შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის დაბადება დეკემბერიში -თავი 8-


1-03-2020, 17:16
ავტორი Marrieakh
ნანახია 1 024

კარი შეხსნა და სახლში შევიდა, იმის გათვალისწინებით, რომ სახლში თინა იყო ზედმეტი სიჩუმე დახვდა. კარი გადაკეტა, ფეხზე გაიხადა და გაკვირვებული მისაღებისაკენ გავიდა. არც ტელევიზორის ხმა, არც კარაოკე და მომყვირალი ქალის ხმა, რომელიც გაფიქრებინებდათ ვინმეს სიკვდილზე, არც დროებითი წვეულება. შევიდა მისაღებში და სინათლე აანთო, ზედმეტად მოწესრიგებული ეჩვენა თინას სახლში ყოფნის კვალობაზე, შემდეგ თავისი ოთახისკენ გაიხედა, ოთახს მხოლოდ აივნიდან შემომავალი მკრთალი შუქი ანათებდა. კარი გახსნა და შესვლისთანავე დაინახა აივანზე მჯდომი თინა, რომელსაც მოკიდებული სიგარეტი ხელში შერჩენოდა და თავი ჩაექინდრა. სასწრაფოდ აივანზე გავიდა ვიკა.
-თინა რა ხდება მშვიდობაა? ჩაიმუხლა და მხარზე ხელი დაადო, თინამ დენდარტყმულივით სწრაფად ასწია დაბლა ჩაგდებული თავი.
-კი კი... არ მინდოდა შენი შეშინება, სიგარეტი ტუჩებთან რომ მიიტანა მაშინ გააცნობიერა, რომ მხოლოდ ფილტრი და ფერფლი დარჩენილიყო, ამიტომ ნაგვის ურნაში ჩააგ დო და ახალ ღერს მოუკიდა. მეგობარსაც შესთავაზა,რაზეც მას უარი არ უთქვამს.
-ჩემო თინი აბა ახლა მომიყევი რატომ ხარ ზედმეტად წყნარად.
-ი კი არა ა ვიკა რა დაგემართა... თ ი ნ ა ა ა...
-კარგი მაპატიე... წამოდგა, პუფი თინასთან ახლოს მიაცურა და მოკალათდა. -აღარ იტყვი რატომ ჩამოგტირის ცხვირ-პირი?
-სახლიდან წამოვედი... მოკლედ მოუჭრა, ვიკამ იგრძნო ამის გაგონებაზე ნაფაზმა კინაღამ გაგუდა და ხველება აუტყდა.
თინას ჩაეცინა და ესევე მიუგო, შანსი არ გაუშვა.
-ადამიანი 1 წელში მოწევას რომ ისწავლის და 1 წელში დაავიწყდება იმან დანარჩენი რა უნდა ისწავლოს?
ვიკამ თითქოს ვერც გაიგო მისი ეს ნათქვამი, ამიტომ კითხვა შეუბრუნა
-სახლიდან წამოხვედი?
-ჰო რა იყო დიდხანს არ შეგაწუხებ.
-თინა რას მეუბნები? რა შეწუხება, რამდენი ხანიც დაგჭირდება დარჩები. რატომ წამოხვედი?
-მამაჩემმა იმ ბო*ის მოთრევა გადაწყვიტა სახლში, ცოლად უნდა დაისვას. მე ვუთხარი მაგ გარეწარს იმ სახლში არ გავაჩერებ სადაც დედაჩემი ცხოვრობდა-მეთქი.
ვიკა უფრო და უფრო იძაბებოდა, ყურადღებით შუბლშეკრული უსმენდა მას.
-მერე?.. იკითხა მეტი ინტერესით
-არ ვიცი ვიკა რა გაუკეთა იმ ალქაჯმა არ ვიცი... თვალებში ცრემლები უდგებოდა თინას, ხმაც ნელნელა უკანკალდებოდა. -ასე მითხრა ყოველ კვირა 200 დოლარს გადმოვრიცხავ შენ ბარათზე და ახლა თვალით აღარ დამენახოვო. თქვა თუ არა გადმოსცვივდა მსუქანი ცრემლები თვალიდან, ვიკამ მეტს ვეღარ გაუძლო და გულში ჩაიკრა თავისი ერთადერთი, ნამდვილი მეგობარი. დამშვიდებას კი თავზე მოფერებით ცდილობდა, გული დასწყდა თინას მამის საქციელზე, რადგან ვიკა მიხვდა, რომ მამამისმა ძალიან ძვირფასი ადამიანი დაკარგა, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ შვილი სახლიდან გააძევა, ვიღაც ქალის გამო, შეიძლება სულაც არ იყო ის ქალი საშინელი, მაგრამ მისი საქციელი ხომ ყოვლად შეუსაბამოა. კიდევ კარგი თინას დედა ამ ყველაფერს ვერ ხედავს ახლა, თორემ იგი მეორედ დატოვებდა ამ სამყაროს თავისი შვილი ასეთ მდგომარეობაში რომ დაენახა და უარესი, ამ ყველაფერს მისი ერთგული ქმარი აკეთებდა,რომელიც ყოველთვის აღმერთებდა თავის ორ ქალბატონს და მართლაც რომ ხელის გულზე ატარებდა მათ.
შეეცადა თემა შეეცვალა და თინა მეტად აღარ დაეძაბა, ამიტომ დაიწყო თავისი საღამოს შესახებ საუბარი.
-იცი დღეს რა მოხდა?
თვალებჩაწითლებულმა ამოხედა ვიკას და ისეთი მზერით შეხედა,თითქოს ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა ახალ ამბებს.
-რა?
-რა და.. დაიწყო ვიქტორიამ მოყოლა, ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლის სუნი და ჩაახველა.-დღეს გომბეშოსთან მქონდა პაემანი.
გაკვირვებისაგან თინას ყბა დაბლა ისე ჩამოეწია თავადაც ვერ იგრძნო.
-რას მიქვია პაემანი? ვიკა სასწრაფოდ მოყევი.
-რა უნდა მოგიყვე? მთელი ერთი საათი ვისმენდი მის უსიცოცხლო ხმას თავისი საქმეების შესახებ... ღმერთოო... თინა კიდევ კარგი შენ იქ არ იყავი,თორემ ნამდვილად ვერ გაუძლებდი იმ ჯოჯოხეთს.
თინა წამიერად დაფიქრდა, შემდეგ წამოაყრანტალა
-იქნებ არც ისეთი ცუდი ტიპია, როგორიც ჩვენ გვგონია
ვიკამ გონებაში უცბათ გაივლო- ამ გოგომ მგონი სერიოზული ტრავმა მიიღო და მოდი ძალიან არ გავკიცხავ ამის თქმისთვისო.
-მითხარი რომ ამდენადაც არ დაგზიანებია ტვინი,რომ ეს ყველაფერი სერიოზულად იფიქრო.
-არაა.. ხოოო... მხრებს იჩეჩდა და მერყეობდა, თითქოს მართლა დაფიქრდა გეგას ადამიანობაზე და ოდნავ ვიქტორია დაადანაშაულა იმაში,რომ ის ახლა ურჩხული იყო. გეგას სიყვარული ვიქტორიას მიმართ დიდი ხნის წინ გახდა ნათელი ხალხისათვის. ყველა ამჩნევდა იმასაც, რომ თავის სიძუნწეს მხოლოდ ვიკასთან ივიწყებდა. დანარჩენ ქალებს თავის ჭკუაზე ათამაშებდა 100-150 ლარის მეშვეობით ან ერთი ბოთლი წითელი ღვინისა და ქალაქში გასეირნების სანაცვლოდ. ბოლო 5 წლის მანძილზე კი ძლივს დაითანხმა ვიკა რესტორანში წასვლაზე, ალბათ მას ზუსტად ეს თვისება ხიბლავდა.
ახლა ორივე ჩუმად იყო, ხმას არც ერთი იღებდა. ისხდნენ ასე და ფიქრობდნენ, ოღონდ რომ გეკითხართ მათთვის- რაზე ფიქრობ? ვერც ერთი ვერ გაგცემდათ პასუხს, რადგან ახლა მათი გონება ზედმეტად გადაღლილი და არეული იყო.
ფიქრებიდან ვიკას ტელეფონზე შემოსულმა ზარმა იხსნა ორივე.
-გისმენ დაჩი. უპასუხა მშვიდი ტონით
-სახლში ხარ?
-კი.. ხომ მშვიდობაა?
-არ გინდა სადმე გავიაროთ? ჰკითხა იის მოლოდინით,რომ ვიქტორია დიდი სიამოვნებით დასთანხმდებოდა მის შემოთავაზებას.
ცოტა ხანს პაუზა გააკეთა ვიკამ, ვერ გაეგო როგორ უნდა მოქცეულიყო ისე, რომ თინა გაემხიარულებინა და არც დაჩი დაეტოვებინა ნაწყენი.
-იცი რა ვქნათ? მალევე დაებადა თავში იდეა -მოდი ჩემთან ამოდი რამე სასუსნაო ამოაყოლე და ფილმს ვუყუროთ მე შენ და თინამ.
თინას გაგონება დაჩის არ ესიამოვნა, მიზეზი უბრალოდ უცნობი იყო, მაგრამ ახლა იმდენად სჭირდებოდა ვიკას ნახვა, რომ ნამდვილად ყველაფერზე იყო წამსვლელი, ამიტომ დიდი ყურადღება არც დაუთმო თინას. ხვდებოდა,რომ ნელ-ნელა მასში რაღაც განსხვავებული იბადებოდა, რაც სურვილს უჩენდა ვიკასთან ახლოს ყოფილიყო, მეტი დრო გაეტარებინა მასთან, არ სიამოვნებდა თუ სხვა კაცთან დაინახავდა მას.

--------------------------------------------
ვიცი პატარა თავებია, მაგრამ ვცდილობ რაც შეიძლება მალე დავდო ახალი თავები... შემიფასეთ



№1  offline წევრი Marrieakh

ჰაიკო
კი, თავები ნამდვილად პატარაა)) მაგრამ გაზრდი, ხომ ასეა? ;)
გრამატიკულად უმნიშვნელო შეცდომები გაქვს და ამასაც გამოასწორებ.
სათაურში "დეკემბერიში" არასწორია, სწორი ფორმაა "დეკემბერში".
წარმატებები.
თავები გაიზრდება, ვცდილობ მაქსიმალურად ან მალე დავდო ან დიდი თავები დავდო, ❤️❤️გრამატიკული შეცდომებიც გამოსწორდება...ხოლო სათაურს რაც შეეხება ამ ერთხელ შემეშალა და ვფიქრობ მეპატიება????????❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent