შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემეტრე,როგორც მარადისობის სიმბოლო.


8-03-2020, 14:20
ავტორი jezebel
ნანახია 1 082

ჯერ კიდევ პატარა იყო,როდესაც საბედისწერო ნაბიჯი გადადგა. ქალაქი პატარა,ხალხი უბედური,ამინდი კი სუსხიანი იყო.

ეს ამბავი პატარა ბიჭზეა,რომელსაც პრინციპების დათმობას საკუთარი სიცოცხლის დათმობა ერჩივნა.

დემეტრე პატარა ქალაქში დაიბადა,იქ სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს,სადაც ყველა ერთმანეთის ცუდს უკვირდება დემეტრე კი ჯერ კიდევ პატარა იყო,თუმცა ერთმა საბედისწერო შემთხვევამ ზრდასრულთა რეალობას მალევე შეაჯახა. ერთადერთი ნათელი წერტილი მისთვის გოგონა იყო,პატარა და ლამაზი ანუკა.

მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ ძალიან ადრე გაეცნოთ და ერთმანეთთან საოცარი ურთიერთობა აკავშირებდათ,მათი ურთიერთობა უწყვეტი ჯაჭვი იყო,რომელიც არასდროს დაიშლებოდა,ანუკასთვის ამ სამყაროში არსებობდა მხოლოდ დემეტრე,დემეტრესთვის კი მხოლოდ ანუკა და როცა მათი დღეები ხდებოდა ბნელი,ისინი იყვნენ ერთმანეთისთვის,ერთმანეთის სხივები.

დემეტრე კი რთული იყო,ამოუცნობი და სხვანაირი,ისეთი როგორიც იყო არავინ.
ჰქონდა რთული ხასიათი და არავის აპატიებდა ანუკასთან თამაშს,დემეტრეს ანუკა უყვარდა,როგორც მწყურვალს წყალი,ცას დედამიწა,ჩიტებს გაზაფხულის განთიადი,ამიტომ ვერ აპატია.. ვერ აპატია და... მოკლა.

ქალაქში ბიჭების დაჯგუფება ჩამოვიდა და დროებით ანუკას კარის მეზობლები გახდნენ,ერთერთი მათგანი იყო ბიჭი,სახელად რომა,რომელსაც ანუკას სილამაზე არ გამოჰპარვია,მაგრამ რომა არ იყო ისეთივე წრფელი როგორც დემეტრე,რომა ანუკაზე 7 წლით დიდი იყო და ალბათ ამიტომაც ჰქონდა სულ სხვა აზრები ანუკაზე,არაისეთი სუფთა როგორიც დემეტრეს.
შუაღამე იყო,როდესაც ანუკა სახლში ბრუნდებოდა,დაინახა სადარბაზოში მდგომი ფიგურა,რომ მიუახლოვდა იცნო მისი ახალი მეზობელი,მაგრამ გაიგონა სიცილი,ცინიკური,მახინჯი სიცილი,რომელიც იმ დღის მერე ყოველდღე ჩაესმოდა და აღარასდროს დავიწყნია. იგრძნო როგორ შეეხო ნაცნობი ბიჭი,როგორ ჩასჩურჩულა და დსაემუქრა რომ თუ იყვირებდა მოკლავდა,ანუკა კი ტიროდა,ახრჩობდა ცრემლები და თხოვდა რომ გაჩერებულიყო,მაგრამ რომაში ადამიანურ გრძნობებზე მეტი ავხორცი სურვილები იყო.

დრო გავიდა,ანუკა არ ჩანდა. დემეტრე კი ეძებდა ყველგან,მაგრამ როცა ვეღარსად ნახა გადაწყვიტა თვითონ მისულიყო ანუკასთან,კარზე გაბმულად დააკაკუნა,კარი ანუკამ გაუღო,დემეტრეს ანუკა ასეთი უბედური არასდროს უნახავს,როდესაც ყველაფერი გაიგო,თითქოს ცა ქვევით ჩამოვიდა,მიწა კი ფეხებიდან გამოეცალა,თითქოს სამყაროში ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა,დემეტრეს ესმოდა არაფერი,გრძნობდა არაფერს გარდა სიძულვილისა.

ანუკასთვის არაფერი უთქვამს,უხმოდ გავიდა მისი ოთახიდან,სახლიდან,ბინიდან,ქუჩიდან,ქალაქიდანაც. ეძებდა რომას,ადამიანს რომელმაც სიცოცხლე წამში არაფრად უქცია,რომელმაც შეურაცხყო დემეტრესთვის ყველაზე ძვირფასი,რომელმაც გაბზარა დემეტრეს სიწმინდე. რომა იყო შორს,მაგრამ იმ წუთს დემეტრესთვის არაფერი იყო შეუძლებელი,მან იპოვა რომა და ბიძამისის ნაჩუქარი დანით,რომელიც თითქოს არასდროს უნდა გამოეყენებინა,ერთი ჭრილობა რომას ფეხში მიაყენა,მეორე და საბედისწერო კი გულში.

დემეტრეს არ უნდოდა,დემე არ იყო მკვლელი,მას უბრალოდ უყვარდა ანუკა და ეს იყო საკმარისი მიზეზი ყველაფრისთვის,დემეტრეს არ ახსოვდა როგორ ჩავიდა ქალაქში,როგორ დააკავა ოთხმა კბილებამდე შეიარაღებულმა მამაკაცმა. დემეტრეს მხოლოდ ახსოვდა ხმა,მისი წმინდანის,ანუკას ხმა...

სასამართლო მალევე ჰქონდა,ისხდნენ დიდ ოთახში,მოსამართლე,ადვოკატები და ხალხი,მაგრამ დემეტრე მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავდა-ანუკას. ანუკასაც თითქოს არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა დემეტრეს გარდა.
ანუკა ხედავდა დემეტრეს,დემეტრეც ხედავდა ანუკას. ისინი იყვნენ ერთმანეთისთვის შექმნილი,მაგრამ არა ერთად ყოფნისთვის.

დემეტრეს 15 წელი მიუსაჯეს,მაგრამ მანამდე შეძლო ანუკასთან გამომშვიდობება,ისინი ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ტიროდნენ,ახლა უფრო ხვდებოდნენ რომ ერთმანეთზე ახლო და ძვირფასი არავინ ჰყავდათ,ხვდებოდნენ რომ იყვნენ ერთი სული ორ სხეულში.ანუკა დაჰპირდა,რომ შეიძლება ფიზიკურად არა მაგრამ სულიერად მის გვერდით იქნებოდა,ყველა მძიმე და ბნელ დღეში,ეს დაპირება აძლებინებდა დემეტრეს 15 წელი,ამ დაპირებით ცხოვრობდა,გრძნობდა ანუკას გვერდით დგომას. დემეტრემ 15 წლის განმავლობაში გადაიტანა უამრავი დამცირება,უამრავი ტრიუმფი. ჩამოყალიბდა კაცად,რთულ,მაგრამ ძლიერ კაცად. მას არაფერი აშინებდა,ეშინოდა მხოლოდ ანუკასი,ეშინოდა რომ ციხიდან გასვლისას ანუკა აღარ შეხვდებოდა ისეთი გაბრწყინებული თვალებით,როგორც მანამდე.

ეშინოდა ქალის,ანუკასი. თვითონ გულის სიღრმეში ისევ პატარა ბიჭი იყო,
15 წლის განმავლობაში,ესიზმრებოდა ანუკა,ყოველ ღამით და არ არსებობდა მისთვის არაფერი ანუკაზე ტკბილი.
როდესაც უკვე 30ის გახდა და ციხის კარიც გაუღეს გრძნობდა ბედნიერებას და უბედურებას ერთად და ცდილობდა გაერკვია როგორ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო.

გასვლისთანავე იყიდა ანუკას საყვარელი ყვავილები,არ დამივიწყოები და ამ ყვავილებით თითქოს ცდილობდა ანუკასთვის ეთხოვა,რომ მართლაც არასდროს დავიწყნოდა დემეტრეს ბავშვური ღიმილი და თვალები.
ანუკას კარს მიადგა,ცოტა ხნით ფიქრობდა რომ უკან დაბრუნებულიყო,ფიქრობდა რომ მისი გამოჩენით ანუკას ცხოვრებას თავდაყირა დაუყენებდა,მაგრამ მოიკრიბა ძალა და ისე როგორც 15 წლის წინ,გაბმულად დააკაკუნა ანუკას კარებზე. კარი პატარა,ხუთიოდე წლის ბიჭმა გააღო,ბიჭმა მისი დიდი,მბრწყინავი შავი თვალებით დიდხანს უყურა უცნობ კაცს,მანამ სანამ ქალის ხმა არ გაისმა

ეს ხმა,ეს ხმა უკვე ქალს ეკუთვნოდა და არა დემეტრეს ბავშვურ სიყვარულს
"დემე,დე,ვინ არის?"-დაიძახა ქალის ხმამ,მაგრამ ბავშვს პასუხი არ გაუცია.
დემეტრეც იდგა ზღურბლს იქით და ჯერ გონს ვერ მოდიოდა,შეიძლება იმიტომ რომ 15 წლის შემდეგ გაიგონა მისი საყვარელი ქალის ხმა, ან შეიძლება იმის გამო რომ მის საყვარელ ქალს შვილი ყავდა,თანაც დემეტრე ერქვა,ისევე როგორც მას.

ქალს შეეშინდა ბავშვის ხმა რომ ვეღარ გაიგონა და შემოსასვლელისკენ გაიქცა,მაგრამ დაინახა ის,ვის დანახვასაც არ მოელოდა და თითქოს ხმა ჩაუვარდაო კაცს შეხედა,რომელიც არ გავდა მის ბავშვობის სიყვარულს,მაგრამ იცოდა რომ ის იყო,დემეტრეს უკვე დიდი ტკივილი ემჩნეოდა სახეზე მაგრამ ამ ტკივილის მიუხედავად იღიმოდა,თან როგორ იღიმოდა,წამით მაინც, ორივეს თვალებში დაბრუნდა ის ნაპერწკალი,რომელიც 15 წლის წინ დაკარგეს. უყურებდნენ ერთმანეთს და თითქოს სამყარო აღარ მოძრაობდა. ანუკა უხმოდ მიუახლოვდა დემეტრეს და რაც ძალა ჰქონდა მას ჩაეხუტა,სახლში მიიპატიჟა,ისაუბრე,მოუყვნენ ერთმანეთს თუ როგორი რთული იყო უერთმანეთოდ.

უკვე ღამდებოდა როდესაც დემეტრე სახლში წავიდა და მას არ ეგონა რომ ამ ქვეყნად იყო მასზე ბედნიერი ვინმე,მიდიოდა ქუჩაში და ქალაქი,სამყარო მისი ეგონა.
მანამ სანამ... არ გაიგონა და იგრძნო ტკივილი ზურგში,შემდეგ ფეხში და ბოლოს გულში,რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა დემეტრესთვის.

დემეტრე იწვა მიწაზე და იცლებოდა სისხლისგან,მოსდიოდა ცრემლები,მაგრამ ეს ცრემლები არ ყოფილა მწუხარების,ეს იყო ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი კაცის ცრემლები,მან ნახა მისი ანუკა და აღარაფერი ადარდებდა,არც ტყვია გულში,მას უყვარდა ანუკა და სიყვარული მასში იყო ყველაზე და ყველაფერზე მეტი.

დემე ტიროდა,ტიროდა ქალაქი და ქვეყანაც,ტიროდნენ ბავშვები,ტიროდნენ კაცებიც და ქალებიც. მათ დაკარგეს დემეტრე,დემეტრე-სიყვარულის,ერთგულების და მარადისობის სიმბოლო,დემე კვდებოდა,მაგრამ არ ეშინოდა. იყო ამაყი და ბედნიერი,რადგან არ წავიდა ამ ქვეყნიდან ყველაზე დიდი ნიჭის, სიყვარულის გარეშე.
დიახ, ეს ყველაფერი ხელიდან გაგვისხლტა, მაგრამ რა უჭირს – ხვალიდან ფეხს ავაჩქარებთ, ხელებს გავიწვდენთ... და, ერთ მშვენიერ დღესაც... ნიჩბებს მთელი ძალით ვუსვამთ, დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ და უკანვე ვეშვებით შეუჩერებლად ჩვენს წარსულში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent