ერთხელ უკვე
მზის პირველი სხივები ეფინებოდა არემარეს, სინათლე იჭრებოდა სიბნელეში, სიბნელეშ, რომელიც ირგვლივ გაბატონებულიყო. გრილი სიო ქროდა და ელამუნებოდა ფოთლებს. ღამე ასეთი ჩუმი ისტორიას არ ახსოვდა. ჩიტებსაც კი შეეწყვიტათ გალობა, რათა ყური მიეცათ სიჩუმისათვის, რომელსაც ირგვლივ დაესადგურა და მას, ალბათ მაშინ ყველაზე სასიამოვნო ხმა ჰქონდა გოგონასთვის, რომელსაც მთელი ღამე გაეთია, წიგნის კითხვაშ დროის შეგრძნება დაეკარგა. მხოლოდ მისი სხეული იყო იქ, სულიერად ის იყო სხვა სამყაროში, სხვა ადამიანებთან და განსხვავებულ სიტუაციაში, რომელიც ალბათ რეალურ სიტუაციაში მას არასდროს გადახდებოდა თავს. კითხულობდა თუმცა ვერცერთ სიტყვას ვერ ამჩნევდა, რომელიც ფურცელზე დიდი სიყვარულით და მოფრთხილებით დაეწერათ. თვალწინ მხოლოდ წიგნშ აღწერილი ეპიზოდები უტრიალებდა. წიგნის სუნით გაბრუებულს ისიც კი დავწყებოდა სინამდვილეში სად იყო, ან ვინ იყო. ვირტუალურ რეალობაში გადაენაცვლა. თავი მასაც იმ სამყაროს ნაწილი ეგონა, რომელიც წიგნში ასახულიყო, თავს წიგნის პერსონაჟთან აიგივებდა, განიცდიდა ყველა იმ გრძნობას მთელი არსებით. მის სახეზე უამრავი ემოცია იყო გამოსახული, ერთი მეორეს ცვლიდა, გაბრაზება გაოცებას და ვინ იცის კიდევ რამდენი სხვა. დიდრონ შავ თვალებს წიგნის გვერდებზე იქით-აქეთ აცეცებდა, გაოცებისაგან სავსე, ვარდისფერი ტუჩები ერთმანეთს დაშორებოდნენ. ხელის გაუაზრებელი მოძრაობის შედეგად იცვლებოდა გვერდები, ერთს მეორე მოყვებოდა, მეორეს კი მესამე, ილეოდა წიგნის გვერდები, გოგოს ემოციები კი უფრო და უფრო ღვივდებოდა, ინტერესი ემატებოდა, თვალები, რომელიც რამდენიმე წამის წინ სიხარულისაგან ანათებდნენ ახლა უკვე სითხით დაფარულიყო, სითხით რომელიც თავისით მიიკვალავდა გზას და ასველებდა მის ლამაზ სახის ნაკვთებს, აცნობიერებდა, რომ ბოლოჯერ უნდა წარმოედგინდა მისი საყვარელი ქუჩა, დიდი ყურადღებით აკვირდებოდა და დეტალურად შეისწავლიდა ყველაფერს, რადგან უნდოდა ყოველი დეტალი აღებეჭდა მახსოვრობაში, ბოლოჯერ შეეგრძნო იქაური სურნელი. უკანასკნელ ფურცელს შეეხო გოგოს ზელი, წინ ელოდა სიტყვები, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დიდი სიხარულის ან მწუხარების გამომწვევი. ეტყოოდა, მას სახეზე ეტყოოდა, რომ ეშინოდა შესაძლო გაგრძელების, აშინებდა მომავალი, რომელშიც შეიძლებოდა მის საყვარელ გმირს არ ეარსება. ისედაც დიდრონი თვალები კიდევ უფრო გაეფართოვებინა, დაატარებდა მათ წიგნის ფურცელზე, რომელუც ნელ-ნელა ილეოდა და მწუხარება ემატეოდა მკითხველს. დახურა წიგნი, არაფრისმთქმელი სახით იყურებოდა, უკან გადაეშვა, ისე თითქოს იქ არა თუ მისი საწოლი, არამედ უკიდეგანო სივრცე ყოფილიყო და ისიც მზად იყო შეებიჯეინა ამ სივრცეში უშიშრად, თავს არაფერზე ფიქრის უფლებას არ აძლევდა, ისევ ცრემლებმა დანამეს მისი სახე, ცრემლებმა, რომელმაც უნებართვოდ გაიკვლია გზა ... ... დროს როგორც ყველასთვის ასევე მისთვისაც დაესვა დაღი, მასაც დაამჩნია გასული წლების რაოდენობა, უცვლელი მხოლოდ ერთი რამ ფქონდა, თვალები, თვალეი რომლებიც კვლავ არ წყვეტდნენ კაშკაშს, მხოლოდ ერთი განსხვავებით, მისი დიდრონი, კაშკაშა, შავი თალები გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდნენ, მას არ ახსოვდა წარსული, ის ცხოვრობდა დღევანდელოით. გვერდით ეჯდა ბიჭი, რომელსაც ის ვერ ცნობდა, თუმცა ეს ბიჭი ამ მოხუცი, ჭაღარა თვალებმბრწყინავი ქალის შვილი იუო. ხელში წიგნი ეჭირა და ხმამაღლა დედისთვის კითხულობდა მის საყვარელ ნაწარმოებს. ქალს გული აუჩქარდა, მის თვალწინ გაცოცხლდა რამდენიმე ეპიზოდი შვილის მიერ წაკითხული წიგნიდან, განსხვავებული გრძნობა დაეუფლა, ასეთი რამ ჯერ არასდროს განეცადა. წამიერად მოეჩვენა, რომ ერთხელ უკვე განეცადა მსგავსი რამ, ეს ყოველივე მისთვის იმდენად ახლო იყო. წიგნის გვერდეიც იწურეოდა, ქალის თვალებიდან ცრემლებმა ისევ დაუკითხავად იწყეს დენა და უგზოუკვლოდ დაიარებოდნენ. თვალები დახუჭა, გაახსენდა თუ როგორ ეფინებოდა მზის სხივები არემარეს, თუ როგორ იყო სიბნელე და სიჩუმე გაატონებული ირგვლივ, იგრძნო ის ჩუმი სიო, რომელიც იმ ღამეს ქროდა, ეალმუნებოდა ფოთლებს და აგრილებდა მის მწუხარებით გახურებულ გულს. თითქოს თავიდან დაიადა, თითქოს პირველად იგრძნო ყველაფერი, ყველაფერი გაცოცხლდა მის თვალწინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.