.ახლოს ვერ მივიდა,კედელს მიეყუდა და ასე კედელ კედელ გავიდა პალატიდან.ერთიანად კანკალებდა,მაგრამ ექიმთან მივიდა და შეეკითხა.
-როგორ არის ექიმო.
-შოკშია,ჯერ კიდევ შიშით სუნთქავს და დამამშვიდებელი გავუკეთეთ,მან უნდა დაისვენოს,სიმშვიდე ჭირდება.
-კომისარო ხომ დაიჭერთ დამნაშავეს,მითხარით  ხომ იპოვით მას.
-ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი რაც მოხდა ბატონო ზვიადი,მაგრამ მის გამოღვიძებას ველოდებით,მთავარი არის ის რას გვეტყვის და რა დაამახსოვრდა მომხდარიდან.
-ჩემი შვილი,ჩემი შვილი სად არის.მოესმათ ხატიას ხმა და ზვიადი ადგილზე გაშეშდა.
-შვილი? ხატიას ბავშვიც თან ახლდა?
-სამწუხაროდ ბავშვი თან ახლდა.
-კომისარო აქ რას აკეთებთ,მხოლოდ კითხვებით გინდათ შემოიფარგლოთ?
-დამშვიდდი ბატონო რუხვაძე და თავი გააკონტროლეთ,თქვენ სად იყავით როცა ხატია გარეთ გავიდა,კომისარის ტელეფონი ახმაურდა ჯიბეში და სასწრაფოდ გახსნა.
-გისმენთ,გვაქვს რამე ახალი? ზვიადი კომისარს უცქერდა და მიხვდა მისი სახის გამომეტყველებით,რომ ცუდი ამბავი აცნობეს.
-რა მოხდა,რა გითხრა.
-იმ ადგილიდან დამირეკეს სადაც მანქანა იპოვეს.
-იპოვეს? ჩემი შვილი სად არის,სად გყავთ.
-სამწუხარო ინფორმაციაა,მანქანა დამწვარია და ვინც იყო შიგნით ვერ გადაარჩინეს.ზვიადიმ იქვე ჩაიკეცა და თავში შემოიცხო ხელები,ხატიასთან ვერ შედიოდა და ვერ ნახულობდა მხოლოდ ექიმს ესაუბრებოდა.რამდენიმე დღის შემდეგ გამოიყვანა საავადმყოფოდან,სახლში ვერ ჩერდებოდა,ვერ უძლევდა მის ტანჯვას მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა.ერთ დილით ზვიადი სახლიდან გავიდა და ხატიაც უკან გაყვა,ის სახლთან ახლოს უცხო ქერა ქალს შეხვდა და მათი საუბარიც კარგად ესმოდა.
-როგორ ხარ,რამდენიმე დღეა არ გამოჩენილხარ .
-ხატიაზე ვნერვიულობ,არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე გამოსულიყო.
-ნუ ნერვიულობ ის ძლიერი ქალია და გადაიტანს,მართალია ის უნდა მომკვდარიყო და ქონებას მხოლოდ ამ გზით დაიბრუნებდი,მაგრამ მის მაგივრად ბავშვი დაიღუპა ეს კი ძალიან საწყენია.
-ვერ მოვასწარი ჩემი შვილის გაცნობა.
-კარგი რა რა შენი შვილი,შენ არ გაგიზრდია და არც დარწმუნებული ყოფილხარ რომ შენი შვილი იყო.
-ხატია უნდა გახვიდე,უკვე შენი ჯერია.გაიგონა ყურში ლევანის ხმა და ისიც გავიდა იარაღით ხელში.
-ამ კახპის გამო გაწირე ჩემი შვილი?
-ხატია? აქ რას აკეთებ,მითვალთვალებ?
-ნუთუ არ დაფიქრებულხარ ყოველ ღამე ტელეფონზე ჩურჩულით ეჭვს გამოიწვცევდი? შენ მიმიყვანე ამ საშინელ წუთამდე,ახლა კი ხმას არ ამოიღებთ და მანქანაში ჩასხდებით ორივე.
-ხატია რას აკეთებ.
-ჩასხედით ორივე მანქანაში,წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას გადავცემ ამ ჩანაწერს რაც ახლა ისაუბრეთ.ზვიადი ადგილიდან ვერ იძროდა და ხატიას უცქერდა.
-რას მიყურებ,დაჯექი და მანქანა დაძარი.
-იარაღი შეინახე და რასაც მეტყვი ყველაფერს გავაკეთებ.ზვიადიმ ქერას შეხედა და თვალებით ანიშნა მანქანაში დაჯექიო,ის ხატიას მითითებით მიდიოდა და ისინი ერთ ძველ ორ სართულიან სახლთან გაჩერდნენ.
-აქ რა გვინდა,ამ სიბინძურეში რატომ მოგვიყვანე.
-იმ მდგომარეობაში არ ხარ კითხვები დასვა,არ მომიყვანიხარ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში,იქ მოგიყვანეთ ორივე სადაც თქვენი ადგილია,გადადით.
-ხატია მომისმინე.
-გადადი.მკაცრი და შეუვალი იყო ხატია.
-მომისნინე,ყველაფერს აგიხსნი.
-გადადი.უყვირა ხატიამ და იარაღი ზვიადის სახეში ჩაარტყა რომელიც ძალიან გაბრაზდა.
-რას აკეთებ,იარაღი დაწიე.უყვირა გაბრაზებულმა,მაგრამ ხატიამ ქერას თმებში წაავლო ხელი და უთხრა.
-ან გადახვალ,ან ტვინს გავასხმევინებ იარაღი შენია და შენ გადაწყვიტე რას იზამ.
-გადადი,ზვიადი გთხოვ გადადი.სამივე გადავიდა მანქანიდან და ზვიადიმ შეეცადა იარაღი წაერთმია ხატიასთვის,მაგრამ ხატიამ ფეხში ესროლა და გაოცებული უცქერდა ხატიას,მიხვდა რომ ის არ ხუმრობდა.სიმწრით მიდიოდა კოჭლობით და სახლთან მიიყვანა.
-გააღე კარი და შედი.ქერამ ხელი კრა ოდნავ ღიად დარჩენილ კარს და თქვა.
-რა სიბინძურეა.
-აქ ადგილია ბინძური,შენ კი შინაგანად ხარ დაბინძურებული.ქერა მიუბრუნდა ხატიას და უთხრა.
-ჩემი ბრალი არაფერია,ეს ყველაფერი ზვიადის იდეა იყო,მას შენი თავიდან მოშორება უნდოდა და ამ გზით თავისი ქონებას უკან დაიბრუნებდა.
-და შენც დაეხმარე კახპავ,ხომ იცოდი რომ დაქორწინებული იყო,ვერ მიხვდი რომ მისი მორიგო სათამაშო იყავი?
-ეს იყო ჩემი შეცდომა,რომ მითხრა განქორწინების პროცესში ვარ სულ მალე თავისუფალი კაცი ვიქნებიო.
-ნუ იღლი თავს შენი თავის მართლებით,მე ყველაფერი ვიცი.ორივე სახლის სარდაფში შეიყვანა,ზვიადის შეხედა და უთხრა.
-მკვლელი ხარ,შენ ვის შეიცოდებ როცა საკუთარი შვილიც არ დაინდე ისე გაწირე მოსაკლავად.
-შენი ბრალია,რად გინდოდა ბავშვი დილა ადრიან რომ ააყენე და მაღაზიაში წაიყვანე,წესით ბავშვს იმ დროს უნდა ძინებოდა.
-ყველაფერი გათვლილი გქონდა,მაგრამ არ გამოგივიდა ისე როგორც შენ გინდოდა.ხატიამ კარზე დააკაკუნა და სარდაფში ორი დაკუნთული მამაკაცი ჩავიდა,ხატიასთან მივიდა ერთი და საქაღალდე გადასცა.
-ხელი მოაწეროს ამ ყველაფერს,წაიღე და წადი შენ თავისუფალი ხარ დანარჩემი ჩვენი საქმეა,ამათ ჩვენ მივხედავთ.ზვიადიმ ცხოვრებაში არ იცოდა რა იყო შიში,მაგრამ ამჯერად მართლა შეეშინდა.ყველაფერს უსიტყვოდ მოაწერა ხელი და ხატიას გადასცა,ხატიამაც ირონიულად შეხედა და უთხრა.
-მშვიდობით,იმედია ახლა მაინც მიიღებ იმ დამსახურებულ სასჯელს,რომელსაც მთელი ცხოვრებაა ემალები.ხატიამ სარდაფი დატოვა,ზვიადის შეხედა ერთ-ერთმა და უთხრა.
-რაო რუხვაძე შენი ეპოქა დასრულდა?
-რას მიკეთებთ,ფეხში ვარ დაჭრილი სადაცაა სისხლისგან დავიცლები ექიმი მჭირდება.
-ექიმები აქ ვართ მეგობარო.უთხრა ერთმა და მეორე ფეხშიც ესროლა რასაც ზვიადის ყმუილი მოყვა.
-როგორ ცემე რატი გახსოვს?
-ვინ არის რატი არ მახსოვს.ეს თქვა და სახეში მოხვდა ძლიერი ხელი.
-არც ის გახსოვს როგორ გააუპატიურე ვალერას საცოლე და მერე როგორ დაწვი?
-რომელი ვალერა.
-კიზირია,ვალერა კიზირიაც არ გახსოვს? ეს ხომ დაუჯერებელია.გოგონა გეხვეწებოდა სიცოცხლე არ წამართვაო და შენ? რა გააკეთე შენ.ჩვენც გავერთობით შენი თოჯინათი.
-არა,მე არ ვარ არაფერში დამნაშაავე.
-მესამე პირი რომ ჩადექი წყვილს შორის არ თვლი დამნაშავედ შენს თავს?
-მან,მან ძალა იხმარა ჩემზე.
-ძალა იხმარა რამოდენიმე წლს წინ თავად ხატიაზე,მაგრამ ხატიამ ჭკვიანურად გააკეთა ყველაფერი.
-რაო გაგახსენდა როგორ ამოუწყვიტე ოჯახი საკუთარ ცოლს?
-შენ,შენ ვინ ყოფილხარ,მე კი ადამიანი მეგონე,ცხოველო.
-ადამიანი? ზვიადი რიხვაძე ადამიანი არ არის.თქვა უფრო დაკუნთულმა და ზვიადის თავში ძიერად ჩაარტყა,ის დარტყმისგან გაითიშა,ქერას პირი აუკრეს,ტანზე რაც კი ეცვა შემოახიეს აწამეს და ისე ნაწამებს კოკაინის ზედმეტი დოზა გაუკეთეს, სარდაფი გარედან დაკეტეს და წავიდნენ.რამდენიმე დღე გავიდა და ზვიადი არსად არ ჩანდა,არც ტელეფონზე არ პასუხობდა შემდეგ კი ტელეფონი საერთოდ გაითიშა.გაგამ სად არ ეძება,მაგრამ ზვიადის კვალს ვერსად ვერ მიაგნო,მისი ადგილი კი კომპანიაში ხატიამ დაიკავა.გაგამ იფიქრა ზვიადი ვინმესთან ერთად ქალაქიდან გავიდა და დაბრუნდებაო,ამიტომ მის ძებნას თავი მიანება,მაგრამ ერთ საღამოს მის კარზე ატირებული ხატია მივიდა,გაგამ კი გაოცებულმა და შეშინებულმა უთხრა.
-რა მოხდა,ზვიადის შეემთხვა რამე? ხატიამ ტელეფონი გაუწოდა და უთხრა.
-ზვიადის ტელეფონი ვიპოვე სახლში და ჩავრთე და ეს  ვიდეო ვნახე.გაგამ ტელეფონი გამოართვა და ვიდეო გახსნა,ფერი დაკარგა და გულზეც მიიდო ხელი.
-რა ხდება,რაც აქ ვნახე ეს ყველაფერი სიმართლეა?
-ხატია ეს არსად არ უნდა თქვა,რასაც ითხოვენ უნდა მივცეთ ჩემს ძმას ციხეში ვერ გავუშვებ ეს არ მოხდება,შეუძლებელია.
-მის დაუკითხავასდ მივცეთ ის რასაც ითხოვენ?
-ხომ იყურე ვიდეო,მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან და ამას კი არ დავუშვებ.მე დილას საჭირო საბუთებს მოვამზადე და შენ იმ საბუთებით ისარგებლებ.
-ეს როგორ,ზვიადის გარეშე და მის დაუკითხავად მოვაწერო ხელი მნიშვნელოვალ საბუთებზე? დაველოდოთ და დაბრუნება,სიჩქარეში დარჩა ტელეფონი და მისი არ ყოფნაც ძალიან შესამჩნევიც არ არის.გაიკვირვა ხატიამ მაგრამ გაგამ შეხედა და უთხრა.
-არ ვიცი სად წავიდა,არ ვიცი რას ფიქრობს ასე იყო ყოველთვის წავიდოდა და დაიკარგებოდა,არც ის ვიცი ვინ არის მის გვერდით.ხატია მომეცი სიტყვა,რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება.
-გასაგებია,მაგრამ ერთი პირობით.გაგამ შეხედა ხატიას და უთხრა.
-პირობების დროა ახლა? მაგრამ მითხარი რა პირობა გაქვს,გისმენ.
-მინდა ჩემი ადვოკატი მყავდეს,არ მინდა ვითანამშრომლო ნოდარისთან და ნათიას ჩვენგან წასულმა ინფორმაცია მიაწოდოს.
-ეს არც მე არ მინდა და გეთანხმები,მხოლოდ ჩვენ და ადვოკატს ეცოდინება სიმართლე.დილით კომპანიაში მოვალ და იქ ვნახოთ ერთმანეთი.ხატია წავიდა და კომისარი და ნიკა მოინახულა,ის ღამე კი პატარასთან ერთად გაატარა და დილით კომპანიაში მისულს გაგას კომპანიის მთავარ კართან შეხვდა.
-ადვოკატი?
-მალე მოვა.
-ბატონო გაგა,ქალბატონო ხატია დირექტორს თქვენი ნახვა სურს.
-რა მოხდა,რამე მნიშვნელოვანია?
-დიახ,სტუმარია მოსული და თქვენ გელოდებათ.გაგამ ხატიას შეხედა და უთხრა.
-იცი რა ხდება?
-არა,არაფერი ვიცი.ორივე თორნიკეს კაბინეტისკენ წავიდნენ და გაოცებული დარჩა გაგა როცა ტკბილად მოსაუბრე კიზირია დახვდა კაბინეტში.
-რა მოხდა,მითხრეს რომ გველოდებოდით.
-მობრძანდით ბატონო გაგა დღეს მნიშვნელოვანი დღეა და სიმართლე გითხრათ მეც გაოცებული ვარ,როცა ბატონმა ვალერამ ეს საბუთები მაჩვენა და ზედ ზვიადის ხელმოწერაა.
-რა ხელმოწერა,სად არის ზვიადი მე რატომ არაფერი არ ვიცი.
-ბატონო გაგა რამდენიმე დღის წინ ზვიადიმ თავად დამირეკა და შეხვედრა მთხოვა,დიდი თანხის სანაცვლოდ აქციები გადმომცა და წავიდა.
-დიდი თანხის სანაცვლოდ? თქვენ გინდათ მითხრათ,რომ ჩემმა ძმამ კომპანიის აქციები გაყიდა და მე არაფერი არ ვიცი?
-არ ვიცი თქვენ რატომ არ იცით რამე,მაგრამ მის გვერდიოთ მოხდენილი ქერა ქალბატონი იდგა ფული გადავურიცხე აიღო და ორივე ერთად წავიდნენ.
-დაუჯერებელია,გამოდის ჩემი ძმა ქალთან ერთად გაიქცა?
-ეს კი მართლა არ ვიცი,მე მოვედი აქ რომ გითხრათ დღეიდან მეც ამ კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი პაკეტის მფლობელი ვარ,აქ ვერ ვივლი ყოველ დღე,მაგრამ საქმის ყურში ჩამაყენებთ.მეც მინდა ერთ-ერთი სერიოზულ მშენებლობაზე გესაუბროთ,სადაც მრავალსართულიან სახლს დავდგამთ და დაფინანსებაც ჩემი მხრიდან იქნება,საოცრად კარგი გეგმა მაქვს,თორნიკე რამდენიმე დღეში შეგხვდებით და გარკვევით ვისაუბროთ.
-ვისაუბროთ ბატონო ვალერა ჩვენ აქ ვართ და როცა მოისურვრებთ მოგისმენთ.ვალერამ ყველას დაემშვიდობა და წავიდა,გაგამ ზვიადის უფლებები ხატიას გადასცა და კომპანია დატოვა,ნათიამ ვერ გაიგო რა ხდებოდა კომპანიაში,ეს რა ცვლილებები იყო და შეეცადა ახლო ურთიერთობა ხატიასთან დაემყარებინა,უნდოდა მისგან გაეგო ის რაც ასე ძალიან აინტერესებდა,მაგრამ ხატიას სიტყვა ვერ დააცდენინა რამაც ძალიან გააბრაზა და ხატიას გულში დაემუქრა,ნოდარს კი უთხრა.
-რაღაც ხდება ნოდარ და რა ხდება ვერ გავიგე.
-დამშვიდდი ნერვიულობით რას გააკეთებ.
-მე უნდა წავიდე,რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს.
-მეც წამოვალ,ვერ ვჩერდები აქ და ვფიქრობ აქ აღარავის ვჭირდები.
-ნუ სულელობ,შენ ამ კომპანიის ყველა საიდუმლო იცი,ვერ მოგისროლიან ასე ადვილად.უკვე კარებში გავიდნენ რომ მათ წინ მაღალი მოხდენილი მამაკაცი შეხვდათ და მან დირექტორის კაბინეტი იკითხა.
-მეორე სართულზეა მარჯვნივ მეორე კარი.უთხრა ნათიამ და გაკვირვებულმა გააყოლა თვალი,ნოდარს შეხედა და უთხრა.
-იცნობ ვინ არის?
-არ ვიცნობ,პირველად ვხედავ ან რა ჩვენი საქმეა, წავიდეთ?
-წავიდეთ მე სახლში წავალ.ნათია დაემშვიდობა ნოდარის და წავიდა,უცნობმა მამაკაცმა კი კიბეები დინჯად აიარა და თორნიკეს კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით.მამაკაცმა კარი გააღო და შევიდა.
-გამარჯობათ,მე ადვოკატი მამუკა კვენეტაძე ვარ.
-ვიცი,ხატიამ თქვენზე ძალიან კარგად ისაუბრა და მე ხატიას ვენდობი.
-მადლობა ბატონო თორნიკე.
-მაშინ წამოდით თქვენს კაბინეტს გაჩვენებთ.თორნიკემ კომპანიის ახალი ადვოკატი ახალ კაბინეტში შეიყვანა და ხატიას უთხრა.
-ხატია აქ ხარ? პირადად იქნები ბატონი მამუკას მდივანი,ასე რომ დღეიდან აქ მუშაობთ,თუ რამე დაგჭირდეთ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩემთან თავისუფლად.მამუკა კარგად მოეწყო,ნათია ბინაში შევიდა ჩანთა დივანზე დადო და სააბაზანოში გავიდა ხელები დაიბანა,შემდეგ კი სამზარეულოში შევიდა,მაცივარი გამოაღო და გადაწყვიტა რამე მსუბუქი ეჭამა,ამიტომ სალათის ფოთლები გამოიღო და შემობრუნდა,შემობრუნდა და გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ მამაკაცს.
-შენ? აქ როგორ მომაგენი.
-არ იყო ძნელი შენი მოგნება,რამდენიმე დღეა გითვალთვალებ.სიმართლე გითხრა გაოცებული დავრჩი შენი ნიჭიერებით,უზარმაზრ ჰოლდინგში მუშაობ,ფულიც გაქვს და საქმიანი ქალის სახელიც გაქვს.
-რა გინდა ჩემგან,რაც მთავარია შენი ვალი არ მაქვს და საინტერესოა ახლა როგორ დამაშანტაჟებ.
-გრცხვენოდეს,როგორ მალე დაგავიწყდა მკვლელობა რომელიც შენ ჩაიდინე,ასევე დაგავიწყდა მე რომ გადაგარჩინე,საინტერესოა ახლა სად იქნებოდი.
-მე იმ დღეს მარტო არ ვყოფილვარ,ჩვენ ერთად ჩავიდინეთ დანაშაული.
-მართალია მახსოვრობა კარგი გაქვს,მაგრამ იარაღზე შენი თითის ანაბეჭდებია რომელიც თან გაქვს და სათუთად ინახავ დღემდე.
-რა გინდა ჩემგან,მითხარი რას ითხოვ.
-აი ასე,ყველაზე კარგი გამოსავალი მოლაპარაკებაა.
-რამდენი გინდა.
-სიჩუმე ძვირი ფასობს საყვარელო დაიკო.ნათიამ ქვითარი გამოუწერა და გაუწოდა.
-აიღე და აქ აღარასოდეს მოხვიდე.
-წავალ,მაგრამ ჯერ საჩუქარი უნდა გადმოგცე.ჯიბიდან პატარა შეკვრა ამოიღო და შორიდან ესროლა.
-წაიღე და წადი,მე არ მჭირდება ეს საზიზღრობები.
-შეეშვი? დაუჯერებელია,მაგრამ ყოჩაღ. ნათიამ ახლოს მივიდა ირონიით სავსე მამაკაცთან და უთხრა.
-12 წლის ვიყავი ამ სიბინძურეში რომ ჩამითრიე,შენგან კი არ წამოვედი,გამოვიქეცი რადგან არ მინდოდა მეცოცხლა და ყოველ დღე ნელა-ნელა მოვმკვდარიყავი.შენგან წამოვედი და ჩემს ირგვლივ გაჩენილი სიბნელე გაიფანტა,მე სინათლე ვიპოვე.ვისწავლე,ადამიანად ვიქეცი და ამდენი წლის შემდეგ ისევ ცდილობ გზა ამირიო,იმ სიბინძურეში და ჭაობში დამაბრუნო.
-მამაშენმა მეც დამინგრია ცხოვრება,სწორედ მამაშენის დამსახურებაა დღემდე რომ ვერ ამოვედი ამ სიბინძურისგან.მეც 12 წლის ვიყავი პირველად ნარკოტიკი რომ შემომაჩეჩა ხელში და ქუჩაში გამიშვა.ახლა კი მორჩი წუწუნს და ძველ ადგილზე მოდი,იქ გელოდები.
-არ მოვალ.უთხრა ნათიამ მაგრამ მამაკაცს ჩაეცინა და უთხრა.
-მოხვალ,რადგან არ გინდა გაიგოს მთელმა კომპანიამ რომ შენ ნათია კამლაძე მკვლელი ხარ,რომ ფულის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი,რომ შენ მოღალატე ხარ,ამიტომ მოხვალ.ნათიას სხვა გზა არ ჰქონდა და საღამოს უკვე დაღამებული იყო ძველ ადგილზე რომ მივიდა.ზიზღით და გულის რევის შეგრძნებით შეხედა ძველ კედლებს,ვიღაცამ გაუცინა ხელი მოკიდა და ოთახში შეიყვანა.ვერ გაიგო როდის გათენდა,ვერც ის დაითვალა რამდენი მამაკაცი შეეხო მის სხეულს,მთელი სხეული დამძიმებული ჰქონდა,მაგრამ მაინც ადგა თავი მოიწესრიგა და ის ადგილი ტირილით დატოვა.რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა კომპანიაში,ნოდარიმ სახლში მიაკითხა და ნათია საოცრად შეცვლილი მოეჩვენა.
-რა გჭირს,ავად ხარ?
-შეუძლოდ ვარ,არ ვიცი რა მჭირს.
-ექიმთან წაგყვან და გაგსინჯავს,უექიმოდ და უწამლოდ როგორ იქნები.
-არა,ექიმი არ მინდა,დღესაც დავრჩები სახლში და ხვალიდან მოვალ.
-ნამდვილად შეძლებ კომპანიაში მოსვლას?
-მოვალ,ხვალ მოვალ.
-კარგი,კომპანიაში ცვლილებებია და თან მზადებაა.
-რა ცვლილებებია და რისთვის ემზადებიან.
-კარგად ვივარაუდე,კომპანიას ახალი ადვოკატი ყავს უკვე.
-შეუძლებელია,ამას არ ველოდი.
-მაგრამ სიმართლეა.
-მზადება? რისთვს ემზადებიან.
-კომპანიის დაარსების 100 წლისთავია.
-აააა,კარგია ცოტა განტვირთვა გვჭირდება.
-კარგი,მე წავალ და ხვალ გელოდები.ნოდარი წავიდა,ნათია მოემზადა,კარადაში საგულდაგულოდ დამალული იარაღი გამოიღო და ჩანთაში ჩაიდო,სარკეში თავისი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და წავიდა.ადრე იყო,ბარი ჯერ კიდევ არ იყო ღია მაგრამ თავად ამაყად და გაბედულად შევიდა ბარში.
-შენი ფეხით მოდი? რამდენიმე დღის დასვენებამ მადაზე მოგიყვანა და ისევ დაბრუნდი,აი ეს ძალიან მომწონს.იცი იმ ღამით რამდენი ფული ვიშოვეთ? ორჯერ იმაზე მეტი რაც შენ მომეცი,კარგია დღესაც აქ რომ ხარ ქალაქის საპატიო სტუმრები გვეყოლება.ნათიამ სიგარეტს მოუკიდა,ჩანთა იქვე დადო და ძმას წინ დაუჯდა.
-გადაწყვეტილება მივიღე,მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებ.
-რა გადაწყვეტილება მიიღე ბევრი ფიქრი რომ არ დაგჭირდა?
-მინდა ეს დაწესებულება ვიყიდო.გაოცებულმა შეხედა ნათიას და უთხრა.
-ხუმრობ ალბად,ხომ?
-სულაც არა,მე აქ არასოდეს გამოვჩნდები უფროსი შენ იქნები.
-უფროსი მე ვიქნები?
-სხვას ვერავის ვერ ვენდობი,თან შენ კარგად გესმის ეს საქმე.
-თანახმა ვარ.
-ხვალ დაველაპარაკოთ მფლობელს და რაც უფრო მალე ვიყიდით ეს ორივესთვის კარგია.
-ეს მართლაც კარგია.ნათიამ ჩანთა გახსნა და იარაღი ამოიღო,ძმას შეეშინდა და ნათიას უთხრა.
-რას აკეთებ,სისულელე არ ჩაიდინო იარაღი შეინახე.
-სისულელე ის არის აქამდე რომ სუნთქავ და ცოცხალი ხარ.უთხრა და ესროლა,ნელა ნელა სკამიდან ჩაცურდა და ძირს დავარდა,ნათიამ კი მაგიდაზე დაყრილი ფული ღიად დარჩენილ პირში ჩაუტენა,მკვდარს გადააბიჯა და წავიდა.საღამოს პოლიციას აცნობეს უცნაური მკვლელობის შესახებ და ყველასთვის გასაოცაროი ის იყო,რომ მოკლული იმავე იარაღით იყო მოკლული რომელი იარაღით მოკლეს მალიბუ.
-ამ იარაღით უკვე რამდენიმე მკვლელობაა მომხდარი,მფლობელი მხოლოდ განსაკუთრებული მსხვერპლისთვის იყენებს ამ იარაღს,ვგრძნობ რომ მკვლელი სულ ახლოს არის.
-სულ მალე და მკვლელსაც დააპატიმრებენ.უთხრა რატიმ ნიკოლოზს და მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა.
-დამღალა რატი ამ ყველაფერმა.
-მეც დამღალა წარსულის ტკივილით ცხოვრებამ,მაგრამ ჩემმა მოთმინებამ გაამართლა.ახლა უნდა წავიდე,მალე ისევ შევხვდებით ერთმამნეთს.რატი წავიდა და ერთ უზარმაზარ შენობაში შევიდა,სადაც ყველამ მოწიწებით დაუკრა თავი და თავადაც კეთილი ღიმილით მიესალმა თანამშრომლებს.კაბინეტში შესვლამდე ყველა იმ დღის საბუთი და დღის განრიგი მოითხოვა,მდივანს შეხედა და უთრა.
-ჩემი ყველა შეხვედრა გააუქმეთ და მხოლოდ ერთი შეხვედრა დატოვეთ ჟურნალისტთნ.
-გასაგებია ბატონო რატი.რამდენიმე საათმა გაიარა და უკვე წასვლას აპირებდა,რომ ჟურნალისტი ესტუმრა.
-თქვენ ხართ ჟურნალისტი დიანა ბერაძე?
-დიახ მე და ვაღიარებ,დამაგვიანდა.
-გამომყევით გელოდებიან.ამაყად,მტკიცედ და თავაწეულად მიიწევდა წინ და ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს,მოულოდნელად წინ მიმავალი დაცვის თანამშრომელი შეჩერდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით.
-ბატონო ოთარ ქალბატონი დიანა მოვიდა.
-შემოუშვით.მამაკაცმა გზა დაუთმო დიანას და დიანაც ამაყად შევიდა კაბინეტში.
-მობრძანდით,მე ოთარი ვარ მესხი.
-თქვენთან არ მქონდა შეხვედრა ჩაწერილი.
-ვიცი,თქვენ ბატონ რატის უნდა შეხვდეთ,მაგრამ მინდა პატარა გაფრთხილება მოგცეთ.
-როგორც?
-ის ძალიან რთული პიროვნებაა,არ უყვარს ერთი კითხვის რამოდენიმეჯერ დასმა,შეეცადე რომ მას გაუგოთ.
-შეხვედრაზე დამაგვიანდა,როგორ ფიქრობთ გაბრაზდება?
-მე მიგაცილებთ მასთან და შემდეგ დაგტოვებთ.
-დიდად დამავალებთ.ოთარი წინ წავიდა და ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა,დიანამ მამაკაცი გაბრაზებული ხმა გაიგონა,ოთარს შეხედა და მანაც მიხვდა გოგონას შიშის მიზეზს.
-მობრძანდით.
-შენზე არ ბრაზობს,დღეს უხასიათოდ არის,მე შევეცდები დაგეხმარო რომ მისგან ინტერვიუ აიღო.
-ბატონო რატი ჟურნალისტი ვისაც ელოდით მოვიდა,აქ არის.
-რომელი საათია,მე მას დილის საათებში ველოდი.
-მაპატიეთ,დამა............................
-დაბრძანდით.
-გამარჯობათ,მე დიანა.......................
-რატი დოგნაძე და გისმენთ.
-რა საკითხზე დავიწყოთ საუბარი ბატონო რატი?
-რაზედაც თქვენ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრების იდუმალი მხარეები.
-ეს ვიცი რომ ადვილი არ არის.
-რა გიქმნით სირთულეებს ქალბატონო ჟურნალისტო?
-პირველი მინდა შევთანხმდეთ,რომ უბრალოდ დიანა ვიქნები თქვენს წინაშე და მეორე კი ამ სირთულეებზე თქვენ უნდა მესაუბროთ.
-ჩემში სირთულე მხოლოდ მარტოობის წლები იყო,ის მტკივნეული წუთები როცა თვალებს ვხუჭავ მახსენდება და დავიწყების საშუალებას არ მაძლევს. ჩემი წარსულის ტკივილი ყოველთვის მახსენებს თავს, სიზმარშიდაც კი.რთულია იმუშავო ძაღლივით და გამოიმუშავო მხოლოდ შენი კუჭის გამოსაძღები ფული.მუშაობას არ ვთაკილობდი,გემზედაც ვიმუშავე ოკეანეში მეთევზეებთან ერთად და ხშირად შიშიც კი მქონდა,რომ ჩავარდე ამ შავ ოკეანეში ვინ მიპოვის,მე ხომ მკვდარი ვარ ყველასთვის.
-მაგრამ შიში დაძლიეთ და რამოდენიმე წლის შემდეგ გამდიდრდით.
-მე არ მეძინა წლების განმავლობაში,ცარიელი ხელებით ვმუშაობდი არაფლის მქონე და ჩემი მშიერი კუჭით შევქმენი ჩემი სამყარო სადაც დღეს უამრავი უმუშევარი მყავს დასაქმებული.
-ყველამ იცოდა,რომ თქვენ მოგკლეს და ჩვენ თქვენი საფლავიც კი ვნახეთ.
-დიახ,მე მომკლეს თქვენ მართალი ხართ,მაგრამ მათ ეგონათ რომ მომკლეს,მე არ მოვმკვდარვარ ცოცხალი ვარ და დავბრუნდი რომ დამნაშავეებმა პასუხი აგოს თავიანთ ჩადენილ დანაშაულზე.
-თქვენი დაბრუნების მიზანი რა არის,შურისძიება?
-არა,შურისძიება არც მჭირდება რადგან მე დავიბრუნე ჩემი რაც სიკვდილამდე დავკარგე,რაც ცხოვრებამ წამართვა თვით ცხოვრებამ დამიბრუნა.
-ეს როგორ,ვერ გავიგე.
-მალე გაიგებთ,ბოლომდე არ ვაკონკრეტებ ჩემს სიტყვებს.ცხოვრებამ უზარმაზარი ტკივილი მომაყენა და ჩემი საუკეთესო წლები მარტოობას მივუძღვენი.ვერ ვიტყვი რომ ანგელოზი ვარ,მეც მაქვს ჩემი შეცდომები,მაგრამ მადლობა უფალს,რომ ჩემი ყველა უმნიშვნელო შეცდომა გამოსწორებადია,მთავარია ადამიანის სახე არასოდეს შემიცვლია და ბოლომდე ადამიანად დავრჩები.
-ამ ინტერვიუს ვის უძღვნით ან რა გინდათ რომ თქვათ.
-მინდა სულ მალე ყველა იმ საიდუმლოს აეხადოს ფარდა რაც ამ წლების მანძილზე იმალებოდა ჩემში,ხომ გინდა შენს კარიერაში წარმატევბული იყო,დაწერე ჩემი ცხოვრების ისტორია და ამ ისტორიით ძალიან დიდ სიმაღლეზე ახვალ რადგან მე შემიძლია ძალიან ცნობილი ადამიანების სახეები უნიღბოდ და რეალურად დაგანახოთ.დაფიქრდი და როცა მზად იქნები,ოთარის შეეხმიანე.დიანამ მიხვდა რომ საუბარი დასრულებული იყო და რატის დაემშვიდობა,მაგრამ გაოცებული დარჩა როცა ახალგარზდა ქერა გოგონამ დაუკაკუნებლად შეაღო რატის კაბინეტის კარი.
-რატომ გაგიკვირდათ? დიანამ ოთარის შეხედა და ირონიულად უთხრა.
-გემოვნება ჰქონია საიქიოდან დაბრუნებულს.
-რას გულისხმობ.
-თავად რა ასაკის არის,გოგონა კი ალბად 25 წლამდე იქნება.
-არ დაასრულო ეს სისულელე,მე შენს ადგილზე ჯერ გავიგებდი გოგონას ვინაობას.
-ვინ არის,ასეთ დროს რატომ მოვიდა მასთან.
-შემიძლია ყველაფერი გითხრა,მაგრამ უკეთესია თავად გაარკვიო გოგონა ვინ არის და შემდეგ იქნებ კიც შეგრცხვეს იმ სიტყვების რაც დაუფიქრებლად თქვი.რატიმ ფარდა გასწია და მის კაბინეტში შესულს უთხრა.
-რა მოხდა,რამე გიჭირს? ასე მალე არ გელოდი.
-რომ დამირეკე შენი ხმა არ მომეწონა და წამოვედი.
-ვიცი რომ ეს დღეები გარეთ არ გამოდიხარ,ესეც ჩვენი გეგმის ნაწილია,მაგრამ ხვალ დილით მივემგზავრები რამდენიმე დღით და ტელეფონით არ მინდოდა მეთქვა.
-დავიღალე,როდის დასრულდება ეს ყველაფერი.
-მალე,სულ მალე უკვე დასასრულის კარიბჭესთან ვართ.შენ რატომ ხარ უხასიათოდ,არ მომწონხარ ისევ ნიკოლოზმა გაწყენინა?
-ნიკოლოზი შხამივით შემოვიდა ჩემში და მომწამლა.
-ჰოოოო? გინდა მე დაველაპარაკო?
-არა,თავად მოვაგვარებთ,მაგრამ ის რაც ჩვენს გარშემო ხდება ნერვებს მიწყვიტავს.
-დამშვიდდი,ყველაფერს მისი დრო აქვს.უნდა გიხაროდეს,სულ მალე უზარმაზარი კომპანიის მმართველი გახდები,შენს ნამდვილ სახელს და გვარს დაიბრუნებ ანა მარია ბიბილური თუ ანამარია რუხვაძე გახდები.
-არასოდეს,რუხვაძე არასოდეს არ გავხდები ძია რატი.ჩვენს შორის შიდა ომია და ამ ომში მე გავიმარჯვებ.
-გამარჯვება ჩვენია,დამნაშავეები დაისჯებიან და წართმეული ქონება პატრონს დაუბრუნდება,დამშვიდდი სულ ერთი თვეც უნდა მოითმინო.

  კომპნიაში დაძაბულობა იყო,ყველა სადღაც ჩქარობდა,რადგან ყველას რაღაც ჰქონდა დავალებული.ია ჯერ ჩუმად ბრაზობდა,მაგრამ შემდეგ სიბრაზეს არც კი ფარავდა ზვიადის გაუჩინარების გამო,თორნიკეც მაქსიმალურად ყველას ეხმარებოდა,ერთ დილით დღესასწაულის დაწყებამდე 10 დღე იყო დარჩენილი კომპანიაში რომ მივიდა და თორნიკეს ახალი მშენებლობის შესახებ იდეა მიაწოდა.
-ადგილი გაქვს?
-უკვე ვიყიდე ადგილი სადაც ძალიან გალამაზდება და ნელა ნელა იქ მხოლოდ ჩვენი ნაგებობებს დავდგამთ.
-მაშინ დავიწყოთ მშენებლობა,რა გვაბრკოლებს?
-არაფერი,ჯერ უნდა მოსუფთავდეს იქაურობა და წითელ ლენტს ერთად გავჭრით.სწორედ იმ ადგილზე სადაც ზვიადი და ქერა იყო ჩაკეტილი ახალი მშენებლობა დაიწყეს,გაგამ ჩათვალა ზვიადი მართლმსაჯულებას გაექცაო და თითქოს გულში უხაროდა მისი ძმა რომ საბოლოოდ გაეცალა ქვეყანას, თავის თავს კი როგორმე დაიცავდა.სწორედ იმ სარდაფის თავზე გაიჭრა ლენტი და იქ დაიწყო მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა ზვიადი ნელა ნელა დავიწყებას მიეცა,კომპანიაში დაბრუნებულმა იამ გაგას გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა.
-ყოველთვის ბრაზობ როცა შენს ძმაზე საყვედურს ვამბობ,მაგრამ მე ხომ არ ვაიძულე თავად დამპირდა მოგეხმარებიო სად არის,სად წავიდა ესაა მისი დახმარება?
-ია არ ვიცი სად არის,ზვიადი რამდენიმე კვირაა არც კომპანიაშია და არც სახლში.ტელეფონი დატოვა და წავიდა,მაგრამ სად ეს არ ვიცით.
-როგორ თუ არ არის და თან ამბობ,რომ არსად არ არისო,სად უნდა წასულიყო.არა,არა,არ უნდა დამეჯერებინა მსთვის ხომ ვიცოდი რომ თავს აარიდებდა ამ ყველაფერს.
-ია ნუ ყვირიხარ,გთხოვ...................
-სწორედ იმ დღეს მოვა ყველაფერი რომ გამზადებული იქნება,დაიმახსოვრე ჩემი სიტვები.
-ნეტავ მოვიდეს,ნეტავ დამიბრუნდეს ჩემი ძმა.
-პოლიცია? რატომ არ შეატყობინე პოლიციას.
-არ ვიცი,უკვე ძალიან ვნერვიულობ.
-ნუ ნერვიულობ ეს პირველი გაუჩინარება არ არის,თუ ვინმემ შუბლი არ გაუხვრიტა მისი ბინძური იდეებისთვის დაბრუნდება ეს ხომ მისი სტილია,სანერვიულოც არაფერია.
-მეც მაგას ვნერვიულობ,იქნებ რამე დაემართა.
-მასხარა,თითქოს არ ვიცნობდე ვინ არის და რაც არის.
-კარგი,კარგი ნუ ბუზღუნებ რაც ზვიადის უნდა გაეკეთებინა მე გავაკეთებ.გაგამაც ჩაერთო მზადებაში და ყველაფერი როგორც იქნა ბოლო წერტილამდე მიიყვანა ყველამ ერთად ერთობლივი ძალიხმევით.22 მაისს კომპანიაში ჩვეულებრივი დილა გათენდა,შუადღემდე იმუშავა კომპანიის პერსონალმა და შუადღისთვის კომპანია დაცარიელდა,დღესასწაული რუხვაძეების უზარმაზარ სახლში აღნიშნეს.აქ ყველა მაღალი ელიტის წარმომადგენლები მოსულიყო და ჩუმ-ჩუმად ჭორავდნენ ერთმანეთს.ზოგი წყნარ მელოდიას უსმენდა,ზოგიც ნელი ტემპით ცეკვავდა და სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდნენ წყვილები ერთმანეთს.ია ღიმილით ხვდებოდა მოწვეულ სტუმრებს,მაგრამ გაგას უჟმურობა და უხასიათო სახის დანახვა უკვე ძალიან აღიზიანებდა.
-ვხედავ უხასიათოდ ხარ,მაგრამ სახე გახსენი დღეს დიდი დღეა და ვზეიმობთ, ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან თარიღს 100 წლის იუბილეს ავღნიშნავთ.
-კარგად მიცნობ და იცი არ მიყვარს ასეთი საღამოები და რაღაც ცუდი შეგრძნება მაქვს,ია ვგრძნობ მთელი სხეულით რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.
-შენს იდეებში გაქვს ცუდი შეგრძნება,გარეთ უამრავი სტუმარია და თითქმის ყველა შენ გკითხულობს,ცნობისმოყვარეობით კვდებიან უნდათ გაიგონ რატომ გადიხარ პენსიაში.
-ყველამ დამღალეთ,ჩემი ძმა არც დღეს მოვიდა და ვგრძნობ მას რაღაც უჭირს.
-ზვიადის რამე უჭირს? არამგონია რამე უჭირდეს და შენ არ გაგაგებინოს,ის ძალიან კარგად არის.
-სად ხარ ძმაო,ნეტავ მალე დასრულდეს დღევანდელი საღამო რომ პოლიციაში წავიდე და მისი დაკარგვის შესახებ განცხადება დავწერო.
-გავიდეთ,უკვე დროა დავიწყოთ საღამო.ია და გაგა ერთად გავიდნენ საზოგადოებაში.
-მეგობრებო,მოწვეულო სტუმრებო ყურადღებას ვითხოვ მხოლოდ რამდენიმე წუთით და მინდა დღევანდელ საღამოზე მობრძანებისთვის მადლობა გითხრათ,მადლობა რომ ჩვენთან ერთად ზეიმობთ ამ დიდ თარიღს,ჩვენი კომპანიის 100 წლის იუბილეს.მე პირადად 22 წელია რაც ამ კომპანიის სათავეში ვარ,მაგრამ მოვიდა დრო ჩემს შვილს და სიძეს გადავულოცო ჩემი ადგილი,მე კი პენსიაზე გავიდე და დროა დავისვენო.
-ჯერ ადრეა თქვენი პენსიაზე გასვლა ბატონო გაგა.ერთ-ერთმა სტუმარმა გაგას პენსიაში გასვლა გააკრიტიკა.
-დამიჯერეთ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა,დროა მეგობრებო.
-მართალია ბატონი გაგა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.ყველამ გაიხედა და ცნობისმოყვარეებმა უცხო მამაკაცს გზა დაუთმეს,ყველასთვის უცხო მამაკაცი კი გაგას გვერდით დადგა.
-შენ აქ რას აკეთებ,რატომ მოდი.სიბრაზე მოერია გაგას და თავს ვეღარ აკონტროლებდა მის გვერდით მდგარ რატის ისეთი თვალებით უცქერდა რთული შესამჩნევი არ იყო მათი ერთმანეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება.
-ბატონო გაგა რატომ ბრაზობთ,ნუთუ დაგაინტერესდა აქ რატომ მოვედი? აგიხსნით ახლავეს.
-ასახსნელი არაფერია,დატოვეთ ახლავეს ჩემი სახლი.
-ინტელიგენტი და ცნობილი ადამიანი ხართ,მინდა თქვენც და აქ მყოფ საზოგადოებასაც სიმართლე გითხრათ.
-რა სიმართლე,რას ბოდავ რას ხლართავ რა ჩაიფიქრე.დაცვა,სად არის დაცვა.
-ნუ ნერვიულობთ ბატონო გაგა დაცვა აღარ გყავთ.
-წვეულება დასრულდა,დაიშალეთ ყველანი წადით.იყვირა გაგამ და სახლისკენ შებრუნდა,მაგრამ რატი ავიდა ტრიბუნაზე და თქვა.
-არაფერი არ დასრულებულა,წვეულება ჯერ არც კი დაწყილა.მეგობრებო,დამიჯერეთ ნამდვილი წვეულება სწორედ ახლა იწყება.ჩემო მეგობრებო 22 წლის უკან ძმებმა რუხვაძეებმა ერთ უბრალო ბიჭს რომელიც მაშინ სულ რაღაც 19 წლის იყო და სამედიცინოზე სწავლობდა ცხოვრება წაართვეს,ოცნებები წაართვეს და სიცოცხლეც კი წაართვეს.ამ ყველაფერთან ერთად სიყვარულიც წაართვეს,სწორედ იმ დღეს წაართვეს საყვარელი ქალიც და სწორედ იმ დღეს სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგო რომ მამა  გამხდებოდა რამდენიმე თვეში.დიახ,იმ ბიჭს ეს სიხარულიც წაართვეს.დღეს რატომ გამჟღავნდა სიმართლე ალბად ყველას გიკვირს,დღეს ჩემი სურვილია ამ ორი ნაძირალა და ბინძურ ადამიანს ნიღაბი ჩამოვხსნა და მათი რეალური სახე დაინახოთ,მაგრამ მოდით მანამდე ყველამ ერთად გავიცნოთ კომპანიის ნამდვილი მფლობელები.მობრძანდით ტრიბუნასთან შვილებო,ფატი რუხვაძე რომელიც არის კომპანიის დამაარსებლის ბატონი გურამ ნასრაძის შვილიშვილი და ანამარია ბიბილური ბატონი დავით ბიბილურის ქალიშვილი.გაგა გაოცებული უცქერდა ტრიბუნისკენ მიმავალ ქერა გოგონას,რომელმაც ისე აუარა გვერდი მას თითქოს იქ არც ყოფილიყო.
-და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაცნობოთ,ის უბრალო სტუდენტი 19 წლის ბიჭი რომელსაც რუხვაძეებმა ყველაფერი წაართვეს თავად ვდგევარ თქვენს წინაშე,დიახ მეგობრებო მე ვარ რატი დოგნაძე.საინტერესო და გასაკვირი იცით რა არის? ვერცერთმა ძმამ ვერ მიხვდა ჩემს ვინაობას და იცით რატომ? მე მათმა მომკლეს და მკვდარი დამტოვეს ერთ ნესტიან  სარდაფში,მაგრამ აქ ვარ მკვდრეთით ავღსდექი და დავბრუნდი.მარტო ეს არ არის, 22 წლის წინ და კიდევ უფრო ადრე ეს სახლი ეკუთნოდა ქალბატონ ინდირა ვერულაშვილს და ეს ერთადერთი უძრავი ქონება იყო საკუთარი დედისგან,მაგრამ ბატონმა გაგამ მას ეს სახლი ოსტატურად აართვა და არა მარტო ეს სახლი,იმ სახლის ნანგრევებიც კი წაართვეს რომელ სახლშიდაც ცოცხლად დაწვეს დაჭრილი ბატონი დავითი ბიბილური.თავად ქალბატონი ინდირა არ ჩადენილი დანაშაულისათვის დაადანაშაულეს,4 წლის შვილი გულიდან მოწყვიტეს და  მას სასჯელი მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს.4 წლიდან დღემდე,ანამარია ბიბილური სხვისი სახელით და გვარით ცხოვრობს,რადგან მისი არსებობის შესახებ არავის არ უნდა გაეგო,თუმცა რამდენიმე თვის წინ დაუნდობლად მოკლეს  26 წლის მალიბუ არჯევანიძე და ვინ არის მკვლელობის დამკვეთი და ვინ შემსრულებელი? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ისინი აქ არიან,პოლიციაც აქ არის და მათ სრული უფლება აქვთ წაიყვანონ მალიბუს მკვლელები ქალბატონი ნათია კამლაძე და ბატონი ნოდარ გოგნაძე.
-ეს სიცრუე არის,ეს ტყუილია.აყვირდა ნათია და გაქცევას შეეცადა,მაგრამ პოლიცია მობილიზებული იყო და მალიბუს მკვლელები ადგილზე დააკავეს.
-მაგრამ მნიშვნელოვანი სახეს აქ რატომ ვერ ვხედავ,სად არის თვით ბატონი ზვიადი,ალბად მოგვიანებით შემოგვიერთდება და ამ ორი ადამიანის რეალურად თვით პიროვნებას რომ გაეცნოთ ერთი ვიდეო უნდა ბნახოთ.
-საკმარისია,გეყოს,გაჩერდი.გაგას ეგონა მთელი ხმით უყვიროდა რატის მაგრამ ის ხაოდა,რუხვაძეების დიდ ეზოში კი უზარმაზარი ტელევიზორი იყო გამოტანილი და ყველა გაოცებული უცქერდა,მაგრამ მხოლოდ ინდირა იდგა და უცქერდა ფერდაკარგულ და განადგურებულ გაგას.
-ყველაფერი დასრულდა,აღარ ხარ იმ მდგომარეობაში კიდევ დამემუქრო და ისევ ძალის გამოყენბებით გამაძევო ქვეყნიდან.შვილს დამაშორე და ჩვემი პატარა გოგონა ისე გაიზარდა არ იცოდა დედა თუ ცოცვხალი ჰყავდა.ყველაფერი გააკეთე,ჩვენ გაგვწირე რომ შენი ძმა არ დაეჭირათ,ყველას კლავდით ვინც კი ოდნავ რაღაც იცოდა ამ ისტორიის შესახებ.შენც იგივე არაკაცი ხარ როგორც შენი ძმა,იგივე დამნაშავე და ცივსისხლიანი.ეზოში უამრავი პოლიციელი შემოვიდა და კომისარი გაგასთან მივიდა.
-ბატონო გაგა სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს.
-ჩემი ძმა? რა მოუვიდა ჩემს ძმას,რა დაემართა.
-თქვენი ძმა მკვლელობაში ეჭვმიტანილია,ერთ-ერთ მშენებლობაზე ვიპოვეთ  მისი იარაღი და ამ იარაღით  მოკლულია ვინმე თაია ნებიერიძე,
-ჩემი ძმა? სად არის ჩემი ძმა.
-სამწუხაროდ იმავე იარაღით მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
-შეუძლებელია,ეს ყველაფერი სიცრუე არის,ეს მოწყობილოა.ზვიადი პირველად მე მეუბნებოდა რის გაკეთებას აპირებდა,ის მოკლეს.კომისარო ეს მკვლელობაა და არა თვითმკვლელობა.
-ვერ დაგეთანხმებით ბატონო გაგა რადგან სულ ცოტა ხნის წინ თქვენმა ძმამ საკუთარი შვილი გაიტაცა და მისი კანონიერი მეუღლის მოვკვლაც კი უნდოდა.
-ყველაფერი მოწყობილია,ყველაფერი სიცრუე არის.
-ასევე თქვენი ძმა თანამშრომლობდა უცხოელებთან და შემჩვეულია ადამიანის ორგანოების ვაჭრობაში.გაგა გაჩუმდა და გაოცებული უცქერდა კომისარს.
-ბატონო გაგა განყოფილებაში უნდა გადაგიყვანოთ.წაიყვანეს გაფითრებული და განადგურებული,გაგას საუბარიც აღარ შეეძლო ის ვერავის ვერ უყურებდადა ამიტომ თავდახრილი მიყვებოდა ორ პოლიციელს.განყოფილებაში მისულმა ცრემლი ვეღარ შეიკავა და გულიდან ამოხეთქა ტკივილმა,ნელა-ნელა ჩაწყნარდა და ჩურჩულებდა.
-ეს რა ჩაიდინე,წლებია გიფრთხილდები და გმფარველობ,ვიცოდი ჩვენი ბოლო აქ რომ იყო,რადგან ჩვენ ორივემ ერთმანეთის სიცოცხლე გავანადგურეთ,ძალა აღარ შემწევს და ვერც ვეღარაფერს ვერ შევცლი.მთელი ცხოვრება შენს დაცვაში ვარ,მთელი ცხოვრება ხელს გაფარებ და სხვას ვუპირისპირდებოდი სრულიად უდანაშაულოს რადგან ამ კედლებისგან დამეცავი.მე აქ ვარ და შენ გელოდები რომ სასჯელი ერთად მოვიხადოთ,სად ხარ ძმაო,შენ დიდი შეცდომა დაუშვი და სასჯელი უნდა მოიხადო.ნეტავ არასოდეს დამეფარა შენზე ხელი,ნეტავ არასოდეს ვყოფილიყავი შენი ქომაგი და შენც იმედი არ გექნებოდა არასოდეს გადაგფარებოდი,ნეტავ დედას არ დავპირებოდი,ნეტავ ძმაო ნეტავ.გაგამ გულზე მიიდო ხელი,მეორე ხელით კედელს მიყრდნო და ფეხებში ძალა წაერთვა ნელა-ნელა კედლიდან ჩაცურდა და ძირს უგონო მდგომარეობაში დავარდა,გაგას გულმა ვერ გაუძლო ძლიერ დარტმას.ნოდარი შორიდან უცქერდა გაგას და თვალები ცრემლით აევსო,უნდოდა მისულიყო მასთან მაგრამ  ვერ შეძლო,მხოლოდ შორიდან უცქერდა როგორ ცდილობდა ექიმი გაგას გადარჩენას.ვერ შეძლო,შეუძლებელი გახდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.ექიმმა რამოდენიმე წუთი ეწვალა, შემდეგ იქვე მდგარ კომისარს შეხედა და უთხრა.
-ვწუხვარ კომისარო,გულმა ვერ გაუძლო სუსტი გული ჰქონია ბატონ გაგას.
-ვერ დავიჯერებ,გული ჰქონდა საერთოდ ამ ადამიანს?
-ადამიანებს რომლებსაც  გული გაყინული აქვთ,ეს იმას არ ნიშნავს ნიკოლოზ რომ ისინი დიდი ხნით იყვნენ სიცივეში.ბატონმა გაგამ იგრძნო მისი დანაშაული და სწორედ ამიტომ ვერ გაუძლო მისმა გულმა ამ ძლიერ დარტყმას.წავიდა და თანვე წაიღო თავისი შეცდომები,დანაშაულებები და ცოდვები.ბატონ გაგას საიდუმლოებების დიდი სკივრი დარჩა ჩაკეტილი და ვერც ვერასოდეს ვერ გავხსნით მას.
-კომისარო ყველაზე საბედნიერო ის არის,რომ 22 წლის უკან დაწყებული ტრაგიკული ისტორია დასრულდა.
-დარსულდა რატი ჩემო მეგობარო,ეს დასასრული შენი გეგმის მიხედვით განვახორციელეთ,შენი დახმარებით დასრულდა.
-მე კი ვწუხვარ ასეთი დასასრული არ მინდოდა,მას სასჯელი უნდა მოეხადა,ყველასთვის კონფესაცია გადაეხადა ვინც უდანაშაულოდ დაისაჯნენ.
-ყველაფერი დასრულდა რატი და დიდი იმედი მაქვს არასოდეს არავის დააკლდება ძმები რუხვაძეები,რომლებმაც როგორც შენ თქვი ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანებს დაუნგრია ცხოვრება.ვერცერთმა ძმამ ვერ ისწავლა ჩაეხედა გაწამებული ადამიანების თვალებში,მათ სულში და უფრო მეტიც,მათ არასოდეს არ უცდიათ მოესმინათ მათი გულის ჩუმი გოდებისთვის.
-რუხვაძეების ფულით გათამამებულმა ძმებმა არ იცოდნენ ადამიანის სულის სიღრმეში ჩახედვა,გაგას არასოდეს შეეძლო თუნდაც ჩემთვის მოესმინა და ჩემს თვალებში ის ტკივილი დაენახა რომელიც თავად მომაყენა.არა,ეს მას არ შეეძლო.გული ეტკინა,ეწყინა კიდეც იას გაგას სიცოცხლის ასეთი დასასრული,მაგრამ მას არც უცდია სიმართლე დაეფარა,იას გაგა არასოდეს ყვარებია.
-ამ ქვეყნად არის ისეთი ღირებულებებიც რომლებსაც რა კუთხიდანაც არ უნდა მივუდგეთ,მაინც უცვლელია და ყველასათვის ერთნაირად ძვირად ფასეულია. მე მან გამზარდა,მასწავლა და არასოდეს არაფერი მაკლდა,გვიან გავიგე რომ სხვა მამა მყავდა,მაგრამ მამობა გაგამ გამიწია ამ ამაგს კი ვერ დავუკარგავ,თუმცა ჩემი შობლები მან დააშორა ერთმანეთს იმის გამო რომ თავად ემართა კომპანია.მან საუკეთესო წლები წაგართბვათ და ამას ვერასოდეს ვერ ვაპატიებ.
-კარგია რომ შენ მაინც გაგიწია მამობა,მე საკუთარ შვილს წამართვა მამა,წამართვა ოჯახი,წამართვა ბავშვობა და ყველაზე მთავარი საკუთარ შვილს ჩემი ვინაობაც წამართვა.რაც თავი მახსოვს 4 წლიდან დღემდე სხვის სახელს ვარ ამოფარებული და დღეს როგორც იქნა პირველად ჩავხედე სიმართლეს თვალებში.როგორც იქნა მე დღეიდან ვივლი ჩემი სახელით და დედაც გვერდით მეყოლება.
-ახლა რას ფიქრობ, ანამარია შენ ერთადერთი მემკვიდრე ხარ გაგასი.
-ქალბატონო ია,ძია რატი,დედა მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს.
-გისმენთ შვილო,ჩვენ შენს გადაწყვეტილებას ველოდებით.
-ბატონი გაგას ანგარიშზე რაც ფულია მინდა ღარიბებს დავურიგოთ.
-დარწმუნებული ხარ შვილო რომ ეს გინდა გააკეთო?
-ბინძური ფული არ მჭირდება,იმ ფულს სისხლის სუნი სდის და მე დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,ახლა კი ერთი და მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულო.ანამარიამ ინდირას შეხედა და უთხრა.
-წამომყვები?
-წამოგყვები,მაგრამ სად მიდიხარ.
-მე ეს სახლი არ მინდა დედა,ამ სახლს ჩემად ვერასოდეს ვერ აღვიქვამ და მინდა ეს სახლი ფატის დარჩეს ის ხომ აქ გაიზარდა,ჩვენ კი იქ წავიდეთ სადაც ჩვენი სახლის ნანგრევებია.
-იქ,იქ ხომ ჯერ არაფერია შვილო.
-თუ დამჭირდა კარავს დავდგამ,ერთ ოთახს გავაკეთებ და აგურ აგურ ავაგებ ისევ ისეთივე სახლს რაც ჩემს მახსოვრობას შემორჩა,შემდეგ კი კიდევ ერთი ახალი საქმე დავარულო.
-მერე სად უნდა წახვიდე.შიშით შეხედა ინდირამ შვილს.
-არ უნდა წავიდე,უნდა წავიდეთ დედა.მეც და თქვენც ყველას გვეტკინა მალიბუს სიკვდილი,მინდა იმ ადამიანთან მივიდე და ვკითხო თუ რატომ გაიმეტა მალიბუ სიკვდილისთვის,ნუთუ ღირდა ამ ყველაფერს მალიბუ მსხვერპლად შეწირულიყო?
-კამლაძისთვის ძნელი მკვლელობა და არც პირველი მსხვერპლი იყო მალიბუ,სწორედ პირველი მკვლელობის დროს მიაღწია დიდ სიმაღლეს,კმაყოფილი და ამპარტავანი ქალი იყო და დღეს კი ყველაფერი უკან დარჩა.უნამუსო გზით მოიპოვა წარმატება და სწორედ ეს უნამუსობა დარჩა მასში უცვლელი,პირუტყვობამდე დაეცა და ბოლოს რა გამოვიდა? სიმართლემ თავისი გზა იპოვა და მას კი თავისი ყველა შეცდომა ტანჯვად გადაექცა.არ ღირს ძიება თუ რატომ და რისთვის,მთავარია დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ და არ არსებობს ადამიანი ჩვენი გუნდი დაშალოს.
-მტკივა ძია რატი,სიცოცხლე მტკივა და დაკარგული წლები.
-ტკივილს მე დაგავიწყებ თუ შენი სურვილიც იქნება.ანამარიამ უკან მიიხედა და გაღიმებული ნიკოლოზი დაინახა,რომელიც მხოლოდ მას უცქერდა ფართო და თბილი ღიმილით.
-შეენ? შენ შეძლებ დამავიწყო განვლილი ტკივილიანი დრო?
-ერთად შევძლებთ ყველაფერი დავივიწყოთ,ყველაზე ძლიერი ხომ სიყვარულია.ჩვენ მხოლოდ სიკეთე დავანახოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს,რომ სიბერეში ჩვენგან გასროლილი ბუმერანგი სიყვარულით დაუბრუნდეს უკან ჩვენს შვილებს.  

დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

მადლობა, მადლობა ქალბატონო მზია.

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მანანა
მადლობა, მადლობა ქალბატონო მზია.

kissing_heart kissing_heart kissing_heart გაიხარეთ ქალბატონო მანანა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent