ესე არ იტყოდა ზარატუსტრა 1
ოცდათხუთმეტი? არა, არა , ოცდათვრამეტი ნაბიჯი და ვერავინ შემამჩნევს. გადასასვლელზე ხალხს შევერევი, რომ ხალხმა ვერ დამინახოს. იქნებ ფეხი გადამიბრუნდეს, იქნებ ჩემი არეული სუნთქვა შენიშნონ. ბარძაყები მიჭერს. შეამჩნიეს. ვიღაცამ შეამჩნია ჩემი ზედმეტი წონა. არ მაქვს უფლება, ჩემ თავთან დამარცხების უფლება არ მაქვს. სახე მიხურს, სუნთქვას ვერ ვიჭერ, მე კი არ მაქვს უფლება, რომ მათ დამიჭირონ. შავი კაპიუშონის ქვეშ ოფლი შუბლის ძარღვს მიუყვება, ჭუჭყიანი, ქერა თმა უკვე აორთქლებულ ოფლზე მაქვს მიმხმარი. ვგრძნობ,ვიცი რომ ასეა. გადასასვლელს თავს ვარიდებ. ვხედავ, რომ ველოსიპედით, ჩემკენ მოდის თინეიჯერი და თვალებში მაშტერდება. მოგიტყან! შემამჩნია! * ერთი კვირით ადრე* - საყვარელო, შენი პრობლემები შენს თავშია, გესმის? შენ კი, როგორ გითხრა, პრობლემებს აწვები, შენს თავს აწვები და უფრო ღრმად ძირავ სიშავეში. დამოკიდებული ხარ ნიკოტინზე? ესეიგი სუსტი ხარ. იცი, ჩემი მეუღლე მწეველია, თუ არ დაანებებს დავშორდები. ანუ, მე არ მინდა სუსტთან ყოფნა. მაშინ ვისღა ენდომება შენთან?! - კალამს წრეზე მიტრიალებს ხუივოზნაეტიდან მონძრეული ფსიქოლოგი და მინდა რომ პირდაპირ გუგაში დავარჭო მრგვალთავიანი საწერი, მელნისფრად შევუღებო დაშაბლონებული თვალები. ღრმა ნახტომით ისუნთქავს ოც პროცენტიან ჟანგბადს ჩემი ფილტვები, გონებას კიდია ატესტატი, თუ ვერც აიღებო,- მეძახის. ვგრძნობ, როგორ ასკდება ტუჩებს სიტყვები, ბგერები ტალღებს წარმოქმნიან და მესმის ჩემი პირიდან ნათქვამი:- და თქვენ ვინ გტყნავთ? ადრე მეუბნებოდნენ :- ლოლა, შენ ძალიან ამაყი ხარ, თავს მოუფრთხილდი. - რა იცოდა, რომ მსგავსი ლაპარაკი სიამაყეზე მირტყამდა. როგორ გინდა რომ გააგებინო. სამაგიეროდ, უღიმი და მიდის. შემდეგ მეუბნებოდნენ:- ლოლა, ასე ვერ შეიყვარებ და ვერც ვერავინ შეგიყვარებს, თავს მოუფრთხილდი. - ამ პერიოდში სიამაყე მე მირტყამს , აგრესია - ნერვებს, ვერ ვაკონტროლებ და პირში ვახლი:- ქალბატონო, ჯერ მძულს, მერე მიყვარდება, აი თქვენი არსებობა კი მეტაფორულად ძლიერ ....ზე . ცოტა ხნის წინ მითხრეს:- ლოლა, იდეალურობა კარგია,მაგრამ სულ ნუ გადაგვივლი, დაგვასვენე! მონოლოგი ჩაამთავრა თუ არა ლაშამ, ძლიერად მოვუქნიე დერეფანში დაგდებული, პირველკლასელის მაკრატელი. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ საოკმაოდ დაიცალა. ძირს დავარდნილთან ჩავიმუხლე, შუბლზე ტკბილად ვაკოცე, კლასში შევბრუნდი და მერხს ფიქრებში წასული მივუჯექი. ის დღე იყო, რომ დირექტორთან პირველად ჩამიყვანეს. მოადგილის დანგრეულ კაბინეტს გავცდით და გარემონტებული ოთახისაკენ გადავინაცვლეთ. - მალინას გემო დაუჭირეთ, პატივცემულო? - ცალყბად ვუცინი დირექტორს, რომელსაც მალინის ჩაისათვის ხელები მაგრამ შემოეხვია და მისკენ მთელი სისწრაფით მიეწია. - ლოლა! შენი სინდრომი, როგორც ხედავ.. ეს უბრალოდ, ტრაგიკულია, ხვდები? შენი საქციელები, ახსნაც კი არ აქვს. მინდა , რომ.. უფროსწორედ, ჩემი მოთხოვნაა, რომ ფსიქოლოგთან გაიარო კონსულტაცია. სხვა შემთხვევაში სკოლას ვერ დაამთავრებ! ................................................................................................................. ფსიქოლოგის ყუთიდან გამოქცეული, შენახულ, ნახევრად ჩამწვარ ღერს ვუკიდებ და არანაკლებ ცეცხლმოკიდებული ვექაჩები. შევსებული ლოყები მაქსიმალურად მეზნიქება, კვამლს პირში ვაგუბებ და ფილტვებამდე გაგზავნას ვერ ვასწრებ, რომ ხარხარი მეწყება. კუთხეში მიწოლილი მათხოვარი გვერდულად მიყურებს და მეუბნება:- ღმერთი მკვდარია. სიცილისგან მოკვდა ღმერთი. ესე იტყოდა ზარატუსტრა. კმაყოფილი მიყურებს, ჩემი ხარხარი კი უარესდება და მაყრუებს. - არა მეგობარო. ესე არ იტყოდა ზარატუსტრა. - მაშ, რას იტყოდა?! - არ იტყოდა, მათხოვარო. სიცილით მოკვდებოდა! რაღაც ჩაიბურტყუნა, გალეულმა, მე კი ის ამოვწურე და აღარ მაინტერესებდა. მახსოვს როგორ ჩავუარე დისორიენტირებულმა შემხვედრი კაფის ვიტრინას და დავინახე! შრამი ჰქონდა, უშველებელი. თვალის ჭრილს მიუყვებოდა და ვინ იცის სად მთავრდებოდა. მივხვდი რომ მძულდა, საშინლად მძულდა! რას არ მივცემდი, შრამის გაღრმავების უფლება რომ მქონოდა. დარეტიანებული შევვარდი კაფეში, სქელი მენიუ ხელიდან ავართვი უცნობს და შევუყვირე:- მინდიხარ! და ამ წამს, ცხოვრებაში პირველად, მივხვდი რომ იმპოსტორის სინდრომი ძალიან, ძალიან მაგარი რაღაც იყო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.