შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ლონდონის გულში (თავი 1)


6-04-2020, 19:57
ავტორი ნი ჯეი
ნანახია 875

“ძვირფასო ქეთევან,

დიდი ხანია შენთვის აღარ მომიწერია, ნუ მიწყენ, ვცდილობ რომ მოგწერო, მაგრამ მოსაწერი გამომელია. ალბათ გაიკვირვებ, მეც გამიკვირდებოდა ალბათ შენს ადგილზე, როგორ გამოელია ინგლისში ახლად წასულ 22 წლის გოგონას მოსაწერი თემა?!

აქ ყველაფერი ლამაზია... ვიცი ეს წინა წერილში უკვე გითხარი, ვცდილობ სასტუმროში ნაკლებად ვიყო მაგრამ ამინდი ჩემ მხარეს არაა, მე-3 დღეა წვიმს, სხვა რას მოველოდი? მიხარია რომ დაგიჯერე და საწვიმარი წავიღე, როგორც უკვე იცი მიყვარს წვიმაში სიარული, მაგრამ დასველება არა. ასე რომ საწვიმარი ნამდვილად კარგი რამაა...

დღეს ლონდონის თვალზე მინდოდა წასვლა, ზუსტად სახლის დატოვებიდან 15 წუთში გაწვიმდა, ხასიათი წამიხდა, თანაც ისეთი შხაპუნა წვიმა წამოვიდა ვერც კი მოვასწარი სადმე შეფარება ან საწვიმრის ამოღება რომ თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. ვფიქრობ ეს ბედისწერა იყო, მე იქვე პატარა კაფეში შევედი რომ ტანსაცმელი შემეშრო რადგან არც გზის გაგრძელებას ჰქონდა აზრი და არც უკან დაბრუნებას. კაფეში რომ შევედი, საკმაოდ სასიამოვნო გარემო დამხვდა (რასაც მოველოდი), ალბათ გაგაკვირვებს ის ფაქტი რატომ გიყვები ამ ამბავს, მაგრამ ახლავე აგიხსნი. მე ვფიქრობ ეს ერთერთი ყველაზე გამორჩეული კაფეა, როდესაც შევედი, პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია ეს იყო ბარის კედელზე მთლიანად გაწყობილი წიგნების თარო. ალბათ ეს იქნებოდა ის ყველაზე სასიამოვნო რამ რის დანახვაც ახლა მინდოდა კაფეში. შენობაში მხოლოდ ოთხი მაგიდა იდგა და გარშემო ოთხ ოთხი დიდი სავარძელი ედგა. ბართან მივედი, იქ სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი დამხვდა, ხორბლისფერი კანით, და მუქი შავი თმით.

-რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მომმართა სიამოვნებით აღსავსე ხმით (ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის სასიამოვნო ხასიათს).

-გამარჯობა, ეს წიგნები კლიენტებისთვისაა?-ვუპასუხე ჩემი არც თუ ისე გამართული აქცენტით.

-დიახ მისის.

-იცით, სასიამოვნოდ გამახარა ამ ფაქტმა-გულწრფელი სიხარულით მივუგე-შეგიძლიათ არჩევაში დამეხმაროთ?

-რა თქმა უნდა.

-მინდა რაიმე სასიამოვნოდ და ადვილად საკითხავი რომანი მის.

-რას იტყვით “სიამაყე და ცრურწმენა”-ზე?

-ჯეინ ოსტინი.

-დიახ მის.

-მიუხედავად იმისა რომ უკვე წაკითხული მაქვს, ვფიქრობ ისევ სასიამოვნო თავშესაქცევი იქნება ჩემთვის.

-კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?

-მილქშეიქი თუ შეიძლება?

-რა თქმა უნდა, თქვენთვის სასურველ ადგილზე მოთავსდით და ყველაფერი ამ წამსვე მზად იქნება.

მოკლედ, საკმაოდ კარგი დრო გავატარე კაფეში და დიდად ნასიამოვნები დავრჩი პერსონალითაც და გარემოთიც. ვფიქრობ ეს ადგილი ჩემი ფავორიტი გახდება და უკვე ვიცი რით დავკავდები თავისუფალ დროს საღამოობით.

მიხარია რომ დაგიჯერე და აქ წამოვედი, ყველაფერი მართლაც რომ ძალიან ლამაზია.

სიყვარულით ანასტასია.”

გოგონამ სიხარულით მიუთითა მეილის ადრესატი და კმაყოფილმა დააჭირა გაგზავნის ღილაკს თითი და ისევ იმ ბმულზე გადავიდა სადაც ინგლისის ღირსშესანიშნაობებზე ინფორმაციას კითხულობდა:

თავიდან სასახლეს ბაკინგემის სახლი ერქვა, რადგან ის ბაკინგემის ჰერცოგისთვის აშენდა 1703 წელს. 1762 წელს მეფე ჯორჯ III-მ შენობა იყიდა და საკუთარ კერძო რეზიდენციად გადააქცია.

ამოიკითხა ანასასიამ როდესაც “ბუკინგემის სასახლის “ ნაწილს მიადგა.

“საინტერესოა” გაიფიქრა გოგონამ.

მეორე დილით სასტუმროში არ უსაუზმია, იფიქრა ჩემს აწ უკვე საყვარელ კაფეში ვისაუზმებო. თეთრი ყვავილებით გაწყობილი მდოგვისფერი კაბა, თეთრი “ტაპკები” და თეთრი შლაპა მოირგო, კრემისფერი ჩანთა აიღო და ნაცნობ გზაზე ჰაეროვნად გაფარფატდა. გუშინ ვერც კი შენიშნა მაგრამ ახლა შეამჩნია რომ ის კაფე საკმაოდ ლამაზ და ყვავილებით გაწყობილ ქუჩაზე იყო, კაფის შესასვლელთან რომ მივიდა თავის კაბას დააკვირდა, შემდეგ გარშემო მიმოიხედა და გაეღიმა. ამასობაში ვერც კი შენიშნა ისე შეეჯახა შესასვლელისკენ მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი.

შლაპა მოძვრა და მამაკაცს ფეხებში ჩაუფრიალდა. ანასტასია მორიდებული სახით ახედა მამაკაცს როდესაც შლაპას იღებდა, როდესაც სახეში შეხედა მიხვდა ისიც როგორი დაბნეული იყო, შეშინებული სახე ჰქონდა, როდესაც ანასტასიამ წამოდგომა სცადა, მაშინ მოეგო გონს ახალგაზრდა მამაკაცი და თავში ხელებს იცემდა ისე უხდიდა გოგონას ბოდიშს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent