შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემდეგ (სრულად)


5-02-2020, 00:44
ავტორი Stranger things
ნანახია 29 801

პაემანზე ვიყავი...
დაკრძალვაზე...
კი, კი სწორად გაიგეთ პაემანზე დაკრძალვაზე ვიყავი. ერთხელ ვანდე გოგოს ადგილის არჩევა და მანაც ეს აირჩია...
თავისი თანამშრომლის დაკრძალვა...
ორიგინალურიაო...ჰმ...
ვერ მივხვდი ორიგინალურობაში რა იგულისხმა, ხალხის ყალბი ტირილი, თუ ცისფერი გვამი...
ისე საწყალი, ალბათ სულ რაღაც 30 წლისაა, შეიძლება არც კი...
კარგი, თავი დავანებოთ ამ ყველაფერს...
ეს გოგო ბარში გავიცანი, ქერა, ლამაზი შესახედაობის, მწვანე თვალებით, მარწყვისფერი ტუჩებით...
კარგი, კარგი ვიტყუები...დიდი მკერდი აქვს
რაც არ უნდა იყოს...
პირველი პაემანისთვის საშინელებაა...! -ნუ, რბილად რომ ვთქვათ.
ახლა ჩემს გვერდით ზის და ტირის...მგონი ჰგონია რომ ასე თავს მაწონებს
ვდგები და მისაღებში გავდივარ
ეზოში კაცები სიგარეტს ეწევიან და პირზე ხელს იფარებენ, რათა მათი სიცილი ვერავინ გაიგოს
სამზარეულოში ქალები ყავას სვამენ და ცდილობენ სიგარეტის კვამლი აქეთ არ გამოუშვან...
სკამზე ბავშვები ტელეფონებში არიან ჩამძვრალნი...ბებიები კი თვალებს უბრიალებენ და დასცაცხანებენ რომ ხმას მაინც ჩაუწიონ
ტიპიური დაკრძალვაა...ყველაფერი იდეალურადაა...
ერთის გარდა...
კიბეზე ახალგაზრდა, დაახლოებით 24-25 წლის გოგო ზის, ქერა თმა და თაფლისფერი თვალები აქვს, კაბა არა...დიდი შარვალი და უზარმაზარი ზედა აცვია, თან არც შავია...ღია ცისფერია.
ჩემი ვარაუდით შორეულზე, შორეული ნათესავია, აი ისეთი ქორწილებში არა და_ დაკრძალვებზე რომ ახსენდებათ...
სახეზე არანაირი ემოცია არ აქვს აღბეჭდილი...
არა აქვს...
მგონი დაღლილია აქაურობით და ერთი სული აქვს როდის წავია, ხოლო ის ერთადერთი მიზეზი კი რის გამოც აქ რჩება ,ჩემსავით, ისაა რომ სულ რაღაც -საათზე ვიყურები- რვა წუთი და ოცდათორმეტი წამია რაც აქაა...სირცხვილია ნახევარი საათი მაინც გავიდეს.
გვერდით ვუჯდები...ვიღიმი...მგონი არ გამომდის...კარგი, ჯანდაბას არაუშავს...
-გამარჯობა.-ვამბობ დაბალი ხმით.
ცალ თვალს აპარებს ჩემკენ, ყურადღებით მათვალიერებს და ისევ წინ ბრუნდება.
-არ გიცნობ.
-აქ არავის ვიცნობ.-ვამბობ გულწრფელად.-იმ ერთის გარდა.-ხელით ვანიშნებ ქერაზე.-აქ მასთან ერთად პაემანზე ვარ.
-აჰა...
-როგორი ენაწყლიანი ხარ.
-ჰო.-მპასუხობს მობეზრებული სახით.
-ჰეი, მე მეგობრი ვარ. -ვამბობ და მშვიდობის ნიშნად ხელებს ვწევ.-მეც იმ დღეში ვარ როგორშიც შენ.
-არა მგონა.-ეცინება..ღმერთო როგორც იქნა...-თუ შენც ჩემსავით დედამ არ გტოვებს ძალით, რომელმაც ორსაათიანი ლექცია ჩაგიტარა იმაზე რომ დაკრძალვაზე შავი კაბით უნდა მიხვიდე და არა ცისფერი ნაგვის ყუთივით და წარმოდგენაც კი არ გაქვს აქ რას აკეთებ.
-მხოლოდ ბოლო.-თავს ვაქნევ.
-ის ქერა არ გელოდება?-თავით მანიშნებს წინ.-დროზე მიდი თორემ მთელი მაკიაჟი ჩამოირეცხა ცრემლებით...ისე ეგ ყალბი ცრემლები ისე როგორც კაბა და ფეხსაცმელი, ასე მონდომებით რომ ასაღებს ორიგინალად, ხომ არ გამოიწერა?-გაკვირვების ნიშნად ქვედა ტუჩს ატრიალებს.
-არაა ,არ მელოდება...ჩემს მაგივრად გასაბერ ბიჭს გამოიწერს.-ვამბობ და მეცინება.-ჩვენ რა გავაკეთოთ?
-ვითამაშოთ.-ამბობს და პირველად მიყურებს სახეში.- მეც მოვიწყინე და ახლა შენ ყველაზე ცუდი თამაში მოიფიქრე რაც კი არსებობს და ერთად გავაუარესოთ დღე...რას იტყვი?
-კარგი...-თითს ნიკაპზე ვიდებ.-მოვიფიქრე...ვინც პირველი წავა დაკრძალვიდან ის იქნება წაგებული...
-ყოჩაღ...ახლა ამაზე უარესი პრიზი გამარჯვებულისთვის და ეგაა...-წამითაც არ ცვლის მობეზრებულ სახეს.
-ეგ შენზეა.
-კარგი...ვინც წააგებს ის იხდის ბარში
-შევთანხმდით.-ვეუბნები და ხელს ვართმევ.
რამდენიმე წუთში ოთახიდან ჩემი პარტნიორი გამოდის ჯერ მე მიყურებს, შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომსაც ხედავს, უკმაყოფილოდ იბზუებს ზედა ტუჩს და იწყებს.
-არ წავიდეთ?-ახლაღა ვაკვირდები სახეზე, აღარ ტირის, ტუშიც გაუწმენდია სახიდან, მაგრამ აქა-იქ დარჩენია.
-წავიდეთ.-ვეუბნები და სწრაფად ვდგები.
-კარგი, ორ წუთში მოვალ.-მეუბნება და როგორც ვხვდები სააბაზანოსკენ იღებს გეზს.
-მოგიგე.-ამბობს უცებ გოგო და ტუჩის კუთხეს ტეხს.
-გავიყვან და მოვალ.-ვეუბნები და სწრაფად მივაბიჯებ გასასვლელისკენ, ქერა შუა გზაში მეწევა კარს ვუღებ და ისიც სწრაფად თავსდება მანქანაში.
-ახლა სად წავიდეთ.-უაზროდ იღიმის, ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ არ ტიროდა.
-სახლში გაგიყვან...მე საქმეები მაქვს.
რაღაცის თქმა უნდა მაგრამ სწრაფად ჩერდება და ფანჯრისკენ იხედება.
-დამირეკე.-მეუბნება მანქანიდან გადასვლისას, მეც სწრაფად ვუკრავ თანხმობის ნიშნად თავს ,იმის მიუხედავად რომ აღარც კი მახსოვს ნომერი ჩავიწერე თუ არა...რა მნიშვნელობა აქ.
გზას მივუყვები და თან ვფიქრობ, უცნაურია ამ გოგოს სახელიც კი არ ვიცი მაგრამ მგონია რომ უახლოეს მეგობართან ერთად ვაპირებ დალევას, საერთოდაც ასეთ სისულელეს არასდროს გავაკეთებდი, მაგრამ თითქოს ამ გოგოში არის ის რაც მიმიზიდა და დამაინტერესა. სახლში შევდივარ, გოგო ისევ ისე ზის და უაზროდ აშტერდება კედელს, რამდენიმე წამში მამჩნევს და ფეხზე დგება.
-მოიცადე...-ხელით მანიშნებს და სამზარეულოსკენ მიდის, იქ რამდენიმე წამით ყოვნდება და ქურთუკით ხელში მიახლოვდება.
-წავედით...-მეუბნება და კარისკენ მიანიშნებს.
-არ წახვალ.-სამზარეულოდან ქერა ქალი გამოდის და გვიახლოვდება.
-ღმრთო...-თავისთვის ოხრავს გოგო და ქალს მუდარის თვალებით უყურებს.-კარგი რაა დედა, აღარ მინდა აქ ყოფნა.
-რა დავაშავე შვილო შენ ხელში.-წარბს წევს ქალი და კარში გამავალ გოგონას უკმაყოფილოდ აჩერდება, შემდეგ ერთ თვალს მეორე ოთახში მდგარი კუბოსაკენ აპარებს და ოხრავს.
წამში ვფხიზლდები და მეც გარეთ გავდივარ.
-მე თეკლა ვარ.-მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ხელს მიწვდის გოგო.
-დიმიტრი.-ხელს ვართმევ და გასაღებს ვატრიალებ.
მანქანას ნაცნობ ბართან ვაჩერებ, სწრაფად მივიწევ მაგრამ თეკლა მასწრებს და თვითონვე გადმოდის.
-შევიდეთ.-ამბობს და დაუფიქრებლად დგამს ნაბიჯს.
ბარში სიჩუმე და სიმყუდროვეა, რაც დღის ამ პერიოდისათვის საკმაოდ დამახასიათებელია, თეკლა ბართან მიდის და სასმელს უკვეთავს. ბარმენი ჭიქებში მოყავისფრო სითხეს ასხამს კითხულობს ვინებებთ თუ არა კიდევ რამეს და უარყოფითი პასუხისთანავე გვშორდება. პირველი წუთი ჩუმად ზის და ჭიქას დაჰყურებს შემდეგ კი ჭიქა ცოტაოდენი ზიზღით მიაქვს ტუჩებთან და თითქოს გადაიფიქრაო უკანვე აბრუნებს, წამით მიყურებს და ამ დროში თან ჭიქას გვერდით აქცევს, თავიდან მგონია რომ ბაღზე დაღვრას აპირებს და ოდნავ ვიხრები რომ ზედ არ დამეწვეთოს მაგრამ ვხვდები რომ ახლა მისი სასმელიც ჩემ ჭიქაში ასხია.
-ცხელი შოკოლადი თუ შეიძლება.-ჩუმად სთხოვს ბარმენს და ისიც მობეზრებული სახით სწრაფად იწყებს შეკვეთის მომზადებას.
-სასმელი არ მიყვარს ზედმეტად მწარეა.-მიხსნის და იმ წამს მოტანილ მდუღარეს ისე სვამს წარბსაც არ ხრის.-დამშვიდდი მიჩვეული ვარ ბავშვობიდან ასე ვსვამ.
დრო ისე გადის ვერც კი ვგრძნობ, თეკლა უშუალოდ და გახსნილად საუბრობს ყველაფერზე, ყოველ წინადადებაზეც კი ეტყობა რომ ძალიან განათლებულია. ბარი ნელ-ნელა ივსება, ხმაური იმატებს მაგრამ ჯერ არ მინდა წასვლა რატომღაც თითქოს არ მეთმობა ახალგაცნობილი.
-გყვარებია?-საკმაოდ შემთვრალი სრულად ფხიზელს ვუსვამ კითხვას.
-ეგ სიტყვა საერთოდ არ არსებობს.-ეღიმება მას.
-აბა?
-ან გიყვარს ან სიყვარული არც ყოფილა.
-რატომ?...მე მიყვარდა მართლა ძალიან მიყვარდა მაგრამ ახლა სრულიად მზად ვარ ახალი სიყვარულისთვის.
-მაშინ გიყვარს, შენი აზრით გული მხოლოდ ერთ სიყვარულს იტევს? ეგ ადამიანები მიდიან მაგრამ სიყვარული რჩება, ჩვენ კი ეგოისტურად მას გარე სამყაროსთან ყველანაირ კავშირს ვუკარგავთ და ღრმად ვკეტავთ სულში.-ისე ამოთქვა რომ არც კი შემოუხედავს.-არ ჩადის და ძალით ვტენით ეგ გვტკივა ყოველთვის ეგ გვტანჯავს, მაგრამ როცა ერთხელაც სული მიიღებს ჩვენ „უადამიანო“ სიყვარულს მაშინ ტკივილიც ქრება. სულში კი ჩვენი სიყვარული დაცულად და დავიწყებულად ინახება თითქოს არც უარსებიაო, მხოლოდ იქ რჩება ტვინის გაზას გულამდე არ ეხება.
ბარი უფროდაუფრო ივსება და ხმაურიც იმატებს.
-გადი.-კარისკენ მანიშნებს.
თავს ვუქნევ და უსიტყვოდ გავიდივარ,არ ვიცი რატომ მაგრამ ამ გოგოს უცნაური რამ ახასიათებს გაიძულებს ყოველი მისი სიტყვის გჯეროდეს, არ ვიცი თვითონ ამჩნევს თუ არა მაგრამ გითრევს და ამოსვლა არც გინდება.
-ანუ ამბობ რომ სიყვარული გონებას ეხება მხოლოდ?
-და გული სადაა თუ არა გონებაში. გგონია როცა ამბობენ გულით უყვარსო მართლა მაგას გულისხმობენ?-წყნარად ეცინება.
-რატომ იცინი?
-გაუნათლებელი ბრბო, მეტი არაფერი ბიოლოგიის წიგნი არ გადაუშლიათ და სისულელეებს გიმტკიცებენ, რომანტიზმით ფუთავენ ,შეფუთული კიდე გან*ვ*ლ*ც საინტერესოა თუ არ გახსნი, გული დამოუკიდებელი რომ იყოს შენი აზრით მაინც ექნება კავშირი სიყვარულთან?
-და რადგანაც გული დამოუკიდებელი არაა და ყველაზე მეტად ის რეაგირებს?
-და ტვინი რომ დომინანტია?
-ანუ ამბობ რომ ტვინით გვიყვარდება?
-აბა გულით?-ცალყბად ეცინება-ყოველგვარი ტვინის გარეშე არაა?
-იქნებ უბრალოდ მეტაფორაა?
-გასაგებია, რადგანც თვლიან რომ გული მთავარი ორგანოა, სიყვარული კიდე მთავარი გრძნობა ერთმანეთთან ყველაზე მეტად არიან კავშირში?
-ზუსტად.-რა თქმა უნდა... სწორად ჩასწვდა.
-კომის შესახებ თუ გსმენია რამე?-მეკითხება და სწრაფად ჭრის ქუჩას.
-მოიცა, იქით გადავიდეთ და ტაქსს უფრო მარტივად გავაჩერებთ.
-ტაქსი არ მინდა ჩემი ბინა აქვეა.-მპასუხობს თეკლა.
-მაგრამ ჩვენ საუბარი არ დაგვიმთავრებია.-მაშინვე ვაჩერებ როდესაც ვხვდები რომ უკვე ვიშლებით.
-ხედავ?-ეცინება.-ასე უნდა ენის წატლეკვა, რისი თქმა ვერ მოვასწარი?
-ბევრი რამის და მაინტერესებს...ხვალ დაკავებული ხომ არ...
-ამოდი.-მაწყვეტინებს და კორპუსში შედის.
წამით მზერა მეყინება, შუაღამეა, რადგანაც მეპატიჟება დიდი ალბათობით მარტო ცხოვრობს და დაუფიქრებლად პატიჟებს სახლში ვიღაც უცნობს. წამით იმ აზრს ვუშვებ რომ შესაძლოა ჩემ ადგილას სრულიად სხვა პიროვნება... განსხვავებული ფიქრებით და მოტივებით იდგეს...ამ კადრს სხვა უფრო ბნელი კადრი ანაცვლებს და გაყინული შევყურებ ჩაბნელებულ კარს სადაც წამის წინ სიბნელეს მიეფარა თეკლა.
-ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო?-ამოვთქვამ და უკან მივყვები.- ვიღაც მანიაკი.-ამ სიტყვის წარმოთქმა მწარე გემოს მიტოვებს პირში და ზიზღის ნიშნად სახეს ვმანჭავ.
-თავდაცვა შემიძლია, ასე რომ თუ რამეს აპირებ და გაინტერესებს თავის დაცვას შევძლებ თუ ვერა...-ჩუმად ეცინება.-გეტყვი რომ შეგიძლია ახლავე აორთქლდე -ერთი-ერთი ბინის კარს აღებს და შედის.
-კარგი.-ვამბობ პასუხით დაბნეული.
შუქს რატომღაც არ ანთებს და პირდაპირ გვერდით ოთახში გადის.
-ტვინი ითიშება, გული კი აგრძელებს მუშაობას.-ამბობს და დივანზე ჯდება.
ვერ ვხვდები რას ამბობს და იმ წამში სანამ დივანზე გვერდით ვუჯდები ვცდილობ მისი ბოლო ნათქვამი დავუკავშირო რამეს.
-კომა...-ვიხსენებ უცებ.
-თუ ტვინი არაა მაშინ არც გრძნობებია და თუ გული არაა არც სიცოცხლე, ტვინით გვიყვარდება... მაგრამ გულს აკონტროლებს.
-ყველა სიყვარული განსხვავებულია.
-ისევე როგორც ყველა გზა გულამდე. - ამბობს და ეღირება.
-მაშ... გიყვარს?-სხვანაირად ვუსვამ კითხვ იმავე კითხვას.
-ისე რომ მგონი ყველა გზა ტვინსა და გულს შორის გადამწვარი მაქ.-ამბობს და ეცინება.
-წარუმატებელი ურთიერთობა?
-უფრო ზედმეტად წარმატებული...-ტუჩებს უკმაყოფილოდ ბრეცს.-ალბათ წარუმატებელი იყო.
-მწერალი ვარ ვერაფრით გამაკვირვებ.-ვეუბნები და მოურიდებელ ქვეკონტექსტში მოვითხოვ რომ მომიყვეს.
-ზედმეტად უსირცხვილოდ მთხოვ რომ პირადი სივრცე გადაგიშალო.-სიბნელეში ვერ ვარჩევ, არც ხმაა მაგრამ მგონია რომ გაეცინა.
-კარგი პირდაპირ გეტყვი...ახალი პროექტია, განსხვავებულ ადამიანებს ვეძებ განსხვავებული ისტორიებით...შენ კიდევ ძალიან მომწონხარ, სტატიას ვწერ.
სიჩუმეა ხმას არ იღებს, ალბათ ფიქრობს.
-თუ არ ჩაიწერ.-ამბობს ბოლოს.
-უბრალოდ მოგისმენ.-ვთანხმდები და მეღიმება იმის წარმოდგენაზე რომ ახლა მართლა მოვისმენ რამე საინტერესოს.-არც იმაზე ინერვიულო რომ შენი სახელი იქნება მითითებული არ რამე, თუ დავწერ ყველანაირი იდენტური მონაცემი დაფარული იქნება გპირდები, მეცინება სიტუაციის ასე სწრაფად შემობრუნებაზე და ამ გოგოს უცნაურობაზე, აქ რომ მოვდიოდით ვერც კი წარმოვიდგენდი რომ აქაც ვიმუშავებდი.
-არ აქვს მნიშვნელობა.-მეუბნება, მაკვირვებს მისი გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ მოყოლას აპირებს, მეგონა იმდენად გაღიზიანდებოდა რომ სახლიდან გამაგდებდა, მაგრამ კითხვას ვეღარ ვასწრებ ლაპარაკს აგრძელებს.-გამთენიისას აქ აღარ ვიქნები და ალბათ საქართველოში აღარც ჩამოვალ ასე რომ მირჩევნია ეს ისტორია აქ დარჩეს, არ გამაწყვეტინო და არც გამამეორებინო ვეცდები დაწვრილებით მოგიყვე.
*************
თბილისში საშინლად ცხელოდა, მორიგი ზაფხული იწურებოდა, აგვისტოს ბოლო დღეებს ვითვლიდით და ყველანაირად ვცდილობდით მისი მწველი შეტევებისათვის გაგვეძლო, როგორც ყოველთვის ამჯერადაც სამსახურში ამოხარშვა მომიწია ,როდის იყო ხალხი მხოლოდ ზამთარში ხდებოდა ავად. ჩემი მორიგეობა დაახლოებით ორმოც წუთში მთავრდებოდა, ორი დღის განმავლობაში ექვს საათზე მეტი არც მიძინია და ერთი სული მქონდა საავადმყოფოს ცისფერი კედლებისგან თავი დამეღწია და ჩემ ბალიშს ჩავხუტებოდი, მაგრამ ცალკე გარეთ იმ სიცხეში ტაქსით მგზავრობა იმდენად მეზარებოდა რომ დახუთული ჰაერის წარმოდგენაზე უკვე ფილტვები მეწვოდა, რაც არ უნდა იყო, საავადმყოფოს მრავალი კონდიციონერის მადლიერი ვიყავი, მიმღებში კი ხალხის ნაკადი არადა არ წყდებოდა, პატარა ბიჭი მეჯდა წინ და იმის მიუხედავად რომ გაგიჟებამდე ვიყავი დაღლილი მაინც მეღიმებოდა მის უკმაყოფილო სახეზე. საყვარლად წუწუნებდა რომ თამაში უნდოდა და დედამ აქ სულ ტყუილად მოიყვანა, არადა ზუსტად მზეზე ამდენი თამაშისთვის მოხვდა აქ, მზის დარტყმა ქონდა მიღებული, დედამისი სწრაფად დავაკვალიანე, სისხლდენა შევუჩერე ცხვირიდან და ექიმთან გავუშვი. ბიჭი არ წყვეტდა წუწუნს მაგრამ უზრდელობაში არ გადასდიოდა, დედამისი ძალიან ახალგაზრდა ჩანდა, ბავშვის წუწუნზე უბრალოდ ეღიმებოდა და არწმუნებდა რომ ახლა თუ მოისვენებდა მალე გაუშვებდნენ აქედან და უკან დაბრუნებაც აღარ მოუწევდათ. ძალიან მიყვარდა ჩემი მომავალი პროფესია და არც ვწუწუნებდი ამდენ გათენებულ ღამეზე მაგრამ ხანდახან დაუძლეველი სურვილი მიპყრობდა იმ პაციენტებს რომლებსაც ვმკურნალობდით და სახლში მიდიოდნენ მეც უკან გავყოლოდი, იქნებ ასე ვერავისაც ვერ შეემჩნია ჩემი გაქრობა.
-ბლიაძე!-გამომაფხიზლა კიროვას ხმამ.-გამოიცვალე და სასწრაფოდ საოპერაციოში გელოდები-იმდენად გამიხარდა ამის გაგონება აღარც კი მითქვამს, ჩემი მორიგეობა რომ მთავრდებოდა, ქალს ფეხდაფეხ მივდევდი.-გამაცანი.-მითხრა და ცისფერი საქაღალდე გამომიწოდა.
-ნოდარ ახვლედიანი,54 წლის, თქვენი პაციენტია უკვე სამი წელია, რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს აღენიშნება ღვიძლის ციროზი, ქრონიკული ჰეპატიტი, სასწრაფო ცოცხალი გადანერგვაა საჭირო ,მარჯვენა წილი.
-დონორი გვყავს?
-დიახ, ნაწილობრივი დონორი გვყავს.
-დანარჩენი ყველაფერი გასაგებია, პაციენტს უკანასკნელი ანალიზები გამოიტანე და საოპერაციოსთან გელოდები.
სწრაფად მოვაგვარე ყველაფერი და საოპერაციოში შევედი, ოპერაცია საკმაოდ რთული იყო, მე დიდად არაფერს მავალებდნენ მაგრამ ისიც მესმოდა რომ მესამე კურსელს არავინ დაავალებდა სერიოზულ საქმეს, მითუმეტეს როცა, საქმე ასეთ რთულ ოპერაციას ეხებოდა. ოპერაციამ მცირე გართულებებით ჩაიარა და დაახლოებით ექვს საათში დამთავრდა, კიროვა ცოტაც და დაღლილობისგან წაიქცეოდა მაგრამ თავს იმაგრებდა, მანიშნა პაციენტის ახლობლებთან მივსულიყავი და თვითონ თავის კაბინეტში წავიდა.
-გამოიცვალე და ჩემთან შემოდი.-მომაძახა და თვალს მიეფარა.
-ექიმო...მამაჩემი...-მომვარდა თვალებაწითლებული ,დაახლოებით ჩემი ასაკის გოგო.
-ახვლედიანის ახლობლები ბრძანდებით?-ვკითხე მას და მის უკან მდგომარე ხალხს.
-დიახ.
-ოპერაციამ მცირე გართულებებით ჩაიარა მაგრამ დაახლოებით ორი-სამი დღე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რეანიმაციაშია გადაყვანილი.
-ნახვა როდის შეგვეძლება?-მკითხა გოგომ.
-დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეგ ქირურგს უნდა შეუთანხმოთ ,ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საათი არაფერი იქნება.
დაღლილი გამოვბრუნდი, გამოვიცვალე, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი ჩანთა მოვიკიდე და კიროვას კაბინეტში შევედი. ქალს მაგიდაზე თავი ჰქონდა ჩამოყრდნობილი და ისვენებდა.
-ჩემი ნახვა გინდოდათ?
-მოდი...-თავი ასწია და სკამზე გასწორდა.-მგონი უნდა გესმოდეს რომ შენი საქციელით საფრთხის ქვეშ აყენებ პაციენტების სიცოცხლეს-გაკვირვების ნიშნად ტუჩები დავაშორე ერთმანეთს და ვეცადე გონებაში აღმედგინა თუ რა შემეშალა.- კარგ ექიმს ზუსტად უნდა შეეძლოს გათვალოს საათები, შენი უძილობით პირველ რიგში შენივე ჯანმრთელობას აზიანებ და მეორეც პაციენტს რა პასუხი უნდა გასცე გული რომ წაგივიდეს დაღლილობისგან?-მისი მზრუნველი ტონი რომ არ მეცნობოდეს, ამას იმხელა სიმკაცრით მეუბნებოდა ადგილზე მივეყინებოდი, მართალიც იყო.- მინდა რომ საათების ზუსტი განსაზღვრა ისწავლო.-თავი გააქნია და წამოდგა.-ახლა წადი და ორი კვირა შენი ფეხი არ ვნახო აქ, ნორმალურად დაისვენე.-სერიოზული მზერა მესროლა და კაბინეტიდან გავიდა.
გამეღიმა და გასასვლელისაკენ წავედი, გარეთ საკმაოდ ბნელოდა და კიდევ უფრო მეტად ცხელოდა, სწრაფად მივირბინე ტაქსთან ,მისამართი ვუკარნახე და დამაყრუებელი მუსიკის ხმა რომ არა ალბათ იქვე ჩამომეძინებოდა. გადასვლისას მძღოლს მადლობა გადავუხადე და კორპუსის კიბეებს დავუყევი.
-თეკლა!-გზაში წამომეწია მეზობელი.
-გისმენთ თამილა დეიდა.
-თეკლა შვილო ლიფტი ისევ გაფუჭდა მეზობლები ფულს ვაგროვებთ და კიდევ კარგი გნახე.
-ვიცი თამილა დეიდა, მეგონა ანანომ მოაგვარა და იმიტომ აღარ შემოგიარეთ.-ვუთხარი ჩემს დაზე.
-არა გენაცვალე ანანოს საერთოდ ვერ ვხედავ.
-კარგი, ინებეთ-ვუთხარი და საფულიდან ოცლარიანი ამოვიღე.
-კარგი გენაცვალე.-მითხრა და ისევ უკან ჩავიდა, უაზროდ გავაქნიე თავი იმის აღმოჩენისას რომ თამილა თურმე ჩემ მოსვლას დარაჯობდა.
კარი გავაღე, როგორც ჩანს ანანო ისევ სამსახურში იყო, შუქი არც ამინთია ისე შევედი ოთახში და დაღლილს ტანსაცმლიანად ჩამეძინა.
არ ვიცი რა დრო იყო გასული, ანანო ქოთქოთებდა სახლში რაღაცას ეძებდა, იპოვა, ვერ იპოვა ვერაფერი გავიგე ისე წავიდა. მე კიდევ გამოფხიზლებულმა ძილი ვეღარ შევიბრუნე, ავდექი, გამოვიცვალე, შხაპი მივიღე და იმის აღმოჩენის შემდეგ რომ სახლში არაფერი მქონდა საჭმელი, პიცა გამოვიძახე. ჩემი ტელეფონი გათიშული იდო ჩანთაში, დასამუხტად შევაერთე და პიცის მოლოდინში მარიამს დავურეკე.
-გისმენთ...ვინ ბრძანდებით? მე თეკლას არავის ვიცნობ, ნუ ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღეა ეს სახლიც კი არ მსმენია.
-მორჩი მაიმუნობას-გამეცინა მე
-რაო ქალბატონმა კიროვამ თხუთმეტ წუთში აქ იყავიო?
-შენ წარმოიდგინე და სულ ცოტა აირიე რიცხვებში.-მარიამი ყოველთვის გამოხატავდა უკმაყოფილებას იმაზე რომ ცუდი გრაფიკი მქონდა.-ორი კვირით ვისვენებ.
-არ არსებობს!-წამოიყვირა მარიამმა.-მაგრამ მე რა მიხარია მარტო მოგიწევს დასასვენებლად წასვლა.-უცებ გაახსენდა რომ შვებულება ივნისის ბოლოს აიღო და ახლა რაც არ უნდა ეცადა ვერ გამოაღწევდა სამსახურიდან.
-აჰაა, დასასვენებლად მივდივარ?-გამეცინა მე.
-დიახაც...აჰაა მოვაგვარე.
-რა მოაგვარე?
-ტყეში ჩადგმული სახლი გიქირავე...აბა შეხედე თან როგორი იაფია, ნეტავ მე რატო არ მომაფიქრდა აქ წასვლა, ვაიმე რა საყვარელი სახლია, რატომაა ასეთი იაფი? აჰაა სეზონი მთავრდება?....-ბოლოს უკვე თავისთვის ლაპარაკობდა.
-სად მქონდა ტვინი საკრედიტო ბარათის კოდს რომ გაძლევდი?!-გამეცინა მე, თან იმის წარმოდგენაზე რომ მშვიდად დავისვენებდი და მარიამმა ზედმეტად კარგად იცოდა ჩემი ხასიათი ბოლომდე ვერც ვბრაზდებოდი.-იქნებ ზღვა მერჩივნა, ან საერთოდაც არ მინდოდა დასასვენებლად წასვლა.
-ნუ მიძაბავ რაა...გაჩუმდი, დაისვენე, ჩაბარგდი და ხვალ საღამოს იქ იყავი...დამაცადე მისამართს გიგზავნი.
-კარგი ხოო, ვგიჟდები შენზე.-ვუთხარი დამტკბარმა.
-ვიცი ჩემზე უკეთესს ვერც ნახულობ რომ იცოდე მაინც რა ხდება საავადმყოფოს გარეთ.
-კარგი ჰოო, ნუ დაიწყებ წავედი მე, პიცა მოვიდა.-გავიცინე და კარის გასაღებად წავედი.
-ექიმი ქალი ხარ სხვებს მკურნალობ და ქუჩის საჭმლით იწამ...-დასრულება არ ვაცადე სიცილით გავუთიშე და პიცა სახლში შემოვიტანე.
******
მეორე დღეს მარიამის მოცემულ მისამართზე მივდიოდი და თან მუსიკას ვუსმენდი.
-მოვედით.-მითხრა ტაქსის მძღოლმა, ფანჯარაში გავიხედე მაგრამ ტყის გარდა ვერაფერი დავინახე.-აქ მანქანის სავალი გზა წყდება.-მითხრა, ტაქსიდან გადავიდა, ჩემოდანი მომაჩეჩა და წავიდა. ენა უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე და მარიამს დავურეკე. მანაც ამიხსნა რომ „შემთხვევით“ გამორჩა რომ სახლამდე ბილიკი იყო გასავლელი.
-რა ჩემი ბრალია რუსულად ეწერა და ეხლა მივხვდი, დაწყნარდი ნახევარ საათში იქ ინები.-დამამშვიდა და გამითიშა.
გზას გავხედე, სახე დამემანჭა მოსალოდნელი სიარულის წარმოდგენისას და უკვე დავიწყე ყველაფრის მობეზრება რაც დასვენებას უკავშირდებოდა, ერთ საათიანი სიარულის შემდეგ უკვე საავადმყოფო მენატრებოდა, საგრძნობლად აცივდა და ჩემოდნიდან ჯინსის ქურთუკი ამოვიღე. ტყეში სიმშვიდე იყო მაგრამ ჩემოდანი ნელა მოგორავდა ნახევრად ატალახებულ ბილიკზე და ყურისგამაწვრილებლად ხმაურობდა ქვებზე გადავლისას, ისიც ვიფიქრე რომ უკვე დავიკარგე მაგრამ მალე ბილიკი სხვანაირი გახდა და აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონებიც შემხვდა. ნელ-ნელა წვიმას იწყებდა და მეტად ბნელდებოდა
-ახლა რომ გადავიჩეხო ან დათვმა შემჭამოს იქიდან არ მოგასვენებ ქალბატონო.-დავემუქრე მარიამს და გზა განვაგრძე, მალე სახლიც გამოჩნდა, ნანახისგან გაოცებული წამით გავხევდი, ულამაზესი იყო იქაურობა, ნამდვილად ღირდა ასეთ წვალებად, სახლი უზარმაზარ ეზოში იყო ჩადგმული, გარშემო ტყე ერტყა და როგორც ვიცოდი რამდენიმე მეტრში ტბაც უნდა ყოფილიყო...სამოთხეში მოვხვდი. გამეღიმა და იქვე მდგარი პატარა საწყობისკენ გავეშურე. საიდანაც სანდომიანი შესახედაობის რუსი ქალბატონი გამოვიდა და გასაღები გამომიწოდა. ამიხსნა რომ ყველაფერი ისე იყო როგორც საიტზე ჰქონდა აღწერილი და თუ რამე დამჭირდებოდა დავკავშირებოდი.
გასაღები გამოვართვი და კარგი გავაღე, ქალი აღარც მომყოლია, მივხვდი რომ წავიდა. სახლი დავათვალიერე, იგი საოცრად კომფორტული და გემოვნებიანად მოწყობილი იყო, ერთი საძინებელი, დიდი საწოლით და კარადით ,სააბაზანო, სამზარეულო, მისაღებ-სასადილო, ტელევიზორი, მაგრამ ინტერნეტი არ იყო, სახლი სხვა მხრივ ყველაფრით იყო აღჭურვილი და ინტერნეტიც იმიტომ არ იყო რომ მეტად ყოფილიყო იგი იზოლირებული. ჩემოდანი ამოვაბარგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და წიგნი ავიღე, გარეთ საშინლად წვიმდა და შიგადაშიგ ელავდა კიდეც ,ცოტა ხნით მარიამს ველაპარაკე და უკვე საკმაოდ გვიანი იყო დასაძინებლად რომ დავწექი. ნახევრად მეძინა, რაღაც ხმა რომ გავიგე და უეცრად ვიგრძენი რომ ოთახში შუქი ანითო, გულგახეთქილი წამოვვარდი და უნებურად ვიკივლე. ღია კარში ახალგაზრდა კაცი იდგა და ისეთი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა იმის შანსი რომ ქურდი ყოფილიყო მინიმუმამდე დავიდა მაგრამ იმ შუაღამისას ვიღაც სახლში რომ შემოიპარა და თავზე დამადგა ფაქტი იყო. დაფეთებული წამოვვარდი და პირველი რაც მომხვდა იმას წამოვავლე ხელი.
-ვინ ხარ?-ვკითხე აკანკალებული ხმით.
-თქვენ თვითონ ვინ ხართ?-კაცი გაკვირვებული იყო, არ ინძრეოდა და გაბრაზებული მომჩერებოდა.-ჩემს სახლში რას აკეთებ?
-ქურდი არ ხარ?-ვკითხე შეშინებულმა.-მაშ რა გინდა?
-რა ქურდი?!-უფრო გაბრაზდა ის.-შენ თვითონ რა გინდა აქ?-იმდენად შეშინებული და შოკირებული ვიყავი რომ რა გამეკეთებინა იმასაც ვერ ვხვდებოდი, ჩემი ხმაც თითქოს შორიდან გავიგე.
-აქ ვისვენებ.-ვთქვი რაც გონებაში პირველი ამომიტივტივდა.
-რა ჯანდაბაა?!-თაველები წამოენთო კაცს.-არ გაინძრე აქ დამელოდე.-სანათს დახედა რომელსაც ორივე ხელით ვებღაუჭებოდი, თითქოს თვალები წამოენთო ხელი ძლიერად მოჰკიდა და უცებ წამართვა, შემდეგ ოთახიდან გავიდა და კარი მოიჯახუნა.
შეშინებული მივვარდი მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო.
-გამიღე! გაგიჟდი?!-ვიკივლე მე.-ღმერთო-ამოვიკივლე, ჭექა-ქუხილი გაძლიერდა და უცებ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა...დენი ჩაქრა?...ჯანდაბა...-ვინ ხარ რა გინდა?!
-არ იჭერს...ფუ შენი...-დახშულად გავიგე როგორ შეიკურთხა კაცმა კარის მეორე მხრიდან.-მანდ იყავი გაიგე? ნუ ყვირი! გავარკვევ ვინ ხარდა გამოგიშვებ.
-რა ხდება საერთოდ?!გაგიჟდი?!შენ ვინ ხარ? იცოდე გიჩივლებ!
რამდენიმე წუთი გარედან ხმა არ ისმოდა, მე კიდევ ოთახს წრეებს ვურტყამდი იმის იმედით რომ ტელეფონი სიგნალს დაიჭერდა.
-არ არსებობს...-გავიგე გაბრაზებული ხმა და ოთახის კარი გაიღო, სიბნელეში ძლივს გავარჩიე კაცის სილუეტი.-აღარ იყვირო, ყველაფერი ჩემი ასისტენტის ბრალია, რამდენჯერ ვუთხარი დამიანეს ასისტენტს რომ არჩევ მკერდს კი არა სივს უყურე-თქო, აჰაა რუსულიც არ ცოდნია ქალბატონს.-ბოლო წინადადება დაბალი ხმით, უფრო თავისთვის თქვა და საოცარი მუქარის ნოტები გამოურია.-...ეს სახლი ორი დამსვენებლისთვისაა გათვლილი.
******
-რას ამბობ?!-ვიკივლე მე.-ტელეფონს მიღება არ აქ და ეგ როგორ გაარკვიე?!-ხმას ვუწევდი შეშინებული, კაცის სხეულს უკან ვუბიძგე, კარი დავხურე და ძლიერად დავიჭირე.
-ხო გითხარი ნუ კივი.-თქო.-მომესმა დაღლილი ხმა მეორე ბოლოდან, წარმოდგენაც კი არ მქონდა როგორ მოვქცეულიყავი, იქნებ მანიაკი იყო და უაზრო სცენებს აწყობდა.
რა საოცარია როგორც არ უნდა ვეცადოთ ადამიანები განვითარებას, ინსტიქტები მაინც ყველაზე ძლიერად რჩება, ექსტრემალურ სიტუაციაში ერთმანეთზე საშიში არაფერია, მართალია გავიძახით განვითარების მწვერვალებს ვაღწევთ,განათლება,განათლებაო მაგრამ ადამიანს ადამიანის ეშინია. დაუწესებელ ბუნების კანონებს ვერანაირი განვითარება ვერ აღუდგება წინ
-ტელეფონში მქონდა საიტის ინფორმაცია სახლზე, დაწყნარდი და გამოდი.-მეუბნებოდა ის.
-ტელეფონი შემომაწოდე.-ვუთხარი რამდენიმე წამიანი დაწყნარების შემდეგ.
-რუსულად წერია.
-გავიგე.-თაველები გადავატრიალე იმაზე რომ კიდევ მახსენებდა. კარი სულ ცოტათი გამოვაღე და დაველოდე სანამ ტელეფონს მომაწვდიდა, სიბნელეში ნელ-ნელა გამოიკვეთა, ლამაზი, გრძელი, თლილი ,კაცის თითები რომელსაც ტელეფონის ცისფერი შუქი დასთამაშებდა, უნებურად თვალები დავახამხამე და ვეცადე ტელეფონი ისე გამომერთმია არ შევხებოდი, ჯერ კიდევ შემომრჩენოდა საშინელი პანიკის და შიშის გრძნობა.
ტელეფონი აკანკალებულ თითებში მოვიქციე და საბოლოო დამშვიდებისთვის საწოლზე ჩამოვჯექი, ბიჭს არც უცდია ჩაუკეტავი კარის გაღება, ამან მეტად დამამშვიდა და განათებულ ეკრანს დავხედე. ტექსტს წინ სახლის ფოტოები უძღვოდა და ამით მივხვდი რომ სწორად ვკითხულობდი, სწრაფად ჩავიკითხე და შედარებით დამშვიდებულმა სახეზე ჩამოვისვი ხელი, როდესაც საშინლად დაიჭექა და მეც ინსტიქტურად წამოვვარდი საწოლიდან.
-ჯანდაბა.-ამოვთქვი შეწუხებულმა და ნელა გავაღე კარი.
ტელეფონის განათებაზე ბუნდოვნად გავარჩიე რომ ბიჭი კარის წინ, კედელს მიყრდნობოდა, კარის ხმაზე ამომხედა.
-ინებეთ.-გავუწოდე ტელეფონი და სწრაფადვე გამოვწიე ხელი უკან.
-ვწუხვარ უხეშობისთვის, მაგრამ პანიკა არ იყო საჭირო.-მითხრა მკაცრად...მოიცა, ეხლა ეს იყო გაბრაზებული?
-უხეშობისთვის?!რას ამბობთ?!კარი ცხვირწინ მომიკეთ და მიყვირეთ უხეშობა კი არა გაუგონარი უზრდელობა იყო ეგ!-გავბრაზდი მეც.
-რას წარმოვიდგენდი რომ ჩემ ასისტენტს რუსული არ ეცოდინებოდა და ვიღაც გოგოსთან ერთად გამიშვებდა დასასვენებლად...ის კი არა, როგორც მივხვდი თქვენც არ ყოფილხართ მთლად პოლიგლოტი.-მითხრა და სამზარეულოსაკენ დაიძრა.
-რუსული მშვენივრად ვიცი!-გაბრაზებისაგან ერთიანად წამოვწითლდი და ბიჭს უკან მივყევი, სიბნელეში სავარძელს წამოვედე და წაქცევას ძლივს გადავურჩი.
-ეს დაიჭირე.-მითხრა და ტელეფონი მომაჩეჩა, თვითონ კი უჯრა გამოხსნა და ორ წამიანი დაყოვნების შემდეგ მომაძახა.-აქეთ გაანათე-თქო ვიგულისხმე, ზედ კი ნუ ინათებ.- ხმაში გაღიზიანების ნოტები გამოურია და უჯრის ჩხრეკვას მოჰყვა.
ბოლოს ერთ-ერთი უჯრიდან სანთელი ამოიღო, იქვე ასანთიც იპოვა, კარადა გამოხსნა და ყავის ჭიქა გამოიღო. შემდეგ მაგიდასთან მივიდა და სანთელი ჭიქაში ჩადო, მე დაჰიპნოზებული დავყვებოდი ტელეფონით.
-მომეცი.-მითხრა მას შემდეგ რაც სანთელი აანთო და დივანზე ჩამოჯდა, მეც სწრაფად მივაწოდე თავისი ტელეფონი და ჩემის მოსატანად საძინებელში გავედი.
-არ იჭერს.-ვთქვი ბოლოს და ბიჭს გავხედე, მას უკვე გადაედო ტელეფონი და დივანზე ისე იჯდა რომ თავით საზურგეზე გადაწოლილიყო, ეტყობოდა მასაც ეწურებოდა მოთმინება. უკეთეს განათებაზე სახეზეც დავაკვირდი, ღმერთო, სუნთქვა შემეკრა, მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა. საშუალო ზომის ტუჩები მკაცრად მოეკუმა, სწორი თხელი ცხვირი ჰქონდა, ხშირი წარბების ქვეშ კი თვალები მოეხუჭა, ამ სიბნელეში ფერს მაინც ვერ გავარჩევდი. არ ვიცი სიბნელის ბრალი იყო თუ მძიმე გარემოსი მაგრამ ყველაფერს ზედმეტად მძაფრად აღვიქვამდი. ცივად იჯდა, გაუნძრევლად და ეტყობოდა რომ არაფრის თქმას არ აპირებდა.
-წვიმა გადაიღებს და ვეცდები გარეთ მაინც დავიჭირო სიგნალი.-მიპასუხა მშვიდად.
-რუსული ვიცი.-დავიწუწუნე ის რაც ტვინში მერჭობოდა.
-აბა რატომ გაგიკვირდა აქ რომ დამინახე?-ზუსტად ვერ დავინახე მაგრამ თითქოს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, ნელა წამოიმართა და მომაცქერდა, სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა და ჩავთვალე რომ მომეჩვენა, ახლა უკვე მთლიან სახეს ვხედავდი და მივხვდი რომ სიბნელე არაფერ შუაში არ იყო, იმდენად პროპორციული და დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა რომ მართლა გამოქანდაკებულს ჰგავდა... ძალიან ლამაზი მომეჩვენა.
-არა ვერ გაიგე აქ ჩემმა მეგობარმა გამომიშვა და სწორედ მან წაიკითხა ყველაფერი...ახლა ნამდვილად გასაგებია რატომ იყო გაკვირვებული ასეთი დაბალი ფასით ამ ადგილის კვალობაზე.-აჰაა ეგ არაა სანდო-...სულ ძალით ვატარებ რუსულის გაკვეთილებზე.-ჩავიბუზღუნე ჩემთვის.
-გასაგებია.
-გადაიღებს თუ არა წავალ.
-დღეს ალბათ ვერ გადაიღებს.-მითხრა მან.
-იქნებ სჯობდეს დავიძინოთ.-ვუთხარი რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ.
-მე დივანზე დავწვები.-მითხრა და საძინებელში შევიდა, ჩემი ადგილიდან ბუნდოვნად დავინახე როგორ გამოაცურა საწოლის ქვემოდან რაღაც, ჩემოდანია, გავიფიქრე მე. უკან პლედითა და ბალიშით დაბრუნდა, ზემოდან თეთრი მაისური და სპორტული შარვალი იდო, სწრაფად წამოვდექი და საძინებელში გავედი. ანუ ნივთები ისევ ჩემოდანში უდევს მაგრამ ჩემოდანი საწოლის ქვეშ იყო...ანუ ის უკვე ცხოვრობდა აქ?
-დიდი ხანია რაც აქ ხარ?-ვკითხე, მაგრამ თან ვინატრე რომ არც გაეგონა.
-სამი დღეა.-გავიგე ხმა მეორე ოთახიდან.
არაფერი აღარ მითქვამს საწოლში ჩავწექი, კარი არ დამიხურავს, უკვე ვიძინებდი საოცრად მშვიდი და ბუბუნა ხმა რომ კიდევ ერთხელ გავიგე.
-მართლა ძალიან ვწუხვარ რომ გეუხეშე.
არაფერი მიპასუხია, თვალები დავხუჭე და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა.
მეორე დღეს გაღვიძებულს ბიჭი სახლში აღარ დამხვდა, გარეთ გავედი, და წამიერი შოკისგან გავხევდი, ისევ წვიმდა ირგვლივ კი ყველაფერი ატალახებული იყო, აქედან კიდევ დიდ ხანს ვერ გავაღწევდი.
-ბედი ხომ გინდა არაა?-დავიწუწუნე „დასვენებით“ გაბრაზებულმა და უკან შებრუნებას ვაპირებდი ხმა რომ გავიგე საწყობიდან და მალე ბიჭიც გამოჩნდა... ერთიანად ტალახში იყო ამოსვრილი, სწრაფად მომკიდა ხელი და სახლში შემაგდო.
-ასე გაცივდები.-მითხრა ,გაყინული, მკაცრი ხმით და ცივად შემომხედა ,ამის მიუხედავად მის მზერაში საერთოდ ვერ ვგრძნობდი გაბრაზებას ან სიბოროტეს, თითქოს ეს მისი ჩვეული ტონი იყო.-სულ სველი ხარ.-შემათვალიერა უცებ-სააბაზანოში.-თავით მანიშნა და თვითონ სველი ჟაკეტი და ტალახიანი ფეხსაცმელი გაიხადა. გაკვირვებული ვუყურებდი, რას აკეთებდა? რაში ადარდებდა გავცივდებოდი თუ არა? გაბრუებული დავემორჩილე და აბაზანაში შევიკეტე, უცებ მივიღე შხაპი, თმა გავიშრე და უკან თბილად ჩაცმული დავბრუნდი. ბიჭი ჩემ დანახვაზე წამოდგა და უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში.
ჯანდაბა...თუ სახლი ორი დამსვენებლისთვისაა, მაშინ რატომ არაა ორი საწოლი ანდაც სააბაზანო? ყველაფერი ხომ მე უნდა დამემართოს! გაბრაზებული წამოვდექი და საჭმლის კეთება დავიწყე, ბლინებს ვაცხობდი კარის ხმა რომ გავიგე და მაღალი სხეული ამომიდგა გვერდით, სწრაფად გატეხა კვერცხი და მომზადება დაიწყო.
-დენი არ მოსულა?-ვკითხე მე. უსიტყვოდა გადასწვდა ჩამრთველ-ამომრთველს და მაჩვენა არაო. ისევ მე მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა და ჩუმად აგრძელებდა საჭმლის კეთებას, მეც შიგადაშიგ გავხედავდი ხოლმე და მის თვალებში თითქოს ტკივილს ვიჭერდი, ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და ისიც უემოციოდ, ამის ყურებისას გული მეწურებდა მაგრამ თან ვერ ვხვდებოდი რატომ ის ხომ ერთი მორიგი უცნობი იყო.
უკვე ღამდებოდა, ბიჭმა სანთელი აანთო და ტელეფონს დასწვდა, მე სავარძელში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი, მაგრამ სიტყვებს უკვე ვეღარც ვარჩევდი.
ფეხზე წამოვდექი და მაგიდიდან კარტი ავიღე.
-ვითამაშოთ რაა.-ვუთხარი ბიჭს, რომელიც მშვიდად იწვა დივანზე, თვალები გაახილა და წარბშეკრულმა გამომხედა.
-ვითამაშოთ.-მითხა ყოყმანით და დივანზე ჩამოჯდა. არ ველოდი, მეგონა უარს მეტყოდა და გამეღიმა რომ დამთანხმდა, გვერდით მივუჯექი კარტი ამოვიღე და ფურცელს ვეძებდი მისი ტელეფონი რომ განათდა.
-ტელეფონმა სიგნალი დაიჭირა.-მითხრა სწრაფად და სადღაც გადარეკა...რუსულად დაიწყო თუ არა ლაპარაკი, მივხვდი რომ სახლის პატრონს ესაუბრებოდა.-გამარჯობა... დიახ პრობლემაა, მე და ჩემმა თანა დამსვენებელმა არც კი ვიცოდით რომ ერთად მოგვიწევდა ცხოვრება.... დიახ გაუგებრობა მოხდა...არა, ყველაფერი მოვაგვარეთ, ის გვაინტერესებს როდის შევძლებთ აქედან გამოსვლას...გასაგებია, დიახ მესმის.-სახეზე გაღიზიანება გამოესახა, მაგრამ თავაზიანობა არ დავიწყებია.-კარგი.-თქვა და დაკიდა.-სანამ წვიმა არ გადაიღებს ვერსად გავალთ.-თქვა მან. შემდეგ წამოდგა და მეორე ოთახში გავიდა, მიყურადება არც მიცდია მაგრამ დახშულად მაინც გავიგე ხმა.
-ხო...არ იცოდი არაა ჩემმა ასისტენტმა რუსული რომ არ იცოდა?... სახლი ორი დამსვენებლისთვისაა გათვლილი... მეგონა რომ ეს გოგოც იმისი გამოგზავნილი იყო... რა იარაღი, ბიჭო რამდენჯერ გითხარი ყველგან მაგ ჯანდაბით არ ვივლი...გასაგებია... მე თვითონაც მოვუვლი ,შენ კიდე შენი საყვარლები გაათავისუფლე სასწრაფოდ...ნუ მიშლი ნერვებს შენც უკან მიგაყოლებ.-ბოლოს ხმაში სიცილის ნოტებიც კი გამოურია, შემდეგ როგორც მივხვდი სხვაგან დარეკა.-გამარჯობა პატარავ...არა საყვარელო ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო, უბრალოდ აქ ტელეფონს მიღება არ ჰქონდა...აჰაამ წვიმს...შენ არ ინერვიულო როგორც კი მოვახერხებ შემოგივლით...ბაჩის აკოცე ჩემს მაგივრად ...მეც, ძილინებისა.-ხმა დაუთბა და რომ არ მცოდნოდა ჩვენს გარდა აღარავინ არავინ იყო სახლში, სხვა მეგონებოდა...ცოლს ურეკავდა? წარბები შევკარი, შენ რაში გაინტერესებს! გავბრაზდი ჩემ თავზე, მალე ისიც გამოვიდა.
-გავაგრძელოთ?-მითხრა და პირველად დავინახე მისი ღიმილი... საოცარი სიმშვიდე და ბედნიერება გადმომედო, მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
დიდ ხანს ვითამაშეთ, შიგადაშიგ იცინოდა კიდეც ალბათ იმ ვიღაცაზე ნერვიულობდა ვისაც ასე თბილად ელაპარაკა და ახლა მოეშვა.
-შენ არავისთან არ გინდა დარეკვა?-მკითხა მე.
-არა... გაფრთხილებული მყავს ყველა რომ არ შემაწუხონ, დედაჩემს კიდევ გავუგზავნე შეტყობინება რომ კარგად ვარ.
-გასაგებია.-თქვა ხმადაბლა და კარტს ჩახედა.
-არადა ისე ძალიან მინდოდა ნორმალურად დამესვენა...-ვთქვი და იმ წამს ფანჯრიდან შემოსულ ელვის შუქს გავხედე.
-რთული სამსახური?
-ექიმი ვარ...პრაქტიკანტი...
-გასაგებია.
-და შენ?-ვკითხე მას შემდეგ რაც დავასკვენი რომ თვითონ არ აპირებდა თქმას.
-რთული სამსახური...-თავი გააქნია და გამიღიმა.-რამდენიმე დღით გამოვედი მაგრამ როგორც ხედავ მეც შენ სიტუაციაში ვარ.
-გეფიცები სამსახური მენატრება უკვე.-გამეცინა მე.
-განხრა?
-ქირურგობას ვაპირებ... საოცარი სამსახურია უბრალოდ საოცარი.-გავიმეორე და გამეღიმა.-მაგრამ ისეთი დამღლელია...ორი კვირით ძლივს გამოვაღწიე.
საკმაოდ გვიან დავამთავრეთ თმაში და დასაძინებლად დავწექით, მაინტერესებდა ბარგს ჩემოდანში რატომ ინახავდა და არ გადმოქონდა, სახლში მისი ნივთები არ ეწყო მხოლოდ ჩემი. უკვე ვიძინებდი თვალები რომ ვჭყიტე და უცებ წამოვყავი თავი.
-რა გქვია?-ვკითხე მოულოდნელად...წამის დაყოვნების შემდეგ სიცილი გავიგე, ბუბუნა და თბილი სიცილი.
-დემნა მქვია.-მითხრა ხმაში ისევ ისმოდა სიცილის ნოტები.-ახლა გაგახსენდა გეკითხა?-სახელი გონებაში კიდევ ერთხელ გავიმეორე.
-კი...-დავფიქრდი.-მე ახლა გამახსენდა და შენ თავშიც არ მოგსვლია გეკითხა?
-თეკლა...-თქვა მშვიდად.
-საიდან იცი?-ვკითხე და გაკვირვებისგან წარბები შევკარი.
-წიგნის ყდაზე გეწერა.-მითხრა და ხმამაღლა ამოისუნთქა.-დაიძინე.
ხმა აღარ გამიცია მშვიდად დავხუჭე თვალები და ჩამეძინა.
მეორე დღე წესით უფრო ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო მაგრამ წვიმა გაძლიერდა და მასთან ერთად ჩემი ხასიათიც გაფუჭდა, ფანჯრიდან ვიყურებოდი ციყვს რომ მოვკარი თვალი, ეზოში სახლთან ახლოს მდგარი ნაძვის ტოტზე იყო შემოსკუპებული გამეცინა და სწრაფად გავვარდი გარეთ,. მაშინვე ვინანე, წამებში ისე დამძიმდა და დასველდა ჩემი ტანსაცმელი ნორმალურად ვეღარ ვმოძრაობდი, ფეხსაცმელები სულ დამისველდა და უკვე ჩემ თავს ვეჩხუბებოდი „იდეალური“ აზრისთვის, რომ ვიღაცის ხელი ვიგრძენი და სწრაფად შემოვბრუნდი სახლში.
-ისევ უხეშობ.-მივუბრუნდი წარბებშეკრული დემნას, მის გაბრაზებულ სახეს რომ წავაწყდი. ისეთი თვალებით მიყურებდა მგონი სახეზე ცისარტყელის ფერები გადამივიდა.
-შენ კიდევ ბავშვობ რა გინდოდა გარეთ ამ სიცივეში? ვერ ხედავ როგორი ამინდია?!-მითხრა და თავისით გამხადა სველი ჟაკეტი.
-ნამეტანი ხო არ მოგდის უცხოს კვალობაზე...მე და შენ როდის დავმეგობრდით?-ყოჩაღ ესე გააგრძელე...ჯერ თქვი ხოლმე და მერე იფიქრე, ეხლა ნახე ამის გაბრაზება.
-თეკლა მართლა ორი წლის ბავშვივით იქცევი რაა...სიცხემ რომ აგიწიოს ხომ ხვდები, აფთიაქში ვერ გავიქცევი.
-იმ ბიჭს არ გავხარ აფთიაქში რო მირბის ხოლმე.-გამეცინა და ჩემზე ორი თავით მაღალს ავხედე რომელსაც როგორც ყოველთვის სერიოზული გამომეტყველება აეკრა სახეზე.
-იმ გოგოს კვალობაზე ბევრს ლაპარაკობ წყლით რომაა გაჟღენთილი და ცოტაც და იატაკს დაალპობს.-წარბი ასწია დემნამ.-გამოიცვალე.-ხელით მიბიძგა საძინებლისკენ და კარი მომიხურა.
-დედას გამოგზავნილი ჯაშუშია უეჭველი.-ჩავიბუტბუტე და გამოცვლას შევუდექი.
-მოდი.-მითხრა ცოტა ხანში და ცხელი შოკოლადი მომაწოდა.
-ჩემთვის მოადუღე?..მადლობა...-ჩავიბუტბუტე და სწრაფად მოვსვი.
-ფრთხილად...-თვალები გაუფართოვდა და ჩემი გაფრთხილება სცადა.
-არაფერია ,ბავშვობიდან ასე ვსვამ .-გავუღიმე და კიდევ ერთხელ მოვსვი მდუღარე სითხე.
საღამოს დემნას სიტყვები გამართლდა, საშინლად მეწვოდა ყელი და თვალებიც მებინდებოდა.
-სიცხე გაქ არაა?-მკითხა და გვერდით მომიჯდა, ხმაში არც სიცილის ნოტები გამორევია და არც ნიშნისმოგებით უთქვამს, ტუჩები მჭიდროდ მოკუმა და ხელი აწია, შემდეგ შეჩერდა და თვალებში შემომხედა, წამით გავბრუვდი მაგრამ მივხვდი რომ მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა შემხებოდა...სწრაფად დავუქნიე თავი...ხო, ეხლა მკითხე და ნადირივით რო დამეტაკები ხოლმე არც მოგაფიქრდეს...სულ წვეტიანი აზრები როგორ უნდა გაწუხებდეს, ამ ფიქრებში ვიყავი დემნამ ხელის ზურგი რამდენიმე წამით რომ დამადო შუბლზე.-იწვი.
-შეგიძლია უბრალოდ წამალი მომიტანო.-ვუთხარი და ტუჩის კუთხე ჩავტეხე.-აფთიაქში გაქცევა არაა საჭირო კარადის უჯრაში მიდევს პატარა შავი ჩანთა და იქ უნდა იყოს.
დემნამ სწრაფად იპოვა ჩანთა და მომიტანა, გავხსენი, რამდენიმე წამალს შორის სიცხის დამწევი ვიპოვე და წყლის გარეშე დავლიე.
-არაუშავს მალე დაგიწევს.- მითხრა და პლედი მომაწოდა დივნის მეორე ბოლოდან.
-ციყვი იყო და მინდოდა ახლოდან მენახა.-ვთქვი ცოტა ხნის შემდეგ, მე ისევ დივანზე ვიწექი და ვცდილობდი თავის ტკივილისთვის გამეძლო, დემნა კი სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა...წამით ისეთი გაოგნებული სახით შემომხედა ალბათ ეგონა ვბოდავდი მაგრამ მიხვდა რომ გარეთ გასვლის მიზეზი ვუთხარი.- პატარაობაში მამამ ციყვი მომიყვანა...-გამეღიმა მე.-პატარა და ყავისფერი იყო...
-არ შემშლია ნამდვილად ბოდავ.--გაეღიმა ბიჭს და მივხვდი რომ მისი გამოხედვა სწორად წავიკითხე...მოიცა რა თქვა?
-აღარ მოგიყვები.-შუბლი შევკარი და მეორე მხარეს გადავბრუნდი.
-ბოლოს რა დაემართა ციყვს?-მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ, ძალიან ჩუმი ხმით
-გამექცა.-ჩურჩულითვე ვუპასუხე.
-ციყვმა შეჩვევა არ იცის...ნუ იდარდებ როგორც არ უნდა გეცადა მაინც გაიქცეოდა.-გამიკვირდა რომ ამყვა.
აღარ მახსოვს როგორ დამეძინა, დილით მწველმა მზერამ გამაღვიძა თვალების გახელისთანავე დემნა დავინახე, წამით თვალები სულ ცოტა გაუფართოვდა თითქოს დამიბღვირა და აბაზანისკენ წავიდა...მიყურებდა? ალბათ აინტერესებდა როგორ ვიყავი...ჩემ საწოლში რატო ვარ? მოიცა დივანზე არ დამეძინა?..
-მადლობა რომ აქ გადმომიყვანე.-ვუთხარი აბაზანიდან გამოსულს, სველ თმაზე ხელი გადაისვა და შემომხედა.-მძიმე ვარ არ იყო საჭირო ჩემ საწოლზე დაგეძინა.
-კი წელი ჩამწყდა.-გაეცინა და სამზარეულოში შევიდა.
საუზმის მომზადების უფლება არ მომცა ისევ მქონდა სიცხე და პლედებში გახვეული ვიწექი.
კიდევ ორი დღე ისე წვიმდა წასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო მე კი დემნას შევეჩვიე, უფრო ხშირ-ხშირად ვლაპარაკობდით, გაცილებით ხშირად კი ვუყურებდი ხოლმე , მეც ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, უხმოდ გავხედავდი და ასე ვისხედით, შემდეგ ისევ მე ვაშორებდი თვალს.
დენი რომ მოვიდა იმდენად გამიხარდა წვიმა სულ გადამავიწყდა, მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე და ფილმის ძებნას შევუდექი. დემნასაც ყვარებია ფილმები და საბოლოოდ რაღაც ახალი სერიალი დავიწყეთ, დრო ისე გაგვეპარა საათს რომ შევხედე უკვე ღამის სამს აჩვენებდა, მაგრამ სერიალი გვაინტერესებდა და კიდევ ერთი სერიის ნახვაზე შევთანხმდით...
თვალები გავახილე და წამის მეასედში ვიგრძენი ზურგის ტკივილი, მჯდომარეს მეძინა და ბიჭის მხარზე მედო თავი, ჩუმად გავხედე დემნას...ეძინა, ისე მშვიდად სუნთქავდა...ძალიან ლამაზი მეჩვენა, გამახსენდა პირველივე ნახვაზე ქანდაკებას რომ შევადარე და წამით შურიც კი ვიგრძენი მისი დახვეწილი ნაკვთების გამო, ჩემ აზრებზე გამეღიმა და თავი იმაში გამოვიჭირე რომ საკმარისზე მეტ ხანს მივშტერებოდი.
-არაა საჭირო ამდენი ყურება...შენ უფრო ლამაზი ხარ შეგიძლია უბრალოდ სარკეში ჩაიხედო.-თქვა და ნელ-ნელა გაახილა თვალები შემდეგ ჩემკენ მოაბრუნა სახე და დამაკვირდა... მე ისევ მის მხარზე მქონდა თავი ჩამოყრდნობილი და ქვევიდან ვუყურებდი, ისც გავიაზრე რა მითხრა, შეშინებულივით წამოვხტი და აბაზანისკენ გავემართე.
წვიმამ გადაიღო, მაგრამ ჩემ თავს ბედნიერებას ვერ ვატყობდი ,ხასიათი გამიფუჭდა და მიზეზს ვერც კი ვხვდებოდი რატომ.
-ვფიქრობ, ხვალ დილისთვის წასვლა შეგვეძლება.-მითხრა დემნამ ღიმილით, საღამო იყო ტელევიზორს ვრთავდი რომ სერიალი გაგვეგრძელებინა. კიდევ უფრო ამეშალა ნერვები, სერიალს უხმოდ ვუყურებდი მაგრამ არაფერი მესმოდა.
-თბილისში საშინლად ეცხელება.-ვთქვი ჩურჩულით, უკვე ვიძინებდით და მეც პირველი დღე გამახსენდა რომ ვნატრობდი არ გაეგონა ჩემი ნათქვამი.
-ეცხელება.-მიპასუხა იმავე ტემბრით როგორც პირველად.
არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული რაც ვცდილობდი დამეძინა მაგრამ ყოველი ჩემი ცდა მარცხით მთავრდებოდა, საწოლში ვერ ვისვენებდი და წამდაუწუმ გვერდს ვიცვლიდი, ვიცოდი რომ ბოლო საათებს ვატარებდი აქ და ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა დარდს. წამოვდექი და დივანს მივუახლოვდი.
-ჩაიწიე.-ჩავიბუტბუტე და ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ და ბოლომდე გაუგებარ ინსტიქტს მივყევი და დემნას გვერდით დავწექი. სიბნელეში მისი ნაკვთების გარჩევა ვცადე. მალე ცივი თითები ვიგრძენი კისერზე, ნაზად მეფერებოდა, შემდეგ კი თმისკენ წაიღო და კულული დაიხვია თითზე. ხმას არც ერთი ვიღებდით.
-სერიალს ვუყუროთ?-ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ და პულტს დავავლე ხელი.
-ვუყუროთ.-გამიღიმა და ტელევიზორს გახედა.
მეორე დღეს ჩემ საწოლში გავიღვიძე, გუშინდელ ღამეში ასი პროცენტით რომ არ ვყოფილიყავი დარწმუნებული ალბათ მეგონებოდა რომ მესიზმრა, დემნა იმ წამს გამოვიდა აბაზანიდან და ჩემკენ გამოიხედა, რომ დამინახა მეღვიძა შეყოვნდა და ჩემკენ წამოვიდა, თითქოს დენმა დამარტყაო ფეხზე წამოვხტი “დილა მშვიდობისა-თქო“ ჩავიბუტბუტე და აბაზანაში შევვარდი.
დემნა სახლის უფროსს ელაპარაკებოდა რომ გამოვედი, ნივთები სწრაფად მოვკრიფე და მომლოდინედ შევხედე. საწოლის ქვეშიდან ბარგი გამოიღო, შემომხედა და შუბლშეკრული წამოვიდა ჩემკენ.
-დავრჩეთ.-მითხარ ძალიან ხმადაბლა, სუნთქვა შემკრა მეც მინდოდა დარჩენა მაგრამ ის გრძნობა რომ ის ჩემთვის სრულიად იცნობი იყო ისევ არ მაძლვდა მოსვენებას...გუშინ მშვენივრად ეხუტებოდი, გაჰყვიროდა ჩემი გონება.
-ვერ დავრჩებით.-ვუთხარი რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.
დემნამ უეცრად ხელი ჩამკიდა და ჩემთან ერთად გავიდა სახლიდან, ხმა არ ამომიღია როცა კარი ისე ჩაკეტა რომ ხელი არ გაუშვია ჩემთვის და მთელი გზა ასევე გაიარა. მე გაბრუებული მივყვებოდი და მთელი გზა ისე გავიარეთ ვერც კი მივხვდი, მხოლოდ მაშინ გავიაზრე მანქანა რომ დავინახე. ცოტა მოშორებით კი ჩემი გამოძახებული ტაქსი იდგა.
-მე წაგიყვან.-მითხრა და საფულე ამოიღო, ტაქსთან მივიდა და ისე სწრაფად უთხრა რაღაც და გადაუხადა რომ შეწინააღმდებაც ვერ მოვასწარი.
შემდეგ კარი გამიღო და თბილისამდე უხმოდ ვიმგზავრეთ, მე გაკვირვებული ვიყავი მისი საქციელით და თან არ ვიცოდი რა მეთქვა, შიგადაშიგ ვუყურებდი და მის მზერასაც ვიჭერდი, ეღიმებოდა და უხმოდ აგრძელებდა მართვას.
-თუ შეიძლება აქ გააჩერე, მეგობართან უნდა მივიდე.-ვუთხარი როცა უკვე თბილისის ქუჩებს მივუყვებოდით.
-მასთან მიგიყვან.
შეწინააღმდეგების გარეშე ვასწავლე გზა მარიამის სახლამდე... მანქანა რიმ გაჩერდა კიდევ ერთხელ ნათლად გავიაზრე ის რომ დემნა მიდიოდა, გავხედე და ღრმად ამოვისუნთქე.
-მადლობა რომ მომიყვანე.
-თეკლა...-დაიწყო და გამიღიმა, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო წარბები შეკრა და თვალები დახუჭა, ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ ისევ უხმოდ დაველოდე რას იტყოდა.- შევხვდებით.-ჩემკენ მობრუნდა და კისრზე ნაზად ჩამომისვა თითები.
თავი დავუქნიე და მანქანიდან გადავედი, გონზე რომ მოვედი მარიამთან ვიჯექი დივანზე და ცივი ყავა მეჭირა ხელში.
-რა გჭირს ასეთი?-მკითხა სიჩუმით შეწუხებულმა გოგომ, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავწიე და მაშინვე დემნას მოქანდაკებულმა სახემ გაიელვა ჩემ გონებაში.-მეგონა გაგიჟდებოდი და აქამდე უკვე გამოლანძღული გეყოლებოდი.
-არ გეჩხუბები, ხვალიდან რუსულის მასწავლებელთან რომ იწყებ სიარულს ისიც გეყოფა.
-ტელეფონზე ხომ აგიხსენი, მართლა შემთხვევით მოხდა.-დაიწყო თავის მართლება.
საღამომდე მასთან ვიყავი ფილმი ჩართო და ერთად ვუყურებდით მე კიდევ მანც ვერ ვისვენებდი.
-რაღაც გჭირს.-დაასკვნა ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია.
-არაფერია.
-რაღაც გჭირს- გაიმეორა.
თვალდახუჭულმა გავაქნიე თავი და ყველაფერი მოვუყევი, წინა ღამის გამოკლებით, გოგო მოულოდნელობისგან დიდი ხნით იჯდა ჩუმად.
-ის მაინც თუ იცი რა გვარია?-მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე .-ამხელა ექიმი ქალი ესეთი დაბდურა როგორ ხარ მიკვირს რაა.- თქვა მარიამმა და უიმედო გამომეტყველებით შემომხედა.
*********
-აბა ეგ რაღა დასვენება გამოვიდა?-მკითხა მარიამმა მეორე დილას.
წინა ღამით მასთან დავრჩი მთელი ღამე რაღაცაზე ლაპარაკობდა, ნახევარი ვერ გავიგე, იმდენად დაღლილი ვიყავი თან ვუსმენდი, თან მეძინა, ახლაც უკვე გაეღვიძა და ჩაცმული მედგა თავზე.
-ეხლა მიხვდი მაგას?-ამოვიზმუვლე და ბალიში დავიფარე თავზე.
-არა მთელი დილაა მაგზე ვფიქრობ, შენ კიდევ რა იყო რით ვერ გამოფხიზლდი? თორმეტი ხდება უკვე.
-არ არსებობს...მაღვიძარას რა მოუვიდა?-თან ვლაპარაკობდი და თან ვიცვამდი.
-დაჯდა.-მხრები აიჩეჩა მარიამმა და საწოლზე ჩამოჯდა.-გუშინ შენ რომ დაგეძინა ჩემი ტელეფონი გარეთ იდო მაგიდაზე და შენი ავიღე.
-კარგი რაა...-ამოვიოხრე და ტელეფონს დავწვდი.
-დამტენი ვერ ვიპოვე თორემ შეერთება მინდოდა.
გამეცინა და ჩანთიდან დემონსტრაციულად ამოვიღე ის რაც ამ ქალბატონმა „ვერ“ იპოვა, გამეცინა_ მარიამზე ვერასდროს ვბრაზდებოდი.
-მაკოს შენ აუხსნი.-თავი გავაქნიე და ტელეფონი ჩავრთე.
-ვაიმე...მაკოს ქორწილი.-გაახსენდა მარიამს და თვალები ჭყიტა.-დღეს მეჯვარეები იკრიბებით არაა?
-ხო და მომკლავს თუ დავაგვიანებ, ისედაც ვერ მოვიცალე გასაცნობადაც კი, ყველაფერი ჩემ გარეშე დაგეგმეს...არაა...-თავი გავაქნიე და დაბღვერილმა შევხედე მარიამს.-კიდე მანქანები გადმოწერე?
-ხო გითხარი ჩემი გარეთ იდო-თქო.-ჩაიცინა და ისევ წამართვა ტელეფონი.-ტური უნდა დამეხურა და გაითიშა.
სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში მოვწესრიგდი და შუა თამაშისას წავართვი ქალბატონს ტელეფონი.
-წავედი.-მივაძახე და სწრაფად გავიქეცი.
ნახევარ საათში მოვასწარი სახლში მისვლა, შხაპი მივიღე და გამოვიცვალე. ერთ საათში კი უკვე კაფის შესასვლელთან ვიდექი.
-აჰაა, თეკლაც აქაა.-ამოიოხრა მაკომ და ხელები გაშალა ჩემ ჩასახუტებლად.
მაკო ჩემი ნათლიის შვილია, იმის მიუხედავად რომ ისედაც ნათესავები ვიყავით აიტეხა შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარეო და საპატარძლოს ვერც ვერავინ უთხრა უარი, მეც გამიხარდა მაგრამ ძირითადად ვერ ვიცლიდი ქორწილის დაგეგმვაში ჩემზე მეტად მეორე მეჯვარე ბავშვობის მეგობარი ელენე ეხმარებოდა.
-კიდევ ველოდებით ვინმეს?-ვიკითხე სიძე გადავკოცნე და ელენეს მივესალმე.
-კიი გოგას მეჯვარეა მოსასვლელი.-მითხრა მაკომ და საქმროს გადახედა.
-წეღან მომწერა, გზაშია უკვე.-თქვა გოგამ.-გაიცანი ეს ირაკლია.-მითხრა და საკმაოდ სიმპატიური ბიჭი წარმომიდგინა, ქერა მოკლე თმითა და ცისფერი თვალებით.
-სასიამოვნოა.-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
გოგას ტელეფონმა დარეკა და მანაც სწრაფადვე უპასუხა.
-გისმენ...ხო მარტო შენღა გელოდებით... კარგი რაა... კარგი, კარგი მოიცა.-თქვა და ტელეფონი მაკოს მიაწოდა.-შენთან უნდა ლაპარაკი.
-...ვიცი მაგრამ ვერასდროს მოდიხარ, თეკლაც კი მოვიყვანეთ ,ყველა აქ ვართ...ვიცი...მეც ძალიან მიყვარხარ მაგრამ არ გაპატიებ.-მაკოს ეცინებოდა.-კარგი ,კარგი მპირდები?. მაშინ შეგიძლია ქორწილშიც კი არ მოხვიდე.-მაკოს სახე გაებადრა „ნეტა როგორ დაკერა?“...გამეცინა მე.-კარგი.-თქვა, ყურმილი დაკიდა და ტელეფონი გოგას მიაწოდა.
კაფეში დიდი ხნით შევყოვნდით, ბევრი საქმე აღარ იყო, ქორწილი ოთხ დღეში იგეგმებოდა და ჩვენც პატარა წვრილმანებიღა მოვაგვარეთ . საღამოს სახლში მეჯვარის კაბით დავბრუნდი და სასიამოვნოდ დაღლილს მალევე ჩამეძინა.
ქორწილის დღე თვალის დახამხამებაში მოვიდა, მეგონა ყველაფერი უკვე მოგვარებული იყო მაგრამ კიდევ იმდენი საქმე ჰქონდათ დარჩენილი ძლივს ავუდიოდით, სახლიდან ადრე გავდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი, ასე ვცდილობდი ჩემი წინა კვირების მოუცლელობა გამომესყიდა. ქორწილის დღეს კი ყველაფერი მართლაც ისე ბრწყინავდა ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაკო ულამაზესი პატარძალი იყო, სარკის წინ ტრიალებდა და უკანასკნელ შტრიხებს ისწორებდა.
-არაა რაა, ხელბურთის კურსებზე უნდა ჩამეწერა შენი თავი.-სიცილით მომიბრუნდა მე.-დაიჭირე.-მომაძახა და უეცრად თაიგული ისროლა, მოულოდნელობისგან გვერდით გავიწიე და ისიც იქვე მდგარ სავარძელზე დავარდა.-აჰაა!-ამოიოხრა მაკომ და მის ასაღებად წამოვიდა.
-სულ გაგიჟდი.-თავი გავაქნიე და მეც გამეცინა.-რა ღირსი იყავი ეგ თაიგული დაშლილიყო.
-ჰო უკეთესი არ მისურვო.-მითხრა და მართლაც ულამაზეს თაიგულს გაბრწყინებულმა შეხედა.- არ დაიშლება.
-თხოვდები.-ამოვიოხრე, გამეღიმა და პატარძალს მაგრად მოვხვიე ხელები.
-იდეალურ ბიჭზე...-თქვა და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა.-მაკიაჟი რომ ჩამომერეცხოს არ გაცოცხლებ.
-აბა რას შვრება ჩვენი ულამაზესი პატარძალი?-ოთახში ელენემ შემოყო თავი.-თვალებზე რა გჭირს?!-უცებ შემომხედა გოგომ.
-მოვასწარი?-ვიკითხე და სარკეში შევხედე ჩემ თავს, თვალების ქვეშ ტუშის შავი ნაწილები მეყარა.
-კაი არაუშავს მიდი ვიზაჟისტი ისევ გარეთაა, ლილეს უკეთებს მაკიაჟს.
-მოვიდნენ?-გაუხარდა მაკოს და უცებ გაუბრწყინდა თვალები, მე კი ვერ ვხვდებოდი ვისზე ლაპარაკობდნენ.-წადი თეკლა, აუცილებლად უნდა გაიცნო ლილე.-მითხრა მაკომ და კარისაკენ მიბიძგა.
ელენემ სხვა საძინებელში გამიყვანა სადაც ვიზაჟისტს მაგიდის მთელ სიგრძეზე გაეშალა კოსმეტიკა და ფუნჯები. ბოლოში კი ქერა, თხელი აღნაგობის ულამაზესი გოგო იჯდა. სახეზე მაშინვე მეცნო, სავადმყოფოში ის თავის შვილთან ერთად იყო მოსული, ბიჭუნას მზის დარტყმა ჰქონდა მიღებული, მათ გახსენებაზე გამეღიმა , საავადმყოფოში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. გოგოს ძალიან ნაზად და მოკრძალებულად ეცვა.
-ელენე, არაა საჭირო მაკიაჟი.-ამოიოხრა მან, საოცრად მშვიდი და ნაზი ხმით.
-ძალიან მსუბუქი იქნება, გპირდები.-გაუღიმა ვიზაჟისტმა.
-გაიცანი ლილე ეს თეკლაა, მაკოს მეორე მეჯვარე.-ჩემი თავი წარმოუდგინა გოგოს.
-ვიცნობთ ერთმანეთს...-თვალები გაუბრწყინდა გოგოს.-გამარჯობა თეკლა ექიმო.-მითხრა მორიდებულად.
-გამარჯობა, თეკლა დამიძახე.-ვუთხარი და გავუღიმე.-როგორ ხართ? პატარა როგორაა?
-კიდევ ერთხელ ვიყავით შემოწმებაზე, ყველაფერი კარგადაა...გეძებდით მაგრამ გვითხრეს რომ შვებულებაში იყავით.
-ვხედავ უკვე იცნობთ ერთმანეთს.-გაიღიმა ელენემ.-დაგტოვებთ პატარძალი მარტოა.
მე და ლილემ ცოტა ვილაპარაკეთ, მაგრამ ძალიან მორიდებული და მორცხვი იყო ,როგორც გავიგე აქ სიძის მხრიდან იყო, წამოსვლა არ უნდოდა მაგრამ სულ ბოლოს გადაწყვიტა. მალე გოგა და ირაკლიც მოვიდნენ, როგორც ჩანს მეორე მეჯვარე ისევ მოსასვლელი იყო და როდესაც ისიც მოვიდოდა მაკოც მაშინ გამოვიდოდა. ოთახში ლილეს შვილი შემოვარდა და მე რომ დამინახა, გახარებული გამოიქცა და ჩამეხუტა.
-არა, არა...-ხელები გამოიწვდინა ლილემ მაგრამ უკვე გვიანი იყო, ბიჭის შოკოლადიანი ხელები ჩემი მეჯვარის კაბას საკმაოდ შესამჩნევად აჩნდა.
-ბოდოში.-თვალები აუცრემლიანდა ბიჭს.
-არა, არა რას ამბობ..-თავი გავაქნიე მე.-მიხარია შენი ნახვა, ოღონდ ცოტა იფრთხილე.
-ვწუხვარ.-თქვა ლილემ და შვილს მოკიდა ხელი.
-რას ამბობ?-გავუღიმე და წამოვდექი.-უცებ ამოვა.
სწრაფად დავიძარი და ქვედა სართულზე ერთ-ერთ საძინებელში შევედი, შუქი არ ენთო და მეც სწრაფად დავიწყე ჩამრთველის ძებნა, ამ დროს შემთხვევით ფეხი წამოვკარი რაღაცას, უკვე უნდა დავცემულიყავი, უეცრად ვიღაცამ ძლიერად მომკიდა ხელი, მეც ისე შემეშინდა ვიკივლე და უცხო ხელს ჩავეჭიდე რომ არ გაეშვა.
-დაწყნარდი.-გავიგე ნაცნობი ბუბუნა ხმა, მოულოდნელობისგან ჟრუანტელმა დამიარა და ხმაც კი ვერ ამოვიღე.-დაწყნარდი.-გაიმეორა უფრო ხმადაბლა და ახლოს მიმიზიდა რომ წამოვეყენებინე, დაბნეულმა მოვძებნე მისი ხელი და ჩემი თითები მისაში ავხლართე.-რას აკეთებ?-ბიჭი გაოცდა, უკან დახევა დაიწყო და როგორც მივხვდი ჩამრთველ-ამომრთველისკენ გაიწოდა ხელი.
-დემნა.-დავიჩურჩულე მე.
ადგილზე გაშეშდა, გარშემო კი ისევ სიბნელე იყო.
-შენ.-ხმით მივხვდი რომ გაეცინა.-აბა სხვაგან სად..?
-გამარჯობა.-დავიჩურჩულე.
-გამარჯობა...პერანგი არ მაცვია.-მითხრა ჩურჩულითვე და მის რეპლიკაზე გამეცინა.
-იცვლიდი?-ისევ ჩუმად, სიბნელეში განვაგრძობდით დიალოგს არც ერთი ჩვენგანი არ იძვროდა, გული ისე მიცემდა მეგონა მთელ სახლში ისმოდა.
-ხო და ახლა შენ შემომივარდი.
-მაპატიე, კარზე რუსულად ეწერა „დემნა იცვლისო“.
-ხო არაა? აქაც შენმა დაქალმა გითხრა შედი ცარიელიაო?-ჩაიცინა.
-ეგ იყო.-ამოვისუნთქე, ხელი გავუშვი და ოთახიდან გავედი.
აწითლებულ ლოყებზე ხელი დავიდე, გამეღიმა...ვიპოვე...აქ ვიპოვე...თან აბაზანისკენ გავიქეცი და კაბიდან შოკოლადის გაწმენდა დავიწყე. გული ჯერაც სწრაფად მიცემდა და ერთი სული მქონდა აქედან გავსულიყავი და დემნა მენახა...აქ რას აკეთებს?...ალბათ სტუმარია, კაბა გავაშრე და მაკოს ოთახისაკენ წავედი.
-რა გჭირს?-მკითხა პატარძალმა როცა ოთახში შევედი და ლოყებაწითლებული სავარძელზე ჩამოვჯექი.
-არაფერი ისეთი.-მაკოსთვის არ მომიყოლია ჩემი თავგადასავლების შესახებ, ყოველთვის ემოციური იყო და ქორწილის წინ ეს ამბები რომ მოესმინა ალბათ ჩემზე უფრო იფიქრებდა.
-ყველა აქაა.-იმ წამს შემოვიდა ელენეც და მაკოს აფორიაქება გამოიწვია, ჯერ მე შემომხედა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაკოს დანახვაზე გოგას ისე გაუბრწყინდა თვალები მეგონა ცოტაც და ცრემლები წამოუვიდოდა, ხელები მოხვია და ყურში რაღაც უჩურჩულა, თვალს ვერ ვაშორებდი წყვილს.
სიტუაცია რომ ჩაწყნარდა, გარეთ გავედით და უკვე მანქანაში ვჯდებოდი მაკომ ხელი რომ მომხვია და გვერდით დამიყენა.
-თეკლა გაიცანი ეს გოგას მეჯვარეა.
სუნთქვა შემეკრა და მაკოს ნათქვამი ვერ აღვიქვი ჩემ წინ იდგა, თავისი ნაქანდაკები სხეულითა და სახით.
-დემნა.-უეცრად ლილე მოგვიახლოვდა და დემნამაც მას გახედა, ნაზად გაუღიმა და ხელი მოხვია.
ამ დროს ლილეს შვილმაც მოირბინა და დემნას ფეხებზე მოეხვია, ისიც სწრაფად დაიხარა და ბავშვი ხელში აიტაცა.
-გეძებდით...თეკლა ექიმი გაიცანი? მე რომ გიყვებოდი.-უთხრა ლილემ.-ბაჩის მან უმკურნალა.
-გვეჩქარება...რადგან შენებიც მოვიდნენ წავიდეთ და ადგილზე ვილაპარაკოთ.-თქვა გოგამ და დემნას გახედა.
მე ჯერ კიდევ ვერ ვიღებდი ხმას და მომხდარს ვიაზრებდი.
-წავიდეთ, წავიდეთ.-უთხრა დემნამ სწრაფად.
მაკომ მომკიდა ხელი, მანქანაში ჩაჯდა და მეც თან გამიყოლა.
აი ვის ელაპარაკებოდა იმ საღამოს, ხო მახსოვს რომ უთხრა ბაჩის აკოცე ჩემს მაგივრადო...იქნებ ბაჩი მისი შვილია...და ლილე ცოლი...
მთელი გზა რაღაცაზე იცინოდნენ ,ხუმრობდნენ და მაკოს აწითლებდნენ მაგრამ სიტყვაც არ მესმოდა, მანამ სანამ მანქანაში სამარისებულმა სიჩუმემ არ დაისადგურა.
-რა?-მაკო ანთებული თვალებით უყურებდა საქმროს.
-მეც ვერ გავიგე ბოლომდე რაღაცაზე ეცინებოდა და თან ისე მშვიდად მიხსნიდა თითქოს დღეს მეთხოვა და უარს მაშინვე მეუბნებოდა.
-იცინოდა?-მაკომ წარბები აქაჩა და თბილად გაეღიმა.
-რა ვიცი, თქვა მერე აგიხსნიო.
-კარგი, კარგი ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ რადგან მასე თქვა ალბათ აგვიხსნის...ეხლა რა იქნება?
მაკო კი არა მე იმასაც ვერ ვხვდებოდი საერთოდ რაზე ან ვისზე ლაპარაკობდნენ.
ჯვრისწერამ მშვიდად და ამაღელვებლად ჩაიარა, მხოლოდ ტაძრიდან გამოსული მივხვდი რომ...გოგას მეჯვარე დემნა არ ყოფილა... მას მარტო ირაკლი უმშვენებდა გვერდს, დემნა კი სერიოზული სახით მიუყვებოდა ბილიკს, ერთი ხელი ლილესთვის გადაეხვია, მეორე კი ბაჩისთვის ჩაეკიდა.
ამაღელვებელს და მშვიდს კი ნამდვილად ვერ დავუძახებდით ფოტოსესიას, კვდებოდნენ სიცილით და კამერის წინ ისე პოზიორობდნენ თითქოს ვინმეს გაცინება უნდოდათ, სანამ ფოტოგრაფმა ძალით არ გამოყარათ იქნებ მაცადოთ სიძე-პატარძალს მარტოებსაც გადავუღოო მანამდე ვერ მოისვენეს, მერე მაკო გამოხტა, რომანტიკა და გოგა თუ მინდა სანამ გავშორდები მანამდეც მეყოფა ნუ მიდიხართო და მოკლედ გააგიჟეს საწყალი, აბა რა იცოდა მაკოს ესეთი მწარე იუმორი რომ ქონდა. ჯერ კიდევ პატარძლის სიტყვების შოკიდან გამოსვლას ცდილობდა ირაკლიც რომ ამაიმუნდა და მთლად გადარია ხალხი, უკვე მეშინოდა რომ ეს კაცი გაგვექცეოდა.
-მართალი ხარ მაკუნი, მოდი სიყვარულო ბოლო დღეა შენი თავისუფლების მერე სანამ ცოლი არ დამრთავს ნებას მანამდე ვერც კი გნახავ.-ირაკლი გოგას საყელოს დასწვდა.
-ფუ ბიჭო გამიშვი ხელი.-ისიც მოთქმით ეჩხუბებოდა.
-სულ გაგაფუჭა შენ ცოლმა, ეს რა გიქნია მაკუნი ესეთი ბიჭი ჩაგაბარე მე შენ?...ფოტოგრაფი!-ხელი დაუტკაცუნა შოკისგან გახევებულ კაცს.-მოდი ერთი ჩემ ცუნცულასთან გადამიღე მერე დავხედავ ხოლმე ფოტოს და რო მომენატრება იქ მაინც ვაკოცებ.
-გულის ჯიბით ატარე.-გაეცინა მაკოს და დაბღვერილი ქმარს ძალით უბიძგა ირაკლისკენ.
-მოდი, მოდი ჩემო პატარავ ეხლა კამერიდან ჩიტი გამოფრინდება.-ახარხარდა ირაკლი და ორივე ხელი მოხვია გოგას.-დემნა ბიჭო, შენ რა პირდაფჩენილი ქათამივით მიდგახარ მოდი მოგვეხუტე შენი სითბო გვაკლია.
დემნამ ორივე წარბი აზიდა და ისე გახედა, ბიჭი გადაფითრდა.
-აქ აშკარად რადიაციული ფონია.-თვალები დაჭყიტა და მხოლოდ გოგასთან დასჯერდა სურათს.
გადავრჩით...ფოტოგრაფი არ გაქცეულა მაგრამ არც ბევრი დააკლდა.
როგორც ყველა ქართული ქორწილი ესეც მამა-პაპური სუფრით დაგვირგვინდა, თამადა გოგას ბიძაშვილი იყო, ისე მოგვეწონა მისი სადღეგრძელოები მე ყველაფრის უინტერესოც კი განაბული ვუსმენდი, სიძე-პატარძლის ცეკვის ჯერი რომ დადგა აი მანდ ყველაფერი მთლად ტრადიციულად ვერ წარიმართა, შუა ცეკვისას გოგამ მაკოს ფეხი დააბიჯა, როგორც ჩანს ძლიერად მოუვიდა და ამან ისეთი დაიკივლა არა მგონია ცეკვა ქორწილის ვიდეოში მოხვედრილიყო, მაინც ძალიან ლამაზები იყვნენ იმას თუ არ ჩავთვლით რომ ორივე ცალ-ცალკე ითვლიდა ნაბიჯებს, ცეკვის უცოდინრებმა სამი დღით ადრე გაიხსენეს რომ ქართულის ცეკვა მაინც მოუწევდათ და სასწრაფოდ ქორეოგრაფი დაიქირავეს , რომელიც ქორწილშიც დაპატიჟეს და ისეთი ღიმილმიყინული სახით უყურებდათ აშკარად ზედმეტად კმაყოფილი იყო გოგას სირაქლემისებრი ნაბიჯებით... ალბათ მომზადებისას უარესად გამოსდიოდა, მხრები ავიჩეჩე და სიცილით ვანიშნე ჩემზე მოშტერებულ მაკოს ჯობდა მთვრალებს შალახო გეცეკვათ-მეთქი.
თავი იმით დაიმშვიდეს რომ ისედაც ყველა ისეთი მთვრალი იყო მაინც ვერაფერი გაიგეს და მონდომებით უკრავდნენ ტაშს, საქორწინო კაბამ კიდევ ყველაზე ნათლად იგემა ცეკვის ფიასკო და მაკოს გამოცვლა მოუწია, თეთრ კომბინიზონში გამოწყობილი ახლა უკვე ნელ ვალსს ცეკვავდა, ეს კი ის იყო რაც ორივეს მართლა საოცრად გამოსდიოდა და უხდებოდა.
უეცრად ჩემ ფეხებთან ბაჩიმ გაირბინა და იქვე მაგიდებს შორის გაუჩინარდა, ხელებში ლიმონათის ბოთლები ჩაებღუჯა, გამეღიმა და უკან გავყევი, დარბაზის ბოლოში ბავშვები ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, ისე მიმიზიდა სიტუაციამ ვეღარ მოვითმინე და გამოველაპარაკე.
-შეიძლება თქვენთან დავჯდე?-ვკითხე და მათი აწითლებული სახეების დანახვაზე ბავშვობა გამახსენდა.
-ეს თეკლაა, კარგი გოგოა ჩემი ექიმია.-გაიჭიმა ბაჩი და ხელით მიბიძგა დავმჯდარიყავი, მეც არ მივაქციე ყურადღება იმას რიმ ეს კაბა რომ დასვრილიყო გამოსაცვლელი არ მქონდა წამოღებული და მაგიდებს შორის შევძვერი.
-ლიმონათი?-პატარა კულულებიანმა გოგომ ტარხუნის ლიმონათი მომაწოდა.
-მადლობა.-გავუცინე და გამოვართვი.-მოიცა კიტრი არ გაქვთ?-ვკითხე და ისე გავიოცე თითქოს უპატიებელი შეცდომა დაეშვათ.
უკვე იმას ვასწავლიდი როგორ უნდა მოეყარათ კიტრისთვის მარილი მაგიდის გადასაფარებელი რომ გადაიწია...თავზე მაკო და დემნა გვედგნენ...დემნა?.. ჯანდაბა...
-ბაჩი...გეძებდი.-ბავშვს დაჰყურებდა.-გეთქვა მაინც სად მოდიოდი დედა ნერვიულობ...-სიტყვა გაუწყდა მე რომ დამინახა.-შენ აქ რა გინდა?-და იმ წამს ყველაფერი მაკოს სიცილმა გააყრუა, გადაწითლებული დაჰყურებდა ტარხუნის ლიმონათს და კიტრს ჩემ ხელში.
-შენ არ გეძებდით მაგრამ ხომ უნდა მივმხვდარიყავი რომ აქ გიპოვნიდით.-ირონიას აფრქვევდა პატარძალი და სიცილს განაგრძობდა.-წამო წამო დააცადე ბავშვებს.- ჩემ დაბღვერილ სახეს არ იმჩნევდა.
-მოიცა დემნა, უთხარი რაა ნუ წაიყვანს თეკლას კიტრზე მარილის მოყრას ვსწავლობდით.- ბაჩის გულუბრყვილო სიტყვებზე მაკო კიდევ უფრო მეტად ახარხარდა ,დემნა უბრალოდ ღიმილით დამყურებდა.
-ეჰ წავედი.-მხრები ავიჩეჩე, დემნას ძლივს მოვწყვიტე მზერა და ბავშვებს გავხედე.
წამოვდექი მაკოს ხელი ჩავკიდე და მასთან ერთად წავედი მეფე-პატარძლის მაგიდისკენ... ჩემ საქციელზე ალბათ შორიდან მეც გამეცინებოდა... მაგრამ დემნა... ბავშვობა და ჯანდაბა შენ.
მოცეკვავე მეფე-პატარძალს გავყურებდი, ვიღაც რომ მომეხვია გვერდიდან, ხელში კი მარიამი შემრჩა.
-ასე ადრე აქ რა გინდა?-გამიკვირდა და მეც მოვეხვიე.-გვიან არ აპირებდი მოსვლას?
-ვიცი, ვიცი დღეს ადრე გამოვედი სამსახურიდან, უფრო ადრეც მოვიდოდი სალონში იმხელა რიგი რომ არ ყოფილიყო.-სახე დამანჭა და მაკოსკენ წავიდა, მისალოცად.
-მოკლედ დღეს ჩემი უფროსი სამსახურში არ იყო და ისე წამოვედი ვერც ვერავინ გაიგო, არადა ეხლაც იქ უნდა ვმჯდარიყავი, მე კიდევ სალნში თმაც მოვასწარი და ფრჩხილებიც.-ნაცრისფრად შეღებილი ფრჩხილები ამიფრიალა და მაგიდასთან თავისუფალი ადგილის ძებნას მოჰყვა.
-ეგეც აქ იქნება სადმე.-ამოვიოხრე და დემნას გავხედე.
-კიდე ვინაა?-გაეცინა და ჩემ მზერას თვალი გააყოლა.
-დემნა.-თავი გავაქნიე და ხაჭაპურით პირგამოტენილ მარიამს შევხედე, სახელის გაგებაზე ხველა აუტყდა და იქვე მდგარი წყალი მოიყუდა.
-ის დემნა?
-ჰო ის დემნა...
-კოტეჯის დემნა?-კიდევ დააზუსტა.
-შენ მაგაზე ხმა არ გაქ ამოსაღები.-დავუბღვირე მე.
-არადა აღიარე, მართლა კარგი სახლი იყო...მგონი მანდ მეც ვარ ისე ნამყოფი, შენთვის რომ ვეძებდი რაღაცნაირად მეცნო და მაგიტომ გაგიშვი უეჭველი ნამყოფი ვარ.
-ჰო მაგრამ დარწმუნებული ვარ უცხო კაცთან ერთად ნამდვილად არა.
-კარგი ნუ ბუზღუნებ, მიდი აბა უცხო კაცი მაჩვენე...-აქეთ-იქით დაიწყო ყურება.
მეც მიმოვიხედე მაგრამ დემნას ადგილას მხოლოდ ლელე და ბაჩი დავინახე.
-ვერ ვხედავ...ოოო დააგდე ეგ ხაჭაპური, ვიღაც უნდა გაგაცნო.-ხელი მოვკიდე და ლილესკენ წავიყვანე.-არ ვიცი...მგონი დემნას ცოლია, აი იმ საღამოს რომ ელაპარაკებოდა...ისეთი საყვარელი და ნაზია.
-თეკლა- ჩვენს დანახვაზე ლილეს თვალები გაუბრწყინდა.
-ვიღაც უნდა გაგაცნო.-გავუღიმე და დემნას ადგილას დავჯექი, მის კიდევ ერთხელ გახსენებაზე სუნთქვა შემეკრა, არ შევიმჩნიე და ლილეს მარიამი წარვუდგინე.-გაიცანი ეს ჩემი მეგობარი მარიამია... მარიამ ეს ლილეა, ეს კი ლილეს პატარა ბაჩი.
-სასიამოვნოა.-მარამმაც გაუღიმა და ხელი ჩამოართვა, ბაჩის კი ლოყაზე აკოცა.
-ჩემთვისაც.
-თეკლამ ძალიან კარგად მოგიხსენიათ.-მარიამმა მოულოდნელად თვალები ჭყიტა.-თეკლაა...
-რაო?-ვკითხე და ერთიანად აწითლებულს გავხედე.
-გაგიხმეს ენა.
-რაო?!-წამოვიყვირე ერთიანად გაკვირვებულმა.-შენ ხომ არ გაგიჟდი?
-წეღან რაც თქვი...შენი უფროსიც აქ იყოს არააო?-შემომხედა და სკამი სწრაფად გაწია უკან.-იქ დგას და მგონი აქეთ იყურება.-თქვა და მაგიდის ქვეშ დაიწყო დამალვა.
-რა ხდება?-გაკვირვებული გვიყურებდა ლილე.
-ჩემი უფროსია აქ...წესით ახლა სამსახურში უნდა ვიყო, ვაიმე აუცილებლად გამაგდებს ნამდვილი ხასიათის მონსტრია.
-აბა?-იქით დავიწყე ყურება.
-წავედი.-მარიამი უცებ გამოძვრა იმის დასკვნის შემდეგ რომ იქ მთლად უხერხულობის გარეშე ვერ იმალებოდა და ყველა მას მისჩერებოდა.
ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ გაიქცა მე კი უკან მივყევი, გაოცებული ლილეც ჩვენ აგვედევნა.
-ფრთხილად...-თვალები გამიფართოვდა მაგრამ უკვე გვიანი იყო, მარიამი აქეთ ყურებაში ტორტს შეეჯახა... ყველაფერი წამის მეასედში მოხდა, რამდენიმე სართულიანი ტორტი მარიამთან ერთად იატაკზე აღმოჩნდა, ამაზე ლილემ შიშისგან ისე იკივლა ეჭვი მაქ იქვე მდგარ, ერთიანად გაოცებულ მზარეულს ყურის ექიმი არ აწყენდა.
-მარიამ?-იმ წამს მოსულმა დემნას მიმართვამ კიდევ უფრო გამაკვირვა და ადგილზე მიყინულს ისიც ვერ მომეფიქრებინა რომ მივსულიყავი და იმ წამს წამომდგარი გოგოსთვის ხელსახოცი მაინც მიმეწოდებინა.
-ბატონო დემნა.-თვალები დაჭყიტა და ერთიანად ტორტში ამოსვრილი ადგილზე აიწურა.
-აქ ასე რა გინდა?
-ჩემი დაქალის ქორწილია.
-ეგ ხო...მე ის გკითხე სამზარეულოში ერთიანად ტორტში ამოსვრილი რას აკეთებ-თქო.
-იცით...ყველაფერს აგიხსნით, მთელი დღე რომ არ იყავით საქმე არ მქონდა და ცოტა ადრე წამოვედი.
მოიცა...ანუ მარიამი...ის უფროსი დემნაა..? მე ჯერ კიდევ გაოცებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი.
-ნინომ არ გითხრა?-წარბები შეკრა-დღეს შენც გაგათავისუფლე, მე არ ვიყავი და მთელი დღე იქ რა გინდოდა.
-ფუ ის...- გაწითლებულმა გაწყვიტა წინადადება.- არ უთქვამს.
-კარგი...თქვენ რაღა გინდათ აქ?-დემნამ ჩვენ გამოგვხედა.
-არაფერი.-თავი გავაქნიე და მარიამს ხელსახოცით წავავლე ხელი.
-უკაცრავად...- დაბღვერილ მზარეულს გავხედე.-უკანა გასასვლელი სადაა?
-იქით.-მანიშნა და ტორტის მოხვეტა განაგრძო.
ერთიანად დაბნეულს გაუაზრებლად მიმყავდა მარიამი.
-მაკომ აქ ნომერი დაიქირავა , საჩუქრებისთვის და გამოცვლა რომ დაგვჭირვებოდა.
რესტორნის ზემოთ სასტუმრო ოყო , ლიფტში შევიყვანე და მგზავრის გაკვირვებული სახე დავაიგნორე ერთიანად ტორტში ამოსვრილ მარიამს რომ მისჩერებოდა.
-მაკო.-ამოვთქვი მას შემდეგ რაც როგორც იქნა უპასუხა ტელეფონს.
-ელენე ვარ...მაკო ცეკვავს.
-ჩემ მეგობარს კაბა დაესვარა ,აბა კითხე რამე ხომ არ აქ წამოღებული.
-მე მაქ, ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე ეს რომ დამსვროდა.
-შეგიძლია მათხოვო?
-კი,კი აიღე.
-კარგი მადლობა.
-ეგ ის დემნაა?-მკითხა მარიამმა როგორც კი ტელეფონი მოვიშორე ყურიდან.
-ხო ეგაა.
-თეკლა...-მარიამმა ისეთი სახე მიიღო შემეშინდა.-მივხვდი ის სახლი რატომაც მეცნობოდა...
-რა?...არ თქვა...-ჩემმა ტვინმა ნელ-ნელა დაიწყო მომხდარის გაანალიზება...მარიამი ერთ-ერთი კომპანიაში ასისტენტად მუშაობს...დემნა თუ მისი უფროსია...
-მართლა არ მინდოდა...-ლიფტიდან ნელა გამოვიდა, კრემიანი ხელი მომკიდა და ჯერ კიდევ ადგილზე გახევებული ლიფტიდან გამომიყვანა.-... იქ კი არ ვყოფილვარ... უბრალოდ მეცნო მეგონა რომ ვიყავი და მოგეწონებოდა...ეგ სახლი მე დავჯავშნე ჯერ კიდევ დაახლოებით ოთხი თვის წინ ალბათ, ჩემი უფროსისთვის... აღარ მახსოვდა... უბრალოდ ლამაზად და ნაცნობად გამოიყურებოდა...
დამუნჯებულმა გავხსენი კარი და მარიამს შიგნით შესასვლელად ვუბიძგე...ანუ გამოდის რომ...იქ ერთიდაიგივე ადამიანმა გაგვიშვა...
-თეკლა მართლა არ მინდოდა...მიბრაზდები?
მარიამს უხმოდ მივაწოდე პირსახოცი და აბაზანის კარისკენ ვანიშნე.
-არ გიბრაზდები, სწრაფად დაიბანე თორემ ეხლა მაკო შეამჩნევს რომ იქ აღარ ვართ და აქ დაგვადგება.
-აუ იცი რა გემრიელია?!-გამომძახა სააბაზანოდან.
-მორჩი ჭამას!-შევძახე და საწოლზე ჩამოვჯექი.
აბაზანიდან წყლის ხმა გამოდიოდა და თან მარიამის გულისწამღები სიმღერა ერთვოდა. წესით მაქსიმუმ სამ წუთიანი უნდა ყოფილიყო... მაგრამ რატომღაც გრძელდებოდა და გრძელდებოდა, მე აქედან გაქცევის გზებზე ვფიქრობდი მაგრამ თან მეცოდებოდა დასატოვებლად, ამიტომ უბრალოდ მოვდუნდი და ვეცადე სხვა რამეზე მეფიქრა, ყველაფრის მიუხედავად გონებიდან არ ამომდიოდა დემნა და საშინლად მაინტერესებდა იყო თუ არა ლილე მისი ცოლი, ამ არეულობაში ისიც კი ვერ მოვახერხე რომ მაკოსთვის მაინც მეკითხა, დემნადან ფიქრები ისევ მარიამის დაბდურა საქციელამდე მიდიოდა, სოლო კონცერტს კი ბოლო არ უჩანდა, წამში ისეთმა აზრმა გამიელვა მაშინვე დავინტრიგდი ვეღარ მოვითმინე სანამ გამოვიდოდა რომ მაშინ მეკითხა და გავძახე:
-ვისი სიყვარული აღარ მინდაო მარიკუნიი?!
ცოტა ხნით გაჩუმდა და ჩაიცინა.
-ეს სიყვარული შენ რომ მაჩუქე აღარ მინდა-თქო.-მითხრა დაეჭვებულმა და კვლავ სიმღერა განაგრძო.
-ეგ სიმღერა ვიცი ის ვიკითხე შემთხვევით დამიანეს ხომ არ უმღერი-თქო.
გავიცინე და კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა თავში როგორ ახსენა დემნამ ვიღაც თავისი პარტნიორი დამიანე რომელმაც მისი ასისტენტი ლამაზი მკერდის გამო აიყვანა სამსახურში.
-მაგ იდიოტზე საერთოდ საიდან იცი?-უცებ გამოხსნა კარი მარიამმა და პირსახოცი შემოხვეული დამადგა თავზე.
-აუცილებლად დამიანე უნდა მეხსენებინა რომ გამოსულიყავი?-გავიცინე და ელენეს კაბა მივაწოდე.-პირადი რეპეტიტორი გყავს თუ შენ დაამუშავე ეგ სიმღერა ესე საოცრად?
-ინსპირაცია შენი ნამღერიდან წამოვიდა.-ენა გამომიყო ორი წლის ბავშვივით და აბაზანაში შეიმალა კაბასთან ერთად.
-ბაჩი შენზე ზრდასრულია!-შევძახე და სიცილით გავაქნიე თავი.
-შენ კითხვაზე მიპასუხე...დამიანეზე საიდან იცი-თქო?-წარბაწეილი გამოვიდა და ზურგით მოტრიალდა.-შემიკარი რაა.-ელვაზე მანიშნა.
-დემნამ გახსენათ კოტეჯში, საოცარ კონტექსტში, დამიანემ აიყვანა ჩემი ასისტენტიო.
-უიმეე...ეგ ბიჭი ნამეტანი მიშლის უკვე ნერვებს რით ვერ შეიგნო რომ არ მომწონს შეიძლება ადამიანი 24 საათი ფლირტაობდეს? ნახევარი კომპანია მაგაზე გიჟდება-თავი გააქნია.-მეორე ნახევარი კაცია.-დააყოლა სწრაფადვე.-დემნას ვერ უბედავენ და მაგას კი დასდევენ ჯგუფ-ჯგუფად.
ლაპარაკში მარიამმა თმაც გაიშრო და მაკიაჟიც გაიკეთა.
-რა მნიშვნელობა ქონდა სალონში ორი საათი ჯდომას თუ ეხლა ჩემი გაკეთებული მაკიაჟით უნდა ვიარო.-დაიწუწუნა და საქორწილო დარბაზში შეაბიჯა.
-გიხდება.-ღიმილით შემოგვეგება ლილე და მარიამს კაბაზე ანიშნა.
-მადლობა, წამოდი დავსხდეთ ძალიან მშია.
-კარგი ჩვენ მაგიდასთანაცაა თავისუფალი ადგილები და იქ წავიდეთ.-უთხრა ლილემ და მარიამის თანხმობის შემდეგ წინ წავიდა.
-მე მაკოსთან უნდა მივიდე.-ვთქვი და იქით წავედი საითაც მაკო იდგა და მონდომებით მიქნევდა ხელს.
-ეხლა რაღა გააფუჭე?-ვკითხე პირდაპირ.
-არ გაბრაზდე...-აჰაა მივუხვდი.-გოგას მეგობარს მოეწონე და შევპირდი რო გაგაცნობდი.
-გავთხოვდით და მაჭანკლობა დავიწყეთო?-წარბები ავზიდე და მის სახეზე გულიანად გამეცინა.
-რა იყო, მართლა კარგი ბიჭია.-თქვა და წამში აიკერა ანგელოზის ღიმილი.-გაიცანი ეს ნიკაა.- წამის მეასედში შემატრიალა ვიღაც ბიჭისკენ.
-გამარჯობა...თეკლა.-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-სასიამოვნოა.-გამიღიმა ბიჭმა.-ვიცეკვოთ?-მომახალა პირდაპირ.
-იცით არ ღირს...-დავიწყე მაგრამ მაკომ გამაწყვეტინა.
-გიჟდება ცეკვაზე.-უთხრა ბიჭს და საცეკვაო მოედნისაკენ გვიბიძგა...ოჰ, მაკო, მაკო, ამოვიოხრე და საკმაოდ შემთვრალს მონდომებით გავუღიმე.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ეჰ...დაიწყო...
ბიჭი პირს არ აჩუმებდა და მთვრალ ღიმილს არ მაკლებდა, უკვე ერთი სული მქონდა ცეკვა დამთავრებულიყო, წელზე რომ ჩაცურდნენ ბიჭის ხელები.
-უკაცრავად.-ვუთხარი სიტუაციით შეწუხებულმა და მოშორება ვცადე მაგრამ ბიჭმა უხეშად ამიკრო.-იცით...ჯობს დავჯდე.
-ცეკვა ჯერ არ დამთავრებულა...
-დამთავრდა.-ჩემთვის ნაცნობ ბუბუნა ხმას გაბრაზების ნოტები გამორეოდა და ძარღვებდაჭიმული შემოჰყურებდა ჩემზე შემოტმასნილ ხელებს.
-შენ რა გინდა?!
აჰაა დაიწყო კაცობა...ამოვიოხრე და უაზროდ გაჭიმულ ბიჭს შევხედე.
-ხელები.-ღიმილით ანიშნა და ამ ღიმილში დაუფარავად წავიკითხე მუქარა.
დემნას რაღა უნდოდა, სიტუაციაზე უკვე ნერვები მეშლებოდა. ზუსტად არ ვიცი რა გამომრჩა მაგრამ ბიჭმა სწრაფად მომაშორა ხელები და მოცეკვავე წყვილებს შორის გაუჩინარდა.
-შენთვის არ უსწავლებიათ რომ ნაბი**რებს არ უნდა ეცეკვო?-ზევიდან დამხედა და ტუჩებმოკუმულმა მომხვია ხელები.
საშინლად გავბრაზდი, უკვე ზედმეტები მოსდიოდა, გასაგებია რომ მთელი კვირა ერთად გავატარეთ მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავდა რომ უფლება ქონდა ჩემ საქმეში ჩარეულიყო ან გავეკრიტიკებინე.
-ცეკვა არ ვიცი.-შევუბღვირე და გამოვეცალე.
ყურს მელოდიური სიცილი მისწვდა...ეს სიცილი მენატრებოდა...
-მოდი ჩემთან.-წასულს ხელი მომკიდა და გულზე ამიხუტა.-პატარა ბავშვი ხარ რაა...-გამიღიმა ცხვირზე მაკოცა.
გავხევდი...დაუფიქრებლად მივყვებოდი მის მოძრაობას, მოულოდნელობა ჩემში ერთიანად გავრცელდა და ვიგრძენი როგორ შეგროვდა ლოყებთან.
-გაწითლდი.-კიდევ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-რას აკეთებ?!-ჯერ კიდევ გაბრუებულმა წამოვიძახე.
-მთელი საღამოა ვერ გამოგიჭირე.-მიღიმოდა და ლოყაზე მეფერებოდა.
-ჩემგან რა გინდა?-ვკითხე ჩურჩულით, გასაკვირია რომ საერთოდ გაიგო.
-ჯერჯერობით ცეკვა.-მიპასუხა და კიდევ გამიღიმა...ეს რაღაც საეჭვოდ იღიმოდა ამდენს.
-შენ რითი განსხვავდები იმისგან?-ვკითხე გაცეცხლებულმა, უეცრად ლილე ამომიტივტივდა თავში და კიდევ უფრო გავბრაზდი.
-იმისგან განსხვავებით ჩემთან ცეკვა მოგწონს.-ამიხსნა და ცხვირი ჩარგო ჩემს კისერში.
-გამიშვი.-თვალები დავუბრიალე და როგროც იქნა გამოვეცალე.
გაბრუებული მივედი პატარძლის მაგიდამდე და გაბრწყინებულ მაკოს რომელმაც ამდენ მოცეკვავე წყვილში მე და დემნა დიდი ალბათობით ვერ შეგვნიშნა თვლები დავუბრიალე, ისიც მიხვდა რომ გაცლა ჯობდა და გოგასთან ერთად სადღაც წავიდა.
ჯერ კიდევ ეიფორიიდან გამოსვლას ვცდილობდი მარიამი რომ მომიჯდა გვერდით.
-ტორზე რა უნდა ვქნათ?-მომახალა პირდაპირ.
-ჯანდაბა ტორტი...-თვალები დავჭყიტე და მაკოს ძებნა დავიწყე.-არადა რამდენი ხანი არჩევდა, გაგიჟდება.
-იქნებ ახალი ვიყიდოთ?-წამოაყენა აზრი.
-დაბადების დღის ტორტი ხომ არაა, რამდენიმე სართულიანი საქორწინო ტორტი სად უნდა ვიშოვოთ?
-კარგი, იქნებ მოვახერხოთ რამე? მაკო მოვძებნოთ.
-აი იქაა.-მოცეკვავე წყვილებს შორის ვანიშნე მე.
-წამოდი.
მარიამმა პატარძალს რაღაც გადაულაპარაკა და ის და გოგა სწრაფად გამოეცალნენ საცეკვაო მოედანს.
-წამოდი დავსხდეთ.-მაკო გაკვირვებული უყურებდა მარიამის გამოცვლილ კაბას.-ეგ ელენესია?
-ხო.-სწრაფად ვუპასუხე და მაგიდასთან ჩამოვჯექი.
-რა ხდება?-იკითხა გოგამ.
-მარიამი ტორტს დაეჯახა.-პირდაპირ ვუთხარი მე.
-მოიცა...რა?-მაკო ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსაკენ წავიდა.
-მაპატიე, არ მინდოდა, შემთხვევით მოხდა.-თავდახრილი მიჰყვებოდა მარიამი.
იმის დასკვნის შემდეგ რომ ტორტს აღარაფერი ეშველებოდა, მაკომ ხმა როგროც იქნა ამოიღო.
-არაუშავს საყვარელო.-მარიამს გადაეხვია.-ძალით ხომ არ გინდოდა, უბრალოდ ტორტია დიდი არაფერი.-მაინც ვერ შეიკავა თავი და ცრემლები წამოუვიდა, ყოველთვის ასეთი გულჩვილი იყო პატარა უსიამოვნებაზეც კი ტიროდა, ამ სიტუაციას კი პატარა ნამდვილად არ ეთქმოდა.
-ძალიან, ძალიან ვწუხვარ... იქნებ ახალი ტორტი ვიშოვოთ...
ცოტაც და ალბათ მარიამიც ატირდებოდა, დემნა და ლილე რომ მოგვიახლოვდნენ, დემნას ბაჩი აეყვანა, ბავშვს მის მხარზე ქონდა თავი ჩამოდებული, ალბათ ეძინა.
-ჩვენ უნდა წავიდეთ.-გვითხრა ლილემ.-ბაჩის ჩაეძინა.
-რა ხდება?-იკითხა დემნამ როგროც კი მაკოს ნამტირალევი თვალები შეამჩნია.
-არაფერი ისეთი... უბრალოდ ტორტი გაფუჭდა.-ამოიოხრა მაკომ და ლილეს გადაეხვია.- ვწუხვარ ასე ადრე რომ გიწევთ წასვლა.
-მოიცა...მაგიტომ ტირი მერე?-კითხა ლილემ.-ნაცნობი კონდიტერი მყავს, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო დავურეკავ და იქნებ რამე მოგვიგვაროს...რომ მცოდნოდა რომ მეორე ტორტი არ გქონდათ აქამდეც დავრეკავდი.
ლილე ორი წუთით გავიდა, მე კი ამ დროის განმავლობაში დემნას ვერ ვაშორებდი თვალს... დაწყნარებულზე ვხვდებოდი... იმის მიუხედავად რომ მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი, მენატრებოდა , მენატრებოდა მისი თითოეული ნაკვთი, ის უჟმური ხასიათიც კი მენატრებოდა, ჩვენი ერთობლივი წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, შუა ღამისას გამართული დიალოგები და სულელური ჩხუბები, უცნაურია მაგრამ მისი გაკეთებული საზიზღარი გემოს ჩაიც კი მენატრებოდა , უშაქრო და მწარე... დემნა არც კი მიყურებდა და ამ ყველაფრის გამო დანაშაულის შეგრძნება მჭამდა...ლილე...თავს შევძახე რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავი და დემნას მიმართ ყველანაირი გრძნობა ჩამეხშო.
-ჩემმა მეგობარმა გადმოგცა რომ არ ინერვიულო, ეს დღე შენია და დიდი სიამოვნებით დაგეხმარება.-ახარა მაკოს იმ წამს მოსულმა გაბრწყინებულმა ლილემ .-ასეთი ამბები ხდება ხოლმე და ნერვიულობად არ ღირს, ხვალინდელი ქორწილისთვის ტორტი ჰქონია გამზადებული, მითხრა რომ შეგვიძლია წამოვიღოთ თვითონ კი ღამით გამოაცხობს ახალს.
-ძალიან კარგი, ახლავე წავიდეთ.-თქვა გოგამ.
-არა მოიცა, სტუმრებს ასე ვერ დატოვებთ...თან შევპირდი რომ დავეხმარებოდი ახლის გამოცხობაში, ამიტომაც მე წავალ.
-ბაჩი?-იკითხა მაკომ.
-ჯერ გაგიყვან, საკონდიტროში დაგტოვებ და მე ტორტს წამოვიღებ , ბაჩის კი არაუშავს ცოტა ხნით მანქანაში დავაძინებთ და შემდეგ წავიყვან სახლში.-თქვა დემნამ.
-იცით...ბატონო დემნა, მანქანით ვარ და შემიძლია ეგ მე მოვაგვარო.-თქვა მარიამმა.
-კი კარგი იქნება.-უთხრა ლილემ.
-მაშ კარგი, ჩვენ წავედით.-თქვა და საოცრად თბილი გაუხდა მზერა ბაჩის რომ დახედა.
ლილე მივიდა და ბავშვს აკოცა, პატარა მაიმუნი მაშინვე გამოფხიზლდა და დედიკოს მოხვია ხელები.
-სად მიდიხარ დეე?-ამოთქვა ნახევრად მძინარემ.
-მალე მკვალ, შენ დემნა წაგიყვანს.
-მე შენთან მინდა....-ამოიტირა პატარამ.
-ცოტა ხნით უნდა წავიდე და მალე დავბრუნდები.-ეჩურჩულებოდა გოგო.
-ჩემი თეკლა ექიმი სადაა?-თვალებით დამიწყო ძებნა.-დედიკო ცოტა ხნით მიდის, შენ ხომ დამაძინებ?-უკვე საკმაოდ გამოფხიზლებულმა შემომანათა გაბრწყინებული თვალები.
ისეთი საყვარელი იყო დაუფიქრებლად გავყვებოდი, თან ქორწილმა საკმაოდ დამღალა, მთვრალი ხალხი უკვე ერთმანეთში ირეოდა, ვინ მოდიოდა და ვინ მიდიოდა ვერ გაიგებდი.
-არა დედიკო, თეკლა ექიმს ვერ ვთხოვთ რომ წამოვიდეს.-თავი გააქნია ლილემ.
-წამოვა!-გამოაცხადა დემნამ და სწრაფად ჩამკიდა თავისუფალი ხელი.-კარგად.
დამუნჯებული სწრაფად ავედევნე კაცს, მაკოსთან დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი.
-იქნებ დარჩენა მინდოდა.-ამოვთქვი მე.
-უჩემოდ?-მკითხა და სერიოზული სახით გამომხედა.
-დემნა...-თვალები დავაწვრილე მას შემდეგ რაც გავიაზრე რა მითხრა.
-რაო?
-ცუდად იქცევი.
-რატომ?-წარბები შეკრა და ზევიდან დამხედა.
-არ უნდა მეფლირტავებოდე.
-გეფლირტავები?-გაეცინა მას.
-არაა?-ვკითხე და კიდევ უფრო გავწითლდი.
მანქანის კარი გამიღო, ჩაძინებული ბაჩი კი უკან დააწვინა.
-მე არ ვფლირტაობ.-მითხრა მას შემდეგ რაც მანქანა დაძრა.
-რაცაა...-ამოვიოხრე და აწითლებულ ლოყებზე ხელები დავისვი...სულ ასე როგორ უნდა მემართებოდეს.-არ შეიძლება.
-და რატომ?
ეხლა რომ მეთქვა ცოლი გყავს-თქო, თუნად არ ყოლოდა ეჭვიანობაში გაატარებდა.
-გავგიჟდები.-ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე.
-ჰეი, კარგი... კარგი ხმას აღარ ამოვიღებ გპირდები.-წარბებშეკრულმა გამომხედა.-არ მინდოდა შენი გაბრაზება.
-მატყუებ.-შევხედე პატარა ბავშვივით... გაეღიმა.-ხო კარგი პატარა ბავშვი ვარ რაა.-მეც გამეცინა, დემნა დაპირებისამებრ ხმას არ იღებდა ამიტომაც მე ვთქვი მის ნაცვლად, ამაზე ისე გამომხედა ლამის ჩამოვდნი...რას მმართებდა ეს კაცი... თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ჩავისუნთქე...ლილიე რომ მისი ცოლი იყოს და ეს მეფლირტავებოდეს ალბათ გავგიჟდებოდი... მაგრამ არა, ბოლომდე ვერც კი ვხვდებოდი რატომ მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ რაღაცას ვურევდი....ის აქ იჯდა, ასე მონატრებული მე კი არც კი ვუყურებდი, ყველაფრის მიუხედავად ჯიუტად არ ვწევდი თავს.
-მელაპარაკე რაა...
„ეს მე ვთქვი?... ნამდვილად მე ვთქვი...მელაპარაკე და ჯანდაბა შენ... ეგაა თავს ვაჯობე და არ ვუყურებო?...ოჰ თეკლა, თეკლა“ თვითგვემაში ვიყავი დემნამ რომ დაიჩურჩულა.
-გიბრაზდები.
-მიბრაზდები?-თავი წამოვწიე და ფრთხილად გავხედე.
„აჰაა ეხლა თავიც წამოწიე...მერე რა იქნება კისერზე დაეკოდები?!“
-ხო გიბრაზდები, მე ისე მინდოდა შენთან ლაპარაკი ქორწილიდან გამოგაქციე და შენ კიდევ იმის საშუალებასაც არ მაძლევ გიყურო მაინც.-მშვიდად მიხსნიდა და კიდევ უფრო მაბნევდა, ვერაფერით ვეჩვეოდი მის პირდაპირ ხასიათს და თან ეს ძალიან, ძალიან მიზიდავდა მასში.
ლილეზე მეფიქრებოდა...“ჯანდაბა შენ თავს, თეკლა...ეხლა იჯექი ბატივით...გაგერკვია მაინც“
მანქანა დიდ ჭიშკართან გაჩერდა, დემნა მაშინვე გადმოვიდა, ჯერ მე გამიღო კარი და ისე რომ ჩემ გადმოსვლას არ დალოდებია ახლა ბაჩის დასწვდა რომ გადმოეყვანა, უხმოდ გამიძღვა წინ, დიდი ეზოს გავლით ძალიან გემოვნებიანად, მაგრამ მინიმალისტურად მოწყობილ სახლში შევიდა და მაშინვე მეორე სართულის კიბეებს აუყვა.
-მისი ოთახი ზემოთაა.-მიხსნიდა.-შენ თუ გინდა ქვევით დაიცადე, სძინავს და მაინც ვერ გაიგებს შენ იქ ყოფნას.
-არა...წამოვალ.-დავიჩურჩულე მეც.
დემნას მზერას ვერ ვწყვეტდი. ბაჩი პატარა საწოლზე დააწვინა, შემობრუნდა და ჩემკენ წამოვიდა, მე კარში ვიყავი გახევებული.
-წამოდი ჩავიდეთ.
გასვლა არ დავანებე და გულზე მივადე თავი, მეც არ ვიცი რატომ გავაკეთე მაგრამ ეს ის იყო რაც ძალიან მინდოდა...ხელზე მომკიდა და თავისი თითები ჩემსაში ახლართა, ამან კიდევ უფრო მეტად იმოქმედა.
-წამოდი.-ვუთხარი ასე რამდენიმე წუთიანი დგომის შემდეგ და ქვედა სართულზე ჩავედი.
სახლი უკეთესად დავათვალიერე, დიდი მისაღებიდან ორი კარი გადიოდა და უზარმაზარი სახლის პირველი სართული როგორც მივხვდი მხოლოდ ამ სამ ოთახს ეკავა, პირველი კარი ღია ოყო და კარგად ვხედავდი სამზარეულოს, ხოლო მეორე დაკეტილი იყო.
-წამიყვან?-ვკითხე და კარისაკენ წავიწიე.
-ჯერ არა.-მიპასუხა და დიდ, ნაცრისფერ დივანზე ჩამოჯდა.
ცოტახნიანი ლოდინის შემდეგ მოშორებით მივუჯექი, ხელში ჩაბღუჯული ტელეფონი იქვე მაგიდაზე დავდე, თავი კი საზურგეს მივაყრდენი და გვერდულად გავხედე...როგორი უზადო ნაკვთები ჰქონდა, ისეთი გამოყვანილი, უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტდი.
-რას აკეთებდი მთელი ეს დღეები?-მკითხა და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გამომხედა, გაეღიმა და ჩემსავით დაჯდა, ახლა ისიც ისე მიყურებდა როგორც მე მას.
-მაკოს ქორწილის ამბებში ვიყავი თავიდან ბოლომდე გახვეული.-გამეღიმა მე.- ერთხელ მაინც რომ გამოჩენილიყავი უფრო ადრეც გნახავდი.
კედელზე ლილეს, ბაჩის და დემნას ერთობლივი ფოტო შევნიშნე, ისე ბედნიერად გამოიყურებოდნენ, რამდენიმე წლის წინანდელი იყო რადგან, ბაჩი ჯერ მხოლოდ ერთი წლის თუ იქნებოდა... ერთიანად ჟრჟოლამ ამიტანა, ფეხზე წამოვხტი და დემნას წინ დავდექი.
-სახლში წამიყვანე.-ვუთხარი მკაცრად.
სახეზე შევატყვე რომ ჩემი ხასიათის ცვლილებამ ძალიან გააკვირვა.
-არა.-მიპასუხა მშვიდად.
მკლავზე ხელი მომკიდა და ისე უცებ აღმოვჩნდი მის გვერდით გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისევ გვერდულად მიყურებდა და ახლა მისი სახე ძალიან ახლოს იყო, გასწორდა, წინ გადაიხარა და პულტს დასწვდა.
-ვერაფრით ვუყურე ახალ სერიას შენ გარეშე.-მითხრა და ტელევიზორი ჩართო.
შემდეგ ისევ გასწორდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-არა, არა...-დავიწყე და რაც შემეძლო გავიწიე.-გთხოვ უნდა წავიდე...ასე არ შეიძლება... ძალიან გთხოვ..
-სულ ცოტა ხნით.- მითხრა და შუბლი მხარზე დამადო, ალბათ თავლები დახუჭა.
დიდხანს ვისხედით გაუნძრევლად, უკვე აღარც სურვილი მქონდა გაწევის და აღარც ძალა.
-მოდი პოპკორნს გავაკეთებ.-შემომთავაზა მან რამდენიმე წუთის შემდეგ.-და ერთ სერიას მაინც ვუყუროთ.
-მე გავაკეთებ.-ვუთხარი და მთელი ძალისხმევა დამჭირდა რომ ავმდგარიყავი.
ახლა ორი წუთით გარიდებაც კი შვება იქნებოდა, იქნებ ასე მაინც შემძლებოდა ნორმალურად აზროვნება.
-მაშინ მე დაგეხმარები.-წამოდგომა დააპირა მაგრამ გავაჩერე.
-არა, იყავი...მითხარი რა სად დევს და მე თვითონ გავაკეთებ.
სამზარეულოში გავედი და დემნას მითითებებს მივყევი, მომზადებას უკვე ვამთავრებდი, ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა.
-მარიამია.-გამომძახა დემნამ.
-არ მცალია, ხმამაღალზე უპასუხე და შენ დაელაპარაკე რაა..-ვთხოვე მე, ალბათ ლილეს და თვითონ სჭირდებათ რამე.
ზარი შეწყდა და მაშინვე მარიამის ხმა გაისმა, ისე მიაყარა სიტყვები დემნამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო.
-ვერც კი წარმოიდგენ რა გაგირკვიე, არაა ლილე დემნას ცოლი, სულ ტყუილად ეჭვიანობდი.
...ჯანდაბა, მარიამ.
ადგილს ელვის სისწრაფით მოვწყდი და დემნასკენ გავიქეცი, დივანზე იჯდა გაკვირვებული, წამში კი ისეთი ღიმილი გამოესახა სახეზე მივხვდი რომ ჩემი საქმე კარგად ვერ უნდა ყოფილიყო, მის ხელში მოქცეულ ტელეფონს დავწვდი და უკვე წართმევას ვაპირებდი მაგრად რომ მოუჭირა ხელი, შორს გაწია მე კი თავისუფალი ხელი მომხვია და პირდაპირ თავის კალთაში ჩამისვა.
-მარიამ..!-გავძახე დაქალს.
დემნამ ისე ახლოს მომიტანა სახე ლამის ტუჩებზე მეხებოდა, ხმა ვეღარ ამოვიღე კიდევ უფრო მოიწია და რბილი ბაგეები სულ ოდნავ შეახო ჩემსას, მეგონა რომ მაკოცებდა მაგრამ სულ სხვა რაღაც გააკეთა.
-შშშ...-დამჩურჩულა პირდაპირ ჩემ ტუჩებთან და მივხვდი როგორ გაეღიმა.
-ჰო გოგო მე ვარ, რა გაყვირებს ესე გაგიხარდა?!კი ვიცი რომ მოგწონს მაგრამ ესეთი რეაქციაც არ იყო საჭირო
მარიამ... მარიამ!-ჩემ თავში რაღაც გაჰყვიროდა მაგრამ სიტყვასაც ვერ ვიღებდი ისეთი გაბრუებული ვიყავი “ჯანდაბა თეკლა შენ თავს“ დემნამ ჩაიხითხითა და კისერზე მომაკრა ტუჩები, გაიღიმა და ტელეფონი ახლოს მოიტანა, ცალი ხელით ისევ მე მეფერებოდა.
-ეხლა შეგიძლია უპასუხო.-მიჩურჩულა და მხარზე დამაყრდნო თავი, ისე რომ წამითაც არ მაშორებდა თვალს.
-ეხლა არ მცალია, გადმოგირეკავ.-ძლივს ამოვიღე ხმა, შემეშინდა კიდევ რამე არ ეთქვა და სწრაფადვე გავუთიშე.
ცოტა დავწყნარდი...და, ხელის წვა ვიგრძენი, დავიხედე და თითზე წყლულები დავინახე...ჯანდაბა...რომ მოვდიოდი ტაფას შევეხე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი საშინელი ტკივილი.
-ეს როდის მოასწარი?-წარბები შეკრა და ჩემი ხელი ისე მოიქცა თავისაში რომ დამწვარს არ ეხებოდა.
-ტაფას შევეხე.-ვუთხარი მე და აწყლიანებული თვალებით შევხედე.
შუბლშეკრული წამოდგა და მეც თან გამიყოლა, სამზარეულოში წელზე მომავლო ხელი, თვალის დახამხამებაში მაღალ დახლზე აღმოვჩნდი, ონკანი მოუშვა და ხელი მის ქვეშ დამაჭერინა...ნელ-ნელა ტკივილმა გაიარა.
-უკეთ ვარ.-წამლების ყუთიდან მალამო ამოვიღე და მივაწოდე.
უხმოდ გადამიხვია თითი, შემდეგ ისევ წელზე შემიცურა ხელები, ჩამეხუტა ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა დივნამდე, თავის გვერდით დამსვა, ისევ ისე დაჯდა როგორც მანამდე ვისხედით და შეწუხებული სახით გადმომხედა.
-ისევ გტკივა?
-წნ-თავი გავაქნიე და ქვემოდან ავხედე.-ნელ-ნელა გადაივლის, სერიალი არ გავაგრძელოთ?- გავუღიმე და იმის ნიშნად რომ აღარ მტკიოდა დამწვარი ხელით დავწვდი პულტს.
-გავაგრძელოთ.
სწრაფად ჩართო, მე პოპკორნი მოვიტანე, მოშორებით ვაპირებდი დაჯდომას ხელი რომ მომავლო, კალთაში ჩამისვა და თავი მხარზე ჩამომადო, მომღიმარ სახეზე მივუხვდი რაზეც აპირებდა ლაპარაკს.
-არ მიეჭვიანია.
დემნამ ისე საოცრად გამიცინა...ჯანდაბა, ღრმად ამოვიოხრე.
-თუ აღარ აპირებდი...-ჩემ სისულელეზე ღრმად ჩავისუნთქე და ერთიანად ავწითლდი.
-ლილე ბავშვობის მეგობარია.-ამიხსნა, ისე რომ თავი ჩემი მხრიდან არ მოუშორებია.
-დემნა...-ამოვიოხრე მე.
-ჩუ...ისე გამიხარდა.-გამიღიმა და კისერზე მაკოცა.-სულ ტყუილად მორცხვობ ისედაც ვხვდებოდი.-ისევ ჩემს კისერში ჩაიცინა.
-ეჰ, როგორ მოგწონს ჩემი წამება.-დავუბღვირე და მისი კალთიდან წამოდგომა ვცადე.
-ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ.-მითხრა და გამიღიმა.-განსაკუთრებით როცა წითლდები.
-შენ კიდევ საეჭვოდ ბევრს იღიმი.-შევუბღვირე მე.-და გირჩევ ახლავე დაიწყო ახალი ასისტენტის ძებნა.
-იდეალური ასისტენტი მყავს.-მისმინე...-სერიოზული სახით გამომხედა.-მარიამია არაა ის დაქალი, იმ სახლში რომ გამოგიშვა?
-მარიამია.-თავი დავუქნიე მე.
რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიჯექი, დემნა კი თმაზე მეფერებოდა.
-ახლა ასე დამეძინება.-ამოვიოხრე და ერთიანად მოვდუნდი.-გრძელი დღე იყო.
-შეგიძლია დაიძინო.-ხელები უკეთ მომხვია.
-ასე არ მინდა.-ვთქვი და ნახევრად მძინარემ შევუბღვირე.
-ასე ვისხდეთ.-არც დემნამ დამაკლო.
-მიბრძანებ...-ამოვიოხრე და მხარზე დავადე თავი.
-ხო.-ძალიან ძლიერად მომეხვია.
უკვე აღარ მქონდა იმის ძალა რომ კიდევ შევწინააღმდეგებოდი...თან ასე მის სურნელში გახვეული ისე საოცრად ვგრძნობდი თავს.
-ხვალ ხომ წამიყვან სახლში...-ამოვილაპარაკე მძინარემ.
-ხვალ კი.
მეორე დილით უცხო საძინებელში გამეღვიძა, მეჯვარის კაბის ნაცვლად ვიღაცის პიჟამა მეცვა, შუბლი შევკარი და ოთახიდან გავედი, როგორც ჩანს მეორე სართულზე ვიყავი, კიბეს დავუყევი და საიდანაც ხმა მესმოდა პირდაპირ იქით წავედი.
დემნა მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა ,ჩემ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და ბედნიერად გამიღიმა.
-დილა მშვიდობის...როგორ გეძინა?
-კარგად მადლობა.-მაგიდას მივუახლოვდი, ხელი რომ მომხვია და ისევ კალთაში ჩამისვა.
-დემნა...გაგიჟდი?!-წამოვიკივლე და ადგომა ვცადე, გაიცინა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ ხელი გამიშვა და ისე მიუბრუნდა თეფშს ვითომ არაფერიო.
ფეხზე წამოვხტი და გაბრაზებული სახით დავაჩერდი.
-საერთოდ ნუ მკოცნი.-ვუთხარი და დავუბღვირე.-შეყვარებული ხარ, მეგობარი, თუ ძმა?!
ჭამა შეწყვიტა, სერიოზული სახით მოატრიალა თავი და რამდენიმე წამით მომაჩერდა “ვაიმე...თეკლა“, ჩაისუნთქა, ფეხზე წამოდგა, წელზე ხელი მომხვია, ერთი ხელის მოსმით მიხურა სამზარეულოს კარი და მეც ზედ ამაკრა.
-ანუ რას მეუბნები...-ზემოდან დამაჩერდა.-ასე არ მაკოცოო?
კისერზე მომაკრა ტუჩები, კოცნით აუყვა და ყურთან შეჩერდა.
-მიპასუხე.-მეჩურჩულებოდა და კოცნას არ წყვეტდა.
პასუხი კი არა განძრევაც აღარ შემეძლო.
-თეკლა...-ამომხედა და სახეზე დამაჩერდა.-არც ასე...
ნიკაპზე მაკოცა, თავი ოდნავ წამოსწია და ცხვირით ცხვირზე შემეხო, ისე ახლოს იყო მისი ტუჩები ჩემ ტუჩებთან...უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა და ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი, კიდევ უფრო ახლოს მოვიდა და პირდაპირ ზედ ჩამჩურჩულა.
-როგორც იტყვი.
წამში მომშორდა და დამტოვა ერთიანად გაბრუებული, ძლივს მოვშორდი კარს და ისევ მეორე სართულისკენ წავედი.
საწოლზე ჩამოვჯექი და ღრმად ამოვიოხრე, მთელი კისრის მიდამო მეწვოდა, ადგილები სადაც დემნა მკოცნიდა, ჟრუანტელი მივლიდა და სახლში სიგრილის მიუხედავად საშინლად მცხელოდა.
წამოვდექი და ჩემი კაბის ძებნა დავიწყე, ვერ ვიპოვე, უკვე ქვევით დაბრუნებას ვაპირებდი ხმა რომ გავიგე, ოთახიდან გავედი და ფრთხილად შევხსენი გვერდით კარი.
ლილე იდგა ბაჩის საწოლთან, ორივე რაღაცაზე იცინოდა.
-თეკლა ექიმო.-გაბრწყინებული წამოხტა ბაჩი და ხელები მომხვია.
-დილა მშვიდობის.-ხელში ავიტაცე და ლოყაზე ვაკოცე.
-კარგად გეძინა?-ლილე მომიახლოვდა და მორიდებულად გამიღიმა.-გუშინ იმ კაბაში შემეცოდე და ჩემი პიჟამა ჩაგაცვი.
-კი, ძალიან დიდი მადლობა.-გავუღიმე მე.
-შენ ქვემოთ ჩადი და ჩვენც ჩამოვალთ, დემნა სამზარეულოშია.-მითხრა და ბაჩი გამომართვა.- საუზმეს ამზადებდა.
-ვიცი...ვიყავი უკვე.-დემნას ხსენებაზე სიწითლე რომ დამეფარა ყურზე ნერვიულად მოვისვი ხელი.-ჩემ კაბას ვეძებდი.
-იქით ოთახში დევს.-გამიღიმა და მოპირდაპირე ოთახზე მანიშნა.
სწრაფად ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, ბაჩის ხმა გამოდიოდა სამზარეულოდან და მეც იქით წავედი.
-მე უნდა წავიდე.-ვუთხარი მათ და იქვე დადებულ ჩანთას დავწვდი.
-არ ისაუზმებ?-ფეხზე წამოდგა ლილე.
-ისაუზმებს.-თქვა დემნამ და თავის გვერდით მანიშნა სკამზე.
-სჯობს წავიდე...
ვიცოდი, თუ კიდევ დავრჩებოდი ალბათ ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი და სწრაფად გამოვედი სახლიდან, უკან ნაბიჯების ხმა გავიგე და მივხვდი რომ მომყვებოდა.
-არ მშია.-ვთქვი და იმ წამს გვერდში ამომდგარს ავხედე.
-კარგი.-მითხრა მშვიდად.
გაბრაზებული იყო...ჰო კიდევ ეს უნდა იყოს გაბრაზებული...მე რომ მაბრაზებს ეგ არაფერი?
-მე გაგიყვან.-მითხრა და მანქანის კარი გამიღო, ხმა არ ამომიღია ისე ჩავჯექი ვიცოდი რომ ბოლოს მაინც იქ აღმოვჩნდებოდი.
სახლამდე უხმოდ მიმიყვანა .
-მალამო კიდევ ერთხელ წაისვი.-მითხრა და დამწვარ ხელზე მიმანიშნა... საერთოდ აღარ მახსოვდა.
“კარგი, მადლობა“-თქო მივაძახე და ისე გადავედი აღარაფერი მითქვამს.
სახლში მისულმა შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და დამჯდარი ტელეფონი შევაერთე. მაკოსგან იყო გამოტოვებული ზარები. საათს გავხედე, ნახევარ საათში იყო ფრენა, გადაწყვიტეს თაფლობისთვე ინდოეთში გაეტარებინათ, ბოლომდე ვერ მივხვდი რატომ არჩიეს პარიზს ან რომს მუმბაი მაგრამ ამ ორ გიჟს რას გავუგებდით.
-თეკლა.-მაკომ პირველივე ზარზე მიპასუხა.-გუშინ ისეთი არეულობა იყო ნორმალურად ვერც კი დაგემშვიდობე.
-ვიცი ისე გავიქეცით ვეღარ მოვახერხე, რა ხდება უკვე აეროპორტში ხართ თუ გაცდენ?
-არაა, ჩვენ რეისს ველოდებით მაინც ისე ვზივარ მელაპარაკე ცოტა, ესე ადრე რამ გაგაღვიძა, გუშინ არ დაიღალე?
-რა ვიცი ესე გამეღვიძა, გუშინ დემნასთან დავრჩი, ლილე გვიან მოვიდა ალბათ, მე კიდევ მეძინებოდა და თან ბაჩის მარტოს ხომ ვერ დავტოვებდით.
-ისე მაინტერესებდა ბაჩის და ლილეს იცნობდი თუ ქორწილში გაიცანი?
-ვიცნობდი, საავადმყოფოში გავიცანი.
-აჰაა გასაგებია, რა კარგი გოგოა არაა..?-უცებ ზედმეტად ხალისიანი გაუხდა ხმა.-ვერც კი წარმოიდგენ რა კარგი ტორტი იყო, აი ის კონდიტერი გახსოვს...?მე რომ ვერაფრით შევუკვეთე ქორწილის ტორტი...თურმე ის ყოფილა ლილეს ნაცნობი, ისეთი ლამაზი და გემრიელი ტორტი იყო, ვერც კი წარმოიდგენ...მოიცა სურათები უნდა გამოგიგზავნო, პირველსაც კი გადააჭარბა, ვერ წარმოვიდგენდი ყველაფერი ასე კარგად თუ გამოვიდოდა.
კიდევ ცოტა ვილაპარაკეთ, შემდეგ მაკოს ჩასხდომა დაიწყო და მეც მივხვდი რომ მომშივდა, ანანოს ოთახში შევიხედე, ქორწილში მთელი ჩემი ოჯახი იყო, მაგრამ დიდიად ვერც ერთი ვნახე, მე მეჯვარეობის გამო სულ პატარძალთან მიწევდა ყოფნა, ისინი კიდევ მთელი საღამო სტუმრებს იღებდნენ და ელაპარაკებოდნენ ,მოკლედ ყველა ჩვენ-ჩვენ სტიქიაში ვიყავით, ანანომ რამდენიმე საათით შემოირბინა და მერე ისევ გაიქცა, ეს გოგო სამსახურის გამო სულ გადარბენაზე იყო, ახლაც წასული დამხვდა.
ვისაუზმე და მარიამს დავურეკე, გუშინდელ ინციდენტზე ხმაც არ ამომიღია, შემეცოდა აბა ამან რა იცოდა რომ დემნა უპასუხებდა, მაგრამ სამაგიერო იმით გადავუხადე რომ დაჟინებული თხოვნის მიუხედავად იმის გარდა რომ დემნას ახარა თეკლას მოსწონხარო, არც სხვა დანარჩენი მომიყოლია.
რამდენიმე დღეში სამსახურშიც გავედი, დემნა აღარც მინახავს მაგრამ დღის განმავლობაში იმდენჯერ მახსენდებოდა, ისღა მაკლდა რომ არ დამსიზმრებია, როგორც მარიამმა მითხრა არც სოციალური ქსელებით სარგებლობდა და საერთოდაც ვერ იტანდა მედიასთან ურთიერთობას , იმის მიუხედავად რომ ცნობილი კამპანიის დირექტორი იყო, არ უყვარდა საკუთარი თავის გარეკლამება, სამაგიეროდ ცნობილი პარტნიორის ფოტოები ვნახე, დამიანე მართლაც ძალიან სიმპატიური იყო და ახლა უკეთესად ვხვდებოდი მარიამის მოკერილი სახეების მნიშვნელობას მის ხსენებაზე...და მაინც ეს ბიჭი რაღაცით მეცნობოდა.
საავადმყოფო ისევ ისეთი დამღლელი იყო მაგრამ, კიროვა ახლა უფრო ხშირად მაძლევდა უფლებას ოპერაციებზე დავსწრებოდი, რამდენჯერმე ჭრილობაც გამაკერინა, იმის მიუხედავად რომ ისევ ისეთ ცივ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა და პატარა დაუდევრობაზეც კი სასტიკად მსაყვედურობდა, დავასკვენი რომ ჩვენი ურთიერთობა მაინც წინ მიდიოდა.
უკვე ორი კვირა იყო გასული ქორწილიდან და იქიდანაც რაც დემნა არ მენახა, ჩემ თავსაც კი ნახევრად ვუტყდებოდი რომ ახლა უფრო მეტად მენატრებოდა ვიდრე ქორწილამდე, მაგრამ ეგეც იშვიათად, საქმე არ მიშვებდა და მეც გარკვეულწილად ბედნიერი ვიყავი რომ ისევ თავიდან-ბოლომდე სწავლაში ვიყავი გადაშვებული.
პაციენტის ანალიზები მოვკრიფე და კიროვას კაბინეტისკენ გავეშურე, ცოტაც და ჩემი მორიგეობა დამთავრდებოდა, წინა დღეს მაკო და გოგა ჩამოვიდნენ და დღეს ვაპირებდით გასვლას, ვხვდებოდი რომ დიდი ალბათობით დემნაც იქ იქნებოდა და მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენაზე ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ ვცდილობდი ყველანაირად ვკონცენტრირებულიყავი საქმეზე.
სწრაფად შევხსენი კიროვას კაბინეტის კარი და ანალიზებს აუღელვებლად მოვაშორე თვალი, ნანახისგან ადგილზე გავიყინე, იმ წამს სუნთქვაც კი დამავიწყდა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემ წინ გადაშლილი სცენა.
კიროვას ხელი შემოეხვია მისი მხრისთვის და თბილი მზერით აჰყურებდა.
-თეკლა.-კიროვამ როგორც კი დამინახა მაშინვე გამიღიმა და ანალიზების ფურცლები ჩამომართვა.-ახლა ვაპირებდი შენთვის დაძახებას...ამ სიმპატიური ბიჭის შეწუხება რა საჭირო იყო, შენ თვითონ გეთხოვა რა პრობლემაა, ისედაც გაგიშვებდი.
-არა დინა დეიდა, თეკლამ არც კი იცის სად მიმყავს.-მისმა ბუბუნა ხმამ კიდევ უფრო მეტად გაართულა ადგილიდან განძრევა, დაჰიპნოზებულივით შევხედე... „დინა დეიდა?“
-ოჰ ეს ახალგაზრდები.-თავი გააქნია და ისევ ბიჭს ახედა.- ისე არ უნდა შემომიარო ხოლმე არაა?
-ხომ იცით არაა როგორი დაკავებული ვარ.
-ვიცი შვილო ვიცი, ჩემი შვილიც შენსავით უნდა იყოს წესით დაკავებული მაგრამ კი ვიცი იქ ტყუილად რომ გყავს წამოჭიმული პარტნიორად.
-სხვათაშორის დამიანე პროფესიონალია დინა დეიდა და თქვენც კარგად იცით.- სწრაფად გაუღიმა ქალს.-ახლა უნდა წავიდეთ, უკვე გველოდებიან.
კიროვა ....სიმკაცრის განსახიერება ახლა კეთილ დეიდად ქცეულიყო, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მოულოდნელი ჩემთვის მეორე პიროვნების აქ ხილვა იყო განსაკუთრებით ესეთ სიტუაციაში.
-კარგად იყავით, გაერთეთ.-გვითხრა და გამიღიმა...გამიღიმა?!
ისევ დამუნჯებულს მომავლო დემნამ წელზე ხელი და ოთახიდან გამიყვანა, დერეფანში სწრაფად მიაბიჯებდა და ექიმებს ესალმებოდა, რამდენიმე წამში გასახდელთან ვიდექით.
ვუყურებდი და ერთიანად მიტევდა მონატრება, ხარბად ვსუნთქავდი მის სასიამოვნო სურნელს, იმდენად ახლოს იყო საავადმყოფოს სურნელსაც რომ ფარავდა, ვაკვირდებოდი გამოქანდაკებულ სახეზე და სუნთქვა მეკვროდა...ჯანდაბა თეკლა შენ თავს... ამხელა ექიმი...ნუ კარგი მომავალი ექიმი...რამ გამოგაშტერა?!
-გამოიცვალე და მივდივართ.
-მოიცა...მოიცა.-აჰაა გამოფხიზლდი, ძლივს.-საერთოდ რა გინდა? ან სამსახურიდან რატო დამითხოვე?
-შენთან მივდივართ სოფელში.-მითხრა მთელი სერიოზულობით.
-ჩემთან...-დავიბენი.-იქ რა გვინდა?
-შენი მშობლები უნდა გავიცნო.
გაოგნებისგან თვალები დავჭყიტე მაგრამ ირონიულმა გამომეტყველებამ მიმანიშნა რომ ხუმრობდა.
-მაკოს არ მოუწერია?-წარბი აწია და დაუკითხავად ამომაცალა ჯიბიდან ტელეფონი...თავხედი, თვალები მოვჭუტე და იმ წამს ჩემკენ შემობრუნებულ ეკრანს დავხედე, მაკოს შეტყობინება იყო.
მწერდა რომ გადაიფიქრეს აქ შეკრება და რამდენიმე დღით სოფელში აპირებდნენ წასვლას, მოკლედ რომ ვთქვათ ქვეტექსტეულად „სამსახური არ გამაგონო“ იკითხებოდა.
დემნას ავხედე რომელიც ზედმეტად იყო გართული ჩემი თვალიერებით...რას მიყურებს დავათხვარო თვალები?!..თეკლა, თეკლა ნუ ღიზიანდები...არადა რა ლამაზი თვალები აქვს...უხმოდ ამოვიოხრე.
-შენ რატო გამოგიშვეს? ჩემით ვერ გამოვეტეოდი?-თავლებდაწვრილებულმა ავხედე.
-ტანსაცმელიც ვერ გამოგაცვლევინე, დამაწყვიტე ნერვები და რომელ მარტო წამოსვლაზეა ლაპარაკი?
-კიდე მე დაგაწყვიტე ნერვები?. არსადაც არ წამოვალ, წადი შენ მე კიდევ მაკოსთან...
წინადადების დასრულება არ მაცალა, სწრაფად მომკიდა ხელი, გასახდელის კარი შეხსნა, მიხურა და ზედ ამაკრა...სულ ასე რატო აკეთებს..? რამდენიმე წამის შემდეგ, ძალიან ახლოს რომ ვიგრძენი მისი სუნთქვა მივხვდი რომ მთლად ყველაფერი ვერ მქონდა რიგზე.
-როგორი თხა ხარ, მონატრების საშუალებასაც არ მაძლევ..-გამიღიმა და თმებში შემიცურა ხელი, მოვდუნდი და ადგილზე მოვინაბე, ჩემ რეაქციაზე ჩაიცინა “ახლა რომ თხას გეძახის გული გიფართხალებს და ამან რამე ნორმალური რომ დაგიძახოს ხომ სულ გამოშტერდი“...შენ ჩუ...გონება დავადუმე. ის ოდნავ მომშორდა და ჩემი კისრისკენ დაიხარა, არ მკოცნიდა არც მეხებოდა, მე კი ერთიანად მაჟრჟოლებდა, ხელები ჩემი მაისურისკენ წაიღო და გონებამაც მაშინვე საპასუხო რეაქცია მოახდინა, უკან დახევა ვცადე მაგრამ ზედმეტად ვიყავი კართან ახლოს, დემნამ უცებ მოკიდა მაისურს ხელი და თავზე ისე გადამაძრო ბოლომდე სიტუაცია ვერც კი გავიაზრე.
-რას აკეთებ?!-წამოვიკივლე, მაისური ხელიდან წავგლიჯე და სწრაფად ავიფარე.
-გიცვლი.-ამოიოხრა და იქვე იისფერ ჩანთას დასწვდა.-ესაა ხო შენი?
გაშტერებულმა დავუქნიე თავი, ვუყურებდი როგორ გახსნა ჩანთა იქიდან კი ჩემი ტანსაცმელი ამოიღო, მომიახლოვდა წარბ აწეულმა დახედა ჩემ ხელებში ჩაბღუჯულ მაისურს, რამდენიმე წამით უყურა ,მხრები აიჩეჩა და ახლა მე ამომხედა, წამის მეასედში მაისური აღარ მეჭირა, ახლა ბოლომდე გამოვფხიზლდი და შეტევისთვის მოვემზადე...როგორ ბედავდა?!...წამი და ახლა უკვე სხვა მეცვა.
-შარვალიც გავიხადოთ...-დაიწყო და უკვე სკამისკენ მივყავდი, სახეზე შევატყვე რომ ეცინებოდა.
-დემნა...
-რაო?-უცოდველი სიფათით დამხედა...ეხლა მაცადე!
-ახლა აქედან თუ არ გახვალ, ისედაც სოფელზე ბებიაჩემი გამახსენდა და ისეთს მიგაწყევლი საშვილიშვილოდ მიგყვება.-თვალები დავუბრიალე, რამდენიმე წამი მიყურა და ისეთი სიცილი აუტყდა ბოლოს მეც ამიყოლა, არა მაინც რა საყვარელი იყო, თან ასე არასდროს გაუცინია ისეთი მხიარული ჩანდა... მაგრამ მე რას დამაჯერებდა ამისი ხასიათის მსხვერპლი ვიყავი მთელი ერთი კვირა!
-მომეცი ეგენი აქ!-ტანსაცმელი წავართვი და კარისკენ ვუბიძგე
სწრაფად გამოვიცვალე და გარეთ წავედი, კედელზე იყო მიყუდებული, ტელეფონი ეჭირა და რაღაცას დაჟინებით უბღვერდა.
-მასე თუ გააგრძელებ ეკრანი გაიბზარება.-ვუთხარი და არც კი შემიხედავს ისე დავიძარი გასასვლელისკენ.
-ჯერ სახლში ტანსაცმელისთვის და მერე სოფელში.-მითხრა როგორც კი ჩავსხედით და მანქანა დაძრა.
ტელეფონმა დარეკა და მეც ისე ვუპასუხე არც დამიხედავს ვინ რეკავდა.
-გისმენთ.
-ჰა აბა არ მოდიხართ?-მაკო იყო.
-მივდივართ, თქვენ რას შვრებით?
-აუ რა ვიცი ცოტა ადრე მოგვიწია წამოსვლა და ცოტაც და უკვე სახლში ვიქნებით.
-ნათლიას აკოცე ჩემ მაგივრად.-უცებ გავიაზრე რომ სოფელში მივდიოდი და აღტაცებაში მოვედი ,ოსე მომენატრა ყველა ,ქორწილში ნორმალურადაც კი ვერ ვნახე ვერავინ.-ჩემებთან შეივლი ხო ჯერ?
ბავშვობიდან ორივეს ორი სახლი და ჯამში ოთხი მშობელი გვყავდა, ისე გავიზარდე რომ ნათლია მამაჩემისგან არ განმისხვავებია და ლილი კიდევ დედაჩემისგან, და სადაც ახლოს ვიყავით იმ სახლში ვრჩებოდით , მნიშვნელობა არ ჰქონდა ვისი ტანსაცმელიც მოგხვდებოდა ის უნდა ჩაგეცვა, მე და მაკოსთვის ჩემი და შენი არ არსებობდა, ხშირად დებიც ვეგონეთ, თუ კიდევ უფრო გაგვიმართლებდა და მაღალი წარმოსახვის მქონე საზოგადოებაში მოვხვდებოდით იმასაც ასკვნიდნენ რომ ჩვენი დედ-მამა გაშორებულები იყვნენ , ჩვენი პირადი ოჯახები ახლა მათი ახალი ოჯახები იყო და საერთოდაც ჩვენ კიდევ ერთმანეთს დაშორებულ დებად გვრაცხავდნენ ... მაგ ხალხს რას გაუგებდი, ახლა ნათლია და მამაჩემი აღადავდებოდნდნ და იწყებოდა ტყუილის ბუშტის გახეთქვა და პარალელურად ხალხის გულებისაც. საბოლოოდ დაფრთხვენილ ხალხად ვირაცხებოდით და ქმრების სახეებზე ახლა დედაჩემი და ლილი კვდებოდნენ სიცილით...მოკლედ რომ ვთქვათ იდეალური ბავშვობა მქონდა, ანანო კიდევ მგონი სამი თვიდან ქალობდა და სულ სერიოზული სახით მოძრაობდა, ასე რომ ოჯახში ორი ტყუპი, მაკოს ძმა გოგა, ერთი ბავშვ-ქალა, ორი ზრდასრული მამა-ბავშვი(როგორც ლილი ეძახდათ) ლილი და დედა ირიცხებოდნენ.
ტანსაცმელი ისეთ მინაფრენში ჩავალაგე თვითონაც გამიკვირდა, ნახევარი გზა ჩხუბის და ერთმანეთის კბენის გარშე გავლიეთ , სამაგიეროდ თითქმის უკვე მისულებმა რაღაც მუსიკალურ ჯგუფზე დავცხეთ...მგონი მე დავიწყე, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა?! სამაგიეროდ თვითონ გააგრძელა და ის იყო დამნაშავე !
სახლში მისულს ისიც კი სულ დამავიწყდა საერთოდ რომელ ჯგუფზე ვიჩხუბე ისეთი მონატრებული ვიყავი სათითაოდ დავიარე ყველა ოთახი, დემნა მამას ყავდა გამოჭერილი და დალევაზე კერვადა...დემნას სახეზე მივხდი რომ მამაჩემს წინსვლა ქონდა, როგროც გავიგე ჯერ კიდევ ჩვენ დაბადებამდე ქონიათ გადაწყვეტილი მამას და ნათლიას რომ სიძე პირველზევე ჩამოსვლაზე ისე დაეთროთ რომ ფეხზეც ვერ ამდგარიყო...ეჰ გოგა დაგერხა!-ჩავიხითხითე და ლოდინისგან შეწუხებული მანქანაში ჩავჯექი...იქნებ მიმხვდარიყვნენ რომ ნათლია მომენატრა და დროზე წამოსულიყვნენ. რამდენიმე წუთში დემნა მომიჯდა გვერდით.
-ბავშვი ხარ რაა.-გაეცინა ჩემ საქციელზე და დაელოდა სანამ დედა და მამა მანქანაში მოთავსდებოდნენ, ერთი მანქანით მივდიოდით რაც იმას ნიშნავდა რომ უკან მე მომიწევდა ამათი წამოცუნცულება...ეეე საწ....ბი!-ჩავიცინე და როგორც კი მანქანა გაჩერდა მაშინვე ნათლისაკენ გავექანე და ხელები მოვხვიე. ელენე და ირაკლიც იქ დაგვხვდნენ და ბევრი მსმელის ნახვით გახარებული ნათლიაც შემართებით ამოწმებდა ღვინო ცივდებოდა თუ არა.
მამაჩემმა და ნათლიამ ნამდვილად არ დაარღვიეს სიტყვა და რამდენიმე საათში გოგა ამდენი ხალხის წინ უხსნიდა მაკოს...არა სიყვარულს არა...უხსნიდა რატომ უნდა ეყიდათ ერთი კატა მაინც, მაკოს კიდე პატარაობიდან არ უყვარდა კატები და ყოველ მის თხოვნას უარით ისტუმრებდა. მერე ლილიმ და ნათლიამ დაიწყეს მაკოს ბავშვობის ამბების მოყოლა და ჩვენც სიცილისგან ვეღარ ვჩერდებოდით, მაკოს კიდე აწითლებულ სახეზე აშკარად ეტყობოდა ერჩივნა კატის თემას დაბრუნებოდა.
-მაკოს ბავშვობა არაფერია თეკლასთან შედარებით.-დაიწყო ნათლიამ სიცილით.-ეს რომ დაიწყებდა ის უბრალოდ ყვებოდა.-თქვა და ჩემზე ანიშნა... დემნას დაინტერესებულ სახეს გავხედე და ერთიანად ავწითლდი... საკუთარი ნათლია რო ესე გაგწირავს...სახე მოვმანჭე და ბნელი წარსულის მოსასმენად მოვემზადე.-მოკლედ, პატარაობიდან ყველაფერს ურევდა, წიწილები უყვარდა, ჩვენ კიდევ არ გვყვავდა და სულ მეზობლებთან იყო ხოლმე , დარბეული ყავდა საწყალი ხალხი, პატარა ტერორისტი მოვიდაო იძახდნენ ხოლმე ეს რომ გამოჩნდებოდა სადმე.-ნერვიულად გავიცინე და თვალებდაქაჩულმა მოვსვი წვენი.-ერთხელაც ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი მეუბნება თეკლა რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა წიწილების სანახავად და ხო არ იცი რა ხდებაო, წავედი ამის მოსაძებნად და რას ვხედავ, საბნები აქ ერთმანეთში გადახვეული და აწევს ზევიდან მოხვეული შუა აგვისტოში...თურმე მაცივრიდან კვერცხვები მოუპარავს და გაიძახოდა წიწილები უნდა გამოვჩეკოო, მარტო ისე საბნებით არ თბებაო და ძლივს ავაწიწკნეთ იქიდან.-სიცილით დაამთავრა და როგორც კი ხალხმა სიტუაცია გაიაზრა ისეთი სიცილი ატეხეს მიკვირს მეზობლები არ დაგვადგნენ ვის აწამებთო.
თედო პაპაც დაპატიჟა ,ჩვენი მეზობელი და როგორც კი მოიცალა შემოგვიარა, ისე გამიხარდა , მთელი ბავშვობა მისი ალუჩის ხეზე მქონდა გატარებული, ცოტა ხანს ჩვენი თხოვნით დარჩა კიდეც და კარგად გაგვახალისა სოფლის სასაცილო ისტორიებით.
.-შენ როგორ ხარ პატარა ქაჯანა? რა ხანია აღარ გვსტუმრებიხარ, სულ გაფუჭებთ ამ ახალგაზრდებს ქალაქი და იქაური ცხოვრება.-თავი გააქნია და მე შემომხედა.-არ მოგენატრეთ მაინც.
-ხო იცით არაა მე სულ მენატრებით.-ვუთხარი და გადავეხვიე.
-ეჰ ლევანიც სულ წავიდა ხელიდან.-ლევანი მისი შვილიშვილი იყო.- არ ხვდებით ხოლმე? რა კარგად იყავით, როგორ უყვარხარ, შენი წასვლის მერე თავის თავს აღარ გავს, არადა მე ბოლომდე მეგონა რომ თქვენ შვილებს ავიყვანდი ხელში.-თავი გააქნია, თვალები დავჭყიტე მაგრამ მივხვდი რომ არავინ გვისმენდა, მაგიდის წევრებს თვალი მოვავლე... ერთიანად დაჭიმულ სხეულზე გავაჩერე მზერა, დემნა ისე მიყურებდა მეგონა ცოტაც და აფეთქდებოდა... ჯანდაბა...
-თედო პაპა, თქვენ რას იტყვით?-იკითხა მამაჩემმა, ისიც მას მიუბრუნდა და მე გადავრჩი პასუხის გაცემას, დემნას დაბნეული ვუყურებდი, ისიც ჯიუტად არ მაშორებდა თვალს მაგრამ ვერ ვხდებოდი ჩემგან რა უნდოდა ...ან ვხვდებოდი მაგრამ არ მინდოდა აღიარება. მთელი საღამო ვერ მოვისვენე, განსაკუთრებით დემნას დაჟინებული მზერის გამო, ეზოში გავედი და ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი, ბავშვობა გამახსენდა, გამეღიმა, იქვე სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე, ყოველთვის მიყვარდა ღამე, ამ ხმების მოსმენა, ღრმად ვსუნთქავდი საყვარელი სოფლის ჰაერს და უბრალოდ ბედნიერი ვიყავი რომ ახლა სამსახურის აპარატების წივილის მაგივრად ჭრიჭინების ხმა მესმოდა, ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი ასე. ჭრიჭინების ხმასთან ერთად საყვარელი ბუბუნა ხმა რომ გავიგე, ვიღაცას ტელეფონზე სამსახურის საქმეებზე ელაპარაკებოდა, თვალების გახელა მხოლოდ მაშინ ვინებე ჩემ გვერდით სავარძელი რომ ჩაიზნიქა, როგორც ყოველთვის მის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა. ჩუმად ვიჯექი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ის კი ვიცოდი რომ მინდოდა მელაპარაკა აუცილებლად უნდა მეთქვა ლევანზე რამე, ეს სიტუაცია ისე გავდა ჩვენი კოტეჯის შუა ღამის დიალოგებს. ის კი მიყურებდა და ჩემგან განსხვავებით ეტყობოდა არაფრის თქმა არ უნდოდა და არც აპირებდა, თავი მხარზე ჩამოვადე, ამოვიოხრე და გავინაბე...მივხვდი, მივხვდი რომ უთქმელად გაიგო, გამიღიმა, მეორე ხელი მომხვია და ძალიან ძლიერად ჩამეხუტა, სიმშვიდემ ერთიანად შემომიტია, ისე ბედნიერად და დაცულად ვგრძნობდი იმ წამს თავს , ამდენი ბედნიერებისგან გული ამიჩუყდა, ხელი ჩამკიდა და სახლში ერთად შევედით, სუფრა უკვე იშლებოდა, ყველა ისეთი მთვრალი იყო.
-წავედით?-მკითხა მამამ და გასაღები გამომიწოდა.
მის ყოყმანზე წარბი ავწიე და გამეცინა...არადა თვითონ მასწავლა ტარება და თუ რამე მისივე ბრალი იქნებოდა, მერე რაა მართვის მოწმობა რომ მქონდა?!
სახლამდე მშვიდობით მივედით და მეც გაბადრულმა გავუწოდე მამაჩემს გასაღები, ჩაიცინა და შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი დედასთან ერთად თავიანთ ოთახში გაუჩინარდა.
-თეკლა!-გამომძახა დედამ.-ელენეს და დემნას ზევით ოთხები გავუმზადე მიაცილე რაა გთხოვ.
-კარგი დეე...აქეთ.-ვანიშნე მათ და კიბეებს ავუყევი, ელენე, ჩემ გვერდით ოთახში დავაბინავე, დემნა კი დერეფნის ბოლო ოთახში მოთავსდა. ელენესთან შევყოვნდი რამდენიმე წუთით, როგორც აღმოჩნდა გოგოს ძალიან მოსწონდა ჩვენი სოფელი, ნამყოფი იყო რამდენჯერმე მაგრამ ჩემ სახლში არ დარჩენილა და დედაჩემს ეზო შეუქო, დავპირდი რომ თუ მოინდომებდა რამდენიმე ყვავილს მასაც მივცემდით და მოვლასაც ვასწავლიდით. ბოლოს მივხვდით რომ ლაპარაკი გაგვიგრძელდა, დავემშვიდობე და ტკბილი ძილი ვუსურვე.
ელენეს ოთახიდან გამოსულმა, ფრთხილად მივუკაკუნე დემნას კარს და პასუხს დაველოდე, უკვე წასვლას ვაპირებდი, კარი რომ გაიღო და დემნა გამოჩნდა, სპორტული შარვალი და შავი მაისური ეცვა, თმაზე კი წყლის წვეთები უბზინავდა, ცხელი წყლისგან ლოყები ოდნავ აწითლებოდა, მის ასეთ ჩაცმულობაზე გამეღიმა და გაბრწყინებულ თვალები შევანათე.
-ისე გიხდება, დღეს უკვე მერამდენედ გამახსენდა კოტეჯი.-ვუთხარი გულწრფელად, სახეზე შევატყვე როგორ ესიამოვნა ჩემი სიტყვები.-სულ მენატრება ხოლმე.
-მე კიდევ შენი ახალგაღვიძებულის თმა მომენატრა, კაცი რომ ვერ გაიგებ რომელმა ფრინველმა დაიბუდა.
-ოჰ გასაგებია.-ისევ შევუბღვირე.- ანუ არაფერიც არ გენატრება.- გაბრაზებული წამოსვლას ვაპირებდი, ხელი რომ ჩამკიდა და კისერში ჩამიდო თავი.
-ყოველ წამს მენატრები, ჩემო პატარა თხა.-მითხრა და ისე მიბიძგა წასასვლელად გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.
ერთიანად აფორიაქებულმა მივიღე შხაპი და დაღლილს ფიქრებში მალევე ჩამეძინა.
მეორე დილით იმდენი ენერგიით გამეღვიძა მე თვითონაც გამიკვირდა, რამდენი ხანია ასე ბედნიერად არ მძინებია, გუშინდელი დაღლილობის აღარაფერი მეტყობოდა, სულ ღიღინ-ღიღინით ჩავიარე კიბე და მაშინვე იქით წავედი საიდანაც ხმა მოდიოდა. დედაჩემი და დემნა სამზარეულოში იყვნენ, დემნა დახლზე იყო მიყრდნობილი და ყავას სვამდა დედა კი საუზმეს ამზადებდა და ბიჭს რაღაცაზე ელაპარაკებოდა.
-მამა და ელენე სად არიან?-ვიკითხე და სკამზე ჩამოვჯექი.
-ელენე აბაზანაშია, მამა კიდევ შემოვა ელხვე.-მითხრა დედამ და სწრაფად მაკოცა შუბლზე.
-დიდ ხანი მეძინა?-ვიკითხე და იქვე დადებული ნამცხვარს დავწვდი.
-ჩვენთვის უკვე შუა დღეა.-გაიცინა დედაჩემმა.-დემნას ისე ადრე გაეღვიძა მოგვეხმარა კიდეც.
წარბი ავწიე და ჩუმად მდგარ დემნას შევხედე.
-ისეთი ყოჩაღი ბიჭია.-მამაჩემი შემოვიდა და მანაც მაკოცა.- მანქანა გამიფუჭდა.-მე შემომხედა ღიმილით მე კიდევ „არაფერი ვიცის“ სახით მოვარიდე თვალი და გამეცინა.-ხო და სულ დემნამ შეაკეთა.-მითხრა და ჩემ გვერდით დაჯდა.
-მართლა?-ინტერესით გავხედე, ვერ წარმომედგინა რომ დემნა მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი და აკეთებდა.- ასისტენტი არ დასჭირვებია?-წავკბინე და გამეცინა.
-რას ამბობ შვილო ისეთი კარგი ბიჭია, აი საუზმეც კი ერთად მოვამზადეთ.-მხრები აიჩეჩა დედაჩემმა .-მარტოს არ დამანება.
-მარიამ გამოდი!-დავიძახე მე.
-ტყუილად ეძახი.-გაეცინა დემნას.-ვასვენებ მარიამს.
-მოიცა...შენ ხარ ის ,ხასიათის მონსტრი, მარიამის უფროსი?-იკითხა დედაჩემმა.
ვაიმე...თავლები დავაჭყიტე.
-მე ვარ.-გაეცინა დემნას.
-არადა რასაც ეგ ყვება შენზე, მკაცრიაო და რობოტიო.
დედაა...მარიამი ნუ გავიწყდება!-გონებაში ყვიროდა ნორმალურად მოაზროვნე თეკლა, მაგრამ მე ზედმეტად დაკავებული ვიყავი თბილად მომღიმარი დემნას თვალიერებით.
-სამსახურში მკაცრი ვარ.-გაეცინა მას.-მაგრამ სამსახური სამსახურია. მარიამი კიდევ მართლაც კარგი თანაშემწეა მაგრამ არავინ არ უთხრათ ეგ, თავში აუვარდება და ეგეც გამიზარმაცდება.
-ხომ არ გწყინს?-უცებ მოეგო დედაჩემი აზრზე.
-არა, არა.-გაეცინა ბიჭს.-მართლა ძალიან ბევრს ვავალებ ხოლმე.
წამში კარი ხმამაღლა გაიღო და მაკოს ხმაც გაისმა.
-ოჯახობავ!-უცებ შემოხსნა სამზარეულოს კარიც და მაშინვე დედაჩემს ჩაეხუტა.-ბავშვები სასაუზმოდ მივდივართ, გოგამ დაჯავშნა მაგიდა და ელენე, დემნა და თეკლა უნდა მოგტაცოთ.
-სამაგიეროდ კიდევ ჩვენ თავს გიტოვებენ.-ნათლიაც შემოჰყვა, ლილისთან ერთად და ჩემი დანახვით გახარებულმა პირველი მე მაკოცა თავზე.-ბებერ ხალხს არ გვეპატიჟებიან.
-ოო მამიკო ხო გეხვეწეთ წამოდით და არაო.-ამოიწუწუნა მაკომ და ნათლიაჩემის სიცილზე როგორც იქნა მიხვდა რომ ხუმრობდა.-კარგი, კარგი, წავედით.- ხელი მომკიდა ,იმ წამს მეორე სართულიდან ჩამოსულ ელენეს მიძახა მივდივართ, დროზე გამოგვყევიო და მანქანაში ჩამსვა.
გოგა და ირაკლი იქ დაგხვდნენ, ჩვენც შევუერთდით და საუზმესთან ერთად მათაც მაშინვე იმის დაგეგმა დაიწყეს დღეს რა უნდა დაგვეთვალიერებინა. საბოლოოდ გადაწყდა რომ ტყეში ავსულიყავით და ჩანჩქერი გვენახა.
ირაკლი როგორ ყოველთვის მაიმუნობდა, მორცხვი ელენე ჩუმად იჯდა, მაკო და გოგა კი ირაკლის შეტევების გამკლავებაზე იყვნენ ორიენტირებულები და წამდაუწუმ იცინოდნენ.
-ბლინები მომაწოდე რაა.-ვთხოვე დემნას.
მან კი ჩაიცინა და თაფლიანი მომაწოდა, მეც გამეცინა და ერთი ლუკმა სახედამანჭულმა ძლივს გადავყლაპე.
ერთხელ კოტეჯში ვუთხარი რომ თაფლიანი არ მომწონდა, თვითონ კი ძალიან უყვარდა და სულ თაფლიანს მიღებდა, თითო ლუკმას მაინც მასინჯებდა ხოლმე თან მეუბნებოდა რომ სასარგებლო იყო და ასე თუ გავაგრძელებდი ერთხელაც მეც შემიყვარდებოდა.
-ოოჰ ისევ არ მომწონს.-ამოვიწუწუნე და როგორც მიჩვეული ვიყავი მას გადავუღე თეფშზე.
-რამდენჯერ გითხარი, ცოტაც და მოგეწონება.-ნუ იყრი.-მითხრა და ჩაიში ჩასაყრელად გამზადებული შაქრიანი კოვზი გამომართვა.
-მე ვარ ექიმი თუ შენ?-ამოვიწუწუნე და მწარე ჩაი მოვსვი.-სულ ასე მიკეთებ.
-შაქარი რომ დაგემართება მერე უარესად იწუწუნებ.-მითხრა და კოვზი უკან ჩააბრუნა.
როგროც იქნა დემნას თვალი მოვაშორე და გაკვირვებულ სახეებს წავაწყდი. მაკო ისე მიყურებდა მეგონა, ცოტაც და გარეთ ძალიათ წამათრევდა რომ ინფორმაცია გამოეტყუა...ჯანდაბა, დამავიწყდა რომ ამათ არ იცოდნენ ჩვენი ვოიაჟის შესახებ.
-თქვენ სად მოასწარით?-იკითხა მაკომ...არა ამას კიდევ გარეთ გაყვანა ჯობდა.
-ქორწილამდეც ვიცნობდით.-მარტივად უპასუხა დემნამ და უყურადღებოდ აიჩეჩა მხრები.
-გასაგებია.
ამ „გასაგებიაში“ მაკომ იმხელა ქვეტექსტი ჩაატია, მართალია მარტო მე მივხვდი მაგრამ ვაი მაგ მიხვედრას დღეს ალბათ ვერ გადავურჩებოდი.
საუზმე მშვიდად განვაგრძეთ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ირაკლი მაიმუნობდა და ზუსტად ვერ მიხვდებოდი როდის რომელის დასჭირდებოდა ჩემი მიხმარება ამდენი სიცილისგან საჭმელი რომ გადასცდენოდა.
-შეგვიძლია, აქედან სანამ თბილისში დავბრუნდებით ჩემთან ავიდეთ ყაზბეგში.-წამოაყენა გასეირნებების დაგეგმვისას დემნამ აზრი.
-აუ კი რაა.-გამოხტა მაკო.
-ამას უყურეთ.-თვალები ჭყიტა ირაკლიმ.-აქამდე ერთი დღით ვერ ვითანხმებდით სადმე წასვლაზე და ეხლა თვითონ გვიგეგმავს დასვენებებს.
-მცალია.-თქვა და ირაკლის გახედა.
ზუსტად ვერ მივხვდი რა გამომრჩა მაგრამ ბიჭი მაიმუნობას მოეშვა და ოხვრით ამოთქვა.
-ეს რა უჟმური გვყავს.-თავი გააქნია.
-ირაკლი.
-ხო კარგი.-ბიჭმა დანებების ნიშნად ხელები აწია ანიშნა ხმას აღარ ამოვიღებო.
ტყეში გასეირნების შემდეგ სულ დაიკარგა ჩემი დილის მხნეობა, ისეთი დაღლილი ვიყავი მაკოს არსად აღარ გავყოლილვარ და გაუნძრევლად მეძინა. საღამოს ძლივს გამოფხიზლებულს ისიც მქონდა გადაწყვეტილი რომ ბარემ ღამის ძილიც გადამება, შუქი რომ აინთო ჩემ ოთახში და ნახევრად ჩაძინებულმა ძლივს გავარჩიე ქარ-ბორბალასავით შემოვარდნილი მაკო.
-ადექი, ჩაიცვი და მდინარეზე მივდივართ.-მითხრა და ხელზე მომქაჩა.
-აუუ არა რაა.-ამოვიოხრე.-მეძინება...ამ შუა ღამისას იქ რა გვინდა.
-მიდი ადექი, წვეულებას აწყობენ კარგი მუსიკა იქნება და გავერთობით.
-კარგი რაა ,ეხლა იქ მარტო შენ იქნები და მეშვიდე კლასელი ნინი.
-ოოო არაა, ჩემებს დავურეკე და ყველა მოდის.
-სად ასწრებ?-ამოვიზმუვლე და მხოლოდ იმიტომ ავდექი რომ ხელზე ისე მქაჩავდა მეგონა საწოლიდან გადმომაგდებდა.
-შენ ჩაიცვი და გამოდი დროზე.
ამოიოხრე, ხუთ წუთში გადავიცვი რაც ხელში მომხვდა და დივანზე მჯდარ გამოპრანჭულ მაკოს მივაჩერდი.
-რა იყო, ბარში კი არ მიდიხარ.-შევუბღვირე და ეზოში გავედი.
ყველა იქ იყო და როგორც ჩანდა მხოლოდ მეღა მელოდებოდნენ, ყველა კარგ ხასიათზე იყო და რაღაცას ხმამაღლა განიხილავდნენ, მაგრამ არაფერი არ მესმოდა, მხოლოდ იმას აღვიქვამდი რომ დემნა იქ არ იყო, ეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა დან ისედაც წასვლაზე გულაცრუებულს კიდევ უფრო მიკარგავდა იქ ყოფნის სურვილს.
მდინარეზე სრული ქაოსი დაგვხვდა, ზოგს ცეცხლი დაენთო, რადგანაც მდინარესთან მუდმივად ძალიან გრილოდა, ლუდის კასრები მოეტანათ და განათებებიც არ ქონდათ დავიწყებული, ასეთი ამბავი აქ არ მენახა, ალბათ ჩემის წავლის შემდეგ დაიწყეს, მხრები ავიჩეჩე და ნაცნობი სახეებისკენ წავედი, ყველა იქ იყო ,ჩემი ბავშვობის მეგობრები, კლასელები და უბრალო ნაცნობები, მესალმებოდნენ და მკითხულობდნენ, მეც რაც შემეძლო მონდომებით ვუცინოდი მაგრამ უკვე ნერვები აღარ მყოფნიდა, თბილისიდან ჩამოსული გოგოები ისე იწელებოდნენ თითქოს აქ კი არა პარიზში გაიზარდნენ, მაკომ რა თქმა უნდა ალღო აუღო და ახლა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, მე კიდევ თავი მტკიოდა ხმამაღალი მუსიკისგან, ფეხზე ავდექი და მდინარეს დავუყევი, იმდენი ვიარე რომ მუსიკის ხმები ნელ-ნელა მისუსტდა. გავჩერდი და დიდი ვაშლის ხის ნახვით გახარებულს თავლები გამობრწყინდა, ბავშვობაში ხშირად მოვდიოდი აქ, ზედმეტად ცელქი ბავშვი ვიყავი და იმ გოგოებისგან განსხვავებით თოჯინებს რომ უკერავდნენ კაბებს სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ამოვიოხრე და პირველ ტოტს მოვეჭიდე რომ ავმძვრალიყავი, ხეებზე ძრომიალი სისხლში მქონდა გამჯდარი და ამდენი ხნის მერეც კი ოდნავადაც არ გამჭირვებია. ზევიდან გადმოვხედე მდინარეს და ბავშვობა გამახსენდა, ჩემი საზაფხულო არდადეგები და თამაშები, განსაკუთრებით კი გოგასთან ერთად გატარებული დღეები, ის რომ ჩიტებს ესროდა მე ვმკურნალობდი, ვითომ რომ გეკითხათ საწ....ბს ვეხმარებოდი მაგრამ სინამდვილეში ერთი სული მქონდა ხოლმე სანადიროდ წასულიყო და ჩიტები ჩამოეყარა რომ მერე მე გადამერჩინა , მართალია თეკლას მკურნალობის სრული კურსის გავლის შემდეგ მართლაც უკეთესად ხდებოდნენ მაგრამ ახლა საერთოდ ვერ ვამაყობდი ჩემი საქციელით, იმის მაგივრად რომ მეჩხუბა, გაბადრული ვუცქერდი ცაში შეფრთხილებულ ჩემ გამოჯანმრთელებულ ჩიტები. საწყისი მედიცინა ბებიამ მასწავლა, როგორც მიყვებოდა სამედიცინოზე სწავლობდა მაგრამ შემდეგ ბაბუამ მოიტაცა, იმის მიუხედავად რომ იგი სწავლის წინააღმდეგი არ იყო თვითონ ბებიამ აღარ მოინდომა გაგრძელება, რადგან ბავშვობებიდან დედისგან ყოფილა შეგნებული რომ როცა გოგო გათხოვდება მანს ოჯახის გარდა არაფერზე აღარ უნდა ეფიქრა, მეუბნებოდა რომ მომავალში ინანა გადაწყვეტილება მაგრამ ამის მიუხედავად დიდი სიამოვნებით მიზიარებდა ცოდნას და მაკოს ძმის გოგას ჩამოგდებულ ჩიტებსაც ერთად ვმკურნალობდით. ბებიის გახსენებაზე ცრემლი მომადგა მაგრამ სწრაფადვე უკუვაგდე, გაუნძრევლად ვიჯექი , ფეხის ხმა რომ გავიგე და ამას ნაცნობი ხმაც მოჰყვა.
-ვიცოდი რომ აქ გიპოვიდი.
-ლევან?-ვიკითხე და ხმის პატრონისკენ გავიხედე, იმდენად გამახარა ბიჭის აქ ნახვამ უცებ ჩამოვხტი ხიდან და ხელები მოვხვიე.
-რაო პატარა ქაჯანა?-გამიცინა და თბილი ღიმილით შემომხედა.
-მეგონა თბილისში იყავი.
-ცოტა ხნის წინ ჩამოვედი, მაკო შემხვდა და რომ მოგკითხე მითხრა აქაა და მოძებნეო.
-რამდენი დორო გავიდა.-თავი გავაქნიე, ამოვიოხრე ჩვენი ბოლო შეხვედრის გახსენებაზე და ისევ განათებებისკენ დავიწყე სიარული.
-ვიცი, მაპატიე არ შემეძლო...იმ ამბის შემდეგ.-ამოიოხრა და ხელი მომხვია.
ამ ჟესტმა ადრინდელისგან განსხვავებით თითქოს გამაღიზიანა, რადგან ახლა გაცილებით მეტი ვიცოდი და ჩემ ტვინში ხმამაღლა ყვიროდა ლევანთან ბოლო შეხვედრისას ნათქვამი სიტყვები „თეკლა მიყვარხარ“, მახსოვს რამდენი ვიტირე იმ ღამით მას შემდეგ რაც უსიტყვოდ დავტოვე, მთელი ღამე მივტიროდი დაკარგულ ძმას და თან დაჯერება მიჭირდა რომ ეს მართლა ხდებოდა. მე და ლევანი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ერთ კლასშიც ვიყავით და იმ ძმის მაგივრობას მიწევდა ყოველთვის, არასდროს რომ არ მყოლია, თბილისში სასწავლებლადაც ერთად წავედით და იქითაც არ ვშორდებოდით ერთმანეთს, ხალხს რომ შეყვარებულები ვეგონეთ იმდენს ვიცინოდით, მაგრამ ლევანის აღიარების შემდეგ ეს სიმყუდროვის კედლები მთლიანად ჩამოინგრა. მას შემდეგ აღარც შევხვედრივართ.
ბიჭის ხელი ფრთხილად მოვიცილე და შეუმჩნევლად ვეცადე გვერდით გავწეულიყავი, თვითონაც მიხვდა რომ ჯერ კიდევ ვერიდებოდი და ეცადა დისტანცია შეენარჩუნებინა. წვეულება ისევ ისე იყო როგორც დავტოვე, მაგრამ ამჯერად ელექტრონული მუსიკის ნაცვლად გიტარის ხმა ისმოდა, კოცონიდან მოშორებით დავდექი და ლევანს გავუღიმე, უკვე იმის თქმა მინდოდა რომ უნდა წავსულიყავი, წელზე ძლიერი ხელი რომ მომეხვია, ნაცნობმა შეხებამ ერთიანად გაავრცელა ჩემში სიამოვნების მეტასტაზები და მინაბულმა ავაყოლე თვალი ჩემზე ორი თავით მაღალ გამოქანდაკებულ სხეულს.
-გამარჯობა.- მკაცრი ხმის მიუხედავად ძალიან თბილად გამიღიმა და სწრაფად გაუწოდა ხელი ერთიანად დაბნეულ ლევანს.
ძლივს მოვედი აზრზე და მანამდე გავაცანი დემნას ლევანი სანამ თვითონ ეტყოდა რამეს.
-ეს ლევანია, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
ლევანმა გამიღიმა და თითქოს შევნიშნე რომ თვალში სევდა გაუკრთა.
-და თქვენ?-დაძაბული ხმით იკითხა.
-დემნა.-გაუღიმა....გაუღიმაა?!-თეკლას საქმრო.
თვალები გამიფართოვდა ხმა ვეღარ ამოვიღე...რაო რა თქვაა?! თავში რამდენჯერმე დავსვი კითხვა მაგრამ პასუხი ისევდაისევ ერთი იყო.
-რას...-დავიწყე მაგრამ დემნას ხმამ შემაწყვეტინა.
-გვაპატიე, ახლა უნდა დაგტოვოთ პირადი საქმეები გვიხმობს.- სათნო ღიმილით შეხედა ლევანს.- შენ ვერ მიხვდები.
-არაუშავს, თეკლასთან ახლოს ვცხოვრობ და ამ დღეებში თუ აქ იქნებით ხშირად შევხვდებით.-ბიჭმა ძლივს ამოიდგა ენა.-გამიხარდა გაცნობა.
-მეც ძალიან, მითუმეტეს ბავშვობის მეგობრის...თეკლა ხშირად მაცნობს ხოლმე თავის მეგობრებს მაგრამ შენ არც კი უხსენებიხარ, შევეჩვიე უკვე რომ უმეტესობა მათგანს აღარც შევხვედრივართ, ამიტომაც არაუშავს თუ ვეღარ გნახეთ...ბედნიერად!- მიაძახა და უსიტყვოდ წამიყვანა სახლისკენ.
რამდენიმე წუთი ხმაც კი ვერ ამოვიღე, საერთოდ რა ილაპარაკა იქ? გაკვირვებულმა შევხედე როგორ გახსნა თავისი მანქანის კარი, ჯერ მე მომათავსა , თვითონ კი საჭეს მიუჯდა და სწრაფად დაძრა.
-იქ რა მოხდა?-ვკითხე მე.
-რა მოხდა?!-გაიმეორა და გაბრაზებული მომაჩერდა.-რა უფლებით მოგხვია ხელი?
-ბავშვობის მეგობარია და ხელი მომხვია, რა პრობლემაა ვერ ვხვდები, შენ საერთოდ რაში გაინტერესებს მე ვინ მომხვევს ხელს?-გავბრაზდი და ერთიანად ამოვიდგი ენა.-ან რა საქმრო, გაგიჟდი?!
-რატომ?! არ შეიძლება შენი საქმრო ვიყო?
-რა შუაშია?!
-თუ არ გინდა არ ვიქნები.-მშვიდად მიპასუხა და ღიმილით გაიხედა გზისკენ...აშკარად ხალისობდა ეს.
-რა სპექტაკლი დადგი!-გავბრაზდი-მოიცა...რატომ მივდივართ?-მხოლოდ მაშინ ვინებე გამორკვევა სოფელს რომ გავცდით.
-გიტაცებ.-წამითაც არ შეცვლია მშვიდი ტონი.
-ნუ მაიმუნობ ერთი, დავბრუნდეთ თორემ ინერვიულებენ ჩემები.
-არა.
-ოოო დემნა, სერიოზულად გვეყო ეს ცირკი და სახლში ვილაპარაკოთ ნორმალურად.
-არა-მეთქი და ნუღარ მალაპარაკებ უაზროდ.
გაბრაზებულმა იმით რომ ვერაფერს ვაგნებინებდი ტელეფონი ამოვიღე და კონტაქტებში მამას მოძებნა დავიწყე, წამით გამომხედა ამიოხრა და ტელეფონი ისე გამომტაცა ხელიდან აღარც შემოუხედავს.
-გაგიგიჟდი?! დამიბრუნე!
-თეკლა, მგონი უკვე გითხარი რომ მოგიტაცე, მოტაცებულის კვალობაზე კიდევ ზედმეტი ბრძანებები ხომ არაა?!
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-ახლა წყნარად იჯექი და მოითმინე სანამ ადგილამდე მივალთ.
-მართლა გაგიჟდა, ისიც კი არასდროს უთქვამს მომწონხარო და ახლა გაიძახის გიტაცებო.-ამოვიოხრე და თვალდახუჭულმა შუბლი მოვისრისე.
-არ მითქვამს და ახლა გეუბნები.
მანქანა შუქნიშანთან გაჩერდა, დემნამ ამოიოხრა და მობეზრებით დაეყრდნო ფანჯარას, შუქნიშანზე წითელი შუქი ციმციმებდა.
-კარგი, მაშინ ჩემით დავბრუნდები.-ვუთხარი გაბრაზებულმა და კარის გაღება ვცადე, მაგრამ ვინ მაცადა ჩაკეტილი გამოდგა.
უკვე ვაპირებდი კარგად გამომელანძღა ჩვენ გვერდით რომ მანქანა გაჩერდა.
-უკაცრავად!-შევუძახე ახალგაზრდა გოგოს რომელიც დაქალებთან ჭორაობით ზედმეტად იყო გართული.
გოგომ გამომცდელად შემომხედა, დაახლოებით ჩემი ასაკის იქნებოდა, ლამაზი და მიმზიდველი, მზერით დააზუსტა მართლა მას ვეძახდი თუ არა , შემდეგ დემნას შეხედა და მაშინვე გაეღიმა.
-გისმენთ.-მითხრა დამტკბარი ხმით.
დემნამ ამოიოხრა.
-შეგიძლიათ დამეხმაროთ? ამ კაცმა მომიტაცა, ტელეფონი წამართვა და არავინ იცის სად მივყავარ.
-თეკლა ნუ მაიმუნობ.-მობეზრებით მითხრა დემნამ.-გვაპატიეთ, უბრალოდ წუწუნებს.-ახლა გაკვირვებულ გოგოს მიმართა.
გოგომ როგროც იქნა ინება ჩემკენ გამოხედვა და ისე შემომიბღვირა შემეშინდა, შემდეგ ისევ დემნას გახედა ანგელოზის ღიმილით და ტკბილად დაიწყო ლაპარაკი.
-რას ამბობ, ასეთი სიმპატიური ბიჭი გამოგიჭერია და რატომ წუწუნებ არ მესმის.
უკან მსხდომმა დაქალებამაც ხითხითით დაუკრეს თავი.
-შენ ადგილზე მე იმაზე არ ვიფიქრებდი როგორ გავქცეოდი ამ ბიჭს, პირიქით!
დემნას ისე გახედა მეგონა გადმოძვრებოდა და კალთაში ჩაუხტებოდა, ახლა თვითონ მას გავხედე რომელიც გოგოს სიტყვების დასტურად ბედნიერად იღიმოდა...ამ ქათამს კიდე ეგონა მას უღიმოდა.
-ვაიი, ამას უყურეთ!-თავლები ვჭყიტე, დაუფიქრებლად ვისროდი სიტყვებს, გოგოს გაოცება გაბრაზებამ შეცვალა.- წადი და სხვაგან ეძებე კაცი.
ფანჯრებს ორივე მხრიდან ავუწიე, ახლა დაბურული შუშებიდან აღარც ჩვენ ვჩანდით და აღარც ისინი, ხელები გადავიჯვარედინე და ჯერ კიდევ გაბრაზებულმა გოგოს ლანძღავა დავიწყე.
-რაღა შინაბერა, კაცების ხამი გაჩერდა, ხომ შეიძლებოდა ადამიანურად დამხმარებოდა. არა! დაიწყო აქ თვალების ჟუჟუნი, მეტი „გამოსაჭერი“ ვერავინ ნახა.
მანქანის სალონი დემნას სიცილმა მოიცვა, სწრაფად გადმოიხარა ჩემკენ და ლოყაზე მაკოცა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ ვიეჭვიანე...ჯანდაბა, თან მისი თანდასწრებით ვიეჭვიანე, ოჰ თეკლა, ოჰ თეკლა, რას გიზამ შენ ხომ არ იცი! „არა მაინც როგორ უყურებდა“-არ ისვენებდა ჩემი მეორე მე.
-რა?!-ვთქვი გაბრაზებულმა.-რას ხედავ აქ სასაცილოს?! წავედით სადაც მივდივართ და ეგ ფანჯრები არ ჩაწიო.
კიდევ ერთხელ დავიბღვირე იმ მიმართულებით სადაც გოგოს მანქანა უნდა მდგარიყო და თვალები დავხუჭე, არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს მეძინა გრილი შეხება რომ ვიგრძენი ლოყაზე.
დივანზე ვიწექი უცხო ოთახში, დემნა მუხლებზე იდგა და გრილ ხელებს მისვამდა ლოყაზე.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება.-მითხრა და წამოდგომა დააპირა.
გვერდი ვიცვალე, მისკენ გადავბრუნდი და ახალგაღვიძებულმა ძლივს გავიწვდინე ხელი მისი ლოყისაკენ, ოდნავ უხეშ წვერში შევუცურე თითები და მოვეფერე.
-დედა ინერვიულებს.-ვუთხარი მშვიდად.
-დაწყნარდი, არ ინერვიულებენ.-გამიღიმა და ჩემ თითებს მოეფერა.
-მეძინება, მაგრამ ჯერ მითხარი სად ვართ.-ვთქვი და უკეთესად მოვთავსდი.
-ჩემ აგარაკზე.-მიპასუხა და ფეხზე წამოდგა.-დაიძინე.
-გავიღვიძებ თუ არა მივდივართ, ახლა აქ კომფორტულია და დამელოდე.
დავამთქნარე და მალევე ჩამეძია, დიდ ხანს აღარ მძინებია, გამოფხიზლებულს დემნა იქ არ დამხვდა. ოთახს სწრაფად მოვავლე თვალი, გემოვნებიანად და სადად იყო გაკეთებული დემნას სახლს ჰგავდა თბილისში, მაგრამ ის ნამდვილად არ იყო, ფეხზე წამოვდექი და როგორც მივხვდი ეზოში გასასვლელი კარისკენ წავედი. გარეთ გასულს მეგონა რომ ზღაპარში მოვხვდი, ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო, დიდ ეზოს ყვავილები და ხისფერი ავეჯი ამშვენებდა, პატარა შადრევანიც აეშენებინათ ,სადაც წყლის მცენარეები ტივტივებდა, ყველაზე ლამაზი კი მზის სხივები იყო რომელებიც მოვარდისფრო შეფერილობის ცაზე ნელ-ნელა ეფარებოდნენ უზარმაზარ მთას, დემნა ჰამაკში იჯდა, მშვიდად უმზერდა სანახაობას, ახლოს მივედი, უსიტყვოდ ჩავეშვი მის გვერდით. ხელები მომხვია და თბილად ჩამიხუტა, ფეხები ავიკეცე და ნახევრად ზედ დავაწექი ჰამაკთან შედარებით რბილ სხეულს, ჩუმად გაეცინა და კიდევ უფრო ამიკრა გულზე, ისეთი თბილი იყო, სამაგიეროდ ძალიან ციოდა მე კი უკვე ნახევრად ვხვდებოდი კიდეც სადაც ვიყავით.
მზე რამდენიმე წუთში სრულად ჩავიდა და ჩამობნელდა, კიდევ უფრო აცივდა მე კიდევ მხოლოდ იმ წამს გავიაზრე რომ ვკანკალებდი, დემნამ თბილად დამხედა, დახუჭულ თვალებზე მაკოცა და მიჩურჩულა.
-არ გშია?
პასუხის გაცემას ვაპირებდი, სინათლე რომ აღვიქვი და ხმაც გავიგე. ეზოში გაჩერებული მანქანიდან უცებ გადმოიშალნენ და ნაცნობი ხმაც უკეთესად გამოიკვეთა.
-მოვედით!
- წამოდი დავხვდეთ.
დემნა ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე, მეც დაბნეული მივყევი უკან.
-არ მიმიტაცე?!-იმ წამს გამოვერკვიე და გაბრწყინებულმა შევხედე.
-წნ.-გაეცინა ჩემ ბავშურობაზე.
-ბარგი მოგიტანე გენაცვალე.-მაკო გადამეხვია და ახლა სახლს ახედა.- ამს უყურეთ!-შეუსტვინა და გაბრწყინებულმა შეხედა დემნას.-ამას გვიმალავდი?!გეთქვა და ინდოეთის ბილეთებზე რაღას ვყრიდით ფულს ,აი სახლი და ეგზოტიკა.
გაიცინა და სახლში შევარდა, მას გოგა, ელენე და ირაკლი მიჰყვნენ.
-წამოდი.
-არ მომიტაცე.-მე ისევ ჩემსას ვიმეორებდი, გაბადრული მივეხუტე მაგრამ მერე გამახსენდა რაც ილაპარაკა ლევანთან და ახალი ბრაზის ტალღა მომაწვა.-მაშ რაღას მანერვიულე?!
-თეკლა, თეკლა.-თავი გააქნია.
-ხო კარგი.-ამოვიოხრე და სახლისაკენ დავიძარი.
როგროც აღმოჩნდა, დედა და მამა სტუმრად წასულან რამდენიმე დღით, ვიღაცის შვილის ქორწილში, ჩემებს კიდე გადაუწყვეტიათ ცოტა ადრე წავსულიყავით დემნას აგარაკზე, ასე რომ ეს ამბავი ჩემ გარდა ყველამ იცოდა, მაკოს თქმით კი ღირსი ვიყავი რადგან მთელი დღე ვერ ამაწიწკნეს საწოლს.
სწრაფად განაწილდნენ უზარმაზარ სახლში და ყველაზე გამოცდილმა მზარეულმა მაკომაც, მაშინვე სამზარეულოს მიაშურა, სანამ გათხოვდებოდა აიტეხა დედამთილს უცოდინარი ვერ შეუვალ ოჯახშიო და კულინარიის კურსებზე იარა. ეს კურსები შედარებით წარმატებულად დაამთავრა ვიდრე ცეკვის და ახლა საბედნიეროდ არც ერთს არ გვეშინოდა მოწამვლის...ნუ ხო კარგი, მაკოსთან ცოტა ყველაფრის უნდა გეშინოდეს.
-თეკლა!-გამომძახა სამზარეულოდან.-დამეხმარე, ელენე შენც!
ოთახში მშვიდად შევედი და იმის მიუხედავად რომ ელენეს სთხოვა კარი დაეკეტა მაინც ავუკრძალე ჩემ თავს იმაზე ფიქრი რასაც ვეჭვობდი რომ მოხდებოდა.
-ვიცი რომ შენ და დემნას შორის რაღაც ხდება.-მაჯახა ისე რომ კვერცხის თქვეფა არ შეუწყვეტია.-გუშინ კი არ დავიბადე, თვალები მაქ.
-უკულტურო...-ამოვიოხრე და უსაქმოდ მდგომი დავწვდი იქვე დადებულ ხილს.-შეგეპარებინა მაინც.
-თეკლა...
-არაფერი ისეთი, მე თვითონ ვერ ვხვდები ბოლომდე, ან ვხვდები....არ ვიცი მოკლედ მირჩევნია რომ ჯერ ყველაფერი ჩემთვის დავიტოვო.
-ოჰ კარგი, მაგრამ ის მაინც მომიყევი ქორწილამდე ვიცნობდიო სად გაიცანი.
-ერთ სახლში ვიყავით დასასვენებლად და იქ.
-აჰაა...ახლახან რომ იყავი?
-ხო იქ.
-კარგი მაგარია!
უცებ მივიდა ხასიათზე და მეც გამიხარდა რომ არ ჩამეძია, მშვიდად ვივახშმეთ, შემდეგ ცოტა კარტი ვითამაშეთ, ბოლოს ირაკლიმ აიტეხა საშინელებათა ფილმს ვუყუროთ და უკეთ დაგვეძინებაო, მაკოსაც მეტი რა უნდოდა მაშინვე აარჩია ყველაზე საშიში.
გვიან დავიშალეთ და ჩვენ-ჩვენ ოთახებში გადავნაწილდით. უცხო სახლში დაძინება მიჭირდა, დიდ ხანს ვიწრიალე, შემდეგ ჩემ უძილობას წვიმა და ჭექა-ქუხილიც დაერთო და ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, ჩემმა ჭკვიანმა გონებამაც იმარჯვა და დამძიმებული საქმე საშინელებათა ფილმებზე ფიქრით უფრო დაამძიმა... მიდი თეკლა არც ერთი ფილმი არ გამოგჩრეს! ელენემ რაო? დერეფნის ბოლოს ვარ და თუ რამე დაგჭირდება გამოდიო ასე თქვა, ხო და მჭირდები ელენე!
ელვის სისწრაფით წამოვფრინდი რის ვაივაგლახით მივედი დერეფნის ბოლომდე, გზაში კი ათასი ვარიანტი წარმომიდგა თუ როგორ მტაცებდა ურჩხული ხელს და წამაპორწიალებდა სარდაფში...ამ სახლს სარდაფი აქვს ნეტავ? სწრაფად შევვარდი ოთახში და შეშინებული შევხტი გოგოს საწოლში.
-მიშველე, მეშინია და აქ ვიძინებ...გეფიცები არ ვხვრინავ და ჩემთვის ვიწვები.-ვლაპარაკობდი და თვალებს არ ვახელდი.- მოჩვენება როგორ უნდა მოკლა ხომ არ იცი? ვფიქრობდი და ბევრი რაღაც გამახსენდა, ისე აქ სარდაფი იქნება შენი აზრით? ზღაპრებიც ვიცი და თუ აქ დამაძინებ მოგიყვები.
-რა ვიცი უზღაპროდაც დაგაძინებდი მაგრამ თუ გინდა მოყევი.
ხო დამაძინებდა? ძალიან კარგი... მოიცა...ელენეს ხმა....
-ვაი!-ვიკივლე და ისე ავფართხალდი საწოლიდან გადავვარდი.-ელენე!
-დაწყნარდი.-ძილისგან დაბოხებულ ხმაში ბუბუნა ნოტები გამოიკვეთა და მეც იმის გააზრებით შეშინებულმა რომ იატაკზე ვიწექი და ნებისმიერ წამს შემათრევდა საწოლის ქვეშ მონსტრი... ვაიმე.
წამოვფრინდი და ისე ჩავეხუტე ძლიერ სხეულს ხელები მეტკინა.
-გული გამისკდა.-უკვე ვტიროდი.- შემეშინდა.
-მოდი პატარავ.-ხელები მომხვია და კიდევ უფრო მეტად ამიკრა გულზე.-რამ შეგაშინა?
-მეგონა აქ ელენე იწვა და...ხმა.-ამოვთქვი სვენებ-სვენებით.
-დაწყნარდი.-ჩემ კისერში ჩაიცინა.
თითქოს მხოლოდ იმ წამს გავიაზრე სიტუაცია, მთელი სხეული დამიბუჟდა.
-ელენესთან მინდა.-დამფრთხალი მოვშორდი მის სხეულს მაგრამ ვინ გამიშვა.-ამის შემდეგ საშინელებათა ფილმებს რომ ვნახავთ თვალებზე ხელი ამაფარე ხოლმე.
-კარგი აგაფარებ.-ხმაზე შევატყვე რომ ეცინებოდა მაგრამ არ იტყობდა.
-დემნა...-ამოვიტირე.
-არ გინდა ელენე აქ დაიძინე.-თითქოს სხვა მელაპარაკებოდა, სიცილის ნოტები აღარ ერია ხმაში, ახლა გაციებული და ჩამთრევი გაჰხდომოდა.
-მრცხვენია...-ამოვთქვი სიბნელით გათამამებულმა და მივხვდი როგორ მოვდუნდი.
-ხვალ სანამ გაიღვიძებ მანამდე გაგიყვან შენ ოთახში.
-არ მინდა..
-მე მინდა.
ამოვიოხრე, ვეცადე საწოლის კიდისკენ გავწეულიყავი, გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე ისევ რომ მომხვია ხელი და ზურგით ამიკრო.
-არ იფართხალო.-გამაფრთხილა მხარზე მაკოცა და თავი ჩემ თმაში ჩარგო.
მეც იმით დამშვიდებულმა რომ მონსტრები აქ არ მოვიდოდნენ მშვიდად დავხუჭე თვალები, სულ ბოლოს დემნას სიტყვებიღა გავიგე.
-არადა მართლა ჯობდა აქ ზღაპრის სანაცვლოს დამეძინებინე.
***
მეორე დილით ხმაურმა გამაღვიძა, უცხო ოთახში ვიყავი, ხმა კი კარადის მხრიდან მოდიოდა , როგორც მივხვდი ელენე რაღაცას ეძებდა
-გაგაღვიძე?-როგორც კი დამინახა ყველაფერს ხელი უშვა და დამნაშავის სახე მიიღო.-მაპატიე, არ მინდოდა კაბას ვეძებდი და...
-აქ რა მინდა?-ვკითხე და ვცადე წამოვმდგარიყავი.
-ჩემთან?-სახე დაბნეული გაუხდა.-რომ გავიღვიძე აქ იწექი, მე ვიფიქრე რომ ღამით გადმოხვედი.
-აჰაა, ჰო...
დავფიქრდი ....დემნამ გადმომიყვანა? ალბათ იფიქრა რომ მარტოს შეიძლება კიდევ შემშინებოდა, გუშინ ხომ დამპირდა სანამ გაიღვიძებ გაგიყვანო, ესეიგი პირდაპირ აქ წამომიყვანა.
-გუშინდელი ფილმის შემდეგ ცოტა შეშინებული ვიყავი.-ავხსენი სიტუაცია და კარს მივუახლოვდი.- მოვწესრიგდები და ჩამოვალ.
სწრაფად ჩავიცვი და პირველი სართულის კიბეებზე დავეშვი, მაკოს გარდა ყველა მისაღებში იყო და რაღაცაზე იცინოდნენ.
-დილა მშვიდობის.
-თეკლა!-გააზრებაც ვერ მოვასწარი, ისე უცებ წამოდგა ირაკლი და მომეხვია.-გაიღვიძე! როგროც იქნა, სად იყავი გოგო ამდენ ხანს?-უცებვე მომშორდა და შემომიბღვირა.-მოვკვდი მშიერი.
-მაკომ სანამ თეკლა არ გაიღვიძებს მანამდე საუზმეს არ მოვამზადებ ყველამ ერთად ვჭამოთო.-ამიხსნა სიტუაცია ელენემ და გვერდით გაიწია რომ ჩემთვის ადგილი გაეთავისუფლებინა.
-გაგეღვიძებინებინეთ მერე.-მხრები ავიჩეჩე და სამზარეულოდან დაბრუნებულ ირაკლის შევხედე.
-რას ამბობ რომ გამეღვიძებინე მერე მამა ზეციერიც ვერ გამაღვიძებდა მე!-ხელები გადაიჯვარედინა და დემნას გახედა.
-ამას სოფლის ჰაერზე გადაყვანამ აწყინა.-თავი გააქნია გოგამ ირაკლის სიტყვებზე.
მეტი ვეღარ მოვისმინე, რადგან უკვე სამზარეულოსთან ვიყავი.
-რას გვიკეთებ?-ვკითხე მაკოს, ლოყაზე ვაკოცე და დახლზე ჩამოვუჯექი.
-ყველაფერს.-გაეცინა.-და რაც შეიძლება ბევრს.
მალევე ვისაუზმეთ და ტელევიზორთან გადავინაცვლეთ.
- წამო რაა აუზში ჩავიდეთ.-ამოიოხრა გოგამ და ცოლს ხელი მოხვია.
-აუ კი, სანამ მოსაღამოვდება.-თავი დაუკრა მაკომ და ფეხზე წამოდგა.
-აუზიც გაქვს?-კითხა ელენემ დემნას.
-კი, უკანა ეზოშია.
ორ წამში ყველა კიბეზე იდგა, გამეცინა მათ შემართებაზე და მეც მივყევი, თან უკან მოსიარულე დემნას გავხედე.
-შენ გადამიყვანე ხო ელენესთან?
-მე?-გაეცინა.-არაა, შენი ნაცნობი მოჩვენება იქნებოდა სარდაფიდან.
-მაშინ, მადლობა სარდაფის მოჩვენებას.-გავიცინე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
რამდენიმე წუთში უზარმაზარ აუზთან ვიდექი.
-ვაააჰ!-ემოცია ვერ დამალა მაკომ.-შენ მაგარ მაყუთს შოულობ ხო?- კითხა დემნას და გაეცინა.
-ჰო.-დემნასაც გაეღიმა.
-ვაიმე მაშინ დღეს თუ შენი საკრედიტო ბარათი გაუჩინარდა არ ინერვიულო სათუთად მოვუვლი, შეგიძლია რამდენიმე საათი არც მოძებნო.-თავი გააქნია და შეზლონგზე წამოჯდა.-შენ იცინე და მართლა დამიჯდა ჭკუაში.
-კარგი.-უკვე ხმამაღლა გაეცინა დემნას.
სწრაფად გაიხადა მაისური და ბიჭებთან ერთად აუზში ჩახტა. თვალი გამიშტერდა დაკუნთულ მხრებზე და იმხელა ნერწყვი ჩავყლაპე ხველა ამიტყდა.
-ვაიმე...-ამოვიხავლე და წყლის ჭიქას დავწვდი.
„ხრჩობა! კიდე გაგიშტერდეს აბა თვალი არ გინდა?!“-გონებაში ვლანძღავდი ჩემს თავს და მოსულიერებას ვცდილობდი.
-რა მოგივიდა...
მაკომ უცებ მომაწოდა თავისი წვენიც და მეც საბოლოოდ ამოვისუნთქე.
-არაფერია...
-მე ვიცი რა კი არა ვინც მოუვიდა.-ჩაიცინა ელენემ.
-ეს როდის გაცუღლუტდა?-შევუბღვირე და ისევ დემნასკენ გამეცა თვალი...ეჰ შენი საშველი ხო ვერ იქნება, გამოიხედე გოგო აქეთ!-არავინაც არ მომივიდა.
-არა ელენეც რო იტყვის რაა.-გამოხტა მაკო.-ესეიგი მართლა შესამჩნევია და ეხლა ჩუ სანამ მე გაგაჩუმე და მაგ ვიღაცამაც გაიგო.
-რა უნდა გამეგო?-ეშმაკური ღიმილით მოგვიახლოვდა დემნა.
ეს როდისღა მოვიდა?! ამოვიგმინე და იმის გააზრების შემდეგ რომ ყველაფერი გაიგო ,სახეზე მზის ქუდი ჩამოვიფხატე.
-ის რომ თეკლამ გვითხრა ეხლა დახრჩობა უნდა გავითამაშო რომ დემნამ ხელოვნური სუნთქვა გამიკეთოს და თქვენ არ ინერვიულოთო.-გაიცინა მაკომ და მანამ წამოხტა ფეხზე სანამ მივწვდებოდი.-რაა?! ჩვენ კიდევ ვეჩხუბებოდით არაო.
-ეხლა დაგახრჩობ და არა მგონი გოგამ ხელოვნური სუნთქვის გაკეთება იცოდეს, მერე რამდენიც გინდა მიშალე იმ ქვეყნიდან ნერვები.-ხელები გადავიჯვარედინე და პატარა ბავშვივით დავუბღვირე.
დემნას გაეცინა, დაიხარა ლოყაზე მაკოცა და ჩემს გვერდით შეზლონგზე დაწვა.
ცოტა ჩვენც ვიცურავეთ, შემდეგ ელენემ საზამთრო დაჭრა და ბიჭებიც ამოვიდნენ წყლიდან, რაღაცაზე ვიცინოდით დემნას ტელეფონმა რომ დარეკა, უცებ შეეცვალა სახე და გავიდა. ხმას აღარავინ იღებდა. გოგა დაძაბული შეჰყურებდა ირაკლის, ამ უკანასკნელსაც არაფერი ეტყობოდა თავისი გიჟი ხასიათის და შეწუხებული გაჰყურებდა დემნას ,რომელიც ნერვიულად დადიოდა და შორიდანაც ეტყობოდა როგორი გაბრაზებული იყო.
რამდენიმე წუთში ტელეფონი ყურიდან მოიშორა, ისე მიარტყა ხელი შემოსასვლელის კარს ადგილზე შევხტი, რაღაც ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა. გოგა ფეხზე წამოდგა დაგვიბარა აქ იყავითო და ირაკლისთან ერთად უკან მიჰყვა.
-რა მოხდა?-იკითხა ელენემ.
-არ ვიცი მაგრამ ძლიან იყო გაბრაზებული, რაღაც ისე ვერაა, დაინახე ირაკლის და გოგას სახეები?!-უცებ ანერვიულდა მაკოც.-შევიდეთ რაა...
-ხო წამოდი.-ელენეც წამოდგა.
ხმას ვერ ვიღებდი, ასეთი დემნა არასდროს მენახა უცებ გადავიცვი კაბა და მაკოს უკან მივყევი, იქ არ იყვნენ.
-მაცადეთ რამდენიმე წუთი, მოვაგვარებ და გამოვალ.-მეორე სართულიდან მესმოდა დემნას ხმა, არ ყვიროდა მაგრამ სულ შეცვლილი ჰქონდა.
რამდენიმე წამში კიბეზე ნაბიჯების ხმაც გავიგე და ირაკლი და გოგაც გამოჩნდნენ. გვერდით ჩუმად მოგვისხდნენ, მაკო გოგას მიეხუტა და განერვიულებულს ლოყაზე ჩამოუსვა ხელი.
-რას სჭირს?
-მოაგვარებს.-ამოთქვა და ცოლს თავზე აკოცა.
არაფერი აღარ გვიკითხავს, მთელი დღე არ გამოჩენილა, მე კიდევ უკვე სერიოზულად ვნერვიულობდი, ადგილზე ვერ ვისვენებდი ასვლა და ნახვა მინდოდა. გოგა და ირაკლი ხმას არ იღებდნენ და კიდევ უფრო მამძიმებდნენ სიჩუმით, ვერაფრით ვხვდებოდი ასე უცებ რა უნდა მომხდარიყო რომ ასეთი რეაქცია გამოწვია, მარიამსაც კი მივწერე სამსახურში ხომ ყველაფერი კარგადაა-თქო. მისი პასუხის შემდეგ ეგ ვარიანტი სწრაფადვე გამოვრიცხე ,არ არსებობს რამე ხდებოდეს კომპანიაში და მარიამს არ სცოდნოდა, ანუ პირადი იყო მაგრამ რაა? რამდენჯერაც ასვლა დავაპირე არ გამიშვეს, მითხრეს არვის ნახვა არ ენდომებაო. მე კიდევ ახლა ისე მინდოდა უბრალოდ ჩავხუტებოდი მიანც, ხელები მეწვოდა აქედანაც კი ვგრძნობდი რომ ცუდად იყო. შემდეგ როგორც იქნა ჩამოვიდა , დაიბარა მივდივარ, მალე დავბრუნდებიო და შუა ღამისას მოვიდა, უსიტყვოდ ავიდა ზევით და აღარ გამოჩენილა. ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვიყავით და იმის დასკვნის შემდეგ რომ აღარ ჩამოვიდოდა დასაძინებლად წავედით.
მაინც ვერ ვისვენებდი, საწოლში ვტრიალებდი, ფილმიც ჩავრთე მაგრამ გული ვერ დავუდე, გასვლას ვერ ვბედავდი, თუ ვინმეს ნახვა ენდომებოდა ხომ ჩამოვიდოდა, თავლები დავხუჭე და ვეცადე დამეძინა.
-ჯანდაბა...-ამოვიოხრე და წამოდგომას ვაპირებდი, კარი რომ გაიღო და სწრაფადვე დაიკეტა.
არ შემშინებია, სილუეტის მოძრაობაზე ვიცანი, უცებვე წამოვდექი და საწოლისკენ მომავალს ისე ძლიერად მოვეხვიე, ხელები მეტკინა, თითქოს იმ წამს დაიწყო სუნთქვაო ამიოხრა და ჩამეხუტა, დივნისკენ დაიძრა და ჩემთან ერთადვე დაჯდა, კალთაში ჩამისვა და გულზე ამიხუტა, საკუთარი გულის ცემა მესმოდა, ის კი მეფერებოდა და ხმას არ იღებდა.
-უშენოდა მოვიწყინე.-დაიწყო და სახე ჩემ თმაში ჩარგო.-ბოდიში დღევანდელისთვის.
-რაღაც ცუდი მოხდა ხო?-ვკითხე, ლოყაზე ვაკოცე, ღრმად ამოვისუნთქე სიამოვნებისგან და გავინაბე.
-ხო მაგრამ მოვაგვარებ, ხვალ სადმე გავისეირნოთ და ნორმალურად დავისვენოთ.-სიბნელეში ბუნდოვნად დავინახე როგორ სცადა გაღიმება მაგრამ სახე მოექცა და ისევ ჩემ თმაში ჩარგო თავი.
-მელაპარაკე, მინდა რომ მეც დაგეხმარო.
ვიგრძენი როგორ ჩაეცინა და ტუჩები მომაკრა კისერზე.
-ოჯახური ამბებია.-ისევ ჩაეცინა მაგრამ ეს პირველი სიცილისგან განსხვავებით ირონიული იყო.-დედაჩემმა დამიკრეკა.
-რამე სჭირს?
-არა, ჩემთან შეხვედრა უნდა.-თავი გააქნია.-დავიღალე.
-ვერ ვხვდები...
-ოცდაორი წელია არ მინახავს.-ამიხსნა მაგრამ კიდევ უფრო დამაბნია.-ვერ ვიტან ამაზე ლაპარაკს.
-დემნა...შენზე ფაქტობრივად არაფერი არ ვიცი, უბრალოდ მელაპარაკე.-ვთხოვე მე.
-არაფერია საინტერესო.-თავი გააქნია
-ხო მაგრამ შენ ჩემზე ყველაფერი იცი მე კიდევ ისე მინდა შენზეც გავიგო რამე მაგრამ არასდროს მიყვები, ახლა თუ არა აბა სხვა როდისღა?
ცოტა ხანს მიყურა შემდეგ კი თავი დამიქნია და დაიწყო.
-ასე ბავშვობის გამო ვარ...შვიდის ვიყავი მამა რომ წავიდა, უბრალოდ წერილი დატოვა და მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა, დედაჩემი დეპრესიაში ჩავარდა, მამაჩემის გამო ოჯახთან იყო ნაჩხუბარი, ასე რომ სულ მარტო დავრჩით, სმა დაიწყო, გახდა და ჭკუიდან შეიშალა, დიდი ალბათობით ნარკოტიკსაც იღებდა მაშინ ვერ ვხვდებოდი მაგრამ ასე იყო, მანამდეც არ ყოფილა ზედმეტად თბილი ან მოსიყვარულე დედა, მაგრამ ახლა ცოცხალ გვამად იქცა რომელსაც მხოლოდ იმ კაცსღა ვახსენებდი, რომელმაც მიატოვა და სხვას გაეკიდა .-ხმა გაებზარა, მინდოდა გამეჩერებინა რადგან ვხვდებოდი როგორ სტკიოდა მაგრამ უბრალოდ ვერ ვლაპარაკობდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ არ უნდა მეტირა...ახლა არ უნდა მეტირა.-სახლში უცხო კაცები მოჰყავდა. მე კიდევ უბრალოდ ზედმეტი ბარგი ვიყავი ამიტომაც, ბავშვთა სახლში წამიყვანა და იქ დამტოვა, ყველაფერი ზედმეტად მშვიდად მოხდა, იმდენად მძულდა სახლში მის გვერდით ყოფნა, უფრო სწორად მის აჩრდილთან ყოფნა, რომ წამითაც არ მინერვიულია, უბრალოდ გაციებული ვიყავი... მას შემდეგ აღარ მინახავს. - ამოისუნთქა და გაღიმება სცადა.-ნუ ტირი იქ ყოფნას ბავშვთა სახლში მერჩივნა...ეგ რომ არა ახლა ის არ ვიქნებოდი რაც ახლა ვარ.-ხელით ნაზად მომწმინდა ცრემლები, ვერც კი მივხვდი ისე ავტირდი.- მერე დამიკავშირდა წლების წინ, არ ვიცი რა მელაპარაკა მაგრამ ძირითადად ფული მომთხოვა, ჩემმა ადვოკატმა მოაგვარა ყველაფერი ეხლა კიდევ არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი ნომერი მაგრამ დამირეკა და შეხვედრაზე მელაპარაკებოდა რაღაცეებს...-თავი გააქნია.
-შეხვდები?-ისე ვთქვი ჩემი ხმა ნორმალურად ვერც კი გავიგე.
-არა...არ ვიცი, არ მინდა მაგრამ მაშინ თვითონ მოვა.
ამოიგმინა და თავი უკან გადაწია, ღრმად სუნთქავდა, არ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომაც უბრალოდ კისერზე მოვეხვიე და ვაიძულე შემოეხედა, თვალებში სევდა ქონდა ჩამდგარი, სიბნელეშიც კი კარგად ვხედავდი როგორ უჭირდა ლაპარაკი.
-შენ აღარ იდარდო...რამეს მოვიფიქრებ.-დავამშვიდე და ჩავფიქრდი.-დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ გამეღიმა.-მე შენთან ვარ.
-მე კიდევ ვგიჟდები შენზე.-ამოიოხრა.-ჩემი პატარა თხა ხარ.
ვხვდებოდი რა ცუდად იყო, ვერც კი იცინოდა უბრალოდ სანამ მე ვფიქრობდი მეფერებოდა. მე კიდე ეს მინდოდა?! ისედაც არეულს ფიქრები უფრო მერეოდა მაგრამ თავს ვაიძულებდი რო მისთვის მეფიქრა.
-კარგი მაშინ მე გეტყვი რას ვფიქრობ. ალექსს გავუშვებ.-მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ.
-ალექსი ვინაა?-ვიკითხე რადგან არ მეცნობოდა.
-ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთდ გავიზარდეთ პოლიციელია და იურიდიულ საქმეებშიც ერკვევა, ის შეხვდეს. არ მინდა რომ კიდევ ვნახო, წაიღოს რამდენიც უნდა გადავუხდი უბრალოდ აღარ მინდა ჩემ ცხოვრებაში ოდესმე გამოჩნდეს.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე შეგაზიზღოს თავი, მითუმეტეს მშობელმა რომ ასეთი რაღაც გააკეთო იმის გამო რომ მასთან შეხვედრაც კი ამდენად არ გინდოდეს.
****
თვალები რომ გავახილე ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, გვერდით დემნა მეწვა და მშვიდად სუნთქავდა, ხელები მთელი ძალით შემოეხვია, თითქოს ვინმე ართმევდა ჩემ თავს. რაღაც ვერ იყო ისე, გადაბრუნება ვცადე და მივხვდი რაც ხდებოდა, ხელები ოდნავ შემიშვა და ახლა უფრო უკეთ მომხვია.
-ვერ დაიძინე?-ვკითხე და თმაში შევუცურე ხელები.
-ვერა.-თავი გააქნია და გავიგე როგორ ამოიოხრა, გამეღიმა და ახლა თითები მის სახეზე გადმოვიტანე.
ჩაიცინა, მიხვდა რომ გავფაქტე, ხელები დამიჭირა თითებზე მაკოცა, თავლის დახამხამებაში მეორე მხარეს გადამაბრუნა ისე რომ ზურგიდან ამეკერო და ხელები წინ გამიკავა.
-ნუ ცუღლუტობ.-ჩაიცინა და მხარზე მაკოცა.
გამაჟრჟოლა, ემოციის გასაფანტად ღრმად ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე და მის მკლავებში უკეთესად მოვკალათდი.
-აღარ იდარდო, ყველაფერი მოგვარდება უბრალოდ ისევ ბედნიერი იყავი.-ვთხოვე ჩურჩულით.
-არ ვდარდობ, უბრალოდ ვფიქრობდი და ვერ დავიძინე.
ვგრძნობდი რომ ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, უბრალოდ გამოსვლას ცდილობდა და რაც უფრო მეტს ილაპარაკებდა მეტს გაიხსენებდა. მეტადაც დაიტანჯებოდა, უცებ ისე მომინდა რამე მაინც გამხსენებოდა ისეთი რაც სასწაულებრივად უმკურნალებდა, ისევ მომიშლიდა ნერვებს და მერე იხალისებდა. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო და ამაზე მეტად ის მინდოდა რომ ეს აქვე და ახლავე მიმხდარიყო, ყოველი წამი რომელსაც დარდში ატარებდა მტკენდა. მინდოდა რომ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინა მაგრამ პირიქით ხდებოდა, ვერ ვუზიარებდი და ერთადერთ გამოსავალს იმას ვხედავდი რომ მისი დარდი პირიქით აქეთ წამომეღო, ძალიან კარგად ვხვდებოდი ამ სიტუაციას ასე მარტივად ვერ წავიღებდი მაგრამ მინდოდა საბოლოოდ ერთად მაინც გვედარდა.
აღარ დაგვიძინია, დემნას მკაცრი მოთხოვნის, დაპირების მიუხედავად რომ თვითონაც დაიძინებდა თვალი არ მოვხუჭე, თვითონ კი მეფერებოდა და ჩემგან განსხვავებით საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა ,რომ არ მცოდნოდა ასე სტკიოდა ვიფიქრებდი რომ კარგად იყო, არასდროს არაფერს იმჩნევდა მაგრამ მე ხომ ვიცოდი.
ახალი გათენებული იყო ალექსს რომ დაურეკა.
-ჩემთან ერთად ელაპარაკე, მინდა რომ ყველაფერი ვიცოდე და მეც დაგეხმარო.- ვთხოვე , თვითონ კი გამიღიმა, დაიხარა და ტკბილად მაკოცა შუბლზე. ამოვიოხრე და კისერზე ჩამოვუსვი თითები.
ბიჭს უთხრა რომ ადგილს და დროს თვითონ დანიშნავდა და სთხოვა რომ რაც შეიძლებოდა მალე მოეგვარებინა ისე რომ როგორც მოიხსენია „ის ქალი' მეტად აღარ გამოჩენილიყო, თანახმა იყო ნებისმიერ თანხაზეც. როგორც მივხვდი ალექსი მართლა ახლო მეგობარი იყო რადგანაც უცებვე დასთანხმდა ზედმეტი კითხვების გარეშე ,ხოლო დემნა გაცილებით დამშვიდებულად გამოიყურებოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მხრებიდან ტვირთი მომეხსნა. სწრაფად მოვწესრიგდით და ერთად ჩავედით პირველ სართულზე სადაც უკვე ყველას ეღვიძა და დაძაბული სახეებით მიჩერდებოდნენ დემნას.
-რა იყო დაწყნარდით ვინმე კი არ მოკვდა უბრალოდ ძვირფასი დედიკო შემეხმიანა.- თქვა დემნამ და სავარძელში ჩაჯდა.
-მოაგვარე?-კითხა გოგამ.
-კი ყველაფერი კარგადაა.-თავი დაუკრა და მანიშნა ჩემთან დაჯექიო.-რამე მოვიფიქროთ.
-სადმე გავიდეთ.-გაიცინა ირაკლიმ.
-გავიდეთ.-დაეთანხმა მაკოც.-აბა რისთვის ვართ ჩამოსულები ცოტაც და დამიმთავრდება შვებულება, გოგასაც საქმეები აქ და ეს დღე ბოლომდე გამოვიყენოთ.
-მეც დამირეკეს გუშინ.-თავი გააქნია ირაკლიმ-სამსახურში რაღაც პრობლემებია მოკლედ რაა ვიღაცამ იმაიმუნა და ჩემ გარდა მაგას ვერავინ მიხედავს.-უცებ დასერიოზულდა და მობეზრებული გამომეტყველება მიიღო.
-ანუ დღესღა რჩებით?-ვიკითხე და დემნას დაბღვერილი სახის მიუხედავად გვერდით მივუჯექი ჩუმად მჯდარ ელენეს.
-ესე გამოდის.-დამეთანხმა მაკო.
-კარგი.-გამეღიმა.
მომენატრა საავადმყოფო და ის შეგრძნება ოპერაციებზე რომ მეუფლება ხოლმე , ხალხის სახეები, ბოლოსდაბოლოს კიროვაც კი მომენატრა, ამაში დარწმუნებულმა ჩემ თავს შევპირდი რომ მომავლ წლამდე საავადმყოფოდან თავს არ გამოვყოფდი, ვგიჟდებოდი ჩემ პროფესიაზე, ბავშვობიდან სისხლში მქონდა თითქოს და სხვა ადგილზე ვერც წარმოვიდგენდი თავს ახლა კი ყველაფერი ისე მქონდა მონატრებული თითქოს ძალიან დიდი ხნით დამაშორეს სახლს.
-მოკლედ ეხლა ვისაუზმოთ დავისვენოთ და საღამოს ჯერ გერგეტში ავიდეთ და შემდეგ სადმე კარგ რესტორანში დავსხდეთ.-თქვა გოგამ.
-კარგი საუზმეს მე მოვამზადებ.-თქვა ელენემ.
-როგორც გინდა.-უთხრა მაკომ და ქმარს მიეხუტა.
მშვიდად ვისაუზმეთ, დემნაც უკეთეს ხასიათზე იყო და პარალელურად მეც. საუზმის შემდეგ ტელევიზორი ჩართეს, მაკოს საშინელებათა ფილმის შემდეგ მელოდრამა მოუნდა და გოგაც გაწამებული სახით შესცქეროდა მაკოს საყვარელ ტიტანიკს, ირაკლის დიკაპრიოზე ხუმრობები არ ელეოდა, ელენე ცრემლად იღვრებოდა დასაწყისიდანვე დემნა კიდევ ჩაფიქრებული იჯდა, მოკლედ ყველა თავის სტიქიაში იყო.
ხელებში ვიბრირება რომ ვიგრძენი ვიფიქრე დედა ან ანანო მირეკავდა მაგრამ ლევანის შეტყობინება დამხვდა. გაკვირვებული სახით გავხსენი და წაკითხულისგან თვალები გამიფართოვდა.
„ვიცი თეკლა რომ ისე აღარაა ყველაფერი როგორც ოყო, ახლა საქმროც გყავს, ისე გაიქეცი ვეღარც გნახე მაგრამ ძალიან მინდა შენთან ლაპარაკი, მგონია რომ შეცდომას უშვებ, იცი რომ მიყვარხარ და მაინც მაგ კაცს მიყვები ცოლად, ჩვენი წარსულის ხათრით სულ რამდენიმე საათით შემხვდი ხომ იცი არ დავნებდები.“
გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი უფრო სწორად. რა ჯანდაბა დაემართა როგორ დაეცა აქამდე რომ დანიშნულ ქალს ეუბნებოდა შეცდომას უშვებო, ასეთი ლევანი არ მახსოვს, მასში ყოველთვის ვცემდი პატივს იმას რომ იცოდა თავის სურვილებზე სხვისი ბედნიერება არ უნდა გაეწირა, არავის მიაყენებდა ამის გამო შეურაცხყოფას, დიახ შეურაცხყოფა იყო ჩვენთვის მისი საქციელი კარგად იცოდა რა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ის არ ყოფნიდა რომ ასე გამიცრუა იმედები, ჩვენი და-ძმური ურთიერთობა შესწირა ამ ყველაფერს, შეიძლება სხვისთვის ნორმალური ყოფილიყო მეგობარს რომ ეთქვა მსგავსი რამ, მაგრამ ჩემთვის არა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძმამ ამიხსნა სიყვარული, მართლაც ასეთი ურთიერთობა გვქონდა, არასდროს მიმიცია საბაბი ჩემზე სხვანაირად ეფიქრა, ახლა კი მოურიდებლად მეუბნებოდა რომ ჩემი გადაწყვეტილება შეცდომა იყო. და ნეტავ რა იყო მისთვის სწორი დის შეყვარება?
ჩვენი ბავშვობა და თინეიჯერობის წლები გამახსენდა, გამახსენდა ბედნიერი წუთები, სიცილში გატარებული დღეები, ჩემი გაუთავებელი წუწუნი და დარდი რომ ზედმეტად ჩხუბის თავი იყო და სულ შარში ეხვეოდა. ყველას ზედმეტი შემოხედვისგან მიცავდა ...ახლა კი თვითონ.... გული ამიჩუყდა, ცრემლების შესაკავებლად ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ამანაც ვერ მიშველა და განერვიულებული გავედი აივანზე. სარწეველა სკამში ჩავჯექი და ლევანის ტელეფონის ნომერი მოვძებნე.
-თეკლა.-პირველივე ზარზე მიპასუხა.-ისე გამიხარდა რომ დამირეკე.
-როგორ იქცევი?-მაშინვე მივახალე და ხმა ამიკანკალდა, ყოველთვის ასე ვიცოდი თუ რამეს აშავებდა მაშინვე ვახვედრებდი , მაგრამ ახლა გაცილებით რთული სიტუაცია იყო.
-როგორ ვიქცევი? -მასაც შეეცვალა ტემბრი.-გგონია გაგიშვებ?
-რას ქვია გამიშვებ? ოდესმე რამე დაპირება მომიცია შენთვის ან მიზეზი რომ ასე იქცევი, რა გჭირს ასეთი ვერ ვიგებ.-ანერვიულდი.-უცხო რომ იყო შენც კარგად იცი ახლა არ დაგელაპარაკებოდი მაგრამ უბრალოდ შენგან მიკვირს. სხვაზე ვერ იტანდი ასეთ რაღაცას და შენ თვითონ რა მოგივიდა?... მისმინე ამ თემაზე ბოლოჯერ ვლაპარაკობთ ამის შემდეგ აღარ გაბედო ასეთი რამის თქმა, დავივიწყებ ყველაფერს რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა და ყოველთვის ძველ ლევანად გაგიხსენებ, შენ კიდევ მოდი აზრზე და შეწყვიტე ამაზე ფიქრი, მე ხომ ვიცი არა რომ უბრალოდ აკვიატებაღაა, გიცნობ ლევან, ვიცი რომ ეს არ ხარ.-ღრმად ჩავისუნთქე და ემოციებისგან გადამწვარმა სახე ხელებში ჩავრგე.
აღარაფერი უთქვამს გამითიშა, კიდევ რამდენიმე წუთი ვიჯექი და ვცდილობდი დამევიწყებინა ეს შემთხვევა, ნაბიჯების ხმა რომ გავიგე. დემნა ჩემს გვერდით ჩაეშვა, სიმშვიდე წამში შეეცვალა და გაბრაზებულმა შემომხედა. იქ დავიხედე სადაც დემნა იყურებოდა... ჯანდაბა, ეკრანზე ლევანის შეტყობინება იყო გახსნილი. ტელეფონს ხელი დავტაცე და სახლისაკენ წავედი. შუა გზაში დამეწია, ხელი დამიჭირა და თავისკენ შემატრიალა.
-რა უნდა?-მშვიდად მითხრა.
-შეხვედრა.-მშვიდადვე ვუპასუხე.
-იმედია უთხარი რომ მაგის შანსიც არ აქვს.
-რა გინდა დემნა?-ისეთი გაბრაზებული ვყავი ტონი ვეღარ მოვზომე.-ვერ ვხდები რა დაგემართა, არ მაფიქრ3ნო რომ ეჭვიანობ.
-და რატომ არ უნდა გაფიქრებინო?-გაბრაზდა.-ვეჭვიანობ, რა თქმა უნდა. რა შეხვედრები აიტეხა?!
-ეჭვიანობ?-გაკვირვებული ვიყავი.-მე...მე მეგონა არ აღიარებდი მაგას.
-პანცარა ბიჭუნას ვგავარ?-დამიბღვირა და ხელით სახლისკენ წამიყვანა.-როგორ ბედავს როცა იცის რომ ჩემი საცოლე ხარ.-უფრო თავისთვის ჩაიღრინა.
-სულ გაგიჟდა.-ამოვიოხრე და სახლისკენ წასულს უკან მივყევი.-დაწყნარდი უარი ვუთხარი. ნუღარ ეჭვიანობ უბრალოდ მეგობარია.
-მეგობარი კიი.-ჩაიღრინა.-კიდევ ერთხელ თუ გაბედავს...
-რა მანიაკი ხდები როცა ეჭვიანობ.-თავი გავაქნიე და იმის გახსენებაზე რა კონცერტები დავდგით მე და მარიამმა ლილეზე გამეცინა.
ისეთი სახით შემომხედა ხმა ვეღარ ამოვიღე და დივანზე ჩამოვჯექი, არადა მართალი იყო, მეც ვიეჭვიანებდი. მანიაკი კიდევ ახლა აქ კი არ იჯდებოდა ლევანს მიუვარდებოდა ,ღმერთს მადლობა ვუთხარი რომ როგორც თვითონ თქვა პანცარა ბიჭუნა არ იყო და კონცერტებს არ მიდგამდა, ბედნიერმა შევხედე ჯერ კიდევ გაღიზიანებულს. სამაგიეროდ მე ვიყავი მშვენიერ ხასიათზე და მთელი დღე ისე ვუბღვერდი თითქოს გაბრაზებული ვიყავი. საღამოს ჩემთან ერთად რომ შემოვიდა ოთახში აი იქ მართლა გავბრაზდი.
-შანსი არ გაქ.-შევუბღვირე.-მერამდენე დღეა აქ იძინებ, მართლა საცოლე კი არ ვარ, ბარემ გადავიდეთ ერთად საცხოვრებლად და აღარც იწვალებ.
-კარგი, ჩემთან გადავიდეთ.-თქვა და დამღლელი დღით გაბეზრებული გადაწვა საწოლზე.
-ნუ მაიმუნობ ერთი, ან შენ გადი ან მე გავალ.
-არ ვმაიმუნობ აქედან პირდაპირ ჩემთან წავიდეთ მე არ მიხუმრია თუ გინდა ბარგიც არ წამოიღო ,დამხმარეს ვეტყვი და ყველაფერს იქ დაგახვედრებთ.-მხრები აიჩეჩა და ხელი ჩემკენ გაშალა.-მოდი დავიძინოთ რაა ხვალ ბევრი საქმე გვაქ.
-ოოო დემნა მე ვიხუმრე.-მივხვდი რომ სერიოზულად მეუბნებოდა.
-მე კიდევ არა. კი მინდოდა მეთქვა მაგრამ რადგანაც შენ თვითონ მომაწოდე აზრი ეხლა აღარ დაგანებებ.
-კიი აი გაგიჟდებიან ჩემები.-მაშინვე დედას და მამას რეაქცია წარმოვიდგინე.
-მაშინ ჯვარი დავიწეროთ.-თქვა სხვათაშორისად.-ან ხელი მივაწეროთ როგორც შენ გენდომება , ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ჩემთან იქნები.
გაკვირვებისგან თავლები გამიფართოვდა.
-არა ეხლა ნამდვილად ხუმრობ.-ჩემი ნივთები სწრაფად წამოვკრიფე.-წავედი და დაიძინე შენ.
უკვე გასვლას ვაპირებდი დემნას მობილურმა რომ დარეკა, სწრაფად უპასუხა და წამში გაუქრა ღიმილი სახიდან.
-მოაგვარე?-ჰკითხა ვიღაცას-ვწუხვარ...რას ამბობ?-წარბები შეკრა.-სხვა ვერაფერი მოიფიქრე?!...კარგი, კარგი გასაგებია მთავარია მომშორდა...მადლობა ყველაფრისთვის დანარჩენი იცი რაც უნდა გააკეთო, კარგი.
გათიშა და ისევ საწოლზე დაემხო.
-ალექსი იყო?
-ჰო, დღესვე შეხვდა, უთქვამს დემნა ვარო, სხვანაირად არ გამოვიდოდაო, მაგას ჰგონია შემეცოდება და მეტს მივცემ.-ჩაიცინა.-შენ რაღატომ გარბიხარ, დავიძინოთ.
-არაა.-შევუბღვირე.
ხმის ამოღება აღარ ვაცადე ისე გავედი ცარიელ ოთახში და მხოლოდ დაწოლის შემდეგ გავაანალიზე რომ მის ოთახში ვიყავი, ყველაფერს დემნას სუნი ჰქონდა. გონებაში გამეღიმა მაგრამ გარეგნულად მაინც არ გამოვუტყდი თავს და დავიბღვირე...ეჰ რა კარგი სურნელი ჰქონდა, რაღაცნაირი მზის.
ნახევრად მეძინა შეტყობინება რომ მომივიდა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი დემნა არ იქნებოდა. მარიამი იყო. მომიკითხა და თან თავისი ფოტო გამომიგზავნა, ჩემ საწოლში იწვა, გამეღიმა და გადავურეკე.
-გისმენ.-დაღლილი ხმით გამაგონა.
-მეც მომენატრე.-ვუპასუხე შეტყობინებაზე.-და ძალიანაც კარგად ვარ. შენკენ რა ხდება?
-უფ რა ვიცი, ძაან დავიღალე.-ამოიოხრა.-ახლა ოფისს ვერაფრით ვერ შევეჩვიე თან ეხლა ჩემი უფროსი მაინც გყავს და ისეთ რაღაცეებს მავალებენ გეფიცები უკვე მენატრება.
-ჩემთან სახლში ხარ?
-ხო, რაც წახვედი აქეთ გადმოვცხოვრდი აბა სამსახურში მისასვლელად უკვე ორი საათი მჭირდებოდა ხოლმე ეხლა კიდევ აქვეა და ფეხითაც კი გავდივარ.
-ანუ ოფიციალურად ახალი რუმმეითი მხვდები არაა?-გამეცინა.
-დიახაც.-მასაც გაეცინა დაღლილი ხმით.-აქედან ფეხის გამდგმელი არ ვარ ჩემ სახლში, შემიძლია გაგიცვალო კიდეც.
-იყოს ,მაინც მე ვიყავი შენთან ან პირიქით ყოველთვის და რა მნიშვნელობა აქ.
-როდის ჩამოდიხარ?
-ხვალ.-ამოვიოხრე.
-უკვე მენატრები.
-მეც, წავედი უნდა დავიძინო მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ, ძილინებისა.
გამეღიმა და მზის სურნელში გახვეულს მშვიდად ჩამეძინა.
მეორე დღეს ისე ჩავედით გზა ბოლომდე ვერ გავიგე, მხოლოდ ის მესმოდა თბილისში გაღვიძებულს მაკო როგორ წუწუნებდა ისე დავიღალე სახლიდან ფეხს აღარ გამოვადგამ ერთი კვირაო.
სახლში მისულმა მაშინვე კიროვას დავურეკე და იმის მიუხედავად რომ მითხრა არაა საჭირო ხვალვე მოსვლაო არ დავანებე და მეორე დღესვე დავიწყე მუშაობა. მარიამის თქმით დემნა სამსახურში არ მისულა რამდენიმე დღით, საქართველოდან გასულა ,როგროც მარიამმა მითხრა ასე ხშირად გადის ხოლმე თურმე, იქაც ბიზნესი ქონია რაღაც და რაღაცას აგვარებსო.
თვითონ ქალბატონი ჩემთან გადმოცხოვრდა მართლა, ამიტომაც დღეებს თუ ვერა სამსახურის გამო, ღამეების უმეტესობას მაინც სულ ერთად ვატარებდით.
საქმეზე ჩვეულებისამებრ გადავერთე და სხვა აღარაფერი მაინტერესებდა, ახლაც მორიგეობიდან ვიყავი დაბრუნებული სახლის კარს ვაღებდი და იმაზე ვფიქრობდი ნეტავ აბაზანაში არ ჩამეძინოს-მეთქი, სიბნელეში ვიღაცამ ძლიერი ხელი რომ მომხვია მუცელზე და ჩემივე სახლის კარზე ამაკრა. უეცარი შიშისგან ისე ავკანკალდი დაყვირებაც ვერ მოვიფიქრე, ალბათ სულ გადავფითრდი და გონება დამებინდა, ისიც კი ვერ მოვიფიქრე რომ უნდა მეკივლა.
-დაწყნარდი.-გავიგე ბუბუნა ხმა.
პანიკამ გადამიარა მაგრამ რა დამაწყნარებდა, უკვე ჩხუბს ვაპირებდი კისერზე რომ ვიგრძენი ტუჩები და ერთიანად ჩამომცხა.
-მომენატრე...ძალიან მომენატრე.-მეჩურჩულებოდა და თან ტუჩებს ჩემი ყურისკენ მიაცოცებდა.
-აქ რა გინდა?-ამოვთქვი როგორც იქნა და ვეცადე სულ ცოტა მაინც მესუნთქა.
-შენს ზევით ვიყიდე ბინა.-მშვიდად მიპასუხა და ერთი ხელის გაწვდენით აანთო სადარბაზოში შუქი.- რამდენიმე დღეა გადმოვედი და ვერაფრით დაგამთხვიე რომ სამსახურში არ ყოფილიყავი.
-ბინა?-ვიკითხე დასაზუსტებლად.
-ხო კომპანია აქეთ გადმოვიტანეთ და ქალაქის მეორე ბოლოდან სიარული მეზარებოდა.-მხრები აიჩეჩა და გამიღიმა.
ღმერთო...სულ დამავიწყდა რა ლამაზი ღიმილი აქ.
-მაინდამაინც აქ?- ჩემი ფიქრების საპირისპიროდ დავუბღვირე.
-თან ვიფიქრე რადგანაც არ გადმოდიხარ ჩემთან, მე გადმოვსულიყავი.- ისევ მიღიმოდა.-თან მშვენიერი შესაძლებლობა მქონდა....ეხლა უნდა გავიქცე მეგობრები მელოდებიან, აი გასაღები და თუ ხახვი, შაქარი ან მეზობლთან ძილი მოგინდება მე არ დამიძახო ისე შემოდი.-გამიცინა ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი ისე უცებ გაუჩინარდა კიბეებზე ხმაც ვეღარ ამოვიღე.
ჰოო...ანუ ახალი მეზობელი, თავი გავაქნიე ჩემ ხელებში მოქცეულ გასაღებს დავხედე და ფანჯრისკენ გამექცა მზერა საიდანაც მშვენივრად დავინახე როგორ ჩაჯდა დემნა თავის მანქანაში.
თავი გავაქნიე, ჩანთა მისაღებშივე მივაგდე და პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, გრილმა წყალმა შედარებით გამომაფხიზლა და იქვე ჩაძინებასაც გადამარჩინა, სამაგიეროდ აბაზანიდან გამოსულს ამესვეტა მარიამი წინ. ამოვიოხრე...არა მგონია ახლაც წყალს გადავერჩინე.
-ხმა არ გავიგო შენი, მეძინება.-თქმა არ ვაცადე ისე ვტკიცე უარი.-ხვალ ისევ საავადმყოფოში ვარ წასასვლელი.-ხელით ვანიშნე ხმაც არ ამოეღო და ნახევრად მძინარე წავედი საძინებლისკენ.
-ეს ჩემი სახლია უკვე და შენი წესები აღარ მოქმედებს.- შუა გზაში დამეწია და ხელით გამაპორწიალა კარადისკენ.-ჩაიცვი და კლუბში მივდივართ.
-გაგიჟდი?-ამოვიოხრე მისი კიდევ ერთი წამოწყებით გაბეზრებულმა და საწოლზე მივესვენე.- როდის იყო კლუბებში დავდიოდით?
-ხო და რო არ დავდიოდით და არც კი ვიცით როგორია იქაურობა დღეს გამოვცადოთ და გავარკვიოთ.
-ხვალ არ გამოვა კლუბის ტესტირებები?- დემონსტრაციულად წამოვიმართე და მარიამის ხელებში მოქცეულ კაბას შევუბღვირე.-ეგ რაღაა?
-წინა წელს გაჩუქე მაგრამ როგორც ვხედავ არც კი ჩაგიცვამს.-შემომიბღვირა.
-სად უნდა ჩამეცვა?- შავ ნაჭერს დავაკვირდი.- ან როდის დადე აქ? ხო გითხარი უკან წაიღე-თქო.
-ხო და მეც ავდექი და წავიღე რაა.-გამომაჯავრა.
-დამაძინე.-დავუმარცვლე შეწუხებულმა და ხელებში მოჩეჩებული უმოკლესი კაბა საწოლზე მივაგდე.
-ნუ ხარ მასეთი გამოუსვლელი!...თუ რაცაა, დღეს მაკომ დარეკა, თეკლას ვერ ვუკავშირდებიო.
-რა უნდოდა?-უცებ ვერ მივხვდი.-ტელეფონი მქონდა დამჯდარი.
-მაგას ვამბობ ზუსტად დამაცადე, კლუბში მივდივართ და ორივე უნდა წამოხვიდეთო.-მახარა და მიგდებული კაბა ხელებში გაასწორა.-ნუ ისვრი ამას აქეთ-იქით, ჩაიცვი და მორჩი წუწუნს ხო იცი ბოლოს რა იქნება მაინც, ყბას რაღატომ იღლი?
-რა გაუგებარი ხარ? სადაც გინდა შენ იქ წადი მე რა შუაში ვარ...
-მიტყდება მარტო შენ სასტავთან ერთად წასვლა და იქნებ მიხვდე ეხლა, თან არაფერს დაგიშავებს ერთი საათი.
-ხო კარგი მომეცი აქ და გადი.-კაბა ავართვი ხელიდან და კარადაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელს დავწვდი.-მაკიაჟის გაკეთების თავი არ მაქ და შენ რომ მორჩები აქეთაც გამოდი.
მარიამი გახალისებული ღიღინ-ღიღინით გავიდა და კარი ხმაურით მომიკეტა. სწრაფად გავემზადე და გოგოს მოლოდინში ალბათ ნახევარი საათი მაინც გავლიე ,ბოლოს როგორც იქნა გამომეცხადა, იმდენად ლამაზი იყო რომ ჩხუბისაც კი მომერიდა და უხმოდ გავუწოდე მაკიაჟის ჩანთა.
-დავამთავრე.-მითხრა რამდენიმე წუთის შემდეგ და კმაყოფილი სახით მომაჩერდა. სარკეში ერთიანად შევავლე ჩემს თავს თვალი და კმაყოფილი დავრჩი, მართალია კაბის სიგრძეზე წუწუნი მაინც დავაპირე მაგრამ მარიამი მიმიხვდა და სანამ რამეს ვიტყოდი მანამდე გამიყვანა ოთახიდან.
-მაკომ მომწერა უკვე იქ არიან და ჩვენღა გველოდებიან.-ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო და სახლის კარი გამოაღო.
მალე კლუბში ვიყავით და უკვე ნაცნობ სახეებს ვეძებდით რაც ბნელი განათების გამო ნამდვილ ვერ გამოგვდიოდა.
-ვხედავ.- ხელი წამავლო და მოცეკვავე სხეულებში გაიკვლია გზა.
-გამარჯობა.-პირველი ირაკლი მოგვესალმა და სასმელი მომაწოდა.
მე ყველას სათითაოდ გადავეხვიე და მხოლოდ მაშინ ვინებე დაჯდომა. კლუბში ნორმალური სიტუაცია იყო, ეტყობოდა რომ შედარებით ნეიტრალური ადგილი აერჩიათ, ერთადერთ შემაწუხებელ ასპექტს ზედმეტად ხმამაღალი მუსიკა წარმოადგენდა და ეგეც იმიტომ რომ ძალიან ვიყავი დაღლილი.
-მიკვირს გამოგყვა.-თავი გააქნია მაკომ და მარიამს გადასძახა, სხვანაირად შეუძლებელი იყო აქ რამე გაგეგონა.
-მეც მაგრამ მთავარია გამომყვა, ეს რომ საავადმყოფოს დაინახავს აღარაფერი ახსოვს ქვეყანაზე.-თავი გააქნია ჩემმა დაქალმა.-კიდევ ველოდებით ვინმეს?
-ჩემი მეგობარი ნიკა უნდა მოვიდეს.-გვითხრა გოგამ.
მაკომ ეშმაკური მზერით გადმომხედა...რა უნდა? სახელი მეცნობოდა, მგონი ქორწილიდან...აჰ, ნიკა, გამახსენდა, მასთან ვიცეკვე, ის იდიოტია ხელების ფათური რომ დამიწყო.
მის გახსენებაზე დემნა ამომიტივტივდა თავსი და დღევანდელი შემთხვევა, თითქოს ახლაც ვგრძნობდი ჩემ ხელში ჩაბღუჯულ, მისი ბინის გასაღების სიცივეს.
ბიჭის შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელის გახსენებაზე კი სულ ავირიე, სიწითლის გასაქრობად კოქტეილი მოვსვი, ამანაც ვერ მიშველა წამოვდექი და ქალების ტუალეტისკენ გავემართე, ფრთხილად მივაბიჯებდი ჩაბნელებულ დერეფანში და ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ არასწორად წავედი, ჯობდა მეკითხა საით იყო. გაბრუნებას ვაპირებდი რაღაცის მსხვრევის და გინების ხმები რომ მოისმა ამას დაერთო საოცარი ხმით ტირილი, გოგო იყო, აშკარად რაღაც სჭირდა, დახმარებას ითხოვდა, ჩემში ექიმის ინსტიქტებმა იმძლავრეს და ვერც კი მივხვდი ისე უნებურად შევხსენი შავი კარი საიდანაც კივილის ხმები მოდიოდა.
წინ გადაშლილმა სანახაობამ კი სრულად დამადუმა, ქერა გოგო იატაკზე მორთხმით ეგდო და განწირული ხმით კიოდა. თავზე ზორბა ტიპი წამოდგომოდა, გოგოსთვის თმაში ჩაევლო ხელი, საშინელი გაბრაზება და სიშმაგე გამოსახვოდა სახეზე და თვალებზე ბინდგადაკრული შემომცქეროდა.
-შენ აქ რა გინდა?!-დამიყვირა და გოგოს თმას ხელი უშვა.
შოკისგან დადუმებულმა ნაბიჯის გადადგმა ძლივს მოვიფიქრე ჩემივე გამყინავმა ხმამ რომ გაკვეთა ოთახი.
-შენ თვითონ რა უკეთებ ამ საწყალს?
რომ არ მცოდნოდა ეს მე ვთქვი არც კი დავიჯერებდი ისეთი მკაცრი ხმა მქონდა.
-როგორც ვხედავ შარს ეძებ.-ჩემკენ წამოვიდა, ტუჩები ირონიულმა სიცილმა გაუპო.
გაქცევას აზრი არ ჰქონდა, თვალები მოვაცეცე რამე მასიურის პოვნის იმედით მაგრამ მხოლოდ სანათი შევნიშნე ისიც იმდენად მოშორებით რომ ვერ მივწვდებოდი. ქერას გავხედე, რომელიც სიტუაციით დაბნეული კიდევ უფრო მეტად ტიროდა და მონდომებით ჩაფრენოდა კაბინეტის ყავისფერ იატაკს.
იმედი გადამეწურა, მივხვდი შიშისგან როგორ ავკანკალდი მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია...ახლა თუ გადავრჩები აღარასდროს შევალ სხვის კაბინეტში დაუკაკუნებელად, ვლოცულობდი და მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ჩემს თავს გონებაში მოთქმით ვლანძღავდი ასეთი დაუდევრობისთვის.
-ალექს.-ოთახი მკაცრმა ხმამ გაარღვია, ვიგრძენი როგორ მომეხვია მუცელზე ძლიერი ხელი და ნაცნობ სურნელში გახვეული მკვრივ ზედაპირზე აკრული აღმოვჩნდი.
ღონემიხდილი ჩავაფრინდი დაძარღვულ ხელს და შვებისგან კიდევ უფრო ავკანკალდი.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ხმა გაციებული ჰქონდა და დაძაბული ძლიერად მიკრავდა მუცელზე.
-დემნა.-უცებ დაიბნა კაცი, სახეზე ფერები გადაუვიდა და უკან დაიხია.-საქმეებს ვაგვარებდი ,ხდება რამე?
-ეგ ვინაა?-დემნამ ყურადღება არ მიაქცია დაბნეულ სიტყვებს და ქერაზე ანიშნა.
-შემოგზავნილია.-კაცმა ამოიხვნეშა და ზიზღით დახედა გადაფითრებულ სხეულს.
-მერე მანდ რა უნდა?-ახლა უფრო მკაცრი იყო დემნა.
-დაწყნარდი, უბრალოდ ვუხსნიდი რომ აქ შემოსვლა ცუდი აზრი იყო და იმას ვეუბნებოდი რა მოუვიდოდა მის დამკვეთს თუ კიდევ ერთხელ გამოგვიგზავნიდა ვინმეს.
-და ეს?-როგროც მივხვდი ჩემზე ანიშნა.
-ჩაერია.-ტუჩია აიბზუა კაცმა.
ვიგრძენი როგორ შეუტოკდა დემნას ბრაზისგან მხრები, სწრაფად დამხედა და ისევ უცნობს მიმართა.
-ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ...გოგოს წამოდგომაში მიეხმარე და ექიმთან მიიყვანე, დაწყნარება სჭირდება.-უცნობმა შეწინააღმდეგება დააპირა მაგრამ მივხდი რომ დემნას შეხედა თუ არა გადაიფიქრა.- მოაწესრიგეთ ,ბოდიში მოუხადე და სახლში გაუშვი, მისივე უფროსთან მოვაგვარებთ დანარჩენს.
კაცმა ფრთხილად წამოაყენა ქერა და ჩემზე მოჩერებულმა გაიყვანა ჯერ კიდევ ღია კარში, არ გავნძრეულვართ, მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი ბოლომდე კარი რომ დაიკეტა. დემნამ ამოიოხრა, ხელები გამიშვა და თავისკენ მიმატრიალა.
-შენ აქ რა გინდა?-დაღლილი სახით მიყურებდა.-რამე ხომ არ დაგიშავა?-უცებ ეცვალა გამომეტყველება და მოშიშვლებულ მხრებზე გადაიტანა მზერა.
-კარგად ვარ.-ტუჩები მოვმუწე და ამდენი ხნის შეკავებული ქვითინი წამსკდა, ვეღარ ვჩერდებოდი.-ის კიოდა და...მე...მე შემეცოდა.-ვლუღლუღებდი დემნას კისერში და მლაშე ცრემლით ვუსველებდი პერანგს.
დაძაბულს ხელები მოვხვიე წელზე და დაცულობის გრძნობისგან გულაჩქარებული კიდევ უფრო მეტად ავტირდი.
-ჩუ, ჩუ პატარავ.-მეჩურჩულებოდა და ძლიერად მიხუტებდა.-არ უნდა შემოსულიყავი, ვინმესთვის უნდა დაგეძახა.
უცებვე ამიტაცა ხელში, სავარძელში ჩაჯდა და მეც კალთაში მიმიჩინა ადგილი, ოდნავ წინ გადაიწია და აკანკალებულს რბილი მატერია მომახვია, შედარებით დავწყნარდი, დემნა ჩემს სახეზე, კისერზე და მოშიშვლებულ მხრებზე ნაზად დაასრიალებდა თითებს. მისი თითებისგან წამოსული იმპულსები მთელ სხეულს ედებოდნენ და სიამოვნებისა და სიმშვიდის ნირვანას ქმნიდნენ. რამდენიმე წუთში უკვე სრულიად აღვიქვი სიტუაცია და შედარებით დაწყნარებულმა ავხედე ბიჭის იდეალურ ნაკვთებს.
-ვისი კაბინეტია?-ვიკითხე და ჩემზე შემოხვეულ პლედს დავხედე.
-ჩემი.-მითხრა მშვიდად.-როგორ ხარ?
-უკეთესად.-თავი გულზე დავადე და ვეცადე მასზე მომეხდინა კონცენტრირება.- უბრალოდ შემეშინდა.
-აქ რა გინდოდა?
-გზა ამერია, კივილი გავიგე და შემოვყევი.
-კლუბში რა გინდოდა საერთოდ?-ამოიოხრა და თმაზე მომაკრა ტუჩები.
-მაკომ დაგვპატიჟა მე და მარიამი.-ამოვიოხრე.-არად ახლა უნდა მეძინოს.
-რა დაინახე?-სხეული დაეჭიმა და დაძაბული დამაკვირდა.
-არაფერი ისეთი.-თავი გავაქნიე და ვეცადე რამდენიმე წუთის წინ ნანახი სცენა გონებიდან ამომეგდო.-ის კაცი ვინაა?
-ალექსია.
ესაა ალექსი?.. გაკვირვებისგან ამოვიოხრე, არ ველოდი ასეთი...ასეთი მოძალადე თუ იქნებოდა.
-აბა პოლიციელიაო?-ამოვთქვი გაკვირვებულმა.
-არის კიდეც.-ნიკაპზე წამომავლო ხელი და თავლებში ჩამაცქერდა.-მართლა კარგად ხარ?
-კი დაწყნარდი.-ვუპასუხე და ყბაზე მივაკარი ტუჩები, თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია.
ისევ გულზე დავაბრუნე თავი, რამდენიმე წუთით ვისხედით, სანამ მყუდროება კარის ხმამ არ დაგვირღვია.
-შემოვიდე?-უკმეხად იკითხა ალექსმა და პასუხს არც დალოდებია ისე ჩამოგვიჯდა მოპირდაპირე დივანზე.-ვინაა?- დემნას ჩემზე ანიშნა.
-თეკლაა.-უცებ წამოდგა და მეც მასთან ერთად წამომაყენა, კარში გავედით.
ზევიდან დამყურებდა და სახეზე მეფერებოდა.
-მაკოსთან და მარიამთან დაბრუნდი.-მითხრა და ამიოხრა.- რამდენიმე წუთში მოვალ და სახლში წავიდეთ...აღარსად შეხვიდე.
სწრაფად მაკოცა ლოყაზე და ისევ კაბინეტში შებრუნდა. რამდენიმე წუთში სრულიად დაწყნარებული ვიჯექი მაგიდასთან სადაც უკვე ისეთი მთვრალები იყვნენ ჩემი ამდენი ხნით გასვლა ვერც ერთმა შენიშნა მარიამის გარდა.
-სად იყავი?-დაძაბული მომაჩერდა.-საპირფარეშოში ვერ გიპოვე.
-იცოდი რომ ეს დემნას კლუბი იყო?-მისი შეკითხვა დავაიგნორე და კოქტეილი მოვსვი.
-შენ არა?-გაუკვირდა და ეჭვით შემათვალიერა.-სადმე ნახე?
თავი დავუქნიე.
-გასაგებია.-ჩემი გაუჩინარება დემნას შეაწერა და იმ წამს მოსულ სტუმარს შეაჩერდა.
ნიკა ღიმილიანი სახით მიყურებდა, ყველას მიესალმა და დემონსტრაციულად მომიჯდა გვერდით, შევუბღვირე და საგრძნობლად შორს გავიწიე. ახლა ამ ბიჭის თავი ნამდვილად არ მქონდა.
-როგორ ხარ?-არ შეიმჩნია და თვითონაც მოიწია.
ვიცოდი რომ მალე დემნა უნდა მოსულიყო და თუ დაინახავდა რა მონდომებით ცდილობდა ეს ბიჭი ჩემთან მოახლოებას ,არა მგონია ისედაც გაბრაზებულს მარტივად გაეტარებინა.
-მშვენივრად.- ზრდილობიანად გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.-სასმელს შევუკვეთავ.-ცარიელი ჭიქა ავაფრიალე.-რამე წამოგიღოთ?
-კი იგივე.-ელენემ ჭიქა მომაწოდა და მეც უკვე წასვლას ვაპირებდი ირაკლიმ რომ დამიჭირა.
-მოიცა...იყავი მე მოვიტან.
ოჰ ირაკლი, ოჰ ირაკლი რაა...იქნებ დამაცადო?! აზრით აშკარად მოხიბლულ ნიკას გავხედე და წარბები შევკარი.
-იჯექი.-ვუთხარი და ბარისაკენ ავიღე გეზი.
სანამ ბარმენი ჭიქებს ავსებდა, მე ისევ რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე მეფიქრებოდა, ბევრი კითხვა დამიგროვდა პასუხები კი მხოლოდ დემნამ იცოდა, ამოვიოხრე და ბარს ორივე ხელით დავეყრდენი. უკნიდან ძლიერი სხეული რომ ამომიდგა, გაბრაზების ტალღებმა დამიარა, მაგრამ წამში მოვეშვი სასმელებისა და სიგარეტის სუნს ნაცნობი მზის სუნი რომ გამოერია. იმის ნიშნად რომ ვიცანი თავი მხარზე მივადე და გავინაბე, დემნამ მუცელზე მომხვია ხელები, თავისკენ შემაბრუნა და გამიღიმა. ღრმად ჩავისუნთქე, ერთიანად ჩამომცხა.
-წავედით.- ბარმენს რაღაც ანიშნა, ხელი ჩამკიდა და კლუბიდან გამიყვანა.
-მოიცა...არ გამიფრთხილებია.-შუა გზაში გამახსენდა და ოდნავ შესამჩნევად შევეწინააღმდეგე მანქანისკენ წასულ ბიჭს.
-მე ვუთხარი მარიამს.- მანქანის კარი გამიღო და დასაჯდომად მიბიძგა.-ელენესთვისაც გავატანე კოქტეილი ასე რომ თავისუფალი ხარ.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექი და დაჰიპნოზებული, ნახევრად მძინარე ავყურებდი გამოქანდაკებულ სხეულს. ლიფტში შესულებმა ჩემი სართულის ნომერს რომ მივაჭირე თითი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ჩემ წელზე მოხვეული ხელი.
-ჩემს საწოლში მირჩევნია ძილი.-მივუხვდი სათქმელს და ლიფტიდან გასულმა როგორც შემეძლო ისე ჩავიცინე.
-ძილინებისა.-შუბლზე მაკოცა.
გამიკვირდა რომ არ შემეწინააღმდეგა, ცოტა ხანს მიყურა და კიბეებს აუყვა.
მე კიდევ დიდ ხანს შევყურებდი, ბედნიერი კიბეებს... საოცრად ბედნიერი და დაღლილი.
სახლში თვალდახუჭული შევედი და უკვე მძინარე რბილ საწოლზე მივესვენე.


****
ერთიანად გაფითრებული მივუყვებოდი კიბეებს, ლიფტის გამოძახება არც კი მიფიქრია, ჩემ ბინას ისე ჩავუარე არ შემიხედავს და გაყინული მზერა გავუსწორე შავ კარს. ვიცოდი რომ სახლში იყო, შეიძლება უკვე ეძინა. არც კი მიფიქრია გასაღებით გამეღო კარი, თეთრი ზარის ღილაკი მოვძებნე და უჩვეულოდ გათეთრებული თითი წავიღე მისკენ. ზუსტად ვერ მივხვდი რამდენი დრო გავიდა, კარში ნახევრად შიშველი დემნა რომ გამოჩნდა, როგორც ჩანდა აბაზანას მოვწყვიტე, წყლის წვეთები შემორჩენოდა დანამულ სხეულზე.
ჯერ კიდევ გუშინ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ახლა კი...ახლა განადგურებული ხმასაც ვერ ვიღებდი, რა სასტიკია დრო, როგორ შეუძლია რამდენიმე საათში ის განგაცდევინოს რასაც შეიძლება წლები და კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდეს რომ გადაიტანო. რა სწრაფი და დაუნდობელია თითოეული ტკივილის წუთი და როგორ უსირცხვილოდ გახვევს თავის წესებს, სამართალს.
გაბრუებულმა ავუსვი შიშველ მხარზე ხელი, ტკივილისგან ერთიანად მეწვოდა სული და სხეული ის კი ისეთი გრილი იყო, ამოვიოხრე და გაშმაგებით დავეპოტინე სასურველ ტუჩებს.
შეკრთა...არ ელოდა, წამში მომხვია ხელი და მთელი სხეულით ამიკრო, ბედნიერებისგან, სიამოვნებისა და ამავდროულად საოცარი ტკივილისგან ცრემლები გადმომცვივდა. იგრძნო და წამში მომშორდა, სუნთქვის დარეგულირებას ეცდა და გაბრუებულმა შემომხედა.
მხოლოდ იმ წამს მივეცი თავს უფლება მეტირა, ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები წამომსვლოდა, ტკივილისგან მოვიკეცე და რომ არ მისი ძლიერი ხელები აუცილებლად დავეცემოდი.
-თეკლა.-ანერვიულდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-ყველაფერი კარგადაა?
-მიშველე.-ამოვთქვი და ძლიერ ხელებში მივესვენე.
აღარ მახსოვს საწოლთან როგორ მივედი ან როგორ დამეძინა, თვალები რომ გავახილე პირველად რაც აღვიქვი უცხო ოთახი იყო, ნელ-ნელა ვიაზრებდი სად ვიყავი... ჯანდაბა, აქ არ უნდა მივსულიყავი... წამოდგომა დავაპირე თუ არა აქამდე დივანზე შეუმჩნევლად მჯდარი სხეული წამოიზიდა, საწოლს მოუახლოვდა და კიდეზე ჩამოჯდა.
-დემნა...-ამოვიჩურჩულე სიბნელეში და მისი ხელი მოვძებნე.
-როგორ ხარ?-ჩემი თითები დაიჭირა და ორივე ხელში მოიქცია.
-უნდა წავიდე, მაპატიე არ უნდა მოვსულიყავი არც კი ვიცი რატომ...-უცებ გამოვერკვიე და წამოდგომა დავაპირე.
-მიხარია რომ ჩემთან მოხვედი.-მითხრა და უკვე წამომდგარი ძლიერად მომიქცია ხელებში.-კიროვამ დარეკა.
მის სიტყვებზე გავიყინე და უღონოდ მივესვენე მკლავებში.
-სანამ გეძინა, მე ვუპასუხე.-წინააღმდეგობა რომ ვეღარ იგრძნო მშვიდად განაგრძო.-შენს გამო ნერვიულობდა და ყველაფერი მომიყვა, გადმოგცა რომ შეგიძლია რამდენიმე დღით დაისვენო.
-მოგიყვა...-სიტყვა მოვსინჯე და სიმწრის ჟრუანტელმა დამიარა.
რამდენიმე საათის წინ მომხდარი წყვეტილ კადრებად გამახსენდა.
საავადმყოფოში ახალგაზრდა ძალიან ლამაზი გოგო შემოიყვანეს, სისხლისგან იცლებოდა და ტკივილისგან გულწასული უღონოდ ესვენა კაცის მკლავებში, უკან კივილით მოყვებოდა ქალი, ისე ნერვიულობდა ცალკე მას დასჭირდა ექიმი. მერე როგორც აღმოჩნდა ეს კაცი და ქალი გოგოს მშობლები იყვნენ. კიროვა ძალიან დაღლილი იყო, მორიგეობა უკვე უმთავრდებოდა. გოგოს შინაგანი სისხლდენაც ჰქონდა, ოპერაციამ არც ისე რთულად ჩაიარა, რა თქმა უნდა, მეც დავესწარი ეს მოვლენა ამ ბოლო პერიოდში ხშირი იყო მაგრამ რატომღაც მთავარი ექიმი დღეს განსაკუთრებით გულკეთილად მექცეოდა და მეც თავიდან ბოლომდე ჩამრთო ოპერაციაში.
ცოტა ხანში მშობლების წინ ვიდექი და პაციენტის მდგომარეობაზე ვუხსნიდი, ხშირად ასე არ ხდებოდა მაგრამ ახლა რატომღაც დამაინტერესა როგორ აღმოჩნდა ჭრილობა გოგოს მუცელზე. დედამ კანკალით მომიყვა როგორ დაგორდა მისი შვილი კიბეზე და იქვე დაჭედებულ ლურსმანს წამოეგო პირდაპირ. მე რატომღაც უფრო განერვიულებული გამოვბრუნდი და სხვა პრაქტიკანტების ოთახს მივაშურე, დღეს პაციენტს საფრთხე აღარ ემუქრებოდა მაგრამ იმის მაგივრად რომ დამეძინა ველოდებოდი როდის გაიღვიძებდა, ხშირად დავდიოდი მის პალატასთან ახლოს, რამდენიმე საათში უცნაური მტვრევის ხმა რომ გავიგე პალატაში შესულს კი საშინელი სიტუაცია დამხვდა, გოგო საწოლიდან წამომდგარიყო, გარშემო ყველაფერი დაელეწა თვითონ კი ფანჯარას ეჭიდებოდა რომ გაეღო, ჭრილობა გახსნილი ჰქონდა და თეთრ ხალათზეც ნელ-ნელა ეზრდებოდა წითელი ლაქა.
-არ მომიახლოვდე!-მიყვირა და როგორც იქნა ფანჯარაც გააღო.
მისკენ გავიწიე მაგრამ იქ მისულს უკვე რაფაზე ასული დამხვდა, ისე დამიყვირა რომ გავწეულიყავი თორემ გადახტებოდა მიკვირს ვინმემ როგორ ვერ გაიგო.
-მაპატიე.-გავიწიე თუ არა სიტყვის თქმაც არ მაცალა ისე გადაეშვა.
დანარჩენი ზუსტად აღარ მახსოვს როგორ შემოცვივდნენ ხმაზე ექიმები, შემდეგ პოლიციის სირენები, ბოლოს რაც მახსოვს კითხვებს მისვამდნენ და შემდეგ სახლში გამომიშვეს, მახსოვს როგორ მომინდა დემნა ერთხელ მაინც მენახა და შემდეგ აღარაფერი.
-ხომ იცი რომ ვერაფერს გააკეთებდი?-დემნას ხმამ გამომარკვია, სიბნელეში მონოტორულად მისვამდა თავზე ხელს.-რაც თქვენი საქმე იყო ხომ კარგად გააკეთეთ, დანარჩენი შენი ბრალი აღარაა.
-ვიცი მაგრამ იქნებ რაღაც მაინც ყოფილიყო, ხომ მეცნაურა მშობლების მონაყოლი, იქნებ მთავარი ექიმისთვის მეთქვა და კამერებიან ოთახში გადაგვეყვანა ყოველი შემთხვევისთვის.-ამოვიოხრე და თვალებში ჩავხედე.-პირველი პაციენტი ხომ არაა ვინც ჩემ თვალწინ მოკვდა, აქამდეც ყოფილა შემთხვევები მაგრამ ვიცოდი რომ ყველაფერი გავაკეთეთ ახლა კი...ჯერ ძალიან პატარა იყო.- გოგო გამახსენდა და ტანში გამცრა.
-მშობლებმა დამალეს?-ხმა მასაც შეცვლილი ჰქონდა.
-ჰო, რცხვენოდათ ხალხს რომ გაეგო რას იფიქრებდნენ...-ღრმად ჩავისუნთქე და უცებ ძალიან ძლიერი გაბრაზება ვიგრძენი.-არადა ის ვერ გათვალეს რომ გამოფხიზლებული კიდევ ეცდებოდა ს....არაფერი არ მითხრა, იმდენად უნდოდა მომკვდარიყო.-უკვე ცრემლები წამომივიდა.-ჩემ თვალწინ მოიკლა თავი და თან მომიბოდიშა რომ ამას აკეთებდა, იმდენად უნდოდა სიკვდილი სცენაც კი არ დაუდგამს, არც სენტიმენტალური სიტყვები უთქვამს, არც დრამა სდომებია და არც აკვიატება იყო რომ ყურადღება მიექცია...მას სიკვდილი უნდოდა...-დემნა ჩუმად იჯდა და მისმენდა, ვხვდებოდი რომ თითოეული სიტყვა აინტერესებდა, არც მაწყვეტინებდა, უბრალოდ მისმენდა და მეფერებოდა.-ამიტომ გავხდი ექიმი... მიყვარს სიცოცხლისთვის მებრძოლი ადამიანები... დაუღალავი შრომა იმისთვის რაც ღმერთმა ასე ძვირფასად გვიბოძა, ის კი...პირველი იყო იმ კედელებში ვისაც სიცოცხლე არ უნდოდა...მომავალი ექიმი ვარ უნდა შემეძლოს ადამიანს პირველ რიგში სიცოცხლის სურვილი გავუღვიძო...ის გოგო კი...
-მისმინე...-გამაწყვეტინა და ნაზად ამიწია ნიკაპი.-ადამიანი ხარ პირველ რიგში, მარტივი არაა როცა შენ თვალწინ ვინმე თავს იკლავ, ბევრი ალბათობა არსებობს მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია ის რაც მოხდა... ტყუილად ნუ იტანჯავ თავს, ექიმი ხარ, სასწაულებსაც ჩაიდენ მაგრამ გადამხტარს ვერ მოაბრუნებ.
ძნელი იყო იმის გააზრება რაც სრულიად უცნობმა გოგომ გააკეთა ჩემ თვალწინ, დემნასთან მონაყოლის მერეც კი არ მასვენებდა ის გრძნობა რომ რაღაც ვერ გაკვეთე.
-ტრიუმფალური თაღი წაკითხული გაქვს?
უკვე თენდებოდა, დემნას საწოლზე ვიწექით გულაღმა ერთმანეთის გვერდით, ვერც ერთი ვიძინებდით. არც ვლაპარაკობდით მაგრამ როგორც ჩანს დემნას ჩუმად ყოფნა აღარ უნდოდა.
-სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია.- ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა და გაეცინა.- ვფიქრობ შენ მუზეუმში მოიწყენდი.
-მაგ სიტყვებს კაშკაშა შუქისთვის მინახავდი?-თავი ფანჯრისკენ გავაქნიე და ღიმილით ვანიშნე რომ ვიცოდი.
მზე უკვე ამოსულიყო და ვარდისფერ ცაზე სხივებს აკაშკაშებდა, ოთახი ყვითელი ფერით ოყო სავსე. დემნას გაეღიმა ჩემ სიტყვებზე.
-განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.-გაეღიმა.
-კარგად ციტირებ.-მისკენ გადავბრუნდი.-მე კი ვფიქრობ რომ თუ სრულყოფილების ადგილი მუზეუმშია მაშინ ჩვენი ადგილი იქაა როსთვისაც სრულყოფილი ვიქნებით. თუ ბერნინს გამოიტანენ და საბავშვო ბაღის ეზოში დადგამენ ის მაინც ბერნინი იქნება...სრულყოფილება არსად წავა.
-მაგრამ იქიდან გამოსულს ჩვენი სრულყოფილება გაგვიქრება.-ისიც გადმობრუნდა და თვალებში ჩამხედა.-სადაა შენი სრულყოფილი ადგილი?
მაშინვე გაიელვა ჩემს თავში ადგილმა და მის წარმოდგენაზე გამეცინა.
-მითხარი, პირველი რომელიც გაიფიქრე ისაა.-მიხვდა რომ უცნაური იქნებოდა.-რაც არ უნდა სასაცილო იყოს ისაა შენი სრულყოფილება.
-ჩემი ბავშვობის კარადა.- ვთქვი და გამეცინა, რაც არ უნდა ყოფილიყო უკეთესად ვიყავი.
-კარგი და სადაა?
-სოფელში, ბებიას სახლში.-მხრები ავიჩეჩე.
-კარგი... წავედით.-ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად წამოდგა.
-სოფელში?-გამეცინა და კარში გასულს უკან მივყევი.
სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წამიყვანა, გზაში კი ჩემი და ბებიას ამბებს მაყოლინებდა.
-კარგად ვარ.-ვუთხარი რადგან მივხვდებოდი როგორ ადარდებდა ჩემი მდგომარეობა.- უბრალოდ მის მშობლებს ვერ ვუგებ, არ აქვს მნიშვნელობა მათი მიზეზით გადახტა თუ სხვა იყო გარეული, ფაქტი ისაა რომ კარგი მშობლები ვერ იყვნენ... შეიძლება ზედმეტი მომდის მაგრამ მე მისი თავლები დავინახე, უკანასკნელი ამოსუნთქვა გავიგე...რაც არნუდა იყოს, შვილის სიკვდილს არც ერთი მშობელი იმსახურებს.
-და მაინც ახლა მათ სინანულს აზრი აღარ აქვს ადამიანის წინაშე, ახლა ღმერთთან სინანულში უნდა გაატარონ მთელი სიცოცხლე- დემნამ უნებურად საჭეზე აათამაშა თითები.-არ იმსახურებდნენ მაგრამ მათი თავმოყვარეობა რომ არა, ახლა მათი შვილი ცოცხალი იქნებოდა. თავმოყვარეობა ბევრია, გაქრება და შემდეგ ისევ მოვა, პატივისცემაც ასე, სამაგიეროდ ძვირფასი ადამიანი ერთია და თუ ის წავა ან გაქრება ულევი თავმოყვარეობა და პატივისცემა მაინც დარჩება, უბრალოდ აზრს დაკარგავს.
მანქანა ბებიას სახლთან გააჩერა, მანქანის კარის გახსნა არ ვაცადე ისე გადავხტი და მონატრებულ ეზოში შევედი.
-აქ აღარავინ ცხოვრობს.-ვუთხარი და გასაღების გამოსაღებად, ყვავილის ქოთნის უკან შევძვერი.
რამდენიმე წუთში უკვე ჩემი დიდი თეთრი კარადის წინ ვიდექით.
-ესაა?-ჩაიცინა და უზარმაზარ კარადას ახედა.
-მხოლოდ ჩემი კი არა ეს მაკოს კარადაც იყო.-თავი ვიმართლე და კარი გავხსენი.
-შეძვერი.
თავით მანიშნა და მეც წამში აღმოვჩნდი შიგნით. ჩამოვჯექი და თავი ხეს მივადე. კარი დაკეტა, თვითონ კი მოპირდაპირედ ჩამოჯდა საწოლზე. რამდენიმე წუთი ხმას ვერ ვიღებდი და ჩემი სრულყოფილებით ვტკბებოდი. ბებიას ხშირად დავმალულვარ აქ, მახსოვს სულ მეთამაშებოდა და თვითონაც უყვარდა ჩემთან ერთად აქ ჯდომა, ვარსკვლავებიან სანათს ავხედე, ეს მეცხრე დაბადების დღეზე მაჩუქა, მაშინ მითხრა რომ როდესაც ამ სანათს ავანთებდი და წარმოვიდგენდი იმ ადგილს სადაც ახლა ყოფნა მინდოდა აუცილებლად ვიგრძნობდი თავს ისე თითქოს მართლა იქ ვიყავი, მე იმდენად მომწონდა ჩემი კარადა არასდროს მინატრია სხვაგან ყოფნა, მაგრამ ახლა მთელი გულით მსურდა წამით მანც მენახა ბებია, იმ ადგილას აღმოვჩენილიყავი სადაც ახლა იყო, ხელი ავწიე და სანათის ჩამრთველს მოვავლე.
-ეს კარადა ხომ სახლშიც შემიძლია წავიღო მაგრამ იქ ჩვეულებრივი გახდება.- ვეცადე ცოტა ხმამაღლა მეთქვა იმ იმედით რომ გაიგებდა.-შენ ის მითხარი სადაა დემნას იდეალური ადგილი?
-ჯერ არ ვიცი.-ხმაზე შევატყვე რომ ეღიმებოდა.-რომ გავარკვევ გეტყვი.
დიდ ხანს არ დავრჩენილვართ ეს ადგილი ძალიან მიყვარდა და არ მინდოდა გაცრეცილიყო. ყოველთვის ყველაფერი ადვილად მბეზრდებოდა ამიტომაც იმ სიმღერასაც კი რომელიც მიყვარდა დღეში ერთ ჯერზე მეტად არ ვუსმენდი, ამით თითქოს ვიზოგავდი, იდეალურ ადგილზეც იგივე წესი ვრცელდებოდა.
თბილისში დაბრუნებულები ისეთი გადაქანცულები ვიყავით დაწოლისთანავე დაგვეძინა, საღამო იყო თვალები რომ გავახილე, დემნას ეღვიძა მაგრამ როგორც ჩანდა ადგომას არ აპირებდა, უხმოდ მოვათვალიერე მისი ოთახი და შემდეგ ისევ თვალებში ჩავაშტერდი.
-რატომ არასდროს არ გიწყვია გარშემო, პირადი ნივთები ან ფოტოები მაინც.- ვკითხე ის რაც ამდენი ხანია მაინტერესებდა.
სრულიად ცარიელ ოთახს ვუყურებდი სადაც მარტო ავეჯი იდგა, ადამიანი იფიქრებდა რომ აქ არც არავინ ცხოვრობდა, წინა სახლიც ზუსტად ასე ჰქონდა მოწყობილი. მხოლოდ ახლა გამახსენდა, კოტეჯშიც რომ არასდროს იღებდა ჩემოდნიდან თავის ნივთებს და სახლში არ აწყობდა.
-ბავშვობის ამბებია.-თმა ყურს უკან გადამიწია და ხელი ლოყაზე ჩამომისვა, მის შეხებაზე ჯერ კიდევ ჟრუანტელი მივლიდა ვერაფრით შევეჩვიე ყოველთვის მეგონა რომ ცოტაც და გული გამისკდებოდა.
ამ ორი სიტყვით ყველაფერი ნათქვამი იყო, ამოვიოხრე და მთელი სხეულით მივეხუტე, დემნამაც სწრაფადვე მომხვია ძლიერი ხელები.
-არასდროს მყოლია ოჯახი, მაგრამ შენ....-გამიღიმა.-პირველად მომინდა მეცხოვრა ვინმესთან ერთად, პირველად გავატარე მთელი კვირა ისე რომ თავს სახლში ვგრძნობდი.-კოტეჯს იხსენებდა.- შენი ამ ოჯახურობით, ამ სითბოთი და სისადავით, უბრალოდ მაგიჟებ. ჩემთან მინდა რომ ცხოვრობდე, სულ უბრალოდ აქ იყო. ბევრი საყვარელი ადამიანი არასდროს მყოლია მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე ისაა რომ ვინც ასეთია არ უნდა დაკარგო...შენ კი ასეთი პატარა თხა რომ ხარ, ხომ ვიცი რომ ჩემი ხარ მაგრამ უბრალოდ მინდა რომ სწორად იცოდე.
-შენ შინაური ცხოველი გინდა თუ რუმ მეითი გაერკვიე ეხლა.-გამეცინა მაგრამ მის სახეზე წამში დავსერიოზულდი.- მიყვარს ჩვენი კოტეჯის დღეები.- გავუღიმე სრულიად გაბრუებულმა და კიდევ უფრო მეტად მივეკარი გულზე.
ასე გავხდი დემნას პატარა თხა მთელი დღეებით...ის კიდევ ნელ-ნელა ჩემს ყველაზე კომფორტულ ბალიშად გადაიქცა. თანაცხოვრების მესამე დღე იწურებოდა, მე კიდევ იმის მიუხედავად რომ რამდენჯერმე მოვასწარით ომის გადახდაც კი, მაინც გაბრწყინებული ვიდექი. დემნას სამუშაო მაგიდაზე ჩვენი და მეგობრების საერთო ფოტო დაედგა, ყაზბეგში ვიდექით ერთ-ერთ მწვერვალზე და ყველა საკუთარ სტიქიაში მყოფი შემოვცქეროდით კამერას. ყოველთვის მეგონა რომ უცხო ადამიანთან ერთად ვერასოდეს ვიქნებოდი, მითუმეტეს ვერასდროს ვიცხოვრებდი. ახლა კი ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უკეთესი ვხდებოდი ვივსებოდი , მეგონა როდესაც მას ვეხებოდი ჩემი უჯრედები სრულყოფილნი ხდებოდნენ. დემნა სულ სხვა სამყარო ოყო, ვიცოდი რომ მისთვის უკვე ჰაერივით ვიყავი, ამას კი გარეგნულად ყველაზე მეტად მისი სურვილი გამოხატავდა რომ რაც შეიძლება სახლი მყუდრო გაგვეხადა პირადი, სენტიმენტალური ნივთებით.
გამეღიმა და ფოტოს დავწვდი უკნიდან ხელების მოხვევა რომ ვიგრძენი, ბედნიერი გავიყურსე დემნას მკლავებში. დაიხარა კისერში მაკოცა და სურათი ისევ თავის ადგილას დადო, შემდეგ ფრთხილად შემატრიალა თავისკენ, ლოყაზე ტკბილად მაკოცა. თვალებდახუჭულმა აწია სახე და გაინაბა.
-სადღაც უნდა წავიდეთ.-თვალები გაახილა და ზემოდან ღიმილით დამაცქერდა.
-სადღაც ანუ მე არ მეტყვი.-გამეცინა და კარებისკენ წავედი.-წავედით.
დემნამ ხელი ჩამკიდა და მთელი გზა აღარ გაუშვია, მე კი მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე ნაცნობ ბილიკთან რომ გავჩერდით.
-კოტეჯში მივდივართ?-ვკითხე გაბადრულმა.-დარჩენას თუ ვაპირებთ ბარგი არ გვაქვს.-გამახსენდა და წარბები შევკარი.
-მხოლოდ რამდენიმე საათით.-მითხრა და მანქანიდან გადავიდა, გზა სრულ სიჩუმეში გავიარეთ დემნა ხელს არაფრით მიშვებდა და მეც სრული სიამოვნებით მივყვებოდი უკან. კოტეჯში შესული ერთიანად დავმშვიდდი , ვიგრძენი თითქოს სახლს დავუბრუნდი, იმის მიუხედავად რომ ეს დღეები დემნასთანაც იმავეს ვგრძნობდი ახლა ამ სახლში ყველაფერი მეტად გაძლიერებულიყო. დემნამ ამოისუნთქა, მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად გამიშვა ხელი, პირისპირ დამიდგა და გამიღიმა.
რაღაცის თქმას ვაპირებდი უცებ უცნაური ხმა რომ გავიგე და ფეხებთან უცხო არსება ვიგრძენი, სწრაფად დავიხედე და გაკვირვებისგან სიცილი აღმომხდა...ჩემს ფეხებთან პატარა საყვარელი თხა იდგა, მაშინვე დავიხარე და იმის მიუხედავად ცოტა შემეშინდა ყავისფერ ბეწვზე მოვეფერე.
-რა საყვარელია...-დემნას სიცილით ავხედე.-აქ რა უნდა?
-თავიდან ვიფიქრე რომ ციყვი სჯობდა მაგრამ მაგათი ამბავი რომ ვიცი, დაკაწრულს ის ბეჭედი რაღას მოგინდებოდა
დემნა ლაპარაკს აგრძელებდა მე კიდევ ერთიანად გაოცებული შევყურებდი ნიშნობის ბეჭედს რომელიც პატარა თხას კისერზე ბაფთით ჰქონდა მიბმული, მე კი უკვე აღარაფერი მესმოდა.
-ცხოველების გარეშე ვერა?-აღმომხდა და გამეცინა.
-ნუ იცინი თხის გარეშე ყველას შეუძლია, ძლივს მოვიფიქრე ჩემით რომანტიკული რაღაც...მგონი...- დემნა დაიხარა და ბეჭედი ფრთხილად მოიქცია თითებში.-აბა რას იტყვი?
-მეგონა მე ჯერ კიდევ სამი დღის წინ გითხარი თანხმობა.-მხრები ავიჩეჩე და გამეღიმა.
უცებ გაუბრწყინდა თვალები, ახლა თვითონ გადმოიხარა და ტუჩებზე დამწვდა.
-მიყვარხარ.-წამით მომშორდა და პირდაპირ ტუჩებზე დამჩურჩულა.-ჩემო პატარა თხა.
აჰაა...ამის შემდეგ პატარა თხას რომ დამიძახებდა ნამდვილად ვეღარ გავუბრაზდებოდი.
რამდენიმე საათში უკვე თბილისში ვბრუნდებოდით, ჩვენი თხა პატრონმა სანამ არ წაიყვანა მანამდე ფეხი არ მოვიცვალე იქიდან. კაცი რომელმაც თხა ისევ თავის სახლში წაიყვანა, მას ჩვენთვის გაზრდიდა და შეგვეძლო როცა მოგვინდებოდა მაშინ გვენახა. ცოტა ხნის შემდეგ ალბათ ამ ამბავზე კარგად ვიცინებდი ახლა კი უბრალოდ ბედნიერებას და დემნას მიმართ პატივისცემას ვგრძნობდი, ვიცოდი რომ მამისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ ვეყოლებოდი გვერდით, მითუმეტეს უკვე დათანხმებული, სამაგიეროდ იცოდა ეს რა მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის, ასე კი გამოხატავდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავით ჩვენ მისთვის. იმის მიუხედავად რომ ყველაფერი ზედმეტად სწრაფად მოხდა საოცარი სიმშვიდე არ მტოვებდა.
-დინა დეიდამ დამირეკა დღეს.-დაიწყო დემნამ.-ხვალ სავახშოდ გვესტუმრებიან, თვითონ და თავისი შვილი, ხომ იცი ჩემი პარტნიორი დამიანე.-კიროვას ხსენებაზე აზრები სულ გამეფანტა.
-კიროვა?-კიდევ დავაზუსტე.
-დინა დეიდა ისეთი თბილი ქალია მიკვირს სამსახურში ასე როგორ გაშინებს.-გაეცინა და წამით გამომხედა.- არაფერი დაგეგმო ხვალ საღამოსთვის.
-ვახშამი ჩენ მოვამზადოთ.-ვთქვი და ფრთხილად გავხედე.-დამხმარე არ გვინდა რაა.
-კარგი.-გაეღიმა.-მაშინ ვეტყვი საერთოდ არ მოვიდეს.
სახლში მისულმა მარიამს დავურეკე რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ჩემი დემნასთან გადასვლის ამბავი იცოდა, ვუთხარი რომ ხვალს საღამოს ველოდებოდით და დაღლილმა მალევე გავუთიშე. თვალი ჩემს თითზე წამოცმული ბეჭედისკენ გამექცა და ვიფიქრე რომ ყველას ხვალ ვეტყოდი, ჯობდა ერთიანად ამეტანა მთელი ტალღა. უკეთესად მოვთავსდი და იმის წარმოდგენაზე ხვალ რა სახე ექნებოდა მარიამს დამიანეს დანახვაზე ხმამაღლა გამეცინა.
-ყველას ხვალ ვუთხრათ არაა?-დემნა ფიქრებს მიმიხვდა და ნახევრად მძინარემ ჩაილაპარაკა.
-მეც მაგაზე ვფიქრობდი.- ჩავფიქრდი.-საერთოდ მგონი ჯობია თხის ამბავი გამოვტოვოთ.-გამეცინა.
ვიცოდი რომ გულის შეტევა რომელიმეს გარანტირებული ჰქონდა...“კიდევ კარგი ექიმი ვარ“-თქო გავიფიქრე. თხის ამბავი კი ისე მომინდა მხოლოდ ჩვენთვის დაგვეტოვებინა, უბრალოდ ჩვენ გარდა არავისთვის მემეტებოდა.
-იგივეს თქმას ვაპირებდი.-დემნამაც ჩაიცინა და ხელები უკეთესად მომხვია.

საღამოს ვახშმისთვის ვემზადებოდით, მე საჭმელს ვაკეთებდი დემნა პროდუქტებს ჭრიდა, უცებ რომ წამოუარა რაღაცამ, ხელი მომხვია, ჭრას თავი ანება და კალთაში ჩამისვა.
-დაიწვება...-სიცილით ვცადე ადგომა მაგრამ ვინ დაგანება, გაზი ერთი ხელის მოსმით ჩააქრო და იმდენი მკოცნა სულ დამიწითლა კისერი და ლოყები.
-ვაიმე...კარგი ნუ მკოცნი, საჭმელი.-ვიცინოდი და მაინც ადგომას ვცდილობდი იმის მიუხედავად რომ ახლა აქ ჯდომაზე მეტად არაფერი მინდოდა.-რა მართლა ახალდაქორწინებულებით ვიქცევით.-მეცინებოდა.
-თუ შენი კოცნა მინდა და ერთ ნაბიჯში ხარ სტერეოტიპი რა შუაშია?-ახლა ტუჩებზე მაკოცა მოწყვეტით და ფეხზე წამომაგდო.-წადი მოშორდი, აღარ დამენახო... ხუთი წუთით.-დააყოლა სიცილით.
-შენ, ნამეტანი მშვენიერ ხასიათზე ხარ...-გამეღიმა.
-შენც ძალიან ლაღად ხარ, ბოლოსდაბოლოს ესე გჯერა თურმე სტერეოტიპების დედამთილმა ნახელავი რომ უნდა შეგიფასოს არ გენერვიულება მაინც?-ისე სერიოზულად მეუბნებოდა დავიზაფრებოდი, რომ არა ღიმილი ტუჩის კუთხეებში რომ უხტოდა... მხოლოდ მაშინღა მივხვდი კიროვას დედად რომ თვლიდა.
-პირველად კი არ მიფასებს ნახელავს დედამთილი.-ვუთხარი სრული სერიოზულობით , ისე გამომივიდა თითქოს სხვა დედამთილიც მყოლოდა, წარბაწევით რომ შემომხედა მაშინღა დავაყოლე.-კიროვას იმდენჯერ უნახავს ჩემი გაკერილი ჭრილობა.
-იმედია ჭრილობებს უკეთესად კერავ.-დასერიოზულებული სახით ჩახედა წვნიანს.
-საჭმელს დაანებე მშვენიერია.-მივხდი რომ სულ ტყუილად მიშლიდა ნერვებს.- დიდი ხანია იცნობ კიროვას?
-უნივერსიტეტში დამიანე რომ გავიცანი და დავმეგობრდით ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვიყავი.- დაიწყო რამდენიმე წუთის შემდეგ.- დამიანე ხომ მიყვარდა მაგრამ აი დინა დეიდა რომ გამაცნო მერე ვეღარ ვხვდებოდი შვილთან უფრო კარგი ურთიერთობა მქონდა თუ დედასთან, ყოველთვის მეორე შვილად მთვლიდა, არასდროს მქონია დედობრივი სითბო გამოცდილი მაგრამ ის სიცარიელე რაც ყოველთვის იყო ჩემ სულში, მასთან ყოფნისას ქრება.-გამიღიმა.- ვიცი რომ ცოტა უცნაური იქნება მისი მიღება როგორც ოჯახის წევრი მაგრამ ვიცი ერთმანეთს გაუგებთ.-მის თავლებში იმხელა სითბო იყო, წამით ადგილს მივეყინე ერთიანად გამთბარმა ჩამოვუსვი სახეზე ხელი და მისი გრილი კანის შეხებისგან გამაკანკალა, დემნა ჩემთვის ჯერ კიდევ გამოქანდაკებულ-სახიანი სრულყოფილება იყო, რომლის თითოეულ შეხებაზე სუნთქვა მეკვროდა.
-კარი.-ხელი დამიჭირა, მოლურჯო ვენაზე მაკოცა კანის შიგნიდან რომ ფეთქავდა და ფეხზე წამოდგა.
მისაღებში გასულ კარში ლილე რომ დამხვდა საოცრად გამიხარდა, იმის მიუხედავად რომ სულ ორჯერ მყავდა ნანახი და ნორმალურად ვერც კი ვიცნობდი მივხვდი რომ მომნატრებოდა, მისკენ გავიწიე და ხელები მოვხვიე.
-გამარჯობა.-ჩემი ჟესტი ესიამოვნა და თვითონაც მომეხვია.-ადრე მოვედი, ვიფიქრე დაგეხმარებოდით.
-ძალიან კარგი მაგიდაა გასაწყობი.-დავასაქმე მაშინვე და სიცილით გავედით სამზარეულოსკენ.-ბაჩი სადაა?
-ქვევითაა, სანამ ამოვიდოდი მარიამთან შევიარეთ, ცოტა ხანში ამოვლენ.
-მარიამთან?-გამიკვირდა ჩემი დაქალის ხსენება.
-ჰო, დავმეგობრდით.-ოდნავ აწითლდა, ვგიჟდებოდი ამ გოგოს სიმორცხვეზე ისეთი საყვარელი იყო.-დაახლოებით ერთი კვირის წინ დემნას კომპანიაში დავიწყე მუშაობა და მარიამს ვიცინებდი მხოლოდ, ისე დამეხმარა ყველაფერში...-სამზარეულოში შემოსულ დემნას გახედა.
-მოევედიით!-კარში მარიამი და ბაჩი შემოვიდნენ ბავშვი მაშინვე ჩემისკენ გამოიქცა „თეკლა ექიმოს“ ძახილით და მაგრად მომეხვია . მეც მონატრებულს ტკბილად დავუკოცნე ლოყები და წამითაც აღარ მოვიშორე გვერდიდან.
მალევე მოვიდნენ კიროვა და დამიანეც, მარიამი ყველაფრის მიუხედავად შემზადებული დავახვედრე, მალად ისე ვერ გავწირე რომ არ მეთქვა მაინც, მართალია თვითონ არ მოერიდა ჩემ გაწირვას და იმ წამს მოყუდებული წყალი ისე გადასცდა ნამდვილად დავფიქრდი იმაზე რომ სჯობდა საერთოდ გამეშვა აქედან. ხომ ვიცოდი არაა რომ არ აღიარებდა მაგრამ ისე მოსწონდა გიჟდებოდა, ერთადერთ ხელის შემშლელი ფაქტორი კი დამიანეს მექალთანეობა იყო.
კიროვამ მაშინვე გამაფრთხილა რომ დინა დეიდა დამეძახა, სახლში იმდენად განსხვავებული იყო მეგონა იმ დღეს გავიცანი, ჩვენი დაქორწინების ამბავი ისე გაუხარდა ატირდა კიდეც, ლილემაც ვეღარ მოითმინა და თვალცრემლიანი გადაგვეხვია. იმ საღამოს ვიგრძენი რამხელა სიამოვნებაა საყვარელი ადამიანებისთვის შენი ბედნიერების გაზიარება, მათთვის ვისაც ისე უხარიათ როგორც საკუთარი ბედნიერება გაუხარდებოდათ. ისიც გადაწყვეტილი გვქონდა რომ სოფელში შემდეგ კვირას წავიდოდით და სათითაოდ ჩემ ორივე ოჯახს, დემნა ჩემს ხელს ოფიციალურად სთხოვდა...და მაინც, ისე მაინტერესებდა ნათლია და მამა როგორ მიიღებდნენ.
უკვე გვიანი იყო ბაჩის მეორე სართულზე ერთ-ერთი საძინებელში ეძინა, ჩვენ ჯერ კიდევ ვლაპარაკობდით და ჩაის ვსამდით. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი ყველა ბედნიერი სახით იყურებოდა, თუ მარიამს არ ჩავთვლიდით რომელიც ასე მხოლოდ მის გვერდით როგორც მივხვდი სპეციალურად მიმჯდარ დამიანეს უბღვერდა.
-მესმის რომ გიყვარვართ მაგრამ სულ ტყუილად ჩამომისხედით.-გვითხრა სიცილით კიროვამ.- წადით გაერთეთ ძლივს მოიცალეთ ყველამ ერთნაირად.
-დედაჩემი მართალია.-გაეცინა დამიანეს, ძალიან გავდა დედამისს კიროვას დახვეწილ ნაკვთებს იმეორებდა მაგრამ თავისი მამაკაცური მომხიბვლელობა კიდევ უფრო სიმპათიურ იერსახეს აძლევდა.-აღარც კი მახსოვს ბოლოს ასე როდის ვისხედით და ყველას ერთნაირად გვეცალა.
-გოგას დავურეკავ და ჩემთან კლუბში წავიდეთ.-თქვა დემნამ.
-ძალიანაც კარგი, მე კიდევ ბავშვს ჩავიბარებ და ჩემთვის წყნარად დავისვენებ.- გვითხრა კიროვამ.
-არაა საჭირო, მე მაინც არ დავდივარ ხოლმე...-მაშინვე მიუბრუნდა ლილე მაგრამ კიროვას სახე რომ დაინახა შეწინააღმდეგება სულ გადაიფიქრა, გამეცინა, ნაცნობი სახე იყო.
- მოვემზადებით და ხუთ წუთში აქ ვართ.-თქვა მარიამმა და ფეხზე წამოდგა.- წამო ლილ.-ხელი ჩაკიდა გოგოს და უკან გაიყოლა.
უკან გაყოლას ვაპირებდი, დემნამ ხელი რომ წამომავლო და საძინებელში ჩემთან ერთად შევიდა, გამეცინა.
-მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი ნორმალურად.- მარიამთან გაქცევა ვცადე.
-მე გაგიკეთებ.-მხრები აიჩეჩა.-წახვალ?-ჩაიცინა მაგრამ მაინც მკითა.
-არაა, რასაც ვიცი იმას გავიკეთებ.
ღიმილით ვუყურებდი აბაზანიდან საძინებელში როგორ მოძრაობდა, კაბა რომ გავიხადე და ვაპირებდი მეთქვა აქეთ არ გამოსულიყო ზუსტად იმ დროს ჩამიარა, მშვიდად მაკოცა მხარზე გავლისას და ისევ აბაზანაში გაუჩინარდა, თავი გავაქნიე, მე უბრალოდ ვგიჟდებოდი ამ კაცზე.
კლუბში მისულებს მაკომ რომ გვახარა ორსულად ვართო, სულ გადაგვავიწყა ჩვენი ამბავი, აი დიჯეიმ რომ გამოაცხადა მივულოცოთ ჩვენი კლუბის მეპატრონე ქორწინდებაო და იმ წამს დაბრუნებულმა მარიამმა რომ გამიცინა „ღირსი ხარ, როგორც დამიანე მომიბრძანე ისე გადაიტანე ეხლა კივილებიო“ სახით, მერე შევხედე მაკოს, ჯერ გაკვირვებული სახით იჯდა...ეჰ მთელი სიცოცხლე ვერ ამოვალ ამისი ყბიდან შენი დაქორწინების ამბავი დიჯეისგან გავიგეო...ასე ვფიქრობდი მაგრამ უცებ მაკოს სახეზე ცრემლები რომ დაიღვენთა მანდ კიდევ უფრო მეტად დავიბენი...ეჰ ჰორმონები. მომიჯდა და მეფერა შენ რაღა გათხოვებდა მე კარგი არ მქონდა ტვინი მაგრამ შეენოც?
მაკო გოგასთან რომ გადავიდა შენ რას მოგყავდი ცოლად დედა და მამა რომ მენატრება ეხლა რაღა გავაკეთოო?.. აი მანდ მივხვდი რომ ცოტა ხნით გარიდება ჯობდა, დემნას რამდენიმე წუთით საქმეზე გასვლა მოუწია კაბინეტში მე კიდევ ბარს მივუჯექი, ვუყურებდი როგორ მივიდა სხვა ბიჭთან მოცეკვავე მარიამთან დამიანე გამწარებული სახით... უცნობი რომ წამში ააორთქლა, გოგოს ხელი მოკიდა და კლუბიდან გავიდნენ, ესეც რომ დამყოლად გაჰყვა ჩარევა გადავიფიქრე და ღიმილით მოვსვი უალკოჰოლო კოქტეილი.
-ლამაზი ბეჭედია.-მომესმა უცნობი ქალის იდეალურად მშვიდი და ხავერდოვანი ხმა.
ხმის პატრონისკენ გახედილს, მეტყველების უნარი დამეკარგა იმდენად კამაზი ქალი მედგა წინ, დაახლოებით 40-45 წლის იქნებოდა, წითელი თქმა და საოცარი თვალები ჰქონდა...ისეთი ღრმა თითქოს კაცობრიობის ცოდვებს მხოლოდ ისინი იტევსო.
-ნიშნობისაა.-ჩემს ბეჭედს დავხედე.-მადლობა.
მომინდა მასთან საუბარი გამეგრძელებინა.
-მეპატრონის საცოლე?-დიჯეისკენ მანიშნა.
-ჰო.-თავი ჩავხარე და წოდებაზე გამეღიმა.-თეკლა.-ხელი გავუწოდე.
-ძალიან სასიამოვნოა.-გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა დემნა რომ მოგვიახლოვდა და მითხრა რომ მივდიოდით.
-ნახვამდის.-ქალს დავემშვიდობე.
-ნახვამდის თეკლა, გილოცავთ.-დემნას გაუღიმა, ამოისუნთქა და გაგვიღიმა.-ყოველთვის ტვინს დაუჯერეთ, ის სწორ კავშირს იპოვის გულსა და გონებას შორის.
დაგვლოცა... მივხვდი რომ მთელი გულით გვითხრა...მან ასე დაგვლოცა.
-იცნობ?-მკითხა დემნამ.
-ამ წამს გავიცანი.-თავი გავაქნიე.-რა კარგი ქალი იყო არაა? თან რა ლამაზი თვალები ჰქონდა.
-ძალიან.-დამეთანხმა და ჩემთან ერთად გავიდა კლუბიდან, დანარჩენები უკვე მანქანებთან იყვნენ დავემშვიდობეთ და მხლოდ მაშინღა გავშორდით კლუბის ტერიტორიას.
გზაში მარიამს დავურეკე, როგორც მითხრა დამიანე და თვითონ უკვე დინა დეიდასთან ერთად იყვნენ სახლში, თან დააყოლა რომ დანარჩენს მერე მეტყოდა და მეც აღარ ჩავძიებივარ, იმის მიუხედავად რომ ხმაზე შევატყვე საოცრად ბედნიერი იყო.
სახლში მისულებმა მარიამი გავაცილეთ, მე და ლილე კი დინა დეიდასთან ერთად მაშინვე ბაჩის ოთახისკენ წავედით, ბიჭებს როგორც დამიანემ თქვა საქმე ჰქონდათ და დემნას კაბინეტში შევიდნენ.
პატარა მაიმუნი კარის ხმაზე გამოფხიზლდა და წყალი მოითხოვა, ჩემს დანახვაზე კი ხელები გამოიწვდინა რომ ჩავხუტებოდი. დიდ ხანს ვეფერე პატარას, ლილემ წყლის მოტანა რომ დაიგვიანა ბავშვი კიროვას დავუტოვე და ოთახიდან გავედი.
-არ მოეშვება ის ნაბ**ვარი, დღეს თუ არა ხვალ კიდევ უფრო მეტს გაამწარებს, ნუ მთხოვ!-დემნას ხმა იყო, საშინლად გაბრაზებული ტონს ვეღარ აკონტროლებდა.
ტირილის ხმა გვიგე შემეშინდა და იქით წავედი საიდანაც ისმოდა, კაბინეტში ისხდნენ ლილე დემნას ეხუტებოდა და მოთქმით ტიროდა, შეშინებული მივუახლოვდი ვერაფრით ვხვდებოდი ასე უცებ რა მოხდა.
-გეხვეწები დემნა, არ გვინდა...დიდი ხნის წინ იყო ....საშიშია.-ტიროდა და მაგრად ეკვროდა ბავშვობის მეგობარს.
- ლილე, ხომ იცი არა...ეს მხოლოდ შენზე აღარაა, ის...ჯანდაბა, ახლა თუ არა ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდება.- საშინლად ოყო გაბრაზებული მაგრამ თან ვხვდებოდი როგორ ცდილობდა წყობიდან არ გამოსულიყო.
-დემნა...-დავიწყე და ერთიანად აწითლებულ ლილეს ხელი მოვკიდე.-დამშვიდდი.-ახლა მე მომეხუტა.
-თეკლა, შენ მაინც უთხარი... გეხვეწები.-არ ჩერდებოდა გოგო.
-კარგი, ყველაფერი კარგად იქნება.-ვერ ვხვდებოდი რატომ ვაწყნარებდი მაგრამ ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა მეც მეპარებოდა ხმაში ნერვიული ნოტები.
-ხო მართალია, შენ დაგიჯერებს.-უცებ შემომხედა ,გამშორდა, აქამდე ჩუმად მდგარ დამიანეს ხელი ჩაავლო და კაბინეტის კარი ხმაურით გაიხურა.
ვერაფრით ვხვდებოდი რა შეიძლება მომხდარიყო.
-დემნა.-ბიჭს შევხედე რომელსაც თვალები ჩაწითლებული ჰქონდა...აქამდე ვერ შევამჩნიე.
-არ ინერვიულო.-მაშინვე მომხვია ხელები.- ყველაფერს მე თვითონ აგიხსნი.
-საერთოდ რა ხდება?-თავი მხარზე ჩამოვადე, ასე მასთან ჩახუტებული იმხელა სიმშვიდეს ვგრძნობდი წამის წინ მომხდარიც კი ნელ-ნელა იცრიცებოდა.
-მოდი.- გამშორდა, დივანში ჩაჯდა მე კი კალთაში ჩამისვა და ახლა ასე მიმიხუტა.- ბევრი დრო არ გვაქვს...არ გამაწყვეტინო, ვეცდები ყველაფერი მოგიყვე.
-კარგად იქნები?-მაშინვე ეს კითხვა დამებადა და შეშინებულმა ავწიე თავი.
-არ ინერვიულო.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ ტუჩებზე მაკოცა ნაზად შემდეგ შუბლზე, გამიღიმა მაგრამ მივხვდი რამხელა ფასად დაუჯდა ეს გაღიმება.
-დემნა...
-ჩუ პატარავ, ვეღარ მოვასწრებთ.-დაიჩურჩულა და რამდენიმე წამის შემდეგ დაიწყო.- რამდენიმე წლის წინ ცუდ ხალხში გავერიე, იმის იმედით, რომ ყველა საბუთს ვიპოვიდი საიმისოდ რომ თითოეული მათგანი ციხეში ამომპალიყო მთელი ცხოვრება... კონტრაბანდის გარდა იქ ისეთ საშინელ რაღაცეებს წავაწყდით, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ. ნდობა მოვიპოვე და მნიშვნელოვანი მასალაც ვიპოვე. ინფორმაციას ნელ-ნელა ვაწვდიდი ალექსს... წლებია ამ საქმეზე ვმუშაობთ, დღეს კიდევ ყველაფერი დასრულდება.-ღრმად ამოისუნთქა.
-ლილე?-დავიბენი, თუ ყველაფერს ასრულებდნენ მაშინ ლილე რაღატომ ნერვიულობდა.
-საქმე რომ დაიხუროს იქ პოლიციასთან ერთად მომიწევს მისვლა და მათი ფაქტზე დაჭერა.- თავი ჩახარა და დაღლილი თვალებით ამომხედა.- დიდი ხანია ვგეგმავდით მაგრამ მხოლოდ დღესაა ამის შანსი, სხვა დროსთვის კიდევ რამდენიმე თქვე მოგვიწევს ლოდინი.-დემნას სახეზე ერთიანად გადაიარეს ტკივილმა და მწუხარებამ.- მაპატიე, ვიცი მაინამდეც უნდა მეთქვა მაგრამ არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხდებოდა.
რამდენიმე წუთით გაჩუმდა, ასე ვისხედით ჯერ კიდევ ჩახუტებულები და მე ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ოთახის სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია, დემნას ტელეფონი იყო. უცებ წამოიწია, ასადგომად ფრთხილად მიბიძგა და მაგიდიდან ტელეფონი აიღო.
-სად იყავი?-ხმა ისეთი შეცვლილი ჰქონდა წამის წინანდელ დემნას არაფრით ჰგავდა, ძარღვები დასჭიმვოდა, სიბრაზისგან გახშირებულად სუნთქავდა, ზურგით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა.-დღეს...როგორც გინდა ისე მოაგვარე, ბოლო დღეა გაიგე?!- მხოლოდ ახლაღა ვაცნობიერებდი თუ რას გულისხმობდნენ როცა დემნას სიმკაცრეზე ამბობდნენ ხოლმე, მთლიანდ სახეცვლილი არც კი მიყურებდა.-მე ვთქვი.-ავისმომასწავებელი გაუხდა ტონი, ტელეფონი სწრაფად გათიშა.
ჩემკენ შემობრუნდა ტელეფონი ისევ მაგიდაზე მიაგდო და მომიახლოვდა, სახე გაფითრებული ჰქონდა. და მაინც, საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-შენ კარგად იქნები?- ამ წამს ამის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ის კი რომ აქამდე არ მითხრა მეათასე ადგილას იყო ახლა ჩემთვის.
-გპირდები, სულ რამდენიმე საათი.-შუბლზე მაკოცა და ზევიდან დამაცქერდა.- რომ დავბრუნდები ყველაფერს მოგიყვები, ვიცი ახლა არ უნდა იგებდე მაგრამ გპირდები როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება მაშინვე შენთან წამოვალ.
თავლებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ როგორც ლილემ მითხრა ისე ვერ მოვიქცეოდი, უბრალოდ არ მქონდა უფლება არ გამეშვა, ვიცოდი ახლა შემეძლო დამეკავებინა მაგრამ ასე წლებს ჩავუყრიდი წყალში, ის კიდევ ყოველთვის ჩემთან იდგა ყოველთვის, როცა მე მიჭირდა და მტკიოდა, მე მას აქ ვერ დავაკავებდი. ახლა ამ წამს ჩვენი გაცნობიდან დღემდე თითოეული კადრი ჩემს გონებაში მეორდებოდა და მეორდებოდა. ვიდექი, ვერ ვინძრეოდი ვუყურებდი გამოქანდაკებული სახის ნაკვთებს და მის თვალებში ვიძირებოდი.
-მიყვარხარ.-დაიჩურჩულა და თვალებდახუჭულმა შუბლზე შუბლი მომადო.- არ დაივიწყო.
მხოლოდ მაშინ გავიაზრე რომ მე იგივე არასდროს მითქვამს.
-დემნა მე...-სიტყვა ენაზე მედგა, ტუჩებზე მომთხოვნად რომ დამწვდა, ისე მკოცნიდა თითქოს ჩემს თავს აცლიდნენ, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ყბაზე მომიჭირა.
-მაგ სიტყვისთვის დავბრუნდები.- ამოიოხრა და გამშორდა.
თავლები არ გამიხელია ისე გავიდა დემნა ოთახიდან, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემი უდიდესი ნაწილი მიდიოდა, ახლა ისე მინდოდა თვალები მხოლოდ მაშინ გამეხილა ისევ რომ დამიდგებოდა წინ, ერთიანად გამომეცალა ჰაერი, იმის მიუხედავად რომ თავს ვარწმუნებდი ყველაფერი კარგად იქნებოდა, ვხვდებოდი დემნა იმ შანსაც უშვებდა რომ ვეღარ დაბრუნდებოდა. წამში გავიაზრე ეს ყველაფერი, თვალები გავახილე და სასწრაფოდ მისაღებისკენ გავვარდი, კართან მისულს სახლში მდგომი უცხო კაცები რომ გადამეღობნენ შემეშინდა და ვცადე უკან დავწეულიყავი.
-დაწყნარდით ქალბატონო თეკლა, ბატონი დემნას დავალებით ვართ სანამ არ დაბრუნდება აქ მოგვიწევს დგომა.
წავიდა... მხოლოდ ეს სიტყვა ტრიალებდა თავში, როგორც ჩანს ლილე და კიროვა სახლებში წაიყვანეს, სრულიად მარტო შევედი ჩვენს საძინებელში და გამოფიტული მივესვენე საწოლს, ამაზე საშინელი შეგრძნება არ ყოფილა, მხოლოდ ახლა მესმოდა იმ ადამიანების ტკივილის რასაც იქ, გარეთ, საოპერაციოს მოსაცდელში განიცდიდნენ. ამის მიუხედავად ვერაფრით ვუშვებდი რომ შესაძლოა დემნა არ დაბრუნებულიყო.
ყოველ წამს ჰაერი ჩემს გარშემო ნელ-ნელა იკლებდა, ფილტვები მეხუთებოდა, ვერ ვდგებოდი და უბრალოდ მხრებზე ხელმოხვეული შევყურებდი ფანჯარას.
ზუსტად არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, იმის მიუხედავად რომ თითოეული წამი საშინლად მტკენდა, დროის ათვლა მაინც დავკარგე, ის უცხო კაცები რომ შემოვიდნენ და ჩემი კარადა გააღეს. გაუაზრებლად წამოვწიე თავი.
-უნდა წავიდეთ.-მითხრა ერთ-ერთმა და კარში ჩადგა.
მეორე ჩანთაში ყრიდა ჩემს ტანსაცმელს. ვერასდროს ვიტანდი ჩემს ნივთებს უცხოები რომ ეხებოდნენ მაგრამ ახლა გაურკვევლობაში მყოფს ისიც კი რომ ვერ გამეგო სად მივდიოდით, ნივთებზე ფიქრის თავი არ მქონდა.
-სად?-ამოსუნთქვას ამოვაყოლე კითხვა და ძლივძლივობით შევივსე ფილტვები.-დემნა...
-გზაში აგიხსნით გვეჩქარება.
დაუფიქრებლად გავყევი უკან, შავ მანქანაში უკანა სავარძელზე მოვთავსდი, დაპირების მიუხედავად გზაში ხმა არ ამოუღიათ.
-დემნას რამე სჭირს?-ვიკითხე დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ.
-ჩვენ უბრალოდ მიგვყავხართ, ლაპარაკის უფლება არ გვაქვს.-მითხრა ერთ-ერთმა.
იმის მიუხედავად რომ არც ერთს ვიცნობდი ,ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ უსაფრთხოდ ვიყავი. ამის მიუხედავად ვერაფრით ვიშორებდი დარდს, დარწმუნებული ვიყავი დემნა კარგად იყო, რამე რომ მოსვლოდა ვიგრძნობდი...ასე არ ვიქნებოდი მაგრამ ეს უეცარი წასვლა ერთიანად მზაფრავდა.
მანქანა რომ გაჩერდა და ერთ-ერთმა კარი გამიღო, წამით ვერ მივხვდი სად ვიყავით მხოლოდ დედაჩემის გაფითრებული სახე რომ შევამჩნიე მაშინ გავიაზრე...სახლში მომიყვანეს. დავიძაბე და სწრაფად გადავხტი მანქანიდან, დედა ჩემკენ მთელი სისწრაფით წამოვიდა და ატირდა.
-დედაა...-ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა.-მამა სადაა?-ვიფიქრე რომ რამე დაემართა, აქამდე დედაჩემის ტირილი არ მენახა.
-დემნა.-სრულიად სხვა რამ თქვა და მოსმენილისგან ადგილზე გავიყინე.-თეკლა, დემნა...-ამოიტირა.
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქ ყველამ იცოდა რაღაც ჩემს გარდა.
-რა დემნა დედა?! გამაგებინე!-ხელები გავუშვი და ახლა მხრებში ჩავაფრინდი მთელი ძალით.-აქაა?- დაბნეული ვეღარ ვაანალიზებდი რას ვფიქრობდი ან ვაკეთებდი.
-არ იცი?-ქალმა ამოიტირა.- ტელევიზორს მაინც არ უყურებ?
ერთიანად მომიცვა ჟრუანტელმა, თითქოს დედაჩემის ტკივილი გადმომედო სხეულზე, სახის ნაკვთები მომემჩვარა, სანამ გავიაზრე რას ვაკეთებდი სახლში შევვარდი და ტელევიზორი ჩავრთე, ბუნდოვნად ვაანალიზებდი რომ შეიძლებოდა იქ რამე მეპოვა, შეიძლება რამე ეთქვათ თავდასხმაზე.
აკანკალებული თითით შევეხე გადახვევის ღილაკს, დედაჩემი შემოვიდა და გაფითრებული დაეცა დივანზე, მხოლოდ მაშინ გავაჩერე სწრაფი კადრები ალექსის ფოტო რომ გავარჩიე, მას კიდევ უამრავი ადამიანის ფოტო მოჰყვებოდა, ჟურნალისტი ომახიანი, ინტერესისმომგვრელი ხმით ყვებოდა რაღაცას, სმენის უკიდურესად დაძაბვა დამჭირდა სიტყვა მაინც რომ გამერჩია.
-...გარდაცვლი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შეგახსენებთ რომ დღეს ღამით სასტიკ შეტაკებას კრიმინალური დაჯგუფების რამდენიმე წევრი და პოლიციის ორი თანამშრომელი შეეწირა, გარდაცვლილებს შორისაა ქართველი ბიზნესმენი დემნა ტაბიძე, მისი იქ ყოფნის მიზეზი ჯერ -ჯერობით გაურკვეველია...
ახლა უკვე სმენას ვაიძულებდი სიტყვები დაეხშო. წამით მხოლოდ ის გავიაზრე რომ არ ვიცოდი როგორ უნდა მესუნთქა, ვეღარ ვიგებდი ჩავისუნთქე თუ ამოვისუნთქე, ყვირილი გამეჩხირა ხორხში და იმის გამო რომ ფილტვებში ჰაერი აღარ მქონდა ხმას ვერ ვიღებდი...დემნა...
დემნა მკვდარია...
დემნა მკვდარია...
მოკლეს...
გაისმა ჩემს გონებაში, ვერც კი გავიაზრე ისე ჩავიკეცე, იატაკის სიცივე ეკლებად მოედო სხეულს, დედაჩემის კივილი ბუნდოვნად გავიგე, ამოვიხავლე... მგონი დემნას ვეძახდი, ვერ გავიაზრე რა გავაკეთე, მწველმა ტკივილმა ნელ-ნელა გაიდგა ფესვები, ხელისგულს დავხედე, ფრჩხილის ნაკვალევი რომ დარჩენოდა და დაჩხვლეტილი ნაიარევებიდან სისხლი წვეთებად ჟონავდა, მკერდს ქვემოთ ეულად დარჩენილ ნივთს თითქოს ცეცხლი წაეკიდა, მწეველად მოედო მთელ სხეულს, ამოვიხრიალე და მხოლო მაშინღა გავიაზრე რომ ჰაერმა ფილტვები შემივსო, ხერხემალში სიცივე ჩამეღვარა და ცხელ იფოლად მომედო ზურგზე.
მკვდარია?
მკვდარია?!
ერთიდაიგივე სიტყვა მეორდებოდა, მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი, მისი რბილი კანი, მფეთქავი არტერია, ჯერ კიდევ ვგრძნობდი თითებზე მისი კანის სითბოს.
მკვდარია!
იკივლა ხმამ გონებაში, დედაჩემის შეხებას ვგრძნობდი მაგრამ ისე თითქოს შორიდან ვუყურებდი გარშემო ყველაფერმა ფერი დაკარგა, გავშრი, გაიცრიცა სამყარო და სადღაც შორს წასულმა დემნას ღიმილსღა მოვკარი თვალი...მკვდარია-გავიფიქრე უკანასკნელად.
*****
თვალები ცისფრად განათებულ თეთრი კედლების გარემოცვაში გავახილე, რაღაც გულისგამაწვრილებელად წიოდა ჩემს გვერდით, ჯერ კიდევ ბურუსში მყოფი ვიაზრებდი სიტუაციას... საავადმყოფოში ვიყავი, სუნზე ვცნობდი. სმენამ ნელ-ნელა აღიქვა მშვიდი, აუღელვებელი სიტყვები, ტრადიციული, რეპორტიორის უემოციო ხმა.
-...დაშავებულებს ამ დრომდე მკურნალობენ, დაჯგუფების წევრები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები, პოლიცია ინფორმაციას არ აკეთებს მაგრამ როგორც ჩვენ გვატყობინებენ მათ უმრავლესობას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. რეპორტაჟს კი სენსაციური ინფორმაციით ვასრულებთ, გარდაცვლილი ბიზნესმენი დემნა ტაბიძე ადგილზე იმყოფებოდა როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი თანალიდერი, იგი შეტაკებას ემსხვერპლა...
-ტელევიზორი!-გავიგე დედაჩემის შეკივლება.-თეკლა...
ვიღაც ტელევიზორის პულტს დასწვდა, მე კი უკვე დედაჩემის სიტყვებს და ფერებასაც კი ვეღარ აღვიქვამდი.
ვიღაც კარში გავიდა.
დემნა მკვდარია
რაღაც ჩემ გონებაში აკივლდა, მთელს სხეულს მოედო, მისი ნახვა მომინდა, საშინლად მომინდა მისი კანი მეგრძნო, გონებაში შავი წერტილები მიმოიფანტნენ და თვალებს მოედნენ...ის დამნაშავე არ ყოფილა!
უცებ ერთიანად გამიცივდა დაბუჟებული სხეული, ვეღარასდროს შემომხედავდა... სახეზე ცხელი სითხე დამეღვენთა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს გავარვარებული ლავა მეხებოდა კანზე, შემეზიზღა ცხოვრება დემნას გარეშე... სამყარო მის გარეშე ჯერ კიდევ არსებობდა და მე ამ უსირცხვილო ფაქტისთვის კივილი მომინდა.
-დამამშვიდებელი გაუკეთეთ!-ბუნდოვნად მესმოდა უცხო ხმების შეძახილები.
ჩემმა გონებამ ინსტიქტურად აღიქვა რომ არ მინდოდა, მთელი სხეული ვცადე წამოდგომა მაგრამ ხელში წვეტიანი საგნით ჩხვლეტამ სხეული დამიმძიმა სითხე ხელიდან თავში გავრცელდა და ისე ჩავიძირე სიბნელეში მხოლოდ ჩემი უღონო ხროტინიღა დარჩა.
თვალები უცხო მანქანაში გავახილე, მძღოლის გვერდით სავარძელზე ვიჯექი, ჯერ კიდევ საავადმყოფოს ხალათში ვიყავი გახვეული, ნაჭერი მტკივნეულად მეჭდობოდა შიშველ სხეულზე, მძღოლისკენ გავიხედე ერთიანად დაზაფრულმა.
-დამიანე.- ნაცნობი სახის დანახვისას ცრემლები ჩამომიგორდა ლოყაზე.-აქ რა გინდა?- არ ვიცი საიდან ვიპოვე ხმა, ყელი ისე მეწვოდა თითქოს ყოველი სიტყვა მიყოლებით მკაწრავდა.- დამიანე, ის...
იმის მიუხედავად რომ გონება განუწყვეტლივ იმეორებდა ამ სიტყვას ხმამაღლა ვერ წარმოვთქვი.
-უსაფრთხო ადგილას მიმყავხარ.
მოკლედ მიპასუხა, მხოლო წამით დავაკვირდი და იმ წამში მთლიანად მოიცვა ჩემი სხეული გაუცხოებამ, დამიანე თითქოს რამდენიმე საათში შეცვლილიყო, ყოველთვის მომღიმარს ტუჩები მოეკუმა და დაძარღვული ჩაფრენოდა საჭეს.
ხმა ვეღარ ამოვიღე, ვინატრე მანქანის სავარძელს შევზრდოდი და ინსტიქტურად აღარ მესუნთქა... ნეტავ დამვიწყებოდა როგორ უნდა სუნთქვა.
-ასე სწრაფად?- საავადმყოფოს ხალათს დახედა და წარბები უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
დაახლოებით, კიდევ ნახევარი საათიანი სიარულის შემდეგ სადღაც ტყეში ავუხვიეთ. გზა ნელ-ნელა გამრუდდა და ბუნება ერთიანად აკივლდა, რაც უფრო მეტად შევდიოდით ტყეში მით უფრო მეტად ვგრძნობდი რომ სწორ ადგილას ვიყავით, გარემო იმდენად გამოხატავდა ჩემს შინაგან მდგომარეობას თავი სახლში მეგონა. ჩაბურული ტყე ოხრავდა, კლანჭებს ხვევდა შავ მანქანას და მასში მსხდომთ, წამით გავიფიქრე ნეტავ აი ახლა ამ წამს აქ ამ ტყეში გადავიდე და დემნას დაველოდო აქვე ხესთან დარწმუნებული ვარ არ დამტოვებს-მეთქი. თავლები ამეწვა მასზე ფიქრით სული კიდევ უფრო დამიმძიმდა, დამიანემ სწრაფად გადაუხვია მარჯვნივ, გზაც ნელ-ნელა გაიწმინდა. რამდენიმე წამში მანქანა გააჩერა და წამში გადავიდა.
მეც უკან გავყევი, მხოლოდ ერთხელ შევავლე უზარმაზარ სახლს თვალი. რამდენიმე წამში მისაღებში ვიდექი და მშვიდად შევყურებდი ვიღაც ქალთან მოსაუბრე დამიანეს.
-წადი დროზე მოწესრიგდი და ისე გამოდი.-წარბაწეულმა შემომხედა.-ისედაც მთელი დღეა შენზე გმინავს და ასე რომ დაგინახოს სულ გადაირევა.
ერთიანად გაკვირვებული დამტოვა, საშუალო ასაკის ქალმა კი მეორე სართულისკენ მიბიძგა. სხეული ძლივს მივათრიე აბაზანამდე. იქიდან გამოსულს ხელები მიკანკალებდა, ვიცოდი სიცივე არაფერ შუაში იყო საკმარისზე მეტად მცხელოდა. აკანკალებული დავწვდი დიდ მაისურსა და სპორტულ შარვალს. სიბნელეში გავშალე, სურნელმა თვალები დამიბინდა, უკნიდან თბილი სხეული რომ ამომიდგა და მზის ცოცხალმა სურნელებამ ტვინამდე მიაღწია, სულ გავითიშე.
-ჯანდაბა უკვე მოჩვენებებიც...-ამოვიგმინე და ცრემლები წამომივიდა, სილუეტმა ხელი რომ მომხვია მუცელზე.
გეფიცებით ცხადად ვიგრძენი თითოეული ნაკვთი, კისერში ცხელი სუნთქვა რომ მომაფრქვია მეგონა მეც მოვკვდი.
-დემნა...-ამოვიტირე და შევბრუნდი.
იქ იდგა...მთელი მისი არსებით, ცოცხალი, ნამდვილი. ჩემზე ძლიერად ჩაფრენილი ხელები რომ არა ალბათ წავიქცეოდი ,ფეხები მომემჩვარა და მხოლოდ მის კისერში თავის ჩადებაღა მოვასწარი. მიკოცნიდა ყელს, ლავიწებს, უცებ ჩემ ხელებში ჩაბღუჯულ მაისურს დასწვდა და გადამაცვა, პირსახოცი მხოლოდ მაშინღა მომხსნა.
-შარვალიც...
ემოციების მოწოლისგან ამოვიკვნესე, მწარე ქვითი ამოვაყოლე და ძლიერად მოვხვიე ხელები კისერზე, თითქოს ისევ იქ საავადმყოფოს გასახდელში ვყოფილიყავით თვითონ რომ ხდიდა და მაცვამდა. იმ წამს თითოეული ძაფის აღდგენა ვიგრძენი სამყაროსთან , მისი თითოეული ნაწილი კვლავ ახლიდან შევიგრძენი.
შარვალს ხელი უშვა და ძლიერად მომხვია წელზე.
-მიყვარხარ.-ამოვთქვი და ჩუმი ოხვრა ამოვაყოლე, ახლაღა მივხვდი რა მტანჯავდა, ყელის ტკივილი განელდა და მთლი სულის ტკივილიც მას მიჰყვა.
-მაპატიე...მაპატიე ჩემო პატარავ.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
მხრებზე ჩავუცურე ხელები, მეგონა რომ შეიძლებოდა გამქრალიყო. უშნოდ მომედო ხელებში უხეში მატერია.
-ეს?-არ მესიამოვნა მის მკლავზე შემოხვეული უხეში სხეული.
-დამჭრეს...კარგად ვარ.-ერთი ხელის მოსმით გადააძრო საწოლს პლედი, იქით მიბიძგა , თვითონაც მომიწვა და ძლიერად მომხვია ხელები.
იმ წამს იმის გარდა რომ კარგად იყო სხვა აღარაფერი მაინტერესებდა, შოკისგან ჯერ კიდევ მაკანკალებდა მაგრამ ერთი ვიცოდი... აქ იყო.
ერთიანად დამშვიდებულსაც კი არ მომკარებია ძილი, რამდენიმე საათი უბრალოდ მისი შეხებით ვტკბებოდი, ისიც მონოტორულად მისვამდა ხელებს ზურგსა და კისერზე, მივხვდი რომ არც თვითონ ეძინებოდა.
-რამდენიმე წლის წინ.-დაიწყო და მივხვდი რომ ამბის ბოლომდე მოყოლას აპირებდა, როგორც დამპირდა.- ლილე საზღვარგარეთ გავუშვი დასასვენებლად, მაშინ ასეთი არ იყო... უფრო თამამი და გახსნილი ყველას ადვილად იცნობდა და უმეგობრდებოდა, აღარ მახსოვს მე რატომ არ წავყევი, დაქალებთან ერთად წავიდა... იქიდან დაბრუნებული სულ შეცვლილი იყო, დასვენების დროსაც ისე ხშირად აღარ მირეკავდა როგორც სჩვეოდა , ვერ გამეგო რა მოუვიდა, სახლში გამოიკეტა, სამსახურსაც კი დაანება თავი, აღარც უნივერსიტეტში დადიოდა, მეც კი აღარ მეკონტაქტებოდა, ვეკითხებოდი, მასაც მის მეგობრებსაც მაგრამ არავინ იცოდა რა დაემართა თვითონ კიდე სულ უარყოფდა რომ საერთოდ რამე სჭირდა... დასუსტებულს გული რომ წაუვიდა აი მაშინ უკვე სერიოზულად დავაყენე საკითხი ფსიქოლოგზე, ისე გამწარდა, მიკივლა შენ რა იცი რა გადავიტანეო...იმ სიტყვებს ჩავებღაუჭე და ბოლოს მაინც ვათქმევინე...ჩემი ლაღი, სიცოცხლით სავსე გოგო იმხელა დარდს იტევდა...ექიმი რომ შემოვიდა და ახარა ორი თვის ორსული ხართო, ლილეს გული წაუვიდა...გავგიჟდი გეფიცები...ის...-დემნას სიმწრისაგან ხმა უკანკალებდა და ძლივსღა სუნთქავდა, მე უბრალოდ ვცდილობდი თავი შემეკავებინა და არ მეტირა, ვერც კი წარმოვიდგენდი ლილემ რა გადაიტანა.-ის ვიღაც ნაბ**ვარმა გააუპატიურა... გესმის? თავისი ბინძური ხელებით შეეხო ჩემ ანგელოზს...ბავშვის მოშორებაზე არც კი უფიქრია... იმის მიუხედავად რომ იმ არაკაცის შვილი იყო, ამან თითქოს გონს მოიყვანა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყო და მეც აღარაფერი მჭირდებოდა. ახლა მე შემიპყრო დაუძლეველმა სურვილმა დამესაჯა ის ვინც ასე გამიმწარა ჩემი ერთადერთი და... ყველაფერი ასე დაიწყო, როგროც აღმოჩნდა ეს ვიღაც საზიზღარ საქმეებში იყო გარეული, რაც მეტად ვქექავდი მით უფრო მეტად იყო დამალული ყველაფერი, ნელ-ნელა მის დაჯგუფებას დავუახლოვდი, ყოველ მის შეხედვაზე გული მერეოდა მაგრამ ვიცოდი რაც მეტად მოვითმენდი მეტად დავსჯიდი... გუშინ, გუშინ ძლივს გამომგლიჯეს, ამდენი წლის ნაგროვი მთლად ამოვანთხიე, შემდეგ ორივე მხრიდან სროლა ატყდა, მე დავიჭერი...ალექსი კი.-აქ ხმა კიდევ ერთხელ გაებზარა.- ალექსი აღარაა.-სუნთქვაშეკრულმა მოვხვიე ხელები, მინდოდა წამეღო რასაც ის ახლა ასე მძლავრად განიცდიდა, ბურთი გამეჩხირა ხორხში და ხმაც კი ვერ ამოვიღე.- ეგონათ მეც მომკლეს, მაგრამ იმ ხოცვა-ჟლეტაში გათიშული გამომათრია დამიანემ, საბუთები გააყალბა და ექსპერტიზაში ყველაფერი შეცვალა...ეს ყველაფერი ამით ვერ დამთავრდებოდა, ჯერ კიდევ დროა მანამ სანამ ბოლომდე გავანადგურებთ. ამ დაჯგუფების საქმე ჯერ მარტო დასაწყისი იყო... გაუჩინარება მჭირდებოდა, ვერაფრით შევპირდები რომ ეს ახლა აქ დამთავრდება მაგრამ ასეთი სიმძლავრით აღარასდროს განმეორდება... ბოლოს დამიანემ ამ სახლში მომიყვანა, ექიმი ცოტა ხნის წინ წავიდა.
ხმას ვეღარ ვიღებდი ან რა უნდა მეთქვა, ერთიანად დაზაფრული გაოგნებული ვიწექი და ამდენად გადაღლილს ძილი ნელ-ნელა მართმევდა თავს.
მეორე დღეს მსუბუქმა შრიალმა გამომაღვიძა, დემნა ზურგით იჯდა და სახვევს უჭერდა ხელს.
-ჭრილობა?-სწრაფად წამოვიწიე, გვერდით მივუჯექი და თითებზე ოდნავ შევეხე.
-არაფერია.-ხელი მოიშორა, ეცადა ნორმალური სახე მიეღო მაგრამ სახვევზე ნელ-ნელა გაიზარდა წითელი ლაქა.
-დაწექი.-ვუბრძანე სუნთქვა გამიხშირდა, ქვევით ჩავედი და გუშინ გაცნობილი ქალი ვიპოვე, სწრაფად გამომიტანა რაც მჭირდებოდა და გაკვირვებული ისევ სამზარეულოში შებრუნდა.
-აღარ გაბედო და შენს თავს აღარაფერი ავნო.-გაბრაზებულმა გავუხსენი სისხლიანი სახვევი.- აღარაფერი დამიმალო, თორემ იცოდე მეორედ ვეღარ გადავიტან...-ხმა გამიტყდა და სახეშეცვლილმა გადავუხვიე ჭრილობა თავიდან.
ნაგავი პარკებში მოვათავსე და უკვე გასვლას ვაპირებდი ხელზე რომ მომკიდა და თავისკენ დამქაჩა.
-მიყვარხარ ჩემო პატარა თხა.-ბეჭდიან თითზე მაკოცა, მხოლოდ ახლაღა გამახსენდა ჩემს კისერზე მობმული ძაფი, სწრაფად ამოვაძვრინე, თეთრი ოქროს რგოლს ძაფი მოვხსენი და დემნას თითზე წამოვაცვი. მის ხელზე სულ სხვანაირად ბზინავდა გამეღიმა და ბეჭედს სწრაფად გადავუსვი ჩემი ბეჭდიანი თითი.
****
სამზარეულოში ვისხედით და ვსაუზმობდით, გაბრაზებული დამიანე რომ შემოვიდა და სკამზე უცერემონიოდ დაჯდა.
-რა ხდება?-დემნამ წვენი დადგა და სერიოზული სახით შეაცქერდა მეგობარს.
-ლილე გზაშია.-დაიწყო , მაგრამ არა მგონია ეს ყოფილიყო მისი გაბრაზების მიზეზი.-როგორც შევთანხმდით ჩვენ ოთხის გარდა არავინ იცის რომ ცოცხალი ხარ, თეკლა შენს მშობლებს წერილი დავუტოვე რომ მარტო ყოფნა გენდომებოდა, დედაშენმა რამდენჯერმე მოგწერა, შენზე ნერვიულობდა მაგრამ ბოლოს დაგიბარა არ გადაიკარგოო.
-სხვა?-დემნაც ხვდებოდა რომ დამიანე სხვა რამეზე ბრაზობდა.
-დედაშენმა სახალხოდ ილაპარაკა, რომელიღაც საინფორმაციო გადაცემაში, გაირკვა რომ დამნაშავე არ ხარ მაგრამ ეგეც ამოგიქექეს.-დემნას ძარღვები დაეჭიმა და ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა.- შენი სხეული მოითხოვა, როგორც ახსნა უნდა რომ საოჯახო სასაფლაოზე დაგკრძალონ.
-ფუ ეგ...სულ ფულის გამორჩენაზე როგორ უნდა ფიქრობდეს.-დემნა ფეხზე წამოდგა.- რა ჯანდაბა უნდა გავაკეთოთ?!
-ალექსი გავუგზავნოთ.-უცებ გაღვივდა ჩემს თავში აზრი.-კარგიც კია, მეგობრები დაკრძალვას აუცილებლად მოითხოვდნენ, ასე კიდევ შეგვიძლია დედაშენს შთავაგონოთ რომ არავინ შემოუშვას და დახურული დაკრძალვა მოაწყოს, ისედაც ხომ ალექსი ეგონა შენი თავი, ვისაც დაპატიჟებს კიდევ არა მგონია მიხვდნენ რომ სხვაა, მეც ვეცადე შენი ფოტოები მენახა მაგრამ ინტერნეტშიც კი არაფერია.
-არც საინფორმაციოში ყოფილა შენი სახე, ყველაფერი გავანადგურე.- დამეთანხმა დამიანე აშკარად დაინტერესებული ჩანდა.- კარგია დემნა...მართლა წერტილი დაესმება ყველაფერს. მითუმეტეს ალექსს არავინ მოიკითხავს.
გამახსენდა რომ ისიც დემნასთან ერთად გაიზარდა და როგორც ვიცოდი არავინ ჰყავდა.
-კარგი...გაუგზავნეთ.
დამიანე ოთახიდან გავიდა, მე იქვე მდგარ დემნას მივუახლოვდი, დაძარღვულ ხელებზე თითები მოვდე და თვალებში ავაცქერდი.
-ყველაფერი მოვაგვაროთ და მალე დავბრუნდეთ საქართველოში, კარგი?
-შენ არც კი იცი როგორ მიყვარხარ.-დაიხარა და ხელები ძლიერად მომხვია.- გერმანიაში მოგვიწევს წასვლა, შეგვიძლია შენი საბუთებიც იქ გადაიტანთო.-დამნაშავის სახით დაძაბულმა შემომხედა.
-ყოველთვეს ვოცნებობდი გერმანიაში სწავლაზე.-მხრები ავიჩეჩე და იმის ნიშნად რომ მესმოდა კიდევ უფრო მეტად მივეკარი.- მეგონა რომ მოკვდი...და მივხვდი, შენ გარეშე არაფერი აღარ იქნება, გერმანიაში კი არა აფრიკაში რომ მივდიოდეთ არც კი დავფიქრდებოდი, მაგრამ ეს ხომ გერმანიაა! მართლა ძალიან მინდოდა იქ სწავლა.-სიცილით დავაყოლე და გახალისებულმა დემნაც კი ავიყოლიე.
*****
დაკრძალვის დღე იყო, მე კიდევ ვაპირებდი სახლში გამეარა და დედაჩემიც წამეყვანა. ასე მარტო რომ მივსულიყავი გაცილებით რთული იქნებოდა, დემნა სახედამანჭული მიყურებდა როგორ ვემზადებოდი, ვერ იტანდა იმ აზრს რომ დღეს იმ ქალს უნდა შევხვედროდი, ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე მაკოცა. საკეში ჩვენი ფიგურები ჩანდა, დემნამ ხელი აწია და მუცელზე მომხვია, მე თავი გადავხარე და ზურგით მდგარს უკეთესად ავეკარი.
-ჩემს დაკრძალვაზე მე თვითონ გაცილებ.- ჩაეცინა.-ალექსს საფლავი სჭირდება, მერე რაა რომ არავინ მოიკითხავს, სჭირდება.-უცებ ეცვალა სახე, ნაკვთები მოიკრუნჩხა.
-ჩამოვალთ თუ არა მაგას მივხედოთ.-მისკენ შევბრუნდი, ნაზად წავეტანე ბაგეებზე და კიბეზე დავეშვი.- ხვალ შევხვდებით.-მივაძახე და კართან მდგომ ლილეს მოვეხვიე.
-ჩემს მერე გახვალ?-ვკითხე.
-ხო, არ ინერვიულო იქ იქნება.-დამპირდა და დამემშვიდობა.
ეზოში გასულმა კიდევ ერთხელ მოვავლე სახლს თვალი და დამიანეს მანქანისკენ წავედი.
-იცი როგორც უნდა მოიქცე.-გადასვლისას გამიღიმა.- ვიცი რომ შეძლებ.
სახლში მისულს ყველა დაწითლებული, ნამტირალევი სახით დამხვდა, სულ ყველა ჩამოსულიყო. მეხუტებოდნენ და მისამძიმრებდნენ, დედაჩემი ვერც კი მიყურებდა, კარგად ხედავდნენ რომ დაწყნარებული ვიყავი, მამამ ისიც კი მითხრა კარგია რომ რამდენიმე დღით წახვედიო, მაშინვე ავუხსენი ოჯახს რომ საქართველოში დარჩენა აღარ მინდოდა და ამერიკაში ვაპირებდი გადაფრენას რამდენიმე წლით, ისიც ავუხსენი რომ ვერ შევპირდებოდი, ხშირად დამერეკა, ხმა აღარავის ამოუღია, ერთი მამამ მითხრა ფულს მოგცემო, უარი ვუთხარი. ძალიან გაბრაზებულები იყვნენ დემნას დედა დაკრძალვაზე დასწრების უფლებას რომ არ აძლევდათ მაგრამ თან ვხვდებოდი როგორ ცდილობდნენ მე არ გამეგო, ალბათ ჩემი კიდევ უფრო ანერვიულება არ უნდოდათ, ძალიან მინდოდა მეთქვა რომ ის ცოცხალი იყო მაგრამ ასე ვეღარაფერი გამოვიდოდა, მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი თავს რომ ამ საქმეზეც ვმუშაობდით. ბოლოს დედამ მაინც მითხრა ამ ცისფერი ნაგვის ყუთით კი არა კაბით უნდა წამოხვიდეო, მაინც არ ჩავიცვი... თვალცრემლიანი დავემშვიდობე ყველას, ვიცოდი რომ ისიც კი ტყუილი იყო რომ იშვიათად მაინც დავურეკავდი, დემნას და ჩემს შესახებ არავის უნდა სცოდნოდა, სულ ბოლოს მაკოს მუცელს მივეფერე და თვალებით გამოვემშვიდობე ბავშვობის სახლს... მალე დავბრუნდებით-თქო თავს პირობა მივეცი და მანქანაში ჩავჯექი...არაფერს ვნანობდი.
-დიდი ხნით არ ვრჩებით.-გამოვაცხადე გზაშივე.
-კი მაგრამ...-შეწინააღმდეგება დააპირა დედამ.
-არ გვინდა დედა რაა.-ამოვიოხრე და თავი მოკეცილ მუხლებში ჩავრგე, ვხვდებოდი რამდენად ეუცნაურებოდათ ჩემი სიმშვიდე.
ყველაფერი ელვის სისწრაფით განვითარდა, დემნას ბავშვობის სახლთან მისულებს ჟურნალისტები არ დაგვხვედრიან, ესეც დამიანეს ამბები იყო, დემნას დედას კიდევ ჩააწვეთა რომ თუ ნაცნობებს ჩამოაშორებდა და დაკრძალვაზე მხოლოდ რამდენიმე უახლოეს ადამიანს დაპატიჟებდა ასე უფრო მეტი შანსი ჰქონდა დემნას ქონება მთლიანად მიეთვისებინა, ამ ქალზე უკვე გული მერეოდა.
ოთახში იმდენად ცივი სიტუაცია იყო გამაჟრჟოლა, ცენტრში მდგარ ხის ყუთს გავხედე და სუნთქვა შემეკრა...ახლა იქ....ჩემს თავს ამაზე ფიქრი ავუკრძალე, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ღრმად ამოვისუნთქე და სკამზე ჩამოვჯექი. დედაჩემი ახლოს არც კი მოსულა არ შეეძლო შეეხედა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა, ამ მხრივ ყველაფერი მშვიდად იყო თუ არ შეხედავდა ვერც იცნობდა.
-გადააფარეთ, ვერ ვუყურებ.-ამოვთქვი წართმეული ხმით, ალბათ მართლაც შემზარავი სახე მქონდა, ვიღაც ქალი რომ წამოხტა და ჩემი თხოვნა შეასრულა.
ესეც ასე...ახლა ჩემი საქმე ნამდვილად შესრულებული იყო, ნაცნობიც რომ მოსულიყო მაინც არაფერი აირეოდა.
-შენ დემნას საცოლე იყავი არაა?-გვერდით ქალი მომიჯდა.-მე დემნას დედა ვარ.-ჩამომჭკნარ სახეზე დავაკვირდი.
მის სიტყვებზე საოცარი სიბრაზე მომაწვა, ისე მშვიდად გამოიყურებოდა ცუდად ვიყავი, აქამდეც ვიცოდი რომ დემნა არ უყვარდა მაგრამ ასე? ის ხომ საკუთარი შვილი იყო...ხმა არ გავეცი.
-მაინტერესებს წილს თუ მოითხოვ.
ღრმად ჩავისუნთქე, მასთან ჩხუბიც კი უმდაბლესად მაქცევდა ამიტომაც მთელი სიძულვილით წარმოვთქვი.
-მიხარია რომ დემნა შენთან არ გაიზარდა.-არც შენობით ფორმას მოვრიდებივარ.
აწითლებული წამოვდექი და კიბეზე ჩამოვჯექი, ახლა მხოლოდ ერთი საქმეღა მქონდა გასაკეთებელი.
***********************************
დიმიტრი
************************************
დამუნჯებული შევყურებ გოგოს, მხოლოდ ახლაღა ვხვდები ისეთ რაღაცეებს რაც აქამდე თვალთახედვიდან გამომრჩა.
-წავიდეთ?-მიღიმის თეკლა და ჩემი ხმის ჩამწერს ხელში ათამაშებს.
-სად?-უცებ ვერ ვიგებ ახლა სად უნდა მიდიოდეს.
-დემნასთან.-ეღიმება.-წამოდი.
სწრაფად გადის სახლიდან და კიბეებს მიუყვება.
-თეკლა, რაღაც არ გითხარი...-ვიწყებ, ვიცი რომ ახლა თუ არ ვეტყვი მაშინ ამას ვეღარ გავაკეთებ.-ჟურნალისტი არ ვარ, მწერალი ვარ.
მინდა რომ ვთხოვო უფლება მომცეს ამ ყველაფერზე წიგნი დავწერო.
-ვიცი.-ეცინება.
-იცი?-გაკვირვებული შევყურებ.
სადარბაზოდან გასული წითელ მანქანას უახლოვდება და ხელით მანიშნებს უკანა სავარძლებისკენ, თვითონ კი მძღოლს უჯდება გვერდით.
-ლილეს იცნობ უკვე.- მესმის თეკლას სიცილნარევი ხმა...აქ ლილეა?
მძღოლისკენ ვიხედები და ქერას დანახვაზე ვშეშდები...ის გოგოა ვისთან ერთადაც დაკრძალვაზე ვიყავი.
-მეც არ გითხარი რაღაც.-ჩემკენ ბრუნდება.- წიგნი უნდა დაგვიწერო.
ვერ ვხვდები რა ხდება, ამის მიუხედავად მთელი სიმშვიდით შევყურებ გოგოს რომ ამიხსნას.
-ჩემი მეგობრებისთვის, შეუძლებელია ახლა ჩვენ ვუთხრათ რომ დემნა ცოცხალია. მაგრამ შენ შეგიძლია, რამენაირად ისე ვიზამთ რომ ყველამ წაიკითხოს. ნამდვილ ამბავს კი მხოლოდ ისინი ამოიცნობენ ვინც ჩვენი ამბავი დაწვრილებით იცის.-მხრები აიჩეჩა.-და ჩვენც მხოლოდ მათ გვინდა რომ გაიგონ სიმართლე.
დამუნჯებული ვზივარ და უაზროდ მეღიმება... ვიპოვე.
-ლილესთან შენი შეხვედრა გუშინ სპეციალურად იყო მოწყობილი.-თეკლა ქერასკენ იყურება.- წესით მას უნდა მოეყოლა ჩვენი ამბავი მაგრამ შენ ჩემთან მოხვედი, იქიდან უბრალოდ გაკვირდებოდით.-ჩაიცინა.- სხვათაშორის ლილ, საშინელი მსახიობი ხარ.-აქამდე ჩუმად მჯდარ ქერასაც ეცინება.
მანქანა ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანთან ჩერდება.
თეკლა პირველი გადადის და ჩვენკენ მომავალ სხეულს ხელებს ხვევს...დემნა. მხოლოდ ახლაღა ვხვდები სინამდვილეში როგორ აღწერდა თეკლა, ბიჭი სერიოზულად გვიყურებს, მართლაც გამოქანდაკებულს ჰგავს, მისკენ წასულ ქერას ხელს ხვევს და მაგრად იხუტებს.
-მომენატრებით.-ხმა ებზარება ლილეს.
-ჩვენც პატარავ.-ისმის დემნას ხმა.
მე ადგილზე გახევებული ვდგავარ, მგონია რომ ახლა უცებ რომელიღაც წიგნში აღმოვჩნდი.
-დემნა.-ხელს მიწვდის.
-დიმიტრი.- ჯერ კიდევ გაოცებული ვიწევი მისკენ.
-შემპირდი რომ ზუსტად დაწერ.-თეკლა მეუბნება და ჩემს ხმის ჩამწერს ჯერ კიდევ ხელებში ატრიალებს.-შპარგალკას გიტოვებ.- ლილესკენ მანიშნებს სიცილით.-მხოლოდ ის გამოტოვე სად მივდივართ.
-გპირდები.-მთელი სერიოზულობით ვეუბნები და თბილად ვეხვევი.-თავს გაუფრთხილდი.
-მარიამს მიმიხედე.-ახლა უცნობი ბიჭისკენ ტრიალდება თეკლა რომელიც როგორც ვხვდები დამიანე უნდა იყოს.
-მორჯულებულს დაგახვედრებ.-ეცინება ბიჭსაც და გოგოს ეხვევა.- შენ კიდევ ამას მიმიხედო.
დემნასკენ ანიშნებს.
მიდიან.
******
2 წლის შემდეგ...
თბილისი დიმიტრი გამყრელიძისა და ლილე სიხარულიძის ქორწილს აღნიშნავდა. ქორწილში უამრავ სტუმარს მოეყარა თავი, ყველა ბედნიერი იყო, ან ვინ არ იქნებოდა ულამაზესი პატარძლის შემყურე რომელმაც საბოლოოდ მაინც იპოვა საკუთარი ბედნიერება, და თან სად? დაკრძალვაზე... თეკლასა და დემნას წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მაკო ქორწილში ულამაზესი, ქერა, პატარა გოგონათი დადიოდა, ყველა გარს ეხვეოდა და პატარაც ბედნიერად განაბულიყო დედიკოს მკლავებში. პატარა ბაჩი, უფრო სწორად უკვე გაზრდილი ახლა სხვა ბავშვებს ასწავლიდა როგორ უნდა ეჭამათ კიტრი ტარხუნის ლიმონათთან ერთად...აბა როგორ?!. თეკლას სკოლა ჰქონდა გამოვლილი.
აი ლილესა და დიმიტრის ისტორია კი მათი ცალკე თემა იყო, ბიჭმა წიგნის პრეზენტაციაზე სთხოვა ხელი და რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ფაქტის გამოც კი მათი წიგნი ყველა მეგობარს ჰქონდა წაკითხული, ახლა უკვე იცოდნენ...და მაინც აკლდათ რაღაც, ამას მთელი ორი წლის განმავლობაში გრძნობდნენ.
ხელის მოწერის ცერემონიალი იწყებოდა დიმიტრიმ ფეხებთან უცხო არსება რომ იგრძნო... წამით გაკვირვებისგან თავლები გაუფართოვდა და ინსტიქტურად დაიხარა ნაცნობი ნივთისკენ, რომელიც მას შემდეგ არ ენახა რაც თეკლასთან ერთად გაუჩინარდა ვერტმფრენში.
საოცრად დამამახსოვრებელი გამოვიდა ქორწილი, აბა ვის დაავიწყდებოდა პატარა თხის კისერზე გამობმული ხმის ჩამწერი..?
სადაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იყო ჩაწერილი.-„უჩვენოდ თაფლობისთვეზე წასვლა არც კი გაბედოთ.“



№1 სტუმარი ის.

ისეთი მაგარი იყო სიტყვები არ მყოფნის
თავისუფლად შემიძლია ვთქვა
ერთ-ერთი ფავორიტია
ყოჩაღ!
ძააან მაგარი ხარ!

 


№2 სტუმარი ია

წანაკითხი მქონდა ეს ისტორია მაგრამ კიდევ ერთხელ წავიკითხე აი ძალიან მაგარია სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფერისს რომ შევაფასო სულ წარმატებები და საინტერესო ისტორიები

 


№3  offline წევრი Kawia0207

აუუუ რანაირია? ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი Khatuna

კარგი იყოოო, მომეწონა ????☺

 


№5 სტუმარი სტუმარი ზინიკო

ძალიან მომეწონა ეს ისტორია..ყოჩაღ ავტორო.. ყვითელი მარშუტკის ისტორიაც წავიკითხე და უკვე ჩაეწერე ჩემთვის საინტერესო ავტორებს შორის,ბრავო..კარგად წასაკითხუ ისტორიებია,გამართულად დაწერილი,მოვიხიბლე ძალიან.. ????

 


№6  offline წევრი Stranger things

ის.
ისეთი მაგარი იყო სიტყვები არ მყოფნის
თავისუფლად შემიძლია ვთქვა
ერთ-ერთი ფავორიტია
ყოჩაღ!
ძააან მაგარი ხარ!

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

ია
წანაკითხი მქონდა ეს ისტორია მაგრამ კიდევ ერთხელ წავიკითხე აი ძალიან მაგარია სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფერისს რომ შევაფასო სულ წარმატებები და საინტერესო ისტორიები

მადლობა და მიხარია კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდით heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მაგარი ისტორია არის,უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმდენად მომეწონა.დიმიტრის და ლილეს ისტორია ველი მთელი გულით.ცუდია რომ ამდენ ხანს არ მქონდა შენი ისტორიები წაკითხული.აუცილებლად წავიკითხავ შენს სხვა ისტორიასაც.

თხა მომეწონა ძალიან smile
--------------------
ლანა

 


№8  offline წევრი Stranger things

Kawia0207
აუუუ რანაირია? ????????????

იმედი მაქვს მოგწონათ blush

სტუმარი Khatuna
კარგი იყოოო, მომეწონა ????☺

მიხარიაა heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი თამარი

შესანიშნავი ისტორია იყო. ყოველგვარი ბანალური და მომაბეზრებელი მომენტების გარეშე. ძალიან მომეწონა წყვილს შორის ,,შორით ტრფობა", ნაზი და ერთმანეთისადმი პატივისცემით განმსჭვალული გრძნობა❤ დემნაზე აღარაფერს ვამბობ, საოცარი პიროვნება ა. თეკლა, ძალიან საყვარელი. წერის სტილი კარგია. შეცდომა ნაკლები.❤ მოკლედ, ყოჩაღ!❤ ძალიან კარგად წერ. ეს პირველი ისტორიაა, რაც წავიკითხე შენი დაწერილებიდან.❤ ისე მომეწონა, ძველსაც და ახალსაც, აწი, სულ წავიკითხავ ხოლმე????❤ წარმატებები❤❤❤

[quote=სტუმარი თამარი]შესანიშნავი ისტორია იყო. ყოველგვარი ბანალური და მომაბეზრებელი მომენტების გარეშე. ძალიან მომეწონა წყვილს შორის ,,შორით ტრფობა", ნაზი და ერთმანეთისადმი პატივისცემით განმსჭვალული გრძნობა❤ დემნაზე აღარაფერს ვამბობ, საოცარი პიროვნება ა. თეკლა, ძალიან საყვარელი. წერის სტილი კარგია. შეცდომა ნაკლები.❤ მოკლედ, ყოჩაღ!❤ ძალიან კარგად წერ. ეს პირველი ისტორიაა, რაც წავიკითხე შენი დაწერილებიდან.❤ ისე მომეწონა, ძველსაც და ახალსაც, აწი, სულ წავიკითხავ ხოლმე❤ წარმატებები❤❤❤

 


№10  offline წევრი Stranger things

სტუმარი ზინიკო
ძალიან მომეწონა ეს ისტორია..ყოჩაღ ავტორო.. ყვითელი მარშუტკის ისტორიაც წავიკითხე და უკვე ჩაეწერე ჩემთვის საინტერესო ავტორებს შორის,ბრავო..კარგად წასაკითხუ ისტორიებია,გამართულად დაწერილი,მოვიხიბლე ძალიან.. ????

უღრმესი მადლობა heart_eyes

[quote=სტუმარი თამარი]შესანიშნავი ისტორია იყო. ყოველგვარი ბანალური და მომაბეზრებელი მომენტების გარეშე. ძალიან მომეწონა წყვილს შორის ,,შორით ტრფობა", ნაზი და ერთმანეთისადმი პატივისცემით განმსჭვალული გრძნობა❤ დემნაზე აღარაფერს ვამბობ, საოცარი პიროვნება ა. თეკლა, ძალიან საყვარელი. წერის სტილი კარგია. შეცდომა ნაკლები.❤ მოკლედ, ყოჩაღ!❤ ძალიან კარგად წერ. ეს პირველი ისტორიაა, რაც წავიკითხე შენი დაწერილებიდან.❤ ისე მომეწონა, ძველსაც და ახალსაც, აწი, სულ წავიკითხავ ხოლმე????❤ წარმატებები❤❤❤

[quote=სტუმარი თამარი]შესანიშნავი ისტორია იყო. ყოველგვარი ბანალური და მომაბეზრებელი მომენტების გარეშე. ძალიან მომეწონა წყვილს შორის ,,შორით ტრფობა", ნაზი და ერთმანეთისადმი პატივისცემით განმსჭვალული გრძნობა❤ დემნაზე აღარაფერს ვამბობ, საოცარი პიროვნება ა. თეკლა, ძალიან საყვარელი. წერის სტილი კარგია. შეცდომა ნაკლები.❤ მოკლედ, ყოჩაღ!❤ ძალიან კარგად წერ. ეს პირველი ისტორიაა, რაც წავიკითხე შენი დაწერილებიდან.❤ ისე მომეწონა, ძველსაც და ახალსაც, აწი, სულ წავიკითხავ ხოლმე❤ წარმატებები❤❤❤[/quote]
არც კი იცით როგორ გამახარეთ, უღრმესი მადლობა რომ შეაფასეთ და ასე მოგეწონათ heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საყვარელი ისტორიაა სასიამოვნო არ მინდოდა რო დასრულებულიყო❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი Stranger things

La-Na
ძალიან მაგარი ისტორია არის,უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმდენად მომეწონა.დიმიტრის და ლილეს ისტორია ველი მთელი გულით.ცუდია რომ ამდენ ხანს არ მქონდა შენი ისტორიები წაკითხული.აუცილებლად წავიკითხავ შენს სხვა ისტორიასაც.

თხა მომეწონა ძალიან smile

ძალიან ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ძალიან მაგარიაა საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია,იმდენად მთელი დღე ღამე ვკითხულობდი ისე ძალიან მომეწონა მადლობა დიდი

ნესტანი.ძალიან კარგი და საინტერესო მოთხრობა მადლობა დიდი ისე მომეწონა მთელი ღამე ვკითხულობდი

ძალიან მომეწონა ძალიან კარგი დასასრული ქონდა თავიდან მეგონა დემნა მოკვდა და ძაან მეწყინა მერე გამეხარდა კარგად რომ დამთავრდა დიდი მადლობა ველი ახალ ამბებს ????????????????

 


№14  offline წევრი Stranger things

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა ძალიან მაგარიაა საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია,იმდენად მთელი დღე ღამე ვკითხულობდი ისე ძალიან მომეწონა მადლობა დიდი

ნესტანი.ძალიან კარგი და საინტერესო მოთხრობა მადლობა დიდი ისე მომეწონა მთელი ღამე ვკითხულობდი

ძალიან მომეწონა ძალიან კარგი დასასრული ქონდა თავიდან მეგონა დემნა მოკვდა და ძაან მეწყინა მერე გამეხარდა კარგად რომ დამთავრდა დიდი მადლობა ველი ახალ ამბებს ????????????????

მადლობა თქვენ ასეთი სასიამოვნო კომენტარისათვის heart_eyes

სტუმარი მარიამი
ძალიან საყვარელი ისტორიაა სასიამოვნო არ მინდოდა რო დასრულებულიყო❤️❤️❤️

გამიხარდა რომ მოგეწონათ heart_eyes

 


ძალიან მომეწონა<3ემოციების კორიანტელი დამატეხა თავს^^მოლოდინს გადააჭარბა...დასასრული ხომ საერთოდ!!მოკლედ ჩემს რჩეულ ისტორიებშია უდავოდ heart_eyes heart_eyes

 


№16  offline წევრი Stranger things

ზაფხულის გოგო
ძალიან მომეწონა<3ემოციების კორიანტელი დამატეხა თავს^^მოლოდინს გადააჭარბა...დასასრული ხომ საერთოდ!!მოკლედ ჩემს რჩეულ ისტორიებშია უდავოდ heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობა heart_eyes blush

 


№17  offline წევრი nankanan

ეს იყო საოცრება,რომელიც ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე <3 მადლობა შენ ამ ემოციისთვის :* წარმატებები :* <3

 


№18  offline წევრი Stranger things

nankanan
ეს იყო საოცრება,რომელიც ძალიან სასიამოვნოდ წავიკითხე <3 მადლობა შენ ამ ემოციისთვის :* წარმატებები :* <3

მადლობა თქვენ რომ შეაფასეთ heart_eyes

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

საერთოდ სხვანაირად ველოდი მოვლენების განვითარებას. ძაალიან ორიგინალურად დაიწყო. მერე თამაში წამოიწყეს და ვიფიქრე ვსო, ახლა მთელი ისტორია სამძიმარზე განვითარდებათქო და ეგ აზრი მომეწონა კიდეც :დდ მერე წამოვიდნენ და ამ ბიჭმა ჟურნალისტი ვარო, მევთქვი კაი, რატომაც არა. თან თეკლა საინტერესოდ ლაპარაკობდა გულსა და გონებაზე. ვნახოთ აბა რა გადახდათქო.
ხოდა თეკლას ამბავი. ის არ იყო, რასაც ველოდი, მაგრამ სახალისო იყო. კარგად იკითხებოდა, მსუბუქად. ვფიქრობდიზ რომ მისი პროფესია გაცილებით მეტ როლს ითამაშებდა ისტორიაში, მარა შევცდი. დემნაც კაი ტიპი იყო, მაგრამ რა ვქნა, ჰგავდა აქ წაკითხულ ბევრ სხვა მთავარ პერსონაჟს.
ძალიან მომეწონა სახლი ტყეში. ასეთი ადგილები ჩემი სუსტი წერტილია. წვიმა, უინტერნეტობა, უშუქობა, სანთლისგან შექმნილი სიმყუდროვე. და სერიალები? ეგ ძალიან კარგი იყო (მე ზოგადად წვრილმან, უმნიშვნელო რაღაცებს ვაქცევ ყურადღებას და ისინი უფრო მომწონს, ვიდრე მაგალითად ძვირფასი ბეჭდის ჩუქება ან ლაზი შავი კაბა.) ალბათ ამ ისტორიას მაგით დავიმახსოვრებ.

მთლიანობაში ისე წავიკითხე, რომ სკუპები არ გამიკეთებია და არც მომბეზრებია. ყველაზე მეტად გამართულ ლექსიკას გიფასებ. და თუ არ მიწყენ რამდენიმე რჩევასაც დაგიტოვებ ;)

1. ყველანაირად ეცადე ფრაზა "ტუჩის კუთხე ჩავტეხე" დაივიწყო შენი ლექსიკონიდან. ძალიან გაცვდა და საკმაოდ ცუდად ჟღერს მათთვის, ვინც მსგავს წვრილმანებს აკვირდება. ბევრად ლამაზად შეგიძლიან აღწერო ეგ მიმიკა, თუ მოინდომებ.

2. ეცადე ნაკლებად მნიშვნელოვანი სცენები, რომლებიც დიალოგში წარმოგიდგენია, თხრობაში გადმოსცე. მაგ, ქორწილის მზადებისას, მაკიაჟის გაკეთებისას, აუზზე ყოფნისას და იყო კიდევ რამდენიმე, ბევრ დიალოგს შეიცავდა. ვიღაცისთვის შეიძლება მომაბეზრებელი იყოს და ტექსტს ზრდიდეს უბრალოდ.

3. მბრძანებლური ტონი. ზემოთ რომ ვთქვი, დემნა სხვა ისტორიების პერსონაჟებს ჰგავდათქო. აი ამ თვისებით ყველაზე მეტად. არ ვიცი, როგორ გითხრა ისე, რომ არ გაწყენინო. დემნა ამ თვისების გარეშეც საკმაოდ ქარიზმატული პერსონაჟია და მე, მაგალითად არ მომეწონა, ერთი ღამის გაცნობილ გოგოს რომ უბრძანებს წვიმაში ნუ დგახარ, ჩქარა სახლშიო. მესმის, თეკლა თავიდანვე მოეწონა და მზრუნველობითი ინსტიქტით აკადრა ეგ :დდ მაგრამ მაინც... ეცადე შენი ბიჭი პერსონაჟების ქარიზმა ნაკლებად წარმოაჩინო ამ თვისებით.

ყველაფერი მოდის გამოცდილებაში. ჩემი პორველი ნაწერები რომ ახლანდელს შეადარო, გაგეცინება. ხშირად იკითხე შენი ისტორიები. ახალს რომ დაწერ, პირველ ნაწერებს გადახედე ხოლმე. აღმოაჩენ რომ აი ეს არ მოგწონს, ახლა ამას ასე არ დაწერდი, იტყვი საერთოდ რამ დამადგმევინა ეს სცენა, რომ ეს ნაწყვეტი საჭირო არ იყო. ჩაინიშნე ის, რაც არ მოგეწონება, რომ არ დაგავიწყდეს შემდეგში გამოასწორო. და თი შენიშვნას მოგცემენ, შეიძლება გული დაგწყდეს, მაგრამ გაითვალისწინე მაინც. <3

ბევრი წერე და ბევრი იკითხე.
წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო <3

 


№20  offline წევრი Stranger things

lullaby
საერთოდ სხვანაირად ველოდი მოვლენების განვითარებას. ძაალიან ორიგინალურად დაიწყო. მერე თამაში წამოიწყეს და ვიფიქრე ვსო, ახლა მთელი ისტორია სამძიმარზე განვითარდებათქო და ეგ აზრი მომეწონა კიდეც :დდ მერე წამოვიდნენ და ამ ბიჭმა ჟურნალისტი ვარო, მევთქვი კაი, რატომაც არა. თან თეკლა საინტერესოდ ლაპარაკობდა გულსა და გონებაზე. ვნახოთ აბა რა გადახდათქო.
ხოდა თეკლას ამბავი. ის არ იყო, რასაც ველოდი, მაგრამ სახალისო იყო. კარგად იკითხებოდა, მსუბუქად. ვფიქრობდიზ რომ მისი პროფესია გაცილებით მეტ როლს ითამაშებდა ისტორიაში, მარა შევცდი. დემნაც კაი ტიპი იყო, მაგრამ რა ვქნა, ჰგავდა აქ წაკითხულ ბევრ სხვა მთავარ პერსონაჟს.
ძალიან მომეწონა სახლი ტყეში. ასეთი ადგილები ჩემი სუსტი წერტილია. წვიმა, უინტერნეტობა, უშუქობა, სანთლისგან შექმნილი სიმყუდროვე. და სერიალები? ეგ ძალიან კარგი იყო (მე ზოგადად წვრილმან, უმნიშვნელო რაღაცებს ვაქცევ ყურადღებას და ისინი უფრო მომწონს, ვიდრე მაგალითად ძვირფასი ბეჭდის ჩუქება ან ლაზი შავი კაბა.) ალბათ ამ ისტორიას მაგით დავიმახსოვრებ.

მთლიანობაში ისე წავიკითხე, რომ სკუპები არ გამიკეთებია და არც მომბეზრებია. ყველაზე მეტად გამართულ ლექსიკას გიფასებ. და თუ არ მიწყენ რამდენიმე რჩევასაც დაგიტოვებ ;)

1. ყველანაირად ეცადე ფრაზა "ტუჩის კუთხე ჩავტეხე" დაივიწყო შენი ლექსიკონიდან. ძალიან გაცვდა და საკმაოდ ცუდად ჟღერს მათთვის, ვინც მსგავს წვრილმანებს აკვირდება. ბევრად ლამაზად შეგიძლიან აღწერო ეგ მიმიკა, თუ მოინდომებ.

2. ეცადე ნაკლებად მნიშვნელოვანი სცენები, რომლებიც დიალოგში წარმოგიდგენია, თხრობაში გადმოსცე. მაგ, ქორწილის მზადებისას, მაკიაჟის გაკეთებისას, აუზზე ყოფნისას და იყო კიდევ რამდენიმე, ბევრ დიალოგს შეიცავდა. ვიღაცისთვის შეიძლება მომაბეზრებელი იყოს და ტექსტს ზრდიდეს უბრალოდ.

3. მბრძანებლური ტონი. ზემოთ რომ ვთქვი, დემნა სხვა ისტორიების პერსონაჟებს ჰგავდათქო. აი ამ თვისებით ყველაზე მეტად. არ ვიცი, როგორ გითხრა ისე, რომ არ გაწყენინო. დემნა ამ თვისების გარეშეც საკმაოდ ქარიზმატული პერსონაჟია და მე, მაგალითად არ მომეწონა, ერთი ღამის გაცნობილ გოგოს რომ უბრძანებს წვიმაში ნუ დგახარ, ჩქარა სახლშიო. მესმის, თეკლა თავიდანვე მოეწონა და მზრუნველობითი ინსტიქტით აკადრა ეგ :დდ მაგრამ მაინც... ეცადე შენი ბიჭი პერსონაჟების ქარიზმა ნაკლებად წარმოაჩინო ამ თვისებით.

ყველაფერი მოდის გამოცდილებაში. ჩემი პორველი ნაწერები რომ ახლანდელს შეადარო, გაგეცინება. ხშირად იკითხე შენი ისტორიები. ახალს რომ დაწერ, პირველ ნაწერებს გადახედე ხოლმე. აღმოაჩენ რომ აი ეს არ მოგწონს, ახლა ამას ასე არ დაწერდი, იტყვი საერთოდ რამ დამადგმევინა ეს სცენა, რომ ეს ნაწყვეტი საჭირო არ იყო. ჩაინიშნე ის, რაც არ მოგეწონება, რომ არ დაგავიწყდეს შემდეგში გამოასწორო. და თი შენიშვნას მოგცემენ, შეიძლება გული დაგწყდეს, მაგრამ გაითვალისწინე მაინც. <3

ბევრი წერე და ბევრი იკითხე.
წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო <3

დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ასე დაწვრილებით გამიზიარეთ შთაბეჭდილება და მადლობა იმისთვისაც რომ რჩევები მომეცით, ვაფასებ თქვენი მხრიდან და აუცილებლად გავითვალისწინებ ახალი ისტორიის წერისას. ყველაფერში გეთანხმებით და მიხარია რომ არ მოიწყინეთ კითხვისას, როგორც გითხარით ეს ის ისტორიაა თავის ჭკუაზე რომ მატრიალა. როგორც გამოცდილმა მკითხველმა ზუსტად დაიჭირეთ განსხვავება დაკრძალვის და ამბის თეკლას შორის, ეს იმიტომ რომ დასაწყისი და გაგრძელება თვეების შუალედით დავწერე და მაშინ სულ სხვანაირი ამბის განვითარება იყო გეგმაში მაგრამ ვერავინ გავაუბედურე sweat_smile , რა მექნა თეკლას რომ ვაკვირდებოდი ისეთი გრძნობა მქონდა რომ ბნელს ვხდიდი, ბოლომდე ვპირდებოდი თავს რომ იქამდე მივიყვანდი საიდანაც დავიწყე, მაგრამ დემნამ სულ ამომიტრიალა გეგმები და აზრები. ბოლო თავები იმდენად დაუგეგმავად იწერებოდა რომ მეც მკითხველთან ერთად მაინტერესებდა. მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეფასებისთვის და ასეთი ჯანსაღი კრიტიკისთვის, თქვენც უამრავ წამატებას და რა თქმა უნდა, ლამაზ სახლს გისურვებთ ტყეში. heart_eyes

 


№21  offline წევრი ენნე

ძალიან მაგარი გოგო ხარ, ჩემს ფავორიეტბში (ჩემს ბიბლიოთეკაში) დაიდევი ბინა. მოუთმენლად დაველოდები შენს ყველა ისტორიას. ძალიან ლამაზი სიყვარულის ამბავი იყო თავისი საოცარი სიუჟეტით. მიუხედავად იმისა რომ ფილოლოგი არ ვარ, “კარგად” ვიცი გრამატიკა, რაიმე უხეში შეცდომა არ შემხვედრია, მე რომ შეცდომად აღმექვა ისეთი. გელი გელი გელი სიახლით❤️❤️❤️

 


№22  offline წევრი Stranger things

ენნე
ძალიან მაგარი გოგო ხარ, ჩემს ფავორიეტბში (ჩემს ბიბლიოთეკაში) დაიდევი ბინა. მოუთმენლად დაველოდები შენს ყველა ისტორიას. ძალიან ლამაზი სიყვარულის ამბავი იყო თავისი საოცარი სიუჟეტით. მიუხედავად იმისა რომ ფილოლოგი არ ვარ, “კარგად” ვიცი გრამატიკა, რაიმე უხეში შეცდომა არ შემხვედრია, მე რომ შეცდომად აღმექვა ისეთი. გელი გელი გელი სიახლით❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმისთვისაც რომ რეკომენდაციას მიწევთ სხვა მკითხველებთან, ყოველთვის მინდოდა ჩემი ისტორიები ვინმესთვის ერჩიათ (მაგარი გრძნობა ყოფილა)sweat_smile heart_eyes

 


№23  offline წევრი Barbare ❤

ეს ისტორია ორიგინალურობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალიათია.. კარგად წერ.. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ❤ წარმატებები ველი სხვა სრულ ისტორიებს ❤

 


№24  offline წევრი Stranger things

Barbare ❤
ეს ისტორია ორიგინალურობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალიათია.. კარგად წერ.. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ❤ წარმატებები ველი სხვა სრულ ისტორიებს ❤

მადლობა heart_eyes

 


№25  offline წევრი ელენე (ნენე)

სულ სხვა რამეს ველოდი და სულ სხვა “შემრჩა”, მაგრამ ერთ ამოსუნთქვაში გაღიმებულმა რომ წავიკითხე, ფაქტია.

უზომოდ გამიხარდა ბედნიერი დასასრული. ისე დაიწყე, რომ ველოდი გაურდაუვალ სიკვდილს, რომელიც, საბოლოოდ, გარდამავალი აღმოჩნდა.

ვფიქრობ, რამდენიმე ჩასასწორებელი მომენტის მიუხედავად, ლამაზი ისტორიაა.

მდიდარი ლექსიკა გაქვს, ლამაზად აღწერ მოვლენებს და რაც მთავარია, პერსონაჟებს გრძნობ.

წარმატებები, ნიჭიერო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent