შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი პატარძალი (თავი მეექვსე)


21-01-2020, 13:59
ავტორი Mia_smith
ნანახია 3 086

*ლილე

რა არის ბედნიერება?ამ კითხვაზე ყველა სხვანაირად გაგცემთ პასუხს,ის მეტწილად დაკავშირებულია ჩვენს ოცნებებთან,განცდებთან და მოთხოვნილებებთან.ჩემთვის ბედნიერება ოჯახშია,ვისურვებდი,რომ ეს კადრები,რომელსაც ახლა ვხედავ სამუდამოდ გაგრძელებულიყო.დემეტრე თავის ტელეფონში რაღაცას იქექებოდა,ცალი ხელით კი ჩემი ხელი ეჭირა.მე,ნია და მანჩო ყავას ვსვავდით პარალელურად კი თურქეთის ამბებს ვუყვებოდი.რაც შეეხება სანდროს და ნიკას ისინი,როგორც ყოველთვის ჯანსაღი იუმორით ერთმანეთს კბენდნენ.სრული ჰარმონია სუფევდა ამ ოჯახში.საავდმყოფოში მარტოდ გატარებული თითოეული ღამე კარგად მახსოვს,ვოცნებობდი რომ ოდესმე ასეთი ბედნიერება მღირსებოდა,აი ნატვრა აუხდა ლილე ფილფანს,თურმე ცხოვრება მოულოდნელობებით ყოფილა არა სავსე?ჩემთვის ძვირფასი ადამიანები ახლა ჩემს გვერდით არიან,იცინიან და კარგ დროს ატარებენ.მაგრამ მაინც მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა სრულყოფილი ცხოვრებისთვის?ალბათ არაფერ,იმის გარდა რომ საკუთარ ოჯახშიც ასეთი ბედნიერი იყოს.
-მორჩა ჩვენი ჰარმონიული თანაცხოვრების კიდევ ერთი დღე,ღიმილით გვითხრა დემეტრემ.
-რატომ შვილო ჩვენ მშვენივრად ვსაუბრობთ,გამოედმაურა მანჩო.
-მაშინ თქვენ ისაუბრეთ და მე ცოტახნით დაგტოვებთ.ბიჭმა თავზე მაკოცა შემდეგ კი მისაღები ოთახი აუჩქარებლად დატოვა.
-მანჩო ახლავე მოვალ,მოკლედ მოვუჭერი ქალს
-დემეტრე,უკან გავეკიდე ჩემს სიმპატიურ ქმარს
-გისმენ?
-სად მიდიხარ?
-მალე მოვალ,ლევანისთან გავდივარ,შედი სახლში ცივა,იცოდე წამლის დალევა არ დაგავიწყდეს.კატეგორიულად გამაფრთხილა,შემდეგ კი შებრუნდა და გზა გააგრძელა.
-დემეტრე
-გისმენ
-არაფერი,უბრალოდ შენი თაფლისფერი თვალების დანახვა მინდოდა კიდევ ერთხელ.ბიჭმა საპასუხოდ გამიღიმა და გზა განაგრძო.ოთახში შებრუნებულმა კი მანჩოსთან საუბარი განვაგრძე.



ითახში დაქანცული,მოკუნტული ვიწექი და სოციალურ ქსელში დავძვრებოდი.რა საინტერესო რამეა არა?ყველა ჭორი და სიახლე წამიერად ვრცელდება,ერთერთი სტატიის სათაური იყო სანდრო აბაშიძის ვაჟი ისევ დააფიქსირეს ანა ჯაჭვლიანთან ერთად.რა თქმა უნდა,დემეტრე როგორ შეგიძლია ასე მოიქცე,ახლა ხო სანდროს ეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება.მივხვდი,რომ ასე არ მოიქცეოდა,ამიტომ აუღელვებლად გადავედი ლინკზე.რაღაც ორ მეტრიანი სტატია ეწერა,ბოლოს კი ფოტოები იყო დართული,რომელიც საკმაოდ რეალური ჩანდა.წამით,მხოლოდ წამით შემეპარა ეჭვი,მაგრამ შემდეგ საკუთარი თავი მოვთოკე.ამ დროს გიორგიმაც დამირეკა და მეც დენდარტყმულივით ვუპასუხე.
-სალამი ქალბატონო დოლმაბაღჩე,სიცილით მომიგო ბიჭმა.
-სალამი ბატონო ათათურქო
-აბა რა ხდება,შენ უკვე დალაგებულ ცხოვრებაში?მიდის ლიწინით საქმეები?
-შენ ესეთი სიტყვები სად ისწავლე?
-რავიცი აბა,ჟარგონული რაღაცეები ამ ბოლო დროს მიზიდავს.
-მაიმუნო,არ აპირებ ჩამოსვლას?მომენატრე.დანაღვლიანებულმა მივუგე ჩემს საუკეთესო მეგობარს.
-ერთი ორი მოლაპარაკება კიდევ დამრჩა,თან მანდ ჩამოსვლა იმას ნიშნავს,რომ ნინის შევხვდები,ხომ იცი თბილის საკმაოდ პატარაა.
-მერე ამხეა კაცი მაგას გაურბიხარ?
-არაფერს გავურბივარ ლილე,უბრალოდ მზად არ ვარ.
-შენ მას ახსნის გარეშე გადაუსვი ხაზი
-ხო მგონი იმიტომ რომ ჩემს ძმასთან შევუსწარი,ამას რამე ახსნა უნდა?
-არვიცი გიორგი,უბრალოდ იქნებ სხვა რამ იყო?
-კარგი არ მინდა ამაზე საუბარი.
-როგორც გინდა,დემეტრეზე სტატია წაიკითხე?
-არა,რა მოხდა?
-ხო ორი წუთის წინ გამოცხვა,ვიღაც გოგოსთან ერთად დააფიქსირეს.
-ოუჩ,მერე რითი იმართლებს თავს?
-არაფრით,მაგრამ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ არ მიღალატებდა,ალბათ აეკიდა ის გოგო.
-ასე რომ ენდობი მას კარგია,მაგრამ მაინც თუ გადაამოწმებ პერიოდულად ცუდი არ იქნება.
-იცი რა მოვიფიქრე?
-გისმენ გენიოსო
-გავეხუმრები,ვითომ ძალიან გაბრაზებული ვარ,კარგი იქნება მისი გაკვირვებული სახის დანახვა.
-ცუდი ხარ,სიცილით მითხრა ბიჭმა
-რას ვიზავთ,ცოტას გავერთობი
-ლილე ზოგჯერ მაშინებ ხოლმე
-იცი რას გეტყვი?თუ დროზე არ დაასრულებ მაგ შენ საქმეებს და ჩემთან ერთად არ დალევ ჩაის მაქსიმუმ ერთ თვეში შენთვისაც საშიში გავხდები.ორი თითი ჯერ ჩემს თვალებთან მივიტანე შემდეგ ეკრანთან,გაკვირდებითქო ამისთქმა მინდოდა.
-კარგი,კარგი,ახლა სერიოზულად წამლებს ხომ სვავ?
-კი ვსვავ
-შემოწმებაზე ჩამოსვლა როდის გიწევს?
-სამ თვეში,თვალები ავატრიალე და ხელით ტელეფონი მოვძებნე.
-მეც გამოგყვები
-როგორც გინდა,მხრები ავიჩეჩე,შემდეგ კი ხელით ვანიშნე გიორგის მოვიდა და ვთიშავ თქო.ოთახში დაღლილი დემეტრე შემოვიდა,ჩემი თაფლისფერთვალება.
-კარგი ოყო ნაშებში?ცალწარბაწეულმა მივუგე ბიჭს.
-რა-ა?აშკარად არ იცოდა იმ სტატიის შესახებ,ნოუთბუქში სიახლე ჩავრთე,მივუტრიალე და ფოტოები ვანახე.ისეთი სახე მიიღო,სიცილი როგორ შევიკავე ვერ გეტყვით.
-ასე მიხდი სამაგიეროს?
-არა ლილე,გეფიცები ეს გოგო თვითონ ჩამომეკიდა,წამებში მოვიშორე,მაგრამ მაინც მოუსწრიათ გადაღება.ხომ იცი ჩემო ლამაზო,შენს გარდა ვერავის რომ ვერ ვხედავ?
-სამსახურში, ჩემთან მაშინ კარგად ეფლირტავებოდი სალომეს.ვგონებ დღესაც მსგავსად იქცეოდი.
-კარგი რა,მაშინ შენზე არც კი ვფიქრობდი
-მადლობა,ნაწყენმა მივუგე და საბნის ქვეშ შევძვერი.
-ჯანდაბა,მისმინე მართლა არ ვარ არაფერში დამნაშავე.
-აკოცე?ხმა შეძლებისდაგვარად გავიმკაცრე
-რაა?
-რა ვერ გაიგე?წამოვიწიე და ბიჭის დიდ წითელ ტუჩებს დავაცხრი
-აი ასე,მასაც აკოცე?სიცილი ვეღარ შევიკავე და მთელს ხმაზე ავკისკიდი.
ბიჭი მაშინვე მიხვდა,რომ გავეხუმრე.
-ჩემო ლამაზო შენს მეტი ვერავის ვხედავ,გავაჯავრე დემეტრეს და სიცილი განვაგრძე.
-ახლა იცი რას გიზავ?
-რას?
-შეგჭამ,ბიჭი ჩემს ზემოდან მოექცა,ჯერ შუბლზე მაკოცა,შემდეგ ყელზე ბოლოს კი ტუჩებს მოწყურებული დააცხრა.
-მოიცადე,რამდენიმე წუთში შევაჩერე ბიჭი.
-რა მოხდა?ცხვირი,ცხვირიდან სისხლი მოგდის ლილე,წამოჯექი არ შეიძლება ამ დროს თავის უკან გადაწევა.ახლავე ყინულებს და სალფეტკებს მოგიტან,დემეტრე ოთახიდან ელვის სისწრაფით გავარდა.არა ეს არ უნდა ხდებოდეს,მე წამლებს დროზე ვსვავ,არც ქიმიას ვიკეთებ,რომ ასეთი ეფექტი ქონდეს.ნუთუ რამე ისე არაა?ახლა რა ვქნა?
-დაიდე,ბიჭმა ცხვირთან ყინულები დამადო,ცხვირიდან სისხლს მწმენდდა და თან თავზე მეფერებოდა.
-ხო არ შეგაშინე?ვკითხე დემეტრეს მას შემდეგ რაც სისხლდენა შემიჩერდა.
-ცოტა,რამე გეტკინა თუ რატომ დაგემართა ასე?
-არ ვიცი,დამწუხრებულმა მივიგე
-ნუ გეშინია კარგი?ახლა ერთად ვართ,ყველა პრობლემას ერთად მოვაგვარებთ ჩემო პრინცესა.ბიჭმა თავზე მაკოცა შემდეგ კი მთელი ძალით გულში ჩამიკრა.


-ლილე,დილით დემეტრეს ხმამ გამაღვიძა
-ხო
-თვალები გაახილე,სიცილით მომიგო ბიჭმა.ზლაზვნით წამოვიწე და პირველი რაც დავინახე,მომღიმარი დემეტრე იდგა ლანგრით ხელში.
-ეს მე?აღტაცებულმა მივუგე ჩემს თაფლისფერთვალებას
-დიახ თქვენ,ბიჭმა ლანგარი დამიდო და ფინჯანი ყავა მომაწოდა.
-ღმერთო რა რომანტიულია,ვარდიც კი მოგიტანია,მაგრამ ყველაზე მეტად ეს წამლები აღძრავს ჩემში დიდ ემოციას,სიცილით ვუთხარი დემეტრეს.
-ხო მეც ასე ვფიქრობ,მანაც სიცილით მომიგო
-ახლავე დამიბრუნე ჩემი ტელეფონი ნიკა თორემ ვფიცავ მოგკლავ,ყვირილით შემოვარდნენ ნია და ნიკა ოთახში.
-რატომ უნდა შეხვდე იმ არარაობას არ მესმის,არაა ის შენი შესაფერი.
-ასე რატომ რეაგირებ?შენ ვინ გეკითხება მე ვის შევხვდები?
-ქაჯო
-იდიოტო
-ემოციების მონავ
-არარაობავ
-მამიკოს ფულებით მობლატავევ
-გაუნათლებელო
-ხამო
-ბაბნიკო
-მოიცადეთ,გაკვირვებულმა იყვირა დემეტრემ-აქ რა ჯანდაბა ხდება და ასეთი სიტყვებით რატომ ამკობთ ერთმანეთს?
-იცი ვის წერს?
-ვისაც უნდა იმას მიწერს ზრდასრულია უკვე,დინჯად მიუგო დემემ
-19 წლისაა მხოლოდ,რა დაგემართა?უკვე ყვირილზე გადავიდა ნიკა
-ლუკა ამირეჯიბს ესაუბრება ეს ქალბატონი თან უთანხმდება შეხვედრაზე,ამ საღამოს ცხრაზე,ბოლო სიტყვებს ნიას ხმით წარმოთქვამს და ტელეფონს დემეტრეს ესვრის.
-ვხვდები რომ ერთმანეთი მოწონთ,მაგრამ ამხელა ამბის ატეხვა რა საჭიროა ნიკა?თუ ისეთი რამ იცი რის გამოც ასე გაღიზიანდი თქვი.
-ვიცი,დამნაშავესავით წარმოთქვა ეს სიტყვა ნიკამ
-ის..მე...ის..მოკლედ ის ნარკობიზნესშია გახვეული და არამარტო ნარკობიზნესში მაფიასთან თანამშრომლობს.
-რა სისულელეა მოიგონა ახლა,დენ ნამეტანი ბევრ თურქულ სერიალს ხომ არ უყურებ?სარკაზმით მიუგო ნიამ.
-ნია გადი ოთახიდან,ხმა გაუმკაცრდა დემეტრეს
-დემე კარგი რა...სიტყვის დამთავრება არ დასცალდა გოგოს.
-გადი მეთქი.ამჯერად ხმის ამოუღებლად დაემორჩილა გოგონა უფროს ძმას.
-შენ საიდან იცი?დაეჭვებით კითხა ნიკას ჩემმა თაფლისფერთვალებამ.
-ვიცი
-ხოდა საიდან?უღრიალა დემემ
-ბიძაჩვენთან მეც ვარ ხოლმე,იშვიათად მაგრამ თუ დასჭირდა ყოველთვის ვეხმარები შესაბამისად ლევანის ერთ-ერთი მეგობრის სახლში რაღაც საბუთები მივიტანე და იქ ლუკა დამხვდა,ავთო ჭყოიძე თუ გაგიგია,აი მასთან.მშვიდად თქვა სიმართლე ბიჭმა,ანუ რა გამოდის რომ ნიკაც და დემეტრეც მაფიისთვის მუშაობენ,ესეიგი დემეტრეს გაღებული მსხვერპლი არაფრის გამოა,ის ხომ იმ პირობით დათანხმდა მასთან მუშაობას,რომ ნიკას მაგავს საქმეებში არ გარევდა.მაშინვე დემეტრეს გავხედე,თავზარდაცემული უყურებდა ძმას.
-ეს რატომ გააკეთე?რატომ გაერიე ამ ბინძურ საქმეებში?მამამ რომ გაიგოს ეგრევე ინფაქტს მიიღებს.უღრიალა დემეტრემ და მისკენ წავიდა.
-შენ იმის უფლება არ გაქვს,რომ მე რამეში დამადანაშაულო,შენთვითონაც ამას არ აკეთებე?ლევანის ყურმოჭრილი მონა ხარ.ჩემმა თაფლისფერთვალებამ ვეღარ მოითმინა და პირდაპირ სახეში მუშტი უთავაზა,ვალში არც ნიკა დარჩა.
-ღმერთო ჩემო რას აკეთებთ,ყვირილით მივვარდი ბიჭებს.გთხოვ დემეტრე,ბიჭს მაისურში ხელი წავავლე,მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი.ბოლოს შემთხვევით ხელი მკრა ნიკამ და ძირს დავეცი.ამის დანახვაზე ორივემ ჩხუბი შეწყვიტეს და მე მომვარდნენ.
-ლილე როგორ ხარ?ბოდიში შემთხვევით მომივიდა,დასისხლიანებული სახით მიყურებდა ნიკა.
-კარგად ვარ,უბრალოდ გთხოვთ შეწყვიტეთ ჩხუბი.
-გაეთრიე ოთახიდან,უღრიალა დემეტრემ ძმას.ისიც დამნაშავესავით უკან ხმისამოუღებლად გაბრუნდა.
-დროზე ჩაიცვი საავადმყოფოში წავიდეთ,თავი ხო არაფერს მიარტყი?
-არ მინდა საავადმყოფოში,მართლა კარგად ვარ,მაგრამ გარეთ გავისეირნოთ.
-კარგი,მოდი ჩაიცვი.რამდენიმე წუთში მოვემზადე და დაბლა დემეტრესთან ერთად ჩავედი.ფეხით მივსეირნობდით,თან ოდნავ გრილ ჰაერს ხარბად ვსუნთქავდით.ვგრძნობდი მის ტკივილს,ვხვდებოდი როგორ უჭირდა ახლა,ალბათ მისი სიამაყე რომ არა სახეზე ერთი ორი ცრემლი ჩამოუვარდებოდა.
-გინდა ამაზე ვისაუბროთ?
-ლილე,შენ მაინც ხომ იცი,რომ მე ლევანისთან მხოლოდ ჩემი ოჯახოსთვის ვიყავი ხოლმე?მისი მთავარი იარაღი სწორედ სანდრო და ნიკა იყვნენ.
-ჩემი აზრით მას სამაგიერო უნდა გადაუხადო,ვგონებ ერთი კარგი იდეაც მაქვს.
-კარგი რა ლილე,ვთქვათ გადავუხადე სამაგიერო,მერე სანდრო?მისი მთავარი კოზირი მამაჩემია.
-ძმას ძმა ასე როგორ უნდა ეზიზღებოდეს?
-ვერ გეტყვი,მაგრამ ფაქტი ერთია,სანამ არ გავარკვევთ მამაჩემი როგორ შეიძლება გადავარჩინოთ მისგან იქამდე ლევანის წინააღმდეგ ვერაფერს მოვიმოქმედებთ.
-მამაჩემი ხომ არ ჩაგვერთო საქმეში?ადვოკატია,მაინც ჩვენზე მეტი ეცოდინება.
-საშიშია,არაფერი რომ არ გამოვიდეს მერე ისიც საქმეში იქნება ლილე.
-არაუშავს,ასე ვცდით მაინც,დამიჯერე ყველაფერი გამოგვივა.
-იცი მანჩო მკაცრად გვზრდიდა ბავშობიდან,ერთმანეთის პატივისცემას და დაცვას გვასწავლიდა.ნიკა ყოველთვის ყალთაბანდო იყო ხოლმე,რაღაცეების დამალვა მუდამ კარგად გამოსდიოდა,ნია ტიტინა იყო,ყოველთვის ბევრს ლაპარაკობდა,ამიტომ საიდუმლოს დენახვა არ შეეძლო.სანდრო,მანჩო,ნიკა და ნია ერთად დიდ დროს ატარებდნენ ხოლმე,მე რაღაცნაირად ჩაკეტილი ვიყავი,არასდროს დავყვებოდი მათ სავახშმოდ ან გასართობად როდესაც მიდიოდნენ ხოლმე.ხშირად ჩემი ხასიათის გამო ლევანისთან მტოვებდნენ,მეც მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი ასე თუ ისე და მასთან დავრჩო.მანჩოს ეწყინება,გული გაუტყდება როდესაც გაიგებს რამდენი ადამიანი მიმიყვანია სიკვდილის პირამდე,რამდენი კი მომიკლავს.საკუთარ თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ,რომ მათი არარსებობით უფრო დაცული იქნებოდა ყველა.განა ჩემთვის ადვილი იყო ასე მოქცევა?მაგრამ დროთა განმავლობაში იმუნიტეტი გამოვიმუშავე,თავიდან ყველაფერს მძაფრად ვუყურებდი,მაგრამ შემდეგ შევეჩვიე,არ მინდა რომ ნიკაც ჩემს გზას დაადგეს,არ მინდა რომ ცხოვრება გაიუბედუროს და ღამე იმ ადამიანების სახეები დაესიზმროს ვინც მისი მიზეზით გარდაიცვალა.ბიჭმა საუბარი დაასრულა და თავი ხელებში ჩარგო.
-მისმინე,შეიძლება წარსულს ვერ შეცვლი,მაგრამ მომავლის შეცვლის შესაძლებლობა გაქვს,ცხოვრება სირთულეებითა სავსე,მე შემომხედე რამდენი რამ გადავიტანე,ბევრჯერ იმასაც ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე,რა მიზნით,თუმცა ახლა აქ შენს გვერდით ვარ,ფეხზე მყარად ვდგავარ და გამხნევებ.შენც ჩემსავით უნდა შეეცადო რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო და გამოისყიდო დანაშაული.
ბიჭი ჩემსკენ გადმოიწია შუბლზე მაკოცა,შემდეგ კი მითხრა
-მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ


რამდენიმე საათში მამას კაბინეტში ვისხედით მე და დემეტრე.
-რთულადაა საქმე,არც კი ვიცოდი ლევანი ამაზე წამსვლელი თუ იყო.
-აქედან გამოსავალს მოვნახავთ?
-გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს,მაგრამ საბუთები პირადად უნდა ვნახო,ისე ვერაფერს გეტყვით.
-კარგით შევეცდები ავიღო ის საბუთები,მაგრამ თქვენ გესმით,რომ ეს ძალიან სახიფათოა?
-მე ყოველთვის იქ ვიქნები სადაც ჩემს ოჯახს ჩემი დახმარება დასჭირდება. ატბილად გაუღიმა მამამ დემეტრეს.
-გმადლობთ
-ლილე შვილო შენ როგორ ხარ?
-კარგად მამა,არამიშავს
-სახეზე ოდნავ ფერმკრთალი ხარ
-არაფერია ალბათ გადავიღალე,ყავას გავიკეთებ წავალ,თქვენც ხომ არ გინდათ?
-კი თუ არ შეწუხდები,მანამდე კიდევ რამდენიმე დეტალის გაგება მინდა დემეტრესგან.
-კარგი,ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოში ყავის მოდუღებას შევუდექი.სულზე მომისწრო საბამ.
-ლილე აქ ხარ?
-კი,მოკლედ მოვუჭერი და ჩემი საქმიანობა განვაგრძე.
-კარგად არ გვისაუბრია მას შემდეგ რაც გაუჩინარდი და შემდეგ ისევ გამოჩნდი.
-კარგად ოდესმე გისაუბრია ჩემთან?ნიშნის მოგებით ვკითხე ბიჭს.
-როგორ ხარ?რამე ხომ არ გაწუხებს?
-არა
-შეგიძლია დახმარებისთვის ნებისმიერ დროს მომმართო
-რატომ?
-იმიტომ რომ შენი ძმა ვარ
-მადლობა საბა კარგ დროს გაგახსენდა,რომ ჩემი ძმა ხარ
-მისმინე ლილე,ეს ხუთი წელი შეიძლება მართლა არ ვყოფილვარ სამაგალითო შენთვის,თუმცა ყოველთვის ვზრუნავდი შენზე ყველაფრის მიუხედავად.
-მაგრამ მაინც მე მაბრალებ ჩვენი დის სიკვდილს
-მე,შენ....შენ არ გაბრალებ,ბიჭმა თვალები დახუჭა,ღრმად ამოისუნთქა და საუბარი გამაგრძო-მე ვუთხარი მაშინ ელენეს სადაც იყავი,მე რომ არ მეთქვა ის არ წამოვიდოდა შენთან.თუმცა ამ ფაქტს ვვუარყოფდი,შენზე გადმომქონდა საკუთარი დანაშაულიც.აქამდე ეს არ ვიცოდი,ამიტომ გაკვირვებული ვიყავი.
-მისმინე საბა,საკუთარ თავს წლობით ვტანჯავდი და ვადანაშაულებდი იქ წასვლის გამო,მაგრამ არც მე და არც შენ არ ვართ ელენეს გარდაცვალების მიზეზი,ალბათ ეს ასე უნდა მომხდარიყო,მას ნამდვილად არ გაუხარდებოდა ჩვენ შორის დაძაბული ურთიერთობა რომ დაენახა.
-ვიცი,ამიტომ აღარ მინდა შენც დაგკარგო,ორი წელი უშენოდ ზედმეტი იყო,თითქოს ჩემი გული დამძიმდა,გთხოვ მაპატიე.გულწრფელად გეტყვით გამიხარდა,ახლა ვგრძნობდი როგორი ყოფილა უფროსი ძმის ყოლა.
-და-ძმური ჩახუტების დროა ვფიქრობ,სიცილით ვუთხარი საბას და გადავეხვიე.
-ყავა მეც მინდა
-ზედმეტადაც ნუ გამითამამდები
-აბა აქ რა გინდათ შენ და შენს საყვარელ ქმარუკას?სიცილით მომიგო საბამ
-ლევანის ციხეში ჩასმა გვინდა
-ვაუუ, ეს მომწონს მეც საქმეში ვარ
-მართლა?
-ხო ერთი პერიოდი მისი პირადი დაცვის როლი მქონდა შეთავსებული,მერე რაღაც ნარკოტიკია გადატანაშიც ვეხმარებოდი.
-ხო მაგიტომაც გავხდი მე დემეტრეს ცოლი
-და რა გინდა უკმაყოფილო ხარ?
-არა,ძალიან კმაყოფილი
-ხო ხედავ ერთი კარგი საქმე გაგიკეთე
-ნამდვილად,ისე...ცოტახანს შევყოვნდი და საუბარი შემდეგ განვაგრძე-შენ არვინ გყავს?
-ანუ შეყვარებულს გულისხმობ?
-ხო
-ანუ ვინც მე მიყვარს?
-ხოოო
-კარგი ხო,გეხუმრები რავიცი არის ერთი გოგო,მაგრამ იმას დიდად გულზე ვეხატები მეთქი რო გითხრა მოგატყუებ.
-რა ქვია ან სად გაიცანი?
-მართლა გაინტერესებს? დაეჭვებით მკითხა საბამ
-ჩემი ძმის სასიყვარულო ისტორიებზე უფრო საინტერესო რა უნდა იყოს?
-ლილე ზოგჯერ რა ხუმარა ხარ ხოლმე
-ხო მომეძალება ხან იუმორი
-კარგი მოკლედ,გეგუჩას დაბადებისდღეზე ვიყავი,ჩემთვის საკაიფოდ ვცეკვავდი და გარეთ აუზთან დავინახე,რომ ვიღაც გოგოები ჩხუბობდნენ.ერთი მეორეს ეუბნებოდა გეკადრებოდა ასეთი საქციელიო?მერე მეორემ გაარტყა აზრზე ხარ რა ქაჯია,შემეცოდა და მასთან მივედი ვკითხე ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს თქო,მარჯვენა ლოყა აწითლებული ქონდა და ტიროდა,სახეს იმალავდა.ის მეორე კიდე არ ჩერდებოდა.ბოლოს იმ მეორე გოგომ ხელი კრა ამას აუზში რომჩავარდნილიყო,მეც მისი დაჭერა მინდოდა მარა ზედ მივყევი.ნუ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ამ გოგოს ლიზის შეყვარებულს,იმ მეორე დაქალთან სძინებია,კაროჩე ხო ხვდები რა ბაზარიცა რაა.არ ვიცი შეიძლება ვაჭარბებ,მაგრამ მინდა სულ მის გვერდით ვიყო,მინდა მენდობოდეს,მაგრამ არ გამომდის.
-მესმის,დამიჯერე მოეწონები თუ ზრდილობიანად მოექცევი ,გოგოებს დიდად არ უყვართ ისეთი ტიპები რომლებიც აგდებულად ექცევიან ან ბაბნიკობენ,ახლა ყველას განათლებული,ჩამოყალიბებული ადამიანი უნდა მეორე ნახევრად.
-კარგად ვექცევი,უბრალოდ იმ ღამეს ვახსენებ ალბათ და მაგიტომ არ სიამოვნებს ჩემთან ყოფნა.
-უფ დააბრალა,ერთხელ გამაცანი და დამიჯერე შენზე კარგ შთაბეჭდილებას დავტოვებ.
-მართლა?გოგო მისმინე,შააბთს 12 ზე ‘ნორასთან’ ამ კაფეში დადის ხოლმე,ხოდა ვითომ ჩვენც შემთხვევით მოვხვდით იქ.
-კარგი,კარგი ამ შაბათს მაშინ ქალბატონ ლიზის გავიცნობ
-ნამდვილად,ღიმილით მომიგო საბამ და ყავა მოწრუპა.
-დიდი მადლობა ლილე შვილო გემრიელი ყავა იყო,ოთახში შემოსულმა მამამ და დემეტრემ გამახსენეს,რომ მათთვის დაპირებული კოფე,როგორც ნიკა ეძახის ხოლმე ღადაობით არ ამიტანია.
-ვაიმე მა ბოდიში სულ დამავიწყდა,ამის ბრალია ლაპარაკში გამართო
-გადმომაბრალა ახლა მე,ბუზღუნით გავიდა ოთახიდან საბა.
-კარგი არაუშავს,არ წავიდეთ? დაღლილი მზერა შემომანათა ჩემმა თაფლისფერთვალებამ.
-კი,მეც დავიღალე
-დროებით,გავძახე საბას და სახლი აუჩქარებლად დავტოვეთ.



-ლილე,რაღაცას გეტყვი,მაგრამ პანიკაში არ ჩავარდე.მშვიდად მომიგო დემეტრემ
-რა ხდება?
-უკანა მანაქანა ჩვენ მოგვყვება
-ახლა რა უნდა ვქნათ?შეშფოთებულმა ვიკითხე და უკანა ხედვის სარკეში გავიხედე.
-გავიგოთ რა უნდა.დემეტრემ უცბად საჭეზე მარჯვნივ აიღო და რაღაც ჩიხში შეუხვია.მანქანიდან გიჟივით გადავრდა,შავი მერსედესის მძღოლს მივარდა,შემდეგ კი მანქანიდან გადმოათრია.
-ვინ ჯანდაბა ხარ?
-ხელი გამიშვი,ჩემთვის მოვდიოდი რას დამეძგერე?
-შენთვის მოდიოდი ხო? სარკაზმით მიახალა სიტყვები დემეტრემ ბიჭს
-კი
-ჩიხია აქ,შენთვის სად მოდიოდი აბა მითხარი?
-ხელი გამიშვი,გაიბრძოლა უცნობმა
-დემეტრე თავი დაანებე,საუბარში მეც ჩავები
-ლილე მანქანაში დაბრუნდი და მეორედ არ გამამეორებინო,ხმის ამოუღებლად დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
-ვინ გამოგგზავნა მეთქი,გიჟივით გაყვიროდა დემეტრე
-ლევანმა,მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
-მშვენიერუ,თავისუფალი ხარ,თავში წამოარტყა უცნობს დემეტრემ და მანქანაში დაბრუნდა.
-სახლში მიგიყვან და მერე გასაქცევი ვარ.მოკლედ მომიჭრა დემემ.
-კარგი,მეც აღარ მიცდია მისი დაკავება,შეიძლება არ უნდა ვამბობდე,მაგრამ დავიღალე ამდენი გთხოვ ეს არ გააკეთო დემეტრეს ძახილით.რა თქმა უნდა თავს მის გვერდით დაცულად ვგრძნობ,თუმცა როდემდე შეიძლება ასეთ შიშში ცხოვრება?იმედია ის საქმე გამოვა და დემეტრე თავს დააღწევს ამ ცხოვრებას.თავი ფანჯარას მივადე შემდეგ კი უსასრულო ფიქრებში გადავეშვი.


საავადმყოფოს წინ ვდგავარ უკვე ნახევარი საათია და ვერ ვბედავ შესვლას.მართალია დემეტრემ სახლში დამტოვა,მაგრამ გადავწყვიტე კონსულტაცია მიანც გამევლო ექიმთან.თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებზე ავედი.ექიმის კარი ფრთხილად შევაღე
-შეიძლება?ზრდილობიანად მივმართე ხანში შესულ მამაკაცს
-მობრძანდი ლილე შვილო,მოდი
-როგორ ბრძანდებით ბატონო სანდრო?
-არამიშავს ვარ რა ნელ-ნელა.
-შენ როგორ გრძნობ თავს?
-სწორედ ამაზე მინდოდა თქვენთან საუბარი.გუშინ სისხლი წამსკდა მოულოდნელად,თავბრუს ხვევასაც ვგრძნობ,სისუტეს,თოთქოს მიბრუნდება ის სიმპტიმები.
-ნუ გეშინია ლილე,სისხლის ანალიზი ავიღოთ და ვნახოთ შედეგბი.ზოგჯერ აქვს ასეთი გვერდითი მოვლენებიც,თუმცა უნდა აცნობიერებდე,რომ ბოლომდე ამ დაავადებას ასე მალე ვერ დავამარცხებთ.
-დიახ მესმის
-იბრაჰიმს დავუკავშირდები,თურქეთში და შენს ანალიზებს გადმოვაგზავნინებ.
-კარგით,წავალ სისხლს ჩავაბარებ
-მიდი შვილო,როგორც კი პასუხები იქნება დაგირეკავ.
-მადლობა ბატონო სანდრო
კარგად მახსოვდა ყველა კუთხე ამ საავადმყოფოსი,302 ოთახში შევედი და ექთანს სიტუაცია ავუხსენი,სისხლის აღებას დიდი დრო არ დასჭირდა.
-შეეცადეთ რომ დღეს ბროწეულის წვენი დალიოთ,ღიმილით მომიგო ახალგაზრდა გოგომ
-მადლობა,მეც ზრდილობიანობა გამოვიჩინე მის მიმართ შემდეგ კი საავადმყოფო სასწრაფოდ დავტოვე.

ბოდიში ისევ დაგვიანებისთვის,გპირდებით უახლოეს მომავალში შემდეგ თავს დავდებ



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

Ძალიან მომეწონა და Გაგრძელება სად ვნახოთ,ვკვდები Ინტერესით.

 


№2 სტუმარი ნი-კე

რატომ არ ამთავრებთ დაწყებულს??მაპატიეთ მაგრამ ყველაზედაუდევარი საქციელია და უპატივცემულობა მკითხველის მიმართ...

 


№3 სტუმარი ნი-კე

როგორ მინდოდა ეს ისტორია დასრულებულიყო ბოლომდე

 


№4 სტუმარი Mari

Argagdzelebt am tavs ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent