შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეტა-კილია (3)


29-03-2020, 20:50
ნანახია 676

ბოლო კვირების განმავლობაში სარეპეტიციო დარბაზი გავსებული იყო ხალხით,თუმცა აღსანიშნავია,რომ დილით მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა შიგნით მუსიკა ხმამაღლა იყო ჩართული,თუმცა წყვილი სრულიად ამოვარდნოდა მუსიკიდან,რადგან ცეკვავდნენ არა მუსიკის ჩარჩოებში არამედ იმიტომ,რომ ეს სურდათ,სურდათ მთელი სხეულით და სულით,ერთმანეთს ავსებდნენ მათი სულები და ამიტომაც იყო,რომ ერთმანეთს ვერ შორდებოდნენ,როგორ არ ეცადნენ,მაგრამ არა ბოლოს მაინც ამ დარბაზში აღმოჩნდებოდნენ ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთის შემხედვარე მათი გულები ერთ რიტმში სწრაფად იწყებდნენ ცემას..
სიყვარული მშვენიერი გრძნობაა,შეგნიდან გავსებს და თავს სრულყოფილად გაგრძნობინებს,თუმცა ის სასტიკიც არის,რადგან შენს გონებასა და გულს ერთ გზაზე აყენებს და უფლებას არ აძლევს სხვადასხვანაირად იაზროვნონ,გონებით იმ ადამიანთან ხარ,რომელიც ასე ძალიან უყვარს შენს გულს,ფაქტობრივად შეყვარებული ადამიანი ხდება ჰაერი,რომელიც მუდამ თავისი სიყვარულის გარემოცვაში ტრიალებს..სხეულითაც,გონებითაც და არსებითაც.
ნატალია და ვაჩე ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ იმდენად,რომ დილას ყავით და ვარჯიშით იწყებდნენ,საღამოს კი ოფლით და დაღლილობით ასრულებდნენ.
ახლაც,დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ვარჯიშობდნენ,ნატალიას მაღვიძარამ საღამოს შვიდის ნახევარზე დარეკა.
-დროა.-ახედა ნატალიამ მასზე ერთი თავით მაღალ ვაჩეს.
-ასე მალე?-თავი ჩახარა ვაჩემ.
ნატალიამ მაღვიძარა გამორთო,ჩანთა მოიკიდა და გამოსაცვლელ ოთახში შევიდა,სწრაფად გამოიცვალა,პირზე წყალი შეისხა და თმა მოიწესრიგა.
ამ დროს ვაჩემ უკვე დარბაზის კარი ჩაკეტა და დერეფანს ერთად გაუყვნენ.
-მიკვირს დაცვა,რომ არაფერს ეუბნება ფრიდონს.-თქვა ნატალიამ და ბიჭს,რომ დასწეოდა ნაბიჯებს აუჩქარა.
-ნუ ღელავ-გაუღიმა ვაჩემ და მხარზე ხელი გადახვია.
რა თქმა უნდა გოგონა მოიხიბლა ბიჭით,ზოგადად ნატალიას არასდროს მოსწონდა თავის ხელა ბიჭები,რადგან ასე თუ ისე ყველა ტრაბახა და მოძველბიჭო იყო,თუმცა ვაჩე სხვანაირი იყო..ის მასთან თავს დაცულად გრძნობდა და იცოდა,რომ ნებისმიერ საკითხში შეეძლო მასზე დაყრდნობა.
კარი გაუღო ვაჩემ და გოგონა გაატარა.
უკანა კარიდან გავიდნენ და აქეთ-იქით ფრთხილად მიმოიხედეს..ვაჩე ნატალია წელზე შეეხო და მისკენ მიატრილა დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
-15 წუთში შევხვდებით-ჩაიცინა ვაჩემ და ნატალია გაშეშებული დატოვა.
გოგონა ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია მის ასეთ საქციელს,ყველა ვარჯიშის შემდეგ მაშინ როცა მაქსიმუმ ნახევარ საათში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს ვაჩე ისე ემშვიდობებოდა თითქოს ომში მიდიოდა.
აზრზე სწრაფად მოვიდა და ცივი ხელები წითელ და ცხელ ლოყებს შეახო.
-ნატალია რა გემართება გამოფხიზლდი! მეორე კლასელი გოგოსავით წითლდები!
თავს შეუძახა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა შემოსასვლელისკენ.
თან მობილური ამოიღო და კესოს დაურეკა.
-კესო სად ხარ?-სწრაფად მიაყარა ისედაც ანერვიულებულმა ნატალიამ.
-კარებთან ვდგავარ ფრიდონა ჯერ არ მოსულა და გასაღები დაცვას აქვს არ გვაძლევს.
ნატალიას ჩაეცინა.
-რა გაცინებს?
-არაფერი მოვედი მეც-ნატალიამ ყურმილი დაკიდა და დერეფნის კარი შეაღო. მთელი ანსამბლი ჩაკეტილი დარბაზის წინ იდგა.
-გამარჯობა ბავშვებო-გაიღიმა ნატალიამ და ყველა გადაკოცნა.
-სად არის ეს კაცი ვაა,დამატყდა ფეხები-ჩაცუცქული გიორგი წამოიწია და ფეხები აქეთ-იქით გაიქნია.
დერეფნის კარი კვლავ გაიღო და იმის იმედით,რომ ფრიდონი იქნებოდა ყველამ იმედიანად გაიხედა,მაგრამ დერეფანში ვაჩე გამოჩნდა.
ნატალიას გული ისევ აუჩქარდა,რა სიმპათიური იყო ეს ბიჭი შორიდანაც.
-ნატალია!-ხელი ოდნავ კრა კესომ.
-ჰა..ჰო-გამოფხიზლდა ნატალია და კესოს შეხედა.
-იყავი ისტორიაზე?
-რატომ მეკითხები?-წარბები შეხარა ნატალიამ.
-იმიტომ,რომ შენ მასწავლებელს ელენე ვეგონე მობილურზე და გამომლანძღა.
-რატომ?-ნატალია კვლავ ვაჩეს მიშტერებოდა.
-საერთოდ მისმენ?!-გაბრაზდა კესო.
-გისმენ კესო გისმენ...ბოდიში.
-რაში მჭირდება შენი ბოდიში,რატომ არ დადიხარ მასწავლებლებთან.
-შენ რა ახლა ჩემი ძიძა გახდი?-სიცილით გადახედა ნატალიამ.
-ძიძა არა,მაგრამ შენი დის დაქალი ვარ და ვალდებული ვარ გავიგო რატომ აცდენს მისი პატარა და გაკვეთილებს თანაც მაშინ,როცა ამას ჩემს დაქალს ვუმალავ.
-კარგი..უბრალოდ ჩამეძინა ორჯერ,მაგან კიდე რა პანიკები ატეხა-რა თქმა უნდა ნატალია ტყუოდა,ის ხომ მთელ დღეებს დარბაზში ვაჩეს გვერდით ატარებდა.
-პრივეტ ვაჩე-მოისმა სალომეს ხმა ნატალიას ზურგიდან და ისიც იქეთ შეტრიალდა და ვაჩეს თვალი თვალში გაუყარა.
-საღამომშვიდობისა სალომე,გამარჯობა კესო-გაუღიმა სალომეს უკან მდგომ კესოს.
-გამარჯობა-უთხრა კესომაც.
-ნატალია..-თავი დაუქნია მისალმების ნიშნად ვაჩემ,ნატალიამაც მსუბუქად დაუქნია თავი და გაეღიმა,სიცილს ძლივს იკავებდა.
-ძლივს!-ამოიხვნეშა გიორგიმ და ახლა უკვე ნათლად ჩანდა ფრიდონი,რომელიც დრეფანში თავისი წვეტასებით მოაბოტებდა.
-მაპატიეთ ბავშვებო რაღაც პრობლემები შემექნა გზაში.-კარი უცბად გააღო და ჩვენც შიგნით შევედით.
-არაუშავს ულვაშ-ჩაიბურტყუნა გიორგიმ,რასაც ჩუმი სიცილი მოჰყვა.
-ვხედავ იუმორი არ დაგიკარგავთ ლოდინში ბატონო გიორგი.-დაუბღვირა ფრიდონმა-რომ იცოდე ასეთი ულვაშები მარტო კაცებს ეზრდებათ შენნაირ მაიმუნებს კი არა!
გიორგის გაეცინა და ქორეოგრაფს მეგობრულად დაარტყა ზურგში ხელი.
-ხო იცი როგორ გვიყვარხართ ბატონო ფრიდონ.
-მიდი აქედაან-მოიშორა ფრიდონმა-აფერისტი მეგრელი ეს!
ამ ანსამბლში ყოველთვის იყო ოჯახური სიტუაცია,მიუხედავად იმისა,რომ ყველანაირი ტიპის ადამიანს შეხვდებოდით ყოველთვის ოჯახივით იყვნენ და არასდროს მიუტოვებიათ ერთმანეთი გაჭირვებაში სალომეც კი,რომელიც მუდმივად კბენდა ნატალიას იყო ერთადერთი,რომელიც ნატალიას ფორმის ჩაცმისას გვირგვინს სწორად უკეთებდა თავზე.
იმ საღამოს ბოლო რეპეტიცია იყო საქართველოში,ხვალ დილიტ ისინი ევროტურნეში მიდიოდნენ და ეს ყველაში აღელვებას იწვევდა.

სახლში მისული აბაზანის შემდეგ პირდაპირ ოთახში შეიჭრა და ჩემოდანი გადმოიღო..წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ჩაედო ამდენი ფორმა ჩემოდანში თან ისე,რომ ტანსაცმლის ადგილი დარჩენოდა.
-ელენეეე!-დაიყვირა ნატალიამ.
-ხოო-ოთახში ელენემ შემოიხედა.
-შენი ჩემოდანი უნდა მათხოვო-ნატალია ჩემოდან ზემოდან ეჯდა და ისე კრავდა.
იმ საღამოს,როგორც იქნა ჩალაგდა და დაღლილი წამოწვა საწოლზე..მაღვიძარა დილის ხუთ საათზე დააყენა და ისე ჩაეძინა ვერც მიხვდა.

დილით მაღვიძარას დარეკვამდე წამოხტა,იმდენად ელოდებოდა ამ ტურნეს,რომ არ სჯეროდა ასე მალე,რომ დადგ,თან ვაჩეც იქ იქნებოდა..მთელი ერთი თვე ევროპაში..ვაჩესთან ერთად..პარიზი,ლონდოლი,ბერლინი,მადრიდი,ვენა,ათენი....და კიდევ უამრავი ადგილი,რომელიც უნდა ენახათ ერთად.
მოწესრიგდა,სამჯერ გადაამოწმა ყველფერი,მეორე ჭიქა ყავა დალია და ოთახში აქეთ-იქით დადიოდა.
-რა ხდება?-ოთახში შუქი აანთო ელენემ და მოჭუტული თვალებიდან ღამის სათვალე მოიცილა.
-მეტი რა უნდა ხდებოდეს! ერთ საათში მივფრინავ!!!-იყვირა ნატალიამ და დას შეახტა.
ელენე გაკვირვებული იყო ნატალიას გარდასახვით..ის ხომ ყოველთვის დინჯი,ჭკვიანი და მოსაწყენი იყო..ახლა კი სრულიად სხვანაირი გახდა,ელენე ამას მხოლოდ დღეს არ ამჩნევდა დას..ის ძალიან შეიცვალა ბოლო კვირების განმავლობაში,ელენეს რა თქმა უნდა უხაროდა დის სიხარული,მაგრამ მიზეზი გაურკვეველი რჩებოდა,როდესაც ნატალიას კითხვას უსვამდა,თუ რა სჭირდა, ნატალია უცნაურად შეხედავდა და მხოლოდ იმას პასუხობდა,რომ სიხარულისთვის მიზეზი არ არსებობს. ახლა ელენე მხოლოდ ერთ პასუხამდე მიდიოდა,რომ თავისი დის სიხარულის მიზეზი მოგზაურობა იყო,რომელიც ნატალიას ასე ძალიან უყვარდა.

გასვლამდე 15 წუთით ადრე გამოუძინებელი და თვალებდასიებული კესო მიადგა ბურდულების სახლს.
-გთხოვთ მითხარით,რომ წასაღებად ყავა გამიმზადეთ,ათი წუთის წინ გავიღვიძე-სახლში შემოვიდა და დივანზე გაწვა.
-კესოო..-მაცდურად დაუყვირა ელენემ და თვალებდასიებულ კესოს ყავის ჭია აუქნია.
-ელენე,შენთვის მითქვამს,რომ ჩემი სიცოცხლის ერთ-ერთი აზრი ხარ?,რა მეშველება შენს გარეშე ერთი თვე?-აცრემლებული კესო ელენეს გადაეხვია,ნატალია უცნაურად მიშტერებოდა ამ სიტუაციას.
ელენემ ხელი მოხვია დაქალს.
-გამოუძინებელი,რომ არის გული უჩუყდება-უჩურჩულა დას და თან დაქალს აწყნარებდა.
დიდი შრომის შედეგად დააწყნარეს კესო და წასვლის დროც დადგა,ელენემ გოგონები აეროპორტში მიიყვანა და შენობაში შევიდნენ,ვაჩეც იქ იდგა მარტო,როგორც ჩანს არავინ აცილებდა.
-მოვალ ორ წუთში-უთხრა ნატალიამ ელენეს და ვაჩესკენ წავიდა.
-დილამშვიდობისა-მიესალმა ნატალია თმააბურდულ და თვალებდასიებულ ვაჩეს,რომელიც უფრო საყვარელი იყო ასეთ მდგომარეობაში ვიდრე სიმპათიური.
-როგორ ახერხებ,რომ ყოველთვის ასეთი მოწესრიგებული იყო?-ვაჩემ ნატალიას პიჯაკს დახედა,რომლის ჯიბეშიც აკურატულად იდო ნაჭერი.
-არვიცი..-გაიღიმა და ძალიან მოუნდა ახლა,რომ ბიჭს მოხვეოდა.
-მარტო მოხვედი?-უცბად ჰკითხა ნატალიამ.
-ხო,გუშინ ძმაკაცებმა უკვე გამომაცილეს-დასიებულ თვალებზე ანიშნა ვაჩემ.
-ანუ პახმელიაზეც ხარ?
-არა,მგზავრობის წინ ვერ ვსვავ,ისინი სვავდნენ,მე ვათენებდი-გაიცინა ვაჩემ.
თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და სულ არ აინტერესებდათ რამდენი ხანი ეძინათ ან ვინ უყურებდათ ერთადერთი,რაც ახლა სურდათ ერთმანეთთან ყოფნა იყო.
-ნატალია!-უფროსი დის ხმამ გამოაფხიზლა და უკან შეტრიალდა.
-გნახავ ცოტახანში-სწრაფად უთხრა ნატალიამ.
-მოიცადე ერთი წამით-უთხრა ვაჩემ და ხელი ჩაკიდა,ნატალია ხელებს დააშტერდა და ტანში გაჟრიალა.
-ერთად დავსხდეთ?-შესთავაზა ვაჩემ,რაზეც ნატალიამ წარბები შეხარა და კესოს გახედა.
-მაპატიე,კესოს ვერ დავტოვებ.
-ეგ არც მითხოვია-გაუღიმა ვაჩემ და სამადგილიანი ბილეთი აჩვენა.
ნატალია სიხარულისგან უკვე გაფრინდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა და გაუაზრებლად ჩაეხუტა ვაჩეს.
-მე პრობლემა არ მაქვს,მაგრამ შენი და და ნახევარი ანსამბლი გვიყურებს-ჩასჩურჩულა გოგონას.
-ჯანდაბა!-უცბად მოსწყდა ბიჭს-გაწითლებულმა თავი ჩახარა და ელენესკენ წავიდა.
-ეს რაიყო?!-კესო თიტქოს გამოაფხიზლა ამ სცენამ.
-არაფერი უბრალოდ..უბრალოდ ერთ ადგილას მსურდა დაჯდომას და მას აღმოაჩდა ამ ადგილის ბილეთი და შემომთავაზა.
-ხო ვიცი,რომ ფანჯარასთან ჯდომას ყოველთვის ოცნებობდი-უთხრა ელენემ და ბიჭს შორიდან გაუღიმა ჯენტლმენობისთვის.
-კეს ხო არ გეწყინება,რომ ჩვენთან ვაჩეც იჯდეს?
-მეწყინება?! კი არ მეწყინება მთელი გზა სალომეს მზერით დავტკბები-გაიცინა კესომ.
გაფრენის დროც დადგა,ელენეს დაემშვიდობნენ და თვითმფრინავში ავიდნენ.
ვაჩემ ნატალია შეატარა,შემდეგ თვითონ დაჯდა და გვერძე კესო დაუჯდა.
კესო ეგრევე მეორე მხარეს გადატრიალდა და დაიძინა..ნატალია კი მოუთმენლად ელოდა აფრენას..აფრენისას იმხელა ადრენალინი იგრძნო,რომ ლამის გული ამოუვარდა.
-პირველი გაჩერება ლონდონი-დაიყვირა გიორგიმ.
-ნუ ღრიალებ შე შობელძაღლო შენა!-დაუყვირა ფრიდონმა.
მთელი თვითმფრინავი იცინოდა.
-ერთ დღეს მოკლავს-ჩაიბურდღუნა ნატალიამ.
-არ მოკლავს.-დინჯად უთხრა ვაჩემ-საკუთარ შვილიშვილს არ მოკლავს.
-რაა? გიორგი ფრიდონის შვილიშვილია?!
-არ იცოდი?
-არა..შენ საიდან იცი?
-მე და გიორგი ბავშვობიდან ვმეობრობთ,შენი აზრით ამ ანსამბლში როგორ აღმოვჩნდი?
-არვიცი,მეგონა ტურნესთვის გადმოგიყვანეს.
-ეგრეც იყო,მაგრამ უფრო ფრიდონმა მთხოვა.
-კიდე რამდენი რაღაცაა,რაც შენზე არ ვიცი?!-ახედა ნატალიამ.
-გინდა გაიგო?-მაცდურად დახედა ვაჩემ.
-კი..
-გაიგებ..
ვაჩემ ხელი გადახვია ერთად იყურებოდნენ ფანჯარაში,ნატალია თითებს იშვერდა და ვაჩეს ანიშნებდა,შენობებზე.
-რა პატარაა ციდან დედამიწა.
-ხო-დაეთანხმა ვაჩეც.
უამრავ თემაზე ისაუბრეს,ფრენა დამღლელი აღმოჩნდა და ბოლოს ჩაეძინათ..ნატალიას ვაჩეს მხარზე ედო თავი,ვაჩეს კი ნატალიას თავზე.
კესო ხანგრძლივი ძილისგან,როგორც იქნა გამოფხიზლდა,გაიზმორა და ნატალიასკენ უბრალოდ გაიხედა,როცა თვალში ეს სცენა მოხვდა პირი გაოცებისგან დააღო.
-ამის დედააც..-აღმოხდა და გარშემო დაიწყო ყურება ყველას მშვიდად ეძინა-ჯანდაბა რატომ ვნახე? ახლა ელენე ,რომ მკითხავს ვერ დავმალავ-სწრაფად წამოდგა,რომ პირზე წყალი შეესხა და საპირფარეშოსკენ დაიძრა,თუმცა დაკავებული იყო..
გამობრუნებას აპირებდა კარი,რომ გაიღო და იქიდან ნახევრად მძინარე გიორგი გამოვიდა.
-ვაა კესო..გამოფხიზლდი?-გაუღიმა და თმა აუბურდა.
-გამიშვი იდიოტო-ჩამოიშორა და საპირფარეშოში შევარდა.
-ანუ მართალი ვიყავი-გაიცინა და სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო.
საპირფარეშოდან გამოვიდა და თავის ადგილას დაბრუნდა,კიდევ ერთხელ შეხედა წყვილს და გულის სიხარულიტ აევსო..
-რამე ხომ არ გნებავთ?-ჰკითხა სტიუარდესამ.
-დიახ,თუ შეიძლება წყალი.-გაუღიმა კესომ-შეხედეთ რა საყვარლები არიან ხო?-გოგონას ნატალიასკენ და ვაჩესკენ ანიშნა-ჩემი დაქალის დაა-ამაყად თქვა და გაუღიმა.
-დიახ ნამდვილად ლამაზი წყვილია-დაეთანხმა გოგონაც და წყლის მოსატანად წავიდა.
გაღიმებულმა კესომ მზერა გიორგისკენ გადაიტანა,რომელიც წინა რიგებიდან მიშტერებოდა სახე დაუსერიოზულდა.
-რას მიყურებ-დაუბღვირა კესომ.
-ალქაჯო!-არც გიორგიმ დააკლო და წინ გაიხედა.

როგორც იქნა ვაჩემ თვალი გაახილა და პირველი,რაც დაინახა კესოს აღფრთოვანებული მზერა იყო მის სახესთან ძალიან ახლოს-უცბად გამოფხიზლდა და კესოს შეშინებულმა შეხედა.
-კესო ხო კარგად ხარ?-დაეჭვებით ჰკითხა და შეეცადა მკვეთრად არ ემოძრავა,რომ ნატალია არ გაეღვიძებინა.
-შეიძლება თავი ჭკვიანები გგონიათ,მაგრამ მე ყველაფერი ვიცი..-დეტექტივივით მოჭუტა თვალები კესომ.
-კარგი..-ფრთხილად შეარჩია სიტყვა ვაჩემ.
კესომ უცბად ნატალიას მუჯლუგუნი ჰკრა და გააღვიძა ნატალია გულგახეთქილი წამოხტა და შეშინებულმა დაიწყო ყურება,ხელი გულზე ედო.
-რა დაგემართა,ნორმალური ხარ?-შეშფოთებულმა ჰკითხა კესომ.
-უკაცრავად ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება-ვაჩემ სტიუარდესას მიმართა.
-ქალბატონო დაგავიწყდა,რომ შერლოკი ფანი ვარ?
-რა დაგესიზმრა ესეთი?-შეწუხებულმა კითხა ნატალიამ.
სტიუარდესამ წყალი მოიტანა და ვაჩეს მისცა,ვაჩემ კი ნატალიას.
-მადლობა-აკანკალებულმა გამოართვა წყლის ჭიქა და დალია.
-ოჰ ანუ მზრუნველობის ეტაპიც გავიარეთ? მატყუარებ და უნამუსოებო,მე როგორ დამიმალეთ? ვითომ ფანჯრის ადგილი...
-კესო..
-რამდენი ხანია ეს ხდება?
-კესო დაწყნარდი-ვაჩე და ნატალია ცდილობდნენ აბობოქრებული კესოს დამშვიდებას-რომელიც ტონს ვერარ აკონტროლებდა.
-არა იცი რა მაინტერესებს? დარბაზში გამარჯობას ძლივს ლუღლუღებდით და სინამდვილეში სიყვარულის სცენები გქონდატ გამართული?
-ჯანდაბა კესო ერთად არ ვართ!-ჩუმად,მაგრამ მკაცრად უტხრა ნატალიამ.
-ეგ მხოლოდ დროის საკითხია ძვირფასო-ცხვირი აიბზუა კესომ.
-რა მეშველება-ჩაიბურდღუნა ნატალიამ.
ნელ-ნელა ყველამ გაახილა თვალი და თვიტმფრინავშიც დაიწყო ხმაური.
-გთხოვთ შეიკრათ ღვედები,ვეშვებით-გამოაცხადეს მიკროფონში.
-როგორც იქნა-ამოისუნთქა ნატალიამ,საშინლად რცხვენოდა,სულ გაიწთლებულიყო.
ვაჩემ ლოყებზე თითები შეახო.
-ასე რატომ ნერვიულობ? რა პრობლემაა თუ ფიქრობს,რომ ერთად ვართ?
-შენც ნუ მაგიჟებ გთხოვ-თავი ჩახარა და თითების წვალება დაიწყო.
ვაჩემ ახლართულ თითებზე ხელი მოკიდა და მისი ხელი თავისაში მოიქცია.
-ბავშვივით ნუ იქცევი,დაიკიდე ვინ რას იფიქრებს..

პ.ს ესეც მესამე თავი,დრო გამოშვებით ვდებ,რადგან სამწუხაროდ არ მოჰყვა დიდი გამოხმაურება,მაგრამ რეაულრად ამას ჩემი თავისთვის და სიამოვნებისთვის ვწერ და აქ უბრალოდ გიზიარებთ ჩემს ნაშრომს..მადლობა იმ 4 კაცს ვინც კითხულობს და მოტივაციას მმატებს <3 <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent