შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბრები ვნებასთან -5- +18


1-04-2020, 03:13
ავტორი Hilalli
ნანახია 1 682

იმ მომენტიდან როცა წყნეთიდან წამოვედი ვიგრძენი რომ ჩემი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა. ეს ჩემი უკანასკნრლი მოგონება უნდა ყოფილიყო ამ სახლთან. მეკი არასდროს მიგრძვნია თავი ისე თავისუფლად როგორც იმ წამს კარის ზღურბლს რომ გადავაბიჯე. თითქოს მხრებიდან ცოდვის ჯაჭვი ჩამოვიგდე.
სახლის კარი დედაჩემმა გამიღო. ალმაცერად შემომხედა და დასაძინებლად წავიდა. მეორე დღესაც არაფერი უკითხავს... მე კი მთელი დღე ოთახში ვიყავი გამოკეტილი და უახლოეს 100 წელს ვგეგმავდი რომლის ელის გარეშე გატარებასაც ვაპირებდი. თუმცა რეალობა ის იყო რომ ასე ადვილად არაფერი ხდება როგორც გვინდა ხოლმე. და თუ ადამიანის ამოგლეჯვა შენი ცხოვრებიდან გინდა ჯერ ის ყველაფერი უნდა მოიშორო რაც მასთან გაახლოებს. ელის ნახატებს შევხედე რომელიც სახინებელში მქონდა გამოკრული და საოცრად მომინდა ერთმანეთის მიყოლებით ცეცხლში შემეგდო. მერე კი წამიერად დავფიქრდი, რომ ამ ბრაზის მიზეზი წამეკითხა საკუთარ გონებაში. მაგრამ იცით რა? ვერაფერი დავინახე... რეალური მიზეზი ვერ ვიპოვე რაც მაცოფებდა და ამან კიდევ უფრო გამომიყვანა წყობიდან. ყელში ბურთი გამეჩხირა. საკუთარ თავს დავუწყე საუბარი ვთხოვდი რომ შეეძულებინა ქალი რომელზეც ერთ დროს ჭკუას კარგავდა... მაგრამ ვხვდებოდი რომ მის შეძულებას ვერასდროს მოვახერხებდი და სიმწრის ცრემლები წამსკდა... იცით რამდენი წელია არ მიტირია ასე გამალებით? ჩემი თვალებს დიდიხანია აღარ ასველებდა ეს მარილიანი ხსნარი რომელიც დამპალ ემოციებს გამოხატავდა. და უეცრად გავაანალიზე რამდენად მეზიზღებოდა საკუთარი თავი. რამდენად ძლიერ მინდოდა სიკვდილი და როგორ მომბეზრდა ეს ამაზრზენი ფარსი რომელსაც არსებობა ჰქვია. დიახ ჩემს სიცოცხლეს არსებობა ერქვა. ყველა ჩვენგანის ცხოვრებას არსებობა ჰქვია, ჩვენ გამუდმებული ბრძოლა გვაქვს გადარჩენისთვის. მაგრამ მწარე სიმართლე ისაა რომ ვერავინ ახერხებს საბოლოოდ ამ არსებობით ტკბობას. რადგან არავინ იყო ჩემს გარშემო ისეთი ვიზეც შემეძლო მეთქვა "ის ცხოვრობს" მე კი ვარსებობთქო.... რა არის ცხოვრება მეგობრებო? რას ნიშნავს ეს დამპალი სიტყვა რომელიც ასე გვიბნელებს გონებას. სიტყვა რომლისკენაც ასე გამალებით მივილტვით ადამიანები. და რა განსხვავრბაა ამ ორ მარტივ სიტყვას შორის? მე უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა "არსებობა" რადგან ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხედავდი მაგრამ "ცხოვრება" რაიყო? ფული?... სასმელი?... ნარკოტიკი?... სექსი?... იქნებ სიყვარული?... არა! არა!... მე ვიცნობდი ხალხს რომლებსაც ეს ყველაფერი დოზაზე მეტი ჰქონდათ მაგრამ ისინი სხვებზე მეტად იბრძოდნენ გადარჩენისთვის. მათ სიცოცხლეს სხვებისაზე მეტად ერქვა არსებობა. ალბათ... არ ვიცი ეს რწმენა უნდა ყოფილიყო. ხვალინდელი დღის რწმენა. ჩვენ, უბრალო მოკვდავრბი ყოველ ღამით როდესაც დასაძინებლად ვწვებით ვიცით რომ ხვალ გავიღვიძებთ სამსახურში წავალთ... სკოლაში... პაემანზე... ან უბრალოდ შუადღემდე საწოლში ვიწვებით, მაგრამ როდესაც დილით იღვიძებთ ამ წამით აღფრთოვანებულხართ? გაღვიძება - ესაა ერთი წამი როდესაც ორგანიზმში არსებული ყველა უჯრედი და ორგანო ერდ დროულად იწყებს ამუშავებას და რომელიმეს ამ წამის ტკბობა განგიცდიათ? მე არა... და ვფოქრობ ეს უნდა იყოს "ცხოვრება" როცა მთელი შენი არსებით გრძნობ რომ ცოცხალი ხარ. როცა ყოველი ამოსუნთქვით ტკბები მარტო იმიტომ რომ "შენ ცხოვრობ" აი ესაა ცხოვრება მეგობრებო... იმედი რომ ხვალაც შეძლებ გაიღვიძო და დატკბე ყოველი წამით რომელსაც სამყარო გაჩუქებს. გააკეთო ყველაფერი ის რაც გულით გინდა. ზოგისთვის ეს ბანკის გაძარცვაა ზოგისთვის მთვარეზე გაფრენა... შვილების გაჩენა... ზოფისთვის კი სიყვარულის პოვნა... და თუკი ისე მოკვდები რომ შენს სიაში არაფერი დაგრჩება გასაკეთებელი შეგიძლია თამამად თქვა რომ "მე ვიცხოვრე"... და როცა ვფიქრობ ჩემს სიაზე თუ რა მინდა გავაკეთო სიკვდილამდე ვხვდები რომ არ ვარსებობ. რადგან არ მაქვს ასეთი სურვილები... და ვხვდები რამდენად შეუმდგარი ადამიანი ვარ... ადამიანი რომელიც კმაყოფილია თავისი არსებობით და არანაირი სურვილი არ აქვს იცხოვროს....
ორშაბათი, დილის 9 საათი. - გულის რევის შეგრძნებით მეღვიძება მაგრამ ეს ფსიქოლოგიური დარტყმაა როდესაც აცნობიერებ რამდენად ხარ... ან როცა პახმელიაზე ხარ მაგრამ ესეც გარკვეულწილად იგივეა. მეორეს თუ გამოვრიცხავდით რადგან გუშინ არ დამილევია მხოლოდ პირველი რჩებოდა და მივხვდი გული საკუთარ თავზე მერეოდა.
პირველი რაც გავაკეთე მობილურს დავხედე. იმ იმედით რომ მოსული შეტყობინებებიდან რომელიმე მაინც იქნებოდა ან ელისგან ან ხელფასის ჩარიცხვა. თუმცა მხოლოდ უაზრო რეკლამები შემომრჩა ხელში. ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა...
ზუსტად 10 საათზე მივედი სამსახურში, კაბინეტში შევიკეტე და უაზრო ქაღალდების თვლა დავიწყე... ელის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი მაგრამ მაინც ვაგრძელებდი მუშაობას მიუხედავად იმ უამრავი შესაძლო შეცდომისა რომელსაც აუცილებლად დავუშვებდი... დრო ვერაფრიდ გამყავდა ნერვებ მოშლილი და გაღიზიანებული ვიყავი რასაც უფულობა და შიმშილი ემატებოდა.
- იქნებ შესვენებაზე გავიდეთ... არ მოგშივდა? - მკითხა ლამაზმა ქერა გოგონამ... საათს დავხედე შუადღის 4 სრულდებოდა. კარგი შემოთავაზება იყო კუჭი საშინლად მტკიოდა. თუმცა მერე ჩემი საფულე გამახსენდა და თავი გავუქნიე.
- დიეტაზე ხარ? - ღიმილით მკითხა
- მეგი ხო? - ვკითხე
- დიახ
- ძალიან კარგი შემოთავაზებაა გმადლობ მაგრამ ჯერ არ მცალია საქმე მაქვს... ძალიან მნიშვნელოვანი...
- ხელფასი არ ჩაგერიცხათ! ვიცი ყველა ამაზე ლაპარაკობს. მოდი ასე მოვიქცეთ დღეს მე დაგპატიჟებ და შემდეგში შენზე იყოს...
- ანუ 2 სადილი შენთან? - გამეცინა
- პრობლემაა? - თბილად გამიღიმა
- არა პრობლემა არაა მაგრამ მაინც არა... სხვა დროს იყოს როცა რამე მაინც იქნება ჩემს საფულეში კარგი? უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებ.
- შემიძლია ფული მაგიდის ქვეშ შემოგიცურო ისე რომ ვერავინ დაინახოს თუ ეს გაკომპლექსებს - გამიღიმა
წამით დავფიქრდი და მივხვდი რომ პირისპირ ახალგაზრდა ლამაზი გოგონა მედგა რომელსაც ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად სადმე წასულიყო... დებილი ხომ არ ვიყავი არა ვხვდები ქალი როდის იწყებს ფლირტს და სიმართლე გითხრად ეს საოცარ მარაზმად მეჩვენებოდა... მომწონდა ელის რომ დავდევდი და მის შებმას ვცდილობდი. მომწონდა რომ მებუტებოდა და შემორიგრბაზე დღეები ენა გადმოგდებული ძაღლივით აქეთ იქით დავრბოდი. ახლა კი ჩემსწინ ქალი იდგა რომელსაც "ჩალიჩი" არ სჭირდებოდა. დიდად არ მაინტერესებდაეს ქალი მაგრამ რატომღაც მაინც დავთანხმდი... სამსახურის გვერდით პატარა კაფეში დავსხედით. იმ წამის მისულები ვიყავით ლაშამ რომ დამირეკა თუ გცალია გამოგივლი და ვჭამოთო.
- მცალია მაგრამ ხელფასი არ ჩამერიცხა.
- მაქვს ფული ბებიაჩემს პენსია ჩაერიცხა და ბარათი მაქვს... სად ხარ?
- ჩემი სამსახურის გვერდით კაფეში.
- აბა ფული არ მაქვსო.
- გრძელი ამბავია. მოხვალ?
- კი... 10 წუთში.
პუნქტუალური არასდროს იყო მაგრამ აშკარად სადმე ახლოს უნდა ყოფილიყო. რამაც ძალიან დამეჭვა. ნეტავ რა საქმე უნდა ქონოდა ლაშას ვაკეში.
- ვინმე მოდის? - მკითხა მეგიმ
- კი... ჩემი ძმაკაცია. ის გადაიხდის და უხერხულ მდგომარეობაშიც აღარ ვიქნები.
- არა ჩვენ ხომ შევთანხმდით.
- შეთანხმება ძალაშია! შემდეგში ჩემზე იყოს ახლა ის გადაიხდის.
მშვიდად ვუთხარი... მომდევნო 9 წუთის განმავლობაში კი თბილად მიღიმოდა და ცდილობდა ისეთი თემის წამოწყებას ჩემი დაინტერესება, რომ მოეხერხებინა. ლაშა საოცრად გაკვირვებული შემოვიდა კარში. აშკარად არ აღფრთოვანდა ჩემი სხვა გოგოსთან ნახვით.
- სად იყავი? - როგორც კი მაგიდას მიუჯდა ვკითხე
- რა უზრდელი ხარ? ჯერ იქნებ ეს ლამაზმანი გამაცნო - ხელი გაუწოდა და ნაზად ეამბორა ხელზე... შემდეგ კი ჩვეული ქარიზმით ჰკითხა - თქვენი სახელი?
- მეგი - ნაზად გაუღიმა გოგონამ
- მე ლაშა... ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა მეგი... მაპატიე ჩემს მეგობარს რთული პერიოდი აქვს თორემ ზოგადად ასეთი უხეში არარის...
იმ ფაქტმა რომ კითხვაზე პასუხი არ გამცა და თემის შეცვლა დაიწყო კიდევ უფრო დამაეჭვა.
- სად იყავი? - ამჯერად უფრო ეჭვიანი სახით ვკითხე თუმცა ჯერ კიდევ მშვიდად.
- როგორ ფიქრობ თამაშობს თუ ნარკოტიკს იღებს? - ირონიულად გამიღიმა და მეგისთან ფლირტი განაგრძო. გოგონა კი ისე უღიმოდა თითქოს მართლა კარგ ხუმრობას ამბობდა. - სულ ასეთი უხეში მართლა არ იყო და ცოტა ეჭვები მეც მაქვს.
- სად... იყავი? - ამჯერად უფრო გამოთქმით და ბრაზის ინტონაციით ვკითხე. რაზეც სარკაზმით გაიღიმა რადგან მიხვდა, რომ ჩემი გაღიზიანება უკვე საკმარისად მოახერხა და პასუხი მშვიდად გამცა
- წყნეთში
- რა ჯანდაბას აკეთებდი წყნეთში?
- იმას რაც შენ უნდა გაგეკეთებინა - მშვიდად გამიღიმა. ამ სიტყვების გაგონებაზე ტვინში სისხლი ჩამექცა. არ ვიცი რატომ მაგრამ წარმოვიდგინე როგორ ჟიმავდა ჩემი ძმაკაცი ჩემს შეყვარებულს. არ ვიცი რა დამემართა და ასეთი ეჭვი ტვინში რატომ ჩამეღვარა მაგრამ საოცარი ბრაზი ვიგრძენი. - ცუდად იყო და მარტო ვერ დავტოვე.
- გუშინაც წყნეთში დარჩი?
- კი... გუშინ დილით წავიდნენ ბავშვები. ელი სუსტად იყო და... - ჩვეული ნაბიჭვრული ღიმილით გამომხედა - მოიცა რა დაგემართა? პირველად დავრჩი წყნეთში?
- ჩემს გარეშე კი...
- ეჭვიანობ? - გაიცინა - და რა მერე? თაზუნა სულ იქ არარის? დემე არ დარჩენლია? თუ მე არ მენდობი?
წარმოდგენა არ მქონდა ამაზე რა უნდა მეპასუხა... მეგიმ გადამარჩინა რადგან თავი ზედმეტად იგრძნო და "მე წავალო" ჩააკვეტა ჩვენს საუბარში. ისე ალერსიანად დაემშვიდობა ლაშა ლამის გული ამერია. მე კი ისევ ჩუმად ვიჯექი... საჭმელი შეუკვეთა და ჩემსკენ ნაზად გადმოიხარა.
- მამაჩემის დაბადების დღეა და გელოდები საღამოს. მარა ელიც იქნება რო იცოდე.
- ანუ მე არ მოვიდე? - გამეცინა
- არა შე სირო პირიქით! უნდა მოხვიდე და ბოდიში მოუხადო!...
- მე თითონ მივხედავ ჩემ საქმეს!
- კი ბატონო... - ამოიხვნეშა და მშვიდად განაგრძო - გივის დაურეკა და მიულოცა იმანაც დაპატიჟა აბა რას იზავდა ხო იცი როგორ ევასება ელისთან ერთად დალევა.
- მაპატიე ზედმეტი მომივიდა.
- დაიკიდე... ველოდებოდი გუშინ რო ამოხვიდოდი... - მიხვდა ზედმეტი წამოცდა და უცებ ხუმრობით შემიცვალა თემა - იქ როგორ ჩერდებით ამდენიხანი? ინტერნეტიც არაა. ააა... მივხვდი როგორც...
- თქვენ რას აკეთებდით?
- რავი ვიჭორავეთ.
- ტუჩსაცხზე თუ ფეხსაცმელზე? - ირონიულად გავუღიმე
- ქალებზე, ჩხუბებზე, სასმელზე, მოსაწევზე... მერე მოდი წიგნი წავიკითხოთო და მივხვდი რო გოგოს ველაპარაკეოდი. - გაეცინა
- წიგნი? შენ? - გადავიხარხარე
- შენ წარმოიდგინე და წამაკითხა. მაგრად დამევასა სასიამოვნო ყოფილა. თითონ დაიწყო კითხვა დამაინტერესა "მუღამში" შევედი და მერე მითხრა თვალები ამეწვა ცოტახანს შენ გააგრძელეო. - საოცარი აღფრთოვანებით საუბრობდა რამაც უფრო გამაღიზიანა თუმცა ვცადე არ შემემჩნია - და "ცხოვრლების ფერმა" წავიკითხეთ. მაგარი ყოფილა კიდე წავიკითხავ რამეს.
- ცოტა ადრე რომ დარჩენილიყავი მარტო მასთან ერთად შეიძლებოდა უნივერსიტეტშიც ჩაგებარებინა.
- კი... - ვითომ ხუმრობით დამთანხმდა თუმცა შეეტყო აშკარა სინანული. რაც ამ თემაზე საუბრისას მისგან არასდროს მიგრძვნია.
შესვენება მალევე დამიმთავრდა და სამსახურში დავბრუნდი. ლაშა კაფეში დავტოვე საღამოს კი მასთან ავედი. ვიცოდი იქ ყოფნა საკმაო დისკომფორტს შემიქმნიდა მაგრამ მაინც ძალიან მინოდა. ალბათ იმის გასარკვევად რამდენად მძიმეთ იყო სიტუაცია...
გივის მართლა ძალიან უყვარდა ელი. უფროს ადამიანებთან ურთიერთობა გამოსდიოდა. მითუმეტეს მამაკაცებთან. მამაჩემსაც მოსწონდა. ალბათ ამით იმ სიცარიელეს ივსებდა რაც უმამოდ გაზრდამ დაუტოვა. ეს მამაკაცებიც თანაგრძნობისა თუ უბრალოდ ელის ლაღი ხასიათის გამო ისე ექცეოდნენ როგორც საკუთარ ქალიშვილს.... თაზუნაც იქ დამხვდა, ჩვენ და გივის რამდენიმე ძმაკაცი. ელი ამ ხალხში თავს ისე კომფორტულად გრძნობდა. ხალხში სადაც თავისუფლად შეეძლო ელაპარაკა ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე... ადამიანები რომლებიც მის ინტელექტს უღრმავდებოდნენ. ბევრი საინტერესო რამ შეიძლებოდა გაგეგო გივის სახლში სუფრაზე მოხვედრით. იქ ყოველთვის განათლებული ადამიანები იკრიბებოდნენ და მათი მოსმენა ერთი სიამოვნება იყო... თუმცა ამავდროულად ერთადერთი ადგილი სად ყოფნაც საშინელ დისკომფორტს უქმნიდა ლაშას... და ეს აშკარად იგრძნობოდა.
საუბარი ლიტერატურაზე ჩამოვარდა ელის კი შანსი მიეცა ლაშა ამ საუბრაში ჩაერთო და ჯორჯ ორეული ახსენა
- ნამდვილად კარგი მწერალია - უთხრა გივიმ
- საოცარი... "1984" წაკითხული მქონდა მისი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი მაგრამ გუშინ ლაშამ წამიკითხა "ცხოველების ფერმა" და სიმართლე გითხრა ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესია. ძალიან მომეწონა.
- ჩემმა შვილმა წიგნი წაიკითხა? - გივის გაეცინა - შეუძლებელია მთელი ცხოვრება ვეხვეწებოდი რომ რამე წაეკითხა... ეგ როგორ შეძელი.
- ცუდად ვიყავი და ყურადღება გადამატანინა... ძალიან სასიამოვნოდ კითხულობს.
- ძალიან მიხარია... - ლაშას შეუბრუნდა გივი - შენ მოგეწონა?
- კი კარგი იყო - მშვიდად უთხრა ლაშამ
- მხოლოდ კარგი? მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?
- მომეწონა... ცხოველები ზუსტად გამოიყენა, რომ ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტი დაეხატა. რამდენად დებილები ვართ და ერთი მართველობიდან მეორეში ისე გადავდივართ რომ თავისუფლება გვგონია. რეალირად კი უარეს წნეხში ვხვდებით... რომ მასა რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვეძახით ღორებისა და ცხვრებისგან შედგება... მოკლედ კარგი იყო რა...
მიუხედავად არასაკმარისი სიტყვის მარაგისა და ასეთი ზედაპირული და უცნაური აღწერილობისა ამ ლეგენდარული წიგნის. ლაშას სიტყვები მაინც ძალიან ემოციურად ჟღერდა და ყველა გულისყურით უსმენდა. გივის თვალებზე ცრემლები მოაწვა და პირველად დავინახე რომ საკუთარი შვილით იამაყა. შეიძლება ბევრი არაფერი იყო ეს მაგრამ არასდროს ამოუღია ხმა მის შვილს ასეთ სუფრაზე და ამან გივიზე ძალიან იმოქმედა. ელი კი სიამაყით აღსავსე თვალებით უყურებდა და ბედნიერების ღიმილი ქონდა სახეზე გადაფენილი. ლაშას თვალები აუცრემლიანდა ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გავიდა. გივიმ მადლიერი თვალებით შეხედა ელის და გადაეხვია.
- იცი ძალიან კარგი ბიჭი გყავს - მშვიდად უთხრა ელიმ - მაგრამ ძალიან მკაცრი ხარ მის მიმართ.
- მართალი ხარ - გაუღიმა - მადლობა...
- შეგიძლია სწორი მიმართულება მისცე და აუცილებლად დაადგება კარგ გზას. შეიძლება ამას არ იმჩნევს მაგრამ ძალიან ნანობს იმედები, რომ გაგიცრუა და დამიჯერე დროის უკან დაბრუნება, რომ შეეძლოს ყველაფერს გააკეთებდა რომ მისით გეამაყა. ეს ძალიან ჭირდება და უბრალოდ სტიმული მიეცი გვერდში დგომა და პატივისცემა დაანახე. აი ნახავ რამდენს გააკეთებს შენ სიყვარულს რომ დაინახავს. ის მართლა ძალიან კარგია და სჭირდები...
- კი... - ღრმად ჩაისუნთქა. ამხელა კაცი ბავშვივით აატირა. სწრაფად მოიწმინა ცრემლები. და ლაშაც მალევე ჩვეული სიხალისით დაგვიბრუნდა.
ხალხი მალევე დაიშალა ინტელიქენტუ ადამიანებს გვიანობამდე სმა ნამდვილად არ შეეძლოთ. მხოლოდ ჩვენ დავრჩით. ლაშას მეგობრები და ბატონი გივი. ჩვენ კი როგორც ყოველთვის სმას გვიანობამდე ვაპირებდით... თუმცა ამ ხალისში ძალიან უცნაური ფრაზა მომესმა.
- მეტი აღარ დალიო რა - თბილად უთხრა ელის ლაშამ - მგონი მაგიტომ იყავი ცუდად.
- ეე.. რა წესია? - ახმაურდა ელი
- გთხოვ... - უფრო მკაცრად მაგრამ მაინც დიდი სითბოთი და მზრუნველობით გაუმეორა ლაშამ.
- კარგი... - თბილად გაუღიმა და ღვინის ჭიქა მაგიდაზე ნაზად დადო.
- რაა? - ხმამაღლა გაღიზიანებულმა წამოვიძახე - 7 წელია გელაპარაკები ამდენს ნუ სვამ თქო და ერთხელაც არ დაგიჯერებია. ლაშამ რომ გითხრა ჭიქა ეგრევე დადე... აქ რახდება?
- თორნიკე! - გაურკვევლობაში ჩავარდნილმა გივიმ წყნარად სცადა ჩემი დამშვიდება.
- რა უნდა ხდებოდეს? - მძაფრი ინტონაციით მკითხა ლაშამ
- მე გეკითხები მაგას! აქ რა ჯანდაბა ხდება?
- შენ შიგ ხოარგაქ ბიჭო? - ფეხზე წამოდგა და აყვირდა - რაზე გაიფიქრე ეხლა?
- ლაშა! - დაიღრიალა გივიმ
- რა გგონია რო იმ ქალს დავუწყებ "ჩალიჩს" ოდესმე რო თუნდაც შეგიხედია მისთვის? - ყვირილი გააგრძელა
- და რა უნდა ვიფიქრო? ვიჩხუბეთ და მიდიხარ რო ეცეკვო თბილად ელაპარაკები. უვლი როცა ჩემზე გაბრაზებულია. მასთან რჩები და წიგნებს კითხულობთ. ეუბნები არ დალიო და ისიც არ სვავს... გეკითხები რა უნდა ვიფიქრო? იცი ეს როგორ ჩანს? რო მომენტს არ "მაზავ"...
- თორნიკე მივდივარ გამაცილე! - საუბარი გამაწყვეტინა ელიმ
- არ გაბედო და არ თქვა რომ მის მიმართ არაფერი გიგრძვნია არასდროს.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს მე რა მიგვრძნია? - სახეზე შეეტყო ჩემმა სიტყვებმა რამდენად გაანადგურა. შეიძლება ამას გამიზნულად არ აკეთებდა მაგრამ კარგათ გაიაზრა რომ ჩვენი ჩხუბის დროს მისი ამხელა ყურადღება ელისადმი ცუდად ჩანდა. და აშკარად გაანაწყენა ამან - იმ წამიდან როცა მითხარი მომეწონაო ტაბუ დაედო ამ გოგოს ჩემთვის... იცი რატომ? იმიტორო შენ ჩემი ძმაკაცი ხარ. და ძმაკაცობა ნდობაცაა იცი? და მართლა ეგეთი გგონივარ რომ იმ ქალს დავუწყებ "ჩალიჩს" რომელიც გიყვარს?
- ლაშა გეყოფა მეთქი! - ამჯერად უფრო მშვიდად უთხრა გივიმ
- თორნიკე გამაცილე! - მეკი მეტად მკაცრად გამიმეორა ელიმ.
- გააცილებ თუ ეგეც მე გავაკეთო შენ მაგივრად? - მკითხა ლაშამ.
ბრაზი ყელში მომაწვა. თუმცა უნდა გავჩერებულიყავი. გივის ბოდიში მოვუხადე არეულობისთვის ქურთუკი სწრაფად ავიღე და სადარბაზოს კიბეებზე დავუწყე ელის ლოდინი. მალევე გამოვიდა და კიბეებზე უთქმელად დაეშვა. ჩემთან საუბარი კიარა უბრალოდ იქიდან გამოყვანა უნდოდა ჩემი ,მაგრამ მე იმდენად ვიყავი გაღიზიანებული სიმწრისგან სადაცაა თვალები გადმომიცვივდებოდა.
- რამე ხდება? - ისევ ეს იდიოტური კითხვა დავსვი. ელიმ კი ისეთი სიბრაზით გამომხედა. აშკარად თავი ძლივს შეიკავა რომ არ დაერტყა.
- შენ მე ვინ გგონივარ? საძმაკაცოს ნაშა თუ... - ზიზღით მკითხა
- გეყოფა! ეგ არ მიგულოსხმია
- ხო? მე ეგრე გავიგე.
- ის მაინტერესებს რამე გრძნობა ხომ არ გაგიჩნდა მის მიმართ. არაფერი რო არ მოხდებოდა ვიცი და სათანადო პატივს გცემ, რომ ეგ არ ვიფიქრო.
- სათანადო პატივს რომ მცემდე საერთოდ არ დაიწყებოდა ეს საუბარი. და რას ნიშნავდა არ თქვა რომ მის მიმართ არაფერს გრძნობდიო? ეს რატომ უთხარი? რამეს გრძნობდა, ეს იცოდი და მაინც დამიწყე შებმა?
- არა მაშინ არ ვიცოდი... ახლა მივხვდი მაგას და მართალი ვარ ხომ ხედავ.
- ყოჩაღ! მაგარი ძმაკაცი ხარ! შვიდი წელი დაგჭირდა იმის მისახვედრად რო შენი ძმაკაცი რაღაცას გრძნობს გოგოს მიმართ? 7 წელი თორნიკე? და მერე ლაშა მიაჩნია ხალხს სოციოპათად? მარაზმია ეს. ამას ბოდავდი გუშინ? რაიყო თქმა დაასწარი იმის რომ მოგეწონე? და ამას ნანობ არა? განა იმიტომ რომ ძმაკაცზე გული შეგტკივა და მასზე ნერვიულობ. იმიტომ ნანობ რომ მოგბეზრდი და ახლა ფიქრობ რა მარტივად იქნებოდა ყველაფერი ლაშასთვის რომ დამეთმო თავის დროზეო. ისინიც კარგათ იქნებოდნენ და ლაშასგან განსხვავებით მე მალევე გადავიწონებდიო არა? ახხ... - ჩაიკეცა და ხელი მუცელზე დაიჭირა. ამჯერად მივხვდი რაღაც სერიოზული უნდა ყოფილიყო. ასეთი ფარსის დადგმა უკევ მისთვისაც ზედმეტი იყო. ისედაც ვნანობდი ჩემს საქციელს სპექტაკლი აღარ ჭირდებოდა.
- ისევ გტკივა? - მასთან მივედი და წამოდგომაში დავეხმარე.
- ტაქსი გამიჩერე! - ხმამაღლა მითხრა და ტკივილისგან ხმა გაებზარა.
- მანქანით ვარ - ხელში ავიყვანე და მანქანისკენ დავიძარი.
- ნასვამი ხარ.
- და რა? პირველად მიჯდები მთვრალს მანქანაში?
არაფერი უთქვამს. მუცელზე ძლიერად იჭერდა ხელს მეკი ნაზად ჩვსვი მანქანაში და ღვედი გავუკეთე.
- ძალიან გტკივა? - შეშინებულმა ვკითხე.- სააავადმყოფოში წაგიყვან!
- ხელფასი ჩაგერიცხა?
- ვაიმე არა... მოიცა დავრეკავ ვინმესთან ვიშოვი.
- სად დარეკავ დილის სამი საათია. კარგად ვარ უბრალოდ სახლში მიმიყვანე არ მინდა საავადმყოფოში.
- რამე ცუდი არ იყოს.
- არაფერი ცუდი არაა კარგათ ვარ. თიკასთან არა! წყნეთში წამიყვანე.
- ცუდად ხარ იქნებ თიკასთან ჯობდეს რამე არ მოგივიდეს.
- კარგად ვარ! სახლში წამიყვანე! - მკაცრად მითხრა. მაგრამ შეეტყო მართლა ძალიან სტკიოდა რაღაც. მასთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა ამიტომ წყნეთიკენ ავიღე გეზი.
ხელში აყვანილი შევიყვანე სახლში და ფრთხილად დავაწვინე საწოლზე.
- გმადლობ! ეხლა შეგიძლია წახვიდე - მშვიდად მითხრა
- არა... მარტო ვერ დაგტოვებ ცუდად ხარ.
- საჭირო არარის.
- არა! თუ გინდა სხვა ოთახში დავიძინებ მაგრამ არ წავალ!
- კაი პიჟამა მომაწოდე თუ შეიძლება.
- დაგეხმარები გამოცვლაში - მშვიდად მივაწოდე თეთრეული და ტანსაცმელი ფრთხილად გავხადე. ბიუსჰალტერსა და შარვალს რომ ვხდიდი ვნებამ სუნთქვა შემიკრა მაგრამ მალევე გავაცნობიერე რამდენად დიდი ნაბიჭვრობა იქნებოდა მასთან სექსის მცდელობა. ამიტომ ეს აზრი თავიდან მალევე ამოვიგდე და მომდევნო რამოდენიმე წუთი მშვიდად ვუყურებდი სანამ არ ჩაეძინებოდა. როგორც კი თვალი მოხუჭა გვერდით მივუწექი და საოცრად დაღლილს წამიერად ჩამეძინა.






P.s რას ფიქრობთ ?



№1 სტუმარი siu

აუ ძალიან მინდა რო ლაშასთან დარჩეს ელი ძაან საყვაარელია ოროვე და უხდებიან ერთმანეთს

 


№2  offline წევრი ნილა

მომწონს.

თორნიკეს მიმართ ნეგატიური განცდები საერთოდ არ მაქვს. ვხვდები, რომ დაბნეულია და ისიც ვიცი, რომ ნებისმიერი ეჭვის არსებობა ძალიან ძლიერ გავლენას ახდებს ადამიანზე.
შეიძლება ზედმეტი მოუვიდა , თავი რომ ვერ შეიკავა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა ,მაგრამ მაინც არ ვამტყუვნებ : )

ელი არ მომწონს. საერთოდ.

ძალიან საინტერესოა. ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი Hilalli

siu
აუ ძალიან მინდა რო ლაშასთან დარჩეს ელი ძაან საყვაარელია ოროვე და უხდებიან ერთმანეთს

მეც ძალიან მომწონს ლაშა და მიხარია რომ მეთანხმები ❤️

ნილა
მომწონს.

თორნიკეს მიმართ ნეგატიური განცდები საერთოდ არ მაქვს. ვხვდები, რომ დაბნეულია და ისიც ვიცი, რომ ნებისმიერი ეჭვის არსებობა ძალიან ძლიერ გავლენას ახდებს ადამიანზე.
შეიძლება ზედმეტი მოუვიდა , თავი რომ ვერ შეიკავა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა ,მაგრამ მაინც არ ვამტყუვნებ : )

ელი არ მომწონს. საერთოდ.

ძალიან საინტერესოა. ველი შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებისთვის ❤️ და პერსონაჟებზე საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვისაც ეს მეხმარება გავიგო რამდენად ზუსტად გადმოვცემ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent