შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერში -თავი 1-


23-02-2020, 03:11
ავტორი Marrieakh
ნანახია 2 259

,, და ბოლოს მიხვდა აპრილი, რომ არასწორ დროს და არასწორ ადგილას იყო დაბადებული. აპრილის სახლი გაზაფხულია, მას კი ძალიან უჭირდა დეკემბერში ცხოვრება და დღიდან დღემდე თავის გატანა... აპრილი ახლა თავის სახლს ეძებს, დაბრუნდება... რა თქმა უნდა, დაბრუნდება თუ ის ვერ შეძლებს დეკემბერში ცხოვრების გახანგრძლივებას, რადგან მას არ სჩვევია უკან დახევა ან შეშინება.''
ზედმიწევნით კითხულობს თინა ჩემს დღიურში ჩაწერილ ძველ ჩანახატს, ფიქრობს, რომ ძველებურად ავდგები საწოლიდან და გავეკიდები, რათა აღარ წაიკითხოს ჩემს საიდუმლოდ შენახულ დღიურში ჩაწერილი ციტატები, ჩანახატები და სხვა , რომელიც უკვე ნამდვილად აღარ არის საიდუმლო. უბრალოდ ბუტბუტი ჩამესმის ყურებში, რომელიც ცდილობს ჩემს ამოყვანას სიზმრების სამყაროდან, მე კი ნახევრად მძინარეს მეღიმება...
რა იცის თინამ, რომ მაგ დღიურში უკვე 5 თვეა აღარაფერი ჩამიწერია,რომ ახალი დღიური მაქვს, რომელსაც ვერ მიაგნებს. სასაცილო კი ის არის, რომ ვერ ამჩნევს 20 თებერვლის შემდეგ აღარაფერი წერია, ახლა 25 ივლისია და ვერც იმას ხვდება, ეს მეთოდი დაძველდა,მის ამ საქციელზე ადვილად ვეღარ ვიღვიძებ და ბოლო ერთი კვირაა ერთი და იმავე სიტყვებს კითხულობს.
-ადექი რაა... ადექი... ღმერთო დიდებულო, შენს ნაწერებს ვკითხულობ ვიკა ადექი და გამომეკიდე!.
დგას ჩემს საწოლზე დოინჯ-შემორტყმული, ცალი ხელით კი ჩემს დღიურს აფრიალებს. ფარდებიც გაუწევია ამ გაიძვერას, რომ მზემ კარგად მოაღწიოს ჩემამდე და სიცხეში ვერ გავძლო. ოთახში მართლაც ძალიან ცხელა, თუ არ გძინავს ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება გაჩერდე აქ თუნდაც ორი წუთი, ამიტომ სწრაფად ვახელ თვალებს და ვდგები საწოლიდან. დაუფიქრებლად, ხმისამოუღებლად მივდივარ საპირფარეშოსაკენ და ვაანალიზებ რამდენად იმედგაცრუებული რჩება თინა, რადგან ჩემი გაღვიძება იმავე პანიკითა და მეთოდით ვეღარ შეძლო.
***
რომ გითხრათ ის გოგონა ვარ, რომელსაც საკუთარი დღის განრიგი უზარმაზარ რვეულში აქვს ჩაწერილი და მთელი დღე ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს-მეთქი, ძალიან შევცდები და ნამდვილად მოგატყუებთ. ის პერიოდიც გავიარე, როდესაც ვცდილობდი ამ გეგმებით მემართა თითოეული დღე და ზოგადად მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ შეუძლებელი აღმოჩნდა. რატომ? -იმიტომ, რომ ყოველ დღე მაინც იმას ვაკეთებდი რაც დღიურის გეგმებში არ მეწერა, ჩანაწერები კი უაზრო ჩანაწერებად რჩებოდნენ.
ვფიქრობ, ზედმეტი მომივიდა დღიურებზე, ჩანაწერებსა და გეგმებზე საუბარი, ამიტომ მოდით ახლა საინტერესო ნაწილზე ვეცდები გადასვლას.
თინა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ხანდახან, როდესაც მისი გაბრაზება მინდა, ან იმდენს ლაპარაკობს, რომ მისი გაჩუმება შეუძლებელია ''თინი''-ს ვეძახი, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა მის გასაჩუმებლად. სახლში მარტო ვცხოვრობ, ამიტომ ის ჩემი ხშირი სტუმარია. მშობლები მყავს, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. დიდი ჭიდილი გვქონდა ჩემს საქართველოდან წასვლაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილები ყველა ადამიანის სურვილზე წინ დგას, ამიტომ დავრჩი საქართველოში.
***
-დღეს ხომ შაბათია, რატომ გადაწყვიტე ჩემი ადრიანად გაღვიძება? გამოვძახე თინას სააბაზანოდან.
-იმიტომ, რომ დავიღალე ასე მარტო ჯდომით დილის 8 საათიდან...
-ახლა რომელი საათია? ვკითხე დიდი ინტერესით, რადგან მზე ჯერ ცის შუა გულში არ იყო და მივხვდი, რომ დაახლოებით დილის 9 საათი იქნებოდა.
-ჯერ ცხრის ნახევარია. პასუხი მცირე პაუზის შემდეგ დამიბრუნა, მიხვდა, რომ არც ისე კარგად ჰქონდა საქმე, რადგან შაბათი-კვირა დასვენებისთვის მაქვს გამოყოფილი. გახსენება კი ნამდვილად არ მინდა ბოლოს შაბათს დილით რომ გამაღვიძეს საზაფხულო ბანაკში რა მოხდა... კარგით აღარ ჩავუღრმავდები, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი... ეს მოხდა სადღაც 6-7 წლის წინ, როდესაც 14 წლის ვიყავი.
აბაზანიდან რომ გამოვედი, თინიმ არც სიტყვის თქმა მაცალა,მაგრამ არც გაუთავებელი საუბარი დაიწყო. უბრალოდ გადარჩენის ხერხი მოძებნა და დაიწრიპინა.
-ერთი კაპუჩინო დარიჩინით და შაქრის გარეშე. კორიდორში დაგდებული შავი ჩანთა აიღო და სახლიდან წამებში აორთქლდა.
ხანდახან ნამდვილად ვფიქრობ -რომ არა ეს გოგო რა მეშველებოდა?! ალბათ საშინელი დეპრესია დამეწყებოდა და ვეღარაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. სიმართლე რომ გითხრათ თინი ერთადერთი ნათელი წერტილია მთელ ჩემს სამყაროს შავ კუთხეებში, რომელიც ყოველთვის მზად არის გზა გამიკვალოს და ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ ამას არც რაიმეს სანაცვლოდ აკეთებს და არც არასდროს მტოვებს შუა გზაზე.
რამდენიმე წუთში, ფიქრებში გართულს კარზე ბრაგუნის ხმა მაბრუნებს რეალობაში, ვხსნი კარს და იმდენი რაღაც უჭირავს თინის, რომ წამიერად სერიოზულად დავფიქრდი, ამ სიფრიანამ თავისზე მძიმე პროდუქტი სახლამდე როგორ მოიტანა.
ხელები რომ გაინთავისუფლა სწრაფად სუნთქვა დაიწყო, ასე მაშინ ემართება, როდესაც ძალიან შეშინებულია, ან რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს. ამ სიტუაციამ საკმაოდ დამაბნია, ერთადერთი რისი გაკეთებაც მოვახერხე, იყო ის, რომ მას წყალი მივაწოდე და შემდეგ ადგილზე გაქვავებულმა ვკითხე.
-თინანო რა მოხდა?
სხვა დროს უფრო იცის ხოლმე პასუხის შეყოვნება, მაგრამ ახლა 5 წუთიანი პაუზის, 3 ჭიქა წყლისა და თვალების აქეთ-იქით ცეცების შემდეგ ამოღერღა.
-ვიკა... ვიქტორია... როგორ უნდა ვთქვა...
დავაპირე სიტყვა მეთქვა, მაგრამ არც ეს მაცალა, ყველაზე მეტად კი გამაღიზიანა იმ დროის გაწელვამ, რომელიც ასე ძალიან სცდიდა ჩემს მოთმინებას.
-დაჩი... დაჩი მაჩაბელი ჩამოვიდა გერმანიიდან.
---------------------------------------------------------
გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, ჩემი პირველი ნაშრომია და იმედია მოგეწონებათ... დასაწყისისთვის დავწერე პატარა თავი, თხოვნაა დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში და მირჩიოთ გავაგრძელო თუ არა ამ ისტორიის წერა.
[center]



№1 სტუმარი სტუმარი სოფო

გააგრძელე რაა. მალე დადე შემდეგი თავი

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მოგესალმები დამწყებო მწერალო,აუცილებლად უნდა გააგრძელო,ძალიან კარგად,საინტერესოდ რომ წერ იმოტომ და მკითხველამდე რომ მიგაქვს ნაფიქრი,არც კი მიფიქრია ,რომ დამწყების ისტორიას ვკითხულობდი,,სათაური კი შესანიშნავია.მოკლედ გელოდები.

 


№3  offline წევრი Marrieakh

სტუმარი nancho
მოგესალმები დამწყებო მწერალო,აუცილებლად უნდა გააგრძელო,ძალიან კარგად,საინტერესოდ რომ წერ იმოტომ და მკითხველამდე რომ მიგაქვს ნაფიქრი,არც კი მიფიქრია ,რომ დამწყების ისტორიას ვკითხულობდი,,სათაური კი შესანიშნავია.მოკლედ გელოდები.

უუუძალიანესად დიდი მადლობა... ვეცდები იმედები არ გაგიცრუოოთ heart_eyes

სტუმარი სოფო
გააგრძელე რაა. მალე დადე შემდეგი თავი

ვეცდები რაც შეიძლება მალე მივამატო ახალი თავები kissing_heart

 


№4  offline წევრი alienbaby

მალე დადე ახალი თავი❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Marrieakh

alienbaby
მალე დადე ახალი თავი❤️❤️❤️❤️

დაემატა ორი თავი, ველოდებით საიტის ადმინისტრაციას ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent