დასაწყისი: თავი 1 - მეტეორიტი
თავი 1 - მეტეორიტი. ის, ვისზეც უნდა ვისაუბრო, არ იყო გამორჩეული, მაგრამ ბედისწერამ სხვანაირად გადაწყვიტა. ამერიკის სამოქალაქო ომი დამთავრდა. ომის შედეგები აისახა ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ომში. აქედან შეგვიძლია გამოვყოთ საფრანგეთი, ოღონდ, არა მისი მიღწევებით ომში, არამედ იმ ადამიანით, რომელიც ცხოვრობდა ამ ქვეყანაში. არც იმდენად საინტერესო იქნებოდა მისი ცხოვრება, რომ არა 1789 წელი. იგი თავის ბიძასთან ერთად მიცურავდა ამერიკისკენ. ისინი ვაჭრები იყვნენ და გემი, რომელსაც იყენებდნენ, ბიძამ მოუგო ერთ კაცს კარტის თამაშისას ერთ-ერთ ბარში. ამ მოგებამ არა მარტო მისცა მათ გემი, არამედ მათი არსებობის წყარო გახდა ვაჭრობის გზით. მისი მშობლები დაიღუპნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს. ამის შემდეგ მისი აღმზრდელი გახდა ბიძამისი (დედის ძმა). ის მაშინ იყო დაახლოებით 30 წლის. ჭამა-სმისა და ქეიფის მოყვარული, სულ მეგობრებთან ერთად სვამდა. ხოლო მას, გაბრიელს, თავისი განსხვავებული ხასიათის გამო არ ჰყავდა მეგობრები. და მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარდა ბიძამისი, მასში მაინც ხედავდა ნათესავს, რადგან ორივეს ჰქონდა ცისფერი თვალები, მუქი ყავისფერი თმა და ორი ხალი ნიკაპის მარჯვენა მხარეს. იყო დილა და არა უბრალო დილა. იმ დღეს მათ ჰქონდათ მნიშვნელოვანი მგზავრობა. მათ გემზე უნდა აეზიდათ ტვირთი, რომლის ნაწილი იყო გასაყიდი, ნაწილი კი გამზადებული იყო საექსპორტოდ. ზოგადად, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ატლანტის ოკეანის ცენტრში ღამით გაბრიელის კაბინის ფანჯრიდან ლურჯი სხივი შემოიჭრა და მას თვალზე დაეცა, როცა ეძინა, შემდეგ გაახილა თვალები და იგრძნო მძიმე ჰაერი. შეგრძნება იყო ისეთი, რომ ნებისმიერ წამს რაღაც შეიძლება მომხდარიყო და უცებ გაისმა დგაფუნის ხმა. წყალმა მაღლა აიწია და გემი წამით წყლით დაიფარა. გაბრიელი სწრაფად ადგა საწოლიდან და გაიგონა, რომ ვიღაც დარბოდა გემის დერეფანში. ალბათ, ეკიპაჟის წევრებია - იფიქრა მან. ყავისფერი ტუმბოდან აიღო სანთელი და გავიდა დერეფანში. კიდევ ერთხელ გაირბინეს, ერთ-ერთი გააჩერა და ჰკითხა: - ზდექ! რა ხდება? - რაღაც ჩამოვარდა გემთან ახლოს. - და ერიკი, კაპიტანი, იცის ამის შესახებ? - არა. შენ უთხარი. ერიკის კაბინა მდებარეობდა მის გვერდით. როდესაც შევიდა, დაინახა, რომ ბიძას, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ისევ ეძინა, როგორც პატარა ბავშვს და დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის გასაღვიძებლად. - ადექი! ჩვენ პრობლემები გვაქვს! - გაბრიელ დამაძინე! მთელი ღამე არ მეძინა. - ეს უნდა ნახო! - რა ვნახო? ეკიპაჟთან ყველაფერი მოაგვარე. უეცრად კარებიდან მას სთხოვეს, რომ ბორტზე ასულიყო, რათა დაენახა რაღაც უცნაური სხეული, რომელიც ტივტივებდა გემთან ახლოს ოც მეტრში. მან დატოვა ბიძა და ავიდა გადმოსახედად. სანახაობა იყო ფანტასტიკური. მეტეორიტიდან ლურჯი კრისტალები ამოსულიყო. გემის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს სურვილი გაუჩნდა, რომ გადაეტანათ უცნაური სხეული მათ ბორტზე, მაგრამ გაბრიელმა არ მისცა ამის უფლება. ეკიპაჟს, რომელშიც შედიოდა დაახლოებით ათი კაცი, არ მოეწონა გაბრიელის გადაწვეტილება, მაგრამ ვინაიდან კაპიტანის მოადგილე გახლდათ და ბიძამისი დაკავებული იყო ძილით, მას შეეძლო მსგავსი საქმე დამოუკიდებლად გადაეწყვიტა. რაც შეეხება წევრების დამოკიდებულებას, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ერიკმა აიყვანა ისეთი ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ პრიმიტიულ საქმეებს და ,რასაკვირველია, ძალიან აინტერესებდათ უცნაური სხეულის, რაც შეიძლება დეტალურად, შესწავლა. გაბრიელი დიდი ხანი ინარჩუნებდა თავის პოზიციას, მაგრამ უმრავლესობის აზრის წინააღმდეგ რთულია წახვიდე, მით უმეტეს, თუ ისინი შენი გუნდის წევრები არიან. საბოლოოდ, დათანხმდა, მაგრამ ჰქონდა ერთი მოთხოვნა, რომ ბორტზე მოხვედრისთანავე თვითონვე შეხედავდა და დაასკვნიდა, არის თუ არა უსაფრთხო მისი გადატანა, რადგან ზოგ წევრს გეგმად ჰქონდა, რომ მეტეორიტი გაეყიდა. ფიქრობდნენ, რომ ის შეიცავდა ძვირფასეულობას და კარგ ფულს აიღებდნენ. მათ თოკით დააბეს მეტეორიტი და მთელი ეკიპაჟის ძალით დახმარებით გადმოიტანეს ბორტზე, რომელიც ,სხვათა შორის, არც თუ ისე დიდი ზომის იყო, სადღაც ორი მეტრის სიგრძისა. როგორც კი გაბრიელმა შეეხო მეტეორიტს, ის აკაშკაშდა და ისე განათდა, რომ მას ვერავინ ვერ გაუსწორა თვალი. ამ დროს მათთვის მოულოდნელად ბორტზე ამოვიდა გემის კაპიტანი. - რა ხდება აქ? და ეს რა ოხრობაა! - თქვა მან და ხელი მიიფარა თვალებზე. - ეს, როგორ აგიხსნა, კრისტალები განათდნენ - უპასუხა გაბრიელმა. - რა კრისტალები? რას შვრებით აქ?! გაბრიელ შენ ხომ უნდა გაგეკონტროლები... - ვერ დაამთავრა ფრაზა და უცებ მეტეორიტის ფორმა უცნაურად შეიცვალა. ერთ წამს ის შეიკუმშა კვერცხის ფორმამდე და აფეთქდა ლურჯი ნათებით, რომელმაც მთელი გემი ეკიპაჟთან ერთად ოკეანეში ჩაძირა, მაგრამ რაღაც ჯადოსნური გზით გადარჩა გაბრიელი. გათენდა, ოკეანე იყო წყნარი, გაბრიელმა გამოახილა თვალი და დაინახა რომ იწვა გრძელ ხის დაფაზე, ხოლო გემის ნარჩენები არც კი ჩანდა და მხოლოდ უსასრულო ოკეანე იყო მის გარშემო. შეშინებული გაბრიელი რამდენიმე წუთი იყო ასე, სანამ არ დაინახა ჰორიზონტიდან მისკენ მიმავალი გემი, წამოიწია და ხელების ქნევა დაიწყო. იმ გემის ეკიპაჟი გაოცდა, მაგრამ არ დაიბნენ და აიყვანეს გემზე, გაათბეს, აჭამეს და ყველანაირად დაეხმარნენ. ამის შემდეგ, როდესაც იგი იჯდა გემბანზე, მის გვერდით მიუჯდა გემის კაპიტანი და ჰკითხა: - გამარჯობა! რა გქვიათ? - გაბრიელი. - გახსოვთ რა დაგემართათ და რატომ აღმოჩნდით იმ ხის დაფაზე? - ჰკითხა კაპიტანმა და გაბრიელი ყველაფერს მოუყვა მას, რაც კი ახსოვდა იმ მომენტში. უცებ მის ტვინში, როგორც ელვამ, აფეთქდების მომენტმა გაიარა და სწრაფად მიხვდა, რომ ამის გამო ბიძამისი დაიღუპა. თვალებიდან ცრემლები წასკდა, კაპიტანმა დაიწყო მისი დამშვიდება. - დაწყნარდით! დაწყნარდით! ნუ ტირი! - თქვენ რატომ გაინტერესებთ?! - გაღიზიანებული ხმით უპასუხა. - გაბრიელ, მე უბრალოდ მინდა გავიგო, თუ რა დაგემართათ. ჩვენ არავინ გვინახავს იმ ადგილას, თქვენ გარდა. ეს ძალიან უცნაურია ჩემთვის. - ძალიან უცნაური? და როგორ მომძებნეთ? - ჩვენ როცა მივცურავდით, გაისმა დიდი ხმა და ცაზე რამდენიმე წამით გამოჩნდა უცნაური ლურჯი ნათება. ეს ნათება იყო ჩრდილოეთ მხარეს. როდესაც ეს საოცრება დავინახე, მოვაბრუნე გემი. მეგონა რაღაცას ვიპოვიდი, მაგრამ იქ მხოლოდ თქვენ აღმოჩნდით. - თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უბრალო საოცრებაა, ხომ ეგრეა?! მე დავკარგე ბიძა და არავინ მყავდა მის გარდა და თქვენ ამბობ, რომ ეს რაღაც საოცრებაა?! - დაწყნარდით, გაბრიელ... დაწყნარდით. მე შემიძლია დაგეხმაროთ. - და როგორ? - მე მყავს მეგობარი ბავარიაში. მას ალბათ აქვს ამ ყველაფერზე პასუხი. - და რა პასუხები აქვს? ვითომ ამიხსნის, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ დამემართა? - ჩემი აზრით, აქ რაღაც ძალები არიან ჩარეულნი. - მე ვიტყოდი, რომ რაღაც სისულელეს ამბობთ, მაგრამ...- დაფიქრდა მან და უთხრა: - ალბათ თქვენ და თქვენი მეგობარი, ვინც უნდა იყოს, მართალნი ხართ. გაბრიელი დაწყნარდა და მადლობა გადაუხადა კაპიტანს, რომელიც იყო ტანგამართული და კაპიტნისთვის დამახასიათებელი წვერ-ულვაშით. მან მისცა გაბრიელს კაბინა, რომელშიც გაატარა ღამე და დილით კი კაპიტანთან ერთად აღმოჩნდა ბავარიაში, სადაც ,მისივე თქმით, უნდა ყოფილიყო მისი მეგობარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.