შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნება უფასოა (თავი 3)


4-04-2020, 05:25
ავტორი Mari Orjonia
ნანახია 1 834

ნიტა სახლში მშვიდობით მივიდა, შესვლისთანავე დედა მიესალმა საჭმელი გამოუტანა და შუბლზე აკოცა, ნიტას ესეთი თბილი საქციელი ესიამოვნა მაგრამ მიხვდა რომ ეს ყველაფერი შვილის მიმართ სიყვარულის გამო არ ხდებოდა , ვეღარ მოითმინა და კითხა.
- რა გინდა? - ისე კითხა რომ სახეში არც შეუხედავს და ჭამა განაგრძო
- შენი კარგად ყოფნა მეტი და უნდა მინდოდეს? - ნიტას ჩაეცინა , რათქმაუნდა შორიდან მოუვლიდა და ისე სთხოვდა
- რა სტატუსით - კბილებში გამოსცრა
- რას ქვია რა სტატუსით მე დედაშენი ვარ! - ქალმა შეიცხადა
- დედაჩემი? ჰმ შენი აზრით საჭმელს თუ გამომიტან და შუბლზე მაკოცებ შენს სინდის დაიმშვიდებ? მითხარი მიდი რა გინდა ჩემგან შორიდან ნუ უვლუ და დედის როლს ნუ თამაშობ და შენზე ისედაც გული მერევა და შენს თავ უფრო ნუ შემაზიზღებ! - უკვე უყვიროდა ნიტა, რაზეც თავისი მამინაცვალი გამოვარდა. ნიტა მართალი იყო , დედამისს მისგან ფული უნდოდა ანუ მემკვიდრეობა რომელიც 18 წლის ასაკში უნდა გადასცემოდა , მაგრამ ამის შესახებ ნიტამ არ იცოდა მაგრამ ბიძამისმა მშვენივრად იცოდა მის უფლებებს დაიცავდა
- რა ხდება ნიტა შვილო კარგად ხარ? - თბილად კითხა მამაკაცმა რაზეც ნიტას ბრაზი და გაკვირვება უკვე პიკზე იყო. ადრე სულ ეჩხუბებოდა წადი ბავშვებს მოუარე , ნუ ყვირიხარ , საჭმელი მომიტანე და მსგავსი ბრძანებებით.
- თქვენ რა მეღადავებით? თქვენი აზრით თქვენს თამაშს დავიჯერებ? ან რა იყო "მამიკოობანა" და "დედიკოობანა" ს რომ მეთამაშებით თავი რამეს ჩამოარტყით? - უკვე ძაან გაღიზიანებული და გაბრაზებული ხელიბით ელაპარაკებოდა და თან უყვიროდა. ამ ყვირილზე ბავშვებს გაეღვიძათ, და ოთახში გამობაჯბაჯდნენ. იცით შეიძლება უმეტესად ეს ბავშვები ნიტას გაზრდილია მაგრამ არცერთი არ უყვარდა სხვა შემთხვევაში ბავშვებზე ეკეტება , მაგრამ ეს ბავშვები თავში ავარდნილები იყვნენ.
- ბოდიშით თქვენი შვილები გავაღვიძე - ზიზღით უთხრა.
- შენც ჩვენი შვილი ხარ ნიტა - მამინაცვალმაც არ დააყოვნა
- ოპ ახლა მოიცაა, თქვენ ჩემთვის არავინ ხართ , თქვენი ცოლი კი ანუ დედაჩემი რომელმაც სამი შვლილის სითბო ორს გაუზიარა და ერთს აგრძნობინა რომ ობოლია აი მაგ ქალის ქმარი ხართ, და თქვენ წარმოიდგინეთ, მამაჩემის უფრო მჯერა რომ რამე მიზეზი ქონდა წასასვლელად ვიდრე იმის რომ თქვენ შვილივით გიყვარვართ, ახლა კი შემეშვით. - თქვა ნიტამ და ოთახში ავიდა.
- შეეგუე რომ მამაშენმა მიგვატოვა. - მიაძახა დადამისმა ნიტას, მარა ნიტას ყურიც არ დაუგდია ისე ავიდა ოთახში, ტანსაცმელი გაიხადა ზემოდან გრძელი თეთრი მაიკა გადაიცვა და 1 კვირის განმავლობაში პირველად დაიძინა .

დილით მაღვიძარამ დარეკა მაგრამ ნიტას სკოლაში წასვლა დაეზარა ამიტომ ძილი შეიბრუნა .
1:00
ნიტას გაეღვიძა და ლიკას სმს- ები დახვდა
- გოგო დღეს სკოლაში რატო არ მოეთრიე
- მეძინა
- ვაა , როგორც იქნა დაიძინე?
- კი , შენ რას შვები
- არაფერს გოგო ისტორია გვაქ მარა მასწავლებელს ვკიდივართ ამიტომ ყველა ტელეშია დდ
- შემდეგი რა გაქ ?
- ბუნება და სპორტი
- კაი ბოლო ორს მოვუსწრევ , რაღაცაზე დაფელაპარაკები
- კაი, მშვიდობაა?
-კი გოგო
- შენი გამოძინებული სახე მომენატრა - ამაზე სიცილი აუტყდა ნიტას
- კაი , ჩავიცმევ და წამოვალ. - ნიტა წამოდგა და ტანსაცმელის არჩევა დაიწყო, მერე ნერვები მოეშალა და თეთლი მოკლე ტობი ჯინსის ლურჯი მომდგარი შარვალი და თეთრი კეტები ჩაიცვა , ბუნების წიგნს ლიკა ათხოვებდა ამიტომ ჩანთა დატოვა, ჯინსის კურტკა გადაიცვა ტელეფონი , მეტროს ბარათი და გასაღები აიღო უკანა ჯიბეში ჩაიდო და ქვემოთ ჩავიდა.
- შვილო არ ისაუზმევ? - მამინაცვალმა დააწია სიტყვები კართან მდგარ ნიტას.
- ეგ თამაში გუში დაასრულეთ მეგონა - ზიზღით გახედა და გარეთ ფავიდა.
- ამ ერთ თვეში უნდა დავუახლოვდეთ.
- ვიცი მაგრამ ამ ჯიუტ თხას როგორ მოვარჯულებთ - გაღიზინებულმა თქვა მამინაცვალმა
- დამშვიდი, დედია სითბოთი მორჯულდება
- იმედია თორე მაგდენი ფული ამ ბავშვს რად უნდა სისულელეებში გადაყრის.

სკოლაში მივიდა და მაშინვე ზარი დაირეკა , ახლა ბუნება ეწყებოდა და სწრაფად შევიდა კლასში, შესვლისთანავე ლიკა მიახტა .
- აბაა გისმენ რა უნდა მოგეყოლა , მიდი ჩქარა თორე შესასვლელი ზარი დაირეკება.
- ნუ კაი მარა ისეთი არაფერი არ მომხდარა უბრალოდ დედაჩემმა და მამინაცვალმა "დედიკოობანა" და "მამიკოობანა" ს თამაში დამიწყეს - მობეზრებულად უთხრა ლიკას
- ეტყობა შენგან კიდევ რამე უნდათ, მარა არ შეუსრულო 29 დღე დაგრჩა სრულწლოვანებამდე
- არც ვაპირებ , მარა რას თამაშობენ
- ეტყობა მოწამლნენ და ამან ტვინზეც იმოქმედა - სიცილით უთხრა ლიკამ
- არა დამშვუდდი თავს კარგად უვლიან
- მაშინ მემკვიდრეობა გაქ და ეგ უნდათ - ისევ სიცილით უთხრა ლიკამ.
- ეგ ხო საერთოდ სისულელეა
ზარი დაირეკა , ბუნების მასწავლებელმა ბევრჯერ გააჩუმა მოლაპარაკე ლიკა და ნიტა მერე კი გაგდებით დაემუქრა ,მათაც სხვა გზა არ ქონდათ და ფურცელით დაიწყეს ჭორავი , როგორც იქნა ზარი დაირეკა და სპორტზე გავიდნენ ლიკა კარებში ჩადგა მარი კი თავდასხმაში ( ფეხბურთს თამაშობენ)
სპორტიც მორჩა და საპირფასეშოში გავიდნენ გაწეწილი თმების თავიდან ასაწევად.
- გოგო რატი რა გვარია? - რატომღაც დააინტერესა ნიტას.
- ნიტა? რა მოხდა რატი გევასა? - ძაან გაუკვირდა ლიკას
- არა რა მევასა ხო არ გაგიჟდი , ეგეთ იდიოტს რა მომაწონებს ისე გკითხე.
- ახვლედიანია, და სხვათაშორის ერთ უნიში არიან ლიზი, გიო, დათო, სანდრო და რატი.
-ხო ეგ ვიცი, კაი წამო ახლა წავიდეთ .
- წამო - ხელით " პადრუშკა" გამიკეთა და გამოვედით.
- ეე ლიზიმ და ბიჭებმა მოგვაკითხეს - ცოტა მოშორებით მგარ მეგობრებზე მიანიშნა ლიკამ
- აბა სად- ვერ დაინახა ნიტამ
- სკოლის კარებთან
- აა ხო ვნახე.
- ნიტა , ნიტა დამელოდე - უკან ლუკა გამოყვა ძახილით ნიტას ,დიდიხანია ლუკას ნიტა მოსწონს ამასა ნიტაც ხვდება ამიტომ ტავის შორს დაჭერას ცდილობს
- გამარჯობა ლუკა - მიესალმა ლიკა
- გამარჯობა გოგოებო , ნიტა შენთან საქმე მაქ
- მე დაგტოვებთ - ღიმილთ უთხრა ლიკამ და ნიტას მკვლელი მზერაც მიიღო - ბავშვებთან დაგელოდები- ლიკაც ბავშვებთან წავიდა.
- გისმენ რა საქმე გქონდა? - კითხა ნიტამ
- მათემათიკის საკონტროლოს გადამაწერინებ? - დაბნეულობისგან სისულელეების ლაპარაკი დაიწყო, ამაზე ნიტას გულიანად გაეცინა .
- კი გადაგაწერინებ, მარა ბოლოჯერ თორე გამოცდაზე მე ვერ დაგეხმარები - ღიმილით უთხრა ნიტამ. ლუკა კი თავის თავს უბრაზდებოდა რა სისულელეებს ვბოდავო ,სამამდე დაითვალა და პირდაპირ უთხრა.
- ნიტა საღამოს გავისეირნოთ? - ნიტა ფიქრობდა უეარი ისე როგორ ეთქვა რომ არ ეწყენინებინა ამ დროს ტელეფონზე უცხო ზარმა დაურეკა და გულში ზარის ავტორი დალოცა.

- ამ ტიპს უყურე რაა, ნახე როგორ უღიმიან ერთმანეთს - გაბრაზებულმა რატიმ გამოსცრა კბილებში .
- რატო უხდებიან, ძაან საყვარლები არიან. - დათო მიხვდა რომ მის ნერვებზე თამაშობდა და განაგრძო - თან ნახე ორივეს თაფლის ფერი თმა აქვს, სიმაღლითაც შეეფერებიან.
- დათო მოკეტე - გაბრაზებულმა გამოსცრა და ბიჭებს ცოდათი მოშორდა.

- არ უპასუხებ?
- კი - გამოერკვა ფიქრებიდან ცოდა მოშორდა ნიკას და ტელეფონს უპასუხა.
- გისმენთ?
- არ გაყვები - მკაცრი და საკმაოდ ნაცნობი ხმა მოესმა ნიტას.
- რომელი ხარ?
- მაგას რა მნიშვნელობა აქ თუ არ გინდა ის ბიჭი ცხვირ გატეხილი და ჩალურჯებული დაინახო მიდი და უარი უთხარი - უფრო და უფრო ბრაზდებოდა რატი.
- ვაა რატი შენ ხარ თავიდან ვერ გიცანი რას შვები აბა როგორ ხარ. - ნიტამაც ნერვების მოშლა გააგრძელა.
- მისმინე ახლა მიხვალ და უარს ეტყვი
- ვითომ რატომ?
- იმიტომ რომ მე გეუბნები ამას
- და შენ რასაც მეტყვი ყველაფერი უნდა გავაკეთო? - სიცილით უთხრა ნიტამ
- კი !
- ჰმჰ იოცნებე, იდიოტო .
- მისმინე არ გეხუმრები მართლა ვცემ - როდესაც გათიშვას აპირებდა ნიტა მაშინ დააწია სიტყვები რატიმ
- მისმინე ახვლედიანო, პირველი: ისედაც უარს ვეუბნებოდი , მეორე: არასწორი ხარ, რას იზამ ბიჭთან მიხვალ და სცემ და რო გკითხავს რატო მიტყამი რას ეტყვი ჩემი ძმაკაცის შეყვარებულის დაქალიაო და არ მიეკაროო? და მესამე : შენ ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფის უფლება არ მომიცია
- კარგი ნიტა ახლა შენ მომისმინე , პირველი: არ ვიცოდი უარს თუ ეუბნებოდი ,უბრალოდ თავი დავიზღვიე, მეორე: ჯერ ვეტყვი რომ შეგეშვას და თუ არ შეგეშვა მერე ვცემ, მესამე: ძმაკაცის შეყვარებულის დაქალი კი არა ჩემი გოგოა თქო! ასე ვეტყვი და მეოთხე შენა ცხოვრებაში უკვე ჩავერიე.
- შენი გოგო? - ცინიკურად უთხრა ნიტამ
- დიახ!
- ოცნება უფასოა! - ესეც სიცილით თქვა რატის გახედა რომელიც უკვე ნერვებზე იყო ტელეფონი გათიშა კმაყოფილად შაიღიმა და ლუკას მიუბრუნდა.
- აუ ლუკა ბოდიში საღამოსთვუს გეგმები მაქ.
- არაუშავ , შემდეგში იყოს - ღიმილით უთხრა ლუკამ.
- ნიტააა! დაგვეძინა და წამოდი - შორიდან დაუყვურა დათომ.
- მოვდივარ - მანაც ყვირილით გასძახა და ბავშვებისკენ გაიქცა.
- აბა რა ხდება ? რამ შემოგიარათ სკოლაში რომ მოგვაკითხეთ.
- კლუვში მივდივართ და ეგ პატარებიც გავიყოლოთო თომამ - სიცილით უთხრა დათომ.
- დათო სიცოცხლე მოგბეზრდაა? - წარბ აწეული გადახედა ლიკამ.
- როგორც ჩანს კი .- ნიტაც დაეთანხმა ლიკას
- ისე მე კი ვიცი თომამ რატომაც მოინდომა გამოვლა . - ეშმაკურად წაიდუდუნა გიომ
- ოოო, გიო გაიქეცი!
- რა?
- რა და ამოგდე ყბა , თომა შენს უკანაა, გაიქეცი. - ამის თქმა და გიოს გაქცევა და აქამდე ჩუმად მოსული თომას გაკიდება ერთიდაიგივე იყო.
ბევრი ირბინეს , ბავშვებმაც მაგათ შემყურე ბევრი იცინეც რატი კი უყურებდა ნიტას რომელიც უკვე სიცილით იგუდებოდა და მისი შემყურე მასაც ეღიმებოდა ბოლოს როგორც იქნა მორჩნენ სიცილს და დაჭერობანას.
- კი მაგრამ კლუბში ასე ადრე? - გაუკვირდა ლიაკს
- არა გოგო ახლა სახლში წაგიყვანთ გამოიცვალეთ და რვაზე გამოგივლით. - გოგოებს უთხრა სირბილით დაღლილმა გიომ.
- კაი მარა წაყვანა არ გვინდა მე ,ლიკა და ლიზი მეტროთი წავალთ.
- აუ რაა, მეზარება ნიტა გაგვიყბმვანონ რა. - წუწუნით თქვა ლიზიმ.
- არაა ჯერ ჩემთან გავიაროთ და ტანსაცმელი ავიღოთ და თქვენთან მოვემზადოთ.
ბოლოს მაინც ნიტამ გაიმარჯვა სახლში შეიარა დედას უთხრა რომ ბიძასთან რჩებოდა, ბიძაც გააფრთხილა რომ კლუბში მიდიოდა და მერე ლიკა და ლიზისთან რჩებოდა და მშობლებს ნიტა მასთან ეგონათ. ტანსაცმელი აიღო და გოგოებთან ერთად მათ სახლში წავიდნენ.



№1  offline წევრი bird of life

ძალიან კარგია, მომწონს შენი მოთხრობა და იმედია ასე განაგრძობ.

 


№2  offline წევრი Mari Orjonia

bird of life
ძალიან კარგია, მომწონს შენი მოთხრობა და იმედია ასე განაგრძობ.

მადლობა❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მარია

ძაან კარგია❤️იმედია მალე დადებ შემდეგ თავს❤️.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent