შემოდგომის პეპელა ???? (თავი 1)
,,მთის სიჩუმეში,როცა ირგვლივ ჩქამიც არ ისმის,ცას შემოდგომის,ცარიელს და დუმილში ჩაფლულს,ყვავი ყრანტალით გადაიფრენს და გადასერავს"-იაკი კაბე. თეთრ კაბაში, შემოდგომის ტყეში ჩაფლული ნი იდგა და განივ ზოლებს გასცქეროდა,თავის ცხოვრებას აგონებდნენ..ხმელი ფოთლები.. დაზაფრულს.. მომაკვდავს...და მაინც ღვთიურად ლამაზს. ოდესმე გიფიქრიათ?ნეტავ რას იძახიან.. ყველა შეცდომა გამოსწორებადია სიკვდილის გარდაო?ხანდახან არც სიკვდილია შეცდომა!და ან კიდევ განა მარტო სიკვდილი?!ზოგჯერ ადამიანიც გამოუსწორებელი შეცდომაა,დიახ თავად ადამიანი,რომელიც საკუთარ თავში ერთ მშვენიერ დღეს ხორცს აღმოაჩენს.ო სხვათა კალთას შეხოცილო ჩვენო ცრემლებო... თქვა ერთმა ბედნიერმა კაცმა.იქნებ ცხოვრებას შევახოცეთ ჩვენი ღვარცოფი! იქნებ...იქნებ...იქნებ... °°°°°°° 2027 წლის სექტემბერი. -გიორგი ყველაფერი რიგზეა? -კი ყველაფერი მზადაა,ნუ გეშინია ნი,ყველაფერი იდეალურად იქნება,ყველა ეზიარება შენს შემოქმედებას! -იმედი მაქვს,დიდი იმედი! -ვიწყებთ!ერთი...ორი...სამი! •••••••••• შემოდგომის გრილი დღეები დაიწყო.აი იმ შემოდგომის,რომელიც სპეტაკი სიმშვიდითა და ბობოქრობითაა გამორჩეული ერთდროულად.ამის მიუხედავად ქუთაისში მზე,კვლავ იღიმოდა.. ვერ გეტყვით,რომ ის ლამაზი სანახაობა,რომელსაც მე ფოთლების ვალსს ვუწოდებ ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო...აი როგორ გითხრათ,თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი,მე ის,შევიგრძენი...თუ როგორ ებრძოდა ზაფხული შემოდგომას.მიწურული იყო უკვე და არაფერი გამოსდიოდა,სწორედ ამიტომ!შემოდგომა მყარად სჭექდა,რომ ახლა,მისი ხანა იყო!და აი სწორედ ასე დაიწყო კოკისპირული წვიმა,რომელიც არ გაჩერებულა მთელი ღამე..დამღლელი გზა იყო,ქუთაისიდან ბათუმამდე,თუმცა მონატრებული ხალხი და მიწა-წყალი თავისას შვებოდა..ძმის მკერდზე მიყრდნობილი ხარბად ისუნთქავდა მონატრებული მამის სურნელს და დიდი ნეტარებით აყოლებდა თვალს მანქანის მინაზე ჩამოსრიალებულ თითოეულ წვიმის წვეთს..ეს გავდა,ძღვენს...სწორედ ამ დროს ხვდები თუ რა გაგაჩნია რეალურად.ოჯახი უბრალოდ ხე არ არის და არც ფესვები,ოჯახი რწმენაა,რწმენა რომელსაც თავსხმა წვიმისას თავს შეაფარებ და როცა გამოიდარებს მასთან ერთად ეზიარები მზის სხივებს. გამთენიისას ჩავიდნენ ბათუმში.ყველა ელოდებოდათ,გადაეხვივნენ,სითბო და ღიმილი გადასდეს ერთმანეთს მთქნარებასავით. კიბეები აიარა და დერეფნის ბოლოს ოთახში შევიდა.თვალი მოავლო იქაურობას და ღრმად,უშფოთველად გადაეშვა ქვე'ცნობიერის სამყაროში. °°°°°° სალამი მზეო,მე ანი მქვია,ახვლედიანი. მეტსახელად უცნობ ნაცნობსაც მეძახიან,მასეა,ბევრს გაიგებ ჩემს შესახებ..თუმცა ადამიანი მაინც შეუცნობელი ფენომენია..მითუმეტეს თუკი პეპელასავით ხანმოკლეა მისი ცხოვრება,მაგრამ ლამაზი!დაიმახსოვრე მზეო!ყველაფერში შეიძლება რაღაც ლამაზი დაინახო!თუკი ვერ ხედავ შექმენი მაშინ!შემოქმედი ხარ ადამიანო!აი რა გიხელმწიფა უფალმა,შექმენი ის რაც ჭეშმარიტად გეამება გულზე,დიდი ბებია მეუბნებოდა ასე,ხო..კარგი ქალი იყო. დღეს 17 სექტემბერია 2019 წლის და მე მეთორმეტე კლასში ვარ,ახლა სკოლაში უნდა წავიდე და ნეტავ იცოდეთ როგორ მიცემს გული..ბევრს ვნახავ,მთელს ჩემს სამყაროს...თერის, მარიამს,თომას...ნანკას და კიდევ ბევრს.გაუძელი გულო! შენს იმედზე ვარ! -ანი,დედა დაგაგვიანდება -გავიგე ლია,მოვალ მალე. -მე დედას ვგავარ,მასსავით წაბლისფერი,ხვეული თმები მაქვს,ღია ფერის კანი და თვალებს რაც შეეხება დედაჩემისგან განსხვავებით ღია თაფლისფერები მაქვს,დედას მწვანე აქვს..ჭაობისფერი. ტანსაცმელს ვირგებ და კულონს ვუყურებ. -გაფრინდი,პეპელავ,გაფრინდი და სამყარო ნახე. 8:47 წუთი კლასში შევდივარ,ფეხები მიკანკალებს..ვხედავ, მარიამს სახე უღიმის და კლასელებს ესაუბრება,ნანკა, ქეთასთან ერთად ზის და ტელეფონში რაღაცას უყურებს გულმოდგინედ..ის კი..ის ფანჯარასთან დგას...კისერი უკან აქვს გადაწეული და სახეზე მზის სხივები დათარეშობენ.თუკი სიტყვა მონატრებაში მთელი ჩემი სამყარო ჩაეტევა დაე მონატრება დავარქვათ ამას,შიგნიდან წამოსულ ცრემლებს უმოწყალოდ ვყლაპავ და -ჰეი -ანი? სიტუაცია უეცრად იცვლება.მარიამი საუბარს წყვეტს და დამბლა დაცემული თვალებით შემომცქერის,ნანკა და ქეთა ტელეფონს სწყდებიან და გაცისკროვნებულები ჩემსკენ იწევენ,თომა კი..სწორდება და გამჭოლად მიმზერს.ვერ ვკითხულობ...ვიცი რომ გაეხარდა,მწამს. -ახვლედიანის ასულო რას გაძეგლებულხარ მანდ!(ქეთა) -როგორ ხართ?მომენატრეთ(ანი) -ჩვენც ძალიან ანი(ნანკა) -აბაა?იგრძნობა ვითომ მოსალოდნელი თავგადასავლის სასიამოვნო ციებცხელება?მმ რაღაც სიყვარულის არომატი მცემს..ვისკენაა მიმართული?(ანი) -რაიყო შენ?დილიდან მოწოდების სიმაღლეზე ხარ,როგორც შეგატყვე(ქეთა) -მასეა გეთაყვა(ანი) -აუუ ძალიან დამაკლდი მთელი ეს თვეები,ისე როგორც ყოველთვის,შენს გარეშე ბათუმს ხიბლი ეკარგება(ნანკა) -კარგი ახლა ნუ გადააჭარბებ(ანი) -არაფერსაც არ ვაჭარბებ(ნანკა) -ყველაფერი კარგი მაგრამ ამ სკოლის სასადილოს უსაშინლესი ყავა მომენატრა წარმოგიდგენიათ?ყველაზე ცუდად ამზადებენ,მაგრამ მაინც იმდენად შემიყვარდა ეს 'უგემური' ელფერი.სკოლის მოგონებების სურნელი დაჰკრავს.. -წლები გადის,შენ კი არ იცვლები ახვლედიანო..(ნანკა) -შესაძლებელია... მსუბუქი მაგრამ მეტად აზრებით აბლანდულ-დაბლანდული გამომეტყველებით ამოვიხვნეშე და მზერა თომას მერხისკენ გამეპარა.. -აბა?წავედით რას ველოდებით!წინ!დღეს რაც არ უნდა გემრიელობა ვჭამოთ ეს გემო მაინც სულ ჩაგვაშხამებს!(ქეთა) სამივეს გაგვეღიმა და მოხდენილი ნაბიჯებით გავეშურეთ ყავის რიგში ჩასადგომად,რომელიც რეალურად მხოლოდ ერთი-ორი მასწავლებლისგან შედგება,რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ რამდენიმე საათიც კი ყავის გარეშე.თორემ მეტად სახამუშო გემო აქვს აქ დამზადებულ ყავას,სპეციფიური. -ვაა ნანაა (ანი) -ანაბეელლ მომენატრე გოგო -ნანა კაიი რაა -ნუ იბუსხები ხომ იცი სიყვარულით გეძახი -უფფ -რა გაჩხუბებთ კაცო,როგორ ხარ ნანა?(ნანკა) -როგორ იქნება ნანკა?ვერ ხედავ?ისეთ ფორმაშია ჯოლი მიმიქარავს!(ანი) -ნუ მეღლაბუცები ერთი შენი ჭირიმე!(ნანა) -რაზეა საუბარი,დაე სიტყვა აღარ დასცდეთ უდიერად ჩემს ტუჩებს თუ ვტყუოდე! -კარგი კარგი ნუ გაუტიე შენებურად!არც შემაფერებინო რაიყო.. -ნანა კალათბურთს როდის ვიწყებთ?(ნანკა) -ახლა ხომ იცით რა ამბავიცაა,თან დარბაზის შეღებვა ვერ მოასწრეს და ცოტა ხანში დაამთავრებენ,სიტუაციაც რომ ჩაწყნარდება ეგრევე დავიწყებთ ვარჯიშებს!წელს განსაკუთრებით მინდა მოგამზადოთ იანვრის ბოლოს თამაშს ვგეგმავთ. -ოჰოოო,მშვენიალურიაა,ესეიგი ამბიციებით უნდა ვიმოძრაო არა?უხხ!მომწონს დასაწყისი!(ანი) -ნახე რა დღეშია,რამის გამკეთებელია ვითომ?(ნანკა) -რავიცი აბა?მარტო ლაპარაკით რას გააწყობ..(ნანა) -რას მასხარაობთ?(ანი) -ესეც თქვენი ყავა -მადლობა ქეთ^^აბა?წავედით? -კარგი მაგრამ გზად ლევანს შევუაროთ,ვნახავ..(ანი) -მჰმმ...(ნანკა) - ლეოს გაუმარჯოს!რას შვები, როგორ ხარ? -ვაა ანიიი?ჩამოხვედი შენ?რავიცი აბა შენ როგორ გიკითხო -მეც არამიშავს!შენ კიდე რაც უფრო იზრდები ეს შენი დაუოკებელი ქარიზმა უფრო და უფრო სცდება საზღვრებს -ნუ რას ვიზამთ,ასეთები ვიბადებით! -გამეღიმა -საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა ნეტავ საიდან გაგაჩნია,სხვა დანარჩენთან ერთად ნარცისიზმიც სცდება საზღვრებს..(ნანკა) -რაიყოო შენნ,არ მინახიხარ დღეს,ანი რო არ მოსულიყო არ უნდა გენახე?(ლევანი) -და მე რატომ უნდა გამჩენოდა სურვილი,როცა შენ პირადად არ ცდილობ სურვილი გაგიჩნდეს -იმიტომ რომ.... დავდექი და ვუყურებდი ამ სანახაობას...ისინი მეგობრები იყვნენ,მაგრამ მხოლოდ ფორმალურად,ყველა კარგად ხვდებოდა რომ მათ შორის არასდროს ყოფილა ხიბლი რომელიც მეგობრობას ეკუთვნის.მაგრამ ვაი რომ სიყვარულის თანმდევი სიჯიუტეც ასეთი ხალასი და ცოცხალია! -ქეთ,თქვენ აქ იყავით ან ადით კლასში და მეც მოვალ,საპირფარეშოში მინდა გასვლა. -კაი ან მიდი -კიბეები ავიარე და ის ის იყო კარის სახელურს შევეხე,ვიღაცამ გამოგლიჯა.. გეტყოდით დავვარდებოდი რომ არა ვინმეს ხელები მეთქი მაგრამ ნამდვილად არ იყო ასე. ძირს გავიშოტე,სახეახურებული. პირდაპირ ცხვირ-პირში მომაჯახა დაწყევლილი კარები! -დედას შევ***ი!კარგად ხარ?? -ამ კითხვის დასმა ცოტა მაინც არ გეუხერხულება?! -კარგი,ბოდიში!მოდი წამოდგომაში დაგეხმარები.. -ნეტავ რამეში თუ წამადგება ახლა!თავბრუ მეხვევა.. -მაშინ რა გავაკეთო -არაფერი უბრალოდ გამეცალე აქედან!თვითონ მივხედავ თავს -მაპატიე მაგრამ უტაქტო ხარ!მე ვცდილობ რამით დაგეხმარო! -უტაქტო ხარო მეუბნება ბიჭი,რომელმაც 2 წუთის წინ გოგონების საპირფარეშოს კარები პირდაპირი მნიშვნელობით,ჩამოიღო! -რა გინდა რომ გითხრა?!ახსნა-განმარტებას არ ვაპირებ,დახმარების ხელს გიწვდი და საპასუხოდ მხოლოდ აგრესიას გამოხატავ!შეგნებულად ხომ არ მიქნია! -გასაგებია,მაგრამ აშკარად ვერ მეხმარები!ამიტომ უმჯობესია წახვიდე და ნერვები დაიწყნარო,ეს უფრო წაგადგება. -უბრალოდ ნება მომეცი წამოგაყენო..ნელა ვიზამ... სახეზე აშკარად შეეტყო ემოცია,წუხდა. -ფრთხილად წამომაყენა,კიდევ ერთხელ ბოდიში მომიხადა და ისევ ისე ქარიშხალივით გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა.. -საპირფარეშოში შევედი და ცივი წყალი შევისხი..კარებებს დავუარე,თავისუფალს ვეძებდი და ერთ-ერთი ღია კარიდან ტირილის ხმა ისმოდა..ავღელდი,ნელა მივუახლოვდი და უნიტაზთან ჩაკეცილი გოგო შემრჩა ხელში. ცახცახებდა...სახეზე ტუში სულ ჩამოსვლოდა.ვერ მამჩნევდა..თითქოს იქ არც ვიყავი,თავის სამყაროში იყო სადღაც,ტკივილის ასტრალში.. -მაპატიე,შემიძლია რამით დაგეხ... -უკაცრავად!თუ შეიძლება ჩემს მეგობარს მივხედავ! -ბოდიში,უბრალოდ დავინახე და გადავწყვიტე...თუმცა რა აზრი აქვს,გთხოვ...გზა დავუთმე და გამოსვლამდე კიდევ ერთხელ მივიხედე უკან.. ამან განმაცვიფრა..გოგონა იღიმოდა!იღიმოდა და ისე ღაღადებდა ცოცხლად მკვდარ ტკივილს!წარმოგიდგენიათ?ისე თითქოს თავისი ტკივილი უხაროდა... საპირფარეშოდან დარეტიანებული გამოვედი,ცოტა ხნის წინ მომხდარის გააზრებას ვცდილობდი. -ნეტავ ის ბიჭი ამასთან კავშირშია? კითხვა უჩნდება ჩემს ცნობიერს. -უბრალოდ დაივიწყე ანი,მასთან მეგობარია,ის მიხედავს მას.თვალებზე ეტყობოდა რომ მეგობარი იყო,ამ სიტყვის პატიოსანი პატრონი. შესანიშნავია,მეტად გაუმართლა ამ გოგონას..ასეა, ,,ჩვენ გვირილები ვართ,მზენი კი მხოლოდ რჩეულები ხდებიან!სხივთა მიმოსვლის გარეშე,ვჭკნებით და ვუფერულდებით!სანამ საბოლოოდ არ გვშთანთქავს მიწა!,, -სკოლაში არცერთი აღარ მინახავს..თუ სადმე მოვკრავ თვალს რომელიმეს აუცილებლად გამახსენდება. სკოლის შემდეგ ჩვენს ადგილას წავედით.წიგნების სახლში... ეს კაფეა,სადაც ოთხიდან სამი კედელი წიგნებითაა სავსე,ახლებიცაა და ძველებიც. მომხმარებლები ამარაგებენ ამ ადგილს წიგნებით,შეგიძლია მიხვიდე და დაჯდე,მყუდრო გარემოში..სასიამოვნო მუსიკასთან ერთად რომელსაც თავად აირჩევ და მოუსმენ მშვიდად,შენს სამყაროში მაგიდის ქვემოთ,სათავსოში,არსებული ყურსასმენების მეშვეობით. ისე კი სულ მუდამ სიმშვიდეა, კაფეში გამეფებული.ხმაურიანი სიმშვიდე..ათასგვარი აზრი ტრიალებს ჰაერში,მათრობელა ატმოსფეროა,აი ისეთი დიდხანს,რომ არ მოგინდება ისევ შეუერთდე ხმაურიან და ნესტიან ქალაქს.მაგიდები და სკამები წყვია,საოცრად ელეგანტურ ფერებში,აქ მოხუცებსაც შეხვდებით ჭადრაკს ან დომინოს რომ თამაშობენ,ან კიდევ იქვე პატარა ეკრანზე მთვლემარე ბნელი ოთხმოცდაათიანების ვიდეოჩანაწერებს რომ უყურებენ და გაცხარებით განიხილავენ დროთა წინსვლას,შუახნის ქალბატონებსაც მოჰკრავთ თვალს,რაღაც უცნაური ზმანება რომ აჰკიდებიათ მათ ენერგეტიკას,ახალგაზრდებსაც ნახავთ,სათვალე დაკოსებულ,სტუდენტებს ან მოსწავლეებს ღრმა ფილოსოფიებით.კაფის შუაში დახლია,ე.წ პატარა სამზარეულო,ჭუპრივით მოკრუნჩხულ,პაწაწუნა ადგილას მაგრამ მეტად კომფორტულია ერთი შემოქმედისთვის (მზარეულისთვის). კარგა ხანი დავყავით ამ კაფეში და ამბები გავცვალეთ.მერე მოიღრუბლა,ისე მოიღუშა ამინდი როგორც ბათუმს შეეფერება. სახლის გზას დავადექით,სამი უკიდურესი მიმართულებით. მთელი გზა ერთი და იგიგე კითხვა მიტრიალებდა თავში...-განა დადგა?ნანატრი და ნაოჭშეპარული შემოდგომა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.