შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური თავგადასავალი


29-04-2020, 21:33
ნანახია 5 630

19 წლის მანძილზე ყოველ ახალ წელს სახლში ვატარებ, უკვე მობეზრებულიც კი მაქვს სულ ერთსა და იმავე სიტუაციაში ყოფნა. 30ში მზადებას ვიწყებთ, ერთ დღეში იმდენს საჭმელს ვაკეთებთ რომ ბოლოს საწოლზე მიგდებული მობილურს ვიღებ და გოგონებს ვურეკავ. პირველი ელენე მპასუხობს
- ოჰჰ, მადლობა ღმერთს თუ გვიკადრე ქალბატონო მარიამ
- აუუუ ელემეეე როგორ დავიღალეეეე, ხელებს ვერ ვგრძნობ, ვერც ფეხებს... ყველაფერი მტკივა სადაცაა მოვკვდები... ან იქნებ უკვე მოვკვდიიი??? მკვდარი ვარ და საიქიოდან გირეკააავ???
- ოეეე დამშვიდდი გოგო რა მომაყარე ნელა ილაპარაკე
- ნუ დამცინი ელენეეეეე. ძააალიან დავიღალეეე
- ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს მარტო შენ საქმიანობდი. მთელი დღეა დედაჩემს ვეხმარები - ელენემ ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და თავი მოისაწყლა- საერთოდ არ მინდობს, ბოლომდე გამომიყენა ძვლივს ამოვეგდე ოთახში.
- კნუტებოოოო - ბედნიერი თათული შემოგვიერთად.
- ეს რატოა ასეთი ბედნიერი დავიჯერო მთელი დღე უსაქმურობდა??
- აუუუ მიყვარს მე ახალი წელი მარიამოოო
- ვუაიმეეე
- მეც მიყვარს მაგრამ თქვენს გარეშე რო ვხვდები არ მომწონს - ელენემ გაბრაზებული თვალებით შემომხედა.
- აუ წეწეეე ხო იცი რო ჩემები მიმახრჩობდნენ 3თვეა არ ვუნახივარ ხალხს.
- მიახრჩობდნენ გოგოს...
- ოიფ გპირდებით შემდეგ ახალ წელს ერთად შევხვდებით
- მართლააა?? - თათულიმ გაბრწყინებული სახით ტაში შემოკრა.
- აიიი ფრომიიის ბეიბიიიიიიიი
- ნუ ცანცარებ გოგო
- კარგი ელემე მშვიდად ვარ - გავუცინე და ენა გამოვუყავი
- ვაიიიი მაგ ენას ამოგაცლიდი აქ რომ იყოო
- აუუუუ მოიცათ გაჩუმდით კნუტებო, მაგარი იდეა მაქვს - თათულიმ სერიოზული სახით გადმოგვხედა. - მოკლედ ხვალ ახალი წელია და ყველა ოჯახებში ვხვდებით ჰოდააააა 1ში მარიამო წამობრძანდება გურიიდან და ბედობას შევხვდებით სვანეთში.
- აუუუ რა მაგარიააა, დელიკა ვითრიოთ და წავიდეთ, საჭესთან მე ვჯდებიიიი
- აუუუფ :დდდ მომინდომა ახლა ამან საჭესთან დაჯდომა. ნამდვილად არ მინდა ქალბატონი ელენეს გამო ჩემი სათუთი სხეული ნაადრევად ჩადონ კუბოში - ცოტა პაუზა გავაკეთე მეტი სერიოზულობისთვის - თანაც ჩემს სხეულს ჯერ კაცი არ შეხებია და არ ვაპირებ ქალიშვილად სიკვდილს.
- ვაიმეე ამაზე გურია ცუდად მოქმედებს რამე ვუშველოთ რაა ელენეეე.
- ჩამოეთრევი შენ აქ და ღერა-ღერა დაგაცლი მაგ წითელ თმებს.
- ოკეეეეეეეეი სითბოოოო
- წავედი მე დავიძინებ და უჩემოდ არაფერი განიხილოთ
- ჰო ჰო წადი შენ დაიძინე რა გენაღვლება გურიის პრინცესავ, მე და თათული გავარკვევთ სვანეთზე ყველაფერს და შენ გამზადებულზე წამოდი.
- კაკრას მაგას ვაპირებდი.
- ვირი ხარ გოგო შენ, ვირი - ელენემ სიცილით გამომხედა - მაგრამ ვირს რას ვერჩი საწყალი ცხოველი შენ როგორ უნდა შეგადარო
- გააფსი რააა, მექოქოსინებით ფისოებო წავედი.
- ტკბილი სიზმრები ჰო მარიამო?
- ტკბილი სიზმრები თათულიკო, ამ ძივას კაცებს ვუსურვებ სიზმრებში მაინც დაატკბოს ვინმემ - ვთქვი და ეგრევე გავთიშე, ელენეს გაკაპასებულ სახეზე შევატყვე რაღაც საშინელებას მეტყოდა.
ახალი წელი ისეთივე ჩვეულებრივი იყო როგორც ყოველთვის, საღამოს ჩემებს ტვინი გავუბურღე და საბოლოოდ ძვლივს დავითანხმე ამ ზამთარში სვანეთში გაშვებაზე. ბარგი სწრაფად ჩავალგე და გასასვლელად უკვე მზად ვიყავი ელენემ რო დამირეკა.
- რას შვები ბანძოოო?
- ბანძი თავი გაბია დებილო, მზად ხარ??
- ჰო ახლა გამოვდიოდი სახლიდან.
- იმედია მძიმე ჩანთა არ მოგაქვს, ბევრი არაფერი წამოიღო არ დაგჭირდება.
მე ჩემს ორ ჩანთას გადავხედე და ელენეს გავუღიმე.
- არა რა ბევრი ორი ჩანთა მომაქვს მხოლოდ.
- ვაიმე ეს რა დებილია, რად გინდა გოგო მაგდენი???? შენ ათრევ მერე მაგ ჩანთებს?? აუცილებელი ნივთები წამოიღეეე - ტელეფონი ცოტა მოშორებით გავწიე, ელენე ისე ჩხაოდა ცოტაც და ყურიდან სისხლი წამომივიდოდა - შე საქონელო მისმეენ??
- ნუ ჩხავი დედაბერივით ამოვალაგებ ჰო
- დროზე გოგოოო
- გაააფსი, 15წუთში გამოვალ და ვაფშე 7საათზე რო არ წამოვიდე არ შეიძლებააა?? ცოტას მაინც დავიძინებდიიიი
- ნუ წუწუნებ და წამოეთრიე, თათულის გავუვლი ცოტახანში და შეგხვდებით გზაში.
- ოჰ რა პატივში გყავარ
- მადლობა თათას უთხარი მე სულ ჩამოხვალ თუ არა
- ოკეეეეეეი მეც მიყვარხარ შამხათო დედაკაცო.

****
ხომ შეიძლება ამ საახალწლოდ მაინც მოხდეს სასწაული და დილით დედას კივილმა არ გამაღვიძოს, რომ უკვე დიდი გოგო ვარ და არ შეიძლება საწოლში შუადღემდე ყოფნა ნუ ალბათ რომ იცოდეს ძილი როგორ მიყვარს მაცდიდა კიდევაც. ძლივს ვახელ თვალებს და გონებაში მხოლოდ ის მიტრიალებს რომ ცოტაც და გავქრები აქედან, გადავიკარგები მთებში ჩემს გოგოებთან ერთად, მათზე გაფიქრება და მარიამოს ზარი ერთია, ხოა ღირსი არ ვუპასუხო ეხლა მოუნდა იმ თავის გურიაში წაბრძანება კიდევ კარგი ჩემი თათული მაინც დარჩა აქ.
დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი საუბარი მოგეხსენებათ ხვალ ახალი წელია და ყველას ოჯახში მზადება მიმდინარეობს. აბა წარმოიდგინე ყველაზე არაკომუნიკაბელური გოგო, რომელსაც ვერასდროს წარმოედგინა,რომ მის ცხოვრებაში ორი არანორმალური არსება გამოჩნდებოდა და ასე დაუახლოვდებოდა. ხანდახან მგონია რომ ჩემი ცხოვრება უფერული იქნებოდა მათ გარეშე( თავში არ აგივარდეთ, სიტუაციამ მოითხოვა). როგორც ყოველთვის ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი და რათქმაუნდა 15 წუთში უკვე მეძინა.
ნახევრად მძინარე ველოდები ქალბატონ თათულის რო ჩამობრძანდეს და მარიამს გავუაროთ.
როგორც იქნა მოაღწია თათულიმ ჩემამდე, მანქანა უკვე მოეყვანათ. ბარგი უკან ჩავაწყვეთ და გეზი დასავლეთისკენ ავიღეთ.
- დაურეკე მერე იმ ბანძს სად არის
თათულიმ მარიამს დაურეკა და გაარკვია რომ უკვე ლანჩხუთიდან გამოდიოდა.
მარიამი ისეთი დაქოქილი იყო ლაპარაკს არ წყვეტდა.
- კაროჩეე გოგოებოოო სვანეთიდან რაჭაში გადავიდეთ. მართალია არ მევასებიან ეს რაჭველები მაგრამ ხალხს ვინ დაეძებს ბუნებაა დედის წიოკი.
- ვაიმე ოღონდ ეს გოგო დაჭკვიანდეს და მეტი არაფერი მინდა.
- აუ ელენე გზას უყურე რა ისედაც მეშინია - თათულიმ აშკარად მოწვა რო ის თქვა რაც არ უნდა ეთქვა და შეშინებული სახით გადმომხედა. კი დავაპირე ერთი შეკივლება მაგრამ თათას სახეზე სიცილი ვერ შევიკავე.
- რაო ალქაჯი ახარხარდაა??
- მარიამ ჩაიგდებ ენას თუ გაგითიშოთ?? - ვითომ გაბრაზებული ხმით ჩავძახე ტელეფონში და გზას თვალი არ მოვაშორე.
- ოოუ შიიით, რა ნელა მოღოღავს ეს მარშუტკააააააა დავიტანჯეეეეეეეე
- სირცხვილია მარიამ მძღოლს არ ესმის?
- რა ესმის თათული მგონი ძინავს, ერთი ხვრინვა არ მესმის თორე უეჭველი ვიფიქრებდი რო ძინავს.
- შეაფხიზლე მერე მარიამ - თათულიმ ისეთი ხმით თქვა ტელეფონში მარიამის კისკისი გაისმა (ეს ლამაზად რო ვთქვა თორე ისე მგონი ხარხარებდა ის იდიოტი).
***
თათულის სიტყვებზე ისეთი სიცილი ამიტყდა ჩემს გვერდით მჯდომი ბიჭი რომელსაც მანამდე ტკბილად ეძინა აწრიალდა.
- აუჰ ბოდიში გაგაღვიძეთ - ჩუმად გადავულაპარაკე თან გოგონებთან ვიდეო ზარი არ შემიწყვეტია.
- მანამდე რო ეგრე გეჩურჩულა არ გამეღვიძებოდა, შეგიძლია ახლა ხმას აუწიო უკვე 10წუთია შენს დიალოგს ვისმენ - ბიჭმა სიცილით გამომხედა.
- ანუ ბოდიში ტყუილად მოგიხადე, მეგონა გეძინა - ეშმაკურად გავხედე ბიჭს და ყურსასმენებში ელენეს სიცილი გავიგე. - შემოაკვდება ეს ერთ დღეს ვიღაცას - ჩაილაპარაკე ელენემ.
- მაცადე ქობელაშვილო რა დღეში ჩაგაგდებ მანდ რო ჩამოვალ - დავემუქრე დაქალს და ისევ ბიჭს გავხედე გაშტერებული სახით რო მიყურებდა. - რა?
- საიდან მოდიხარ?? არ მახსოვს სად ამოხვედი.
- გურიიდან რაიყო?
- გაფიცებ გურულებმა წამოსვლისას პლანი მოგაწევინეს?? თუ ასეთი დაქოქილი საიდან ხარ?
ღმერთებოო ამ თავხედ ბიჭს დიდი სიამოვნებით მივასხმევინებდი ტვინს, ეს უტვინო გოგოებიც რო კვდებიან იქ სიცილით...
- პლანზე მაგარი რამ მაქვს ორგანიზმში - ბიჭი ინტერესით დამაკვირდა.
- რაო აბები და რამე??
- არა გურული ქალის სისხლი რომელსაც თუ გადაეკეტა აქვე მიგახრჩობს.
- აბა თორნიკე ახლა უკან დაიხიე -ისე ჩაილაპარაკა ბიჭმა თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
- გოგოებო აბა სად უნდა შეგხვდეთ??
- ქუთაისში ჩამოდი და იქედან გადავალთ.
- ოკეეეეი ბუშტიკოებოო
- მარიაამ ხალხში ეგეთ რაღაცას ნუ გვეძახი
- ძააან გხედავეეენ რაააა. კაი წავედიი გკოცნიით.
ხელით კოცნის იმიტაცია გავაკეთე და გოგონებს გავუთიშე.

****
ქუთაისამდე მთელი გზა მხიარულებაში გავატარე, ისე ვიცინოდით მე და თორნიკე მთელი მარშუტკა ჰაერში ავწიეთ. ისიც გურული ბიჭი აღმოჩნდა, ზაფხულობით ჩამოდის გურიაში და ბებოს სტუმრობს ხოლმე.
- აუუუ მარიამ შენ ლამარა უნდა გაიცნო რა ჯიგარი ქალია - თორნიკე სიცილით მიყვებოდა ბებოს ამბებს.
- გავიცნოობ ბრააააატ - ისეთი ხმით ვუთხარი სიცილი აუტყდა.
- აქ იმენა ბენდენა და სათვალე გაკლია თორე ძაააან ქურდულად გამოგივიდა ტოო.
- ე ბიჭო ამ ტოებით რო მელაპარაკები თავი ბაბნიკი ტიპი მგონია, აე ბაბუუუუუ
- ნუ ჩხავი ქუთაისში შევედით არ ჩადიხარ?
- მიშორებ?
- ნწუ, დიდი სიამოვნებით ვიმგზავრებდი კიდე შენთან ერთად მაგრამ შენი გოგოები მოგვკლავენ და სვანი კაცი გელოდება კიდე სვანეთში.
- აუ ბანძო იმდენად არ დაგევასე რო უკვე ფიქრობ როგორ მიმათხოვებ სვან კაცზე?
- წადი მიდი დამეკარგე აქედან - ჩამოსვლამდე ნომრები გავცვალეთ და ქუთაისის ცენტრში ორ ბატს ლოდინი დავუწყე.
როგოორც იქნა ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდნენ გოგოები.
- მოფრინავდით ტო?
- რა ტო მარიამ გურიაში გაგიშვით თუ თბილისში იყავი ბაბნიკებთან?
- აუუ დაიკიდეთ მარშუტკაში ამბობდა ვიღაც და ამეკვიატა - ვთქვი თუ არა მაშინვე თორნიკე გამახსენდა.
მანქანაში ჩავსკუპდი და გოგოებს დაჟინებით მივაცქერდი. - ჰეეე ახლა არ ჩამეხუტებით???
- კნუტოოოოოოოოო - ისე იკივლა თათულიმ ხალხმა ქუჩაში მოძრაობა შეწყვიტა. ელენეს თვალებზე პაწაწუნა ცრემლის ბუშტუკები აკიაფდნენ.
- გეფიცები ამდენი ხნით კიდე რო წაეთრე გურიაში ცოცხლად დაგწვავ.
- ჩამეხუტეეეეეეეთ - ვიჩხავლე ბოლო ხმაზე და გოგონებს მოვეხვიე. - აუუ ეს უკანა სავარძელზე ჯდომა რაა პონტიააა
ავწუწუნდი წამში მაგრამ როგორც კი გავაანალიზე რომ წამოწოლა შემეძლო მაშინვე გავჩუმდი.
- მაგრობააა აქ ჩემს რეზიდენციას მოვიწყოოოობ. სანამ თქვენ მოხვიდოდით მარკეტში იმდენი ტკბილობები ვიყიდეეეე შეიძლება გავგიჟდეეეეეეეეე... რო ვუყურებ თვალები მენთება ბედნიერებისგან.
- აუ ამას მგონი კაცი ვერ გაახარებს ასე
- ელენე ხმა ჩაიგდე და გზას უყურე.
- აუუ როგორ მომენატრა თქვენი ჩხუბიი - ჩაიკისკისა თათულიმ და ორივეს სათითაოდ გადმოგვხედა.
ჩანთიდან შოკოლადები ამოვიღე და გოგონებს გავუწოდე.
- აუუ ბანძიკოებო გზა ვიცით?
- ნწუუ, ვერ ხედავ ქალოო რო ჯიპიესს მივყვებით?
- აააუ ჰო მთლად დავბრმავდი
- ბრუციანო - ჩაიხითხითა თათამ და შოკოლადი ჩაკბიჩა.
****
ვგიჟდები ეს ორი არსება ერთმანეთს რო ჭამს, ამ დროს ისეთი საყვარლები არიან...
მთელი გზა ლაქლაქში გავატარეთ, მერე გზაში მარიამოს ჩაეძინა და მე და ელენე ვჭორაობდით. იმდენი თემა განვიხილეთ რო რავიცი, მთელი 2კვირის ამბები ამოვწურეთ, ყველაფერზე ვილაპარაკეთ და ბოლოს დაღლილებმა გაჩუმება რო გადავწყვიტეთ მაშინ გამოიფხიზლა ქალბატონმა.
- აუ რა კარგად მეძინაააააა, არა რააა ჩემი დილით გაღვიძება არ შეიძლებაააა!!!
- მარშუტკაში დაგეძინა გოგო, მონატრებული გვყავხარ აქ ხალხს და ეს მობრძანდა დასაძინებლად.
- აუ მანდ სად მეცალა ძილისთვის წეწე, მთელი გზა ენა არ გამიჩერებია.
- გააგიჟე ხო ხალხი??
- ნწუ, თათული ეგრე მიცნობ?? მარტო როდის ვგიჟობ - თვალი ჩამიკრა და მოყოლა დაიწყო - კაროჩეეე თორნიკე იმდენად მაგარი ტიპი აღმოჩნდა რო რავიცი, ძაან ბევრი მაცინა და დამპირდა რო თავის ბებოს გამაცნობს, იცი რა სიცოცხლე ბებო ყავს??
- ბებოა სიცოცხლე თუ თორნიკე? - წაკბინა ელენემ.
- ოოოო რა იყო ახლა ეგ?? - მარიამომ გაბრაზებული სახით გამოგვხედა - დავუმეგობრდი ადამიანს და რამე სხვა უნდა იფიქროთ უეჭველი?
- ჰო შენ ბიჭებს მარტო უმეგობრდები კი -ჩაისისინა ელენემ და სიცილი ვეღარ შევიკავე.
- ქალო ერთი შეყვარებული მყავდა 19წლის მანძილზე, ვინმე რო გისმენდეს მეკაცთანე ვეგონებოდი ბავშვი.
- კარგი მარიამო დამშვიდდი - ვცადე ხმა დამესერიოზულებინა მაგრამ უკვე მიჭირდა სიცილის შეკავება.
- არაფერსაც არ მოგიყვებით - თქვა და ტელეფონს დაწვდა. - წავალ ვინმეს დავსტალკავ.
- მიდი, თორნიკე დასტალკე გავიგოთ როგორი ბიჭია, რეაქთები და კომენტარები ნახე გული დაიმშვიდე.
- ნაგავო გოგო შეეენ - უღრიალა ელენეს და ყურსასმენები გაიკეთა.
- ცოდოა - გადავულაპარაკე ელენეს
- მაიცა ვერთობით მართლა ხო არ გაბრაზდება ეს ბატი.
****
ტადააამმ... ისევ თათული მოვიდა, რომ ცოტა გაგართოთ სანამ გზაში ვართ. გოგონას უკან მიეძინა აშკარად ღამე არ ეძინა, ნეტა რატო, კითხულობდა ალბათ ისევ რამეს და დიდი იმედი მაქვს დამიანე დადიანი არ ესიზმრება სიზმარში. ჩემი მალატი გვერძე მიზის სახეზე ეტყობა ცოტა დაიღალა. მეც ტვინს ვუღუნავ ვიცი გავაგიჟე ლაპარაკით მარა რო ჩამოეძინოს საჭეზე სად წავიდეთ მერეე მშვიდობით მომავალო, ქმარო და სიძეებო, შვილებო და შვილიშვილებო....
ალბათ გაინტერესებთ რამ გადარია ეს სამი გოგო შუა ზამთარში, შუა თოვლში, ახალ წელს რომ სვანეთში გადაწყვიტეს წასვლაო. ჰმმმ... ეხლა რა ხდება მოგიყვეთ როცა ერთი ცუდად ხდება მომენტალურად ჩვენც ცუდად ვხდებით ერთად გვემართება ყველაფერი. ჰოდა ელემ წავიდეთ თავს ვუშველოთო... ესე სულ ვერ წავალთ სვანეთშიო... ხო უნდა ნახოთ სად ვიცხოვრებო მაგან კი არ იცის ქმართან რომ ვუშვებ, მაგას არ უთხრათ ოღონდ ჯერ ჩუუ...
სულ დამავიწყდა, როგორ გავიცანით ერთმანეთი? ჩვენ არქეოლოგები ვართ არ გაგიჟდეთ ახლა ქალი და არქეოლოგიოო თორე მერე მალატის დამკავებელი მე არ ვარ და თუ გურულმა ქალბატონმაც გაიგო... ჰო ჯობია წინასწარ გამოიგლოვოთ თავები. სამივეს გვეშინოდა უნივერსიტეტის პირველი დღის. თავში უამრავი კითხვა მიტრალებდა როგორ მიმიღებენ? მოვეწონები?საყვარლები არიან? ბევრს ჩამეხუტებიანნნ? (კაი მაგას მარტო თათუდარობა ფიქრობდა მგონი ჩახუტების დედოფალი). ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, ვფიქრობ ხოლმე, ღმერთო როგორ ვიყავი მათ გარეშეე?არ იციან როგორ ჩავეხუტინებოდი ორივესს ... ზუსტად ვიცი ბოლომდე ერთად ვიქნებით. რას ამბობ მე რომ სიბერეში მარიამოს მჭადი არ ვჭამო და მაგიდას არ შემოვუსხდეთ ჩვენებურად საფირმო ფანტით არ შეიძლება... მოიცა ფანტა! ფიქრებიდან გამოვერკვიე და ხმამაღლა შევძახე. მალატმა ჰო ჯანმრთელად ხარ რა მოხდაო?-შეშინებულმა გადმომხედა. მარიამი წამოხტა თან თვალებს იფშვნეტდა.
- ფანტა - წამოვიძახე ისევ - აუუ ვიყიდე და უკან დევს - უცოდველი სახით გადავხედე გოგოებს და მათ სახეებზე გამეღიმა.
-გოგოო შენ ნორმალური ხარრრ გამისკდა გული - ელენე ნახევრად ჩემსკენ იყურებოდა ნახევრად გზას უყურებდა.
-მიდი მარო გადაყავი ხელი უკან ზემოდანვეა თეთრ პარკში -ხელები ერთმანეთს შემოვკარი გახარებულმა. მარიამმა უკნიდან პარკი გადმოიღო
-კიდე ფანტა გინდა გოგო შენ-სიცილს ვეღარ იკავებდა.
-მალატ გამომართვი - ქალბატონმა ელენემ არ გამომხედაა.... ჩემზე გაბრაზდააააა ეხლა გულიც დამიმდუღრდება (რას იზავსს?) და გადავხტები ფანჯრიდანთქო გავიფიქრე მაგრამ ვერც ფანჯარაში გავეტეოდი და საერთოდ რეებს ლაპარაკობ გოგო, თათული.
- მალატტ - ჩემი საფირმო სახით შევხედე მე ხო შენი თათული ვარ ვერ გამიბრაზდები - ერთი გამომხედა გაბუტული სახით
-კარგი ჰოოო მომეცი ფანტის გარეშე ჩვენი მგზავრობა როგორ შეიძლება - გაეცინა ბოლოს. ისე საყვარლად გაეღიმა მე და მარიამომ ორივემ ჩავკოცნეთ.
-ვინ ამბობდა სიმღერები ჩავწერეო- უკნიდან თვალები აუციმციმდა მარიამოს.
- მეეე - წამოვიძახე მუსიკა ჩავრთე და ავუწიე.
****
ქუთაისიდან ზუგდიდისკენ გავეშურეთ და დავადექით ჯიხვების სამეფოს გზას. ჩემს გოგოებთან ერთად სვანეთში პირველად მივდივარ, მართალია გზად რამდენჯერმე შევისვენეთ მაგრამ მაინც საშინლად დავიღალეთ,გეგმა ასეთია ჩავდივადივართ მესტიაში და იქ ჩვენი სასტუმროს მასპინძელი უნდა დაგვხვდეს შემდეგ კი მასთან ერთად გავეშურებით დიადი ჰეშკილისაკენ. სარკეში უკანა სავარძელზე მიძინებულ მარიამს ვავლებ თვალს , შემდეგ კი ბავშვივით ატიტინებულ თათულის რომელიც როგორც ყოველთვის ნიკუშას უყურადღებობაზე წუწუნებს და საყვარლად ჭმუხნის შუბლს.
- აუ მგონი ცოტა აცივდა ხო? - მარიამმა გამოიფხიზლა და წუწუნი დაიწყო.
- მიიფარე გოგო რამე - ისე ვუთხარი რომ გზისთვის თვალიც არ მომიშორებია.
- აუუუ ჩართეთ რა გათბობაა, გავიყინეეეეეე.
- მარიამ არ ცივა ეგრე მიიფარე გოგო.
- ცივა თათულიიი, ჩართეეეეეთ!!! ჩააართეეეეეეთ, მთელი გზა ვიკივლებ ახლა ჩართეეეთ!!!
- პასტის გულით გცემ მარიამო - ჩაიკისკისა თათულიმ და მანქანაში გათბობა ჩართო. - აუ ლიფანალი იქნება?
- რა ფანალი?? - ისეთი ხმით იკითხა მარიამმა სამივეს სიცილი აგვიტყდა.
- ლი მარო ლი, ლიფანალი. - ვუპასუხე სიცილით და თათულის გავხედე - არა გოგო ეგ იყო უკვე.
- დაიცაააა, დასტოპეეთ ახლა. ლიფანალი რა არის გოგო????
- უიმეეე ამან ხო არაფერი არ იცის, ჰაერზეა წამოსული - ჩაიხითხითა თათულიმ - ელენე აუხსნი თუ ავუხსნა.
- აუხსენი მიდი მე მეზარება, რამეს ვერ გაიგებს მერე და უნდა გავიგდო.
- ლიფანალი არის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაული ქალო.
- მერე რაის ლიფანალი მოგინდა, ვინ გყავს მოსახსენიებელი.
მარიამს ისეთი სახით გავხედე თათულიმ სიცილი ვეღარ შეიკავა.
- ვატყობ ცოტახანში შენ გვეყოლები მოსახსენიებელი მარიამო .
- ოფ მერე?? გააგრძელე, რას შვებიან მანდ პროსტა ლოცულობენ და რამე?
- დიასახლისი ურევს წყალს და ნაცარს ერთმანეთში და რაღაც საგნებზე ფიგურებს ხატავს.
- ეეე რა საინტერესოა, ახლა არ იქნება ხო ეგ ლიფანალი?
- ნწუ, ხო თქვა წეღან ელენემ.
- გოგო შენ გურიაში მართლა პლანი მოწიე თუ რამ დაგაშტერა ასე ??
- გააფსი ელემე.
- ელემეს ნუ მეძახი ვეღარ გიბრაზდები.
სვანეთში როგორც კი შევედით უცნაური ხმები შემოგვესმა, მანქანა ნელ-ნელა სვლას ანელებდა და ბოლოს გაჩერდა კიდეც.
- რა მოხდა?? - შეშინებული ხმით იკითხა თათულიმ.
- ბენზინი გაგვითავდა, ნეტა ვისი ბრალიაააა, მომინდომა აქ ვიღაცამ გათბობა გზაში.
- აუუუუუ ელენეეეეე გაჩუმდიიიი, ცოტა დადებითად შეხედეთ აბა მაგ ყველაფერს.
- რას შევხედოთ მარიამ დადებითად.
- იმას რო გადმოდით მანქანიდან ცოტახნით დავტკბეთ სვანეთის ხედით, მერე გამოივლის ვიღაც და ჩაგვისხავს ბენზინს. აბა აქ ხო არ დაგვტოვებენ??
- ეს გოგო ვერაა მაგრამ სხვა გზა მაინც არ გვაქვს - ჩაიკისკისა თათულიმ და მანქანიდან გადავიდა.
ვუყურებდი ამ ორ გიჟს, სვანეთის მთებს და თან ვბრაზობდი თან მიხაროდა.
****
სადღაც ორი საათი გავატარეთ უაზროდ. ხან ფოტოებს ვიღებდით, ხან გაყინულები ისევ ჯერ კიდევ თბილ მანქანაში ვჯდებოდით.
გოგოების ლანძღვას ისე მშვიდად ვისმენდი თოთქოს ჩემი ბრალი არაფერი ყოფილა.
ბოლოს ყურსასმენები გავიკეთე და მანქანიდან გადმოვედი. მოსაღამოვდა და ელენემ ფარები აანთო, თათული მანქანიდან მიკიოდა მოდი აქ დაჯექი რამე ცხოველი არ გამოგიხტესო.
შორიდან პატარა ნათება შევამჩნიე და გოგონებს ხმამაღლა დავუკივლე გვეშველა ვიღაც მოდის მეთქი. ორივე ერთდროულად გადმოვიდა მანქანიდან და მომიახლოვდნენ.
- ჰე აბა მანქანა
- ეგერ გოგო შუქს ვერ ხედავ?? - ვუთხარი და ხელით პატარა სინათლისკენ ვანიშნე ნელ-ნელა რომ ფართოვდებოდა.
მანქანა სწრაფად მოემართებოდა ჩვენსკენ, როცა საჭირო მანძილზე მოგვიახლოვდა ხელი მაღლა ავწიე და სწრაფად დავუქნიე.
ისე ჩაგვიარეს თითქოს არც შევუნიშნივართ, მაგრამ ცოტახანში მუხრუჭების ხმა გაისმა და მოულოდნელად უკან მომავალი მანქანა დავინახეთ. ჩვენს წინ შეჩერდნენ და მინა ფრთხილად ჩამოიწია.
- გამარჯობააა - სამივემ ერთდროულად წამოვიკივლეთ. წინ ორი ბიჭი გავარჩიე, საჭესთან მჯდომი ზედაც არ გვიყურებდა.
- გამარჯობა გოგოებო, გვიან შეგამჩნიეთ. შეგვიძლია რამით დახმარება?
- ცოტა საწვავი თუ გექნებათ ძალიან დაგვეხმარებით - საწყალი ხმით დაიჩურჩულა თათულიმ.
- ბევრი უნდა ჩაგესხათ. - მოულოდნელად თქვა მძღოლმა.
ღმერთოოო ახლა ამ იდიოტ ბიჭს რაღაცას ჩავცხებ თავში, აბა დამშვიდდი მარიამ, არ გინდა ამასთან ჩხუბი...
- ჩავასხით კიდეც, უბრალოდ ერთმა ჭკვიანმა გათბობის ჩართვა მოინდომა და იმაზე მეტად დაგვეხარჯა ვიდრე გავთვალე - ელენემ უკმაყოფილო სახით გადმომხედა.
ბიჭმა კარგად ამათვალიერა, ისე მიყურებდა თავი გასაყიდად გატანილი საქონელი მეგონა. თვალები ავატრიალე და რაღაცის თქმა დავაპირე როცა ბიჭის ხმა ისევ გაისმა.
- ჰო არ მიკვირს - მხოლოდ ეს თქვა და ისევ საჭეს გახედა.
- უკაც...
- გოგოებო საწვავი არ გვაქვს მაგრამ მესტიამდე შევძლებთ თქვენს გაყვანას, იქედან კიდე ვინმე გამოგზავნეთ მანქანისთვის. - საუბარი ბიჭის ხმამ შემაწყვეტინა, თუმცა დაბურული მინების გამო ვერ ვხედავდი უკან ვინ გვესაუბრებოდა.
- ჰო სულ ოთხნი ვართ, წინ ორი და უკანაც ორი, შეგვიძლია წაგიყვანოთ.
როგორც კი გავაცნობიერე რომ მთელი გზა იმ იდიოტი ბიჭისთვის უნდა მესმინა მაშინვე უარყოფითად განვეწყვე და ისე რომ გოგონებისთვის არაფერი მიკითხავს უარი განვაცხადე.
- არა, მადლობა დავრჩებით!
ვთქვი და ამაყი მზერით მძღოლს გავხედე.
- მარიამმ - ელენემ ხელზე დამქაჩა და თავისკენ მიმწია - გოგო შენ ვერ ხარ ხო?? მანქანაში რო გავიყინებით იცი???
- ჰოდა გავიყინოთ, არ ვაპირებ იმ უხეშ ბიჭს ჩავუჯდე - ვცდილობდი ჩუმად მეთქვა მაგრამ აშკარად ხმამაღლა მომივიდა, ბიჭების ფხუკუნი შემომესმა და დავინახე როგორ აატრიალა თვალები მძღოლმა.
- დათა გოგოს ნუ აშინებ - ჩაილაპარაკა გვერდით მჯდომმა და მძღოლს გახედა.
- გვეჩქარება თუ მოდიხართ წამოდით- ისევ ისეთი მკაცრი ხმით თქვა დათამ.
- მე არ მოვდივარ, მანქანაში გავათევ, დილით ვინმე გამოგზავნე ელენე.
- მარიამ - თათული გაოგნებული მიყურებდა.
- არა მეთქი, ვსო. მაგ ვირს არ გამოვყვები! ვერც თქვენ გაგყინავთ ასე რომ წადით.
- და აქ მარტო დაგტოვოთ??
- მანქანას ჩავკეტავ, პლედს მივიფარებ და დავიძინებ, მე რო ძილი არ მიჭირს ეგ ხო ისედაც იცით.
გოგონები სულ ძალით ჩავსვი მანქანაში და ბიჭებს გავაყოლე. დათამ წასვლისას ცინიკურად გამიღიმა : - ბედნიერ გაყინვას გისურვებ მარიამო.
თქვა თუ არა მანქანა ადგილს მოსწყდა.
-მარიამო??? ვინ მისცა მაგის უფლება?? ეგ ცინიკოსი ვირი ეგ!!! ვირს რას ვერჩი??? ბაყაყი, გორილა... ეგ უნამუსო ეგ...
გავკიოდი შუა ქუჩაში, ბოლოს ნერვები დავიწყნარე და მანქანაში ჩავჯექი, პლედი მივიფარე და კანკალი ოდნავ დავიცხრე.

****
სვანეთის ცა ნელ-ნელა ბნელდებოდა, ჯერ კიდევ გაოგნებული ვიჯექი მანქანაში და ვერ მივმხვდარიყავი რა მოხდა. მარიამომ ისე ჩაგვტენა ვერაფერს მივხვდით წინ ორი ბიჭი იჯდა ისევე როგორც უკან. ერთი გადმოვიდა და ჩვენ შუაში ჩაგვსვეს. ძლივს ძლიობით კარი მოხურა და გამოგვხედა -ცოტა მჭიდროდ ვართ მარა არაუშავს გავიჭირვოთ ცოტახანს, მე მათე ვარ -ყველა კბილი გამოაჩინა და გაგვიღიმა. ხმას ვერ ვიღებდი ამიტომ მალატმა გააცნო ჩვენი თავები
-სასიამოვნოა მე ელენე ვარ ეს თათულია.-გაეცნო და მე მომიბრუნდა ელე-თმით ვითრევ მაცადოს მაგან-ეგონა ჩურჩულით ამბობდა მაგრამ ჩაცინების ხმა გავიგე შკარად მანქანაში ყველამ გაიგო...მერე ხმამაღლა გააგრძელა -ავიდეთ და ვინმეს გამოვუშვებ ამ ბატის წამოსაყვანად.
-არ ინერვიულოთ თქვენს მეგობარზე, მე თორნიკე ვარ სასიამივნოა, ეს კი დათაა.-გაგვეცნენ ბიჭები. დათა უბრალოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა. მათე სიმპატიური ბიჭი იყო ქერა თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა სახეზე რომ შეხედავდი მაშინვე ხვდებოდი კარგი ადამიანი იყო. საუბრიდან ცოტა ცანცარა მეჩვენა. როგორც გავიგე ის და დათა გურიიდან იყვნენ. მალატის გვერდით იჯდა და უნდა გენახათ ელეს თვალების ტრიალი მის ხუმრობებზე... რას ტოვებ მარიამოო... ჰი ჰი... ჩემს წინ ბატონი თორნიკე იჯდა როგორც მოგვიყვა წარმოშობით სვანეთიდან იყო ოჯახიც სვანეთში ყავდა. თორნიკე ნაკანი ნამდვილად სვანი იყო მაღალი, შავთმიანი ბიჭი, თმა საყვარლად ასჩეჩვოდა... სვანების მკაცრი სახის მიმიკების მიუხედავად სახე უნათებდა,რაღაც დადებითი მოდიოდა მისგან. ბატონი დათა ნაკაიძე .... ხო ბატონი დათა რომელმაც ჩემი მარიამო გააგიჟა ...ოო ბატონ დათას გრძელი თმა ჰქონდა თმა მაღლა აეწია და შეეკრა. შავგვრემანი იყო, რომ შევხედე მეგონა ცხოვრებაში არასდროს გაუღიმიათქო. ჩემი მარიამო მაგის გამო ებრძოდა იქ მგლებს და დათვებს....მაგრამ ცუდი ადამიანი არ ჩანდა პირიქით ძალიან სიმპატიური ითქმოდა მასზე და კეთილი გული ქონდა, საიდან ვიციი? მე ჰო თათული ვარ.გულში ვეჩხუბებოდი ჩემ თავს მარიამო იქ რომ დავტოვეთ, ჩემი გოგონა გაიყინება ამ ზამთარშითქო როცა უცებ გვერძე რაღაც შეირხა და შევხტი... გაოგნებულმა გავიხედე. გვერდით რიგით მეოთხე ბიჭი მეჯდა თავი სკამზე ედო და სარკისკენ მიეტრიალებინა და ეძინა. თვალებზე სათვალე ეკეთა... მოყავისფრო თმის ფერი ჰქონდა და მშვიდად ფშვინავდა... ჩემი გაოგნებული სახის დანახვისას ბიჭებს გაეცინათ
-ეს დემანაა ჩვენი მეგობარი, დღეს მძინარე მზეთუნახავობა მოგვინდომა-თქვა მათემ და გაეცინა. არაფერი მითქვამს ისე უხერხულად ვიჯექი ოდნავ მოძრაობაც კი არ მინდოდა არ გაღვიძებოდა ჩემ გამო... მისგან ისეთი სასიამოვნო სურნელი მოდიოდა თვალები მიმენაბა. თან ჩემ თავს ვაქებდი ადამიანი როგორ ვერ შეამჩნიე გოგოთქო სულ გარეკე თათულითქო. შავი ჯინსი ეცვა ზემოდან ჰუდი და ხელები გადაეჯვარედებინა... ოდნავ მოზრდილი წვერი ჰქონდა და მის ვარდისფერ ტუჩებს გამოკვეთდა... მოიცა რაოო ეხლა სტოპ თათული ეს ბიჭი გაკლია სრული ბედნიერებისთვის...
ბიჭები სვანეთზე ისტორიებს გვიყვებოდნენ გვითხრეს რომ მის მეგობართან მიდიოდნენ რომელსაც სასტუმრო აქვს და ჩუმად ადგებოდნენ... ყველა თემა მიმოიხილეს სვანეთზე მალატსაც მეტი რა უნდოდა, ლამის სახლისთვის მიწა აერჩია. ჩემ გვერძე მჯდომმა „მძინარემზეთუნახავმა“ კი იმდენი იმოძრავა ლამის დაბლა გადმოვვარდი. გიკვირთ ჰო როგორ გადმოვარდებოდიო... გადმოვვარდებოდიიიი მე ჰო თათული ვარ.
-გოგოებო აბა მოემზადეთ, წინ გაიხედეთ-თქვა თორნიკემ. სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ ჩემს წინ უმალაზესი განათებული სვანური კოშკები დავინახე თავისი სიდიადით, თავი ზღაპარში მეგონა....

****
როგორც იქნა მივაღწიეთ სასტუმრომდე, ბიჭებმა კარი გააღეს და გადმოსვლაში გვეხმარებოდნენ. ფეხი დავდგი თუ არა მარიამომ მაშინვე დამირეკა, და ხმამაღალზე ჩავრთე.
- ტკბილოო ჩახვედით?? - ისეთი მხიარული ხმა ქონდა გამიკვირდა, ტელეფონს ხელი მივაფარე და ელენეს გავხედე.
- გოგო ეს ხო ნაღდად ფხიზელი წამოვიდა გურიიდან?? - გურიის ხსენებაზე დათამ გადმოგვხედა მაგრამ სწრაფადვე გაიხედა. მერე ისევ მარიამოს მივუბრუნდი. -კი აი ამ წამს გადმოვედით მანქანიდან, ვაიმეეე მარიამოოო როგორი სილამაზეააააა - ჩემს უკან კარი გაიღო და "მძინარემზეთუნახავი" გადმოვიდა. მე და ელენე შეგვათვალიერა და კითხვით სავსე თვალებით ბიჭებისკენ გაემართა.
-აუუ რა მაგრობააა, კაროჩე ახლა წადით დაიძინეთ და დილითვე გამომიგზავნეთ ვინმე.
- არ იყინები გოგონა??
- ნწუუუუ, რავა გეკადრება ცა - წაუგურულა მარიამმა - იმდენი პლედი მოვიხვიეეე მცხელა და სადაცაა გადავფრინდები გარეთ - ჩაიკისკისა და გამითიშა.
- გადამრევს ეს გოგო - თქვა ელენემ და სასტუმროს გახედა. - აბა მადლობა ბიჭებო დახმარებისთვის, წავალთ დავიძინებთ რო დილით ადრევე გავიღვიძოთ, გაგვეყინება ის სულელი მანქანაში.
ბიჭებს დავემშვიდობეთ და წამოვედით. ბოლო მზერა დემნას შევავლე, ვარდისფერ ბაგეებზე ღიმილი აეკრა და ისე გვიყურებდა.

****
გოგონები წავიდნენ თუ არა დემნამ ეგრევე კითხვები მოგვაყარა.
- ჰეე ახლა ამოღერღეთ ამ უფრთო ანგელოზებს ჩვენთან რა უნდოდათ.
- მთელი გზა რო გეძინა გაგეხილა თვალები და გაიგებდი - ახარხარდა მათე.
- აუ ამას ჩავაკლავ სვანეთში - ჩახლეჩილი ხმით წამოიძახა დემნამ - დათა შენ მაინც მითხარი მოვკვდი კაცი ინტერესით.
- აუ რა გაახურე ბიჭო, გზაში მანქანა გაუფუჭდათ და წამოვიყვანეთ.
- ეგ ხარაშოოო, გავიგე და ის ვინ იყო ტელეფონზე რო ებაზრებოდა.
- ეგ მაგათი გიჟი დაქალი, მანქანაში დარჩა დათამ გაუტრაკა - ახარხარდა თორნიკე და მხარზე ხელი დამარტყა - ორი ერთნაირი ჯიუტი რო შეხვდება ერთმანეთს.
- თორნიკე კბილებს ჩამოგიღებ - გავუღიმე ძმაკაცს და დემნას გავხედე - ჰე მორჩი დაკითხვას?? შეგვიძლია სვანი ვნახოთ??
- ნუ ეძახი სვანს გაგიგდებს ერთ დღეს
- მათე ნუ გაახურე, სვანია და რა დავუძახო.
ლაპარაკს მოვრჩით და სვანის სახლს მივუახლოვდით. ტიპი რასაც ქვია გამო*ლევდა ჩვენ რო დაგვინახა. სვანს ხელი ავუწიე და ოთახში შევვარდი, თინა ბებოს გადავეხვიე. ერთადერთი ქალი იყო დედაჩემის და ჩემი დის შემდეგ ვინც გულში სითბოს მიღვრიდა.
თინა ბებომ იმდენი იტირა ბოლოს დაიღალა და სამზარეულოში გავიდა. ნაღდი სვანური სუფრა გაგვიწყო და ჩემი საყვარელი კუბდარი თეფშზე დამიდო.
ბევრი ვიმხიარულეთ მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებდა. ის ჯიუტი არსება მეცოდებოდა მანქანაში ღამის გათევა რომ მოუწევდა. ბიჭებს რომ ჩაეძინათ ვერაფრით მოვისვენე, ჯერ ოთახში დავიწყე სიარული. მერე მივხვდი რომ იატაკის ჭრაჭუნით თორნიკეს გავაღვიძებდი ( დემნასთან მაინც დამეძინა მაგ ჩემისას ბომბი რო აუფეთქო ყურთან იმას ვერ გაიგებს). წამოვდექი კურტკა შემოვიცვი, გასაღებს ხელი დავავლე და სახლიდან გამოვედი. სვანს ცოტა საწვავი მოვპარე და მანქანაში ჩავისხი. ისე რომ ბოლომდე გაცნონიერებული არ მქონდა რას ვაკეთებდი გზას დავადექი. მთელი გზა ჩუმად მივდიოდი და არაფერზე ვფიქრობდი, მანქანას რომ მივუახლოვდი ფანარი ოდნავ მივანათე და დავინახე როგორ ეძინა ერთი შეხედვით მშვიდ და ძალიან საყვარელ გოგოს. კარი ფრთხილად გავხსენი, ცოტა ბევრი კი ვიჩალიჩე ჩაკეტილი კარის გასახსნელად მაგრამ ვფრთხილობდი, არ მინდოდა გაღვიძებოდა რადგან ზუსტად ვიცოდი არაფრით გამომყვებოდა. გოგოს თავზე დავადექი, მისი სუნთქვა მესმოდა. ჩავიმუხლე და უკეთ დავაკვირდი მის სახეს, მომეჩვენა რომ ერთიანად კანკალებდა. შუბლზე ხელი დავადე, სიცხე ქონდა, ხელში ფრთხილად ავიყვანე და მანქანისკენ დავიძარი.
მარიამმა თვალები ოდნავ გაახილა და საწყალი სახით გამიღიმა, ან მომეჩვენა რომ გამიღიმა.
- რატომ მესიზმრება ეს ლამაზთვალება ვირი? - დაიჩურჩულა სუსტი ხმით და თავით ჩემს მკერდს მიეკრო. ვიგრძენი სახეზე ღიმილი როგორ ამითამაშდა, კარი ფრთხილად გავხსენი და გოგონა მანქანაში მოვათავსე.
მთელი გზა ვუმოწმებდი სიცხეს, მანქანაში გათბობაც ჩავურთე, ჩემი კურტკაც მივაფარე მაგრამ ვერაფრით გავათბე. სასტუმროსთან მისულს არ მინდოდა გოგოების შეშინება ამიტომ მარიამი სახლში შევიყვანე, ჩემს საწოლზე დავაწვინე და იმდენი რამ დავაფარე ბოლოს სახე ძვლივსღა უჩანდა. თორნიკე სასწრაფოდ გავაღვიძე და ოთახიდან გავაძევე, თავიდან ვერაფრით მიხვდა რა ხდებოდა მაგრამ შემდეგ სიტუაცია ავუხსენი. მარიამს ჩაი ამოვუტანე მაგრამ ისე ეძინა ვერაფრით გავაღვიძე. თითქმის მთელი ღამე მის გვერდით ფხიზლად გავათენე, ბოლოს კანკალი შეწყვიტა და მეც ისე ჩამომეძინა სკამზე რომ ვერც კი მივხვდი.

****
ისე მალე მოხდა ყველაფერი, საერთოდ ვერ გავაანალიზე როგორი ჯიუტია რო ამ სიცივეში და უცხო გარემოში დარჩენის საერთოდ არ შეეშინდა, ნეტა ვის გავს ასეთი ჯიუტი გამიკვირდა რა მეც. უკანა სავარძელზე ჩაჭეჭყილები ვზივართ და მათეს გაუთავებელ ლაქლაქს ვუსმენთ და შიგადაშიგ ვერთვებით საუბარში. მალევე ავაღწიეთ ჰეშკილამდე და ბიჭებმა ჩვენს სასტუმროსთან დაგვტოვეს თუმცა აღმოჩნდა რომ მათაც ჩვენთან ახლოს უწევდათ დაბინავება, დაგვემშვიდობნენ და გვერდზე სახლებისკენ გაეშურნენ.
თათული აღფრთოვანებული ათვალიერებს გარემოს და თან კანკალებს, აბრაზე წარწერას ვკითხულობ ,,ჰეშკილის ქოხები" და ხის ჭიშკარს ჭრიალით ვაღებ,მაშინვე იღება მოზრდილი ქოხის კარები და ახალგაზრდა გოგონა ღიმილით მოიწევს ჩვენსკენ
-ხოჩა ლადეღ, მე ლილე ვარ თქვენ ალბათ ჩვენი სტუმრები ხართ არა?
- დიახ, ახლა ჩამოვედით- ვუთხარით ლილეს და ღიმილით შევაცქერდით.
- აბა მაგვარდ ხარიდ? როგორ იმგზავრეთ გოგონებო?
ცოტა სვანური ვიცოდით მე და თათულიმ ამიტომ მარტივად შევძელით ლილეს საუბრის გამოცნობა.
- კარგად თავად როგორ ხართ? - მოვიკითხეთ ჩვენც - ისეთი საოცარი ბუნება წამში მოგვეხსნა ყველანაირი დაძაბულობა.
- მახვამარ, ორი რატომ ხართ? მე სამს გელოდით- გაიკვირვა ლილემ.
- მანქანა გზაში გაგვიფუჭდა და მარიამი იქვე დარჩა, ჯიუტია -ვუთხარი და გავუღიმე.
- კარგი, შემოდით სულ გაიყინეთ.
სასტუმროსკენ გაგვიძღვა ლილე. ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერ ვწყვეტდი. ტანს ლამაზად მიარხევდა და გზადაგზა რაღაცეებს გვეკითხებოდა.
- როგორც შეგატყვეთ სვანური იცით გოგონებო...
- რაღაც გაგვეგება, მისალმება ვიცით მხოლოდ - ჩაიკისკისა თათულიმ.
- მშვენიერია, ბევრმა ეგეც არ იცის - თქვა და ბუხართან სკამები დაგვიდგა. - დასხედით და კუბდარს გამოგიტანთ. ჩაის გავამზადებ დალევთ ხომ?
ორივემ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ. ბოლოს ლილემ ბუხართან პატარა მაგიდა გაგვიმზადა და თვითონაც ჩვენთან ერთად დალია ჩაი. ბევრი ვიჭორავეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ბოლოს ჩვენი ოთახისკენ დავიძარით.
დაძინებამდე მე და თათული შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს, ერთი კი ვიფიქრე მარიამოს დავურეკავ თქო მაგრამ მერე შემეცოდა გასაღვიძებლად და ისევ ჩვენ ვიჭუკჭუკეთ. ისე ჩამოგვეძინა ზუსტად არ ვიცი სად შევწყვიტეთ ტიტინი.
****
ქოხებთან გავჩერდით, ყველაფერს ისეთი თვალებით ვუყურებდით მე და მალატი რომ შეგვძლებოდა გეფიცებით გულში ჩავიკრავდით. ელემ ერთი გადმომხედა გამიღიმა და ჭიშკარში შევიდა. იქ ლილე ვნახეთ. ღმერთო ისეთი საყვარელი გოგო იყო ჩახუტება მოგინდებოდა ბევრი გვესაუბრა ჩაი დავლიეთ, მალევე ჩვენი ქოხისკენ წავედით, ეზოში მოხუცი ქალი ფუსფუსებდა, იმდენად გართული იყო თავისი საქმით ვერ შეგვამჩნია სანამ მალატმა არ დაუძახა -გამარჯობათ- გავიცანით ძალიან საყვარელი იყო . ლილე ამ დროს გამოვიდა
- ნანა ბებო როგორ ხართ? გოგოებს მანქანის ამოყვანა უნდათ და გოდერძი ბაბუს ხვალ ცალია?-როგორ არა შვილო აუცილებლად დაგეხმარებითო ქალმა გაგვიღიმა.
ქოხში შევედით. სააბაზანოდან რომ გამოვედი მალატი მარიამოს ელაპარაკებოდა
-კარგად ვარ, მართლა, ხვალ დილასვე მოვალ და არ დაიწყოთ გვიანობამდე ძილი. ელენე მაინც ბრაზობდა სანამ ვიცმევდი ნახევარი სალანძღავი სიტყვების ლექსიკონი ჩამოცალეს.
-ელემე წავედი მობილური მიჯდება, შენ ცივი წყალი დალიე მიდი -ჩაიცინა და მალე გათიშა მიყვარხართო ეგღა გავიგე. დაღლილები ვიყავით ამიტომ მალევე დაგვეძინა.
****
ანდრია ქალდანი სვანეთში, რომ გაგეკითხათ ყველა იცნობდა და მასზე ცუდს ვერ გაიგებდი. ყველა გოგო მას შეტრფოდა და ყველასათვის სასურველი სასიძო მამაკაცი გახლდათ. გუშინ მისი მეგობრები რომ დაინახა ეზოში შესულები ძალიან გაუხარდა, თორნიკეს ბავშვობიდან იცნობდა ბიჭები კი სტუდენტობისას გაიცნო და ესე შეიკრა სამეგობრო. ანდრო ორი წელია რაც სვანეთში დაბრუნდა მთები ეძახდა, იცოდა ქალაქი მისთვის არ იყო. დილას ადრე ადგა სასტუმროს საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი გარეთ თორნიკე რომ დაინახა
-თორნიკე ბატონს ვახლავარ, რამ აგაყენა ასე ადრე-კიბესთან ახლოს მივიდა.
-რამ კი არა ვინ, შენმა ძმაკაცმა გამომაბუნძულა ოთახიდან, რძალი მოგვიყვანა -თორნიკე ანდროს გაოცებულ სახეზე მალევე ახარხარდა. -კარგი ჰო რა მოგივიდა ყველაფერს მოგიყვები... -გოგოებს შევატყობინოთ,რომ აქაა მათი მეგობარი ინერვიულებენ.
-მეც მაქეთ მივდივარ, წამო თან მონატრებულ ქუჩებში გაივლი-სიცილით უთხრა მეგობარს, თორნიკეც დათანხმდა.
დილით თათულის ღიღინი მაღვიძებს
-რომელი საათია გოგო რო ყროყინებ დილაუთენიაა??-დავჭყიტე თვალები. თათული ბედნიერი სახით შემოტრიალდა ფანჯრიდან და თავზე დამახტა
-მალატტტ ნახე რა ლამაზიააა-ნისლიან მთებზე მიმითითა. მერე ბევრჯერ მაკოცა და ადექიო წამოხტა, მარიამო მოვიყვანოთო. სწრაფად გავემზადეთ. ნანა ბებო გარეთ დაგვხვდა. ბატონი გოდერძი გასაღების მოსატანად წავიდა , ჩვენ გარეთ ვუცდიდით ეზოში, თათული ჭიშკართან იყო თორნიკე რომ შემოვიდა,უკან ვიღაც მოყვებოდა. თათულიმ გადაკოცნა მერე თორნიკემ უცხო ბიჭი გააცნო. ჩემსკენ წამოვიდა
-თქვენი დაქალი ჩვენთანაა გუშინ დათამ ამოიყვანა -გვახარა გაღიმებულმა.
-რა? მარიამო? ის ჩემი დაქალი გუშინ თავი რომ გაიგიჟა დათას არ ჩავუჯდები მანქანაშიო -გაუცებული ვიყავი.
-კი ეგ-გაეცინა თორნიკესაც. თათული და უცხო კაცი ჩვენსკენ მოდიოდნენ, პირდაპირ თვალებში შევხედეთ ერთმანეთს ისეთი უცნაური შეგრძნება დამეუფლა ყველაზე განსხვავებული თვალები ჰქონდა ესეთი ჯერ არ მენახა მონაცრისფრო ფერში გადადიოდა, მხარ-ბეჭიანი, მაღალი, მკაცრი ნაკვთები, ოდნავ კეხიანი ცხირით, წვერი მოშვებული ჰქონდა. თავზე სვანური ქუდი ეფარა და ურჩი შავი კულულები ნახევრად დამალული ჰქონდა.
-გამარჯობა-მომესალმა სვანი .ამას ერქვა დამატყვევა ერთი სიტყვით მე ელენე ქობელაშვილი, თათამ თვალები დამიქაჩა რა გჭირს გოგოო. მეც მივესალმე დაბალ ხმაზე და თვალები სწრაფად მოვარიდე. მის სვანურ გამოხედვას ვეღარ ვუძლებდი.
-უბრალოდ მარიამს სიცხე აქ -გვითხრა თორნიკემ-სერიოზული არაფერია -დაამატა როცა ჩვენი სახეები დაინახა.
-ვაიმე ჩემი გოგონაა-ლამის ტირილი დაიწყო თათულიმ. აღარ ვიცოდი საით გამეხედა ძალიან მაბნევდა მისი მზერა. გოდერძი ბაბუა მოვიდა ბატონმა სვანმა გადაწყვიტა მანქანის ამოსაყვანად თითონ გაყოლოდა გოდერძის. ეს რომ გავიგე თავში დამკრა ის ჩემ მანქანაშიი
-არაა საჭირო მე თითონ ამოვიყვან-ვთქვი მკაცრად და მას შევხედე თვალებში.
-მალატ მარიამო ცუდადაა ჩვენ ის ვნახოთ ანდრო დაგვეხმარება -ანდრო, ესეიგი ბატონი ანდრო... ბოლოს დავნებდი კარგითქო ... ჩვენ თორნიკეს გავყევით . ბატონი სვანი კი ჩემი მანქანის მოსაყვანად წავიდა.

****
უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა, მახსოვს როგორ მაკანკალებდა ღამით მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი რა ჯანდაბა მოხდა.
თვალების გახელის სურვილი მკლავდა მაგრამ ვერაფრით ვახელდი.
- ჯანდაბა მარიამ, ჯანდაბა შენ! რას აიტეხე ამ ვიღაც ვირის გამო მანქანაში ღამის გათევა, ხო ხარ ღირსი სავარძლის ფორმა გქონდეს მიღებული. უუუხ მარიააამ - დავიწყე ხმამაღლა წიკვინი. - თვალები მაინც გაახილე შე ოხერო!!! - ვუყვიროდი საკუთარ თავს - არა ის ვირი მაინც რამ დაგასიზმრა ქალო რა ჯანდაბა გინდოდა, უიმეეეეე მარიაააამ. რა ჯანდაბისთვის ვერ ახელ მაგ მოსასპობ თვალებს ნახე ქალო იქნებ ღამით დათვი გებრდღვნა და გაქრა შენი ქალიშვილობა. ფუი შეგირცხვეს ნამუსი რეეებს ბოდავ გოგო!!!
უცებ ვიღაცის ფხუკუნის ხმა გავიგე და თვალები როგორღაც ძვლივს გავახილე. თავიდან ბუნდოვნად ვხედავდი საგნებს, როცა აღმოვაჩიმე რომ ოთახში ვიყავი კივილით საწოლიდან წამოვხტი მაგრამ მაშინვე თავბრუ დამეხვა და საწოლზე ჩამოვჯექი. ვიღაც მომიახლოვდა და ხელი ძლიერად ჩამჭიდა. შეხების ადგილი მეწვოდა, ისევ კივილი მინდოდა მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და მხედველობაც დამეწმინდა. ჩემს წინ დათა იდგა და ხელი ჩემთვის ჩაევლო კარებში კი გაოცებული მოხუცი იდგა და მე და დათას გვიყურებდა.
დათამ ხელი შემიშვა და ქალს მიუბრუნდა.
- თინა ბებო, დილამშვიდობის.
- ხო კარგად ხართ ბებო? - კითხა დათას და ჩემსკენ ფრთხილად გამოიხედა.
- კი ბებო, გაიცანი ეს - დათამ პაუზა გააკეთა - ეს ჩემი საცოლეა.
თქვა თუ არა ისეთი ხველება ამიტყდა კიმაღამ დავიხრჩე, დათამ თვალების ბრიალით გადმომხედა.
- ნელა ძვირფასო არ დაიხრჩო - კბილებში გამოსცრა და ისევ ბებოს მიუბრუნდა. - გვიან ღამით ჩამოვიდა თბილისიდან, სიცხე ქონდა და აღარ გავუშვი გოგოების მოსაძებნად აქ შემოვიყვანე ისე ცუდად იყო მგონი აღარც ახსოვს.
ქალი აშკარად ენდობოდა დათას, ღიმილით გადმომხედა და ჩემსკენ ფრთხილად წამოვიდა.
- გენაცვალოთ თინა დედე - ჩაილაპარაკა და შუბლზე ხელი ფრთხილად მომადო. - მიშგუ ოქრულდ ჩვენს რძალს სიცხე აქვს, წავალ ჩაის გავუმზადებ, თქვენ მოწესრიგდით და ჩამოდით - დათას სახეზე ხელი მოუთათუნა - შენ მერე გისაყვედურებ, როგორ არ მითხარი საცოლე თუ გყავდა. -თქვა და ოთახი ფრთხილად დატოვა.
ის-ის იყო ბოლო ხმაზე უნდა მეკივლა დათამ ტუჩებზე ხელი რომ ამაფარა. შეხებისას ვიგრძენი როგორ დამეხორკლა მთელი სხეული და მოულოდნელად უკან დავიხიე. დათას ჩემს რეაქციაზე ჩაეცინა, სახეზე ჩამოყრილი თმა ყურთან გადამიწია და ჩუმი ხმით მითხრა.
- თინა ბებო ჯერ ისევ აქ იქნება, თუ არ გინდა შევრცხვეთ კივილი არ გაბედო.
მინდოდა იმ ლამაზ სახეში რაღაც ჩამერტყა მაგრამ სრულიად უმოქმედო ვიყავი, ვერც ვერაფერს ვამბობდი და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი.
- სხვა გზა არ მქონდა მარიამო, წარმოიდგინე რას იფიქრებდა შენზე ჩემს საწოლში რომ დაგინახავდა. - მითხრა და სარკასტული ღიმილი შემომაგება.
ისე ლაპარაკობდა თვალს წამითაც არ მაშორებდა.
- მარიამოს ნუ მეძახი - ჩამხრჩალი ხმით ვუთხარი დათას და ვცადე მისი თვალებიდან მზერა სხვა რამზე გადამეტანა.
- ესიგი დათვი გებრდღვნა არა? ნუ გეშინია მარიამო უმანკო არ მოკვდები.
ის ისევ დაიძრა ჩემსკენ, ლამაზი თლილი თითებით ჩემს სხეულს შეეხო და ოდნავ მოღეღილი ჟაკეტი ფრთხილად შემიკრა. ცხელ სხეულზე დათას ცივი თითების შეხება ვიგრძენი, გამაჟრიალა და დაბნეული დათას თვალებში ჩავიძირე.
- მოწესრიგდი და ჩამოდი, თინა ბებოს დიდხანს ნუ ალოდინებ ! -ჩუმი ხმით მითხრა , კისერზე სველი კოცნა დამიტოვა და ოთახიდან გავიდა.

****

ყინულის დედოფალი არა?! ვერ დაგადუმეს რამდენიმე წამში?მკაცრი ხასიათი გაქვს კიი როგორ არა - ჩემს თავთან ლაპარაკით გართული თორნიკეს და თათულის უკან მობუზული მივყვები და მათ საუბარს ყურადღებას არ ვაქცევ. მზე ნელ-ნელა ამოდის, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ცივა.
-არა ის მაინც რამ გადარია, გუშინ თავი მგლების შესაჭმელად გაწირა ოღონდ დათას მანქანაში არ ჩამჯდარიყო და დღეს იმ ვაჟბატონთან ერთად ბრძანდება ერთ სახლში.
-ოხ მარიამ მოიცა მოვიდე მანდ, ისედაც ნერვები ამეწიწკნა ვიღაც სვანის გამო. - მე ამოვიყვანო სხვა საქმე არ აქვს მაგას რა კეთილშობილია გადავირიე პირდაპირ...
რამდენიმე წუთში თორნიკემ მასიური ჭიშკარი გააღო და სახლისკენ წავიდა იცით როგორი სახლი იყოო მე, რომ ვინატრებდი და ოცნებებში წარმომედგინა. გაღიმებული ვუყურებდი სახლს, თათამ ხელკავი გამომდო და თორნიკეს გავყევით. სახლი ძველებური იყო, ხის და შიგნიდან სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა,მალევე ოთახიდან თავსაფარწაკრული სათნო მოხუცი გამოვიდა და მოგვესალმა:
-ბებო,ვინ არიან ეს ანგელოზები?-გაგვიღიმა ქალმა.
-თინა ბებო ესენი ჩვენი სტუმრის მეგობრები არიან,გაიცანი თათული და ელენე.
-სასიამოვნოა, თინა ბებო- მთელი სახით გაგვიღიმა.
ქალი ჯერ მას გადაეხვია შემდეგ კი მე. ძალიან საყვარელი იყო თინა ბებო გაჭაღარავებულ თმებზე თავსაფარი ჰქონდა მოხვეული, დანაოჭებული სახის მიუხედავად ემჩნეოდა, რომ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იქნებოდა. თბილი ღიმილი ჰქონდა.
-ჩვენი რძლის მეგობრები არიან ბებო?
-რააა? - მე და თათულიმ პირღია გადავხედეთ ერთმანეთს და ამ დროს მეორე სართულიდან ფხუკუნის ხმა მოგვესმა.
-დილამშვიდობის გოგოებო, ახლავე ჩამოვა თქვენი დაქალი - ლაღი ღიმილით გადმოგვყურებდა დათა ზემოდან.
თინა ბებომ მისაღებში შეგვიპატიჟა,
-მე საუზმეს მოვიტან ჩემი ხაჭაპურები უნდა გაგასინჯოთ ისეთია ხელებს ჩაიკვნეტთ -გვითხრა და სამზარეულოში გავიდა თორნიკესთან ერთად. თათულის გავხედე სახე ხაჭაპურების გაგონებაზე გაბრწყინებოდა და სულ აღარ ახსოვდა მარიამოს და აწ უკვე სიძის ამბავი.
-თათულიი ...მუცლის მონავ დაქალი გაგვითხოვდა რა დროს ხაჭაპურებიაა - ჩურჩულით შევძახე მაგრამ, რომ შემძლებოდა ალბათ კივილს დავიწყებდი.
-ვაიმე - გაპარული ხმით მიჩურჩულა თათამ
-არაფერი მომჩვენებია არა?
-არა მალატ, რძალიო ბებომ თქვა და დათაც მართლა იღიმოდა.
-ერთ ღერ თმას არ შევარჩენ მარიამს გეფიცები.
ამის თქმა და შუბლშეჭმუხნული მარიამის გამოჩენა ერთი იყო, რომელსაც უკან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაღიმებული დათა მოჰყვებოდა, მე და თათა გაოცებულები ვუყურებდით ხან ერთს ხან მეორეს, ბოლოს როგორც იქნა თათული წამოხტა და მარიამს მიეჭრა და მიეხუტა.
-კნუტოოოო..რა მოგივიდა სიცხე კიდევ გაქქ.. ცუდი ფერი გაქ ...
- აღარ მაქ სიცხე არ ინერვიულოთ. წავედით! - გასცა ბრძანება ქალბატონმა, უხ მოხვალ შენ სახლში. ფეხზე წამოვდექი და ნაბიჯი უნდა გადამედგა თორნიკე, რომ გამოვიდა სამზარეულოდან
-არაა ვერ გაგიშვებთ, ერთად ვისაუზმოთ -გაგვიღიმა და თეფშებს დალაგება დაიწყო მაგიდაზე.
-აღარ შეგაწუხებთ -გამოსცრა მარიამომ კბილებში თან დათას უბღვერდა. კარში მათე შემოვიდა, იზმორებოდა და თვალები ნახევრად დახუჭული ქონდა, რომ დაგვინახა სახე გაუბრწყინდა
-ეს რა ანგელოზი გოგოები ყოფილან ჩვენთან.
-ანგელოზები კი არა ჯიუტები არიან საუზმეზე არ რჩებიან-ირონიულად თქვა დათამ, თან მარიამის სახეზე იღიმოდა.
-არ გამოვა ბებოს ეწყინება-გვითხრა თორნიკემ -აბა უცებ გაიხადეთ ქორთუკები და დასხედით.
ბებოს ხათრით მოგვიწია დარჩენა. დიდ მასიურ ხის მაგიდასთან მივედით მე მარიამო და თათული ერთ მხარეს დავსხედით უხერხულად ვიყავით.
-გოგოებო არ მოგერიდოთ -გვეუბნება მათე და გვიცინის -აბა როგორ მოგწონთ სვანეთი-პირველად ხართ აქ?
-ელენე ადრეც ყოფილა ჩვენ პირველად -პასუხობს თათული.
-აბა ცხელი ხაჭაპურები მიირთვით სანამ გაციებულა -შემოდის თინა ბებო. წინ გვიდებს მადისაღმძვრელ ხაჭაპურებს და თან მე და მარიამოს თმაზე გვეფერება. ჩვენც მადლობას ვუხდით რატომ წუხდებითთქო და რა შეწუხებააო გვპასუხობს. დათა და თორნიკე მაგიდასთან მოდიან და ჰოი საოცრებავ დათა მარიამის გვერდით იკავებს ადგილს. გოგონამ თავი ნელა გაატრიალა და მკვლელი თვალებით გახედა დათას რამდენიმე წამი არცერთი არ იღებდა ხმას და მათ მიშტერებოდა, თათულის ღიმილზე მივხვდი უკვე რა აზრიც უტრიალებდა თავში...
-რა ხდება საცოლევ? -ბოლოს დათამ დაარღვია სიჩუმე და ირონიულად გაუღიმა ჩვენ გოგოს, მაგრამ ვაი მაგ ირონიულ გაღიმებას რას გამომაპარებს ვინმე რამეს. მარიამმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად როდესაც შემოსასვლელი კარი გაიღო და იქიდან სახეაწითლებული ბიჭი შემოვიდა.
-მოვედიიი -დაიძახა ხმამაღლა -ოხ სტუმრები გვყოლია, გამარჯობა-ღრმად სუნთქავდა თითქოს ძაღლი გამოეკიდაო. თვალი მოგვავლო მაგიდის ირგვლივ მსხდომთ და მზერა თათულიზე შეაჩერა -გუშინ ვერ გაგეცანით, მე დემნა ვარ -გავგვიღიმა და ხელი აგვიწია და მაგიდისკენ წამოვიდა.
თორნიკემ, თავისთავზე აიღო ჩვენი გაცნობა და წარგვადგინა -ელენე და თათული -შემდეგ დემნას მიურტიალდა -სად იყავი ბიჭო ამ სიცივეში?
ორივეს ხელი ჩამოგვართვა ბიჭმა.
-ვირბინე ცოტა, თან დვათვალიერე აქაურობა. - გაუცინა და ჩვენსკენ შემოიხედა უფრო ზუსტად კი თათასკენ. თათული მარიამოს ელაპარაკებოდა და გაბრწყინებული უყვებოდა ლილეზე და გუშინდელ დღეზე ამბებს. ბიჭიი საით გაგექცა თვალები, ჩემ თათულის უყურებბ, ეს ნახე რა მომინდომა ბიჭმა -ვფიქრობდი გულში.
თინა ბებოც შემოგვიერთდა გვიყვებოდა რა პრობლემები ჰქონდათ სვანეთში.
-დათა ბებო, - მიმართა დათას თბილად -გამომართვი შენს საცოლეს გადააწოდე გაგვისინჯოს კუბდარი.
მარიამმა თვალები დააკვესა, ხელით დავიჭირე არაფერი თქვათქო.
-გამომართვი საყვარელო - ყურთან დაბალ ხმაზე უთხრა დათამ. მარიამომ გაუღიმა და ასევე ყურთან უჩურჩულა -შხამი დალიე შენ დათა ნაკაიძე შხამი.
დათას ტუჩი ჩაუტყდა.
-ჰა? - დემნას ხმაზე ყველამ მისკენ გავიხედეთ, გაკვირვებული სახე ჰქონდა ვერ გაეგო რა ხდებოდა. მათემ მუჯლუგუნი უთავაზე მერე გეტყვითო.
-ბებო, ანდრო გოდერძი ბაბუას გაყვა მანქანის ამოსაყვანად დამიბარა შენ მიეხმარე პატარა საქმე აქვსო -თემა გადაიტანა თორნიკემ.
-საჩქარო არაა შვილო ამოვა ჩემი ანდრო და მერე გავაკეთოთ -გაუღიმა ქალმა. ანდროო... ჰო აბა ვის სახლში ხარ ელენე ბატო შენ. ჩემი ანდროო თან ... არსად დაგეკარგოთ ბატონი ანდრო რომელიც ჩემს მანქანას დიდი იმედი მაქვს არ გადააგდებს სადმე ხრამში და არ გადაყვება თითონაც. არა მე ჩემ გოგოზე(მანქანიკოო) ვდარდობ თორე იმ სვანს კისერიც უტეხია.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მარიამი დათას ისე უყურებდა მეგონა წუთი წუთზე წამოხტება და რამეს ჩაარტყამსთქო,ალბათ დათას თვითკმაყოფილი ღიმილი აღიზიანებდა. თინა ბებოს მალევე მოუწია სუფრის დატოვება და თბილად დაგვემშვიდობა იმ პირობის შემდეგ, რომ კიდევ ვესტუმრებოდით.
****
დილას როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა. სასიამოვნოდ გამეღიმა, როცა მამლის ყივილი გავიგე და მივხვდი მთებში ვიყავი. სვანეთი წარმოუდგენლად ლამაზია, განსაკუთრებით მიყვარს რადგან ჩემს ხევსურეთთან სიახლოვეს ვგრძნობ ამ კუთხით... ფანჯარა გამოვაღე და ცივი ჰაერით ავივსე ფილტვები. საწოლს გავხედე მათეს გათიშულს ეძინა, მისი გაღვიძება არ ღირდა ორი რამის გამო: პირველი როცა აღვიძებენ მერე მთელი დღე ცუდ ხასიათზეა ხოლმე და მეორე დილის ადამიანი არაა... რომ გამეღვიძებინა და მეთქვა წამო ვირბინოთ თქო ალბათ ფანჯრიდან მისროდა. ამიტომ სპორტულები ჩავიცვი და სარბენად გავემართე. მე დემნა არაბული ვარ. ხევსურეთიდან ვარ, დიახ, სოფელ კორშადან, იქ ყოველ ზაფხულს ჩავდივარ ხოლმე. ბიჭებიც არიან რამდენჯერმე ნამყოფი. სირბილისას გუშინდელი დღე გამახსენდა გაღვიძებულს უცხო გოგოები რომ დამხვდნენ, ნეტა ამოიყვანეს დაქალი? შემდეგ იმ გოგოს თვალები გამახსენდა, თაფლისფერი თვალები მზეზე უბრწყინავდა. ნეტავ რა ჰქვია გავიფიქრე გონებაში. სახლში მალევე მივედი
-მოვედიიი- დავიძახე და მაგიდისკენ გავიხედე ის გოგოები დავინახე გუშინდელი დღიდან და ის საყვარელი გოგო.
გოგონების წასვლის შემდეგ დათა უცნაურად იღიმოდა, თავიდან ყურადღება არ მივაქციე ისევ თაფლისფერთვალება ლამაზმანზე ვფიქრობდი ბიჭებმა რომ გამომაფხიზლეს.
- აუ ესენი სულ გამოშტერდნენ - ჩაიხარხარა მათემ და ხელი გამკრა.
- რა გინდა ვფიქრობდი რაღაცაზე. - რა ფიქრები გამიწყვიტა ხოა ღირსი ვლეწო.
- რა გჭირთ ტო თქვენ? დათა გაღიმებული ბოლოს როდის გნახე აღარც მახსოვს. არ მითხრა ის გიჟი გოგო მევასაო.
- არა რა მევასა, ხო არ აფრენთ - თქვა დათამ და სახე დაისერიოზულა.
- აბა რა რძლად გააცანი თინას .
- აბა რა მეთქვა, ვიღაც ნაშა ეგონებოდა და მაგ გიჟის წიკვინს აიტანდი?
- ახლა ხო რას ამბობ ძაან მშვიდად შეხვდა შენს ცოლობას - მხარი გავკარი დათას - დილით რო გავდიოდი კი შემომესმა კივილი თქვენი საძინებლიდან მარა დავიკიდე.
- ისე რას გავარდი გუშინ, ან რა პონტში არ გამაღვიძე გამოგყვებოდი - საყვედურით გახედა თორნიკემ.
- ვერ დავიძინე და მეთქი ამოვიყვან თქო რა დაკითხვა მომიწყვეთ ტოო, ცოტა გავიღადაოთ აშკარად ნერვები ეშლება გოგოს, სანამ აქაა მაინც ჩემი ცოლობა მოუწევს - ჩაიცინა დათამ და გავიდა.
- ვააააახ, თაფლისფერთვალება...
- აე დემნა რაო? რა თქვი?
- არაფერი გაემზადეთ სახლში ხო არ ვიჯდებით თქო. - წამოვროშე სწრაფად და ოთახში ავედი.

****
სახლიდან გავედით თუ არა გოგონები მაშინვე მომცვივდნენ.
- აბა ახლა მოყევი მარიამ რა ხდება?
- ამოღერღე თორე გაგაცლი მაგ წითელ თმებს.
- თუ გაჩუმდებით მოვყვები ვახ, - ზედმეტად გაღიზიანებული ვიყავი და გოგონებსაც ვეუხეშებოდი. - ის იდიოტი ჩამოეთრა გუშინ, არა რა ნამუსით მოვიდა... რა ჯანდაბა უნდოდა - გავკიოდი უკვე საძინებელში შესული.
- რო არ მოსულიყო გაფშეკდი ფეხებს მანქანაში და ჩაგდებდით მერე კუბოში - გაბრაზებული სახით მითხრა ელენემ.
- გოგოოოო, ჯობდა მოვმკვდარიყავი... თქვენ არ იცით რა გამიკეთა... ის ნაგავი... ეგ მოზამბიკელი ვირთხააააა
- აუჰ რაღაც ძაან ცუდი ქნა უეჭველი.
- შენ თუ ახალ იმას გულისხმობ რო საცოლედ გააცნო შენი თავი სხვებს ეგ არაფერი დაშორდები - ჩაიხითხითა ელენემ.
- მიწას გადაყრი ელენე, ეგ ხო ერთი უბედურებაა ქალს ჩემი თავი საცოლედ რო გააცნო - თავში ხელი ისეთი ძალით შემოვირტყი შემაქანა.
- ნელა გოგო, სადაც დათას გადაურჩი აქ ნუ მოკვდები, ახლა დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია. - კისკისებდა თათული და ჩემს რეაქციაზე ნელ-ნელა უკან იხევდა.
- გაგპუტავთ მაჰათმა განდის სულს ვფიცავ!!! - ისევ ბოლო ხმით ვკიოდი. - იმ ვირმა მაკოცააააა
- რა ქნაააააა?????? - წამოიყვირა ელენემ.
- დამშვიდდი ტუჩებში არ უკოცნია - ხმადაბლა ვთქვი და გოგონებს გავხედე.
- ვაიმე ეს დებილია, აბა ლოყაზე თუ გაკოცა თინას დასანახად მაგაზე ატეხე ამბები?
- ვაიმეეეეე, თინა არ ყოფილა იქ და მოგიყვებით ჯერ წყალი მინდა - წყლის ჭიქას დავწვდი და მთლიანად ჩავცალე. შემდეგ თხრობა დავიწყე, ყველაფერი მოვუყევი რაც მათი წასვლის შემდეგ გადამხდა.
მომენტებში გოგონების წამოკივლებაზე თხრობას ვწყვეტდი და კითხვებზე პასუხის გაცემა მიხდებოდა. დავასრულე თუ არა ლაპარაკი ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ორი წუთის შემდეგ თათული ამოძრავდა - ვაა, სიძე ნახეთ რაააა - ჩაიხითხითა და ჩემი ნასროლი ბალიში აიცილა. - მარიამო მე რას მერჩი გოგო - ისევ აგრძელებდა სიცილს.
- აუ დათვი როგორ უნდა მოგვარდნოდა? - ისეთი სერიოზული სახით იკითხა ელენემ გული კინაღამ წამივიდა.
- შენ აქ მარტო დათვი გაიგე? - წამოვიკივლე მაშინვე.
- არა გოგო, პროსტა დათაზე რო ვთქვა რა საყვარელია თქო რაღაცას ჩამცხებ - ახარხარდა ელენე და საწოლიდან წამოხტა.
- ოხ თქვენი ჯიში... - ჩავილაპარაკე და ისევ წყალს დავწვდი.
- მარიამ პეპლებს გრძნობ უკვე? - ფრთხილად მკითხა თათულიმ.
- თათული კალმის ტარი ტარია??
- აუ ეს და მისი თემის შეცვლები - ჩაიბურდღუნა ელენემ და ფიქრებში გადაეშვა.

****
აბა გამოიცანით ვინ ვარრ... რა თქმა უნდა, თათული ჰო არ მოიწყინეთთ... ამ ორს, რომ ვუყურებდი, გარეთ ვიხედებოდი და პლიუს ჩვენს პაწაწუნა ბუხარს მივჩერებოდი გული მიფრიალებდა. ერთი საწოლზე გადაგორებულიყო და ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცეებს, მეორე მშობლებს ელაპარაკებოდა, დაველოდე სანამ საუბარს მორჩებოდა, მერე ორივეს წინ დავუდექი.
-აბა რას ვშვებით გოგოებოო-ტაში შემოვკარი.
-მოდი დღეს სახლში ვიყოთ, კარგად დავისვენოთ ეს ნაგიჟარიც გამოშუშდეს ბოლომდე და ხვალიდან დავლაშქროთ ყველაფერიი- იდეა მოგვაწოდა ელენემ.
-კარგიი, ყავას ვინ დალევს ხელი აწიეთ გვითხრა მარიამომ-რასაც ელენეს ხელის აწევა მოყვა.
მარიამომ ეხლა ჩემსკენ გამოიხედა- ჩაის?-მეც მაშივე ავწიე ხელი.
-აუუ მარიამომ ყავა და ჩაიკო გააკეთოს მე მუსიკას ჩავრთავ და მოვიდეთ ხასიათზეე-შევძახე-და არ დავინახო დღეს მოწყენილი სახეები.
-მე რაღა ვქნაა?-მკითხა მალატმა სასწაულად საყვარელი სახით.
-ამმ.. შეენნ შენ ლოყაზე მაკოცე-და ლოყა მივუშვირე რომ ეკოცნა ვაიმე როგორ მიყვარს ეს გიჟი გოგოო. რამდენი მკოცნა უნდა გენახათ მარიამომ ძლივს გამომადღლიზა. სიმღერა ხმამაღლა ჩავრთეთ ელეს დინამიკში და ჩაით ხელში ბუხართან მოვთავსდით. ბევრს ვიცინოდით და გეგმებს ვაწყობდით. მარიამოც კარგ ხასიათზე იყო, ყელი ტკიოდა ოდნავ.
-წავალ შეშას შემოვიტან-თქვა მალატმა-თორე ჩაქრება.. ამ დროს ჩვენი საყვარელი სიმღერა გაისმა მე და მარიამომ ცეკვა დავიწყეთ თან ვიცინოდით.. მალატმაც პირი ააყოლა და ცეკვა ცეკვით გავიდა გარეთ, ჩვენ აქედან ბანს ვაძლევდით, ჰაჰა როდესაც ვიღაცას შეასკდა.. მსუბუქად შეჰკივლადა ერთი თავით მაღალ ბიჭს ააყოლა მზერა... ბიჭს ორივე ხელი მხრებზე ქონდა მოხვეული გოგონასთვის(ვდნები მგონი),ისევ ის თვალები, ძლივს გამოერკვია და ანდროს მკლავები მოიშორა.
-უკაცრავად, ვერ დაგინახეთ-თქვა ხმადაბლა.
ბიჭმა ერთხანს უყურა ხმას არ იღებდა -არაუშავს, შემდეგში ფრთხილად იყავი ისედაც მოყინულია.-უცნაური მზერით უყურებდა გოგონას. ქალბატონ ელენეს სულ დაავიწყდა ყინულის დედოფალი, რომ იყო. ერთხანს მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს, უცებ ბიჭმა ხელი მაღლა ასწია და გასაღები აათამაშა.
-ჩაიბარე უვნებელი ამოგიყვანე-ახლაღა გაახსენდა მისი მანქანა ის იყო მადლობაო უნდა ეთქვა, რომ კარის უკნიდან ჩემი ხმა გაიგო-გოგო ისევ რამე მოიტეხა ამანნ-
თმა აბურდული და პლედ შემოხვეული მე მალევე მივედი კარის ზღურბლზე -მალატტტტ სად წახვედი გოგ...-სიტყვა შუაზე გამიწყდა როცა ანდრო დავინახე. ანდრომ სიტყვა ''მალატის'' გაგონებისა წარბები მაღლა აზიდა, მე თუ მკითხავდით გავიდა ანდროს წარბები დედამიწიდან.
-ანდრო შენ ხარრ?-გავუცინე-გარეთ რატომ დგახარ? შემოდი ცივა.
-მანქანა ამოვიყვანეთ და გასაღების მოსაცემად მოვედი-ამის თქმა და მალატის ხელში გასაღების ჩადება ერთი იყო.
საქმეები მაქვს, თან ბიჭებს დავხედო უნდა დილიდან მარტო დავტოვე.
-მადლობა საჭირო არაა, შემდეგში გაითვალისწინე თუ არ იცი ტარება არც გაეკარო მანქანას.-დაბალ ხმაზე უთხრა მალატს და თვალი ჩაუკრა.
თავი დაგვიკრა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კარისკენ.
მალატი იყურებოდა, იყურებოდა, კიდე იყურებოდა ბოლოს ხელი ავუფრიალე წინ -მალატტ რა გჭირს ქალო. მარიამ გამოდი გაძეგლდა მგონი
-ამან რაო?-ბოლოს კითხვის ნიშნიანი სახით გადმოგვხედა.
ჩვენ ვერ მივხვდით რას გვეკითხებოდა. -მე ამ სვანმა თავხედამ ვირმა კაცმა მაჯახა მანქანის აზრზე არ ხაროო?-ვსოო ეხლა აფეთქდება მე და მარიამმა ერთმანეთს გადავხედეთ.
-უბრალოდ იხუმრა რა მოგივიდა ქალო-გამართლება ცადა მარიამომ.
-რა იხუმრა გოგო რა იხუმრა, ვაიმეე მადლობა საჭირო არააო ვინ ეუბნებოდა საერთოდ ან ვინაა მადლიერი გავგზავნი მაგას ჩემს მიქელ გაბრიელთან არა მაგ თავხედი ვირით ვერ შევაწუხებ ჩემ კაცს. მაცადე ბატონო ანდრო კუბოს ფერსაც არ გკითხავ...
მე და მარიამოს ჩუმად გვეცინებოდა მარა მალატთან როგორ შევიმჩნევდით. მიუხედავად იმისა რომ ზამთარი იყო, მზეზე მაინც თბილოდა ამიტომ გადავწყვიტეთ გარეთ გავსულიყავით და სურათები გადაგვეღო.

****
ელენე ოთახში შევათრიეთ და ხასიათის გამოკეთებაზე დავიწყე ზრუნვა. ოღონდ რა თქმა უნდა ჩემებურად. მე ხო ცოტა ძაან ვურევ (გურია მოქმედებს ჩემზე, 2დღეც რომ გავატარო იქ სრულიად სხვანაერი ვბრუნდები უკან) ჰოდა დავავლე ხელი გოგონებს აივანზე სკამი გავიტანე და შემოვდექი.
- უი რაღაც დამავიწყდა -საყვარლად ჩავილაპარაკე და დინამიკს ტელეფონი ბლუთუზით დავუკავშირე - სვანები თუ არ მიწყენენ უნდა გიყროყინოთ გურიაზე - ისე ჩავიხითხითე საკუთარი თავი იმ წამს მე თვითონვე შემიყვარდა.
გოგოები გაოგნებული სახით მიყურებდნენ, როგორც კი სკამზე ავედი ელენეს მაშინვე სიცილი აუტყდა - გადმოვარდები შე ოხერო და მოიმტვრევ რაღაცას - გამომძახა და საწოლზე ისე მოკალათდა რომ ჩემი უკეთ დანახვა შეძლებოდა.
- ჰეეეე მზად ხართ ტკბილებოოო???
- მიდი მარიამო დასცხე, ხალხი არ დააყრუო ოღონდ - ჩაიკისკისა თათულიმ და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
მუსიკა ჩავრთე და სკამზე ნელი მოძრაობით ცეკვა დავიწყე.
-გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურიააა, გოგომ ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურიაააა - ბოლო ხმით ვყვებოდი სიმღერას - შევხედე და ელდა მეცააა და განა სადმე ვიჩქარიი აგერ ახლოს დაბრძანდიო და გამომიღო ჭიშკარიიიი
- ნუ კივი გოგო - ელენე სიცილისგან მუცელზე იდებდა ხელებს
- რა ყოფილაააააააა გუუურიააააააა
- ხაჭაპური მომაწოდა და ღვინო დამალევინააა - ამყვა თათულიც
- ერთი ისე გამომხედა სულიც დამალევინააააა - ჩვენს სიგიჟეს როგორც იქნა ელენეც აყვა.
- განა მართლა ღვინო მიყვარს ემერიაა გონება ...
- გოგოვ ერთი მაკოცნინე და მამიშენის ცხონებამ - მომესმა ხმა ზურგს უკან, ისე უცებ გადმოვხტი სკამიდან კინაღამ ავილეწე. აივანზე გადავეყუდე და დავინახე როგორ იგუდებოდნენ სიცილით ბიჭები.
- ცოლო, რო მოვიდე კოცნას მივიღებ? - დათამ ისეთი სახით ამომხედა გული კინაღამ წამივიდა.
- დათა ნაკაიძე მანდ არ ჩამომიყვანო თორე ცივ სამარეს მიიღებ შე სასიკვდილევ -ვჩხაოდი აივნიდან. გოგონები ოთახიდან სიცილით გამოცვივდნენ და ბიჭებს ხელის ქნევით მიესალმნენ.
- რძალო შენ საიდან ხარ? - ამომხედა მათემ.
- ამის სახელი შემახსენეთ? - წარბის აწევით გავხედე გოგოებს.
- მათე - მიჩურჩულა თათულიმ.
- მომისმინე მათე ბიჭო სანამ პირში სული გიდგას რძალი აღარ დამიძახო თორე გისვრი სვანეთის მთებიდან.
დათას ისეთი ხარხარი აუტყდა ვეღარ მოვითმინე და ქვევით ჩავუვარდი.
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ ადამიანო??? - ისე მივუახლოვდი ვერც კი მივხვდი. დათამ ხელი ჩემსკენ გამოწია და ცხენის კუდად შეკრული თმა სწრაფი მოძრაობით გამიშალა.
- ცოლო არ მომწონს ცეცხლივით თმას რომ მალავ - ლოყაზე თითი ჩამომისვა და სანამ რამის თქმას მოვიფიქრებდი წავიდა.
გაოგნებული სახით ვიდექი ქვევით და ნაბიჯს არ ვდგამდი. ჯიბეში ვიბრაცია რომ ვიგრძენი მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, თორნიკე მირეკავდა. მიმავალ დათას ერთი ბრაზიანად გავხედე და გულში ჩემი საფირმო გინება გავუგზავნე, მერე თორნიკეს ვუპასუხე და ბუხართან ჩამოვჯექი.

****
სახლში შევედით თუ არა ხარხარი აგვიტყდა, მარტო დათა იდგა მშვიდი სახით და ჩვენ გვიყურებდა.
- რა დღეში ხართ ტო, თინა გამოვარდება სადაცაა დაწყნარდით ცოტა.
- ჩემი კაი კინაღამ დავიხრჩე იქვე, რო შეეხე რა სახით იდგაააა - ახარხარდა მათე.
- აუ კაი ტოო, ცოდოა რეებს უკეთებ გოგოს - უკამყოფილო სახით გავხედე დათას.
- ახლაა ცოდო? წეღან კარგად ხარხარებდი - გამომხედა და ლუდს ხელი დაავლო - დალევთ?
ყველამ რო უარი ვუთხარით ხელი ჩაიქნია და ჩამოჯდა.
- რა გაცინებთ?? შეირყა მთელი სახლი - სამზარეულოდან ანდრო გამოვიდა.
- აუუ რას დააკლდი ანდროოო - ჩაიცინა თორნიკემ და ამბის მოყოლა დაიწყო. ანდრომ დათას გახედა
- შენ სულ გამო*ლევდი ხო ბიჭო?
- რა გინდა ? - ისე უპასუხა დათამ წარბიც არ შეხრია.
- რა პონტია ტო, რანაირად იქცევი, თუ მოგწონს რას აგიჟებ ამ გოგოს.
- დავაი რა - ლუდის კიდევ ორ ბოთლს ხელი დაავლო და ოთახიდან გავიდა.
ბიჭებმა ჯოკრის თამაში დაიწყეს, ტელეფონს ხელი დავავლე და ინსტაგრამზე თათას მოძებნა დავიწყე. ვერაფრით ვიპოვე, ბოლოს ელენეს ინსტაგრამს მივაგენი და მონიშნულებში თათაც ვიპოვე. სადღაც ნახევარი საათი ვსქროლავდი გოგოს ინსტაგრამს, მერე წამოვდექი და გარეთ გამოვედი. დათასთან მისვლა გადავწყვიტე მაგრამ როგორც კი ეზოში თათა დავინახე მაშინვე მისკენ გავემართე.
თათამ შორიდანვე შემამჩნია მისკენ რომ მივდიოდი და ისე გამიღიმა მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცლებოდა. გოგოების დაკერვა არასდროს მიჭირდა, მაგრამ პირველად ვშტერდებოდი ვიღაცის წინაშე. უბრალოდ ვიდექი და მომღიმარ გოგონას ვუყურებდი.
- როგორ ხარ? - მოულოდნელად მკითხა თათამ და ლოყები შეეფაკლა.
- კარგად შენ? -ისეთი ჩამხრჩალი ხმით ვთქვი თავადვე გამიკვირდა.
- გონს მოდი დემნა!!! ამის დედაც ხმაც არ მემორჩილება - გულში ჩემს თავთან დიალოგი გავმართე.
- მოგწონს სვანეთი? - ისე ვკითხე წინა კითხვაზე პასუხის გაცემაც არ ვაცადე. გოგონამ სახე მთებისკენ შეატრიალა და გარემო ბედნიერი სახით მოათვალიერა .
- შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს? - მკითხა და თავი ოდნავ დაბლა დახარა. მზის სხივები პირდაპი თვალებში ანათებდნენ და მის ისედაც ნათელ თაფლისფერ თვალებს უფრო მეტად ანათებდნენ.
- ღმერთო -ჩუმად ჩავილაპარაკე და წვერზე ხელი ჩამოვისვი.
- რამე თქვი?
- ჰო შეუძლებელია მეთქი, - ვთქვი და ისევ გოგონას ავხედე - გავისეირნოთ? თუ რა თქმა უნდა რამე საქმე არ გაქვს და არ გაცდენ.
- გოგონებს გავსძახებ და წავიდეთ - მითხრა ოდნავ დაბნეული ხმით და სახლისკენ შებრუნდა. აივანზე ელენე გამოვიდა, ვიგრძენი როგორ ამათვალიერა და ბოლოს კმაყოფილი ხმით გამომძახა.
- ფოტოების გადაღება არ დაგავიწყდეთ.
თათას ისეთი ხველება დაეწყო მეგონა ხელში ჩამაკვდებოდა. იქვე ჭიქით წყალი იდგა და სასწრაფოდ მივაწოდე. დალია თუ არა ელენეს თვალების ბრიალით ახედა.
- ალბათ გავცივდი - მითხრა და თავით გზისკენ მანიშნა -წავედით?
მეც უხმოდ თავი დავუკარი და გზას გავუდექით.

****
საღამოსკენ ჩვენს პრინცესას პრინცმა მოაკითხა და სასეირნოდ წააბრძანა, ჩემი ქალბატონიც თავდახრილი და სახეაწითლებული გაჰყვა უკან.
აივანზე დიდხანს არ გავჩერებულვარ, მალევე შევბრუნდი სახლში და პირველ სართულზე დავეშვი გაღიმებული,მარიამი ბუხრის წინ დაფენილ ფუმფულა ხალიჩაზე გაწოლილიყო და ინსტაგრამს სქროლავდა.
გვერდით მივუწექი და მის ალისფერ თმაზე თამაში დავიწყე
-მარიამო
-ჰმმ
-მარიააამ
-ხო რაიყოო
-თათული პრინცს გავაყოლე იცი?
-ჰა? რაა? - ძლივს ეღირსა და მოაშორა მზერა მობილურს
-ხოო, დემნამ მოაკითხა და წავიდნენ
-აჰაამ, მშვენიერი და ჩვენ ესე უნდა ვიყოთ გამოკეტილები?
-რავიცი,წავიდეთ გავისეირნოთ,მიდი თბილად ჩაიცვი და ჩემი ჟაკეტიც გამომიყოლე,
რამდენიმე წუთი ველოდი მარიამის გამოჩენას ბოლოს ეღირსა და გამოვიდა საძინებლიდან
-გოგო გაიხადე კიარა ჩაიცვითქო
-აუ კაი რა ელემე არ მიყვარს ეს თბილად ჩაფუთვნა და რაგავაკეთოო -საწყალი სახით შემომხედა ქალბატონმა
-ხოარ გავიწყდება სიცხე რო გქონდა შვილო,გაცივდები და ჩემი მოსავლელი უნდა გახდე
-მაჰათმა განდის სულს ვფიცავ არ გავცივდები - მთელი სახით გამიცინა და ჩემი ქურთუკი მესროლა. სახლიდან გავედით და გზას გავუყევით
-არ მესმის როგორ ტოვებენ აქაურობას და როგორ მიდიან ქალაქში საცხოვრებლად
-ზოგს მეტი კომფორტი სჭირდება ელე და ვერ უძლებს სვანეთის სიცივეს ყველა ჩვენნაირი ხო არ იქნება
-იმაზე დიდი კომფორტი რაუნდა იყოს, ადგე დილით გამოხვიდე აივანზე და ამ საოცრებას შეხედო-მთელი აღფრთოვანებით ვესაუბრებოდი მარიამს და ჩემს გულისტივილს ვუზიარებდი
-ელე ნახე რა ლამაზია- საუბარი შემაწყვეტინა და მდინარის პირას აღმართული კოშკისაკენ გაიშვირა ხელი
-ეეე ეს ხო მირანგულას კოშკიაა- აღფრთოვანებით შევყურებდი ხელოვნების ნიმუშს რომელსაც აშკარად ეტყობოდა წლები და სინესტისგან მოკიდებული ხავსი ამშვენებდა
-რის კოშკი?
-გოგო ამ კოშკს პატარა თუმცა ძალიან სევდიანი ისტორიაა აქვს
-ჰა მოყვებიი?
-კი წამოდი იქ დავჯდეთ და მოგიყვები-ხელით კოშკის გვერდზე მდგარ ქვის სკამისაკენ მივანიშნე
-მირანგულა სვანეთში ერთ ერთი ცნობილი და შეძლებული ოჯახის შვილი იყო დედის ნაადრევად გარდაცვალების გამო მხოლოდ მამა ზრდიდა
-საწყალი წარმომიდგენია როგორ უყვარდა
-ხოო,თან ეს გოგო საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა.
ერთხელ კვირიკობის დღესასწაულზე ბეშქენს შეხვდა, და მაშინვე გულში ჩაუვარდა
-მერე რამოხდაა??
-მაცდიი?
-ჰო კაი უფ
-მირანგულას მამამ ეს ყველაფერი რო გაიგო, ძალიან გაბრაზდა, რადგან ბეშქენი ცოლიანი კაცი იყო მიუხედავად ამისა მირანგულა ძალიან გაჯიუტდა, სწორედ ამიტომ გაცხარებულმა მამამ გადაწყვიტა ბეშქენი მოეკლა თავის შვილის გონების არევისთვის.ბეშქენს მინდორიში წამოადგა თავს და შებრძოლება შესთავაზა.თუმცა მალევე სახტად დარჩა, წარმოგიდგენიაა? თურმე ბეშქენსაც შეჰყვარებია ჩვენი მირანგულა და ამ სიყვარულით იტანჯებოდა. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ მირანგულას მამამ თავის განზრახვაზე ხელი აიღო
-რა ცოდოები იყვნენ
-აჰამ, ამის მერე ბეშქენმა გადაწყვიტა სანადიროდ წასულიყო, თუმცა ის ადგილი სადაც მიდიოდა ძალიან საშიში იყო მისთვისაც კი ,საბოლოოდ კი საწყალი ბეშქენი ბუნებამ დასაჯა,კლდეზე ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარდა, ამ ამბის გაგების შემდეგ მისი ცოლიც ამ კლდეზე ავიდა და იქიდან გადახტა
-მირანგულა?
-მირამგულამ კი მამამისს ამ კოშკის აგება სთხოვა და დარჩენილი სიცოცხლე აქ გაატარა
-არადა რო შეხედავ ჩვეულებრივი კოშკია, თურმე როგორ მძიმე ისტორიას ინახავს
-სვანეთში ყველა კოშკს თავის ისტორია აქვს დარწმუნებული ვარ- წამოვდექი და მარიამს ხელი გავუწოდე - წამოდი გულო სახლში გვიანია უკვე
-ჰოო წავიდეთ-ხელი ჩამკიდა და სახლში უხმაუროდ დავბრუბრუნდით.
****
ელენეს იმდენი ველაპარაკე დაღლილს ჩამოეძინა. არ ვიცოდი რა მეკეთებინა და გარეთ გამოვედი, ჯიბიდან მობილური ამოვიღე და კონტაქტებში გურული თორნიკე ვიპოვე, დავურეკე და თან ქუჩაში გავედი.
- მაროო - ტელეფონიდან თორნიკეს თბილი ხმა მომესმა - ვეღარ ძლებ უჩემოდ? - ჩაიხარხარა თორნიკემ და აქედანაც ვიგრძენი როგორ გაებადრა სახე.
- ჰო აი ვკვდები შენი მონატრებით.
- საღამოს მნახავ ფისო
- ვაიმეეე თორნიკეეე - ავკაკანდი ბოლო ხმით - ფისოს ნუ მეძახიიიი
- აუ ეს ისევ გადაბჟირდა, ჰე ახლა ჩაისუნთქე ქალო - ისეთი ხმით მელაპარაკებოდა უარესად ავხარხარდი.
- კაი ვსო -ჩავისუნთქე და სრაფად დავსერიოზულდი.
- კაროჩე როგორც გითხარი დღეს მე დაგადგები სანდროსთან ერთად.
- სანდრო ვინღაა? აააა... ჰოოო გამახსენდა იზვინი...
- ჰოდა მერე ასე ორ დღეში თამოც ჩამოვა და გაგაცნობ, რამე უნდა მომაფიქრებინო ხო იცი?
- რა უნდა მოგაფიქრებინო ბიჭო
- ხელი უნდა ვთხოვო თქო არ გითხარი?
- უი უი, სულ დამავიწყდა სიყვარულო, აქ ისეთები ხდება, მე ბოდიში - ჩავიკისკისე - ჰო იცი შენთან ვარ ბოლომდე .
- კაი შენი იმედი მაქვს, სანდრო ნერვებდაწყვეტილია ახლა ეჩხუბა მაინცდამაინც შეყვარებულს.
- აუჰ ანუ ეგ უნდა ვამშვიდოთ?
- ნუ იცინი გოგო, დეპრესიაში მყავს ძმაკაცი -ჩაიცინა თორნიკემ - სოფოს თამო ჩამოიყვანს და ვიზავთ რა რამეს.
- კაი ჰო მიდი გკოცნი სიყვარულო. - ზურგს უკან ვიღაცის მძიმე სუნთქვა ვიგრძენი. ნელა შევტრიალდი, დათა გაბრაზებული სახით მიყურებდა
- რა - თვალების ტრიალით შევხედე ბიჭს თვალებში.
- ვის ელაპარაკებოდი? - ისე მკითხა მზერა ჩემი თვალებიდან წამითაც არ მოუშორებია. -თორნიკე ვინაა?
ხელში ლუდის ბოთლი შევუმჩნიე.
- ნაკაიძე გამეცალე ნასვამი ხარ - ვთქვი და უკან დავიხიე.
- კითხვა დაგისვი!
- რა უფლებით? შენ მართლა საცოლე ხო არ გგონივარ?
- მარიამ, მიპასუხე.
- თავი რამეს მიარტყი? თუ სასმელმა დარჩენილი ტვინიც გამოგაცალა?
დათა მომიახლოვდა - თინას გონია რომ საცოლე ხარ, ამიტომ აკონტროლე ვის როგორ მოესიყვარულები - შეცვლილი ხმით მითხრა დათამ.
მოულოდნელად ჩემთან პატარა ბავშვი მოიჭრა. ჩემს ფეხებთან გამოგორებულ ბურთს ხელი დაავლო და მე და დათა შეგვათვალიერა. თავზე პატარა სვანური ქუდი ეფარა და სერიოზული სახით გვიკვლევდა. ბავშვის დანახვაზე ბრაზი სულ მთლად გადამავიწყდა. ოდნავ დავიხარე ბიჭისკენ და მივესალმე. პატარამ ხელზე ხელი მომარტყა და როგორც იქნა გამიღიმა.
- რა გქვია? - მკითხა წკრიალა ხმით და მერე დათას ახედა.
- მარიამი, შენ რა გქვია პატარა სვანო?
- გიორგი
- რამდენი წლის ხარ გიო?
- ოთხის -თქვა და ცხვირწინ ოთხი თითი ამიფრიალა. მალე დედამისიც მოგვიახლოვდა.
-- გამარჯობა- ნაზად გაგვიღიმა და ბიჭს თავზე წამოადგა.
- ეს დედაჩემია - ჩაიბუზღუნა პატარა გიორგიმ. - დედა ეს უცხოები კარგები არიან.
ისეთი ხმით თქვა სიცილი აგვიტყდა. დათა უბრალოდ იდგა და სიტუაციას აკვირდებოდა.
- ხშირად ვეუბნები უცხოებთან არ მიხვიდე მეთქი - ჩაიცინა ქალმა.
- ძალიან საყვარელია - ვთქვი და ბავშვს გავხედე - ბურთი რომ არა არც მოვიდოდა.
ბავშვმა ისე გადმომხედა დარწმუნებული ვარ იმ წამს თავის მხსნელად მთვლიდა.
- შეიძლება პატარა კაცს ჩავეხუტო?
გიორგიმ დედას მუდარის თვალებით ახედა და როგორც კი თანხობა მიიღო მაშინვე ჩემსკენ გამოექანა. ისეთი თბილი ჩახუტება ქონდა ადგილზე დავდნი.
ბოლოს დედას ხელი ჩასჭიდა და დამემშვიდობა, დათას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და ჩუმად მიჩურჩულა - ეს ბიძია ძალიან ჩუმია არაა?
წასვლას ვაპირებდი წელზე დათას ხელი რომ ვიგრძენი - ბავშვებზე გიჟდები არა?
- ჰო პატარა სვანი ძალიან საყვარელია - ჩამწყდარი ხმით ამოვილაპარაკე და ბიჭს მზერა მოვაშორე.
- შენც გეყოლება ეგეთი ოღონდ სვანი არა - ხელი შემიშვა და ისევ დადუმებული დამტოვა.

****
მე და დემნა ბილიკს გავუყევით, უკვე საღამო იყო და ციოდა თავზე კურტკის კაპიშონი წამოვიფარე.
-გცივა?-მკითხა ჩემს გვერდით მომავალმა დემნამ.
-ცოტა მარა გავთბები სიარულისას-გავუღიმე მე.
-რომელი კურსის სტუდენტები ხართ ან სად სწავლობთ მომიყევი.
-ჯავახიშვილში, პირველკურსელები.-ვუპასუხე და მორიდებით გავუღიმე.-შენ რაზე სწავლობ დემნა, უკვე დაამთავრე?
-მასეთი დიდი შესახედაობა მაქ?-ვიფიქრე ვაწყენინეთქო და ისეთი სახით გავხედე თავის მართლება უნდა დამეწყო, რომ ჩემ სახეზე ზედმეტად ხმამაღლა გაეცინა.
-რა არის სასაცილოო?- ამოვიბურტყუნე ნაწყენმა.
-არ მითხრა რომ გეწყინა-მკითხა და წინ დამიდგა გაღიმებული.
-ნწ, რა უნდა მეწყინოს ადამიანისგან ვისაც არ ვიცნობ-მიდი თათული მიაჭირე ფეხი მაზოლზე, ეხლა მე გავუღიმე ნიშნისმოგებით.
აღარ მიღიმოდა, თვალი თვალში გამიყარა და არ მაშორებდა, პირველად მაშინ დავინახე ჭაობისფერი სფეროები. რა ლამაზი თვალები ჰქონდა ყველასგან განსხვავებული. გამიკვირდა აქამდე რომ ვერ შევამჩნიე. ხმას არ იღებდა.
ბოლოს მივხვდი სანამ ხელებში ჩავადნები გამოდი გოგო აქეთთქოდა-სიჩუმე დავარღვიე
-აუუ იცი სად წავიდეთთ, საქანელები რომაა ქოხების უკან, გოგოები არ გამომყვნენ დღეს, კარგიი? -გავუცინე და პასუხის მოლოდინში გავინაბე.
-წავიდეთ. მანაც ფართოდ გამიღიმა გზაში ძირითადი ინფორმაცია გავცვალეთ. აღმოჩნდა რომ დემნას პატარა დაიკო ყოლია და სურათებიც მაჩვენა პატარა პრინცესასი 4-5წლის იქნებოდა.
-ვაიმე ჩავუკოცნიდი იმ ლოყებს რა საყვარელიაა.
-არ გაკოცნინებდა-გაეცინა დემნას გოგოებს ახლოს არ იკარებს სამაგიეროდ ბიჭები იცოცხლე.-აქ წარბები შეჭმუხნა ოდნავ.
-მე მოვეწონებოდი-შევხედე და თვალები ავუციმციმე.
-ჰო შენ მოეწონებოდი-მანაც გაიმეორა.
საქანელები როგორც კი დავინახე იქითკენ გავიქეცი.
-აქეთაზე დაგასწარი მე ვჯდების ყვირილით.
ერთი გამაქანავა დემნამ და მეორე თითონ დაიკავა.
ბევრი ვიცინეთ რამდენიმე ბავშვობის ამბავიც მოვუყევით ერთმანეთს.
ბოლოს დავიღალეთ ქანაობით და უბრალოდ ვისხედით.
-რა ლამაზია ჰო? წინ გადაშლილ ულამაზეს მთებზე მივუთითე.-მან გამომხედა რაზე მეკითხებიო- მთები, კავკასიონი, საქართველო საერთოდ.
-ძალიან, ზოგჯერ ვფიქრობ აქ, რომ არ დავბადებულიყავი, კავკასიონის მთებისთვის, რომ არ მეცქირა, როგორ ვიცხოვრებდი ბედნიერი ვიქნებოდი?
გამიკვირდა მე, რომ არ მაწუხებდა ესეთი ფიქრები მარტო
-მეც ვფიქრობ ხოლმე და პასუხი ყოველთვის ერთია, ჩემი ასარჩევი, რომ იყოს სად დავიბადო, ყოველ ჯერზე საქართველოს ავირჩევდი.-ვგრძნობდი რომ მე მიყურებდა და ის ჭაობები უნათებდა.
-ამ მთებს იქით აფხაზეთია ჰო?-ხელი გავიშვირე თეთრად დაფარული მწვერვალებისკენ
-კი, ულამაზესი აფხაზეთი-ხმაში შევატყვე სინანული.
-ერთ დღეს ჩვენც ვნახავთ-გავხედე და გავუღიმე
მზე ჩადიოდა, რამდენიმე წუთი და სხივები გაქრებოდა მთებს იქით
-მზის ჩასვლას ვუყუროთ და მერე დავბრუნდეთ თორემ ძალიან აცივდება, თან მგლები ჩამოდიან ხოლმე-უდარდელად თქვა.
-კარგიი-ვუპასუხე. მოიცა... რაოოო ვინოო.. უცებ შემაჟრჟოლა, გაფართოებული თვალებით გავხედე -ხელში ტელეფონი ეჭირა და სურათს მიღებდა.
-დემნააა-საცოდავი სახით შევხედე.
-მაინც არ წავშლი-მითხრა და გამიცინა.
-რა დროს სურათია ბიჭო წავიდეთ რაა არ მინდა მგელმა შემახრამუნოსსს.
ფეხზე წამოდგა ხელი გამომიწოდა და მეც ჩავჭიდე და გზას გავუყევით
ჩემსკენ შემოიხედა, კაპიშონი არ მეფარა-რა ფერის თმები გაქ თათა?-ისეთი ინტერესით დააკვირდა თითქოს რამეს იკვლევდა.
გაკვირვებით შევხედე რატომ მეკითხებითქო-ვერ დავადგინე, ზოგი მეუბნება წაბილფერიაო ზოგი მეუბნება თაფლისფერიო, ხან მორიჟოაო ვერაფერი გავიგე რა-ვუყვებოდი ჩემ გულის ნადებს.
-მზის ფერი თმა გაქვს-მისკენ გავიხედე მზე ჩადიოდა გვერძე დემნა მომყვებოდა, მზის ბოლო სხივები თვალებში მიჭყიტინებდა. სიტყვები საჭირო აღარ იყო ამიტომ არაფერი მიპასუხია.
ცოტახანში მობილური ამღერდა და მალატის სურათი გამოჩნდა სწრაფად ვუპასუხე.-ჰო მალატ.
-სად ხარ გოგო ამდენხანს, ვიფიქრე ხო არ გაყვა და გაგვიფრინდა ჩიტითქო.
-რაო? ვერაფერი გავიგე ვინ ჩიტი?
-ვაიმეე ეს მართლა ბოთეა-მარიამოს ხმა მომესმა
-მალე მოხვალთ გვრიტებოო?-ვაი მე რა ფრინველები მოუნდათ.
-კი მალე მოვალთთთ, წავედი-ჩავძახე ყურმილში .-ეს ნახე რაა მალატის ხმა მესმოდა სანამ გავთიშავდი და გამეღიმა, როცა უკნიდან გუნდა მომხვდა.
-დემნაა-გაოცებული მივტრიალდი. მას მეორე გუნდაც მოემარჯვებინა და მიცინოდა-არც კი გაბედოთქო უნდა მეთქვ რომ პირდაპირ ხელში მომხვდა.
-ანუ მასე ჰო-შევუძახე და გუნდის გაკეთება დავიწყე. იქ ამბავი ატყდაა არაა საჭირო დაწერა...
ბოლოს სახლთან რომ მივედით, დემნას ხელს ვეყრდნობოდი ორივე ვხარხარებდით (არ დაფრთხა ჩემ სიცილზე ღმერთმანი) სულ სველები ვიყავით. კართან რომ მიმაცილა.
-სანაძლეო არ დაივიწყო იცოდე.
-არანაირად, ვნახავთ ერთი როგორ იტან სასმელს გავუცინე.
-არ მინდა გეწყინოს მაგრამ წააგებ-შემომანათა მწვანეები-მიდი მალე გამოიცვალე თორემ გაცივდები-გაყინულ ლოყაზე უცბად მომაკრო გავარვარებული, რბილი ბაგეები და ჭიშკრისკენ წავიდა.

****

მე და ელემე კარტს ვთამაშობდით კარი, რომ გაიღო და გაბრწყინებული თათული შემონარნარდა.
-ვაიმე მალატ მდინარეში იბანავე შვილოო სულ სველი ხარ-გაოცებულმა თქვა ელენემ.
თათულიმ გაღიმებული სახე მოგვაპყრო
-ვიგუნდავეთთ და მაგიტოო, აუ მერე თოვლის ბაბუაც გვინდოდა აგვეშენებინა მაგრამ ღამდებოდა და გაიყინებიო-თან ფეხზე იხდიდა და გვიყვებოდა მერე ფეხსაცმელი კართან დააწყო და სველი ნასკებით წამოვიდა ჩვენსკენ-თან ნინიკო მირეკავდა და არ იჭერდა იქ თან მგლებიო და...-ამოისუნთქვა როგორც იქნა. ჩვენ ჯერ გაოცებულები ვუყურებდით მერე ორივემ სიცილი დავიწყეთ
-ვაიმე რა ტკბილი ხარ შენნ, მიდი გამოიცვალე დროზე და მე ჩაის გაგიკეთებბ.-ვითხარი და ფეხზე წამოვდექი.
სამივემ პიჟამოები ჩავიცვით და ბუხართან დავსხედით ბევრი ვიცინეთ გავერთეთ და მალევე დავწექით. დათაზე მეფიქრებოდა სანამ ჩამეძინებოდა მერე კი ძილის სამყაროში გადავეშვი.

*****
ღამე რაღაც ხმაური მაღვიძებს. თავიდან ვერ ვხვდები რა ხდება.
-მარიამოო გაიღვიძე რა-ხელს ვადებ და ვანჯღრევ. მარა ამას ბომბი, რომ აუფეთქო ვერ გავაღვიძებ. ბოლოს მალატის საწოლთან მივედი.
-მალატ გაიღვიძე რა.
-ჰოო- ამოიზმუვლა და თვალები გაახილა.
-გარეთ ვიღაცაა-ვუჩურჩულე შეშინებულმა.
-კნუტი იქნება თათული ან ძაღლი დაიძინე-ელენემ ისევ თვალები დახუჭა. ლამის იყო მეტირა რომ უცბად რაღაც წაიქცა გარეთ და საშინელი ხმა გავიგეთ- შევკივლე და ელენეს შევახტი. ელენეც გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
-ეხლა რა უნდა ვქნათთ, ვინ არისს- შეშინებული ვაყრიდი კითხვებს.
მალატი ფეხზე წამოდგა და ფრთხილად გაიხედა ფანჯარაში.-არავინაა გოგო რას კანკალებ -ძაღლია ალბათ და რამეს წამოედო-გამომხედა და მითხრა.
კარისკენ წავიდა-სად მიდიხარრრრრ? მე აქ მარტო მტოვებ გოგო ჰო მოვკვდი შიშით-უცებ უკან ამოვუდექი-არა მოიცა-ხელი ტაფას დავავლე.
-მიდი მზად ვარ- გეფიცებით ხელები მიკანკალებდა
მალატმა კარები გამოაღო თან გაღიმებული ჩემსკენ იყურებოდა-აი ნახეე არაფ-როცა სიტყვა გაუწყდა უცებ ვიღაც რომ გადმოხტა კარებთან ისეთი ვიკივლეთ მთელმა საქართველომ თუ არა სვანეთმა მაინც გაიგო.
ცალკე მარიამო გამოვარდა ცალი ჩუსტით, ცალკე ლილემ აანთო შუქი გარეთ და ცალკე მალატის ხელი ჩავალურჯე ისე ვუჭერდი.
-შენ ვინ ჯანდაბახარრ იდიოტოოო-ელემ რომ დაიყვირა, თვალებიდან ხელი მხოლოდ მაშინ ჩამოვიღე წინ უცნობი ბიჭი გვედგა და იცინოდა.
მარიამომ როგორციქნა შუქი აანთო და როგორც კი თორნიკე დაინახა, ჰო ის გურული თორნიკე შეჰკივლა და მასთან გავარდა ჩასახუტებლად.
მე ჯერ კიდევ გულზე მქონდა ხელი მიდებული, ელენემ, რომ გამკრა ხელი ნახეო და რას ვხედავ ეს ჩვენი დაქალი ჰაერში ყავს ამ ბიჭს ჭკუაზე არ არიან და ამათ უკან ვხედავ დათას და ბიჭებს აი დათას თვალები არ დამავიწყდება...დედა რა იეჭვიანაა.
ბოლოს რომ მორჩნენ ხვევნა კოცნას ლილემ რა ხდებაო იკითხა მარიამომ ყველას გაბრწყინებული სახით აცნობა ვინც იყო ეს ბიჭი.
თორნიკემ შემოგვთავაზა თუ ცუდად ხართ თინა ბებოსთან წაგიყვანთო მაგრამ ვიუარე.
დემნამ წყალი მომიტანა და დამშვიდდი თან თმაზე ფერება დამიწყო-
ჩემთვის განაბული ვიჯექი მარა ჰო არ შეგარჩენენ,
-წავედით როგორც ჩანს სტუმრები ყავთ და ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ-განრისხებულმა ირონიულად ჩაიცინა დათამ და ადგილს მოწყდა. ცალკე მალატმა შემოდი სახლში გოგო გაიყინები პიჟამოთიო.
თორნიკე და მისი მეგობარი ერთ-ერთ კოტეჯში დააბინავა ლილემ.
ჩვენც დავწექით. სანამ დამეძინებოდეს ერთ რაღაცას გეტყვით.
მე დამაქიმიეს იქქ. ბატონი ანდრო და მალატი ისეთი ქიმიააა ერთად მე თვით სიყვარულიც კი ვერ ვუძლებ მაგრამ თვითონ არ იციან ჯერ.

****
დილით ოთახში თორნიკე შემომივარდა.
- გურულოო გაიღვიძეეე და გააღვიძე შენი ძილისგუდა მეგობრებიც.
- აუუ თორნიკეეეე გაეთრიიეეე.
- ადექი რაააა
- რა გინდა ბიჭო, შენ უნდა შემიწირო 19წლის ბავშვი??? წუხელ გვიან რო დაგვადექი ჯერ ხო მაგით შემიშალე ძილში ხელი ახლა კიდე 7საათზე მაღვიძეეებ -ვკიოდი ბოლო ხმით, ელენემ თავი ბალიშიდან წამოსწია.
- რა ხდება? -იკითხა დაგუდული ხმით და ისევ ბალიშს ჩაეხუტა.
- აუ ელე შენ მაინც ადექი ქალო - ეს ნახე რააააა, ერთ ღამეში გაუთამამდა ჩემს დაქალეებს, ვირიიი!
- აუ ორი გურული უკვე საშინელებააააააააააა - წამოიკივლა ელენემ
- ქალო ექსკურსია უნდა ჩაგიტაროთ
- აბა რა ექსკურსიაო? - მაშინვე წამოყო თავი თათულიმ.
- აი ადამიანი - ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა თორნიკემ. - ადექით რა ჰაწვალის სანახავად წავიდეთ.
- ჰაწვალიიიო?? - წამოფრინდა ელენე და თორნიკე კარისკენ გააქანა - გადი, მიდი მალეე
- სად მაგდებ გოგო?
- უნდა ჩავიცვააათ, მარიამ აეთრიე ფეხზე - ბალიში სახეში გამომიქანა და თორნიკეს კარი ცხვირ წინ მიუხურა.
ბიჭებმა ლილესგან გაიგეს სადაც მივდიოდით და ქვევით რომ ჩავედით კარებთან დაგვხვდნენ. დათამ მზერა თორნიკესკენ გააპარა რომელსაც ხელი ჩემზე ჰქონდა გადახვეული.
- ჰა რომელია აბა? - მიჩურჩულა თორნიკემ.
- კუბოში ჩაგდებ ბიჭო, ხო გითხარი რო არ მომწონს და არც იმას მოვწონვარ.
- მაცადე ქალო -ჩაისისნა თორნიკემ და ტუჩები შუბლზე ნაზად მომადო - აჰ გასაგებია რომელიცაა, სადაცაა სახეზე ყველა ძარღვი დაუსკდება - ჩუმად ჩაიხითხითა და დათას გახედა.
- ბიჭებს არ გაგვაცნობთ? ლილემ გვითხრა გვიან ჩამოვიდნენო - ანდრომ სათითაოდ შემოგვხედა და ბოლოს მზერა ელენეზე შეაჩერა.
- მე თორნიკე ვარ გუშინ კარგად ვერ გაგეცანით - ოჰ ღმერთო რამე არ დაავბრეხვოს, ამ ერთხელ გადამარჩინე ღმერთო - ეს კიდე ჩემი მეგობარია სანდრო - თავით სანდროსკენ ანიშნა.
' ნეტა რას ანიშნებ ისედაც ერთი ბიჭი გიდგას გვერდით დებილო' თვალებით ვეუბნები თორნიკეს. ისიც თვალს მიკრავს და ახლა უფრო ძლიერად მიხუტებს.
- გოგონებს საიდან იცნობთ?
- მარიამოსგან - ისეთი იდიოტური პასუხი გასცა პირი ღია დამრჩა.
- ჩემი მეგობრები არიან.
- მეგობრები არაა - თითქოს ნაწყენი ხმით მითხრა თორნიკემ - ამ წუთამდე მეგონა მეგობარზე მეტი ვიყავი, თან გუშინ ისე მებრდღვენი ნახევარი საათი ვერ მოგიშორე - თვალებზე არარსებული ცრემლი მოიშორა და სახე გაატრიალა.
' მარიამ ახლა აქ არ გაიცინო ძალიან გთხოვ, არც თორნიკე ჩააკლა'. გულში ლაპარაკს რომ მოვრჩი გოგოებს გავხედე, ცოტაც და ხარხარს დაიწყებდნენ.
- თუ მოვრჩით გაცნობას იქნებ წავიდეთ -აგრესიული ტონით გვითხრა დათამ.
- თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია დარჩე - არც მე დავაკელი.
- ვინმემ გითხრა რომ არ მომწონს?
- აბა რას გვებღვირები დილიდან
- ჩემი ხასიათები უნდა შეგითანხმო?
- აუ თქვენ კამათს დილამდე არ მორჩებით - მათემ ჩანთას ხელი დაავლო და მანქანისკენ წავიდა - ისე ორი თორნიკე რო ხართ ახალს რამე კლიჩკა უნდა მოვუფიქროთ თორე ვერ გაგარჩევთ სახელებით - ჩაიცინა და ყველას მოგვიბრუნდა.
- ჩემი თორნიკე გურულია.
- ჩემი თორნიკე გურულია - ცინიზმით აღსავსე ხმით გაიმეორა დათამ ჩემი სიტყვები.
- მაშინ გურულოს დავუძახებთ - თორნიკემ მეორე თორნიკეს მხარზე ხელი დაჰკრა და მანქანაში მოთავსდა.
დათას და ანდროს მანქანებში გადავნაწილდით. მე, მათე, თორნიკე და გურული დათასთან მოვხვდით.
ანდრომ ელენე, თათა, დემნა და სანდრო ჩაისვა. თავიდან კი გავაპროტესტე დათას მანქანაში დაჯდომა მაგრამ ადგილი არავინ გამიცვალა.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექი, სადღაც 10წუთით გურულის მხარზეც კი მეძინა. თვალები რომ გავახილე ვიგრძენი როგორ მიყურებდა სარკიდან დათა. წამით მეც გავხედე მაგრამ მზერა სწრაფადვე მოვაშორე.
როგორც იქნა მივაღწიეთ. დავეშვით საბაგიროთი და დავტკბით ულამაზესი ხედებით, ფოტოები გადავიღეთ და ცოტახნით პიკნიკზე შევჩერდით. ამინდმაც ხელი შეგვიწყო, კარგად ჩანდა ბუმბერაზი მთები უშბა და შხარა.
ცოტა ხნის შემდეგ ანდრო სიტყვით გამოვიდა.
- თქვენ ხო არქეოლოგები ხართ - მოგვიბრუნდა გოგოებს, ჩვენი გაოგნებული მზერა დააიგნორა და განაგრძო - ჰოდა აქვე არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები უნდა იყოს, წამოდით ისინი ვნახოთ.
ისეთი აღფრთოვანებით შევხვდით სულ დამავიწყდა მეკითხა საიდან იცოდა ანდრომ არქეოლოგიაზე რომ ვსწავლობდით, მანქანებში სწრაფად მოვთავსდით და ანდროს გავყევით.
ბიჭმა ჩვენი გიდობა იკისრა და ყველაფერს დაწვრილებით გვიხსნიდა.
- ესენი ქართული ჭედური ხელოვნების და ხატწერის უნიკალური ნიმუშებია - ხელით გვანიშნებდა ნივთებზე. - ესეც ადრეული ხელნაწერები.
ჩვენ დიდი ინტერესით ვუსმენდით ანდროს და ხმიასმოუღებლად მივყვებოდით უკან.
- თქვენს წინაშეა ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობები, სამკაულები და კიდევ ჭურჭლისა და ქსოვილების ნუმუშები.
- აუ ძალიან ლამაზიააა - ჩაილაპარაკა თათულიმ.
- აქეთ რა არის? -იკითხა ელენემ და ხელი კუთხისკენ გაიშვირა.
- ეს - ანდრო რამდენიმე წამი ელენეს თვალებში უყურებდა - ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთებია. - თქვა ბოლოს და გაჩუმდა.
მერე კარისკენ გაგვიღძვა და მუზეუმის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
- აუ მესტიიდან 8კილომეტრში არის მაგარი ადგილი და იქ წავიდეთ - წამოიწყო საუბარი სანდრომ.
- სად აბა? აქ იმდენი მაგარი ადგილია მარტო მაგით ვერ მივხვდები - გაუღიმა ანდრომ.
- რაღაც ტბა უნდა იყოს, სახელი არ მახსოვს, ჩემმა დამ ისე არ წამოხვიდე სვანეთიდან ეგ რო არ ნახოო.
- გემოვნებიანი და გყავს - ანდროს სიტყვებზე ელენემ თვალები აატრიალა. - ქორულდის ტბებზე ამბობ ალბათ.
- აააუ ხოო, ეგაა როგორ დამავიწყდა სახელი.
- კარგი ჩავსხდეთ მაშინ და გოგონები თუ არ დაიღალნენ წავიდეთ.
- არააა ჩვენ რა დაგვღლის, წავედით - ანდროს ხელი დავკარი და ჩუმად სიძე დავუძახე. იმდენად ხმადაბლა ვთქვი დარწმუნებული ვარ ვერაფერს გაიგებდა.
უკვე მანქანაში ვჯდებოდი მკლავზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მივხვდი დათა იყო. სანამ მისკენ შევტრიალდებოდი ღრმად ჩავისუნთქე და ხმა გავილაღე.
- რა გინდა დათიკო? - ისეთი ღიმილი შევაგებე ჩემი ცინიზმის თავადვე გამიკვირდა.
- სალაპარაკო გვაქვს?
- მართლაა? რაღაც არ მახსენდება შენთან რაზე უნდა ვილაპარაკო.
- გუშინ რა გითხარი მარიამ
- რამე მითხარი და არ მახსოვს?
- ესაა ხო ის როჟა გუშინ რო ელაპარაკებოდი.
- როჟა არა, თორნიკეა. და შენი საქმე არაა მგონი.
- მიპასუხე - ხმას ოდნავ აუწია დათამ და სახეზე ბრაზი გამოესახა
- ჩემგან რა გინდა დათა ნაკაიძე?
- მხოლოდ პასუხი ჩემს კითხვებზე.
- ხო ის ბიჭია - თვალების ბრიალით ვუთხარი დათას - მერე შენ რა! რაში გაინტერესებს ვინ არის?
- ერთმანეთს ხვდებით?
- ...
- გკითხე რაღაც!
- ნუ მიყვირი დათა, შენი ბავშვი არ ვარ! არც შენი საცოლე ვარ, მორჩი თინა ბებოს მე თვითონ ავუხსნი ყველაფერს მაგაზე თუ დარდობ.
დათას სახეზე ბრაზი ამოვიკითხე, წამიერად პირი დააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ მერე ხელი სწრაფად ამიშვა და მანქანისკენ დაიძრა.
მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ხელის ტკივილი, აწითლებულ ხელს დავხედე და გაბრაზებულმა დავიკავე ადგილი თორნიკეს გვერდით.
- ხო მშვიდობაა? - მკითხა ჩურჩულით
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მის მხარზე თავი ჩამოვდე. მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია. სხვების ლაპარაკს თვალდახუჭული ვუსმენდი, დათას რეპლიკებს თორნიკე მშვიდად ატარებდა ისე თითქოს არაფერი ესმოდა და მომენტებში მე მეჩურჩულებოდა.
როგორც იქნა მივაღწიეთ, მანქანიდან ბოლო გადმოვედი და გოგონებს გადავეხვიე.
ბიჭებიც მოგვიახლოვდნენ, ცოტა ხანს მათთან ვიდექი, ბოლოს ოდნავ მოშორებით გავედი და ხედით ტკბობა დავიწყე. გადავხედე ზემო სვანეთის სოფლებს, კავკასიონის მყინვარებს , ენგურის ხეობას და მივხვდი რომ აქ წამოსვლით ცხოვრებაში პირველად მივიღე სწორი გადაწყვეტილება. ჩემს ბავშვებს გავხედე და წამში გავბედნიერდი.
ანდროსთან მხიარული გაბწყობით მივიჭერი, მხარზე ხელი ჩამოვდე ჩემზე გაცილებით მაღალ სვანს და გავუღიმე.
- აბა ბატონო გიდო მოგვიყვები რამეს ამ ტბებზე?
- ახლავე - ჩაიღიმა ანდრომ და თხრობა დაიწყო - მოკლედ როგორც სანდრომ თქვა მესტიიდან 8კილომეტრია ამ ადგილამდე. ჩვენ ვიმყოფებით ზღვის დონიდან 2850 მეტრზე. ეს პირველი ტბა ზოგიერთისთვის საქართველოს რუკას გავს, ზოგი უბრალოდ ვერც ვერაფერს ამსგავსებს რავიცი, თქვენ თვითონ შეხედეთ. ახლა ფეხით გავიაროთ და ხუთ ტბას განახებთ, ზემოდან გადმოვხედოთ და ფოტოები გადავუღოთ.
ანდრო წინ გაგვიძღვა გვერდით ელენე მიყვებოდა და რაღაცაზე საუბრობდნენ. მომენტებში ელენე თვალებს აბრიალებდა მაგრამ მის მზერაში მხტუნავი ჭინკების შემჩნევა არ გამჭირვებია.
ვცდილობდი მთელი ყურადღება ხედისთვის მიმექცია და გონებიდან დათა ნაკაიძე ამომეგდო.
- მოყვები თუ ვიაროთ ასე ჩუმად - თორნიკე მომიახლოვდა
- აუ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, მართლა.
- კარგი, როგორც გინდა. ხოდაააა რას გეუბნებოდი ქალოოოოო - დაიწყო გურულმა ხმამაღლა ლაპარაკი - დედაააა რას ჩივი ცააააააა, მართლა მასეა მაგიიიიი???
- აუ რა იდიოტი ხაარ - ავხარხარდი თორნიკესთან ერთად.
- ხო მაინც გაგაცინე მაგარი ვარ რააა -თავი შეიქო და ახალი იდეით მომიბრუნდა. - ლამასო ვიმღეროთ რამე??
- აუუუ მიდიიიი რა ვიმღეროოოთ??
- აი დუნიააააა!!!
- აუუუ მოდიიიიი - თორნიკეს ზურგზე შემოვახტი და სიმღერა დავიწყე - მზეო ამოდიი ამოდიიიიიი
- ნუ ეფარეები მთაააას - ამყვა გურულიც და მოულოდნელად ყველა ჩვენსკენ შემობრუნდა, ბავშვებს სიცილი აუტყდათ, გზა განაგრძეს და მომენტებში ბანს გვაძლევდნენ.
- ლამაზი ქალიიი დამზრალააა მიუალერსე მააას - განვაგრძობდით ისევ - მიუალერსე უთხარიიიი რომ სიყვარულიი მკლაავს, თვარა იცოდე ქალიააა წავა გაჰყვება სხვას.
- შენდა მინდა და აი დუნიაააა, აი მზე და აი მთვარეეე - მოულოდნელად ისეთი ხმით ამღერდა დათა სახეზე ღიმილი მიმეყინა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მერე გონს მოვეგე და სიმღერა განვაგრძე.
- მოიამეღამ გადმოი ჩემსას
- გეიხარეე და გამახარეეე - წაიღიღინა დათამ და დუმილი ჩამოწვა. თორნიკემ თავისი მხრებიდან მასკუპა.
- ბოდიში უხერხულია დათასთან - ენა გამომიყო და სანდროსთან მივიდა - სანდრეექს სიგარეტი მაიტა რა.
მე და დათას ხმა აღარ ამოგვიღია, გვერდიგვერდ უხმოდ მივდიოდით.
მოულოდნელად თათულის ფეხი გადაუბრუნდა და დემნას ხელებში მოექცა. ისეთი მომენტი იყო ეს რომ არ დამეფიქსირებინა იქვე მოვკვდებოდი, ტელეფონი ამოვიღე და ამ საოცარ მომენტს ვიდეო გადავუღე. ბოლოს მივხვდი რომ თათულის ფეხი ეტკინა და როგორც იქნა კეთილი მარიამი დავაბრუნე, შეშინებული სახით მივიჭერი თათულისთან და წიოკი დავიწყე.
- ვაიმეე ტკბილოოოო კარგად ხაარ??? ფეხი მოიტეხე???? იღრძეეე??? ძალიან გტკივააა???
სწრაფად მივაყარე კითხვები, დემნამ ხელი ჩასჭიდა და წამოაყენა. ბოლოს ხელში აიტაცა და მთელი გზა ასე ატარებდა. თავიდან თათული კი აპროტესტებდა მაგრამ მერე დემნამ ჩააჩუმა. როგორც იქნა ავედით, ვნახეთ ულამაზესი ხუთი ტბა, ფოტოები გადავუღეთ და სახლში დაღლილები დავბრუნდით. ბიჭებმა ცოტა ხნით დასვენება შემოგვთავაზეს და საღამოს კოცონთან დაგვპატიჟეს. თათულის ფეხზე ცივი საფენები დავადეთ და საღამომდე ჭორაობა დავიწყეთ.

****
საღამოს კოცონთან ჩავედით, ჩემი ელემე ისეთი ლამაზი იყო ბატონ სვანს ყბა ჩამოუვარდა კინაღამ მივვარდი 'სიძე ყბა დახურე'-ს ძახილით. ანდრო კარგა ხანს უყურებდა ელენეს ბოლოს კარგად გამოიყურებიო ისე უთხრა გეგონება თავისთვის ჩაილაპარაკა.
ჩემმა გოგომაც არ დააკლო თავისთვის ჩალაპარაკება და მე რომ მიყვარს ის სითავხედე, ვიციო ხმამაღლა განაცხადა და კოცონთან ახლოს ჩამოჯდა.
- აბა ვინ რას დალევთ? -იკითხა დათამ - არაყი? ღვინო...
- ლუდი არ გვაქვს? - კვამლისგან აცრემლებული თვალებით გავხედე დათას.
- შენი ცრემლები ლუდის არქონამ თუ გამოიწვია გეტყვი რომ გვაქვს - ჩაიცინა დათამ და ლუდის ბოთლებისკენ ხელი გაიშვირა. ბოლოს ერთს ხელი დაავლო და გამომიწოდა. მისი თითების შეხებისას ისე გამაჟრიალა დარწმუნებული ვარ თვითონაც იგრძნო, ტუჩის კუთხე ოდნავ შესამჩნევად ჩაუტყდა.
სანდრომ ქოხიდან გიტარა გამოიტანა და დაკვრა დაიწყო. ქართული სიმღერები რაც კი იცოდნენ ყველაფერი იყროყინეს. ანდრო ისეთი ხმით მღეროდა მგონი ირგვლივ მთელი სვანეთი ჩამოადნო თავისი ხმით. რამდენჯერმე დათას გავხედე მინდოდა მასაც ემღერა მაგრამ მეტი საქმე არ მქონდა ახლა მაგ ნარცის არსებას თხოვნას ვერ დავუწყებდი. საკუთარი თავი შევაგულიანე რომ დათას მიმართ სიმპათიები არ გამაჩნდა და ყველა გრძნობა რასაც მის მიმართ განვიცდიდი ზიზღი იყო. აბა წარმოიდგინეთ როგორ უნდა მომეწონოს ეს ხისთავიანი არსება. მარტო გარეგნობა აქვს ნორმალური და წარმომავლობა კიდე. რატოა გურულიიი??? მაგასაც ხო დავუწუნებდი არა?? ხო წავკბენდი მაგაზეც მაგრამ არაა ღმერთმა სატანჯავად გამომიგზავნა. ვაიმე მარიაამ კოცონთან ზიხარ ქალო რა დროს დათაა, მიდი ქალობავ გაერთე დაიკიდე ეს ბიჭი. შეხედე ბედნიერ თათულის და ვუაიმეეეე დემნა როგორ საყვარლად უჟუჟუნებს თვალებს ახლა არ მოვკვდე!!!
ოჰ ელემე და სვანი რაღაზე კამათობენ, ვაი მარიააამ მოგესმინა გოგო და გაიგებდი! კაი ჯანდაბას გამოვკითხავ მერე ელენეს მაგრამ ახლა ჯობია გავაცალო ეს ორი ერთმანეთს თორე სისხლის ღვრა დაიწყება მგონი.
- აუ გეგონებათ გურულები არ გვეყოფოდნენ, დაიწყეს ამათმაც ჩხუბი - ჩემს თავთან ლაპარაკი მათეს ხმამ შემაწყვეტინა.
- ვინ გურულები? - იკითხა დათამ
- შენზე ამბობს - გასძახა თორნიკემ
- მერე ჩემი ჩხუბი სად დაინახეთ? - ისეთი ხმით თქვა ცეცხლში ჩაგდება მომინდა - ბოლოს 2წლის წინ ვუჩხუბე თეკლას გამო.
- ოჰ თეკლას გამო უჩხუბია - ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ გვერდით მჯდომმა მათემ გაიგო და ხარხარი დაიწყო.
- რა გაცინებს - გაბრაზებული სახით გამოხედა დათამ
- არაფერი დაიკიდე - ახარხარდა ისევ მათე - ისე თეკლა წამოგეყვანა ტოო
- დაქალებთან ერჩივნა - ჩაილაპარაკა დათამ - კაი გამახსენეთ გავალ დავურეკავ.
- ჰო მიდი მიდი, დაურეკე ფისოები და კნუტები ეძახი თეკლაკოს - მათე ისევ ახარხარდა. - რაიყო მისმენ??? - ჩავყვირე ყურში ბოლო ხმით.
- რატო ბრაზდები ტოო, მაგარი სასაცილო ხარ - მითხრა და მომეხვია - აუ შენ და დათა მგონი მართლა ერთად ხართ და ჩვენ გვაბოლებთ - ისევ ხარხარი დაიწყო.
- ღმერთმა დამიფაროს!!!
- ეე ეს ნახეთ რააა - ბიჭებს მიუბრუნდა - ძმაკაცს გვიწუნებს ტოო
- ვინა მარო? - ჩაიცინა თორნიკემ
- ვის იწუნებ გოგო დათას? ეგ რო ადრე დაბადებულიყო ნაღდი ფირალი იქნებოდა. - სერიოზული სახით მითხრა დემნამ.
- ვაი ღმერთო გამძლეობა მომეციიიიი
- კიდე ეს ითხოვს გამძლეობას შევიშლები მალე - ახარხარდა მათე
- რა გინდა ბიჭო რას შემაღონე
- არაფერი ტკბილო, შენი კარგად ყოფნა.
- მოდით რამე ვითამაშოთ - თქვა გურულმა.
- მე არასდროს - თქვა დათამ და კოცონს მოუახლოვდა.
- დებილობაააა - ვთქვი დათას გასაღიზიანებლად.
- რაც არ უნდა ვთქვა შენ მაინც არ მოგეწონება მარო ასე რომ კეთილი ინებე და ითამაშე.
- მიდი რა მარ - მითხრა ჩემმა თორნიკემ და თვალი ჩამიკრა.
- კაი დავიწყებ - თქვა მათემ - მე არასდროს დავმთვრალვარ გონების დაკარგვამდე
- ეეეეე რეეებს როშაააავ შენ არ იყავი წინა წელს ხევსურეთში რო ჩამაკვდი ხელში? - დემნამ სასწრაფოდ წამოიყვირა
- არა ეგ თორნიკე იყო - სიცილით უთხრა დათამ. ღმერთოოოოო ნუ იღიმიისსსს!!!!
- ჰეეე ჩასწიეთ ახლააა -იყვირა მათემ. მხოლოდ თორნიკემ და სანდრომ ჩასწიეს.
- მე არასდროს მომიწევია სიგარეტი- ვთქვი და ჩაწეულ თითებს მივაჩერდი.
- აქედან ისე როგორ გავიშვებ ეგ რო არ გაგაკეთებინო - მითხრა მათემ და თვალი ჩამიკრა
- ვაიიი ბიძიაააააა - ამოვიკისკისე მე- ეგ რო მდომოდა აქამდეც მოვწევდი.
- ხარაშოოოოოო, მე არასდროს მიკოცნია ჩემივე სქესის წარმომადგენლისთვის - თქვა თორნიკემ.
- ფუუუუუ, გადიიი - იწივლა ელენემ - რაებს ამბოობ
- რა იყო ელე გაგახსენდა რამე თუ? - სერიოზული სახით კითხა ანდრომ
- ხო აი ლესბოსელი ვარ და აქამდე გიმალავდით, შესაფერის დროს ვეძებდი სათქმელად. - თქვა ელენემ და ბიჭს ენა გამოუყო.
- შენი ფანი ვარ წეწე - გულზე მუჭი დავირტყი და ელენეს გავხედე.
- წეწე რაღააა? - იკითხა დემნამ
- ეგ შენი საქმე არაა ტკბილო -ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე თათულის ბიჭს.
- მე არასდროს მყოლია შეყვარებული - თქვა თუ არა თათულიმ შემიძლია დავიფიცო როგორ გაუბრწყინდა სახე დემნას.
- ოო, მარიამო ჩავწიეთ თითები - მითხრა გურულმა და თვალი ჩამიკრა.
'ძვლივს არ ვჩხუბობთ და არაფერი ქნა შენი ჭირი მე ' მივწერე თორნიკეს.
' დამშვიდდი, ეჭვიანობის პიკი გვჭირდება. მერე გამოუტყდებით ერთმანეთს სიყვარულში'
- იოცნებეე - წამოვიყვირე ხმამღლა.
- ჰა? - გამომძახა თათულიმ
- უიმე არაფერი, გულში ვფიქრობდი რაღაცაზე.
- საინტერესოა რაზე - დათას რეპლიკა დავიკიდე და ისევ ტელეფონს მივხედე.
' დათა ნაკაიძე მხოლოდ მაშინ მომეწონება როცა სვანეთში პირველად მოთოვს ჩვენი ჩამოსვლიდან! პირველი ფიფქის დაცემიდან დათა ჩემს გვერდით იქნება!'
' ეეე ურევ მარიამო, ეგ შეიძლება არც მოხდეს, ღამე მოთოვოს ან რავიცი მე'
'ჰოდა ძალიან კარგი, თუ რამე უნდა მოხდეს პირველი ფიფქის ჩამოვარდნისთანავე ჩემს გვერდით უნდა იყოს თუ არა და დაახვიოს'
'სულელო, რა ბიჭს კარგავ'
- ისე აღარ უნდა მოთოვოს? - ხმამაღლა იკითხა გურულმა.
- როგორც ვიცი სადღაც 1კვირა არ მოთოვს - თქვა ანდრომ.
- მაგრამ სასწაულებიც ხომ ხდება არა? - ისევ ჩაეკითხა ჩემი ვირი.
- რა იყო თოვლი გინდა? - დამცინავად კითხა დათამ.
- ჰო -თქვა თორნიკემ და ისევ მე მომწერა.
'მოთოვოს თორე ეს ბიჭი ცოცხლად დამმარხავს'. ამაზე უბრალოდ გამეცინა, პასუხი აღარ მიმიწერია. კიდევ დიდხანს ვთამაშობდით, მერე ისევ სიმღერა დავიწყე. იმდენად ბევრი ლუდი მომივიდა ფეხზე წამოვდექი თუ არა ოდნავ შევბარბაცდი.
- წავალ მე პლედს ავიღებ თორე შემცივდა და ცეცხლთან ახლოს რო ვჯდები ვიწვი - ჩავიხითხითე და ქოხისკენ წავედი.
აბაზანაში შევედი, გამოსაფხიზლებლად სახეზე წყალი შევისხი. პლედი მოვიხვიე და გარეთ გამოვედი. კარებთან მისულმა ხელის შეხება ვიგრძენი.
- არ იკივლო - მითხრა ნაცნობმა ხმამ. სახიდან თმები ფრთხილად გადამიწია. ვერ მივხვდი იმ წამს რამ გამთიშა სასმელმა თუ დათას შეხებამ. მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ ვეღარ ვრეაგირებდი. უბრალოდ ვიდექი და ღრმად ვსუნთქავდი. დათას ცხვირი ჩემს სახეს შეეხო, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ისეთი შეგრძნებები მქონდა თითქოს სხეულზე ჭიანჭველები მაღოღავდნენ. დათას გულისცემას ვგრძნობდი, მისი სუნთქვა მესმოდა. გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე უცებ დამწვდა ტუჩებზე. მეგონა იქვე მიწა გამისკდებოდა და თან ჩამიტანდა. დათას თბილი ბაგეებიი ჩემს ცივ ტუჩებს ერწყმოდა. როგორც იქნა გონს მოვეგე დათა მოვიშორე და ხელი მთელი ძალით გავარტყი.
- - ვუთხარი თუ არა ცხვირზე რაღაც ცივი დამეცა. გაოგნებულმა თვალები ავატრიალე და ცას ავხედე.
თოვდა...
- მართლა? - წამოვიძახე და სახლში შევირბინე.

****
ბავშვობაში ზედმეტად მავნე ვიყავი იმისათვის რომ ფრთხილად მოვქცეოდი ყვავილებს ამიტომ როგორც კი გვირილები თავს ამოყოფდნენ მიწიდან ჩამოვჯდებოდი მდელოზე მოვწყვეტდი და ხელში ვატრიალებდი, შემდეგ ვიწყებდი: ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ და ვაგრძელებდი ასე სანამ ყველა ფოთოლს სათითაოდ არ მოვაპუტავდი. სწორედ ასე ვიყავი ახლაც, ვიჯექი კოცონის გვერდით და ჩემს თავს ვეკამათებოდი მომწონდა თუარა ეს შავთვალება, ხისთავიანი არსება რომელიც ბედავს და მეკამათება ჩემს პროფესიაზე.
-კაცის საქმეა ეგ, გოგოებმა რაუნდა აკეთოთ ვერ ვხვდები
-ანუ მხოლოდ კაცებს შეგიძლიათ ბარის ქნევაა?
-კი მაგას ვამბობ, აბა რა ქალის საქმეა ეგ
-ღმერთო გაძლება მომეცი, აბა ქალი მარტო ,,კუხნაში" უნდა იყოს?
-ღმერთმა დამიფაროს მასეთი აზროვნებისგან, აზიატი კი არ ვარ
-ხოო როგორ არა გეტყობა
-არ გესმის რას გეუბნები არაა?
-კიდე მე არ მესმიის?
-უბრალოდ იმას გეუბნები რო ქალისთვის შესაფერისი პროფესია არაა არქეოლოგობა, შეიძლება იყო მასწავლებელი, ფსიქოლოგი ან რავიცი მე რაც მარტივია
-იმედია გამოჩნდება ოდესმე ვინმე და მაგ სიტყვებს უკან წაგაღებინებს
-მოუთმენლად დაველოდები
გაბრაზებული ვხტები ფეხზე და სახლისაკენ მივდივარ,კარი გავაღე თუ არა მომღიმარი მათე შემრჩა ხელში, გამიცინა უკან დაიხია და კარი ფართოდ შეაღო
-შემობრძანდით ქალბატონო
-ოხ მათე, სულ კარგ ხასიათზე როგორ უნდა იყო რაა
-ქალბატონო უხასიათობავ, დასტოინი შენც მეყოფი- გაიკრიჭა და გვერდი ბედნიერმა ამიარა, თავის ქნევით შევედი სამზარეულოში და მაგიდასთან ატუზული ლილე დამხვდა რომელიც პომიდორივით წითელი იყო
-ლილეე კარგად ხარ?
-ჰა?
-რა ჰა გოგო რა ფერი გადევს სახეზე
-ოოო არაფერი ისეთი
-ხო კარგად ხაარ?
-კი კარგად ვარ კარგად, რახდება რატო შემოხვედი მოგწყინდა გარეთ?
-არა არ მიყვარს ხმაური, თან შემცივდა და ჩაის დავლევთქო
-მოდი შენ ბუხართან დაჯექი და მე მოვიტან ჩაის კარგი?
-მახვამარ ლილე
-ოჰ,ქალბატონო გიხდება სვანური ენა ხო იცი შენ, იფიქრე იქნებ დარჩე
-რო იცოდე გადმოვალ აუცილებლად, ცოტახანს დავისვენებ და მერე ნაკვეთს მოვძებნი
-მართლაა?
-კიი, აუცილებლად
-ეეეე რა მაგარი გოგო ხაარ.
დარჩენილი საღამო ლილესთან ერთად ვიჯექი ბუხრის წინ,ჩაის მივირთმევდით და მიყვებოდა სვანეთის შესახებ. ცოტახანში ჩემმა ბედნიერებამ შემოაბიჯა და მახარა
-მალაატ თოოოვს იციი
-მართლაა??
-კიი, იცი როგორი მსხვილი ფანტელებიაა?
-ლილე ღამემშვიდობის და მადლობა ჩაისთვის- ღიმილით დავემშვიდობეთ გოგოს და ეზოში გამოვედით.
უხომოდ მივაბიჯებთ ეზოში და ჩვენი კოტეჯისაკენ მივდივართ
-თათუ მარიამი სად არის?
-აუ მალატ როგორი სახე ჰქონდა იციი? მეგონა კაცი მოკლა და გამოიქცა
-და რა დაემართა
-არ ვიციი, ოთახშია ეგ და მეთქი ელეს მოვიყვან მარტო ვერ გავუმკლავდებთქო
-და რა ჯანდაბა დაემართა მაგას კიდე.
კარი შევაღე თუ არა, მაშინვე დავიხარე რადგან ჩემსკენ მომფრინავი ბალიში შევამჩნიე,რომელიც რამდენიმე წამში თათულის სახეზე აკრული აღმოჩნდა
-ეგ ეგ, გამოუსადეგარი, გორილააა- ბოლო ხმაზე წიკვინებდა და გამწარებული ხან რას ამოარტყა ფეხი ხან რას მე და თათული გაოგნებულები საწოლზე ჩამოვჯექით და მარიამის დამშვიდებას ვუცდიდით,ბოლოს ფეხი იქვე მდგარ მაგიდას ამოუქნია და ტკივილისგან წელში მოიხარა
-ვაიმე დედააა, როგორ მეტკინააა ესე გაგიმწარდეს სული შე სექსუალურო მაინიაკო შენ
-თათული მიდი ყინული მოუტანე თორე ჩაულურჯდება და ვერ გაივლის ხვალ ეს უპატრონო- თათული შეშინებული სახით სამზარეულოსკენ გაიქცა, მე მარიამს ხელი მოვკიდე, დივანზე ჩამოვსვი და ნატკენი ფეხი გამოვაწევინე, თათამ ყინული მოიტანა და ფეხზე დავადეთ. იქვე მდგარი ბოთლიდან, წყალი ჭიქაში ჩამოვასხი და მარიამს მივაწოდე
-დალიე ეს დაწყნარდი და მოყევი რა მოხდა
-არაფერი ისეთ
-ჰა მოყვები რა მოხდა თუ ენა ამოგაგლიჯო და წავიკითხო
-აუ ელემეე იცი რაქნა იმ ვირმა?
-ვინ ვირმა გოგო
-აი ის გურიიდან როა წარმოშობით
-დათამ?
-ხო მაგ უხსენებელმა
-რა გააკეთა ამისთანა, ესეთ დღეში რო ხარ
-რა და უნახავივით მეცა და მაკოცა
-არარსებოოობს-უცებ წამოხტა და იკივლა თათულიმ თან მთელი სახით იცინოდა
-დაჯდები ეხლა თუ??
-ხო კარგი რაიყო უფ
-და მაგიტო გქონდა ისტერიკა? რაო ჩიტო იგემე პირველი ამბორი?
-აუ კარგით რააა
-რა კარგით გოგო,ჰაა იტყვი ეხლა უფრო კონკრეტულად რა მოხდა თუ გავიდე დათასთან
-სად უნდა გახვიდე გოგო, პლედის მოსატანად შემოვედი და შემომყვა ისიც,ხოდა არაფერი არ უთქვია ისე მეცა და მაკოცა
-მერე?
-რაღა მერე, ძლივს მოვცილდი და ვლეწე ეგრევე სახეში
-ოჰ არ იზამდი შენ მაგას- ირონიულად გადავხედე მე
-გოგონა რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზე ხო?
-თათული შეიგნე რო შენ ვერ გიბრაზდებით
-ხოდა ვიკითხავ, რა იგრძენი? მოგწონს ეგ მთა კაცი?
მარიამი უკან გადაწვა ბალიში დაიფარა თავზე და რაღაცას ბურტყუნებდა, მერე უცებ თავი წამოწია და ჩაილაპარაკა- დამწვა და ჩამფერფლა
-გაება?-თათულის გადავხედე
-აჰამ,გაება-მარიამმა თავი ხელებში ჩარგო და ჩაილაპარაკა
-გავები.

****
ჯერ იყო და უხეშად მომახალა ტარება არ იცი მანქანის და არაფერი გაგეგებაო, მერე არქეოლოგობა რა ქალის საქმეაო და ნამდვილი აზიატივით მოიქცა ვირი ეგ. ჰოდა მაგან არ იცის ჭკუას, რომ ვასწავლი ვის გაუბედა ეგ, ნამდვილი იდიოტი, გული საერთოდ არ მეტკინება და არც სინდიდი შემაწუხებს თან ჩემი გული ხომ ამოვიჭერი და სკივრით მიწაში მაქვს ჩადებული. ამ ფიქრებში ვარ და გეგმებს ვალაგებ მარიამოს ტელეფონი რომ ამღერდა.
-სად წახვედით გოგოო-ჩაჰყვირა თორნიკემ.
-სახლში ვართ და დაძინებას ვაპირებთ, კარგად გაერთეთ-ისეთი უხეში ტონი ქონდა მარიამოს ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულს, თორნიკე სიტყვით განგმირა.
უცებ ხელი დავტაცე ტელეფონს-მოვდივართთ-ჩავძახე და გაუთიშე.
-რას აქეთებ მე იქ მიმსვლელი არ ვარ ელემე.
-ვაიმე გოგოო აბა ესე უნდა დაემალო სანამ აქ ვართ დათასს. აეთრიე თავი მოიწესრიგე, თათული შენ ცხელი წყალი თერმოსში ჩაასხი, ჭიქებს და ყავას მე წამოვიღებ.-გავიღიმე ჩემი გეგმთ გახარებულმა.
მარიამს კიდევ უნდა ეთქვა რაღაც მაგრამ თვალები ისე დავუბრიალე კარგიო ჩაიჩურჩულა.
პლედები ხელში შევაჩეჩე და გავედით.

-სად ხართ ამდენხანს-გურულმა დაგვინახა პირველი.
-აბა ყავა ვის უნდა- სიტყვა ბანზე ავუგდე, ყველამ ხელი აწია მათ შორის ბატონმა სვანმაც.
ძალიანაც კარგი გულში გამეღიმა.
მარიამო არ იმჩნევდა არაფერს, პლედები ჩამოარიგა, ბატონი დათა კულტურულად დააიგნორა და გასაყინად დატოვა. თოკოსთან მივიდა და გვერდით მიუჯდა.
მათემ მოგეხმარები ჩამოასხი და მე წავიღებო მეც მეტი რა მინდოდა.
ბავშვები სასაცილო ისტორიებს იხსენებდნენ.
-ეს ანდროსია,მეტი აღარ არის მეც უკან გავყევი და თათულის გვერძე დავჯექი თავი მხარზე დავადე.
თვალი ანდროსკენ გავაპარე, თავი ოდნავ უკან გადაეწია და იცინოდა დემნას მოყოლილ ისტორიაზე.
არ შეხედო ელენე, რა საშინლად იცინის ნახე საშინლად, ღმერთოო...
ჭიქიდან ყავა მოსვა, არა ყავა შელამაზებული ნათქვამია ასეთი საშინელი მლაშე გემო ცხოვრებაში არ გაესინჯა. სახეზე ფერები გადაუვიდა და წყლის ბოთლს დასტაცა ხელი.
ბოლომდე ჩაცალა.
ისეთი ჩაწითლებული თვალები მომანათა ორი წამი სუნთქვა შემეკრა ოდნავ მოჭუტა და ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა. ჯერ გაოგნებული და მერე ახარხარებული ბავშვები დააიგნორა და სახლისკენ წავიდა.
ჯერ სად ხარ შე საცოდავო 1-0.
-ხვალ ლამარია ვნახოთ, მაგის უნახავად არ წახვიდეთ აქედან, იქნებ შანსი აღარ მოგეცეთ მერე.-თქვა დემნამ.
-თან თინა ბებო თავის დასთან წავიდა გვერძე სოფელში, გზად გამოვიყოლებთ მარტო რომ არ იაროს-დაუმატა თორნიკემ.
-აუ აუცილებლად რაა, კი მერეც ვნახავთ მალატთან, რომ ჩამოვალ ხოლმე მაგრამ მაგის უნხავად არ წავიდეთ-გაუხარდა თათას.
-შენ ჩემ იმედზე ხარ ქალბატონოო?-თავი ავწიე მისი მხრიდან.
-ჰაოო აბა მე აქ არ ვთხოვდები და... გამიღიმა საყვარლად.
-ვაიმე ბოდიში დამავიწყდა შენი ხევსური ბიჭი,და შენ ქორწილი სადაც გექნება.
-გოგო ჩვენ ხო ბევრგან უნდა ვიაროთ და მაგიტო ხმამაღლა გადმომიჩურჩულა. ნუ მარიამოსთან კი ორივეგან გურიაში მაგრამ...-და მარიამს გადავხედეთ რას ჩურჩულებთ სახე ქონდა. გაგვეცინა ორივეს მაგრამ თათულის უკან დემნას სახე რომ დავინახე სწრაფად დავსერიოზულდი.
-მგონი ვიღაც გავაბრაზეთ თათული, მარჯვნივ მჯდომი-ვუჩურჩულე
-ჰა, რა, ვინ მალატ.-აქეთ იქით დაიწყო ყურება.
-ეგ მარცხენაა გოგო, ღმერთო შენ უშველე ამას.
-უკვე გვიანაა დავიძინოთ და ხვალ 10ისთვის გავიდეთ-წამოდგნენ ბიჭები.
გოგოები სანდროს და გურულს რაღაცაზე ელაპარაკებოდნენ და წინ წავიდნენ.
-მათე-დავუძახე ხმადაბლა.
-ქალბატონო უხასიათობავ რა ხდება,-მობრუნდა თვალების ციმციმით
-რაღაცაში დამეხმარები?-მოუთმენლად შევეკითხე
-გააჩნია... ვერ გავიგე მზერით გადმომხედა.
-მოკლედ, ანდროს რაღაც უნდა მოვუწყო და ჭკუა ვასწავლო, დამეხმარებიი?
-ხო არ გაგიჟდი გოგო, თავის იარაღს აიღებს და იმით დაგვხოცავს, არ გაბედო-შეტრიალდა როცა ახალი მეთოდი ვცადე.
-ლილესთან დაგეხმარები.-ავუთამაშე წარბები კმაყოფილმა
-ეს უკვე საინტერესოაა, კარგი რა მევალება. მოკლედ მოვუყევი რაც უნდა გაეკეთებინა და როგორ.

*********************************
მესიზმრება რომ თეთნულდზე ვარ, მუხლამდე თოვლში ვდგავარ ჩემს წინ ზურგ შექცევით გოგონა დგას ხუჭუჭა წელამდე თმებით. ვეძახი თუმცა არ იხედება, ძალიან ცივა, მისკენ მივიწევ, ხელი მხარზე უნდა დავადო რომ მეღვიძება.
პირველი რასაც ვხედავ ცაა.
ჯერ ვერ ვხვდებ რა ხდება, თუმცა ხელი, რომ გადავწიე და ხელში თოვლი მომხვდა უცებ წამოვვარდი. ჩემი საწოლიანად უკან ეზოში ვიყავი. ხარხარის ხმა გავიგე მეორე სართულიდან მათე ვიდეოს მიღებდა და ხელს მიქნევდა.
-მოვკლავ!-ვთქვი და გოგოებისკენ გავიხედე
ქალბატონ ყინულის დედოფალს ხელი მუცელზე მიეჭირა და სიცილით იკეცებოდა.
ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი და სიცილი შეწყვიტა ჩემ სახეზე.
-მგონი გაქცევის დროა დაიყვირა მარიამმა და ელენე გააქანა.
თათული წინ დამიდგა.
-ანდროო, არ ეჩხუბო რა ცოდოა-წინ გადამიდგა და თვალები დახუჭა იმის მოლოდინში რომ რამეს გავაკეთებდი.
ღრმად ამოვისუნთქე -კარგი სახლში შევდივარ, ხედავ? შენი გიჟი დაქალის გამო გარანტირებული მაქვს სიცხე.
-თათულიმ უცბად თვალები გაახილა. კარგიი შედი და მე ქლიავის კომპოტს მოგიტან აი ნახე გიშველის.. ისიც ჭიშკრისკენ გაიქცა.
სახლის კარი ისეთმა გავაღე ლამის ჩამოვიღე და პირდაპირ ბიჭების ოთახისკენ წავედი.
მათე თორნიკეს უკან იდგა, მომზადებული სიტყვები დაავიწყდა ანდრო რო შემოვიდა
-ანდრო მოიცადე ამის ბრალი არ არის სიყვარულმა გადაწონა, დამამშვიდა თორნიკემ...-თან სიცილს ძლივს იკავებდა-ჩხუბის გაეშე, იხუმრეს...
-ჰო ვიხუმრეთ უბრალოდ რა მოხდა- თავი გამოყო უკნიდან.
მარა ჩემი სახე რომ დაინახა დათას საწოლს დაახტა გადაირბინა და კარში გავარდა.
-რა ჯანდაბაა ბლიად მაცადეთ ძილი.-ამოიზმუვლა და ძილი გააგრძელა.
-სად გაიქცევი მე შენ განახებ-მივაძახე გაქცეულს.

****************
-გოგო ამ სიცივეში ცოდო იყო ცუდად, რომ გახდეს-ეუბნებოდა მარიამო.
-რანაირი სვანი ეგაა ოდნავ სიცივე და თოვლი თუ ვერ აიტანა უფ... თან აქეთ უნდა მიმადლოდეს სუფთა ჰაერზე გამოვაღვიძე... იხტიბარს არ იტეხდა მალატი.
-მალატ, მოკიდე ეხლა ამ კამპოტს ხელი და წადი გაიცინეთ გეყოთ. ცოდოა ადამიანი.
-ვაიმე თათულიიიი... შენც ზედა არ მიგაყოლო ახლა. ცოდო... რა ცოდო ეგ იყო უხეში ვირია და ისწავლოს ჭკუა.
-მე ჰო ვერ მიბრაზდები მალატტ-საცოდავი სახით შემომხედა-თუ თუ ამ კამპოტს არ წაუღებ ხელის გულზე აღარ გაკოცნინებ.
-მე კიდე შენი წითელი გველი აღარ ვიქნები- დაუმატა მარიამომ
-გოგოო ვისი გულისთვის...მასე ხოო..- ხელი დაავლო კამპოტს და ისეთი გავარდა სახლიდან თვალიც ვერ გავაყოლეთ.
მე და მარიამომ კმაყოფილი დავკარით ხელები ერთმანეთს და მზადება დავიწყეთ.

****
შემდეგი გაჩერება მარგიანების სახლ-მუზეუმი იყო, ისე მომეწონა ყველაფერი წამოსვლა არ მინდოდა. ყველა კარგ ხასიათზე ვიყავით და ვერთობოდით სანამ ...
-გისმენთ- უპასუხა დათამ როცა სურათს ვიღებდით
-ხო, თეკლა კარგად შენ?-გაეღიმა და ცალკე გავიდა
-ხო საყვარელო ხო სიცოცხლე, ცოტაც და ტელეფონში ჩაადნება. -გაფსიხებული მარიამი ღმერთმა არ განახოთ.
ცოტახანში დათა გაღიმებლი დაბრუნდა
შემდეგ ჩაჟშშიც ვიყავით თამარის კოშკი ვნახეთ
დემნა მოშორებით იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ღმერთო ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც სიგარეტი უხდებოდა ჯერ ისე ვუყურებდი შემდეგ გავბედე და მისკენ წავედი.
-დემნა, რამე გაწყენინე?-ვკითხე დაბალ ხმაზე
სიგარეტი ჩააქრო და ჩემსკენ გამოიხედა.
-საიდან მოიტანე?-მკითხა უემოციოდ
-რავიცი ზედაც არ მიყურებ თუ ჩემგან რამე გე...
არც კი დამამთავრებინა ისე მიპასუხა-ადამიანისგან რომელსაც არც კი ვიცნობ რა უნდა მეწყინოს-ირონიულად გამიღიმა და წასვლ დააპირა, ჩემი სიტყვები გამახსენდა.
-ჯობია თავი ჩემგან შორს დაიჭირო შენს ხევსურ ბიჭს ეწყინება-თვალი ჩამიკრა და გამშორდა.
-რა..-გაშტერებული ვუყურებდი როგორ მიდიოდა ბიჭებისკენ.
ერთი ცალი ცრემლი ჩამომიგორდა მაგრამ სწრაფად შევუძახე ჩემ თავს რას აკეთებ გოგო,
ანუ მასე დემნა კარგი.
ბავშვებთან წავედით მარიამო და თოკო გურიაზე სიმღერას მღეროდნენ მერე ნიაზის სიმღერაც გავიგონე.
-ეხლა ერთ რესტორანში წავიდეთ და მერე სახლისაკენ ჰერი ჰერი -ისეთი გემრიელობები უნდა გაგასინჯოთ-გაგვიღიმა ანდრომ.
-თათული რა გჭირს?-ხელი გადამხვია მანქანისკენ მიმავალმა
-ჰმ? აა არაფერი-თბილად გავუღიმე
-თუ რამე აქ ვარ იცოდე. კარგი ბიჭი იყო ანდრო და ყველა ცუდ სტერეოტიპს ამსხვრევდა სვანებზე.
კარი გამიღო და მანქანაში შემსვა , აბა ქალბატო მარიამ გთხოვთ ხელით მიეშველა და მასაც დაეხმარა მანქანაში ასვლაში. -მადლობა ანდროო.
მალატმა მის ხელს არც კი შეხედა ისე ავიდა დემნას ოდნა ჩაეღიმა, კარი დაკეტა და წავედით.
რესტორანი უცხოელებით იყო სავსე ბევრი ხალხი ირეოდა. ყველა მაგიდასთან ვისხედით ანდრო შემოვიდა ხელში ტელეფონი ეჭირა.
-თინა ბებო იყო,გოდერძიმ დაურეკა ჰეშკილის გზა ჩაკეტილა თოვლის გამო და მე აქ დავრჩებიო. არამგონია დღეს მოესწროს გადათოვლა
მაგიდასთან ხმაური ატყდა
-ეხლა რა უნდა ვქნათ -იკითხა მარიამომ.
-ერთი ღამე სასტუმროში დავრჩებით თუ რამეა მანამდე დავაზუსტებ რა ხდება.
-თათული არაუშავს-მითხრა მარიამომ ჩემი სახე რომ დაინახა- პირიქით რაღაც ახალი თავგადასავალია.
-ვუიმე რა ვუყო ამასს-ჩემი სახის დანახვაზე მალატიც მომეხუტა.
-აუ იცით როგორ მიყვარხართთ.-ჩავეხუტე ორივეს, და ცრემლები ძლივს შევიკავე დღევანდელის გამო,
-რა გჭირს გოგო ისეთი ხმა გაქ თითქოს ეხლა აღნავლდებაო -მარომ რომ შემომხედა მაშინვე მკითხა. ხმა არ ამოვიღე
-წამო გარეთ გავიდეთ-წამომაყენა მალატმა მარიამოც წამოდგა.
-ძევოჩკებო სად მიდიხართთ-შემოგვცინა მათემ-ხელების დასაბანადო უპასუხა მარიამომ.
რაც შეიძლება მოკლედ მოვუყევი გოგოებს ყველაფერი
-ოხ მაგის, ჯერ გაიგოს და მერე ილაპარაკოს, უნდა ყბა ჩამოვუღოო-ელენე კარისკენ წავიდა და მარიამომ უკან მოაბრუნა
-კარგი შენ არ ინერვიულო ჩემო სიყვარულო, აქ ხომ კარგი დროის გასატარებლად ვართ ჰოდა აბა გავიღიმოთ სამივემ,-მეც გავუცინე
-ღმერთმანი ელენე გავიღიმოთთქო.-გახედა მალატს,-კაცის მკვლელი სახე კი არ უნდა გქონდეს. ამაზე ავხარხარდი.
-მალატსაც ეღიმებოდა.

კარგად გავერთეთ სვანური იცეკვეს ბიჭებმა შოკი იყო
სანდრიკო რა საყვარელი ყოფილაა.

სასტუმროს ფოიეში ვიყავით. თოკო, რომ მოგვიახლოვდა
-მოკლედ ოთხი ოთახიღა აქვთ ყველაფერი გადატენილიაო, ტურისტები არიან საახალწლოდ ბევრი. სამ ზედმეტ გასაშლელ საწოლსაც დაგვიდგავენ.
მე ნინიკომ დამირეკა და გვერძე გავედი-იცით რაზე მირეკავდაა განა იმაზე როგორ ხარ დედიკოს სიყვარულოო არა! რომ ეთქვა ახალ სერიალში თავისი კორეელი ბიჭი თამაშობს, ბოლოს მერაბის დავურეკავთქო ცოლი სულ გაუგიჟდათქო და დაოკდა.
სანამ მე ვლაპარაკობდი ბავშვებმა გადაინაწილეს ოთახები.
სანდრიკო და გურული  ერთ ოთახში შევიდნენ.
მეორეში თითონ ანდრო, თორნიკე, მათე და დათა შევიდოდნენ
ორი ოთახი გოგოებს დაგვითმო. ლილეს მარტოობის ეშინოდა ამიტომ მარიამოსთან და მალატთან გავუშვი თავიდან კი თქვეს მარტო ხო არ იქნებიო მაგრამ ისე მეძინებოდა არაფრის თავი აღარ მქონდა ჩემო ოთახისკენ წავედი სწრაფად.

**********
-მარიამ ერთი წუთი-დამიძახა კიბესთან მისულს დათამ
-გისმენ-თვალები დაგავატრიალე და შევხედე
-ეხლა ესე უნდა ვიყოთ? არც კი მელაპარაკები
-ოჰ, ერთადაც ჰო არ დავიძინოთ, მე შენი საცოლე კი არ ვარ დავით -ირონიულად გავუღმე და ვიღაც თეკლა გამახსენდა როგორ ეტყლარჭებიან ერთმანეთს იქ ვიღაც გოგო ყავს და ჩემთან რა უნდა. ნერვებ მოშლილი ვაპირებდი ასვლას ხელი, რომ მომკიდა მაჯაზე
-ძილი ნებისა მარიამო-თავზე მაკოცა და სწრაფად აიარა.
ჰა?

****
გათბობის მიუხედავად ოთახში ციოდა, ჩემი ყოველიშემთხვევისთვის გამოსაცვლელად წამოღებული ელასტიკი ჩავიცვი და ზემოდან მაისური.
უცებ კარი გაიღო და დემნა შემოვიდა.
-გაგიჟდი აქ რას აკეთებ?-შევიცხადე
-სხვა ყველა ოთახი დაკავებულია და აქ გამომიშვეს.
-ეს ოთახიც დაკავებულია მერე ვერ მხედავ? გადი-შევხედე გაბრაზებულმა
-ვხედავ რომ არ არის, აქ გამომიშვეს-ამითამაშა წარბები
-დემნა კარგი რაა, შენთან ერთად ერთ ოთახში არ დავიძინებ
-არ ვიკბინები-გამიცინა
-არ გახვალლ?-გავბრაზდი
-ნწ-იმანაც უდარდელად გააქნია თავი და საწოლზე გადაგორდა
-კარგი მე გავალ
-და სად აპირებ ამ ღამე წასვლას ყველას ძინავს თან ამ სიცივეში მოკლემკლავიანით
-შენ რაში გაინტერესებს -რა უხეში ხარ შვილო შენ თათული არ ხარ ხოო -გოგოებთან-დავამატე ბოლოს.
-იმათ ძინავთ უკვე ისედაც ვერ ეტევიან ელენე წუწუნებდა რომ გამოვიარე.
-უფ კარგი ჰოო, შენ დაბლა დაწექი მაშინ.
-დაბლა რა მინდა გოგო ამ ზამთარში ხომ გავიყინე და ყინულს გამიტანენ აქედან.
-უკაცრავად ჩაგორდი ლოგინში მაშინ და მე ფეხზე ვიდგები- გადავაჭდე მკლავები.
-კარგი იდეაა მაგრამ უკეთესიც არსებობს შენ ერთ მხარეს დაწექი საწოლის მე მეორე მხარეს დავწვები
-არ მინდა შენთან ერთად ძილი, მე დავწვები დაბლა-თბილი პლედები გადმოვიღე და დავაფარე ძირს ცოტაღა მაკლდა რომ არ მეტირა თან გულში ვლანძღავდი.
-კარგი ჰო დაწექი ლოგინში მიდი მე დავწვები დაბლა.
ლოგინში შევხტი და ცხვირამდე ავიწიე.
მან ჯემპრი გაიხადა და ის იყო შარვალიც უნდა მიეყოლებინა, რომ შემოვძახე
გახდას აპირებბბბ-გეგონება ყოველი მეორე ტანსაცმლით იძინებდა.
მან შემომხედა თვალები გადაატრიალა შუქი ჩააქრო და დაწვა.

ბოროტი ბიჭი, დამაბრალა რაღაცეები და ბედნიერი გაიშოტა ეხლა უფ, მე კიდე მთელი დღე გამიფუჭა, მართლა მაინც მყავდეს ხევსური ბიჭი გავყვებოდი იმას მერე მარიამო და ელე კაბას შეიკერავდნენ. ეჰ როგორ გავერთობოდით ქორწილში...აუ არ მეძინება ცხვრები რომ დავთვალო?
-თათული-ცოტახნის მერე ხმადაბლა დამიძახა დემნამ
-გძინავს?
ნწ-არაფერი მიპასუხია
-დღეს ზედმეტი მომივიდა, გაწყენინე და ბოდიში ვიცი არაფერი არ მამართლებს მაგრამ...
-კარგი-ერთი სიტყვა ვუთხარი მარტო
-რა კარგი, კარგი გასაგებია თუ კარგი ბოდიში მიღებულია ამომხედა დაბლიდან.
-კარგი გასაგებია. ცოტახნის მერე ვერ მოვითმინე და დავამატე-ცუდი ბიჭი ხარ შენ მე რა არ ვიფიქრე, და რატომ აღარ ბრაზობ?
-სიმართლე ვიცი და მაგიტომ
რომელი სიმართლეთქო უნდა მეკითხა მაგრამ -მარიამო და ელენე.
-მათი ბრალი არ არის მე ჩავაცივდი. აღარაფერი მიპასუხია
-თათული-ღიმილიანი ხმით მითხრა
-ჰოო
-სანაძლეო ჰო არ დაგავიწყდა?
-დემნა რადროს სანაძლეოაა ჩავრჩით მგონი სვანეთში მთელი ზამთარი.
-მერე მაგაზე კარგი რა არის, თუ ხევსურეთში გაქვს ქორწილი გადასახდელი და მიგეჩქარება
-რა ცუდი ბიჭი ხარ ხმა აღარ გამცე საერთოდ.
ის რიტმულად სუნთქავდა მეგონა დაეძინა ოთახში ისე ციოდა ცოდოათქო და ჩემი პლედიც მივაფარე. ხელი რომ მომკიდა
-რას აკეთებ?
-ჩემ გამო ადამიანი ცუდად რომაა არ მიყვარს გაცივდებოდი და მერე შენი პრეტენზიების თავი არ მქონდა. მივაყარე უცებ.
-მერე პლედი მიშველის გოგო მინუს 40 გრადუსია
-ნუ მატყეუებ მაგდენი არაა
-კაი ჰო მარა ცივა ძალიან. უფ ძალიან შემეცოდა ცოდო იყო მე რომ ვწოლილიყავი ცივ იატაკზე წარმოვიდგინე და შემაჟრჟოლა
-კაი ჰოო დაწექი ლოგინში - მაშინვე წამოყო თავი-ოღონდ შენს მხარეს, კარგიი-დამთავრებული არ მქონდა სიტყვა რომ შემოძვრა და საბანი მიისაკუთბა
-იმედია ბალიშებს არ ჩადებ შუაში.
-რა ვქნააა ეხლა მე გავიყინებიი, ჰა ჰა რა თქმა უნდა არა-გამოვწიე ისევ და დავიფარე. ძილინებისა ვუთხარი უცბად და გადავბრუნდი. მივხვდი რომ ვერ გათბა აკანკალებდა
-დემნა გცივაა? როგორ გათბებიი
უცებ ხელი მომკიდა და ჩამეხუტა
ვაიმეე ცივი ხარ ბიჭო-შევკივლე როგორც კი ცივი ცხვირი მომადო ყელზე
-კარგი ბოდიში შენც გაიყინები ხელი გამიშვა ისევ -ვაიმე არ უნდა ჩაადღლიზო ეხლა რამე ამასს
მივიწიე და მივეხუტე რომ გამეთბო ორივე ხელი შემოვხვიე მაგრამ ვერ მივაწვდინე-აუ თათულიი შოკოლადის სუნი გაქ,ეხლა მაღაზიებიც არ იქნება ღია, ნამცხვარი მომინდა-ამომხედა-შენ რომ შეგჭამო
ჯერ თვალები გამიფართოვდა მერე სიწითლემ გადამიარა და ღმერთს მადლობა ვუთხარი რომ სიბნელე იყო.
მალევე გათბა მის მკლავებში ჩამმალა.
-თათული-უკვე მეძინა ნახევრად რომ დამიძახა ისევ
-ჰოო - ამოვიზმუვლე
-მართლა ხევსურს უნდა გაყვე ცოლად?
-ოო დემნა რა კითხვებია, დიახაც -იხტიბარი არ გავიტეხე და გავუცინე თითქოს შეამჩნევდა ჩემი ჭკუით ნერვებს ავუშლითქო
-მაშინ .. შეყოვნდა-კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, დემნა არაბული ხელზე ხელი მომკიდა და ჩამორთმევის იმიტაცია გააკეთა მერე კი იმავე ხელზე მაკოცა.
-რაოო-ავფართხალდი მის მკლავებში
ჩემ საქციელზე სიცილი დაიწყო და ისევ ჩამიხუტა-ოოო დემნა რატო არ მითხარიი რანაირი ბიჭი ხარ-ავბუზღუნდი.
-მიდი დაიძინე-ხვალ დილით უნდა ავდგეთ
-კორშადან ხარ? გიორგი არაბულს იცნობ? ამ და ბევრი კითხვით ტვინი რომ გავბურღე
კისერში მაკოცა და მიმაჩუმა უცბად.
დამეძინა და სასიამოვნო სურნელს ვგრძნობდი

****
ვერაფრით დავიძინე, ელენეს და ლილეს მშვიდად ეძინათ. წამოვდექი, პლედი შემოვიხვიე და ოთახიდან ფრთხილი ნაბიჯებით გამოვედი. გრძელი დერეფანი გავიარე, გზას მობილურის მკრთალი შუქით ვინათებდი, როგორც იქნა აივნის კარს მივაგენი, მივუახლოვდი თუ არა მუსიკის ჩუმი ხმა შემომესმა. შევყოვნდი... არ ვიცოდი აივანზე ვინ იყო და ღირდა თუ არა გასვლა, მერე გამბედაობა მოვიკრიბე და გავედი.
ვიღაც სავარძელში ჩემგან ზურგით იჯდა, ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი, კიბეების ჩავლა და გარეთ გასვლა მინდოდა ამისთვის კი ეს გზა უნდა გამევლო. მივუახლოვდი თუ არა თავი ოდნავ მოვაბრუნე და ჩაძინებული დათა დავინახე, გვერდით სიგარეტის კოლოფი და მობილური ედო, სიმღერის ხმა სწორედ იქედან მოდიოდა.
ადგილს მივეყინე, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვერც ვაზროვნებდი. უბრალოდ ვიდექი და მძინარე ბიჭს ვუყურებდი. ფრთხილად მივუახლოვდი, მხრებიდან პლედი მოვიხსენი და დათას მივაფარე, ოდნავ შეირხა მაგრამ თვალიც არ გაუხელია. მასთან იმდენად ახლოს ვიყავი მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი. ვუყურებდი ხშირ ლამაზ წამწამებს, მარწყვივით ტუჩებს და მინდოდა სახის თითოეულ ნაკვთს შევხებოდი. ხელი ინსტიქტურად გავწიე დათას სახისკენ მაგრამ გონს დროულად მოვეგე. შევბრუნდი და კიბეები ჩავიარე.
გარეთ ისევ თოვდა... ციდან პატარა ფუმფულა ფიფქები თმაზე მეცემოდა და ბედნიერებას მანიჭებდა. თვალებით ცას ავხედე მიხაროდა თოვლი!
ხელები გავშალე და უაზროდ ტრიალი დავიწყე. ჰო თოვლში ვიდექი და პატარა ბავშვივით ვტრიალებდი მოულოდნელად წელზე თბილი ხელების შეხება რომ ვიგრძენი. წამებში ნაცნობ სხეულზე ვიყავი აკრული და თოვლში ვცეკვავდი.
- დათა - ვთქვი ჩურჩულით.
- ახლა არა! ამ მომენტს ნუ გავაფუჭებთ - მითხრა, შუბლზე ფრთხილად მაკოცა და ცეკვა განაგრძო. ვიცოდი რომ არასწორად ვიქცეოდი, გამახსენდა ის ვიღაც თეკლა, ჩემი და დათას გაცნობა და ყველა ის მომენტი რაც ერთად გამოვიარეთ. ბრაზი თანდათან მიტევდა მაგრამ მასთან განშორებას მაინც ვერ ვბედავდი.
დათამ სახე ოდნავ ამაწევინა, ჩემსკენ დაიხარა და თავისი მარწყვივით ტუჩებით ისევ დამისაკუთრა. კოცნას თან სული ამოაყოლა! მოკლა! მშვიდი, თავისუფალი მარიამი მოკლა და ბიჭზე უაზროდ დაშტერებულ მარიამად მაქცია. ტელეფონზე სიმღერის ნაცვლად ზარის მელოდია გაისმა დათამ დახედა, თეკლა იყო... ერთი ამოიხვნეშა და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ მაშინვე შევაჩერე.
- აღარასდროს გამეკარო, შენს ნაშას მიხედე! - იმ წამს ისეთი სუსტი ვიყავი ცრემლები ვეღარ შევიკავე, სანამ დათა შემამჩნევდა მისი ხელი მოვიშორე და საძინებელში ავვარდი.
ელენეს ღრმად ეძინა, მის საწოლს მივუახლოვდი, საბანი ავწიე და გვერდით მივუწექი.
მთელი ღამე უბრალოდ ვიწექი და ჭერს შევყურებდი.

****
- ამის დედაც - წამოვიყვირე და ზარს ვუპასუხე -რა გაატრაკე გოგო შენ სულ უდროო დროს როგორ რეკავ ტოო -ვუღრიალე ჩემს დას
- აუუ იქნებ მკითხო რატო გირეკავ ასე გვიან?? და ვაფშე რას მეჩხუბები??
- აუუუ სულ *ლეზე დავაი რაა შენს შეყვარებულს დაურეკე და იმას ეჭორავე. - ისეთ ნერვებზე ვიყავი თეკლას თავი ნაღდად არ მქონდა. ძვლივს მორჯულებული გოგო გამიქცია.
- დავშორდი ლაშას
- მერე მე რა გიყო? შორიდან ცრემლები გწმინდო? -ცოტაც და ბოლო ხმით ვუღრიალებდი.
- შენ სულ გამო...
- ახლა ჯობია რაც გავიფიქრე ის არ თქვა თორე რო ჩამოვალ დათა ნაკაიძე არ ვიყო სადაც გნახავ იქვე თუ არ მიგაკლა.
- გამოშტერდი უნდა მეთქვა ვააახ -ჩაიცინა თეკლამ - რა გჭირს შენ რა აღრენილი ხარ
- რისთვის დამირეკე.
- არაფერი ისე ვეჭორავები თქო?
- შენ გოგო ხოარ გაჟრიალებს საათს მაინც დახედე - ენაზე მომდგარი გინება უკანვე დავაბრუნე.
- მაინც ხო არ გეძინა, რა იყო ნაშასთან იყავი და ხელი შეგიშალე?
- აუ ნაშა იქნება თუ გლეწე, დავაი დაახვიე დაიძინე რა.
გავუთიშე და ბიჭების ოთახი რასაცქვია შევლეწე.
- რა გჭირს ტოო - ბალიშიდან თავი წამოყო ანდრომ.
- ეს ჩემი და უნდა გავათხოვო, სულ ვინმე ს*რს მისთხოვდეს თუ უნდა.
- რა იყო ხო მშვიდობაა - ახლა მათემაც გამოიფხიზლა.
- დებილია ღამის 4საათზე მირეკავს ეს დედააბზრიალებული.
- ეეე დებილო შენი დააა
- ნახევარ დაა და ვაფშე მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
- კაი დაგირეკა საქმე ქონდა ალბათ მარა შენ ისეთი მასტი ხარ არც მოუსმენდი.
- აუ დავაი რა მათე, თავის ს*რ ბოიფრენდს დაშორდა და ჭორავი მოუნდა გოგოს, რომელი თავის დაქალი მე მნახა.
- მერე შენ მაგაზე გაუჭედე? - ახარხარდა თორნიკე.
- აუ კაროჩე რააა, მარიამი მყავდა იქ რო დარეკა და თეკლა ჩემი ნაშა ეგონა.
- კიდე დაგარტყა? - ფრთხილად გადმომხედა მათემ და მერე სიცილი ატეხა.
- შენ რა იცი რო დამარტყა?
- ლილესთან ვაპირებდი შესვლას და ზუსტად მაგ მომენტზე მოგისწარით - სიცილს ვეღარ იკავებდა - აუუუ ჩემიიი გადავიღე კიდეც - ტელეფონს დაწვდა - კიდე კაი ბლოკი მოხსნილი მქონდა და თქვენ რო დაგინახეთ მეთქი დათაააა გამოგიჭირეეე და ამ დროს ლაწაააააან - ანდრომ ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და ვიდეო ჩართო.
- ღადაოოოოობ? - იყვირა სიცილით -ყოჩაღ რძალო! აი ასეთი უნდა იყოს ქალი - თქვა და იქვე ჩაიკეცა.
- მათე დავაი ახლა აწიე ეგ და სანამ ტელეფონი დამიმტვრევია წაშალე ეგ ვიდეო - ვუღრიალე ბოლო ხმით
- დაახვიე რა - ბალიშე მესროლა - აუ დამიბრუნე ისე მეძინება.
- ჩემ ფეხებს დაგიბრუნებ ს*რო.
- აეეეე უბალიშოდ ვერ ვიძინებ .
- ამ ჩემს ფეხებს!
- აუუ ანდრო სანამ გავიგდე უთხარი ამას ბალიში დამიბრუნოს.
- ღმერთებოოოოოოო - წამოიყვირა თორნიკემ - რა ორი წლის ბავშვებივით იქცევით თქვენ ორი. ამათმა კამათმა ხო გამომა*ლევა რაა.
- შენ ისედაც ეგრე იყავი და ჩუ ახლა ჩვენ ნუ გავბრალებ - ავხარხარდით მე და მათე.
- კაი დაიძინეთ ახლა და ხვალ შემოვირიგოთ ის გოგო, მოვიფიქრებ რამეს ან ვაფშე მიდი და უთხარი ჩემი დაა თქო. - ბრძანა ანდრომ და თავი ბალიშზე დადო
- ნწუ, ვაწვალებ! - ბიჭების მზერაზე გამეცინა - მაგის გამო დამცინით ტოო, და მათე ვაფშე ვიდეოთი მაშანტაჟებს.
მათეს ბალიში თავში გავარტყი, საბანი ავწიე და ცივ საწოლში შევწექი.

****
სადღაც 7საათი იქნებოდა ელენე რომ ამოძრავდა, ჩემსკენ გადმობრუნდა და გაოგნებული მზერა მომაპყრო.
- კარგად ხარ? - მკითხა ბოლოს, ელენეს ხმაზე ლილემ წამოყო თავი და ჩვენს საწოლს მოუახლოვდა.
- გავიგე გუშინ როგორ გახვედი, მაგრამ მერე ისე ჩამეძინა ყურადღებაც ვერ მოგაქციე. ხო მშვიდობაა? - მზრუნველი ხმით მითხრა ლილემ.
- წყალს დავლევ და მოვყვები ხო?
საწოლიდან წამოვდექი ბაკურიანის ბოთლს ხელი დავავლე და თითქმის ბოლომდე ჩავცალე. თითქოს ერთიანად შევივსე რაღაც ძლიერი ენერგიით და მოყოლისთვის მოვემზადე. საწოლზე იოგას პოზაში დავჯექი და დავიწყე.
- ვერაფრით დავიძინე ხოდა მეთქი მარიამოო წადი გარეთ გაიარე ცოტა ჰაერი ჩაისუნთქე და შემოდიიიი - ლილეს ჩემი მოყოლის მანერაზე ჩაეღიმა - გავედი აივანზე და მუსიკის ხმა მესმის, მოკლედ ძაან დავიბენი დავინახე ვიღაც იჯდა ჩემგან ზურგით და მეთქი ვინმე კაცი ზის ახლა და გადავარდა რომანტიკაში ისეთ ჰანგებს აჟღერებს თქო. ცოტა კი შემეშინდა მაგრამ რა უნდა მიქნას ხო არ შემჭამს ეს კაცი მეთქი ჰოდა ავდექი ჩავუარე გვერდით და რო გავუსწორდი მაინც გავხედე ვნახო ერთი ვინაა თქო და არ გაინტერესებთ ვინ დამხვდა?
- დათაააააა??? - ერთდროულად წამოიკივლეს გოგონებმა.
- ჰო დათა, - თავი დაბლა დავხარე - იჯდა და ეძინა - დათას მარწყვივით ტუჩები გამახსენდა და გამაჟრიალა- მე ხო ყველას დეიდა ვარ ჰოდა მეთქი არ გაცივდეს თქო დავიხარე და ეს ჩემი პლედი მივაფარე ბატონს, ხო მარიამ იზრუნე მაგ უხეშ ვირზე...
თავში ხელი წამოვირტყი და თვალების ბრიალი დავიწყე.
- მერე?? - უკვე დაინტერესებული მეკითხებოდა ლილე.
- მერე გავედი გოგო გარეთ და თოვდა - თოვლის ხსენებაზე ისევ გამებადრა სახე - მე კიდე თოვლი ამ ქვეყნად ყველაფერზე მეტად მიყვარს გავშალე ხელები, დავხუჭე თვალები და ასე ბავშვივით დავიწყე თოვლში ცეკვა და ტრიალი. უცებ დათა შემეხო... - მთელს სხეულში ჭიანჭველებმა დამიწყეს ხტუნვა - მეც მაშინვე გამოვავლინე ჩემი სისუსტე, ამიცახცახდა მთელი სხეული დათას შეხებისას და დამბურძგლა მთელს სხეულზე. რო მაკოცა მეგონა იქვე მიწა გამომეცლებოდა ფეხქვეშ და თან ჩამიტანდა. მაშინ უნდა გენახათ თქვენ ჭიანჭველები, ტარზანები და მაუგლები როგორ დახტოდნენ ჩემში.
- რა ტარზანი და მაუგლი გოგო - წარბაწევით მკითხა ელენემ.
- ოო, წეწე რომანტიკის დედა ვარ მაცადე ქალო ცოტა მხიარულად მოგიყვეთ სანამ სხვა საკითხს შევეხები.
- მხიარულად კი არა დამწვი ქალი სადაცაა გავუვარდები მათეს - წამოიკნავლა ლილემ და როცა თავისი სიტყვები გაიაზრა დარცხვენილმა და აწითლებულმა თავი დახარა.
- მაცადე ქალბატონო ლილე შენ ! - ლილეს თითის ქნევით გავხედე - მაგაზე მოგაყოლებ მერე, არ გეგონოს დამავიწყდება. ხოდა ვართ ასე სიამტკბილობაში მე და დათა, ვცეკვავთ თოვლში, მკოცნის ეს შიმპანზე და ბრახ რეკავს ტელეფონი და არ გაინტერესებთ ვინ ურეკავს თეკლაააააააააააა. ჰო თეკლა ურეკავდა, ვაიიი ისე ამეშალა ნერვებიიი წამში დავიბრუნე მარიამო, ნაღდი გურული კაპასი ქალი და ისე ვლეწე დათა ნაკაიძეს სიფათშიი უუუუუჰ იცოცხლეეეე, შენი ხელები დაილოცოს მარიამ თქო სულ მაგას გავიძახი უკვე 3საათია.
ელენე და ლილე ვერ ხვდებოდნენ რეაქცია ხმამაღლა გამოეხატათ თუ არა, ტუჩს ისე კბენდნენ ბოლოს შემეცოდა ორივე და ბრძანება გავეცი - ჰე ახარხარდით თორე სულ დაილურჯეთ ეგ ტუჩები და მერე ანდროს და მათეს რა პასუხი გავცე მე!
ამის თქმა და სიცილი ერთი იყო, გვიან გაიაზრეს ჩემი ბოლო სიტყვები მაგრამ სიცილისგან იმდენად იყვნენ დაღლილები შეპასუხების თავი აღარ ქონდათ.
- მერე რა ქენი გოგო? - ძვლივს ამოისუნთქა ელენემ
- რას ვიზავდი ქალო მივალანძღე ც ვუწოდე, აღარ გამეკარო და შენს ნაშას მიხედე მეთქი და წამოვედი. აი ასე მარტივად რააა. ნუ მართალია ცრემლები მახრჩობდნენ მაგრამ ეგ არაფერი. მე ხო ძლიერი ქალობა ვარ და ყველა კაცი ერთნაირია.
- მართალი ხარ დაო - ახარხარდა ისევ ელენე.
- აუ ელე
- ჰა
- ბოლო სიტყვები უკან მიმაქვს, აქ რო ზურიკელა იყოს უეჭველი გამიბრაზდებოდა 'რა გითხარი გოგო მე შენ' მეტყოდა თავისი როხროხა ხმით. - ვთქვი და ჩავიკისკისე.
- კაი ჯანდაბას ამ ერთხელ წაიღე უკან - გამიცინა ელენემ და ბოლოს ორივე ერთად გადამეხვია.
- მარიკოოო - ისე საყვარლად დამიძახა ლილემ ლოყები კოცნისგან დავუსივე - მეტკინა გოგო
- ვუაიმეეე ჩემო პაწაწავ, გისმენ აბა
- დათა ძალიან მოგწონს? - აწითლებული სახე შემომანათა ლილემ.
- აი შენ და მალატს როგორც მოგწონთ ანდრო და მათე ისე - სახეში ელენეს მოქნეული ბალიში მომხვდა.
- იდიოტო გოგო შეეეენ - ჭყაოდა ბოლო ხმაზე. არ მომწონს მე ის ვირი და საერთოდ როგორ შეიძლება ეგეთი ვიღაც მომწონდეს!!
- ვაიმე ელენე ნუ მიყვირი ცოდო ვარ- თავი მოვისაწ.... წამში.
- რატო ხარ ვითო ცოდო - ოდნავ შეარბილა ტონი ჩემმა ქალბატონმა.
- აბა ყველას გკოცნით ქრაში რომელსაც ნაშა ყავს? - ვკითხე და ამჯერად ბალიში ჩემითვე ჩავირტყი.
- ღმერთო ამ გოგოს ჭკუა მიეცი და მეტი არაფერი მინდა - ამოიდუდღუნა ელენემ და ბოლოს სიცილით ჩამეხუტა. - სულელო შენ.
- აუ იცი რას ვფიქრობდი ღამით?
- რას აბა? - ერთდროულად მკითხეს
- რას და ძალიანაც კარგი დათას შეყვარებული რომ ყავს, აბა წარმოიდგინთ ახლა მე და დათა! ვაიმეე რა ამაზრზენი წარმოსადგენია. პროსტა 1კვირაც ვერ გავძლებთ 'შეყვარებულების როლში'. ხო ჩავაკლავთ რაღაცაზე ერთმანეთს ან... ან რავიცი რომელიმეს წამოგვივლის რაღაცა და ბრააააახ კარგად დათიკოოო, კარგად მარიამოოო, დავშორდებით ერთმანეთს.
- უიმე ეს მართლა დებილია - ჩაიკისკისა ლილემ
- გოგო მართლა გეუბნები იმენა ურთიერთობა რომც გვქონოდა ჩათვალე ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასი იქნებოდა მთელი ეგ პერიოდი. ისედაც არ მაქვს ნორმალური ნერვები და ეგ ვაფშე გამიწყვეტდა შუბლის ძარღვს.
ელენე და ლილე ისევ ახარხარდნენ.
- თუ მესმოდეს რაზე იცინით მე ვიყო კოჭლი კუ რაააა. - ჩავიბუზღუნე და ქვედა ტუჩი გადმოვატრიალე.
- ახლა რას აპირებ დათასთან?
- რას კუბოს დავუდგამ დათა ნაკაიძეს! თორნიკეს ხრიკს მივმართავ, მე და თორნიკე კაი წყვილი ვჩანვართ შორიდან. - ჩავიცინე და სწრაფად წამოვხტი, ფართხუნა შარვალი და 2ზომით დიდი მაისური ჩავიცვი და თორნიკეს ოთახისკენ გავვარდი.
გზაში დათა შემეფეთა, ისე მოვიქეცი ვითომ ვერც შევამჩნიე, როგორც კი ჩემს ზურგს უკან აღმოჩნდა მაშინვე ამოვისუნთქე და თორნიკეს ოთახის კარს მივადექი. ზურგზე მწველ მზერას ვგრძნობდი, ვიცოდი რომ დათა იქ იდგა და მიყურებდა.
- თოოოორნიკეეეეეეეეეეე დაუკაკუნებლად შევვარდი ოთახში და მეგობარს თავზე დავახტიიი - პაააადიოომ ძვირფასოოოოო
- ჰა? რა მოხდა?? მოკლეს ვინმეეე? ააა ომი დაიწყოოოოოოოო??? შანსი არაააა ტოოო ჯარში არ წამოვალ - ისე ყვიროდა თორნიკე თვალებიც არ გაუხელია, მის საწოლზე ვიჯექი და დაშტერებული ვუყურებდი ოთახში მორბენალ ბიჭს.
სანდრომ სიცილით გადმომხედა - გუშინ ბევრი დალია და მერე ჭედავს ხოლმდე დილით.
გურულის ყვირილზე ყველა ოთახში შეკრებილიყო და გაოგნებულები გვიყურებდნენ ჯერ მე და სანდროს ერთმანეთში სიცილით რომ ვიხლართებოდით და მერე ოთახში მორბენალ თორნიკეს.
- აუუ ამას წყალი შევასხათ თორე კიდე ძინავს და ისე დარბის - ახარხარდა მათეც. ტუმბოზე დადებულ წყლიან ჭიქას გადავწვდი და შესხმამდე რამდენიმე წამით ადრე თორნიკემ თვალები გამოახილა და მკვლელი მზერით შემომხედა მერე კი თვალები წყლის ნაკადმა დაახუჭინა.
- მარიამო დაგერხა - მიჩურჩულა სანდრომ და საწოლს სწრაფად გაეცალა. სანამ გააზრებას მოვასწრებდი თორნიკე მეცა ხელში ამიიტაცა და ჩემთან ერთად თოვლში გადაეშვა. ბავშვები იდგნენ და გვიცინოდნენ, მათე ვიდეოს იღებდა და თორნიკეს აქეზებდა.
ბოლოს როგორც იქნა დაიღალა ყმაწვილი, ხელი დამავლო და მიწიდან წამომახტუნა, თმებიდან თოვლი ჩამომაცილა და სიცილით მითხრა - მეორედ როცა ნასვამი ვიქნები მასე აღარ გამაღვიძო ტოოო, ეგრევე მგონია ჯარში მიწვევენ.
გადაიხარხარა და მომეხუტა.
იმ წამს თავი სახლში ვიგრძენი, ისეთი ლაღი და ბედნიერი ვიყავი თორნიკეს გვერდით აივანზე მდგომი დათა რომელსაც სახეზე ყველა ძარღვი დასჭიმვოდა სულ გადამავიწყდა.
- ჩემი ძმა ხარ ხო იცი ბრატ - ყურში მიჩურჩულა თორნიკემ
- ვიცი, შენ კიდე ჩემი და ხარ სესტრა - ჩავიკისკისე და შუბლზე ვაკოცე. - წავედი შენს გამო სუუულ სველი და გაყინული ვარ გურულო.
ბიჭებს გვერდი ავუარე და ოთახში შევედი.

****
'ამაღელვებელ სცენას' აივნიდან ვუყურებდი. ანდრო რომ არ მოსულიყო ცოტაც და ხელში შემომატყდებოდა აივნის მოაჯირი. - დამშვიდდი - მშვიდი ხმით მითხრა და მხარზე ხელი დამკრა.
მინდოდა მარიამს გავყოლოდი მაგრამ პირიქით ქვევით ჩავედი სადაც სანდრო და თორნიკე იდგნენ და რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდნენ.
- აუ სად ჩამეშალა ხელის თხოვნა - გავიგე თორნიკეს სიტყვები და ადგილს მივეყინე - ჯერ კიდევ მაქვს დრო, სულ მინდოდა სვანეთში მეთხოვა ხელი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
- ჰო , შეწყდება ეს თოვლიც
- იმედია დამთანხმდება, ცოტა არეულია ეს პერიოდი.
უკვე აღარაფერი მესმოდა, ვერაფერზე ვფიქრობდი, კიბეები სწრაფად ავიარე და ოთახში შევვარდი.
- ხელი უნდა თხოვოს ამის დედას შევ*ცი... - ვყვიროდი და კედელს ხელს ვურტყავდი.
არაფერი მესმოდა, ვხედავდი როგორ მაწყნარებდნენ ბიჭები და რაღაცეებს მეუბნებოდნენ მაგრამ მე ვერ ვიგებდი.
ბოლოს მათე მომვარდა და სახეში ისეთი მლეწა კარადას შევასკდი.
- შენ სულ გამო*ლევდი ხოო - დავუღრიალე მათეს.
- ა 15წუთია ანგრევ ოთახში ყველაფერს და არაფერზე რეაგირებ და კიდე მე გამოვ*ლევდი? - არ დამაკლო მათემაც.
- დათა დაჯექი და ილაპარაკე
- აუ ანდრო შენი ბრძანებებიღა მაკლდა რა, შემეშვით!
ვთქვი და წამოვვარდი, ქურთუკს ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.
****
დილას თვალები, რომ გავახილე მარტო ვიყავი საწოლში, გარეთ სუსტად მაგრამ ისევ თოვდა. ტუმბოზე ფურცელი დამხვდა.
-ისე გეძინა აღარ გაგაღვიძე ბიჭებთან გავდივარ, დამირეკე რომ გაიღვიძებ მზის ფერ თმიანო გოგონავ.
სწრაფად ჩავიცვი ღმერთო ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან, რა ჩემი ბრალიაა გავრეკე მგონი. გოგონებთან გავფრატუნდი.
ეხლა სიტვაციას აგიხსნით: მარიამო ოთახის შუაგულში დგას თავზე თოვლი აყრია და დაბლა გუბე უდგას, ლილე პირსახოცს აწვდის და თან ეცინება, მალატი თან ლანძღავს და თან ლამისაა ჩაკვდეს სიცილით.
-რა ჯანდაბა ხდება?-კარის ხმაზე ყველა გამოტრიალდა და მომაშტერდა , ჩემ სახეზე თავიდან დაიწყეს ჩაკვდომა.
-ვაიმეეეე, თმებზე შეხედე, აუ თათულიი რეები გამოტოვე.
-რა გჭირს გოგოოო ბალიში აგიფეთქდაა-მკითხა მალატმა.
-ჰა?რატოო-იქვე მდგარ სარკეში ჩავიხედე და ხელით დავივარცხნე თმა.
-მოდი გოგო დაგვარცხნო-ელენემ წინ დამისვა. გოგოებმა სწრაფად მომიყვნენ რაც მოხდა
-აუ მაროო, იქნებ მეგობარია ის გოგო დათა მასეთი ბიჭი არაა-მაინც მეგონა რომ ჩემ პოტენციურ სიძეს მარიამო მოწონდა და უფრო მეტიც.
-გოგოო რა მეგობარი სახე ებადრება, რომ ურეკავს ჩემო სიყვარულო სიცოცხლეთი პასუხობს.მოზამბიკიდან ჩამოთრეული ეგგ.
-ეტკინებოდა-ბოლოჯერ დავიცავი სიძე.
-იდიოტი ეგ ვირთაგვა,მამონტი კიდე უარესად უნდა გამერტყა, ჰოდა მაგრა .
მერე გოგონამ ელეს გადახედა და გვერდით მომიჯდა.
-თათულიი.
-ჰო მარიამო.
-როგორ გეძინაა?
-ანუ... ჰო არ გციოდა აქ ძალიან ციოდა და...- დაამატა ლილემ
-არა კარგად მეძინა -მივხვდი საითაც მიყავდათ საუბარი , არ გაგეღიმოს თათული არ გაბედოოო.
-ჰოო ეხლა მარტო იყავი ოთახში და გაიშოტებოდი ლოგინში.
-სად იყო გასაშოტი ადგილი ლილე, ისეთი პატარა საწოლი იყო გადმოვვარდი ლამის.
-ვაიმეეეე, დავიღალე თქვენი საცოდაობით-წამოიყვირა მალატმა-დემნა ნახეე
-დავყრუვდი გოგო, კი ვნახე-გამეცინა
-მერეეეეეე- მკითხეს მოუთმენლად.
-რავიცი არაფერი, რა მერე
-ვაიმე ჩემ ნერვებზე უკრავს სანამ გაგწეწავ მოყევიი, ოთახიდან ხომ არ გამომიგდე სიძეე
-ცოდო იყო სად გამეგდო ამ სიცივეში
-კარგი გოგო ხარ ჩამეხუტა-მარიამო
მოკლედ მოვუყევი გოგოებს ყველაფერი.
რასაც-წეწენე კაბა გვაქ შესაკერი გოგო და ბევრი ესეთი ფრაზა მოჰყვა.
-არ ჩავიდეთ სასაუზმოდ? მშია გუშინ ისეთი მოწყენილი ვიყავი ვერც კი ვჭამე წესიერად
-წამო თმა ისედაც გამიშრა თითქმის- თქვა მარიამომ.-თან თოკო უნდა ვნახო და ერთის ნერვებზე დავუკრა.
-გული დაარტყავს ბოლოს დათას,-ჩავიჩურჩულე ჩემთვის
-რაოო? არსაიდან ჩემ გვერძე გაჩნდა მარიამო.
-ჰა ისა..გული რაღაც ცუდად მაქთქო, ანუ ცოტა ჰაერში მაქვს.
-ვაიმე დედა გენაცვალოს მაგას სიყვარული ქვია- ეხლა ელენე ამომიდგა გვერდიდან
-მოიცა გოგო ცუდადაა მგონი ბავშვი, ფერი არ ადევს-შემათვალიერა მარიამმა.
-კარგად ვარ,- ვაიმე მარიამმ ჩემ სახეზე ფერს თუ ვერ ხედავ კარგად ყოფილა შენი საქმეთქო ვფიქრობდი.- მოიცა ცოტა გავერთოთო ყურში ჩამჩურჩულა და მალატს თვალი ჩაუკრა.
ბიჭები უკვე მაგიდებთან იყვნენ. ყველა დათას გარდა... ჩვენც დავსხედით,
-ვაიმე თათულიი მიდი წყალი დალიე.. გინდა აფთიაქში წავიდე... ფერი არ გადევს სიყვარულო-თვალები დავუბრიალე რას აკეთებთქო-მარა ხმა ვინ ამოგაღებინა ელენემ ხელში წამალი მომაჩეჩა დალიეო
-თათული კარგად ხარ-ჩემ წინ დემნა ჩაიმუხლა
-ჰა, კი უფროსწორედ არა -ეხლა მართლა არ ვიცი რამდენი ფერი გადამივიდა სახეზე.-წეღან ცოტა ცუდად ვიყავი მაგრამ ეხლა კარგად ვარ.-ორ ალქაჯებს გავხედე ჩუმად, რომ კისკისებდნენ-ვაიმეე მოგკლავთთქო თვალებით ვანიშნე, მარა ამათზე ვინმე როგორ უნდა გაბრაზდეს რა საყვარლები არიანნ.
-ბავშვებო ნახევარი გზა გაწმინდეს დილას მაგრამ ისევ ძლიერი თოვა დაიწყო, გამწმენდი მანქანა ორი სოფლის იქით დაჭირდათ და დღეს დიდი ალბათობით არ იქნება გზა,გვითხრა ანდრომ-თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო შეიძლება საღმოს გაიწმინდოს.-დაამატა ბოლოს.
-მთელი დღე რა ვაკეთოთ ეხლაა-ამოიწუწუნა ლილემ
-გასართობს რა გამოლევს გოგო -გაუღიმა მარიამომ.

დიდ სასტუმრო ოთახში გავედით სადაც ბუხარი გიზგიზებდა, მარიამო და სანდრო ლილეს და მათეს ჯოკერს ეთამებოდნენ პარებში. და ერთი ამბავი იყო, უნდა გენახათ ლილეს ვინმე თუ გახიშტავდა მათე რომ წამოენთებოდა ხოლმე რაზეც მარიამი კვდებოდა სიცილით.
ბიჭებმა პოკერის თამაში დაიწყეს. მე მალატთან ვიყავი მაგრამ ქალბატონმა სასტუმროს პატრონს ცხენები ყავს და გავისეირნებო.
-მე რა ვქნა ეხლაა-მოწყენილმა გადავხედე ყველას სულ არავის არ ეცალა ჩემთვის
-თათული მოვრჩებით ერთ პულკაღაა და მერე რამე ვქნათ სიტკბო-გამიღიმა მარიამომ
ამ დროს დემნამ გამომხედა-წავედი მე-უთხრა ბიჭებს და ჩემსკენ წამოვიდა-აბა სანაძლეოს შესრულების დროა-წარბები ამითამაშა და გამიღიმა.
-მარიამო ჩვენ ოთახში ვიქნებით, თუ რამე დამირეკე-ლოყაზე ვაკოცე და დემნასკენ გავიქეცი.
მარიამი გვიყურებდა მერე არ არსებული ცრემლი მოიწმინდა, გაეცინა და თამაში განაგრძო.

****
-აი შვილო, ფენიქსი ჰქვია-მუქი ულამაზესი ცხენი გამომიყვანა აკაკი ბაბუამ.
-რამდენიხანიც გინდა წაიყვანე,რა კარგია, რომ ჯირითი იცი-გამიღიმა და გამშორდა.
იმდენი ვეფერე და ვესიყვარულე ძალიან მომეწონა, ტყისკენ გავუყევი ბილიკს,
-იზა ეხლა უნდა მხედავდე-გაეცინა საკუთარ ფიქრზე.
ტყის პირას დიდი გაშლილ ველზე გავედი, თოვა უფრო ძლიერდებოდა. სიცივის მიუხედავად გვერძე ჩამომავალი მდინარე არ იყო გაყინული.
ფიქრებში გართული ვიყავი როცა უკნიდან ფხენის ფლოქვების თქარუნის ხმა მომესმა.
-მარტო საშიშია, თოვა კიდევ უფრო გაძლიერდება-მითხრა ანდრომ ხმამაღლა რომ გამეგო.
-აქ რას აკეთებ?
-აკაკი ბაბუამ მითხრა, რომ წამოხვედი ანერვიულდა დიდიხანი რომ არ დაბრუნდა.
-კარგად ვარ, დაბრუნებას ვაპირებდი უკვე არ იყო საჭირო მოსვლა.-ვუთხარი და წინ გავიჭერი სწრაფად ვაჭენებდი ცხენს, უკან არ ვიყურებოდი თუმცა ვგრძნობდი, რომ მომყვებოდა და ახლოს იყო.
ბოლოს ცოტა შევანელე რომ ფენიქსს დაესვენა.
-ფენიქსი მესამე ადგილზე გავიდა წინა წელს დოღში-ცხენზე მიმითითა ანდრომ.-გამიკვიდა აკაკიმ რომ გამოგატანა როგორც წესი უცხოებს არ ანდობს ხოლმე.
-კარგია როცა მოგინდება მაშინ იარო ცხენით, მეც მყავს თბილისში,თუმცა ბუნებრივია ქუჩებში ვერ გავდივართ.
-ახლა გასაგებია რატომ ჯირითობ ასე კარგად-გამიღიმა მან-მხოლოდ ერთი ცხენი გყავს?
-არა პატარა კვიცი ეყოლა სულ არლახანს, ნიშა-გამეღიმა ნიშას გახსენებისას, ვაიმე ელენეეე
რას აკეთებ გოგოო, ყველა კბილი გამოაჩნე აბა-
-ელენე-ისევ უნდა გამეჭენებინა როცა ანდრომ დამიძახა
-გისმენ-გავხედე.
-მაპატიე თუ რამე გაწყენინე, ძალით მართლა არ მინდოდა.
-აჰამ-ვუთხარი-წავიდეთ.
სასტუმრომდე ხმა არცერთს ამოგვიღია, უკვე საღამო იყო და ძალიან ციოდა.
ანდროს ცდის მიუხედავად რომ დამხმარებოდა ცხენიდან მეთვითონ ჩამოვედი.
ცხენები საჯინიბოსკენ წაიყვანა.
-მოვედი ქალებო-შევედი ოთახში ხელების თბობით.
მარტო მარიამო იყო საწოლზე გადაწოლილი და ტელეფონში სურათებს ათვალიერებდა, თბილად ჩავიცვი და გვერდით მივუწექი
-სხვები სად არიან
-ლილე მათესთან ერთად ბავშვებთანაა დაბლა, თათული და დემნა სვავენ, სხვა რათ გინდა მე აქ არ ვარრრ...
-მოიცა რას აკეთებენ?
-სანაძლეო დადეს 3 სურვილზე რომელიც უფრო მალე დათვრება-ჩაიკისკიდა მარიამომ
-მოიცა და ერთჭიქიანი თათული დანიძლავდა მაგაზეე-ავკაკანდი.
-ცოტახანში დავურეკოთ, ხელში არ ჩააკვდეს დემნას
ბოლოს ვერცერთი ვეღარ ვსუნთქავდით ყველაფერზე გვეცინებოდა.

****
კარი გაიღო და დემნა შემოვიდა, ხელში პარკები ეჭირა
-დემნაა რისთვის გაგიშვი მთელი თვის სასმელი იყიდეთქოო
-მისაყოლებლები წამოვაყოლე გოგო,სასწრაფოს გამოძახების თავი სად მაქვს
-სასწრაფო შენთვის ჰოო-ავუფახუნე წამწამები
-ესეიგი სამი სურვილი ჰო და ყველაფერი შეიძლება-საწოლზე ლოტოსის ფორმაში დავჯექით მე პლედი მქონდა შემოხვეული.
-აჰამ
ერთი ჭიქა... აი საერთოდ არაფერი მომსვლია მეორე ჭიქა მარტო ყელი ჩამწვა.
-2 მთლიანი კოლოფი შევჭამეე, აბა ცოდო არ იყო კაპიტანი ამერიკაა მაშინ იმდენი ვიტირე-მოწყენილი ვეუბნები.
დემნა სიცილით ცუდად იყო უკვე-მთავარია ცოცხალია, ანუ რაფაელო გიყვარსს რატომ არ მითხარი მარტო ერთი კოლოფი წამოვიღე
-დემნაა, ისეთი სახით შევხედე ლამის მეტირა-მარტო მე შევჭამ რაფაელოს კარგიი,აი თუ გინდა ერთცალს მოგცემ...მარა მეტს ვერა.
დემნა თავიდან გადაყირავდა სიცილით,უკან...
-ოოო შენ დამცინი ჰოდა მე შევჭამ მარტო, გახსოვს რა რეკლამა ქონდააა
-კიი არაფრის მთქმელი სიტყვებიო თუ რაღაც ჰოო...
7ჭიქის მერე
-თათული შემოყავი თავიი სელფს ვიღებთ
-აუ აცდა კამერააა
ამ დროს ტელეფონმა დარეკა მარიამოს სურათი იყო
-ჰო მარიამო- რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი
-ცოცხალია ქალო-გაჰყვირა ელენეს-თათული კარგად ხარ დედიი...
-კიი სულ ცოტა აი ძალიან ცოტა დავლიეთ ჰოო დემნა-თითით ცოტას ვაჩვენებდი. იმანაც თავი დამიქნია
- ანუ ჯერ ცოცხლები ხართ ეგ უკვე კარგია
-ცოცხლები ხართო? მოიცა მოვკვდითთ ანუუ და საიდან მელაპარაკები აბაა
-ღმერთო შენ მიშველე, მიქელასთან ხართ ჰოო,მეტი აღარ დალიოთ გოგო
-კარგი უფროსო მარა ვერ შეგპირდები აუ მალატტტტ გახსოვს მარო რომ თმებით ითრიეეე
-მაგას რა დამავიწყებს
-ჰოდა მარიამომ თმების თრევით იწყება ნამდვილი დაქალობაო და მე ტყუილი ვარ ანუუუ
-ვაიმე გოგო შენ როგორ უნდა გითრიოთთ, თუ გინდა გამო გითრევ-ჩაყვირა ელენემ
-ანუ გიყვარვართ???
-რა კითხვაა სულელოო ბევრი არ დალიოთ უბრალოდ
-მეც მიყვარხართ და გაკოცეთ და სანამ არ მოვალ არფერი გააკეთოთთთ მერე მე შინაქალა დავრჩებიი
-ვიინოო?? -რაოო?? ცალკე დემნამ მკითხა ცალკე გოგოებმა
-შინაბერა ჰო შემეშალა რა მოხდა
-გაკოცეთ-და ტელეფონი გამითიშეს
-თათული მეგობრობის სადღეგრძელო არ დავლიოთ
-დავლიოთ
10 ჭიქის მერე.. მაგის მერე აღარ დამმითვლია... ვეღარ...
-აუ რა კარგი ბიჭი ხარ ხევსურული რომ ჩართე ვიცეკოთ, მარა ფეხზე რომ ვერ ვდგებიი
-ხელი გავშალოთ უბრალოდ
დემნა მუსიკას არჩევდა კნავილის ხმა, რომ გავიგეთ გარედან.
-შენც გესმის?
-რა თათული?
-ფისოა მგონი გარეთ
-გაჩუმდება მალევე
-დემნაა რა ცუდი ბიჭი ხარ.. ამ ყინვაში ცოდო არ არისს, გაიყინება ნახე როგორ კნავის.
-წავა თავის სახლში არ სცივა ბეწვი ჰო აქვს.
-ანუ შენც არ უნდა შემომეშვი გუშინ და გაიყინებოდი
-კარგი მოიცადე -გარეთ გადაიხედა ფისო ფარდულთან ახლოს იჯდა- ამოვიყვან ცოტახანს პარკებში რძეც უნდა იყოს და ნახე
-ჰა? რძე რაღატო იყიდეეე-ხარხარი ამიტყდა
-აქცია ქონდათ ორი ერთის ფასად -თვალი ჩამიკრა და დაბლა ჩავიდა
სულ მალე იცით ვინ მოიყვანააა პატარა კნუტიკო აი ისეთი პატარა იყო დემნას ხელისგულის ხელა.
-ვაიმეე როგორი პატარაა, და საყვარელიი. კნუტი გავათბეთ, მკლავები მქონდა შემოხვეული
-დემნაა ჰო არ გაიქცევაა, ამ ლოთებთან რა მინდაო რომ იფიქროს
-არ გაიქცევა გოგო ნუ გეშინია-გამიღიმე
-სიყვარულის სადღეგრძელო არ დაგვილევია.
-ჰო დაგვავიწყდა მიდი ჩამოასხი თან მგონი ეგ ბოთლიც დაიცალა.
თავის ბავშვობის ამბავს მიყვებოდა შუქი, რომ წავიდა.
-აუ თათული აცივდა ჰოო წარბები შეჭმუხნა საყვარლად დემნამ,
-ჰოო, შუქი რომ არაა გათბობაც გამოირთო
-მერე ჩამეხუტე რომ გავთბეთ
-დემნა ჰო გეხუტები ისედაცც
-როგორ მეხუტები ფისოს ეხუტები და მაბოლებბბ...
ჩაძინებული ფისო საწოლზე ფრთხილად დავსვი და დემნასკენ მივჩოჩდი. ბიჭმა ხელები მომხვია და ძლიერად ჩამეხუტა. ცხვირი მის ყელში ჩავრგე და მთლიანად შევიგრძენი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.
დემნამ ტუჩები შუბლზე ფრთხილად შემახო, არ ვიცი ალკოჰოლი მომქედებდა ასე ძლიერად თუ მისი შეხება, მაგრამ გული ათასჯერ უფრო სწრაფად ძგერდა ვიდრე სხვა დღეებში. დემნას თვალებში ჩავხედე და მივხვდი რომ ამ დროის მანძილზე მხოლოდ ის მაკლდა.
- მოდი ასე დავიძინოთ - სიბნელეშიც გავარჩიე მისი ბედნიერი ღიმილი, თითები ჩემს თითებში ახლართა და კიდევ უფრო მომეკრო.
- ღამით არ გამჭყლიტო ჩახუტებებით - ჩავიცინე და თავი მკერდზე მივადე.
- ვეცდები - მითხრა, თავზე მაკოცა და გაჩუმდა

****
როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და მარიამის ოთახისკენ დავიძარი, კარი უკითხავად შევაღე და გოგონებს თვალებით ვანიშნე გასულიყვნენ.
- აუ დათა გეხვეწები ახლა შენთან ჩხუბის ნერვები არ მაქვს - მითხრა მარიამმა და მშვიდი მზერით გადმომხედა.
- კამათს არც ვაპირებ, ნუ გეგმაში არ მაქვს მაგრამ ჩვენი ლაპარაკი სულ ჩხუბით და ჩემი სახის დალურჯებით მთავრდება.
მარიამს ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა, მერე ჩემს სახეს დააკვირდა და ერთხანს გაოგნებული სახით მიყურებდა.
- სახეზე რა გჭირს?
- რა მჭირს? - ვერაფრით მივხვდი რაზე მეკითხებოდა.
ფრთხილად წამოდგა, ხელი დამავლო და სარკის წინ დამაყენა, მხოლოდ მაშინ შევნიშნე დალურჯება.
- ოხ მათე ამისთვის პასუხს მოგთხოვ- ჩავილაპარაკე და მარიამს გავხედე - გრძელი ისტორიაა.
- გტკივა? - ვერ ვხვდებოდი მის ხმაში რა უნდა ამომეკითხა. ნუთუ ასეთი ცივი მზერით ჩემზე ზრუნავდა? არა ეს გოგო ნამდვილი გიჟია, თავიდანვე ხო ეგ გავიფიქრე რო დარჩა შუაგულ სვანეთში მარტო ღამის გასათევად, და მერე როგორ თქვა?! იქნებ დათვი გებრდღვნა მარიამ არ უნდა გაახილო გოგო თვალებიო? ამ ყველაფრის გახსენებაზე ღიმილი მომერია, რაც მარიამს აშკარად არ გამოპარვია.
- რაზე ფიქრობ? - ისევ მშვიდი ხმით მკითხა მან
- არაფერზე
- და არაფერზევე იღიმი?
მე მხოლოდ თავი დავუქნიე პასუხი აღარ გამიცია.
- რაზე ოცნებობ მარიამ?
- მე? - მკითხა დაბნეულმა და გაოცებულმა.
- ჰო აბა სხვა მარიამს ხედავ აქ? - ამაზე ორივეს გაგვეღიმა.
- არ ვიცი, ბევრ რამეზე.
- მაინც.
- ოო, დათა რას ჩამაცივდი, რავიცი აბა მინდა რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები გვერდით მყავდნენ, ნაწილი მყავს კიდეც მაგრამ ბევრიც მაკლია. და ჰო ახლა ჩახუტებაზეც ვოცნებობ - თქვა და გაიღიმა.
ისე მოვხვიე ხელები გააზრებაც ვერ მოვასწარი, წამის მეასედში მარიამი გულზე მყავდა მიხუტებული და სურნელს ხარბად ვისუნთქავდი. ის არაფერს ამბობდა, არც ხელი მოუხვევია ჩემთვის, უბრალოდ იდგა და მელოდა.
- ქოქოსის სუნი გაქვს იცი?
- ჰო, ვიცი... მიყვარს ქოქოსი - ოდნავ აუკანკალდა ხმა.
- პირველად მაშინ ვიგრძენი მანქანიდან მძინარე რომ გადმოგიყვანე. გახსოვს მაშინ რა მითხარი?
მარიამმა თავი უარის ნიშნად გააქანა.
- 'რატომ მესიზმრება ეს ლამაზთვალება ვირი?' - მარიამს სახე აუწითლდა - მაგ 'ლამაზთვალება ვირს' იმ წამს შენი ძლიერად ჩახუტება უნდოდა, ჩაგეხუტე კიდეც, მაგრამ მეშინოდა არ გაგღვიძებოდა. - თვალებში მიყურებდა და მეც ნათლად შევძელი პატარა სითხეების გარჩევა მის მუქ თვალებში.
- დათა ნაკაიძე რა დაგიშავე? - მკითხა ათრთოლებული ხმით და ცრემლი ვეღარ შეიკავა. ვხედავდი როგორ მოგორავდა პაწაწინა ცრემლი მის სახეზე და გულში ისე სწრაფად და ძლიერად ჩავიკარი თითქმის გავჭყლიტე.
- არ მინდა რომ ცოლად გაყვე - ვთქვი ჩამხრჩალი ხმით, მარიამმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელი ავაფარე - ჩუ, ჯერ მე მადროვე. ვიცი, რომ რაც მიცნობ იმ წამიდან გეზიზღები, მეც ანალოგიურად - ისეთი სახე ქონდა კინაღამ ლაპარაკი შევწყვიტე და სახე დავუკოცნე - ჰო მეც მეზიზღებოდი პირველივე წამიდან, ალქაჯი გოგო წითელი თმით და ბიჭური ჩაცმულობით, ამას დამატებული შენი ენა, რომელიც საშინლად უხეშია ჩემს მიმართ - გამეღიმა და მარიამს შუბლზე ვაკოცე, გაოგნებული სახით მიყურებდა - ჰო მეზიზღებოდი, მაგრამ ხომ იცი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

****
დათას ვუსმენდი და თვალებზე ცრემლბი მაწვებოდა.
- ხომ იცი სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. - მის სიტყვებზე გამაჟრიალა.
- აააააა - წამოვიკივლე სასწრაფოდ - ახლა თუ სიყვარული უნდა ამიხსნა არც იფიქროოო - ვიყვირე თუ არა დათას სახეზე მკვდრის ფერი დაედო და ენა გადაეყლაპა. ჰო ძველი ქაჯი მარიამო წამში დამიბრუნდა - რა გათეთრდი ბიჭო ახლა ხელში ნუ ჩამაკვდები ოღონდაც - სიცილი ამიტყდა და დათას სახე 'გაოგნებული ვაააარ'-ს კიოდა. - სიყვარულის ახსნა არც გაბედოოოო, მე უნდა აგიხსნაა პირველმააა - ვიკივლე ბოლო ხმით - აეეეე დათა ნაკაიძეეე გილოოოოოცაააააავ ამ ქვეყნად ყველაზე დარტყმულ გოგოს უყვარხარ!!!! ახლა შეგიძლია ტაში დამიკრა, ან მითხრა მე არ მიყვარხარო არ მეწყინება ყველაფრად ღირდა ეს გამოსვლაა - ტაში შემოვკარი თუ არა დათა ეგრევე მეცა და ჩამეხუტა - გიჟო მუტანტო, გორილავ, დათვო გავიჭყლიტე - ვკიოდი ბოლო ხმით - ნაკაიძე გავთავდი ქალი ბიჭო ჩამემსხვრა ნეკნები და დაგრჩება ხელში უნეკნო შეყვარებული ჰე ახლა დამეხსენი - ისევ ვკიოდი და თან ვხარხარებდი.
ნუ ვინც მიცნობს ყველამ იცის რო ბედნიერების დროს უაზრო ლაქლაქი და ისტერიკა მჩვევია ხოლმე. ამიტომ დიდად არ გაგიკვირდეთ ცოტა რო ვუბერავ.
- გიჟო, არანორმალურო - წამოიყვირა დათამ და ოდნავ გამეცალა - მეც მიყვარხარ - თქვა და ეგრევე მაკოცა.
- ფუ კოცნის ხამი - ვთქვი როგორც კი გამეცალა.
- გოგო გცემ შენ - ჩაიცინა დათამ. - რომანტიკას სულ როგორ უნდა აფუჭებდე.
- წინაზე თეკლამ გააფუჭა - ვთქვი და გოგოს გახსენებაზე სახე დამემანჭა.
- თეკლა ჩემი დაა სულელო - მითხრა დათამ და გულში ჩამიკრა. მერე ფანჯრიდან გაიხედა თოვდა...
- ნახე ისევ თოვს, როგორც იმ დღეს როცა პირველად გაკოცე
- მაგ დღეს თორნიკეს ვუთხარი თუ პირველი თოვლის დროს დათა ჩემს გვერდით იქნება მაშინ დავიჯერებ რომ ჩემი სიყვარულის ღირსია თქოოოო - ჩავიბურდღუნე ჩემივე სიტყვები რომლებიც წესიერად უკევე აღარც მახსოვდა.
- ვინ თორნიკეს უთხარი ტოო
- ტო არა ბროო კიდე, ვის და ჩემს გურულს - დათას ისეთი სახე ქონდა სიცილი ამიტყდა.
- რა იყო ბიჭო
- მაიცა თქვენ ერთად არ იყავით? აბა იმას ხელი ვისთვის უნდა ეთხოვა.
ანაზე ისეთი კაკანი ამიტყდა დათამ კაი ხანს ვერ გამომაფხიზლა. ბოლოს სიტუაცია ავუხსენი და მასაც გაეცინა.
****
-11საათისთვის მივიდეთ ლამარიაში-გაბრწყინებული სახით გვეუნბებოდა მალატი.
-ოკეი სიყვარულო, მათე წაგვიყვანს, ბიჭები ხო დალევას აპირებენ დღეს.
-ჰოო ჩაწვნენ სასმელში ეგენი, მომინდომეს დალევა, არ მივათხოვებ მერე ჩემს გოგოებს
-რას არ მიგვათხოვებ გოგო, ძლივს არ გვეშველაა-ხარხარებს მარიამი და მეც მიყოლიებს სიცილში.
-უი მე ამათ თავისი ბიჭების მეტი არავინ უნდათ, აღარ გიყვართ თქვენ ელენე
-მალატტტტ...
-ელემეეე.....
ერთდროულად ვყვირით მე და მარიამო და ვეხუტებით.


***********
-ვსო ხო ყველაფერი მზადაა-მეკითხება თათული.
-კიი-ლოგინზე გაშოტილი ვწევარ, თათულის თერმომეტრი ჩაის ცხელ ჭიქაში აქ ჩაყოფილი
-ცოტაც ... ვსო ეგაა მიდი მარო...აბა შენ იცი მოდის...-მაწვდის თერმომეტრს.
-მარიამ რა ვერ გაიზომე ამდენხანსს, ოხ თუ გაცივდი მოგკლავ.-ქოთქოთებს ელენე.
-აი-საწყლად ვიღებ თერმომეტრს და ვაწვდი
-ვაიმეე-იცხადებს თათა
-ყელი მტკივა საშინლად თან.-ოღონდ ეხლა არ გაიცინო მარიამ.
-ოხ, საცემი ხარ რაა, არ გესმის თბილად ჩაიცვი რას ნიშნავს.-თან წამალს მიწვდის.
-ლამარიაზე რა ვქნათ?-კითხულობს თათული.
-დღეს სადღა წავალთ, სხვა დროს იყოს- დანანებით ამბობს მალატი.
-მალატტ ეგ ჰო შენი ოცნებაა, მე ვიქნები მარიამოსთან
-გოგო წადი, კი არ ვკვდები სიცხე მაქ უბრალოდ თათულიც აქ იქნება და თუ რამე დამჭირდება მომეხმარება. გაპროტესტებას არ ექვემდებარება-მაშინვე ვაჩერებ ელენეს როგორც კი რაღაცის სათქმელად აღებს პირს.
-ეგრევე დამირეკავთ თუ ცუდად გახდები-თითსს გვიქნევს გამაფრთხილებლად ბოლოს.
-არის სერ-უღიმის თათული
-თავზე მოსახურებელს ავიღებ და წავედი ცოტახანს ვიქნები და მალე წამოვალ,თქვენთან ერთად მინდოდა მაგრამ სხვა დროს იყოს, ჭკვიანადდდ -აყოლებს ბოლოს.
-1... 2... 3....-ითვლის თათული-მარო გამოვიდაა-ყვირის გახარებული
-ჩუმად გოგო არ შემოვიდეს მიწერე ბიჭებს მოემზადონ.-სწრაფად ვხტები ლოგინიდან.

**********
-შენ აქ რა გინდა-წარბს მაღლა ვწევ როცა მანქანასთან ანდრო მხვდება
-მე წაგიყვან-მიჭრის მოკლედ
-მათე...
-მათე თოკომ არ გამოუშვა მაგან თუ დალია მერე ვეღარ გადაათქმევინებ ვერაფერს, - მეუბნება.
-მერე მე დავჯდები საჭესთან, როგორმე მივაგნებ ლამარიას-ვატრიალებ თვალებს, მომინდომა ბიჭმა წაყვანა ეგ ვირთან ნაჯვაარი კინგკონგი.
-მანქანა შეიძლება მოცურდეს, თან ისედაც ვაპირებდი წასვლას.-მე ანდროსთან ერთად? ოხ მარიამ სადაც შენ სიცხე აიკიდე, უფ თორნიკე მასეთი სიმთვრალე რომ გაქ... უფფფ
ორი წამი თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს, ნუ მიყურებ ანდრო მაგ ნაცრისფერებით... ვირი ეგ... ანუ მასე ჰო სიძეებო გამიმეტეთ...მე თქვენ განახებთ ბავშვის მონათვლაზე, რომ მიდგება საქმე.
-წავიდით-ამბობს ანდრო და კარს მიღებს -ჯელტმენობა გვცოდნია
მანქანას უვლის და მძღოლის სავარძელზე თავსდება
განათებული ლამარია ღამით წარმოუდგენლად ლამაზია, ვუყურებ და ვფიქრობ, რომ არ დავიღლები მისი ყოველდღე ყურებით.

-რამდენი ხალხია არ ველოდი-გაუაზრებლად ვამბობ, როდესაც ეზოს ვავლებ თვალს. ხალხს ანთებული სანთლები ხელში უჭირავთ, ისეთი ლამაზია ყველაფერი
- აქ ყოველწლიურად სვანეთის სხვადასხვა სოფლებიდან მოდის ხალხი-მეუბნება და თან სანთელს მიწოდებს.- თან ტურისტებიც მრავლად არიან, მაგრამ ადრე ცოტა სხვანაირი ტრადიცია იყო
როგორი?- ინტერესით შევხედე
-შობა სვანეთში საოჯახო დღესასწაულია და ყოველი ჩვენგანისთვის განსაკუთრებული. ოჯახთან ასოცირდება. ძველი ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს უპირველესად სვანები მიცვალებულებს იხსენებენ და ყველა ოჯახში მათთვის განკუთვნილი საკურთხის სუფრა იშლება.
- ორი სუფრა იშლება როგორც ვიცი, ერთი ცოცხლებისთვის და მეორე მიცვალებულებისთვის.
-კი ასეა-თავს მიკრავს ანდრო დასტურად.
ყველაფერი ძალიან ლამაზია, ამ ადგილას სიმშვიდის შეგრძნება მიჩნდება ანდრომ ლატალზეც მომიყვა.
-ცოტახანს ჩუმად ვდგავართ გვერდიგვერ, ჩემს სანთელს დავყურებ, ბედნიერი ვარ ძალიან ბედნიერი.
სამრეკლოში ზარის ხმა გაისმა, რომელმაც მღვდელის ხმა გადაფარა. ეს კი იმის ნიშალია რომ თორმეტი საათია და აღდგომა დადგა.
სოფლისკენ ვიყურები სადაც უამრავი ფეიერვერკით ნათდება ცა. გაოცებული და გახარებული შევცქერი.
-შობას და დაბადების დღეს გილოცავ ელენე-ჯერ ყურთან ვიგრძენი ჩუმი ბოხი ბარიტონი, შემდეგ კი ძლიერი მკლავები, რომელმაც ჩამიხუტა. არ ვიცი რამდენხანს ვიყავით ასე ბოლოს შუბლზე მაკოცა და ფრთხილად მომშორდა.
საერთოდ ვერაფერზე ვფიქრობდი სხეულში ცხელი ჟრუანტელი მივლიდა. არ მციოდა მაგრამ მაინც მაკანკალებდა. ელენე ნუ დაშტერდები ქალო არ ამიშალო ნერვები ახლა
-ხო თინა-უპასუხა ანდრომ ამღერებულ ტელეფონს
-გზა გაიხსნა?... მე რატომ არ გამაფრთხილე...
-კარგი არ ინერვიულო ახლავე წამოვალ, მანამდე წნევა გაიზომე.
-რა მოხდა?-ვკითხე როცა გათიშა.
-თინა ბებო დღეს ჰეშკილში ასულა და ცუდადაა.
-წავიდეთ, წნევა აქვს?-სწრაფად დავიძარი გასასვლელისკენ
-ჰო მაღალი წნევები აწუხებს ხოლმე, ელენე მისმინე თუ გინდა სასტუმროში დაგტოვებ და...
-არა მეც წამოვალ.-მოვუჭერი მოკლედ.
-გზაში რამდენჯერმე გავხედე ანდროს დაძარღვული ხელი საჭისთვის მოეკიდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა, თითქოს ჩემო მზერა იგრძნო და ნაცრისფერები მომანათა სწრაფად გავატრიალე თავი.
ეზოში შევედით ყველაფერი ჩაბნელებული იყო.ანდრო წინ დაიძრა მაგრამ ორი წამით შეყოვნდა და უკან მოტრიალდა.
-იცი... მე ვერ დაგაძალებ, უბრალოდ თუ შენ სვანეთში დარჩები მე ძალიან გამიხარდება.
პასუხი ახლავე არ მითხრა... მინდა ჩემს გვერდით იყო ..-ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან-მიშგუ გვი ხი-ჩაიჩრჩულა ჩემს ტუჩებთან.
-გილოცავვვვ, სიურპრიზიიი-შეძახილები გავიგე, თითქმის დახუჭული თვალები სწრაფად დავჭყიტე
ეზო უამრავი ფერის ნათურით მოერთოთ, ბავშვები კი სამალავებიდან გამოვიდნენ და ჩვენსკენ დაიძრნენ, ანდროს დაბნეულმა შევხედე თითონაც ვერ გაეგო რა ხდებოდა.
პირველი თათული და მარიამო მომახტნენ.
-ჩემო წეწენე გილოცავვვ,
-მალატ გილოცავვ-გაჰკიოდა თათულიც და მაგრად მეხვეოდნენ
-მოიცა შენ ჰო ცუდად იყავი-გავწიე მარიამო
-აბა მიხვდეს ახლა, სიურპრიზიიი-ხელები გაშალა მარიამომ და გადაიკისკისა
-გაიწიეთ ამის მერე მე ვულოცავ-თოკო გვერდით გასწია მათემ- დიდი გოგო გამეზარდე ქალბატონოო და ხასიათი გამოგსწორებოდესთქო გისურვებდი მარა მაგას მამა ზეციერიც ვერ მოახერხებს ამიტომ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
-გილოცავ ბებო-გულში ჩამიკრა თინა ბებომ, როგორი თბილი ქალია ღმერთო
-ნუ მიყურებ კოპებშეკრული- გახედა ანდროს.-ბავშვებმა მთხოვეს-გაუცინა საყვარლად.

**********
-გოგო მოიცადეე... სურვილი ჩაიფიქრეე ისე არ ჩააქრო... -ყურში ჩაჰყვირის მალატს გურული.

-თამადა ვარ-გადმოგვძახა სუფრის თავში წამომჯდარმა თორნიკემ, ყველა ვსვავთ დღეს.

-ეხლა იმ გრძნობის სადღეგრძელოა ყველას, რომ გვაგიჟებს...

-ეგ გუნდა მომხვდება და წითელი აგენთება.

-მარიამ...-უყვირის მოგუნდავე ბავშვებს შორის მყოფ მარიამს დათა.
-რა გინდა ბიჭო, ვერ ხედავ გვბომბავენ.-უკან იხედება და დაჩოქილ დათას ხედავს
-ცოლად გამომყვები, ყველაზე გიჟო და გადარეულო არსებავ მსოფლიოში?-ეკრიჭება დათა

მარიამს სახე უბრწყინდება ბატონი დათასკენ მირბის და მაგრად ეხვევა ორივე თოვლში ვარდება.

მათე და ლილე კუსკუსებიიი... სიცილით სკდებიან. ჩემს წინ მალატი დგას და ღმერთო რას ხედავს ჩემი თვალები მალატის ხელი ანდროს ხელებში მოუქცევია და უთბობს, არ გეჩვენება შვილო თათულიი...,გურული თავის შეყვარებულთან ერთად დგას ხელი გადაუხვევია და ეხუტება (ბატონმა გადაწყვიტა ხელი რომ ჩავალთ მერე თხოვოს) თოკო ვიდეოს იღებს და თან კომენტარებს ურთავს. დემანა უკნიდან მეხუტება და ძლიერად მხვევს ხელებს.

-ოღონდ ერთი პრობლემაა აქ, ბეჭედი ვერ ვიშოვეთ, მაგრამ მე ხომ ორიგინალურობის მამა ვარ, ამიტომ ამ ნახევარმთვარით გთხოვ ხელს-ხელში აფრიალებს ოქროსფერი ნახევარმთვარის ყელსაბამს.

-მარიამოს ეცინება და ყურში რაღაცას უშურშულებს დათას.

-ჩვენც გვითხარით, ჩვენც აქ ვარ...ისმის მხიარული შეძახილები

-თანახმა ვარ ყვირის მარიამო. რასაც მოჰყვება:

თამადა მე ვარ

მეჯვარის კაბის ფერს მე ვარჩევ არ მაინტერესებს

ტანგო უნდა ვიცეკვო ვინმე კარგი გოგო გამიჩითეთ

აუ წინასწარ გეუბნებით  მეფე პატარძლის გაპარვა არ იყოსს

ბავშვს მე ვნათლავ



მერი ???? ვინი ????სარა????
პირველი მცდელობაა და იმედი გვაქვს კარგი გამოგვივიდა, ცოტა რეალური და ცოტაც არარეალური პერსონაჟები შემოგთავაზეთ ????☀️



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

მომეწონაა ძალიაან ❤️❤️ მადლობაა შენ ამისთვისს ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzaan momewona, kargadaa vixalise, sayvareli gmirebi iyvnen yvelani:-)????

 


№3 სტუმარი სტუმარი taa

vau saocrebaaa

 


სტუმარი ნინო
მომეწონაა ძალიაან ❤️❤️ მადლობაა შენ ამისთვისს ❤️

ვაიჰ მადლობაა ????❤❤❤

სტუმარი Mariamimari
Dzaan momewona, kargadaa vixalise, sayvareli gmirebi iyvnen yvelani:-)????

❤❤❤❤❤

სტუმარი taa
vau saocrebaaa

????❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

მომეწონა თუ პირველი იყო მართლაც ყოჩაღ ვიმხიარულე

 


სტუმარი მაკო
მომეწონა თუ პირველი იყო მართლაც ყოჩაღ ვიმხიარულე

კიი პირველი იყო, მიხარია თუ მოგეწონათ ❤❤

 


ძალიან ვიხალისე. ცოტა მოულოდნელი დამთავრება იყო ,მაგრამ მაინც ამამხიარულე <3

 


_კატერინაააა_
ძალიან ვიხალისე. ცოტა მოულოდნელი დამთავრება იყო ,მაგრამ მაინც ამამხიარულე <3

მიხარია თუ მოგეწონათ ♡ ❤❤

 


№9  offline წევრი sofi_sofiaa13

ამაზე საყვარლობა მგონი არაფერი წამიკითხავსს
--------------------
ფეფო

 


sofi_sofiaa13
ამაზე საყვარლობა მგონი არაფერი წამიკითხავსს

❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent