და ამად ღირდა (სრულად)
არის წუთები ოდესაც ყველაფერი თავზე გექცევა, გინდა მიწა გასკდეს და შიგ ჩაგიტანოს, მაგრამ ეს სურვილი სურვილად რჩება, ისევე როგორც სხვა შენი ნატვრა რომელიც აქამდე გინატრია. ესე მოხდა ლიზას ცხოვრებაში, მაგრამ უკვე მეორედ.. -ლიზ, გეხვეწები რა, არ ინერვიულო, რამეს ვიზავთ, გესმის? რამეს მოვიფიქრებთ.- ლიზა გაშეშებული იჯდა და ფურცლებს ჩაჰყურებდა, ყველაფერი თავზე დაემხო, მთელი მისსი ცხოვრება,უკვე მოერედ. -ღმერთო რატომ? რატომ მემართება ცხოვრებაში ყველაფერი ცუდი მე? აღარ შემიძლია ანი, გესმის აღარ შემიძლია. ჯერ იყო და ჩემი შეცდომა, მერე დაუგეგმავი ორსულობა, არა ანი, იმას კი არ ვამბობ ნუცა რატომ დაიბადათქო, შენ მაინც ხომ იცი რომ ნუცას მეტი ამ ქვეყანაზე არავინ მყავს; მერე დედაჩემის გარდაცვალება ნუციკოს დაბადება რომ გაიგო; და ანი ეხლა გესმის, გესმის მამაჩემმა რა სიურპრიზი გამიკეთა? ჩამოვედით მე და ნუციკო აქ, მივხედავ მამაჩემს და ახალ ცხოვრებას დავიწყებთქო. ანი გესმის, რა გააკეთა მამამ? სახლს, რომელსაც დედაჩემმა საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა, წააგო და თავისი ვალების გამო თავი მოიკლა. მეგონა მამა მაინც მყავდა ანი.. ლიზა ხმამაღლა მოთქვავდა და ფურცლებს აქეთ იქით აფრიალებდა. -ლიზ, გთხოვ დამშვიდდი, გთხოვ.. შეხედე ნუციკოც როგორ განიცდის შენს მდგომარეობას ლიზი ნუცის ხსენებაზე რეალურ სამყაროს დაუბრუნდა, წრემლები მოიწმინდა. ნუცი კუთხეში მიმჯდარიყო, თოჯინა გულში მაგრად ჩაეკრა, ოქროსფერი კულულები ჩამოშლოდა და ცრემლიან სახეზე მიწებებოდა. ქართულ-ფრანგული აქცენტით თოჯინას ამშვიდებდა -დე, ნუციკო მოდი ჩემთან ნუ გეშინია. დედიკო უკვე კარგადაა. ბავშვმა ხმამაღლა ამოიტირა და დედასთან გაიქცა და მაგრად ჩაეხუტი. -ლიზ, ეხლა რაციონალურად უნდა ვიფიქროთ. გიო მოდის თავის მეგობართან ერთად, ადვოკატია და იქნებ შეძლოს შენი დახმარება. სანამ რამეს გავარკვევთ ჩემთან იცხოვრებთ, ვიცი ვიწროთ ვიქნებით მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებთ. ანი ლიზას და ნუცას მაგრად ჩაეხუტა და გულში მიიკრო. ამ დროს კარი ორმა ახალაგაზრდა ბიჭმა შემოაღო. ლიზას თითქოს ეცნო სახე, მაგრამ თავი გადიქნი თითქოს ფიქრების მოშორება შეეძლო. -ლიზ, როგორ ხარ? მართლა ძალინ ვწუხვარ.- შავგვრემანმა ბიჭმა ლიზას მოისამძიმრა და გასამხნევებლად ჩაეხუტა. ეს ნიკაა ანის საქმრო, გოგონებთან ბავშობიდან მეგობრობს, მერე დრომ და სიყვარულმა ანა და ნიკა ერთმანეთს დააკავშირა. - ეს ჩემი მეგობარი ლუკაა. ლუკა, ეს პატარა ჩვენი ფრანგი პრინცესა ნუციკოა, ეს კი მისი დედიკო ლიზა. ლუკამ ბავშვს სიყვარულით სავსე თვალები მიაპყრო, ნუცას მორიდებით შეხედა და ხელი ჩამოართვა. -ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ რამით დაგეხმაროთ. ლუკა ადვოკატია, ვესაუბრე გზაში და მოვიფიქრებთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თქვენს საცხოვრებელსაც ექნება გამოსავალი, და ამ ვალების გადახდასაც როგორმე შევძლებთ, შენ ოღონდ არ იდარდო ლიზ რა, გთხოვ.- ნიკა ცდილობდა გოგონას დამშვიდებას.- ეხლა მოდი ჩააბარგეთ თქვენი ნივთები და წავიდეთ ანასთან, სხვა ყველაფერს ეშველება, მთავარია თქვენ მყავდეთ გოგოებო კარგად. ლიზამ ნივთები უცებ მოკრიბა, თუმცა არც სჭირდებოდა დიდი დრო; სულ რაღაც 3 კვირის დაბრუნებულები არიან საქართველოში და ყველაფერი ერთად დაატყდათ თავზე; მამის გარდაცვალება, აღსრულების ბიუროდან გამოსახლების წერილი, ვერც კი მოახერხა ნივთების ამოლაგება, ბავშობის სახლის მოსურვილება, დედის სურნელის შეგრძნება. ლიზა და ნუციკო ნიკას მეგობრის, ლუკას მანქანაში ჩასხდნენ. ნიკამ გადაწყვიტა მე და ანა ლიზიკოს რამე სათამაშოს ვუყიდით გზაში, რომ არ მოიწყინოსო. ლიზამ ნუციკო მკერდზე მიიკრა და თვითონ ცივ ფანჯარას მიეკრო, რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო. -ლიზა, თუ გცივათ გათბობას ავუწევ.- ფიქრებში წასვლის საშუალება არ მისცა ლუკამ -მადლობა, არ გვცივა, არ შეწუხდეთ ჩვენთვის. ლიზამ მძღოლს უპასუხა და მისი გარეგნობა სარკეში შეათვარიელა, თიტქოს ეცნობოდა, თან სახელიც მისი მსგავსი ჰქონდა. მაგრამ არა, ის მოკვდა... ლიზამ საკუთარ კითხვებს თავად უპასუხა და ჩაფიქრდა. ლიზა 19 წლის იყო პარიზის უნივერსიტეტში სრული დაფინასნება რომ მოიპოვა და სასწავლებლად წავიდა. ოჯახში ერთადერთი შვილი, განებივრებული, მაგრამ ნიჭიერი და ბეჯითი; ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია. შემდეგ იყო ახალი ცხოვრება, ინტერნაციონალური მეგობრები, გართობა, სწავლა, სტიპენდია, სტაჟირება.. შემდეგ ის... ჰმ, ლუკა.. თავქარიანი, მხიარული და დღევანდელი დღით მცხოვრები ქართველი ბიჭი, რომელსაც კლუბში შეხვდა.. მერე იყო შეხვედრები... გართობაა...დაუცველი სექსი... ლუკას გაუჩინარება... დაუგეგმავი ორსულობა... ფიქრი აბორტზე... თუმცა მაინც სიცოცხლემ სძლია... შემდეგ იყო ნუციკო... ნუციკოს დაბადების ამბის გაგების გამო დედის სიკვდილი... ლიზას ცრემლები მოიწმინდა. ლუკამ შემაჩნია მისი ეს ჟესტი -ლიზა, რამით თუ შემიძლია დახმარება დაგეხმარები. გთხოვ არ იტირო. ლიზამ ნაძლადევად გაუღიმა. ლიზას ცხოვრება 20 წლის ასაკიდან სულ ნეგატივით იყო სავსე, თუ არ ჩავთვლით ნუცას. ლიზას დიდი სიყვარული და ერთადერთი იმედის ნაპერწკალი. ბავშვს არანაირი ბრალი არ მიუძღვის მის შეცდომებზე, ვერასოდეს ეტყვის შვილს ბებია შენი დაბადების ამბის გამო გარდაოცვალაო. უბრალოდ არ იმსახურებდა. ლუკამ მანქანა გააჩერა, ლიზას გაუღიმა და დახმარება შესთავაზა -ბავშვს ჩასძინებია, მე ავიყვან რომ თავისუფლად შეძლო მანქანიდან გადმოსვლა. ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ლუკამ ნუცი გულზე მიიკრა და მისი ტკბლი, რომლესაც ბამბის ნაყინისა და ბანანის სუნი ასდიოდა, შეიყნოსა. ლუკას უნებურად ცრემლი მოადგა თვალზე. სასწრაფოდ მოიწმინდა, არ უნდოდა ლიზას შეემჩნია. რას წამოიდგენდა 4 წლის შემდეგ თუ კიდევ შეხვდებოდა ამ ქართველ გოგოს და თან შვილთან ერთად. ლუკა აღარ იყო ის პატარა მოგულავე ბიჭი, რომელსაც გართობის მეტი არაფერი აინტერესებდა, 4 წელში მისი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვლა, თუმცა ვერასდროს იფიქრებდა შვილი თუ ჰყავდა. ხშირად ფიქრობდა პარიზსი გატარებულ დღეებზე, ლიზასთან ერთად გატარებულ დღეებზე. მაგრამ შვილი? ვერასდროს წარმოიდგენდა შვილი თუ ჰყავდა. მისი შვილი უკვე სამი წლის ხდება და მან მისი არსებოსბის შესახებ არაფერი იცის. რომ არა ნიკა, ნიკასთან მეგობრობა ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებდა ნუცას ამბავს. ცხოვრებას როგორც არ უნდა დავემალოთ მაინც იპოვის დაკავშირების გზას... ლიზა ცდილობდა საკუთარი დარდი იქ მყოფი ადამიანებისთვის არ გადაედო. განსაკუთრებით მძაფრი აღმოჩნდა ლუკას გაცნობა. არა და თითქოს შეგუებული იყო იმ აზრს, რომ საქართველოში ბევრი ლუკაა, და რომელიმეს გაცნობა არ გაანუახლებდა ძველ ჭრილოებებს. თუმცა ჩვენში ჩამარხული ამბები არ ქრება, უბრალოდ დროს პოულობენ და ზედაპირზე არასათანადო დროს ტივტივდებინა. -ჩემი წასვლის დროა. ნიკა შენთან სალაპარაკო მაქვს გამაცილე ძმაო.- თქვა ლუკამ და გარშემომყოფებს დაემშვიდობა. ნუციკო მოულოდნელად მივიდა და მამაკაცს ფეხზე მოეხვია -კიდე მოხვალ ჩემთან? ერთად ვითამაშებთ?- გაბუტული ტუჩებით ახედა ლუკას. მამაკცი დაიბნა, არ ელოდა ბავშვისგან ამგვარ საქციელს, თუმცა გულში სითბო ჩაეღვარა -ჩემო. პრინცესა, გპირდები ძლაინ ხშირად მოვალ შენთან და ბევრს ვითამაშებ, ეხლა უნდა წავიდე. შენ დედიკოს მიხედე კარგი ? გოგონას თვალი ჩაუკრა და ლოყები ჩაუკოცნა ლიზა განსაკუთრებით განიცდიდა ნუცას მამის არასრებობას, იმიტომ კი არა რომ უჭირდა მარტო ბავშვის გაზრდა, არა ნუცა განიცდიდა მამის სიყვარულს. დედა ვერასოდეს შეცვლის მამას, ისევე როგორც მამის სიყვარული ვერ ჩაანაცვლებს დედისას. ლიზას თვალზე ცრემლი მოადგა ნუცას საქციელის გამო, გაუკვირდა კიდეც. საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ ბავშვი მის გარდა არავისთან მიდიოდა, ლუკა პირველი ადამიანი იყო, რომლის წასვლაც არ მოეწონა და გაიბუტა. ლუკა ყველას კიდევ ერთხელ დაემშვიდობა, ბავშვს ლოყები დაუკოცნა გულში ჩაიკრა და ნიკასთან ერთად გავიდა სახლიდან. -ნიკა, არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო. შეიძლება გაბრაზდე, შეიძლება მართალი იყო ტყუილში რომ დამადანაშაულო, მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ ამის დამალვა აღარ მინდა, თან ზუსტად დავრწმუნდი სიმართლეში. -ძმაო, მაშინებ უკვე, დაიწყე მიდი. -მოკლედ, იცი შენ სანამ საადვოკატო ფირმას სათავეში ჩავუდგებოდი ერთი მოგულავე და ამჩემფეხება ტიპი ვიყავი. არ მაკლდა გართობა, გულაობა, ევროპაში მოგზაურობა. 4 წლის წინ გადავწყვიტე ბარსელონაში წავუსლიყავი საცხოვრებლად. წავედი კიდეც, მაგრამ 2 კვირაში მივხვდი რომ რაღაც მეტი მინდოდა. გადავწყვიტე შემომევლო ევროპა. რამდნეიმე ქალაქში მოგზაურობის შემდეგ პარიზში წავედი. იქ შევხვდი ქართველ გოგონას, თავიდან არაფერი უბრალოდ ვერთობოდით კლუბში, მერე დავაახლოვდით, მერე იყო შეხვედრები, მერე... ლუკამ პაუზა გააკეთა და ნიკას თვალი თავლში გაუყარა -ლუკა, მაშინებ უკვე. შეცვლილი სახით ამოიღნავლა ნიკამ. -მერე იყო მე და ლიზა, ლიზა და მე. მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, არ ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას, მერე რა ლიზასს პირველი მამაკაცი თუ მე ვიყავი. იყო რამდენიმე კვირიან გართობა. მე გარეგნულადაც და შინაგანადაც სულ სხვა ვიყავი მაშინ 4 წლის წინ. სურათი რომ მქონდეს მიხვდებოდი რას ვამბობ. -ლიზა? ჩემი ლიზა, ტო? ნიკა სასოწარკევთილი იმეორებდა სიტყვებს -იცი შენ ჩვენი ოჯახის ტრაგედია. პარიზში ვიყავი რომ დამირეკეს შენი და, მამაშენი, შენი სიძე ავტოავარიაში მოყვნენ და დედაშენს შოკის გამო რეანიმაციაში წევსო. ეს იცი რა მომენტია, ყველაფერი თავზე რომ გექცევა. საყრდენი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მქონდა უცებ გამომაცალეს, ყველა საყრდენი... მტერსაც კი არ ვუსურვებ ამ წამების გამოვლას. როგორ ჩამოვედი თბილისში არც მახსოვს. ყველაფერმა რომ გადაიარა და 3 მიცვალებული დავკრძლაეთ მაშინ გამახსნენდა ლიზა, ისე წამოვედი არც მითქვამს. ნომერი რომელიც მქონდა ვცადე დაკავშირება მაგრამ არ გავიდა. ვიფიქრე დამივიწყა, გაერთო გოგო და ნომერი შეცვლა, რომ აღარ შემეწუხებინა. დავიწყე აქ ცხოვრება, ამას თუ ცხოვრებას ვუწოდებთ, ყოველდღე გაუბედურებული დედაჩემის ყურება, ყოველდღე 3 მიცვალებულის დატირება, და ჯერ არ დაბადებული ბავშვის დატირება, რომელსაც თურმე ჩემი და მუცლით ატარებდა... მერე გამოჩნდი შენ, ალბათ ბედისწერის დახმარებით. შენთან დამეგობრების შემდეგ, საუბარში შენ და ანამ, ლიზა რომ ახსენეთ, პარიზი, მეექვსე გრძნობამ, თუ არ ვიცი რა დავარქვა, ეჭვი გამიღვივა. იყო შანსი იმისა, რომ ლიზა რომელსაც თქვენ ახსენედბით იყო ის ლიზა, რომლეთან დამშვიდობებაც მე ვერ შევძელი. მერე გავიგე რომ ლიზას შვილი ჰყავდა. ჩემი ეჭვები მთლიანად გაქრა, არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა მას... ჩვენ... შვილი გყოლოდა. იცი რამდენჯერ ვცადე სოციალურ ქსელში მისი სურათების ნახვა იქნებ ისაათქო, ვერ ვნახე. მერე დავივიწყე ჩემი ეჭვები. დღეს, რომ მთხოვე წამოდი ჩემ მეგობარს დახმარება სჭირდებაო, ვერ ვიფიქრებდი, ეს დახმარება ჩემს ცხოვრებას თავდაყირა თუ დააყენებდა. შესვლისთანავე ვიცანი... შენი ლიზააა.... ის გოგოა რომელთანაც მე რამდენიმე კვირიან ურთიერთობა მაკავშირებდა... საერთოდ არაა შეცვლილი.. უფრო გალამაზებულია უბრალოდ... უცვლელი ბავშური თვალებით.... და ნუცა... ვერ წამოიდგენ როგორ ჰგავს ჩემს დას...ჩემი თმები აქვს ნუცას და ბებიის თვალები.... -ნუცა შენი შვილია? რას ამბობ ლუკა?გესმის შენ რა ამბავს მიყვები ეხლა შენ? -მესმის და ამ ყველაფერს სრული პასუხსიმგებლობით ვამბობ. დღეს ჩემი თვალით ვნახე გოგონა, რომელთანაც 4 წლის წინ მქონდა ურთიერთობა და ჩემი შვილი, რომელიც ამ ურთიერთობის შედეგია. ვერ წამოიდგენ რას ვგრძნობ... ასე მგონია გული გამისკდება.... ბედნიერებისგან, მაგრამ მეშინია ლიზას რეაქციის. მახსოვს სულ ამბობდი, ნუცას მამაზე ამბობს მოკვდა, ის ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა, სანამ ნუცა დაიბადებოდა მაქამდე მოკვდაო. თავიდან რომ მითხარი ეს ამბავი, ვიფიქრე მართლა გარდაცვლილი ჰყავდა პარტნიორი.... მერე შენვე მომიყევი ლიზას ისტორია, დღეს კი ჩემი თვალით ვნახე სიმართლე. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო მირჩიე რამე.... -არ ვიცი, ლუკა, ისეთი საქმეა, ლიზამ რომ გაიგოს სიმართლე დამიჯერე არასდროს გაგაკარებს არც ბავშვს და თავადაც წავა საქართველოდან. ეხლა რაზეც ვფქირობ მხოლოდ ისაა, რომ უნდა დაეხმარო. ადრე თუ გთხოვდი დახმარებას, ეხლა ვალდებული ხარ დაეხმარო. -ვიცი.. მხოლოდ ეს თქვა ლუკამ და მანქანაში ჩაჯდა. ლუკას, რომელსაც 4 წლის განმვლობაში ყოველი წუთის გეგმა ჰქონდა, ახლა გეგმისა და გამოსავლის გარეშე იყო დარჩენილი. ერთი კვირის განმავლობაში ლიზას ყველა პრობლემა შეისწავლა. მხოლოდ ერთხელ მოახერხა ნუცას ნახვა. არ ელოდა ბავშვი ასე თბილად თუ შეხვდებოდა. გამოსავალი არ ჩანდა. ლიზას პორბლემების გამოსავალი ვერ იპოვა, ბავშობის სახლის დაბრუნება შეუძლებელი იყო, თან უამრავი ვალი... -ნიკა, არ ვიცი რა გავაკეთო, გამოსავალი არ არსებობს. არ შემიძლია ლიზას სახლის დაბრუნება. ჩემი ფირმის საუკეთესო ადვოკატებს მივეცი ეს საქმე და მითხრეს, რომ აზრი არ აქვს, დასაწყისშივე დამარცხებულია ეს საქმეო. -ლუკა საკუთარ ოფისში, თავჩაღუნული ესაუბრებოდა ნიკას. -ძალიან ნერვიულობენ. ანიმ მითხრა, ფიქრობს ისევ საფრანგეთში ხომ არ წავიდეო. ნუცას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და დახმარებას იქ უფრო იპოვის -საფრანგეთში? შენ რა გააფრინე? ჩემი შვილი ძლივს ვიპოვე და ეხლა არსად არ გავუშვებ- ამოიყვირა ლუკამ -მესმის რასაც განიცდი, მაგრამ იურისტი ხარ და უნდა იცოდე, რომ ამჟამად ნუცაზე არანირი უფლება არ გაქვს. - ვიცი. რომ შევთავაზო ლიზას ჩემთან გადმოვიდეს სახლში საცხოვრებლად, დედაჩემი მარტო ვერ რჩება და ბავშვთან გაერთობა, შენ ამ ყველაფერში ხელფას მიიღებ და თან საცხოვრებლის პრობლემაც არ გექნებათქო? -არ ვიცი რას გეტყვის, ახლა ისეთ მდგომარეობაში არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ადრინდელი ლიზა არ დაგთანმხდებოდა, მაგრამ ნუცას ლიზი სულ სხვანაირია. ლუკამ მეგობარს ლიზას ნომერი გამოართვა. დაურეკა და სიტუაცია აუხსნა. ბიჭების გასაოცრად გოგონა დასთანხმდა, მირჩევია საქართველოში დავრჩე, აქ ანა და ნიკა მაინც მყვანან და მეხმარებიან, საფრანგეთში მე და ნუცა მარტო ვიქნებითო. ლუკამ დედამისთან მოაგვარა ლიზას და ნუცას სახლში მისვლის ამბავი, სთხოვა მათი მოსვლის აღსანიშნავად პატარა სუფრაც გაემზადებინა; თუ უნდოდა ოჯახის რამდენიმე ახლო მეგობარიც დაეპატიჟებინა. ლუკამ მანანას არ უთხრა სიმართლე თუ ვინ იყვენენ სინამდვილეში ლიზა და ნუცა მისთვის. ორშაბათი დღეც გათენდა. საღამოს უკვე ლუკას სახლსი იქნებოდა მიში შვილი, როგორ ჰგავდა მის გარდაცვლილ დას თიკას. ნეტა დედაჩემს რამე ეჭვი ხომ არ გაუჩნდება? უცებ დაფიქრდა ლუკა. რა იქნება ამის შემდგომ? და მერე ლიზამ საკუთარი პირადი ცხოვრება რომ მოიწყოდა და ბავშვთან ერთად ამ სახლიდან წავიდეს? მერე რას გააკეთებს ლუკა? მერე რას იტყვის? -არა, მე ამას არ დავუშვებ. რამე უნდა მოვიფიქრო. ლიზას ნომერი აკრიფა მისალმების გარეშე შეხვედრაზე შეუთანხმდა გარეთ საახალწლო სურნელი ტრიალებდა, ცა მოღუშული, თითქოს თოვას აპირებდა. ლიზა შეფუთული და ცხვირ გაყინული ელოდა ლუკას გაჩერებაზე. -მგონი დამაგვიანდა და გაგყინე, მაპატიე ლიზა- გოგონას წინ გაჩერებულმა მანქანამ მინა ჩაუწია და გაუღიმა. -რაღა დაგიმალო და გავიყინე, გაუღიმა ლიზამ. მშვიდობაა? რატომ გინდოდა ჩემი ნახვა ასე სასწრაფოდ? -ყველაფერს აგიხსნი, მშვიდ ადგილას მივიდეთ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვები. ლიკამ მანქანა მყუდრო კაფესთან გააჩერა. გოგონას ხელი გაუწოდა დასახმარებლად და კაფეში შევიდნენ. მოშორებით აირჩიეს ადგილი, ყავა შეუკვეთეს და ლუკამ საუბარი დაიწყო. -ლიზა, როგორც იცი შენი პრობლემების მოგვარება ვერ შევძელი -რას ამბობ, მადლობელი ვარ სამსახური რომ შემომთავაზე. -გთხოვ არ გამაწყვეტინო და ნება მომცე ყველაფერი აგიხსნა. ვერ შევძელი შენი ისე დახმარება, როგორც მე მინდოდა, ხანდახან ესეც ხდება ხოლმე. არ ვიცი, შეიძლება ჩემი წინადადება სულელუად მოგეჩვენოს, თქვა რომ ეს ახალგზარდა ბიჭი რამ გააგიჟა, მაგრამ თუ რაციონალურად იფიქრებ მიხვდები, რომ ეს შეტანხმება შენც გაწყობს, ნუცას გამო. არ მინდა ცუდად გაიგო, არ ვამბობ, რომ ანგარებიანი ხარ და ფულის გამო ყველაფერს გააკეთებ.. მარამ ზუსტად ვიცი შენ ხარ საუკეთესო დედა, რომელმაც შეძლო და წინააღდეგობების მიუხედავად ნუცა ამ ქვეყანას მოავლინა, და საუკეთესო ბავშობა მისცა, დარწმუნებული ვარ შენი სამომავლო გადაწყვეტილებებიც სწორედ ნუცას კეთილდღეობას უკავშირდება. ცემი მხრიდან გეტყვი, რომ მე ეს წინადადება მწირდება რიგი მიზზების გამო, პარტნიორებთან უკეთესი თანამშრომლობისთვის, და შენი დახმარების სანაცვლოდ მე შემიძლია წვლილი შევიტანო ნუცას და შენს კეთილდღეობაში. -ლუკა, მაპატიე მაგრამ, ვერაფერი ვერ გავიგე შენი ლაპარაკიდან. -ლიზა, მინდა სწორად გამიგო, პირველ რიგში ის, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური, მე არაფერ ვითხოვ შენგან. მინდა, რომ ცოლად გამომყვე. დავქორწინდეთ.. ეს იქნება ფიქტიური ქორწინება, რომლის შესახებაც ჩვენ გვეცოდინება, სხვების თვალში მოსიყვარულე ცოლქმარი. გთხოვ მოხლოდ ერთ წელს, ერთი წლის შემდეგ ყველა თავის გზაზე წავა. ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორც ქმარი უფრო მეტად შევძლებ დახმარებას, განქორწინების შემდეგ კი უფრო მეტად გადადაგავ ნაბიჯებს ნუცას კეთილდღეობის შექმნისთვის -ლუკა, კი მაგრამ რატომ ახლა? ამ ყველაფრის გარეშე არ შეგიძლია ჩემი დახმარება? შენ არ იცი ჩემი ცხოვრების შესახებ არაფერი, მე არ შემიძლია. -ლიზა, მომისმინე- ბიჭმა გოგონას ხელი ჩასჭიდა- როგორც უკვე გითხარი ეს იქნება ფიქტიური ქორწინება, მე ქმრის სტატუსით უფრო მეტად შევძლებ ცემი გავლენის გამოყენებას შენი პრობლემები მოსაგვარებლად, ვიდრე ახლა, მხოლოდ მეგობრის რანგში. მე შენი წარსული არ მაინტერესებს, ის წარსულია. იმსახურებს ნუცა ბედნიერი იყოს. მომეცი საშუალება დაგეხმაროთ, თან ამ ქორწინებით მეც დამეხმარებით. -კი მაგრამ არავინ გყავს, რომ დაქორწინდე და მე და ჩემი შვილი ტვირთად არ აგეკიდოთ? -ლიზას, შენ და ნუცა ჩემთვის ტვირთი არ ხართ! მე რომ არ მინდოდეს არაფერს არ გავაკეთებდი. მინდა და მომწონს რომ გეხმარებით. გთხოვ, დაფიქრდი დრო არ იცდის. ლიზამ ცივად გაუღიმა და თქვა- სულ ერთია რა იქნება, კი ბატონო. ლუკას გაუხარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიხვდა სასოწარკვეთილი ქალის მდგომარეობით ისარგებლა, თუმცა მას მხოლოდ სიკეთე უნდა ლიზასთვის და ნუცასთვის. -კარგი, მაშინ ეხლავე წავიდეთ და მოვაწეროთ ხელი. დღეს საღამოს კი ყველას შევატყობინოთ. ლიზა უემოციოდ, გაჰყვა და დაჰყვა ლუკას აზრს. რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთ წლში განქორწინებულის სტატუსი ექნებოდა თუ რა. მისი ცხოვრება არასოდეს ყოფილა სამაგალითო. მარტოხელა დედა... ნაბიჭვრის დედა... დედის მკვლელი შვილი.... რას აღარ ფიქრობდა ხალხი მასზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ ლექსიკა თუ სხვა სიტყვებიც მიემატებოდა. ხელმოწერის შემდგომ ლუკამ ანის სახლში მიიყვან, საღამოს ნიკა მიიყვანდა ნუცას და ლიზას ლუკას სახლში. ლიზამ ნუცას აუხსნა, რომ ამიერიდან ახალი სახლი ექნებოდა, იქ იქნებოდა ბებია, რომელსაც მათი დამხარება სჭირდებოდა. ნუცამ მხოლოდ ის იკითხა ლუკა თუ შეძლებდა მათთან მოსვლას ხოლმე. როცა გაიგო, რომ ლუკასთან ერთად იცხოვრებდნენ მასზე ბედნიერი ბავში არ არსებობდა დედამიწაზე. ლიზამ ნუცა გამოპრანჭა, ნერვულობდა საკუთარ ცხოვრებაზე, არ უნდოდა მის შეცდომებზე პასუხი ნუცას ეგო, მისი შვილი ყველაზე უცვოდელი არსება იყო მთელს სამყაროში. ანის გაუხარდა ლიზას გადაწყვეტილება, იქნებ ერთი წლის მერე ერთმაენთი შეგიყვარდეთ და განქორწინება არც გახდეს საჭიროო- გაიხუმრა მეგობარმა. ნიკამ დათქმულ დროს მოაკითხა, მანაც მოულოცა დაქორწინება და შეყვარებულის მსგავსად იხუმრა. -ვინ იცის, იქნებ განქორწინება არც გახდეს საჭირო თუ ორივე მხარე იაქტიურებთ. ადგილზე მისულებს ლუკა და მანანა კარის ზღურბლზე შეეგებნენ. ლუკამ გააფრთხილა მანანამ ჯერ არ იცის და სუფრაზე ვეტყვი ახალ ამბავსო. მანანამ ბავშვს, რომ შეხედა მისი შვილი თიკა გაახსენდა, თუმცა არაფერი უთქვამს. იფიქრა იმდენად მენატრება შვილი ამ უცოდველ ბავშვში მისი სახე დავინახეო. მანანამ ოთახიც აჩვენა სტუმრებსა, სადაც ამიერიდან იცხოვრებდნე. ლიზა მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლებოდა. სუფრაზე სულ ათიოდე ადამიანი იყო შეკრებილი. ოჯახის უახლოესი ადამიანები. გაცნობის და მხიარულების შემდგენ თამადა ნიკამ სასმისები შეავსებინა ყველას და ლუკას თავლი ჩაუკრა. -მეგობრები, მინდა სასმისი შეავსოთ, რადგან ძვირფასი სადღეგრძელო უნდა შემოგთავაზოთ. ნეფე-დედოფალს გაუმარჯოს. ცოტა უცნაურად და სწრაფად გადაწყვიტეს ეს ამბავი, მაგრამ სიყვარული ხომ გადაგვრევს ხოლმე ადამიანებს. - სუფრაზე სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა გაკვირვებული სახით იყურებოდა.- გთხოთ ფეხზე წამოდექით, რომ ჩევნი სუფრის წევრების დანეულობას ბოლო მოეღოს. ლუკა ფეხზე წამოდგა, ლიზა ადგილიდან არ იძვროდა, არ უნდოდა ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღება,მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო. ლუკამ ლიზას ხელი ჩასჭიდა და ფეხზე წამოყენა. -მინდა გისურვოთ ულევი სიყვარული და ბედნიერად შეაბერდეთ ერთამენთს. სუფრაზე ჩოჩქოლი ატყდა მხოლოდ 4მა ადამიანმა იცოდა ამ ქორწინების შესახებ. მანანას გული წაუვიდა, სტუმრები დაემშვიდობნენ და ბედნიერება უსურვეს. მანანას დამხმარე ქალმა წნევა დაურეგულირა. ლუკა ნერვიულად დააბიჯებდა დედის ოთახში. -ლუკა, არ მესმის , რა ცირკი გამართე. რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს? გესმის რას აკეთებ? ადექი და დაქორწინდი ქალზე, რომელზეც მეუბნებოდი, რომ დამხარე იქნებოდა. რა ხდება ამიხსენი? დაბრუნდა ისევ ის ძველი ლუკა, თავისი არაპროგნოზირებადი საქციელებით? გადი ჩემი ოთახიდან, არ მინდა შენი დანახვა- მანანამ ცრემლები ამოაყოლა და შვილს კარებისკენ მიუთითა. ლუკა განერვიულებულმა დატოვა დედის ოთახი. არ ელოდა დედას ესეთი რეაქცია თუ ექნებოდა, ფიქრობდა სხვების თანდასწრებით უფრო მშვიდად მიიღებდა ლუკას დაქორწინების ამბავს. მაგრამ შეცდა. ლუკა ოთახში შევიდა და საკუათრი დაარდები დაავიწყა სცენამ. ლიზას და ნუცა მის საწოლზე იწვნენ, ბავშვს კულულები ჩამოშლოდა და მსუბუქად დაებერა ტუჩები. ოთახში შესცლისთანავე ლიზა საწოლიდან წამოხტა. -მაპატიე, უკითხავად რომ შემოვედით. ბავში ტიროდა და ჩაეძინა, თქვენმა დამხმარემ ნანამ ამ ოთახში შემომიყვნა აქ დაწვინეო, და როგორც მივხვდი შენი ოთახია. უკვე ღრმად სძინავს, ავივან და წავლთ იმ ოთახში დედაშენმა, რომ გვაჩვენა. -ლიზა დაიხარა ბავშვის ასაყვანად -ლიზა, გაჩერდი. დაანებე ბავშვს თავი, არ გააღვიძო. ნანამ აქ იმიტომ შემოგიყვნა, რომ ცოტახნისწინ განვაცხადეთ დავქორწინდითო. შესაბამისად ჩემ ცოლს ჩემს ოთახში უნდა ეძინოს. სხვებს, თან ამ ამბის მერე ვერ მივცეთ საბაბს ილაპარაკონ ჩვენზე. ჩვენ ხომ სხვების თვალში მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ვართ. იმხელაა ეს საწოლი სამივეს გვეყოფა. არ იქნება სწორი პირველივე ღამეს წყვილმა ცალცალკემ დაიძინონ. -როგორც შენ იტყვი. ლიზასთვის ცხოვრებას აზრი დაეკარგა, რაიმე შეწინააღმდეგების ან ემოციების გამოხატვის ძალა არ ჰქონდა. ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა.რატომ იყო მის ცხოვრებაში მხოლოდ ნეგავტივი ვერ ამოეხსნა. ცოტახანში, პლედით ხელში ლუკა გამოვიდა. მხრებზე მიაფარა. -შეგცივდება. დუმილი.... -ლიზა... მინდა იცოდე, რომ იმ დროის განმავლობაში რაც ჩევნ ერთად ვიქნებით, მე ორივეს დაგიცავთ, არ მივცემ უფლებას ვინმემ გაწყენინოთ. უნებურად ლუკა დაიხარა და ლიზას შუბლზე აკოცა. ლიზა შეხტა... ეს სითბო... ეს მუხტი როგო აგონებდა ლუკას თავს.... ფეხზე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით ოთახში შევიდა. ლუკაც მიყვა, უნდოდა ბოდიში მოეხადა. -ლუკა, მინდა იცოდე, რომ არ ვარ ისეთი როგორიც ვჩანვარ. სხვისი გადმოსახედიდან შეიძლება ვიყო ასეთი ქალი, მაგრამ არ ვარ. ჩემი წარსული ცხოვრება და მარტოხელა, უქმროდ გაჩენილი შვილი არ ნიშნავს, იმას რომ მე ყველა მამაკაცთან ვამყარებ ურთიერთობას. ნუცას მამა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი იყო ნუცამდე და ერთადერთად რჩება. მის შემდეგ არ მქონი არავისთან ურთიერთობა.ამის არც დრო მქონდა და არც სურვილი. ამიტომ არ მინდა იფიქრო სხვანაირად. ლუკას გაეღიმა... იცოდა რომ ლიზას ცხოვრებაში მაშინ 4 წლის წინ პირველი მამაკაცი იყო, მაგრამ ეხლა მის სიტყვებში იმდენი გულწრფელობა იკვეთებოდა. გულზე მალამოსავით მოედო სიტყვები, რომ ის ლიზას ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყო დაა აპირებდა სამუდამომ ასე გაგრძელებულიყო. -გთხოვ, გადი ცოტახნით ოთახიდან. პიჟამას ჩავიცვავ და დავწვები. ლუკამ გაიღიმა და ოთახი დატოვა. რას იფიქრდება ლუკა თუ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა და ეს ცვლილება მას ბედნიერებას მოუტანდა. დილით ნუცას მოფერებამ გააღვიძა, ჯერ კარგად გათენებულიც არ იყო. იცი, ასეთ დღეებზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო ადრე, ახლა მის საწოლში, მის გვერდით წევს მისი შვილი. -ნუციკო, გინდა რამე, რატომ გაიღვიძე ესე ადრე? ჩურჩულით მოეფერა ბავშვს -ლუკა, იცი არ მეძინება. ესე რომ ვიღვიძებ დედა სიმღერებს მაყურებინებს და მეძინებე. მაგრამ დედა ვერ გავაღვიძე. არა ვიტყუები... შენ რომ დაგინახე ჩემს გვერდით მინდოდა შენთან ერთად თამაში და მაგიტომ გეფერებოდი- ბავშვი სიმართლეში გამოტყდა და დამორცხვებული მამაკაცს მიეხუტა. -მერე წამოდი და ჩუმად გავიპაროთ ტელევიზორთან, ისე რომ დედა არ გავაღვიძოთ. ლუკამ ხელში აიყვანა ბავშვი და ჩუმად გაიპარნენ მისაღებ ოთახში. ტახტზე მოკალათდნენ და მალევე ჩაეძინათ. დილით მანანამ, როგორც ყოველთვის ყველას დაასწრო გაღვიძება. სასტუმრო ოთახში გასულს ტელევიზორთან მძინარე შვილი და ნუცა აღმოაჩინა -ღმერთო, როგორ ჰგავს თიკას ბავშობას. რა დააშავა ამ უცოდველმა ბავშვმა, არც არაფერი. ბავშვებმა არ უნდა აგონ მშობლების საქციელზე პასუხი. ტახტზე მწოლიარე მამა-შვილს საბანი მიაფარა და ჩუმად სამზარეულოში გავიდა. ლიზამ შეშინებულმა გაიღვიძა, პირველად 3 წლის განმავლობაში ნუცა მის გვაერდით არ იყო. სასწრაფოდ მოისხბა ხალათი და ოთახიდან გავიდა. მანანად მიესალმა, უნდა ეკითხა ლუკა ხომ არ გინახავთო, რომ მანანამ დაასწრო -მისაღებში არიან ნუ ნერვიულობ. ლიზას სასიამოვნ სურათი დახვდა ტელევიზორთან. ლიზას ლუკასთვთვის მაგრად ჩებღუჭა თმაში და პატარა სახე ყელში ჩაერგო. ლიზა თუნდაც ცოტახნით ნუცას მისცემდა მამის ხატს ლუკას სახით... სასაუზმოდ მანანამ დაუძახათ. ლუკამ ხელი ჩასჭიდა ლიზას და მაგიდას მიუსხდნენ. სუფრაზე მხოლოდ ჩანგლის წკარუნი ისმოდა. -კარგი მე დავიწყებ.- სიცუმე დაარღია მანანამ. ლუკამ ლიზას ხელი მოჰკიდა და თვალით ანიშნა არ ინერვიულოო.- ნანა გთხოვ, ბავშვი გარეთ ასაუზმე. ნუცა წადი ბებო და ეზოში მტრედები დათვალეთ. იცი რა ლამაზები არიან. ნუცამ ფრინველებს გაგონებისთნავე სკამიდან ჩამოხტა და ნანას არც დაელოდა ისე გავარდა ეზოში. -არ ვიცი რატო გადაწყვიტეთ, ან რა იყო ეს თქვენი საქციელი, მაგრამ მეც დამნაშავე ვარ. არ უნდა მეთქვა ის სიტყვები გუშინ შენთვის ლუკა. მხოლოდ შენ მყავხარ დედამიწაზე, არ მინდა ისევ დავკარგო შვილი, არ მინდა ისევ შეცდომა გავიმეორო და თიკასავით მოგექცე, მერე რომ ვინანო. ამიტომ ვიღებ თქვენს გადაწყვეტილებას, არ მოგატყუებთ არ ვარ ბედნიერი და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. თუნდაც ნუცას მამასთან დაკავშირებით.ლიზა სიბრაზისგან გამწარდა და კითხვაზე უპასუხა/ -ნუცას მამა მკვდარია,მანამდე მოკვდა სანამ მე მის არსებობის შესახებ გავიგებდი. ქალბატონო მანანა, ჩემი მისმართიც რაც გინდათ ის თქვით ან გააკეთეთ, მაგრამ ამ ცხოვრებაში მხოლოდ ნუცა გამაჩნია, და მის ერთ ცრემლას კი ვერ ავიტან, არა თუ დამცირებას. -მესმის გოგონა შენი, დამშვიდდი.უბრალოდ მინდა ვიცოდე რაღაცები ჩემ რძალზე, მგონი მაქვს უფლება. ან ჩემმა შვილმა მაინც იცოდეს სიმართლე ბავშვის მამასთან დაკავშირებით. -დედა, არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მე ნუცას მამის შესახებ ყველაფერი ვიცი, იმაზე მეტიც კი რაც სვხებმა. ასე რომ, ეს თემა ჩემსა და ლიზას შორის დახურულია. და გთხოვ შენც დახურო. -კიბატონო, შენ თუ ასე გინდა იყოს ესე. იცი ბოლო 4 წელი მხოლოდ შენ გადაწყვეტილებებს ვიღებ და უპირობოდ ვუჭერ მხარს, სულ რომ მიწასთან გაასწორო ეს სახლი და კომპანია მე მხარს დაგიწერ, თუ კი მე შენს გვერდით ვიქნები. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულეებას ბავშვის მიმართ. ბავშვი ყველაზე უცვოდელი არსება, ამიტომ, არ ინერვიულო, როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე მივხედავ. მე კითხვები მოხლოდ შენთან მაქვს და არა ნუცასთან. -მადლობა დედა ამ საუბრისთვის, განსაკუთრებით ნუცას მიმართ დამოკიდებულებისთვის, ვიცი რას ნიშნავს ეს შენთვის. მაშინ აქვე გთხოვ რომ დღეს იქნებ შენ და ნანამ დაიტოვოთ ბავშვი. მე და ლიზა კალიცოების საყიდლად უნდა წავიდეთ. ისე უცებ გადავწყვიტეთ ხელის მოწერა ბეჭდის ყიდვა დაგვავიწყდა. -და ჯვრისწერა? ხომ იცი ჯვრისწერა უფრო მნიშვვნელოვანია ჩვენი ოჯახისთვის. -დედა, ჯერ არ გვისაუბრია ჯვრისწერაზე მაგრამ, ესეც იქნება მალე. ლიზა მხოლოდ ისმენდა ამ საუბარს, არ გამოხატავდა არანიარ გრძნობებს, მხოლოდ ახალ უცნაურ ცხოვრებაზე ფიქრობდა, რომელშიც თავი თავად გაჰყო. -კი დავიტოვებ დღეს ნუცას. ლიზა, მხოლოდ ერთ რაღაცს გთხოვ, უფლება მომეცი ნუცას ოთახი მე მოვამზადო. ლუკამ იცის ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია. თან არაა ლამაზი ახალდაქორიწნებულების საწოლში ეძინოს ბავშვს ლიზამ თანხმობა გაუცხადდა, რადგან მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ ეტაპზე არაფერ. საუზმობის დასრულების შემდგომ, ლიზა ნუცას დაემშვიდობა და გააფრთხილა, რომ დღეს მანანა ბებოსთან დარჩებოდა. ბავშვი სიხარულით დასთანხმდა ამ წინანდადებას. ლიზა და ლუკა მაღაზაში წავიდნენ საქორწილო ბეწდების საყიდლად. -ლიზა როგორი ბეწედი გინდა? -რავიცი ლუკა, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მხოლოდ ფორმალურობისთვის გვინდა და შენ თუ რამე გაქვს გეგმაში ის ვიყიდოთ, თუ არა ჩემთვის არ აქვს აზრი. -ლიზა, ეხლა შევთანხმდეთ. არ აქვს აზრი, სულ ერთია, ეს სიტყვები ამოიღე შენი ლექსიკონიდან, სერიზოლულად. ჩვენ ყველას ვგონივართ ბედნიერი ცოლქმარი და ამ საუბრით ხალხს ესეთი შთაბეწდილება დარჩება შენი აზრით? რათქმა უნდა არა. ამიტომ ჩართე შენი წარმოსახვა, ოცნებები და აარჩიე საქორწილო ბეწედი. ყველაფერს რომ თავი დავანებოოთ სულ მცირე ერთი წელი უნდა გეკეთოს ხო? დავიჯერო არ ოცნებობდი. გთხოვ არ გავაჩინოთ კითხვები.კარგი?-ლუკამ ხელი მოჰკიდა და ნაზად გაუღიმა -კარგი0 დაეთანმხა გოგონაც. ოცნებობდა? როგორ არ ოცნებობდა? ყოველთვის უნდოდა საქორწინო ბეწედი მთელი ცხოვრება კეთებოდა. ააირჩია ის საოცნებო ბეჭედი რომელზეც ოცნებობდა. ლუკა მართალი იყო, ერთი წელი მაინც ლიზას ხელი უნდა დაემშვენებინა და არ ჯობდა რომელიც მოსწონდა ის აერჩია. -ლიზა, წადი მაქნანაში, გადავიხდი, შემიფუთავენ და მოვალ მეც. არ შეგცივდეს. გოგონა მანქნაში დაჯდა და დაინახა როგორ ესაუბრებოდა კონსულტანტს. ლუკამ უნებურად თმაზე ხელი წაიღო და გადაიწია. ლიზას გაახსენდა პარიზის მაღაზია, ყავის რიგირ, როგორ იწევდა გრძელ თმას ლუკა. -არა, რამდენ ადამიანს აქვს ესეთი ჩვევა. ნუ ავიჩემე რაღაც. საკუთარ თავს გამოეპასუხა ლიზა. ლუკამ ბეჭდების შეკეთვა გააკეთა, სთხოვა გოგონას ბეჭედზე მისი სახელი, ხოლო მის ბეჭედზე ლიზა და ნუცას ინიციალები დაეწერებინათ. ბეჭდებს ხვალ წაიღებდნენ. სახლში დაბრუნებულებს ერთად მოთამაშე მანანა და ნუცა დახვდნენ. ნუცა ლუკას და ლიზას ჩაეხუტა, თუმცა არცა რომ ლუკასთვის მოეყოლა დღის ამბები. მოუყვა, როგორ ითამაშეს, როგორ იყიდეს საცმელები და საწოლი, რომელსაც ხვალ მოიტანდნენ. ნუცას ემოციებისგან დაღლისლ ჩაეძინა. -წავიყვან დავაძინებ, ძალიან დაიღალა ეტყობა დღეს, როგორი ბედნიერი ყვებოდა ამბებს. მადლობა ქალბატონო მანანა. დედამთილმა არაფერი უპასუხა. ლუკამ მძინარე ბავშვს ხელი დავლო და საძინებელში წაიყვანა. -არ იყო საჭირო ლუკა, ძალიან წუხდები ჩვენს გამო. სამი წელი მარტო დამყავს და მიჩვეული ვარ. ტკივილნარევი ღიმილით გაუღიმა ქალმა. ლუკამ ვერაფერი უპასუხა. -სამზარეულოში გავალ,წაყლი უნდა მოვიტანო, შენ სანამ გამოიცვალე. რამე ხომ არ გინდა? -ხანდახან ნუციკო ღამე იღვიძებს და წყალს ითხოვს, ერთი ჭიქა მისთვისაც წამოიღე. სამზარეულოში გასულ ლუკას მანანაც იქ დახვდა. -მშვიდობა გქავთ? -კი დედა, უბრალოდ ნუცა ღამე წყალს ითხოვს ხოლმე და წასაღებად მოვედი -როგორ ჰგავს თიკას ბავშობას... თვალზე ცრემლი მოადგა ქალს -კი.მეც ვხედავ მსაგვსებას, და თან სახელიც. -დღიურში წავიკითხე, თურმე ნუცას დარქმევას აპირებდა საკტარი შვილისთვის. -დედა, წაროიდგინე, თიკას ჯერ არ დაბადებული ბავშვი მოგვევლინა სამყაროს. გთხოვ თბილად მოექეცი. ეყო რაც გადაიტანა ცხოვრებაში. -მწყინს ეს სიტყვები შვილო, შენ მაინც ხომ იცი რა გადავიტანე თიკასი და მიში ჯერ არ დაბადებული შვილის გამო. ეს ბავშვი ჩემ გულში საკუთრი შვილიშვილივით შემოვიდა და დაიმვიდრა უკვე ადგილი. ბავშვები არ არიან მშობლების შეცდომებზე პასუხისმგებლები. -მეც და დედამისიც ჩვენ შეცდომებზე ვაგებთ პასუხს, მაგრამ არა ნუციკო. -არ ინერვიულო, მივხედავ, ხვალ უკვე საკუთარი ოთახი ექნება ნუცას. დედა შვილი ერთამენთს გადაეხვია და დაემშვიდობენ. მეორე დღეს ბეჭდები მოიტანეს, ლუკამ მაშინვე ხელზე გაიკეთა, ლიზას კი დაუჩოქა ტელევიზორის წინ და ისე გაუკეთა კალიცო. ამ ფაქტით აღფრთოვანებული ნუცა აქეთ იქით დახტოტა: -პრინცმა მამიკომ დედაზე იქორწინა! ლიზას ეღიმებოდა ბავშვის გულუბრყვილო საქციელზე. დრო გადიოდა ერთმანეთს ეჩვეოდნენ. ნუცამ ყველას ძლაინ შეაყვარა თავი. ლუკას უკვე მამას ეძახდა, მანანას ბებიას. რასაც ვერ მიეჩვია დედასთან დაშორებას, არ სეეძლო მარტო ძილი. ყოველ ღამე პირობას დებდა, რომ ხვალ თავის საწოლში დაიძნებდა მაგრამ პირობა პირობად რჩებოდა. არც ლიზას ეთმობოდა. ჯერ ერთი 3 წელი საკუთარი კალთიდან არ მოუშორებია და მეორეც არ უნდოდა ლუკასთან ერთად მარტო დაძინება. -ლიზა, მინდა რაღაცაზე გელაპარაკო. ეს ნუცას ეხება. -რამე მოხდა? -როგორც ვიცი ნუცას დაბადების მოწმობაში მამა არ უწერია. -კი ასეა. -მინდა რომ დავიწყო პროცედურები და ბავშვის მამად მე ვეწერო. არაფერი თქვა. ჯერ დამაცადე აგიხსნა. ამ დროის განმავლობაში დაინახე შენ თუ როგორ მიყვარს ნუცა, მეც და დედაცემსასც. თვითონაც მამას მეძახის. ვიცი არ აპირებ ოდესმე სიმართლე მოუყვე მამის შესახებ, პატარა და მხოლოდ მე ვემახსოვრები როგორც მამა. არ აქვს მნიშვნელობა აერთი წლის თუ 100 წლის მერე მე ნუცას საკუტარ შვილად აღვიქვავ. თან განქორწინების შემდეგ ნუცა ბევრად უზრუნველყოფილი იქნება, და შენც იცი ამას იმასხურებს. შენი და ნუცას აქ ყოფნით ჩვენ ისე გვეხმარები, რომ ვერასდროს ვერ გადაგიხდი მადლობას. გთხოვ მომეცი საშუალება მინიმალური მაინც გავაკეთო. -გთხოვ დაფიქრება მჭირდება. თან როგორც ვიცი დნმ ტესტი არის საჭირო, და როგორ აპირებ ამ ყველაფრის გაკეთებას. -ვიცი პროცედურები, ველაპარაკე ადვოკატებს უკვე. არაფერი არ იქნება პრობლემა. მხოლოდ შენ უნდა იყო თანახმა. -მოვიფიქრებ. ლიზამ რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დათანხმებოდა ლუკას წინადადებას. ნუცას მომავალს ასე უფრო ნათელს გახდიდა, თან გვერდზე ეყოლებოდა ბებია და მამა, არ მოუწევდა ნუცასთვის საკუთარი წარსულის მოყოლა. ანიმაც გაამხნევა, იქნებ არც დაშორდეთ და ბავშვს მამა ეყოლება შენ ქმარიო. პირველად წამოსცდა ლიზას იქნებ. -ლიზა, მოდი გაიცანი ეს ჩემი და მარგო. აქამდე ვერ მოახერხა ჩამოსვლა.- სამზარეულოში შესულ ლიზას მანანა მიეგება და და გააცნოო. -გამარჯობა, მარგო დეიდა, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. თავაზიანად მიესალმა ლიზა. -შენ ხარ ამ ლამაზი თოჯინისი დედიკო, რა მატრაკვეცა გოგოა. ჩაეხუტა მარგო ლიზას -მოასწრო უკვე ნუცამ თქვენი გაცნობა ? გაეღიმა ლიზას. -მანო, როგორ ჰგავს თიკას ბავშობას ნუცა. მანანამ გაფითრებულმა შეხედა -მარგო რას ამბობ? მართლა? -კი ქალო რა იყო რამ გაგაფითრა? ლიზამ წყალი ჩამოუსხა მანანას და დაჯდომაში მეხმარა. -მართალს ამბობ? შენც ხედავ მსგავსებას? მეგონა მე მენატრება თიკა და უბრალოდ იმიტომთქო. -შეხედე როგორ თამაშობს. რომ ვუყურებ სულ თიკას ბავშობა მიდგება თვალწინ. ლიზა გაკვირვებული უსმენდა დების საუბარს. მანანა მიხვდა, რომ ძლაინ დაბნეული იყო ლიზა. -მოიცა მოვიტან ძველ ალბომს, ლიზა გარეშე პირია და უფრო კარგად შეაფასებს მსგავსებას. უცებ მოიფიქრა მანანამ და სამზარეულოდან გავიდა. -ლიზა, ჩემო შვილო, იცი ხომ ამათ თავს რა ბედურებაც დატრიალდა? -მარგო დეიდა, სიმართლე გითხრათ ფრანგმენტულად, მე რომ შევაკოწიწე ისტორია. ლუკასთვის მძიმე თემა და არ საუბრობს, და მანანა დეიდას ვერ შევეკითხებოდი, სულ ტირის ამ თემას თუ ეხება რამე. -ეჰ, ჩემო დაო, იტირებს აბა რა იქნება. სანამ მოვა გეტყვი. ბედნიერი ოჯახი ჰქონდა ჩემს დას. ორი ერთმაენთზე ლამაზი ქალ-ვაჟი. ლუკა მაშინ სულ სხვანაირი იყო, გართობის მოყვარული, არაფერი ედარდებოდა, მამაისი ყველაფერს უგვარებდა. თიკა ულამაზესი გოგო; 22 წლის იყო რომ გაიპარა და გათხოვდა. ჩემი გარდაცვლილი სიძე და მანანა გაგიჟდნენ, ჩვენი შესაფერისი არა სიძეო. ქუთაისელი იყო საწყალი ბიჭი. მანანა ახლა რომ არის ესეთი ლმობიერი მაშინაც ესეთი კი არ იყო? საკუთარ შვილზე თაქვა უარი 5 თვე არ ელაპარაკებოდა. ლუკა 24 წლის იყო მაშინ, დაიღალა მშობლებისა და დის ოჯახის კინკლაობის ყურებით. არ მაინტერესებს არაფერიო და ესპანეტში წავიდა საცხოვრებლად. -ლიზას შეამცივნა- თიკას დაქორწინებიდან 5 თვის თავზე, ჩემმა სიძმე რომ გაიგო მალე ბაბუა გავხდებიო, ქუთაისში წავიდა, უნდა ჩამოვიყვანო და შევარიგო დედა- შვილიო. ნეტა არ წასულიყო და ისევ ნაჩხუბრები ყოფილიყვნენ-ცრემლები მოიწმინდა მარგომ. წავიდა და წაავლო ცელი თიკას და ნიკას, მანანას უნდა შეგარიგოთო. თბილისში რომ მოდიოდნენ ავტობანზე ტრაილერი დაეჯახათ და სამივე ადგილზე გარდაიცვალა. მანანამ ინფაქტი გადაიტანა, შოკურ მდგომარეობაში იყო და რეანიმაციაში მოათავსეს. ლუკას ვერ ვუკავშირდებოდით. ესპაენთი მალევე დაუტოვებია და სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა. ბოლოს პარიზში ვიპოვეთ და ჩემმა შვილმა ცოცხალ მკვადრი ჩამოიყვანა. ლიზას უფრო შეამცივნა, მარგომ ეს შენიშნა, ჩათვალა რომ რძალმა გულთან ახლო მიითანა ოჯახის მძიმე ისტორია. პარიზი- ჩვევები... მუხტი.... სითბო.... ემოცია რომელსაც ლუკას მიახლოებისას გაინცდიდა... ნუცას და ლუკას მსგავსება.... ლიზა გაფითრდა ამ დროს მანანა ოთახში შემოვიდა და ლიზას გაფითრებული სახე შეამჩნია -ლიზა, რა გჭირს? ფერი არ გადევს სახეზე? ორსულად ხომ არ ხარ? ჩეღიმა მანანას -თიკას ისტორიას ვუყვებოდი და ძალაინ იმოქმედდა ბავშვზე. მარგომ წყალი მიაწოდა. -აი თიკას და ლუკას ბავშობის სურათები. შენ ხარ გარე დამკვირვებელი და შენ გვეტყვი, გავაფრინე მე თუ მართლა ჰგავს. ლიზამ ხელის კანკალით გამოართვა ალბომი და სურათების დათვალიერება დაიწყო. მანანა და მარგო არ ტყუოდნენ. თიკას ბავშობის სურათები ძალიან ჰგავდა ნუცას, ნუცას და ლუკას... ერთანირი თმები ჰქონითა ბავშობაში, გამოხედვა, ღმერთო როგორ გავს მამამის.... გაიფიქრა ლიზამ და ალბომი ხელიდან გაუვარდა. ქალები შეშინებულები წამოხტნენ, ალბომიდან ძველი პატარა სურათი ამოვარდა, სადც ლუკა იყო გამოსახული ასე 23 -24 წლის. -ეს ვინ არის სურათზე? აკანკალებული ხმით იკითხა ლიზამ -რა გჭირს შვილო ფერი არ გადევს, რამ შეგაშინა ესე? - მარგო დაჯდომაში მიეხმარა ლიზას- ესე გამოიყურებოდა ჩენი ახლა სიმპატიური ლუკა 24 წლის ასაკში, მანამ მის თავს ეს უბედურება დატრიალდებოდა. ლიზას შორიდან ჩაესმოდა ლუკას სიცილი და ნუცას ტიტინი, როგორ უყვებოდა მამას დღის ამბებს... -ნუციკო..... ლუკა.... მამა.... მხოლოდ ამ შიტყვებს ლუყლუღებდა ლიზა და სიზმარში ჩაიძირა. გამოფხიზლებულს თავზე ლუკა ედგა ნამტირალევი სახით. -ნუციკო.... ამოიტირა ლიზამ -დამშვიდი, მანანასთანა, ჩვენ საავადმყოფოში ვართ. 4 საათის განვალობაში გონზე ვერ მოდიოდი. ძალიან შემეშინდა. დაჭრილი დათვით ამოიტირა ლუკამ და ლიზას ჩაეხუტა -შენ... შენ... ლუღლუღებდა ლიზაა, რომელიც ლუკას მკლავებში იყო მომწყვდეული- შენ იცოდი ყველაფერი? -ახლა ამის დრო არ არის. არ მინოდა ყველაფერი ესე გაგეგო შენ -შენ თავიდანვე იცოდი ხომ? ამიტირა ნუცამ. მაშინ ჩვენთან რომ მოხვედი პირველად, შემომხედე და თავი დახარე, ნუცას დანახვის მერე გამიღიმე მხოლოდ... ვფიქრობდი მომეჩვენათქო..... -ლიზა, მაპატიე, არ მინდოდა ასე გაეგო ყველაფერი -აპირებდი ოდესმე ამის თქმას, თუ მხოლოდ თავი დავალებულად უნდა მეგრძნო ჩემს შვილს, რომ ეხმარებოდი... როგორ მრცხვენოდა და თურმე შენ სინდის იწმენდი ამით..... თავი მუხლებში ჩარგო ლიზამ -ლიზა, მიყვარხარ...... ამოილუღლუღა ლუკამ ლიზა გაჩერდა, თავი აწია და გაეცინა. -ვუყვარვარ? ვუყვარვარ თურმე? ჩემი შვილიც ხომ არ გიყვარს? -ჩვენი შვილი.... -არა ლუკა, ჩემი. ნუცას მამა მკვდარია, ჯერ კიდევ მაშინ მოკვდა სანამ მე ნუცას არსებობას გავიგებდი. მაშინ მოკვდა დილით გაღვიძებულს სახლში, რომ არ დამხვდა. მაშინ მოკვდა, ერთი ნივთიც რომ არ დატოვა, მაშინ მოკვდა ერთი სიტყვაც რომ არ დამიტოვა და ისე გაქრა. ჩვენი? სად იყავი ლუკა ნუცას არსებობის შესახებ, რომ გავიგე? ან მაშინ პირველად რომ მოვისმინე გულისცემა? ან მაშინ აბორტის გაკეთებაზე რომ ვფიქრობდი? ან მაშინ პირველად რომ გაინძრა? ან მაშინ 18 საათი ტკივილისგან რომ ვიტანჯებოდი მარტოდმარტო საავადმყოფოში? ჩვენი? სად იყავი მაშინ ექიმმა ვერავის რომ ახარა ჯანმრთელი გოგო დაიბადაო? სად იყავი მაშინ დედაჩემმა შვილიშვილის დაბადების ამბავი, რომ გაიგო და გული გაუსკდა? სად იყავი პირველი ნაბიჯი, რომ გადადგა? მარტივია თქვა ჩვენი. ნუცა ჩემი შვილია -ლიზა დაწყნარდი, კიდევ არ დაკარგოგონება, ემუდარებოდა ისტერიკაში მყოფ ქალს. ამ დროს მანანა და ნუცა შემოვიდნენ პალატაში. -ლუკა, მითხარი არ წამხვიდეთო, მაგრამ ნუცა ვერ დავაწყნარე. ლიზამ ნუცას დანახვაზე ცრემლები შეიწმინდა და შვილს ჩასახუტებლად ხელები გაუწოდა, ნუცამ სასწრაფოდ მიირბინა დედიკოსთან, თუმცა მალევე მამას ფეხებზე ჩამოეკიდა- -პრინცო მამიკო, დედა რატომ ტირის? ხომ მითხარი მე მისი რაინდი ვარო? მეშინი-ტირილით მიეხუტა ლუკას ფეხებს. ლუკამ ხელში აიყვანა და გულში მაგრად ჩაიკრა. -მა, ნუ გეშინია კაი? მე შენთან ვარ. დედიკოც აქაა, ჩვენ აქ ვართ, ყველა ერთად და გპირდები სულ ესე იქნება. ლუკამ გულში ჩაკრული ბავშვი ლიზასთან მიიყვანა და ჩაეხუტა. ლიზა ემოციებისგან დაცლილი, ნანახისგან გაოგნებული უფრო მეტად ატირდა და ლუკას ხელი მოუჭირა. მანანა განცვიფრებული უყურებდა მომხდარს და ხვდებოდა რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩანდა. წამლების მოქმედების გამო ლიზას მალე ჩაეძინა. მანანამ ნუცა სახლში წაიყვანა, ლუკა დაჰპირდა რომ მალე ყველაფერს მოიყვებოდა. ღამე ლიზას გვერდით გაატარა, ლიზას მამაკაცის ხელს უჭერდა და მთელი ღამე ლუკას და ნუცას ბუტბუტებდა. დილით გაღვიძებულ ლიზას ლუკას კალიცო და წერილი დახვდა „ იმედი მაქვს თავს უკეთ გრძნობ. მინდოდა ისტორიიის მეორე მხარე ჩემგან გაგეგო და არა შენით გამოგეტანა დასკვნები. პარიზში გატარებული დრო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. მხოლოდ ღმერთმა იცის, რომ არ ვაპირებდი შენს მიტოვებას. იმ საღამოს ჩემმა დეიდაშვილმა დამირეკა. მიტხრა პარიზში ვარ და სასწრაფოდ უნდა გნახოო. მისმართი მივწერე და შენი სახლის წინ მდებარე პარკში შევხვდი. სახლიდან გასვლისას გაკოცე. შენ ძილში გამიღიმე და ძილი გააგრძელე. მეგონა დილით ამ საქციელზე დაგცინებდი...ამბავი, რომელიც ჩემმა დეიდაშვილმა მითხრა ქვეყნის დასასრული იყო ჩემთვის. 24 წლის განმავლობაში მე მქონდა ძლიერი საყრდენი ოჯახის სახით. და ის ერთ დღეში განადგურდა. არ მახსოვსროგორ მოვედი სახლში, არც ის როდის ჩავალაგე ნივთები, მხოლოდ ის მახსოვს კიდევ ერთხელ გაკოცე და წამოვედი. გონს რამდენიმე კვირის შემედგე მოვედი. ვცადე შენს ნომერზე რამდენჯერმე დაკავშირება, სოციალ ქსელში მოძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ვიფიქრე ნაწყენი იყავი, ან არ გინდოდა მეხსიერებაში გქონოდა ერთად გატარებული კვირები. არ შემიწყვეტია შენზე ფიქრი... მხოლოდ ღმერთმა იცის... არ მაქვს ამის მტკიცებულება. მერე გამოჩნდა ნიკა, რამდენჯერმე ახსენა პარიზი... ლიზა... მეგონა გიპოვე, სოციალურ ქსელში არანაირი აქტივობა... ნიკამ თქვა ლიზას ნუცაო... მანდ დავკარგე იმედი, რომ შენ ჩემი ლიზა იყავი... რას წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა შვილი მყოლოდა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი.... მერე ნიკამ მთხოვა ჩემს მეგობარს სწირდება დახმარება და გამოვყევი. შემოსვლისთანავე, წამიც კი არ დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ეს შენ იყავი... გოგონას რომელსაც 4 წელი უშედეგოდ ვეძებდი...მერე დავინახე პატარა ოქროსთმიანი გოგონა, რომელიც ძალიან ჰაგვდა ჩემს და. და მაშინ მივხვდი, რომ ლიზას ნუცა ჩემი შვილი ყოფილა. დაქორწინება საბაბი იყო გვერდზე რომ მყოლოდით. ნიკამ მითხრა სიმართლეს თუ გაიგებს ნამდვილად საფრანგეთში დაბრუნდება... შენ კანონიერად შვილზე არანაირი უფლება არ გავს და ვერანაირი პრეტენზია ვერ გექნებაო.... არ მინდა კიდევ ერთხელ დაგკარგო... არ მინდა ნუცას გარეშე გატარებული ერთი წუთიც კი... გაცდენილ სამ წელსაც კი ვერ ვაპატიებ ჩემს თავს... არ მინდა უთქვენოდ... მაგრამ არ მინდა გხედავდე იმ ტკივილით, რაც გუშინ დავინახე შენში... უბრალოდე სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ რამდენიმე კითხვაზე დაფიქრდი... ჩემი სურვილი გაქცევა, რომ ყოფილიყო არასოდეს გადავკვეთავდი შენს ცხოვრებას, ასე არაა? ...რომ წამოვედი, იფიქრე იქნებ რა შემემთხვა?.... ნუცას არსებობა, რომ გაიგე ეცადე ჩემთან დაკავშირებას?... შენთვის მართლა ძვირფასი რომ ვყოფილიყავი გამოხედვითა და ნუცასთან მსგავსების გამო მაინც მიცნობდი.... ეს ბეჭედი შენ.... შენი გადასწაყვეტია შენი, ნუცას და ჩემი მომავალი... არ მინდა ბანალურობა....მაგრამ სიტყვების მეტი არაფერი მაქვს...მიყვარხარ“ ლიზამ ცრემლები მოიწმინდა და საქორწილო ბეჭედს დახედა . უცებ შემაჩნია, რომ კალიცოს ლიზა და ნუცა ეწერა. ხელიდან თავისი ბეწედი მოიძრო და მხოლოდ ეხლა აღმოაჩინა, რომ მის ბეჭედს წარწერა ლუკა ჰქონდა. ლიზამ ბეჭდები ერთმანეთში ჩასვა და ცრემლები მოიწმინდა.... -დედიკო, დედიკო, მამიკომ მითხრა დედიკოს იმიტომ აქვს ამხელა მუცელი, რომ ბავშვი შეჭამაო... ტიტინებდა ნუცა -რას ეუბნები ბავშვს ლუკა, გაეღიმა მანანას. -ნუციკო, მამიკოს უთხარი მალე მამიკოსაც შევჭამ თუ არ მორჩება ამ საყვარელ სიცილსთქო. გოგონამ ჩაიკისკისა და მამიკოს მიეხუტა. მამაკაცმა ცოლს აკოცა და გაიფიქრა, ტანჯვა ამაოდ ღირდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.