შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბრები ვნებასთან -4- +18


30-03-2020, 00:48
ავტორი Hilalli
ნანახია 1 638

დარჩენილი ფულით სასმელი ვიყიდე და წყნეთში ავედით. სახლში ხმაური იყო. ბუხრის სუნი და სითბო შესასვლელშივე იგრძნობოდა. უეჭველად იქ უნდა ყოფილიყვნენ. ოთახში ელის და თაზუნას გარდა კიდევ ორი ადამიანი დაგვხვდა. მარიამი - ელის ბავშობის მეგობარი. შავგვრემანი, ჭკვიანი საყვარელი გოგონა კომუნისტური აზრივნებით რომელიც გამუდმებით აკრიტიკებდა ელის ქცევებს და მიუთითებდა, რომ შეცდომებს უშვებდა. ალბათ ეს იყო მათი მეგობრობის აზრიც, ელი მას საინტერესო ცხოვრებას ჩუქნიდა. თუმცა რეალურად რომ ვთქვათ მასზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენდა. მაგალითად ყოველთვის ეჩხუბებოდა ელის პლანის მოწევაზე. თუმცა ერთ დღესაც ელიმ შემთხვევით გაუწოდა მარიამს ჩაკიდებული ბოთლი და მანაც ნაპასი დაარტყა. იქ ვიყავი და დავინახე ელის გაოცებული და დაბნეული სახე მარიამის ხველება რომ გაიგო. შემთხვევით მოუციდა, ან უბრალოდ გაეხუმრა. აშკარა იყო რომ ამას არ მოელოდა და არც ესიამოვნა. მაგრამ გამიზნულად თუ შემთხვევით მარიამმა მოწია. და ეს არ ყოფილა მისი უკანასკნრლი... დემე - ბიჭი რომელიც გამუდმებით იქნება ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ვერასდროს შევძლებ მის მოშორებას როგორც არ უნდა მინოდესეს. ადრე ვძმაკაცობდი მასთან. წლების წინ, ელის მეგობარიც იყო და მის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა დემეტრე არ ყოფილა ამით აღფრთოვანებული. ვიგრძენი რომ სიმპათიები ქონდა ელის მიმართ. და უბრალოდ ერთმანეთს ჩამოვშორდით. არასდროს მითქვამს ეს ელისთვის. და არც დემეტრესთან მილაპარაკია ამაზე. შეიძლება მომეჩვენა კიდეც ეს უბრალოდ ჩემი საეჭვო ვარაუდი იყო. რომელზე ფიქროც ალბათ არც ღირდა. ამიტომ უბრალოდ არ ვიმჩნევდი რომ მასთან რამე პრობლემა მქონდა. რათქმაუნდა ელი მას უკვე ხედავდა როგორც ჩემი შვილის ნათლიას მაგრამ ბევრი დრო იყო ეს შემეცვალა და ამას მერე გავაკეთებდი. ჩემს ნაცნობებში ყველაზე ის იყო, ბიჭი რომლის იმედიც არასდროს არ უნდა გქონოდა. ნებისმიერ დროს შეიძლება ეღალატა, და ზურგში დანაც კი ჩაერტყა, იმიტომ რომ საკუთარი ტყავი გადაერჩინა. თუმცა ქალებს ასეთი რამეები არ ესმით. არც ახსნას აქვს რამე აზრი, მაგრამ ელი ამ ქალების კატეგორიაში არ შედიოდა. ყველაზე ჭკვიანი ქალი იყო მათ შორის ვისაც კი ვიცნობდი. ზუსტად ისეთივე ჭკვიანი ფილმებსში ძარცვას რომ გეგმავენ და ყოველთვის ერთი ნავიჯით წინ არიან. კარგად იცოდა დემეს ხასიათი, ენდობოდა და უყვარდა ბევრ რამეს უზიარებდა მაგრამ ზურგით იმ შემთხვევაშიც არ დაუდგებოდა მინიმუმ ორჯერ რომ ესროლა საკონტროლო მისთვის. მიუხედავად იმისა რამდენ რამესაც აშავებდა. ელიზე კომპრომისები არ არსებობდა რადგან არაფერს მალავდა. თუ შემთხვევით ისეთი იმფორმაცია იღვრებოდა რაც თავად არ განუცხადებია ეს არავის ჯეროდა. ის იყო გოგონა რომელსაც საიდუმლოებები არ ქონდა. მაგრამ მე ყოველთვის ვხვდებოდი რომ ჩემს ნაცნობებში არავინ მალავდა ისე ძლიერ თავის პიროვნბას როგორც ის. და იცით რა იდგა ამ ძლიერი ქალის მიღმა? პატარა მშიშარა გოგონა რომელიც საკუთარ გრძნობებს ვერ ერევა. რომელსაც საკუთარი თავისაც კი ეშინია. მაგრამ ყველაზე მეტად იმის წარმოდგენა მაშინებდა რომ შეიძლება ვცდებოდი და ეს შეშინებული გოგონა მორიგი ნიღაბი იყო ნიღბის ქვეშ. და სინამდვილეში იმაზე ძლიერი უგრძნობი და შეშლილი იყო ვიდრე მეგონა. თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მე ვხვდებოდი რამდენად სუსტი იყო შინაგანად. თუმცა რეალურად ბევრი უღრმავდებოდა მის ფსიქოლოგიას და ბევრისგან მსმენია სინამდვილეში იმაზე ბევრად სუსტია ვიდრე ჩანსო. და სწორედ მაშინ როდესაც პირველად მოვისმინე ეს სხვისგან მივხვდი, რაოდენ დიდი ზღაპარი იყო ეს. იმდენად ჭკვიანი ნამდვილად იყო, რამის დამალვა რომ სდომოდა დაემალა. ისე მაინც ამას ყოველი მეორე რომ ვერ მიმხვდარიყო...
- ჰეი... დალევა დაიწყეთ და მე არ დამირეკეთ? - გაოცებული შევარდა ლაშა და საყვედურები დაიწყო - თქვენ რა ხალხი ხართ?
- შენ რომ გხედავ სულ ვსვავ - უთხრა ნასვამმა ელიმ - ეს უცნაურად არ გეჩვენება?
- არა იმიტორო ორივე ლოთები ხართ და დასალევ მიზეზს სულ ნახულობთ! - მკაცრად ვუთხარი და სასმელი მაგიდაზე დავალაგე
- მაშინ ჩვენ ლოთობას გაუმარჯოს - ელიმ არყის ჭიქა ნაზად აწია და ღიმილიათ წარმოთქვა
- გთხოვ ოღონდ სადღეგრძელოები არა რა... - უსაყვედურა ლაშამ - ძალიან მიყვარხარ მაგრამ შენთან ერთად სუფრაზე რომ ვარ თავი მამაჩემის ძმაკაცებთან მგონია.
- ამას განათლებული ადამიანების წრეში ყოფნა ქვია საყვარელო... - დაიწყო ელიმ... ცოტა ბოროტულად გამოუვიდა მაგრამ ლაშა იმსახურებდა თანაც ასეთები დიდიდად არ წყინდა - მამაშენი ლექტორი არაა? მისი მეგობრებიც ალბათ პროფესორები...
- გავიგეთ მამაჩემი განათლებული კაცია მეკი ცხრა კლასის ატესტატი მაქვს... უმუშევარი და ფინანსური პრობლემებით - მშვიდად და აუღელვრბლად ელაპარაკებოდა ლაშა უღიმოდა კიდეც, ეს ნიღაბი კიარა გულწრფელი ღიმილი იყო. მას მართლა ფეხებზე ეკიდა ეს ყველაფერი. - შენ კი ჭკვიანი ნაკითხი გოგო რომელმაც დაამთავა უნივერსიტეტი მაგრამ მაინც უმუშევარია და ფინანსური პრობლემები აქვს... სამწუხაროდ დღეს თავისი განათლება მხოლოდ გრძელ და მოსაწყენ სადღეგრძელოებში ადგება.
- ჯანდაბა შე ნაძირალა... - გაეცინა ელის და ლაშას გადაეხვია - მართალი ხარ იცი?
- კი... - გაუღიმა... - მეც მიყვარხარ.
სულ ასეთ მწარე რაღაცეებს ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ მართლა ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. მათი ჩხუბის მიზეზი ალბათ ის მსგავსებები იყო რაც ქონდათ.
- მოდი "მე არასდროს" ვითაშოთ - წამოიძახა დემემ. სხვისგან არც ველოდი ამ შემოთავაზებას... საშინელი თამაში იყო, ბევრ რამეში გააშკარავებდა და ტყულითაც ვერავის მოატყუებდი. უბრალოდ ეჭვები დასტურდებოდა რომელიც ქონდათ.
- მე არასდროს მიკოცნია ბიჭისთვის. - ამაყად წარმოთქვა თაზუნამ
- დარწმუნებული ხარ? - საშინელი სარკაზმით კითხა ლაშამ. საწყენი იყო თუმცა ყველას გაგვეცინა. თაზუნამ კი უბრალოდ თვალები გადაატრიალა. გოგონებმა არაყი დალიეს და თამაში გაგრძელდა. - მე არასდროს მქონია სექსი გოგოსთან.
ლაშას პირიდან ეს სიტყვები ძალიან უცნაურად ჟღერდა და ხუთივემ გაოცებული სახით გავხედეთ. მას კი უბრალოდ გაეცინა ჭიქა მაღლა ასწია და მშვიდად წარმოთქვა:
- მეც ვსვავ! თამაშის წესებს არ ვარღვევ!
- სერიოზულად? უბრალოდ გეკითხა გიპასუხებდი. - უპასუხა ელიმ და ყველამ დავლიეთ მარიამის გარდა. გაოცებულმა შევხედე ელის და ამოვიხვნეშე - რაა? წარსული ყველას გვაქვს.
- შენი ასეთი ბნელი რატომაა?! - მშვიდად ვუთხარ.
- ასე ნუ აღიგზენი - გაეცინა ლაშას - სამში მაინც არ გექნებათ
- მე არასდროს მქონია სექსი მეგობრის სახლში. - თითქოს სიტუაციის განმუხტვას შეეცადა დემე მაგრამ თავადაც იცოდა რომ უარესს აკეთებდა ამით. რადგან როგორც კი მე და ელიმ სასმელი დავლიეთ. მარიამის გაბრაზებული მზერა და კითხვა "ჩემთან?" მოგვხვდა სახეში
- კი - მშვიდად უპასუხა ელიმ
- ახხ... სად? - დაიყვირა
- სამზარეულოში...
- საბაზანოში - ჩავერიე
- შენ საძინებელში
- რა საზიზღრები ხართ... თავს საშინლად ვგრძნობ
- შენ გრძნობ თავს საშინლად? - ჩაერია თაზუნა - ერთხელ აქ ამოვედი. დილით... რაღაც პრობლემა მქონდა და მინდოდა მომეყოლა. იცი რა ქნეს? ფეღბურთის ჩანაწერი ჩამირთეს ლეპტოპში და საბაზანოში ჩაიკეტნენ. წყალი მოუშვეს მერე არვიცი რამოხდა მაგრამ დაახლოებით ერთი საათი იქ იყვნენ. და თავს ცუდად შენ გრძნობ? თავი 5 წლის ბავშვი მეგონა იმ განსხვავრბით, რომ ხუთი წლის ასაკში ვერ ხვდები როცა მულთფილმებს გირთავენ და შენი მშობლები ოთახში იკეტებიან იქ რახდება. და არც გამახსოვრდება ასეთი რამე მომხდარა თუ არა. მეკი მივხვდი რაც ხდებოდა სააბაზანოში და დამამახსოვრდა კიდეც.
- მაგარი ნაძირლები არიან - გაეცინა ლაშას. - მარა მე რაშუაში ვარ არაფერი მზგავსი არ მახსენდება.
- მე არასდროს მომიწოვია. - თქვა მარიამმა...
თითქოს ოთხივე ჩვენზე თამაშობდა ყველამ უყოყმანოდ დალია ჩემი და მარიამის გარდა ელიმ გაკვირვებული სახით გამომხედა და მიკთხა:
- სერიოზულად?
- დაწყნარდი... ხო ხედავ ყველამ დავლიეთ. - ჩაერია ლაშა - ვიცით რომ შენც გიქნია. ელი ამას არიზავდა ჯერ შენ რომ არ გექნა... უბრალოდ დალიე არ ტეხავს.
- არ "გაგიბაზრებთ"! - გაეცინა დემეს
- არ გეჩვენებათ რომ რაღაცეები ზედმეტად პირადულია? - მშვიდად ვკითხე
- ნუხარ აზიატი .... და დალიე! - დამიყვირა ლაშამ
- ვსვავ! - ვუთხარი და არყის ჭიქა სიმწრით ჩავცალე. - უბრალოდ არის რაღაცეები რაზეც არ ლაპარაკობენ
- ხოო... ჩვენი მამების დროს ასე იყო. შენ კიდე აზიატი .... ხარ! - ლაშამ ჩემი ლანძღვა განაგრძო.
- ეს თამაში არ მომწონს! - მშვიდად თქვა ელიმ და დინამიკებისკენ წავიდა.
პირველივე მუსიკა რომელიც ჩაირთო "ბელა ჩაო" იყო. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს მუსიკა ძალიან უხდებოდა. სახეზე ღიმილი გადაიკრა და ცეკვა დაიწყო.
- ადექი და ეცეკვე შე სირო - ლაშა ჩემსკენ გადმოიწია და ყურში ბრაზით ჩამჩურჩულა
- მარტოც კარგათ გრძნობს თავს!
- ფუ რა .... ხარ! - კბილებში გამოცრა და მასთან მივიდა.
ცეკვა და სიმღერა ერთად დაიწყეს. ვოკალური შესაძლებლობები არცერთს არ ჰქონდა მაგრამ რატომღაც ეს დიდათ არ აწუხებდათ. ორივე უკომპლექსო შეშლილი იყო და ყველა სიტუაციაში თავს კარგათ გრძნობდნენ. იმ ღამეს პირველად დავაკვირდი მათ და ვიგრძენი, რომ ამდენი წელი რაღაც ძალიან არასწორად მესმოდა. ყოველთვის ვგრძნობდი რომ ამ სამი მამაკაციდან ერთერთს მოსწონდა ელი მაგრამ ეს ყოველთვის დემეტრე მეგონა. იმ ღამეს კი როცა ლაშას და ელის ვუყურებდი როგორ მღეროდნენ ერთად და როგორი აღფრთოვანებული უყურებდა ლაშა მის ლამას სახეს პირველად გავაცნობიერე რომ ლაშა იყო კაცი რომელსაც ჩემი საკუთრება უნდოდა. არა კიარუნდოდა უბრალოდ შორიდან ეტრფოდა. მის გამოხედვაში ის გრძნობები დავინახე რომელიც ჩემს თვალებში დიდიხანია აღარ იყო. დემეს გავხედე და მივხვდი რომ ისიც იგივე ეჭვის მზერით უყურებდა ამ ფაქტს როგორც მე. დემეტრემ მშვიდად გამომხედა წარბები შეიშმუხნა და ისევ მომღერალ ორკესტრს მიაბყრო მზერა. თითქოს ამით მანიშნა - კი რაც იფიქრე მართალიაო. და მივხვდი რომ ადმენი წლის მანძილზე ძალიან ვცდებოდი დემეტრეი იმიტომ შეწუხდა ჩემი და ელის დაკავშირებით რომ ეს ანგელოზი ჩემნაირი ნაძირალისთვის არ ემეტებოდა და არა იმიტომრომ რომ მის მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდა. ამ დროს რაღაც დეტალები ამომიტივტივდა გონებაში. გამახსენდა ელის ერთ-ერთი დაბადების დღის მერე რომ ხუმრობდნენ თაზო და მარიამი ელის და ლაშას საოცრად რომანტიულ ცეკვაზე რომელიც რატომღაც მხედველობის არედან გამომეპარა მაშინ. იმ დღეს მე და ელიმ ვიჩხუბეთ და ლაშა მივიდა რომ მასთან ეცეკვა. და გაემხნევებინა. თუმცა როგორც თქვეს მთელი რესტორანი მათ უყურებდათ. მეკი ამდროს გარეთ ვიყავი გაბრაზებული და სიგარეტს ვეწეოდი. ისიც გამახსენდა პირველად რომ ვნახეთ ელი ლაშამ მკითხა ეს გოგო ვინარისო. შევხედე ძალიან ლამაზ გოგონას და სულ გადამავიწყდა ძმაკაცისთვის მეკითხა რატომ მკითხე თქო. მასთან მივედით გავიცანით და იმ ღამეს ლაშას ვუთხარი რომ მომეწონა... მხარზე დამადო ხელი და მითხრა კარგია, ლამაზი და საყვარელიაო. შემდეგ სასმლის ჭიქა მოიყუდა და სწრაფად გამეცალა. გავაცნობიერე რომ ალბათ რამდენიმე წამით დავასწარი ლაშას თავად რომ ეთქვა და ჩვენი ცხოვრება სულ სხვანაირად წავიდა მას მერე. დავფიქრდი იმაზე თუ რა მოხდებოდა ჩემზე ადრე, რომ მას ეთქვა. რათქმაუნდა მეც მასავით მოვიქცეოდი. არცერთი გოგოს გამო ამ ძმაკაცობას არ გავწირავდი რაც გვქონდა. მაგრამ წამით დავფიქრდი და გამეცინა. ვითომ მისცემდა ელი შანს მას? ჩემზე სიმპატიური იყო და უფრო ქარიზმატულიც. ცოდა სულელი და გაუნათლებელი მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ხალხზე შთაბეჭდილება მოეხდინა. თავიდან ვიფიქრე არავითარ შემთხვევაში თქო მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი რომ შეიძლებოდა ძალიან კარგი წყვილი გამოსულიყო. ამდენ ტკივილს ლაშა არასდროს მიაყენებდა რამდენიც მე მივაყენე. დიდი ხნის წინ მოიყვანდა ცოლად. და მისი ოჯახიც ძალიან თბილად მიიღებდა ელის. ლაშას მამაც და დედაც გიჟდებოდა ჩემს პატარა ანგელოზზე. და მივხვდი რომ მხოლოდ რამდენიმე წამმა გადაწონა. ჩვენი ცხოვრება. და ლაშას არასდროს უცდია ჩვენშორის ჩადგომა. პიროქით ყოველთვის მიბიძგებდა რომ ელისთვის ბოდიში მომეხადა. მასთან მივსულიყავი მეთქვა როგორ მიყვარს. და ასე შემდეგ... მივხვდი რამდენად კარგი მეგობარი იყო და საკუთარი თავი შემზიზღდა. რომ არ დავიცადე რამდენიმე წამი. რომ არ ვკითხე ლაშას ესეთი კითხვა რატომ დამისვა ამ გოგოს ვინაობასთან დაკავშირებით. მივხვდი რამდენად ეგოისტურად მოვიქეცი. მივხვდი რომ შვიდი წელია ძმაკაცს ვაყურებინებ როგორ ვტანჯავ იმ ქალს რომელიც უზომოდ უყვარს. და საკუთარი თავი ორმაგად შემზიზღდა. მათი ყურება აღარ შემეძლო. მშვიდად, მეგონა შეუმჩნევლად ავდექი და სამზარეულოში გავედი. ხელები მაგიდაზე დავაწყე და ამოვიხვნეშე. მუსიკა გამოირთო და ოთახში ფეხის ხმა მომესმა.
- რა ხდება? - მშვიდად მკითხა ელიმ
- ყველაფერი იმსხვრევა... - შემოვბრუნდი და ზურგით მივეყუდე სამზარეულოს - ოდესმე გქონია შეგრძნება რომ ყველაფერი რაც გაქვს და რითიც ამაყობ ხელიდან გეცლება? ყველას ნდობას და სურვილს კარგავ? გდომებია რო სამყაროს მოწყდე მაგრამ კიარ გაიქცე უბრალოდ გაქრე ისე თითქოს არც არასდროს გიარსებია. როცა აანალიზებ რომ შენი არსებობით ცხოვრებას ცვლი და რომ არ ყოფილიყავი საერთოდ შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო? საკუთარი თავის ზიზღი ოდესმე გიგრძვნია? გიგრძვნია რო ამ სამყაროსთვის ზედმეტი ხარ?
- არა... - მშვიდად მითხრა და მაგიდას მიეყუდა - საკმარისად მიყვარს ჩემი თავი იმისთვის რომ თავი ზედმეტად ვიგრძნო.
- შეიძლება მართალი ხარ... და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ამბობენ კლეოპატრას ორი მილიმეტრით დიდი ცხირი რომ ქონოდა სამყარო სულ სხვანაირი იქნებოდაო. დაკვირვებიხარ ფილმებში კეთილი ბოროტს რომ უმიზნებს იარაღს? იმ მომენტში სასხლეტს რომ უნდა გამოკრას და მოიშოროს ეს წყეული ადამიანი ვიღაც შემორბის ოთახში და ეუბნება არ მოკლაო. ისიც უჯერებს და როლები იცვლება ეს ბოროტი კლავს ამ კეთილებს. ორი მილიმეტრი ვთქვად ორი წამია მსოფლიო ცვალებადობის საზომისთვის. ორი წამით რომ ამ ვიღაცას დაეგბიანა ოთახში შევარდნა ხომ სხვანაირად წავიდოდა სიუჟეტი. გიფიქრია რომ შენ ცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი ორი წამი? და შენ არ დაიგვიანე? შენ ზუსტად იმ მომენტში მიხვედი წამი წამზე როცა დაგვიწნება აუცილებრლი იყო?
- არა... - ხმა გაუწყდა
- დაივიწყე... უბრალოდ გადავიღალე და ცოტას ვბოდავ...
- შეიცვალე... ძალიან...
- შენც შეიცვალე... გავიზარდეთ ელი
- არა თორნიკე... უბრალოდ დროთა განმავლობაში ადამიანებს ერთმანეთი ბეზრდებათ. გრძნობები იცვეთება და ყველაფერი რაც ძვირფასი იყო შენთვის ქრება. - მომიახლოვდა რომ საუბარი მეტად მძაფრი გაეხადა - ეს იმ მომენტს გავს შვილი რომ არ გინდა მაგრამ დაუცველი სექსი გაქვს. გრცხვენია იმის აღიარების რომ კუნილინგუსი გაგიკეთებია მაგრამ წარმოუდგელნელი ვნებით აკეთებ ამას. არ შეგიძლია ცხოვრება იმ ქალის გარეშე რომელიც არ გიყვარს...
- გეყოფა! - ხმამაღლა წამოვიძახე. თუმცა სწრაფად გაავანალიზე უფლება არ მქონდა მისთვის დამეყვირა და მშვიდად განვაგრძე - დაისვენე! გადაიღალე და შენც ბოდავ
- არა... არცერთი არ ვბოდავთ. ორივე გულს ვუშლით ერთმანეთ. ჩემი ბოდვა ზუსტად ვიცი მაგრამ შენ წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ... და მე რამეში ვცდები? რაც ვთქვი სიმართლე არაა? - ხელები ღაწვებში წამავლო და გვერძე გაწეული თავი მისკენ მიმაბრუნებინა - შემომხედე და პირში მითხარი რომ აღარ გიყვარვარ და მერე გააჯვი აქედან.... საჭირო არაა ეს მარაზმი გესმის? დავიღალე! შენი ქცევებით ძალიან დავიღალე.
- კიდევ შენ დაიღალე? - მაინც დავარღვიე სიმშვიდე და ტონს ავუწიე - კიდევ შენ დაიღალე? 7 წელია შენ კაპრიზებზე დავდივარ და ყელში ამომიხვედი. ყელში ამომივიდა შენი მართვის დაუოკებელი სურვილი. რას მიკეთებ? როგორ მაბრმავებ? რატომ ვერ ვფიქრობ და ვერ ვაზროცნებ ვერაფერზე როცა შენთან ვწევარ?
- ახხ... - თვალები აუცრემლიანდა და ჩაიკეცა
- შეიძლებოდა ძალიან მშვიდი ცხოვრება გვქონოდა ორივეს ერთმანეთი არასდროს რომ არ გაგვეცნო... შეიძლებოდა ახლა ძალიან ბედნიერები ვყოფილიყავით ორივე იმ წყეულ ღამეს რომ გავჩუმებულიყავი და არ მეთქვა რომ მომეწონე...
იატაკზე წამოჯდა და ხელი მუცელზე დაიჭირა. ტკივილი ნამდვილს გავდა მაგრამ მაინც ყოველთვის მეგონა რომ იტყუებოდა.
- გეყოფა სიმულიანტობა ამაზე აღარ წამოვეგები - ხმას უფრო ავუწიე
- არ ვიტყუბი შე - სიმწრით გამოცრა კბილებში და დაიღრიალა- მართლა მტკივა!
ოთახში ლაშა შემოვარდა. რა გაყვირებთო დაიძახა მაგრამ ფერი დაკარგა იატაკზე ჩაკეცილი ელი, რომ დაინახა.
- ღმერთო რა მოგივიდა? - მასთან მივარდა
- მუცელი ამტკივდა. კარგად ვარ შეგიძლია დამაწვინო? - ლაშამ ხელლში აიყვანა ელი და საძინებლისკენ წაიყვანა. მივხვდი უნდა გავყოლოდი მათ მიუხედავად იმისა რომ ამ სპექტაკლის არ მჯეროდა. სამზარეულოდან საძინებელი ახლოს იყო და ბუხრის ოთახში გავლა არ მოგვიწია შესაბამისად სხვას არავის გაუგია ელის ცუდად გახდომის ამბავი. საწოლზე იწვა და უცნაურად იშმუშნებოდა. ლაშა კი მის წინ ძალიან შეშინებული იდგა. სწორედ ისეთივე როგორიც მე უნდა ვყოფილიყავი იმ წამს. მჯეროდა თუ არა ამას მნიშვნელობა არ ქონდა. მივხვდი რომ მაინც უნდა მიმეხედა ელისთვის. სხვა გამოსავალი არ იყო და საწოლზე ჩამოვჯექი. აკანკალებული ხელი დავადე მუცელზე და მშვიდად ვკითხე:
- ისევ კტკივა?
- კი...
- გინდა მარიამს დავუძახო? - კითხა ლაშამ
- არაა... არავის არაფერი უათხრა!
- ღმერთო... რა ჯანდაბა გჭირთ თქვენ ორს - აყვირდა - რამე ცუდი ხდება? რაგჩხუბებთ?
- დამშვიდდი საყვარელო კარგათაა ყველაფერი. - მშვიდი ღიმილით უპასუხა ელიმ
- რაგჭირს? - მიუახლოვდა - ცუდად ხარ? კიბო გაქ? რატომ გაქვს ასეთი ტკივილები?
- მგონი ბევრ ფილმს უყურებ - გაეცინა და თვალები აუწყლიანდა - ნორმალურია ხანდახან ყველას ემართება... ნუ ნერვიულობ! კარგად ვარ.
ლაშა ასეთი შეშინებული არასდროს მინახავს.
- იქნებ კუჭი გაგისკდა... ჩემი დიდი ბაბუა ასე მოკვდა ისიც არაყს სვავდა და მერე კუჭი გაუსკდა - აკანკალებული ხმით ეუბნებოდა ელის
- არა... - ისევ გაეცინა - კუჭი სხვაგანაა. დამშვიდდი მართლა კარგად ვარ.
- გინდა რამე მოგიტანო? პლედი ან... არ ვიცი... - საუბარი გავაწყვეტინე
- წადი!
- რა? - გამიკვირდა
- მინდა რომ წახვიდე თორნიკე! მეტი არაფერი
- რახდება? კაი ა ვიცი ჩემი ძმაკაცია მარა არ დაშორდე რა მაგის გამო - შეეხვეწა ლაშა
- წადი თორნიკე! წადი...
- ელი...
- კარგი... - ამოვიხვნეშე - მოდიხარ ლაშა?
- ააა... - დაიბნა. გამოიწია თუმცა მერე ელის გახედა, ცუდად იყო და ასეატ მდგომარეობაში რომ დაეტოვებინა და გამომყოლოდა ალბათ გულიც გაუსკდებოდა ნერვიულობით - არა.. დავრჩები თუ ელი არაა წინააღმდეგი
- დარჩი... - მშვიდად უთხრა
ლაშა საწოლზე წამოჯდა. მე კი ოთახიდან გამოვედი. კარისკენ რომ წავედი მარამმა მკითხა:
- მშვიდობაა?
- კიი...
მშვიდობა - ნუთუ ახლა დაიწყებოდა მშვიდობა ჩემს ცოხოვრებში. თუ პირიქით ყოველთვის ვინანებდი ამ კარიდან გასვლას. პასუხები არ მქონდა, არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი მაგრამ საოცარი ბრაზი ჩამეღვარა ტვინში. მინდოდა რაც შეიძლება მალე გავსულიყავი ამ საღლიდან და ბოლო ხმაზე მეღრიალა ქუჩაში. თუმცა არც ამას ექნებოდა რაიმე მნიშვნელობა. ჩვენი ჩხუბი სულ ასეთი იყო. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. უბრალოდ წყენა და გაქცევა. ამიტომაც ყოველთვის გვრჩებოდა გულში დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. საუბრის სურვილი. იმის გამო კიარა რომ სიყვარული აგვეხსნა ერთმანეთისთვის. არამეგ ჩხუბისთვის, რომ ყველაფერი გვეთქვა რასაც წლების მანძილზე გულში ვინახავდით. და არ ვამბიბდით. ალბათ მიზეზიც სწორედ ეს იყო რამაც ჩვენს ურთიერთობას გააძლებინა წლები. ის რომ ამდენი ჩხუბის მიუხედავად ბოღმას ყოველთვის გულში ვიკლავდით და ერთმანეთს შეცდომებზე არ მივუთითებდით. ასევე ეს იყო სწორედ იმის მიზეზიც რამაც ასე დაამძიმა და გასრისა ჩვენი სიყვარული. ბოღმა რომელიც გვახჩობდა ერთმანეთზე და სიტყვები რომელიც სათქმელი დარჩა...






P.S აბა რას ფიქრობთ? ყველას აზრი მაინტერესებს და გთხოვთ მითხრათ



№1 სტუმარი სტუმარი ნიტა

მომწონს.კარგად წერ ძალიან ????

 


№2 სტუმარი siu

vaime lasha ra sayvarelia ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთო

ვაახ, საინტერესო განვითარებააა. მომწონხარ ავტორო

 


№4  offline წევრი Hilalli

სტუმარი ნიტა
მომწონს.კარგად წერ ძალიან ????

ძალიან დიდი მადლობა ❤️

siu
vaime lasha ra sayvarelia ❤️❤️❤️

კი მეც ძალიან მომწონს ❤️

სტუმარი ქეთო
ვაახ, საინტერესო განვითარებააა. მომწონხარ ავტორო

მადლობა ძალიან მახარებს თქვენი ასეთი პოზიტიური კომენტარები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent