ახალი სიცოცხლე (ნაწილი პირველი)
დადიანების საგვარეულო შტოს გამგრძელებელი ერთადერთი მემკვიდრე,ეჟენი დადიანი.თბილისის მახლობლად,კიკეთში დიდ სამ სართულიან სახლში ცხოვრობდა,არ გაგიკვირდეთ ისინი ხომ თავადები იყვნენ და შესაფერისი სამყოფელი სჭირდებოდათ.ჩვენი ეჟენი კი პატარა პრინცესა,თეთრი თოვლივით მკრთალი კანით,ქერა წელამდე დაყრილი დალალებით და დიდრონი ცისფერი თვალებით,ამ ცივ და მივიწყებულ სასახლეს სიცოცხლეს მატებდა. მისი დღე თითქმის ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა და მთავრდებოდა. სახლში ზარის წკარუნი გაისმა,რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა თეთრი ფაშფაშა მოახლესგან,კიბეზე სწრაფად აირბინდა და კარებთან გაჩნდა. - დიახ ქალბატონო,რით დაგეხმაროთ? -შენოდი ძვირფასო ნინო -ჩემო ლამაზო,თმების დავარცხნა გსურს?თქვა მოახლემ და სახეზე ღიმილმა გაუდაურბინა. -დიახ, ხომ შემისრულებთ ამ თხოვნას? ხომ იცით დედა ყოველთვის უარს მეუბნება,არადა როგორ მიყვარს,როდესაც ჯაგრისით თმებს რბილად ეხებიან და თითიეულ ღერს რიტმულად ცხოვრების უფლებას აძლევენ. სახე მოეღრუბლა და სევდიანი თვალებით გადაიტანა მზერა ჯაგრისზე. -კარგი ჩემი ქალბატონო,თვქენ არ მოიწყინოთ და მე აუცილებლად დაგეხმარებით სურვილის ასრულებაში.ნინო ეჟენს მიუახლობდა და მისი თეთრი პუტკუნა ხელები აბრეშუმივით თმებს შეახო.ეჟენმა თვალები განაბა თითქოს ამ სამყაროს მოსწყდა და სხვა განყოფილებაში გადაინაცვლა მისმა ფიქრებმა,სადაც თავს გაცილებით ბედნიერად და დაცულად გრძნობდა. ნინომ თმები ლამაზი წითელი ბანტით შეუკრა,რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სიფრიფანა ლედისთვის,რადგან ის მშობლებმა აჩუქეს პირველ დაბადების დღეზე,როდესაც ძალიან პატარა იყო და მის ვარცხნილობას მხოლოდ ოქროსფერი ბუსუსები შეადგენდა,რომელიც სასაცილოდ აბურძგვნოდა.უკვე წლებია ჩვევად ან თუნდაც ტრადიციად გადაექცა,რომ ყოველ 8 აგვისტოს უნდა ამშვენებდეს მის ლამაზ თმებს ეს თმისამაგრი.დღეს ეჟენი 18 წლის გახდა, თუმცა ეს არ იქნება ის სანუკვარი პერიოდი მისთვის,რომელსაც თინეიჯერების 99% ელოდება და შემდეგ მთელი ცხოვრება მისტირის იმ წლებს.რადგან ეჟენი აპირებს სწავლა კვლავ სახლში გააგრძელოს და ცოტათი მეტი თავქარიანობა,თავგადასავლები,მძაფრი შეგრძნებები არ შეურწყას მის ცხოვრებას.როგორც იქცევა თავისუფლებას მოწყურებული თინეიჯერი. ნინომ დაასრულა თავისი საქმიანობა,თავზე ნაზად გადაუსვა ხელი საყვარელ ქალბატონს, გაბრწყინებული თვალებით გადასცა პატარა ყუთი და დაბადების დღე მიულოცა. -ჩემი ძვირფასო,აი ეს პატარა საჩუქარი ჩემგან და ბიძია გიორგისგან,ხომ იცი ძალიან გვიყვარხარ,18 წელია ამ სახლში ვმუშაობთ და ოხაჯის წევრად გთვლით.სულ პატარა რომ მოგიყვანეს იქედან ვზრუნავ შენზე და მიყვარხარ. ეჟენმა ფართოდ გაუღიმა საყვარელ მოახლეს,სავარძლიდან წამოხტა და თეთრი ხელები მჭიდროდ მოხვია ყელზე.ფრთხილად გახსნა ლამაზად შეფუფული ყუთი და პატარა ბაჩუჩები ამოიღო,იმდენად პატარა რომ ხელის გულზე დეტია.ეჟენმა გაკვირვებით შეხედა მიანიატურულ საჩუქარს და შემდეგ ნინოს შეავლო მზერა. -ალბათ გაგიკვირდა ჩემო ქალბატონო ეს უცნაური საჩუქარი,მაგრამ აგიხსნი რატომ მაინცდამაინც ეს.მინდა ყოველთვის გახსოვდეს შენი პირველი ნაბიჯები,როდესაც მყარად შეძელი დადგომა ფეხზე,მაგრამ ამავდროულად ყველას მზერა შენკენ იყო მოპყრობილი შიშნარევი თვალებით,რომ არ წაქცეულიყავი და რაიმე არ დგეშავებინა.მინდა ამ ცხოვრებაში მუდამ მყარად გედგას მიწაზე ფეხი,ისე მყარად,რომ სხვასაც გაუწოდო დახმარების ხელი და თუ ოდესმე რამე შეგემთხვევა არავითარ შემთხვევაში არ გაბედო წაქცევა და იმ ადამიანებს არ გაუცურუო იმედი,რომლებსაც ასე ღრმად სწამთ შენი და მუდამ იმედის თვალით გიყურებენ,მათი ლოცვა კი მუდამ თან გსდევს და გეხმარება.ნინომ თვალები ჭერს აღაპყრო თითქოს ლამაზად მოჩუქურთმებული ჭერის იქეთ იხედებოდა და ზეცას მადლობას უხდიდა, მისი კეთილი თვალებით. თვალებაცრემლიანებული მიუახლოვდა ეჯენს და მაგრად ჩაიკრა გულში. -ძვირფასო როდესაც დაასრულებ მომზადებას ქვემოთ ჩამოდი შენთვის ლამაზი სუფრა გავაწყვე,ყველამ ერთად აღვნიშნოთ შენი იუბილე.ეჟენმა თავი დაუკრა და სარკისკენ იბრუნა პირი.კიბეზე ფეხის ხმა გაისმა,ახალგაზრდა ქალბატონი მოაბიჯებდა,სასწულად ლამაზი იყო. მის თვალისმომჭრელ გარეგნობას კიდევ უფრო ამშვენებდა წითელი ნაზი კაბა და შესაფერისი ფეხსაცმელები. მისაღებ ოთახში დიდი მაგიდა იყო გაშლილი და ზედ ათასგავარი გემრიელი კერძი იყო განთავსებული.ეჟენი მაგიდასთნ მივიდა და მშობლებს სათითაოდ ჩამოუარა, მათაც გულში ჩაიკრეს ერთადერთი ქალიშვილი. სუფრის თავში მოკალათდა და ღიმილით გადახედა საყვარელ ადამიანებს. ნინო და გიორგი კარებთან იდგნენ თვალებზე ცრემლმომდგარი, რომელსაც დიდი ძალისხმდვით მალავდნენ და ნაზად იღიმოდნენ.ეჟენმა საყვარელ მსახურებს შეხედა და სთხოვა მათთან ერთად ევახშმათ.ისინიც დასთანხმდნდნ და შეუერთდნენ სევდიან მხიარულებას. * ეჟენი 18 წლის გახდა,მაგრამ მის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა,ნება რომ მიგეცათ ალბათ არც არაფერს შეცვლიდა. ამიტომ მის საყვარელ ადამიანებს უნდა ემოქმედათ,რომ რეალობა ფართოდ გახდლილი თვალებით დაენახა. ნინომ გადაწყვიტა ახალი მასწვლებელი დაექირავებინა მისთვის და “მცირედი” სიახლე შეეტანა ეჟენის ცხოვრებაში. ბევრი ძებნის და რეკომენდაციების შემდეგ მიაგნო ახალგაზრდა მასწავლებელს,რომელიც ახლახანს ჩამოვიდა ლონდონიდან და დიდხნიანი სწავლის შედეგად მზად იყო ნაყოფიერად გამოეყენებინდა თავისი ცოდნა და დახმარებოდა ისეთ ადამიანებს,რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. დემეტრე ახვლედიანი,მაღალი,შავგვრემანი,შავთვალა,სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი,რომელმაც საქართველო 10 წელია დატოვა და ჭაბუკობის წლები კარიერას შეალია.24 წლის ასაკში დაბრუნდა საქართველოში. როდესაც მისმა ლექტორმა გაიგო ეს ამაბვი სასწრაფოდ დაურეკა და შეატყობინა,რომ ახალგაზრდა „მოსწავლე“ ჰყავდა მისთვის,რომელიც გამორჩეული და განსაკუთრებული იყო,ხოლო მის გარდა ვერავინ შეძლებდა დახმარებას. დემეტრეს ბევრი არც უფიქრია,რადგან ეს მისთვის სიახლე იყო და სიამოვნებით დათანხმდა შემოთავაზებას. * დილით ენერგია მოზღვავებულმა გავიღვიძე, საოცარი ამინდი იყო. მზის სხივები თვალისმომჭრეად ანათებდნენ ჩემს აივანს და თეთრი თხელი ფარდების რხევა ეხმარებოდა იასამანს რომ მისი საამო სურნელი მთელს ოთახს გადასცემოდა. სურვილმა შემიპყრო გარეთ გავსულიყავი,რადგან საოცრად მიზიდავდა ეს აურა,საწოლიდან წამოვხტი და კარებს მივაშურე,მოაჯირს დავეყრდენი და ეზოს თვალი მოვავლე, ჭიშკარი იყო ღია. ჩემდა გასაოცრად ნინო ვიღაცას ელაპარაკებოდა,რომელსაც სახეზე სცემდა მზის სხივები და ვერ ვარჩევდი მის ნაკვთებს.გამიკვირდა,რადგან ეს კარები ბოლოს 10 წლის წინ გაიღო და მას შემდეგ აქედან არც არავინ გასულა და არც შემოსულა. მსახურები ეზოს უკანა კარებს იყენებდნენ ყოველთვის. თითქოს ბრაზი მომერია,მაგრამ ვიფიქრე, რომ ნინოს ამის მიზეზი ექნებოდა და ტყუილად არ გამანაწყენებდა. გადავწყვიტე სტუმარი ახლოდან მენახა და მისი ვინაობა გამეგო. სასწრაფოდ ჩავიცვი ტანზე და აბაზანას მივაშურე. დავამთავრე ჩემი რუტინა და ხმაურით დავეშვი კიბეებზე. უეცრად თავი გამიბრუვდა,ფეხები ერთმანეთში ამეხლართა და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს არეული სახეები ნინო,ძია გიორგი,ვიღაც უცნობი ბიჭი, თავზე მადგნენ. შეშფოთებული სახეები და აცრემლებული თვალები ირეოდა ერთმანეთში. მეგობრებო, გთხოვთ, თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში, გავაგრძელო თუ არა ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.