შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრინველის გათავისუფლება (თავი 1)


12-03-2020, 17:43
ავტორი bird of life
ნანახია 773

მზის სხივები შემოიჭრა ჩემს ოთახში და ნათელი მოჰფინეს ყველაფერს. გაგეცნობით, მე ანასტასია გავაშელი ვარ, 23 წლის და ვცხოვრობ თბილისში. უნივერსიტეტი დავამთვრე და იურიდიულზეც ცავაბარე, მაგრამ მაინც ვმუშაობ მოლარედ, ჩემი ოჯახის მაღაზიაში, რადგან დედამ რომელი სამუშაოებიც მომიძებნა ყველადან ჩემი ნებით წამოვედი, იმიტომ, რომ სიტუაცია არ მომეწონა, მითხარით რანაირი სამსახურია მთელი დღე ოფისში, რომ ხარ გამოკეტილი და მხოლოდ ფურცლები მიგაქვს-მოგაქვს. ისე, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ახლობლები მყავს, დედა, ქალბატონი თეა ბოლქვაძე ექიმია, ხოლო მამა - კახა გავაშელი და მას აბარია ზუსტად მაღაზია და ჩემი პატარა 5 წლის ძამიკო - გაბრიელ გავაშელი, მე ის განსაკუთრებულად მიყვარს და ყველანაირად ვცდილობ რომ არაფერი ეწყინოს და სულ მხიარულობდეს, მას ხომ ასეთს ვიცნობთ ყველანი, მუდამ საყვარელს, ბუნჩულას და პოზიტიურს. მე რაც შემეხება, საშუალო სიმაღლის, მოკლე ტალღოვანი, ყავისფერი თმებით და ლურჯი თვალებით, მინდა რომ სამყაროში ვიმოგზაურო და გავეცნო მას, რადგან ის მართლა მშვენიერია. სამწუხაროდ არ შემიძლია ამის გაკეთბა, რადგან ჩემს მშობლებს არ უყვართ მუდმივი მოგზაურობა და ურჩევნიათ რომ ერთ ადგილას დიდი ხნით იყვნენ, უფროსწორად სამუდამოდ და მათ უნდათ რომ ადვოკატი გამოვიდე, ვაღარებ ამის ნიჭი ნამდვილად მაქვს, მაგრამ მე ფოტოგრაფიის შესწავლა მინდა და არავინ არ იცის ეს. ვიცი ჩემო ოცნებების შესახებ, რომ მოვყვე გული ძალიან ეტკინებათ და არ მინდა ეს. დედას ვეუბნებო ხოლმე რომ ჩემს მეგობართან მივდივარ, სინამდვილეში კი ფოტოაპარატი მაქვს ნაყიდი და დამალული და ვცდილობ რომ ჩემი თავი არ დავკარგო. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს ლიზა და საბედნიეროდ ის ჩემი არაბიოლოგიური დაა, რადგან ერთდ გავიზარდეთ და შემიძლია ვთქვა რომ ჩემს თვზე მეტად მას ვენდობი, ასე, რომ...... საყვარელი არც წიგნი მაქვს და არც არაფერი, არ მიყვარს როდესაც ჩარჩოებში მაქცევენ, ხოლო როდესაც მეკითხებიან, რომელია შენი საყვარელი სიმღრა? ან მომღრალი? ან ნებისმიერი რამე, ვპასუხობ რამდენიმეს და არა ერთს, ესაა ჩემი სტილი და ყოველთვის ჩემს ოჯახის წევრებს უკვირდათ, ასე როგორ დავემსგავსე დეიდას, რომელიც მსოფლიოში მოგზაურობითაა დაკავებული და 3 წელიწადში ერთელ ვნახულობ, მაგრამ ყველაზე მეტად მას ესმის ჩემი და მაინც ყველაფრის მიუხედავად, ძალიან, ძალიან მიყვარს.
სხვა, ყველაფრის მიხედვით, შემიძლია ვთქვა რომ წესით იდეალური ცხოვრება უნდა მქონდეს, მაგრამ სანამ ჩემს ოცნებას ვერ ავიხდენ მანამდე არც ისე სრულყოფილია ის. მოდით ამ დრამა-ტრაგედიას თავი დავანებოთ და ჩემს ძმაზე მოგიყვებით, ის არის ჩემი სიცოცხლე, სიყვარული და გაბრიელის ლექსიკონში სიტყვა სევდა არ არსებობს. ის ერთერთი მამოძრავებელი ძალაა ჩემთვის და სწორედ ის მაძლევს ძალას, რომ ჩემს ოცნებაზე ფიქრს თვი არ დავანებო.
დილით კარგ ხასითზე გავიღვიძე, ყოველთვის კარგ ხასითზე ვიღვიძებ ხოლმე და ნორმალურად არც კი მაქვს თალები გახელილი, რომ ჩემი გიჟი ძამიკო საღმურებით შემარდება ქარიშხალივით და თუ არ მღვიძავს კოცნით ან ბალიშის დარტყმით მაღვიძებს და თუ მღვიძავს, მაშინ ჩემთან საბანში შემოწვება და შუადღმდე ვცელქობთ ხოლმე, მასთან ერთად მეც 5 წლის ბავშვი ვხდები. დღესაც არ დაურღვევია თავისი ტრადიცია და, გიჟივით, სიცილ-კისკისით შემოდის ჩემს ოთახში და საბანში მიძვრება.
-აბა ჩემი გიჟი რეპტილია რას შვება? როგორც წესი ადრე გაიღვიძე ხომ? (მე)
-ხომ გითხარი რეპტილიას ნუ მეძახი თქოო. (გაბო)
-რა ვქნა ხარ და. (მე)
ერთიანად ჩემს მკლავებში მოვიქციე და ღუტუნი დავუწყე, ძალიან მიყვარს როდესაც ადამიანს ვაწვალებ, ასე, რომ მე და ლიზიკოც სულ ასე ვიქცევით და ალბათ ამიტომაც ვუგებთ ერთმანეთს.
-კარ.... გიიი.... აუ ანააა.....(გაბო)
-კარგი ხო, აჰა ამოისუნთქე. (მე)
ხელი გავუშვი და ნება მივეცი ესუნთქა.
-ბავშვებო ჩამოდით გეყოთ ნებივრობა, საუზმე მზადაა. (დედა)
-ახლავე დეეე. (მე, გაბრო)
-მოდი, აბა ვინ მიასწრებს სააბაზანომდე. (გაბო)
-გამარჯვების იმედიც არ გქონდეს. (მე)
რათმაუნდა ნება მივეცი მოეგო ის ხომ ჩემზე უმცროსია და ძალიან ეწყინებოდა თუ ვერ მომიგებდა.
-მოგასწარი, მოგასწარი. (გაბო)
-ეჰ, ჩემმა რეპტილიამ გამასწროო, ვბედები მგონი. (მე)
-2 და 3 წლის ხარ და აბა რა იქნება. (გაბო)
-ჰა ჰა ჰა, ორი და სამი ხო, ორი და სამი. (მე) ხელში ავიტაცე და მუცელზე დავუწყე ღუტუნი.
-ანააა, ძმას ნუ აწვალებ, ხელიდან არ დაგივარდეს. (დედა)
-დედა ამ პატარა მავნებელს ჭკუა თუ არ ვასწავლე ისე ვერ მოივენებს. (მე)
-აუ ანაა... გა....მიიიიშ...... ვიიიი... (გაბო)
-აჰა გაგიშვი და შედი სააბაზანოში და იცოდე რომ მალე გამოდი (მე)
-მაგის იმედიც არ გქონდეს. (გაბო)
-ოხ გაბო, გაბო (მე)
დედა კიბეებზე მეორე სართულზე ამოვიდა.
-სად ხართ ამდენ ხანს, მოკლედ მე გავიქეცი სამსახურში უნდა წავიდე და მერე ჩამოდით დაბლა და შეჭამეთ, შენ კიდე ანასტასია მაღზია უნდა გახსნა, იმიტომ რომ მამაშენი სამსახურის გასაუბრებაზეა წასული და საღამოს საღმოს ვახშამზე ერთდ ვიკრიბებით და იცოდე არ გამაგიჟო და კიდევ არ მითხრა რომ არ მინდაო. (დედა)
-კარგი დედიკო, აბა კარგად გაბროს მე წავიყოლებ მაღზაიში და მივხედავ. (მე)
-კარგით აბა წავედი, შენს იმედზე ვარ.
-შენ არ ინერვიულო.
როგორც იქნა, გაბრო გამოვიდა სააბაზანოდან და მე შევედი, თავი მოვიწესრიგე ჩავიცვი და გაბოსთნ ერთად ლიზას სახლისაკენ გავწიეთ. ჩემი სახლი, ლიზას სახლი და მაღაზია ერთ ქუჩაზე, ერთუბანში მდებარეობდა და ამიტომაც დიდი დრო არ დაგვიხარჯია წასვლა-წამოსვლაში.
-წამოდი გაბო ახლა ლიზას გავუაროთ და მერე წავიდეთ მაღაზიაში. (მე)
-კარგი, ხომ იცი როგორ მიყვარს ლიზიკოსთან ერთდ მხიარულება. (გაბო)
წამებში მივედით ლიზას სახლთნ და როგორც ყოველთვი გაბი ხელში ავწიე და ზარი მან დარეკა, კარები ლიზიკოს დედამ გაგვიღო.
-გამარჯობათ მანანა დეიდა, შეგიძლიათ ლიზას დაუძახოტ? (მე)
-კი რა თქმაუნდა, მანამდე შემოდით და ცხელი შოკოლადი და ზეფირი მიირთვით. (მანანა)
-არა მადლობა, შემოვალთ მაგრამ ჩვენ უკვე მივირთვით ცხელი შოკოლადი და აღარ გვინდა. (მე)
-კარგით და აი ლიზაც თავისით ჩამოვიდა. (მანანა)
-ხმა გავიგონე და სხვა ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი საუკეთესო მეგობარი და მისი საყვარელი და ძალიან, ძალიან პოზიტიური ძამიკო. (ლიზა)
მე გვერდი ამიარა და გაბოს ისე გამეტებით ჩაეხუტა, რომ შემშურდა.
-ძალიან დიდი მადლობა, ასეთი თბილი ჩახუტებისთვის და მოკითხვისთს. (მე)
-არაფრის. (ლიზა)
-ანასტასია ნახე შენს მეგობარსაც კი შენზემეტად ვუყვარვარ. (გაბო)
და სიცილი აგვიტყდა ჩვენ ოთხივეს, ლიზას დედის ჩათვლით.
-კარგი გვეყო მხიარულება, თორემ მყიდველები გაგვინაწყენდებიან. (მე)
მე, ლიზა და გაბო გზას გავუდექით და მალევე მივედით მაღზიაში.


გამარჯობააა. ეს შემი პირველი მოთხრობაა და მკაცრად არ შემიფასოთ. იმედია მოგეწონებათ. :)



№1 სტუმარი Kingeka

გადასარევია, ყოჩაღ უბრალოდ მოკლე იყო ცოტა მაგრამ ვიცი რომ ნელ ნელაგაავრობ.შენ გისურვებ წარმატებას ხოლო შენს ფრინვრლს გათავისუფლებას.????

 


№2  offline წევრი bird of life

ძალიან დიდი მადლობა, რომ მიფასებ და აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent