გონების ნათელი და ბნელი წერტილები
]თავი1 ჭექაქუხილია, ისეთი ხმები ისმის თითქოს მალე ცა ჩამოიქცევა, წვიმა კი ყველაფერს წაიღებს და ეს ალბათ კარგიცაა, რადგან დედამიწა გათთავისუფლდება ბოროტი, ამპარტავანი, კაცთმოძულე ადამიანებისგან, რომელთაც არავინ და არაფერი აინტერესებთ ამქვეყნად. არც ის შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ, რადგან მაშინაც კი ცუდს აკეთებენ, როცა კარგი სურთ. ყველაფერს საკუთარი ხელებით ანადგურებენ. შემდეგ კი თავს იმართლებენ თითქოს ამას ვიღაცისთვის აკეთებდნენ. მოვლენ, დაგიახლოვდებიან, ლამაზი სიტყვებით თავს შეგაყვარებენ, ისე მოიქცევიან თითქოს მათთვის მხოლოდ შენ არსებობ, ბოლოს კი წავლენ და თავის გასამართლებლად იტყვიან ერთმანეთს ვერ გავუგეთო. არ იფიქროთ, რომ ამაში ვინმე კონკრეტულს ვგულისხმობ - ყოფილ შეყვარებულს ან დაქალს. -არა, უბრალოდ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ რაღაც ისეთი მოხდება, რაც ყველა ადამიანს ერთდროულად გააქრობს, მათ შორის მეც. არ ვიცი ეს რისი ბრალია, იმის რომ ზოგჯერ ბრაზით ვივსები თუ უბრალოდ ასეთი ვარ. ბოროტი, ეგოისტი, ამპარტავანი... მართლა არ ვიცი ასე რატომ ვფიქრობ. იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ მთელი დღეების ან კვირების მანძილზე ბრაზის ბრალია, რადგან არავის გონებაში არ უნდა იყოს მსგავსი ფიქრები. იქნებ ყველაფერი იმის ბრალია რომ სიყვარული მაკლია. არ იფიქროთ, რომ მეგობრები არ მყავს ან ოჯახის წევრებისგან ვგრძნობ სიყვარულის ნაკლებობას. არა, ესეც ჩემი სულელურ აზრებს მიეკუთვნება. სასაცილოა არა?! ვზივარ ახლა ფანჯარასთან, ჭექა ქუხილის ხმას ვუსმენ და სამყაროზე გაბრაზებული ათას სისულელეს ვწერ. გვერდითი ტელეფონი მიდევს, სადაც შემიძლია ბევრად სწრაფად დავწერო ეს ყველაფერი, მაგრამ რვეულს ვარჩევ. შემიძლია შუქის მოსვლას დაველოდო, მაგრამ სანთელი ავანთე და წერას განვაგრძობ. ვამბობ ადამიანები მეზიზღება თქო, მაგრამ მაინც თქვენ, ადამიანებს გიზიარებთ ჩემს აზრებს. საერთოდ არ ვიცი რა მინდა და არც არასდროს ვიცოდი. საკუთარ თავს მეც კი არ ვიცნობ ბოლომდე. ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, რომ გაოცებულს რამდენიმე წუთი მჭირდება გონზე მოსასვლელად.არ ვიცი ვიღაც ჩემნაირს ვეძებ ახლა თუ უბრალოდ მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ. საერთოდ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ისე ვიქცევი, რომ ყველას ჰგონია ვიცი რას ვაკეთებ და რა მინდა. ახლა ისეთი რაღაცეები გითხარით ალბათ ისიც არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ 19 წლის ვარ და შეყვარებული არასდროს მყოლია, არც ვინმე მყვარებია. არ იფიქროთ, რომ ეს არის ჩემი სიყვარულის ნაკლებობის მიზეზი, რადგან არ ვიცი მართლა მაკლია თუ არა სიყვარული.მეშინია რაიმე კარგზე ფიქრი, რადგან როგორც კი ფიქრს ვიწყებ, მაშინვე ყველაფერი ქრება. მიჭირს ადამიანების ნდობა და ახლოს არავის ვუშვებ, რადგან მგონია რომ როდესაც მომიახლოვდებიან არ მოვეწონები, არ მოეწონებათ ჩემი ის მხარე რომელსაც მანამდე ვერ ხედავდნენ და ისინიც გაქრებიან. მე კი მოგვიანებით თავის დასამშვიდებლად ვიტყვი "ალბათ ასე იყო საჭირო", "ასე უნდა მომხდარიყო", "იქნებ ეს უკეთესიცაა", და რა ვიცი კიდევ რამდენი აზრი მომივა, რამდენჯერ გეტყვით ერთმანეთისგან სრულიად გამომრიცხავ სიტყვებს. მაგრამ ახლა ერთი რამ ზუსტა ვიცი მინდა, რომ ყველაფერი ცუდი კარგით შეიცვალოს. მზე გამოვიდეს და ყველა ბედნიერი იყოს, ხალხი ერთმანეთს ჩაეხუტოს და სიყვარული და სითბო გაავრცელონ. კიდევ უამრავი ფიქრის გაზიარება მინდა ამ ცივ და ბნელ ღამეში,მაგრამ არ მინდა თავი მოგაბეზროთ სისულელეებით. თანაც ჭექა ქუხილი შეწყდა და ალბათ მზეც მალე გამოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.