თამ-თა (ჩემეული) სრულად
ტელეფონის შეუჩერებელმა რეკვამ იძულებული გახადა ძილისთვის თავი დაეხწია და თვალის გახელა ინება, სამი გამოტოვებული ზარი ქრისტინე ლიქოკელისგან კარგს არაფერს მოასწავლიდა, არ რეკავდა ეს გოგო ხშირად, თავში უამრვმა ფიქრმა ერთად დაუწყო ტრიალი. ისევ რეკავდა. -თამ-თა, მიშველე, გადახტება, მოკვდება! ვერ გადავიტან ლევანის მერე დიტოს დაკარგვასაც ვერ გადავიტან,მოდი რა მიშველე!დგას ასე ხელებგაშვრელი და შენს სახელს ბუტუბუტებს,არც წინ მიდის არც უკან.მოდი რა გეხვეწები მოდი ჩემთან,გვიშველე გადაგვარჩინე! -ჯანდაბა შენს თავს დიტო ქაჯაია.გაიფიქრა გულში და ქურთუკი პიჟამოებზე გადაიცვა.არ უნდა დამელია გუშინ ამდენიო,ნერვები ეშლებოდა,თითქოს ვერ გადახარშა რა უთხრა ქრისტინემ წამი წინ. -ჯანდაბა! რაზე ფიქრობ ხტებაო თავს იკლავოსო,იაზროვნე თამთა! -სად ხართ ქიტო? დამშვიდდი კაი, დაწყნარდი მითხარი სად ხარ ახლავე მოვდივარ, დიტოს უთხარი კაი? უთხარი თამთამ მოვდივარ და დამელოდე, თუ ჩემი სიცოცხლე რამედ გიღირს,თუ ოდესმე გყვარებივარ, ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ გაჩერდი,თორემ არ დავფიქრდები უკან ისე მოგყვები და მერე ვნახოთ შენი მაგარი ბიჭობა თქო! ზუსტად ასე უთხარი ქიტო გესმის? ელაპარაკე ,დრო გაიყვანე,ლევანზე ელაპრაკე ქიტო, ჩემზე ელაპარაკე, არ ვიცი რამზე ელაპარაკე ოღონდ დრო გაწელე ,ჩემს მოსვლამდე. კიბეებზე კისრისტეხით დაეშვა, მანქანში ჩაჯდა და გაზს ფეხი მთელი ძალით დააჭირა.ადგილი იცნო ,ის ადგილი იყო ბოლოს დიტო რომ ნახა და ელაპარაკა. მისი ნათქვამი უნებლიედ ამოუტივტივდ ფსკერიდან ნაპირზე."-დავიმახსოვრებ,შენთან გატარებულ ყოველ წუთს,ყოველ წამს,წამის მეასედს, ყველა პროცენტს, ყველა გაღიმებას,ყველა შენს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას,შენ მიმიკებს,სახეზე აღბეჭდილ ყველა ემოციას,ყოველ შეხებას.დავიმახსოვრებ და ვიტყვი რომ მხოლოდ ამ წამებისთვის ღირდა სიცოცხლე!" -უნდა მივუსწრო სხვანაირად არ გამოვა, უჩემოდ, ჩემი ნახვის გარეშე ვერ წავა, არ ვაპტიებ თვითონაც ხომ იცის დანებებას არასდროს ვაპატიებ. მანქანა უზარმაზარი შენობის წინ გააჩერა და 32-ესართულის ბოლო სულ მაღლა,სახურავზე შენიშნა დიტო.ხელები გაეშალა და გასაფრენად ემზადებოდა. ერთი წამი, ერთი ფეხის გადადგმა და წამებში დამთავრდებოდა მისი სიცოცხლე,მისი სიკვდილი თამთ-ას სიკვდილსაც ნიშნავდა.მისი თამთ-ას სიკვდილის.იცოდა ეს დიტომ განა არ იცოდა? მაგრამ ვერ ერეოდა,ბოლომდე ვერ ახერხებდა ძლიერი ყოფილიყო! რამდენიმე ადამინს მოეყარა თავი, სეირის საყურებლად შეყრილიყვნენ. "ვაიმე არ გადმოხტეს","ღმერთო შენ უშველე" ",ნეტა რა ძალა ადგია"! სწრაფად დაიძრა შენობისკენ, თითო ნაბიჯს თითო ფიქრს ატანდა თან.ბრაზდებოდა ხალხზე,რომელსაც ყოველთვის მხოლოდ მონეტის ერთი,ნათელი მხარე აინტერესებს. -თქვენ რა იცით მისი შეუხორცებელი სულის ჭრილობების შესახებ? თქვენ რა იცით მისი ცხოვრების შესახებ? თქვენ რა იცით რამდენი გადაიტან ამ 4 წლის მანძიზლე? თქვენ რა იცით რა ცხოვრება გაირა დიტო ქაჯაიამ? თქვენ საერთოდ რა იცით? -დიტო! იყო თამთას არეული ხმა და ბიჭის უეცარი მობრუნება, დიტო ჩამოდი რა, ხომ ხედავ მოვედი? მოდი ვილაპარაკოდ,აქვე ჩამოვჯდეთ, ან საერთოდ მანდვე დიტო,მოვალ გვერდით დაგიჯდები გესმის? თავზე მხარს დაგადებ,ან პირიქით მე დავიდებ ჩემს მუხლებზე შენს თავს, ვილაპარკოდ. აი,თუნდაც მომავალზე დიტო მისმენ? ბუხრის წინ რომ დავჯდებით და მოვუყვებით ჩვენ,ჩვენს შვილებს ჩვენს ისტორიას,მისმენ დიტო? ჩამოდი რა, არ გახსოვს რას გეუბნებოდი? სულ დაგავიწყდა? აბა შენს ყველა სიტყვას დავიმახსოვრებო? აბა არაფერს დავივიწყებო? ესაა შენი მოცემული პირობები? -თამ-თა! თუ შენი სიცოცხლე რამედ მიღირს არა? თუ ოდესმე მყვარებიხარ არა ? ჩვენ ჩვენს შვილებს არა ? ჩვენს ისტორიას? თამ-თა! როგორ შეგიძლია ასეთიიყო? ამ დროსაც იდგე და არ მატყუებდე? არ მიტყდებოდე რომ გიყვარვარ? მე ვხედავ თამ-თა გამსხვავებს და სიცარიელეს შენს სიტყვებს შორის..ჩვენ ჩვენს შვილებსო არა ? მე ჩემსას და შენ შენსას და არა ჩვენასას. შენი თუ არა აბა ვისი სიცოცხლე მიღირს ყველაფრად? შენ თუ არა აბა ვინ მიყვარს? მითხარი ? შენ ხომ გრძნობდი? შენ ხომ ხედავდი? ამჩნევდი, ხვდებოდი რა დონემდე მიყვარხარ არა ? ამიტომ არ გამიშვი ბოლომდე ხელი,ამიტომ არ გამწირე. შენი სიტყვები თუ არა აბა ვისი მახსოვს? ყველა სიტყვა მახსოვს მაგრამ აღარ, აღარ შემწევს ძალა გესმის? აღარ მაქვს იმის უნარი ვათრიო ჩემი დამპალი სხეული,რომელსაც უკვე სისაძაგლის სუნი ასდის,ეს იმდენად აუტანელი ხდება რომ ვეღარ ვძლებ.მისმენ? ვეღარ ვძლებ,ხომ გეშინოდა რომ ერთ დღეს დავეცემოდი, სწორედ დღეს დავეცემი და ეს იქნება შენი გამარჯვება,რომ აქამდე მომიყვანე რომ ოთხი წელი მაჩუქე,შემდეგ ოთხს ვეღარ გავუძლებ ჩემო! როდემდე? კიდევ რამდენი ძმაკაცის კუბო უნდა ვზიდო მხრებით? რამდენს უნდა მივაყარო მიწა? ხელიდან მეცლებიან და იმდენად უსუსური ვარ,ვერაფრით ვშველი არ გამომდის.შენ ამ ოთხ წელში ლევანისთვის იმდენი გააკეთე რაც მე მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გავაკეთე, ხელებით გეჭირე და ისე ებღაუჭებოდი ჩემს სიცოცხლეს,განა არვიცოდი? განა ვერვხვდებოდი რომ გეშინოდა ერთხელაც ფეხი არ დამცდენოდა?ვხვდებოდი თამ-თა! ასეთი ვარ ეგოისტი.მინდოდა მხოლოდ ჩემთვის გაგეღიმა,მხოლოდ ჩემთვის გესუნთქა. როდემდე გავძლებდი თამთ-ა ასე ? იცი რა ძნელია? მეძინოს ჩემი ცოლის გვერდით და ამ დროს სიგიჟემდე ვიყო შეყვარებული შენზე? ვოცნებობდე შენს დანახვაზე,ჩახუტებაზე,შენი სუნთქვის მოსმენაზე? შენს გვერდით მშვიდად დაძინებაზე? როდემდე თამთ? როდემდე გავძლებდი? ნაბიჯი წინ თუ ნაბიჯი უკან?ხედავ ახლა ყველაფერი ოდნავ სხვანაირად არის. თუ წინ გადავდგამ მოვკვდები, თუ უკან შენ მოგიწევს ისევ ჩემიგადარჩენა.ერთ დღესაც დაიღლები, ყელში ამოგივა და შეძლება შენ იდგე ჩემს ადგილას,მაშინ ნაბიჯი წინ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.მიყვარხარ !შენ ხომ იცი რომ ამ სიტყვას ვერ იტევს მთელი დედამიწაც კი, ხედავ რამხელაა ჩემი სიყვარული? მეც კი ვერ დავიტიე,ვერ ვუძლებ,მთლიანი ჩემი სხეული და სისხლი რომელიც ჩემს ძარღვებში ჩქეფს მხოლოდ შენი სიყვარულით არის გაჟღენთილი.გახსოვს? გითხარი,შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი თქო, რა მიპასუხე? "მე რომ შენზე შეყვარებული ადამიანი ვიყო, ეს სიტყვები ყველზე ბედნიერს გამხდიდა და ფრენას შემაძლებინებდა, მაგრამ არც შენ ხარ რომეო და არც მე ვარ ჯულიეტა,არც საქართველოა ვერონაო" ახლა? ახლა სად ვართ ? ერთი ნაბიჯი წინ და ვიცი ვინმემ თუ არ დაგიჭირა წამში უკან მომყვები,მერე? მერე დაწერენ ლეგენდებს ჩვენზე. იმისთვის რომ სიყვარული ლეგენდად იქცეს ერთ უნდა მოკვდეს ხომ ასეა? მე გიტოვებ და გჩუქნი ჩემი სიცოცხლის იმ წლებს რაც უნდა მეცხოვრა, იცოდე ღირებული რაც მიცხოვრია მხოლოდ ის დღეები იყო ,რომელიც შენთან ერთად გამიტარებია,მხოლოდ მაგ დღეებისთვის ღირდა ჩემი სიცოხლე!ჩემი თამთ-ას გამო,რომელიც ჩემი არასდროს ყოფილა! -და თუ შენ მაინც აპირებ ნაბიჯის წინ გადადგმას, მაშინ მალაპრაკე მეც და გაიყოლე ჩემი ბოლო სიტყვები დიტო ქაჯაია! ეგოისტი ხარ გესმის? ყვირილზე გადავიდა თამთა. ეგოისტი დიახ! ნუ გგონია რომ სამყარო შენს გარშემო ბრუნავს,ნუ გგონია რომ გასაძლები მარტო შენ გაქვს გესმის?გადახტები? და იცი მერე რა მოხდება? არანაირი ლეგენდები არ იარსებებს, არანაირი სიყვარული, არაფერი დარჩება შენგან და იმ სიყვარულისგან,რომელზეც წეღან ასე ამაღელვებლად ლაპარაკობდი. ასე გიყვარვარ არა ? ასე ფიქრობ ჩემზე არა? მანადგურებ,მწირავ და საკუთარი ხელებით მკლავ დიტო! საყვარელ ადამიანს ასე არ იმეტებენ.შენ არც ლევანზე ფიქრობ გესმის? დიახ არ ფიქრობ. ქიტოს შეხედე,შეხედე მეთქი რა მდგომარეობაშია, ესაა შენი ძმკაცობა ? ასე ასრულებ ლევანისთვის მიცემულ პირობას რომ მის დას როგორც საკუთარს ისე მოუვლიდი? ისე გაუფრთხილდებოდი?ესაა შენი მოფრთხილება? ერთადეთ საყრდენ წერტილს აცლი ხელიდან? შენი შვილი? შვილი რომელიც ჯერ არ დაბადებულა დიტო! მე რა პასუხი გავცე? მამაშენი ჩემს სიყვარულს შეეწირა მეთქი? დედაშენი ჩემს გამო დაქვრივდა მეთქი? ლევანის მოსახელე,ლევანისნაირი უნდა გავზარდოო არ თქვი? შენ ხომ იცი ამას შენზე უკეთ რომ ვერავინ იზამს?იქ მისული ლევანი გაპატიებს? დემეტრე გაპატიებს ასე რომ მოიქეცი? აქ იმხალხს ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ ? ვისთვისაც იმედი და საყრდენი ხარ ? წადი,გადახტი და იცოდე მე ვერავინ დამიჭერს, დღეს თუ არა ხვალ, ზეგ დავეცემი და მეც დავმარცხდები,შენ გგონია იქ შევხდებით? რა ჯანდაბაა! არავინ იცის არის თუ არა რამე "იქ" ვინ ხარ შენ? ვინ ხარ ასეთი რომ აქ ასე გვიმეტებ ? ყველაფერს ასე იოლად ამთავრებ ? ერთი წამი იქნება ერთხელ იგრძნობ ტკივილს და მერე ყველაფერი დამთავრდება,ჩვენ კი სიცოცხლის ბოლომდე თავიდან მოვკვდებით და ერთხელაც ვეღარ დავიბადებით გესმის? გინდა ყველფერი პირდაპირ გითხრა? ხო შენი ბრალია ახლა აქ ასე ცალ-ცალკე რომ ვდგავართ, რომ შენი არ მქვია, რომ არ გაძლვ არანაირი იმდეს დიახ! 4 წლის უკან უნდა მოსულიყავი და ყველაფერი გეთქვა, ან საერთოდ გაჩუმებულიყავი მაგრამ არა! შენ იმდენად ეგოისტი ხარ, რომ მარტო ვერ გაბედე ამხელა ტვირთის ზიდვა, მეც ზედ მიმაყოლე !გამიმეტე სასიკვდილოდ და ახლა საკუთარი ხელებით მახრჩობ! გადახტი მიდი! მაცხოვრე მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით ,რომ ბოლომდე ვერ გავწირე საკუთარი თავი, რომ არ დაგეხმარე რომ ვერ გადაგარჩინე! ან საერთოდ იცი რა ჯობია ? აი ახლავე მოვალ მანდ და ერთად გადავხტეთ!საბოლოდდ ორივეს მაინც ეს გვიწერია! დიტოსკენ დაიძრა და ზუსტად მის გვერდით დადგა. -ან ახლავე გადავხტებით ორივე ერთად ან დაბლა ჩამოხვალ და იქნები ყველაზე ძლიერი ადამიანი,ისეთი როგორიც ლევანი ლიქოკელის ძმაკაცს შეეფერბა! თუ ჩემი სიცოცხლე რამედ გიღირის ,შენც კარგად იცი ახლა რაც უნდა გააკეთო! თვალები დახუჭა ,არ შერხეულა ხელი მაგრად ჰქონდა დიტოს ხელზე ჩაკიდებული,ზუსტად იცოდა არ გადახტებოდა, სიკვდილისთვის ვერ გაიმეტებდა მის თამ-თას. წამით მოადუნა.ყურადღება და მიენდო .სიმსუბუქე იგრძნო და მიხვდა,რომ მიწას მოსცილდა."იეგოსიტა" გაიფიქრა და დაელოდა წამს როდესაც დიტოსთან ერთად დაეცემოდა მიწაზე. არ ფიქრობდა ვერ ფიქრობდა ვერაფერზე.იქნებ ყველაფერი მართლა ასე უნდა დამთავრებულიყო? მიწა ამდენად შორს იყო რომ ვეღარ ჩააღწიეს? თვალები ნელა გაახილა და ისტერიკულად გაიცინა,როდესაც დაინა ხა ,რომ დიტო მის მკლავებს მაგრად იყო ჩაბღაუჭებული და ორივე სამშვიდობოს გასულიყვნენ. ქრისტინემ ერთი ამოიტირა გადავრჩითო და მათკენ გამართა. -არაფერი,თამ-თა,შენს სიცოცხლეზე ღირებული არაფერი გამაჩნია ამქყვეყნად! ხმას ვერ იღებდა იდგა და უყურებდა ბიჭს,რომლის სიცოცხლეც ხელში ეჭირა და შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოსცლოდა ხელიდან,ამჯერად გადარჩა,შეძლებდა კი მეორედ მის გადარჩენას? მერე იყო ქრიტის ხმა, რომელმაც ყველაფერი გადაფარა. -ანამ მომწერა,ელენეს მშობიარობა დაეწყო და დიტოს იქნებ დაუკავშირდეო. გაშრა გაიყინა,გაქვავდა, მალე მამა გახდებოდა, ეს ასემძაფრად არასდროს განუცდია,არასდროს უფიქრია. თამთას გარტყმულმა ხელმა სახე რომ აუწვა,გონს მაშინ მოეგო. -ახლა წადი და შენს ცოლს ხელი მაგრად ჩასჭიდე, ერთად დაელოდეთ ახალი სიცოცხლის დაბადებას და იცოდე! კარგად ჩაიბეჭდე მისი პირველ ტირილი, მისი ხმა დიტო ქაჯაია და დაიმახსოვრე რატომ უნდა გადადგა ნაბიჯი ,წინ ცხოვრების გასაგრძელებლად და ვისი სიცოცხლე უნდა გიყვარდეს ჩემზე მეტად ! ეს იყო და ეს ხმა არ ამოუღია ნელა დაიძრა კიბეებისგან ქიტოს ხმა რომ დაეწია. -თამთა, ოდესმე მომიყვები? -შენ თუ არა აბა ვის უნდა მოვუყვე ჩემო ლაამზო? შენ თუ არა აბა ვის? აუცილებლად მოგიყვები,ახლა დიტოს გაყევი და ელენესთან მიიყვანე,მე წავალ.ეს ყველაფერი რომ ჩაივლის მერე გამომიარე, ან იქნებ მე გამოგიაროთ, ანა ხომ მიმიღებს? იქნებ არ მიმიღოს? იქნებ ვერ გამიგოს? ან საერთოდ ხომ არ წავიდე? ახლავე ამ წუთას? ლევანთან წავიდე? ქვეყნიდან? ქალაქიდან? სად გავიქცე? მითხარი სად დავემალო ამ ყველაფერს? ბევრია, ძალიან ბევრია ამდენის გაძლება,სულ ერთი წამით მაინც რომ დამეგვიანა მოკვდებოდა, რომ არ დაეჯერებინა მოკვდებოდა და ეს იმხელა,ისეთი აუხსნელი რამა რაც ჩემს გამო ხდება, როდემდე შევძლებ ფეხზე დგომს ქიტო? როდემდე? ყვიროდა,ტიროდა იცინოდა,ვეღარ აზროვნებდა, ვეღარ უძლებდა ამდენ ემოციას, ვეღარ ერეოდა საკუთარ თავს. უცებ სიმსუბუქე იგრძნო, ნაცნობმა სურნელმა ცხვირი მოუღუტუნა და მიხვდა ,ახლა რომ დაცემულიყო ლაშა აუცილებლად დაიჭერდა. მოდუნდა გაითიშა და მიენდო მამაკაცს, რომელსაც შესაძლოა დიტოზე ნაკლებად უყვარდა მაგრამ ყოველთვის ცდილობა ნაკლები ტკივილი მიეყენებინა საყვარელი ქალისთვის. არ ახსოვს როგორ ჩასვა ლაშამ მანქანაში, როგორ აიყვანა სახლში და როგორ დააწვინა საწოლში,არც ის ისიც რამდენი საათი ეძინა ასე გათიშულს. საძინებლიდან სამზარეულომდე მანძილი ჩუმად გაიარა, შავი მაგარი ყავა გაიკთა და მისაღებში ჩაძინებული ლაშა რომ დაინახა უნებურად გაეღიმა. ლოყაზე ძალიან ფრთხილად აკოცა და თავთით დაუჯდა.უყურებდა და ფიქრობდა, ნუთუ მართლა უყვარდა ეს ბიჭი? თუმცა რატომ არა ? ოდნავ მოზრდილი,ღია ფერის წვერი, მომწვანო მონაცისფრო თვალები, დიდი შევარდისფერებული ტუჩები და მკლავები,რომლითაც ვინ იცის რამდენჯერ გადაურჩენია დაცემას! უყვარდა კი ? არ იყო დარმწუნებული თავის სიყვარულში, ვერ აბიჯდებდა საკუთარ თავს, და კიდევ რაღაცას რაც დღემდე ვერ გაეგო რა იყო. -უკეთ ხარ? ბოხმა ბარიტონმა მიატოვებინა ფიქრები. -კარგად ვარ,ყავა გინდა? თავისი ფინჯანი ღიმილით გაუწოდა მამაკცს. - მოდი ჩემთან. ხელები გაშალა და დაელოდა როდის ჩაეხუტებოდა მისი თამთა, არ დაუყოვნებია.მამაკცის მკლავებში მოქცეულმა მშვიდად დაიძინა. ასე იყო, ყველას თავისი თამთა ჰყავდა,ყველას სხვანაირი და ყველას სხვადასხვა დოზით.დიტოს თამ-თა სულ სხვა იყო,ალბათ მისი სხვანაირობა იყო მიზეზი იმისა რომ ასე გაგიჟებით შეიყვარა ქაჯაიამ ხაიანი. შავი მერსედესი სავადმყოფოს წინ გაჩერდა.მგზავრები გადასვლას არ ჩქარობდნენ. -არაფერს მეტყვი ქისო? -მე დიტო?მე რა უნდა გითხრა? გინდა რამე გკითხო? მოსაყოლი რომ ყოფილიყო ხომ აქამდე მომიყვებოდი? მაგრამ არა! შენ საკუთარ თავში ჩაკვლა ამჯობინე! სათქმელი არაფერი მაქვს ერთის გარდა, ალბათ მაშინ უნდა დამეჯერებინა და ყველაფერს უნდა მივმხდარიყავი პირველად რომ მკითხე თამთაზე ვინ არისო. 4წლის უკან. -ქისო,თამთა ხაიანი ვინ არის? -თამთა? ჩემი ლევანის თამთა. - ლევანის თამთა? - ხო ზუსტად ასე, თამთა ლევანისაა, ორი წლის უკან გაიცნენს ერთამანეთი სრულიად შემთხვევით და იმ დღიდან ასე მოდიან,თამთა მხოლოდ ლევანისა,ლევანი მხოლოდ თამთასი. ლევანის გარდაცვალების შემდეგ ლევანისთვის წერა დაიწყო,სხვათაშორის მკითხა ადრე,შეიძლება დიტოს გავესაუბროო? იცი როგორი გოგოა? აი მზე ხომ გინახავს? დილის აისი? ზუსტად ეგეთი გოგოა ლევანის თამთა. - უთხარი ლევანის თამთას, დიტო მოგისმენს თქო. - მოგეწონა? გინდა საქმებს ჩაგიწყობ და მერე მეჯვარედ გამოგყვებით. - კაი რა ქისო სად თამთა ხაიანი და სად მე.. ერთი კვირის შემდეგ,თამთას მესიჯი რომ მიუვიდა დიტო ქაჯაიას მანდ მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჟრუანტელმა ერთიანად დაუარა, გული მოულოდნლედ ისე აუჩქარდა ეგონა სადაც იყო გაუსკდებოდა,მოულოდნელი სიხარული დაეფულა,ლევანის გარდაცვალების შემდეგ პირველად გრძნობდა თავს შედარებით ბედნიერად,პირვლად აგრძნობინეს რომ უდნა ეცოცხლა და. ძლიერი უნდა ყოფილიყო.რომ ლევანის ტკივილი არ იყო მხოლოდ ქისოსი და დიტოსი.პირველად გაუგეს ამ დონემდე და ასე ახლოს. -ქისო რა მითხარი? რა ურთიერთობა ჰქონდათო ლევანის და თამთას? -ნამდვილად მოგეწონა არა? - რა შუაშია? დამაინტერესა უბარლოდ,მე არაფერი ვიცოდი თამ-თაზე. - ლევანის თამთაზე მარტო მე ვიცოდი დიტო. - უყვარდა? - უყვარდა რომელია ? მე ვერ აგიხსნი მათ ურთიერთობას,ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ და გააჩნიათ,ახლაც ასეა.განა მათ ვინმე ან რამე დააშორებს? ასეთ კავშირს? ლევანს შეეძლო ნებისმიერ დროს თუნდაც ღამის სამ საათზე, დაერკა თამთასთვის და ეკითხა რას ფიქრობდა გალაკტიკაზე,ან რატომ არიან ჟირაფები ასეთი მაღლები და პინგვინებს რატომ აქვთ ფრთები ,თუ ფრენა არ შეუძლიათ.შენ ახლა გაგეცინება ,მაგრამ მათ შეეძლოთ ღამის სამ საათზე ამაზე ძალიან სერიოზულად ელაპარაკად.ისინი იდგნენ ერთამნეთის გვერდით ყოველთვის,დაძახების გარეშე მიდოდნენ ერთამანეთთან. უყვარდათ ერთამნეთი და ახლაც ასეა! მაგრამ ეს ის სიყვარული არაა დიტო რაც შენ გგონია. ეს ის სიყვარული არაა ვნება რომ ახლავს თან.ეს ის სიყვარულია ,როგორც მე ვუყვარდი ლევანის, როგორც მე მეხუტებოდა ისე ეხუტებოდა თამთასაც,უბრალოდ თამთა უფრო ლევანისეული იყო.ზუსტად ლევანისნაირი იყო. - ლევანის თამთა. ჩემი თამ-თაა.იქნებ ლევანის საჩუქარია თამთაჩემთვის? - არვიცი ლევანის თავისი თამ-თა სხვებისთვის თუ ემეტებოდა. - თამთა ლევანის იყო და იქნება რა სისულელეა. ჩემი არასდროს,არასდროს იქნება. სავადმყოფოს კარში პირველი ქრისტინე შეატარა და გაიაზრა ,რომ ამჯერად აქ სასიხარულო ამბის მოსასმენად იყო მოსული და არა იმისთვის ,რომ ვინმეს სიკვდილი გაეგო. იმ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდებოდა პატარა ლევანის დაბადებას, თუმცა პატარა თამ-თა დაიბადა. ახლა დიტოს ყავდა თავისი საკუთარი თამ-თა რომელსაც არავის გაუყოფდა, რომელსაც ეყვარებოდა და გულში ჩაიკრავდა ნებისმიერ დროს. ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა ლაშა.თამთას ტელეფონი რეკავდა. ლიქოკელი იყო ისევ. -გისმენთ -თამთა როგორ არის? -სძინავს -უთხარი ქიტომ დარეკა, თამ-თა ქაჯაია დაიბადა თქო. ტელეფონი გაითიშა.ლაშა გაიყინა ,ადგილზე გაქვავდა.როგორი მოსასმენია? კაცი რომელსაც შენი სავარელი ქალი გაფრენამდე უყვარს,თავის შვილს მის სახელს არქმევს. გაბრაზდა,იეჭვიანა შერცხვა! შეეშინდა. პირველად შეეშინდა, რომ შესაძლოა დიტოს თამთა უფრო მეტად უყვარდა, უფრო მეტის დათმობა შეეძლოს ვიდრე მას. საკუთარი თავი შესძულდა ამ ფიქრების გამო. -ვინ იყო? -ლიქოკელმა დარეკა. -ჩემმა ქრისტიმ? რაო რა მინდაო,მომეცი გადავურეკავ. -თამთა გიყვარვარ? -ლაშა რა კითხვაა? -გეკითხები გიყვარვარ მეთქი?იმ დონემდე გიყვარვარ რომ ჩემთან ერთადაც ახვალ სახურავზე, და მზად იქნები სიკვდილისთვის? მზად იქნები ჩემს სიცოცხლესაც მასე ებღაუჭო მთელი ცხოვრება? მზად იქნები იმაზე მეტად ჩემი იყო ,ვიდრე ლევანისთვის იყავი თამთა? -ლაშა რას ამბობ? ლევანის და ჩემს ურთიერთობას როგორ ურევ ჩვენს სიყვარულში? რა უფლებით? განა არ იცი? გაანა არ იცი როგორ სხვანაირად მიყვარს? განა არ იცი როგორ სხვა არის ჩემთვის? -არვიცი! გესმის? არ ვიცი, დღეს ისე გადახტებოდი დიტოსთან ერთად ,ჩემზე არცერთი წამით არ დაფიქრდებოდი.მე რა მომივიდოდაა მაგაზე არც გიფიქრია თამთა.ჩემს თვალწინ დიტო სიყვარულს გიხსნიდა და მე არაფრის გაკეთება არ შემძლო! იცი რა ხდება? ლევანის ჩრდილი დამყვება უკან ასე მგონია, ის მეცილება შენს თავში,შენს თავს მართმევს. -აღარ გააგრძელო,წადი! ახლავე ლაშა კარი გაიხურე და წადი თვალით აღარ დამენახო! -ქრისტინა ლიქოკელმა თამთას უთხარი,პატარა თამთა ქაჯაია დაიბადო! ბოლო სიტყვები მოაძახა და სახლიდან გავიდა. იქვე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო! ტიროდა საკუთარ თავზე,ლევანზე და მის მონატრაზე.დიტოზე, და ახლა უკვე დიტოს თამთაზე. ბავშზე რომელიც მის სახელს ატარებდა.იცოდა რატოცმაც გააკეთა ეს დიტომ,მასაც რომ ყოლოდა თავისი თამ-თა! ვერ ამტყუნებდა,არ შეეძლო მისი გამტყუნება.ახლა მხოლოდ ტირილი და ამ ემოციებისგან დაცლა როდესაც პატარა უმწეო არსებას ხელში დაიჭერ,მის ხმას გაიგებ,მისი გულისცემის მოსმენას დაიწყებ,მნიშვნელობა აღარ აქვს ის იმ ადამიანისგან გყავს ვინც სიგიჟემდე გიყვარს თუ არა. მისი თამთა პირველად რომ ხელში აიყვანა, მაშინ გაახსენდა ხაიანის სიტყვები. "- შვილს,რომ ხელში აიყვან და მის სუნთქვას მოისმენ,მიხვდები რამდენს ნიშნავს ეს პატარა შენთვის, მიხვდები რამდენი რამის გადალხავა შეგიძლია,ვისთვის უნდა გაძლიერდე,ვისგამო უნდა იდგე ფეხზე.პირველად რომ მამას დაგიძახებს,როდესაც დაეცემა ხელს საშველად,რომ გამოგიწვდის,პირველ სიყვარულზე რომ მოგიყვება მაშინ მიხვდები რამხელა ბედნიერებაა გყავდეს შვილი,თუნდაც იმ ქალისგან რომელიც არ გიყვარს.ვერავის მოსთხოვ არ შემიყვაროო,ვერც სიყვარულს მოსთხოვ ვინმეს. მაგრამ შენ ვალდებული ხარ შენი შვილის გამო ასმაგად გაძლიერდე და უკან დაწიო ის სიყვარულიც ,რაც ჩემს მიმართ გაგაჩნია." რას გრძნობდა ცოლის მიმართ? ახლა მხოლოდ მადლიერი იყო მისი თამთა,რომ აჩუქა. 3 წელი იყო გასული თანაცხოვრებიდან და ამ სამი წლის მანძილზე შეჩვეოდა ელენეს, მოსწონდა როცა სახლში თბილად მომღიმარი ცოლი ელოდებოდა, მასზე ზრუნავდა და უფრთხილდებოდა.ელენეს უყვარდა დიტო,იმდენად იყო მისი სიყვარულით დაბრმავებული , რომ ვერ ამჩნევდა ქმრის უსიყვარულობას.ასეთად გაიცნო და ეგონა ასეთად დარჩა.იმ დიტოდ რომელსაც არ შეეძლო სიყვარულის გამოხატვა,ცოლისთვის კომოლიმენტების გამუდმებით თქმა. ასეთი უყვრდა ელენეს,ეგონა მისი სიყვარულო ორივეს გასწვდებოდა,ორივეს ეყოფოდა,საკმარისი აღმოჩნდებოდა.მაგრამ სულ ერთი წამით,რომ მოეკრა თვალი დიტოსთვის,როგორ უყურებდა მის თამ-თას, ყველაფერს მიხვდებოდა. ერთადერთი ქალი იყო ვის გვერდითაც შეძლებდა ნამდვილად ბედნირი ყოფილიყო და დაცემის არ შეშინებოდა. ყველაფერს დათმობდა მისი ერთი "მინდას" გამო მაგრამ არა! თამთას ერთხელაც არ დასცდენია მისთვის სასაყვედურო სიტყვა, ერთხელაც არ მოუთხოვია ცოლს გაშორებოდა! გამკეთებელი იყო,მხოლოდ ერთი სიტყვა და იმწუთას დატოვებდა ცოლს. მისი უთქმელობის გარეშეც გააკეთებდა ამ ყვლაფერს მაგრამ იცოდა, იცოდა რომ არასდროს აპატიებდა მისი თამ-თა. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებდა,სხვას ვერ გაწირავდა.საკუთარ თავს უფრ მეტად გაიმეტებდა, ვიდრე სხვას.სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო ლევანის თამთა. ერთი თვე იყო გასული დიტოს ამბის შემდეგ. ლაშამ კარი რომ გაიხურა და წავიდა არც უფიქრია უკან დაბრუნებაზე. არც თავად დაუწყია მისი ძებნა. ლაშა შეცდა! მაშინ როდესაც ლევანი მის აჩრდილად მოიხსენია, მაშინ როცა თავისადაუნებურად დადანაშაულა.არავის ჰქონდა უფლება თამთას ლევანის შეხებოდა,თამთას ლევანზე ელაპარაკა ან ერთი გადაკრული სიტყვა მაინც ეთქვა მასზე. ლაშამ კარი გაიხურა თუ არა მაშინვე წაშლა მისი ცხოვრებიდან. სახლიდან არ გადიოდა, მთელ დღეს მისი და ლევანი ფოტოების, ვიდეობის ყურებაში ატარებდა. ტიროდა, იცინოდა და მონატრება აგიჟებდა. ტკიოდა!მისი ლევანის არყოფნას ახლა ყველაზე მეტად განიცდიდა. სიგიჟემდე უნდოდა მასთან ლაპარაკი, ჩახუტება,ღამის სამ საათზე ქუჩაში სერინობა, მასთან ერთად ექსკალატორის საფეხურების დათვლა, დამალობანას თამაში კორპუსის სადარბაზოებში.გათენებამდე "პატარა პრინცის" მემილონედ წაკითხვა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება. არცერთხელ არ მისულა ლევანის საფლავზე, არც ბოლო გზაზე გაუცილებია,მხოლოდ ერთხელ მივიდა მასთან, ბოლოჯერ ჩაეხუტა,ბოლოჯერ აკოცა,უკანასკნელად ჩასჩურჩულა"ლევანის თამთამ ლევანის გარეშე რა უნდა ქნასო" და წავიდა. ლევანის დაკრძალვის დღეს, ოთახში გამოიკეტა და "პატარა პრინცის" კითხვა დაიწყო. მას შემდეგ ყოველდღე დადიოდა იმ ადგილას სადაც ლევანი პირველად ნახა, ზუსტად იმავე დროს და ელოდებოდა, ხალხში ეძებდა, ეძახდა.ვინმეს თუ მიამსაგვსებდა მისკენ გარბოდა,მაგრამ ის არსად ჩანდა.ყველაზე მეტად მისი ხმა ენატრებოდა. ვერ უძლებდა ულევანობას.ყველაზ მეტად კი ის აგიჟებდა,რომ წარმოიდგენდა მისი სხეული სად იყო,როგორ გააქრობდა დრო და როგორ არაფერი დარჩებოდა მისი სხეულისგან. საფლავზე ვერ ადიოდა, არ უნდოდა პირდაპირ დასჯახებოდა ამ რეალობას.მისთვის ლევანი სამოგზაუროდ იყო წასული,შორს. და როდესაც ამის დრო დადგებოდა აუცილებლად შეხვდებოდნენ ერთამენთს. რამე უნდა გააკეთებინა , როგორმე უნდა გადაელახა ეს ტკივილი,ყურადღება უნდა გადეტანა! ლევანის გამო უნდა გაეკეთებინა რაღაც. ის რაც მას მოეწონებოდა,რაც მას გაახარებდა და ბედნიერებას მიანიჭებდა.ამ ფიქრებში იყო გართული თავში ლევანის და მისი დიალოგი რომ ამოუტივტივდა. "-თამთა, შეხედე იმ ვარსკვლვს ცაზე რომ კაშკაშებს? ნახე ახლა ჩამოვარდება. სამამდე დაითვალე, ხედავ? მართლა ჩამოვარდა. ის დამთავრდა მაგრამ რაღაც ახალი დაიწყო. დასასრული ყოველთვის არის რაღაც ახლის დასაწყისი. მე რომ დავიბადე, ვიცოდი რომ შენთვის დავიბადე,შენ კიდევ ჩემთვის.აქ იმისთვის გავჩნდით,რომ მე და შენ ერთამნეთი გვეპოვა და ვყოფილიყავით, უბრალოდ თამთა და ლევანი. ჩვენი გზები გადაიკვეთა, აი,წარმოიდგინე ,ერთი წამით გვიან ან ადრე რომ მოვსულიყავი,ახლა აქ შენთან ერთად არვიქნებოდი. ჩვენ ხომ ზედმეტად ვაფრენთ? ზედმეტად ვფიქრობთ რაღაცეებს,ზედმეტად ბევრს ვოცნებობთ. ახლა ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას გაგანდობ.თამთას ლევანის იცი რა უნდა ? ერთ დღეს ადგე და ჩვენზე დაწერო,როგორები ვართ,როგორ ვართ,როგორები ვიქნებით 20 წლის შემდეგ. მინდა დაწერო "დასასრულის დასაწყისი" და მერე მევთქვა,რომ ჩვენთვის გადაულახავი არაფერია,რომ ყველაზე დიდი ოცნებაც შეიძლება ახდეს,თუ საქმე ლევანის და თამთას ეხებათ! ჩემს თამთას და თამთას ლევანის! -ჩვენაირები მეორედ აღარ დაიბადებიან, არავის ეყოლება ჩემნაირი თამთა და შენნაირი ლევანი, გინდა დავწერო? მაშინ დავწერ! მოვყვები ჩვენზე,ყველაზე მეტს ვისაუბრებ შენზე და ჟირაფებზე, პინგვინებსაც არდავივიწყენ და ვიტყვი რომ შენ, ყველაზე სუფთა და წმინდა ხარ ამ ცხოვრებაში, შენთან გატარებული წამებისთვის მიღირს სიცოცხლის ყოველი წამი,ვიტყვი რომ არსებობს მეგობრობა,ბიჭსა და გოგოს შორის,რომელიც ნამდვილია და არაცერთი მათგანი არ იქნება ჩვენს შორის ერთამენთზე სხვანაირად შეყვარებული. ვიტყვი,რომ მე გავზრდი შემს შვილებს ისე როგორც ჩემებს და შევიყვარებ ზუსტად ისე,როგორც ჩემებიმეყვარება. ვიტყვი,რომ ჩვენ შეგვიძლია დაძახების გარეშე მივიდეთ ერთამანეთთან,უთქმელად მივხვდეთ ერთამენთის ტკივლს,ჭრილობები შევუხორცოთ და გვიყვარდეს,გვიყვარდეს ერთამენთი ისე,მთელმა გალაკტიკამ რომ ვერ დაიტოს. და იყოს "დასასრულის დასაწყისი" ჩვენი ყველაზე დიდი ახდენილი ოცნება! -თამთას ლევანი ვერ გაძლებს მისი თამთას გარეშე ხომ იცი? -ვერც ლევანის თამთა გაძლებს მისი ლევანის გარეშე ხომ იცი? -როგორ ვაფრენთ -ძალიან!" იმ წუთიდანვე გადაწყვიტა თამთამ დაეწყო "დასასრულის დასაწყისი" და მართლა დაემტკიცებინა ყველასთვის,რომ ეს ორი ყველაფერს შეძლებდა ერთად! ლევანის აუხდენდა ყველაზე დიდი ოცნებას და ზუატად იცოდა ,ამას იგრძნობდა მისი ლევანი. ეს წიგნი გახდა საბედისწერო დიტო ქაჯაიასთვის! სწორედ ამ წიგნთან მიმავალო გზა გადიოდა თამთას გულამდე! მაშინ არ იცოდა დიტომ,არც ლევანის თამთამ,რომ დასასრულის დასაწყისი,მართლაც იქნებოდა ახალი სიტყვა,მათცხოვრებაში! -დე, ყველაფერი მზად არის შეგვიძლია წავიდეთ. უკვე მისაღებიდან გასძახა ქრისტინემ დედას. -დიტომ არ დარეკა? -კი, თქვენ მიდით და მეც მოვალ,ჩემი თამთა ჭირვეულობს ცოტასო.წესით მალე მოვლენ. -ელენეც მოჰყავს? -რაგითხრა? არვიცი,ხომ იცი ამდენს არასდროს ლაპრაკობს,რომ მივალთ ვნახოთ,ტორტი მანქანში დევს. სასაფლაოს დასაწყისი ნელი ნაბიჯებით გაიარეს, რამდენი ადამიანი იწვა ცხრა ფუტის ქვეშ,ყველასთავისი ისტორია ჰქონდა,ყველას თავისი სიმართლე,ყველას თავისი სიხარული,სიყვარული. აქ მოსულნი ყველა ერთხელ მაინც წარმოვიდგენთ მათ ადგილას ჩვენს თავს და შიშისაგან ტანში გვცრის. ანამ შვილის საფლავის კარი ფრთხილად შეაღო, ცრემლებს არ მისცა გარეთ გამოსვლის უფლება. მის თვალს არ გამოჰოპარვია შვილის გულზე დაწყობილი თეთრი და ყვითელი ვარდებისგან შეკრული დიდი თაიგული. -ქრისტი,დავიჯერო დიტო ისე წავიდა არ დაგველოდა? -თქვენს უნახავად,როგორ წავიდოდი არგრცხვენია ანა? უკნიდან მოესმა დიტოს ხმა. ქრისტინემ ტორტი იქვე დადო და ვარდების დათვლა დაიწყო. -რას შვრები? განა გეტყვიან აქ ვინ იყო? გაიცინა ანამ. -12 ყვითელი,12 თეთრი. აქ ლევანის თამთა იყო დე, მოვიდა! ლევანისთვის მიცემული პირობა არ გატეხა. ოთხი წლის შემდეგ პირველად მოვიდა. დარმწუნებული ვარ შუაღამეს მოვიდოდა ზუსტად 12-ზე! ყველას დაგვასწრებდა აქ ამოსვლას. ახლაც იკითხავთ რატომ უყვარდა ლევანის თამთა? რატომ იყო მხოლოდ მისი? -დედიკო, ვარდების რაოდენობით ვერ გაიგებ აქ იყო თუ არა თამთა,ხომ იცი რომ არ ამოვიდოდა არა ? ძნელია მისთვის,სხვანაირია.უნდა გაუგო! -ზუსტადვიცი თამთა იყო! ჩემი ლევანის თამთა. დაბადების დღეზე შეპირდა,ჩემთან ერთად იყო მაშინ. "-თეთრი და ყვითელი არა? -ხო ასე, თამთა ყვითელია,იმიტომ რომ ლევანის თამთა მზეა! მზესავით თბილია, აისის მზესავით! -მაშინ,თამთას ლევანი თეთრია,მთვარესავით.ჩემი ლევანი მთვარეა,ზუსტად მისნაირი ამოუცნობი და ყველაზე სხვანაირი.ჩემი ლევანი თეთრია. -მაშინ პირობას გართმევ.ქიტო შენც ხომ გესმის? ჩემს 24-ე დაბადების დღეზე,მაჩუქებ ისეთ საჩუქარს თეთრი და ყვითელი რომ იყოს, მე ძალიან უნდა მიყვარდეს და შენ სიგიჟემე უნდა გძულდეს.გესმის თამ-თა? 24-ე დაბადების დღეზე. ზუსტად ის რიცხვია ერთამენთი რომ გავიცანით.ზუსტად ნახევარ-ნახევარი.ზუსტად 12 საათზე. დაიმახსოვრე! ისეთი რამ რაც მე მიყვარს შენ კი სიგიჟემდე გეჯავრება! და შენ თუ ამას შეძლებ, შენ იქნები ყველაზე,ყველაზე ლევანის თამთა!" - თამთა ვარდებს ვერ იტანს,სიგიჟემდე ვერ იტანს,ხომ ასეა დიტო? - ჰო,არ უყვარს ჩაიჩურჩულა ჩუმად. - დე შენ ხომ იცი არა? შენ ხომ იცი ლევანი როგორ გიჟდებოდა ვარდებზე? როგორ სიგიჟემდე უყვარდა? ზუსტად 24 ცალია, 12 თეთრი,12 ყვითელი.ორივეს ნახევარი,ის რაც ერთს ეზიზღება და მეორეს სიგიჟემდე უყვარს. გადადგა გესმის? მან კიდევ ერთი,ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა,ლევანის გამო ამოვიდა აქ! ლევანთვის მიცემული პირობა რომ არ დაერღვია! იცით ეს რას ნიშნავს? ლევანის თამთა ვერასდროს გახდება სხვისი! ტორტზე სანთლები დაანთო,ძმის საფლავთა ჩაიმუხლა და ცრემლები ვერაფრით შეიკავა. -პირველობა ვერ დავიჩემე, მაგრამ ჩემი რომ არ უნდა ყოფილიყო ისედაც ვიცოდი, ალბათ სხვა ჩემს ადგილას იეჭვიანებდა, გაბრაზდებოდა! მაგრამ მე ხომ ყველაზე მეტად მესმის თქვენი! ხომ ყველაზე მეტი ვიცოდი თქვენზე. თქვენ ხომ ყველაზე ჩემები ხართ არა?! შეუსრულებელ 24-ს გილოცავ ძმაო! შენი თამთას მერე დავიჩემებ პირველობას! პლედშეოხვეული იჯდა სავარძელში და "პატარა პრინცს" კითხულობდა,ტელეფონზე შეტყობინენა რომ მოუვიდა. "შენ ხარ ყველაზე,ყველაზე ლევანის თამთა" გული გაუთბა,მხოლოდ ქიტო თუ შეამჩნევდა ვინ "წაართმევდა"პირველობას ლევანის დაბადების დღეზე!მხოლოდ მას შეიძლებოდა ცოდნოდა რატომ ეწყო ლევანის გულზე 12 თეთრი და 12 ყვითელი ვარდი.უყვარდა ეს გოგო, როგორც საკუთარი,ისე როგორც ლევანის ეყვარებოდა მისი საკუთარი! კარზე კაკუნმა იძულებული გახადა მყუდროებისთვის თავი დააეხწია, არც გაუხედავს ისე გააღო.კარში დიტო ქაჯაია იდგა ! განადგურებული,არეული და გალუმპული. -დიტო? -შემოვალ რა. ძალიან მჭირდები! თავი თამ-თას მხარზე დადო და არსებობენ ადამიანები,რომლებიც ერთამენთისთვის იბადებიან.როდესაც მათი გზები შემთხვევით იკვეთება,ზოგი ამას იღბალს უწოდებს,ზოგი დამთხვევას,მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ ისინი ერთამნეთს შეხვდნენ,სწორედ იმიტომ რომ ერთმანეთი შეევსოთ. მისაღებში იატაკზე ისხდნენ,დიტოს თავი თამთას მუხლებზე ედო და ჭერს მიშტერებოდა,მის ხელს ისე იყო ჩაბღაუჭებული თითქოს ვინმე ართმევდა.თუმცა ასეც იყო. ოთხი წელი ცდილობა მოეპოვებინა თამთას ხელი,ისე რომ მისი დაკარგვის არ შეშინებოდა, თავიდან სწორედ მან დაკარგა,მისი ერთი შეცდომის გამო ვერ ინარჩუნებდა სიყვარულს. ნანობდა,განა არ ნანობდა ? ბევრჯერ უთქვამს თამთასთვის,მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი ,ახლა შენ ჩემი ცოლი გერქმეოდაო. სინანული გვიანი იყო, მაგრამ ბედნიერი იყო იმით,რომ ცხოვრებაში გამოსცდა რას ნიშანვს გიყვარდეს გულწრფელად,შეგეშინდეს მისი დაკარგვის,მისი სიცოცხლე გახდეს შენზე ძვირფასი, მისი ერთი სიტყვა გიწყვიტავდეს ყველაფერს,გმატებდეს ძალას და გაგრძნობინებდეს რომ ხარ! ავსებდა თამთა დიტოს, საკმარისი იყო მისი ერთი ღიმილი,მისი ერთი სიტყვა და მშვიდდევოდა,თავისუფლად სუნთქვას იწყებდა. ახლაც მთელს სიცოცხლეს დათმობდა ეს წუთები რომ საუკუნოდ გაგრძელებულიყო. -დიტო,ასე ტანსაცმელი ზედ შეგაშრება და გაცივდები, მიდი სააბაზონში შედი და მეც მოგცემ გამოსაცვლეს. - არ მითხრა,რომ ლაშას ტანსაცმელი კარადში საპატიო ადგილას გაქვს შენახული და მას მიყოფ.გაიცინა და იატაკიდან წამოდგა. - არანაირად .თამთამაც გაუღიმა და ოთახში ნივთების ასაღებად შევიდა. სულ ბოლო უჯრიდან გამოიღო შავი შარვალი და ჰუდი, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა და ერთიანად გათბა. ნაცრისფერ ჟაჯეტს ხელი ფრთხილად გადაუსვა და ოთახი დატოვა. -აი,აიღე. დანარჩენი შიგნით დევს და ნახავ თვითონ. _თამ-თა! ესენი ხომ ლევანის ? ჩემი ლევანისაა? -ჩვენი ლევანის დიტო,აიღე ზუსტად ვიცი არ გამიბრაზდებოდა. -მიყვარხარ. -სანამ გამოხვალ ყავას გაგიკეთებ და რამე შეჭამე, სიტყვაბა ბანზე აუგდო და სამზარეულში გავიდა . სააბაზანოში შესულს, საყვარელი ქალის სურნელმა ცხვირი აუწვა და გული აუჩქარდა.აქ ყველაზე მეტი იყო თამ-თა,მხოლოდ მისი სურნელი ტრიალებდა. ნიჟარასთან ორი კბილისჯაგრისი ერთამანეთის გვერდით იდო, მამაკაცის სუნამო და ტანის გელი ზედა თაროზე, სუნამოს თვალი მოკრა და იცნო, ლევანის ყველაზე საყვარელი სუნამო იყო. გაეღიმა, მისი ყველა ნივთი ხელუხლებელი დაეტოვებინა თამთას. აქაც კი იგრძნობოდა თამთას ლევანის არსებობა,ყველგან იყო მაგრამ ერთი წუთითაც კი არ ქონია ეგოისტობის გძნობა,ერთი წუთითაც არ უფიქრია რომ ლევანი თამთას ართმევდა,იცოდა ვინ იყო და რამდენს ნიშნავდა ლიქოკელი თამთასთვის. იმ დონემდე არასდროს დაეცემოდა,საკუთარი ძმაკაცის სულისთვის შეურაწყოფა მიეყენებინა,მითუმეტეს მაშინ,როდესაც თამთა იდგა მის გვერდით,როდესაც თვითონ გადასატანი ჰქონდა მისი სიკვდილი. თამთა დემეტრეს სიკვდილის შემდეგაც მის გვერდით დადგა,უკან დაწია ყველაფერი და ბოლომდე მხარში ამოუდგა, განა არ იცოა ხაიანს რომ არ უყვარდა? სიყვარულით როგორ არა,მაგრამ არა ისეთი გრძნობით რასაც ის თავად განიცდიდა მის მიმართ, ხაიანი ლევანის გამო აკეთებდა ამ ყველაფერს,მის გამო ებღაუჭებოდა დიტოს სიცოცხლეს. იყო კიდევ რაღაც სხვა გრძნობა,რაღაც უხილავი ძაფი რაც ვერ ათმობინებდა დიტოს თამთა. ლევანის ტანსაცმელი ტანზე გადაიცვა და მიხვდა,კიდევ რამხელა რაღაც დათმო თამთას მის გამო,რამდენს გადააბიჯა. ერთიანად დამშვიდდა,მოეშვა, მოდუნდა და თავისფლად სუნთქვა დაიწყო.სამზარეულში გასულმა ყავის გვერდით, ყველის კრუასნები რომ დაინახა გაიღიმა. -ასე მგონია ახლა ლეო შემოაღებს კარს და მეტყვის,"დიტო ტყუილად გაქვს იმედი,ყველა ჩემია, მაგრამ ერთს გაკბეჩინებ" გაიცინა ყავა მოსვა. -ყავა და ყველის კრუასანები ეს ორი ჩვენს სამს ყველაზე მეტად გვაერთიანებს,სევდიანად გაიღიმა თამთამ. -ლევანის ნივთები სულ შენთან იყო თუ ქიტოს გამოართვი? -არა, ანას და ქრისტის ვერ წავართმევდი ლევანის მოგონებებს, არც მჭირდებოდა. ლევანის მეორე სახლი აქ იყო თუ პირველი არა, არასდროს ვიცოდი როდის მოვიდოდა,როდის დამირეკავდა "თამთ კარი გამიღე თორემ ფანჯრიდან ამოვალო". შეეძლო მოსულიყო ღამის 4 საათზე,დილის ცხრაზე ან შუადღის ექვსზე, მეორე გასაღებს არ მართმევდა, "რაში მჭირდება,მერე შენს ბედნიერ სახეს ვერ დავინახავ ჩემი დანახვისას, იმ სიხარულს ვერ მოვიკლებ რასაც მაშინ ვგრძნობ,როცა კარს მიღებ და თვალებმოჭუტული მიყურებო". მერე თავისი ნივთების ნელ-ნელა გადმოტანა დაიწყო,ზოგი ორი იყიდა ერთი თავის სახლშირომ ჰქონდა,მეორე ჩვენს სახლში. მისი რამდენიმე ჟაკეტი, ზედა და შარვალი ისევ ჩემს ოთახში აწყვია.მისი ღამის პერანგი კი ჩემი საწოლის მეორე მხარეს დევს. მოვიდოდა გვერდით მომიწვებოდა,ხან მე ვუკითხავდი"პატარა პრინცს" , ხან ის მესაუბრებოდა ამ ცხოვრების გასაოცრებაზე. ოთხი წელი გავიდა და მაინც მეღვიძება შუაღამისას,აი იქ კართან ვჯდები და ველოდები,რომ დამიკაკუნებს,დამირეკავს და მეტყვის"თამთ,მოვედი კარს არგამიღებ?" არ მოდის,ასეთია აგვიანებს როგორც ყოველთვის,მაგრამ ამჯერად ძალიან გაეწელა ეს დაგვიანება, იცის რომ მხოლოდ მის ლოდინს ავიტან ,მაგრამ მაინც არ უნდა მალოდინოს ამდენი ხანი. ყოველდილას ვამზადებ ორ ჭიქა ყავას,ერთს მისთვის ერთს ჩემთვის,დღეს სამი გავაკეთე, ხედავ? მის ყავას ჯერ კიდევ ორთქლი ასდის, ახლა აქ რომ იყოს ,ამ ორთქლს სახეს მიუშვერდა და სიამოვნებით ამოიხვნეშებდა. მერე ლოყა ჩაეჩუტებოდა და გამიღიმებდა,"ლოყა მომეცი უნდა გაკოცოო" სკამიანად მივიწეოდი მეც მის გვერდით და თავს კალთაში ჩავუდებდი, ის თმაზე მომეფერებოდა,როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ჩამეძინებოდა,მას კი შეეძლო ასე ყოფილიყო ორი სამი საათი და არაფრის დიდებით არ განძრეულიყო,ჩემს თმაში ხელებს დაატარებდა,გამოღვიძებულს კი მეტყოდა"თამთა კიდევ კარგი თორემ სკამის ფორმა მივიღეო" .ზოგჯერ ძალიან მენატრება. ბოლოს ჩემთან რომ იყო ასე ჩამეძინა, ვერვაპატიე საკუთარ თავს დღემდე,ნეტავ გამღვიძებოდა და უფრო დიდხანს მეყურებინა მისთვის,უფრო დიდხანს მელაპარაკა. ცრემლები ვერ შეიკავა, გული ეწურებოდა. დიტო მოულოდნელად მის გვერდით სკამზე გადაჯდა,მოდიო თამთას ხელი გაუწოდა და მის გვერდით დაჯდა.მისი თავი მუხლებზე დაიდო და თითები მის თმაში ახლართა.ლევანის ტანსაცმელს მისი სურნელი ისევ შერჩენოდა,ოთხი წლის შემდეგაც. თვალები დახუჭა და დაიძინა. არ ახსოვს რამდენი ხანი იყო ასე,უყურებდა საყვარელ ქალს, ეხებოდა და გრძნობდა მის ტკივილს,პირველი შემთხვევა იყო ,როცა თამთას სჭირდებოდა მისი გვერდით დგომ და არა პირიქით. ბედნერი იყო იმ წუთებში,იმდენად რომ ამ სიტყვის სიდიდეც ვერ იტევდა.საყვარელი ქალი ხელში ფრთხილად აიყვანა და მისაღებში მდივანზე დააწვინა,პლედი გადააფარა,ლევანის ტანსაცმელი უკვე თავისი გამშრალით შეანაცვლა და კარი ჩუმად გაიხურა. განა არ უნდოდა თამთას გაღვიძებას დალოდებოდა? განა არ შეეძლო საათობით სკამზე მჯდარიყო და მისი სუნთქვისთვის ესმინა? იცოდა, არ უნდა შეჭრილიყო ზედმეტად თამთას და ლევანის სივრცეში. ისიც იცოდა თამთა რომ გაიღვიძებდა, გაიღიმებდა და კიდევ ერთხელ მოუეწონებდა დიტოს ამ ქცევას. თამთასთან გამოსულმა პირდაპირ ლევანისთან მისვლა გადაწყვიტა, მანამდე კი დემეტრეს საფლავთან გაჩერდა. -ძმაო, იცი ახლა შენი როგორ მშურს? თქვენ ერთად ხართ, ერთამენთი გყავთ. ჩემი ასე მიტოვება შეიძლებოდა დემე? ასე ორივე ერთამენთის მიყოლებით რომ გამომეცალეთ? ჯერ ერთის ტკივილო არ მქონდა მონელებული ,მეორეც დამიმატე,ბარემ ყველაფერი ერთად გამოიტიროსო არა? საკუთარი თავიც და თქვენც არა? ამ გრძნობას ვერაფერი მოვუხერხე ვერაფრით შევავსე უთქვენობითგამოწვეული სიცარიელე,ეს ისეთი ძნელია.შენც ხომ იცოდი არა? ლევანის წასვლამ ხომ ორივე მიწას დაგვანარცხა? რა გეგონა ამხელა დარტყმას მეორედ გავუძლებდი? მეორედ გადავიტანდი? ასე რომ ორივე გამექეცით ჩემზე საერთოდ არ იფიქრეთ არა ? მჯერე დემეტრე,მჯერა რომ მანდ ოროვე ერთამენთს უფრთხილდებით. ერთამენთს კარგად მიხედეთ. მე ? მე ალბათ ოდესმე დავეცემი და გთხოვთ თქვენთან მოსულმა ორივემ ერთდროულად ჩამიკარით გულში მაგრად,რომ ეს მონატრება ამოვივსო,რომ ეს სიცარიელე შევავსო. ორი ძმაკაცი ორი წლის გამოტოვებით მიაბარა მიწას, ორივეს კუბო თავისი მხრებით ატარა და დღემდე ვერ მოერია მათ სიმძიმეს,რთული იყო,ძალიან რთული. სრულიად მარტო დარჩა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და ყველაფრის გადატამ სასმელში სცადა,არაფერი გამოუვიდა! სასმელმა უარესები გააკეთებინა, საკუთარი ცხოვრება თავისი ხელით დაანგრია. ცოლიც არაფხიზელ მდგომარეობაში მოიყვანა,მარტო სასმელი რომ ყოფილიყო... ელენე მისი დის კლასელი იყო, იცოდა გოგო მასზე სიგიჟემდე რომ იყო შეყვარბული ,ადგა და მოიყვანა. თამთას იცნობდა, უყვარდა. მაგრამ ვერ ბედავდა მისთვის ამ თემაზე დაეწყო ლაპარაკო. მათი საუბარი,ერთამნეთის მოკითხვით და ლევანზე საუბრით შემოიფარგლებოდა მხოლოდ. თითოეულო სიტყვას იმახსოვრებდა ,რაც თამთას მისთვის ჰქონდა ნათქვამი,ამშვიდებდა, გვერდით ედგა და ცხოვრების გაგრძლებისკენ მოუწოდება. იცოდა თამთამ,როგორ უყვრდა ლევანის დიტო. ისიც იცოდა,როგორო ძმაკაცობა აკავშირებდათ ერთმანეთთან,უყვრდა დიტო მხოლოდ იმიტომ რომ ლევანის უყვარდა. მის გვერდით იყო,მხოლოდ იმიტომ რომ ლევანის მისი კარგად ყოფნა ენდომებოდა, გვერდით დაუდგებოდა და დანებების საშუალებას არ მისცემდა,მხოლოდ ლევანის გამო იდგა მის გვერდით,თუმცა ბოლო პერიოდში ამჩნევდა, ხვდებოდა რომ იყო კიდევ რაღაც,რაც დიტოსკენ უბიძგებდა,რასაც სახელს ვერ არქმევდა.დიტო რომ მასთან ოთხი წლის წინ მისულიყო,შესაძლოა ახლა მართლა ყოფილიყო მისი ცოლი,მაგრამ არა! ვერ გადააბიჯა დიტომ საკუთარ თავს ბოლომდე.სად მე და სად თამთაო? არადა რა იცოდა,როგორ სულ მოუთქმელად ელოდა თამთა დიტოს ყოველ სიტყვას,ყველა მონაწერს,ყველა კითხვას. მერე რა რომ ლევანის გამო ელოდა? ხომ ელოდებოდა,მის მონაწერზე გული ხომ უჩქარდებოდა? მთავარო ეს იყო. დიტო მართალი იყო ლევანის თამთა ვერასდროს გახდებოა სხვისი.თუმცა ვინ იცის? იქნებ დიტოს თამ-თა ყოფილიყო ის ვინც ორივეს გადაარჩენდა. -არ მესმის რატომ არ გინდა თამთა ხაიანს მოანათლინო ჩვენი თამთა? -ელენე რა გინდა? იმ გოგოს ნორმალურად არც კი იცნობ,სულ სამჯერ გაქვს გამარჯობა ნათქვამი მემგონი, რა შუაშია ჩვენს შვილთან თამ-თა? ქიტო მონათლავს თამთას. რაშია პრობლემა ვერ ვხვდები. -პრობლემა შენშია დიტო, არ გესმის არა ამ ყველაფერს რატომ ვაკეთებ? მე ვიცი, შეიძლება მომსწრე არ ვიყავი მაგრამ ვიცი,რა ურთიერთობა და რა ძმაკცობა გქონდათ შენ და ლევან ლიქოკელს. ქალაქში ყველა თქვენ ორზე ლაპარაკობდა,სადაც დიტო იყო იქ იყო ლევანიც და პირიქით. ვხვდები,რომ თამთას დაცვა გინდა, მის გვერდით ყოფნა,რომ არაფერი დაემართოს,რადგან ლევანისთვის გაქვს მიცემული პირობა. ლევანის შეყვარებული იყოო ასე ამბობენ ქალაქში, შენც ამიტომ გინდა რომ გაუფრთხილდე მას, ის ერთადერთია რაც ლევანისგან დაგრჩა ქიტოს შემდეგ. მეკი მინდა რომ უფრო ახლოს იყოთ ერთმანეთთან,ჩვენი თამთა კი ამას ყველაზე კარგად შეძლებს. -არასდროს! ელენე არასდროს გაიმეორო რომ თამთა ლევანის შეყვარებული იყო.გესმის?! არასდროს აღარ თქვა ეგ. არ ყოფილა თამთა ლევანის შეყვარებული,მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობენ ქალაქში.ეგ ყველაზე დიდი სიცრუეა გესმის? დაანებე თავი ლევანის და თამთას,შეეშვი რა. შენ შენი ცხოვრება გაქვს და სხვისას შეეშვი.ნუ ჩარევ ჩვენთან თამთას .ბავშვს ქიტო მონათლავს და აქ მთავრდება ეს თემა.გასაგებია?ყვირილზე გადავიდა ქაჯაია. ელენე გასაგებია მეთქი? -გავიგე,გავიგე ჩაიჩურჩულა და ოთახი დატოვა. -დედაშევეცი. ხელი ძლიერად დაკრა მაგიდას და სახლიდან გავიდა. სუნთქვა ეკვროდა. ეგონა სადაც იყო დაიხრჩობოდა. სულს უწამლავდა იმაზე ფიქრი,რომ შეიძლებოდა ელენე მართალი ყოფილიყო. ჭკუიდან გადაყავდა იმის წარმოდგენაც კი ,რომ ლევანისას ეხებოდა. მისას ისაკუთრებდა. ერთი წამითაც არ შეეძლო დაეშვა,რომ ლევანი და თამთა ერთნი იყვნენ. სინამდვილეში არავინ იცოდა რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთამანეთთან,თვითონ ამ ორის გარდა. დიტომ თამთას სახლში,ლევანის ნივთები აღმოაჩინა.მისი ტანსაცმელიც ისევ იქ ეწყო. იცოდნენ ლევანს თუ ვერსად პულობდნენ აუცილებლად თამთას იქნებოდა. შუაღამისას შეეძლო მოსულიყო ჩემთანოო,გაახსენდა თამთას სიტყვები. მეორე გასაღებს არ მართმევდაო. შორიდან რომ შეგეხედათ ამ ყველაფრისთვის,თქვენც დაიჯერებდოთ რომ ლევანი და თამთა მართლა ერთად იყვნენ. სინამდვილეში კი ბევრჯერ გაუმხელიათ შუაღამისას, მათი გულისტკივილი ერთმანეთისთვის.სასაცილო იყო.ორივეს უყვარდა სხვა. და არცერთი არ იყო საყვარელი ადამიანის გვერდით. ერთად დაულევიათ, უტირიათ,გაუფრენიათ ამ სიყვარულის გამო.ცალმხრივად იტანჯებოდნენ, ორივეს არასწორი ადამიანი უყვარდა. იცოდნენ, განა არ იცოდნენ რომ არ შეიძლებოდა? წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ,ვერ ეტყვი ეს გადიყვარე და სხვა შეიყვარეო.როცა გიყვარს,გიყვარს და ვსო ,იქ მთავრდება ყველაფერი. ვერავის მოსთხოვ ჩემს გამო შეიცვლაე, მე შემიყვარე და მთელი ცხოვრება ბედნიერები ვიქნებითო. ორივე შორიდან უყურებდა,როგორ იყვენენ მათი საყვარელი ადამინები ერთმანეთის გვერდით. როგორ დადიოდნენ ქუჩაში ხელი -ხელ ჩაკიდებულები,იცინოდნენ,და უყვარდათ,ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი. არცერთს არ უციდა ხმამაღალა ამ გრძობების გამხელა,არცერთს არცერთხელ დაუშვია რომ შეიძლებოდა მათი დაშორება.ალბთ ესაა ნამდვილი სიყვარული,როდესაც იმ დონემდე გიყვარს შენთვის მთავარი მხოლოდ მისი ბედნიერება,რომ არის. მათ ერთმანეთი ჰყავდათ,ერთამენთი ანუგეშებდათ და ერთმანეთით უგებდნენ ომს ამხელა ტკივილს. ხედავდე და ვერ ეხებოდე,გენატრებოდეს და ვერ ამბობენ,სიგიჟემდე გიყვარდეს და ამის თქმის უფლება არ გქონდეს. სიგიჟე იყო. და როგორც თამთას და ლევანს შეეფერბოდა ასე ინახავდნენ ამ ამბავს. ბევრი ამბობდა ლევანი და თამთა ერთად იყვნენო. თუმცა მათ რა იცოდნენ,რა გულწრფელი რასუფთა ურთიერთობა ჰქონდათ ერთამანეთთან. მათ ეძინათ ერთამნეთთან ჩახუტებულებს,ისინი დადიოდნენ ერთად ყველგან, არავის არ უყოფდნენ ერთამნეთის თავს,არავის უყვებოდნენ რა ხდებოდა მათ გარშემო, და მათი გაცნობის შემდეგ, არცერთს არ ყოლია გვერდით სხვა. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა რომ "წყვილად" მოიხსენიებდნენ. დიტოს შერცხვა,ცხოვრებაში პირველად საკუთარი თავის,რომ სადღაც ერთი წამით გაიფიქრა,იქნებ ხალხი მართალს ამბობსო. ხომ გაიფიქრა,თუნდაც წამის გაელვება ყოფილიყო,მაინც გაივლო გონებაშო და საკუთარ თავს ვერ პატიობდა . ლიქოკელის წინ იჯდა და დუმდა.არ იცოდა საიდან უნდა დაეწყო მოყოლა. -თამთა, ნუ ნერვიულობ გთხოვ,ყველაფერი თავიდან მომიყევი.ლევანის სულს გეფიცები ხმას არ ამოვიღებ,ასე ვიჯდები და მოგისმენ. -ყველაფერი მაშინ დაწყებულა ქიტო დიტოს,რომ პირველად მივწერე.სიგიჟედ მეჩვენებოდა,როგორ შეიძლება ასე ადამიანის შეყვარება მეთქი,მაგრამ შევცდი. ყველაფერი 4 წლის უკან დაიწყო და მე ეს მხოლოდ მაშინ გავიგე,დიტო ქაჯაიას ცოლი და შვილი რომ ყავს უკვე. არვიცი რატომ მოვიდა ერთი წლის უკან ჩემთან.რატომ გამომიტყდა სიყვარულში.რატომ არ გაჩუმდა.უკვე გვიანი იყო,რა აზრი ჰქონდა თქმას? მაგრამ არა ! ბოლომდე ვერ შეინახა,ვერ დაიტია.საკუთარი თავი უფრო არია და მეც ზედ მიმაყოლა. ლევანის დაბადების დღეზე მომწერა,პირველად ამ თემას მაშინ შეეხო,თავიდან დავიბენი.შენც ხომ იცი არა?როგორი სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა დიტოსთან? ვნერვიულობდი, ვღელავდი,მისი ყოველი სიტყვის მოსმენისას გული მიჩქარდებოდა,მეგონა სუნთქვა აღარ შემეძლო,მაგრამ ეს არ იყო სიყვარული.ეს იყო ის ურთიერთობა და დამოკიდებულება რაც ლევანის შემდეგ დარჩა.წარმოიდგინე ,დიტო ჩემსა და შენს შემდეგ ის ადამიანი იყო,ვინც ლევანს ყველაზე ახლოს იცნობდა,ვინც ლეოს ყველაზე მეტად უყვარდა და აფასებდა.მეშინოდა! მეშინოდა დიტო ჩემს წინააღმდეგ არ წამოსულიყო,არ მონდომებოდა ჩემთან ლევანზე საუბარი, არასწორად არ გაეგო რამე.არ ეფიქრა,რომ მათ ურთიერთობაში ვიჭრებოდი.არ გაეზიარებინა მათი საერთო მოგონებები.მე ხომ ასე ვარ? მე ხომ ვერ ვიმეტებ სხვებს მოვუყვე ჩემი და ლევანის ურთიერთობის შესახებ არა?! მეგონა დიტოც ასე იქნებოდა.პირველად ოთხი წლის წინ რომ დავუკავშირდი, ისეთი სიფრთხილით ვარჩევდი მისთვის მისაწერ სიტყვებს,მინდოდა ძალა მიმეცა მისთვის მეგრძნობინებინა რომ მარტო არ არის,რომ მისი ტკივილის მესმის.არვიცი! შეიძლება მანდ შევცდი,იმდენად შევიჭერი მის ცხოვრებაში და მის სულს იმდენად,შევეხე რომ გულთანაც მივაღწიე. -პირველად როდის ნახე? -მას შემდეგ რაც მომწერა შევთანხმდით,რომ ვნახავდი და უკეთ გავიცნობდით ერთამენთს.მითხრა,სალაპარაკო ძალიან ბევრი მაქვს შენთანო.ვიფიქრე ლევანზე უნდა ალბათ საუბარი თქო.ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი ქიტო,დამიჯერებ? წამითაც კი არასდროს გამივლია თავში,რომ ასე შეიძლება მომხდარიყო.მე? დიტო ქაჯაიას ვყვარებოდი? თან ამ დონემდე? სიგიჟე იყო. დაახლოებით სამი დღის შემდეგ ვნახე. სახლთან მომაკითხა. ცუდად ვიყავი და ვერ გავდიოდი სანახავად,სახლთან მოვალ და ჩამოდიო.ზოგჯერ ვფიქრობ იქნებ საერთოდ არ უნდა ჩავსულიყავი? მაგრამ აზრად არ გამივლია რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ორი წლის უკან. -შენს სახლთან ვარ ჩამოდი. -კარგი მოვდივარ. კიბეები აჩქარებით ჩაიარა,გული ისე უცემდა,ეგონა სადაც იყო გაუსკდებოდა. ნერვიულობდა. პირველად ნახავდა ბიჭს,რომელსაც უამრავი მოგონება აკავშირებდა მის საყვარელ ადამიანთან, პირისპირ მოუწევდა მასთან საუბარი და ლევანის სხვისთვის გაყოფა. -დიტო ,ჩუმად დაიძახა და ბიჭისკენ წავიდა. სიგარეტით ხელში,შავებში ჩაცმული იდგა იდგა დიტო მის წინ, მოზრდილი თმა ოდნავ აჩეჩვოდა და საოცრად იღიმოდა.თვალები ერთროულად უნათებდა და თან სევდით ჰქონდა სავსე. რომ გეკითხათ,ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო,დაუფიქრებლად გიპასუხებდათ,იმ დღეს პირველად რომ თამთას ჩავეხუტეო. ნელი ნაბიჯებით დაიწყეს სიარული.ხმას არცერთი იღებდა,თითქოს ვერცერთი ვერ ბედავდა ამ სიჩუმის დარღვევას. დანიშნულების ადგილს,რომ მიაღწიეს ყველაზე ჩაბნელებულ კუთხეში დასხდნენ. სიჩუმე მაინც დიტომ დაარღვია. -თამ-თა! როგორი ლამაზი სახელი გაქვს,რა ლამაზად ჟღერს არა? თამთა კი არა,თამ თა! იცი ახლა რას ვგრძობ?უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ლეოს სულ გეფიცები ასეთი ბედნიერი მემგონი არასდროს ვყოფილვარ.ახლა შენ აქ ზიხარ,ჩემს წინ. შემიძლია შეგეხო,შენი სურნელი ღრმად შევისუნთქო და მერე მთელი ცხოვრება ამ წამით ვიცოცხლო.დაგაბნიე არა ? -ძალიან -მე დავიწყებ და შენ დამპირდი,დამპირდი რომ რაც რ უნდა მოხდეს,რაც არ უნდა მოისმინო ჩემგან არ შემაწყვეტინებ.კარგი თამ -თა? მპირდები? -გპირდები. -ადამიანი რომ მოგეწონება ,არა კი არ მოგეწონება,რომ შეგიყვარდება იცი რა უნდა მოგივიდეს მისი დანახვისას და იმ მომენტში? გული უნდა აგიჩქარდეს,ძვლები უნდა აგიცახცახდეს, ვენებში სისხლმა ისეთი სისწრაფით უნდა დაიწყოს სიარული ,რომ გეგონოს სადაცაა გასკდებაო.სუნთქვა უნდა შეგეკრას გესმის? მისი ღიმილის დანახვას უნდა ნატრობდე,მასთან შეხების ოცნება უნდა გკლავდეს თამ-თა. ახლა ალბათ ფიქრობ,მე რა შუაში ვარო.შუაში კი არა თავში ხარ, შენი დანახვისას,შენი პირველი გამოჩენისთანავე მე ვერ აგიღწერ რა დამემართა.ერთიაანად დამიარა ჟრუანტელმა და ვიგრძენი,რომ რაღაც ისე ვერ იყო.იცი შენ რა გააკეთე? ცხოვრება თავიდან მაჩუქე, მაშინ როდესაც ლევანის გარდაცვალების ტკივილი მქონდა გადასატანი. ყველაზე მეტად შენ გამიგე,შენ დამიდექი გვერდით და დამანხე,რომ რაღაცისთვის,ვიღაცისთვის უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ალბათ ფიქრობ ახლა რატო მეუბნება ამ ყველაფერსო არა? ვეღარ დავიტიე,ვეღარ გავუძელი თამთა,ასეთი ეგოისტი ვარ.საკუთარი თავი ვერ გავწირე ამხელა ტკივილი მარტო მეტარებინა. ვერ გავაჩუმე გულიდან წამოსული ხმა ასე ხმამაღლა,რომ ყვიროდა გიყვარსო. როგორ არ ვეცადე,როგორ არ ვთხოვდი,ვემუდარებოდი ლამის მუხლდაჩოქილი ვთხოვდი ჩემს თავს,გაჩუმდი არ შეიძლება,არ გიყვარს მეთქი.განა მისმენდა.ყურიც არ მათხოვა.შენზე ფიქრის დროსაც კიი ისე, ცემდა მეგონა სადაც იყო ამოვარდებოდა. გაჩუმდი სულელო თავო მეთქი.იცი როგორ ვცდილობდი? არ შემყვარებოდი,უკვე შეყვარებული კი გადამეყვარებინე? ეს ისეთი ძნელი აღმოჩნდა თამ-თა, ისეთი ძნელი რომ სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ გესმის? ახლა ალბათ იტყვი გაგიჟდაო,მაგრამ რა ვქნა? ასეა.მიყვარხარ.მინდა მხოლოდ ჩემთვის იღიმოდე,მხოლოდ ჩემთვის სუნთქავდე,მხოლოდ ჩემთვის არსებობდე.შენთან ცალკე სამყარო მინდა გესმის? ჰაერიც კი სხვა მინდა,მინდა ერთად გვაკეთოთ ის რაც შენ ბედნიერს გაგხდის,თუნდაც სიგიჟე იყოს.ქვეყნის დასალიერშიც კი გამოგყვები,შენთან ერთად სიკვდილიც კი შემიძლია თამ-თა. იჯდა გაყინული, და სიკდვილს ნატრობდა.უყურებდა დიტოს და გრძნობდა როგორ ცახცახებდა,როგორ სხვაბაირად უბრწყინავდა თვალები.ხვდებოდა ყველა ემოციას რაც მისგან მოდიოდა.გრძობდა მის სიყვარულს.გული იმდონემდე უძგერდა რომ მისი ხმის გაგონებაც კი შეეძლო.საკუთარი თავი შესძულდა იმის გამო,რომ სხვას ამდონემდე უყვარდა.ოღონდ ახლა იქ არ მჯდარიყო და მზად იყო მომკვდარიყო კიდეც. -ცოლი რატომ მოიყვანე? ჩახლეწილი ხმით დაიჩურჩულა. -ყველაზე არაკაცირად მოვიქეცი, ყველაზე ცუდაე.ახლა ამ ყველაფერს ისევნანობ,ნეტა იცოდე როგორ ვნანობ. ვერ მოვედი შენთან,ვერ გამოგიტყდი ამ ყველაფერში.სად თამთა და სად მე თქო ვფიქრობდი. არ შემომხედავს,ჩემთან საქმეს არ დაიჭერს მეთქი,რამდენჯერაც შენსკენ ნაბიჯს გადმოვდგამდი იმდენჯერ უკან ვიხევდი,ვერ ვბედავდი,ვერ მოვდიოდი შენამდე. ჩემმა ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა.ვიცოდი ელენეს ვუყვარდი ,მეც ავდექი და მისი სიყვარული მოვიყვანე ცოლად,უზომოდ მთვრალი ვიყავი, მოწეული მქონდა,საღ აზრზე არ ვიყავი თამთა,ვერ ვაზროვნებდი. რომ გავაცნობიერე რა ვქენი უკვე ძალიან გვიან იყო. არ მქონდა არანაირი იმედი რომ ოდესმე შენთან მოსასვლელ გზას ვიპოვნიდი, მეგონა შენი სიყვარული მოკლავდა თამთა. ცოტა დრო რომ გავიდა, თავს დავაჯერე რომ გადამიყვარდი.რა სისულელა,ან გიყვარ ან არა, არ არსებობს მიყვარდა და აღარ მიყვარს. ლევანის საფლავზე ვიყავი ასული,შენმა მონატრება ყელში ხელი რომ წამიჭირა და მგუდავდა, მაშიმ გამოვუტყდი საკუთარ თავს რომ ჩემს გულში იმაზე დიდი ადგილი გიკავია,ვიდრე მე მეგონა,ვიდრე წარმომედგინა. ვკვდები თამთა,ყოველღე მკლავს შენი მონატრება და სიყვარული. და როცა შენ გხედავ თავიდან ვიბადები. ერთადერთი ხარ თამ-თა.ერთადერთი რაც მაცოცხლებს.მჭირდები.მჭირდები იმისთვის რომ გადავრჩე რომ ვიარსებო,რომ ვიცოცხლო.გთოხვ არ გამიშვა ხელი.იფიქრე რა, ძალიან კარგად დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე ძალიან გთხოვ. -ბევრია დიტო, ძალიან ბევრია ამ ყველაფრის მოსმენა ჩემთვის,გააზრება გაგება.ვერ ვიჯერებ ვდუმვარ,არ ვიცი რა გითხრ.უნდა გავიაზრო რა მითხარი, უნდა დავლაგდე და მერე გკითხო,მოგაყოლო ყველაფერი.ოღონდ დღეს არა,დღეს მეტს ვეღარ გავუძლებ უნდა - დიტოს როდის გამაცნობ? ლოყაზე ხმაურით აკოცა ბიჭს,ფეხები მის წინ მდგარ სკამზე დააწყო და თავი მის კალთაში ჩადო.მომღიმარი ბრწყინავი თვალები შეანათა და გაირინდა პასუხის მოლოდინში. - დიტოს არ გაგაცნობ. - ვერ გავიგე? - ჰო, არ ვერ გაგაცნობ, არ შემიძლია - შენს ყველაზე ახლო მეგობარს არ მაცნობ ლევანი? - ჰო თამთა, ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს არ გაცნობ,იმიტო რომ ეგ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარივერ ხვდება რაღაცეებს, არასწორედ იგებს,ჯიბრში მიდგება, ჭკუიდან გადავყავარ ისეთებს ფიქრობს. მე არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია დავუშვა ის რომ შენ ოდნავ მაინც ინერვიულო, ცუდად იყო ან მის გამო რამე დაგიშავდეს გესმის? ამას არავის არასდროს ვაპატიებ, ძალინ გთხოვ დიტოსგან თავი შორს დაიჭირე, თუ შენთან დაკონტაქტება სცადა მაშინვე მითხარი, გესმის ჩემო? - არ ესმის? ჩვენი ურთიერთობა არ ესმის ხომ ასეა? სხვა რამე გგონია? შეიშალა? გააფრინა? და საერთოდ იცი რა? ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას ლევანი! ყველას ვინც ჩემსა და შენ შორის ჩადგება. არ მაინტერესებს ხალხი, არც მათი შეხედულებები. მთვარია მე და შენ ვიცით. საკმარისია.ხომ ასეა? მე ,შენ და ჩვენი ცალკე სამყარო,რომელსაც არავის არ გავუმხელთ არასდროს. - ხომ იცი როგორ სულისწასვლამდე მიყვარხა თამთა? წამით მაინც რომ გავიფიქრო რამე დაგემართა, აი უბრალოდ,ფეხი არასწორად გადადგი და გეტკინა გული მიჩერდება! საკმარისია 15 წუთი არ ვიცოდი სად ხარ და როგორ ხარ, ვკვდები ! მეშინია, მეშინია რომ ოდესმე შენს თავს ამაცლიან,ამაგლეჯენ ხელებიდან და სრულიად დაცარიელებული დავრჩები ამ დაუნდობელ სამყაროში. შენს გარეშე გათენებულ დილას არ მოაქვს მზისხივი, არც ღამეა ისეთი მისტიკური და მშვიდი, არაფერს აქვს ფასიც , შენით გავხდი ასეთი,როგორიც დღეს ვარ და მინდა რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იყო ჩემს გვერდით, იმაზე არც კი ვფიქრობ რომ ოდესმე შენს გარეშე ცხოვრებას ვისწავლი რადგან ეს არ მოხდება, მე უშენოდ ვერ გადავრჩები,მე უშენოდ მოვკვდები თამთა! როცა ამ ქყვენიდან წავალ, იცოდე უკანასკნელი ფიქრი იქნება .ის რომ ძალიან მიყვარხარ და მაპატიო მარტო რომ დაგტოვე. ვიცი ახლა მიბრაზდები ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს,მე შენამდე უნდა წავიდე, და როდესაც ჩემთან მოხვალ, მე დაგახვედრებ წითელ კოპლებინ კაბას და ძალიან დიდი გვირილების ბაღს. და მერე გვექნება ძალია ბევრი დრო ერთამენეთისთვის.მე მოგიყვები როგორ ვიყავი უშენოდ და რას ვაკეთებდი,გეტყვი რომ არცერთი დღე არ ყოფილა შენზე ფიქრის გარეშე, რომ მეორედ სიცოცხლემდე მენატრებოდი და საკუთარი თავი მძულდა ყოველთვის,როცა შენ სიკვდილს ნატრობდი, რომ მეძახდი და ჩემზ ხმას ვერ გაგონებდი. მე უშენოდ ვერ თამთ, ვერ გადავრჩები ამიტომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ასე. იმიტომ რომ შენ ფეხზე იდგე, იღიმოდე,გიყვარდეს,უყვარდე. ჩემო პატარა, შენ ხარ ყველაზე ძვირფასი რაც ამ ქყვენად გამაჩნია და იცოდე სანამ ცოცხალი ვარ,არავის მივცემ უფლებას ზედმეტად შეგეხონ.მიყვარხარ იქიდან საიდანაც არ მახსოვხარ,იქამდე სადაც შეუძლებელია გადაყვარება. აივანზე იჯდა თხელი სიფრიფანა სარაფანით და სიგარეტს ეწეოდა,ნიკოტნით იხუთავდა ფიქრებს და საკუთარი თავი ეზიზღებოდა. შეცდა! ლევანისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვია, რომ ეგონა ნაბიჯები არასდროს აერეოდა სწორედ მაშინ გადაუხვია, მაშინ უღალატა ყველაზე ძვირფას ადამიანს,ვერ შეასრულა დანაპირები და პირიქით თვითონ გადადგა პირველი ნაბიჯები დიტო ქაჯაიასკენ,მაშინ როდესაც პირველად მიწერა! მნიშვნელობა არ ქონდა რის გამო და ვისთვის,მთავარი იყო რომ მიწერა და ეს მერე ყველამ სათავისოდ გამოიყენა. აგიჟებდა იმაზე ფიქრი,რომ დიტო იყინებდა მის ამ მდგომრეობას, და მისით მანიპულირებდა. რა მოხდებოდა რომ არ მისულიყო მაშინ მის გადსარჩენად? იქნებ არც გადამხტარიყო? იქნებ სამუდამოდ დანებებინა თავი თამთასთვის? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იყო, რომლის პასუხებიც კლავდა.ძალიან ბევრი იყო ეს ყვალფერი. ლევანის სიტყვები ჩაესმოდა მხოლოდ გონებაში. "თუ ოდესმე შენსკენ ნაბიჯი გადმოდგა,არასდროს თამთა! არასდროს გაიწიო მისკენ რაც არ უნდა მოხდეს, არცერთი ნაბიჯი მისკენ ჩემო ლამაზო. ჩათავლე ეს ჩემი ერთადერთი თხოვნაა,რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო. ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებ და გავიწყდება რომ ცხოვრება მახეა,ერთხელ თუ გაები თავს ვეღარ დააღწევ, ადამიანები მხეცები არიან,ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი მიზნის მისაღწევად,არაფრისდიდებით არ დაიხევენ უკან. ნუ გააიდეალებ დიტოს.ვიცი ამას ჩემს გამო აკეთებ,ჩემიდან გამომდინარე მაგრამ არა! მე გეუბნები ჩემო! არ ქნა ეს.არცერთი წამით არ მეწყინება. დიტო იყო ჩემი იდეალურობა ნამდვილად მაგრამ მერე შეიცვალა,იმდონემდე რომ ვერ ვცნობდი რა სჭირდა,არვიცი როგორ აგიხსნა,შეიძლება ეჭვიანობდა კიდეც შენთან რომ უფრო ჩემეული ვიყავი ვიდრე მასთან. შეცდა! იმას წაეპოტინა რაც ჩემი იყო,ხელი შენსკენ გამოიწვდინა იმის იმედით რომ შენც ჩაკიდებდი .შეცდა! ვერ დაგაფასა,ვერ გაგიცნო,არ იფიქრა რომ ლევანის თამთა არასდროს გაიწვდენდა ხელს სხვისკენ. ვერ გათვალა. არ შეიძლებოდა,შენი შეყვარება მისთვის არ შეიძლებოდა და ეს თვითონაც კარგად იცოდა.ვერ მოერია, საკუთარ თავში ადამიანური მხეცს ვერ ძლია,მე ვიცნობ დიტოს,ამიტომ გეუბნები.ჩვენ ნამდვილად გქვონდა არაჩვეულებრივი ძმაკაცობა,ლეგენდები დადიოდა ჩვენს შესახებ.ყველგან ერთად ვიყავით, ერთად გვციოდა,გვტკიოდა,გვიხაროდა.მაგრამ ძმაკაცმა რომლის გამოც სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავწირავდი, ელემენტარულ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან რამეში ვეე გამიგო.შენსკენ გამოიწია თამთა. მეკი ხომ იცი როგორი ეგოისტი ვარ? ვერასდროს გაგიმეტებ ვერავისთვის,საკუთარი თავისთვისაც არ მემეტები.თორემ ჩვენ?განა მე არ ვიცი რომ ვიქნებოდითი იდეალური წყვილი? იდეალური ოჯახი? არა! არასდროს დავუშვებ ამ ყველაფერს ფიქრის დონეზეც კი! იცი რატომ? მაშინ შენი თავის სხვისთვის გაყოფა მომიწევს,შენზე მოყოლა სხვებთან, მეკიდე ვერ..ჩემო! სხვისთი ვერ გაგიმეტებ.ვერ შევძლებ. კიდევ ერთხელ გეუბნები.არასდროს რაც არ უნდა მოხდეს და სააც არ უნდა ვიყო მე, არასდროს გადადგა დიტოსკენ არცერთი ნაბიჯი. თორემ ეს გზა დაგღუპავს,მოგკლავს თამთა." თვალები აეწვა,ატირდა! ყველა ემოცია გამოუშვა გარეთ, ამოისუნთქა და ისევ სუნთქვა შეეკრა.ტკიოდა ყოველი დღე,რომელიც ლევანის გარეშე ჰქონდა გატარებული.ზოგჯერ სიკვდილამდე ენატრებოდა. რამდენჯერმე წასულა ენგურის პირას, გადასახტომადაც მომზადებულა მაგრამ ვერ,ვერ გაუბედავს. განა იმიტომ რომ სიკვდილს ეშინოდა? იცოდა ამ საქციელს არ მოუწონებდა ლევანი,იქ მისული პასუხი არ ექნებოდა მის კითხვაზე რატომ მოიქცა ასე. უნდოდა სიკვდილი. არა ვენების გადაჭრით! არა თავის თოკზე ჩამოხრჩობით! არა წამლების დალევით! უნდოდა წყალში დამხრჩვალიყო ისე როგორც მისი ლევანი! სამი თვე იყო გასული მისი გარდაცვალებიდან პირველად და უკანასკნელად რომ შევიდა მდინარეში, რამდენიმე წუთი ღრმად ჩაყვინთა, სუნთქვა შეიკრა და წარმოიდგინა რა მდგომარეობაში იყო ლევანი,როგორ მოუდუნდა სხეული, როგორ შეეკვრა სუნთქვა და როგორ ნელ-ნელა ეკარგებოდა გონება. მოდუნდა არცკი ფიქრობდა ზემოთ ამოსვლას.მაშინ ყველაფერს დაამთავრებდა ,რომ არა ძლიერი მკლავები რომლის დამსახურებითაც ნაპირზე აღმოჩნდა. ეზიზღებოდა საკუთარი თავი.სიკვდილიც რომ არ შეეძლო. ყოველი წვიმის წვეთი სხეულზე დიდი ჭრილობებს უტოვებსა, იმიტომ რომ ლევანის აწვიმდა,მის ლევანის ათოვდა, ყინვის დროს ისტერიკულ გუნებაზე დგებოდა,იმიტომ რომ მის ლევანს სციოდა. არ იყო კარგად და ეს ყველამ იცოდა. ხუთი თვე იყო ლევანის გარდაცვალებიდან გასული, ძილისწამლები რომ დალია. დღემდე არ იცის რამ გაადარჩინა,რა ძალამ აიძულა გაეღვიძებინა. დილას რომ თვალები გაახილა და ისევ ცოცხალი იყო საკუთარი თავი მეორედ მაშინ შესძულდა.მთლიანი სხეული დაბუჟებული ჰქონდა, ლაპარაკი უჭირდა. იდგა და ფიქრობდა,რატომ არ მოკვდა?! გზაზე არეულად სიარული დაიჩემა,ყოველი მანქანა ჯიუტად უვლიდა გვერდს,არცერთი ეჯახებოდა. არავინ და არაფერი ასრულებდა მის ტანჯვას. სხეულის კი არა სულის ყველა უჯრედი ტკიოდა,ეწვოდა ისე რომ გაძლება შეუძლებელი იყო. შუაღამისას იმ დროს ,როდესაც წესით ლევანი უნდა ენახა ხოლმე, სპაზმი და გულის აჩქარებული არითმია აღვიძებდა. ეგონა იქვე დაიხრჩობდა,არ ყოფნიდა გამოღებული ფანჯრები,წყალი. იჯდა და ტიროდა. საკუთარ თავს და ლევანის ერთად. ერთი წლის შემდეგ,ყველაფერი უფრო გართულდა. ლანდად იქცა,რომელიც არავისზე და არაფერზე ფიქრობდა.დაავიწყდა გულწრფელი ღიმილი,ფერადი ფერები. ყველაფერი რაც ბედნერებას უკავშირსებოდა. ჩაიკეტა საკუთარ თავში და საკუთარის თავი მოკვლა ნელი მეთოდებით სცადა. მის გარშემო ლევანი ყოველთვის უფრო მეტი იყო ვიდრე საკუთარი თავი. ფიქრობდა და უჭირდა თქმა,განა რა ტკივილი უნდა გადაეტანა კიდევ რომ ვერ გამკლავებოდა,რომ ვერ გაეძლო. მათი ურთიერთობა იყო დიდი გრძნობა. სხვა განზომილება სხვა პლანეტა. სხვა სამყარო.სადააც არავინ იყო ამ ორის გარდა. და თუ ოდესმე ლევანის შემდეგ მოინდომებდა ჰქონოდა სხვა პლანეტა,სხვა სამყარო, სხვა ურთიერთობა,ის ადამიანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. უნდა სცოდონოდა მასზე ყველაფერი და ყველაზე გულწრფელი უნდა ყოფილიყო. სახეზე ცივი წყალი შეისხა და საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა.გაეცინა, ის დღე გაახსენდა ლევანისთან ერთად წვიმაში ვალსი რომ იცეკვა. "-მე შენ რაღაც დაგიწერე. ხელები გაშლა და რაც შეეძლო გულწფელად გაუღიმა ბიჭს. -წამიკითხავ? -რა თქმა უნდა. -წამო -წვიმს ლევანი -კაი რა, წამო და თუ მომეწონება გპირდები ოცნებას აგისრულებ და წვიმაში მუსიკის გარეშე გეცეკვები. -მპირდები? -გპირდები,მიუხედავად იმისა რომ ცეკვა არ ვიცი,გეცეკვები მუსიკის გარეშე წვიმაში ვალსს. -როგორ ძალიან მიყვარხარ. -დაიწყე შუა ქუჩაში იდგნენ ერთამენთის პირსპის, ბიჭს ხელები გადაეჯვარედინებინა და გოგონას საოცრად ბედნიერი თვალებით უმზერდა,რომელიც მხოლოდ მისთვის ყვებოდა. -წერენ გრძნობებზე, სიყვარულზე , ტკივილზეც წერენ. აგატირებენ, აგაბღავლებენ ისეთს დაწერენ. წერენ თვალებზე, როგორ უყვართ და როგორ სტკენენ, ერთგულებაზეც ბევრს დაწერენ, მერე ღალატზე ლირიკულად ისაუბრებენ. წერა სიკვდილზე, იშვიათან დაწერენ ღმერთზეც. წერენ კოცნაზე, ჩახუტებაზე. სუფთა გულებზე ისაუბრებენ, უფერო ფანქრით. არღვევენ საზღვრებს,და ვერ ცდებიან წითელ ნიშნულებს. წერენ ზეცაზე რა მოხდება სიკვდილის შემდეგ, ეკლესიაში უჭირთ კიდეც ხატების ცნობა. მეც ვწერ ხანდახან, ათასში ერთხელ, გაზაფხულობით, განა ვინმეზე,ან რამეზე? საკუთარ თავზე! დღეს დავწერ შენზე, მეზეც კი დავწერ, ოღნოდ ჩემს მეზე არა, შენ რომ უყვარხარ, ჩვენ რომ ვიცით იმ მეზე დავწერ. დავწერ იმ სხივზე პირველი წამი რომ მიქცია დაუვიწყებლად, დაგიწერ ლექსებს, ბანალურად არ მეყვარები, ჩემს სიყვარულში ვერ იპოვნი სიცრუის მარცვლას. გაკოცებ,გრძნობით თვალგაუხელლად, ჯადოსნურ წამად შევინახავ,ჩემს ბოთლში მაგ წამს. დაგიწერ ყველა უთქმელ სიტყვას, რაც არსად თქმულა. ყველა მიყვარხარს, ყველა კოცნას, ყველა ღიმილებს, ჩხუბს და კამათებს, არგანშორებას, აგიკინძავ! აგიკინძავ და ყელზე მძივებად ჩამოვიკიდებ! - მე გთხოვ,მომიტევო ჩემი თავხედობა ქალბატონო, ცეკვა მინდა თქვენ ერთად. ერთი პატარა ოცნება უნდა ავასრულო. წვიმის მოყვარულს წვიმაში უნდა ვეცეკვო. და შემდეგ ასე შუაქუჩაში კოკისპირული წვიმის ქვეშ,იდგნენ მხოლოდ ორნი და წვიმის მელოდიას უწყობდნენ ფეხის ნაბიჯებს. ცეკვავდნენ მთელი გრძნობით,ემოციით. სიყვარულით. მათ სახეზე მოფენილი ღიმილები,მთელს სამყაროს გადაარჩენდა თითქოს. ისინი დაიბადნენ ერთამენთისთვის და წარმოუდგენელი იყო მათი ცალ-ცალკე დიდხანს ყოფნა.ეშმაკი ხარხარებდა მათი ამ ბედნიერებით რადგან იცოდა განაჩენი. ეს ცეკვაც იყო უკანასკენლი.მას შემეგ ეზიზღებოდა წვიმაში მარტო სიარული. რას არ გაიღებდა ახლა კიდევ ერთი ცეკვის სანაცვლოდ,ოღონდ ერთხელ კიდევ დაეტრიალებინა მის ლევანს ჰაერში, კიდევ ერთხელ ჩახუტებოდა.კიდევ ერთხელ ეგრძნო მისი სურნელი მაგრამ ვერ,ვერ პოულობდა.ის იყო ყველგან სადაც თამთა გაიხედავდა,თუმცა ვერ აგონებდა ხმას, ვერ ეხებოდა, ვერ გრძნობდა. კარზე ძლიერმა კაკუნმა დაურღვია იდილეა. კარს იქით როგორც ყოველთვის დიტო ქაჯაია იდგა. - რა მოხდა დიტო? - სიმართლის სათქმელად მოვედი. - რა სიმართლე რა მოხდა? - არ შემომიშვებ? - შემოდი დალევ რამეს? - არაფერი არ მინდა,უბრალოდ მინდა მოვიდე და გელაპრაკო,სიმართლე გითხრა. - ნუ მაგიჟებ რა მოხდა? იატაკზე დაჯდა და თამ-თას გახედა. თმა მაღლა ჰქონდა დაუდევრად აწეული, თვალები ჩაწითლებული აშკრადა ნამტირალევი ჰქონდა, იყურებოდა დაბნეული და შეშინებული.იმ წუთებში ისეთი უმწეო და დაუცველი ჩანდა.გიჟდებოდა აფრენდა ამ გოგოზე, შეეძლო რამდენიმე საათი ასე ეყურებინა მისთვის და ხმა არ ამოეღო, არც ესუნთქა.მხოლოდ მისთვის ეყურებინა. ბევრ რამეში შეცდა,ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ ამ ყველაფერში ერთადერთი რაც ნამდვილი და ყველაზე სუფთა შერჩა ,ეს ის სიყვარული იყო რომელიც თამთას მიმართ გააჩნდა. - თამ-თა, მაპტიე ყველა სიტყვა რასაც ახლა გეტყვი,ყველ ის დღე,რომელიც ჩემს გამო გადაგიტანია. მე ერთი ჩვეულებრივი გიჟი ვარ, რომელსაც არაფერი გააჩნია შენი სიყვარულის გარდა,რომელიც მხოლოდ ჩემია. დიდი დანაშაული მიმიძღვის,შენთანაც და ლეოსთანაც. ვერ გეტყვი რამდენად ცუდად მხდის ის ფაქტი,რომ ლეოს ვერ მოვუხადე ბოდიში,პატიება ვერ ვთხოვე. ვერ ვუთხარი რომ არაკაცი ვარ,მაგრამ მიუხსავად ამ ყველაფრისა მაინც მიყვარხარ. განა მე არ ვიცოდი რომ შენი შეყვარება არ შეიძლებოდა? განა მე არ ვიცოდო რომ საკუთარი ძმისას ვეხებოდი? ვერ ვპატიობდი ალბათ,შენთან უფრო ახლოებელი და გულწრფელი რომ იყო ვიდრე ჩემთან. შენთან უფრო ლევანი იყო ვიდრე ჩემთან. მეგონა თავიდან,რომ ჩემს ძმას მართმევდი,ვეგოისტობდი. ვერ ვიჯერებდი,როგორ შეიძლება ადამიანებს ასე გაგიჟებით უყვარდეთ ერთამენთი და ერთად არ იყვნენ მეთქი? ვერ ვიგებდი, არ შემეძლო,ალბათ არც მოვინდომე რომ გამეგო. გავბრაზდი ლეოზე, შენს გამო რომ ვიკამათეთ, შენთან მოკარება რომ ამიკრძლა,შენზე ფიქრი რომ ამიკრძლაა,შენი სახელის ხსენება რომ ამიკრძალა. ის ისეთი იყო იმ დროს, მეგონა მთელ მსოფლიოს წინ დაუდგებოდა შენს გამო.ოღონდნ შენ ყოლოდი კარგად, ოღონდ შენ ყოლოდი გვერდით. ლევანთან რომ მოხვედო, მასთან რომ დაგინახე, არ ვიცი რა დამემართა რა ვიგრძენი. შენი სიტყვები ახლაც ჩამესმის."ლევანის თამთას,ლევანის გარეშე რა ეშველება?!" ტკივილიც კი თქვენებურად გამოხატეთ, თქვენებურად გამოიტირე, და განიცადე. მაშინ მივხვდი რომ ამქვეყნად ვერავინ შეძლებდა თქვენს დაშორებას. ვერც სიკვდილი და ვერც ჩვეულებრივი მოკვდავი.მევინ ვიყავი დიტო ქაჯაია,რომ თქვენ დაგპირისპირებოდით. შემიყვარდი თამ-თა.ყველაზე გულწრფელად და ყველაწეწმინდად გეფიცები,იმ წუთიდან გადავიფიქრე სამაგიერო გადამეხდა შენთვის, რომ ლეო წამართვი,რომ მისი თავის განაწილება მომიხდა შენთვის. გეფიცები გადავიფიქრე,იმიტომ რომ მივხდი,ის ლევანი რომელიც შენთან იყო.სხვასთან მსგავსი ვერ იქნებოდა, ვერავისთვის გექნებოდა მისი თავი გასაყოფი. -დიტო ქაჯია! მე შენ რა გითხარი? მე შენ რა გაგაფრთხილე? არასდროს მეთქი, თამთა ხაიანის სახელი არ ახსენო მეთქი არ გითხარი? რა გინდა ამ გოგოსგან? რას ეპოტინები? - შენ თვითონ რა გინდა ლიქოკელო? რას მალავ? თუ ეგ გოგო მხოლოდ შენი მეგობარია? თუ მხოლოდ ისე გიყვარს როგორც ქრისტინე,რატომ მალავ?რატომ არ ყვები? რატომ არ აცნობ ყველას? რატომ ხარ მხოლოდ მასთან? რატომ შეგიძლია დაიკიდო ყველა და მის ერთ "მჭირდებიზე" წამში მასთან გაჩნდე? ვინ არის ესეთი! ამ მცირე დროში ამდენად რომ შემოაღწია შენს ცხოვრებაში და ჩვები ყველას ადგილი ერთიანად დაიკავა? -რა ჯანდაბაა? როდის აქეთ გახდი ასეთი ? დავიჯერო ასეთი მყავდი გვერდით და ახლა შევამჩნიე? ეჭვიანობის სცენებს მიდგამ. თამთას არავის ადგილი დაუკავებია,რატომ არ გესმის? მან საკუთარი ადგილი იპოვა და იქ მოთავსდა, ის არც შენი და არც სხვისი ადგილია,მხოლოდ თამთასია გესმის? მორჩი ამ უაზრო ეჭვიანობებს და ეგოისტობებს დიტო! რა გინდა დაკარგო? სამუდამოდ უარი ვთქვა შენზე და ჩვენს ძმაკაცობაზე? რისი გულისთვის? ჩემი ადამიანი რომ ვიპოვე? რა გინდა? რას მთხოვ ეს დედა ნატირები, გინდა არჩევანი გავაკეთო თქვენ ორ შორის? გგონია შენს დაძახილზე არ მოვალ? გგონია შენ ჩემთვის არავინ ხარ? ცოტა ხო არ გამოშტერდი? რამდენჯერ გითხარი? შეეშვი მოწევას და კაიფს მეთქი,რატო არ მიჯერებ? ცხოვრებას რატო ინგრევ? რისი გულისთვის პროსტა? 10 წუთიანი კაიფისთვის იუბედურებ თავს?იშტერებ, და შენი ეს სირული მდგომარეობა მოგწონს? ხრდავ რად იქეცი? შენ რომ იდნავ სხვანაირად მიდგომოდი ამ საკითხს,ცოტა სხვანირად გეკითხა,გეთხოვა,თამთას გაგაცნობდი,მოგიყვებოდი მასზე. მაგრამ არა! პირდაპირ იეგოისტე და ახლა ეს ყველაფერი შენი ბრალია.შენი ეს დამოკიდებულაც,ეს ფიქრები. -ნუ გამაგიჟებ ლევანი. დაიმახსოვრე მე მაინც გადავდგამ თამთასკენ ნაბიჯებს, და ისიც ამყვება ამ ნაბიჯებში, მაინც ვნახავ და გავიწვდენ ხელს მისკენ, ისიც გადმოდგამს ჩემსკენ ნაბიჯებს და მერე მიხვდები რომ შენ არ შეგიძლია შენს თამთასთან ყველაფერი აკონტროლო. -მემუქრები? -როგორც გინდა ისე მიიღე. -თამთას რომ ახლოს გაეკარო, ოდნავ მაინც რომ მიუახლოვდე, ყველაწმინდას გეფიცები, ჩემი ხელებით გაგანადგურებ , არ გაპატიებ, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გადაგიქცევ და საკუთარი ხელით მოიკლავ თავს! ხომ კარგად გესმის ჩემი, რასაც ვამბობ ხომ გესმის? ერთი ნაბიჯი თამთასკენ და მკდვარი ხარ ქაჯაია! -არ ,ვერ შევაშველე ხელი თამთა,წყალში რომ ჩავრდა , მეგონა მატყუებდა, მეგონა შეშინება უნდოდა ჩემი. მეღადავება მეთქი,ვერ გავუწვდინე ხელი.საშველად რო წავედი გვიანი იყო უკვე, ვერ ვიპოვრც წამით დამაგვიანდა რო ხელი ჩამეკიდა გესმის? მხოლოდ ერთი წამი დამაგვაინდა. ჩემი ბრალია,ყველაფერო ჩემ გამო მოხდა.მაშიმვე უნდა წავსულიყავი მის საშველად მაგრამ არა. მხოლოდ წამით გესმის? მხოლოდ წამით გავიფიქრე, "ახლა სადა თამთა,შენ მჭირდებიზე მოვიდეს" მეთქი. ეს ფიქი ვერ ვაპატიე საკუთარ თავს,ან როგორ უნდა მეპატიებინა? ჩემი ყველაზე ახლო ძმკაცის დაკარგვა ჩემი ბრალია და ეს ცოდვა კისერზე იმდენად მძიმედ მაწევს ვეღარ ვათრევ. შენი სიყვარული სულ ყველაზე წმინდაა რა გამაჩნია.მხოლოდ შენ თამთა. იდგა და უსმენედა დიტოს, ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში, დიტომ მოატყუა, დიტომ თავისას მიაღწია.მისკენ ნაბიჯები თვითონ გადადგა.ლევანის უღალატა და ეს იყო ყველაზე წმინდა რაც გააჩნდა,გადათელა და თავისი ხელებითვე ჩამოანგრია.რა უნდა ექნა? საკუთარ თავს არასდროს უტყდებოდა ,რომ არასწორად მოიქცა,რომ ლევანის ნათქვამი არ შეასრულა,თუმცა არ ეგონა საქმე ესე სერიოზულად თუ იყო. სამაგიეროს გადახდა მინდოდაო? რისი გულისთვის? იმისთვის რომ უყვარდა? იმისთვის რომ მისი სული ნაწილი იყო? იმის გამო,რომ მზად იყო მის გამო ყველა და ყველაფერი დაემთმო?განა ასე შეიძლება? სამაგიეროს გადახდა იმ ადამინისთვის ვისაც ასე სიგიჟემდე უყვარდა მისი ადამიანი და აზრადაც არ მოსვლია,ვინმესთვის წაერთმია და ხელებიდან აეგლიჯა მისი თავი. მან რა გააკეთა? თვითონ გადადგა ნაბიჯი დიტოსკენ,თავისი ხელებით დაინგრია ცხოვრება და საყვარელი ადამიანის რჩევა არ გაითვალისწინა.სულს უღრღნიდა ამაზე ფიქრი, ტანჯავდა , აწამებდა. ვერ აპატიებდა საკუთარ თავს ამ ფაქტს, იცოდა . თუ რამე ბოლოს მოუღებდა ეს ფიქრი იყო ზუსტად.რომ ლევანის გადააბიჯა.რომ ლევანი გადათელა,რომ მისი ლევანის ნათქვამი დავიწყდა. ტკივილმა დააბრმავა. ახლა საკუთარი ხელებით დაახრჩობდა დიტო ქაჯაიას, ამის სურვილი იმდენად დიდი იყო,ცხოვრებაში პირველად შეეშინდა საკუთარი თავის,მკვლელი არ გამხდარიყო. შეშინდა,მის ადამიანში მხეცს არ გაეღვიძებინა.მართლა არ მოეკლა აქვე დიტო! და ეს რომ გაეკეთებინა რა მოხდებოდა? მართლაც რომ მოეკლა? დაემთავრებინა ყველაფერი? მისი სიცოცხლეც დაემთავრებინა და ჯოჯოხეთში გაესტუმრებინა საკუთარი თავიც. დიტოს შეეძლო ლევანის გადარჩენა და ეს არ გააკეთა.იმდენად ეგოისტი აღმოჩნდა არ ქნა.არ გადადგა ნაბიჯი მისკენ,როცა ლევანი მისი სიცოცხლისთვის ყველაფერს დათმობდა. მან ააგლიჯა ხელებიდან ლევანი და თვითონ ამ ადამიანის სიცოცხლეს ეჭიდებოდა,ეპოტინებოდა. საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებდა ამ ყველაფერს.დიტოს მითუმეტეს,მაგრამ უფრო საკუთარ თავს. - გაეთრიე აქედან, ჩაიჩურჩულა და გვერძე გაიწია. - თამ თა. - ჩემს სახელს ნუ ახსენებ მეთქი,ნუ მეუბნები,რომ გიყვარვარ,რომ ყველაზე წმინდა ვარ, იმიტო რომ მე ყველაზე ბინძური ვარ.ყველაზე მეტად ცოდვიანი ვარ გესმის? მე რომ არა ახლა ლეო აქ მეყოლებოდა, მე რომ არა მის გადასარჩენად ხელს გაიწვდენდი,მე რომ არა ყველაფერი ასე ცუდად არ იქნებოდა. წადი, წადი თორემ გეფიცები აქვე,ახლავე მოგკლავ. - მომისმინე გთხოვ.. - წადი მეთქი,გაეთრიე არ გესმის? მაგიდაზე დადებულ ლარნაკს ხელი მოჰკიდა და ბიჭისკენ ძლიერად მოიქნია.დიტო ინსტიქტურად გახტა გვერდით და ლარნაკი ხმაურით იატაკზე დაეცა. - იმდენად უსუსური ხარ სიკვდილიც კი არ შეგიძლია ქაჯაია! ახა გაეთრიე ჩემი სახლიდან. ჩაიკეცა, გაჩუმდა! დადუმდა აულაპარაკებლად და ხმა არ ამოიღო. ფიქრობდა და არაფერს აკეთებდა,რეაქცია არ ჰქონდა საერთოდ არაფერს. ერთი კვირის მანძოლზე იდგა და წერდა, ლევანისთვის მიძღვნილ წიგნს. ყვებოდა ყველაფერს მათ შესახებ და თითოეული სიტყბა სტკიოდა. წიგნში არ იყო ნახსენები დიტო! არცერთი გადაკრული სიტყვა არ ეწერა მასზე. "დასასრულის დასაწყისი" იყო მხოლოდ თამთას და ლევანის ცხოვრება. წიგნის 24 ეგზემპლარი დაბეჭდა. პირველი ქრისტინე ლიქოკელს თავისი ხელით მიუტანა. საყვარელი ადამიანის დედას ძლიერად ჩაეხუტა და მის მკლავებში პირველად იტირა. - მაპატიე ანა, მე ვერ ვიყავი საუკეთესო ადამიანი ლევანისთვის,მისკენ მიმავლ გზაზე უამარავი შეცდომა დავუშვი. ნაბიჯები ამერია ისე რომ ვეღარ გამოვასწორებ.ერთადერთი რისი გაკეთებაც შევძელი ეს წიგნი იყო. მიყვარხართ. და თუ დავიმსახურე,რომ ჩემი გზა ლევანიმდე მივიდეს მაშინ გპირდები,ყველაზე მეტად გავუფრთხილდები. ნაშუადღევს მივიდა ლევანთან,წიგნით ხელში. როგორც დაპირდა მივიდა და კითხვა დაიწყო,წაუკითხა თითოეული ფრაზა,ყველა დეტალი,ყველა სიტუვას ამოაყოლა მისი ემოციები და ყველაზე გულწრფელი ისევ მის ლევანთან იყო. წიგნი მის სასაფლოასთან დატოვა და წამოვიდა. "არის რაღაცეები,რასაც საკუთარ თავს ვერ აპტიებ.ნაბიჯები რომ აგერევა დაულაგებლად, მერე სულ სწორი გზით რომ იარო, ამ არეული ნაბიჯების სიმძიმე იმდენად ხშირად მოგყვება ლანდად,რომ მის ჩამოშორებას ვეღარ შეძლებ. მოგკლავს! ბოლო მოგიღებს. ლევანიმ მითხრა, არასდროს გადადგა არცერთი ნაბიჯი დიტოსკენ,თორემ ეს გზა მოგკლავს,გაგანადგურებსო. როგორც ყოველთვის მართალი იყო.მე ნაბიჯები ამერია და იმ შეცდომას,რომელიც დავუშვი,საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ.ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა,იმ ადამიანს ვუღალატე,მის პოტენციურ მკვლელზე ვზრუნავდი,მის სიცოცხლეს ვებღაიჭებოდი, არ მინდოდა ცუდად ყოფილიყო.მისი ყოველი ღიმილი მიხაროდა და აღმოჩნდა რომ სულ ტყუილად.სამაგიეროს გადახდა მინდოდაო! ზუსტად ასე თქვა.და ეს ისე გააკეთა,ეშმაკმა ჯოჯოხეთში ხარხარი დაიწყო მე გადამასწროო. მე ვერ შევძელი ჩემი ხელები დამეხვრჩვე, მომეკალი და ამით გამეხარა.ვერ გავაღვიძე მხეცი ჩემს თავში. საკუთარ თავს უფრო მარტივად გაიმტებ ვიდრე სხვასო, სულ მეუბნებოდა ლევანი, ხოდა ახლაც ასე ვარ. ახლა მე ვიფრენ, ისე რომ არავინ დაიჭერს ჩემს სიცოცხლეს და ზუსტაფ ვიცი,რომ ეს იქნება ერთი ორი სამი წელი თუ ათი დღე,შენც გადაწყვეტ ფრენა ისწავლო და უკან მომყვები. ეს იქნება ჩემ გამარჯვება,რომ შენ მაინც ბოლომდე მომყევი. შემდეგ კი ჩვენ სამნი შევხვდებით ერთამენთს სადაც ძალები გათანაბრებული იქნება დიტო ქაჯაია! ახლა იმ ტკივილისაც აღარ მეშინია დაბლა დანარცხებისას რომ ვიგრძნობ,იმიტომ რომ შენით გამოწვეული ტკივილი უფრო დიდია." ლევანის ტანსაცმელში გამოწყობილი იდგა მეათე სართულის აივანზე, ხელში წიგნი და მისი და ლევანის ფოტო ეჭირა, ყურსასმენებში ლევანის ხმა ესმოდა. ხელები გაშალა, მწარედ ჩაიღიმა და გაფრინდა... იქ სადაც არ იყო ტკივილი ემოცია და არანაირი არაფერი. გვამი ქრისტინე ლიქოკელმა ამოიცნო.წიგნზე,რომელიც თამთას გაფრენისას ეჭირა,წარწერა იყო გაკეთებული."ლევანის თამთა,ლევანის გარეშე ისედაც მკვდარი იყო,განა როდემდე შევძლებდი გამეძლო" დაკრძალეს თამთა ხაიანი.ლევანის მზე,ლევანის გვერძე. ამჯერად თამთას კუბო აწია დიტომ ,საყვარელი ქალი დამრხა და საკუთარიც ზედ მიაყოლა.იცოდა მისი ბრალიიყო ეს მდგომარეობა. თავისი ხელებით დაახრჩო,მოკლა! თამთას წერილმა კიდევ ერთხეკ მოკლა, თან წაიყოლა დიტოს საიდუმლო და თავისებუტად დაასრულა ყველაფერი. "ისეთი ეგოისტი ხარ სიკვდილიც არ შეგიძლია ქაჯაია" ყურში მხოლოდ თამთას სიტყვები ჩაესმოდა. იფრინა დიტომაც.თვალდახუჭულმა და მარტოსულმა. - რანაიარი დღეა დე..სსასოწარკვეთილმა წარმოთქვა ლიქოკელმა.თამთას ორომოცი,დიტოს დაკრძალვა და ლევანის წლისთავი.. შეიძლება ლევანის თამთას,ლევანისკენ მიმავალი გზა აერია, მაგრამ ერთი რამ ყველამ ზუსტად იცოდა ლევანის თამთა,სხვისი ვერასდროს გახდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.