სიზმარი
-უნდა დავშორდეთ.-მტკიცედ მითხრა. -ვიცოდი მაგას რომ მეტყოდი, ეს ბოლო დღეები უცნაურად იქცეოდი... -ძალიან კარგად მიცნობ.-სიტყვა გამაწყვეტინა და წამოდგა.-არ მინდოდა გული გტკენოდა, მეორედ ვცადეთ მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, შენს გვერდით კარგად ვგრძონ თავს მაგრამ ისე ვეღარ ვარ როგორც ადრე, არ ვიცი რა დაგვემართა, ადრე ისეთი ურთიერთობა გვქონდა რომ ბევრს ჩვენი შურდა ახლა კი... -გთხოვ გაჩერდი, ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ვიცი რასაც ამბობ, ყველაფერი მესმის, უნდა წავიდე, იმდენი რამ მოხდა ყველაფრის გადახარშვა ვერ მოვასწარი, მშვიდობით.-გვერდი ავუარე და ბილიკის გავუყევი. -მინდა მეგობრებად მაინც დავრჩეთ, იცი რამდენსაც ნიშნავ ჩემთვის ამიტომ... -ნოდო გთხოვ ახლა საუბარი არ მინდა.-ახლა ყველაზე მეტად მინდოდა მას გავცილებოდი, მისგან შორს ვყოფილიყავი, მინდოდა საერთოდ გამქარილო ჩემი ცხოვრებიდან, ის მშვიდი ცხოვრება მენატრებოდა. *** უკვე რამდენიმე კვირა გავიდა რაც დავშორდით, ყველანაირად ვცდილობდი რომ დამევიწყებინა, თითქმის გამომივიდა, ყველანაირად ვცდილობდი თავი ამერიდებინა, რამდენჯერმე დამიკავშირდა კიდეც მაგრამ მე ვაიგნორებდი,ახლა მისგან შორს ყოფნა მჭირდებოდა ყველაზე მეტად, მომავალში არ ვიცი რა იქნება მაგრამ ახლა მის დასავიწყებლად ეს მჭირდება ყველაზე მეტად. -ლელუ აქ ხარ?-ფიქრებიდან გამომარკვია ევამ. -ჰო გისმენთ რა მოხდა. -ისევ მასზე ფიქრობ? -ვცდილობ რომ არ ვიფიქრო.-ნაღვლიანად შევხედე გოგონებს. -ეს ფოტო ნახე?-თვალები დაქაჩა ნინიმ. -რა?-ტელეფონი გამოვაგლიჯე ხელიდან.-ყველანი ტელეფონს ვუყურებდით გაშტერებული. ვიღაც გოგო მის კალთაში იჯდა. -მომეცი აქ.-ტელეფონი წამართვა ლიზამ.-ხო არ დაგავიწყდა რაზე შევთახმდით.-წარბები მაღლა აწია. -არ შემიძლია, ხო ხედავ ვამბობ დავივიწყეთქო მაგრამ როცა მის გვერდით სხვა გოგოს ვხედავ გული მტკივა, ვერც კი წარმოიდგენ რა ემართება ჩემს გულს, მთელი სხეული მიხურდება, მთელი გულით მძულს ვერ ვიტან, მინდა ყველა ის მომენტი დამავიწყდეს რაც მის გვერდით გავატარე, მისი გამოჩენის დღიდან ამ მომენტამდე.-ცრემლები ვერ შევიკავე და თავის გზა თვითონ გაიკვალეს. -კაი საყვარელო დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება.-მარი ჩამეხუტა და თმაზე მოფერება დამიწყო. გოგოები სულ ჩემს გვერდით იყვნენ არ უნდოდათ მარტო დავრჩენილიყავი, მე კი სულ მარტო ყოფნა მინდოდა, საშინელი დეპრესია დამეწყო, რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი ძლივს გადავიტანე ახლა კი იგივეს გადატანა აღარ მინდოდა, გოგოები ძალიან დამეხმარნენ. -კარგით მოდი ახლა ნოდო დავიკიდოთ და გავერთოთ.-ლიზა ფეხზე წამოხტა და სასმელი მოიტანა. არც შევწინააღმდეგებივარ,მინდოდა გული გადამეყოლებინა. ბევრი დავლიეთ, ეს იყო დღე როცა დეპრესიიდან გამოვედი, ჩემს თავს დავაჯერე რომ ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მე ვირწმუნო იმის რაც დამეხამრება, დასრულდა ის ბნელი დღეები. *** ორი დღე გავიდა რაც ნორმანულ ცხოვრებას დავუბრუნდი, ახლა ინგლისურის გაკვეთილზე ვზივარ და ყველაფერი კარგად არის. -ალო მამა შეგიძლია წამომიყვანო? -საყვარელო ახლა არ შემიძლია, ჩემი დიშვილი გამოგივლის. -კარგი.-სადარბაზოდან გავედი და იქვე მდგომ სკამზე დავჯექი, მოულდნელად ისევ ის გამახსენდა მაგრამ მალევე გავაქრე ჩემი ფიქრებიდან. -ქალბატონი ლელუ ბორძანდით.-კარები გამიღო და მეც დავჯექი. -მადლობა.-მეტი არაფრის თქმა არ მინდოდა. რამდენიმე წუთში დიდი სატვირთო დავინახე,ბოლოს კი სიბნელე, სიბნელე და სიბნელე. -ნოდო არ მოვა.-უკნიდან მომესმა გოგონას ხმა. -შენ რა იცი?-გაკვირვებულმა შევხედე. -ის შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრება.-არ მიპასუხა ჩემს კითხვაზე.-მაგრამ შემდეგ ისევ გამოჩნდება, ერთ კვირაში კი ყველაფერი გაგახსენდება.-წავიდა. -არ წახვიდე დაიცადე.-ისევ სიბნელემ დაისადგურა. თვალები რომ გავახილე გარშემო თეთრი კედლების მეტი ვერაფერი ვერ დავინახე, მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი, არაფერი არ მახსოვდა, რა მოხდა? რა დამემართა? -საყვარელო როგორ ხარ?-გოგოები შეშინებულები შემოვარდნენ. -რა მოხდა?-თავზე ბინტი მქონდა შემოხვეული, თავი ძალიან მტკიოდა. -ავარიაში მოყევი, ბევრი რამ არ გემახსოვრება. -რა არ მემახსოვრება ყველაფერი მახსოვს, ჩემი მშობლები, ძმა, თქვენ, ჩემი კლასელები, მეტი რა უნდა მახსოვდეს. -არაფერი საყვარელო, ახლა დაისვენე ყველაფერი კარგად იქნება.-თავზე მომეფერა ნინი. რამდენიმე თვე გავიდა ყველაფერი დალაგდა, მეც გამოვჯანმთელდი, გამოცდებმაც კარგად ჩაიარა, ბანკეტმაც და კლიპის გადაღებამაც, ყველაფერი ძალიანი კარგად იყო, გამოცდების შემდეგ გადავწყვიტეთ გოგოებმა ზღვაზე წავსულიყავით ერთად. სამშაბათს ჩემთან შევიკრიბეთ და “ისთფოინთ”_ში გავედით საყიდლებზე. -მე ახლავე მოვალ, ერთი კუპალნიკი მომეწონა, ვიყიდი და შემოგიერთდებით.-ზარასკენ წავედი. -ოჰ გოგოებო აქ ხართ?-ვატოს გამოეცხადათ წინ, ყველა ნახა, ნოდომაც იგივე გაიმეორა. -ლელუ არ არის? მარტო თქვენ ხართ?-ნოდომ წამოიწყო საუბარი. -კი ზარაშია, მაგრამ შენს ნახვას აზრი არ აქვს არ ახსოვხარ, ავარიაში მოყვა და შენთან დაკავშირებით ყველაფერი დაავიწყდა.-განაწყენებულმა აუხსნა ევამ, ნოდოს არ სჯეროდა ამის, ძალიან გაუჭირდა ამის დაჯერება მაგრამ ერთმა ფაქტმა დაარწმუნა. -გამარჯობათ.-საუბარში ჩავერიე. -ლელუ როგორ ხარ? -მადლობა კარად, გიცნობ?-თავაზიანად ვუპასუხე. -ჰო შორიდან მე ნოდო ვარ ეს კი ჩემი ძმაკაცი ვატო.-ეცადა გაკვირვება დაემალა. -სასიამოვნოა.-ხელი ჩამოვართვი.-წავედით? ძალიან მშია. -მაგდონალდში მიდიხართ?-ვატომ ჩაერია საუბარში. -კი.-მოკლევ ვუპასუხე. -ჩვენც მანდ მოვდივართ და ერთად ხომ არ წავსულიყავით.-შემოგვთავაზა ნოდომ. -კარგი არ არის პრობლემა.-ევა დათანხმა ზრდილობის მხრივ. ცოტა ვისაუბრეთ, ბიჭებიც უკეთ გავიცანი, ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ადრეც ვიცნობდი მაგრამ თითქოს მისი ახლოს ყოფნა არც მსიამოვნებდა. *** -გოგოებო იცით რა მოხდა?-როგორც კი შემოვიდნენ მაშინვე დავიწყე საუბარი. -აბა საიდან უნდა ვიცოდეთ.-მდივანზე დაეშვა ნინი. -ნოდომ დამამატა და მომწერა, იცით როგორ მომწონს, ძალიან საყვარელია, დღეს უნდა შევხდე.-ღიმილით ვუთხარი. -არ გინდა რა, მგონი არ ღირს მაგ ბიჭთან ურთიერთობა.-უხეშად მითხრა ლიზამ. -რატო რამე იცი და არ მეუბნები?-ინტერესიანი თვალებით შევხედე. -არა უბრალოდ გითხარი. -კარგით ახლა მოვემზადები და შემაფასეთ მერე.-ოთახისკენ წავედი. ნახევარ საათში მხად ვიყავი, ნაცრისფერი მუხლამდე მომდგარი კაბა, სადა მაკიაჟი და ჩემი საყვარელი ფეხსაცმელები. -რა ლამაზი ხარ ჩემი გოგო.-გახარებულმა შემომხედა ლიზამ. -მადლობა ჩემო გოგო. -ძალიან მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო თუ ასე გაბედნიერდები მაშინ ყველაფერი გააკეთე რომ თავი შეაყვარო.-კატო გადამეხვია და ცრემლები ჩუმად მოიწმინდა. -მეც მიყვარხარ ჩემო გოგო, მადლობა ყველაფრისთვის.-მეც გადავეხვიე და ძლიერად ჩავეხუტე. -კარგით ხო ნუ მომიწყვეთ დრამა, წადი ახლა ნუ ალოდინებ.-ძალით გამაგდო სახლიდან, ცოტა ვღელავდი, მაგრამ ვცდილობდი დამემალა. ბევრი ვისაუბრეთ, ვისეირნეთ დრო ისე გავიდა რომ ვერ შევამჩნიე, ჩემს საყვარელ სკვერში წავედით ბოლოს. -აქ ყოფნა ძალიან მიყვარს თითქოს რაღაც მაკავშირებს და ვერ ვიხსენებ. -მეც ხშირად დავდივარ აქ.-საყვარლად შემომხედა.-ლელუ ძალიან მიყვარხარ,მინდა სულ ჩემს გვერდით იყო, შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.-ეს მითხრა და ჩემს ბააგებს დაეწაფა, როგორ სასიამოვნო იყო ვერც კი აღვწერ, ჟრუანტელმა დამიარა. -მეც მიყვარხარ.- თვალებში ჩავხედე, მისი თვალები ბრწყინავდა, რა ბედნიერი ვიყავი ვერც კი წარმოიდგენთ. მაგრამ ისევ სიბნელე დაისადგურა ყველაფერი, თვალები გაჭირვები გავახილე, თეთრი ჭერი, ეს დავინახე, გარშემო კი გოგოები ისხდნენ, ეს სიზმარი იყო, არა ღმერთო გთხოვ არა,რის გამო მსჯი, ცრემლებმა გზა გაიკვალეს, ისტერიკული ტირილი ამიყტდა, ვერ ვწყნარდებოდი, ბოლოს ექთანი დავინახე ნევსით ხელში. -ეს მხოლოდ სიზმარი იყო.-ეს ჩავილაპარაკე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი. -ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო.-თბილი ხელი ვიგრძენი თავზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.