შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გტკივა არაუშავს გაუძელი (1თავი)


18-05-2020, 21:30
ავტორი Mari Malaymadze
ნანახია 853

გტკივა?
უნდა გაუძლო.
სულით დაეცი?
უნდა წამოდგე, სხვა გზა არ გაქვს, ეს დაუწერელი კანონია.
ცხოვრება ყველას თავის დაღს ასვამს. ჩვენი მთავარი მიზანი ბრძოლაა. ბრძოლა სულის ხსნისათვის. ყოველთვის, როცა დილით თვალებს გაახელ, სიმკაცრით უნდა შემოუძახო თავს, რომ შენ შეძლებ ამის გაკეთებას. "
ბოლო წინადადებას ამთავრებს და კალამს მაგიდაზე დებს, შემდეგ კი დღიურს, მისი ცხოვრების თანამგზავრს უჯრაში ინახავს.
ერთი კვირა გავიდა სამანტასა და ჰარის შეხვედრიდან.
ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა სახლის ზღრუბლზე დატოვა გოგონა და წავიდა.
სამანტას გრძნობა და ყველა ემოცია ერთმანეთში იყო არეული. ნამდვილად ვერ ხვდებოდა, თუ რატომ მეორდებოდა ეს გრძნობა ისევ.
მან ხომ დაივიწყა?
ის ხომ შეეშვა ვირტუალურ სიყვარულს მასთან?
მან ხომ უკვე დიდი ხნის წინ გაანალიზა, რომ მისი მომავალი ამ კაცთან შეუძლებელი იყო.
მხოლოდ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ სამანტას მისი ნახვის სურვილი ახრჩობდა. ყველა ის მომენტი გაიხსენა, რაც ამ მომღერალთან აკავშირებდა. ტიროდა, წიოდა, ბღაოდა, წარმოსახვით სიყვარულს მისტიროდა. დრო გავიდა და მიხვდა, რომ მისი სიყვარული არაფრის მომცემი და უიმედო იყო. მამაკაცი, ვერასდროს გაიგებდა მის ჩუმ, გაუმხელელ ამბიციებს. ვერ აკოცებდა და ვერ ჩაიხუტებდა, სხეულის თითოეულ წერტილს სიყვარულით არ დაუკოცნიდა, ვერ შეეხებოდა სხეულს, რომლის სულიც სიგიჟემდე უყვარდა. მის მკლავეში ვერ მოიმწყვდევდა და ვერასდროს ეტყოდა, თუ როგორ ძალიან უყვარდა ის.
გოგონას მხოლოდ ლოდინი დარჩენოდა, ელოდებოდა..
განა ვხუმრობ? არა.
ის მზად იყო უსასრულოდ დალოდებოდა, ოღონდ ერთხელ მაინც ჩაკარგულიყო მის მკლავებში, მზად იყო წასულიყო ყველაფერზე ოღონდ ამ ბიჭის პირიდან მისი სახელი გაჟღერებულიყო.
შეიძლება არაფერს არ ჰქონდა აზრი, მაგრამ ის უბრალოდ გიჟდებოდა ჰარიზე.
სამანტამ იგრძნო, თუ როგორ ახრჩობდა წარსულის სევდა.
მისთვის ეს მომღერალი, მხოლო და მხოლოდ წარსული იყო. წარსული, რომლისთვისაც მან ყველაფერი დათმო, არაფერი დაიშურა.
იჯდა და აანალიზებდა ყველაფერს. აბსოლიტურად ყველა დეტალზე გული წყდებოდა, მაგრამ მას არასდროს უნანია ცალმხრივ სიყვარულში გატარებული წლები. მისმა გიჟურმა და დაუჯერებელმა სიყვარულმა თითქმის ყველაფერი შეაძლებინა. ამ სიყვარულისგან ბევრი იტკინა, ითმინა, იტირა და დაიტანჯა. მაგრამ ბედნიერების გემოც იგრძნო. ბიჭისგან კამერებიდან ყოველთვის ამოუცნობ სითბოს გრძნობდა, მისი სიკეთე აღაფრთოვანებდა, მისი ქალებისადმი დამოკიდებულება აეჭვიანებდა. სძულდა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჰარის შეეძლო შეხება. საკუთარი თავი ძულდა, რადგან არ შეეძლო სამყაროს მეორე ბოლოში გადაფრენილიყო და უზარმაზარ ლონდონში მისი სიყვარული ეძებნა, უზარმაზარ ქუჩებში ფეხშიშველი ეხეტიალა და უშედეგოდ შეშლილივით დაეწყო მისი ძებნა.
გაუაზრებლად ცვივა ცრემლის ერთი ბურთულა. უკვე თითქმის საათნახევარი გავიდა, რაც გაუნძრევლად ზის იატაკზე ერთ წერტილზე მიშტერებული. სულ ჩუმად იყო, მასთან მოკარების საშუალებას არავის აძლევდა.
მაგრამ ერთი კვირის წინ მომხდარი ინციდენტი, მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ახლაც ვერ იაზრებდა ბოლომდე თუ ვინ იდგა მაშინ მის წინ. ვერ იაზრებდა, რომ თვით მისი ოცნება, ჰარი სტაილსი ესაუბრებოდა, მეტიც ეფლირტავებოდა და აკოცა კიდეც. მისთვის ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ მას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ემოციების კონტროლი. გულში რაც არუნდა ეგრძნო, სხეულის გარეთ მისი ემოცია არ გადმოდიოდა, ურყევი და მტკიცე იყო.
ჰარი სტაილსის მოულოდნელმა განოჩენამ მის ცხოვრებაში ყველაფერი არია და თავდაყირა დააყენა. ის ხო ამდენი ხანი ცდილობდა მის დავიწყებას? დაივიწყა კიდეც. ერთი გადაცვეთილი მცნება მის ცხოვრებას მოუხდა და აუხდა. მცნება აი რას მოიცავს, საკმარისია შეწყვიტო ოცნება და ის ზუსტად მაშინ დაიწყებს ახდენას. ირონიულია არა? ვფიქრობ, ასეა.
თავდაყირა დადგა მისი ცხოვრება ერთი ჯელტმენის წყალიბით.
ამდენი ფიქრისგან თავი ასტკივდა.
-ყოველთვის, ამდენს რატომ ფიქრობ?
საკუთარ თავს საყვედურით შემოუძახა და სამზარეულოში ჩავიდა. ძალიან მოშივდა, რადგან დღეს მთელი დღეა არაფერი ეჭამა. ტოსტი გააკეთა და გემრიელად შეექცეოდა, მანამ სანამ კარზე ზარის ხმა არ გაისმა. ლუკმა კინაღამ სასულეში გადასცდა, საჭმელი ძლივსძლივობით გადაყლაპა და მისაღებში გავიდა. საათს დახედა, საღამოს 9 საათი იყო.
-ნეტავ ასეთი ვინ უნდა იყოს?
ჩურჩულით წარმოთქვა, ჭუჭრუტანაში გახედვას აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს დაინახავდა სიბნელი გარდა.
-არა ასე არ შეიძლება.
თქვა და სამზარეულოში გავიდა, იქიდან კი ტაფით ხელდამშვენებული დაბრუნდა.
-ვინ არის?
ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვა. მაგარამ პასუხს არავინ სცემდა, იქნებ ვინმე მანიაკია? ასე უბრალოდ როგორ ამდგარიყო და შუაღამეს კარი უცნობისთვის გაეღო? ის ზედმეტად პატიოსანი იყო ამისთვის, ის არასდროს გავდა სხვა გოგოებს.
კარის ზღურბლს მიღმა კი ისეთი ადამიანი ელოდა, რომელიც მის ცხოვრებას აწ უკვე ძირფესვიანად ცვლიდა.
ლოდინით დაიღალა, მაგრამ არ ამტყუნებდა გოგონას, უცნობისთვის შუაღამეს კარი როგორ გაეღო?
ის დღეს პირისპირ არ ნახავდა გოგონას, რადგან თვლიდა რომ ასე იყო საჭირო. უბრალოდ შორიდან შეხედავდა დათუ ფეხები დაემორჩილებოდნენ უხმოდ დატოვებდა გოგონას აპარტამენტს, რაც სასტიკად ეეჭვებოდა.
გოგონა ისევ ყოყმანობდა, მაგრამ კარი საბოლოოდ მაინც გააღო. უცებ მოიმარჯვა ტაფა და თვალდახუჭულმა მოიქნია აქეთ-იქით. როდესაც გაანალიზა რომ ტაფა ცარიელ სივრცეს ხვდებოდა, თვალები გაახილა. არავინ იყო, ფეხთან რაღაცი იგრძნო.
ვარდები.
ჯერ სისხლისფერ უმშვენიერეს ვარდებს დახედა, შემდეგ კი გარშემო მიმოიხედა იმის იმედით, რომ იპოვიდა მის პატრონს. მაგრამ რასაკვირველია ვერ იპოვა.
სტაილსი შორიდან უცქერდა ამ სანახაობას, გოგონას ბავშურობაზე გაეღიმა და თავი გააქნია.თავისთვის ჩაილაპარაკა ბავშვიაო. როდესაც ჰარი სტაილსი დარწმუნდა, რომ საჩუქარი ადრესატის ხელში იყო გადაწყვიტა წასულიყო უხმოდ. იქაურობას თვალი მოავლო, ზემოთ აიხედა და მეორე სართულზე ოთახს შეხედა, სადაც შუქი ენთო. როგორც ჩანს მისი ოთახია, გაიფიქრა ბიჭმა. საბოლოოდ იქაურობა მას შემდეგ დატოვა, რაც გოგონა სახლში შევიდა.
დივანზე იჯდა ვარდებით ხელში, ჯერ კიდევ გაოცებული იყო.
ბუკეტში პატარა ბარათი იპოვა, ანუ მალე გაიგებდა ამ ვარდების პატრონის ვინაობას.
"თქვენს სილამაზესთან ახლოსაც ვერ მოვლენ ისინი, მაგრამ ვფიქრობ მაპატიებთ. უახლოეს მომავალში შევხვდებით. "
————————————————————
ზდ, პრასწით რო დავაგვიანე, ქალაქგარეთ ვიყავი :დ კიდე თუ ვინმეს არ გინდათ თაგი მითხარით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent