ვნებების ქარცეცხლში (2 თავი)
II თავი გქონიათ მომენტი როცა სიზმარს და რეალობას ერთმანეთისგან ვერ არჩევთ? - აი დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვარ ახლა, მგონია სიზმარში ვარ, სადაც ჩემი ნებისმიერი სურვილი ახდება, ფრენა მსურს? შემიძლია უბრალოდ ხელები გავშალო და გავფრინდე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ღრუბლებში დავფრინავ და ზემოდან ვუყურებ საკუთარ თავს. ვუყურებ ნინეს, რომელიც ჯერ კიდევ გაოცებული დგას და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ ხანს ვიდექი ასე გაშეშებული და ვცდილობდი გონებაში გადამეხარშა ის, რაც ამ ოთახში მოხდა რამდენიმე წუთის წინ. კიდევ დიდი ხანი მომიწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა რომ არა ტელეფონის ზარი. მომენტალურად გამოვერკვიე ფიქრებიდან და ტელეფონს დავწვდი. ტასო იყო ალბათ ნერვიულობდა ასე რომ გავქრით. - ხო ტასო - ვუპასუხე დაქალს და ჩემი ხმა თავად ვერ ვიცანი ისე მიკანკალებდა. - ნინე კარგად ხარ? მათემ მითხრა რომ უეცრად წახვედი ვიღაცასთან ერთად, რა ხდება მშვიდობაა? ვისთან ერთად ხარ? - ვიღაცასთან ერთად არა ვაჩესთან ერთად წამოვედი, სახლში ვართ უკვე, ტას დავიღალე და დავიძინებ რა... კარგად ვარ უბრალოდ თავი მტკივა ცოტა და ნუ ინერვიულებ შენ. - ნინე რაღაც მოხდა შენი ხმა არ მომწონს... ვაჩემ რამე დაგიშავა? იცოდე ჩემი ხელით მოვკლავ ხომ იცი... - არ ცხრებოდა ახვლედიანი - არა ტასო.. ყველაფერი რიგზეა დავიღალე და დავიძინებ... დილით ვილაპარაკოთ - უცებ მივაყარე სათქმელი და გავუთიშე. ვიცოდი რო ნერვიულობდა მაგრამ ახლა არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა ჯერ მეც ვერ ვიგებდი რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ. სასწრაფოდ გავიძრე კაბა და სააბაზანოში შევედი, ახლა მხოლოდ გრილ წყალს თუ შეეძლო ჩემი გონზე მოყვანა. შხაპის ქვეშ დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ვგრძნობდი როგორ მიჭირდა სუნთქვა, სასწრაფოდ გამოვედი მოვწესრიგდი და საცვლების ამარა შევწექი საწოლში. აი აქ დაიწყო რეალობის გაანალიზება. თავში სრული ქაოსი მქონდა ვაჩესგან არ მოველოდი მსგავს ნაბიჯს. მართალია ეს ყველაფერი მომწონდა ბოლოსდაბოლოს შეყვარებული ვარ მასზე, მაგრამ მას არასდროს გამოუხატავს ჩემდამი ინტერესი, მისთვის ყოველთვის პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც ისევ წიწილას ეძახდა და გასაბრაზებლად ლოყებს უწელავდა. არასდროს მიგრძვნია მისგან სხვა დამოკიდებულება და ეს უარესად მაგიჟებდა. ერთ წამს გავიფიქრე რომ ავმდგარიყავი და პასუხი მომეთხოვა ყველაფრის გამო, მაგრამ მალევე გადავიფიქრე, რადგან ახლა ნამდვილად არ შემეძლო ვაჩესთან ახლოს ყოფნა საშინლად მაბნევდა და უარესად მაგიჟებდა. დიდ ხანს ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა ხვალ, ან რას მოვიმოქმედებდი საბოლოოდ ისევ ვაჩეზე ფიქრებში ჩამეძინა თუმცა ამჯერად სასიამოვნოდ გაბრუებულს. ტასოსთან გაოგნებული დავრჩი, როცა მათე მოვარდა და გვითხრა რომ ნინე ვიღაცასთან ერთად წავიდა. პირველი რა თქმა უნდა ჩემი ძმა ვიფიქრე, მაგრამ ნინესთან დარეკვა მაინც გადავწყვიტე. მის პირველივე სიტყვაზევე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, ხმა ისე უკანკალებდა. შევატყე საუბარს თავს არიდებდა, არ დავაძალე რადგან მივხვდი, რომ კარგად არ იყო თუმცა იმ ფაქტმა, რომ ვაჩესთან ერთად იყო და უკვე სახლში იყვნენ ცოტა დამამშვიდა. ბიჭებს გამოვემშვიდობე და მეც ჩვენი მაგიდისკენ წავედი რომ ჩანთა ამეღო და სახლში წავსულიყავი. - აბა ტასუნა ვინ არიან ის ბიჭები? რაღაცას გვიმალავთ შენ და ნინე ვატყობ - მისვლისთანავე მომახალა ლუკამ - აუ ლუკიტო ახლა არ დაიწყო, კურსელები არიან - ლუკიტო გამოვკვეთე და მის კალთაში მჯდომ ქერას შევხედე, რომელიც სიცილის შეკავებას ამაოდ ცდილობდა. - მაგის გამო მოგეკითხება იცოდე - კბილებში გამოსცრა ლუკამ - ნინე სადაა? არც ვაჩე და იოანე გამოჩენილან კაი ხანია - იკითხა საბამ - ნინე დაღლილი იყო და ვაჩემ წაიყვანა სახლში ახლა ველაპარაკე ტელეფონზე, იოანე ნამდვილად არ ვიცი, აქვე იქნება ან ნახავდა ვინმე თოჯინას და მასთან იქნება - ისე ვთქვი თითქოს საერთოდ არ მადარდებდა და საკუთარ სიტყვებზე თავადვე გავბრაზდი. - მოკლედ დაგემშვიდობებით ბავშვო რა... მეც დავიღალე და სახლში წავალ. - მოიცადე, მარტო ხომ არ წახვალ თან მანქანაც ვაჩეს წაუყვანია, ჩვენ გაგიყვანთ - შემომთავაზა საბამ და წამოდგომა დააპირა - არა, საბა ჩემს გამო რატო უნდა წამოხვიდეთ... ტაქსს გავაჩერებ და წავალ მართლა არ არის საჭირო - ბავშვებს დავემშვიდობე და სანამ კლუბიდან გავიდოდი საპირფარეშოში შესვლა გადავწყვიტე, რომ ცივი წყალი შემესხა სახეზე და გონს მოვსულიყავი. ის იყო ქალების საპირფარეშოში უნდა შევსულიყავი, როცა დავინახე მოპირდაპირე კედელზე არაბულს როგორ ყავდა აკრული ვიღაც წითური და გაშმაგებით კოცნიდა. წამიერად გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, როცა ვხედავდი როგორ დაატარებდა გოგოს სხეულზე თავის ხელებს. - რას მოგვშტერებიხარ ? - გონს წითურის ხმამ მომიყვანა და გაფითრებულმა შევხედე არაბულს, რომელსაც თავის საქმე შეეწყვიტა და მე მიყურებდა - ასე ძალიან მოგწონს ჩვენი ყურება - საშინლად წიკვინა ხმით ამოისისინა წითურმა და ტუჩები იოანეს მიაკრო. - არა საყვარელო გულის რევის რეფლექსს ვავარჯიშებდი - არ ჩამოვრჩი წითურს საფირმო ღიმილი ვაჩუქე და სწრაფად შევედი საპირფარეშოში თორემ მართლა გული ამერეოდა. ნიჟარას დავეყრდენი და საკეში საკუთარ თავს შევხედე. ჩემი თვალები ვერც კი ვიცანი ბრაზისგან ისე ელავდა. ვერ ვხვდები ასე რატომ მემართებოდა ან რატომ მქონდა იოანეზე ასეთი რეაქცია... საკუთარი თავის გამოჭერამ უარესად მომიშალა ნერვები, სწრაფად მოვწესრიგდი და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ იოანე ამესვეტა კართან და ისევ უკან მიბიძგა, კარის საკეტი რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და ჩემკენ წამოვიდა. - საით მიიჩქარი პატარა ქალბატონო? - ამათვალიერა იოანემ და ჩემი მიმართულებით სვლა გააგრძელა, მე კი ნელი სვლით ვაგრძელებდი უკან დახევას სანამ საბოლოოდ კედელზე აკრული არ აღმოვჩნდი. - იონე რას აკეთებ გაგიჟდი? - სიბრაზე გამერია ხმაში და ვატყობდი დაბნეულობა როგორ გადადიოდა მრისხანებაში. - არაფერს არ ვაკეთებ პატარა ქალბატონო, ეს შენ შემიშალე ხელი და ახლა უბრალოდ ვფიქრობ როგორ დაგსაჯო. - ზედმეტად ახლოს მოვიდა არაბული და ზემოდან დამხედა. - დავისაჯო? შენ სულ გააფრინე? მომშორდი სახლში მივდივარ - ვცადე იოანე გამეწია და ხელი ვკარი თუმცა ძვრაც ვერ ვუყავი. ის კი იდგა მშვიდად და საშინლად კმაყოფილი მზერით მიყურებდა. - ეს კაბა ძალიან გიხდება პატარავ - ისე თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგია მომიახლოვდა და ყურთან ჩამჩურჩულა - მაგრამ საინტერესოა მის შიგნით რა იმალება, ნუთუ ის საცვალი, რომელიც თავად ამოვარჩიე და ჩემს წარმოდგენებში საშინლად გიხდებოდა - უფრო მეტად დაიხარა და ცხელი სუნთქვა მომაფრქვია კისერზე. სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და წამით თვალებიც კი მიმელულა მაგრამ ტვინმა მალევე გადახარშა მისი სიტყვები და ახლა მთლიანად ბრაზმა მომიცვა. - რეებს ბოდავ საერთო და რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს - უკვე ყვირილზე გადავედი - მომშორდი იცოდე იოანე და თვალით არ დამენახო, გარყვნილი და საშინლად უტაქტო ხარ, არ გეგონოს ჩემთანაც ისე გაგივა როგორც იმ წითურთან ხუთი წუთის წინ, გახსოვდეს ვის ელაპარაკები - ბოლო სიტყვებმა მუქარასავით გაჟღერა და მთელი ძალით ვკარი ხელი რომ მომეშორებინა და წავსულიყავი. - კარგი რა ტასო, ასეთი რა ვთქვი ასე რომ გადაფსიხდი... ტყუილი ხომ არაფერი მითქვამს - თვითკმაყოფილი იდიოტი, ისე მიყურებდა თითქოს არაფერი მომხდარა. - კარგად დაიმახსოვრე და გაიაზრე როგორ უნდა ელაპარაკო რიგით კა...ბს და როგორ ძმაკაცის დას... ილოცე რომ ვაჩემ არ გაიგოს ამ საუბრის შესახებ - ბოლოჯერ შევხედე არაბულს და გიჟივით გამოვვარდი კლუბიდან. გამიმართლა რომ ტაქსმა მაშინვე გამოიარა და სახლისკენ ავიღე გეზი. ძალიან გაცოფებული ვიყავი და ურჩევნია არაბულ თვალით არ დამენახოს. ხო არ ფიქრობს რომ ისე მომექცევა, როგორც ერთ ღამის გოგოებს, იდიოტი. ან საერთოდ როგორ გაბედა ძმაკაცის დისთვის ასეთი რამ ეთქვა, როცა კიდევ ერთი თვე ერთად უნდა ვიცხოვროთ. გონებაში მილიონჯერ გავლანძღე არაბული და ვერც კი შევამჩნიე ისე გაჩერდა ტაქსი ჩვენი სახლის ეზოსთან. მძღოლს ფული სწრაფად გადავუხადე და სახლში შევედი. ძალიან გაცოფებული და დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ ვერ მოვისვენებდი, რომ ნინე არ მენახა, მითხრა რომ დაძინებას აპირებდა მაგრამ მაინც ვიმედოვნებდი რომ დღესვე შევძლებდი ყველაფრის მოყოლას თორე სიბრაზისგან ალბათ მალე გავსკდებოდი. სახლში სიჩუმე იყო არც სინათლე ენთო მეორე სართულზე როგორც კი ავედი პირდაპირ ნინეს ოთახში შევედი, როგორც ჩანს მართლა დაღლილი იყო რადგან უკვე ეძინა. შუბლზე ვაკოცე და ფრთხილად გამოვედი ოთახიდან. გადავწყვიტე ჩემი ძმა მენახა სანამ დავიძინებდი იქნება იმას მაინც ამოეთქვა რა მოხდა სინამდვილეში. - ვაჩე აქ ხარ? - კარი ფრთხილად შევაღე და ოთახს თვალი მოვავლე... - აივანზე ვარ ტასო - გამომძახა აივნის კარიდან. არ ვიცი საქმე რაში იყო მაგრამ აშკარად სერიოზული მოხდა რაღაც, ჩემი ძმა ნერვიულად დადიოდა და სიგარეტს ეწეოდა. ზოგადად ვაჩე არ ეწევა თუმცა სიგარეტი ყოველთვის ქონდა გადანახული იმ მომენტისთვსი თუ რაიმე პრობლემა ექნებოდა ან რამე სერიოზული მოხდებოდა. ამაში ხედავდა განტვირთვის გზას. ამით ვხვდებოდი ხოლმე რომ ჩემი ძმის თავს რაღაც ხდებოდა, ზუსტად ეს სიტუაცია დამხვდა ახლაც. - ვაჩე რა ხდება მეტყვი? - ვკითხე აივანზე გასულმა და თვალით სიგარეტზე ვანიშნე. - არაფერი ტასო არ შეიძლება უბრალოდ მოვწიო? - ვაჩე ხო იცი ვერ მომატყუებ, შენ უბრალოდ არასდროს ეწევი და ამოთქვი ბოლოსდაბოლოს რა მოხდა. - ტასო გთხოვ ახლა ტვინს ნუ გამიბურღავ, არაფერი მომხდარა უბრალოდ მინდა და ვეწევი - არ ტყდებოდა ჩემი ძმა. - ხომ იცი რო დილით მაინც ყველაფერს გავიგებ როგორც კი ნინე გაიღვიძებს, იცოდე რამე თუ მოხდა და ნინეს აწყენინე ჩემი ხელი მოგკლავ - ვხვდებოდი რომ რაღაცას მიმალავდა და უკვე სიბრაზე მიპყრობდა. - ტასო გთხოვ შენ ნუღა დამიმატებ, ისედაც არეული მაქვს თავსში ყველაფერი - თითქოს დანაღვლიანდაო სიგარეტი ჩააქრო და სავარძელზე ჩამოჯდა. დიდი ხანია ასეთი ვაჩე არ მინახავს ისეთი მზერა ქონდა თითქოს სადღაც უსასრულობაში იყურებოდა. - მართალი ხარ რაღაც დავაშავე და ხვალ ისედაც გეტყვის შენი დაქალი, ახლა უბრალოდ შემეშვი გთხოვ. - ხელები თავზე მოიჭირა და თვალები დახუჭა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საკუთარ აზრებს გაურბოდა. - ვაჩე, ასეთი რა დააშავე მითხარი და საერთოდ როდიდან ვუმალავთ ერთმანეთს რაღაცებს? - ნაწყენი მის წინ ჩავიმუხლე და ჩემ ძმას შევხედე - მომიყევი რა მოხდა. - ტასო ნინეს უკვე ვაწყენინე და გთხოვ ნუ მაიძულებ ამის მოყოლას რადგან ზუსტად ვიცი ძალიან გაბრაზდები და არ მინდა შენც გაწყენინო - ხელით სახეზე მომეფერა - ნინე მოგიყვება დილით ახლა კი მიდი და დაიძინე. - შუბლზე მაკოცა და ოთახში შევიდა. მივხვდი, რომ დაძალებას აზრი არ ქონდა იმ ფაქტმა რომ რაღაც დააშავა ძალიან გამაბრაზა მაგრამ ჩემ ძმას რომ ვუყურებდი გული მეკუმშებოდა ისეთი ნაღვლიანი იყო. დავემშვიდობე და ჩემს ოთახში გავედი. როგორც ჩანს არცერთი ჩვენგანისთვის გამოდგა ეს საღამო კარგი, ნუ ჩემთვის ვაჩესთვის და ნინესთვის ნამდვილად არა აი იოანეზე რა გითხრათ. მისი გახსენება და ისევ გაბრაზება ერთი იყო. ვეღარ ვიგებდი უკვე რაზე მეფიქრა იმაზე, რაც იოანესთან მოხდა თუ ნინეს და ვაჩეს პრობლემაზე, რომელიც ვერ გავიგე რაში მდგომარეობდა. სწრაფად მივიღე შხაპი, საღამურები ჩავიცვი და სამზარეულოში ჩასვლა გადავწყვიტე წყლის დასალევად. ახლა მთლიანად იმაზე ვიყავი გადართული რა აწყენინა ვაჩემ ნინეს ასეთი ხმა რომ ქონდა ტელეფონში. ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ შევედი სამზარეულოში და ჭიქა წლით ავავსე. - არ მეგონა ჩემი სიახლოვე ასე თუ დაგაბნევდა. - ზურგიდან იოანეს დაბალი ხმა მომესმა და შიშისგან ადგილზე გავიყინე. - ტასო კარგად ხარ? - ხმა რომ არ გავეცი ვიგრძენი როგორ დაიძრა ჩემი მიმართულებით. - კი, კარგად ვარ - წყალი მოვსვი და მისკენ მივტრიალდი. ჩაბნელებულ სამზარეულოში მხოლოდ ქუჩიდან შემოღწეული ლამპიონის სინათლე აღწევდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა მისი უსაზღვროდ მწვანე თვალებიდან წამოსული იდუმალება და ვნება აღმექვა. - გაიწია დასაძინებლად მივდივარ - ოდნავ უხეში ტონით მივმართე არაბულს რომელიც უკვე ჩემს წინ იდგა და გასასვლელს მიღობავდა. - არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს? - მკითხა მოულოდნელად ისე თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგია. - და შენ ფიქრობ? - არც მე ჩამოვრჩი და საერთოდ ვერ ვხვდები რა მქონდა მასთან სალაპარაკო. - კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ ტასო - მისმინე იოანე, დღეს ერთადერთი ვინც დააშავე ეს შენ იყავი და ახლა მეკითხები სალაპარაკო გვაქვს თუ არა? - ვკითხე შედარებით დამშვიდებულმა, რადგან ეს დაძაბულობა უკვე ბოლოს მიღებდა. - არა მე ნამდვილად არ მაქვს რამე სათქმელი. - კარგი მართალი ხარ აღარ შეგედავები, ცოტა ზედმეტი მომივიდა და ბოდიშს გიხდი ამის გამო. - მისგან ბოდიში საკმაოდ მოულოდნელი იყო - უბრალოდ ისეთი მადის აღმძვრელი იყავი თავი ვეღარ შევიკავე - აი ნამდვილი არაბულიც დაბრუნდა. - იოანე საწყის პოზიციას რომ ვუბრუნდებით თუ ატყობ... ბოდიშს მიხდი და იმავეს აგრძელებ, მინდა გითხრა საერთოდ არ გამოგდის ბოდიშის მოხდა. - ბოდიშს მხოლოდ იმიტომ ვიხდი, რომ არ მინდა შენთან დაძაბული ურთიერთობა თორემ მე ისევ ჩემს აზრზე ვარ და საერთოდ არ ვნანობ - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა. მისი სიახლოვე საშინლად მაბნევს მიუხედევად იმისა, რომ ჩემს ნერვებზე მოქმედებს და მამწარებს რთულია იმ გრძნობების დაიგნორება, რასაც მისი სიახლოვისას განვიცდი. - მოდი უბრალოდ დავივიწყოთ ეს ინციდენტი და თავიდან დავიწყოთ რას იტყვი? - კითხვის ნიშნიანი თვალები შემომანათა და თმა ყურსუკან გადამიწია, აი ეს ნამდვილად იყო ის რამაც მთელს სხეულში ჟრუანტელი მომგვარა. მისი ერთიც შეხებაც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ მთლიანად გავბრუებულიყავი. - ტასო მისმენ? - მკითხა დაბოხებული და ვნებამორეული ხმით. - მოდი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი იოანე ისედაც ბევრი საფიქრალი მაქვს უბრალოდ მინდა რომ აკონტროლო შენი ქმედებები და დაფიქრდე მანამ რამეს გააკეთებ - ვეცადე მაქსიმალურად მშვიდი და კატეგორიული ვყოფილიყავი, მისი შეხებისგან გამოწვეული ვნება კი საკუთარ თავში ჩავკალი და ბნელ კუთხეში მოვისროლე - არ მინდა დაძაბულობა მაშინ, როცა ერთად გვიწევს ცხოვრება, და თუ ნორმალურად მოქცევა არ შეგიძლია ჯობს ჩემგან თავი შორს დაიჭირო. - ეს ვთქვი და ხელის ნელი მოძრაობით გავწიე რომ სამზარეულოდან გამოვსულიყავი. - თავად არ მოგინდება რომ შენგან თავი შორს დავიჭირო, გპირდები! - მომაძახა როცა უკვე კიბეებზე ავდიოდი. არა მაინც როგორი ხეპრეა თან ბოდიშს იხდის და თან იგივეს იმეორებს, ნამდვილად გადამიყვანს ჭკუიდან. იმ ღამეს ბევრი აღარ მიფიქრია მომხდარზე, ძალიან დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა. დილით ცხრა საათი ხდებოდა საშინელმა სიცხემ რო გამაღვიძა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეძინებოდა სიცხისგან შეწუხებულმა ისევ ადგომა და გრილი შხაპის მიღება გადავწყვიტე. როგორც კი აბაზანიდან გამოვედი ეგრევე ნინეს შევეჩეხე, რომელიც ახალი შემოსული იყო ოთახში. - როგორ მოხდა ასეთ დროს რომ გღვიძავს - სიცილით ვუთხარი დაქალს - ტასო საშინლად მეძინა ისედაც, ერთი სული მქონდა გათენებულიყო - სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა წერეთელმა და საწოლზე ჩამოჯდა. - მოყევი ნინე, რაც გუშინ მოხდა და აზრადაც კი არ გაივლო რომ მომატყუო, ის უკვე ვიცი რომ ჩემმა უტვინო ძმამ რაღაც დააშავა მაგრამ რა დააშავა ამოღერღე სასწრაფოდ. - და შენ საიდან იცი? - პირველ რიგში შენი აკანკალებული ხმიდან, როცა დამირეკე და მეორეც გუშინ რომ მოვედი შენ გეძინა უკვე, ამიტომ ვაჩესთან შევედი ვიფიქრე რამეს მეტყვი თქო მაგრამ შენც არ მომიკვდე, ის ძლივს ვათქმევინე რომ რაღაც დააშავა... ხოდა გელოდები ახლა დეტალებში მოყევი ყველაფერი. გაშეშებული ვიჯექი საწოლზე და ვუსმენდი ნინეს მონაყოლს. იმ ფაქტმა რომ სცენები დადგა ჩემმა უტვინო ძმამ გამაბრაზა, მაგრამ როგორც კი წერეთელმა კოცნის სცენა ახსენა იქ სულ გამოვშტერდი. - მოიცა ახლა ამბობ რომ ჩემმა ძმამ გაკოცა? ტუჩებში? და შენ რა ქენი? - ვერ ვიჯერებდი ნინეს მონაყოლს. - რა უნდა მექნა ტასო გაგიჟდი? მხოლოდ დილით გადავხარშე რაც გუშინ მოხდა ისე ვიყავი გათიშული რა უნდა მექნა. - ანუ გამოდის არც ჩემი ძმაა გულგრილი - ოდნავ მხიარული ტუნით ვუთხარი დაქალს და ტაში შემოვკარი. მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე ვეღარ ვიგებ ეს ფაქტი უნდა მახარებდეს თუ მაბრაზებდეს. - ტასო რაზე ლაპარაკობ საერთოდ, ტიპმა ჯერ სცენები მომიწყო მერე ბოდიში მომიხადა, მაკოცა და ისიც მომაძახა ჩემი საკუთრება ხარო, შენ საერთოდ ხვდები რა ხდება? ეს ყველაფერი უჩვეულო არ არის? თან იმ ადამიანისგან რომელიც ჯერ კიდევ გუშინ დილით წიწილას მეძახდა და ხუთი წლის ბავშვივით მიჩეჩდა თმას. არასდროს სხვანაირად არ შემოუხედავს ჩემთვის და უკვე ვეღარ ვიგებ რა დასკვნა გამოვიტანო გუშინდელიდან. - ნინე მისმინე, ხომ იცი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ჩემ ძმასაც არ მივცემ იმის უფლებას, რომ გაწყენინოს. უბრალოდ მგონია რომ ვაჩეს მოსწონხარ და ის სცენებიც იმიტო დადგა, რომ იეჭვიანა. ჩემი დაქალი ხარ მთელი ცხოვრება ერთდ მოვდივართ და ვაჩე არ გაკოცებდა ისე როგორც რიგით გოგოს და არც გაგიჟდებოდა ესე უბრალოდ. მაინც მგონია რომ ამის უკან რაღაც იმალება - ვეცადე ცოტა დამემშვიდებინა ჩემი დაქალი. - არ ვიცი ტასო ლამისაა გავგიჟდე მთელი ღამე ის მომენტი მიტრიალებდა თავში, უბრალოდ არ მინდა ურთიერთობა აგვერიოს და სულ დავკარგო. კარგად იცი რომ მიყვარს, მაგრამ არც იმის უფლებას მივცემ რომ ისე მომექცეს როგორც რიგით ნაშას. - ბრაზობდა წერეთელი - ვაჩე მასე არ მოიქცევა ნინე ხო კარგად იცნობ... ისიც იცის ჩემთვის როგორი ძვირფასი ხარ და არც კი გაივლებს აზრად რომ რამე გაწყენინოს ან დაგიშავოს. უბრალოდ დაწყნარდი. - არ ვიცი ტას უბრალოდ ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ. - ხოდა განტვირთვისთვის აუცილებლად აუზზე წავალთ და დავივიწყებთ გუშინდელ ფაქტებს. დასვენება და განტვირთვა არც მე მაწყენდა გუშინდელის მერე. - შენთან რაღა მოხდა? - მკითხა წერეთელმა. მიუხედავად იმის, რომ გუშინდელის გახსენება ისევ ბრაზს მგვრიდა ყველაფერი დეტალურად მოვუყევი დაქალს და ახლა მისი გამოშტერებული სახე უნდა გენახათ - ახლა არ შევიშალო... იოანე ნახე დროს არ კარგავს ესე იგი, ანუ რა გამოდის მოსწონხარ? - მოვწონვარ კი არა ერთი თვითკმაყოფილი ხეპრეა, რომელსაც ადგილის მიჩენა უნდა... - ისევ ვბრაზობდი არაბულის გახსენებაზე. - აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი გავემზადოთ, თათას დავურეკავ და აუზზე წავიდეთ უკვე სული მეხუთება. თათას დავურეკე გავემზადეთ და გასვლამდე სამზარეულოში შევიარეთ ყავის დასალევად. როგორც ჩანს ბიჭებს ჯერ კიდევ ეძინათ, სახლში სიმშვიდე იყო. მათი გაღვიძება და მიპატიჟება არც კი გვიფიქრია ისე დავლიეთ ყავა და აუზზე წავედით. - უკვე აუტანელია თბილისში ყოფნა - დაიწუწუნა თათამ და ვერ ვითვლი მერამდენედ შეიზილა დამცავი ლოსიონი ფეხებზე. - თათა ცოტახანს შეეშვი მაგას და ჩამოდი წყალში - სიცილით უთხრა ნინემ და აუზის კიდეზე ჩამოჯდა. - არა აი განტვირთვა და იმ ხეპრეებისგან ყოფნა მართლა გვჭირდებოდა, არ არიან ბიჭები და არ არის პრობლემებიც - კმაყოფილმა ამოვისუნთქე და მზეს მივეფიცხე. - მოდი საღამოს რამე გავაკეთოთ რა? საბაზე გაბრაზებული ვარ და მიზეზი მექნება რო არ ვნახო იქნებ მიხვდეს ვაჟბატონი - იდეა წამოჭრა თათამ - თქვენთან რაღა ხდება? - ვკითხე გაკვირვებულმა. თათა და საბა უკვე ორი წელია ერთად არიან და ამათ შორის პრობლემა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. - დავიღალე რა ტასო მგონია რომ საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე სერიოზულად. როგორც კი მომავალზე წამოვჭრი საუბარს სულ იმას გაიძახის რომ სხვა საფიქრალი არ მაქვს, მართალია ძაან ვუყვარვარ მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არც კი ფიქრობს ჩემს ცოლად მოყვანაზე. - აშკარად ნაწყენი იყო თათა - გუშინ წამოსცდა ერთად ხომ არ გადავიდეთო და მეც გამიხარდა მაგრამ რათ გინდა მაშინვე მომახალა ოღონდ ეს ცოლ-ქმრობა და ოჯახობანას თამაში არ გვინდაო . - ვერ გაუგებ ბიჭებს, ისინი უბრალოდ პასუხისმგებლობას გაურბიან, თუ უყვარხარ და თან ერთად ცხოვრებას გთავაზობს ვერ ვიგებ ქორწილის წინააღმდეგი რატოა. - თათას პოზიცია დაიცვა ნინემაც - ალბათ ეშინია ოფიციალური ურთიერთობების, ან არ ვიცი თათ ვფიქრობ ჯობს ერთხელ და სამუდამოდ დაელაპარაკო ამ თემაზე და გაერკვიო. ამის გამო არ მოიწყინო - დღეს არა რა ტასო, მინდა ვიფიქრო და დავისვენო რომ წყენამ გამიაროს. - ხოდა ჩვენთან წამოდი აქედანვე და რამე მოვიფიქროთ. - ვეცადე გამემხნევებინა. აუზზე დიდხანს აღარ დავრჩენილვართ იქიდან მარკეტში გავიარეთ რომ სასუსნავები და სასმელი გვეყიდა მერე კი პირდაპირ სახლში წავედით. სახლში მისულებს ბიჭები უკანა ეზოში დაგვხვდნენ აუზთან, რაღაცაზე საუბრობდნენ. საბა და ლუკაც მოსულიყვნენ. - ჰაი გაიზ - შორიდან მივესალმე ბიჭებს და ხელი დავუქნიე - ტასო სად გაქრით დილაადრიან? - მკითხა ვაჩემ - აუზზე ვიყავით - და ჩვენ რატო მოგვტეხეთ ტო, გუშინ არ თქვით ერთად წავიდეთო? - გადავწყვიტეთ გოგოებს მარტო დაგვესვენა და ნურც ახლა შეგვაწუხებთ, მაღლა ვიქნებით ოთახში - მივაძახე და სამზარეულოში შევბრუნდი გოგოებთან - გასვლას და მისალმებას არ ვაპირებ მითუმეტეს ის ვაჟბატონიც აქაა, ასე რომ მალე გავამზადოთ და ავიდეთ - გაბრაზებულმა გახედა ვაჩესთან მოსაუბრე საბას. - ასე გაცხარებით რაზე ლაპარაკობენ ძაან მაინტერესებს - ინტერესიანი მზერა მიაპყრო ახლა ნინემ. - დაიკიდეთ მაგათ რას გაგებთ მიდი მე პიცას და ჩიფსებს ავიტან ლუდი და პოპკორნი თქვენ წამოიღეთ - მივაძახე გოგოებს და ჩემი ოთახისკენ დავიძარი. საღამო საკმაოდ სასიამოვნო გამოდგა, ბიჭები ვიღას ახსოვდა თათამ საშინელებათა ფილმი აიტეხა და შიშისგან ვის ახსოვდა დაბლა მოყაყანე სასტავი. - ხო ვამბობდი კომედიას ვუყუროთ თქო - დუდღუნებდა ნინა და ტელეფონს ეძებდა რომ, ოთახი გაენათებინა - რა ვიცოდი ასეთი საშიში თუ იქნებოდა - თავი იმართლა თათამ შუქის და ჩამრთველისკენ გაიწია რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა... დაკაკუნება და ჩვენი სინქრონში წივილი ერთი იყო - რა გაყვირებთ? - შეშინებულმა შემოგლიჯა ლუკამ კარები - კარგად ხართ? - აქეთ-იქით აცეცებდა მაისურაძე თვალებს. - ლუკა ნორმალური ხარ? ასე ვინ შემოდის? - უყვირა ნინემ - რა ასე გოგო დავაკაკუნე და წივილი დაიწყეთ რა ჩემი ბრალია. - შუქი აანთო ლუკამ და გაშტერებული გვიყურებდა როგორ ვიყავით სამივე ერთმანეთზე ჩაფრენილები და ხელს არ ვუშვებდით - რა სახეები გაქვთ ტოო - ვეღარ მოითმინა და ახარხარდა მაისურაძე. - იდიოტო რას დაგვცინი - ვეღარ მოვითმინე და ბალიში ვესროლე - აბა რა გჭირთ ტო რა სახეებით იყურებით - არ ჩერდებოდა ლუკა და ისევ განაგრძობდა სიცილს. მის ხარხარზე ჩვენც ცოტა მოვეშვით და როგორც იქნა მოვშორდით ერთმანეთს. - რატო მოხვედი რა გინდა? - კითხა თათამ ისევ შეშინებული სახით - არაფერი მთელი დღე ჩაიკეტეთ და ვიფიქრე ავხედავ გოგოებს ხო კარგად არიან თქო... ჩამოდით დაბლა რას აკეთებთ აქ არ დაიღალეთ მაინც? - არ გვინდა დაბლა ჩამოსვლა - გაიბუტა თათა - აუუ მოგხვდებათ ახლა ჩამოდით რამე ვითამაშოთ ან რამე მოვიფიქროთ თორე იმ უჟმურების ატანა აღარ შემიძლია უკვე - დაიწუწუნა ლუკამ - იცოდე თქვენ თუ არ ჩამოხვალთ მე დაგიჯდებით აქ და არც იფიქროთ ჩემს გაგდებაზე. - კარგი ხო კარგი ჩამოვალთ და მივალაგებთ ამეებს თან- დავაშოშმინე მაისურაძე თორე ამას თავიდან ვერ მოვიშორებდით. - კარგი გელოდებით იცოდე -თითი დაგვიქნია და გავიდა ოთახიდან - აუ საერთოდ არ მაქვს იმათი თავი - ამოიწუწუნა თათამ - კარგი რა თათა სულ ასე ხო არ იქნება, ნუ მიაქცევ ყურადღებას დიდად ჩასვლა მეც არ მინდა მაგრამ ესენი მივალაგოთ და ცოტახანს გავჩერდეთ იქ... რატო უნდა გამოვიკეტოთ ოთახში მაგათ გამო. - ნინე მართალია თათა, მიდი ჩავიდეთ და ნუ გავჩერდებით დიდხანს მეძინება ისედაც და მალე ამოვიდეთ. როგორც იქნება თათა დავიყოლიეთ და დაბლა ჩავედით... ლუდის ბოთლები და ჭურჭელი სამზარეულოში შევიტანეთ და მისაღებში დივანზე ჩამოსხედით სამივე. - რას შვრებით გოგოებო? - იკითხა საბამ და თათას მიაჩერდა რომელიც საერთოდ არ აპირებდა პასუხის გაცემას. - არაფერს, ფილმს ვუყურეთ და ლუკამ გვთხოვა ცოტახანს ჩამოვსულიყავით - თათას მაგივრად პასუხი მე გავეცი. - ისეთი სახეები გაქვთ მთლად რომანტიკა არ უნდა გენახათ - ბოროტად ჩაიცინა იოანემ და აყვნენ ბიჭებიც. - უკვე ნერვებზე დაიწყეთ თამაში - ირონიულად გავუღიმე ჩვენს წინ მსხდომ ოთხეულს და ფეხები დივანზე შემოვაწყვე. - კარგი ხო, უბრალოდ რა პონტია ტო თქვენ ზემოთ თქვენ პონტში ხართ მე კიდე მიმატოვეთ ამ უჟმურებთან... ვითამაშოთ რამე. - ისევ აწუწუნდა მაისურაძე. - კარგი ვითამაშოთ - აყვა ვაჩეც - ჩვენ გვაწყობს - სამივეს ნაცვლად ნინემ გასცა პასუხი - კარგი, იოანეს და საბას არ ვეკითხები თანახმები არიან ასე რომ მოდი სიმართლე და მოქმედებით დავიწყოთ - გააჟღერა იდეა ლუკამ - მაშინ სასმელსაც დავიხმართ, თავის აცილება ვისაც მოუნდა - ახლა ვაჩე გამოვიდა იდეით და ისე რომ არ დალოდებია პასუხს ვისკის და არყის ორი ბოთლი მოიტანა. - ცნობისთვის ჩვენ ლუდი დავლიეთ და ამას ნამდვილად ვეღარ დავლევთ -თქვა ნინემ და ვაჩეს შეხედა - ხო და მოგიწევს არ აიცილოთ კითხვა ან მოქმედება და აღარც დალევა მოგიწევთ. - თვალი ჩაუკრა ნინეს და ჭიქებში ჩამოსხმა დაიწყო. - კარგი მაშინ მე ვიწყებ - წამოხტა ლუკა, სამზარეულოდან ცარიელი ლუდის ბოთლი მოიტანა და მაგიდის ცენტრში დაატრიალა. ბოთლი ვაჩეზე გაჩერდა და ჩუმად რაღაც ჩაილაპარაკა, მიხვდა კარგი დღე არ ელოდა. - ოოო აი ეს მაწყობდა, აბა ცუნცულ სიმართლე თუ მოქმედება? - თვალები აუჟუჟუნა ლუკამ ჩემ ძმას. - ნუნცულს მოგცემ შემომაკვდები მაისურაძე - ამოიღრინა ვაჩემ - მოქმედება - იცოდა სიმართლეს თუ აირჩევდა ლუკა ცუდს გაუჩალიჩებდა და ისევ მოქმედება არჩია. - ოო მოქმედებას არ ველოდი... მაშინ ჩემო პანტერა ახლა ადგები და რომელიმე ბიჭს შენი ვნებიანი ტუჩებით ეამბორები ყურზე - ამის თქმა და ჩვენი გადაბჟირება ერთი იყო. - ფუ შენი პიდარასტი...... - შეიკურთხა ვაჩემ და ვისკით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა - შემომაკვდები მაისურაძე მე მითქვია იცოდე - კბილებში გამსცრა ვაჩეს და ახლა თვითონ დაატრიალა ბოთლი. ჯერი ნინეზე მოუწია, დავინახე ფერი როგორ წაუვიდა ჩემ დაქალს. - სიმართლე თუ მოქმედება ნინე? – - სიმართლე, მოქმედებისთვის ვერ გავიმეტებ ჩემ თავს - ირონიულად გაუღიმა ნინემ და დაელოდა რას კითხავდა ვაჩე - ვინმე გიყვარს? - საკმაოდ მოულოდნელი იყო ვაჩესგან ეს კითხვა და შევამჩნიე როგორ დაიძაბა ნინე. - უგულოს ვგავარ? სიყვარულით ბევრი მიყვარს ახვლედიანო - ირონიას არ ღალატობდა წერეთელი. - იცი რომელ სიყვარულსაც ვგულისხმობ ქალბატონო - ოდნავ დაძაბული ტონით კითხა და თვალებში ჩახედა წერეთელს. რატომღაც ოთახში ყველა დაძაბული ველოდით ნინეს პასუხს რომელიც ვისკისკენ აპარებდა თვალს და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. - კი, მიყვარს - თქვა ბოლოს და ამოისუნთქა. აი ახლა უნდა გენახათ ჩემი ძვირფასი ძამიკოს დაბერილი ძარღვები და გაცეცხლებული თვალები, ასე მეგონა ვინმეს შუაზე გაგლეჯდა. - ახლა ჩემი ჯერია - წინ წამოიწია თავისი პასუხით კმაყოფილი ნინე და ბოთლი დაატრიალა, ახლა საბას ჯერი იყო. - საბა სიმართლე თუ მოქმედება? - მოქმედება - არც დაფიქრებულა საბა ისე უპასუხა. - თათას აკოცე - გათამამდა ნინე და მწარე ჩქმეტაც მიიღო თათასგან, თვითონ კი კმაყოფილი მზერით უყურებდა საბას, რომელიც წამოდგა და თათასკენ დაიძრა. - თათა მაპატიე რა - გაბზარული ხმით უთხრა, დაიხარა და მოწყვეტით აკოცა. თათა კი იჯდა გაქვავებული და წამით მეგონა რომ აღარც სუნთქავდა. - ახლა ჩემი ჯერია - წამოიძახა საბამ როგორც კი ადგილზე დაჯდა და ბოთლი დაატრიალა. არც მეტი არც ნაკლები თათა ამოუვიდა, აი ახლა უნდა გენახათ გადაფითრებული თათას სახე. - თათა სიმართლე თუ მოქმედება? - ისე კითხა რომ თვალები არც კი მოუშორებია მისთვის. - მოქმედება - თათას პასუხი მექანიკურად წამოსროლილს უფრო გავდა ვიდრე დაფიქრებულს ნათქვამს. - მოქმედება? - გაიმეორა საბამ თითქოს არ ელოდა თათას ამ პასუხს - კარგი, მაშინ ცოლად მომყვები. - რააა? სინქრონში ვიყვირეთ სამივემ და მხოლოდ ახლა დაუბრუნდა თათა რეალობას. - რა რაა? ხომ თქვი მოქმედებაო ხოდა შენი მოქმედება ესაა ცოლად გამომყვები. - ახლა მართლა გაოგნებულები შევყურებდით ყველა თათას და საბას. - საბა ხუმრობ? ასე ვინ იქცევა? - გაოგნებას ვერ მალავდა თათა... - ვინ? - ფეხზე წამოდგა საბა - ვინ იქცევა და შეყვარებული კაცი თათა - მათ შორის მანძილი შეამცირა და თათას წინ ჩაიმუხლა - კაცი რომელიც ვერ ხვდებოდა რამდენად დიდი ბედნიერება ყავდა გვერდით, კაცი რომელიც სულელური პანიკის გამო უარს ამბობდა და გაურბოდა ოფიციალურ ურთიერთობას - ხმა გაებზარა საბას - თათა აღარ მინდა მომდევნო ორი, გინდ ერთი წელი შეყვარებულობანას თამაში გავაგრძელოთ... მინდა ყოველი დილა შენით იწყებოდეს და შენთან ერთად სრულდებოდეს... მინდა სულ შენ გიყურებდე, შენ ღიმილიან სახეს ვხედავდე, მინდა სახლში შენი კისკისი ისმოდეს... შვილები მინდა რომლებიც შენ დაგემსგავსებიან ქერა კულულა თმით და მარწყვისფერი დაბურთული ტუჩებით - იჯდა თათა და გაფითრებული უყურებდა მის წინ ჩამუხლულ საბას, რომელმაც ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და თათას გაუწოდა - ვიცი გაბრაზებული ხარ, მოთხოვნამ არ გაჭრა როგორც ჩანს ამიტომ გეკითხები ჩემო ფერია ცოლად გამომყვები? - ამის თქმა და თათას ხმით აქვითინება ერთი იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებდით ვერც მე და ნინე. ბიჭები კი კმაყოფილები შეჰყურებდნენ წყვილს, როგორც ჩანს მათთვის სულ არ ყოფილა ეს სიახლე. - თათა გთხოვ ნუ მაწამებ რამე თქვი - ნერვიულად ამოიგმინა საბამ. - როგორი სულელი ხარ, გამოგყვები ჩემო ცხოვრება აბა რას ვიზამ - სიხარულით გადაეხვია თათა მონატრებულ საბას. - ეგრე რა ფერია, ლამის გული გამისკდა ისე გაჩუმდი - შვებით ამოისუნთქა საბამ და ბეჭედი თითზე მოარგო. მერე იყო მილოცვები... სასიხარულო ამბის აღნიშვნა, დალევა, ცეკვა, სიცილი და არც არავის გახსენებია წინა დღეს მომხდარი ინციდენტები ვაჩესთან და იოანესთან. ყველამ გავიზიარეთ წყვილის სიხარული და ეს საღამო ყველამ კარგად ვიმხიარულეთ. ორი ხდებოდა ლუკა საბა და თათა, რომ წავიდნენ დიდი ხვეწნის მიუხედავად ვერ დავითანხმეთ დარჩენაზე... საბამ ჩემ საცოლესთან უნდა განვმარტოვდეო აიტეხა, ლუკამ კი ისეთი გოგო მეპატიჟება ეს რო გავმაზო მართლა გიჟი უნდა ვიყოვო და ასე დაგვტოვა სამეულმა. მე და ნინემ ოთახი მივალაგეთ, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ბევრი დავლიეთ შევძელით და არაფერი დავლეწეთ... ბიჭები ბაღში იყვნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ... ამ ბოლოს ესენი ბევრს ლაპარაკობენ ჩუმათ და საინტერესოა რა ჩაიფიქრეს... - მორჩა მგონი მივალაგეთ - მოვავლე თვალი სასტუმრო ოთახს - დავიძინოთ ხო, ხვალ უნივერსიტეტში უნდა გავიდეთ - აუ ხო... მარა ცოტახანს ჰაერზე უნდა გავიდე თორე ვიგუდები - მიდი მაშინ და მე დავიძინებ თორე ფეხზე ძლივს ვდგავარ, - ნინეს დავემშვიდობე, ბიჭებსაც ტკბილი ძილი ვუსურვე და ოთახში ავედი. ნინესთან მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი უკანა ეზოში გადავწყვიტე გასვლა და ჰამაკში ჩავწექი, ცოტა ხნით ჰაერზე ყოფნა მჭირდებოდა. ბავშვობაში მე ტასო ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ დავინახავდით ყველაზე დიდ ვარსკვლავებს ამოვარჩევდით და ვყვიროდი ეს ჩემაო. მერე სახელებს ვარქმევდით, თუმცა რათ გინდა მეორე დღეს სახელებიც გვავიწყდებოდა და ვერც „ჩვენ“ ვარსკვლავებს ვპოულობდით ამიტომ მიდიოდა ხელახალი ბრძოლა ვარსკვლავებისთვის. ცას შევყურებდი და ისე ვიყავი ფიქრებში გართული ვერც კი შევამჩნიე ვაჩე როგორ მომიახლოვდა. - შეიძლება მეც ჩამოვჯდე - შეპარვით მიმითითა ჰამაკზე. წინააღმდეგობა არც გამიწევია, გვერდით ჩავიწიე და ადგილი გავათავისუფლე. როგორც კი დაჯდა მასზე აკრული აღმოვჩნდი და წამით გავირინდე, მაგრამ მალევე გამოვერკვიე და დისტანცია დავიჭირე. - ახლა ისევ სახელებს არქმევ ვარსკვლავებს? - მკითხა მოულოდნელად. - გახსოვს? - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. - როგორ არ უნდა მახსოვდეს ყოველ ღამე ეცილებოდით შენ და ტასო ერთმანეთს ვინ უფრო დიდ ვარსკვლავს აირჩევდა. - ცას ახედა და გაიცინა - ამჯერად რომელი ამოარჩიე? - ამჯერად არ ამომირჩევია, უბრალოდ ვფიქრობდი და იმ დიდ ვარსკვლავს ვუყურებდი ხედავ? - თითი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისკენ გავიშვირე - ტასო მხოლოდ მას იმახსოვრებდა ამბობდა სიყვარულის ვარსკვლავია ეგო ყველაზე დიდი და კაშკაშაო. - შენც ასე ფიქრობ? - ახლა მე შემომხედა - მე არ ვიცი რა ვარკვლავია მაგრამ ყველაზე გამორჩეული ნამდვილად არის. - და სიყვარული? - რა სიყვარული? - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა - შენი სიყვარულიც დიდი და გამორჩეულია იმ ბიჭის მიმართ? - ჩემი სიყვარული? ის ყველაზე მშვენიერი და დიდებულია - დაჰიპნოზებულმა ვუთხარი და მის შავ თვალებში ჩავიძირე. - თურმე როგორ გყვარებია - სევდანარევი ხმით ამოთქვა ახვლედიანმა - ნამდვილად გაუმართლა - ხმა თითქოს გაებზარაო. - ხო ალბათ. - ესღა ვთქვი და ცას ავხედე. - დიდი ხანია გიყვარს? - ისევ მოულოდნელად მკითხა ვაჩემ. არ ვიცი ალკოჰოლის ბრალია თუ ასეთი ლამაზი საღამოს ხიბლი მაგრამ ვაჩესთან ამაზე ლაპარაკი არ მაშინებდა. - წლებია - პასუხი არც მე დავაყოვნე. - მე ვიცნობ? - იცნობ? , კი - მართლა? - გაუკვირდა ვაჩეს - კი. - მეტყვი ვინაა? - ვერა. - რატო? ჩვენ ხო არასდროს ვმალავდით ერთმანეთისგან რაღაცებს - ეწყინა ვაჩეს. - ჩემმა პასუხმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს ამიტომ ჯობს არ იცოდე. - ის ბიჭია ბარიდან? მათე... - არ მეშვებოდა ვაჩე - ის ჩემი კურსელია ვაჩე გუშინ უკვე გითხარი. - მერე რა კურსელი არ შეიძლება გიყვარდეს? - გამომცდელი მზერით შემომხედა. - შეიძლება, მაგრამ სანამ მათეს გავიცნობდი მანამ უკვე მიყვარდა ასე რომ მათე ვერ იქნება. - ნინე ძალიან მაბნევ... მაგრამ თუ არ გინდა ნუ მეტყვი ვინაა, უბრალოდ ის მაინც მითხარი მასთან ერთად ბედნიერი ხარ? - მასთან ერთად არ ვარ ვაჩე... - რას ქვია არ ხარ - გაიკვირვა ახლვედიანმა - შეყვარებულები არ ვართ და არც ვიქნები.... - რას ნიშნავს არ ხართ და არ იქნებით. - აი ასე, ეს სიყვარული ცალმხრივია ასე რომ არ ვიქნებით - ჩემმა სიტყვებმა ტირილი მომანდომა თავი უსუსურ არსებად ვიგრძენი. - რა იცი რომ ცალმხრივი სიყვარულია? გითხრა არ მიყვარხარო? - არ მეშვებოდა ახვლედიანი მეკი უფრო და უფრო მინდებოდა ტირილი. - არც ის უთქვამს მიყვარხარო - სიმწრისგან გამეცინა და აცრემლებული თვალები მივანათე ვაჩეს რომელიც დაბნეული და გაკვირვებული შემომყურებდა. - რომ კითხო? - არ ღირს - ნინე ასე ძალიან გიყვარს? - ხმა ჩაუწყდა როცა ჩემი ცრემლების მომშრალება დაიწყო... მეკი ისევ ჩავიძირე მის შავ და ღრმა თვალებში. - უსაზღვროდ! - მაშინ გაბედე და კითხე ნინე... არ მინდა ას გულ ნატკენს გიყურო პატარა... - ვერ ვკითხავ ვაჩე - ვეცადე თავი ამერიდებინა მაგრამ ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამაჩერდა. - ნინე არავის მივცემ უფლებას რომ გატიროს გესმის? გუშინ ძალიან გატკინე ჩემს გამო იტირე კიდეც და საკუთარი თავი მძულს ამის გამო. მაგრამ, ამის შემდეგ გახსოვდეს არავის გამო არ უნდა იტირო. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს გესმის? - თვალებიდან გადმოგორებული ცრემლები კიდევ ერთხელ მომწმინდა და გულზე მიმიხუტა, მეკი მისი სურნელით გაბრუებული ვგრძნობდი რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი - დამშვიდდი პატარა და ნუ ტირი... - ვაჩე გუშინ რატომ მაკოცე? - გაკვირვებული მომშორდა თვალებში ჩამხედა, აშკარად არ მოელოდა ჩემს ასეთ შეკითხვას. - არ ვიცი ნინე, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე... ვერ ვაზროვნებდი პატარა, იმდენად გავმწარდი როცა ის ბიჭი დავინახე ასე ახლოს, უბრალოდ გონება დამებინდა. - სიტყვებს თავს ვერ აბავდა ვაჩე და ნერვიულად ათამაშებდა თითებს. - გასაგებია - თუ იმ ბიჭის მიმართ ვინც გიყვარს თავს დამნაშავედ გრძნობ რომ გაკოცე მაპატიე, არ მინდოდა გწყენოდა. არ ვიცოდი შენ ცხოვრებაში თუ ვინმე იყო. უბრალოდ არ ვიცი რა მემართება, იმის წარმოდგენაც კი მკლავს რომ შეიძლება ვინმე შეგეხოს. - თავი ჩახარა და სახეზე ხელები აიფარა. - მაპატიე ნინე - გაპატიე! - რაა? - აშკარად არ ელოდა ისეთი სახით შემომხედა. - ხო, გაპატიე და თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. - ისე ამოისუნთქა თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნაო - ანუ მაპატიე? - ოდნავ სევდიანად გადმომხედა და როგოც კი ჩემს თვალებში დადებითი პასუხი ამოიკითხა მაშინვე მიმიხუტა. მესმოდა მისი გული როგორ გამალებით ძგერდა და მერწმუნეთ, არაფერია იმაზე სასიამოვნო მოსასმენი როგორიც საყვარელი ადამიანის გულის ფეთქვა. - ნინე შეიძლება ახლა ყველაფერი გავაფუჭო მაგრამ ეს რომ არ გითხრა შეიძლება მართლა შევიშალო - დაიჩურჩულა ისე რომ ხელი არც გაუშვია. - მითხარი - მხლოდ ამის თქმა შევძელი. - მიყვარხარ! - ვნებამორეული ხმით ჩამჩურჩულა ყურთან. ესეც მეორე თავი იმედია მოსაწყენი არ გამოვიდა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.