შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი მიუწვდომელი მიმზიდველია (თავი 1)


1-02-2020, 21:41
ავტორი aloner
ნანახია 1 493

მე ვარ სალომე უკვე 19 წლის, მუქი ქერა, თაფსლისფერთვალება, მაღალიც შეიძლება ითქვას ჩემზე 1.70 ვარ სიმაღლეში, ჩავაბარე სამართლის ფაკულტეტზე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი ნამდვილად არ იყო და ამაზე მეტად მიყვარდა სიმღერა. როცა მივხვდი რომ არჩეული ფაკულტეტი არ იყო ჩემთვის შესაფერისი დავიწყე მუშაობა, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მენეჯერი ვარ და გადავწყვიტე ასე შემეგროვებინა ფული ჩემი ოცნებების ასასრულებლად. ოჯახში მხოლოდ მე და დედა ვართ, ჩვენ ორნი სამყაროს წინააღმდეგ! მიყვარს დედაჩემი, უსაზღვროდ მიყვარს! როცა გამოვაცხადე რომ აღარ მინდოდა სწავლა და ვიმუშავებდი სხვა დედები ალბათ ლექციებს ჩაატარებდნენ, მაგრამ არა ნინა ყველაზე თანამედროვე დედაა, ვერც წარმოიდგენთ როგორ დამიდგა გვერდში და მითხრა, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემი ოცნება ავიხდინო(ჩემს ოცნებას ჯერჯერობით არ გავამხელ). მოდით ვიმოგზაუროთ უკან დროში, რათა მოგიყვეთ ის ამბავი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და გაგაცნოთ ჩემი ოცნების ბიჭი!
ყველაფერი დაიწყო 24 აპრილს. ჩემი ბავშვობის დაქალის, ოლის, დაბადების დღე იყო. დილით 11 საათზე ქრისტი მადგება თავზე მე ჯერ კიდევ ნახევრად მეძინე
- ძილის დედა, ადექიიი საჩუქარზე უნდა წავიდეთ და შემდეგ მოვემზადოთ
- აი 5 წუთიც და ვდგები-ვეუბნები თვალდახუჭული და ვცდილობ გავაგრძელო ძილი, მაგრამ ამ დროს ქრისტიმ მოიტანა წყლით სავსე ჭიქა და მაბანავა, ძალიან მაგარია
- ვაიმეე დაგარხჩოოობ ქრისტიიიი!
- ადექი ახლა, დღეს ულამაზესები უნდა ვიყოთ, დაბადების დღეზე თორნიკე არაბაშვილიც იქნებაა, ხო იცი ეგ ბიჭი ფეხბურთელი და თანაც უსიმპატიურესი, ძალიან მაგარი ოჯახის შვილი და ყველა გოგოს ოცნება, იქნებ შენ ან მე გვეშველოს თორემ შინაბერობამდე ცოტაღა გვიკლია
- თორნიკე არაბაშვილი? სერიოზულად? გგონია საერთოდ ვიცი ვინ არი?-წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს იდუმალი თორნიკე, მაგრამ ისე დაახასიათა ქრისტიმ, სავარაუდოდ ისიც თავში ავარდნილი ბიჭი იქნებოდა და ვერანაირად დამაინტერესებდა.
- არაუშავს თუ არ იცი, იქ გაიგებ ადექი ახლა!
საბოლოოდ მაინც ავდექი, გადავივლე, მოვწესრიგდი და წავედით. სუნამო და ყელსაბამი ვუყიდეთ ოლის, ორივე ძალიან უყვარს. ჩვენთვის კი მართლაც ულამაზესი კაბები ვიყიდეთ. მე ამ საღამოს ვიქნები წითელ, მოკლე კაბაში, ქუსლიან ფეხსაცმელებსა და ალბათ რაიმე კლასიკურს მოვიცვამ.
საღამოს 9 საათზე უკვე დანიშნულ ადგილას ვიყავით, იუბილარი, რა თქმა უნდა, ულამაზესი იყო! ყველას ვიცნობდი ვინც იქ იყო ასე რომ ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვიყავი, როცა უცებ 2 ბიჭი შემოვიდა და ოლის მიულოცეს დაბადების დღე, აშკარად ძვირადღირებული საჩუქრები მოუტანეს. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყვნენ, მაგრამ ორივე ძალიან სიპმატიური იყო, მაშინვე მიიპყრეს ყველა გოგოს ყურადღება. ერთი იყო შავგრემანი, შავი თვალებით, მაღალი, ცოტა წვერიც ჰქონდა, მაგრამ ძალიან უხდებოდა, ნაცრისფერი კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა. მეორეც ასევე შავგრემანი, ულამაზესი მწვანე თვალებით, ლამაზი ცხვირით, ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა. ეს ორი ზუსტად ჩემსა და ქრისტის წინ დასხდნენ, ჩემი ყურადღება მიიქცია შავთვალებამ, ქრისტის წყალობით გავიგე, რომ სწორად ეს იყო თორნიკე არაბაშვილი, ხოლო მეორე იყო საბა ლეჟავა. ისინი ისევე ბავშვობიდან მეგობრობენ, როგორც მე და ქრისტი. თორნიკემ რამდენჯერ ჩემსკენ გამოაპარე მზერა ერთხელ გამიღიმა კიდეც, როგორი ლამაზი ღიმილი ჰქონდა ვერც გადმოგცემთ, როცა გიღიმის თითქოს ამაზე გულწრფელად ვერც გაუღიმებ ადამიანს, უბრალოდ შეუძლებელია. ერთ გაღიმებაში აქსოვებდა მთელს სითბოს, ალბათ ეს იყო მისი ერთ-ერთი ხრიკი გოგოების შებმის, როგორც გაირკვა მართლა ძალიან ბევრ გოგოს უყვარდა!
აივანზე გავედი მოსაწევად, კი ვეწეოდი, მაგრამ იშვიათად ახლა სწორედ ის იშვიათი მომენტი იყო. ამ დროს თორნიკე და ოლიც გამოვიდნენ გარეთ, ოლიმ თავიდანვე შეამჩნია ჩვენი ღიმილები ერთმანეთის მიმართ, ამიტომაც მაშინვე გაგვაცნო ერთმანეთი
- თორნიკე გაიცანი ეს არის სალომე ბოკერია, ჩემი ძალიან ახლო დაქალი და უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი.
- ეს კი თორნიკე არაბაშვილია, ჩემი ნათლიაშვილი, წარმატებული ფეხბურთელი და უბრალოდ ნერვების მომშლელი პიროვნება.
ოლიმ დაგვტოვა, თორნიკემ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა:
- ძალიან სასიამოვნოა, მინდა გითხრა რომ ძალიან კარგად გამოიყურები.
- დიდი მადლობა-გავუღიმე მეც, ღმერთო როგორი სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
დიდხანს ვიყავით კიდევ აივანზე, ბევრი ვისაუბრეთ. გავიგე, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია. მართალია ფეხბურთელი იყო მაგრამ თურმე ხილი და ჯანსაღი საკვები დასანახად ეზიზღება, როგორც თვითონ თქვა პიცის ფანია. სასიამოვნო იყო ამ ადამიანთან საუბარი, სასიამოვნოდ მშვიდი და აუღელვებელი იყო ძალიან დამაინტერესა მან.
მალე უკვე წასვლის დროც დადგა, ყველა გავნაწილდით მანქანებში. ქრისტი ადრე წავიდა დედამისმა დაურეკა. საბოლოოდ, როცა ყველა განაწილდა მანქანებში დავრჩით მხოლოდ მე და თორნიკე.
- ასეთი ლამაზი გოგოს მარტო გაშვება ცოტა სარისკოა, რა იცი იქნები ტაქსისტი მანიაკი შეგხვდეს, თანახმა ხართ ქალბატონო რომ მე მიგიყვანოთ სახლამდე?!
- არა გთხოვ ნუ შეწუხდები...
- არა რას ამბობ რა შეწუხებაა, ურიკით ხომ არ მიმყავხარ, წამოდი ნუ გეშინია მე არ ვარ მანიაკი - და გამიღიმა როგორც მომწონდა ისე გამიღიმა და უძლური ვიყავი დავთანხმდი.
აღმოვაჩინეთ რომ მუსიკაში თითქმის ერთნაირი გემოვნება გვქონდა. მთელი გზა ვყროყინებდით ჩვენს სიმღერებს. არ მინდოდა რომ ეს დამთავრებულიყო, მაგრამ გზა დასრულდა გამიჩერა სადარბაზოსთან.
- დიდი მადლობა, რომ მომიყვანე ტაქსში ქართული მამა-პაპური სიმღერების მოსმენას მართლა ჯობდა ჩვენი ყროყინი-გამეცინა.
- როგორი ლამაზი ღიმილი გაქვს, ცოტახანი რომ აქ იყო და არ გადახვიდე სახლში ხომ არ დაგტუქსავენ?!
- დიდი მადლობა, არა არ დამტუქსავენ დედაჩემი ექიმია დღეს მორიგეა ასე რომ სახლში ვერავინ დამტუქსავს.
- ძალიან კარგი, უბრალოდ იმიტომ გაჩერებ რომ მინდა რაღაც სერიოზული გკითხო-ისე მიყურებდა დავიძაბე ველოდი რაიმე საშინელებას.
- შეიძლება კიდევ რომ გნახო?-და გაეცინა ჩემს დაზაფრულ სახეზე
- უF, გული გამიხეთქე, ვნახოთ დაიმსახურებ თუ არა-გავუცინე
- ძალიან კარგი გოგო ჩანხარ და არ მინდა რომ შენთან კონტაქტი გავწყვიტო, მართალია ჯერ წესიერად არ გიცნობ უბრალოდ ძალიან სასიამოვნო ხარ იცი?! შეიძლება არ გაინტერესებს, მაგრამ ბევრი გოგოა ჩემს ირგვლივ, არ ჩამითვალო თავის ქებად მართლა მეზიზღება ესეთი სიტუაცია, უბრალოდ შენსავით თავისუფალი და გაწონასწორებული არც ერთი არ არი, შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით მოვიხიბლე და არ მინდა შენთან კონტაქტის გაწყვეტა მინდა რომ უკეთ გაგიცნო.
- კარგი თორნიკე, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ამის მოსმენა და იმედია არც დავიკარგებით რომელიმე და მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს, ახლა წავალ კარგი? უღრმესი მადლობა ამ საოცრად მხიარული გზისთვის და სასიამოვნო დასასრულისთვის-გადავედი და სახლში ავედი.
უცებ გადავივლე და მაშინვე შევწექი ჩემს ფუმფულა ლოგინში. ერთადერთი ფიქრი რაც თავში მიტრიალდება ეს თორნიკე არაბაშვილი იყო. შავი თვალები, რომლებიც გითრევს. ყველაზე თბილი ღიმილი, რომელიც გადნობს და უბრალოდ უძლური ხარ მის წინაშე. ღმერთო მგონი გავგიჟდი დღეს გავიცანი და უკვე როგორ ვფიქრობ მასზე. ცხოვრებაში მხოლოდ 1 შეყვარებული მყავდა, 7 თვე ვმეგობრობდით იმიტომ, რომ არ აღვიქვამდი სერიოზულად შემდეგ კი როგორღაც მოახერხა რომ ავაწყვეთ ურთიერთობა, მაგრამ მალევე დავშორდით. მაგრამ ესეთი ლუკასთან მიმართებით არ დამმართნია.
არა თორნიკე სხვა იყო, მასთან ვერავინ მივიდოდა, თორნიკე სხვა განზომილებაა...




გთხოვთ შემიფასოთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. გმადლობთ!



№1  offline წევრი Smailiki

ძალოამ საინტერესოაა❤❤❤ იმედია დიდი ხნით არ მალოდინებ ხოლმე და მალე ატვირთავ თავებს. ❤❤❤ ცოტა გაზარდე თავების სიდიდე❤

 


№2  offline მოდერი ენქეი

საინტერესო ჩანს ველი შემდეგს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Saintereso chans, gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent